ტემოზოლომიდი აკორდი
Temozolomide Accord
ტემოზოლომიდი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტს. ტემოზოლომიდი აკორდის კაფსულები ინიშნება თავის ტვინის სიმსივნის გარკვეული ფორმების დროს: მოზრდილ პაციენტებში თავის ტვინის გარკვეული ტიპის ახლად დიაგნოსტირებული სიმსივნე (მულტიფორმული გლიობლასტომა). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტემოზოლომიდი (temozolomide)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ მყარი კაფსულა №5
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მაალკილირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- L01AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023768
- რეგისტრირებულია
- 7 ნოემბერი 2017, მოქმედებს 7 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ტემოზოლომიდი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტემოზოლომიდი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტს.
ტემოზოლომიდი აკორდის კაფსულები ინიშნება თავის ტვინის სიმსივნის გარკვეული ფორმების დროს:
მოზრდილ პაციენტებში თავის ტვინის გარკვეული ტიპის ახლად დიაგნოსტირებული სიმსივნე (მულტიფორმული გლიობლასტომა). ტემოზოლომიდი ჯერ გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად (თამხლები მკურნალობის ფაზა) და შემდეგ ცალკე მონოთერაპიის სახით (მონოთერაპიის ფაზა).
3 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში თავის ტვინის გარკვეული ტიპის სიმსივნეების (როგორიცაა მულტიფორმული გლიობლასტომა ან ანაპლაზიური ასტროციტომა) რეციდივის დროს ან სტანდარტული თერაპიის შემდეგ დაავადების პროგრესირების შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტემოზოლომიდი ინიშნება მხოლოდ თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტემოზოლომიდის საჭირო დოზას, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე და მანამდე ჩატარებულ ქიმიოთერაპიაზე. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სხვა მედიკამენტები ტემოზოლომიდის მიღებამდე და/ან ღებინების შესაჩერებლად ან გასაკონტროლებლად.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზა მიიღება დღეში ერთხელ. წამალი მიიღება მშიერ კუჭზე, მაგ.: საუზმემდე ერთი საათით ადრე. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია კაფსულების გახსნა, გასრესვა ან დაღეჭვა.
თუ კაფსულა დაზიანებულია, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფხვილის კანთან, თვალებთან ან ცხვირთან კონტაქტი. არ უნდა მოხდეს ფხვნილის შესუნთქვა. თუ ფხვნილი შემთხვევით მოხვდა თვალებში ან ცხვირში, გამორეცხვა უნდა მოხდეს წყლით.
ტემოზოლომიდი აკორდის მიღება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში (ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში):
სხივური თერაპიის მიმდინარეობისას ტემოზოლომიდის საწყისი დოზა შეადგენს 75 მგ/მ2-ს, ფაქტიური დღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე. დოზის მიღება უნდა მოხდეს 42 დღის განმავლობაში (49 დღემდე) სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. სისხლის ანალიზისა და ტემოზოლომიდის ამტანობის მიხედვით, დოზის მიღება შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს. სხივური თერაპიის დასრულების შემდეგ, მკურნალობა წყდება 4 კვირით, რათა მოხდეს ორგანიზმის აღდგენა. შემდეგ მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს 6 ციკლამდე და თითოეული გრძელდება 28 დღე. ტემოზოლომიდის კაფსულების ახალი საწყისი დოზაა 150 მგ/მ2 ერთხელ დღეში პირველი 5 დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”) ყოველ ციკლში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე; ეს შეადგენს 28- დღიან მკურნალობის ციკლს. 28-ე დღის შემდეგ, იწყება ახალი ციკლი, რომლის დროსაც პაციენტი ისევ იღებს მედიკამენტს დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე. სისხლის ანალიზისა და ტემოზოლომიდის ამტანობის მიხედვით მკურნალობის თითოეულ ციკლში შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია, მისი მიღების დროებით შეჩერება ან მკურნალობის შეწყვეტა.
ტემოზოლომიდი აკორდის კაფსულების მიღება მონოთერაპიის სახით (სხივური თერაპიის გარეშე)
ტემოზოლომიდი აკორდით მკურნალობის ციკლი მოიცავს 28 დღეს. კაფსულების მიღება ხდება დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23-დღიანი შესვენება ტემოზოლომიდის გარეშე, რაც ერთად შეადგენს 28 დღიან ციკლს. 28-ე დღის შემდეგ, იწყება ახალი ციკლი, რომლის დროსაც პაციენტი ისევ იღებს მედიკამენტს დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე. მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ ხდება სისხლის ანალიზის შემოწმება, რათა დადგინდეს საჭიროა თუ არა ტემოზოლომიდის დოზის კორექცია.
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული ქიმიოთერაპია, ტემოზოლომიდის პირველი დოზა შეადგენს 200 მგ/მ2-ს ერთხელ დღეში პირველი ხუთი დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე.
თუ პაციენტს მანამდე ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია, ტემოზოლომიდის პირველი დოზა შეადგენს 150 მგ/მ2-ს ერთხელ დღეში პირველი ხუთი დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე.
სისხლის ანალიზის მიხედვით შემდეგ ციკლში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რამდენი კაფსულა, რა დოზით და რამდენი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.
ყველა პაციენტი
ტემოზოლომიდის კაფსულები არსებობს სხვადასხვა დოზით (მითითებულია შეფუთვაზე მგ). თითოეული დოზის მიხედვით კაფსულის თავსახური სხვადასხვა ფერისაა. ექიმის მიერ დანიშნული ტემოზოლომიდის დოზის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე სხვადასხვა კაფსულის მიღება მკურნალობის თითოეულ ციკლში დოზირების დღეს.
პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რამდენი და რომელი დოზის კაფსულა უნდა მიიღოს. ექიმმა ან ფარმაცევტმა შეძლება ფურცელზე დაუწეროს პაციენტს, თითოეული დოზის რამდენი კაფსულა უნდა მიიღოს (მათ შორის, კაფსულის ფერის მიხედვით) დოზირების თითოეულ დღეს;
პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს რომელია დოზირების დღეები;
მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ პაციენტმა ექიმთან უნდა დააზუსტოს მისაღები დოზა. შეიძლება დოზა განსხვავებული იყოს წინა ციკლისაგან;
თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს სახლში და არ არის დარწმუნებული დოზის რაოდენობაში, მკურნალობის ციკლის დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს. მედიკამენტის დოზის არასწორად მიღებამ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
შემთხვევით კაფსულების მეტი რაოდენობით მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზის გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე იმავე დღეს. თუ გასულია მთელი დღე, საჭიროა ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, თუ არ არის ექიმის მითითება.
დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ტემოზოლომიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სხვა ანტისიმსივნურ მედიკამენტზე, როგორიცაა დაკარბაზინი. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს ქავილს, სუნთქვის გაძნელებას ან ხმაურიან სუნთქვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, კერძოდ, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების. ეს უჯრედები მონაწილეობენ ინფექციებთან ბრძოლაში და სისხლის შედედების პროცესში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის შემოწმება, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ სისხლის ანალიზი ნორმაშია.
სიფრთხილის ზომები
ტემოზოლომიდი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია,
რადგან პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას ფილტვების მძიმე ინფექციაზე პნევმოცისტურ პნევმონიაზე (Pneumocystis jirovecii) (PCP). თუ პაციენტს აღენიშნება ახლად დიაგნოსტირებული მულტიფორმული გლიობლასტომა, მას ტემოზოლომიდის მიღება შეუძლია 42 დღის განმავლობაში სხივურ თერაპიასთან ერთად. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ასევე მედიკამენტი ამ ტიპის პნევმონიის (PCP) განვითარების პრევენციის მიზნით;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ან ამჟამად აქვს ჰეპატიტი B. ტემოზოლომიდმა აკორდმა შეიძლება გააქტიუროს ჰეპატიტი B-ს ვირუსი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გულდასმით უნდა შემოწმდეს ინფექციის არსებობაზე;
თუ პაციენტს, მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის განმავლობაში, აღენიშნება ანემია, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (როგორიცაა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ან სისხლის შედედების პრობლემები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა ან სხვა მკურნალობის დანიშვნა. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ტემოზოლომიდით მკურნალობის შეწყვეტა. სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს რეგულარულად პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისათვის. თუ პაციენტს განუვითარდა ცხელება ან ინფექციის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
არსებობს სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებების, მათ შორის ლეიკემიის, განვითარების მცირე რისკი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა ან ღებინება, რომლებიც ტემოზოლომიდის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენენ (იხ. პარაგრაფი 4). თუ ღებინება ხშირია მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის განმავლობაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნისათვის. ტემოზოლომიდის მიღება უნდა მოხდეს, როცა ღებინება ექვემდებარება კონტროლს. თუ წამლის დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ღებინება, მეორე დოზის მიღება არ უნდა მოხდეს იმავე დღეს.
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ინფექციის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა. ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად უვითარდებათ ინფექციები, სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ტემოზოლომიდის დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შესწავლილი მისი გამოყენება. 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ტემოზოლომიდი აკორდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. ფეხმძიმობის დროს ტემოზოლომიდი აკორდით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.
ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო როგორც ქალ, ისე მამაკაც პაციენტებში ტემოზოლომიდი აკორდით თერაპიის განმავლობაში (იხ. აგრეთვე “მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა”).
დაუშვებლია ძუძუთი კვება ტემოზოლომიდი აკორდით თერაპიის განმავლობაში.
მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ტემოზოლომიდი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული უნაყოფობა. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები და არ არის რეკომენდებული შვილის ყოლა მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სპერმის კონსერვაციის შესახებ ექიმთან კონსულტაცია. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტემოზოლომიდის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა ან ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ რა გავლენას ახდენს მასზე პრეპარატი (იხ. პარაგრაფი 4).
ტემოზოლომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
კაფსულები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
პაციენტებს, რომლებიც ტემოზოლომიდს იღებენ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება აღენიშნებოდეთ განსხვავებული გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებენ მხოლოდ ტემოზოლომიდს.
საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
მძიმე ალერგიული რეაქცია (გამონაყარი შესაძლო ქავილით, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება);
უკონტროლო სისხლდენა;
უკონტროლო გულყრები;
ცხელება ან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც შეუჩერებლად გრძელდება.
ტემოზოლომიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის გაძლიერება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), ცხელება და/ან ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჩვეულებრივ, დროებითი ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ხანგრძლივია და შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ძალიან მძიმე ფორმა აპლაზიური ანემია). მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლი და შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიური მკურნალობის ჩატარება. ზოგიერთ შემთხვევებში ტემოზოლომიდის დოზა შეიძლება შემცირდეს ან შეწყდეს თერაპია.
თავის ტვინის გარკვეული ტიპის სიმსივნის (მულტიფორმული გლიობლასტომის) მქონე ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტემოზოლომიდ აკორდს სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში და შემდეგ მხოლოდ ტემოზოლომიდს, შეიძლება განუვითარდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
შეკრულობა
გულისრევა და/ან ღებინება
გამონაყარი
თმის ცვენა
მადის დაკარგვა
დაღლილობა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები;
სისხლის უჯრედების ცვლილებები;
გულყრები, ფსიქიკური მდგომარეობის ან სიფხიზლის ცვლილება, ძილიანობა, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გულმავიწყობა, კონცენტრაციის გაძნელება, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება ან გაუგებარი მეტყველება, ტრემორი, ინსულტი;
მხედველობის ცვლილება ან დაბინდვა, მხედველობის გაორება;
სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური;
ქოშინი, ხველა;
პირის ღრუში წყლულები, დიარეა, კუჭის ტკივილი, გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, პირის სიმშრალე;
შარდვის გახშირება, შარდვის შეკავების გაძნელება ან შეუკავებლობა;
კანის გაღიზიანება ან სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი;
კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები და ტკივილი;
სისხლში გლუკოზის დონის მომატება, წონის დაკლება;
ინფექციები, ჭრილობის დაინფიცირება, ყელის ტკვილი, სოკოვანი ინფექციები პირის ღრუში, ჰერპესი;
სისხლდენა, სითხის შეკავება, ფეხების შეშუპება, სისხლის თრომბოზი;
ალერგიული რეაქცია, ცხელება, სხივური დაზიანება, სახის შეშუპება, ტკივილი, გემოს ცვლილება;
აგზნება, დეპრესია, ემოციური სტატუსის ცვლილება, უძილობა ან ძილიანობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (მოწმდება სისხლის ანალიზით);
გულის თრთოლვა (გულისცემის გაძლიერება);
გრიპის მსგავსი სიმპტომები, კანქვეშა წითელი ლაქები;
ხანგრძლივი და განმეორებითი გულყრა, ტრემორი ან უნებლიე მოძრაობები, არასრული დამბლა, კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევა, შეხების შეგძნების ცვლილება;
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, თვალის სიმშრალე ან ტკივილი;
შუა ყურის ანთება, ძლიერი ხმაურის გამო დისკომფორტი ან ტკივილი ყურებში, ყურის ტკივილი, სიყრუე, ტრიალის შეგრძნება;
პნევმონია, სინუსების ანთება, ბრონქიტი, ცხვირის გაჭედილობა, გაციება ან გრიპი;
ბოყინი, ნაწლავების მოტორიკის კონტროლის გაძნელება, ჰემოროიდული კვანძები;
მტკივნეული შარდვა;
კანის აქერცვლა, კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე, კანის ფერის ცვლილება, გაძლიერებული ოფლიანობა;
კუნთების დაზიანება, ზურგის ტკივილი;
სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, წონის მომატება;
ჰერპესი, გრიპის მსგავსი სიმპტომები;
თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მაღალი არტერიული წნევა, ფილტვების თრომბოზი, შეშუპება;
სისუსტე, სახის შეშუპება, კანკალი, გემოს ცვლილება, კბილების მხრივ დარღვევები;
იმპოტენცია, საშოდან სისხლდენა, მენსტრუაციის შეწყვეტა ან ძლიერი მენსტრუაცია, საშოს გაღიზიანება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი;
გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია, ჰალუცინაციები და მეხსიერების დაკარგვა;
ენის ფერის ცვლილება;
ყნოსვის ცვლილება;
წყურვილი;
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ტემოზოლომიდის ცალკე მიღებისას (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თავის ტვინის სისმსივნის რეციდივის ან მისი პროგრესირების გამო).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლის მოცულობის ცვლილება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, შეკრულობა, მადის დაკარგვა, დაღლილობა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილიანობა, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ფაღარათი, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა, წონის დაქვეითება, ცხელება, სისუსტე, კანკალი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გემოს ცვლილება, ქოშინი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლის უჯრედების ცვლილებები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ხველა, ინფექციები, მათ შორის პნევმონია
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის სიწითლე, ყვითელი ან თეთრი კვანძოვანი გამონაყარი ქავილით, ირგვლივ სიწითლით, სხვადასხვა სახის გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის დინების დარღვევა (ქოლესტაზი), ჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება, მათ შორის ღვიძლის ძალიან მძიმე უკმარისობა აღინიშნა არახშირად.
ტემოზოლომიდით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნა ფილტვების მხრივ გვერდითი მოვლენები. ჩვეულებრივ, პაციენტებს აღენიშნებათ ქოშინი და ხველა. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი ამ სიმპტომის შესახებ. ძალიან იშვიათი იყო შემთხვევები კანის გამონაყარისა შეშუპებით, მათ შორის ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ან კანის მტკივნეული სიწითლე და/ან ბუშტუკების განვითარება სხეულზე ან პირის ღრუში. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ძალიან იშვიათად პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტემოზოლომიდს ან მსგავს მედიკამენტებს, აქვთ სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებების, მათ შორის ლეიკემიის, განვითარების მცირე რისკი.
არახშირი იყო ახალი ან გააქტიურებული ციტომეგალოვირუსული ინფექციების განვითარება და ჰეპატიტი B ვირუსის გააქტიურება. ასევე, არახშირი იყო უშაქრო დიაბეტის განვითარება. უშაქრო დიაბეტის სიმპტომები მოიცავს ხშირ შარდვასა და წყურვილის შეგრძნებას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ირლანდია
ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა
ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2,
ტელ.: +353 1 6764971, ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-გვერდი: www.hpra.ie, ელ-ფოსტა: [email protected]
მალტა
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrporta .
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, უმჯობესია დაკეტილ კარადაში. კაფსულების შემთხვევით გადაყლაპვა შეიძლება ლეტალური გამოდგეს ბავშვებისათვის.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონი: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით, ფლაკონში. ფლაკონი უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.
საშეტი: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ კაფსულებზე აღინიშნება რაიმე ცვლილებები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ტემოზოლომიდი აკორდი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება ტემოზოლომიდი.
ტემოზოლომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 5 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 100 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 140 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 140 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 180 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 180 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 250 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ ტემოზოლომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი:
უწყლო ლაქტოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ტარტარის მჟავა, სტეარინის მჟავა.
კაფსულის გარსი:
ტემოზოლომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (E132), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 100 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 140 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 180 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 250 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), წყალი.
მელანი:
შელაკი, პროპილენის გლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი.
ტემოზოლომიდი აკორდის ფორმა და შეფუთვა
ტემოზოლომიდ აკორდს 5 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და მწვანე თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “5”.
ტემოზოლომიდ აკორდს 20 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ყვითელი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “20”.
ტემოზოლომიდ აკორდს 100 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ვარდისფერი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “100”.
ტემოზოლომიდ აკორდს 140 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ლურჯი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “140”.
ტემოზოლომიდ აკორდს 180 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და მუქი წითელი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “180”.
ტემოზოლომიდ აკორდს 250 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და თეთრი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “250”.
მყარი კაფსულები მოთავსებულია ქარვისფერ მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 ან 20 კაფსულას.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.
მყარი კაფსულები მოთავსებულია საშეტში, რომელიც შეიცავს 1 კაფსულას.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 5 ან 20 საშეტი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319, Pinner Road, North Harrow, Middlesex,
HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ
სეიჯ ჰაუს, 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი,
HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 06/2016
ინფორმაციის სხვა წყაროები
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ტემოზოლომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი აკორდი 100 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი აკორდი 140 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი აკორდი 180 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი აკორდი 250 მგ მყარი კაფსულები
ტემოზოლომიდი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ტემოზოლომიდი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტემოზოლომიდი აკორდის მიღებამდე
ტემოზოლომიდი აკორდის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტემოზოლომიდი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ტემოზოლომიდი აკორდი და მისი გამოყენება
ტემოზოლომიდი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტს.
ტემოზოლომიდი აკორდის კაფსულები ინიშნება თავის ტვინის სიმსივნის გარკვეული ფორმების დროს:
მოზრდილ პაციენტებში თავის ტვინის გარკვეული ტიპის ახლად დიაგნოსტირებული სიმსივნე (მულტიფორმული გლიობლასტომა). ტემოზოლომიდი ჯერ გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად (თამხლები მკურნალობის ფაზა) და შემდეგ ცალკე მონოთერაპიის სახით (მონოთერაპიის ფაზა).
3 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში თავის ტვინის გარკვეული ტიპის სიმსივნეების (როგორიცაა მულტიფორმული გლიობლასტომა ან ანაპლაზიური ასტროციტომა) რეციდივის დროს ან სტანდარტული თერაპიის შემდეგ დაავადების პროგრესირების შემთხვევაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტემოზოლომიდი აკორდის მიღებამდე
დაუშვებელია ტემოზოლომიდი აკორდის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ტემოზოლომიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სხვა ანტისიმსივნურ მედიკამენტზე, როგორიცაა დაკარბაზინი. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს ქავილს, სუნთქვის გაძნელებას ან ხმაურიან სუნთქვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, კერძოდ, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების. ეს უჯრედები მონაწილეობენ ინფექციებთან ბრძოლაში და სისხლის შედედების პროცესში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის შემოწმება, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ სისხლის ანალიზი ნორმაშია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტემოზოლომიდი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია,
რადგან პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას ფილტვების მძიმე ინფექციაზე პნევმოცისტურ პნევმონიაზე (Pneumocystis jirovecii) (PCP). თუ პაციენტს აღენიშნება ახლად დიაგნოსტირებული მულტიფორმული გლიობლასტომა, მას ტემოზოლომიდის მიღება შეუძლია 42 დღის განმავლობაში სხივურ თერაპიასთან ერთად. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ასევე მედიკამენტი ამ ტიპის პნევმონიის (PCP) განვითარების პრევენციის მიზნით;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ან ამჟამად აქვს ჰეპატიტი B. ტემოზოლომიდმა აკორდმა შეიძლება გააქტიუროს ჰეპატიტი B-ს ვირუსი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გულდასმით უნდა შემოწმდეს ინფექციის არსებობაზე;
თუ პაციენტს, მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის განმავლობაში, აღენიშნება ანემია, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (როგორიცაა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ან სისხლის შედედების პრობლემები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა ან სხვა მკურნალობის დანიშვნა. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის ცვლილება. ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ტემოზოლომიდით მკურნალობის შეწყვეტა. სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს რეგულარულად პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისათვის. თუ პაციენტს განუვითარდა ცხელება ან ინფექციის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
არსებობს სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებების, მათ შორის ლეიკემიის, განვითარების მცირე რისკი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა ან ღებინება, რომლებიც ტემოზოლომიდის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენენ (იხ. პარაგრაფი 4). თუ ღებინება ხშირია მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის განმავლობაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნისათვის. ტემოზოლომიდის მიღება უნდა მოხდეს, როცა ღებინება ექვემდებარება კონტროლს. თუ წამლის დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ღებინება, მეორე დოზის მიღება არ უნდა მოხდეს იმავე დღეს.
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ინფექციის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა. ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად უვითარდებათ ინფექციები, სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ტემოზოლომიდის დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შესწავლილი მისი გამოყენება. 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ტემოზოლომიდი აკორდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
სხვა მედიკამენტები და ტემოზოლომიდი აკორდი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. ფეხმძიმობის დროს ტემოზოლომიდი აკორდით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.
ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო როგორც ქალ, ისე მამაკაც პაციენტებში ტემოზოლომიდი აკორდით თერაპიის განმავლობაში (იხ. აგრეთვე “მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა”).
დაუშვებლია ძუძუთი კვება ტემოზოლომიდი აკორდით თერაპიის განმავლობაში.
მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ტემოზოლომიდი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული უნაყოფობა. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები და არ არის რეკომენდებული შვილის ყოლა მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სპერმის კონსერვაციის შესახებ ექიმთან კონსულტაცია. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ტემოზოლომიდის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა ან ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ რა გავლენას ახდენს მასზე პრეპარატი (იხ. პარაგრაფი 4).
ტემოზოლომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
კაფსულები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ტემოზოლომიდი აკორდის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტემოზოლომიდი ინიშნება მხოლოდ თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ტემოზოლომიდის საჭირო დოზას, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე და მანამდე ჩატარებულ ქიმიოთერაპიაზე. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სხვა მედიკამენტები ტემოზოლომიდის მიღებამდე და/ან ღებინების შესაჩერებლად ან გასაკონტროლებლად.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზა მიიღება დღეში ერთხელ. წამალი მიიღება მშიერ კუჭზე, მაგ.: საუზმემდე ერთი საათით ადრე. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია კაფსულების გახსნა, გასრესვა ან დაღეჭვა.
თუ კაფსულა დაზიანებულია, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფხვილის კანთან, თვალებთან ან ცხვირთან კონტაქტი. არ უნდა მოხდეს ფხვნილის შესუნთქვა. თუ ფხვნილი შემთხვევით მოხვდა თვალებში ან ცხვირში, გამორეცხვა უნდა მოხდეს წყლით.
ტემოზოლომიდი აკორდის მიღება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში (ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში):
სხივური თერაპიის მიმდინარეობისას ტემოზოლომიდის საწყისი დოზა შეადგენს 75 მგ/მ2-ს, ფაქტიური დღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე. დოზის მიღება უნდა მოხდეს 42 დღის განმავლობაში (49 დღემდე) სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. სისხლის ანალიზისა და ტემოზოლომიდის ამტანობის მიხედვით, დოზის მიღება შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს. სხივური თერაპიის დასრულების შემდეგ, მკურნალობა წყდება 4 კვირით, რათა მოხდეს ორგანიზმის აღდგენა. შემდეგ მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს 6 ციკლამდე და თითოეული გრძელდება 28 დღე. ტემოზოლომიდის კაფსულების ახალი საწყისი დოზაა 150 მგ/მ2 ერთხელ დღეში პირველი 5 დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”) ყოველ ციკლში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე; ეს შეადგენს 28- დღიან მკურნალობის ციკლს. 28-ე დღის შემდეგ, იწყება ახალი ციკლი, რომლის დროსაც პაციენტი ისევ იღებს მედიკამენტს დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე. სისხლის ანალიზისა და ტემოზოლომიდის ამტანობის მიხედვით მკურნალობის თითოეულ ციკლში შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია, მისი მიღების დროებით შეჩერება ან მკურნალობის შეწყვეტა.
ტემოზოლომიდი აკორდის კაფსულების მიღება მონოთერაპიის სახით (სხივური თერაპიის გარეშე)
ტემოზოლომიდი აკორდით მკურნალობის ციკლი მოიცავს 28 დღეს. კაფსულების მიღება ხდება დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23-დღიანი შესვენება ტემოზოლომიდის გარეშე, რაც ერთად შეადგენს 28 დღიან ციკლს. 28-ე დღის შემდეგ, იწყება ახალი ციკლი, რომლის დროსაც პაციენტი ისევ იღებს მედიკამენტს დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე. მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ ხდება სისხლის ანალიზის შემოწმება, რათა დადგინდეს საჭიროა თუ არა ტემოზოლომიდის დოზის კორექცია.
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული ქიმიოთერაპია, ტემოზოლომიდის პირველი დოზა შეადგენს 200 მგ/მ2-ს ერთხელ დღეში პირველი ხუთი დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე.
თუ პაციენტს მანამდე ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია, ტემოზოლომიდის პირველი დოზა შეადგენს 150 მგ/მ2-ს ერთხელ დღეში პირველი ხუთი დღის განმავლობაში (“დოზირების დღეები”), რომელსაც მოსდევს 23 დღე ტემოზოლომიდის გარეშე.
სისხლის ანალიზის მიხედვით შემდეგ ციკლში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რამდენი კაფსულა, რა დოზით და რამდენი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.
ყველა პაციენტი
ტემოზოლომიდის კაფსულები არსებობს სხვადასხვა დოზით (მითითებულია შეფუთვაზე მგ). თითოეული დოზის მიხედვით კაფსულის თავსახური სხვადასხვა ფერისაა. ექიმის მიერ დანიშნული ტემოზოლომიდის დოზის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე სხვადასხვა კაფსულის მიღება მკურნალობის თითოეულ ციკლში დოზირების დღეს.
პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რამდენი და რომელი დოზის კაფსულა უნდა მიიღოს. ექიმმა ან ფარმაცევტმა შეძლება ფურცელზე დაუწეროს პაციენტს, თითოეული დოზის რამდენი კაფსულა უნდა მიიღოს (მათ შორის, კაფსულის ფერის მიხედვით) დოზირების თითოეულ დღეს;
პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს რომელია დოზირების დღეები;
მკურნალობის ყოველი ახალი ციკლის წინ პაციენტმა ექიმთან უნდა დააზუსტოს მისაღები დოზა. შეიძლება დოზა განსხვავებული იყოს წინა ციკლისაგან;
თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს სახლში და არ არის დარწმუნებული დოზის რაოდენობაში, მკურნალობის ციკლის დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს. მედიკამენტის დოზის არასწორად მიღებამ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
შემთხვევით კაფსულების მეტი რაოდენობით მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ტემოზოლომიდი აკორდის დოზის გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე იმავე დღეს. თუ გასულია მთელი დღე, საჭიროა ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, თუ არ არის ექიმის მითითება.
დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
პაციენტებს, რომლებიც ტემოზოლომიდს იღებენ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება აღენიშნებოდეთ განსხვავებული გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებენ მხოლოდ ტემოზოლომიდს.
საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
მძიმე ალერგიული რეაქცია (გამონაყარი შესაძლო ქავილით, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება);
უკონტროლო სისხლდენა;
უკონტროლო გულყრები;
ცხელება ან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც შეუჩერებლად გრძელდება.
ტემოზოლომიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის გაძლიერება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), ცხელება და/ან ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჩვეულებრივ, დროებითი ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ხანგრძლივია და შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ძალიან მძიმე ფორმა აპლაზიური ანემია). მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლი და შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიური მკურნალობის ჩატარება. ზოგიერთ შემთხვევებში ტემოზოლომიდის დოზა შეიძლება შემცირდეს ან შეწყდეს თერაპია.
თავის ტვინის გარკვეული ტიპის სიმსივნის (მულტიფორმული გლიობლასტომის) მქონე ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტემოზოლომიდ აკორდს სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში და შემდეგ მხოლოდ ტემოზოლომიდს, შეიძლება განუვითარდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
შეკრულობა
გულისრევა და/ან ღებინება
გამონაყარი
თმის ცვენა
მადის დაკარგვა
დაღლილობა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები;
სისხლის უჯრედების ცვლილებები;
გულყრები, ფსიქიკური მდგომარეობის ან სიფხიზლის ცვლილება, ძილიანობა, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გულმავიწყობა, კონცენტრაციის გაძნელება, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება ან გაუგებარი მეტყველება, ტრემორი, ინსულტი;
მხედველობის ცვლილება ან დაბინდვა, მხედველობის გაორება;
სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური;
ქოშინი, ხველა;
პირის ღრუში წყლულები, დიარეა, კუჭის ტკივილი, გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, პირის სიმშრალე;
შარდვის გახშირება, შარდვის შეკავების გაძნელება ან შეუკავებლობა;
კანის გაღიზიანება ან სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი;
კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები და ტკივილი;
სისხლში გლუკოზის დონის მომატება, წონის დაკლება;
ინფექციები, ჭრილობის დაინფიცირება, ყელის ტკვილი, სოკოვანი ინფექციები პირის ღრუში, ჰერპესი;
სისხლდენა, სითხის შეკავება, ფეხების შეშუპება, სისხლის თრომბოზი;
ალერგიული რეაქცია, ცხელება, სხივური დაზიანება, სახის შეშუპება, ტკივილი, გემოს ცვლილება;
აგზნება, დეპრესია, ემოციური სტატუსის ცვლილება, უძილობა ან ძილიანობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (მოწმდება სისხლის ანალიზით);
გულის თრთოლვა (გულისცემის გაძლიერება);
გრიპის მსგავსი სიმპტომები, კანქვეშა წითელი ლაქები;
ხანგრძლივი და განმეორებითი გულყრა, ტრემორი ან უნებლიე მოძრაობები, არასრული დამბლა, კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევა, შეხების შეგძნების ცვლილება;
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, თვალის სიმშრალე ან ტკივილი;
შუა ყურის ანთება, ძლიერი ხმაურის გამო დისკომფორტი ან ტკივილი ყურებში, ყურის ტკივილი, სიყრუე, ტრიალის შეგრძნება;
პნევმონია, სინუსების ანთება, ბრონქიტი, ცხვირის გაჭედილობა, გაციება ან გრიპი;
ბოყინი, ნაწლავების მოტორიკის კონტროლის გაძნელება, ჰემოროიდული კვანძები;
მტკივნეული შარდვა;
კანის აქერცვლა, კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე, კანის ფერის ცვლილება, გაძლიერებული ოფლიანობა;
კუნთების დაზიანება, ზურგის ტკივილი;
სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, წონის მომატება;
ჰერპესი, გრიპის მსგავსი სიმპტომები;
თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მაღალი არტერიული წნევა, ფილტვების თრომბოზი, შეშუპება;
სისუსტე, სახის შეშუპება, კანკალი, გემოს ცვლილება, კბილების მხრივ დარღვევები;
იმპოტენცია, საშოდან სისხლდენა, მენსტრუაციის შეწყვეტა ან ძლიერი მენსტრუაცია, საშოს გაღიზიანება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი;
გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია, ჰალუცინაციები და მეხსიერების დაკარგვა;
ენის ფერის ცვლილება;
ყნოსვის ცვლილება;
წყურვილი;
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ტემოზოლომიდის ცალკე მიღებისას (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თავის ტვინის სისმსივნის რეციდივის ან მისი პროგრესირების გამო).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლის მოცულობის ცვლილება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, შეკრულობა, მადის დაკარგვა, დაღლილობა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილიანობა, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ფაღარათი, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა, წონის დაქვეითება, ცხელება, სისუსტე, კანკალი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გემოს ცვლილება, ქოშინი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლის უჯრედების ცვლილებები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ხველა, ინფექციები, მათ შორის პნევმონია
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის სიწითლე, ყვითელი ან თეთრი კვანძოვანი გამონაყარი ქავილით, ირგვლივ სიწითლით, სხვადასხვა სახის გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის დინების დარღვევა (ქოლესტაზი), ჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება, მათ შორის ღვიძლის ძალიან მძიმე უკმარისობა აღინიშნა არახშირად.
ტემოზოლომიდით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნა ფილტვების მხრივ გვერდითი მოვლენები. ჩვეულებრივ, პაციენტებს აღენიშნებათ ქოშინი და ხველა. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი ამ სიმპტომის შესახებ. ძალიან იშვიათი იყო შემთხვევები კანის გამონაყარისა შეშუპებით, მათ შორის ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ან კანის მტკივნეული სიწითლე და/ან ბუშტუკების განვითარება სხეულზე ან პირის ღრუში. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ძალიან იშვიათად პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტემოზოლომიდს ან მსგავს მედიკამენტებს, აქვთ სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებების, მათ შორის ლეიკემიის, განვითარების მცირე რისკი.
არახშირი იყო ახალი ან გააქტიურებული ციტომეგალოვირუსული ინფექციების განვითარება და ჰეპატიტი B ვირუსის გააქტიურება. ასევე, არახშირი იყო უშაქრო დიაბეტის განვითარება. უშაქრო დიაბეტის სიმპტომები მოიცავს ხშირ შარდვასა და წყურვილის შეგრძნებას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ირლანდია
ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა
ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2,
ტელ.: +353 1 6764971, ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-გვერდი: www.hpra.ie, ელ-ფოსტა: [email protected]
მალტა
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrporta .
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ტემოზოლომიდი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, უმჯობესია დაკეტილ კარადაში. კაფსულების შემთხვევით გადაყლაპვა შეიძლება ლეტალური გამოდგეს ბავშვებისათვის.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონი: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით, ფლაკონში. ფლაკონი უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.
საშეტი: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალი შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ კაფსულებზე აღინიშნება რაიმე ცვლილებები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ტემოზოლომიდი აკორდი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება ტემოზოლომიდი.
ტემოზოლომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 5 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 100 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 140 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 140 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 180 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 180 მგ ტემოზოლომიდს.
ტემოზოლომიდი აკორდი 250 მგ მყარი კაფსულები: თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ ტემოზოლომიდს.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი:
უწყლო ლაქტოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ტარტარის მჟავა, სტეარინის მჟავა.
კაფსულის გარსი:
ტემოზოლომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (E132), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 100 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 140 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 180 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), წყალი.
ტემოზოლომიდი აკორდი 250 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), წყალი.
მელანი:
შელაკი, პროპილენის გლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი.
ტემოზოლომიდი აკორდის ფორმა და შეფუთვა
ტემოზოლომიდ აკორდს 5 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და მწვანე თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “5”.
ტემოზოლომიდ აკორდს 20 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ყვითელი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “20”.
ტემოზოლომიდ აკორდს 100 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ვარდისფერი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “100”.
ტემოზოლომიდ აკორდს 140 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და ლურჯი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “140”.
ტემოზოლომიდ აკორდს 180 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და მუქი წითელი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “180”.
ტემოზოლომიდ აკორდს 250 მგ მყარ კაფსულებს აქვთ თეთრი სხეული და თეთრი თავსახური, თავსახურზე ამოტვიფრულია "TMZ" და სხეულზე შავი მელნით - “250”.
მყარი კაფსულები მოთავსებულია ქარვისფერ მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 ან 20 კაფსულას.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.
მყარი კაფსულები მოთავსებულია საშეტში, რომელიც შეიცავს 1 კაფსულას.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 5 ან 20 საშეტი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319, Pinner Road, North Harrow, Middlesex,
HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ
სეიჯ ჰაუს, 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი,
HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 06/2016
ინფორმაციის სხვა წყაროები
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


