პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტაფლოტანი BK

TAFLOTAN® BK

რეცეპტით15მკგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოფთალმოჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მონოთერაპიის სახით პაციენტებში: ვისთვისაც ნაჩვენებია უკონსერვანტო თვალის წვეთები; მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტაფლუპროსტი (tafluprost)
ფორმა და შეფუთვა
15მკგ/მლ 3მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Tubilux Pharma S.P.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
ATC კოდი
S01EE05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041158
რეგისტრირებულია
31 მაისი 2024, მოქმედებს 31 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SANTEN Oy (ფინეთი)
განმცხადებელი
სს „სანტენი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაფლოტანი BK და სხვა წამალი ერთად

ტაფლოტანი BK — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოფთალმოჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში:

ვისთვისაც ნაჩვენებია უკონსერვანტო თვალის წვეთები;

მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს;

მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატების აუტანლობით ან ამ პრეპარატების მიმართ უკუჩვენების დროს

დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან ერთად.

ტაფლოტანი® ბკ ნაჩვენებია მოზრდილებში 18 წლიდან.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა - პრეპარატის ტაფლოტანი® ბკ ერთი წვეთი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში ერთხელ საღამოს.

დოზა მკაცრად უნდა იქნეს შეყვანილი დღეში ერთხელ, რადგანაც პრეპარატის უფრო ხშირ გამოყენებას შეუძლია შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის.

გამოყენება თირკმლების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას

გამოკვლევები ტაფლუპროსტის გამოყენებაზე პაციენტებში ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ ჩატარებულა, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

გამოყენების მეთოდი

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ფლაკონის სწორ გამოყენებაზე. პირველი გამოყენებისას, თვალში ჩაწვეთების წინ, პაციენტმა პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ფლაკონის გამოყენება, ნელა მოუჭიროს მას ხელი იმისათვის, რათა გადმოადინოს ხსნარის ერთი წვეთი თვალში ჩაუწვეთებლად. პაციენტმა უნდა გაიაროს პრაქტიკა მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ შეძლებს თვალში ერთხელ ერთი წვეთის ჩაწვეთებას, ამოირჩევს რა შედარებით მოხერხებულ მდგომარეობას ჩაწვეთებისათვის (მჯდომარე, ზურგზე დაწოლილი ან სარკის წინ მდგარი). წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მიზანშეწონილი იყოს იმავე სამკურნალო საშუალების კონსერვანტის გარეშე ალტერნატიული ვარიანტის გამოყენება ერთჯერადი გამოყენების ტუბი-საწვეთურში.

იმისათვის, რომ აღკვეთილ იქნეს ხსნარის პოტენციური დაბინძურება, პაციენტები არ უნდა შეეხონ ქუთუთოებს, თვალის გარშემო მიდამოებს ან სხვა ზედაპირებს ფლაკონის წვერით.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება, თუ პლასტმასის რგოლი ფლაკონის ყელის გარშემო არ არის ან დაზიანებულია. აღნიშნეთ ფლაკონის გახსნის თარიღი იმ ადგილზე, რომელიც აღნიშნულია მუყაოს კოლოფზე.

იმისათვის, რომ შემცირებული იქნეს კანის გამუქების რისკი ქუთუთოზე, პაციენტებმა უნდა მოიშორონ ზედმეტი ხსნარი კანიდან. ისევე როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას, რეკომენდებულია ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზია (თვალის შიდა კუთხის არის მიჭერა საჩვენებელი თითით) ან ქუთუთოების ფრთხილი დახურვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამას შეუძლია შეამციროს მისი სისტემური შეწოვა.

რამდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას ინტერვალები მათ გამოყენებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთი.

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების ყოველი გამოყენების წინ:

დაიბანეთ ხელები.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას მოაშორეთ თავსახურის დამცავი რგოლი, დამცავი რგოლის შვერილის მოქაჩვით.

გახსენით ფლაკონი თავსახურის მობრუნებით.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას, გადაღვარეთ პირველი წვეთი გვერდზე.

დაიკავეთ ფლაკონი ცერა და შუა თითებს შორის.

გადაწიეთ თავი უკან ან დაწექით ზურგზე. დაიდეთ ხელი შუბლზე. საჩვენებელი თითი მოთავსებული უნდა იყოს წარბების დონეზე ან ცხვირის ფუძესთან.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფლაკონის წვერი არ შეეხოს თვალს, კანს თვალის ირგვლივ ან თითებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის დაბინძურება.

ჩამოქაჩეთ ქვედა ქუთუთო მეორე ხელით და აიხედეთ ზევით. ფრთხილად მოუჭირეთ ხელი ფლაკონს და გადმოადინეთ ერთი წვეთი ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის სივრცეში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შესაძლებელია დროში მცირე შეფერხება ფლაკონის მოჭერასა და წვეთის გადმოდინებას შორის. არ მოუჭიროთ ხელი ფლაკონს ძალიან ძლიერად.

დახუჭეთ თვალი და მიაჭირეთ ხელი თვალის შიდა კუთხეს დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ წვეთის მოხვედრა საცრემლე არხში.

მოაშორეთ ხსნარის ზედმეტი ოდენობა თვალის გარშემო კანის ზედაპირიდან ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირების მიზნით.

შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთჯერადად ქვემო მიმართულებით, რათა წვერიდან მოშორებული იქნას ხსნარის ნარჩენი. არ შეეხოთ და არ გაამშრალოთ საწვეთურის წვერი.

მოარგეთ თავსახური ფლაკონს და მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

მას შემდეგ, რაც ხსნარის საჭირო რაოდენობა გახარჯულ იქნება 28 დღის განმავლობაში, ფლაკონში ჩარჩება ხსნარის ნარჩენი მოცულობა, რომელიც უდრის დაახლოებით 1 მლ-ს. არ შეეცადოთ ჩარჩენილი სამკურნალო პრეპარატის ამოღებას.

თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, გაიმეორეთ სამკურნალო პრეპარატის შეყვანა.

თუ ექიმმა დანიშნა ორივე თვალის მკურნალობა, გაიმეორეთ 6-9 პუნქტები მეორე თვალისათვის.

უკუჩვენებები

გაზრდილი მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ტაფლუპროსტის ან სხვა ნებისმიერი ჩამოთვლილი დამხმარე კომპონენტისადმი.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ტაფლუპროსტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, ამ კატეგორიის პაციენტებისათვის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ წამწამების ზომაზე მეტად გაზრდის, ქუთუთოების კანის გამუქებისა და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერების შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ამ ცვლილებებიდან შეიძლება იყოს პერმანენტული ხასიათის და ამას შეუძლია გამოიწვიოს თვალებს შორის გარეგნული სხვაობა, თუ მკურნალობა უტარდებოდა მხოლოდ ერთ თვალს.

ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილება ნელა მიმდინარეობს და რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. თვალების ფერის ცვლილება შეიმჩნევა უპირატესად შერეული ფერების ფერადი გარსის მქონე პაციენტებში, მაგალითად, თუ თვალები მოყავისფრო-ცისფერია, მონაცრისფრო-ყავისფერია, მოყვითალო-მოყავისფრო ან მომწვანო-მოყავისფროა. არსებობს სამუდამო ჰეტეროქრომიის რისკის ალბათობა, თუ მკურნალობა ტარდება მხოლოდ ერთ თვალზე.

არსებობს თმების გაზრდის ალბათობა იმ არეებში, სადაც ტაფლუპროსტის ხსნარი მრავალჯერადად შედის კონტაქტში კანის ზედაპირთან.

არ არსებობს ტაფლუპროსტის გამოყენების გამოცდილება ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი ან თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევებში. არსებობს მხოლოდ ტაფლუპროსტით მკურნალობის შეზღუდული გამოცდილება პაციენტებისათვის აფაკიით, პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის შემთხვევებში.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ტაფლუპროსტით იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აქვთ აფაკია, არტიფაკია, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანება ან წინა კამერის ბროლის დაზიანება ან პაციენტებისათვის, რომლებსაც დაუდგინდათ მაკულის კისტოიდური შეშუპების ან ირიტის/უვეიტის განვითარების რისკის ფაქტორები.

პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში არ არსებობს. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნეს დანიშნული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ტაფლუპროსტის სისტემური კონცენტრაციები თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ძალიან დაბალია. ამიტომ სპეციალური კვლევები ტაფლუპროსტის სპეციფიკური ჯვარედინი ურთიერთქმედების შესასწავლად სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი ერთდროულად იქნა გამოყენებული თიმოლოლთან ერთად და ამასთან ჯვარედინი ურთიერთქმედების არანაირი ნიშანი არ იყო დაფიქსირებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქალები შვილოსნობის უნარით/კონტრაცეფცია

ტაფლოტანი® ბკ არ უნდა გამოიყენონ შვილოსნობის ასაკის და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა, თუ ისინი არ იყენებენ ადექვატურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.

ფერტილობა

ვირთხების ორივე სქესის წარმომადგენლებში ინტრავენურად ტაფლუპროსტის 100 მკგ/კგ-მდე/დღეში შეყვანისას შეჯვარების და შობადობის უნარი დარჩა უცვლელი.

ორსულობა

ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში ტაფლუპროსტის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ტაფლუფროსტს შეუძლია ჰქონდეს საზიანო ფარმაკოლოგიური ზემოქმედება ორსულობაზე ან/და ნაყოფზე ან/და ახალშობილზე. ცხოველებზე გამოკვლევებმა აჩვენა რეპროდუქტიულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედება. ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული ტაფლოტანი® ბკ-ს გამოყენება ორსულობის დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია (სიტუაციებში, როდესაც არ არსებობს მკურნალობის სხვა ალტერნატიული ვარიანტები).

ძუძუთი კვება

უცნობია, ექსკრეტირდება თუ არა ტაფლუპროსტი ან/და მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში. ვირთხებზე გამოკვლევებისას დადგენილი იქნა ტაფლუპროსტის ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ამიტომ ტაფლუპროსტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტაფლუპროსტს გააჩნია უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის დროებითი დაბინდვის დროს პაციენტმა უნდა დაიცადოს, სანამ მხედველობა მთლიანად არ აღდგება, სანამ დაკავდება ავტომობილის მართვით ან მექანიზმებთან მუშაობით.

ტაფლოტანი® ბკ შეიცავს ფოსფატებს

სამკურნალო პრეპარატის ყოველ წვეთში ასევე შედის დაახლოებით 0,04 მგ ფოსფატები, რაც 1,2 მგ/მლ-ის ექვივალენტურია. თუ გაქვთ რქოვანას სერიოზული დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფოსფატებს შეუძლია გამოიწვიოს რქოვანას შემღვრევა მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევებისას 1400-ზე მეტმა პაციენტმა ჩაიტარა ტაფლუპროსტით მკურნალობა - ან მონოთერაპიის სახით, ან დამატებითი პრეპარატის სახით 0,5% თიმოლოლით მკურნალობისას. მკურნალობასთან დაკავშირებული უფრო ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქცია იყო თვალის ჰიპერემია. ის აღენიშნებოდა იმ პაციენტების დაახლოებით 13%-ს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ კონსერვანტიანი ტაფლუპროსტის კვლევებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტეს შემთხვევებში ჰიპერემია იყო ზომიერი და გამოიწვია საშუალოდ პაციენტების 0,4%-ის მონაწილეობის შეწყვეტა ძირითად კვლევებში. 3-თვიანი კვლევის III ფაზაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 0,0015% უკონსერვანტო ტაფლუპროსტის შემადგენლობის შედარებისას ასევე უკონსერვანტო თიმოლოლთან, თვალის ჰიპერემია აღენიშნებოდა ტაფლუპროსტის მიმღები პაციენტების 4,1% -ში (13/320).

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტაფლუპროსტის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იტყობინებოდნენ მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ მაქსიმალური დაკვირვების პერიოდის შემდეგ 24 თვის განმავლობაში.

თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია კლებადი სიხშირის მიხედვით.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი (1/100-დან <1/10-მდე): თავის ტკივილი

დარღვევები თვალის მხრივ

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე): ქავილი თვალებში, თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალების/კონიუნტქიტივის ჰიპერემია, წამწამების ცვლილება (წამწამების სიგრძის, სისქის და რაოდენობის გაზრდა), თვალების სიმშრალე, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, წამწამების ფერის ცვლილება, ქუთუთოების ერითემა, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ფოტოფობია, გაზრდილი ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატება.

არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე): ქუთუთოების პიგმენტაცია, ქუთუთოების შეშუპება, ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, გამონადენი თვალებიდან, ბლეფარიტი, დარღვევები წინა კამერის უჯრედების მხრივ, თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, თვალის წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, კონიუნქტივის პიგმენტაცია, კონიუნქტივალური ფოლიკულები, ალერგიული კონიუნქტივიტი და თვალებში ანომალური შეგრძნებები.

უცნობია (ვერ იქნება შეფასებული არსებული მონაცემების საფუძველზე: ირიტი/უვეიტი, ქუთუთოს ღარის ჩაღრმავება, მაკულარული შეშუპება/მაკულის კისტოიდური შეშუპება.

იშვიათად ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა რქოვანას კალციფიკაციის შწმთხვევები რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებებით, რომლებიც ასოცირებული იყო თვალის წვეთებში არსებული ფოსფატის გამოყენებასთან.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ

უცნობია (ვერ იქნება შეფასებული არსებული მონაცემების საფუძველზე): ასთმის გამწვავება, დისპნოე.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე): ქუთუთოების ჰიპერტრიქოზი.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს ბმულზე: www.pharm.am ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+37410) 200505 და (+37496) 220505. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

ხსნარის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ტაფლუპროსტი - 15 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცეროლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმ ედეტატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისათვის), საინექციო წყალი.

აღწერილობა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, პრაქტიკულად ხილული ნაწილაკების გარეშე.

შენახვის პირობები

3 წელი.

გამოყენებული უნდა იქნეს ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვა

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 2°C-8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში შუქისაგან დაცულ ადგილას.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან მისი ნარჩენები უტილიზირებული უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლაუკომის სამკურნალო საშუალება და მიოტიკები. პროსტაგლანდინის ანალოგები.

ათქ კოდი:

S01EE05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტაფლუპროსტი - პროსტაგლანდინი F2α-ის ფტორირებული ანალოგია. ტაფლუპროსტი-მჟავა წარმოადგენს ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს, ადამიანის FP პროსტაგლანდინის რეცეპტორების მაღალაქტიურ და სელექტიურ აგონისტს. ტაფლუპროსტ-მჟავის მსგავსება FP რეცეპტორთან 12-ჯერ მაღალია, ვიდრე ლატანაპროსტის. მაიმუნებზე ჩატარებულმა ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტაფლუპროსტი აქვეითებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის უვეოსკლერალური გადინების გაძლიერების ხარჯზე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ნორმალური და მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) მქონე მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტაფლუპროსტი წარმოადგენს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელ ეფექტურ სამკურნალო საშუალებას. ტაფლუპროსტის მეტაბოლიტების თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტის შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ტაფლუპროსტმჟავა მნიშვნელოვნად აქვეითებს თვალშიდა წნევას.

ჩატარებული კვლევებით, რომელშიც კურდღლებს 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ დღეში ერთხელ ტაფლუპროსტის 0,0015% ოფთალმოლოგიური ხსნარით, დადგინდა რომ მხედველობის ნერვის დისკში სისხლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაძლიერდა (15%-ით) საწყის დონესთან შედარებით მე-14 და 28-ე დღეს გაზომვისას ლაზერული სპეკლ-ფლოუგრაფიის გამოყენებით.

კლინიკური ეფექტურობა

თვალშიდა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის პირველი ჩაწვეთებიდან 2 და 4 საათის შუალედში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ჩაწვეთებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ეფექტი ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. ტაფლუპროსტის, რომელიც შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, გამოყენებასთან დაკავშირებულმა წამყვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტაფლუპროსტი ეფექტურია როგორც მონოთერაპიული საშუალება, ასევე თიმოლოლთან ერთად, დამატებითი თერაპიის სახით, აჩვენებს რა ადიტიურ ეფექტს: 6-თვიან კვლევაში ტაფლუპროსტმა, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, აჩვენა თვალშიდა წნევის არსებითი დამაქვეითებელი ეფექტი: 6-დან 8 მმ.ვწყ.სვ-მდე ლატანოპროსტთან შედარებით, რომელიც აქვეითებს თვალშიდა წნევას 7- 9 მმ.ვწყ.სვ-ით. მეორე 6-თვიანი კლინიკური კვლევის დროს ტაფლუპროსტი აქვეითებდა თვალშიდა წნევას 5-7 მმ.ვწყ.სვ-ით, ხოლო თიმოლოლი 4-6 მმ.ვწყ.სვ-ით. ტაფლუპროსტის თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი ნარჩუნდებოდა ასევე ამ კვლევების ხანგრძლივობის 12 თვემდე გაზრდისას. ტაფლუპროსტის თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი 6-თვიანი კვლევის დროს შეადარეს მისი ინდიფერენტული შემავსებლის ეფექტს თიმოლოლთან ერთად გამოყენებისას. საწყის მონაცემებთან შედარებით (გაზომვა ტარდებოდა თიმოლოლთან ერთად გამოყენებიდან 4 კვირის შემდეგ) დამატებითი თვალშიდა წნევის დაქვეითების ეფექტი შეადგენდა 5-6 მმ.ვწყ.სვ. თიმოლოლ-ტაფლუპროსტის ჯგუფში და 3-4 მმ.ვწყ.სვ. თიმოლოლ-ინდიფერენტული შემავსებლის ჯგუფში. მცირე ჯვარედინ კვლევაში, 4-კვირიანი სამკურნალო პერიოდით, სამკურნალო ფორმებმა კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე აჩვენეს მსგავსი თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი - 5 მმ.ვწყ.სვ-ზე მეტი. ამას გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3-თვიან კვლევაში უკონსერვანტო ტაფლუპროსტის შედარებით უკონსერვანტო თიმოლოლთან დადგინდა რომ ტაფლუპროსტი აქვეითებდა თვალშიდა წნევას 6,2-7,4 მმ.ვწყ.სვ-ით დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მაშინ როდესაც თიმოლოლის მაჩვენებლები მერყეობდა 5,3 და 7,5 მმ.ვწყ.სვ. შორის.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

0,0015% ტაფლუპროსტის ერთხელ დღეში, ორივე თვალში, თითო წვეთის ჩაწვეთებით 8 დღის განმავლობაში, მისი კონცენტრაცია პლაზმაში დაბალი იყო და გააჩნდა მსგავსი პროფილი 1-ელ და მე-8 დღეს. კონცენტრაცია პლაზმაში მაქსიმუმს აღწევდა ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ და ქვეითდებოდა უფრო დაბალ დონემდე, ვიდრე აღმოჩენის ქვედა ზღვარია (10 პგ/მლ) პრეპარატის შეყვანიდან 1 საათის გასვლამდე პერიოდში. Cmax (26,2 და 26,6 პგ/მლ) და AUCo-last (394,3 და 431,9 პგ*წთ/მლ) საშუალო სიდიდეები მსგავსი იყო 1-ელ და მე-8 დღეს. ეს მოწმობს იმას, რომ მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, მიიღწეოდა პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია. კონსერვანტებით და კონსერვანტების გარეშე სამკურნალო ფორმებს შორის არ იქნა გამოვლენილი არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სისტემური ბიოშეღწევადობის მხრივ.

კურდღლებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ტაფლუპროსტის ოფთალმოლოგიური ხსნარის (0,0015% კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე) ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ ტაფლუპროსტის აბსორბცია წყლალწყალა ნამში იყო ანალოგიური.

განაწილება

მაიმუნებში ჩატარებულ კვლევებში არ აღინიშნებოდა რადიოაქტიურ-მარკერიანი ტაფლუპროსტის სპეციფიკური განაწილება თვალის ფერად გარსში, ცილიარულ სხეულში ან სისხლძარღვოვან გარსში ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის ჩათვლით, რაც მეტყველებს პრეპარატის დაბალ მსგავსებაზე მელანინის პიგმენტთან. ვირთხებზე სხეულის ავტორადიოგრაფიული მეთოდით კვლევაში რადიოაქტივობის მაქსიმალური კონცენტრაცია დაღმავალი თანმიმდევრობით შეიმჩნეოდა რქოვანაზე, ქუთუთოებზე, სკლერაზე და ფერად გარსზე. თვალის გარდა რადიოაქტივობა ვრცელდებოდა საცრემლე აპარატზე, სასაზე, საყლაპავზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, თირკმლებზე, ღვიძლზე, ნაღვლისა და შარდის ბუშტებზე.

ტაფლუპროსტის მჟავის დაკავშირება ადამიანის პლაზმის ალბუმინთან in vitro შეადგენს 99%-ს 500ნგ/მლ ტაფლუპროსტის მჟავისათვის.

ბიოტრანსფორმაცია

ტაფლუპროსტის მეტაბოლიზმის ძირითად გზას ადამიანის ორგანიზმში, in vitro კვლევისას, წარმოადგენს ჰიდროლიზი ტაფლუპროსტ-მჟავის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და შემდეგ ბეტა-ჟანგვა ფარმაკოლოგიურად არააქტიური 1,2 დინორ და 1,2,3,4 ტეტრანორ ტაფლუპროსტის მჟავების წარმოქმნით, რომლებიც შესაძლოა იყოს გლუკურონირებული ან ჰიდროქსილირებული. ციტოქრომების P450 (CYP) ფერმენტული სისტემა არ მონაწილეობს ტაფლუპროსტ მჟავის მეტაბოლიზმში. რაფინირებული ენზიმებით კურდღლის რქოვანას ქსოვილებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ტაფლუპროსტის მჟავის ეთერულ ჰიდროლიზზე პასუხისმგებელ ძირითად ესთერაზას წარმოადგენს კარბოქსილესთერაზა. ჰიდროლიზს ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ბუტირილქოლინესტერაზამ, მაგრამ არა აცეტილქოლინესტერაზამ.

გამოყოფა

ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში, 3H-ტაფლუპროსტის ერთჯერადი ინსტილაციის შემდეგ (0,005% ოფთალმოლოგიური ხსნარი, 5 მკლ/თვალი) ორივე თვალში 21 დღის განმავლობაში, საერთო რადიაქტიური დოზის დაახლოებით 87% გამოვლენილი იქნა ექსკრემენტებში. შარდთან ერთად გამოიყოფოდა საერთო დოზის დაახლოებით 27-38%, ხოლო 44-58% განავალთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი

ინფორმაცია პაციენტებისთვის

ტაფლოტანი® ბკ

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ტაფლოტანი® ბკ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტაფლუპროსტი

სამკურნალო ფორმა: თვალის წვეთები

გამოყენების ჩვენებები

მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოფთალმოჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში:

ვისთვისაც ნაჩვენებია უკონსერვანტო თვალის წვეთები;

მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს;

მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატების აუტანლობით ან ამ პრეპარატების მიმართ უკუჩვენების დროს

დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან ერთად.

ტაფლოტანი® ბკ ნაჩვენებია მოზრდილებში 18 წლიდან.

უკუჩვენებები

გაზრდილი მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ტაფლუპროსტის ან სხვა ნებისმიერი ჩამოთვლილი დამხმარე კომპონენტისადმი.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ტაფლუპროსტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, ამ კატეგორიის პაციენტებისათვის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ქალები შვილოსნობის უნარით/კონტრაცეფცია

ტაფლოტანი® ბკ არ უნდა გამოიყენონ შვილოსნობის ასაკის და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა, თუ ისინი არ იყენებენ ადექვატურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.

ფერტილობა

ვირთხების ორივე სქესის წარმომადგენლებში ინტრავენურად ტაფლუპროსტის 100 მკგ/კგ-მდე/დღეში შეყვანისას შეჯვარების და შობადობის უნარი დარჩა უცვლელი.

ორსულობა

ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში ტაფლუპროსტის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ტაფლუფროსტს შეუძლია ჰქონდეს საზიანო ფარმაკოლოგიური ზემოქმედება ორსულობაზე ან/და ნაყოფზე ან/და ახალშობილზე. ცხოველებზე გამოკვლევებმა აჩვენა რეპროდუქტიულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედება. ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული ტაფლოტანი® ბკ-ს გამოყენება ორსულობის დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია (სიტუაციებში, როდესაც არ არსებობს მკურნალობის სხვა ალტერნატიული ვარიანტები).

ძუძუთი კვება

უცნობია, ექსკრეტირდება თუ არა ტაფლუპროსტი ან/და მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში. ვირთხებზე გამოკვლევებისას დადგენილი იქნა ტაფლუპროსტის ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ამიტომ ტაფლუპროსტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზა - პრეპარატის ტაფლოტანი® ბკ ერთი წვეთი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში ერთხელ საღამოს.

დოზა მკაცრად უნდა იქნეს შეყვანილი დღეში ერთხელ, რადგანაც პრეპარატის უფრო ხშირ გამოყენებას შეუძლია შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის.

გამოყენება თირკმლების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას

გამოკვლევები ტაფლუპროსტის გამოყენებაზე პაციენტებში ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ ჩატარებულა, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

გამოყენების მეთოდი

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ფლაკონის სწორ გამოყენებაზე. პირველი გამოყენებისას, თვალში ჩაწვეთების წინ, პაციენტმა პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ფლაკონის გამოყენება, ნელა მოუჭიროს მას ხელი იმისათვის, რათა გადმოადინოს ხსნარის ერთი წვეთი თვალში ჩაუწვეთებლად. პაციენტმა უნდა გაიაროს პრაქტიკა მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ შეძლებს თვალში ერთხელ ერთი წვეთის ჩაწვეთებას, ამოირჩევს რა შედარებით მოხერხებულ მდგომარეობას ჩაწვეთებისათვის (მჯდომარე, ზურგზე დაწოლილი ან სარკის წინ მდგარი). წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მიზანშეწონილი იყოს იმავე სამკურნალო საშუალების კონსერვანტის გარეშე ალტერნატიული ვარიანტის გამოყენება ერთჯერადი გამოყენების ტუბი-საწვეთურში.

იმისათვის, რომ აღკვეთილ იქნეს ხსნარის პოტენციური დაბინძურება, პაციენტები არ უნდა შეეხონ ქუთუთოებს, თვალის გარშემო მიდამოებს ან სხვა ზედაპირებს ფლაკონის წვერით.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება, თუ პლასტმასის რგოლი ფლაკონის ყელის გარშემო არ არის ან დაზიანებულია. აღნიშნეთ ფლაკონის გახსნის თარიღი იმ ადგილზე, რომელიც აღნიშნულია მუყაოს კოლოფზე.

იმისათვის, რომ შემცირებული იქნეს კანის გამუქების რისკი ქუთუთოზე, პაციენტებმა უნდა მოიშორონ ზედმეტი ხსნარი კანიდან. ისევე როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას, რეკომენდებულია ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზია (თვალის შიდა კუთხის არის მიჭერა საჩვენებელი თითით) ან ქუთუთოების ფრთხილი დახურვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამას შეუძლია შეამციროს მისი სისტემური შეწოვა.

რამდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას ინტერვალები მათ გამოყენებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთი.

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების ყოველი გამოყენების წინ:

დაიბანეთ ხელები.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას მოაშორეთ თავსახურის დამცავი რგოლი, დამცავი რგოლის შვერილის მოქაჩვით.

გახსენით ფლაკონი თავსახურის მობრუნებით.

ფლაკონის პირველი გამოყენებისას, გადაღვარეთ პირველი წვეთი გვერდზე.

დაიკავეთ ფლაკონი ცერა და შუა თითებს შორის.

გადაწიეთ თავი უკან ან დაწექით ზურგზე. დაიდეთ ხელი შუბლზე. საჩვენებელი თითი მოთავსებული უნდა იყოს წარბების დონეზე ან ცხვირის ფუძესთან.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფლაკონის წვერი არ შეეხოს თვალს, კანს თვალის ირგვლივ ან თითებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის დაბინძურება.

ჩამოქაჩეთ ქვედა ქუთუთო მეორე ხელით და აიხედეთ ზევით. ფრთხილად მოუჭირეთ ხელი ფლაკონს და გადმოადინეთ ერთი წვეთი ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის სივრცეში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შესაძლებელია დროში მცირე შეფერხება ფლაკონის მოჭერასა და წვეთის გადმოდინებას შორის. არ მოუჭიროთ ხელი ფლაკონს ძალიან ძლიერად.

დახუჭეთ თვალი და მიაჭირეთ ხელი თვალის შიდა კუთხეს დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ წვეთის მოხვედრა საცრემლე არხში.

მოაშორეთ ხსნარის ზედმეტი ოდენობა თვალის გარშემო კანის ზედაპირიდან ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირების მიზნით.

შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთჯერადად ქვემო მიმართულებით, რათა წვერიდან მოშორებული იქნას ხსნარის ნარჩენი. არ შეეხოთ და არ გაამშრალოთ საწვეთურის წვერი.

მოარგეთ თავსახური ფლაკონს და მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

მას შემდეგ, რაც ხსნარის საჭირო რაოდენობა გახარჯულ იქნება 28 დღის განმავლობაში, ფლაკონში ჩარჩება ხსნარის ნარჩენი მოცულობა, რომელიც უდრის დაახლოებით 1 მლ-ს. არ შეეცადოთ ჩარჩენილი სამკურნალო პრეპარატის ამოღებას.

თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, გაიმეორეთ სამკურნალო პრეპარატის შეყვანა.

თუ ექიმმა დანიშნა ორივე თვალის მკურნალობა, გაიმეორეთ 6-9 პუნქტები მეორე თვალისათვის.

არასასურველი რეაქციები

კლინიკური კვლევებისას 1400-ზე მეტმა პაციენტმა ჩაიტარა ტაფლუპროსტით მკურნალობა - ან მონოთერაპიის სახით, ან დამატებითი პრეპარატის სახით 0,5% თიმოლოლით მკურნალობისას. მკურნალობასთან დაკავშირებული უფრო ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქცია იყო თვალის ჰიპერემია. ის აღენიშნებოდა იმ პაციენტების დაახლოებით 13%-ს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ კონსერვანტიანი ტაფლუპროსტის კვლევებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტეს შემთხვევებში ჰიპერემია იყო ზომიერი და გამოიწვია საშუალოდ პაციენტების 0,4%-ის მონაწილეობის შეწყვეტა ძირითად კვლევებში. 3-თვიანი კვლევის III ფაზაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 0,0015% უკონსერვანტო ტაფლუპროსტის შემადგენლობის შედარებისას ასევე უკონსერვანტო თიმოლოლთან, თვალის ჰიპერემია აღენიშნებოდა ტაფლუპროსტის მიმღები პაციენტების 4,1% -ში (13/320).

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტაფლუპროსტის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იტყობინებოდნენ მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ მაქსიმალური დაკვირვების პერიოდის შემდეგ 24 თვის განმავლობაში.

თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია კლებადი სიხშირის მიხედვით.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი (1/100-დან <1/10-მდე): თავის ტკივილი

დარღვევები თვალის მხრივ

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე): ქავილი თვალებში, თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალების/კონიუნტქიტივის ჰიპერემია, წამწამების ცვლილება (წამწამების სიგრძის, სისქის და რაოდენობის გაზრდა), თვალების სიმშრალე, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, წამწამების ფერის ცვლილება, ქუთუთოების ერითემა, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ფოტოფობია, გაზრდილი ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატება.

არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე): ქუთუთოების პიგმენტაცია, ქუთუთოების შეშუპება, ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, გამონადენი თვალებიდან, ბლეფარიტი, დარღვევები წინა კამერის უჯრედების მხრივ, თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, თვალის წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, კონიუნქტივის პიგმენტაცია, კონიუნქტივალური ფოლიკულები, ალერგიული კონიუნქტივიტი და თვალებში ანომალური შეგრძნებები.

უცნობია (ვერ იქნება შეფასებული არსებული მონაცემების საფუძველზე: ირიტი/უვეიტი, ქუთუთოს ღარის ჩაღრმავება, მაკულარული შეშუპება/მაკულის კისტოიდური შეშუპება.

იშვიათად ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა რქოვანას კალციფიკაციის შწმთხვევები რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებებით, რომლებიც ასოცირებული იყო თვალის წვეთებში არსებული ფოსფატის გამოყენებასთან.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ

უცნობია (ვერ იქნება შეფასებული არსებული მონაცემების საფუძველზე): ასთმის გამწვავება, დისპნოე.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე): ქუთუთოების ჰიპერტრიქოზი.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს ბმულზე: www.pharm.am ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+37410) 200505 და (+37496) 220505. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

დოზის გადაჭარბება

თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ტაფლუპროსტის სისტემური კონცენტრაციები თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ძალიან დაბალია. ამიტომ სპეციალური კვლევები ტაფლუპროსტის სპეციფიკური ჯვარედინი ურთიერთქმედების შესასწავლად სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი ერთდროულად იქნა გამოყენებული თიმოლოლთან ერთად და ამასთან ჯვარედინი ურთიერთქმედების არანაირი ნიშანი არ იყო დაფიქსირებული.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ წამწამების ზომაზე მეტად გაზრდის, ქუთუთოების კანის გამუქებისა და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერების შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ამ ცვლილებებიდან შეიძლება იყოს პერმანენტული ხასიათის და ამას შეუძლია გამოიწვიოს თვალებს შორის გარეგნული სხვაობა, თუ მკურნალობა უტარდებოდა მხოლოდ ერთ თვალს.

ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილება ნელა მიმდინარეობს და რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. თვალების ფერის ცვლილება შეიმჩნევა უპირატესად შერეული ფერების ფერადი გარსის მქონე პაციენტებში, მაგალითად, თუ თვალები მოყავისფრო-ცისფერია, მონაცრისფრო-ყავისფერია, მოყვითალო-მოყავისფრო ან მომწვანო-მოყავისფროა. არსებობს სამუდამო ჰეტეროქრომიის რისკის ალბათობა, თუ მკურნალობა ტარდება მხოლოდ ერთ თვალზე.

არსებობს თმების გაზრდის ალბათობა იმ არეებში, სადაც ტაფლუპროსტის ხსნარი მრავალჯერადად შედის კონტაქტში კანის ზედაპირთან.

არ არსებობს ტაფლუპროსტის გამოყენების გამოცდილება ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი ან თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევებში. არსებობს მხოლოდ ტაფლუპროსტით მკურნალობის შეზღუდული გამოცდილება პაციენტებისათვის აფაკიით, პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის შემთხვევებში.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ტაფლუპროსტით იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აქვთ აფაკია, არტიფაკია, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანება ან წინა კამერის ბროლის დაზიანება ან პაციენტებისათვის, რომლებსაც დაუდგინდათ მაკულის კისტოიდური შეშუპების ან ირიტის/უვეიტის განვითარების რისკის ფაქტორები.

პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში არ არსებობს. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნეს დანიშნული.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტაფლუპროსტს გააჩნია უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის დროებითი დაბინდვის დროს პაციენტმა უნდა დაიცადოს, სანამ მხედველობა მთლიანად არ აღდგება, სანამ დაკავდება ავტომობილის მართვით ან მექანიზმებთან მუშაობით.

ტაფლოტანი® ბკ შეიცავს ფოსფატებს

სამკურნალო პრეპარატის ყოველ წვეთში ასევე შედის დაახლოებით 0,04 მგ ფოსფატები, რაც 1,2 მგ/მლ-ის ექვივალენტურია. თუ გაქვთ რქოვანას სერიოზული დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფოსფატებს შეუძლია გამოიწვიოს რქოვანას შემღვრევა მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 15 მკგ/მლ

დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან დამზადებულ 3 მლ გამჭვირვალე ფლაკონში თეთრი, დასაჭერი Aptar ტიპის ოფთალმოლოგიური დოზატორით (პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, ოლეფინის ციკლური თანაპოლიმერი) ლურჯი ფერის პოლიეთილენის თავსახურით, 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

გამოყენებული უნდა იქნეს ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვა

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 2°C-8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში შუქისაგან დაცულ ადგილას.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან მისი ნარჩენები უტილიზირებული უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სს სანტენი, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი.

მწარმოებელი

ტუბილუქს ფარმა, ს.პ.ა., ვია კოსტარიკა, 20/22, 00071 პომეცია (რმ), იტალია.

ხარისხის კონტროლის სერტიფიკატის გამცემი

სს სანტენი, კელლოპორტინკატუ 1, 33100 ტამპერე, ფინეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა