პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტაუფონი

Taufon

ურეცეპტოდ40მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

რქოვანას და თვალის ბადურის დისტროფიული დაზიანებები, მათ შორის მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციები; ხანდაზმულთა, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტები; როგორც საშუალება რეპარაციული პროცესების სტიმულაციისთვის რქოვანას ტრავმებისას; დამატებითი საშუალების სახით ღიაკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტაურინი (taurine)
ფორმა და შეფუთვა
40მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Farmak» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01XA
რეგისტრაციის ნომერი
რ-044621
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაუფონი და სხვა წამალი ერთად

ტაუფონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რქოვანას და თვალის ბადურის დისტროფიული დაზიანებები, მათ შორის მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციები; ხანდაზმულთა, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტები; როგორც საშუალება რეპარაციული პროცესების სტიმულაციისთვის რქოვანას ტრავმებისას; დამატებითი საშუალების სახით ღიაკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში.

ფლაკონის გახსნა ხდება თავის ზედა ნაწილის გახვრეტის გზით ხუფის ბოლომდე დატრიალებით.

უშუალოდ გამოყენების წინ სასურველია პრეპარატის ფლაკონი დაიჭიროთ ხელში, სხეულის ტემპერატურამდე გასათბობად. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი 2-4 ჯერ დღე-ღამეში დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ ტომარაში.

მკურნალობის კურსი ტრავმის დროს შეადგენს 1 თვეს, კატარაქტის დროს – 3 თვეს (განმეორებით 1 თვიანი ინტერვალით).

ბადურის ტაპეტორეტინული დეგენერაციებისა და სხვა დისტროფიული დაავადებებისას, რქოვანას ჭრილობებისას პრეპარატი შეიყვანება კონიუნქტივის ქვეშ: 4%-იანი ხსნარი 0.3 მლ დოზით ერთხელ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ 6-8 თვის შემდეგ.

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს იწვეთებენ 2-3 წვეთს ორივე კონიუნქტივალურ ტომარაში დღეში 2-ჯერ ტიმოლოლის გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის, ამიტომ არ უნდა დაინიშნოს პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატი გამოიყენება ტიმოლოლთან ერთად ტიმოლოლის ჩაწვეთებამდე 20-30 წუთით ადრე.

სამკურნალო საშუალება შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, შენელებული).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტიმოლოლის თვალის წვეთებთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება თვალშიდა წნევის, ასევე არტერიული წნევის დაწევის გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი

პრეპარატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები ალერგიული კონიუნქტივიტის სახით, რომლებიც გამოწვეულია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის კომპონენტების მიმართ. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალების ქავილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვა და ჭრის შეგრძნება თვალებში).

ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტაურინი;

1 მლ წვეთი შეიცავს 40 მგ ტაურინს;

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. თვალის წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

შენახვის პირობები

2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ – 28 დღე-ღამე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 მლ ფლაკონში. კოლოფში 1 ფლაკონი.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ტროფიკული საშუალებები.

ათქ კოდი: S01X A.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტაურინი მიეკუთვნება ამინომჟავებს, რომლებიც ასტიმულირებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს თვალის ბადურის დისტროფიული ხასიათის დაავადებებისას, თვალის ქსოვილების ტრავმული დაზიანებებისას, პათოლოგიური პროცესებისას, რომლებსაც თან ახლავს ამ ქსოვილების მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა. როგორც ამინომჟავა გოგირდის შემცველობით, პრეპარატი ხელს უწყობს უჯრედოვანი მემბრანების ფუნქციების ნორმალიზებას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების ოპტიმიზაციას, უჯრედების ციტოპლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას, სინაპტიკური გადაცემის შეფერხებას (ნეირომედიატორული როლი).

ფარმაკოკინეტიკა

ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალში, სადაც ახდენს კიდეც თავის სპეციფიკურ მოქმედებას. თერაპიული დოზებით გამოყენებისას ტაურინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტაუფონი

(TAUFON)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

რქოვანას და თვალის ბადურის დისტროფიული დაზიანებები, მათ შორის მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციები; ხანდაზმულთა, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტები; როგორც საშუალება რეპარაციული პროცესების სტიმულაციისთვის რქოვანას ტრავმებისას; დამატებითი საშუალების სახით ღიაკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობისას.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ტიმოლოლის თვალის წვეთებთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება თვალშიდა წნევის, ასევე არტერიული წნევის დაწევის გაძლიერება.

გამოყენების თავისებურებანი

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატი გამოიყენება ტიმოლოლთან ერთად ტიმოლოლის ჩაწვეთებამდე 20-30 წუთით ადრე.

სამკურნალო საშუალება შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, შენელებული).

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი

პრეპარატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას შესწავლილი არ არის.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში.

ფლაკონის გახსნა ხდება თავის ზედა ნაწილის გახვრეტის გზით ხუფის ბოლომდე დატრიალებით.

უშუალოდ გამოყენების წინ სასურველია პრეპარატის ფლაკონი დაიჭიროთ ხელში, სხეულის ტემპერატურამდე გასათბობად. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი 2-4 ჯერ დღე-ღამეში დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ ტომარაში.

მკურნალობის კურსი ტრავმის დროს შეადგენს 1 თვეს, კატარაქტის დროს – 3 თვეს (განმეორებით 1 თვიანი ინტერვალით).

ბადურის ტაპეტორეტინული დეგენერაციებისა და სხვა დისტროფიული დაავადებებისას, რქოვანას ჭრილობებისას პრეპარატი შეიყვანება კონიუნქტივის ქვეშ: 4%-იანი ხსნარი 0.3 მლ დოზით ერთხელ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ 6-8 თვის შემდეგ.

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს იწვეთებენ 2-3 წვეთს ორივე კონიუნქტივალურ ტომარაში დღეში 2-ჯერ ტიმოლოლის გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის, ამიტომ არ უნდა დაინიშნოს პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

გვერდითი რეაქციები

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები ალერგიული კონიუნქტივიტის სახით, რომლებიც გამოწვეულია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის კომპონენტების მიმართ. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალების ქავილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვა და ჭრის შეგრძნება თვალებში).

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ – 28 დღე-ღამე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 მლ ფლაკონში. კოლოფში 1 ფლაკონი.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი. სს “ფარმაკი”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქუჩა, 74.

ბოლო გადახედვის თარიღი: 25.01.2022.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა