პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ავეტექსი

AVETEX

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტი; ოსტეოართრიტი; მაანკილოზებელი სპონდილიტი; პოდაგრის გამწვავება; პარაარტიკულური ქსოვილის დაზიანებები (ბურსიტი, ტენდინიტი, მხრის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის პერიართრიტი); პოსტოპერციული ტკივილის სინდრომი; პირველადი დისმენორეა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტენოქსიკამი (tenoxicam)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Anfarm Hellas S.A.(საბერძნეთი)), საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041729
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2024, მოქმედებს 30 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაავეტექსი და სხვა წამალი ერთად

ავეტექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტი;

ოსტეოართრიტი;

მაანკილოზებელი სპონდილიტი;

პოდაგრის გამწვავება;

პარაარტიკულური ქსოვილის დაზიანებები (ბურსიტი, ტენდინიტი, მხრის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის პერიართრიტი);

პოსტოპერციული ტკივილის სინდრომი;

პირველადი დისმენორეა.

მიღების წესი და დოზირება

ავეტექსის ტაბლეტები მიიღება შიგნით.

სასურველია მიღება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ.

პრეპარატი ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ერთსა და იმავე დროს.

არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 7 დღისა, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მიღება შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.

ავეტექსის ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის. დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში.

შემანარჩუნებელი დოზაა 10 მგ დღე-ღამეში.

გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს დოზის გაზრდა შესაძლებელია 40 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ. გამოყენებამდე ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას 2 მლ გამხსნელში (სტერილური საინექციო წყალი 2 მლ).

ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს დამზადებისთანავე.

ხანდაზმული პაციენტები:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად მოკლე დროში. ასას-ით მკურნალობისას აუცილებელია დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის სიმპტომების ადრეული გამოვლენის მიზნით.

ბავშვები:

ავეტექსის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში საკმარისი რაოდენობის მონაცემების არარსებობის გამო.

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების, იბუპროფენისა და ასპირინისადმი, რომელსაც თან ახლავს ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება;

აქტიური ან ანამნეზში რეციდიული პეპტიური წყლული/სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ასას-ის მიღებით გამოწვეული პერფორაცია, მძიმე ფორმის გასტრიტი, კოლიტი, კრონის დაავადება;

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

შაქრიანი დიაბეტი;

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაკტოზის მალაბსორბცია;

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული და პერფორაცია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება ასას-ის დოზის მატებასთან ერთად. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა იწყება შესაძლო მინიმალური დოზებით. პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, რომლებსაც აქვთ წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ანამნეზში, ყველა არსებული პრობლემის შესახებ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.

სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების, მაგ. ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების და ანტითრომბოციტული პრეპარატების, მაგ. ასპირინი, ერთდროული გამოყენებისას.

სასუნთქი სისტემა:

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, რადგან ასპირინი იწვევს ბრონქოსპაზმს პაციენტების ამ კატეგორიაში.

გულსისხლძარღვთა სისტემა და ცერებროვასკულური ეფექტები:

შესაბამისი მონიტორინგი და კონსულტაცია აუცილებელია პაციენტებში ჰიპერტენზიით და/ან გულის უკმარისობით ანამნეზში, რადგან ასას-ით მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს სითხის შეკავება და შეგუბებითი პროცესები.

კანის რეაქცია:

ტენოქსიკამის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნის კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. სტივენ-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი უფრო მეტად მოსალოდნელია მკურნალობის პირველ კვირებში.

პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნების გამოვლენისას (გამონაყარი კანზე, ხშირად ლორწოვან გარსებზე ბუშტუკებით და დაზინებებით).

ჰემატოლოგიური ეფექტები:

ტენოქსიკამი აიჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰემოსტაზზე. ავეტექსის გამოყენებისას აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების დარღვევები ან ღებულობენ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ უარყოფით ზემოქმედებას ჰემოსტაზზე.

პრეპარატი ავეტექსი შეიცავს ლაქტოზას.

გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობის, ლაქტოზას უკმარისობის მქონე პაციენტებში ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის შემთხვევაში პრეპარატი არ მიიღება.

გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე (საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო).

რეპროდუქციული ფუნქცია:

ტენოქსიკამის გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს რეპროდუქციულ ფუნქციას, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ებრძვიან უნაყოფობას და/ან გეგმავენ დაორსულებას.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, რადგან ზოგჯერ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

შეფუთვა:

ტაბლეტები: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფხვნილი: 1 ფლაკონი და 1 ამპულა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ უნდა მოხდეს ორი და მეტი (ასპირინის ჩათვლით) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროულად გამოყენება, რადგან იზრდება არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი.

არ არის რეკომენდებული სალიცილატებთან ერთდროული გამოყენება, რადგან სალიცილატები აძევებენ ტენოქსიკამს ცილებთან ბმის ადგილებიდან და ამ გზით ახანგრძლივებენ პრეპარატის კლირენსს.

ტენოქსიკამი ზრდის ანტიკოაგულანტების, მაგ. ვარფარინის ეფექტს. რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების ეფექტის გულდასმით კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების საწყის ეტაპებზე.

საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაამწვავოს გულის უკმარისობა, შეანელოს გლომერულური ფილტრაცია და გაზარდოს საგულე გლიკოზიდების დონე სისხლის პლაზმაში.

ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე ნეფროტოქსიკურობის რისკის გამო.

ქინოლონებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი.

ტენოქსიკამის დანიშვნის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელიც იღებენ ლითიუმს, აუცილებელია ლითიუმის დონის მონიტორინგის სიხშირის გაზრდა და პაციენტის ინფორმირება საკმარისი რაოდენობით სითხის მიღების აუცილებლობაზე, რათა არ განვითარდეს ლითიუმით ინტოქსიკაცია.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და ხელი შეუშალონ დიურეზული საშუალებების მოქმედებას, რაც გამოიწვევს ასას-ის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდას.

ავეტექსმა შესაძლოა შეასუსტოს ალფა-ადრენერგული ბლოკატორების და აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი რისკი ავეტექსის და დიგოქსინის ერთდროული მიღების შემთხვევაში.

სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ტოქსიურობის შესაძლო გაზრდის გამო.

გულდასმითი კონტროლია საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიდიაბეტურ საშუალებებს.

ტენოქსიკამი არ უნდა იქნეს დანიშნული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ამცირებენ მიფეპრისტონის ეფექტს.

ქინოლონების, ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი;

ტაკროლიმუსთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი.

ზიდოვუდინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკს. ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზიდოვუდინს, არსებობს ჰემატომების და ჰემართროზის განვითარების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემები ვერ ფასდება).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია - სიხშირე უცნობია;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (დისპნოე, ბრონქული ასთმა, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება) - სიხშირე უცნობია;

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: მადის დაქვეითება - არახშირი;

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი - ხშირი; ძილის დარღვევა - არახშირი; ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, პარესთენზია, ძილიანობა - სიხშირე უცნობია;

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა - სიხშირე უცნობია;

სმენის ორგანოების მხრივ: ვერტიგო - არახშირი;

გულ-სისხლარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია - არახშირი; გულის უკმარისობა, არტერიული ჰეპერტენზია, ვასკულიტი - სიხშირე უცნობია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ეპიგასტრალური და აბდომინალური ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა - ხშირი; სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეკრულობა, დიარეა, ღებინება, წყლული პირის ღრუში, გასტრიტი, პირის სიმშრალე - არახშირი; პანკრეატიტი - იშვიათად; პერფორაცია, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება - სიხშირე უცნობია;

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების მომატება პლაზმაში - არახშირი; ჰეპატიტი - სიხშირე უცნობია;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, - არახშირი; სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი - ძალიან იშვიათი; ფოტოსენსიბილიზაცია - სიხშირე უცნობია;

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდოვანას და კრეატინინის მომატება სისხლში - არახშირი;

სასქესო ორგანოების მხრივ; უნაყოფობა ქალებში* - სიხშირე უცნობია;

ზოგადი: დაღლილობა, შეშუპება ინექციის ადგილას - არახშირი.

  • არსებობს ცალკეული მონაცემები ქალებში უნაყოფობის შესახებ, რომლებიც ღებულობდნენ ცოგ/პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს, ტენოქსიკამის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

ტენოქსიკამს - 20 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს:

ტენოქსიკამს - 20 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი.

ერთი ამპულა შეიცავს:

საინექციო წყალს - 2 მლ.

შენახვის პირობები

ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამხსნელით: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ!

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

ოქსიკამები.

ტენოქსიკამი.

ათქ-კოდი: М01АС02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ავეტექსი - ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადას.

ტენოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების ანთების შემდგომ სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექ-ტული მოქმედება.

პრეპარატი კუპირებას ახდენს ან ამცირებს ნებისმიერი ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომს, ამცირებს დილის შებოჭილობას, ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობის დიაპაზონს. ხანგრძლივი გამოყენებისას გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ტენოქსიკამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების და ანტაციდების მიღება ანელებს აბსორბციის პროცესს, შეწოვის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე. Cmax მიიღწევა 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატი 99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ტენოქსიკამის ვენაში შეყვანის შემდეგ პირველი სამი საათის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება. ვენაში შეყვანიდან, ასევე პერორალური მიღებიდან 4 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში კონცენტრაციებს შორის სხვაობა არ აღინიშნება. სისხლის პლაზმაში ალბუმინთან შეკავშირების მაჩვენებელია 99%. ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ასევე, დადგენილა, რომ ერთჯერადი გამოყენებისას პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით (დოზის 0.3%-ზე ნაკლები) აღწევს დედის რძეში.

ტენოქსიკამის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედება და ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი - 72 საათი. ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 60-75 საათს. ტენოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით. პერორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდთან ერთად (უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტის 5-ჰიდროქსიტენოქსიკამის სახით). დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ავეტექსი

AVETEX

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტენოქსიკამი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ტაბლეტები: კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფხვნილი: ყვითლიდან მომწვანო-მოყვითალო ფერამდე ლიოფილიზებული ფხვნილი.

შემადგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

ტენოქსიკამს - 20 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს:

ტენოქსიკამს - 20 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი.

ერთი ამპულა შეიცავს:

საინექციო წყალს - 2 მლ.

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 20 მგ;

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 20 მგ, გამხსნელთან კომპლექტში (საინექციო წყალი 2 მლ).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

ოქსიკამები.

ტენოქსიკამი.

ათქ-კოდი: М01АС02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ავეტექსი - ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადას.

ტენოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების ანთების შემდგომ სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექ-ტული მოქმედება.

პრეპარატი კუპირებას ახდენს ან ამცირებს ნებისმიერი ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომს, ამცირებს დილის შებოჭილობას, ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობის დიაპაზონს. ხანგრძლივი გამოყენებისას გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ტენოქსიკამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების და ანტაციდების მიღება ანელებს აბსორბციის პროცესს, შეწოვის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე. Cmax მიიღწევა 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატი 99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ტენოქსიკამის ვენაში შეყვანის შემდეგ პირველი სამი საათის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება. ვენაში შეყვანიდან, ასევე პერორალური მიღებიდან 4 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში კონცენტრაციებს შორის სხვაობა არ აღინიშნება. სისხლის პლაზმაში ალბუმინთან შეკავშირების მაჩვენებელია 99%. ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ასევე, დადგენილა, რომ ერთჯერადი გამოყენებისას პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით (დოზის 0.3%-ზე ნაკლები) აღწევს დედის რძეში.

ტენოქსიკამის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედება და ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი - 72 საათი. ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 60-75 საათს. ტენოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით. პერორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდთან ერთად (უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტის 5-ჰიდროქსიტენოქსიკამის სახით). დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ჩვენება:

რევმატოიდული ართრიტი;

ოსტეოართრიტი;

მაანკილოზებელი სპონდილიტი;

პოდაგრის გამწვავება;

პარაარტიკულური ქსოვილის დაზიანებები (ბურსიტი, ტენდინიტი, მხრის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის პერიართრიტი);

პოსტოპერციული ტკივილის სინდრომი;

პირველადი დისმენორეა.

მიღების წესი და დოზირება:

ავეტექსის ტაბლეტები მიიღება შიგნით.

სასურველია მიღება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ.

პრეპარატი ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ერთსა და იმავე დროს.

არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 7 დღისა, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მიღება შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.

ავეტექსის ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის. დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში.

შემანარჩუნებელი დოზაა 10 მგ დღე-ღამეში.

გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს დოზის გაზრდა შესაძლებელია 40 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ. გამოყენებამდე ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას 2 მლ გამხსნელში (სტერილური საინექციო წყალი 2 მლ).

ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს დამზადებისთანავე.

არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ხანდაზმული პაციენტები:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად მოკლე დროში. ასას-ით მკურნალობისას აუცილებელია დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის სიმპტომების ადრეული გამოვლენის მიზნით.

ბავშვები:

ავეტექსის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში საკმარისი რაოდენობის მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემები ვერ ფასდება).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია - სიხშირე უცნობია;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (დისპნოე, ბრონქული ასთმა, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება) - სიხშირე უცნობია;

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: მადის დაქვეითება - არახშირი;

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი - ხშირი; ძილის დარღვევა - არახშირი; ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, პარესთენზია, ძილიანობა - სიხშირე უცნობია;

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა - სიხშირე უცნობია;

სმენის ორგანოების მხრივ: ვერტიგო - არახშირი;

გულ-სისხლარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია - არახშირი; გულის უკმარისობა, არტერიული ჰეპერტენზია, ვასკულიტი - სიხშირე უცნობია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ეპიგასტრალური და აბდომინალური ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა - ხშირი; სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეკრულობა, დიარეა, ღებინება, წყლული პირის ღრუში, გასტრიტი, პირის სიმშრალე - არახშირი; პანკრეატიტი - იშვიათად; პერფორაცია, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება - სიხშირე უცნობია;

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების მომატება პლაზმაში - არახშირი; ჰეპატიტი - სიხშირე უცნობია;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, - არახშირი; სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი - ძალიან იშვიათი; ფოტოსენსიბილიზაცია - სიხშირე უცნობია;

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდოვანას და კრეატინინის მომატება სისხლში - არახშირი;

სასქესო ორგანოების მხრივ; უნაყოფობა ქალებში* - სიხშირე უცნობია;

ზოგადი: დაღლილობა, შეშუპება ინექციის ადგილას - არახშირი.

  • არსებობს ცალკეული მონაცემები ქალებში უნაყოფობის შესახებ, რომლებიც ღებულობდნენ ცოგ/პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს, ტენოქსიკამის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების, იბუპროფენისა და ასპირინისადმი, რომელსაც თან ახლავს ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება;

აქტიური ან ანამნეზში რეციდიული პეპტიური წყლული/სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ასას-ის მიღებით გამოწვეული პერფორაცია, მძიმე ფორმის გასტრიტი, კოლიტი, კრონის დაავადება;

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

შაქრიანი დიაბეტი;

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაკტოზის მალაბსორბცია;

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

არ უნდა მოხდეს ორი და მეტი (ასპირინის ჩათვლით) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროულად გამოყენება, რადგან იზრდება არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი.

არ არის რეკომენდებული სალიცილატებთან ერთდროული გამოყენება, რადგან სალიცილატები აძევებენ ტენოქსიკამს ცილებთან ბმის ადგილებიდან და ამ გზით ახანგრძლივებენ პრეპარატის კლირენსს.

ტენოქსიკამი ზრდის ანტიკოაგულანტების, მაგ. ვარფარინის ეფექტს. რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების ეფექტის გულდასმით კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების საწყის ეტაპებზე.

საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაამწვავოს გულის უკმარისობა, შეანელოს გლომერულური ფილტრაცია და გაზარდოს საგულე გლიკოზიდების დონე სისხლის პლაზმაში.

ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე ნეფროტოქსიკურობის რისკის გამო.

ქინოლონებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი.

ტენოქსიკამის დანიშვნის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელიც იღებენ ლითიუმს, აუცილებელია ლითიუმის დონის მონიტორინგის სიხშირის გაზრდა და პაციენტის ინფორმირება საკმარისი რაოდენობით სითხის მიღების აუცილებლობაზე, რათა არ განვითარდეს ლითიუმით ინტოქსიკაცია.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და ხელი შეუშალონ დიურეზული საშუალებების მოქმედებას, რაც გამოიწვევს ასას-ის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდას.

ავეტექსმა შესაძლოა შეასუსტოს ალფა-ადრენერგული ბლოკატორების და აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი რისკი ავეტექსის და დიგოქსინის ერთდროული მიღების შემთხვევაში.

სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ტოქსიურობის შესაძლო გაზრდის გამო.

გულდასმითი კონტროლია საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიდიაბეტურ საშუალებებს.

ტენოქსიკამი არ უნდა იქნეს დანიშნული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ამცირებენ მიფეპრისტონის ეფექტს.

ქინოლონების, ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი;

ტაკროლიმუსთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი.

ზიდოვუდინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკს. ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზიდოვუდინს, არსებობს ჰემატომების და ჰემართროზის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული და პერფორაცია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება ასას-ის დოზის მატებასთან ერთად. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა იწყება შესაძლო მინიმალური დოზებით. პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, რომლებსაც აქვთ წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ანამნეზში, ყველა არსებული პრობლემის შესახებ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.

სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების, მაგ. ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების და ანტითრომბოციტული პრეპარატების, მაგ. ასპირინი, ერთდროული გამოყენებისას.

სასუნთქი სისტემა:

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, რადგან ასპირინი იწვევს ბრონქოსპაზმს პაციენტების ამ კატეგორიაში.

გულსისხლძარღვთა სისტემა და ცერებროვასკულური ეფექტები:

შესაბამისი მონიტორინგი და კონსულტაცია აუცილებელია პაციენტებში ჰიპერტენზიით და/ან გულის უკმარისობით ანამნეზში, რადგან ასას-ით მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს სითხის შეკავება და შეგუბებითი პროცესები.

კანის რეაქცია:

ტენოქსიკამის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნის კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. სტივენ-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი უფრო მეტად მოსალოდნელია მკურნალობის პირველ კვირებში.

პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნების გამოვლენისას (გამონაყარი კანზე, ხშირად ლორწოვან გარსებზე ბუშტუკებით და დაზინებებით).

ჰემატოლოგიური ეფექტები:

ტენოქსიკამი აიჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰემოსტაზზე. ავეტექსის გამოყენებისას აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების დარღვევები ან ღებულობენ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ უარყოფით ზემოქმედებას ჰემოსტაზზე.

პრეპარატი ავეტექსი შეიცავს ლაქტოზას.

გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობის, ლაქტოზას უკმარისობის მქონე პაციენტებში ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის შემთხვევაში პრეპარატი არ მიიღება.

გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე (საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო).

რეპროდუქციული ფუნქცია:

ტენოქსიკამის გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს რეპროდუქციულ ფუნქციას, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ებრძვიან უნაყოფობას და/ან გეგმავენ დაორსულებას.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, რადგან ზოგჯერ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

შეფუთვა:

ტაბლეტები: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფხვნილი: 1 ფლაკონი და 1 ამპულა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამხსნელით: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ!

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა