ტენოლიოფი
TENOLIOF
ტენოლიოფი ნაჩვენებია ტკივილის და ანთების სამკურნალოდ ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს. აგრეთვე, ნაჩვენებია მწვავე ძვალკუნთოვანი დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როგორიცაა დაჭიმულობა, ღრძობა და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტენოქსიკამი (tenoxicam)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ ლიოფილიზატი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr.52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
- ATC კოდი
- M01AC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037178
- რეგისტრირებულია
- 18 იანვარი 2023, მოქმედებს 18 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტენოლიოფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტენოლიოფი ნაჩვენებია ტკივილის და ანთების სამკურნალოდ ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს. აგრეთვე, ნაჩვენებია მწვავე ძვალკუნთოვანი დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როგორიცაა დაჭიმულობა, ღრძობა და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები. IV, IM ტენოქსიკამი შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ჩვენებებისთვის პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტენოქსიკამის ორალურად მიღება.
მიღების წესი და დოზირება
არასასურელი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი 4.4).
მოზრდილები
ტენოლიოფი გამოიყენება ი/ვ ან ი/მ. ერთჯერადი დღიური დოზა 20 მგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მკურნალობა გრძელდება ორალური ფორმის დღის ერთსა და იმავე დროს მიღებით. ლიოფილიზატის გახსნა შესაძლებელია 2 მლ სტერილურ საინექციო წყალში, მომზადებული ხნსარი უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ.
მაღალი დოზების გამოყენებას უნდა მოერიდონ, რადგან, ძირითადად, არ მიიღწევა მეტი თერაპიული ეფექტი, მაგრამ იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
მწვავე ძვალკუნთოვანი დაავადებებისას მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძლდება არა უმეტეს 7 დღე, მაგრამ მწვავე შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 14 დღე.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში მომატებულია სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკი. თუ ასაპ-ის გამოყენება აუცილებელია, უნდა გამოიყენონ უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ასაპ-ით თერაპიის დროს საჭიროა პაციენტების რეგულარული მონიტორინგი გასტროინტესტინური სისხლდენის აღმოსაჩენად
ბავშვები
ტენოლიოფის ბავშვებში გამოყენების რეკომენდაციისთვის არსებული მონაცემები არასაკმარისია.
გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი
დოზირების რეჟიმი
25 მლ/წთ-ზე მეტი
ჩვეულებრივი დოზირება, მაგრამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
25 მლ/წთ-ზე ნაკლები
არასაკმარისი მონაცემები დოზირების რეკომენდაციისთვის
ტენოქსიკამის პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო, სიფრთხილეა საჭირო პლაზმაში ალბუმინის კოცნენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირებისას (მაგ. ნეფროლითიური სინდრომი) ან ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებისას.
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტენოლიოფის დოზირების რეკომენდაციისთვის საჭირო ინფორმაცია არასაკმარისია.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
- აქტიური ან ანამნეზში არსებული მორეციდივე პეპტიური წყლული/ჰემორაგია (დამტკიცებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი), წყლულოვანი კოლიტი. კრონის დაავადება, მწვავე გასტრიტის ან გასტროინტესტინური სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, დაკავშირებული ასაპ-ით მკურნალობასთან.
- ტენოლიოფი აგრეთვე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა (ასთმის, რინიტის, ანგიოედემის ან ურტიკარიის სიმპტომები) სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, რადგან არსებობს ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის პოტენციალი.
- გულის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4).
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. პუნქტი 4.6).
სიფრთხილის ზომები
ტენოლიოფის გამოყენებას უნდა მოერიდონ ასაპ-თან ერთად, ციკლოოქსიგენაზა 2- სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით (იხ. პუნქტი 4.5).
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია, უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე პერიოდით გამოყენებით სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი 4.2, გასტროინტესტინალური და კარდიოვასკულური რისკები).
კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები
შესაბამისი დაკვირვება და რჩევაა საჭირო პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან გულის საშუალო შეგუბებითი უკმარისობა, რადგან აღინიშნება ასაპ-ით თერაპიასთან დაკავშირებული სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ასაპ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობა) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მცირე მომატებულ რისკთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ტენოქსიკამის ამგვარი რისკის გამოსარიცხად მონაცემები არასაკმარისია.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დავადებები ტენოქსიკამი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ფრთხილი განხილვის შემდეგ. მსგავსი რამ უნდა გაითვალისწინონ, იმ პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადებების მომატებული რისკ ფაქტორები (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).
კარდიოვასკულური, თირკმლის და ღვიძლის დაზიანება:
ასაპ-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების ფორმირების დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობა. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მეტია პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ საშუალებებს და ხანდაზმულებში. ამგვარ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (აგრეთვე იხ. პუნქტი 4.3).
აღწერილია შრატის ტრანსამინაზების ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების იშვიათი მომატება. უმრვლეს შემთხვევაში ეს მოვლენები მცირეა და ტრანზიტორულად იზრდებოდა ნორმაზე მეტად. თუ ანომალია მნიშვნელოვანი ან პერსისტიულია, ტენოლიოფის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს შემდგომი ტესტები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. ამგვარი აგენტები აინჰიბირებს თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზს, რაც დამხმარე როლს თამაშობს თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში პაციენტებში, რომელთა თირკმელში სისხლის ნაკადი ან მოცულობა დაქვეითებულია. ამ პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმლის დეკომპენსაციას, რაც მკურნალობამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ამგვარი რეაქციების რისკი უფრო მეტია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დაავადება (დიაბეტით დაავადებული და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პირების ჩათვლით), ნეფროზული სინდრომი, მოცულობის დაქვეითება, ღვიძლის დაავადება, გულის დაზიაება და პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ თერაპიას შარდმდენი ან პოტენციურად ნეფროტოქსიური საშუალებებით. ამგვარ პაციენტებში საჭიროა თირკმლის, ღვიძლის ან გულის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი. დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე. ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია, რადგან იბუპროფენის მიღებისას აღინიშნება შეშუპება.
დერმატოლოგიური:
ასაპ-ს გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, ზოგჯერ ფატალური ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებში ამ რეაქციების რისკი უფრო მაღალია თერაპიის დასაწყისში: რეაქცია უმრავლეს შემთხვევაში იწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. ტენოლიოფი უნდა მოიხსნას კანის გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანეიბის ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში მომატებულია ასაპ-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს (იხ. პუნქტი 4.2). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პაციენტების რეგულარულ მონიტორინგზე, თანმხლები თერაპის დროს, შესაძლო ურთიერთქმედების გამოსავლენად თირკმლის, ღვიძლის და კარდიოვასკულურ ფუნქციაზე დაკვირვებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე.
ქალებში ფერტილობის დარღვევა:
ტენოლიოფის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და რეკომენდებული არ არის იმ პირებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ტენოლიოფი უნდა მოხსნას ქალებში, რომლებსაც აქვთ საშვილოსნობის პრობლემა ან რომლებიც იკვლევენ ფერტილობას.
გასტროინტესტინური სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია:
ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გასტროინტესტინური დაავადება. GI სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, აღინიშნება ასაპ-ით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან ანამნეზში სერიოზული GI მოვლენებით ან მათ გარეშე.
GI სისხლდენის, დაწყლულების და პერფორაციის რისკი უფრო მაღალია ასაპ დოზის მომატებისას, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული (იხ. პუნქტი 4.3) და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში უნდა დაიწყონ რაც შეიძლება მცირე დოზის გამოყენება.
დამცავ აგენტებთან ერთად კომბინირებული მკურნალობა (მაგ. მიზოპროსტილი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა გაითვალისწინონ ამ პაციენტებისთვის, აგრეთვე პაციენტებისთვის რომლებშიც საჭიროა ასპირინის ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზების გამოყეება, რომლებიც ზრდიან გასტროინტესტინურ რისკს (იხ. პუნქტი 4.5).
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ GI ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა შეატყობინონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით GI სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიებზე.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, იმ მედიკამენტების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს დაწყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტური აგენტები, როგორცაა ასპირინი (იხ. პუნქტი 4.5).
საჭიროა ნებისმიერი პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც ტენოლიოფით მკურნალობს და რომელსაც აღენიშნება გასტროინტესტინური დაავადების სიმპტომები. თუ ვითარდება პეპტიური დაწყლულება ან გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, ტენოლიოფი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანამნეზში გასტროინტესტინური დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დავადება), რადგან ეს მდგომარეობაც შეიძლება გამწვავდეს (იხ. პუნქტი 4.8).
ჰემატოლოგიური ეფექტი:
ტენოქსიკამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებსაც დიდი ოპერაცია უტარდებათ (მაგ. სახსრის ჩანაცვლება) და როდესაც საჭიროა სისხლდენის დროის განსაზღვრა.
ოფთალმოლოგიური ეფექტი:
თვალის გვერდითი ეფექტები აღწერილია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებსაც ტენოლიოფით მკურნალობის დროს უვითარდებათ მხედველობის დარღვევები რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური შეფასება.
რესპირატორული დარღვევები:
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ანამნეზში აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, რადგან ასაპ ასეთ პაციენტებში იწვევს ბრონქოსპაზმის გამოწვევას.
SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები:
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები, შეიძლება მომატებული იყოს ასეპტიური მენინგიტის რისკი (იხ. პუნქტი 4.8).
ტენოქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN)).
პაციენტები უნდა გააფრთხილონ კანის რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ და საჭიროა მათი ინტენსიური მონიტორინგი. SJS ან TEN-ს განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.
თუ აღინიშნება SJS ან TEN-ს სიმპტომები ან ნიშნები (მაგალითად კანის პროგრესული გამონაყარი, ხშირად ბლისტერებით ან მუკოზური დაზიანება), ტენოქსიკამი უნდა მოიხსნას.
SJS და TEN მკურნალობის საუკეთესო შედეგები დგება ადრეული დიაგნოსტიკით და ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნით. ადრეული მოხსნა დაკავშირებულია უკეთეს პროგნოზთან.
თუ პაციენტს განუვითარდა SJS ან TEN ტენოქსიკამის გამოყენებისას, არ უნდა დაიწყოს მისი ხელახალი გამოყენება, ნებისმიერ დროს.
შემავსებლები
ტენოლიოფი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს და შეიძლეა იშვიათად გამოიწვიოს მწვავე ჰიპერმგრძნობელობა და ბრონქოსპაზმი.
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიკოაგულანტები: ჯანმრთელ სუბიექტებში, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტენოქსიკამის ლიოფილიზატსა და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინს შორის. ტენოქსიკამი მაღალი ინტენსივობით უკავშირდება შრატის ალბუმინს და აქედან გამომდინარე, როგორც ყველა ასაპ აძლიერებს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს (იხ. პუნქტი 4.4). რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების და ორალური გლიკემიური აგენტების ეფექტების ინტენსიური მონიტორინგი, განსაკუთრებით ტენოლიოფით მკურნალობის საწყის სტადიებზე.
ანტითრომბოციტური აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs):
გასტროინტესტინური სისხლდენის მომატეუბლი რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ტენოქსიკამი და სხვა ასაპ შეიძლება ამცირებდეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტს.
საგულე გლიკოზიდები: ასაპ შეიძლება აძლიერებდეს გულის უკმარისობას, ამცირებდეს გფს-ს და ზრდიდეს პლაზმაში საგულე გლიკოზიდების დონეს სხვა საგულე გლიკოზიდებთან ერთად მიღებისას.
ციკლოსპორინი: როგორც სხვა ასაპ-ის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის მიღებისას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.
ციმეტიდინი: ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ აღინიშნა.
კორტიკოსტეროიდები: როგორც სხვა ასაპ-ის მიღების შემთხვევაში სიფრთხიელა საჭირო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, GI დაწყლულების ან სისხლდენის მომატებული რისკის გამო (იხ. პუნქტი 4.4).
შარდმდენი საშუალებები: შემცირებული დიურეზული ეფექტი. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და იმოქმედოს დიურეზული აგენტების ნატრიურეზულ მოქმედებაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ასაპ-ის ნეფროტოქსიურობის რისკი. ეს მახასიათებლები უნდა გაითვალისწინონ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ფუნქციის დარღვევა და ჰიპერტენზია რადგან შეიძლება ეს მდგომარეობები გაუარესდეს.
ლითიუმი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები აქვეითებს ლითიუმის ელიმინაციას. თუ ტენოქსიკამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ლითიუმით მკურნალობენ, უნდა გაიზარდოს ლითიუმის მონიტორინგის სიხშირე, პაციენტები უნდა გააფრთხილონ, მიიღონ საკმარისი რაოდეობით სითხე და ყურადღება მიაქციონ ლითიუმით ინტოქსიკაციის სიმპტომებს.
მეტოტრექსატი: სიფრთხილეა საჭირო მეტოტრექსატის მიღებისას, ტოქსიურობის შესაძლო გაძლიერების გამო, რადგან ასაპ აქვეითებს მეტოტრექსატის ელიმინაციას.
მიფეპრისტონი: ასაპ არ უნდა გამოიყენონ მიფეპტრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ასაპ-ამ შეიძლება დააქვეითოს მის ეფექტი.
ასაპ, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, სალიცილატები: მოერიდეთ ერთი ან მეტი ასაპ-ის (ასპირინის ჩათვლით) ერთად მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
სალიცილატებმა შეიძლება ტენოქსიკამი გამოათავისუფლონ პროიტენებთან კავშირის ადგილიდან და ამგვარად გაზარდონ ტენოლიოფის კლირენსი და განაწილების მოცულობა. სალიცილატების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას უნდა მოერიდონ გვერდითი რეაქციების მომატებული რისკის გამო (განსაკუთრებით გასტრო-ინტესტინური).
პენიცილამინი და პარენტერული ოქროს პრეპარატები: კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა პაციენტების მცირე რადოენობაში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ პენიცილამინთან ან პარენტერალ ოქროს პრეპარატებთან ერთად.
ქინოლონები: ცხოველების მონაცემები აჩვენებს, რომ ასაპ შეიძლება ზრდიდეს ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კონვულსიების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ასაპ-ს და ქინოლონებს იღებენ, შეიძლება მომატებული იყოს კონვულსიების რისკი.
ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიურობის რისკის შესაძლო მოამტება როდესაც ასაპ გამოიყენება ტაკროლიმუსთან ერთად.
ზიდოვუდინი: ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი როდესაც ასაპ გამოიყენება ზიდოვუდინთან ერთად. არსებობს ჰემართროზების და ჰემატომების მომატებული რისკის მტკიცებულება, აივ დადებითი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ზიდოვუდინით და იბუპროფენით მკურნალობენ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ნაყოფის/ემბრიონის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის და გულის მანკისა და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე. კარდიოვასკულარული მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მიხედვით. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია პრე– და პოსტიმპლანტაციური დანაკარგი და ემბრიო–ფეტალური ლეტალობა. გარდა ამისა, სხვადასხვა მალფორმაციების, მათ შორის კარდიოვასკულარული მალფორმაციების გაზრდილი შემთხვევები დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებმაც მიიღეს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორი ორგანოგენეზის პერიოდის განმავლობაში.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ტენოქსიკამი არ უნდა დაინიშნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი დანიშვნა ცალსახად აუცილებელია. თუ იგი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა შენარჩუნდეს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა კი – რაც შეიძლება მოკლე.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიონ
ნაყოფის
გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა).
თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება გართულდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგო-ჰიდროამნიოზის განვითარებით.
დედასა და ახალშობილში ორსულობის ბოლო ვადებზე:
სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება, აგრეგაციის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი.
საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.
ამგვარად, ტენოქსიკამის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).
ლაქტაცია
ტენოქსიკამი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში და, შესაბამისად, ტენოქსიკამის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა
იხ. პუნქტი 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე, როგორიცაა ვერტიგო, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დარღევები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
პაციენტების უმეტესობისთვის ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გარდამავალი ხასიათისაა და ქრება მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური: შეშუპება, სისხლის მაღალი წნევა და გულის უკმარისობა აღინიშნება ასაპ-ით მკურნალობის დროს. პალპიტაცია და სუნთქვის უკმარისობა აღინიშნება იშვიათად.
კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმას, რომ ზოგიერთი ასაპ-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდით) შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტთან ან ინსულტთან) (იხ. პუნქტი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
დერმატოლოგიური: ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN) (იხ. პუნქტი 4.4)
თვალის დაავადებები: აღწერილი მხედველობის დარღვევების (როგორიცაა მხედველობის დაზიანება და დაბინდული მხედველობა) სიხშირე უცნობია.
გასტროინტესტინური დარღვევები: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია გასტროინტესტინურ ტრაქტთან. როგორიც არის საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა, შებერილობა, კუჭის დისკომფორტი, საჭმლის მონელების დარღვევა, ეპიგასტრიული დისკომფორტი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, ანორექსია, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. პუნქტი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, არსებობს პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი.
პანკრეატიტი აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად.
ჰემატოლოგიური: აღწერილია ჰემოგლობინის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებული არ იყო გასტროინტესტინურ სისხლდენასთან. აღწერილია ანემია, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია და არა-თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეუკოპენია, ნეითროპენია და ეოზინოფილია. ნაკლებად ხშირად აღინიშნა ცხვირიდან სისხლდენა. აღწერილია აგრანულოციტოზის იშვიათი შემთხვევები.
ღვიძლი: ღვიძლის ანომალური ფუნქცია. როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობისას აღწერილია ღვიძლის ფუნქციების სხვადასხვა პარამეტრების ცვლილებები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება. თუმცა ამგვარი რეაქციები იშვიათია. ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტების პერსისტირების ან გაუარესების შემთხვევაში, თუ ვითარდება ღვიძლის დაავადების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ან თუ ვითარდება სისტემური მანიფესტაციები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი) ტენოლიოფის მიღება უნდა შეწყდეს. აგრეთვე აღწერილია ჰეპატიტი და სიყვითლე
მომატებული მგრძნობელობა: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც მოიცავს შემდეგს:
ა) არასპეციფიურია ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია (სწრაფად პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია).
ბ) სასუნთქი გზების რეაქტიულობა, რომელიც მოიცავს ასთმს, ასთმის გამწვავებს, ბრონქოსპაზმს ან სუნთქვის უკმარისობას ან
გ) კანის დაავადებები, სხვადასხვა ტიპის გამონაყარის ჩათვლით. აღწერილია ანგიოედემა, ქავილი, პურპურა. იშვიათად აღწერილია ფრჩხილის დაავადებები, ალოპეცია, ერითემა, ურტიკარია და ფოტომგრძნობელობა. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აღწერილია ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები ეპიერმალური ნეკროლიზის, მულტიფორმული ერითემის და სტივენს-ჯონსინის სინდრომის ჩათვლით. აგრეთვე იშვიათად აღწერილია ვეზიკულობულოზური რეაქციები და ვასკულიტი.
მეტაბოლიზმი: იშვიათად ვლინდება მეტაბოლური ანომალიები, როგორიცაა წონის დაქვეითება/მატება და გლუკოზის მაღალი დონე.
ნერვული სისტემის დარღვევები: შეიძლება განვითარდეს დისკომფორტი და ხმაურის/შუილის შეგრძნება ყურებში.
სხვა, იშვიათი შემთხვევები მოიცავს შემდეგს: ასეპტიური მენინგიტი (განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების მოქნე პაციენტებში, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვლის შერეული დაავადება), სიმპტომებით, როგორიცაა კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან ორიენტაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა.
იშვიათად ვლინდება თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ნევროზულობა, ძილის დარღვევები და ვერტიგო. ძილიანობის და პარესთეზიის გამოვლენის სიხშირე უცნობია.
ფსიქიატრული დარღვევები: გონების დაბინდვა და ჰალუცინაციების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
თირკმლის მხრივ დარღვევები: აღწერილია სხვადასხვა ფორმის თირკმლის ტოქსიურობა, ინტერსტიციალური ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.
აღწერილია სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონიის შექცევადი მომატება (იხ. პუნქტი 4.4)
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ანგარიშგება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის კონტროლი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე ნაციონალური შეტყობინების სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: არ არსებობს ტენოქსიკამის ლიოფილიზატის დოზის სერიოზული გადაჭარბების გამოცდილება. ასაპ დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიუმის ტკივილს, გასტროინტესტინურ სისხლდენას, იშვიათად დიარეას, ორიენტაციის დარღვევას, აჟიტირებას, კომას, თავბრუსხვევას, ძილიანობას, ტინიტუსს, გულის წასვლას, იშვიათად კონვულსიებს. მნიშვნელოვანი მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის და ღვიძლის დაზიანების განვითარება.
თერაპიული ზომები: პაციენტებს უნდა უმკურნალონ სიმპტომურად. საჭიროა კარგი დიურეზის უზრუნველყოფა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ პოტენციური ტოქსიკური დოზის მიღებიდან მინიმუმ 4 საათის განმავლობაში. ხშირ ან ხანგრძლივ კონვულსიებს უნდა უმკურნალონ ინტრავენურად, დიაზეპამით. შეიძლება სასარგებლო იყოს H2 ანტაგონისტების მიღება. სხვა ზომების მიღება შეიძლება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 20 მგ ტენოქსიკამს.
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:
თითოეული ფლაკონი შეიცავს 2.1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი ფხვნილით: 3 წელი.
განზავების შემდეგ
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დასავაცად.
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ფლაკონი
გამჭვირვალე მინის ფლაკონი, ჰიდროლიზური კლასი I, დახურული ბრომობუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით პლასტმასის დისკით.
გამხსნელი
1 ამპულა 2 მლ საინექციო წყლით.
შეფუთვის ზომა
ერთი მუყაოს კოლოფი შეიცავს: 1 ფხვნილიანი ფლაკონი, გამხსნელის 1 ამპულა და 1 ინსტრუქცია.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, არასტეროიდული საშუალებები, ოქსიკამები.
ათქ კოდი: M01AC02
ტენოქსიკამი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და გარკვეული ანტიპირექსული მოქმედება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ტენოქსიკამის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ მულტიფაქტორულია, რაც გულისხმობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვას და ლეიკოციტების დაგროვების შემცირებას ანთების ადგილზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტენოქსიკამის ლიოფილიზატი ხანგრძლივი მოქმედებისაა; ერთჯერადი დღიური დოზა ეფექტურია.
ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია, პლაზმის დონის თითქმის ნახევრის ტოლია. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 72 საათს.
20 მგ ტენოქსიკამის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ნივთიერებების დონე სწრაფად ქვეითდება პირველი ორი საათის განმავლობაში, უპირატესად განაწილების პროცესების შედეგად. ინტრამუსკულუღი შეყვანის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში, ნივთიერებების დონეები თანაბრდება, ან აღემატება მაქსიმალური კონცენტრაციის 90%.
პრეპარატის დოზირების რეკომენდებული რეჟიმისას – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 10-15 დღის განმავლობაში; კუმულაციის ეფექტი არ აღინიშნება
ტენოქსიკამი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ტენოქსიკამი მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოყენებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად ფარმაკოლოგიურად არააქტიური 5-ჰიდროქსიპირიდილის მეტაბოლიტის ფორმით; დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა ნაღველით, უპირატესად ჰიდროქსილური მეტაბოლიტების გლუკურონიდული კონიუგატების ფორმით.
ტენოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის ნაპოვნი, თუმცა ინდივიდებს შორის ვარიაბელობა უფრო მაღალია ხანდაზმულებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის ზოგადი დახასიათება
- სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ტენიოლოფი, 20 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 20 მგ ტენოქსიკამს.
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:
თითოეული ფლაკონი შეიცავს 2.1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა.
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ყვითელი, მომწვანო-ყვითელი ლიოფილიზებული ფხვნილი.
გამხსნელი არის გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
- კლინიკური მონაცემები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ტენოლიოფი ნაჩვენებია ტკივილის და ანთების სამკურნალოდ ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს. აგრეთვე, ნაჩვენებია მწვავე ძვალკუნთოვანი დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როგორიცაა დაჭიმულობა, ღრძობა და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები. IV, IM ტენოქსიკამი შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ჩვენებებისთვის პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტენოქსიკამის ორალურად მიღება.
- 2. დოზირება და მიღების წესი
არასასურელი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი 4.4).
მოზრდილები
ტენოლიოფი გამოიყენება ი/ვ ან ი/მ. ერთჯერადი დღიური დოზა 20 მგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მკურნალობა გრძელდება ორალური ფორმის დღის ერთსა და იმავე დროს მიღებით. ლიოფილიზატის გახსნა შესაძლებელია 2 მლ სტერილურ საინექციო წყალში, მომზადებული ხნსარი უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ.
მაღალი დოზების გამოყენებას უნდა მოერიდონ, რადგან, ძირითადად, არ მიიღწევა მეტი თერაპიული ეფექტი, მაგრამ იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
მწვავე ძვალკუნთოვანი დაავადებებისას მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძლდება არა უმეტეს 7 დღე, მაგრამ მწვავე შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 14 დღე.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში მომატებულია სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკი. თუ ასაპ-ის გამოყენება აუცილებელია, უნდა გამოიყენონ უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ასაპ-ით თერაპიის დროს საჭიროა პაციენტების რეგულარული მონიტორინგი გასტროინტესტინური სისხლდენის აღმოსაჩენად
ბავშვები
ტენოლიოფის ბავშვებში გამოყენების რეკომენდაციისთვის არსებული მონაცემები არასაკმარისია.
გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი
დოზირების რეჟიმი
25 მლ/წთ-ზე მეტი
ჩვეულებრივი დოზირება, მაგრამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
25 მლ/წთ-ზე ნაკლები
არასაკმარისი მონაცემები დოზირების რეკომენდაციისთვის
ტენოქსიკამის პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო, სიფრთხილეა საჭირო პლაზმაში ალბუმინის კოცნენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირებისას (მაგ. ნეფროლითიური სინდრომი) ან ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებისას.
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტენოლიოფის დოზირების რეკომენდაციისთვის საჭირო ინფორმაცია არასაკმარისია.
- 3. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
- აქტიური ან ანამნეზში არსებული მორეციდივე პეპტიური წყლული/ჰემორაგია (დამტკიცებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი), წყლულოვანი კოლიტი. კრონის დაავადება, მწვავე გასტრიტის ან გასტროინტესტინური სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, დაკავშირებული ასაპ-ით მკურნალობასთან.
- ტენოლიოფი აგრეთვე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა (ასთმის, რინიტის, ანგიოედემის ან ურტიკარიის სიმპტომები) სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, რადგან არსებობს ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის პოტენციალი.
- გულის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4).
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. პუნქტი 4.6).
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ტენოლიოფის გამოყენებას უნდა მოერიდონ ასაპ-თან ერთად, ციკლოოქსიგენაზა 2- სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით (იხ. პუნქტი 4.5).
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია, უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე პერიოდით გამოყენებით სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი 4.2, გასტროინტესტინალური და კარდიოვასკულური რისკები).
კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები
შესაბამისი დაკვირვება და რჩევაა საჭირო პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან გულის საშუალო შეგუბებითი უკმარისობა, რადგან აღინიშნება ასაპ-ით თერაპიასთან დაკავშირებული სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ასაპ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობა) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მცირე მომატებულ რისკთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ტენოქსიკამის ამგვარი რისკის გამოსარიცხად მონაცემები არასაკმარისია.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დავადებები ტენოქსიკამი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ფრთხილი განხილვის შემდეგ. მსგავსი რამ უნდა გაითვალისწინონ, იმ პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადებების მომატებული რისკ ფაქტორები (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).
კარდიოვასკულური, თირკმლის და ღვიძლის დაზიანება:
ასაპ-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების ფორმირების დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობა. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მეტია პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ საშუალებებს და ხანდაზმულებში. ამგვარ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (აგრეთვე იხ. პუნქტი 4.3).
აღწერილია შრატის ტრანსამინაზების ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების იშვიათი მომატება. უმრვლეს შემთხვევაში ეს მოვლენები მცირეა და ტრანზიტორულად იზრდებოდა ნორმაზე მეტად. თუ ანომალია მნიშვნელოვანი ან პერსისტიულია, ტენოლიოფის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს შემდგომი ტესტები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. ამგვარი აგენტები აინჰიბირებს თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზს, რაც დამხმარე როლს თამაშობს თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში პაციენტებში, რომელთა თირკმელში სისხლის ნაკადი ან მოცულობა დაქვეითებულია. ამ პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმლის დეკომპენსაციას, რაც მკურნალობამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ამგვარი რეაქციების რისკი უფრო მეტია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დაავადება (დიაბეტით დაავადებული და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პირების ჩათვლით), ნეფროზული სინდრომი, მოცულობის დაქვეითება, ღვიძლის დაავადება, გულის დაზიაება და პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ თერაპიას შარდმდენი ან პოტენციურად ნეფროტოქსიური საშუალებებით. ამგვარ პაციენტებში საჭიროა თირკმლის, ღვიძლის ან გულის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი. დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე. ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია, რადგან იბუპროფენის მიღებისას აღინიშნება შეშუპება.
დერმატოლოგიური:
ასაპ-ს გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, ზოგჯერ ფატალური ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებში ამ რეაქციების რისკი უფრო მაღალია თერაპიის დასაწყისში: რეაქცია უმრავლეს შემთხვევაში იწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. ტენოლიოფი უნდა მოიხსნას კანის გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანეიბის ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში მომატებულია ასაპ-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს (იხ. პუნქტი 4.2). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პაციენტების რეგულარულ მონიტორინგზე, თანმხლები თერაპის დროს, შესაძლო ურთიერთქმედების გამოსავლენად თირკმლის, ღვიძლის და კარდიოვასკულურ ფუნქციაზე დაკვირვებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე.
ქალებში ფერტილობის დარღვევა:
ტენოლიოფის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და რეკომენდებული არ არის იმ პირებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ტენოლიოფი უნდა მოხსნას ქალებში, რომლებსაც აქვთ საშვილოსნობის პრობლემა ან რომლებიც იკვლევენ ფერტილობას.
გასტროინტესტინური სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია:
ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გასტროინტესტინური დაავადება. GI სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, აღინიშნება ასაპ-ით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან ანამნეზში სერიოზული GI მოვლენებით ან მათ გარეშე.
GI სისხლდენის, დაწყლულების და პერფორაციის რისკი უფრო მაღალია ასაპ დოზის მომატებისას, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული (იხ. პუნქტი 4.3) და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში უნდა დაიწყონ რაც შეიძლება მცირე დოზის გამოყენება.
დამცავ აგენტებთან ერთად კომბინირებული მკურნალობა (მაგ. მიზოპროსტილი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა გაითვალისწინონ ამ პაციენტებისთვის, აგრეთვე პაციენტებისთვის რომლებშიც საჭიროა ასპირინის ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზების გამოყეება, რომლებიც ზრდიან გასტროინტესტინურ რისკს (იხ. პუნქტი 4.5).
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ GI ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა შეატყობინონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით GI სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიებზე.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, იმ მედიკამენტების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს დაწყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტური აგენტები, როგორცაა ასპირინი (იხ. პუნქტი 4.5).
საჭიროა ნებისმიერი პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც ტენოლიოფით მკურნალობს და რომელსაც აღენიშნება გასტროინტესტინური დაავადების სიმპტომები. თუ ვითარდება პეპტიური დაწყლულება ან გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, ტენოლიოფი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
ასაპ სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანამნეზში გასტროინტესტინური დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დავადება), რადგან ეს მდგომარეობაც შეიძლება გამწვავდეს (იხ. პუნქტი 4.8).
ჰემატოლოგიური ეფექტი:
ტენოქსიკამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებსაც დიდი ოპერაცია უტარდებათ (მაგ. სახსრის ჩანაცვლება) და როდესაც საჭიროა სისხლდენის დროის განსაზღვრა.
ოფთალმოლოგიური ეფექტი:
თვალის გვერდითი ეფექტები აღწერილია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებსაც ტენოლიოფით მკურნალობის დროს უვითარდებათ მხედველობის დარღვევები რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური შეფასება.
რესპირატორული დარღვევები:
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ანამნეზში აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, რადგან ასაპ ასეთ პაციენტებში იწვევს ბრონქოსპაზმის გამოწვევას.
SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები:
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები, შეიძლება მომატებული იყოს ასეპტიური მენინგიტის რისკი (იხ. პუნქტი 4.8).
ტენოქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN)).
პაციენტები უნდა გააფრთხილონ კანის რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ და საჭიროა მათი ინტენსიური მონიტორინგი. SJS ან TEN-ს განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.
თუ აღინიშნება SJS ან TEN-ს სიმპტომები ან ნიშნები (მაგალითად კანის პროგრესული გამონაყარი, ხშირად ბლისტერებით ან მუკოზური დაზიანება), ტენოქსიკამი უნდა მოიხსნას.
SJS და TEN მკურნალობის საუკეთესო შედეგები დგება ადრეული დიაგნოსტიკით და ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნით. ადრეული მოხსნა დაკავშირებულია უკეთეს პროგნოზთან.
თუ პაციენტს განუვითარდა SJS ან TEN ტენოქსიკამის გამოყენებისას, არ უნდა დაიწყოს მისი ხელახალი გამოყენება, ნებისმიერ დროს.
შემავსებლები
ტენოლიოფი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს და შეიძლეა იშვიათად გამოიწვიოს მწვავე ჰიპერმგრძნობელობა და ბრონქოსპაზმი.
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტიკოაგულანტები: ჯანმრთელ სუბიექტებში, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტენოქსიკამის ლიოფილიზატსა და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინს შორის. ტენოქსიკამი მაღალი ინტენსივობით უკავშირდება შრატის ალბუმინს და აქედან გამომდინარე, როგორც ყველა ასაპ აძლიერებს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს (იხ. პუნქტი 4.4). რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების და ორალური გლიკემიური აგენტების ეფექტების ინტენსიური მონიტორინგი, განსაკუთრებით ტენოლიოფით მკურნალობის საწყის სტადიებზე.
ანტითრომბოციტური აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs):
გასტროინტესტინური სისხლდენის მომატეუბლი რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ტენოქსიკამი და სხვა ასაპ შეიძლება ამცირებდეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტს.
საგულე გლიკოზიდები: ასაპ შეიძლება აძლიერებდეს გულის უკმარისობას, ამცირებდეს გფს-ს და ზრდიდეს პლაზმაში საგულე გლიკოზიდების დონეს სხვა საგულე გლიკოზიდებთან ერთად მიღებისას.
ციკლოსპორინი: როგორც სხვა ასაპ-ის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის მიღებისას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.
ციმეტიდინი: ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ აღინიშნა.
კორტიკოსტეროიდები: როგორც სხვა ასაპ-ის მიღების შემთხვევაში სიფრთხიელა საჭირო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, GI დაწყლულების ან სისხლდენის მომატებული რისკის გამო (იხ. პუნქტი 4.4).
შარდმდენი საშუალებები: შემცირებული დიურეზული ეფექტი. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და იმოქმედოს დიურეზული აგენტების ნატრიურეზულ მოქმედებაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ასაპ-ის ნეფროტოქსიურობის რისკი. ეს მახასიათებლები უნდა გაითვალისწინონ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ფუნქციის დარღვევა და ჰიპერტენზია რადგან შეიძლება ეს მდგომარეობები გაუარესდეს.
ლითიუმი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები აქვეითებს ლითიუმის ელიმინაციას. თუ ტენოქსიკამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ლითიუმით მკურნალობენ, უნდა გაიზარდოს ლითიუმის მონიტორინგის სიხშირე, პაციენტები უნდა გააფრთხილონ, მიიღონ საკმარისი რაოდეობით სითხე და ყურადღება მიაქციონ ლითიუმით ინტოქსიკაციის სიმპტომებს.
მეტოტრექსატი: სიფრთხილეა საჭირო მეტოტრექსატის მიღებისას, ტოქსიურობის შესაძლო გაძლიერების გამო, რადგან ასაპ აქვეითებს მეტოტრექსატის ელიმინაციას.
მიფეპრისტონი: ასაპ არ უნდა გამოიყენონ მიფეპტრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ასაპ-ამ შეიძლება დააქვეითოს მის ეფექტი.
ასაპ, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, სალიცილატები: მოერიდეთ ერთი ან მეტი ასაპ-ის (ასპირინის ჩათვლით) ერთად მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
სალიცილატებმა შეიძლება ტენოქსიკამი გამოათავისუფლონ პროიტენებთან კავშირის ადგილიდან და ამგვარად გაზარდონ ტენოლიოფის კლირენსი და განაწილების მოცულობა. სალიცილატების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას უნდა მოერიდონ გვერდითი რეაქციების მომატებული რისკის გამო (განსაკუთრებით გასტრო-ინტესტინური).
პენიცილამინი და პარენტერული ოქროს პრეპარატები: კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა პაციენტების მცირე რადოენობაში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ პენიცილამინთან ან პარენტერალ ოქროს პრეპარატებთან ერთად.
ქინოლონები: ცხოველების მონაცემები აჩვენებს, რომ ასაპ შეიძლება ზრდიდეს ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კონვულსიების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ასაპ-ს და ქინოლონებს იღებენ, შეიძლება მომატებული იყოს კონვულსიების რისკი.
ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიურობის რისკის შესაძლო მოამტება როდესაც ასაპ გამოიყენება ტაკროლიმუსთან ერთად.
ზიდოვუდინი: ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი როდესაც ასაპ გამოიყენება ზიდოვუდინთან ერთად. არსებობს ჰემართროზების და ჰემატომების მომატებული რისკის მტკიცებულება, აივ დადებითი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ზიდოვუდინით და იბუპროფენით მკურნალობენ.
- 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ნაყოფის/ემბრიონის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის და გულის მანკისა და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე. კარდიოვასკულარული მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მიხედვით. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია პრე– და პოსტიმპლანტაციური დანაკარგი და ემბრიო–ფეტალური ლეტალობა. გარდა ამისა, სხვადასხვა მალფორმაციების, მათ შორის კარდიოვასკულარული მალფორმაციების გაზრდილი შემთხვევები დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებმაც მიიღეს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორი ორგანოგენეზის პერიოდის განმავლობაში.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ტენოქსიკამი არ უნდა დაინიშნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი დანიშვნა ცალსახად აუცილებელია. თუ იგი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა შენარჩუნდეს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა კი – რაც შეიძლება მოკლე.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიონ
ნაყოფის
გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა).
თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება გართულდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგო-ჰიდროამნიოზის განვითარებით.
დედასა და ახალშობილში ორსულობის ბოლო ვადებზე:
სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება, აგრეგაციის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი.
საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.
ამგვარად, ტენოქსიკამის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).
ლაქტაცია
ტენოქსიკამი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში და, შესაბამისად, ტენოქსიკამის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა
იხ. პუნქტი 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე, როგორიცაა ვერტიგო, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დარღევები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
- 8. არასასურველი ეფექტები
პაციენტების უმეტესობისთვის ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გარდამავალი ხასიათისაა და ქრება მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური: შეშუპება, სისხლის მაღალი წნევა და გულის უკმარისობა აღინიშნება ასაპ-ით მკურნალობის დროს. პალპიტაცია და სუნთქვის უკმარისობა აღინიშნება იშვიათად.
კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმას, რომ ზოგიერთი ასაპ-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდით) შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტთან ან ინსულტთან) (იხ. პუნქტი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
დერმატოლოგიური: ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN) (იხ. პუნქტი 4.4)
თვალის დაავადებები: აღწერილი მხედველობის დარღვევების (როგორიცაა მხედველობის დაზიანება და დაბინდული მხედველობა) სიხშირე უცნობია.
გასტროინტესტინური დარღვევები: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია გასტროინტესტინურ ტრაქტთან. როგორიც არის საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა, შებერილობა, კუჭის დისკომფორტი, საჭმლის მონელების დარღვევა, ეპიგასტრიული დისკომფორტი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, ანორექსია, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. პუნქტი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, არსებობს პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები).
ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი.
პანკრეატიტი აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად.
ჰემატოლოგიური: აღწერილია ჰემოგლობინის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებული არ იყო გასტროინტესტინურ სისხლდენასთან. აღწერილია ანემია, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია და არა-თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეუკოპენია, ნეითროპენია და ეოზინოფილია. ნაკლებად ხშირად აღინიშნა ცხვირიდან სისხლდენა. აღწერილია აგრანულოციტოზის იშვიათი შემთხვევები.
ღვიძლი: ღვიძლის ანომალური ფუნქცია. როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობისას აღწერილია ღვიძლის ფუნქციების სხვადასხვა პარამეტრების ცვლილებები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება. თუმცა ამგვარი რეაქციები იშვიათია. ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტების პერსისტირების ან გაუარესების შემთხვევაში, თუ ვითარდება ღვიძლის დაავადების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ან თუ ვითარდება სისტემური მანიფესტაციები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი) ტენოლიოფის მიღება უნდა შეწყდეს. აგრეთვე აღწერილია ჰეპატიტი და სიყვითლე
მომატებული მგრძნობელობა: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც მოიცავს შემდეგს:
ა) არასპეციფიურია ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია (სწრაფად პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია).
ბ) სასუნთქი გზების რეაქტიულობა, რომელიც მოიცავს ასთმს, ასთმის გამწვავებს, ბრონქოსპაზმს ან სუნთქვის უკმარისობას ან
გ) კანის დაავადებები, სხვადასხვა ტიპის გამონაყარის ჩათვლით. აღწერილია ანგიოედემა, ქავილი, პურპურა. იშვიათად აღწერილია ფრჩხილის დაავადებები, ალოპეცია, ერითემა, ურტიკარია და ფოტომგრძნობელობა. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აღწერილია ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები ეპიერმალური ნეკროლიზის, მულტიფორმული ერითემის და სტივენს-ჯონსინის სინდრომის ჩათვლით. აგრეთვე იშვიათად აღწერილია ვეზიკულობულოზური რეაქციები და ვასკულიტი.
მეტაბოლიზმი: იშვიათად ვლინდება მეტაბოლური ანომალიები, როგორიცაა წონის დაქვეითება/მატება და გლუკოზის მაღალი დონე.
ნერვული სისტემის დარღვევები: შეიძლება განვითარდეს დისკომფორტი და ხმაურის/შუილის შეგრძნება ყურებში.
სხვა, იშვიათი შემთხვევები მოიცავს შემდეგს: ასეპტიური მენინგიტი (განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების მოქნე პაციენტებში, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვლის შერეული დაავადება), სიმპტომებით, როგორიცაა კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან ორიენტაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა.
იშვიათად ვლინდება თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ნევროზულობა, ძილის დარღვევები და ვერტიგო. ძილიანობის და პარესთეზიის გამოვლენის სიხშირე უცნობია.
ფსიქიატრული დარღვევები: გონების დაბინდვა და ჰალუცინაციების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
თირკმლის მხრივ დარღვევები: აღწერილია სხვადასხვა ფორმის თირკმლის ტოქსიურობა, ინტერსტიციალური ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით.
აღწერილია სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონიის შექცევადი მომატება (იხ. პუნქტი 4.4)
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ანგარიშგება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის კონტროლი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე ნაციონალური შეტყობინების სისტემის საშუალებით.
- 9 ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არ არსებობს ტენოქსიკამის ლიოფილიზატის დოზის სერიოზული გადაჭარბების გამოცდილება. ასაპ დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიუმის ტკივილს, გასტროინტესტინურ სისხლდენას, იშვიათად დიარეას, ორიენტაციის დარღვევას, აჟიტირებას, კომას, თავბრუსხვევას, ძილიანობას, ტინიტუსს, გულის წასვლას, იშვიათად კონვულსიებს. მნიშვნელოვანი მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის და ღვიძლის დაზიანების განვითარება.
თერაპიული ზომები: პაციენტებს უნდა უმკურნალონ სიმპტომურად. საჭიროა კარგი დიურეზის უზრუნველყოფა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ პოტენციური ტოქსიკური დოზის მიღებიდან მინიმუმ 4 საათის განმავლობაში. ხშირ ან ხანგრძლივ კონვულსიებს უნდა უმკურნალონ ინტრავენურად, დიაზეპამით. შეიძლება სასარგებლო იყოს H2 ანტაგონისტების მიღება. სხვა ზომების მიღება შეიძლება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, არასტეროიდული საშუალებები, ოქსიკამები.
ათქ კოდი: M01AC02
ტენოქსიკამი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და გარკვეული ანტიპირექსული მოქმედება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ტენოქსიკამის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ მულტიფაქტორულია, რაც გულისხმობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვას და ლეიკოციტების დაგროვების შემცირებას ანთების ადგილზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტენოქსიკამის ლიოფილიზატი ხანგრძლივი მოქმედებისაა; ერთჯერადი დღიური დოზა ეფექტურია.
ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია, პლაზმის დონის თითქმის ნახევრის ტოლია. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 72 საათს.
20 მგ ტენოქსიკამის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ნივთიერებების დონე სწრაფად ქვეითდება პირველი ორი საათის განმავლობაში, უპირატესად განაწილების პროცესების შედეგად. ინტრამუსკულუღი შეყვანის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში, ნივთიერებების დონეები თანაბრდება, ან აღემატება მაქსიმალური კონცენტრაციის 90%.
პრეპარატის დოზირების რეკომენდებული რეჟიმისას – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 10-15 დღის განმავლობაში; კუმულაციის ეფექტი არ აღინიშნება
ტენოქსიკამი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ტენოქსიკამი მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოყენებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად ფარმაკოლოგიურად არააქტიური 5-ჰიდროქსიპირიდილის მეტაბოლიტის ფორმით; დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა ნაღველით, უპირატესად ჰიდროქსილური მეტაბოლიტების გლუკურონიდული კონიუგატების ფორმით.
ტენოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის ნაპოვნი, თუმცა ინდივიდებს შორის ვარიაბელობა უფრო მაღალია ხანდაზმულებში.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
არ არის მითითებული.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლიოფილიზირებული ფხვნილი
მანიტოლი (E421)
ნატრიუმის მეტაბისულფიტი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი
დინატრიუმის ედეტატი
ტრომეტამოლი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M
გამხსნელი
საინექციო წყალი
- 2 შეუთავსებლობა
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
- 3 ვარგისობის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი ფხვნილით: 3 წელი.
განზავების შემდეგ
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დასავაცად.
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ფლაკონი
გამჭვირვალე მინის ფლაკონი, ჰიდროლიზური კლასი I, დახურული ბრომობუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით პლასტმასის დისკით.
გამხსნელი
1 ამპულა 2 მლ საინექციო წყლით.
შეფუთვის ზომა
ერთი მუყაოს კოლოფი შეიცავს: 1 ფხვნილიანი ფლაკონი, გამხსნელის 1 ამპულა და 1 ინსტრუქცია.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L.
1A Eroilor Street, Otopeni, რუმინეთი
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
LLC Rompharm Company საქართველო
- ტექსტის გადახედვის თარიღი
აგვისტო 2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
