პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტაფლობესტი

TAFLOBEST

რეცეპტით0,015მგ/მლინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

მომატებული ინტრაოკულარული წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოკულარული ჰიპერტენზიის დროს. მონოთერაპიის სახით პაციენტებში: - რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ პირველი ხაზის თერაპიაზე; - არატოლერანტული არიან ან აღენიშნებათ პირველი ხაზის თერაპიის უკუჩვენება ბეტა-ბლოკერებისადმი დამატებითი თერაპიის სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტაფლუპროსტი (tafluprost)
ფორმა და შეფუთვა
0,015მგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr.1C) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr.1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
ATC კოდი
S01EE05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044713
რეგისტრირებულია
3 თებერვალი 2026, მოქმედებს 3 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაფლობესტი და სხვა წამალი ერთად

ტაფლობესტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მომატებული ინტრაოკულარული წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოკულარული ჰიპერტენზიის დროს.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში:

  • რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ პირველი ხაზის თერაპიაზე;
  • არატოლერანტული არიან ან აღენიშნებათ პირველი ხაზის თერაპიის უკუჩვენება

ბეტა-ბლოკერებისადმი დამატებითი თერაპიის სახით.

ტაფლობესტი 0.015 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზაა ტაფლობესტის ერთი წვეთი, დაზიანებული თვალის კონიუნქტივის ტომარაში, დღეში ერთხელ, საღამოს.

დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში ერთხელ მიღებას, რადგან უფრო ხშირად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.

პედიატრული პოპულაცია

ტაფლუპროსტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წელზე უმცროს ასაკში და ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება თირკმელების/ღვიძლის დაზიანების დროს

ტაფლუპროსტი შესწავლილი არ არის თირკმელების/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში და აქედან გამომდინარე ამგვარ პირებში უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

მიღების მეთოდი

ხსნარის პოტენციური დაბინძურების პრევენციისთვის, პაციენტი ფლაკონის აპლიკატორით არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მათ გარშემო მიდამოს და ზედაპირებს.

ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირებისთვის, პაციენტებმა ზედმეტი ხსნარი უნდა მოიშორონ. როგორც ყველა თვალის წვეთების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს მსუბუქად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს თვალში ჩაწვეთებული სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტი, მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ტაფლუპროსტის ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ წამწამების ზრდის, ქუთუთოების კანის გამუქების და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატების შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ეს ცვლილება შეიძლება იყოს პერმანენტული, შეიძლება გამოიწვიოს თვალებს შორის განსხვავება, მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობისას.

ფერადი გარსის ცვლილება ვითარდება ნელა და შეიძლება შესამჩნევი არ იყოს რამდენიმე თვის განმავლობაში. თვალის ფერის ცვლილება უმეტესად აღწერილია შერეული თვალის ფერის მქონე პაციენტებში, მაგ., ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. მუდმივი ჰეტეროქრომიის რისკი აშკარაა უნილატერალური შემთხვევებისას.

არ არსებობს ტაფლუპროსტის ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი ან კონგენიტალური გლაუკომის შემთხვევაში გამოყენების გამოცდილება. არსებობს მხოლოდ შეზღუდული ტაფლუპროსტის აფაკიის მქონე პაციენტებში და პიგმენტაციური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს გამოყენების გამოცდილება.

სიფრთხილეა საჭირო ტაფლუპროსტის გამოყენებისას აფაკიურ პაციენტებში, ფსევდოაფაკიურ პაციენტებში ლინზის უკანა ან წინა კამერის კაფსულის დარღვევით ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცისტოიდური მაკულარული შეშუპების ან ირიტის/უვეიტის ცნობილი რისკ-ფაქტორები.

არ არსებობს გამოცდილება მწვავე ასთმით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე ამგვარი პაციენტების მკურნალობა საჭიროა სიფრთხილით.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტაფლუპროსტი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. როგორც თვალის ნებისმიერი მკურნალობისას, თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა, პაციენტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმის გამოყენებამდე უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედება დაფიქსირებული არ არის ადამიანებში, რადგან ტაფლუპროსტის სისტემური კონცენტრაცია თვალში ჩაწვეთების შემდეგ ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი გამოიყენებოდა თიმოლოლთან ერთად, ურთიერთქმედების მტკიცებულების გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია

ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის/პოტენციალის მქონე ქალებში, თუ გამოყენებული არ იქნება ადეკვატური კონტრაცეფციული ზომები.

ორსულობა

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ტაფლუპროსტის ორსულ ქალებში გამოყენებაზე. ტაფლუპროსტს შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ფარმაკოლოგიური ეფექტი ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ცხოველებში კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. აქედან გამომდინარე, ტაფლობესტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა (როდესაც სხვა მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლაქტატში ტაფლუპროსტი ან მისი მეტაბოლიტები. ვირთაგვების კველვებმა აჩვენა ტაფლუპროსტის ან/და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ტაფლუპროსტის 100 გ/კგ/დღეში ინტრავენურად გამოყენებისას მდედრ და მამრ ვირთაგვებში გამრავლების შესაძლებლობა და ფერტილობა არ დაზიანდა.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში 1200-ზე მეტ პაციენტს მკურნალობდნენ ტაფლუპროსტის მონოთერაპიის ან თიმოლოლის 0.5%-ს დამხმარე თერაპიის სახით. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო ოკულარული ჰიპერემია. იგი განვითარდა პაციენტების დაახლოებით 13%-ში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში, ევროპაში და აშშ-ში. უმრავლეს შემთხვევაში ის იყო მსუბუქი და იწვევდა დისკომფორტს, ევროპაში და აშშ-ში ჩატარებული მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილე 13%-ში.

ის მსუბუქი იყო უმრავლეს შემთხვევაში და მკურნალობის მოხსნას იწვევდა საშუალოდ პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდნენ.

მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი ეფექტები აღწერილი იყო ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში ევროპაში და აშშ-ში, მაქსიმუმ 12 თვიანი გამოყენების შემდეგ:

სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები აღწერილია კლებადი სიხშირით.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი (>1/100 - <1/10): თავის ტკივილი

თვალის მხრის დარღვევები

ძალიან ხშირი (>1/10): კონიუნქტივალური/ოკულარული ჰიპერემია.

ხშირი (>1/100 - <1/10): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების ცვლილებები (სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება), თვალის სიმშრალე, წამწამების დისკოლორაცია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს ერითემა, მხედველობის დაბინდვა, გაზრდილი ცრემლდენა, ბლეფარული პიგმენტაცია, თვალის გამოშრობა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ფოტოფობია ქუთუთოს შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა.

ნაკლებად ხშირი (>1/1,000 - <1/100): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი (SPK), ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, ბლეფარიტი, ოკულარული დისკომფორტი, წინა კამერის ანთება, კონიუნქტივალური ფოლიკულები, ალერგიული კონიუნქტივიტი, წინა კამერის უჯრედების, კონიუნქტივის პიგმენტაცია და თვალში ანომალური შეგრძნება.

უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია): ირიტი/უვეიტი

რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები აღწერილია ძალიან იშვიათად ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში მნიშვნელოვნად დაზიანებული რქოვანით.

რესპირატორული დარღვევები

უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ასთმის გამწვავება, ქოშინი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ნაკლებად ხშირი (>1/1,000 - <1/100): ქუთუთოს ჰიპერტრიქოზი.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევა აღწერილი არ არის. თვალში ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

შემადგენლობა

ერთი მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიცავს 15 მიკროგრამ ტაფლუპროსტს.

შემავსებლები: დინატრიუმ ედეტატი, გლიცეროლი, ბორის მჟავა, ტილოქსაპოლი, პოლიქვატერნიუმ-1, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და მარილმჟავა (pH სარეგულაციოდ), გასუფთავებული წყალი.

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, პროსტაგლანდინის ანალოგები.

ათქ კოდი: S01EE05

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შენახვის პირობები

3 წელი.

ფლაკონის გახნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენონ 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD., (საქართველო)

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტაფლუპროსტი არის პროსტაგლანდინ F2α-ს ფუორინებული ანალოგი. ტაფლუპროსტის მჟავა, ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, არის ადამიანის პროსტანოიდული FP-რეცეპტორის ძლიერი და სელექციური აგონისტი. ტაფლუპროსიტის მჟავას გააჩნია FP რეცეპტორისადმი 12-ჯერ უფრო მაღალი აფინურობა, ვიდრე ლატანოპროსტს. მაიმუნებში ფარმაკოდინამიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ ტაფლუპროსტი ამცირებს ინტრაოკულურ წნევას სითხის უვეოსკლერული გადინების გაძლიერებით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

დღეში ერთხელ ერთი წვეთი ტაფლუპროსტის 0.0015% თვალის წვეთების, 8 დღის განმავლობაში მიღებისას, პლაზმაში ტაფლუპროსტის მჟავას კონცენტრაცია დაბალი იყო და მსგავსი პროფილები ჰქონდა პირველ და მერვე დღეს. პლაზმაში კონცენტრაციამ პიკს მიაღწია დოზირებიდან 10 წუთში და დაქვეითდა განსაზღვრადზე ქვედა დონემდე (10 პგ/მლ) ერთი საათის შემდეგ. საშუალო Cmax (24.4 და 31.4 პგ/მლ) და AUC0-last (405.9 და 581.1 პგ*წთ/მლ) მნიშვნელობები მსგავსი იყო პირველ და მერვე დღეს, რაც მიანიშნებდა, რომ პრეპარატის მყარი კონცენტრაცია მიღწეული იყო პირველი კვირის განმავლობაში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა სისტემურ ბიოშეღწევადობაში კონსერვანტების შემცველ და არაშემცველ ფორმულებს შორის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტაფლობესტი

TAFLOBEST

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ტაფლობესტი 0.015 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტაფლუპროსტი

ფარმაცევტული ფორმა

თვალის წვეთები, ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

შემადგენლობა

ერთი მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიცავს 15 მიკროგრამ ტაფლუპროსტს.

შემავსებლები: დინატრიუმ ედეტატი, გლიცეროლი, ბორის მჟავა, ტილოქსაპოლი, პოლიქვატერნიუმ-1, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და მარილმჟავა (pH სარეგულაციოდ), გასუფთავებული წყალი.

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, პროსტაგლანდინის ანალოგები.

ათქ კოდი: S01EE05

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ტაფლუპროსტი არის პროსტაგლანდინ F2α-ს ფუორინებული ანალოგი. ტაფლუპროსტის მჟავა, ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, არის ადამიანის პროსტანოიდული FP-რეცეპტორის ძლიერი და სელექციური აგონისტი. ტაფლუპროსიტის მჟავას გააჩნია FP რეცეპტორისადმი 12-ჯერ უფრო მაღალი აფინურობა, ვიდრე ლატანოპროსტს. მაიმუნებში ფარმაკოდინამიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ ტაფლუპროსტი ამცირებს ინტრაოკულურ წნევას სითხის უვეოსკლერული გადინების გაძლიერებით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

დღეში ერთხელ ერთი წვეთი ტაფლუპროსტის 0.0015% თვალის წვეთების, 8 დღის განმავლობაში მიღებისას, პლაზმაში ტაფლუპროსტის მჟავას კონცენტრაცია დაბალი იყო და მსგავსი პროფილები ჰქონდა პირველ და მერვე დღეს. პლაზმაში კონცენტრაციამ პიკს მიაღწია დოზირებიდან 10 წუთში და დაქვეითდა განსაზღვრადზე ქვედა დონემდე (10 პგ/მლ) ერთი საათის შემდეგ. საშუალო Cmax (24.4 და 31.4 პგ/მლ) და AUC0-last (405.9 და 581.1 პგ*წთ/მლ) მნიშვნელობები მსგავსი იყო პირველ და მერვე დღეს, რაც მიანიშნებდა, რომ პრეპარატის მყარი კონცენტრაცია მიღწეული იყო პირველი კვირის განმავლობაში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა სისტემურ ბიოშეღწევადობაში კონსერვანტების შემცველ და არაშემცველ ფორმულებს შორის.

თერაპიული ჩვენება

მომატებული ინტრაოკულარული წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოკულარული ჰიპერტენზიის დროს.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში:

  • რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ პირველი ხაზის თერაპიაზე;
  • არატოლერანტული არიან ან აღენიშნებათ პირველი ხაზის თერაპიის უკუჩვენება

ბეტა-ბლოკერებისადმი დამატებითი თერაპიის სახით.

ტაფლობესტი 0.015 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.

დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება

რეკომენდებული დოზაა ტაფლობესტის ერთი წვეთი, დაზიანებული თვალის კონიუნქტივის ტომარაში, დღეში ერთხელ, საღამოს.

დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში ერთხელ მიღებას, რადგან უფრო ხშირად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.

პედიატრული პოპულაცია

ტაფლუპროსტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წელზე უმცროს ასაკში და ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება თირკმელების/ღვიძლის დაზიანების დროს

ტაფლუპროსტი შესწავლილი არ არის თირკმელების/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში და აქედან გამომდინარე ამგვარ პირებში უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

მიღების მეთოდი

ხსნარის პოტენციური დაბინძურების პრევენციისთვის, პაციენტი ფლაკონის აპლიკატორით არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მათ გარშემო მიდამოს და ზედაპირებს.

ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირებისთვის, პაციენტებმა ზედმეტი ხსნარი უნდა მოიშორონ. როგორც ყველა თვალის წვეთების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს მსუბუქად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს თვალში ჩაწვეთებული სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტი, მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენება

ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ტაფლუპროსტის ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

არასასურველი ეფექტები

კლინიკურ კვლევებში 1200-ზე მეტ პაციენტს მკურნალობდნენ ტაფლუპროსტის მონოთერაპიის ან თიმოლოლის 0.5%-ს დამხმარე თერაპიის სახით. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო ოკულარული ჰიპერემია. იგი განვითარდა პაციენტების დაახლოებით 13%-ში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში, ევროპაში და აშშ-ში. უმრავლეს შემთხვევაში ის იყო მსუბუქი და იწვევდა დისკომფორტს, ევროპაში და აშშ-ში ჩატარებული მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილე 13%-ში.

ის მსუბუქი იყო უმრავლეს შემთხვევაში და მკურნალობის მოხსნას იწვევდა საშუალოდ პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდნენ.

მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი ეფექტები აღწერილი იყო ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში ევროპაში და აშშ-ში, მაქსიმუმ 12 თვიანი გამოყენების შემდეგ:

სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები აღწერილია კლებადი სიხშირით.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი (>1/100 - <1/10): თავის ტკივილი

თვალის მხრის დარღვევები

ძალიან ხშირი (>1/10): კონიუნქტივალური/ოკულარული ჰიპერემია.

ხშირი (>1/100 - <1/10): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების ცვლილებები (სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება), თვალის სიმშრალე, წამწამების დისკოლორაცია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს ერითემა, მხედველობის დაბინდვა, გაზრდილი ცრემლდენა, ბლეფარული პიგმენტაცია, თვალის გამოშრობა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ფოტოფობია ქუთუთოს შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა.

ნაკლებად ხშირი (>1/1,000 - <1/100): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი (SPK), ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, ბლეფარიტი, ოკულარული დისკომფორტი, წინა კამერის ანთება, კონიუნქტივალური ფოლიკულები, ალერგიული კონიუნქტივიტი, წინა კამერის უჯრედების, კონიუნქტივის პიგმენტაცია და თვალში ანომალური შეგრძნება.

უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია): ირიტი/უვეიტი

რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები აღწერილია ძალიან იშვიათად ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში მნიშვნელოვნად დაზიანებული რქოვანით.

რესპირატორული დარღვევები

უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ასთმის გამწვავება, ქოშინი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ნაკლებად ხშირი (>1/1,000 - <1/100): ქუთუთოს ჰიპერტრიქოზი.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ წამწამების ზრდის, ქუთუთოების კანის გამუქების და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატების შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ეს ცვლილება შეიძლება იყოს პერმანენტული, შეიძლება გამოიწვიოს თვალებს შორის განსხვავება, მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობისას.

ფერადი გარსის ცვლილება ვითარდება ნელა და შეიძლება შესამჩნევი არ იყოს რამდენიმე თვის განმავლობაში. თვალის ფერის ცვლილება უმეტესად აღწერილია შერეული თვალის ფერის მქონე პაციენტებში, მაგ., ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. მუდმივი ჰეტეროქრომიის რისკი აშკარაა უნილატერალური შემთხვევებისას.

არ არსებობს ტაფლუპროსტის ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი ან კონგენიტალური გლაუკომის შემთხვევაში გამოყენების გამოცდილება. არსებობს მხოლოდ შეზღუდული ტაფლუპროსტის აფაკიის მქონე პაციენტებში და პიგმენტაციური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს გამოყენების გამოცდილება.

სიფრთხილეა საჭირო ტაფლუპროსტის გამოყენებისას აფაკიურ პაციენტებში, ფსევდოაფაკიურ პაციენტებში ლინზის უკანა ან წინა კამერის კაფსულის დარღვევით ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცისტოიდური მაკულარული შეშუპების ან ირიტის/უვეიტის ცნობილი რისკ-ფაქტორები.

არ არსებობს გამოცდილება მწვავე ასთმით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე ამგვარი პაციენტების მკურნალობა საჭიროა სიფრთხილით.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტაფლუპროსტი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. როგორც თვალის ნებისმიერი მკურნალობისას, თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა, პაციენტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმის გამოყენებამდე უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია

ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის/პოტენციალის მქონე ქალებში, თუ გამოყენებული არ იქნება ადეკვატური კონტრაცეფციული ზომები.

ორსულობა

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ტაფლუპროსტის ორსულ ქალებში გამოყენებაზე. ტაფლუპროსტს შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ფარმაკოლოგიური ეფექტი ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ცხოველებში კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. აქედან გამომდინარე, ტაფლობესტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა (როდესაც სხვა მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლაქტატში ტაფლუპროსტი ან მისი მეტაბოლიტები. ვირთაგვების კველვებმა აჩვენა ტაფლუპროსტის ან/და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ტაფლუპროსტის 100 გ/კგ/დღეში ინტრავენურად გამოყენებისას მდედრ და მამრ ვირთაგვებში გამრავლების შესაძლებლობა და ფერტილობა არ დაზიანდა.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედება დაფიქსირებული არ არის ადამიანებში, რადგან ტაფლუპროსტის სისტემური კონცენტრაცია თვალში ჩაწვეთების შემდეგ ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი გამოიყენებოდა თიმოლოლთან ერთად, ურთიერთქმედების მტკიცებულების გარეშე.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევა აღწერილი არ არის. თვალში ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

შეუთავსებლობა

უცნობია

კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

მინიმუმ 2.5 მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი მოთავსებულია 5 მლ ნომინალური მოცულობის პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლში, გამჭვირვალე საწვეთურით და კონტროლის რგოლის მქონე თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ერთი ეტიკეტირებული ბოთლი და ინსტრუქცია მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

ფლაკონის გახნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენონ 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD., (საქართველო)

მწარმოებელი

Rompharm Company SRL, (რუმინეთი)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა