ტენოფორიქს B
Tenoforix B
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 30 ან 90 ტაბლეტს. თითოეული ბოთლი შეიცავს სილიციუმის კაფსულას ტაბლეტების დასაცავად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტენოფოვირი (tenofovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 245მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ბოთლში
- მწარმოებელი
- Vefa Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- J05AF07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043099
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2025, მოქმედებს 8 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Vefa Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტენოფორიქს B — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 30 ან 90 ტაბლეტს. თითოეული ბოთლი შეიცავს სილიციუმის კაფსულას ტაბლეტების დასაცავად. არ ამოიღოთ ბოთლიდან სილიციუმის კაფსულა და არ გადაყლაპოთ.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტით. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილი შემდეგი პაციენტებისთვის:
მოზრდილები,
12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ასევე წარმოდგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალო საშუალებას. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი პაციენტებისთვის:
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები.
ის შესაფერისია 12 წლიდან და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობა აივ-ის სხვა პრეპარატებით, რომლებიც აღარ არის სრულად ეფექტიანი რეზისტენტობის განვითარების გამო ან იწვევს გვერდით მოვლენებს.
B ჰეპატიტის ვირუსისთვის (HBV) ტენოფორიქს B-ს გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ჩატარებული გქონდეთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ტენოფორიქს B შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირის დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება წარმოდგენს ანტირეტროვირუსულ ან ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აივ ან HBV ინფექციის ან ორივე მათგანის სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, რომელიც ზოგადად ცნობილია როგორც NRTI და მოქმედებს ფერმენტების ნორმალურ მუშაობაში ჩარევით (აივ-ის უკუტრანსკრიპტაზაში; B ჰეპატიტის დნმ პოლიმერაზაში), რომლებიც აუცილებელია ვირუსების რეპროდუცირებისთვის. აივ-ის შემთხვევაში, ტენოფორიქს B ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად აივ ინფექციის სამკურნალოდ.
აღნიშნული არ ითვალისწინებს აივ ინფექციისგან განკურნებას. ტენოფორიქს B-ის მიღებისას შესაძლოა კვლავ განვითარდეს ინფექციები ან აივ ინფექციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაასნებოვნოთ აივ-ით ან HBV-ით სხვები, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილის სათანადო ზომების მიღება სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ ექიმმა, რომელიც გამოცდილია აივ ინფექციის მართვაში და/ან ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობაში.
დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
გამონაკლის შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ გადაყლაპვა, შეუძლიათ მიიღონ ტენოფორიქს B აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ტაბლეტის დაფშვნის შემდეგ მინიმუმ 100 მლ წყალში, ფორთოხლის წვენში ან ყურძნის წვენში.
მიღების წესი:
მოზრდილებში:
ტენოფორიქს B-ის რეკომენდებული დოზა აივ ინფექციის სამკურნალოდ ან ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, პერორალურად, საკვებთან ერთად.
ქრონიკული B ჰეპატიტი: მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა უცნობია. მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება განხილული იქნას შემდეგ შემთხვევებში:
HBeAg დადებით პაციენტებში ციროზის გარეშე, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 6-12 თვის განმავლობაში HBe სეროკონვერსიის (HBeAg დაკარგვა და HBV დნმ-ის დაკარგვა ანტი-HBe გამოვლენით) დადასტურების შემდეგ ან HBs სეროკონვერსიის დადასტურებამდე ან როდესაც აღინიშნება ეფექტიანობის დაკარგვა (იხილეთ პუნქტი 4.4). შრატში ALT და HBV დნმ-ის დონეები რეგულარულად უნდა შემოწმდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, გვიანი ვირუსოლოგიური რეციდივის ნებისმიერი შემთხვევის გამოსავლენად.
HBeAg უარყოფით პაციენტებში ციროზის გარეშე, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმუმ HBs სეროკონვერსიამდე ან ეფექტიანობის დაკარგვის დადასტურების შემთხვევაში. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახანგრძლივებული მკურნალობით, რეკომენდებულია რეგულარული ხელახალი შეფასება იმის დასადასტურებლად, რომ არჩეული მკურნალობის კურსის გაგრძელება პაციენტისთვის კვლავ მიზანშეწონილია.
გამოტოვებული დოზა
პაციენტის მიერ ტენოფორიქს B-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში ჩვეულებრივ მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიიღოს ტენოფორიქს B საკვებთან ერთად შეძლებისდგვარად სწრაფად და განაახლოს დოზირების ჩვეულებრივი გრაფიკი. თუ პაციენტი გამოტოვებს ტენოფორიქს B-ის დოზას 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და უკვე მოსულია შემდეგი დოზის მიღების დრო, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა და უბრალოდ განაახლოს დოზირების ჩვეულებრივი გრაფიკი.
თუ პაციენტს აღენიშნება პირღებინება ტენოფორიქსის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, საჭიროა კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება. თუ პაციენტს აქვს პირღებინება ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი არ საჭიროებს კიდევ ერთი დოზის მიღებას.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:
თირკმლის უმარისობა
ტენოფოვირი გამოიყოფა თირკმელებით და ტენოფოვირის ზემოქმედება იზრდება თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
მოზრდილები
შეზღუდულია მონაცემები ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ) და გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები არ არის შეფასებული თირკმლის მსუბუქი უკმარისობის შემთხვევებში (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოზრდილ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს. დოზის სიხშირის კორექტირება რეკომენდებულია მოზრდილი პაციენტებისთვის <50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით.
თირკმლის მსუბუქი უმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ)
კლინიკური კვლევების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე რეკომენდებულია 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) დღეში ერთხელ დოზირება პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით.
თირკმლის ზომიერი უმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ)
245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილი (ფუმარატის სახით) ყოველ 48 საათში შეიძლება გამოყენებული იქნას ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მოდელირების საფუძველზე აივ-უარყოფით და არა HBV ინფიცირებულ სუბიექტებში თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, მათ შორის თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით, რაც საჭიროებს ჰემოდიალიზს, თუმცა არ არის დადასტურებული კლინიკურ კვლევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტებში მკურნალობის მიმართ კლინიკურ პასუხსა და თირკმლის ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.2).
თირკმლის მძიმე უმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ტაბლეტების ალტერნატიული დოზების არარსებობის გამო, დოზის ადეკვატური კორექტირება არ შეიძლება; ამიტომ, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში. თუ ალტერნატიული თერაპია არ არის ხელმისაწვდომი, დოზირების გახანგრძლივებული დიაპაზონი შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგნაირად:
თირკმელების მძიმე უკმარისობა: 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) მიღება შეიძლება ყოველ 72-96 საათში (კვირაში ორჯერ დოზირება).
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) მიღება შესაძლებელია ყოველ 7 დღეში ჰემოდიალიზის სეანსის დასრულების შემდეგ*.
დოზის ამგვარი კორექტირება კლინიკურ კვლევებში არ დადასტურებულა. მოდელირების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ დოზის გახანგრძლივებული ინტერვალი არ არის ოპტიმალური და შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილი ტოქსიკურობა და შესაძლო არაადეკვატური პასუხი. შესაბამისად, მკურნალობაზე კლინიკურ პასუხსა და თირკმელების ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მჭიდრო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.2).
- როგორც წესი, კვირაში ერთხელ დოზირება ითვალისწინებს კვირაში სამი ჰემოდიალიზის სეანსს, თითოეული დაახლოებით 4 საათის ხანგრძლივობით ან 12-საათიანი კუმულაციური ჰემოდიალიზის შემდეგ.
არ შეიძლება დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიცემა <10 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.
ღვიძლის უკმარისობა: ფარმაკოკინეტიკური, ასევე კლინიკური ცვლილებები არ აღინიშნება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ, დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 5.2).
იმ შემთხვევაში, თუ ტენოფორიქს B-ის მიღება შეწყდება ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში აივ ინფექციით ან მის გარეშე, აღნიშნულ პაციენტებზე უნდა განხორციელდეს მჭიდრო მონიტორინგი ჰეპატიტის გამწვავების მიზეზიდან გამომდინარე (იხილეთ პუნქტი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია:
HBV ინფექციით დაავადებულ >12 ასაკის მოზარდებში (> 35 კგ წონით): ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა უცნობია.
აივ ინფექციით დაავადებულ >12 წლის მოზარდში (>35 კგ წონით): ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს (იხილეთ პუნქტი 4.4 და პუნქტი 5.1).
HBV ან აივ ინფექციით დაავადებულ <12 წლამდე ასაკის და <35 კგ წონის ბავშვებში: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი მცირე ასაკის ბავშვები.
გერიატრიული პოპულაცია:
ხანდაზმულები: არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დოზის რეკომენდირება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის (იხილეთ პუნქტი 4.4).
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
თუ ეს გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ტენოფორიქს B.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტენოფორიქს B-სთან დაკავშირებით
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება ან თუ რაიმე პათოლოგია გამოვლინდება თირკმელების გამოკვლევის შედეგად. ტენოფორიქს B არ უნდა მიეცეს თირკმელების არსებული პრობლემების მქონე მოზარდებს. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. ტენოფორიქს B-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს თირკმელებზე მკურნალობის განმავობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი მკურნალობის დროს თქვენი თირკმელების მუშაობის შემოწმების მიზნით. თუ ხართ მოზრდილი პირი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტაბლეტების ნაკლები სიხშირით მიღება. არ შეამციროთ დანიშნული დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ტენოფორიქს B, როგორც წესი, არ მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი თირკმელები (იხილეთ პუნქტი „სხვა პეპარატებთან ერთად მიღება“). თუ ეს გარდაუვალია, ექიმი კვირაში ერთხელ შეამოწმებს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ასაკი აღემატება 65 წელს. ტენოფორიქს B არ არის შესწავლილი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. თუ თქვენი ასაკი აღემატება აღნიშნულ ასაკს და დაგენიშნებათ ტენოფორიქს B, თქვენი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის აივ ინფიცირებულ ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის HBV-ით ინფიცირებულ ბავშვებში.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტის ჩათვლით. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ ანტირეტროვირუსული საშუალებებით, აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე და პოტენციურად ფატალური გართულებების მაღალი რისკი. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექცია, თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის კურსს. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების ან B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის ანამნეზი, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ, აცნობეთ თქვენს ექიმს იმ ახალი, უჩვეულო ან გაუარესებული სიმპტომების შესახებ, რომლებსაც შენიშნავთ. B ჰეპატიტის (მონოინფექცია) ან B ჰეპატიტი და აივ ინფექციის (თანაინფექცია) ერთდროულად არსებობისას, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ჰეპატიტის სიმპტომების ან სისხლის ანალიზის შედეგების გაუარესება ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ლაქტოაციდოზის შესაძლო სიმპტომებს.
ტენოფორიქს B იწვევს ლაქტოაციდოზს (ლაქტოაციდოზის უმეტესობა თქვენს სისხლში) ჰეპატოსპლენომეგალიით. ცხოველებსა და ადამიანებზე დაკვირვების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა გამოავლინა ლაქტოაციდოზის დაბალი რისკი ტენოფორიქს B-თი მკურნლობის დროს. ლაქტოაციდოზის განვითარება შეიძლება გამოვლინდეს არასპეციალური სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერპნოე, ჰიპოკინეზი, გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.
აღნიშნული იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ფატალურია. ნუკლეოზიდის ანალოგებით გამოწვეული ლაქტოაციდოზი უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი. ტენოფორიქს B-ით მკურნალობისას, თქვენი ექიმი ყურადღებით შეგამოწმებთ ლაქტაციდოზის ყველა სიმპტომზე.
დაიცავით სიფრთხილის სათანადო ზომები, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. ტენოფორიქს B არ ამცირებს HBV-ის ან აივ ინფექციის სხვა ადამიანებზე გადაცემის რისკს სქესობრივი კონტაქტის ან სისხლის დაბინძურების გზით. თქვენ უნდა განაგრძოთ სიფრთხილის ზომების მიღება აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.
სხვა გაფრთხილებები
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, კომბინირებულმა ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-მ) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრისა და ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლის ლიპიდების ცვლილება და ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები)
თუ გაქვთ დიაბეტი, ჭარბი წონა ან ქოლესტერინის მაღალი დონე, კონსულტაცისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
იყავით ფრთხილად ინფექციებთან. თუ დაავადებული ხართ პროგრესირებადი აივ ინფექციით (შიდსით) და გაქვთ სხვა ინფექცია, შეიძლება განვითარდეს ანთების სიმპტომები ან არსებული ანთება შეიძლება გაუარესდეს ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი სხეულის გაუმჯობესებული იმუნური სისტემა ებრძვის ინფექციას. გამოიჩინეთ სათანადო სიფრთხილე ანთების ნიშნებზე ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებიდან მალევე. თუ შეამჩნევთ ანთების სიმპტომებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ოპორტუნისტული ინფექციების გარდა, ავტოიმუნური დარღვევები (მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს სხეულის ჯანსაღ ქსოვილს) შეიძლება ასევე განვითარდეს მას შემდეგ, რაც დაიწყებთ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატების მიღებას. ავტოიმუნური დარღვევები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ. თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე სიმპტომს ან სხვა ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, სისუსტე, რომელიც იწყება ხელებსა და ტერფებში და მიემართება სხეულის სიგრძეზე, პალპიტაცია, კანკალი ან ჰიპერაქტიურობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა შეგირჩიოთ საჭირო მკურნალობა.
C ან D ჰეპატიტის თანაინფექცია: არ არსებობს მონაცემები ტენოფოვირის ეფექტიანობის შესახებ C ან D ჰეპატიტით თანაინფიცირებულ პაციენტებში.
აივ-ით და B ჰეპატიტით თანაინფექცია: ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ანტირეტროვირუსული კომბინაციის ნაწილის სახით, აივ ინფექციით / B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის გამო.
ძვლის პრობლემები: აივ ინფექციით დაავადებულ ზოგიერთ მოზრდილ პაციენტს, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, შეიძლება გაუნვითარდეს ძვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი, გამოწვეული ძვლისთვის სისხლის მიწოდების დაკარგვით). კომბინირებული ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხანგრძლივობა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება, მძიმე იმუნოსუპრესია და სხეულის მასის მაღალი ინდექსი, სხვათა სიმპტომებთან ერთად, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ამ დაავადების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორიდან. ოსტეონეკროზის ნიშნებია სახსრების სიმტკიცე, ტკივილები (განსაკუთრებით ბარძაყის, მუხლის და მხრის) და მოძრაობის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომიდან რომელიმეს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ძვლის პრობლემები (რომლებსაც ზოგჯერ მოჰყვება მოტეხილობები) შეიძლება ასევე განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ მითითებული შემთხვევები აღგენიშნათ წარსულში ნებისმიერ დროს.
მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ ტენოფორიქს B საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
სიფრთხილის ზომები
- ტენოფორიქს B-ს მიღების მეთოდი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის და დიდანოზინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს იწვევს დიდანოზინის სისტემური ზემოქმედების 40-60%-ით ზრდას, რამაც შეიძლება გაზარდოს დიდანოზინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი (იხილეთ პუნქტი 4.5). იშვიათად აღინიშნა პანკრეატიტი და ლაქტოაციდოზი, ზოგჯერ ფატალურიც კი.
ლიპიდი, ლიპოდისტროფია და მეტაბოლური დარღვევები: ანტირეტროვირუსული კომბინირებული თერაპია, ასოცირებული მეტაბოლურ დარღვევებთან, როგორიცაა ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, ჰიპერგლიკემია და ჰიპერლაქტატემია (იხილეთ პუნქტი 4.4.). ანტირეტროვირუსული ვირუსული თერაპია ასოცირდება სხეულის ლიპიდების გადანაწილებასთან, მათ შორის პერიფერიული და ფასციალური კანქვეშა ლიპიდების დაკარგვასთან, ინტრააბდომინალური და ვისცერული ლიპიდების მომატებასთან, სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფიასთან და დორსოცერვიკალური ლიპიდების დაგროვებასთან (ე.წ. კამეჩის კეხი) (იხილეთ პუნქტი 4.4.).
აივ ინფიცირებულ პაციენტებში, 144-კვირიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელიც ადარებდა ტენოფოვირის დისოპროქსილს სტავუდინთან, ლამივუდინთან და ეფავირენცთან კომბინაციაში იმ მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც არ იტარებდნენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, პაციენტებმა, რომლებიც ღებულობდნენ ტენოფოვირის დისოპროქსილს, აჩვენეს უფრო დაბალი ლიპოდისტროფიის სიხშირე, ვიდრე იმ პაციენტებმა, რომლებიც სტავუდინს ღებულობდნენ.
იმუნური რეაქტივაციის სინდრომი: აივ ინფიცირებულ პაციენტებში, მძიმე იმუნოდეფიციტით, CART-ის დაწყების დროს შეიძლება წარმოიშვას ანთებითი რეაქცია ასიმპტომურ ან ნარჩენ ოპორტუნისტულ ინფექციებზე. ასევე, აღწერილია ავტოიმუნური დარღვევები (როგორიცაა გრეივსის დაავადება); თუმცა, დაწყების მოხსენებული დრო უფრო ცვალებადია და ეს მოვლენები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 4.4).
ოსტეონეკროზი: დაფიქსირდა ოსტეონეკროზის შემთხვევები, განსაკუთრებით პაციენტებში ზოგადად აღიარებული რისკ-ფაქტორებით, შორსწასული აივ დაავადებით ან CART-ის ხანგრძლივი ზემოქმედებით.
აღნიშნულის სიხშირე უცნობია (იხილეთ პუნქტი 4.4).
ლაქტოაციდოზი და სტეატოზი მძიმე ჰეპატომეგალიით: ნუკლეოზიდის ანალოგების გამოყენებისას, ზოგადად, ლაქტოაციდოზი დაკავშირებულია ჰეპატოსტეატოზთან. ნუკლეოზიდის ანალოგებით მკურნალობა წყდება სიმპტომატური ჰიპერლაქტატემიის და მეტაბოლური/ლაქტოაციდოზის, პროგრესირებადი ჰეპატომეგალიის ან ამინოტრანსფერაზას დონის სწრაფად მზარდი განვითარების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი 4.4.).
ჰეპატიტი B:
ჰეპატიტის გამწვავება მკურნალობის დროს. იმ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც არ მკურნალობდნენ ნუკლეოზიდს, მკურნალობისას დაფიქსირდა ALT-ის მომატება >10-ჯერ ULN-თამ (ნორმის ზედა ზღვართან) შედარებით და >2-ჯერ საწყის დონეზე ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით ნამკურნალები პაციენტების 2.6%-ში. ALT-ის დონის მომატების საშუალო დრო იყო დაწყებიდან 8 კვირამდე, რაც წყდებოდა მკურნალობის გაგრძელებით და, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებული იყო ვირუსული დატვირთვის ≥2 log10 ასლი/მლ შემცირებასთან, რომელიც წინ უსწრებდა ან ემთხვეოდა ALT დონის მომატებას. მკურნალობის დროს რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი 4.4).
ჰეპატიტის გამწვავება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ: HBV-ით ინფიცირებულ პაციენტებში ჰეპატიტის გამწვავების კლინიკური და ლაბორატორიული მტკიცებულებები გამოვლინდა HBV ინფექციის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 4.4).
სხვა სპეციალური პოპულაციები:
პედიატრიული პოპულაცია:
აივ-1: გვერდითი რეაქციების შეფასება ეფუძნება ერთ რანდომიზებულ კვლევას (კვლევა GS-US-104-0321) აივ-1 ინფექციით დაავადებულ 87 მოზარდ პაციენტში (2 წლიდან <18 წლამდე ასაკის), რომელიც იტარებდა მკურნალობას ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით (n = 45) ან პლაცებოთი / აქტიური კომპარატორით (n = 42) სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში 48 კვირის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 5.1).
პედიატრიულ პაციენტებში აღინიშნა BMD-ის შემცირება. აივ-1 ინფექციით დაავადებულ მოზარდებში, BMD-ის Z-მაჩვენებელი, რომლებიც დაფიქსირდა იმ სუბიექტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატს, უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ სუბიექტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. აივ-1 ინფექციით დაავადებულ, იმ სუბიექტებში დაფიქსირებული BMD-ის Z-მაჩვენებელი, რომლებიც გადავიდნენ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატზე, უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ სუბიექტებში დაფიქსირებული მაჩვენებელი, რომლებიც რჩებოდნენ სტავუდინის ან ზიდოვუდინის შემცველ რეჟიმზე (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1).
GS-US-104-0352 კვლევაში, ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატზე (საშუალო ექსპოზიცია 104 კვირა) მყოფმა 89 პედიატრიული პაციენტიდან 4 პაციენტმა (2 წლიდან <12 წლამდე ასაკის) შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი რეაქციების განვითარების გამო, რომელიც შეესაბამება თირკმლის პროქსიმალურ ტუბულოპათიას.
ქრონიკული B ჰეპატიტი: გვერდითი რეაქციების შეფასება ეფუძნება ერთ რანდომიზებულ კვლევას (კვლევა GS-US-174-0115) 106 პედიატრიულ პაციენტში (12 წლიდან <18 წლამდე ასაკის) ქრონიკული B ჰეპატიტით, რომლებიც მკურნალობენ 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) (n = 52) ან პლაცებოთი (n = 54) 72 კვირის განმავლობაში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, თანმიმდევრული იყო ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში (იხილეთ პუნქტები 4.8 და 5.1).
BMD-ის შემცირება დაფიქსირდა HBV ინფექციით დაავადებულ მოზარდებში. BMD-ის Z-მაჩვენებელი, რომლებიც დაფიქსირდა იმ სუბიექტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატს, უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ სუბიექტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1).
ხანდაზმულები: ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი არ არის შესწავლილი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ამიტომ აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით მკურნალობისას (იხილეთ პუნქტი 4.4).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ვინაიდან ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ტოქსიკურობა, თირკმლის ფუნქციის სათანადო სიფრთხილით მონიტორინგი რეკომენდებულია თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტენოფორიქს B-ით (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 5.2). ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტენოფორიქს B-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენოფორიქს B ორსულობის დროს, თუ კონკრეტულად არ განიხილება თქვენს ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტენოფორიქს B-ს ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ, ის, როგორც წესი, არ გამოიყენება, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევებისა.
შეეცადეთ თავი აარიდოთ ორსულობას ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რათა არ დაორსულდეთ.
თუ დაორსულდებით ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენი ანტირეტროვირუსული მკურნალობის პოტენციური სარგებლისა და რისკების შესახებ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
თუ ორსულობის დროს ღებულობდით ტენოფორიქს B-ს, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზების და სხვა დიაგნოსტიკური ტესტების რეგულარულად ჩატარება თქვენი ბავშვის განვითარების მონიტორინგისთვის. იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ NRTI-ებს, ვირუსისგან დაცვის სარგებელი აღემატებოდა გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ მკურნალობის დროს დადგინდება, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ტენოფორიქს B-ის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეწყვიტეთ ძუძუთი კვება ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ამ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერება გადადის ადამიანის დედის რძეში.
აივ ან (HBV) ინფექციით დაინფიცირებულმა ქალმა უარი უნდა თქვას ძუძუთი კვებაზე, რათა თავიდან აიცილოს ვირუსის ბავშვისთვის გადაცემა დედის რძით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტენოფორიქს B-მ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ტენოფორიქს B-ს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი ან ველოსიპედი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო ან დანადგარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტენოფორიქს B-ში შემავალი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა. ტენოფორიქს B შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. აცნობეთ თქვენს ექიმს ტენოფორიქს B-ს მიღებამდე, თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებისას, არ შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული აივ-ის საწინააღმდეგო პრეპრატები, თუ გაქვთ HBV და აივ.
არ მიიღოთ ტენოფორიქს B, თუ უკვე ღებულობთ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის შემცველ სხვა პრეპარატებს. არ მიიღოთ ტენოფორიქს B ადეფოვირის დიპივოქსილის შემცველ პრეპარატებთან ერთად (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ).
ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს.
ესენია:
ამინოგლიკოზიდები (ბაქტერიული ინფექციისთვის),
ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციისთვის),
ფოსცამეტი (ვირუსული ინფექციისთვის),
განციკლოვირი (ვირუსული ინფექციისთვის),
პენტამიდინი (ინფექციისთვის)
ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციისთვის)
ინტერლეიკინ-2 (კიბოს სამკურნალოდ),
ციდოფოვირი (ვირუსული ინფექციისთვის)
ადეფოვირის დიპივოქსილი (HBV-სთვის),
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის),
დიდანოზინის შემცველი სხვა პრეპარატები (აივ ინფექციისთვის): ტენოფორიქს B-ის მიღებამ სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს დიდანოზინს, შეიძლება გაზარდოს დიდანოზინის შემცველობის დონეები სისხლში და შეამციროს CD4 უჯრედების რაოდენობა. იშვიათად, პანკრეასის ანთება და ლაქტოაციდოზი (ჭარბი რძემჟავა სისხლში), რომელიც ზოგჯერ გარდაცვალების შემთხვევებს იწვევდა, აღინიშნა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატისა და დიდანოზინის შემცველი პრეპარატების ერთად მიღებისას. თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს, ჩაგიტაროთ თუ არა მკურნალობა ტენოფოვირისა და დიდანოზინის კომბინაციით. ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატთან და დიდანოზინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
სამმაგი თერაპია ნუკლეოზიდით/ნუკლეოტიდით: მაღალი სიხშირის ვირუსოლოგიური უკმარისობა და ადრეული სტადიის რეზისტენტობის განვითარება დაფიქსირდა აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, როდესაც ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი კომბინირებული იქნა დღეში ერთხელ ლამივუდინისა და აბაკავირის ერთჯერად დოზასთან, აგრეთვე ლამივუდინთან და დიდანოზინთან.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი დანიშნულებით ან მის გარეშე.
- ტენოფორიქს B-ს მიღების მეთოდი
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი ყოველ დღე საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
მიღების წესი და მეთოდი:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
გადაყლაპვასთან დაკავშირებით პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზის წვერი ტაბლეტის დასაფშვნელად. შემდეგ მიღებული ფხვნილი შეურიეთ დაახლოებით 100 მლ (ნახევარ ჭიქა) წყალს, ფორთოხლის წვენს ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
ყოველთვის მიიღეთ ტენოფორიქს B ზუსტად თქვენი ექიმის მითითებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ეს კეთდება იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი პრეპარატის სრულად ეფექტიანობაში და შეამციროთ მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი. არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გეტყვით ამის გაკეთებას.
თუ გაქვთ აივ ინფექცია, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტენოფორიქს B-ს სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ გაქვთ როგორც B ჰეპატიტი, ასევე აივ ინფექცია (თანაინფექცია), მნიშვნელოვანია ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ თქვენ გაქვთ B ჰეპატიტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე, როგორც B ჰეპატიტის, ასევე აივ ინფექციის დიაგნოსტირების მიზნით.
ამ პრეპარატის მიღების შესახებ სახელმძღვანელო ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატების შესახებ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დაავადებულნი არიან HBV ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დავადებულნი არიან აივ ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
არ გამოიყენება HBV ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ გამოიყენება აივ ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თუ ზრდასრული ხართ და აღგენიშნებათ თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტენოფორიქს B-ის ნაკლები სიხშირით მიღება.
ტენოფორიქს B-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტენოფორიქს B-ის ტაბლეტი, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ამ პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის წინაშე (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ტაბლეტის ბოთლი, რათა ადვილად აღწეროთ, თუ რა მიიღეთ.
ტენოფორიქს B-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ტენოფორიქს B-ის დოზა. თუ გამოტოვებთ დოზას, გამოთვალეთ, რამდენი ხანი გავიდა პრეპრატის მიღების დროიდან.
თუ ჩვეულებრივი მიღების დროიდან 12 საათზე ნაკლებია გასული, მიიღეთ პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს.
თუ მიღებისთვის განსაზღვრული დროიდან 12 საათზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ ეს დოზა. დაელოდეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში გაქვთ ღებინება, მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი. თქვენ არ გჭირდებათ კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება, თუ ღებინებას ადგილი ექნება ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ორმაგი რაოდენობა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმის კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა შეამციროს თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ეფექტიანობა. მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ს მიღებას, განსაკუთრებით, თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა ან გაქვთ სხვა დაავადება. ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, დაუკავშირდით ექიმს.
თუ გაქვთ B ჰეპატიტი ან აივ ინფექცია და B ჰეპატიტი ერთად (თანაინფექცია), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ით მკურნალობა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გავლის გარეშე. ზოგიერთი პაციენტის სისხლის ანალიზი ან სიმპტომები მიუთითებს, რომ მათი ჰეპატიტი გაუარესდა ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 2). ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება ან ციროზი, არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტის გაუარესება.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ის მიღებას, განსაკუთრებით რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან სხვა დაავადების შემთხვევაში.
ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ფიქრობთ, რომ ტენოფორიქს B-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტენოფორიქს B-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები: დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
ლაქტოაციდოზი (რძემჟავას ჭარბი რაოდენობა სისხლში) იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში), თუმცა მძიმე გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება წარმოადგენდეს ლაქტოაციდოზის სიმპტომებს:
ღრმა, გახშირებული სუნთქვა
ძილიანობა
გულისრევა, ავად ყოფნა და კუჭის ტკივილი.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ლაქტოაციდოზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მუცლის ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში).
თირკმლის ანთება, ბევრი შარდის გამოყოფა და წყურვილის შეგრძნება, თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შარდის ცვლილებები და ზურგის ტკივილი, გამოწვეული თირკმლის პრობლემებით, მათ შორის თირკმელების უკმარისობით
ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), რაც შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო
ცხიმოვანი ღვიძლი
სხეულის ფორმის შეცვლა
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-ით) შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ფორმის შეცვლა სხეულის ლიპიდების განაწილების მეთოდის შეცვლის მიზეზით. თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ლიპიდები ფეხებიდან, მკლავებიდან და სახიდან. თქვენი მუცელი (მუცლის ღრუ) და შინაგანი ორგანოები შეიძლება გასუქდეს, მკერდი გაიზარდოს ან კისრის უკანა მხარემ მიიღოს ლიპიდური კვანძის ფორმა („კამეჩის კეხი“). ამგვარი ცვლილებების მიზეზი და მათი ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში უცნობია.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება აღგენიშნებათ რომელიმე აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველ 100 პაციენტიდან მინიმუმ 10 პაციენტში):
დიარეა, ავად ყოფნა (გულისრევა), ავად ყოფნის შეგრძნება (პირღებინება), თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში ფოსფატის დონის შემცირება
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 10 პაციენტში):
თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შებერილობის შეგრძნება, მეტეორიზმი
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
ღვიძლის პრობლემები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
კუნთების დაშლა, კუნთების ტკივილი ან სისუსტე
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაშლა, ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სისხლში კალიუმის ან ფოსფატის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული ღვიძლის ანთებით;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.
აივ ინფექციის მკურნალობის დროს ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაზრდა. თქვენი ექიმი შეგამოწმებთ ამ ცვლილებებზე.
თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ იქნება აღწერილი წინამდებარე ჩანართში.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ ტოქსიკურობის სიმპტომების განვითარებაზე (იხილეთ პუნქტები 4.8 და 5.3) და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნას სტანდარტული დამხმარე მკურნალობა.
ტენოფოვირი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზით; ტენოფოვირის საშუალო ჰემოდიალიზის კლირენსი არის 134 მლ/წთ. უცნობია, შესაძლებელია თუ არა ტენოფოვირის მოცილება პერიტონეალური დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილს, რომელიც 300 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150.0 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი გამოიყენება ვარგისობის ვადების დაცვით.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის; ნუკლეოზიდის და ნუკლეოტიდის უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: J05AF07
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი არის პროწამლის ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის მარილი. ტენოფოვირი დისოპროქსილი შეიწოვება და გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად ტენოფოვირად, რომელიც წარმოადგენს ნუკლეოზიდის მონოფოსფატის (ნუკლეოტიდის) ანალოგს. შემდეგ ტენოფოვირი გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად, ტენოფოვირის დიფოსფატად კონსტიტუციურად გამოხატული უჯრედული ფერმენტებით. ტენოფოვირის დიფოსფატს აქვს უჯრედშიდა ნახევარგამოყოფის პერიოდი 10 საათი გააქტიურებულ და 50 სთ მოსვენებულ პერიფერიული სისხლის მონონუკლეარულ უჯრედებში (PBMCs). ტენოფოვირის დიფოსფატი აინჰიბირებს HIV-1 უკუ ტრანსკრიპტაზას და HBV პოლიმერაზას ბუნებრივი დეზოქსირიბონუკლეოტიდის სუბსტრატთან პირდაპირი შებოჭვით და დნმ-ში შეყვანის შემდეგ დნმ-ის ჯაჭვის შეწყვეტით. ტენოფოვირის დიფოსფატი არის უჯრედული პოლიმერაზების α, β და γ სუსტი ინჰიბიტორი. 300 მკმოლ/ლ-მდე კონცენტრაციებში, ტენოფოვირმა ასევე არ აჩვენა გავლენა მიტოქონდრიული დნმ-ის სინთეზზე ან რძემჟავას გამომუშავებაზე in vitro ანალიზებში.
აივ ინფექციასთნ დაკავშირებული მონაცემები
აივ-ის ანტივირუსული აქტივობა in vitro: ტენოფოვირის კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა ე.წ. „ველური ტიპის“ ლაბორატორიული შტამის HIV-1 IIIB 50% ინჰიბირებისთვის (EC50) არის 1-6 მკმოლ/ლ ლიმფოიდური უჯრედების ხაზებში და 1.1 მკმოლ/ლ - პირველადი აივ-1-ის B ქვეტიპის იზოლატების მიმართ PBMC-ებში. ტენოფოვირი ასევე აქტიურია აივ-1-ის A, C, D, E, F, G და O ქვეტიპების და HIVBaL-ის წინააღმდეგ პირველადი მონოციტების / მაკროფაგების უჯრედებში. ტენოფოვირი ავლენს აქტივობას in vitro აივ-2-ის წინააღმდეგ, 4.9 მკმოლ/ლ MT-4 უჯრედებში.
რეზისტენტობა: აივ-1-ის შტამები შემცირებული მგრძნობელობით ტენოფოვირის მიმართ და K65R მუტაციით უკუ ტრანსკრიპტაზაში შერჩეულია in vitro და ზოგიერთ პაციენტში (იხილეთ პუნქტი - კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება). ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ ანტირეტროვირუსულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ K65R მუტაციის შემცველი შტამები (იხილეთ პუნქტი 4.4).
მკურნალობაში გამოცდილ პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა შეაფასა 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) ანტი-აივ აქტივობა აივ-1-ის შტამების მიმართ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა ნუკლეოზიდური ინჰიბიტორების მიმართ. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ პაციენტებმა, რომელთა აივ ინფექციამ გამოავლინა 3 ან მეტი თიმიდინთან დაკავშირებული მუტაცია (TAM), რომელიც მოიცავდა M41L ან L210W უკუ ტრანსკრიპტაზას მუტაციას, აჩვენა შემცირებული პასუხი 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) თერაპიაზე.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ეფექტები ნამკურნალებ და არანამკურნალებ აივ-1 ინფიცირებულ მოზრდილებში ნაჩვენები იყო 48 კვირის და 144 კვირის ხანგრძლივობის კვლევებში, შესაბამისად.
GS-99-907 კვლევაში, 550 ნამკურნალები მოზრდილი პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი ან 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) 24 კვირის განმავლობაში. CD4 უჯრედების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 427 უჯრედი/მმ3, საშუალო საბაზისო პლაზმური აივ-1 რნმ იყო 3.4 log10 ასლი/მლ (პაციენტთა 78%-ს ჰქონდა ვირუსული დატვირთვა <5,000 ასლი/მლ) და აივ ინფექციის წინა მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 5.4 წელი. აივ იზოლატების საწყისმა გენოტიპურმა ანალიზმა 253 პაციენტიდან გამოავლინა, რომ პაციენტების 94%-ს ჰქონდა აივ-1-ის რეზისტენტობის მუტაციები, რომლებიც დაკავშირებულია ნუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან, 58%-ს ჰქონდა პროტეაზას ინჰიბიტორებთან დაკავშირებული მუტაციები, ხოლო 48%-ს ჰქონდა არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან დაკავშირებული მუტაციები.
24-ე კვირაში დროში შეწონილი საშუალო ცვლილება საწყისიდან log10 პლაზმაში აივ-1 რნმ-ის დონეებში (DAVG24) იყო -0.03 log10 ასლი/მლ და -0.61 log10 ასლი/მლ პლაცებოსთვის და 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) მიმღებებისთვის (p<0.0001). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) სასარგებლოდ დაფიქსირდა დროში შეწონილ საშუალო ცვლილებაში საწყისიდან 24-ე კვირაში (DAVG24) CD4 რაოდენობისთვის (+13 უჯრედი/მმ3 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) შემთხვევისთვის -11 უჯრედი/მმ3 პლაცებოსთან შედარებით, p-მნიშვნელობა = 0.0008). ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატზე ანტივირუსული პასუხი გრძელდებოდა 48 კვირის განმავლობაში (DAVG48 იყო -0,57 log10 ასლი/მლ, აივ-1 რნმ-ის მქონე პაციენტების პროპორცია 400 ან 50 ასლი/მლ-ზე ნაკლები იყო 41% და 18%, შესაბამისად). 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) ნამკურნალებ რვა პაციენტს (2%) განუვითარდა K65R მუტაცია პირველი 48 კვირის განმავლობაში.
144-კვირიანი, ორმაგად ბრმა, აქტიური ნივთიერებით კონტროლირებული ფაზის GS-99-903 კვლევაში შეფასდა 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) ეფექტიანობა და უსაფრთხოება სტავუდინთან შედარებით ლამივუდინთან და ეფავირენცთან კომბინაციაში გამოყენებისას აივ-1 ინფიცირებულ მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირეტროვირუსული მკურნალობა. CD4 უჯრედების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 279 უჯრედი/მმ3, საშუალო საბაზისო პლაზმური აივ-1 რნმ იყო 4.91 logl0 ასლი/მლ, პაციენტების 19%-ს ჰქონდა სიმპტომური აივ-I ინფექცია და 18%-ს ჰქონდა შიდსი. პაციენტები გადანაწილდნენ აივ-1 რნმ-ისა და CD4-ის საწყისი რაოდენობის მიხედვით. პაციენტების ორმოცდასამ პროცენტს ჰქონდა საწყისი ვირუსული დატვირთვა >100,000 ასლი/მლ, ხოლო 39%-ს ჰქონდა CD4 უჯრედების რაოდენობა 200 უჯრედი/მლ.
ანალიზის ჩატარების მიზნით (გამოტოვებული მონაცემები და ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე გადასვლა (ART) ჩაითვლება წარუმატებლად), აივ-1 რნმ-ით დაავადებულთა პროპორცია 400 ასლი/მლ და 50 ასლი/მლ-ს ქვემოთ მკურნალობის 48-ე კვირაში იყო 80% და 76 %, შესაბამისად 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) ჯგუფში, 84% და 80% - სტავუდინის ჯგუფში. 144-ე კვირაში, აივ-1 რნმ-ის მქონე პაციენტების პროპორცია 400 ასლი/მლ და 50 ასლი/მლ იყო 71% და 68%, შესაბამისად 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) ჯგუფში, შედარებული 64%-სა და 63%-თან სტავუდინის ჯგუფში.
აივ-1 რნმ-ისა და CD4-ის რაოდენობის საწყისი მაჩვენებლებიდან საშუალო ცვლილება მკურნალობის 48-ე კვირაში მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (-3.09 და -3.09 log10 ასლი/მლ; +169 და 167 უჯრედი/მმ3 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) და სტავუდინის ჯგუფებში, შესაბამისად). მკურნალობის 144 კვირის განმავლობაში, საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იგივე რჩებოდა ორივე სამკურნალო ჯგუფში (-3.07 და -3.03 log10 ასლი/მლ; +263 და +283 უჯრედი/მმ3 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) და სტავუდინის ჯგუფებში, შესაბამისად). თანმიმდევრული პასუხი 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) მკურნალობაზე დაფიქსირდა აივ-1 რნმ-ისა და CD4 საწყისი მაჩვენებლის მიუხედავად.
K65R მუტაცია დაფიქსირდა პაციენტების ოდნავ უფრო მაღალ პროცენტში ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ჯგუფში, ვიდრე აქტიურ საკონტროლო ჯგუფში (2.7% შედარებით 0.7%-თან). ეფავირენცის ან ლამივუდინის რეზისტენტობა წინ უსწრებდა ან ემთხვეოდა K65R-ის განვითარებას ყველა შემთხვევაში. რვა პაციენტს ჰქონდა აივ, რომელსაც აღენიშნებოდა K65R 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის (ფუმარატის სახით) ჯგუფში, აქედან 7 პაციენტს აღნიშნული გამოუვლინდა მკურნალობის პირველი 48 კვირის განმავლობაში და ბოლო ერთს - 96-ე კვირაში. შემდგომი K65R განვითარება არ დაფიქსირებულა 144 კვირამდე. როგორც გენოტიპურ, ასევე ფენოტიპურ ანალიზში არ იყო მტკიცებულება ტენოფოვირის მიმართ რეზისტენტობის სხვა გზების შესახებ.
HBV-თან დაკავშირებული მონაცემები
HBV ანტივირუსული აქტივობა in vitro: in vitro ტენოფოვირის ანტივირუსული აქტივობა HBV-ის წინააღმდეგ შეფასდა HepG2 2.2.15 უჯრედულ ხაზში. EC50 მნიშვნელობები ტენოფოვირის შემთხვევაში იყო 0.14-დან 1.5 მკმოლ/ლ-მდე დიაპაზონში, CC50 (50% ციტოტოქსიკურობის კონცენტრაცია) მაჩვენებლებით >100 მკმოლ/ლ.
რეზისტენტობა: არ გამოვლენილა HBV მუტაციები, რომლებიც დაკავშირებულია ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის მიმართ რეზისტენტობასთან (იხილეთ პუნქტი - კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება). უჯრედებზე დაფუძნებულ ანალიზებში, HBV შტამები, რომლებიც გამოხატავენ rtV173L, rtL180M და rtM204I/V მუტაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ლამივუდინისა და ტელბივუდინის მიმართ რეზისტენტობასთან, ავლენდნენ მგრძნობელობას ტენოფოვირის მიმართ, 0.7-დან 3.4-ჯერ მეტად ე.წ. „ველური ტიპის“ ვირუსთან შედარებით. HBV შტამებმა, რომლებიც გამოხატავენ rtL1180M, rtT184G, rtS202G/I, rtM204V და rtM250V მუტაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ენტეკავირისადმი რეზისტენტობასთან, გამოავლინა მგრძნობელობა ტენოფოვირის მიმართ, 0,6-დან 6,9-ჯერ მეტად ე.წ. „ველური ტიპის“ ვირუსთან შედარებით. HBV შტამებმა, რომლებიც გამოხატავენ ადეფოვირთან ასოცირებულ რეზისტენტულ მუტაციებს rtA181V და rtN236T, გამოავლინა მგრძნობელობა ტენოფოვირის მიმართ 2,9-დან 10-ჯერ მეტად ე.წ. „ველური ტიპის“ ვირუსთან შედარებით. rtA181T მუტაციის შემცველი ვირუსები დარჩა მგრძნობიარე ტენოფოვირის მიმართ EC50 მნიშვნელობებით 1,5-ჯერ მეტად ე.წ. „ველური ტიპის“ ვირუსებთან შედარებით.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის სარგებლის ჩვენება კომპენსირებულ და დეკომპენსირებულ დაავადებაში ეფუძნება ვირუსოლოგიურ, ბიოქიმიურ და სეროლოგიურ პასუხებს მოზრდილებში HBeAg-დადებითი და HBeAg-უარყოფითი ქრონიკული B ჰეპატიტით.
ნამკურნალებ პაციენტებში იგულისხმებოდა ის პაციენტები, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ მკურნალობა, ჰქონდათ ლამივუდინით მკურნალობის გამოცდილება, ადეფოვირის დიპივოქსილით მკურნალობის გამოცდილება, აგრეთვე პაციენტები ლამივუდინის და/ან ადეფოვირის დიპივოქსილის რეზისტენტობის მუტაციებით საწყის ეტაპზე. სარგებელი ასევე ნაჩვენებია ჰისტოლოგიურ პასუხებზე დაყრდნობით კომპენსირებულ პაციენტებში.
გამოცდილება ღვიძლის კომპენსირებული დაავადების მქონე პაციენტებში 48-ე კვირაზე (კვლევები GS-US-174-0102 და GS-US-174-0103): 48 კვირის განმავლობაში ორი რანდომიზებული, მე-3 ფაზის ორმაგად ბრმა კვლევიდან მიღებული შედეგები, რომლებშიც შედარდა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი ადეფოვირის დიპივოქსილთან ღვიძლის კომპენსირებული დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში, წარმოდგენილია მე-3 ცხრილში ქვემოთ. GS-US-174-0103 კვლევა ჩატარდა 266 (რანდომიზებულ და ნამკურნალებ) HBeAg-დადებით პაციენტში, ხოლო GS-US-174-0102 კვლევა ჩატარდა 375 (რანდომიზებულ და ნამკურნალებ) პაციენტში, რომელიც იყო HBeAg-უარყოფითი და HBeAb-დადებითი.
აღნიშნულ ორივე კვლევაში, ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადეფოვირის დიპივოქსილს სრული პასუხის პირველადი ეფექტიანობის საბოლოო წერტილისთვის (განისაზღვრება როგორც HBV დნმ-ის დონეები <400 ასლი/მლ და Knodell ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell ფიბროზის გაუარესების გარეშე). 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) მკურნალობა ასევე დაკავშირებული იყო <400 ასლი/მლ HBV დნმ-ის მქონე პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდ პროპორციებთან, 10 მგ ადეფოვირის დიპივოქსილით მკურნალობასთან შედარებით. ორივე მკურნალობას მოჰყვა მსგავსი შედეგები ჰისტოლოგიურ პასუხთან დაკავშირებით (განისაზღვრება, როგორც Knodell ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell ფიბროზის გაუარესების გარეშე) 48-ე კვირაში (იხილეთ ცხრილი 1 ქვემოთ).
GS-US-174-0103 კვლევაში პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდ ნაწილს ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ჯგუფში, ვიდრე ადეფოვირის დიპივოქსილის ჯგუფში აღენიშნა ნორმალიზებული ALT და მიაღწია HBsAg დაკარგვას 48-ე კვირაში (იხილეთ ცხრილი 3).
ცხრილი 3. ეფექტიანობის პარამეტრები კომპენსირებულ HBeAg-უარყოფით და HBeAg-დადებით პაციენტებში 48-ე კვირაში
კვლევა 174-0102
(HBeAg-უარყოფითი)
კვლევა 174-0103
(HBeAg-დადებითი)
პარამეტრი
245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილი (ფუმარატის სახით) n= 250
10 მგ ადეფოვირის დიპივოქსილი n= 125
245 მგ ტენოფოვირი დისოპროქსილი (ფუმარატის სახით) n= 176
10 მგ ადეფოვირი დიპივოქსილი n= 90
სრული პასუხი (%)ა
71*
49
67*
12
ჰისტოლოგია
ჰისტოლოგიური პასუხი (%)ბ
72
69
74
68
HBV დნმ-ის საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდანგ (log10 ასლი/მლ)
- 4.7*
- 4.0
- 6.4*
- 3.7
HBV დნმ (%)
<400 ასლი/მლ
(<69 სე/მლ)
93*
63
76*
13
ალტ (%)
ნორმალიზებული ALTგ
76
77
68*
54
სეროლოგია (%)
HBeAg დანაკარგი / სეროკონვერსია
არაა შესაბამისი
არაა შესაბამისი
22/21
18/18
HBsAg
დანაკარგი / სეროკონვერსია
0/0
0/0
3*/1
0/0
- p-მნიშვნელობა <0.05 ადეფოვირის დიპივოქსილის წინააღმდეგ,
ა სრული პასუხი განისაზღვრება, როგორც HBV დნმ-ის დონე <400 ასლი/მლ და Knodell ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell ფიბროზის გაუარესების გარეშე
ბ Knodell ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell ფიბროზის გაუარესების გარეშე
გ საშუალო ცვლილება საწყისი HBV დნმ-დან მხოლოდ ასახავს სხვობას საბაზისო HBV დნმ-სა და ანალიზის გამოვლენის ზღვარს (LOD) შორის
დ ALT ნორმალიზების ანალიზისთვის გამოყენებული პოპულაცია ითვალისწინებდა მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთაც ALT ULN-ზე მაღალი იყო საწყის ეტაპზე.
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი ასოცირებული იყო პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდ პროპორციებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ დადგენილი HBV დნმ (<169 ასლი/მლ [<29 სე/მლ]; Roche Cobas Taqman HBV ანალიზის რაოდენობრივი ზღვარი), ადეფოვირის დიპივოქსილთან შედარებით (კვლევა GS-US-174-0102, 91%, 56% და კვლევა GS-US-174-0103; 69%, 9%), შესაბამისად.
ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით მკურნალობაზე პასუხი შედარებადი იყო ნუკლეოზიდზე ნამკურნალებ (n = 51) და ნუკლეოზიდზე არანამკურნალებ (n = 375) პაციენტებში და პაციენტებში ნორმალური ALT (n = 21) და არანორმალური ALT (n = 405) საწყის მაჩვენებელზე, როდესაც GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევები იყო კომბინირებული. ნუკლეოზიდზე ნამკურნალები 51 პაციენტიდან 49 ადრე მკურნალობდა ლამივუდინით. ნუკლეოზიდზე ნამკურნალები პციენტების 73%-მა და ნუკლეოზიდზე არანამკურნალები პაციენტების 69%-მა მიაღწია სრულ პასუხს მკურნალობაზე; ნუკლეოზიდზე ნამკურნალები პაციენტების 90%-მა და ნუკლეოზიდზე არანამკურნალები პაციენტების 88%-მა მიაღწია HBV დნმ-ის სუპრესიას <400 ასლი/მლ. ყველა პაციენტმა საწყის ეტაპზე ნორმალური ALT-ით და პათოლოგიური ALT-ის მქონე პაციენტთა 88%-მა საწყის ეტაპზე მიაღწია HBV დნმ-ის სუპრესიას <400 ასლი/მლ.
გამოცდილება 48 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევებში: GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევებში, ორმაგად ბრმა მკურნალობის შემდეგ 48 კვირის განმავლობაში (245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით) ან 10 მგ ადეფოვირის დიპივოქსილით), პაციენტები გადავიდნენ მკურნალობის შეწყვეტის გარეშე ღია მკურნალობაზე ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით. GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევებში, პაციენტების 78% და 65% განაგრძობდა კვლევას, შესაბამისად, 288 კვირამდე.
96-ე, 144-ე, 192-ე და 240-ე კვირაში ვირუსული სუპრესია და ბიოქიმიური და სეროლოგიური პასუხები შენარჩუნდა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის გაგრძელებით (იხილეთ ცხრილები 4 და 5 ქვემოთ).
ცხრილი 4: ეფექტიანობის პარამეტრები კომპენსირებულ HBeAg-უარყოფით პაციენტებში 96-ე 144-ე, 192-ე, 240-ე და 288-ე კვირაში ღია მკურნალობის დროს
174-0102 კვლევა (HBeAg-უარყოფითი)
პარამეტრია
245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილი (ფუმარატის სახით) n = 250
10 მგ ადეფოვირის დიპივოქსილის ჩანაცვლება 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილით (ფუმარატის სახით)გ n = 125
კვირა
96ბ
l44ე
192ზ
240ი
288მ
96გ
144ვ
192თ
240კ
288ნ
HBV დნმ (%)
<400 ასლი/მლ
(<69 სე/მლ)
90
87
84
83
80
89
88
87
84
84
ALT (%)
ნორმალიზებული
ALTდ
72
73
67
70
68
68
70
77
76
74
სეროლოგია (%)
HBeAg დანაკარგი / სეროკონვერსია
HBsAg დანაკარგი / სეროკონვერსია
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0
n/a
0/0ლ
n/a
1/1ო
ა გრძელვადიანი შეფასების ალგორითმის საფუძველზე (LTE ანალიზი) - პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს კვლევა ნებისმიერ დროს 288-ე კვირამდე პროტოკოლით განსაზღვრული საბოლოო წერტილის გამო, ისევე როგორც ის პაციენტები, რომლებმაც დაასრულეს 288 კვირას, გათვალისწინებულნი არიან დენომინატორში.
ბ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვება 48-კვირიანი ღია კვლევა.
გ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 48-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
დ ALT ნორმალიზების ანალიზისთვის გამოყენებული პოპულაცია მოიცავდა მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთაც ALT ULN-ზე მაღალი იყო საწყის ეტაპზე.
ე 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი ღია კვლევა.
ვ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
ზ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 144-კვირიანი ღია კვლევა.
თ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 144-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
ი 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი ღია კვლევა.
კ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
ლ ამ ჯგუფის ერთი პაციენტი გახდა HBsAg-უარყოფითი პირველად 240-კვირიანი ვიზიტის დროს და აგრძელებდა კვლევას მონაცემების შეწყვეტამდე. თუმცა, სუბიექტის HBsAg დაკარგვა საბოლოოდ დადასტურდა მომდევნო ვიზიტზე.
მ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 240-კვირიანი ღია კვლევა.
ნ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 240-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
ო მოცემული ციფრები არის კუმულაციური პროცენტები, დაფუძნებული კაპლან-მეიერის ანალიზზე, რომელიც გამორიცხავს ემტრიციტაბინის დამატების შემდეგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით (KM-TDF) ღია კვლევის შედეგად შეგროვებულ მონაცემებს.
n/a = არაა შესაბამისი.
ცხრილი 5: ეფექტიანობის პარამეტრები კომპენსირებულ HBeAg-დადებით პაციენტებში 96-ე, 144-ე, 192-ე, 240-ე და 288-ე კვირაში ღია მკურნალობაში
კვლევა 174-0103 (HBeAg-დადებითი)
პარამეტრია
245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილი (ფუმარატის სახით)
n = 176
10 მგ ადეფოვირის დიპივოქსილიდან გადასვლა 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილზე (ფუმარატის სახით)გ
n = 90
კვირა
96ბ
144ე
192თ
240კ
288ნ
96გ
144ვ
192ი
240ლ
288ო
HBV დნმ (%)
<400 ასლი/მლ
(<69 სე/მლ)
76
72
68
64
61
74
71
72
66
65
ALT (%)
ნორმალიზებული ALTდ
60
55
56
46
47
65
61
59
56
57
სეროლოგია (%)
26/
23
29
/23
34/
25
38/
30
37/
25
24/ 20
33/
26
36/ 30
38/
31
40/ 31
HBeAg დანაკარგი /სეროკონვერსია
HBsAg დანაკარგი/
სეროკონვერსია
5/
4
8/
6ზ
11/
8ზ
11/
8მ
12
/8მ
6/
5
8/
7ზ
8/
7ზ
10/
10მ
11/ 10მ
ა გრძელვადიანი შეფასების ალგორითმის საფუძველზე (LTE ანალიზი) - პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს კვლევა ნებისმიერ დროს 288-ე კვირამდე პროტოკოლით განსაზღვრული საბოლოო წერტილის გამო, ისევე როგორც ის პაციენტები, რომლებმაც დაასრულეს 288 კვირას, გათვალისწინებულნი არიან დენომინატორში.
ბ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვება 48-კვირიანი ღია კვლევა.
გ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 48-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
დ ALT ნორმალიზების ანალიზისთვის გამოყენებული პოპულაცია მოიცავდა მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთაც ALT ULN-ზე მაღალი იყო საწყის ეტაპზე.
ე 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი ღია კვლევა.
ვ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
ზ მოცემული ციფრები არის კუმულაციური პროცენტები, დაფუძნებული კაპლან-მეიერის ანალიზზე, რომელიც შეიცავს ემტრიციტაბინის დამატების შემდეგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით (KM-ITT) ღია კვლევის შედეგად შეგროვებულ მონაცემებს.
თ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 144-კვირიანი ღია კვლევა.
ი 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 144-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
კ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი ღია კვლევა.
ლ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
მ მოცემული ციფრები არის კუმულაციური პროცენტები, დაფუძნებული კაპლან-მეიერის ანალიზზე, რომელიც გამორიცხავს ემტრიციტაბინის დამატების შემდეგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით (KM-TDF) ღია კვლევის შედეგად შეგროვებულ მონაცემებს.
ნ 48-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით, რასაც მოჰყვა 240-კვირიანი ღია კვლევა.
ო 48 კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევა ადეფოვირის დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 240-კვირიანი ღია კვლევა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატით.
n/a = არაა შესაბამისი.
დაწყვილებული საბაზისო და 240-ე კვირის ღვიძლის ბიოფსიის მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 331/489 პაციენტისთვის, რომლებიც დარჩნენ GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევებში (იხილეთ ცხრილი 6 ქვემოთ). ციროზის არმქონე პაციენტთა 95 პროცენტს (225/237) საწყის ეტაპზე და (93/94) ციროზის მქონე პაციენტების 99%-ს საწყის ეტაპზე არ აღნიშნა ფიბროზის ცვლილება ან გაუმჯობესება (ფიბროზის ისჰაკის ქულა). ციროზის მქონე 94 პაციენტიდან საწყის ეტაპზე (ფიბროზის ისჰაკის ქულა: 5 - 6), 26%-ს (24) არ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ტენოფორიქს B
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ნივთიერებები:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატს, რაც 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ეკვივალენტურია.
- დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II ლურჯი 85F30673 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის საღებავი, რკინის შავი ოქსიდი).
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ჩანართს, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.
ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ იგი სხვა პაციენტებს.
ამ პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან კონსულტაციისას ან საავადმყოფოში გამოცხადებისას, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.
ზუსტად შეასრულეთ ინსტრუქციებში მითითებული პირობები. არ გამოიყენოთ მაღალი ან დაბალი დოზები რეკომენდებული დოზის გარდა.
ამ შეფუთვის ჩანართში წარმოდგენილია:
- რა არის ტენოფორიქს B და რისთვის გამოიყენება იგი?
- რა უნდა იცოდეთ ტენოფორიქს B-ის მიღებამდე
- ტენოფორიქს B-ს მიღების მეთოდი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ტენოფორიქს B-ს შენახვის წესი
სათაურები გათვალისწინებულია.
- რა არის ტენოფორიქს B და რისთვის გამოიყენება იგი?
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 30 ან 90 ტაბლეტს. თითოეული ბოთლი შეიცავს სილიციუმის კაფსულას ტაბლეტების დასაცავად. არ ამოიღოთ ბოთლიდან სილიციუმის კაფსულა და არ გადაყლაპოთ.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტით. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილი შემდეგი პაციენტებისთვის:
მოზრდილები,
12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ასევე წარმოდგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალო საშუალებას. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი პაციენტებისთვის:
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები.
ის შესაფერისია 12 წლიდან და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობა აივ-ის სხვა პრეპარატებით, რომლებიც აღარ არის სრულად ეფექტიანი რეზისტენტობის განვითარების გამო ან იწვევს გვერდით მოვლენებს.
B ჰეპატიტის ვირუსისთვის (HBV) ტენოფორიქს B-ს გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ჩატარებული გქონდეთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ტენოფორიქს B შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირის დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება წარმოდგენს ანტირეტროვირუსულ ან ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აივ ან HBV ინფექციის ან ორივე მათგანის სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, რომელიც ზოგადად ცნობილია როგორც NRTI და მოქმედებს ფერმენტების ნორმალურ მუშაობაში ჩარევით (აივ-ის უკუტრანსკრიპტაზაში; B ჰეპატიტის დნმ პოლიმერაზაში), რომლებიც აუცილებელია ვირუსების რეპროდუცირებისთვის. აივ-ის შემთხვევაში, ტენოფორიქს B ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად აივ ინფექციის სამკურნალოდ.
აღნიშნული არ ითვალისწინებს აივ ინფექციისგან განკურნებას. ტენოფორიქს B-ის მიღებისას შესაძლოა კვლავ განვითარდეს ინფექციები ან აივ ინფექციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაასნებოვნოთ აივ-ით ან HBV-ით სხვები, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილის სათანადო ზომების მიღება სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
- რა უნდა იცოდეთ ტენოფორიქს B-ის მიღებამდე
არ მიიღოთ ტენოფორიქს B
თუ ალერგიული ხართ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
თუ ეს გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ტენოფორიქს B.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტენოფორიქს B-სთან დაკავშირებით
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება ან თუ რაიმე პათოლოგია გამოვლინდება თირკმელების გამოკვლევის შედეგად. ტენოფორიქს B არ უნდა მიეცეს თირკმელების არსებული პრობლემების მქონე მოზარდებს. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. ტენოფორიქს B-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს თირკმელებზე მკურნალობის განმავობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი მკურნალობის დროს თქვენი თირკმელების მუშაობის შემოწმების მიზნით. თუ ხართ მოზრდილი პირი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტაბლეტების ნაკლები სიხშირით მიღება. არ შეამციროთ დანიშნული დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ტენოფორიქს B, როგორც წესი, არ მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი თირკმელები (იხილეთ პუნქტი „სხვა პეპარატებთან ერთად მიღება“). თუ ეს გარდაუვალია, ექიმი კვირაში ერთხელ შეამოწმებს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ასაკი აღემატება 65 წელს. ტენოფორიქს B არ არის შესწავლილი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. თუ თქვენი ასაკი აღემატება აღნიშნულ ასაკს და დაგენიშნებათ ტენოფორიქს B, თქვენი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის აივ ინფიცირებულ ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის HBV-ით ინფიცირებულ ბავშვებში.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტის ჩათვლით. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ ანტირეტროვირუსული საშუალებებით, აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე და პოტენციურად ფატალური გართულებების მაღალი რისკი. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექცია, თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის კურსს. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების ან B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის ანამნეზი, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ, აცნობეთ თქვენს ექიმს იმ ახალი, უჩვეულო ან გაუარესებული სიმპტომების შესახებ, რომლებსაც შენიშნავთ. B ჰეპატიტის (მონოინფექცია) ან B ჰეპატიტი და აივ ინფექციის (თანაინფექცია) ერთდროულად არსებობისას, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ჰეპატიტის სიმპტომების ან სისხლის ანალიზის შედეგების გაუარესება ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ლაქტოაციდოზის შესაძლო სიმპტომებს.
ტენოფორიქს B იწვევს ლაქტოაციდოზს (ლაქტოაციდოზის უმეტესობა თქვენს სისხლში) ჰეპატოსპლენომეგალიით. ცხოველებსა და ადამიანებზე დაკვირვების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა გამოავლინა ლაქტოაციდოზის დაბალი რისკი ტენოფორიქს B-თი მკურნლობის დროს. ლაქტოაციდოზის განვითარება შეიძლება გამოვლინდეს არასპეციალური სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერპნოე, ჰიპოკინეზი, გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.
აღნიშნული იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ფატალურია. ნუკლეოზიდის ანალოგებით გამოწვეული ლაქტოაციდოზი უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი. ტენოფორიქს B-ით მკურნალობისას, თქვენი ექიმი ყურადღებით შეგამოწმებთ ლაქტაციდოზის ყველა სიმპტომზე.
დაიცავით სიფრთხილის სათანადო ზომები, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. ტენოფორიქს B არ ამცირებს HBV-ის ან აივ ინფექციის სხვა ადამიანებზე გადაცემის რისკს სქესობრივი კონტაქტის ან სისხლის დაბინძურების გზით. თქვენ უნდა განაგრძოთ სიფრთხილის ზომების მიღება აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.
სხვა გაფრთხილებები
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, კომბინირებულმა ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-მ) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრისა და ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლის ლიპიდების ცვლილება და ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები)
თუ გაქვთ დიაბეტი, ჭარბი წონა ან ქოლესტერინის მაღალი დონე, კონსულტაცისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
იყავით ფრთხილად ინფექციებთან. თუ დაავადებული ხართ პროგრესირებადი აივ ინფექციით (შიდსით) და გაქვთ სხვა ინფექცია, შეიძლება განვითარდეს ანთების სიმპტომები ან არსებული ანთება შეიძლება გაუარესდეს ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი სხეულის გაუმჯობესებული იმუნური სისტემა ებრძვის ინფექციას. გამოიჩინეთ სათანადო სიფრთხილე ანთების ნიშნებზე ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებიდან მალევე. თუ შეამჩნევთ ანთების სიმპტომებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ოპორტუნისტული ინფექციების გარდა, ავტოიმუნური დარღვევები (მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს სხეულის ჯანსაღ ქსოვილს) შეიძლება ასევე განვითარდეს მას შემდეგ, რაც დაიწყებთ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატების მიღებას. ავტოიმუნური დარღვევები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ. თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე სიმპტომს ან სხვა ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, სისუსტე, რომელიც იწყება ხელებსა და ტერფებში და მიემართება სხეულის სიგრძეზე, პალპიტაცია, კანკალი ან ჰიპერაქტიურობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა შეგირჩიოთ საჭირო მკურნალობა.
C ან D ჰეპატიტის თანაინფექცია: არ არსებობს მონაცემები ტენოფოვირის ეფექტიანობის შესახებ C ან D ჰეპატიტით თანაინფიცირებულ პაციენტებში.
აივ-ით და B ჰეპატიტით თანაინფექცია: ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ანტირეტროვირუსული კომბინაციის ნაწილის სახით, აივ ინფექციით / B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის გამო.
ძვლის პრობლემები: აივ ინფექციით დაავადებულ ზოგიერთ მოზრდილ პაციენტს, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, შეიძლება გაუნვითარდეს ძვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი, გამოწვეული ძვლისთვის სისხლის მიწოდების დაკარგვით). კომბინირებული ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხანგრძლივობა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება, მძიმე იმუნოსუპრესია და სხეულის მასის მაღალი ინდექსი, სხვათა სიმპტომებთან ერთად, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ამ დაავადების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორიდან. ოსტეონეკროზის ნიშნებია სახსრების სიმტკიცე, ტკივილები (განსაკუთრებით ბარძაყის, მუხლის და მხრის) და მოძრაობის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომიდან რომელიმეს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ძვლის პრობლემები (რომლებსაც ზოგჯერ მოჰყვება მოტეხილობები) შეიძლება ასევე განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ მითითებული შემთხვევები აღგენიშნათ წარსულში ნებისმიერ დროს.
მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ ტენოფორიქს B საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
ორსულობა
ტენოფორიქს B-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენოფორიქს B ორსულობის დროს, თუ კონკრეტულად არ განიხილება თქვენს ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტენოფორიქს B-ს ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ, ის, როგორც წესი, არ გამოიყენება, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევებისა.
შეეცადეთ თავი აარიდოთ ორსულობას ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რათა არ დაორსულდეთ.
თუ დაორსულდებით ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენი ანტირეტროვირუსული მკურნალობის პოტენციური სარგებლისა და რისკების შესახებ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
თუ ორსულობის დროს ღებულობდით ტენოფორიქს B-ს, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზების და სხვა დიაგნოსტიკური ტესტების რეგულარულად ჩატარება თქვენი ბავშვის განვითარების მონიტორინგისთვის. იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ NRTI-ებს, ვირუსისგან დაცვის სარგებელი აღემატებოდა გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ მკურნალობის დროს დადგინდება, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ტენოფორიქს B-ის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეწყვიტეთ ძუძუთი კვება ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ამ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერება გადადის ადამიანის დედის რძეში.
აივ ან (HBV) ინფექციით დაინფიცირებულმა ქალმა უარი უნდა თქვას ძუძუთი კვებაზე, რათა თავიდან აიცილოს ვირუსის ბავშვისთვის გადაცემა დედის რძით.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ტენოფორიქს B-მ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ტენოფორიქს B-ს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი ან ველოსიპედი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო ან დანადგარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტენოფორიქს B-ში შემავალი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა. ტენოფორიქს B შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. აცნობეთ თქვენს ექიმს ტენოფორიქს B-ს მიღებამდე, თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებისას, არ შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული აივ-ის საწინააღმდეგო პრეპრატები, თუ გაქვთ HBV და აივ.
არ მიიღოთ ტენოფორიქს B, თუ უკვე ღებულობთ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის შემცველ სხვა პრეპარატებს. არ მიიღოთ ტენოფორიქს B ადეფოვირის დიპივოქსილის შემცველ პრეპარატებთან ერთად (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ).
ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს.
ესენია:
ამინოგლიკოზიდები (ბაქტერიული ინფექციისთვის),
ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციისთვის),
ფოსცამეტი (ვირუსული ინფექციისთვის),
განციკლოვირი (ვირუსული ინფექციისთვის),
პენტამიდინი (ინფექციისთვის)
ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციისთვის)
ინტერლეიკინ-2 (კიბოს სამკურნალოდ),
ციდოფოვირი (ვირუსული ინფექციისთვის)
ადეფოვირის დიპივოქსილი (HBV-სთვის),
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის),
დიდანოზინის შემცველი სხვა პრეპარატები (აივ ინფექციისთვის): ტენოფორიქს B-ის მიღებამ სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს დიდანოზინს, შეიძლება გაზარდოს დიდანოზინის შემცველობის დონეები სისხლში და შეამციროს CD4 უჯრედების რაოდენობა. იშვიათად, პანკრეასის ანთება და ლაქტოაციდოზი (ჭარბი რძემჟავა სისხლში), რომელიც ზოგჯერ გარდაცვალების შემთხვევებს იწვევდა, აღინიშნა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატისა და დიდანოზინის შემცველი პრეპარატების ერთად მიღებისას. თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს, ჩაგიტაროთ თუ არა მკურნალობა ტენოფოვირისა და დიდანოზინის კომბინაციით. ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატთან და დიდანოზინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
სამმაგი თერაპია ნუკლეოზიდით/ნუკლეოტიდით: მაღალი სიხშირის ვირუსოლოგიური უკმარისობა და ადრეული სტადიის რეზისტენტობის განვითარება დაფიქსირდა აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, როდესაც ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი კომბინირებული იქნა დღეში ერთხელ ლამივუდინისა და აბაკავირის ერთჯერად დოზასთან, აგრეთვე ლამივუდინთან და დიდანოზინთან.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი დანიშნულებით ან მის გარეშე.
- ტენოფორიქს B-ს მიღების მეთოდი
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი ყოველ დღე საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
მიღების წესი და მეთოდი:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
გადაყლაპვასთან დაკავშირებით პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზის წვერი ტაბლეტის დასაფშვნელად. შემდეგ მიღებული ფხვნილი შეურიეთ დაახლოებით 100 მლ (ნახევარ ჭიქა) წყალს, ფორთოხლის წვენს ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
ყოველთვის მიიღეთ ტენოფორიქს B ზუსტად თქვენი ექიმის მითითებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ეს კეთდება იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი პრეპარატის სრულად ეფექტიანობაში და შეამციროთ მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი. არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გეტყვით ამის გაკეთებას.
თუ გაქვთ აივ ინფექცია, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტენოფორიქს B-ს სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ გაქვთ როგორც B ჰეპატიტი, ასევე აივ ინფექცია (თანაინფექცია), მნიშვნელოვანია ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ თქვენ გაქვთ B ჰეპატიტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე, როგორც B ჰეპატიტის, ასევე აივ ინფექციის დიაგნოსტირების მიზნით.
ამ პრეპარატის მიღების შესახებ სახელმძღვანელო ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატების შესახებ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დაავადებულნი არიან HBV ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დავადებულნი არიან აივ ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
არ გამოიყენება HBV ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ გამოიყენება აივ ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თუ ზრდასრული ხართ და აღგენიშნებათ თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტენოფორიქს B-ის ნაკლები სიხშირით მიღება.
ტენოფორიქს B-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტენოფორიქს B-ის ტაბლეტი, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ამ პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის წინაშე (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ტაბლეტის ბოთლი, რათა ადვილად აღწეროთ, თუ რა მიიღეთ.
ტენოფორიქს B-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ტენოფორიქს B-ის დოზა. თუ გამოტოვებთ დოზას, გამოთვალეთ, რამდენი ხანი გავიდა პრეპრატის მიღების დროიდან.
თუ ჩვეულებრივი მიღების დროიდან 12 საათზე ნაკლებია გასული, მიიღეთ პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს.
თუ მიღებისთვის განსაზღვრული დროიდან 12 საათზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ ეს დოზა. დაელოდეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში გაქვთ ღებინება, მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი. თქვენ არ გჭირდებათ კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება, თუ ღებინებას ადგილი ექნება ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ორმაგი რაოდენობა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმის კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა შეამციროს თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ეფექტიანობა. მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ს მიღებას, განსაკუთრებით, თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა ან გაქვთ სხვა დაავადება. ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, დაუკავშირდით ექიმს.
თუ გაქვთ B ჰეპატიტი ან აივ ინფექცია და B ჰეპატიტი ერთად (თანაინფექცია), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ით მკურნალობა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გავლის გარეშე. ზოგიერთი პაციენტის სისხლის ანალიზი ან სიმპტომები მიუთითებს, რომ მათი ჰეპატიტი გაუარესდა ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 2). ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება ან ციროზი, არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტის გაუარესება.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ის მიღებას, განსაკუთრებით რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან სხვა დაავადების შემთხვევაში.
ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ფიქრობთ, რომ ტენოფორიქს B-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტენოფორიქს B-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები: დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
ლაქტოაციდოზი (რძემჟავას ჭარბი რაოდენობა სისხლში) იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში), თუმცა მძიმე გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება წარმოადგენდეს ლაქტოაციდოზის სიმპტომებს:
ღრმა, გახშირებული სუნთქვა
ძილიანობა
გულისრევა, ავად ყოფნა და კუჭის ტკივილი.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ლაქტოაციდოზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მუცლის ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში).
თირკმლის ანთება, ბევრი შარდის გამოყოფა და წყურვილის შეგრძნება, თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შარდის ცვლილებები და ზურგის ტკივილი, გამოწვეული თირკმლის პრობლემებით, მათ შორის თირკმელების უკმარისობით
ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), რაც შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო
ცხიმოვანი ღვიძლი
სხეულის ფორმის შეცვლა
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-ით) შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ფორმის შეცვლა სხეულის ლიპიდების განაწილების მეთოდის შეცვლის მიზეზით. თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ლიპიდები ფეხებიდან, მკლავებიდან და სახიდან. თქვენი მუცელი (მუცლის ღრუ) და შინაგანი ორგანოები შეიძლება გასუქდეს, მკერდი გაიზარდოს ან კისრის უკანა მხარემ მიიღოს ლიპიდური კვანძის ფორმა („კამეჩის კეხი“). ამგვარი ცვლილებების მიზეზი და მათი ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში უცნობია.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება აღგენიშნებათ რომელიმე აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველ 100 პაციენტიდან მინიმუმ 10 პაციენტში):
დიარეა, ავად ყოფნა (გულისრევა), ავად ყოფნის შეგრძნება (პირღებინება), თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში ფოსფატის დონის შემცირება
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 10 პაციენტში):
თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შებერილობის შეგრძნება, მეტეორიზმი
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
ღვიძლის პრობლემები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
კუნთების დაშლა, კუნთების ტკივილი ან სისუსტე
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაშლა, ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სისხლში კალიუმის ან ფოსფატის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული ღვიძლის ანთებით;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.
აივ ინფექციის მკურნალობის დროს ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაზრდა. თქვენი ექიმი შეგამოწმებთ ამ ცვლილებებზე.
თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ იქნება აღწერილი წინამდებარე ჩანართში.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- ტენოფორიქს B-ის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი გამოიყენება ვარგისობის ვადების დაცვით.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია.
მწარმოებელი:
Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No: 3/2
ბეილიქდუზუ / სტამბოლი / თურქეთი
ტელ: (0212) 438 70 85
ფაქსი: (0212) 438 70 87
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



