ვირეადი
Viread®
ვირეადი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირ დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება არის ანტირეტროვირუსული ან ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება HIV ან HBV ინფექციის ან ორივეს სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტენოფოვირი (tenofovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 245მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Gilead Sciences Ireland UC, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- J05AF07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034996
- რეგისტრირებულია
- 19 აპრილი 2022, მოქმედებს 19 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- დელტა მედიკალ პრომოუშენსის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
ვირეადი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვირეადი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირ დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება არის ანტირეტროვირუსული ან ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება HIV ან HBV ინფექციის ან ორივეს სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, ჩვეულებრივ ცნობილი როგორც NRTI და მოქმედებს ენზიმების ნორმალურ ფუნქციონირებაში ჩარევით (HIV დროს უკუტრანსკრიპტაზა B ჰეპატიტის დროს დნმ პოლიმერაზა), რომლებიც ვირუსებისთვის აუცილებელია რეპლიკაციისთვის.
HIV დროს ვირეადი ყოველთვის უნდა გამოიყენონ HIV ინფექციის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილია HIV ინფექციის
(ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) სამკურნალოდ. ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
მოზრდილები
12-18 წლის მოზარდები, რომლებმაც უკვე იმკურნალეს სხვა HIV სამკურნალო მედიკამენტებით, რომლებიც აღარ არის სრულად ეფექტური რეზისტენტობის განვითარების გამო, ან გამოიწვიეს გვერდითი რეაქციები.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები ასევე განკუთვნილია ქრონიკული B ჰეპატიტის, HBV (B ჰეპატიტის ვირუსის) ინფექციის სამკურნალოდ.
ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
მოზრდილები
12-18 წლის მოზარდები
იმისთვის, რომ ვირეადით HBV-ს უმკურნალოთ, აუცილებელი არ არის HIV გქონდეთ.
ეს მედიკამენტი არ არის HIV ინფექციის წამალი. ვირეადის მიღების დროს შეიძლება კვლავ აღგენიშნებოდეთ HIV-თან დაკავშირებული ინფექციები ან სხვა დაავადებები. ასევე შეიძლება HIV ან HBV სხვებს გადასცეთ, ამიტომ სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი ყოველდღე საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი)
12-18 წლის მოზარდები, რომლებიც მინიმუმ 35კგ-ს იწონიან: 1 ტაბლეტი ყოველდღე საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი)
თუ გაქვთ ყლაპვის განსაკუთრებული გაძნელება, ტაბლეტის გატეხვა შეგიძლიათ კოვზის წვერით. შემდეგ ფხვნილი შეურიეთ დაახლოებით 100მლ (ნახევარ ჭიქა) წყალს, ფორთოხლის ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდებული დოზა. ეს საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიკამენტი იყოს სრულად ეფექტური და შემცირდეს მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარების რისკი. დოზა არ შეცვალოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
თუ ხართ მოზრდილი და გაქვთ თირკმელების პრობლემები , ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ვირეადის უფრო ნაკლები სიხშირით მიღება.
თუ გაქვთ HBV შეიძლება ექიმმა შემოგთავაზოთ HIV ტესტი, რათა შეამოწმოს გაქვთ თუ არა ორივე- HBV და HIV.
მედიკამენტების გამოყენების გაიდლაინებისთვის იხილეთ სხვა ანტირეტროვირუსული საშუალებების პაციენტისთვის განკუთვნილი საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქცია.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვირეადი
თუ შემთხვევით მიიღეთ ვირეადის ძალიან ბევრი ტაბლეტი, შეიძლება მომატებული გქონდეთ ამ მედიკამენტის შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები). რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ტაბლეტების ფლაკონი თან გქონდეთ, ისე რომ ადვილად აღწეროთ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ვირეადის მიღება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ვირეადის დოზა. თუ დოზას გამოტოვებთ, გამოთვალეთ რამდენი დრო გავიდა მიღების საჭირო დროიდან.
თუ ჩვეულებრივი მიღების დროიდან გასულია 12 საათზე ნაკლები, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, შემდეგი დოზა გამოიყენეთ რეგულარულ დროს.
თუ 12 საათზე მეტია გასული იმ დროიდან, როდესაც უნდა მიგეღოთ, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა. მოიცადეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ რეგულარულ დროს. გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ ვირეადის მიღებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში აღებინებთ, მიიღეთ სხვა ტაბლეტი. სხვა ტაბლეტის მიღება არ გჭირდებათ თუ აღებინეთ ვირეადის მიღებიდან 1 საათზე მეტის გასვლის შემდეგ.
თუ წყვეტთ ვირეადის მიღებას
ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის რჩევის გარეშე. ვირეადით მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება შეამციროს ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ეფექტურობა.
თუ გაქვთ ჰეპატიტი B ან HIV და ჰეპატიტი B ერთად (კო-ინფექცია), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირეადით მკურნალობა არ შეწყვიტოთ ექიმთან გასაუბრების გარეშე. ზოგ პაციენტს ჰქონდა სისხლის ტესტების ისეთი შედეგები ან სიმპტომები, რომლებიც აჩვენებდა რომ მათი ჰეპატიტი გაუარესდა ვირეადის შეწყვეტის შემდეგ. სისხლის ტესტების ჩატარება შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ღვიძლის შორსწასული დაავადების ან ციროზის მქონე ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ჰეპატიტის გაუარესება.
ნებისმიერი მიზეზით ვირეადის გამოყენების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ გაქვთ გვერდითი ეფექტები ან სხვა დაავადება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული ახალი ან უჩვეულო სიმპტომების შესახებ, განსაკუთრებით იმ სიმპტომებზე, რომლებსაც B ჰეპატიტის ინფექციასთან აკავშირებთ.
ვირეადის ტაბლეტების მიღების განახლებამდე მიმართეთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ ტენოფოვირის, ტენოფოვირ დისოპროქსილის ან ამ მედიკამენტის მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
თუ ეს თქვენ გეხებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ვირეადი.
სიფრთხილის ზომები
ვირეადის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იზრუნეთ, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. ამ მედიკამენტის მიღებისას კვლავ შეგიძლიათ HIV გადაცემა, თუმცა რისკი მცირდება ეფექტური ანტირეტროვირუსული თერაპიით. თქვენს ექიმთან განიხილეთ უსაფრთხოების ზომები, რომლებიც საჭიროა სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ვირეადი არ ამცირებს სქესობრივი გზით ან სისხლის კონტამინაციით სხვა ადამიანებისთვის HBV გადაცემის რისკს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გააგრძელოთ უსაფრთხოების ზომების მიღება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გქონიათ თირკმლის დაავადება ან თუ ტესტებმა აჩვენა თირკმლის პრობლემები. ვირეადი არ უნდა გამოიყენონ მოზარდებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები. მკურნალობის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად ექიმმა შეიძლება შეუკვეთოს სისხლის ტესტები. ვირეადმა შეიძლება მკურნალობის განმავლობაში იმოქმედოს თქვენს თირკმელზე. თირკმლის მუშაობის მონიტორინგისთვის, ექიმმა შეიძლება მკურნალობის განმავლობაში შეუკვეთოს სისხლის ტესტები. თუ ხართ მოზრდილი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტაბლეტების ნაკლები სიხშირით მიღება. ექიმის რჩევის გარეშე დანიშნული დოზა არ შეამციროთ.
ვირეადი ჩვეულებრივ არ გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც თქვენს თირკმელებს აზიანებს (იხ. სხვა მედიკამენტები და ვირეადი). თუ ამის აცილება შეუძლებელია, ექიმი თქვენი თირკმლის ფუნქციას დააკვირდება კვირაში ერთხელ.
ძვლის პრობლემები. ზოგ HIV ინფიცირებულ მოზრდილ პაციენტს, რომელიც იღებს კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას შეიძლება განუვითარდეს ძვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ძვლისთვის სისხლის მიწოდების დაკარგვით). კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის ხანგრძლივობა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება. ალკოჰოლის მოხმარება, მწვავე იმუნოსუპრესია, სხეულის უფრო მაღალი ინდექსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება იყოს ამ დაავადების მრავალი რისკ-ფაქტორიდან ზოგიერთი მათგანი. ოსტეონეკროზის ნიშნებია სახსრის შებოჭილობა, ტკივილი და ტკივილები (განსაკუთრებით ბარძაყის, მუხლის და მხრის) და მოძრაობის გაძნელება. თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს. ძვლის პრობლემები (მანიფესტირებული როგორც ძვლის მუდმივი ან გაუარესებული ტკივილი, რაც ზოგჯერ იწვევს მოტეხილობას) შეიძლება ასევე განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ძვლის ტკივილი ან მოტეხილობა).
ტენოფოვირ დისოპროქსილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მასის დაკარგვა. ძვლის ყველაზე ძლიერი დაკარგვა აღინიშნა კლინიკურ კვლევებში, როდესაც პაციენტებს მკურნალობდნენ ტენოფოვირ დისოპროქსილით პროტეაზას ინჰიბიტორების ბუსტერთან ერთად. საერთო ჯამში, ტენოფოვირ დისოპროქსილის შორეული ეფექტები ძვლის ჯანმრთელობაზე და მოტეხილობის მომავალ რისკზე მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში გაურკვეველია.
აცნობეთ ექიმს თუ იცით, რომ გაქვთ ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია მოტეხილობების რისკი.
აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტის ჩათვლით. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, რომლებიც ანტირეტროვირუსული საშუალებებით მკურნალობენ, უფრო მაღალია ღვიძლის მწვავე და პოტენციურად ფატალური გართულებების რისკი. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექცია, ექიმი ფრთხილად შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო მკურნალობას. თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექცია, ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგისთვის ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სისხლის ტესტები.
უფრთხილდით ინფექციებს. თუ გაქვთ შორსწასული HIV ინფექცია (შიდსი) და გაქვთ ინფექცია, ვირეადით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს ინფექციის და ანთების სიმპტომები ან გაუარესდეს არსებული ინფექციის სიმპტომები. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთთებდეს რომ თქვენი ორგანიზმის გაუმჯობესებული იმუნური სისტემა ინფექციას ებრძვის. ვირეადის გამოყენების დაწყებიდან მოკლე დროში ყურადღებით იყავით ანთების ან ინფექციის ნიშნების გამოსავლენად. თუ შენიშნავთ ანთების ან ინფექციის ნიშნებს, მაშინვე აცნობეთ ექიმს.
ოპორტუნისტული ინფექციების დამატებით, HIV ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების მიღების დაწყების შემდეგ შეიძლება ასევე განვითარდეს აუტოიმუნური დარღვევები (მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილს). აუტოიმუნური დარღვევები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ. თუ აღნიშნავთ ინფექციის ნებისმიერ სიმპტომს ან სხვა სიმპტომებს როგორიცაა კუნთების სისუსტე, სისუსტეს, რომელიც იწყება ხელებიდან და ფეხებიდან და გადადის ტორსზე, პალპიტაციას, ტრემორს და ჰიპერაქტიურობას, გთხოვთ აუცილებელი მკურნალობის მიზნით დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ 65 წელს გადაცილებული.
65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ვირეადი შესწავლილი არ არის. თუ ამაზე უფროსი ხართ და დაგენიშნათ ვირეადი, ექიმი ფრთხილად დაგაკვირდებათ.
ბავშვები და მოზარდები
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
HIV-1 ინფიცირებული 12-18 წლის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35კგ-ს და რომლებსაც უკვე მკურნალობდნენ სხვა HIV მედიკამენტებით, რომლებიც სრულად ეფექტური აღარ არის რეზისტენტობის განვითარების გამო, ან რომლებმაც გამოიწვია გვერდითი ეფექტები.
HBV ინფიცირებული 12-18 წლის მოზარდები, რომლებიც მინიმუმ 35კგ-ს იწონიან.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილი არ არის შემდეგი ჯგუფებისთვის:
12 წელზე უმცროსი ასაკის HIV-1 ინფიცირებული ბავშვები
12 წელზე უმცროსი ასაკის HBV ინფიცირებული ბავშვები
დოზირებისთვის იხ. პარაგრაფი 3, როგორ მიიღება ვირეადი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდშ მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას
არ შეწყვიტოთ ექიმის დანიშნული არც ერთი ანტი-HIV მედიკამენტი, როდესაც დაიწყებთ ვირეადის მიღებას, თუ გაქვთ HBV და HIV-ც.
არ მიიღოთ ვირეადი თუ უკვე იღებთ ტენოფოვირ დისოპროქსილის ან ტენოფოვირ ალაფენამიდის შემცველ სხვა მედიკამენტებს. ვირეადი არ მიიღოთ ადენოფოვირ დიპივოქსილის შემცველ მედიკამენტებთან ერთდ (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ),
ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება თირკმელები დააზიანოს.
ეს მოიცავს შემდეგს:
ამინოგლიკოზიდები, პენტამიდინი ან ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციისთვის)
ამფოტერიცინ B (სოკოვანი ინფექციისთვის)
ფოსკარნეტი, განციკლოვირი ან ციდოფოვირი (ვირუსული ინფექციისთვის),
ინტერლეიკინ-2 (კიბოს სამკურნალოდ)
ადეფოვირ დიპივოქსილი (HBV-სთვის)
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის)
ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აასს) ძვლის ან კუნთების ტკივილის მოხსნისთვის)
დიდანოზინის შემცველი სხვა მედიკამენტები (HIV ინფექციისთვის): დიდანოზინის შემცველ სხვა ანტივირუსულ მედიკამენტებთან ერთად ვირეადის მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში დიდანოზინის დონე და შეიძლება შეამციროს CD4 უჯრედების რაოდენობა. ტენოფოვირ დისოპროქსილის და დიდანოზინის შემცველი მედიკამენტების და ერთად გამოყენებისას იშვიათად აღწერილია პანკრეასის ანთება და ლაქტოაციდოზი (სისხლშრი რძემჟავას ჭარბი რაოდენობა), რომელმაც ზოგჯერ გამოიწვია სიკვდილი. თქვენი ექიმი ფრთხილად განიხილავს გიმკურნალოთ თუ არა ტენოფოვირის და დიდანოზინის კომბინაციით.
ასევე მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ თუ იღებთ ლედიპასვირს/სოფოსბუვირს, სოფოსბუვირს/ველპატასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს C ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ.
ვირეადი საკვებთან და სასმელთან ერთად
ვირეადი მიიღეთ საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ვირეადი მიიღეთ ორსულობის დროს, ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებისთვის ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის რეგულარული ტესტები და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები. ბავშვებში, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს NRTI მიიღეს, HIV-ისგან დაცვის სარგებელი აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ ხართ HBV ინფიცირებული დედა და თქვენმა ბავშვმა მიიღო მკურნალობა დაბადებისას B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციისთვის, შეიძლება მოგეცეთ ჩვილის კვების შესაძლებლობა, მაგრამ პირველ რიგში, მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ხართ HIV ინფიცირებული დედა, ძუძუთი კვებისგან თავი შეიკავეთ რათა ვირუსი ბავშვს რძის საშუალებით არ გადაეცეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვირეადმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ვირეადის გამოყენებისას თავბრუსხვევას გრძნობთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან ველოსიპედის ტარებისგან და არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები.
ვირეადი შეიცავს ლაქტოზას
ვირეადის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ვირეადი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან-თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
HIV თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს წონაში მატება და სისხლში ლიპიდების და გლუკოზის მომატება. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია აღდგენილ ჯანმრთელობასთან და ცხოვრების წესთან, სისხლის ლიპიდების შემთხვევაში ზოგჯერ თვითონ HIV მედიკამენტებთან.თქვენი ექიმი შეამოწმებს ამ ცვლილებებს.
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტები: დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს
ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავას ჭარბი დონე) არის იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 შემთხვევაში) მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს ლაქტოაციდოზის ნიშნები:
ღრმა, სწრაფი სუნთქვა
ძილიანობა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა), ავადობა (ღებინება) და მუცლის ტკივილი
თუ ფიქრობთ რომ შეიძლება გქონდეთ ლაქტოაციდოზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ნაკლებად ხშირია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში):
მუცლის (აბდომინური) ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით
თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათია (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 შემთხვევაში):
თირკმლის ანთება, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა და წყურვილის შეგრძნება
შარდის ცვლილებები და ზურგის ტკივილი, გამოწვეული თირკმლის პრობლემებით, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.
ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობების გამომწვევი), რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების შედეგად.
ღვიძლის გაცხიმოვნება
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ძალიან ხშირია
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან მინიმუმ 10 შემთხვევაში):
დიარეა, ავადობა (ღებინება), ავადობის შეგრძნება (გულისრევა), თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება.
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში ფოსფატის დაქვეითება
სხვა შესაძლო გვერდით ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ხშირია
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან 10 -ამდე შემთხვევაში):
თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შებერილობის შეგრძნება, შებერილობა
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
ღვიძლის პრობლემები

კუნთების დაზიანება, კუნთების ტკივილი ან სისუსტე
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში კალიუმის დაქვეითება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაზიანება, ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობების გამომწვევი), კუნთების ტკივილი და სისხლში კალიუმის და ფოსფატის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების შედეგად.

მუცლის (აბდომინალური) ტკივილი, გამოწვეული ღვიძლის ანთებით
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)
ყვითელი ფურცლების სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA ყვითელი ფურცლები Google Play ან Apple App Store-ში.
ირლანდია
HPRA Pharmacovigilance
ვებ-გვერდი: www.hpra.ie
მალტა
ADR შეტყობინება
ვებ- გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტენოფოვირი. ვირეადის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 245მგ ტენოფოვირ დისოპროქსილს (ფუმარატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი და მაგნიუმის სტეარატი (E572), რომლებიც შეადგენს ტაბლეტის ბირთვს, და ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), გლიცეროლ ტრიაცეტატი (E1518) და ინდიგო არმინი ალუმინის საფარი (E132) რომლებიც შეადგენს ტაბლეტის გარსს.
იხ. პარაგრაფი 2 „ვირეადი შეიცავს ლაქტოზას“.
ვირეადის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვირეადი 245მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები, ზომები 16.8მმX10.3mm, ერთ მხარეს ამოტვიფრული „GILEAD” და „4331“ და მეორე მხარეს „300“. ვირეადი 245მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოდის 30 ტაბლეტიანი ფლაკონებით. ყოველი ფლაკონი შეიცავს სილიკონის გელის დესიკანტს, რომელიც ფლაკონში უნდა დარჩეს ტაბლეტების დასაცავად. სილიკონის გელის დესიკანტი მოცემულია ცალკე პაკეტში ან ბალონში და არ უნდა გადაყლაპონ.
ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვები: გარე კოლოფები შეიცავს 30 შემოგარსული ტაბლეტის შემცველ 1 ფლაკონს და 30 შემოგარსული ტაბლეტის შემცველ 3 ფლაკონს. ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და კოლოფზე [EXP] შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ვირეადი® 245მგ
შემოგარსული ტაბლეტები
ტენოფოვირ დისოპროქსილი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენის მსგავსია.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში
- რა არის ვირეადი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ვირეადის მიღებამდე
- როგორ გამოიყენება ვირეადი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ვირეადი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
თუ ვირეადი დაუნიშნეს თქვენს ბავშვს, გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცია მას ეხებოდეს (ამ შემთხვევაში წაიკითხეთ „თქვენი ბავშვი“ „თქვენ“-ს მაგივრად).
რა არის ვირეადი და რისთვის გამოიყენება
ვირეადი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირ დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება არის ანტირეტროვირუსული ან ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება HIV ან HBV ინფექციის ან ორივეს სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, ჩვეულებრივ ცნობილი როგორც NRTI და მოქმედებს ენზიმების ნორმალურ ფუნქციონირებაში ჩარევით (HIV დროს უკუტრანსკრიპტაზა B ჰეპატიტის დროს დნმ პოლიმერაზა), რომლებიც ვირუსებისთვის აუცილებელია რეპლიკაციისთვის.
HIV დროს ვირეადი ყოველთვის უნდა გამოიყენონ HIV ინფექციის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილია HIV ინფექციის
(ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) სამკურნალოდ. ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
მოზრდილები
12-18 წლის მოზარდები, რომლებმაც უკვე იმკურნალეს სხვა HIV სამკურნალო მედიკამენტებით, რომლებიც აღარ არის სრულად ეფექტური რეზისტენტობის განვითარების გამო, ან გამოიწვიეს გვერდითი რეაქციები.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები ასევე განკუთვნილია ქრონიკული B ჰეპატიტის, HBV (B ჰეპატიტის ვირუსის) ინფექციის სამკურნალოდ.
ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
მოზრდილები
12-18 წლის მოზარდები
იმისთვის, რომ ვირეადით HBV-ს უმკურნალოთ, აუცილებელი არ არის HIV გქონდეთ.
ეს მედიკამენტი არ არის HIV ინფექციის წამალი. ვირეადის მიღების დროს შეიძლება კვლავ აღგენიშნებოდეთ HIV-თან დაკავშირებული ინფექციები ან სხვა დაავადებები. ასევე შეიძლება HIV ან HBV სხვებს გადასცეთ, ამიტომ სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება.
რა უნდა იცოდეთ ვირეადის მიღებამდე
არ მიიღოთ ვირეადი
თუ ალერგიული ხართ ტენოფოვირის, ტენოფოვირ დისოპროქსილის ან ამ მედიკამენტის მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
თუ ეს თქვენ გეხებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ვირეადი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ვირეადის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იზრუნეთ, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. ამ მედიკამენტის მიღებისას კვლავ შეგიძლიათ HIV გადაცემა, თუმცა რისკი მცირდება ეფექტური ანტირეტროვირუსული თერაპიით. თქვენს ექიმთან განიხილეთ უსაფრთხოების ზომები, რომლებიც საჭიროა სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ვირეადი არ ამცირებს სქესობრივი გზით ან სისხლის კონტამინაციით სხვა ადამიანებისთვის HBV გადაცემის რისკს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გააგრძელოთ უსაფრთხოების ზომების მიღება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გქონიათ თირკმლის დაავადება ან თუ ტესტებმა აჩვენა თირკმლის პრობლემები. ვირეადი არ უნდა გამოიყენონ მოზარდებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები. მკურნალობის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად ექიმმა შეიძლება შეუკვეთოს სისხლის ტესტები. ვირეადმა შეიძლება მკურნალობის განმავლობაში იმოქმედოს თქვენს თირკმელზე. თირკმლის მუშაობის მონიტორინგისთვის, ექიმმა შეიძლება მკურნალობის განმავლობაში შეუკვეთოს სისხლის ტესტები. თუ ხართ მოზრდილი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტაბლეტების ნაკლები სიხშირით მიღება. ექიმის რჩევის გარეშე დანიშნული დოზა არ შეამციროთ.
ვირეადი ჩვეულებრივ არ გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც თქვენს თირკმელებს აზიანებს (იხ. სხვა მედიკამენტები და ვირეადი). თუ ამის აცილება შეუძლებელია, ექიმი თქვენი თირკმლის ფუნქციას დააკვირდება კვირაში ერთხელ.
ძვლის პრობლემები. ზოგ HIV ინფიცირებულ მოზრდილ პაციენტს, რომელიც იღებს კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას შეიძლება განუვითარდეს ძვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ძვლისთვის სისხლის მიწოდების დაკარგვით). კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის ხანგრძლივობა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება. ალკოჰოლის მოხმარება, მწვავე იმუნოსუპრესია, სხეულის უფრო მაღალი ინდექსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება იყოს ამ დაავადების მრავალი რისკ-ფაქტორიდან ზოგიერთი მათგანი. ოსტეონეკროზის ნიშნებია სახსრის შებოჭილობა, ტკივილი და ტკივილები (განსაკუთრებით ბარძაყის, მუხლის და მხრის) და მოძრაობის გაძნელება. თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს. ძვლის პრობლემები (მანიფესტირებული როგორც ძვლის მუდმივი ან გაუარესებული ტკივილი, რაც ზოგჯერ იწვევს მოტეხილობას) შეიძლება ასევე განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ძვლის ტკივილი ან მოტეხილობა).
ტენოფოვირ დისოპროქსილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მასის დაკარგვა. ძვლის ყველაზე ძლიერი დაკარგვა აღინიშნა კლინიკურ კვლევებში, როდესაც პაციენტებს მკურნალობდნენ ტენოფოვირ დისოპროქსილით პროტეაზას ინჰიბიტორების ბუსტერთან ერთად. საერთო ჯამში, ტენოფოვირ დისოპროქსილის შორეული ეფექტები ძვლის ჯანმრთელობაზე და მოტეხილობის მომავალ რისკზე მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში გაურკვეველია.
აცნობეთ ექიმს თუ იცით, რომ გაქვთ ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია მოტეხილობების რისკი.
აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტის ჩათვლით. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, რომლებიც ანტირეტროვირუსული საშუალებებით მკურნალობენ, უფრო მაღალია ღვიძლის მწვავე და პოტენციურად ფატალური გართულებების რისკი. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექცია, ექიმი ფრთხილად შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო მკურნალობას. თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექცია, ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგისთვის ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სისხლის ტესტები.
უფრთხილდით ინფექციებს. თუ გაქვთ შორსწასული HIV ინფექცია (შიდსი) და გაქვთ ინფექცია, ვირეადით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს ინფექციის და ანთების სიმპტომები ან გაუარესდეს არსებული ინფექციის სიმპტომები. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთთებდეს რომ თქვენი ორგანიზმის გაუმჯობესებული იმუნური სისტემა ინფექციას ებრძვის. ვირეადის გამოყენების დაწყებიდან მოკლე დროში ყურადღებით იყავით ანთების ან ინფექციის ნიშნების გამოსავლენად. თუ შენიშნავთ ანთების ან ინფექციის ნიშნებს, მაშინვე აცნობეთ ექიმს.
ოპორტუნისტული ინფექციების დამატებით, HIV ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების მიღების დაწყების შემდეგ შეიძლება ასევე განვითარდეს აუტოიმუნური დარღვევები (მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილს). აუტოიმუნური დარღვევები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ. თუ აღნიშნავთ ინფექციის ნებისმიერ სიმპტომს ან სხვა სიმპტომებს როგორიცაა კუნთების სისუსტე, სისუსტეს, რომელიც იწყება ხელებიდან და ფეხებიდან და გადადის ტორსზე, პალპიტაციას, ტრემორს და ჰიპერაქტიურობას, გთხოვთ აუცილებელი მკურნალობის მიზნით დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ 65 წელს გადაცილებული.
65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ვირეადი შესწავლილი არ არის. თუ ამაზე უფროსი ხართ და დაგენიშნათ ვირეადი, ექიმი ფრთხილად დაგაკვირდებათ.
ბავშვები და მოზარდები
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილია შემდეგისთვის:
HIV-1 ინფიცირებული 12-18 წლის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35კგ-ს და რომლებსაც უკვე მკურნალობდნენ სხვა HIV მედიკამენტებით, რომლებიც სრულად ეფექტური აღარ არის რეზისტენტობის განვითარების გამო, ან რომლებმაც გამოიწვია გვერდითი ეფექტები.
HBV ინფიცირებული 12-18 წლის მოზარდები, რომლებიც მინიმუმ 35კგ-ს იწონიან.
ვირეადი 245მგ ტაბლეტები განკუთვნილი არ არის შემდეგი ჯგუფებისთვის:
12 წელზე უმცროსი ასაკის HIV-1 ინფიცირებული ბავშვები
12 წელზე უმცროსი ასაკის HBV ინფიცირებული ბავშვები
დოზირებისთვის იხ. პარაგრაფი 3, როგორ მიიღება ვირეადი.
სხვა მედიკამენტები და ვირეადი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდშ მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას
არ შეწყვიტოთ ექიმის დანიშნული არც ერთი ანტი-HIV მედიკამენტი, როდესაც დაიწყებთ ვირეადის მიღებას, თუ გაქვთ HBV და HIV-ც.
არ მიიღოთ ვირეადი თუ უკვე იღებთ ტენოფოვირ დისოპროქსილის ან ტენოფოვირ ალაფენამიდის შემცველ სხვა მედიკამენტებს. ვირეადი არ მიიღოთ ადენოფოვირ დიპივოქსილის შემცველ მედიკამენტებთან ერთდ (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ),
ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება თირკმელები დააზიანოს.
ეს მოიცავს შემდეგს:
ამინოგლიკოზიდები, პენტამიდინი ან ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციისთვის)
ამფოტერიცინ B (სოკოვანი ინფექციისთვის)
ფოსკარნეტი, განციკლოვირი ან ციდოფოვირი (ვირუსული ინფექციისთვის),
ინტერლეიკინ-2 (კიბოს სამკურნალოდ)
ადეფოვირ დიპივოქსილი (HBV-სთვის)
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის)
ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აასს) ძვლის ან კუნთების ტკივილის მოხსნისთვის)
დიდანოზინის შემცველი სხვა მედიკამენტები (HIV ინფექციისთვის): დიდანოზინის შემცველ სხვა ანტივირუსულ მედიკამენტებთან ერთად ვირეადის მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში დიდანოზინის დონე და შეიძლება შეამციროს CD4 უჯრედების რაოდენობა. ტენოფოვირ დისოპროქსილის და დიდანოზინის შემცველი მედიკამენტების და ერთად გამოყენებისას იშვიათად აღწერილია პანკრეასის ანთება და ლაქტოაციდოზი (სისხლშრი რძემჟავას ჭარბი რაოდენობა), რომელმაც ზოგჯერ გამოიწვია სიკვდილი. თქვენი ექიმი ფრთხილად განიხილავს გიმკურნალოთ თუ არა ტენოფოვირის და დიდანოზინის კომბინაციით.
ასევე მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ თუ იღებთ ლედიპასვირს/სოფოსბუვირს, სოფოსბუვირს/ველპატასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს C ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ.
ვირეადი საკვებთან და სასმელთან ერთად
ვირეადი მიიღეთ საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ვირეადი მიიღეთ ორსულობის დროს, ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებისთვის ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის რეგულარული ტესტები და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები. ბავშვებში, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს NRTI მიიღეს, HIV-ისგან დაცვის სარგებელი აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ ხართ HBV ინფიცირებული დედა და თქვენმა ბავშვმა მიიღო მკურნალობა დაბადებისას B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციისთვის, შეიძლება მოგეცეთ ჩვილის კვების შესაძლებლობა, მაგრამ პირველ რიგში, მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ხართ HIV ინფიცირებული დედა, ძუძუთი კვებისგან თავი შეიკავეთ რათა ვირუსი ბავშვს რძის საშუალებით არ გადაეცეს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვირეადმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ვირეადის გამოყენებისას თავბრუსხვევას გრძნობთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან ველოსიპედის ტარებისგან და არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები.
ვირეადი შეიცავს ლაქტოზას
ვირეადის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ვირეადი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან-თავისუფალია“.
როგორ გამოიყენება ვირეადი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი ყოველდღე საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი)
12-18 წლის მოზარდები, რომლებიც მინიმუმ 35კგ-ს იწონიან: 1 ტაბლეტი ყოველდღე საკვებთან ერთად (მაგალითად, საკვები ან სასუსნავი)
თუ გაქვთ ყლაპვის განსაკუთრებული გაძნელება, ტაბლეტის გატეხვა შეგიძლიათ კოვზის წვერით. შემდეგ ფხვნილი შეურიეთ დაახლოებით 100მლ (ნახევარ ჭიქა) წყალს, ფორთოხლის ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდებული დოზა. ეს საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიკამენტი იყოს სრულად ეფექტური და შემცირდეს მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარების რისკი. დოზა არ შეცვალოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
თუ ხართ მოზრდილი და გაქვთ თირკმელების პრობლემები , ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ვირეადის უფრო ნაკლები სიხშირით მიღება.
თუ გაქვთ HBV შეიძლება ექიმმა შემოგთავაზოთ HIV ტესტი, რათა შეამოწმოს გაქვთ თუ არა ორივე- HBV და HIV.
მედიკამენტების გამოყენების გაიდლაინებისთვის იხილეთ სხვა ანტირეტროვირუსული საშუალებების პაციენტისთვის განკუთვნილი საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქცია.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვირეადი
თუ შემთხვევით მიიღეთ ვირეადის ძალიან ბევრი ტაბლეტი, შეიძლება მომატებული გქონდეთ ამ მედიკამენტის შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები). რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ტაბლეტების ფლაკონი თან გქონდეთ, ისე რომ ადვილად აღწეროთ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ვირეადის მიღება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ვირეადის დოზა. თუ დოზას გამოტოვებთ, გამოთვალეთ რამდენი დრო გავიდა მიღების საჭირო დროიდან.
თუ ჩვეულებრივი მიღების დროიდან გასულია 12 საათზე ნაკლები, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, შემდეგი დოზა გამოიყენეთ რეგულარულ დროს.
თუ 12 საათზე მეტია გასული იმ დროიდან, როდესაც უნდა მიგეღოთ, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა. მოიცადეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ რეგულარულ დროს. გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ ვირეადის მიღებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში აღებინებთ, მიიღეთ სხვა ტაბლეტი. სხვა ტაბლეტის მიღება არ გჭირდებათ თუ აღებინეთ ვირეადის მიღებიდან 1 საათზე მეტის გასვლის შემდეგ.
თუ წყვეტთ ვირეადის მიღებას
ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის რჩევის გარეშე. ვირეადით მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება შეამციროს ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ეფექტურობა.
თუ გაქვთ ჰეპატიტი B ან HIV და ჰეპატიტი B ერთად (კო-ინფექცია), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირეადით მკურნალობა არ შეწყვიტოთ ექიმთან გასაუბრების გარეშე. ზოგ პაციენტს ჰქონდა სისხლის ტესტების ისეთი შედეგები ან სიმპტომები, რომლებიც აჩვენებდა რომ მათი ჰეპატიტი გაუარესდა ვირეადის შეწყვეტის შემდეგ. სისხლის ტესტების ჩატარება შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ღვიძლის შორსწასული დაავადების ან ციროზის მქონე ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ჰეპატიტის გაუარესება.
ნებისმიერი მიზეზით ვირეადის გამოყენების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ გაქვთ გვერდითი ეფექტები ან სხვა დაავადება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული ახალი ან უჩვეულო სიმპტომების შესახებ, განსაკუთრებით იმ სიმპტომებზე, რომლებსაც B ჰეპატიტის ინფექციასთან აკავშირებთ.
ვირეადის ტაბლეტების მიღების განახლებამდე მიმართეთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
HIV თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს წონაში მატება და სისხლში ლიპიდების და გლუკოზის მომატება. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია აღდგენილ ჯანმრთელობასთან და ცხოვრების წესთან, სისხლის ლიპიდების შემთხვევაში ზოგჯერ თვითონ HIV მედიკამენტებთან.თქვენი ექიმი შეამოწმებს ამ ცვლილებებს.
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტები: დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს
ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავას ჭარბი დონე) არის იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 შემთხვევაში) მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს ლაქტოაციდოზის ნიშნები:
ღრმა, სწრაფი სუნთქვა
ძილიანობა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა), ავადობა (ღებინება) და მუცლის ტკივილი
თუ ფიქრობთ რომ შეიძლება გქონდეთ ლაქტოაციდოზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ნაკლებად ხშირია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში):
მუცლის (აბდომინური) ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით
თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათია (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 შემთხვევაში):
თირკმლის ანთება, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა და წყურვილის შეგრძნება
შარდის ცვლილებები და ზურგის ტკივილი, გამოწვეული თირკმლის პრობლემებით, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.
ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობების გამომწვევი), რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების შედეგად.
ღვიძლის გაცხიმოვნება
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ძალიან ხშირია
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან მინიმუმ 10 შემთხვევაში):
დიარეა, ავადობა (ღებინება), ავადობის შეგრძნება (გულისრევა), თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება.
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში ფოსფატის დაქვეითება
სხვა შესაძლო გვერდით ეფექტები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ხშირია
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან 10 -ამდე შემთხვევაში):
თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შებერილობის შეგრძნება, შებერილობა
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
ღვიძლის პრობლემები
შემდეგი გვერდითი ეფექტები ნაკლებად ხშირია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევაში):
კუნთების დაზიანება, კუნთების ტკივილი ან სისუსტე
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში კალიუმის დაქვეითება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაზიანება, ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობების გამომწვევი), კუნთების ტკივილი და სისხლში კალიუმის და ფოსფატის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების შედეგად.
შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათია (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 შემთხვევაში):
მუცლის (აბდომინალური) ტკივილი, გამოწვეული ღვიძლის ანთებით
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)
ყვითელი ფურცლების სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA ყვითელი ფურცლები Google Play ან Apple App Store-ში.
ირლანდია
HPRA Pharmacovigilance
ვებ-გვერდი: www.hpra.ie
მალტა
ADR შეტყობინება
ვებ- გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება ვირეადი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და კოლოფზე [EXP] შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვირეადი
აქტიური ნივთიერებაა ტენოფოვირი. ვირეადის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 245მგ ტენოფოვირ დისოპროქსილს (ფუმარატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი და მაგნიუმის სტეარატი (E572), რომლებიც შეადგენს ტაბლეტის ბირთვს, და ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), გლიცეროლ ტრიაცეტატი (E1518) და ინდიგო არმინი ალუმინის საფარი (E132) რომლებიც შეადგენს ტაბლეტის გარსს.
იხ. პარაგრაფი 2 „ვირეადი შეიცავს ლაქტოზას“.
ვირეადის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვირეადი 245მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები, ზომები 16.8მმX10.3mm, ერთ მხარეს ამოტვიფრული „GILEAD” და „4331“ და მეორე მხარეს „300“. ვირეადი 245მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოდის 30 ტაბლეტიანი ფლაკონებით. ყოველი ფლაკონი შეიცავს სილიკონის გელის დესიკანტს, რომელიც ფლაკონში უნდა დარჩეს ტაბლეტების დასაცავად. სილიკონის გელის დესიკანტი მოცემულია ცალკე პაკეტში ან ბალონში და არ უნდა გადაყლაპონ.
ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვები: გარე კოლოფები შეიცავს 30 შემოგარსული ტაბლეტის შემცველ 1 ფლაკონს და 30 შემოგარსული ტაბლეტის შემცველ 3 ფლაკონს. ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Gilead Sciences Ireland UC
Carrigtohill
County Cork, T45 DP77
ირლანდია
მწარმოებელი:
Gilead Sciences Ireland UC
IDA Business & Technology Park
Carrigtohill
County Cork
ირლანდია
მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
ბელგია ლიტვა:
Gilead Sciences Belgium Gilead Sciences Poland
SPRL-BVBA Sp. z o.o
ტელ: + 32 (0) 24 01 35 50 ტელ + 48 22 262 8702
ბულგარეთი ლუქსემბურგი:
Gilead Sciences Ireland UC Gilead Sciences Belgium SPRL-BVBA
ტელ: + 353 (0) 1 686 1888. ტელ: + 32 (0) 24 01 35 50
ჩეხეთის რესპუბლიკა უნგრეთი:
Gilead Sciences s.r.o. Gilead Sciences Ireland UC
ტელ: + 420 910 871 986 ტელ: + 353 (0) 1 686 1888
დანია მალტა
Gilead Sciences Sweden AB Gilead Sciences Ireland UC
ტელ: + 46 (0) 8 5057 1849 ტელ: + 353 (0) 1 686 1888
გერმანია ნიდერლანდები
Gilead Sciences GmbH Gilead Sciences Netherlands B.V.
ტელ: + 49 (0) 89 899890-0 ტელ: + 31 (0) 20 718 36 98
ესტონეთი ნორვეგია
Gilead Sciences Poland Sp. z o.o. Gilead Sciences Sweden AB
ტელ: +48 (0) 22 262 8702 ტელ:: + 46 (0) 8 5057 1849
საბერძნეთი ავსტრია
Gilead Sciences Ελλάς Μ.ΕΠΕ. Gilead Sciences GesmbH
ტელ: + 30 210 8930 100 ტელ: + 43 1 260 830
ესპანეთი პოლონეთი
Gilead Sciences, S.L. Gilead Sciences Poland Sp. z o.o.
ტელ: + 34 91 378 98 30 ტელ: + 48 22 262 8702
საფრანგეთი პორტუგალია
Gilead Sciences Gilead Sciences, Lda.
ტელ: + 33 (0) 1 46 09 41 00 tel l: + 351 21 7928790
ხორვატია რუმინეთი
Gilead Sciences Ireland UC Gilead Sciences Ireland UC
ტელ: +353 (0) 1 686 1888 ტელ: + 353 (0) 1 686 1888
ირლანდია სლოვენია
Gilead Sciences Ireland UC. Gilead Sciences Ireland UC
ტელ: + 353 214 825 999 ტელ: + 353 (0) 1 686 1888
ისლანდია სლოვაკეთის რესპუბლიკა
Gilead Sciences Sweden AB Gilead Sciences Slovakia s.r.o.
ტელ: + 46 (0) 8 5057 1849 ტელ: + 421 232 121 210
იტალია ფინეთი
Gilead Sciences S.r.l. Gilead Sciences Sweden AB
ტელ: + 39 02 439201 ტელ: + 46 (0) 8 5057 1849
კვიპროსი შვედეთი
Gilead Sciences Ελλάς Μ.ΕΠΕ. Gilead Sciences Sweden AB
ტელ: + 30 210 8930 100 ტელ: + 46 (0) 8 5057 1849
ლატვია გაერთიანებული სამეფო Gilead Sciences Poland Sp. z o.o. (ჩრდილოეთ ირლანდია)
ტელ: +48 (0) 22 262 8702 Gilead Sciences Ltd.
ტელ: + 44 (0) 8000 113700
ინსტრუქციია ბოლო გადახედვის თარიღი: 03/2021
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.