ტეტრაქსიმი
TETRAXIM
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია ბავშვების აქტიური იმუნიზაციისთვის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტის წინააღმდეგ: ვაქცინაციის პირველადი სერიისთვის ბავშვებში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიფტერიის (diphtheria toxoid) + ტეტანუსის (tetanus toxoid) + bordetella pertussis antigens pertussis + filamentous haemagglutinin + poliomyelitis virus inactivated + type mahoney strain + type mef strain + type saukett strain
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მლ (1 დოზა) დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას (აცელულარული), პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) ვაქცინა (ადსორბირებული) ი.მ. საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- SANOFI WINTHROP INDUSTRIE, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინები, კომბინაციები
- ATC კოდი
- J07CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044909
- რეგისტრირებულია
- 4 მარტი 2026, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SANOFI WINTHROP INDUSTRIE (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტეტრაქსიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია ბავშვების აქტიური იმუნიზაციისთვის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტის წინააღმდეგ:
ვაქცინაციის პირველადი სერიისთვის ბავშვებში;
ბავშვების რევაქცინაციისთვის, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ ვაქცინაციის პირველადი სერია ამ ვაქცინით, ან დიფტერიის, ტეტანუსის, არაუჯრედული ან სრულუჯრედოვანი ყივანახველას, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომპონენტების შემცველი ვაქცინით.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების სქემა უნდა შეირჩეს მოქმედი ნაციონალური რეკომენდაციების მიხედვით:
2 ინექცია ორი თვის ინტერვალით, ერთი კეთდება 2 თვის, ხოლო მეორე 4 თვის ასაკში, რასაც მოჰყვება ერთი ბუსტერ-ინექცია 11 თვის ასაკში, ხოლო შემდგომი მეორე ბუსტერ- ინექცია – 6 წლის ასაკში.
ბუსტერ-ვაქცინაცია ტარდება 11-13 წლის ასაკში ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს ყივანახველას ვალენტობის შემცირებული კონცენტრაციის შემცველობის ვაქცინა 6 წლის ასაკში.
მიღების მეთოდი
ვაქცინის შეყვანა უნდა მოხდეს კუნთში (ინტრამუსკულური მეთოდი, ი/მ), უმჯობესია ბარძაყის არეში ჩვილებში და მკლავში ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ თქვენი ბავშვი ალერგიულია (აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა):
ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6 “დამატებითი ინფორმაცია“),
გლუტარალდეჰიდის, ნეომიცინის, სტრეპტომიცინის ან პოლიმიქსინ B-ს მიმართ (რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში და შეიძლება არსებობდეს მცირე რაოდენობის სახით),
ყივანახველას ვაქცინის მიმართ (აცელულარული ან სრულუჯრედოვანი),
თუ თქვენს ბავშვს ჰქონდა ალერგიული რეაქცია იგივე ვაქცინის ან იგივე ნივთიერებების შემცველი ვაქცინების ინექციის შემდეგ,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება პროგრესირებადი ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება),
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება) სრულუჯრედოვანი ან აცელულარული ყივანახველას ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში,
თუ თქვენს ბავშვს აქვს ცხელება ან დაავადება, რომელიც უეცრად განვითარდა (მწვავე დაავადება). ამ შემთხვევაში უმჯობესია ვაქცინაციის გადადება.
სიფრთხილის ზომები
ტეტრაქსიმის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ბავშვები და მოზარდები
თუ თქვენს ბავშვს აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა ან უტარდება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, ციტოტოქსიკური საშუალებებით, რადიოთერაპია ან იღებს სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება დაასუსტოს მისი იმუნური სისტემა: იმუნური რეაქცია შეიძლება დასუსტდეს. ვაქცინაციამდე რეკომენდებულია მოცდა მკურნალობის დასრულებამდე ან გამოჯანმრთელებამდე. თუმცა, ვაქცინაცია რეკომენდებულია ქრონიკული იმუნოდეფიციტით დაავადებულ პირებში, როგორიცაა აივ ინფექცია, იმ შემთხვევაშიც, თუ იმუნური პასუხი შეზღუდულია,
თუ თქვენს ბავშვს ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინის (ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა) მიღების შემდეგ აღენიშნებოდა გიენ-ბარეს სინდრომი (ანომალური სენსიტიურობა, დამბლა) ან მხრის წნულის ნეიროპათია (დამბლა, დიფუზური ტკივილი მკლავში და მხარში), ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ნებისმიერი ვაქცინის შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება დარღვევები სისხლის მხრივ, როგორიცაა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან შედედების დარღვევა, რადგან ინტრამუსკულური შეყვანის შემთხვევაში არსებობს სისხლდენის რისკი,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ან აღენიშნებოდა სამედიცინო პრობლემები ან ალერგია, განსაკუთრებით ალერგიული რეაქცია ტეტრაქსიმის ინექციის შემდეგ,
თუ თქვენს ბავშვს ამ ვაქცინის წინა მიღების შემდეგ აღენიშნებოდა რომელიმე შემდეგი მოვლენა, ყივანახველას ვალენტობის შემცველი ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს:
ცხელება 40°C ან მეტი ვაქცინაციიდან 48 საათის შემდეგ, როდესაც არ არსებობს სხვა მიზეზი.
კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა ჰიპოტონური/ჰიპორესპონსიული ეპიზოდით (ენერგიის დაკარგვა) ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
უწყვეტი, 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის ტირილი, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში,
კონვულსიები ცხელებით ან მის გარეშე, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ფებრილური კონვულსიები, რომლებიც დაკავშირებული არ არის წინა ვაქცინაციასთან; ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ტემპერატურის მონიტორინგი ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში, და რეგულარულად, 48 საათის განმავლობაში უნდა მიეცეს ტემპერატურის დამწევი საშუალებები.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების (ფეხების და ტერფების) შეშუპება (ედემატოზური რეაქციები) Haemophilus influenzae ტიპი b-ს ვალენტობის შემცველი ვაქცინის ინექციის შემდეგ, ტეტრაქსიმის ვაქცინის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინის ინექცია უნდა მოხდეს ორ სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დღეს.
გულის წასვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ ან ინექციამდეც კი. ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ წინა ინექციის დროს თქვენს ბავშვს აღენიშნა გულის წასვლა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ ვაქცინის შეყვანა შეიძლება წითელა-ყბაყურა-წითურას (MMR) ვაქცინასთან, ჩუტყვავილას ვაქცინასთან ან B ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად, მაგრამ განსხვავებულ ადგილზე, ანუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეყვანით.
პირველადი ვაქცინაციისთვის და პირველი ბუსტერ დოზისთვის, ტეტრაქსიმის გამოყენება შეიძლება Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინის (Act-HIB) მომზადებით ან მასთან ერთად ორ სხვადასხვა ადგილას, ანუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეყვანით.
თუ თქვენმა ბავშვმა ტეტრაქსიმი უნდა მიიღოს სხვა ვაქცინებთან ერთად, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტეტრაქსიმი განკუთვნილია ბავშვების ვაქცინაციისთვის. მოზარდ პაციენტებში მისი გამოყენების საკითხზე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტეტრაქსიმი განკუთვნილია პედიატრიული გამოყენებისთვის.
ტეტრაქსიმი შეიცავს ფენილალანინს, ეთანოლს და ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 12.5 მიკროგრამ ფენილალანინს. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს, თუ გაქვთ ფენილკეტონურია (ფკუ), იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ხდება ფენილალანინის დაგროვება ორგანიზმიდან მისი სათანადოდ გამოყოფის დარღვევის გამო.
მოცემული პრეპარატის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 2 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს). ამ პრეპარატში ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან ეფექტს.
მოცემული პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ გამოიყენება ტეტრაქსიმი
ვაქცინა თქვენს ბავშვს უნდა შეუყვანოს ჯანდაცვის სპეციალისტმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ვაქცინების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ტეტრაქსიმი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ტეტრაქსიმი და რისთვის გამოიყენება
ტეტრაქსიმი (დტაყ-იპვ) არის ვაქცინა. ვაქცინები გამოიყენება ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად.
ტეტრაქსიმის ინექციისას ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა შეიმუშავებს ამ დაავადებებისგან დაცვის მექანიზმებს.
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია თქვენი ბავშვის დასაცავად დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტისგან.
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია ბავშვებისთვის 2 თვის ასაკიდან.
- რა უნდა იცოდეთ ტეტრაქსიმის გამოყენებამდე
იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ვაქცინა თქვენი ბავშვისთვის შესაფერისია, მნიშვნელოვანია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, თუ მას აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა.
ჭარბი დოზა
მონაცემები არ არის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია:
ერთი დოზა (0.5მლ) შეიცავს:
დიფტერიის ტოქსოიდი1 .............................……………………........ ≥20 სე2,3 (30 Lf)
ტეტანუსის ტოქსოიდი1 .............................………………………… ≥40 სე3,4 (10 Lf)
Bordetella pertussis ანტიგენები:
ყივანახველას ტოქსოიდი1 ……..…………............................................. 25 მიკროგრამი
ფილამენტური ჰემაგლუტინინი1 …....................................................... 25 მიკროგრამი
პოლიომიელიტის ვირუსი (ინაქტივირებული)5
ტიპი 1 (Mahoney) .....……………………….................... 29 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 2 (MEF-1) …....……………………..........................7 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 3 (Saukett) …....……………………....................... 26 D-ანტიგენის ერთეული6
1 ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, დატენიანებული.... 0,3მგ Al3+
2 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95) და არანაკლებ 30 სე საშუალო მნიშვნელობა
3 ან ეკვივალენტური კონცენტრაცია, განსაზღვრული იმუნოგენურობის შეფასებით
4 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95)
5 დამზადებულია VERO უჯრედებზე
6 ანტიგენის ეს რაოდენობები არის ზუსტად იგივე, რაც ადრე გამოხატული იყო D-ანტიგენის ერთეულებში 40-8-32 შესაბამისად 1, 2 და 3 ტიპის ვირუსებისთვის, რომლებიც განისაზღვრა სხვა შესაბამისი იმუნოქიმიური მეთოდით.
სხვა კომპონენტებია:
Hanks მედიუმი 199 წითელი ფენოლის გარეშე (კომპლექსური ნარევი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ფენილალანინის ჩათვლით, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვა კომპონენტებს, როგორიცაა გლუკოზა), ყინულოვანი ძმარმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), ფორმალდეჰიდი, ფენოქსიეთანოლი, უწყლო ეთანოლი და საინექციო წყალი.
ტეტრაქსიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ტეტრაქსიმი გამოდის საინექციო სუსპენზიის ფორმით (0,5მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში ნემსით ან ნემსის გარეშე - კოლოფში 1, 10 ან 20).
სუსპენზია შემღვრეული და მოთეთროა.
შეიძლება, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE) - რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი - საფრანგეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 02/2025.
___________________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის:
შეყვანის მეთოდი
შპრიცებისთვის, მიმაგრებული ნემსის გარეშე, ნემსი მყარად უნდა დამაგრდეს შპრიცზე ერთი მეოთხედით ბრუნით.
ინექციამდე შეანჯღრიეთ, სანამ არ მიიღებთ ჰომოგენურ, მღვრიე, მოთეთრო სუსპენზიას.
შეიყვანება ინტრამუსკულური გზით (ი/მ).
შეყვანა უმჯობესია ბარძაყის ანტეროლატერალურ მხარეს (შუა მესამედი) ჩვილებში და დელტისებურ კუნთში ბავშვებში.
არ უნდა მოხდეს ვაქცინის სისხლძარღვში შეყვანა (ინტრავასკულური გზა).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ვაქცინები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის. დიფტერია-ყივანახველა-პოლიომიელიტის-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ათქ კოდი: [J07CA02].
დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინების ინაქტივაცია ხდება ფორმალდეჰიდის გამოყენებით და შემდეგ იწმინდება.
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებულია 1, 2 და 3 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსის Vero უჯრედებზე კულტივირებით, იწმინდება და შემდეგ ინაქტივირდება ფორმალდეჰიდის გამოყენებით.
ყივანახველას არაუჯრედული კომპონენტები (ყივანახველას ტოქსინი (PT) და ფილამენტოზური ჰემაგლუტინინი (FHA)) ექსტრაგირდება Bordetella pertussis-ის კულტურებიდან, შემდეგ იწმინდება.
ყივანახველას ტოქსინი (PT) ინაქტივირდება გლუტარალდეჰიდით და შეესაბამება ყივანახველას ანატოქსინს. FHA არის თანდაყოლილი.
ნაჩვენებია, რომ ყივანახველას ანატოქსინი და FHA არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი ყივანახველასგან დასაცავად.
იმუნური პასუხი ვაქცინაციის პირველადი კურსის შემდეგ
დაბადებიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული იმუნოგენურობის კვლევებმა აჩვენა, რომ 2 თვის ასაკიდან ტეტრაქსიმის ვაქცინით სამჯერადად იმუნიზებულ ყველა ჩვილს (100%) განუვითარდა ანტისხეულების დამცავი ტიტრი (>0.01 სე/მლ) დიფტერიის და ტეტანუსის ანტიგენების მიმართ.
ყივანახველას ანტიგენების მიმართ ბავშვების 87%-ზე მეტს აღენიშნა ყივანახველას ანატოქსინის და ფილამენტოზური ჰემაგლუტინინის მიმართ ანტისხეულების ტიტრების ოთხჯერ გაზრდა ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან 1-2 თვეში.
ვაქცინაციის პირველადი სერიის შემდეგ, ბავშვების სულ მცირე 99.5%-ს ჰქონდა ანტისხეულების სეროპროტექტორული ტიტრები პოლიომიელიტის ვირუსების 1, 2 და 3 ტიპების მიმართ (≥5 ზღვრული დონე, შეესაბამება განზავების უკუსიდიდეს შრატის ნეიტრალიზაციის დროს) და პოლიომიელიტისგან დაცულად ითვლებოდნენ.
პირველი ბუსტერ-დოზის შემდეგ (16-18 თვე), ყველა ბავშვს განუვითარდა ანტისხეულების დამცავი დონე დიფტერიის (>0,1 სე/მლ), ტეტანუსის (>0,1 სე/მლ) მიმართ, ხოლო 87.5%-ს - პოლიომიელიტის ვირუსების მიმართ (>5 ზღვრული დონე, რაც შეესაბამება განზავების უკუსიდიდეს შრატის ნეიტრალიზაციის დროს). ყივანახველას ანტისხეულებში სეროკონვერსიის მაჩვენებელი (ტიტრები ოთხჯერ აღემატება პრევაქცინალურ ტიტრებს) არის 92.6% PT-ისთვის და 89.7% - FHA-სთვის.
იმუნური რეაქცია რევაქცინაციაზე 4-13 წლის ასაკის ბავშვებში:
4-13 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებულ ტეტრაქსიმის კლინიკურ კვლევებში დიფტერიის, ტეტანუსის, 1, 2 და 3 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსის და ყივანახველას ანტიგენების წინააღმდეგ იმუნური რეაქცია იყო მაღალი და გადააჭარბა ანტისხეულების დამცავ დონეს დიფტერიის (>0,1 სე/მლ), ტეტანუსის (>0,1 სე/მლ) მიმართ და 1, 2 და 3 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსების მიმართ (>8, გამოხატული, როგორც განზავების უკუსიდიდეს სერონეიტრალიზაციის დროს).
11-13 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო ანამნესტიკური რეაქცია ტეტანუსის, დიფტერიისა და პოლიომიელიტის ვირუსის კომპონენტების მიმართ.
ვაქცინის ეფექტიანობა ყივანახველას წინააღმდეგ და რეალურ პირობებში აღნიშნული ეფექტიანობა:
ტეტრაქსიმის შემადგენლობაში შემავალი ყივანახველას არაუჯრედული ანტიგენების (aP) ეფექტიანობა ყივანახველასთვის დამახასიათებელი ყველაზე მძიმე ფორმის წინააღმდეგ, როგორც განსაზღვრულია ჯანმოს მიერ (შეტევისმაგვარი ხველა >21 დღე), დოკუმენტურად დაფიქსირებულია რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელიც ჩატარდა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს სამი დოზა ვაქცინაციის პირველადი სერიის სახით მაღალ-ენდემურ ქვეყანაში (სენეგალი).
ტეტრაქსიმის ვაქცინაში ყივანახველას არაუჯრედული ანტიგენების (aP) უნარი, რათა ხანგრძლივი დროით შეამციროს ყივანახველას შემთხვევები და მართოს დაავადება, ნაჩვენებია შვედეთში პენტაქსიმის ვაქცინით ჩატარებულ 10 წლიან ეროვნულ ყივანახველას ეპიდზედამხედველობით კვლევაში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინფორმაცია არ არის.
- 3. უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
წინაკლინიკური მონაცემებით არ არის გამოვლენილი რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანების მიმართ მწვავე ტოქსიკურობის, მრავალჯერადი დოზირების ტოქსიკურობის და ასატანობის სტანდარტული კვლევების შედეგებით.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ჰენკსის (Hanks) გარემო 199 10xC წითელი ფენოლის გარეშე, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და ყინულოვანი ძმარმჟავა (pH-ის კორექციისათვის), ფორმალდეჰიდი, ფენოქსიეთანოლი, უწყლო ეთანოლი, საინექიო წყალი.
ჰენკსის (Hanks) გარემო 199 10xC არის ამინომჟავების (მათ შორის ფენილალანინის), მინერალური მარილების, ვიტამინების და სხვა კომპონენტების (როგორიცაა გლუკოზა) რთული ნარევი, განზავებული საინექციო წყალში.
ადსორბენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მითითებულია პუნქტში 2.
- 2. არათავსებადობა
მოცემული სამკურნალო საშუალების შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება, გარდა 6.6 პუნქტში ჩამოთვლილი პრეპარატებისა.
- 3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)
4 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
- 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C ტემპერატურაზე). არ გაყინოთ.
- 5. პირველადი შეფუთვის აღწერილობა და შემცველობა
- 5 მლ (1 დოზა) სუსპენზია I ტიპის მინის (USP) შპრიცში დამაგრებული ნემსით ან 1 ან 2 ცალკე ნემსით, 1 მლ ტევადობით, ქლორბუტილის ან ბრომბუტილის დგუშით და საცმით, თუ არ არის დამაგრებული ნემსი. 1 შპრიცი მუყაოს სადებზე/ბლისტერში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
- 6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული პრეპარატის ან მისი გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით
იმ შპრიცებისათვის, რომლებზეც არ არის მიმაგრებული ნემსი, ნემსი უნდა მოერგოს შპრიცს, ერთი მეოთხედი ბრუნის დატრიალებით. ტეტრაქსიმის გამოყენება შეიძლება Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინის (Act-HIB) განზავებისათვის.
ინექციამდე უნდა შეანჯღრიოთ მოთეთრო ფერის მღვრიე სუსპენზიის მისაღებად.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს დადგენილი წესის შესაბამისად.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი (Sanofi Winthrop Industrie, France)
რასპაის გამზირი 82, 94250 ჟანტიი, საფრანგეთი
- 1 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი კავშირის ტერიტორიაზე
მომხმარებელთა პრეტენზიები წარადგინეთ მისამართზე:
ბელარუსის რესპუბლიკაში:
შპს „სვიქსბიოფარმა“, ბელარუსის რესპუბლიკა
220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა 5, ოფისი 5/40
ტელეფონი: +375-17-329-0770
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკაში:
შპა „Swixx Biopharma (სვიქს ბიოფარმა)“, ყაზახეთის რესპუბლიკა
050012, ქ. ალმათი, ჟამბილის ქუჩა, სახლი 100
ტელეფონი: +7 (727) 339 17 90,
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკაში:
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
- პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი
პირველი რეგისტრაციის თარიღი:
2022 წლის 17 მაისი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2025 წლის იანვარი
ტეტრაქსიმის ვაქცინის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოს ინტერნეტ-ქსელში (უფლებამოსილი ორგანოს საიტი) ან/და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო სისტემაში (ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საიტი)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
094 951617
ტეტრაქსიმი
საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში
დიფტერიის, ტეტანუსის, აცელულარული ყივანახველას და პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) ვაქცინა, ადსორბირებული
თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის თუ ექთნის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. იხ პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რა არის ტეტრაქსიმი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ტეტრაქსიმის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ტეტრაქსიმი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება ტეტრაქსიმი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ტეტრაქსიმი და რისთვის გამოიყენება
ტეტრაქსიმი (დტაყ-იპვ) არის ვაქცინა. ვაქცინები გამოიყენება ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად.
ტეტრაქსიმის ინექციისას ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა შეიმუშავებს ამ დაავადებებისგან დაცვის მექანიზმებს.
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია თქვენი ბავშვის დასაცავად დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტისგან.
ტეტრაქსიმი ნაჩვენებია ბავშვებისთვის 2 თვის ასაკიდან.
- რა უნდა იცოდეთ ტეტრაქსიმის გამოყენებამდე
იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ვაქცინა თქვენი ბავშვისთვის შესაფერისია, მნიშვნელოვანია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, თუ მას აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა.
არ გამოიყენოთ ტეტრაქსიმი:
თუ თქვენი ბავშვი ალერგიულია (აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა):
ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6 “დამატებითი ინფორმაცია“),
გლუტარალდეჰიდის, ნეომიცინის, სტრეპტომიცინის ან პოლიმიქსინ B-ს მიმართ (რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში და შეიძლება არსებობდეს მცირე რაოდენობის სახით),
ყივანახველას ვაქცინის მიმართ (აცელულარული ან სრულუჯრედოვანი),
თუ თქვენს ბავშვს ჰქონდა ალერგიული რეაქცია იგივე ვაქცინის ან იგივე ნივთიერებების შემცველი ვაქცინების ინექციის შემდეგ,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება პროგრესირებადი ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება),
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება) სრულუჯრედოვანი ან აცელულარული ყივანახველას ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში,
თუ თქვენს ბავშვს აქვს ცხელება ან დაავადება, რომელიც უეცრად განვითარდა (მწვავე დაავადება). ამ შემთხვევაში უმჯობესია ვაქცინაციის გადადება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტეტრაქსიმის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ბავშვები და მოზარდები
თუ თქვენს ბავშვს აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა ან უტარდება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, ციტოტოქსიკური საშუალებებით, რადიოთერაპია ან იღებს სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება დაასუსტოს მისი იმუნური სისტემა: იმუნური რეაქცია შეიძლება დასუსტდეს. ვაქცინაციამდე რეკომენდებულია მოცდა მკურნალობის დასრულებამდე ან გამოჯანმრთელებამდე. თუმცა, ვაქცინაცია რეკომენდებულია ქრონიკული იმუნოდეფიციტით დაავადებულ პირებში, როგორიცაა აივ ინფექცია, იმ შემთხვევაშიც, თუ იმუნური პასუხი შეზღუდულია,
თუ თქვენს ბავშვს ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინის (ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა) მიღების შემდეგ აღენიშნებოდა გიენ-ბარეს სინდრომი (ანომალური სენსიტიურობა, დამბლა) ან მხრის წნულის ნეიროპათია (დამბლა, დიფუზური ტკივილი მკლავში და მხარში), ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ნებისმიერი ვაქცინის შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება დარღვევები სისხლის მხრივ, როგორიცაა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან შედედების დარღვევა, რადგან ინტრამუსკულური შეყვანის შემთხვევაში არსებობს სისხლდენის რისკი,
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ან აღენიშნებოდა სამედიცინო პრობლემები ან ალერგია, განსაკუთრებით ალერგიული რეაქცია ტეტრაქსიმის ინექციის შემდეგ,
თუ თქვენს ბავშვს ამ ვაქცინის წინა მიღების შემდეგ აღენიშნებოდა რომელიმე შემდეგი მოვლენა, ყივანახველას ვალენტობის შემცველი ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს:
ცხელება 40°C ან მეტი ვაქცინაციიდან 48 საათის შემდეგ, როდესაც არ არსებობს სხვა მიზეზი.
კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა ჰიპოტონური/ჰიპორესპონსიული ეპიზოდით (ენერგიის დაკარგვა) ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
უწყვეტი, 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის ტირილი, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში,
კონვულსიები ცხელებით ან მის გარეშე, რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ფებრილური კონვულსიები, რომლებიც დაკავშირებული არ არის წინა ვაქცინაციასთან; ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ტემპერატურის მონიტორინგი ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში, და რეგულარულად, 48 საათის განმავლობაში უნდა მიეცეს ტემპერატურის დამწევი საშუალებები.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების (ფეხების და ტერფების) შეშუპება (ედემატოზური რეაქციები) Haemophilus influenzae ტიპი b-ს ვალენტობის შემცველი ვაქცინის ინექციის შემდეგ, ტეტრაქსიმის ვაქცინის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინის ინექცია უნდა მოხდეს ორ სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დღეს.
გულის წასვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ ან ინექციამდეც კი. ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ წინა ინექციის დროს თქვენს ბავშვს აღენიშნა გულის წასვლა.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ტეტრაქსიმი
ამ ვაქცინის შეყვანა შეიძლება წითელა-ყბაყურა-წითურას (MMR) ვაქცინასთან, ჩუტყვავილას ვაქცინასთან ან B ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად, მაგრამ განსხვავებულ ადგილზე, ანუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეყვანით.
პირველადი ვაქცინაციისთვის და პირველი ბუსტერ დოზისთვის, ტეტრაქსიმის გამოყენება შეიძლება Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინის (Act-HIB) მომზადებით ან მასთან ერთად ორ სხვადასხვა ადგილას, ანუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეყვანით.
თუ თქვენმა ბავშვმა ტეტრაქსიმი უნდა მიიღოს სხვა ვაქცინებთან ერთად, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტეტრაქსიმი განკუთვნილია ბავშვების ვაქცინაციისთვის. მოზარდ პაციენტებში მისი გამოყენების საკითხზე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტეტრაქსიმი განკუთვნილია პედიატრიული გამოყენებისთვის.
ტეტრაქსიმი შეიცავს ფენილალანინს, ეთანოლს და ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 12.5 მიკროგრამ ფენილალანინს. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს, თუ გაქვთ ფენილკეტონურია (ფკუ), იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ხდება ფენილალანინის დაგროვება ორგანიზმიდან მისი სათანადოდ გამოყოფის დარღვევის გამო.
მოცემული პრეპარატის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 2 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს). ამ პრეპარატში ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან ეფექტს.
მოცემული პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ გამოიყენება ტეტრაქსიმი
ვაქცინა თქვენს ბავშვს უნდა შეუყვანოს ჯანდაცვის სპეციალისტმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ვაქცინების შესახებ.
დოზირება
დოზირების სქემა უნდა შეირჩეს მოქმედი ნაციონალური რეკომენდაციების მიხედვით:
2 ინექცია ორი თვის ინტერვალით, ერთი კეთდება 2 თვის, ხოლო მეორე 4 თვის ასაკში, რასაც მოჰყვება ერთი ბუსტერ-ინექცია 11 თვის ასაკში, ხოლო შემდგომი მეორე ბუსტერ- ინექცია – 6 წლის ასაკში.
ბუსტერ-ვაქცინაცია ტარდება 11-13 წლის ასაკში ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს ყივანახველას ვალენტობის შემცირებული კონცენტრაციის შემცველობის ვაქცინა 6 წლის ასაკში.
მიღების მეთოდი
ვაქცინის შეყვანა უნდა მოხდეს კუნთში (ინტრამუსკულური მეთოდი, ი/მ), უმჯობესია ბარძაყის არეში ჩვილებში და მკლავში ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
მძიმე ალერგიული რეაქციები
ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, თუმცა ძალიან იშვიათად, ძირითადად ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ბავშვი ვაქცინაციის ადგილას იმყოფება.
თუ ვაქცინაციის ადგილის დატოვების შემდეგ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ან სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სახის შეშუპება (სახის ედემა), სახის და კისრის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება, კვინკეს შეშუპება).
მდგომარეობის უეცარი და მძიმე გაუარესება არტერიული წნევის დაცემით, რაც იწვევს თავბრუსხვევას და გონების დაკარგვას, გულის შეკუმშვათა რიცხვის გახშირება სუნთქვის გაძნელებასთან ერთად (ანაფილაქსიური რეაქცია).
სხვა გვერდითი მოქმედება
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა და თუ ისინი შენარჩუნდა ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძალიან ხშირი რეაქციები (შეიძლება აღენიშნოს 10 ბავშვიდან 1-ზე მეტს)
მადის დაკარგვა.
ნერვიულობა, გაღიზიანება.
უჩვეულო ტირილი და ყვირილი.
ძილიანობა.
თავის ტკივილი.
ღებინება.
კუნთების ტკივილი (მიალგია).
ინექციის ადგილის სიწითლე (ერითემა).
ინექციის ადგილის ტკივილი.
ინექციის ადგილის შეშუპება (ედემა).
ცხელება ≥38°C.
თვითგრძნობის გაუარესება.
ხშირი რეაქციები (შეიძლება აღენიშნოს 10 ბავშვიდან არაუმეტეს 1-ს)
უძილობა, ძილის დარღვევები.
დიარეა.
ინექციის ადგილის გამაგრება (ინდურაცია).
ნაკლებად ხშირი რეაქციები (შეიძლება აღენიშნოს 100 ბავშვიდან არაუმეტეს 1-ს)
შეუჩერებელი, გახანგრძლივებული ყვირილი და ტირილი.
ინექციის ადგილის სიწითლე და შეშუპება (ედემა) ≥5სმ.
ცხელება ≥39°C.
იშვიათი რეაქციები (შეიძლება აღენიშნოს 1000 ბავშვიდან არაუმეტეს 1-ს)
ცხელება >40°C.
უცნობი სიხშირის რეაქციები (სიხშირის დადგენა შეუძლებელია, რადგან ეს რეაქციები ძალიან იშვიათად აღინიშნება)
კრუნჩხვები ცხელებით ან მის გარეშე.
ცნობიერების დაკარგვა (სინკოპე).
კანზე გამონაყარი, სიწითლე (ერითემა).
ქავილი (ჭინჭრის ციება).
ლიმფური კვანძების გადიდება ინექციის არეში (ლიმფადენოპათია).
ყივანახველას შემცველი ვაქცინის გამოყენების შემდეგ აღწერილია კუნთების ტონუსის დაქვეითება და პერიოდები, როდესაც თქვენი ბავშვი ფერმკრთალია, არ რეაგირებს ან არის შოკის მსგავს მდგომარეობაში (ჰიპოტონიის/ჰიპორესპონსიულობის ეპიზოდები).
აგრეთვე, ტეტრაქსიმის და Haemophilus influenzae ტიპი b ვალენტობის შემცველი ვაქცინის ერთად გამოყენებისას აღწერილია ფეხების და ტერფების შეშუპება (ქვედა კიდურების ედემატოზური რეაქციები), კანის მოლურჯო ფერის მიღება (ციანოზი) ან სიწითლე, მცირე ზომის, ტრანზიტორული წითელი ლაქები (პურპურა), რომელიც ვითარდება ვაქცინაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და ქრება მკურნალობის და შემდგომი მოვლენების გარეშე. შეშუპებას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტირილი.
პოტენციური გვერდითი მოვლენები (ისინი აღწერილი არ არის უშუალოდ ტეტრაქსიმის გამოყენებისას, მაგრამ დაფიქსირდა მისი ანტიგენური კომპონენტების შემცველი ერთი ან მეტი ვაქცინის მიღებისას):
გიენ-ბარეს სინდრომი (ანომალური მგრძნობელობა, დამბლა) და მხრის წნულის ნეიროპათია (დამბლა, დიფუზური ტკივილი მკლავში და მხარში) ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინის შეყვანის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ პოპულაციებთან დაკავშირებით
ძალიან ნაადრევად (გესტაციის 28-ე კვირაზე ან მანამდე) დაბადებულ ბავშვებში ვაქცინაციიდან 2-3 დღის შემდეგ შეიძლება ნორმაზე ხანგრძლივი იყოს სუნთქვას შორის ინტერვალი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ ინახება ტეტრაქსიმი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და მარკირებაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C-8°C). არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი, თუ შენიშნავთ უჩვეულო ფერს ან ნაწილაკების არსებობას.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტეტრაქსიმი
აქტიური ნივთიერებებია:
ერთი დოზა (0.5მლ) შეიცავს:
დიფტერიის ტოქსოიდი1 .............................……………………........ ≥20 სე2,3 (30 Lf)
ტეტანუსის ტოქსოიდი1 .............................………………………… ≥40 სე3,4 (10 Lf)
Bordetella pertussis ანტიგენები:
ყივანახველას ტოქსოიდი1 ……..…………............................................. 25 მიკროგრამი
ფილამენტური ჰემაგლუტინინი1 …....................................................... 25 მიკროგრამი
პოლიომიელიტის ვირუსი (ინაქტივირებული)5
ტიპი 1 (Mahoney) .....……………………….................... 29 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 2 (MEF-1) …....……………………..........................7 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 3 (Saukett) …....……………………....................... 26 D-ანტიგენის ერთეული6
1 ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, დატენიანებული.... 0,3მგ Al3+
2 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95) და არანაკლებ 30 სე საშუალო მნიშვნელობა
3 ან ეკვივალენტური კონცენტრაცია, განსაზღვრული იმუნოგენურობის შეფასებით
4 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95)
5 დამზადებულია VERO უჯრედებზე
6 ანტიგენის ეს რაოდენობები არის ზუსტად იგივე, რაც ადრე გამოხატული იყო D-ანტიგენის ერთეულებში 40-8-32 შესაბამისად 1, 2 და 3 ტიპის ვირუსებისთვის, რომლებიც განისაზღვრა სხვა შესაბამისი იმუნოქიმიური მეთოდით.
სხვა კომპონენტებია:
Hanks მედიუმი 199 წითელი ფენოლის გარეშე (კომპლექსური ნარევი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ფენილალანინის ჩათვლით, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვა კომპონენტებს, როგორიცაა გლუკოზა), ყინულოვანი ძმარმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), ფორმალდეჰიდი, ფენოქსიეთანოლი, უწყლო ეთანოლი და საინექციო წყალი.
ტეტრაქსიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ტეტრაქსიმი გამოდის საინექციო სუსპენზიის ფორმით (0,5მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში ნემსით ან ნემსის გარეშე - კოლოფში 1, 10 ან 20).
სუსპენზია შემღვრეული და მოთეთროა.
შეიძლება, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE) - რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი - საფრანგეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 02/2025.
___________________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის:
შეყვანის მეთოდი
შპრიცებისთვის, მიმაგრებული ნემსის გარეშე, ნემსი მყარად უნდა დამაგრდეს შპრიცზე ერთი მეოთხედით ბრუნით.
ინექციამდე შეანჯღრიეთ, სანამ არ მიიღებთ ჰომოგენურ, მღვრიე, მოთეთრო სუსპენზიას.
შეიყვანება ინტრამუსკულური გზით (ი/მ).
შეყვანა უმჯობესია ბარძაყის ანტეროლატერალურ მხარეს (შუა მესამედი) ჩვილებში და დელტისებურ კუნთში ბავშვებში.
არ უნდა მოხდეს ვაქცინის სისხლძარღვში შეყვანა (ინტრავასკულური გზა).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


