ინფექციური და ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ძვალ-კუნთოვანი, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცემინება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენირამინი (pheniramine) + ფენილეფრინი (phenylephrine) + პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- (10მგ + 20მგ + 650მგ)/22გ 22გ გრანულირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034281
- რეგისტრირებულია
- 28 იანვარი 2022, მოქმედებს 28 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობარფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კაპელ ჰოთი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ინფექციური და ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ძვალ-კუნთოვანი, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცემინება.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთჯერადი დოზა (1 პაკეტი) მიიღება ყოველ 4-6 საათში (სიმპტომების შემსუბუქების აუცილებლობისას), არაუმეტეს 4 დოზისა (4 პაკეტი) 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის მიღებებ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 7 დღეზე მეტხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ არის რეკომენდირებული ზემოთ მითითებული დოზების გადაჭარბება.
აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მინიმალური დოზით უმოკლეს ვადაში, რომელიც აუცილებელია ეფექტის მისაღწევად.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
ხანდაზმული პაციენტები
პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ჭიქა ცხელ, მაგრამ არა მდუღარე, წყალში.
მიიღება ცხელი სახით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმები;
- ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- მემკვიდრეობითი ჰიპერბილირუბინემია;
- ჰიპერთირეოზი;
- ფეოქრომოციტომა;
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები;
- ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომი;
- მწვავე პანკრეატიტი;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით;
- შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია;
- პილოროდუოდენალური ობსტრუქცია;
- ბრონქული ასთმა;
- ეპილეფსია;
- სისხლის დაავადებები (მათ შორის მძიმე ანემია, ლეიკოპენია);
- თრომბოზი, თრომბოფლებიტი;
- გლაუკომა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ძილის დარღვევა;
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, β-ბლოკატორების, სხვა სიმპათომიმეტიკების ერთდროული გამოყენება.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, მწვავე ჰეპატიტით, ჰემოლიზური ანემიით, კვების ქრონიკული დეფიციტით და დეჰიდრატაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით (პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მიდრეკილება შარდვის შეკავების განვითარებისადმი), მასტენოზირებელი წყლულოვანი დაავადებით.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ღვიძლის მძიმე დაზიანების განვითარების რისკის გამო. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას, ან სიკვდილი.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ვაზოკონსტრიქტორებთან ერთად გამოყენება.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ შეიძლება პრეპარატის მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რეინოს დაავადების, გულის დაავადებების (მათ შორის არითმიის, ბრადიკარდიის), ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, გლაუკომის, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თერაპიას სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლზე, და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არეული ცნობიერებით.
არსებობს ცნობები ნაყოფში არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვის რისკის შესახებ, პარაცეტამოლის გამოყენებისას ქალებში ორსულობის პერიოდში.
პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ მათ აქვთ სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი;
- თუ მათ აქვთ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- თუ სიმპტომების სიმძიმე არ მცირდება 5 დღის განმავლობაში ან მათ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე სხეულის ტემპერატურის მომატება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, გამონაყარი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო სერიოზულ დაავადებასთან.
პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
იყო შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების/ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ პაციენტებში ორგანიზმში შემცირებული გლუტათიონის შემცველობით, მაგალითად, პაციენტებში კვების გამოხატული დეფიციტით, ანორექსიით, სხეულის დაბალი მასის ინდექსით ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომით.
მძიმე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, სეფსისი), რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში გლუტათიონის შემცველობის შემცირებასთან, პარაცეტამოლის გამოყენება ზრდის მეტაბოლური აციდოზის რისკს. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია ღრმა, გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისთანავე პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ფენილეფრინს, ამიტომ მის გამოყენებას შეუძლია სტენოკარდიის შეტევის პროვოცირება.
დამხმარე ნივთიერებები
შემადგენლობაში საქაროზის არსებობის გამო, სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
პრეპარატი შეიცავს 20,8082 გ საქაროზას 1 პაკეტში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 პაკეტში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კარგად ცნობილია მედიკამენტური ურთიერთქმედებები, რომელშიც შეიძლება შევიდეს პრეპარატის თითოეული კომპონენტი. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ კომპონენტების გამოყენებამ კომბინაციაში, შეიძლება შეცვალოს მედიკამენტური ურთიერთქედებების გამოვლინებები.
პარაცეტამოლი
ვარფარინისა და კუმარინის სხვა წარმოებულების ანტიკოაგულანტური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს პარაცეტამოლის რეგულარული გრძელვადიანი გამოყენების ფონზე, ამასთან სისხლდენების რისკი იზრდება; ეპიზოდური გამოყენებისას ზემოთ მითითებული ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული.
ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება პარაცეტამოლის კუმულაციის და დოზის გადაჭარბების რისკი.
იმ სამკურნალო საშუალბებეთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობას (ბარბიტურატები, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა რიფამპიცინი, იზონიაზიდი), შეიძლება გაიზარდოს ღვიძლზე პარაცეტამოლის ტოქსიკური მოქმედების რისკი.
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე იზრდება მეტოკლოპრამიდთან ერთდროული გამოყენებისას, რასაც თან ახლავს პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე ასევე შეიძლება გაიზარდოს დომპერიდონთან ერთად გამოყენებისას.
პარაცეტამოლთან ერთდროული გამოყენებისას ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.
პარაცეტამოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ლამოტრიჯინის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ღვიძლში ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდით.
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს კოლესტირამინთან ერთდროული გამოყენებისას (იმ შემთხვევებში, როდესაც კოლესტირამინი მიიღება პარაცეტამოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ზეგავლენა უმნიშვნელოდაა გამოხატული).
პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის რეგულარული ერთდროული გამოყენებისას არსებობს ნეიტროპენიის აღნიშვნის რისკი და იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.
პარაცეტამოლთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება შარდმდენების ეფექტურობა.
პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს, ვინაიდან პრობენეციდი გავლენას ახდენს პარაცეტამოლის მეტაბოლიზმზე.
ალკოჰოლის გახანგრძლივებული ან გადაჭარბებული მოხმარებისას, პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
პარაცეტამოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე სისხლში შარდმჟავას დონის დასადგენად ფოსფორ-ვოლფრამის მეთოდით.
ფენირამინის მალეატი
პირველი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა ფენირამინი, ცნს-ზე სხვა პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება (მაგალითად, მაო-ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, საძილე და სედატიური საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ანტიპარკინსონული საშუალებები, ბარბიტურატები, საანესთეზიო საშუალებები, ტრანკვილიზატორები და ნარკოტიკული ანალგეტიკები) და ალკოჰოლისა შეიძლება გაძლიერდეს.
ფენირამინთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ატროპინის, სპაზმოლიზური საშუალებების, ანტიჰისტამინური საშუალებების, ანტიპარკინსონული პრეპარატების და ნეიროლეპტიკების ანტიქოლინერგული მოქმედება ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან.
ფენირამინის მალეატთან ერთად გამოყენებისას ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება შემცირდეს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალების გამოყენება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან და მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს მაო-ს ინჰიბიტორების მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონიული კრიზის განვითარება.
ფენილეფრინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა სიმპათომიმეტიკებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგალითად, ამიტრიპტილინი), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.
ფენილეფრინთან კომბინირებული გამოყენებისას, β-ბლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების (როგორიცაა დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, ამასთან შეიძლება გაიზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
ფენილეფრინის კომბინირებული გამოყენებისას გულის გლიკოზიდებთან (მაგალითად, დიგოქსინი), შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის დარღვევების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი.
ფენილეფრინის ჭვავის რქის ალკალოიდებთან კომბინირებული გამოყენებისას (მაგალითად, ერგოტამინთან და მეთისერგიდთან), შეიძლება გაიზარდოს ერგოტიზმის განვითარების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატი არ არის რეკომენდირებული ამ კატეგორიის პაციენტებში გამოსაყენებლად.
ორსულობა
ორსულობის დროს ქალებში პარაცეტამოლის გამოყენების შესახებ დიდი რაოდენობის მონაცემთა ანალიზმა არ გამოავლინა თანდაყოლილი ან ფეტო-/ნეონატალური ტოქსიკურობა. ნერვული სისტემის განვითარების ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ბავშვებში, რომლებიც მუცლად ყოფნის დროს ექვემდებარებოდნენ პარაცეტამოლის ზემოქმედებას, არ არის საკმარისად დამაჯერებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს კლინიკური საჭიროება, პარაცეტამოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს ქალებში მინიმალური ეფექტური დოზით უმოკლეს ვადებში და დაბალი პერიოდულობით.
ამჟამად, არ არსებობს სათანადო მონაცემები ფენირამინის გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ფენირამინის ემბრიოტოქსიკურ/ფეტოტოქსიკურ მოქმედებაზე, და არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ორსულობის დროს ქალებში ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ. საშვილოსნოს სისხლძარღვების შევიწროება და საშვილოსნოს სისხლის ნაკადის შემცირება, დაკავშირებული ფენილეფრინის გამოყენებასთან, შეიძლება განაპირობებდეს ნაყოფის ჰიპოქსიის განვითარებას. არ არის რეკომენდირებული ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში იმ რაოდენობით, რაც კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი. გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ძუძუთი კვების შეწყვეტის საფუძველი ქალების მიერ, რომლებიც პარაცეტამოლს იღებენ.
არ არსებობს სათანადო მონაცემები დედის რძით ფენირამინის გამოყოფის შესახებ და სამკურნალო საშუალების რაოდენობის შესახებ, რომელიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ფენილეფრინი გამოიყოფა დედის რძით. არ არის რეკომენდირებული ფენილეფრინის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა (განპირობებული ძირითადად ფენირამინით), რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სამუშაოების შესრულებისას, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ- ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ანემია, მათ შორის ჰემოლიზური, სულფგემოგლობინემია და მეტგემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, გულის ტკივილი), ჰემატომები ან სისხლდენა.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კვინკეს შეშუპება; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპოგლიკემია, მათ შორის ჰიპოგლიკემიური კომა.
ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად - ნერვოზულობა, უძილობა, ცნობიერების არევა, ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა, დაძაბულობა, შიშის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა; იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ტრემორი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მიდრიაზი, მწვავე გლაუკომა (უფრო ხშირად გლაუკომის მქონე პაციენტებში), აკომოდაციის დარღვევები.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: იშვიათად - ხმაური ყურებში.
გულის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია, პალპიტაცია.
სახსრების მხრივ: იშვიათად - არტერიული ჰიპერტენზია.
კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება; იშვიათად - პირის სიმშრალე, კონსტიპაცია, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, გულძმარვა, მადის დაქვეითება, ჰიპერსალივაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჩვეულებრივ, სიყვითლის აღნიშვნის გარეშე.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - დიზურია, ნეფროტოქსიკური მოქმედება, თირკმლის კოლიკა; ძალიან იშვიათად - შარდვის შეკავება (უფრო სავარაუდოა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, პურპურა, ალერგიული დერმატიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილას: იშვიათად - სისუსტე, დაღლილობა.
მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატებით თერაპიისგან განსხვავებით, ფენირამინით მკურნალობა არ არის დაკავშირებული QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან და გულის არითმიების განვითარებასთან.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ შეტყობინება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლის მოქმედებასთან დაკავშირებული სიმპტომები ყველაზე მეტად იქნება გამოხატული.
პარაცეტამოლის მოქმედებასთან დაკავშირებული სიმპტომები
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება ჰეპატოტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის ნეკროზი. პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ, მათ შორის დაკავშირებულმა მაღალი დოზის მიღებასთან, რომელიც მიღებული იყო დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება განაპირობოს აასს-ასოცირებული ნეფროპათიის და ღვიძლის ფუნქციის შეუქცევადი დარღვევების განვითარება.
ღვიძლის დაზიანება შეიძლება აღინიშნოს მოზარდებში პარაცეტამოლის 10 გ ან მეტი დოზებით გამოყენებისას და ბავშვებში პარაცეტამოლის გამოყენებისას 150 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზებით.
პაციენტებში რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ალკოჰოლის რეგულარული გადაჭარბებული მოხმარება, გლუტათიონის უკმარისობა (საჭმლის მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი, ინფექცია, გამოწვეული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, კახექსია), ღვიძლის დაზიანება შეიძლება მოხდეს პარაცეტამოლის გამოყენებისას 5 გ ან მეტი დოზებით.
მოწამვლის რისკი განსაკუთრებით არის გამოხატული ხანდაზმულ პაციენტებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, კვების ქრონიკული უკმარისობით და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თერაპიას სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (გრძელვადიანი თერაპია კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ კრაზანას). მძიმე ინტოქსიკაციის დროს, ღვიძლის უკმარისობა შეიძლება პროგრესირებდეს ენცეფალოპათიამდე, კომასა და სიკვდილამდე.
სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით სისხლის სისტემის მხრივ შეიძლება განვითარდეს აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.
სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით გამოყენებისას ცნს-ის მხრივ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა, საშარდე სისტემის მხრივ - ნეფროტოქსიკური მოქმედება (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი).
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება პირველ 24 საათში ვლინდება კანის სიფერმკრთალით, გულისრევით, ღებინებით და მადის ნაკლებობით. ღვიძლის დაზიანების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება არ აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალების მიღებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში და აღინიშნოს მიღებიდან 4-6 დღის განმავლობაში. მაქსიმალური პერიოდი, რომლის დროსაც ვითარდება ღვიძლის დაზიანება, ჩვეულებრივ, შეადგენს სამკურნალო საშუალების მიღებიდან 72-96 საათს. შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები (ჰიპოგლიკემია) და მეტაბოლური აციდოზი, სისხლჩაქცევები. შეიძლება აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე ტუბულარული ნეკროზით (შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაში), რაც ვლინდება წელის ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით, პროტეინურიით. იყო შეტყობინებები გულის არითმიების და მწვავე პანკრეატიტის განვითარების შემთხვევების შესახებ.
მკურნალობა
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, თუნდაც დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არსებობდეს. ადრეულ ეტაპზე შეიძლება გამოყენებულ იქნას N-აცეტილცისტეინი (ინტრავენური შეყვანა ან პერორალური მიღება), როგორც პარაცეტამოლის ანტიდოტი. კუჭის ამორეცხვისას და/ან მეთიონინის გამოყენებისას (პერორალური მიღება), დადებითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან სულ მცირე პირველი 48 საათის განმავლობაში.
შეიძლება მიზანშეწონილი იყოს აქტივირებული ნახშირის გამოყენება და სუნთქვის ფუნქციის და სისხლის მიმოქცევის მონიტორინგის ჩატარება. კრუნჩხვების შემთხვევაში შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენება.
სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ფენილეფრინის ჰიდროქლორიდისა და ფენირამინის მალეატის მოქმედებასთან
სიმპტომები, განპირობებული ფენირამინის მალეატის პარასიმპათოლიზური მოქმედების და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის სიმპათომიმეტური მოქმედების ურთიერთ პოტენცირებით, მოიცავს ძილიანობას, რასაც შემდგომ შეიძლება ახლდეს აღგზნება (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, მხედველობის დარღვევა, გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, გახანგრძლივებული თავის ტკივილი, ჰიპერჰიდროზი, ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა, ჰიპერრეფლექსია, გაღიზიანებადობა, შფოთვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია და ბრადიკარდია.
ფენილეფრინის დოზის გადაჭარბებისას მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ცნობიერების დარღვევები, არითმიები, კომა და კრუნჩხვები.
იყო შეტყობინებები ატროპინის მსგავსი ფსიქოზის განვითარების შემთხვევების შესახებ, ფენირამინის ჭარბი დოზირების ფონზე. ატროპინის მსგავსი სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს მიდრიაზს, ფოტოფობიას, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, ჰიპერთერმიას და ნაწლავის ატონიას.
მკურნალობა
სპეციფიური ანტიდოტი უცნობია ანტიჰისტამინური საშუალებებით დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. უნდა ჩატარდეს სტანდარტული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ შორის გააქტიურებული ნახშირის, ოსმოსური საფაღარათო საშუალებების გამოყენება და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციების შენარჩუნება. მასტიმულირებელი საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული; არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ვაზოკონსტრიქტორული საშუალებები.
მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას α- ადრენორეცეპტორების ბლოკატორები (ინტრავენური შეყვანა), როგორიცაა ფენტოლამინი. კრუნჩხვების შემთხვევაში შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენება.
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, პარაცეტამოლი 650 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, არომატიზატორი „კარამელი“, არომატიზატორი „დარიჩინი“, არომატიზატორი „ვაშლი“.
პრეპარატის ათქ კოდი N02BE51
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ანალგეზიურები და ანტიპირეტულები. ანილიდები. პარაცეტამოლი, კომბინაციები ფსიქოლეფსიურების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კაპელ ჰოთი არის კომბინირებული პრეპარატი გაციების დაავადებების და გრიპის სიმპტომური მკურნალობისთვის.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და მსუბუქად გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც ძირითადად განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ის არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციასა და ჰემოსტაზზე.
პარაცეტამოლი არ აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს პერიფერიულ ქსოვილებში, რაც განაპირობებს ისეთი მნიშვნელოვანი თვისების არსებობას, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პროსტაგლანდინების დამცავი ფუნქციის შენარჩუნება. ამრიგად, პარაცეტამოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში, რომლებშიც პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება არასასურველია (მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტებში ანამნეზში ან ხანდაზმულ პაციენტებში).
ფენირამინის მალეატი
ფენირამინის მალეატი არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, რომელიც ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური რეაქციების გამოხატულებას, ამცირებს ცრემლდენას, რინორეას, ქავილს თვალებსა და ცხვირში. სამკურნალო საშუალება ამცირებს ზოგადი ალერგიული სიმპტომების სიმძიმეს, რომლებიც დაკავშირებულია რესპირატორულ დაავადებებთან, ახდენს ზომიერად გამოხატულ სედატიურ მოქმედებას. ფენირამინის მალეატს ასევე გააჩნია ანტიმუსკარინული მოქმედება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტიკი, ის უპირატესად მოქმედებს უშუალოდ α-ადრენორეცეპტორებზე. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ცხვირის გაჭედვის აღმოსაფხვრელად, სამკურნალო საშუალება არ ახდენს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ მოქმედებას გულის β-ადრენორეცეპტორებზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის საყოველთაოდ ცნობილი ნაზალური დეკონგესტანტი, ის ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი
პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-60 წუთის შემდეგ.
პარაცეტამოლი ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. სამკურნალო საშუალება აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით. რეკომენდირებული თერაპიული დოზებით გამოყენებისას პარაცეტამოლი უმნიშვნელო ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, თუმცა სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად იზრდება შეკავშირების ხარისხი.
პარაცეტამოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში; პარაცეტამოლის ბიოტრანსფორმაციის ორი გზა მოიცავს გლუკურონიზაციას და სულფატაციას. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით გლუკურონიდების და სულფატური კონიუგატების სახით. პარაცეტამოლის შეყვანილი დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს.
ფენირამინის მალეატი
სისხლის პლაზმაში ფენირამინის მალეატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-2,5 საათის შემდეგ; სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-19 საათს, პერორალურად მიღებული დოზის 70-83% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით უცვლელი სახით ან მეტაბოლიტების ფორმით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში; სამკურნალო საშუალება ექვემდებარება პრესისტემურ მეტაბოლიზმს, რომლის პროცესში ჩართულია მონოამინოქსიდაზა (მაო), ნაწლავებსა და ღვიძლში, ამიტომ, პერორალურად მიღებისას, ფენილეფრინის ბიოშეღწევადობა მცირდება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 45-120 წუთის შემდეგ, სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით პრაქტიკულად მთლიანად სულფატური კონიუგატის ფორმით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კაპელ ჰოთი
სავაჭრო დასახელება
კაპელ ჰოთი, Kapel Hot
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ფენირამინი
Paracetamol + Phenylephrine + Pheniramine
სამკურნალო ფორმა
გრანულირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
აღწერილობა: კრემისფერი გრანულირებული ფხვნილი მოყავისფრო ნაწილაკებით.
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, პარაცეტამოლი 650 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, არომატიზატორი „კარამელი“, არომატიზატორი „დარიჩინი“, არომატიზატორი „ვაშლი“.
პრეპარატის ათქ კოდი N02BE51
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ანალგეზიურები და ანტიპირეტულები. ანილიდები. პარაცეტამოლი, კომბინაციები ფსიქოლეფსიურების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კაპელ ჰოთი არის კომბინირებული პრეპარატი გაციების დაავადებების და გრიპის სიმპტომური მკურნალობისთვის.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და მსუბუქად გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც ძირითადად განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ის არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციასა და ჰემოსტაზზე.
პარაცეტამოლი არ აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს პერიფერიულ ქსოვილებში, რაც განაპირობებს ისეთი მნიშვნელოვანი თვისების არსებობას, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პროსტაგლანდინების დამცავი ფუნქციის შენარჩუნება. ამრიგად, პარაცეტამოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში, რომლებშიც პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება არასასურველია (მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტებში ანამნეზში ან ხანდაზმულ პაციენტებში).
ფენირამინის მალეატი
ფენირამინის მალეატი არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, რომელიც ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური რეაქციების გამოხატულებას, ამცირებს ცრემლდენას, რინორეას, ქავილს თვალებსა და ცხვირში. სამკურნალო საშუალება ამცირებს ზოგადი ალერგიული სიმპტომების სიმძიმეს, რომლებიც დაკავშირებულია რესპირატორულ დაავადებებთან, ახდენს ზომიერად გამოხატულ სედატიურ მოქმედებას. ფენირამინის მალეატს ასევე გააჩნია ანტიმუსკარინული მოქმედება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტიკი, ის უპირატესად მოქმედებს უშუალოდ α-ადრენორეცეპტორებზე. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ცხვირის გაჭედვის აღმოსაფხვრელად, სამკურნალო საშუალება არ ახდენს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ მოქმედებას გულის β-ადრენორეცეპტორებზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის საყოველთაოდ ცნობილი ნაზალური დეკონგესტანტი, ის ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი
პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-60 წუთის შემდეგ.
პარაცეტამოლი ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. სამკურნალო საშუალება აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით. რეკომენდირებული თერაპიული დოზებით გამოყენებისას პარაცეტამოლი უმნიშვნელო ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, თუმცა სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად იზრდება შეკავშირების ხარისხი.
პარაცეტამოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში; პარაცეტამოლის ბიოტრანსფორმაციის ორი გზა მოიცავს გლუკურონიზაციას და სულფატაციას. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით გლუკურონიდების და სულფატური კონიუგატების სახით. პარაცეტამოლის შეყვანილი დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს.
ფენირამინის მალეატი
სისხლის პლაზმაში ფენირამინის მალეატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-2,5 საათის შემდეგ; სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-19 საათს, პერორალურად მიღებული დოზის 70-83% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით უცვლელი სახით ან მეტაბოლიტების ფორმით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში; სამკურნალო საშუალება ექვემდებარება პრესისტემურ მეტაბოლიზმს, რომლის პროცესში ჩართულია მონოამინოქსიდაზა (მაო), ნაწლავებსა და ღვიძლში, ამიტომ, პერორალურად მიღებისას, ფენილეფრინის ბიოშეღწევადობა მცირდება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 45-120 წუთის შემდეგ, სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით პრაქტიკულად მთლიანად სულფატური კონიუგატის ფორმით.
გამოყენების ჩვენებები
ინფექციური და ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ძვალ-კუნთოვანი, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცემინება.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთჯერადი დოზა (1 პაკეტი) მიიღება ყოველ 4-6 საათში (სიმპტომების შემსუბუქების აუცილებლობისას), არაუმეტეს 4 დოზისა (4 პაკეტი) 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის მიღებებ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 7 დღეზე მეტხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ არის რეკომენდირებული ზემოთ მითითებული დოზების გადაჭარბება.
აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მინიმალური დოზით უმოკლეს ვადაში, რომელიც აუცილებელია ეფექტის მისაღწევად.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
ხანდაზმული პაციენტები
პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ჭიქა ცხელ, მაგრამ არა მდუღარე, წყალში.
მიიღება ცხელი სახით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმები;
- ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- მემკვიდრეობითი ჰიპერბილირუბინემია;
- ჰიპერთირეოზი;
- ფეოქრომოციტომა;
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები;
- ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომი;
- მწვავე პანკრეატიტი;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით;
- შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია;
- პილოროდუოდენალური ობსტრუქცია;
- ბრონქული ასთმა;
- ეპილეფსია;
- სისხლის დაავადებები (მათ შორის მძიმე ანემია, ლეიკოპენია);
- თრომბოზი, თრომბოფლებიტი;
- გლაუკომა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ძილის დარღვევა;
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, β-ბლოკატორების, სხვა სიმპათომიმეტიკების ერთდროული გამოყენება.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ- ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ანემია, მათ შორის ჰემოლიზური, სულფგემოგლობინემია და მეტგემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, გულის ტკივილი), ჰემატომები ან სისხლდენა.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კვინკეს შეშუპება; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპოგლიკემია, მათ შორის ჰიპოგლიკემიური კომა.
ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად - ნერვოზულობა, უძილობა, ცნობიერების არევა, ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა, დაძაბულობა, შიშის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა; იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ტრემორი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მიდრიაზი, მწვავე გლაუკომა (უფრო ხშირად გლაუკომის მქონე პაციენტებში), აკომოდაციის დარღვევები.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: იშვიათად - ხმაური ყურებში.
გულის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია, პალპიტაცია.
სახსრების მხრივ: იშვიათად - არტერიული ჰიპერტენზია.
კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება; იშვიათად - პირის სიმშრალე, კონსტიპაცია, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, გულძმარვა, მადის დაქვეითება, ჰიპერსალივაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჩვეულებრივ, სიყვითლის აღნიშვნის გარეშე.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - დიზურია, ნეფროტოქსიკური მოქმედება, თირკმლის კოლიკა; ძალიან იშვიათად - შარდვის შეკავება (უფრო სავარაუდოა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, პურპურა, ალერგიული დერმატიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილას: იშვიათად - სისუსტე, დაღლილობა.
მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატებით თერაპიისგან განსხვავებით, ფენირამინით მკურნალობა არ არის დაკავშირებული QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან და გულის არითმიების განვითარებასთან.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ შეტყობინება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, მწვავე ჰეპატიტით, ჰემოლიზური ანემიით, კვების ქრონიკული დეფიციტით და დეჰიდრატაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით (პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მიდრეკილება შარდვის შეკავების განვითარებისადმი), მასტენოზირებელი წყლულოვანი დაავადებით.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ღვიძლის მძიმე დაზიანების განვითარების რისკის გამო. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას, ან სიკვდილი.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ვაზოკონსტრიქტორებთან ერთად გამოყენება.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ შეიძლება პრეპარატის მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რეინოს დაავადების, გულის დაავადებების (მათ შორის არითმიის, ბრადიკარდიის), ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, გლაუკომის, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თერაპიას სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლზე, და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არეული ცნობიერებით.
არსებობს ცნობები ნაყოფში არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვის რისკის შესახებ, პარაცეტამოლის გამოყენებისას ქალებში ორსულობის პერიოდში.
პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ მათ აქვთ სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი;
- თუ მათ აქვთ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- თუ სიმპტომების სიმძიმე არ მცირდება 5 დღის განმავლობაში ან მათ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე სხეულის ტემპერატურის მომატება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, გამონაყარი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო სერიოზულ დაავადებასთან.
პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
იყო შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების/ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ პაციენტებში ორგანიზმში შემცირებული გლუტათიონის შემცველობით, მაგალითად, პაციენტებში კვების გამოხატული დეფიციტით, ანორექსიით, სხეულის დაბალი მასის ინდექსით ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომით.
მძიმე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, სეფსისი), რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში გლუტათიონის შემცველობის შემცირებასთან, პარაცეტამოლის გამოყენება ზრდის მეტაბოლური აციდოზის რისკს. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია ღრმა, გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისთანავე პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ფენილეფრინს, ამიტომ მის გამოყენებას შეუძლია სტენოკარდიის შეტევის პროვოცირება.
დამხმარე ნივთიერებები
შემადგენლობაში საქაროზის არსებობის გამო, სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
პრეპარატი შეიცავს 20,8082 გ საქაროზას 1 პაკეტში, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 პაკეტში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.
შეუთავსებლობა
მონაცემები არ არის მოწოდებული.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა (განპირობებული ძირითადად ფენირამინით), რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სამუშაოების შესრულებისას, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატი არ არის რეკომენდირებული ამ კატეგორიის პაციენტებში გამოსაყენებლად.
ორსულობა
ორსულობის დროს ქალებში პარაცეტამოლის გამოყენების შესახებ დიდი რაოდენობის მონაცემთა ანალიზმა არ გამოავლინა თანდაყოლილი ან ფეტო-/ნეონატალური ტოქსიკურობა. ნერვული სისტემის განვითარების ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები ბავშვებში, რომლებიც მუცლად ყოფნის დროს ექვემდებარებოდნენ პარაცეტამოლის ზემოქმედებას, არ არის საკმარისად დამაჯერებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს კლინიკური საჭიროება, პარაცეტამოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს ქალებში მინიმალური ეფექტური დოზით უმოკლეს ვადებში და დაბალი პერიოდულობით.
ამჟამად, არ არსებობს სათანადო მონაცემები ფენირამინის გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ფენირამინის ემბრიოტოქსიკურ/ფეტოტოქსიკურ მოქმედებაზე, და არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ორსულობის დროს ქალებში ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ. საშვილოსნოს სისხლძარღვების შევიწროება და საშვილოსნოს სისხლის ნაკადის შემცირება, დაკავშირებული ფენილეფრინის გამოყენებასთან, შეიძლება განაპირობებდეს ნაყოფის ჰიპოქსიის განვითარებას. არ არის რეკომენდირებული ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში იმ რაოდენობით, რაც კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი. გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ძუძუთი კვების შეწყვეტის საფუძველი ქალების მიერ, რომლებიც პარაცეტამოლს იღებენ.
არ არსებობს სათანადო მონაცემები დედის რძით ფენირამინის გამოყოფის შესახებ და სამკურნალო საშუალების რაოდენობის შესახებ, რომელიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ფენილეფრინი გამოიყოფა დედის რძით. არ არის რეკომენდირებული ფენილეფრინის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კარგად ცნობილია მედიკამენტური ურთიერთქმედებები, რომელშიც შეიძლება შევიდეს პრეპარატის თითოეული კომპონენტი. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ კომპონენტების გამოყენებამ კომბინაციაში, შეიძლება შეცვალოს მედიკამენტური ურთიერთქედებების გამოვლინებები.
პარაცეტამოლი
ვარფარინისა და კუმარინის სხვა წარმოებულების ანტიკოაგულანტური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს პარაცეტამოლის რეგულარული გრძელვადიანი გამოყენების ფონზე, ამასთან სისხლდენების რისკი იზრდება; ეპიზოდური გამოყენებისას ზემოთ მითითებული ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული.
ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება პარაცეტამოლის კუმულაციის და დოზის გადაჭარბების რისკი.
იმ სამკურნალო საშუალბებეთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობას (ბარბიტურატები, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა რიფამპიცინი, იზონიაზიდი), შეიძლება გაიზარდოს ღვიძლზე პარაცეტამოლის ტოქსიკური მოქმედების რისკი.
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე იზრდება მეტოკლოპრამიდთან ერთდროული გამოყენებისას, რასაც თან ახლავს პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე ასევე შეიძლება გაიზარდოს დომპერიდონთან ერთად გამოყენებისას.
პარაცეტამოლთან ერთდროული გამოყენებისას ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.
პარაცეტამოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ლამოტრიჯინის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ღვიძლში ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდით.
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს კოლესტირამინთან ერთდროული გამოყენებისას (იმ შემთხვევებში, როდესაც კოლესტირამინი მიიღება პარაცეტამოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ზეგავლენა უმნიშვნელოდაა გამოხატული).
პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის რეგულარული ერთდროული გამოყენებისას არსებობს ნეიტროპენიის აღნიშვნის რისკი და იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.
პარაცეტამოლთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება შარდმდენების ეფექტურობა.
პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს, ვინაიდან პრობენეციდი გავლენას ახდენს პარაცეტამოლის მეტაბოლიზმზე.
ალკოჰოლის გახანგრძლივებული ან გადაჭარბებული მოხმარებისას, პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
პარაცეტამოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე სისხლში შარდმჟავას დონის დასადგენად ფოსფორ-ვოლფრამის მეთოდით.
ფენირამინის მალეატი
პირველი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა ფენირამინი, ცნს-ზე სხვა პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება (მაგალითად, მაო-ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, საძილე და სედატიური საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ანტიპარკინსონული საშუალებები, ბარბიტურატები, საანესთეზიო საშუალებები, ტრანკვილიზატორები და ნარკოტიკული ანალგეტიკები) და ალკოჰოლისა შეიძლება გაძლიერდეს.
ფენირამინთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ატროპინის, სპაზმოლიზური საშუალებების, ანტიჰისტამინური საშუალებების, ანტიპარკინსონული პრეპარატების და ნეიროლეპტიკების ანტიქოლინერგული მოქმედება ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან.
ფენირამინის მალეატთან ერთად გამოყენებისას ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება შემცირდეს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალების გამოყენება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან და მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს მაო-ს ინჰიბიტორების მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონიული კრიზის განვითარება.
ფენილეფრინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა სიმპათომიმეტიკებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგალითად, ამიტრიპტილინი), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.
ფენილეფრინთან კომბინირებული გამოყენებისას, β-ბლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების (როგორიცაა დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, ამასთან შეიძლება გაიზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
ფენილეფრინის კომბინირებული გამოყენებისას გულის გლიკოზიდებთან (მაგალითად, დიგოქსინი), შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის დარღვევების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი.
ფენილეფრინის ჭვავის რქის ალკალოიდებთან კომბინირებული გამოყენებისას (მაგალითად, ერგოტამინთან და მეთისერგიდთან), შეიძლება გაიზარდოს ერგოტიზმის განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლის მოქმედებასთან დაკავშირებული სიმპტომები ყველაზე მეტად იქნება გამოხატული.
პარაცეტამოლის მოქმედებასთან დაკავშირებული სიმპტომები
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება ჰეპატოტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის ნეკროზი. პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ, მათ შორის დაკავშირებულმა მაღალი დოზის მიღებასთან, რომელიც მიღებული იყო დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება განაპირობოს აასს-ასოცირებული ნეფროპათიის და ღვიძლის ფუნქციის შეუქცევადი დარღვევების განვითარება.
ღვიძლის დაზიანება შეიძლება აღინიშნოს მოზარდებში პარაცეტამოლის 10 გ ან მეტი დოზებით გამოყენებისას და ბავშვებში პარაცეტამოლის გამოყენებისას 150 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზებით.
პაციენტებში რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ალკოჰოლის რეგულარული გადაჭარბებული მოხმარება, გლუტათიონის უკმარისობა (საჭმლის მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი, ინფექცია, გამოწვეული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, კახექსია), ღვიძლის დაზიანება შეიძლება მოხდეს პარაცეტამოლის გამოყენებისას 5 გ ან მეტი დოზებით.
მოწამვლის რისკი განსაკუთრებით არის გამოხატული ხანდაზმულ პაციენტებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, კვების ქრონიკული უკმარისობით და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თერაპიას სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (გრძელვადიანი თერაპია კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ კრაზანას). მძიმე ინტოქსიკაციის დროს, ღვიძლის უკმარისობა შეიძლება პროგრესირებდეს ენცეფალოპათიამდე, კომასა და სიკვდილამდე.
სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით სისხლის სისტემის მხრივ შეიძლება განვითარდეს აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.
სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით გამოყენებისას ცნს-ის მხრივ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა, საშარდე სისტემის მხრივ - ნეფროტოქსიკური მოქმედება (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი).
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება პირველ 24 საათში ვლინდება კანის სიფერმკრთალით, გულისრევით, ღებინებით და მადის ნაკლებობით. ღვიძლის დაზიანების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება არ აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალების მიღებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში და აღინიშნოს მიღებიდან 4-6 დღის განმავლობაში. მაქსიმალური პერიოდი, რომლის დროსაც ვითარდება ღვიძლის დაზიანება, ჩვეულებრივ, შეადგენს სამკურნალო საშუალების მიღებიდან 72-96 საათს. შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები (ჰიპოგლიკემია) და მეტაბოლური აციდოზი, სისხლჩაქცევები. შეიძლება აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე ტუბულარული ნეკროზით (შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაში), რაც ვლინდება წელის ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით, პროტეინურიით. იყო შეტყობინებები გულის არითმიების და მწვავე პანკრეატიტის განვითარების შემთხვევების შესახებ.
მკურნალობა
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, თუნდაც დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არსებობდეს. ადრეულ ეტაპზე შეიძლება გამოყენებულ იქნას N-აცეტილცისტეინი (ინტრავენური შეყვანა ან პერორალური მიღება), როგორც პარაცეტამოლის ანტიდოტი. კუჭის ამორეცხვისას და/ან მეთიონინის გამოყენებისას (პერორალური მიღება), დადებითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან სულ მცირე პირველი 48 საათის განმავლობაში.
შეიძლება მიზანშეწონილი იყოს აქტივირებული ნახშირის გამოყენება და სუნთქვის ფუნქციის და სისხლის მიმოქცევის მონიტორინგის ჩატარება. კრუნჩხვების შემთხვევაში შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენება.
სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ფენილეფრინის ჰიდროქლორიდისა და ფენირამინის მალეატის მოქმედებასთან
სიმპტომები, განპირობებული ფენირამინის მალეატის პარასიმპათოლიზური მოქმედების და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის სიმპათომიმეტური მოქმედების ურთიერთ პოტენცირებით, მოიცავს ძილიანობას, რასაც შემდგომ შეიძლება ახლდეს აღგზნება (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, მხედველობის დარღვევა, გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, გახანგრძლივებული თავის ტკივილი, ჰიპერჰიდროზი, ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა, ჰიპერრეფლექსია, გაღიზიანებადობა, შფოთვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია და ბრადიკარდია.
ფენილეფრინის დოზის გადაჭარბებისას მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ცნობიერების დარღვევები, არითმიები, კომა და კრუნჩხვები.
იყო შეტყობინებები ატროპინის მსგავსი ფსიქოზის განვითარების შემთხვევების შესახებ, ფენირამინის ჭარბი დოზირების ფონზე. ატროპინის მსგავსი სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს მიდრიაზს, ფოტოფობიას, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, ჰიპერთერმიას და ნაწლავის ატონიას.
მკურნალობა
სპეციფიური ანტიდოტი უცნობია ანტიჰისტამინური საშუალებებით დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. უნდა ჩატარდეს სტანდარტული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ შორის გააქტიურებული ნახშირის, ოსმოსური საფაღარათო საშუალებების გამოყენება და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციების შენარჩუნება. მასტიმულირებელი საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული; არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ვაზოკონსტრიქტორული საშუალებები.
მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას α- ადრენორეცეპტორების ბლოკატორები (ინტრავენური შეყვანა), როგორიცაა ფენტოლამინი. კრუნჩხვების შემთხვევაში შესაძლებელია დიაზეპამის გამოყენება.
გამოშვების ფორმა
გრანულირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, 22 გ პაკეტში.
7 ან 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


