პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ტერაფლუ ექსტრა ლიმონი

THERAFLU EXTRA LEMON

ურეცეპტოდ(650მგ+20მგ+10მგ)ინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

„გაცივების“ და გრიპის სიმპტომების ხანმოკლე დროით შემცირება, მათ შორის: ცხვირის და მისი წიაღების დაცობა; სურდო; ცემინება; სხეულში მტვრევის შეგრძნება და ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ტკივილი დანამატი წიაღების მიდამოში; სხეულის მომატებული ტემპერატურა და მასთან ასოცირებული ციება.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(650მგ+20მგ+10მგ)/15გ 15გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის გემოთი პაკეტი №10
მწარმოებელი
Delpharm Orleans, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-043289
რეგისტრირებულია
22 მაისი 2025, მოქმედებს 2 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Haleon CH SARL (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატერაფლუ ექსტრა ლიმონი და სხვა წამალი ერთად

ტერაფლუ ექსტრა ლიმონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

„გაცივების“ და გრიპის სიმპტომების ხანმოკლე დროით შემცირება, მათ შორის:

ცხვირის და მისი წიაღების დაცობა;

სურდო;

ცემინება;

სხეულში მტვრევის შეგრძნება და ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ტკივილი დანამატი წიაღების მიდამოში;

სხეულის მომატებული ტემპერატურა და მასთან ასოცირებული ციება.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ცხელ წყალში. გამოიყენეთ მისაღებ ტემპერატურამდე გაცივებისას.

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში საჭიროების შემთხვევაში. არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ პრეპარატი 4 სთ-ზე უფრო ხშირად.

არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

უნდა გამოიყენოთ ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზები და მინიმალური ხანგრძლივობით.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი)

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილ პაციენტებში.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში:

რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, ფენირამინის, ფენილეფრინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

რომლებიც გამოიყენებენ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოიყენებდნენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAO), რომლებიც, ჩვეულებრივ, ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

შეიცავს პარაცეტამოლს. არ გამოიყენება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან, დეკონგესტანტებთან (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ცხვირის დაცობის სიმპტომების მოსახსნელად) და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

არსებობს მონაცემები ღვიძლის დისფუნქციის/უკმარისობის შესახებ გლუტათიონის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში (როგორც გამოფიტვისას, ასევე ანორექსიით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის მასის დაბალი ინდექსის მქონე ან მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, სეფსის დროს). საჭიროა თავის არიდება ამ პრეპარატის და დეკონგესტანტების ან ანტიჰისტამინური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან.

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (ღვიძლის თანმხლები დაავადება ზრდის პარაცეტამოლის მიღებისთან დაკავშირებულ ღვიძლის დაზიანების რისკს);

გლუტათიონის დაქვეითებული დონე, როგორც მძიმე ინფექციის დროს (მაგ., სეფსისი), მძიმე გამოფიტვისას, წონის დაქვეითებისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ მეტაბოლური აციდოზის შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: ღრმა, სწრაფი, გაძნელებული სუნთქვა; ცუდად ყოფნა (გულისრევა), ღებინება; მადის დაკარგვა;

არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა), ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები ან გართულებული შარდვა), ოკლუზიური სისხლძარღვოვანი დაავადებები (მაგ., რეინოს სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიცივის ზემოქმედების დროს განვითარებული ხელის და ფეხის თითების დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით ან ფერის შეცვლის სახით (თეთრი, ლურჯი, შემდეგ წითელი).

სიფრთხილით გამოიყენება ეს პრეპარატი პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმპათომიმეტურ საშუალებებს (როგორიცაა დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი საშუალებები, ამფეტამინის მსგავსი საშუალებები), ბეტა-ადრენობლოკატორებს და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (მაგ., ამიტრიპტილინი), დიგოქსინს და საგულე გლიკოზიდებს, ჭვავის რქის ალკალოიდებს (როგორიცაა ერგოტამინი და მეტისერგიდი). სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც უფრო ხშირია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. არ გამოიყენება არეული ცნობიერების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 12.6 გ საქაროზას.

ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

ერთი პაკეტი შეიცავს 42.2 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

შეიცავს კვებით საღებავს Sunset yellow (E 110), რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი დაზიანებული პაკეტებიდან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი ტერაფლუ ექსტრა ლიმონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პაციენტი გამოიყენებს შემდეგ პრეპარატებს:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები)

მოქმედების ურთიერთგაძლიერება ხდება სიმპათომიმეტურ ამინებს, როგორიცაა ფენილეფრინი, და მაო-ს ინჰიბიტორებს შორის (იხ. ნაწილი უკუჩვენებები)

სიმპათომიმეტური საშუალებები (მაგ., დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი პრეპარატები და ამფეტამინის მსგავსი პრეპარატები)

ფენილეფრინის და სხვა სიმპტომიმეტური ამინების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ბეტა-ბლოკერები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მათ შორის, დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა)

ფენილეფრინმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ბლოკერების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტიანობა. შეიძლება გაიზარდოს ჰიპერტენზიის და გულ-სისხძარღვთა სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., ამიტრიპტილინი)

იზრდება გულ-სისხძარღვთა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები

ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს არარეგულარული გულისცემის ან მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ჭვავის რქის ალკალოიდები (მაგ., ერგოტამინი და მეტისერგიდი)

ფენილეფრინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ერგოტიზმი გამოიწვიოს (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ვარფარინი და სხვა კუმარინები

პარაცეტამოლის ხანგრძლივმა ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულაციური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს; ერთჯერად დოზებს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ფენირამინის სედაციურ ეფექტს.

სედაციური და საძილე საშუალებები (მაგ., ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიზური საშულებები და ანტიდეპრესანტები)

ფენირამინი აძლიერებს სხვა სედაციური საშუალებების ცენტრალურ მაინჰიბირებელ მოქმედებას.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები და ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები)

ფენირამინს აქვს ანტიქოლინერგული აქტივობა და შეიძლება გააძლიეროს ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციული ტოქსიკურობის დასადგენად. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს საჭიროა თავის არიდება პრეპარატის გამოყენებისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს. შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება მკურნალობის ხანმოკლე კურსით. ორსულობის დროს პარაცეტამოლის (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატების) გამოყენებამდე ორსულებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. კვლევები ცხოველებში ან კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ან ქალებში ლაქტაციის პერიოდში ფენირამინის გამოყენების შესახებ არ არსებობს. არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ფენილეფრინის გამოყენების შესახებ.

რეკომენდებული დოზებით მიღებისას პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ფენილეფრინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფენირამინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, არამკაფიო მხედველობა, ზოგიერთ პაციენტში კოგნიტიური ფუნქციების და მოძრაობის კოორდინაციების დარღვევები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ალკოჰოლის ან სხვა სედაციური ნივთიერებების მიღებამ შეიძლება დამატებით გააძლიეროს ეს დარღვევები.

გვერდითი მოვლენები

უჩვეულო რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სისტემებისა და ორგანოების კლასი

გვერდითი ეფექტები

სიხშირე

პარაცეტამოლი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსია. კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი

ძალიან იშვიათად

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები

ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეა ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ

ძალიან იშვიათად

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დარღვევები

ღვიძლის დისფუნქცია

ძალიან იშვიათად

ფენირამინი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ლეიკოპენია,

თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია

უცნობია

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება

იშვიათად

ნერვული სისტემის დარღვევები

ანტიქოლინერგული სიმპტომები, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, მეხსიერების ან ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა*, წონასწორობის დარღვევა*, თავბრუსხვევა*, მოდუნება**, ძილიანობა**. ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, მომატებული აგზნებადობის ეფექტი (შფოთვა, ნერვიულობა, უძილობა)

უცნობია

მხედველობის ორგანოების დარღვევები

მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა

უცნობია

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ

გულისცემა

უცნობია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

უცნობია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა

უცნობია

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ეგზემა, ჰემორაგიული გამონაყარი, ერითემა, ქავილი

იშვიათად

თირკმლებისა და შარდის გამომყოფი სისტემის დარღვევები

შარდვის შეკავება

უცნობია

ზოგადი დარღვევები და გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები

ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე

უცნობია

ფენილეფრინი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთვა (ნევროზულობა)

ხშირად

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ

არტერიული წნევის მომატება

ტაქიკარდია, პალპიტაციები

ხშირად

იშვიათად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ღებინება, გულისრევა

ხშირად

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება

იშვიათად

მხედველობის ორგანოების დარღვევები

დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამწვავება (უფრო სავარაუდოა უკვე გამოვლენილი დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული მითითებები), მიდრიაზი

იშვიათად

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

შარდვის შეკავება (უფრო სავარაუდოა ინფრავეზიკალური ობსტრუქციის სინდრომის მქონე პაციენტებში, მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია), დიზურია

იშვიათად

  • ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
  • * უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

აღნიშნავთ ალერგიული რეაქციების განვითარებას, მაგ., გამონაყარი ან ჭინჭრის ციება (ხორკლიანი გამონაყარი ქავილით), ზოგჯერ სუნთქვის გართულებით, სიწითლით ან/და პირის, სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან თვალების შეშუპებით;

აღნიშნავთ გამონაყარს, კანის აქერცვლას ან პირის ღრუში წყლულებს;

ადრე უკვე გქონიათ სუნთქვის პრობლემები ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, ასევე მსგავსი რეაქციის განვითრებისას ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში;

აღნიშნავთ უცნობი ეტიოლოგიის სისხლჩაქცევებს ან სისხლდენის განვითარებას;

აღნიშნავთ შარდის გამუქებას, რაცას თან ახლავს კანის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა და დაღლილობა;

აღნიშნავთ ჰალუცინაციების (ვიზუალური ან სმენითი) განვითარებას;

აღნიშნავთ ზედმეტად სწრაფი პულსის განვითარებას ან გაქვთ ზედმეტად სწრაფი არარეგულარული პულსის განვითარების შეგრძნება;

აღნიშნავთ მხედველობის გაუარესებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ანომალურად მაღალი თვალის წნევით. ეს რეაქცია ძალიან იშვიათად ვითარდება და უფრო მოსალოდნელია გლაუკომის მქონე პაციენტებში.

აღნიშნავთ შარდვის პრობლემებს. ამ რეაქციის განვითარება უფრო მოსალოდნელია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში.

ეს რეაქციები არის იშვიათი ან ძალიან იშვიათი.

ჭარბი დოზა

თუ თქვენ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ აღნიშნავთ რაიმე სიმპტომების განვითარებას.

პარაცეტამოლი

სიმპტომები: პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, 24-48 სთ-ის განმავლობაში ვითარდება და მაქსიმუმს 4-6 დღის შემდეგ აღწევს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის დისფუნქციით და ჰეპატოტოქსიკურობით.

მკურნალობა: პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში ან დადასტურებული ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები ან ნიშნები არ აღინიშნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ღვიძლის დაგვიანებული ტოქსიკური დაზიანების რისკი. შესაძლებელია N-აცეტილცისტეინის ან მეთიონინის გამოყენება.

ფენირამინი

სიმპტომები: ჭარბმა დოზირებამ შეიძლება კრუნჩხვების განვითარება (განსაკუთრებით ბავშვებში), ცნობიერების დარღვევა და კომა გამოიწვიოს.

მკურნალობა: ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, რომელიც მიმართულია სპეციფიკური სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ფენილეფრინი

სიმპტომები: ფენილეფრინით ჭარბი დოზირების სიმპტომები იმ სიმპტომების მსგავსია, რომლებიც აღწერილია „გვედითი მოქმედების“ ნაწილში. ამ სიმპტომების გარდა, ფენილეფრინით ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება, შფოთვა, არტერიული წნევის მომატება და, როგორც შესაძლო შედეგი, რეფლექსური ბრადიკარდია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და არითმიები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. გამოხატული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ალფა-ადრენობლოკატორების, მათ შორის ფენტოლამინის, გამოყენება.

შემადგენლობა

ერთი პაკეტი (15 გ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 650 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე კომპონენტები: საქაროზა, კალიუმის აცესულფამი, საღებავი ყვითელი E 104, საღებავი ყვითელი E 110, მალტოდექსტრინი M 100, კოლოიდური სილიციუმის დოიქსიდი, ლიმონის არომატიზატორი 860098 TD 1091, ლიმონის არომატიზატორი 860202 TD 0991, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი.

აღწერილობა

ფხვიერი ფხვნილი, რომელიც შეიცავს თეთრი და ყვითელი ფერის დიდ გრანულებს, დასაშვებია რბილი კოშტების არსებობა. ცხელ წყალში გახსნისას წარმოიქმნება ყვითელი ფერის შემღვრეული ხსნარი ლიმონის სუნით.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვული სისტემა. ანალგეზიური საშუალებები. სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსიური საშუალებების გარდა.

ათქ კოდი

N02BE51

ფარმაკოლიგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პარაცეტამოლი – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ითვლება, რომ მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, უპირატესად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იგი არ ახდენს პროსტაგლანდინების პერიფერიულ ინჰიბირებას, რის გამოც გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან ხანდაზმულებში.

ფენირამინის მალეატი - ანტიჰისტამინური საშუალება, H1-რეცეპტორების ბლოკატორი. უზრუნველყოფს სასუნქთი გზების დაავადებებთან დაკავშირებული ზოგადი ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებას. მას აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვანზე, რითაც ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ადგილობრივი ექსუდაციური სიმპტომების გამოხატულებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომელიც უპირატესად ალფა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-60 წუთის შემდეგ. თერაპიული დოზების მიღებისას პარაცეტამოლის კავშირი პლაზმის ცილებთან მინიმალურია. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის სახით, 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფენირამინის მალეატი პლაზმური კონცენტრაციის პიკს 1-2.5 სთ-ის შემდეგ აღწევს; ნახევარგამოყოფის პერიოდი 16-19 სთ-ს შეადგენს. პერორალური დოზის 70-83% გამოიყოფა შარდით უცვლელად ან მეტაბოლიტების სახით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწლავებსა და ღვიძლში მონოამინოქსიდაზით გაივლის პირველად მეტაბოლიზმს. ამრიგად, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს პერორალური მიღებისას დაქვეითებული ბიოშეღწევადობა აქვს. გამოიყოფა შარდით სულფატის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ტერაფლუ ექსტრა ლიმონი

სავაჭრო დასახელება

ტერაფლუ ექსტრა ლიმონი / THERAFLU EXTRA LEMON

მოქმედი ნივთიერება (INN): პარაცეტამოლი, ფენირამინი, ფენილეფრინი.

სამკურნალო ფორმა

ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად (ლიმონის გემოთი).

შემადგენლობა

ერთი პაკეტი (15 გ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 650 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე კომპონენტები: საქაროზა, კალიუმის აცესულფამი, საღებავი ყვითელი E 104, საღებავი ყვითელი E 110, მალტოდექსტრინი M 100, კოლოიდური სილიციუმის დოიქსიდი, ლიმონის არომატიზატორი 860098 TD 1091, ლიმონის არომატიზატორი 860202 TD 0991, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი.

აღწერილობა

ფხვიერი ფხვნილი, რომელიც შეიცავს თეთრი და ყვითელი ფერის დიდ გრანულებს, დასაშვებია რბილი კოშტების არსებობა. ცხელ წყალში გახსნისას წარმოიქმნება ყვითელი ფერის შემღვრეული ხსნარი ლიმონის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვული სისტემა. ანალგეზიური საშუალებები. სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსიური საშუალებების გარდა.

ათქ კოდი

N02BE51

ფარმაკოლიგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პარაცეტამოლი – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ითვლება, რომ მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, უპირატესად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იგი არ ახდენს პროსტაგლანდინების პერიფერიულ ინჰიბირებას, რის გამოც გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან ხანდაზმულებში.

ფენირამინის მალეატი - ანტიჰისტამინური საშუალება, H1-რეცეპტორების ბლოკატორი. უზრუნველყოფს სასუნქთი გზების დაავადებებთან დაკავშირებული ზოგადი ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებას. მას აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვანზე, რითაც ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ადგილობრივი ექსუდაციური სიმპტომების გამოხატულებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომელიც უპირატესად ალფა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-60 წუთის შემდეგ. თერაპიული დოზების მიღებისას პარაცეტამოლის კავშირი პლაზმის ცილებთან მინიმალურია. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის სახით, 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფენირამინის მალეატი პლაზმური კონცენტრაციის პიკს 1-2.5 სთ-ის შემდეგ აღწევს; ნახევარგამოყოფის პერიოდი 16-19 სთ-ს შეადგენს. პერორალური დოზის 70-83% გამოიყოფა შარდით უცვლელად ან მეტაბოლიტების სახით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწლავებსა და ღვიძლში მონოამინოქსიდაზით გაივლის პირველად მეტაბოლიზმს. ამრიგად, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს პერორალური მიღებისას დაქვეითებული ბიოშეღწევადობა აქვს. გამოიყოფა შარდით სულფატის სახით.

გამოყენების ჩვენებები

„გაცივების“ და გრიპის სიმპტომების ხანმოკლე დროით შემცირება, მათ შორის:

ცხვირის და მისი წიაღების დაცობა;

სურდო;

ცემინება;

სხეულში მტვრევის შეგრძნება და ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ტკივილი დანამატი წიაღების მიდამოში;

სხეულის მომატებული ტემპერატურა და მასთან ასოცირებული ციება.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ცხელ წყალში. გამოიყენეთ მისაღებ ტემპერატურამდე გაცივებისას.

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში საჭიროების შემთხვევაში. არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ პრეპარატი 4 სთ-ზე უფრო ხშირად.

არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

უნდა გამოიყენოთ ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზები და მინიმალური ხანგრძლივობით.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი)

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილ პაციენტებში.

გვერდითი მოქმედება

უჩვეულო რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სისტემებისა და ორგანოების კლასი

გვერდითი ეფექტები

სიხშირე

პარაცეტამოლი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსია. კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი

ძალიან იშვიათად

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები

ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეა ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ

ძალიან იშვიათად

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დარღვევები

ღვიძლის დისფუნქცია

ძალიან იშვიათად

ფენირამინი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ლეიკოპენია,

თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია

უცნობია

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება

იშვიათად

ნერვული სისტემის დარღვევები

ანტიქოლინერგული სიმპტომები, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, მეხსიერების ან ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა*, წონასწორობის დარღვევა*, თავბრუსხვევა*, მოდუნება**, ძილიანობა**. ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, მომატებული აგზნებადობის ეფექტი (შფოთვა, ნერვიულობა, უძილობა)

უცნობია

მხედველობის ორგანოების დარღვევები

მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა

უცნობია

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ

გულისცემა

უცნობია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

უცნობია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა

უცნობია

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ეგზემა, ჰემორაგიული გამონაყარი, ერითემა, ქავილი

იშვიათად

თირკმლებისა და შარდის გამომყოფი სისტემის დარღვევები

შარდვის შეკავება

უცნობია

ზოგადი დარღვევები და გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები

ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე

უცნობია

ფენილეფრინი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთვა (ნევროზულობა)

ხშირად

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ

არტერიული წნევის მომატება

ტაქიკარდია, პალპიტაციები

ხშირად

იშვიათად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ღებინება, გულისრევა

ხშირად

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება

იშვიათად

მხედველობის ორგანოების დარღვევები

დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამწვავება (უფრო სავარაუდოა უკვე გამოვლენილი დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული მითითებები), მიდრიაზი

იშვიათად

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

იშვიათად

თირკმლებისა და შარდის გამომყოფი სისტემის დარღვევები

შარდვის შეკავება (უფრო სავარაუდოა ინფრავეზიკალური ობსტრუქციის სინდრომის მქონე პაციენტებში, მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია), დიზურია

იშვიათად

  • ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
  • * უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

აღნიშნავთ ალერგიული რეაქციების განვითარებას, მაგ., გამონაყარი ან ჭინჭრის ციება (ხორკლიანი გამონაყარი ქავილით), ზოგჯერ სუნთქვის გართულებით, სიწითლით ან/და პირის, სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან თვალების შეშუპებით;

აღნიშნავთ გამონაყარს, კანის აქერცვლას ან პირის ღრუში წყლულებს;

ადრე უკვე გქონიათ სუნთქვის პრობლემები ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, ასევე მსგავსი რეაქციის განვითრებისას ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში;

აღნიშნავთ უცნობი ეტიოლოგიის სისხლჩაქცევებს ან სისხლდენის განვითარებას;

აღნიშნავთ შარდის გამუქებას, რაცას თან ახლავს კანის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა და დაღლილობა;

აღნიშნავთ ჰალუცინაციების (ვიზუალური ან სმენითი) განვითარებას;

აღნიშნავთ ზედმეტად სწრაფი პულსის განვითარებას ან გაქვთ ზედმეტად სწრაფი არარეგულარული პულსის განვითარების შეგრძნება;

აღნიშნავთ მხედველობის გაუარესებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ანომალურად მაღალი თვალის წნევით. ეს რეაქცია ძალიან იშვიათად ვითარდება და უფრო მოსალოდნელია გლაუკომის მქონე პაციენტებში.

აღნიშნავთ შარდვის პრობლემებს. ამ რეაქციის განვითარება უფრო მოსალოდნელია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში.

ეს რეაქციები არის იშვიათი ან ძალიან იშვიათი.

უკუჩვენებები

არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში:

რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, ფენირამინის, ფენილეფრინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

რომლებიც გამოიყენებენ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოიყენებდნენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAO), რომლებიც, ჩვეულებრივ, ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი ტერაფლუ ექსტრა ლიმონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პაციენტი გამოიყენებს შემდეგ პრეპარატებს:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები)

მოქმედების ურთიერთგაძლიერება ხდება სიმპათომიმეტურ ამინებს, როგორიცაა ფენილეფრინი, და მაო-ს ინჰიბიტორებს შორის (იხ. ნაწილი უკუჩვენებები)

სიმპათომიმეტური საშუალებები (მაგ., დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი პრეპარატები და ამფეტამინის მსგავსი პრეპარატები)

ფენილეფრინის და სხვა სიმპტომიმეტური ამინების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ბეტა-ბლოკერები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მათ შორის, დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა)

ფენილეფრინმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ბლოკერების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტიანობა. შეიძლება გაიზარდოს ჰიპერტენზიის და გულ-სისხძარღვთა სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., ამიტრიპტილინი)

იზრდება გულ-სისხძარღვთა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები

ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს არარეგულარული გულისცემის ან მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ჭვავის რქის ალკალოიდები (მაგ., ერგოტამინი და მეტისერგიდი)

ფენილეფრინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ერგოტიზმი გამოიწვიოს (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ვარფარინი და სხვა კუმარინები

პარაცეტამოლის ხანგრძლივმა ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულაციური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს; ერთჯერად დოზებს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ფენირამინის სედაციურ ეფექტს.

სედაციური და საძილე საშუალებები (მაგ., ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიზური საშულებები და ანტიდეპრესანტები)

ფენირამინი აძლიერებს სხვა სედაციური საშუალებების ცენტრალურ მაინჰიბირებელ მოქმედებას.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები და ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები)

ფენირამინს აქვს ანტიქოლინერგული აქტივობა და შეიძლება გააძლიეროს ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები

შეიცავს პარაცეტამოლს. არ გამოიყენება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან, დეკონგესტანტებთან (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ცხვირის დაცობის სიმპტომების მოსახსნელად) და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

არსებობს მონაცემები ღვიძლის დისფუნქციის/უკმარისობის შესახებ გლუტათიონის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში (როგორც გამოფიტვისას, ასევე ანორექსიით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის მასის დაბალი ინდექსის მქონე ან მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, სეფსის დროს). საჭიროა თავის არიდება ამ პრეპარატის და დეკონგესტანტების ან ანტიჰისტამინური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან.

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (ღვიძლის თანმხლები დაავადება ზრდის პარაცეტამოლის მიღებისთან დაკავშირებულ ღვიძლის დაზიანების რისკს);

გლუტათიონის დაქვეითებული დონე, როგორც მძიმე ინფექციის დროს (მაგ., სეფსისი), მძიმე გამოფიტვისას, წონის დაქვეითებისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ მეტაბოლური აციდოზის შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: ღრმა, სწრაფი, გაძნელებული სუნთქვა; ცუდად ყოფნა (გულისრევა), ღებინება; მადის დაკარგვა;

არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა), ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები ან გართულებული შარდვა), ოკლუზიური სისხლძარღვოვანი დაავადებები (მაგ., რეინოს სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიცივის ზემოქმედების დროს განვითარებული ხელის და ფეხის თითების დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით ან ფერის შეცვლის სახით (თეთრი, ლურჯი, შემდეგ წითელი).

სიფრთხილით გამოიყენება ეს პრეპარატი პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმპათომიმეტურ საშუალებებს (როგორიცაა დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი საშუალებები, ამფეტამინის მსგავსი საშუალებები), ბეტა-ადრენობლოკატორებს და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (მაგ., ამიტრიპტილინი), დიგოქსინს და საგულე გლიკოზიდებს, ჭვავის რქის ალკალოიდებს (როგორიცაა ერგოტამინი და მეტისერგიდი). სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც უფრო ხშირია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. არ გამოიყენება არეული ცნობიერების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 12.6 გ საქაროზას.

ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

ერთი პაკეტი შეიცავს 42.2 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

შეიცავს კვებით საღებავს Sunset yellow (E 110), რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი დაზიანებული პაკეტებიდან.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციული ტოქსიკურობის დასადგენად. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს საჭიროა თავის არიდება პრეპარატის გამოყენებისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს. შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება მკურნალობის ხანმოკლე კურსით. ორსულობის დროს პარაცეტამოლის (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატების) გამოყენებამდე ორსულებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. კვლევები ცხოველებში ან კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ან ქალებში ლაქტაციის პერიოდში ფენირამინის გამოყენების შესახებ არ არსებობს. არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ფენილეფრინის გამოყენების შესახებ.

რეკომენდებული დოზებით მიღებისას პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ფენილეფრინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ფენირამინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, არამკაფიო მხედველობა, ზოგიერთ პაციენტში კოგნიტიური ფუნქციების და მოძრაობის კოორდინაციების დარღვევები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ალკოჰოლის ან სხვა სედაციური ნივთიერებების მიღებამ შეიძლება დამატებით გააძლიეროს ეს დარღვევები.

ჭარბი დოზირება

თუ თქვენ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ აღნიშნავთ რაიმე სიმპტომების განვითარებას.

პარაცეტამოლი

სიმპტომები: პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, 24-48 სთ-ის განმავლობაში ვითარდება და მაქსიმუმს 4-6 დღის შემდეგ აღწევს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის დისფუნქციით და ჰეპატოტოქსიკურობით.

მკურნალობა: პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში ან დადასტურებული ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები ან ნიშნები არ აღინიშნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ღვიძლის დაგვიანებული ტოქსიკური დაზიანების რისკი. შესაძლებელია N-აცეტილცისტეინის ან მეთიონინის გამოყენება.

ფენირამინი

სიმპტომები: ჭარბმა დოზირებამ შეიძლება კრუნჩხვების განვითარება (განსაკუთრებით ბავშვებში), ცნობიერების დარღვევა და კომა გამოიწვიოს.

მკურნალობა: ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, რომელიც მიმართულია სპეციფიკური სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ფენილეფრინი

სიმპტომები: ფენილეფრინით ჭარბი დოზირების სიმპტომები იმ სიმპტომების მსგავსია, რომლებიც აღწერილია „გვედითი მოქმედების“ ნაწილში. ამ სიმპტომების გარდა, ფენილეფრინით ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება, შფოთვა, არტერიული წნევის მომატება და, როგორც შესაძლო შედეგი, რეფლექსური ბრადიკარდია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და არითმიები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. გამოხატული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ალფა-ადრენობლოკატორების, მათ შორის ფენტოლამინის, გამოყენება.

გამოშვების ფორმა

15 გ ფხვნილი კომბინირებული მასალის პაკეტებში. 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი / მწარმოებელი:

ჰელეონ სი-ეიჩ სარლ, რიუ დე ლეტრაზი, 1260 ნიონი, შვეიცარია /

Haleon CH SARL, Route de l`Etraz, 1260 Nyon, Switzerland

მწარმოებელი

დელფარმ ორლეანსი. 5 ავენიუ დე კონსირი, ორლეანს სედექსი 02, 45071, საფრანგეთი / Delpharm Orléans. 5, avenue de Concyr, Orléans Cedex 02, 45071, France.

პრეპარატის გამოყენების დროს არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით: [email protected]. პრეტენზიები პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებით მიიღება ელექტრონული ფოსტით: [email protected].

ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით:

შპს „ნოვოტეკი“, ქ. ტაშკენტი, იუნუს-აბადის რაიონი, ნიიაზბეკ იულის ქ. 2.

ტელ: +99878 120 60 36

სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის ან გამოიყენება ლიცენზიით Haleon-ის კომპანიების ჯგუფის მიერ. © 2024 Haleon-ის კომპანიების ჯგუფი ან მათი ლიცენზიარი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა