პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ტანივირი

TANIVIR

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

გრიპის მკურნალობა ტანივირი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ჩვილების ჩათვლით, გრიპისთვის ტიპიური სიმპტომების არსებობისას, პოპულაციაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდში. ეფექტურობა დადასტურებულია თერაპიის დაწყების შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღის განმავლობაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოზელტამივირი (oseltamivir)
ფორმა და შეფუთვა
75მგ მყარი კაფსულა №10 (1X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნეურამინიდაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
J05AH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-038631
რეგისტრირებულია
13 ივლისი 2023, მოქმედებს 13 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატანივირი და სხვა წამალი ერთად

ტანივირი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გრიპის მკურნალობა

ტანივირი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ჩვილების ჩათვლით, გრიპისთვის ტიპიური სიმპტომების არსებობისას, პოპულაციაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდში. ეფექტურობა დადასტურებულია თერაპიის დაწყების შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღის განმავლობაში.

გრიპის პროფილაქტიკა

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კლინიკურად დიაგნოსტირებულ გრიპთან კონტაქტის შემდეგ პოპულაციაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდში.

პრეპარატის სათანადო გამოყენება გრიპის პროფილაქტიკისთვის უნდა განისაზღვროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებებისა და პოპულაციის დაცვის საჭიროებების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, ვირუსის მოცირკულირე შტამსა და ვაქცინას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში და პანდემიის დროს), შეიძლება განიხილებოდეს სეზონური პროფილაქტიკის შესაძლებლობა 1 წლიდან და უფროსი ასაკის პირებისთვის.

ტანივირი ნაჩვენებია გრიპის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკისთვის 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპის პანდემიის გავრცელების დროს.

ტანივირი არ ცვლის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციას.

გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ოსელტამივირის გამოყენებასთან დაკავშირებით სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის უნდა იქნას მიღებული გრიპის მოცირკულირე ვირუსების შესახებ მონაცემების, ყოველი სეზონისთვის მედიკამენტური მგრძნობელობის მოდელების შესახებ არსებული ინფორმაციის და სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებსა და პაციენტების პოპულაციაში დაავადების ზემოქმედების გათვალისწინებით.

გამოყენების წესიდა დოზირება

მოზრდილები და 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

მკურნალობა: რეკომენდირებული პერორალური დოზა შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მოზარდებში (13-17 წლის) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

˃ 40 კგ

75 მგ ორჯერ დღეში

75 მგ ორჯერ დღეში

  • იმუნიკომპრომეტირებული მოზრდილების და მოზარდების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა შეადგენს 10 დღეს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: რეკომენდირებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში მოზარდებსა (13-17 წლის) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

˃ 40 კგ

75 მგ ერთხელ დღეში

75 მგ ერთხელ დღეში

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 2 დღის განმავლობაში.

პროფილაქტიკა გრიპის ეპიდემიის დროს პოპულაციაში: რეკომენდირებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ეპიდემიის დროს შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს 1-ჯერ დღეში 6 კვირამდე პერიოდის განმავლობაში (ან 12 კვირამდე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები 1 წლიდან 12 წლამდე

მკურნალობა: წონის მიხედვით კორექტირებული დოზირების რეჟიმები, რომლებიც რეკომენდირებულია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობისთვის შეადგენენ:

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

10-15 კგ

30 მგ 2-ჯერ დღეში

30 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 15-23 კგ

45 მგ 2-ჯერ დღეში

45 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 23-40 კგ

60 მგ 2-ჯერ დღეში

60 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ 2-ჯერ დღეში

75 მგ 2-ჯერ დღეში

  • იმუნოკომპრომეტირებული ბავშვებისთვის (1 წლის და უფროსი ასაკის) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზა შეადეგნს:

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

მიღების წესი და დოზირება

10-15 კგ

30 მგ 1-ჯერ დღეში

30 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 15-23 კგ

45 მგ 1-ჯერ დღეში

45 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 23-40 კგ

60 მგ 1- ჯერ დღეში

60 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ 1-ჯერ დღეში

75 მგ 1-ჯერ დღეში

გრიპის ეპიდემიის პროფილაქტიკა პოპულაციაში: გრიპის ეპიდემიის დროს პროფილაქტიკა არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილები

მკურნალობა: რეკომენდირებული თერაპიული დოზა 0-დან 12 თვემდე ჩვილებისთვის შეადგენს 3 მგ/კგ ორჯერ დღეში. ეს ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილებში ამ დოზის გამოყენებისას ხდება პროწამლისა და აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციის უზრუნველყოფა, რომლებიც სავარაუდოდ უზრუნველყოფენ კლინიკურ ეფექტურობას და უსაფრთხოების პროფილს, რომელიც შესადარებელია ასეთთან მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში. 0-დან 12 თვემდე ჩვილების მკურნალობისთვის რეკომენდირებულია შემდეგი დოზირების სქემები:

სხეულის წონა*

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში **

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

3 კგ

9 მგ 2-ჯერ დღეში

9 მგ 2-ჯერ დღეში

4 კგ

12 მგ 2-ჯერ დღეში

12 მგ 2-ჯერ დღეში

5 კგ

15 მგ 2-ჯერ დღეში

15 მგ 2-ჯერ დღეში

6 კგ

18 მგ 2-ჯერ დღეში

18 მგ 2-ჯერ დღეში

7 კგ

21 მგ 2-ჯერ დღეში

21 მგ 2-ჯერ დღეში

8 კგ

24 მგ 2-ჯერ დღეში

24 მგ 2-ჯერ დღეში

9 კგ

27 მგ 2-ჯერ დღეში

27 მგ 2-ჯერ დღეში

10 კგ

30 მგ 2-ჯერ დღეში

30 მგ 2-ჯერ დღეში

  • ეს ცხრილი არ შეიცავს ამ პოპულაციის პაციენტების სხეულის წონის ყველა შესაძლო ვარიანტს. 1 წლამდე ასაკის ყველა პაციენტისთვის გამოიყენება 3 მგ/კგ დოზირება, პაციენტის სხეულის წონის მიუხედავად. თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.
  • * იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებისთვის (0-12 თვე) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

დოზირების ეს რეკომენდაციები არ არის შესაფერისი დღენაკლული ჩვილებისთვის, ე.ი. ბავშვებისთვის, რომელთა პოსტ-კონცეპტუალური ასაკი 36 კვირაზე ნაკლებია. პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის საკმარისი მონაცემები, მათ შეიძლება დასჭირდეთ განსხვავებული დოზირება ფსიქოფიზიოლოგიური ფუნქციების მოუმწიფებლობის გამო.

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: გრიპის პანდემიის აფეთქების დროს 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდირებული პროფილაქტიკური დოზა შეადგენს დღიური თერაპიული დოზის ნახევარს. ეს ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს, მიღებულს ახალშობილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, რაც აჩვენებს, რომ პროფილაქტიკური დოზა, რომელიც შეესაბამება თერაპიული დღიური დოზის ნახევარს, კლინიკურად ეფექტურია გრიპის პროფილაქტიკისთვის. 0-დან 12 თვემდე ჩვილებისთვის რეკომენდირებულია შემდეგი პროფილაქტიკური სქემა, ადაპტირებული ასაკის თანახმად:

ასაკი

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში **

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

0-12 თვე

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

პროფილაქტიკა გრიპის ეპიდემიის დროს პოპულაციაში: გრიპის ეპიდემიის დროს პროფილაქტიკა არ არის შესწავლილი 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში თერაპიის ან პროფილაქტიკის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ ჩატარებულა კვლევები ღვიძლის დაავადების მქონე ბავშვებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

გრიპის მკურნალობა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებსა და მოზარდებისთვის (13-17 წლის ასაკში) თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევებით. რეკომენდირებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზა

˃ 60 (მლ/წთ)

75 მგ ორჯერ დღეში

˃ 30-60 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 2-ჯერ დღეში

˃ 10-30 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 1-ჯერ დღეში

≤ 10 (მლ/წთ)

არ არის რეკომენდირებული (მონაცემები მიუწვდომელია)

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე*

30 მგ (სუსპენზია) ერთჯერადი დოზა

  • მონაცემები მიღებულია პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე (CAPD); მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება ავტომატიზირებული პერიტონეალური დიალიზის (APD) გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ საჭიროდ ჩათვლის ნეფროლოგი.

გრიპის პროფილაქტიკა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებისთვის (13-17 წლის ასაკში). რეკომენდირებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზა

˃ 60 (მლ/წთ)

75 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 30-60 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 1-ჯერ დღეში

˃ 10-30 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) ყოველ მეორე დღეს

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი მეორე სეანსის შემდეგ

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე*

30 მგ (სუსპენზია)კვირაში ერთჯერ

  • მონაცემები მიღებულია პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც CAPD-ზე იმყოფებიან; მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება APD-ს გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ საჭიროდ ჩათვლის ნეფროლოგი.

არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (12 წლის და უმცროსი ასაკის) დოზირების რეკომენდაციისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დარღვევების შემთხვევებისა.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

მკურნალობა: იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში გრიპის სამკურნალოდ თერაპიის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. დოზის კორექცია საჭირო არ არის. თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.

სეზონური პროფილაქტიკა: იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის განიხილება სეზონური პროფილაქტიკის 12 კვირამდე გაგრძელების შესაძლებლობა.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის. პაციენტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, შეიძლება მიიღონ მკურნალობა პრეპარატის სუსპენზიის შესაბამისი დოზებით.

პრეპარატის ექსტემპორალური მომზადება

თუ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი

სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მოსამზადებლად (6 მგ/მლ) არის სასურველი გამოშვების ფორმა პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა და პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზა. იმ შემთხვევაში, თუ სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მოსამზადებლად არ არის ხელმისაწვდომი, ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია კაფსულებიდან ან პაციენტს შეუძლია მოამზადოს იგი სახლში.

ფარმაცევტის მიერ წამლის მომზადება აფთიაქში სასურველია, ვიდრე სახლის პირობებში მომზადება.

როგორც ფარმაცევტის მიერ აფთიაქში, ასევე სახლში მომზადებული სუსპენზიის მისაღებად გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი მოცულობის დოზირების შპრიცი. ორივე შემთხვევისთვის სასურველია, რომ ნიშნები დაიდოს საჭირო მოცულობის აღსანიშნავად.

სუსპენზიის მომზადება აფთიაქში

სუსპენზია 6 მგ/მლ, მომზადებული ექსტემპორალურად კაფსულებიდან

მოზრდილები, მოზარდები, ჩვილები და 1 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა

ეს მეთოდიკა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების საკმარისი რაოდენობით მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის საჭიროა 10 დღიანი მკურნალობის კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს სუსპენზია პრეპარატ ტანივირის 75 მგ კაფსულებიდან, წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც ემატება კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, ითვლიან საერთო მოცულობას, რომელიც უნდა მომზადდეს და გაიცეს, რათა პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს 5-დღიანი მკურნალობის კურსით ან 10-დღიანი პროფილაქტიკური კურსით. საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 10 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 5 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სვეტზე, რომელშიც მითითებულია დანაკარგი გაზომვისას. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისათვის ითვლიან სუსპენზიის საერთო მოცულობას, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის საჭირო საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 20 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (ორ-ორი შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 10 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სვეტზე დანაკარგის მითითებით გაზომვის დროს.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე 5-დღიანი მკურნალობისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის.

სხეულის წონა (კგ)

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

დანაკარგის გათვალისწინების გარეშე გაზომვისას

დანაკარგის გათვალისწინებით გაზომვისას

10 კგ-დან 15 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

˃ 15 კგ 23 კგ-მდე

75 მლ

90 მლ ან 100 მლ*

˃ 23 კგ 40 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

˃ 40 კგ

125 მლ

137,5 მლ (ან 150 მლ)*

  • დამოკიდებულია გამოყენებული კაფსულების დოზაზე.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის

150 მლ

187,5 მლ

˃ 23 კგ 40 კგ-მდე

200 მლ

250 მლ

˃ 40 კგ

250 მლ

300 მლ

მეორე რიგში, განსაზღვრავენ კაფსულების და გამხსნელის რაოდენობას (წყლისა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით), რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (გამოთვლილის ზემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე), როგორც ეს აღწერილია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში.

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

75 მლ

6 კაფსულა (450 მგ)

74 მლ

100 მლ

8 კაფსულა (600 მგ)

98,5 მლ

125 მლ

10 კაფსულა (750 მგ)

123,5 მლ

137,5 მლ

11 კაფსულა (825 მგ)

136 მლ

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

125 მლ

10 კაფსულა (750 მგ)

123,5 მლ

187,5 მლ

15 კაფსულა (600 მგ)

185 მლ

250 მლ

20 კაფსულა (1500 მგ)

246,5 მლ

300 მლ

24 კაფსულა (1800 მგ)

296 მლ

მესამე, დაცული უნდა იქნას პრეპარატ ტანივირის კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადების პროცედურა:

მოათავსეთ წყლის მითითებული რაოდენობა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით, შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში.

გახსენით კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ მინის ჭიქაში კონსერვანტის შემცველი წყლით.

ურიეთ 2 წუთის განმავლობაში შესაბამისი შემრევი მოწყობილობის გამოყენებით.

შენიშვნა: ოსელტამივირის ფოსფატი ადვილად ხსნადია წყალში. სუსპენზიის წარმოქმნა განპირობებულია პრეპარატის ზოგიერთი უხსნადი დამხმარე ნივთიერებებით.

ჩაასხით სუსპენზია ყვითელი ფერის შუშის ან პოლიეთილენ ტერეფტალატის (PET) ბოთლში. შესაძლებელია ძაბრის გამოყენება დაღვრის თავიდან ასაცილებლად.

დახურეთ ბოთლი სპეციალური საცობით დაცვით ბავშვებისაგან.

ბოთლს მიაკარით დამატებითი ეტიკეტი წარწერით „გამოყენების წინ ფრთხილად შეანჯღრიეთ“.

შენიშვნა: მომზადებული სუსპენზია გამოყენებამდე ფრთხილად უნდა შეანჯღრიოთ, რათა შემცირდეს ჰაერის მოხვედრის ტენდენცია.

აცნობეთ მშობელს ან მეურვეს, რომ გადააგდონ ნებისმიერი დარჩენილი პროდუქტი მკურნალობის დასრულების შემდეგ. ეს ინფორმაცია რეკომენდირებულია დაემატოს ბოთლზე დამატებითი ეტიკეტის სახით ან აფთიაქის ეტიკეტზე ინფორმაციის სახით.

ბოთლზე მიაკარით ეტიკეტი ვარგისიანობის ვადით შენახვის პირობების შესაბამისად.

მიამაგრეთ ბოთლზე აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, ვარგისიანობის ვადას, სამკურნალო პრეპარატის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ფარმაცევტულ გაიდლაინებს. სწორი დოზირების ინსტრუქციები მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.

დოზირების ცხრილი სუსპენზიისთვის 6 მგ/მლ, მომზადებულის ექსტემპორალურად პრეპარატ ტანივირის კაფსულებისგან 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

მოცულობა დოზაზე

6 მგ/მლ

სამკურნალო დოზა

(5 დღეზე)

სამკურნალო დოზა

(10 დღეზე*)

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღეზე)

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ

5 მლ

5 მლ 2-ჯერ დღეში

5 მლ 2-ჯერ დღეში

5 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ

7,5 მლ

7,5 მლ 2-ჯერ დღეში

7,5 მლ 2-ჯერ დღეში

7,5 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ

10 მლ

10 მლ 2-ჯერ დღეში

10 მლ 2-ჯერ დღეში

10 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ

12,5 მლ

12,5 მლ 2-ჯერ დღში

12,5 მლ 2-ჯერ დღეში

12,5 მლ 1-ჯერ დღეში

  • იმუნოკომპრომეტირებული ბავშვებისთვის (1 წლის და უფროსი ასაკის) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

სუსპენზია გაიცემა გრადუირებულ შპრიცთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სუსპენზიის მცირე დოზების გასაზომად. შეძლებისდაგვარად გააკეთეთ ნიშნული შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის შესაბამისი დოზის შესაფერისი (ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით).

მწარე გემოს დასაფარად საჭირო დოზა შეურიეთ თანაბარი მოცულობის ტკბილ საკვებ პროდუქტს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის სოუსები (მაგალითად კარამელის ან ნაღების ფაჯის გემოთი).

1 წლამდე ასაკის ჩვილები

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს პრეპარატ ტანივირის 75 მგ კაფსულებიდან სუსპენზია წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც ემატება კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, გამოითვლება მთლიანი მოცულობა, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს. საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 10 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 5 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სვეტზე, რომელშიც მითითებულია დანაკარგი გაზომვის დროს.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის გამოითვლება სუსპენზიის საერთო მოცულობა, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის. საჭირო საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 20 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 10 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ სვეტზე დანაკარგის მითითებით გაზომვის დროს.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე 5-დღიანი მკურნალობის კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინების გარეშე

ერთიანი მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინებით

≤ 7 კგ

40 მლ-მდე

50 მლ

˃ 7 კგ 10 კგ-მდე

80 მლ-მდე

100 მლ

˃ 7 კგ 10 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

მეორე რიგში, განსაზღვრავენ კაფსულების და გამხსნელის რაოდენობას (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, როგორც კონსერვანტს), რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (გამოთვლილი ზემოთ მოცემული ცხრილის საფუძველზე), როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

50 მლ

4 კაფსულა (300 მგ)

49,5 მლ

75 მლ

6 კაფსულა (450 მგ)

74 მლ

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის)

  • მოათავსეთ წყლის მითითებული რაოდენობა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით, შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში.
  • გახსენით კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ მინის ჭიქაში კონსერვანტის შემცველი წყლით.
  • ურიეთ 2 წუთის განმავლობაში შესაბამისი შემრევი მოწყობილობის გამოყენებით.

შენიშვნა: ოსელტამივირის ფოსფატი ადვილად ხსნადია წყალში. სუსპენზიის ფორმირება განპირობებულია პრეპარატის ზოგიერთი უხსნადი დამხმარე ნივთიერებით.

  • ჩაასხით სუსპენზია ყვითელი ფერის შუშის ან პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. ძაბრის გამოყენება შესაძლებელია დაღვრის თავიდან ასაცილებლად.
  • დახურეთ ბოთლი სპეციალური საცობით ბავშვებისგან დასაცავად.
  • ბოთლს მიაკარით დამატებითი ეტიკეტი წარწერით „გამოყენების წინ ფრთხილად შეანჯღრიეთ“.

  • აცნობეთ მშობელს ან მეურვეს, რომ გადააგდონ ნებისმიერი დარჩენილი პროდუქტი მკურნალობის დასრულების შემდეგ. ეს ინფორმაცია რეკომენდირებულია დაემატოს ბოთლზე დამატებითი ეტიკეტის სახით ან აფთიაქის ეტიკეტზე ინფორმაციის სახით.
  • ბოთლზე მიაკარით ეტიკეტი ვარგისიანობის ვადით შენახვის პირობების შესაბამისად.

მიამაგრეთ ბოთლზე აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, ვარგისიანობის ვადას, სამკურნალო პრეპარატის დასახელებას და სხვა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ფარმაცევტულ გაიდლაინებს. სწორი დოზირების ინსტრუქციები მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

დოზირების ცხრილი სუსპენზიისთვის 6 მგ/მლ, მომზადებული ექსტემპორალურად პრეპარატ ტანივირის კაფსულებიდან 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის

სხეულის წონა (დამრგვალებული 0,5 კგ-მდე)

დოზა

(მგ)

მოცულობა დოზაზე

(6 მგ/მლ)

სამკურნალო დოზა

(5 დღეზე)

სამკურნალო დოზა

(10 დღეზე*)

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღეზე)

საზომი შპრიცის მოცულობა (გრადუირება 0.1 მლ)

3 კგ

9 მგ

1,5 მლ

1,5 მლ

2-ჯერ დღეში

1,5 მლ

2-ჯერ დღეში

1,5 მლ

1-ჯერ დღეში

2,0 მლ

ან 3,0 მლ

3,5 კგ

10,5 მგ

1,8 მლ

1,8 მლ

2-ჯერ დღეში

1,8 მლ

2-ჯერ დღეში

1,8 მლ

1-ჯერ დღეში

2,0 მლ

ან 3,0 მლ

4 კგ

12 მგ

2,0 მლ

2,0 მლ

2-ჯერ დღეში

2,0 მლ

2-ჯერ დღეში

2,0 მლ

1- ჯერ დღეში

3,0 მლ

4,5 კგ

13,5 მგ

2,3 მლ

2,3 მლ

2-ჯერ დღეში

2,3 მლ

2-ჯერ დღეში

2,3 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

5 კგ

15 მგ

2,5 მლ

2,5 მლ

2-ჯერ დღეში

2,5 მლ

2-ჯერ დღეში

2,5 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

5,5 კგ

16,5 მგ

2,8 მლ

2,8 მლ

2-ჯერ დღეში

2,8 მლ

2-ჯერ დღეში

2,8 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

6 კგ

18 მგ

3,0 მლ

3,0 მლ

2-ჯერ დღეში

3,0 მლ

2-ჯერ დღეში

3,0 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

ან 5,0 მლ

6,5 კგ

19,5 მგ

3,3 მლ

3,3 მლ

2-ჯერ დღეში

3,3 მლ

2-ჯერ დღეში

3,3 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

7 კგ …

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ოსელტამივირი ეფექტურია მხოლოდ გრიპის ვირუსებით გამოწვეული დაავადებების დროს.

არ არსებობს ოსელტამივირის ეფექტურობის მტკიცებულებები დაავადებების მიმართ, გამოწვეულის აგენტებით, რომლებიც განსხვავდება გრიპის ვირუსისგან.

ტანივირი არ არის გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინის შემცვლელი. პრეპარატ ტანივირის გამოყენებამ არ უნდა იმოქმედოს ინდივიდების განსაზღვრაზე გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციისთვის. გრიპისგან დაცვა გრძელდება მხოლოდ პრეპარატის მიღებისას. ტანივირი უნდა იქნას გამოყენებული გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ საიმედო ეპიდემიოლოგიური მონაცემების არსებობისას, რომლებიც ადასტურებენ გრიპის ვირუსის ცირკულაციის ფაქტს პოპულაციაში. მოცირკულირე გრიპის ვირუსის შტამების მგრძნობელობა ოსელტამივირის მიმართ ძალზე ცვალებადია. აქედან გამომდინარე, მედიცინის მუშაკებმა, რომლებიც ნიშნავენ პრეპარატს, უნდა გაითვალისწინონ უახლესი ინფორმაცია ოსელტამივირის მიმართ ამჟამად მოცირკულირე ვირუსების მგრძნობელობის ბუნების შესახებ, პრეპარატის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

თანმდევი მძიმე მდგომარეობები

არ არსებობს მონაცემები ოსელტამივირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისად მძიმე ან არასტაბილური სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც ჰოსპიტალიზაციის რისკი განიხიკება როგორც გარდაუვალი.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

ოსელტამივირის ეფექტურობა როგორც გრიპის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკაფიოდ არ არის დადგენილი.

გულის/რესპირატორული დაავადებები

ოსელტამივირის ეფექტურობა პაციენტების სამკურნალოდ ქრონიკული გულის და/ან რესპირატორული დაავადებებით დადგენილი არ არის. არ იყო აღმოჩენილი განსხვავება გართულებების სიხშირეში თერაპიისა და პლაცებო ჯგუფებს შორის ამ პოპულაციაში.

პედიატრიული პოპულაცია

ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც იძლევა რეკომენდაციების მიცემის საშუალებას დოზირებასთან დაკავშირებით დღენაკლულ ჩვილებში (პოსტკონცეპტუალური ასაკის 36 კვირაზე ნაკლები).

თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევები

დოზის კორექცია რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე მოზრდილებისა და მოზარდების (13-17 წლის) მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს. არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (1 წლის და უფროსი ასაკის) დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მისაცემად.

ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები

ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები ოსელტამივირის მიღებისას აღინიშნა გრიპის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. მსგავსი გამოვლინებები ასევე დაფიქსირდა გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ოსელტამივირს. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ ქცევაში ცვლილებების საგანზე, მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და რისკი კი სათანადოდ უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის.

დამხმარე ნივთიერებები

ტანივირი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 1 კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ნაყოფიერება, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკური თვისებები, როგორიცაა პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირება და მეტაბოლიზმი, რომელიც არ არის დამოკიდებული CYP450-ზე და გლუკურონიდაზას სისტემაზე, იძლევიან ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ამ მექანიზმების მეშვეობით ნაკლებად სავარაუდოა.

პრობენეციდი

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო პრობენეციდთან ერთდროული გამოყენებისას. პრობენეციდის, თირკმლის ტუბულარული სეკრეციის ანიონური გზის ძლიერი ინჰიბიტორის, ერთდროული გამოყენება იწვევს ოსელტამივირის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის დაახლოებით ორჯერად ზრდას.

ამოქსიცილინი

ოსელტამივირი არ ავლენს კინეტიკურ ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან, რომლის ელიმინაციაც ანალოგიურად ხდება, რაც მიუთითებს ოსელტამივირთან ამ გზით სუსტ ურთიერთქმედებაზე.

თირკმლისმიერი ელიმინაცია

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც მოიცავს თირკმელების ტუბულარულ სეკრეციაზე კონკურენციას, ნაკლებად სავარაუდოა ამ პრეპარატების უმეტესობის უსაფრთხოების ცნობილი ზღვრების, აქტიური მეტაბოლიტების ელიმინაციის მახასიათებლების (გლომერულური ფილტრაცია და ანიონური მილაკოვანი სეკრეცია) და ამ გზების დახმარებით ეკსკრეციის მოცულობის გამო. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ოსელტამივირის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ წამლებს ეკსკრეციის მსგავსი გზით და ვიწრო თერაპიული დიაპაზონით (მაგალითად, ქლორპროპამიდი, მეთოტრექსატი, ფენილბუტაზონი).

დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ოსელტამივირსა და მის აქტიურ მეტაბოლიტს შორის, პარაცეტამოლთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ციმეტიდინთან და ანტაციდებთან (მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდი, კალციუმის კარბონატი), რიმანტადინთან ან ვარფარინთან (პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს სტაბილური დოზებით და არ არიან გრიპით ავად), ერთდროულად დანიშვნისას არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გრიპი ასოცირებულია არასასურველ შედეგებთან ორსულობისა და ნაყოფისთვის, მძიმე თანდაყოლილი მალფორმაციების რისკთან, მათ შორის გულის თანდაყოლილი მანკების რისკთან. ორსულ ქალებში ოსელტამივირის ზემოქმედების შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემები პოსტმარკეტინგული ანგარიშებიდან და ობსერვაციული კვლევებიდან (1000-ზე მეტი შედეგი ზემოქმედებით პირველ ტრიმესტრში) არ მიუთითებს ოსელტამივირის არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.

თუმცა, ერთ ობსერვაციულ კვლევაში, სადაც ზოგადი მალფორმაციის რისკი არ იყო გაზრდილი, მძიმე თანდაყოლილ გულის მანკებთან დაკავშირებული შედეგები, დიაგნოზირებული დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში, არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ამ კვლევაში, გულის მძიმე თანდაყოლილი მანკებით ავადობის სიხშირე ოსელტამივირის ზემოქმედების შემდეგ პირველ ტრიმესტრში იყო 1,76% (7 ჩვილი 397 ორსულობიდან) 1,01%-თან შედარებით ორსულობებში ზემოქმედების გარეშე ზოგადი პოპულაციიდან (შანსების შეფარდება 1, 75, 95% ნდობის ინტერვალი 0,51-დან 5,98-მდე). ამ შედეგის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ნათელი, რადგან კვლევა შეზღუდულია. გარდა ამისა, კვლევა არ იყო საკმარისად მასშტაბური მძიმე მალფორმაციების ცალკეული ტიპების სათანადო შეფასებისთვის; გარდა ამისა, შეუძლებელია ქალების სრულად შედარება, რომლებიც დაექვემდებარენ ოსელტამივირის ზემოქმედებას, და ქალებისა, რომლებიც არ დაქვემდებარებულან ოსელტამივირის ზემოქმედებას, კერძოდ, ჰქონდათ თუ არა მათ გრიპი.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე.

ორსულობის დროს პრეპარატ ტანივირის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება განიხილებოდეს, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და სარგებლობის შესახებ არსებული მონაცემების, აგრეთვე გრიპის ვირუსის მოცირკულირე შტამის პათოგენურობის გათვალისწინებით.

ლაქტაცია

მეძუძურ ვირთხებში ოსელტამივირი და აქტიური მეტაბოლიტი აღწევენ დედის რძეში.

არსებობს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია ჩვილი ბავშვების შესახებ, რომელთა დედები იღებდნენ ოსელტამივირს, და ოსელტამივირის დედის რძით გამოყოფის შესახებ. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოვლენილია დედის რძეში, მაგრამ მათი დონე დაბალი იყო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუბთერაპიული დოზის მიღება ჩვილის მიერ. ამ ინფორმაციის, გრიპის ვირუსის მოცირკულირე შტამის პათოგენურობის და მეძუძური ქალის ძირითადი დაავადების გათვალისწინებით, შეიძლება განხილული იქნას საკითხი ოსელტამივირის დანიშვნის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც ქალისთვის პოტენციური სარგებელი აშკარაა.

ფერტილობა

პრეკლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ოსელტამივირი გავლენას ახდენს მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების ზოგადი პროფილი

პრეპარატის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი ეფუძნება 6049 მოზრდილის/მოზარდის და 1473 პედიატრიული პაციენტის კლინიკურ კვლევებს, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებოს გრიპის სამკურნალოდ, ასევე 3990 ზრდასრული/მოზარდის და 253 ბავშვისა, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებო/ არ მიუღიათ მკურნალობა გრიპის პროფილაქტიკისთვის. დამატებით 245 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 7 მოზარდი და 39 ბავშვი) იღებდა ოსელტამივირს გრიპის სამკურნალოდ და 475 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 18 ბავშვი, რომელთაგან 10 იღებდა ოსელტამივირს და 8 - პლაცებოს) იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებოს გრიპის პროფილაქტიკისათვის.

გრიპის მკურნალობის კვლევებში მოზრდილებში/მოზარდებში ყველაზე ხშირად იყო აღწერილი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, გრიპის პრეოფილაქტიკის კვლევებში - გულისრევა. ამ გვერდითი რეაქციების უმეტესობის შესახებ იყო შეტყობინებები ერთჯერადად მკურნალობის პირველ ან მეორე დღეს და ისინი სპონტანურად ქრებოდა 1-2 დღის განმავლობაში. ბავშვებში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო ღებინება. პაციენტთა უმრავლესობაში ამ არასასურველმა რეაქციებმა არ გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა.

ოსელტამივირის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას იშვიათად იყო შეტყობინებები შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ: ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის დაავადებები (ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე), ანგიონევროზული შეშუპება,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გასტროინტესტინალური სისხლდენა და ნეიროფსიქიატრიული დარღვევები.

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000). გვერდითი რეაქციები მიკუთვნებულია გარკვეულ კატეგორიას კლინიკური კვლევების გაერთიანებული მონაცემების ანალიზის თანახმად.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებსა და მოზარდებში

მოზრდილებში/მოზარდებში მკურნალობისა და პროფილაქტიკის კვლევებში ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი რეაქციები რეკომენდებული დოზების მიღებისას (75 მგ ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მკურნალობისას და 75 მგ ერთხელ დღეში 6 კვირამდე პროფილაქტიკის დროს) წარმოდგენილია ქვემოთ.

უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირის რეკომენდირებულ პროფილაქტიკურ დოზას (75 მგ ერთხელ დღეში 6 კვირამდე) რაოდენობრივად მსგავსი იყო ასეთისა მკურნალობის კვლევებში, მიუხედავად პროფილაქტიკის კვლევებში დოზირების უფრო დიდი ხანგრძლივობისა.

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ბრონქიტი, მარტივი ჰერპესი, ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - აგზნება, ანომალური ქცევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, ბოდვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, თვითდაზიანება.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი; ხშირად - უძილობა; არახშირად - ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა.

გულის მხრივ: იშვიათად - გულის არითმია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა, ყელის ტკივილი, რინორეა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად - ღებინება, მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია; იშვიათად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემორაგიული კოლიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ღვიძლის ფერმენტების დონის მატება; იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - ტკივილი, თავბრუსხვევა (მათ შორის ვერგიტო), სისუსტე, ჰიპერთერმია, ტკივილი კიდურებში.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში

სულ 1473 ბავშვი (მათ შორის სხვამხრივ ჯანმრთელი ბავშვები 1-12 წლის ასაკში და ბავშვები ასთმით 6-12 წლის ასაკის) მონაწილეობდა ოსელტამივირის კლინიკურ კვლევებში გრიპის სამკურნალოდ. აქედან 851 ბავშვმა მიიღო ოსელტამივირის სუსპენზიით თერაპია. სულ 158 ბავშვი იღებდა ოსელტამივირის რეკომენდირებულ დოზებს დღეში ერთხელ პროფილაქტიკის კვლევებში ოჯახის ავადმყოფ წევრებთან კონტაქტის შემდეგ (n = 99), სეზონური პროფილაქტიკის 6-კვირიან კვლევაში ბავშვებში (n = 49) და სეზონური პროფილაქტიკის 12-კვირიან პედიატრიულ კვლევაში იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში (n = 10).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - შუა ოტიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - კონიუნქტივიტი (მათ შორის თვალების სიწითლე, თვალებიდან გამონადენი და თვალის ტკივილი).

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: ხშირად - ყურის ტკივილი; არახშირად - ყურის დაფის დაზიანება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ხველა, ცხვირის გაჭედვა; ხშირად - რინორეა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - ღებინება; ხშირად - მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია, გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - დერმატიტი (ალერგიული და ატოპიური დერმატიტის ჩათვლით).

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ფსიქიკური დარღვევები და ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

გრიპი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ქცევით სიმპტომებთან, როგორიცაა ჰალუცინაციები, დელირიუმი და ანომალური ქცევა, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად მთავრდებოდა. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ენცეფალიტის ან ენცეფალოპათიის ფონზე, ასევე გამოხატული მძიმე დაავადების არარსებობის შემთხვევაში.

გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირით, პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები კრუნჩხვების და დელირიუმის შესახებ (მათ შორის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების არევა, ანომალური ქცევა, ბოდვა, ჰალუცინაციები, აგზნება, შფოთვა, ღამის კოშმარები), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევდა თვითდაზიანებას ან სიკვდილს. ეს მოვლენები დაფიქსირდა ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; ხშირად ეს იწყებოდა მოულოდნელად და სწრაფად გადიოდა. ოსელტამივირის როლი ამ დარღვევების აღნიშვაში უცნობია. ასევე იყო შეტყობინებები ასეთი ნეიროფსიქიატრიული მოვლენების შესახებ გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ოსელტამივირს.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა, გრიპის მსგავსი დაავადების მქონე პაციენტებში, მოიცავს ფულმინანტური ჰეპატიტის/ღვიძლის უკმარისობის შემთხვევებს ფატალური შედეგით.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია (1 წლამდე ასაკის ჩვილები)

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და უსაფრთხოების პროფილის ორ კვლევაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულ 1 წლამდე ასაკის 135 ბავშვში, უსაფრთხოების პროფილი შედარებადი იყო ასაკობრივ კოგორტებში; გულისრევა, დიარეა, საფენის დაოდვილობის განვითარება იყო ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები. არასაკმარისი მონაცემებია 36 კვირაზე ნაკლები პოსტკონცეპტუალური ასაკის ბავშვებისთვის.

ოსელტამივირის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები გრიპის სამკურნალოდ 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პროსპექტული და რეტროსპექტული დაკვირვების კვლევებიდან (რომლებიც სულ მოიცავენ ამ ასაკობრივი ჯგუფის 2400-ზე მეტ ბავშვს), მონაცემთა ეპიდემიოლოგიური ბაზების კვლევები და პოსტმარკეტინგული ანგარიშები მიუთითებს, რომ 1 წლამდე ასაკის ჩვილებში უსაფრთხოების პროფილი მსგავსია უსაფრთხოების პროფილისა, რომელიც განსაზღვრული იქნა 1 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები და პაციენტები გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებებით

გრიპის მკურნალობის კვლევებში ჩართული პოპულაცია შედგებოდა სხვამხრივ ჯანმრთელი მოზრდილების/მოზარდებისა და „რისკი ჯგუფში“ მყოფი პაციენტებისაგან (გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები, როგორიცაა ხანდაზმულები და პაციენტები ქრონიკული გულის ან რესპირატორული დაავადებებით). მთლიანობაში, უსაფრთხოების პროფილი „რისკის ჯგუფის“ პაციენტებში ხარისხობრივად მსგავსი იყო ასეთისა სხვამხრივ ჯანმრთელ მოზრდილებში/მოზარდებში.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

გრიპის მკურნალობა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში შეფასებული იყო ორ კვლევაში, რომლებშიც გამოიყენებოდა ოსელტამივირის სტანდარტული დოზებით ან მაღალი დოზები (ორჯერადი ან სამჯერადი დოზა). ამ კვლევების ჩარჩოებში დაფიქსირებული ოსელტამივირის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა წინა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ პროფილს, სადაც ოსელტამივირი გამოიყენებოდა გრიპის სამკურნალოდ იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში (სხვამხრივ ჯანმრთელ პაციენტებში ან „რისკის ჯგუფის“ პაციენტებში [ანუ თანმხლები რესპირატორული და/ან გულის დაავადებით]). იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში ყველაზე ხშირად იყო შეტყობინებები ღებინების აღნიშვნის შესახებ (28%).

12-კვირიან პროფილაქტიკურ კვლევაში 475 იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტში, მათ შორის 18 ბავშვში 1-დან 12 წლამდე და უფროსი ასაკის, უსაფრთხოების პროფილი 238 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირით, მსგავსი იყო ასეთისა პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევებში.

ბავშვები ბრონქული ასთმით ანამნეზში

ზოგადად, არასასურველი რეაქციების პროფილი ბავშვებში ბრონქიალური ასთმით ანამნეზში იყო ხარისხობრივად ანალოგიური ასეთისა სხვამხრივ ჯანმრთელ ბავშვებში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ოსელტამივირის დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებები მიღებულია კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული გამოყენების განმავლობაში. დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევაში, არ ყოფილა შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ.

გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ იყო შერტობინებები ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით, იყო ანალოგიური მათი ბუნების და სიხშირის მიხედვით ისეთისა, რომლებიც აღინიშნებოდა ოსელტამივირის თერაპიული დოზების გამოყენებისას და აღწერილია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები იყო უფრო ხშირად, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის სუსპენზიის მომზადებისას პერორალური მიღებისთვის და ბავშვებისთვის პრეპარატის დანიშვნისას.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ოსელტამივირი (ოსელტამივირის ფოსფატის სახით) 75 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი;

კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი.

პრეპარატის ათქ კოდი J05AH02

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ოსელტამივირის ფოსფატი წარმოადგენს ოსელტამივირის კარბოქსილატის აქტიური მეტაბოლიტის პროწამალს. აქტიური მეტაბოლიტი არის გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზას ფერმენტების შერჩევითი ინჰიბიტორი, რომლებიც წარმოადგენენ გლიკოპროტეინებს, მდებარეს ვირიონის ზედაპირზე. ნეირამინიდაზას ვირუსული ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვანია როგორც ვირუსის არაინფიცირებულ უჯრედებში შეღწევისთვის, ასევე ინფიცირებული უჯრედებიდან ახლად წარმოქმნილი ვირუსული ნაწილაკების გამოსათავისუფლებლად, ასევე ორგანიზმში ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის.

ოსელტამივირის კარბოქსილატი აინჰიბირებს A და B გრიპის ვირუსების ნეირამინიდაზებს in vitro. ოსელტამივირის ფოსფატი აინჰიბირებს გრიპის ვირუსს და მის რეპლიკაციას in vitro. ოსელტამივირის პერორალური მიღება აფერხებს A და B გრიპის ვირუსების რეპლიკაციას და პათოგენურობას in vivo ცხოველებზე გრიპის მოდელების კვლევებში დოზებით, რომლებიc ანალოგიურია ადამიანის მიერ მიღებული 75 მგ ორჯერ დღეში დოზებისა.

ოსელტამივირის ანტივირუსული აქტივობა A და B გრიპების მიმართ დადასტურდა ექსპერიმენტული კვლევებით ჯანმრთელ მოხალისეებზე.

ოსელტამივირის ნახევრად-მაქსიმალური ინჰიბირების კონცენტრაციის მნიშვნელობა (IC50) A გრიპის ვირუსის კლინიკური იზოლატების ნეირამინიდაზას ფერმენტისთვის მერყეობდა 0,1-1,3 ნმოლის დიაპაზონში, ხოლო B გრიპის ვირუსებისთვის - 2,6 ნმოლის დიაპაზონში.

გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებში აღინიშნებოდა IC50 მაღალი მნიშვნელობები B გრიპის ვირუსებისთვის 8,5 ნმოლი მედიანით.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, ოსელტამივირის ფოსფატი (პროწამალი) ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დიდწილად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად (ოსელტამივირის კარბოქსილატი) უპირატესად ღვიძლის ესთერაზების ზემოქმედებით. პერორალურად მიღებული დოზის მინიმუმ 75% ხვდება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის სახით. პროწამლის ექსპოზიცია შეადგენს 5%-ზე ნაკლებს აქტიურ მეტაბოლიტთან მიმართებაში. პროწამლისა და აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულია და არ არის დამოკიდებული საკვებთან ერთდროულ გამოყენებაზე.

განაწილება

ადამიანებში ოსელტამივირის კარბოქსილატის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს დაახლოებით 23 ლ-ს, რაც ორგანიზმის უჯრედგარე სითხის მოცულობის ექვივალენტურია. ვინაიდან ნეირამინიდაზას აქტივობა უჯრედგარეა, ოსელტამივირის კარბოქსილატი ნაწილდება ყველა ადგილას, სადაც გრიპის ვირუსი ვრცელდება. ოსელტამივირის კარბოქსილატის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან უმნიშვნელოა (დაახლოებით 3%).

ბიოტრანსფორმაცია

ოსელტამივირი მნიშვნელოვანი ხარისხით გარდაიქმნება ოსელტამივირის კარბოქსილატად ესთერაზების ზემოქმედებით, რომლებიც უპირატესად ღვიძლშია. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ოსელტამივირი და აქტიური მეტაბოლიტი არ წარმოადგენენ ციტოქრომ P450 იზოფორმების სუბსტრატებს ან ინჰიბიტორებს. In vivo კვლევებმა არ გამოავლინა რომელიმე კომპონენტის კონიუგირების მეორე ფაზა.

გამოყოფა

შეწოვის შემდეგ ოსელტამივირი გამოიყოფა ძირითადად (> 90%) ოსელტამივირის კარბოქსილატად გარდაქმნის გზით, რომელიც შემდგომ არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა შარდით. ოსელტამივირის კარბოქსილატის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდით 6-დან 10 საათამდე უმეტეს სუბიექტებში. აქტიური მეტაბოლიტი მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით. თირკმლის კლირენსი (18,8 ლ/სთ) აღემატება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს (7,5 ლ/სთ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ გლომერულური ფილტრაციის გარდა, ტუბულარული სეკრეციაც ხდება. პერორალურად მიღებული რადიოლოგიურად ნიშნული დოზის 20%-ზე ნაკლები გამოიყოფა განავლით.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

1 წლამდე ასაკის ჩვილები

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორ არაკონტროლირებად ღია კვლევაში, რომელიც მოიცავდა გრიპით ინფიცირებულ ბავშვებს 1 წლამდე (n = 135). სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული აქტიური მეტაბოლიტის კლირენსის დონე მცირდება 1 წლამდე ასაკის პაციენტებში. მეტაბოლიტების ექსპოზიცია ასევე უფრო ვარიაბელურია მცირეწლოვან ბავშვებში. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ 0-12 თვის ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ დოზა იძლევა პროწამლისა და მეტაბოლიტის ექსპოზიციის მიღწევის საშუალებას, რომლებიც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფენ ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილს, შესადარებელს ასეთთან უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას. დარეგისტრირებული გვერდითი რეაქციები შეესაბამებოდა დადგენილ უსაფრთხოების პროფილს უფროსი ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს მონაცემები 1 წლამდე ასაკის ჩვილებში გრიპის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის შესახებ.

გრიპის ეპიდემიის დროს პროფილაქტიკა არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გრიპის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პანდემიის დროს

პრეპარატის გამოყენების მოდელირების შედეგები დოზირებით 3 მგ/კგ 1-ჯერ დღეში 1 წლამდე ასაკის ჩვილებში ადასტურებს, რომ პრეპარატის ექსპოზიცია იმავე დიაპაზონშია, როგორც დოზირების რეჟიმის შემთხვევაში 75 მგ 1 ჯერ დღეში მოზრდილებში, ან აღემატება მას. პრეპარატის ექსპოზიცია არ აღემატება ექსპოზიციას, რომელიც დაფიქსირდა 1 წლამდე ასაკის ჩვილების მკურნალობისას (3 მგ/კგ 2-ჯერ დღეში) და სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების პროფილი შესადარებელი იქნება. გრიპის პროფილაქტიკასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევები 1 წლამდე ასაკის ჩვილებში არ ჩატარებულა.

1 წლის და უფროსი ასაკის ჩვილები და ბავშვები

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 1-დან 16 წლამდე ასაკში. განმეორებითი დოზების ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო მცირე რაოდენობით ბავშვებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ეფექტურობის კლინიკურ კვლევაში. მცირეწლოვან ბავშვებში პროწამლისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კლირენსი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილებში, რისი შედეგიც იყო უფრო დაბალი ექსპოზიცია ამ დოზის მგ/კგ შემთხვევაში. 2 მგ/კგ დოზის გამოყენებისას, ოსელტამივირის კარბოქსილატის ექსპოზიცია შედარებული იყო ასეთთან, მიღებულთან მოზრდილებში 75 მგ (დაახლოებით 1 მგ/კგ) დოზის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ. ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ანალოგიურია ასეთის მოზრდილებში.

ხანდაზმული პაციენტები

აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია წონასწორულ მდგომარეობაში ხანდაზმულ პაციენტებში (65-78 წლის ასაკში) 25-35%-ით მეტი იყო, ვიდრე 65 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს შესადარებელ დოზებში. ხანდაზმულებში ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მსგავსი იყო ასეთისა ახალგაზრდებში. სამკურნალო საშუალების ექსპოზიციისა და ამტანობის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ ხანდაზმულ პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია, თუ არ არის თანმხლები ზომიერი ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ოსელტამივირის ფოსფატის 100 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში გამოყენებამ სხვადასხვა სიმძიმის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის ექსპოზიცია უკუპროპორციულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის მოსალოდნელი არც ოსელტამივირის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა და არც აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი შემცირება.

ორსული ქალები

პოპულაციის გაერთიანებული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ოსელტამივირის დოზირების რეჟიმი, აღწერილი ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“, იწვევს ორსულ ქალებში აქტიური მეტაბოლიტის უფრო დაბალ ექსპოზიციას (საშუალოდ 30% ყველა ტრიმესტრის განმავლობაში), არაორსულ ქალებთან შედარებით. თუმცა, დაბალი პროგნოზირებული ექსპოზიცია რჩება მაინჰიბირებელ კონცენტრაციებზე (IC95) უფრო მაღალი და არის თერაპიულ დონეზე გრიპის ვირუსის შტამების სპექტრისთვის. გარდა ამისა, არსებობს ობსერვაციული კვლევების მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ დოზირების ასეთი რეჟიმის სარგებელს პაციენტთა ამ პოპულაციაში. ამიტომ, ორსულ ქალებს არ სჭირდებათ დოზის კორექცია გრიპის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ოსელტამივირით თერაპია იმუნოკომპრომეტირებულ მოზრდილებსა და ბავშვებში (18 წელზე ნაკლები ასაკის) (როგორც აღწერილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“) იწვევს აქტიური მეტაბოლიტის მოსალოდნელი ექსპოზიციის ზრდას (დაახლოებით 5%-დან 50%-მდე) პაციენტებთან შედარებით ნორმალური იმუნიტეტით, რომლებსაც გააჩნიათ კრეატინინის კლირენსის შესადარებელი მაჩვენებლები. აქტიური მეტაბოლიტის უსაფრთხოების ფართო სპექტრის გამო, პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო მათი იმუნოკომპრომეტირებული სტატუსის საფუძველზე. თუმცა, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით, დოზები უნდა დარეგულირდეს ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“ მითითებული დოზების შესაბამისად. ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ანალიზის შედეგები ორი კვლევის ჩარჩოებში იმუნოკომპრომეტირებული პაციენტების მონაწილეობით მიუთითებენ მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელის არ არსებობაზე უფრო მაღალი ექსპოზიციის დროს, ასეთთან შედარებით სტანდარტული დოზის შეყვანის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ტანივირი

სავაჭრო დასახელება

ტანივირი, Tanivir

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ოსელტამივირი, Oseltamivir

სამკურნალო ფორმა

კაფსულები.

აღწერა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა 2, გაუმჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის კორპუსი და თავსახური, რომლებიც შეიცავენ ერთგვაროვან თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის. ფხვნილს.

გამოყენების ჩვენებები

გრიპის მკურნალობა

ტანივირი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ჩვილების ჩათვლით, გრიპისთვის ტიპიური სიმპტომების არსებობისას, პოპულაციაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდში. ეფექტურობა დადასტურებულია თერაპიის დაწყების შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღის განმავლობაში.

გრიპის პროფილაქტიკა

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კლინიკურად დიაგნოსტირებულ გრიპთან კონტაქტის შემდეგ პოპულაციაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდში.

პრეპარატის სათანადო გამოყენება გრიპის პროფილაქტიკისთვის უნდა განისაზღვროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებებისა და პოპულაციის დაცვის საჭიროებების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, ვირუსის მოცირკულირე შტამსა და ვაქცინას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში და პანდემიის დროს), შეიძლება განიხილებოდეს სეზონური პროფილაქტიკის შესაძლებლობა 1 წლიდან და უფროსი ასაკის პირებისთვის.

ტანივირი ნაჩვენებია გრიპის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკისთვის 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპის პანდემიის გავრცელების დროს.

ტანივირი არ ცვლის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციას.

გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ოსელტამივირის გამოყენებასთან დაკავშირებით სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის უნდა იქნას მიღებული გრიპის მოცირკულირე ვირუსების შესახებ მონაცემების, ყოველი სეზონისთვის მედიკამენტური მგრძნობელობის მოდელების შესახებ არსებული ინფორმაციის და სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებსა და პაციენტების პოპულაციაში დაავადების ზემოქმედების გათვალისწინებით.

გამოყენების წესიდა დოზირება

მოზრდილები და 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

მკურნალობა: რეკომენდირებული პერორალური დოზა შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მოზარდებში (13-17 წლის) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

˃ 40 კგ

75 მგ ორჯერ დღეში

75 მგ ორჯერ დღეში

  • იმუნიკომპრომეტირებული მოზრდილების და მოზარდების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა შეადგენს 10 დღეს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: რეკომენდირებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში მოზარდებსა (13-17 წლის) და მოზრდილებში.

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

˃ 40 კგ

75 მგ ერთხელ დღეში

75 მგ ერთხელ დღეში

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 2 დღის განმავლობაში.

პროფილაქტიკა გრიპის ეპიდემიის დროს პოპულაციაში: რეკომენდირებული დოზა გრიპის პროფილაქტიკისთვის ეპიდემიის დროს შეადგენს ოსელტამივირის 75 მგ-ს 1-ჯერ დღეში 6 კვირამდე პერიოდის განმავლობაში (ან 12 კვირამდე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები 1 წლიდან 12 წლამდე

მკურნალობა: წონის მიხედვით კორექტირებული დოზირების რეჟიმები, რომლებიც რეკომენდირებულია ჩვილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობისთვის შეადგენენ:

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში*

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

10-15 კგ

30 მგ 2-ჯერ დღეში

30 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 15-23 კგ

45 მგ 2-ჯერ დღეში

45 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 23-40 კგ

60 მგ 2-ჯერ დღეში

60 მგ 2-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ 2-ჯერ დღეში

75 მგ 2-ჯერ დღეში

  • იმუნოკომპრომეტირებული ბავშვებისთვის (1 წლის და უფროსი ასაკის) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზა შეადეგნს:

სხეულის წონა

რეკომენდირებული დოზა

10 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

10-15 კგ

30 მგ 1-ჯერ დღეში

30 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 15-23 კგ

45 მგ 1-ჯერ დღეში

45 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 23-40 კგ

60 მგ 1- ჯერ დღეში

60 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ 1-ჯერ დღეში

75 მგ 1-ჯერ დღეში

გრიპის ეპიდემიის პროფილაქტიკა პოპულაციაში: გრიპის ეპიდემიის დროს პროფილაქტიკა არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილები

მკურნალობა: რეკომენდირებული თერაპიული დოზა 0-დან 12 თვემდე ჩვილებისთვის შეადგენს 3 მგ/კგ ორჯერ დღეში. ეს ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილებში ამ დოზის გამოყენებისას ხდება პროწამლისა და აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციის უზრუნველყოფა, რომლებიც სავარაუდოდ უზრუნველყოფენ კლინიკურ ეფექტურობას და უსაფრთხოების პროფილს, რომელიც შესადარებელია ასეთთან მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში. 0-დან 12 თვემდე ჩვილების მკურნალობისთვის რეკომენდირებულია შემდეგი დოზირების სქემები:

სხეულის წონა*

რეკომენდებული დოზა 5 დღის განმავლობაში

რეკომენდებული დოზა 10 დღის განმავლობაში **

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

3 კგ

9 მგ 2-ჯერ დღეში

9 მგ 2-ჯერ დღეში

4 კგ

12 მგ 2-ჯერ დღეში

12 მგ 2-ჯერ დღეში

5 კგ

15 მგ 2-ჯერ დღეში

15 მგ 2-ჯერ დღეში

6 კგ

18 მგ 2-ჯერ დღეში

18 მგ 2-ჯერ დღეში

7 კგ

21 მგ 2-ჯერ დღეში

21 მგ 2-ჯერ დღეში

8 კგ

24 მგ 2-ჯერ დღეში

24 მგ 2-ჯერ დღეში

9 კგ

27 მგ 2-ჯერ დღეში

27 მგ 2-ჯერ დღეში

10 კგ

30 მგ 2-ჯერ დღეში

30 მგ 2-ჯერ დღეში

  • ეს ცხრილი არ შეიცავს ამ პოპულაციის პაციენტების სხეულის წონის ყველა შესაძლო ვარიანტს. 1 წლამდე ასაკის ყველა პაციენტისთვის გამოიყენება 3 მგ/კგ დოზირება, პაციენტის სხეულის წონის მიუხედავად. თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.
  • * იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებისთვის (0-12 თვე) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

დოზირების ეს რეკომენდაციები არ არის შესაფერისი დღენაკლული ჩვილებისთვის, ე.ი. ბავშვებისთვის, რომელთა პოსტ-კონცეპტუალური ასაკი 36 კვირაზე ნაკლებია. პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის საკმარისი მონაცემები, მათ შეიძლება დასჭირდეთ განსხვავებული დოზირება ფსიქოფიზიოლოგიური ფუნქციების მოუმწიფებლობის გამო.

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა: გრიპის პანდემიის აფეთქების დროს 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის რეკომენდირებული პროფილაქტიკური დოზა შეადგენს დღიური თერაპიული დოზის ნახევარს. ეს ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს, მიღებულს ახალშობილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, რაც აჩვენებს, რომ პროფილაქტიკური დოზა, რომელიც შეესაბამება თერაპიული დღიური დოზის ნახევარს, კლინიკურად ეფექტურია გრიპის პროფილაქტიკისთვის. 0-დან 12 თვემდე ჩვილებისთვის რეკომენდირებულია შემდეგი პროფილაქტიკური სქემა, ადაპტირებული ასაკის თანახმად:

ასაკი

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში

რეკომენდირებული დოზა 10 დღის განმავლობაში **

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

0-12 თვე

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

3 მგ/კგ დღეში ერთხელ

დოზირების ეს რეკომენდაციები არ არის შესაფერისი დღენაკლული ჩვილებისთვის, ე.ი. ბავშვებისთვის, რომელთა პოსტ-კონცეპტუალური ასაკი 36 კვირაზე ნაკლებია. პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის საკმარისი მონაცემები, მათ შეიძლება დასჭირდეთ განსხვავებული დოზირება ფსიქოფიზიოლოგიური ფუნქციების მოუმწიფებლობის გამო.

პროფილაქტიკა გრიპის ეპიდემიის დროს პოპულაციაში: გრიპის ეპიდემიის დროს პროფილაქტიკა არ არის შესწავლილი 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში თერაპიის ან პროფილაქტიკის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ ჩატარებულა კვლევები ღვიძლის დაავადების მქონე ბავშვებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

გრიპის მკურნალობა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია მოზრდილებსა და მოზარდებისთვის (13-17 წლის ასაკში) თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევებით. რეკომენდირებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზა

˃ 60 (მლ/წთ)

75 მგ ორჯერ დღეში

˃ 30-60 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 2-ჯერ დღეში

˃ 10-30 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 1-ჯერ დღეში

≤ 10 (მლ/წთ)

არ არის რეკომენდირებული (მონაცემები მიუწვდომელია)

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე*

30 მგ (სუსპენზია) ერთჯერადი დოზა

  • მონაცემები მიღებულია პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე (CAPD); მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება ავტომატიზირებული პერიტონეალური დიალიზის (APD) გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ საჭიროდ ჩათვლის ნეფროლოგი.

გრიპის პროფილაქტიკა: დოზის კორექცია რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებისთვის (13-17 წლის ასაკში). რეკომენდირებული დოზები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზა

˃ 60 (მლ/წთ)

75 მგ 1-ჯერ დღეში

˃ 30-60 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) 1-ჯერ დღეში

˃ 10-30 (მლ/წთ)

30 მგ (სუსპენზია) ყოველ მეორე დღეს

≤ 10 (მლ/წთ)

არ არის რეკომენდირებული (მონაცემები მიუწვდომელია)

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

30 მგ ჰემოდიალიზის ყოველი მეორე სეანსის შემდეგ

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე*

30 მგ (სუსპენზია)კვირაში ერთჯერ

  • მონაცემები მიღებულია პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც CAPD-ზე იმყოფებიან; მოსალოდნელია, რომ ოსელტამივირის კარბოქსილატის კლირენსი უფრო მაღალი იქნება APD-ს გამოყენებისას. მკურნალობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს APD-დან CAPD-ზე, თუ საჭიროდ ჩათვლის ნეფროლოგი.

არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (12 წლის და უმცროსი ასაკის) დოზირების რეკომენდაციისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დარღვევების შემთხვევებისა.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

მკურნალობა: იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში გრიპის სამკურნალოდ თერაპიის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. დოზის კორექცია საჭირო არ არის. თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, გრიპის სიმპტომების აღნიშვნიდან პირველი 2 დღის განმავლობაში.

სეზონური პროფილაქტიკა: იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის განიხილება სეზონური პროფილაქტიკის 12 კვირამდე გაგრძელების შესაძლებლობა.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის. პაციენტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, შეიძლება მიიღონ მკურნალობა პრეპარატის სუსპენზიის შესაბამისი დოზებით.

პრეპარატის ექსტემპორალური მომზადება

თუ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ხელმისაწვდომი

სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მოსამზადებლად (6 მგ/მლ) არის სასურველი გამოშვების ფორმა პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა და პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზა. იმ შემთხვევაში, თუ სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მოსამზადებლად არ არის ხელმისაწვდომი, ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია კაფსულებიდან ან პაციენტს შეუძლია მოამზადოს იგი სახლში.

ფარმაცევტის მიერ წამლის მომზადება აფთიაქში სასურველია, ვიდრე სახლის პირობებში მომზადება.

როგორც ფარმაცევტის მიერ აფთიაქში, ასევე სახლში მომზადებული სუსპენზიის მისაღებად გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი მოცულობის დოზირების შპრიცი. ორივე შემთხვევისთვის სასურველია, რომ ნიშნები დაიდოს საჭირო მოცულობის აღსანიშნავად.

სუსპენზიის მომზადება აფთიაქში

სუსპენზია 6 მგ/მლ, მომზადებული ექსტემპორალურად კაფსულებიდან

მოზრდილები, მოზარდები, ჩვილები და 1 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა

ეს მეთოდიკა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების საკმარისი რაოდენობით მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის საჭიროა 10 დღიანი მკურნალობის კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს სუსპენზია პრეპარატ ტანივირის 75 მგ კაფსულებიდან, წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც ემატება კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, ითვლიან საერთო მოცულობას, რომელიც უნდა მომზადდეს და გაიცეს, რათა პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს 5-დღიანი მკურნალობის კურსით ან 10-დღიანი პროფილაქტიკური კურსით. საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 10 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 5 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სვეტზე, რომელშიც მითითებულია დანაკარგი გაზომვისას. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისათვის ითვლიან სუსპენზიის საერთო მოცულობას, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის საჭირო საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 20 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (ორ-ორი შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 10 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სვეტზე დანაკარგის მითითებით გაზომვის დროს.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე 5-დღიანი მკურნალობისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის.

სხეულის წონა (კგ)

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

დანაკარგის გათვალისწინების გარეშე გაზომვისას

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

დანაკარგის გათვალისწინებით გაზომვისას

10 კგ-დან 15 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

˃ 15 კგ 23 კგ-მდე

75 მლ

90 მლ ან 100 მლ*

˃ 23 კგ 40 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

˃ 40 კგ

125 მლ

137,5 მლ (ან 150 მლ)*

  • დამოკიდებულია გამოყენებული კაფსულების დოზაზე.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის

სხეულის წონა (კგ)

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

დანაკარგის გათვალისწინების გარეშე გაზომვისას

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

დანაკარგის გათვალისწინებით გაზომვისას

10 კგ-დან 15 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

˃ 15 კგ 23 კგ-მდე

150 მლ

187,5 მლ

˃ 23 კგ 40 კგ-მდე

200 მლ

250 მლ

˃ 40 კგ

250 მლ

300 მლ

მეორე რიგში, განსაზღვრავენ კაფსულების და გამხსნელის რაოდენობას (წყლისა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით), რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (გამოთვლილის ზემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე), როგორც ეს აღწერილია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში.

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

75 მლ

6 კაფსულა (450 მგ)

74 მლ

100 მლ

8 კაფსულა (600 მგ)

98,5 მლ

125 მლ

10 კაფსულა (750 მგ)

123,5 მლ

137,5 მლ

11 კაფსულა (825 მგ)

136 მლ

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

125 მლ

10 კაფსულა (750 მგ)

123,5 მლ

187,5 მლ

15 კაფსულა (600 მგ)

185 მლ

250 მლ

20 კაფსულა (1500 მგ)

246,5 მლ

300 მლ

24 კაფსულა (1800 მგ)

296 მლ

მესამე, დაცული უნდა იქნას პრეპარატ ტანივირის კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადების პროცედურა:

მოათავსეთ წყლის მითითებული რაოდენობა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით, შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში.

გახსენით კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ მინის ჭიქაში კონსერვანტის შემცველი წყლით.

ურიეთ 2 წუთის განმავლობაში შესაბამისი შემრევი მოწყობილობის გამოყენებით.

შენიშვნა: ოსელტამივირის ფოსფატი ადვილად ხსნადია წყალში. სუსპენზიის წარმოქმნა განპირობებულია პრეპარატის ზოგიერთი უხსნადი დამხმარე ნივთიერებებით.

ჩაასხით სუსპენზია ყვითელი ფერის შუშის ან პოლიეთილენ ტერეფტალატის (PET) ბოთლში. შესაძლებელია ძაბრის გამოყენება დაღვრის თავიდან ასაცილებლად.

დახურეთ ბოთლი სპეციალური საცობით დაცვით ბავშვებისაგან.

ბოთლს მიაკარით დამატებითი ეტიკეტი წარწერით „გამოყენების წინ ფრთხილად შეანჯღრიეთ“.

შენიშვნა: მომზადებული სუსპენზია გამოყენებამდე ფრთხილად უნდა შეანჯღრიოთ, რათა შემცირდეს ჰაერის მოხვედრის ტენდენცია.

აცნობეთ მშობელს ან მეურვეს, რომ გადააგდონ ნებისმიერი დარჩენილი პროდუქტი მკურნალობის დასრულების შემდეგ. ეს ინფორმაცია რეკომენდირებულია დაემატოს ბოთლზე დამატებითი ეტიკეტის სახით ან აფთიაქის ეტიკეტზე ინფორმაციის სახით.

ბოთლზე მიაკარით ეტიკეტი ვარგისიანობის ვადით შენახვის პირობების შესაბამისად.

მიამაგრეთ ბოთლზე აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, ვარგისიანობის ვადას, სამკურნალო პრეპარატის დასახელებას და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ფარმაცევტულ გაიდლაინებს. სწორი დოზირების ინსტრუქციები მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.

დოზირების ცხრილი სუსპენზიისთვის 6 მგ/მლ, მომზადებულის ექსტემპორალურად პრეპარატ ტანივირის კაფსულებისგან 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

მოცულობა დოზაზე

6 მგ/მლ

სამკურნალო დოზა

(5 დღეზე)

სამკურნალო დოზა

(10 დღეზე*)

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღეზე)

10 კგ-დან 15 კგ-მდე

30 მგ

5 მლ

5 მლ 2-ჯერ დღეში

5 მლ 2-ჯერ დღეში

5 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 15 კგ-დან 23 კგ-მდე

45 მგ

7,5 მლ

7,5 მლ 2-ჯერ დღეში

7,5 მლ 2-ჯერ დღეში

7,5 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 23 კგ-დან 40 კგ-მდე

60 მგ

10 მლ

10 მლ 2-ჯერ დღეში

10 მლ 2-ჯერ დღეში

10 მლ 1-ჯერ დღეში

˃ 40 კგ

75 მგ

12,5 მლ

12,5 მლ 2-ჯერ დღში

12,5 მლ 2-ჯერ დღეში

12,5 მლ 1-ჯერ დღეში

  • იმუნოკომპრომეტირებული ბავშვებისთვის (1 წლის და უფროსი ასაკის) მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 10 დღე. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

სუსპენზია გაიცემა გრადუირებულ შპრიცთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სუსპენზიის მცირე დოზების გასაზომად. შეძლებისდაგვარად გააკეთეთ ნიშნული შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის შესაბამისი დოზის შესაფერისი (ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით).

მწარე გემოს დასაფარად საჭირო დოზა შეურიეთ თანაბარი მოცულობის ტკბილ საკვებ პროდუქტს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის სოუსები (მაგალითად კარამელის ან ნაღების ფაჯის გემოთი).

1 წლამდე ასაკის ჩვილები

ეს მეთოდიკა აღწერს 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადებას, რომელიც ერთ პაციენტს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების საკმარისი რაოდენობით მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან პროფილაქტიკის 10-დღიანი კურსისთვის. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის საჭიროა 10 დღიანი მკურნალობის კურსი.

ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს პრეპარატ ტანივირის 75 მგ კაფსულებიდან სუსპენზია წყლის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც ემატება კონსერვანტის სახით.

პირველ რიგში, გამოითვლება მთლიანი მოცულობა, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს. საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 10 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 5 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სვეტზე, რომელშიც მითითებულია დანაკარგი გაზომვის დროს.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის გამოითვლება სუსპენზიის საერთო მოცულობა, რომელიც უნდა მომზადდეს და გადაეცეს პაციენტს მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის. საჭირო საერთო მოცულობა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭირო მოცულობის 20 დოზამდე შერჩევის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (2 შერჩევა დღიურ თერაპიულ დოზაზე 10 დღის განმავლობაში), სუსპენზიის მომზადებისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ სვეტზე დანაკარგის მითითებით გაზომვის დროს.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე 5-დღიანი მკურნალობის კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის

სხეულის წონა (კგ)

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინების გარეშე

ერთიანი მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინებით

≤ 7 კგ

40 მლ-მდე

50 მლ

˃ 7 კგ 10 კგ-მდე

50 მლ

60 მლ ან 75 მლ*

  • დამოკიდებულია გამოყენებული კაფსულების დოზაზე.

სუსპენზიის მოცულობა 6 მგ/მლ, რომელიც მზადდება პაციენტის სხეულის წონიდან გამომდინარე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის

სხეულის წონა (კგ)

საერთო მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინების გარეშე

ერთიანი მოცულობა შერევისთვის პაციენტის წონის მიხედვით

(მლ)

გაზომვისას დანაკარგის გათვალისწინებით

≤ 7 კგ

80 მლ-მდე

100 მლ

˃ 7 კგ 10 კგ-მდე

100 მლ

125 მლ

მეორე რიგში, განსაზღვრავენ კაფსულების და გამხსნელის რაოდენობას (წყალი, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს, როგორც კონსერვანტს), რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (გამოთვლილი ზემოთ მოცემული ცხრილის საფუძველზე), როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (მკურნალობის 5-დღიანი კურსისთვის ან 10-დღიანი პროფილაქტიკისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

50 მლ

4 კაფსულა (300 მგ)

49,5 მლ

75 მლ

6 კაფსულა (450 მგ)

74 მლ

კაფსულების და გამხსნელის რაოდენობა, რომლებიც საჭიროა 6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის საერთო მოცულობის მოსამზადებლად (იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობის 10-დღიანი კურსისთვის)

მიღებული სუსპენზიის საერთო მოცულობა

პრეპარატის კაფსულების საჭირო რაოდენობა

(75 მგ ოსელტამივირი)

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

100 მლ

8 კაფსულა (600 მგ)

98,5 მლ

125 მლ

10 კაფსულა (750 მგ)

123,5 მლ

მესამე, დაცული უნდა იქნას პრეპარატ ტანივირის კაფსულებიდან 6 მგ/მლ სუსპენზიის მომზადების პროცედურა:

  • მოათავსეთ წყლის მითითებული რაოდენობა, რომელიც შეიცავს 0,05% მოლ/მ ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით, შესაფერისი ზომის შუშის ჭიქაში.
  • გახსენით კაფსულების მითითებული რაოდენობა და გადაიტანეთ თითოეული კაფსულის შიგთავსი პირდაპირ მინის ჭიქაში კონსერვანტის შემცველი წყლით.
  • ურიეთ 2 წუთის განმავლობაში შესაბამისი შემრევი მოწყობილობის გამოყენებით.

შენიშვნა: ოსელტამივირის ფოსფატი ადვილად ხსნადია წყალში. სუსპენზიის ფორმირება განპირობებულია პრეპარატის ზოგიერთი უხსნადი დამხმარე ნივთიერებით.

  • ჩაასხით სუსპენზია ყვითელი ფერის შუშის ან პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლში. ძაბრის გამოყენება შესაძლებელია დაღვრის თავიდან ასაცილებლად.
  • დახურეთ ბოთლი სპეციალური საცობით ბავშვებისგან დასაცავად.
  • ბოთლს მიაკარით დამატებითი ეტიკეტი წარწერით „გამოყენების წინ ფრთხილად შეანჯღრიეთ“.

შენიშვნა: მომზადებული სუსპენზია გამოყენებამდე ფრთხილად უნდა შეანჯღრიოთ, რათა შემცირდეს ჰაერის მოხვედრის ტენდენცია.

  • აცნობეთ მშობელს ან მეურვეს, რომ გადააგდონ ნებისმიერი დარჩენილი პროდუქტი მკურნალობის დასრულების შემდეგ. ეს ინფორმაცია რეკომენდირებულია დაემატოს ბოთლზე დამატებითი ეტიკეტის სახით ან აფთიაქის ეტიკეტზე ინფორმაციის სახით.
  • ბოთლზე მიაკარით ეტიკეტი ვარგისიანობის ვადით შენახვის პირობების შესაბამისად.

მიამაგრეთ ბოთლზე აფთიაქის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს პაციენტის სახელს, დოზირების ინსტრუქციას, ვარგისიანობის ვადას, სამკურნალო პრეპარატის დასახელებას და სხვა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ფარმაცევტულ გაიდლაინებს. სწორი დოზირების ინსტრუქციები მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

დოზირების ცხრილი სუსპენზიისთვის 6 მგ/მლ, მომზადებული ექსტემპორალურად პრეპარატ ტანივირის კაფსულებიდან 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის

სხეულის წონა (დამრგვალებული 0,5 კგ-მდე)

დოზა

(მგ)

მოცულობა დოზაზე

(6 მგ/მლ)

სამკურნალო დოზა

(5 დღეზე)

სამკურნალო დოზა

(10 დღეზე*)

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

პროფილაქტიკური დოზა

(10 დღეზე)

საზომი შპრიცის მოცულობა (გრადუირება 0.1 მლ)

3 კგ

9 მგ

1,5 მლ

1,5 მლ

2-ჯერ დღეში

1,5 მლ

2-ჯერ დღეში

1,5 მლ

1-ჯერ დღეში

2,0 მლ

ან 3,0 მლ

3,5 კგ

10,5 მგ

1,8 მლ

1,8 მლ

2-ჯერ დღეში

1,8 მლ

2-ჯერ დღეში

1,8 მლ

1-ჯერ დღეში

2,0 მლ

ან 3,0 მლ

4 კგ

12 მგ

2,0 მლ

2,0 მლ

2-ჯერ დღეში

2,0 მლ

2-ჯერ დღეში

2,0 მლ

1- ჯერ დღეში

3,0 მლ

4,5 კგ

13,5 მგ

2,3 მლ

2,3 მლ

2-ჯერ დღეში

2,3 მლ

2-ჯერ დღეში

2,3 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

5 კგ

15 მგ

2,5 მლ

2,5 მლ

2-ჯერ დღეში

2,5 მლ

2-ჯერ დღეში

2,5 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

5,5 კგ

16,5 მგ

2,8 მლ

2,8 მლ

2-ჯერ დღეში

2,8 მლ

2-ჯერ დღეში

2,8 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

6 კგ

18 მგ

3,0 მლ

3,0 მლ

2-ჯერ დღეში

3,0 მლ

2-ჯერ დღეში

3,0 მლ

1-ჯერ დღეში

3,0 მლ

ან 5,0 მლ

6,5 კგ

19,5 მგ

3,3 მლ

3,3 მლ

2-ჯერ დღეში

3,3 მლ

2-ჯერ დღეში

3,3 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

7 კგ

21 მგ

3,5 მლ

3,5 მლ

2-ჯერ დღეში

3,5 მლ

2-ჯერ დღეში

3,5 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

7,5 კგ

22,5 მგ

3,8 მლ

3,8 მლ

2-ჯერ დღეში

3,8 მლ

2-ჯერ დღეში

3,8 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

8 კგ

24 მგ

4,0 მლ

4,0 მლ

2-ჯერ დღეში

4,0 მლ

2-ჯერ დღეში

4,0 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

8,5 კგ

25,5 მგ

4,3 მლ

4,3 მლ

2-ჯერ დღეში

4,3 მლ

2-ჯერ დღეში

4,3 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

9 კგ

27 მგ

4,5 მლ

4,5 მლ

2-ჯერ დღეში

4,5 მლ

2-ჯერ დღეში

4,5 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

9,5 კგ

28,5 მგ

4,8 მლ

4,8 მლ

2-ჯერ დღეში

4,8 მლ

2-ჯერ დღეში

4,8 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

10 კგ

30 მგ

5,0 მლ

5,0 მლ

2-ჯერ დღეში

5,0 მლ

2-ჯერ დღეში

5,0 მლ

1-ჯერ დღეში

5,0 მლ

  • იმუნოკომპრომეტირებული ჩვილებისთვის (0-12 თვის) მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. დამატებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში „განსაკუთრებული პოპულაციები“ (იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები).

სუსპენზია გაიცემა გრადუირებულ შპრიცთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სუსპენზიის მცირე დოზების გასაზომად. შეძლებისდაგვარად კეთდება ნიშნული შპრიცზე თითოეული პაციენტისთვის, რომელიც შეესაბამება შესაფერის დოზას (ზემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად).

მწარე გემოს დასაფარად საჭირო დოზა უნდა შეურიოთ თანაბარი მოცულობის ტკბილ საკვებ პროდუქტს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის სოუსები (მაგალითად, კარამელის ან ნაღების ფაჯის გემოთი).

6 მგ/მლ ექსტემპორალური სუსპენზიის შენახვის ვადა შეადგენს 17 დღეს, 5°C ± 3°C ტემპერატურაზე შენახვისას და 10 დღე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე შენახვისას.

სუსპენზიის სახლის პირობებში მომზადება

თუ სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებელია პრეპარატ ტანივირის კაფსულებისგან აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის გამოყენება (იხილეთ დეტალური ინსტრუქციები ზემოთ). თუ სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი და აფთიაქში სუსპენზიის მომზადების საშუალება არ არის, შეგიძლიათ ის სახლში მოამზადოთ.

თუ ხელმისაწვდომია საჭირო დოზირების კაფსულები, პრეპარატის დოზა უნდა მომზადდეს კაფსულის გახსნით და მისი შიგთავსის შერევით არაუმეტეს ერთ ჩაის კოვზ შესაფერის ტკბილ საკვებთან. მწარე გემოს დასაფარად, საჭირო დოზა შეიძლება შეურიოთ შესაფერის ტკბილ საკვებს, როგორიცაა შაქრის წყალი, შოკოლადის სიროფი, ალუბლის სიროფი, დესერტის სოუსები (მაგალითად, კარამელის ან ფაჯის გემოთი). ნარევი უნდა აურიოთ და მისცეთ პაციენტს. ნარევი უნდა იქნას მიღებული მომზადებისთანავე.

მხოლოდ 75 მგ კაფსულის არსებობისას და 30 მგ და 45 მგ დოზების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ტანივირის სუსპენზიის მომზადება მოიცავს დამატებით ეტაპებს.

მოზრდილები, 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები და 40 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვები

75 მგ დოზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

პრეპარატ ტანივირის ერთი კაფსულა 75 მგ

ბასრი მაკრატელი

ერთი პატარა ჭიქა

ჩაის კოვზი (5 მლ)

წყალი

ტკბილი საკვები პროდუქტი ფხვნილის მწარე გემოს ნიველირებისთვის.

მაგალითები: შოკოლადის ან ალუბლის სიროფი, სოუსები დესერტებისთვის (მაგალითად, კარამელის ან ფაჯის გემოთი). ასევე შეგიძლიათ შაქრიანი წყალი მოამზადოთ ერთი ჩაის კოვზი წყლის და სამი მეოთხედი (3/4) ჩაის კოვზი შაქრის შერევით.

ნაბიჯი 1: განსაზღვრეთ სწორი დოზა

გამოსაყენებლად სწორი რაოდენობის დასადგენად, პაციენტის წონა უნდა მოიძებნოს ცხრილის მარცხენა სვეტში. ცხრილის მარჯვენა სვეტში განისაზღვრება კაფსულების რაოდენობა, რომელიც უნდა მიეცეს პაციენტს ერთჯერადი დოზისთვის. კაფსულების რაოდენობა იგივეა გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

75 მგ დოზირებისთვის საჭიროა მხოლოდ 75 მგ კაფსულების გამოყენება.

წონა

პრეპარატის დოზა

კაფსულების რაოდენობა

40 კგ და მეტი

75 მგ

1 კაფსულა

40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი

40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის უნდა მომზადდეს 75 მგ-ზე ნაკლები დოზა.

ნაბიჯი 2: ჩაყარეთ ფხვნილი მთლიანად ჭიქაში

ფრთხილად მოჭერით 75 მგ კაფსულის მომრგვალებული წვერი მაკრატლით, დაიკავეთ რა კაფსულა ვერტიკალურად ფინჯანზე.

ჩაყარეთ მთელი ფხვნილი ჭიქაში. სიფრთხილეა საჭირო, რადგან ფხვნილმა შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალის გაღიზიანება.

ნაბიჯი 3: დაატკბეთ ფხვნილი და მიეცით დოზა

ფხვნილს ჭიქაში დაამატეთ მცირე რაოდენობით ტკბილი პროდუქტი (არაუმეტეს ერთი სავსე ჩაის კოვზი).

ეს ხელს შეუწყობს პრეპარატ ტანივირის ფხვნილის მწარე გემოს დამალვას.

საფუძვლიანად აურიეთ ნარევი.

ჭიქის მთლიანი შიგთავსი დაუყოვნებლივ მიეცემა პაციენტს.

თუ ნარევი ფინჯანში დარჩა, ჩაასხით ჭიქაში მცირე რაოდენობით წყალი და მიეცით პაციენტს დასალევად.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ ჯერზე, როცა დაგჭირდებათ წამლის მიცემა.

1 წლამდე ასაკის ჩვილები და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები

უფრო მცირე ერთჯერადი დოზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

პრეპარატ ტანივირის ერთი კაფსულა 75 მგ

ბასრი მაკრატელი

ორი პატარა ჭიქა

ერთი დიდი შპრიცი წყლის არწყვისთვის, ნიშნულებით 5 მლ ან 10 მლ

ერთი პატარა შპრიცი ნიშნულებით 0,1 მლ სუსპენზიის დოზის მისაცემად

ჩაის კოვზი (5 მლ)

წყალი

ტკბილი საკვები პროდუქტი ფხვნილის მწარე გემოს ნიველირებისათვის

მაგალითები: შოკოლადის ან ალუბლის სიროფი, სოუსები დესერტებისთვის (მაგალითად, კარამელის ან ფაჯის გემოთი). ასევე შეგიძლიათ შაქრიანი წყლის მომზადება ერთი ჩაის კოვზი წყლის შერევით სამ მეოთხედ (3/4) ჩაის კოვზ შაქართან.

ნაბიჯი 1: ჩაყარეთ მთელი ფხვნილი ჭიქაში

ფრთხილად მოაჭერით 75 მგ კაფსულის მომრგვალებული წვერი მაკრატლით, დაიჭირეთ რა კაფსულა ვერტიკალურად ჭიქაზე. სიფრთხილეა საჭირო, რადგან ფხვნილმა შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალის გაღიზიანება.

ჩაყარეთ მთელი ფხვნილი ჭიქაში, მოსამზადებელი დოზის მიუხედავად.

რაოდენობა იგივეა გრიპის მკურნალობისთვის ან პროფილაქტიკისთვის.

ნაბიჯი 2: დაამატეთ წყალი წამლის გასაზავებლად

გამოიყენეთ უფრო დიდი შპრიცი 12,5 მლ წყლის ამოსაღებად.

დაუმატეთ წყალი ფხვნილს ჭიკაში.

აურიეთ ნარევი ჩაის კოვზით დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

არ ინერვიულოთ, თუ მთელი ფხვნილი არ გაიხსნება. გაუხსნელი ფხვნილი - დამხმარე ნივთიერებებია.

ნაბიჯი 3: განსაზღვრეთ ბავშვის სხეულის წონის შესაბამისი ნარევის რაოდენობა

იპოვეთ ბავშვის სხეულის წონა ცხრილის მარცხენა სვეტში. ცხრილის მარჯვენა სვეტში მითითებულია ნარევის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ამოსაღებად.

1 წლამდე ასაკის ჩვილები (მათ შორის დროული ახალშობილები)

ბავშვის სხეულის წონა (დაახლოებით)

ნარევის რაოდენობა, რომელიც უნდა შეირჩეს

3 კგ

1,5 მლ

3,5 კგ

1,8 მლ

4 კგ

2,0 მლ

4,5 კგ

2,3 მლ

5 კგ

2,5 მლ

5,5 კგ

2,8 მლ

6 კგ

3,0 მლ

6,5 კგ

3,3 მლ

7 კგ

3,5 მლ

7,5 კგ

3,8 მლ

8 კგ

4,0 მლ

8,5 კგ

4,3 მლ

9 კგ

4,5 მლ

9,5 კგ

4,8 მლ

10 კგ

5,0 მლ

1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, 40 კგ-მდე სხეულის წონით

ბავშვის სხეულის წონა (დაახლოებით)

ნარევის რაოდენობა, რომელიც ამოღებული უნდა იქნას

15 კგ-მდე

5,0 მლ

15-23 კგ

7,5 მლ

23-40 კგ

10,0 მლ

ნაბიჯი 4: ამოიღეთ ნარევი

დარწმუნდით, რომ იყენებთ სწორი ზომის შპრიცს. ამოიღეთ ნარევის შესაბამისი რაოდენობა პირველი ჭიქიდან. ამოიღეთ ფრთხილად, რომ ჰაერის ბუშტები არ წარმოიქმნას. მეორე ჭიქაში ფრთხილად ჩაასხით სწორი დოზა.

ნაბიჯი 5: დაატკბეთ და მიეცით დოზა ბავშვს

მეორე ჭიქას დაამატეთ მცირე რაოდენობით ტკბილი საკვები პროდუქტი (არაუმეტეს ერთი სავსე ჩაის კოვზი).

ეს ხელს შეუწყობს პრეპარატ ტანივირის ფხვნილის მწარე გემოს დამალვას.

კარგად აურიეთ ტკბილი საკვები პროდუქტი და პრეპარატის ნარევი.

მეორე ჭიქის მთლიანი შიგთავსი (პრეპარატ ტანივირის ნარევი ტკბილი საკვები პროდუქტის დამატებით) დაუყოვნებლივ მიეცემა ბავშვს.

თუ ნარევი დარჩა მეორე ჭიქაში, ჩაასხით ჭიქაში მცირე რაოდენობით წყალი და მიეცით ბავშვს დასალევად. ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ჭიქიდან დალევა, გამოიყენეთ კოვზი ან ბოთლი. მიეცით ბავშვს რაიმე დასალევად.

პირველ ჭიქაში დარჩენილი გამოუყენებელი სითხე გადაასხით.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ ჯერზე, როცა დაგჭირდებათ პრეპარატის მიცემა.

ინფორმაცია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის

პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა

სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიის (6 მგ/მლ) მოსამზადებლად არის გამოშვების სასურველი ფორმა პედიატრიული და ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა, ასევე პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზა. იმ შემთხვევაში, თუ სამრეწველო წარმოების ოსელტამივირის ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად არ არის ხელმისაწვდომი, ფარმაცევტს შეუძლია მოამზადოს 6 მგ/მლ სუსპენზია კაფსულებიდან. თუ აფთიაქში მომზადება ასევე არ არის ხელმისაწვდომი, პაციენტებს შეუძლიათ მოამზადონ სუსპენზია კაფსულებიდან სახლის პირობებში.

აფთიაქში მომზადებული სუსპენზიის მისაღებად, ასევე საშინაო მომზადებასთან დაკავშირებული პროცედურების ჩასატარებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მოცულობის და გრადუირების დოზატორები (საზომი შპრიცები). ორივე შემთხვევისთვის სასურველია, რომ დოზატორებზე გაკეთებული იყოს ნიშნულები საჭირო მოცულობის მითითებისთვის. სახლის პირობებში მოსამზადებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ცალკე დოზატორები წყლის საჭირო მოცულობის ამოსაღებად და პრეპარატისა და წყლის ნარევის მოცულობის გასაზომად. 12,5 მლ წყლის ამოსაღებად გამოიყენება 10 მლ ტევადობის დოზატორი.

6 მგ/მლ სუსპენზიის საჭირო მოცულობის ამოსაღებად შესაფერისი დოზატორების ზომები წარმოდგენილია ქვემოთ.

1 წლამდე ჩვილები (მათ შორის ვადიანი ახალშობილები)

დოზა

სუსპენზიის რაოდენობა

საზომი შპრიცის მოცულობა

(გრადუირება 0,1 მლ)

9 მგ

1,5 მლ

2,0 მლ (ან 3,0 მლ)

10 მგ

1,7 მლ

2,0 მლ (ან 3,0 მლ)

11,25 მგ

1,9 მლ

2,0 მლ (ან 3,0 მლ)

12,5 მგ

2,1 მლ

3,0 მლ

13,75 მგ

2,3 მლ

3,0 მლ

15 მგ

2,5 მლ

3,0 მლ

16,25 მგ

2,7 მლ

3,0 მლ

18 მგ

3,0 მლ

3,0 მლ (ან 5,0 მლ)

19,5 მგ

3,3 მლ

5,0 მლ

21 მგ

3,5 მლ

5,0 მლ

22,5 მგ

3,8 მლ

5,0 მლ

24 მგ

4,0 მლ

5,0 მლ

25,5 მგ

4,3 მლ

5,0 მლ

27 მგ

4,5 მლ

5,0 მლ

28,5 მგ

4,8 მლ

5,0 მლ

30 მგ

5,0 მლ

5,0 მლ

1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, რომელთა წონა 40 კგ-ზე ნაკლებია

დოზა

სუსპენზიის რაოდენობა

საზომი შპრიცის მოცულობა

(გრადუირება 0,1 მლ)

30 მგ

5,0 მლ

5,0 მლ (ან 10,0 მლ)

45 მგ

7,5 მლ

10,0 მლ

60 მგ

10,0 მლ

10,0 მლ

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გვერდითი რეაქციები

უსაფრთხოების ზოგადი პროფილი

პრეპარატის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი ეფუძნება 6049 მოზრდილის/მოზარდის და 1473 პედიატრიული პაციენტის კლინიკურ კვლევებს, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებოს გრიპის სამკურნალოდ, ასევე 3990 ზრდასრული/მოზარდის და 253 ბავშვისა, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებო/ არ მიუღიათ მკურნალობა გრიპის პროფილაქტიკისთვის. დამატებით 245 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 7 მოზარდი და 39 ბავშვი) იღებდა ოსელტამივირს გრიპის სამკურნალოდ და 475 იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი (მათ შორის 18 ბავშვი, რომელთაგან 10 იღებდა ოსელტამივირს და 8 - პლაცებოს) იღებდნენ ოსელტამივირს ან პლაცებოს გრიპის პროფილაქტიკისათვის.

გრიპის მკურნალობის კვლევებში მოზრდილებში/მოზარდებში ყველაზე ხშირად იყო აღწერილი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, გრიპის პრეოფილაქტიკის კვლევებში - გულისრევა. ამ გვერდითი რეაქციების უმეტესობის შესახებ იყო შეტყობინებები ერთჯერადად მკურნალობის პირველ ან მეორე დღეს და ისინი სპონტანურად ქრებოდა 1-2 დღის განმავლობაში. ბავშვებში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო ღებინება. პაციენტთა უმრავლესობაში ამ არასასურველმა რეაქციებმა არ გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა.

ოსელტამივირის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას იშვიათად იყო შეტყობინებები შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ: ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის დაავადებები (ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე), ანგიონევროზული შეშუპება,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გასტროინტესტინალური სისხლდენა და ნეიროფსიქიატრიული დარღვევები.

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000). გვერდითი რეაქციები მიკუთვნებულია გარკვეულ კატეგორიას კლინიკური კვლევების გაერთიანებული მონაცემების ანალიზის თანახმად.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებსა და მოზარდებში

მოზრდილებში/მოზარდებში მკურნალობისა და პროფილაქტიკის კვლევებში ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი რეაქციები რეკომენდებული დოზების მიღებისას (75 მგ ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მკურნალობისას და 75 მგ ერთხელ დღეში 6 კვირამდე პროფილაქტიკის დროს) წარმოდგენილია ქვემოთ.

უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირის რეკომენდირებულ პროფილაქტიკურ დოზას (75 მგ ერთხელ დღეში 6 კვირამდე) რაოდენობრივად მსგავსი იყო ასეთისა მკურნალობის კვლევებში, მიუხედავად პროფილაქტიკის კვლევებში დოზირების უფრო დიდი ხანგრძლივობისა.

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ბრონქიტი, მარტივი ჰერპესი, ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - აგზნება, ანომალური ქცევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, ბოდვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, თვითდაზიანება.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი; ხშირად - უძილობა; არახშირად - ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა.

გულის მხრივ: იშვიათად - გულის არითმია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა, ყელის ტკივილი, რინორეა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად - ღებინება, მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია; იშვიათად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემორაგიული კოლიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ღვიძლის ფერმენტების დონის მატება; იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - ტკივილი, თავბრუსხვევა (მათ შორის ვერგიტო), სისუსტე, ჰიპერთერმია, ტკივილი კიდურებში.

გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში

სულ 1473 ბავშვი (მათ შორის სხვამხრივ ჯანმრთელი ბავშვები 1-12 წლის ასაკში და ბავშვები ასთმით 6-12 წლის ასაკის) მონაწილეობდა ოსელტამივირის კლინიკურ კვლევებში გრიპის სამკურნალოდ. აქედან 851 ბავშვმა მიიღო ოსელტამივირის სუსპენზიით თერაპია. სულ 158 ბავშვი იღებდა ოსელტამივირის რეკომენდირებულ დოზებს დღეში ერთხელ პროფილაქტიკის კვლევებში ოჯახის ავადმყოფ წევრებთან კონტაქტის შემდეგ (n = 99), სეზონური პროფილაქტიკის 6-კვირიან კვლევაში ბავშვებში (n = 49) და სეზონური პროფილაქტიკის 12-კვირიან პედიატრიულ კვლევაში იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში (n = 10).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - შუა ოტიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - კონიუნქტივიტი (მათ შორის თვალების სიწითლე, თვალებიდან გამონადენი და თვალის ტკივილი).

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: ხშირად - ყურის ტკივილი; არახშირად - ყურის დაფის დაზიანება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ხველა, ცხვირის გაჭედვა; ხშირად - რინორეა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - ღებინება; ხშირად - მუცლის ტკივილი (მათ შორის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), დისპეფსია, გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - დერმატიტი (ალერგიული და ატოპიური დერმატიტის ჩათვლით).

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ფსიქიკური დარღვევები და ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

გრიპი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ქცევით სიმპტომებთან, როგორიცაა ჰალუცინაციები, დელირიუმი და ანომალური ქცევა, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად მთავრდებოდა. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ენცეფალიტის ან ენცეფალოპათიის ფონზე, ასევე გამოხატული მძიმე დაავადების არარსებობის შემთხვევაში.

გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირით, პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები კრუნჩხვების და დელირიუმის შესახებ (მათ შორის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების არევა, ანომალური ქცევა, ბოდვა, ჰალუცინაციები, აგზნება, შფოთვა, ღამის კოშმარები), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევდა თვითდაზიანებას ან სიკვდილს. ეს მოვლენები დაფიქსირდა ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; ხშირად ეს იწყებოდა მოულოდნელად და სწრაფად გადიოდა. ოსელტამივირის როლი ამ დარღვევების აღნიშვაში უცნობია. ასევე იყო შეტყობინებები ასეთი ნეიროფსიქიატრიული მოვლენების შესახებ გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ოსელტამივირს.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა, გრიპის მსგავსი დაავადების მქონე პაციენტებში, მოიცავს ფულმინანტური ჰეპატიტის/ღვიძლის უკმარისობის შემთხვევებს ფატალური შედეგით.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია (1 წლამდე ასაკის ჩვილები)

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და უსაფრთხოების პროფილის ორ კვლევაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულ 1 წლამდე ასაკის 135 ბავშვში, უსაფრთხოების პროფილი შედარებადი იყო ასაკობრივ კოგორტებში; გულისრევა, დიარეა, საფენის დაოდვილობის განვითარება იყო ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები. არასაკმარისი მონაცემებია 36 კვირაზე ნაკლები პოსტკონცეპტუალური ასაკის ბავშვებისთვის.

ოსელტამივირის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები გრიპის სამკურნალოდ 1 წლამდე ასაკის ჩვილებში პროსპექტული და რეტროსპექტული დაკვირვების კვლევებიდან (რომლებიც სულ მოიცავენ ამ ასაკობრივი ჯგუფის 2400-ზე მეტ ბავშვს), მონაცემთა ეპიდემიოლოგიური ბაზების კვლევები და პოსტმარკეტინგული ანგარიშები მიუთითებს, რომ 1 წლამდე ასაკის ჩვილებში უსაფრთხოების პროფილი მსგავსია უსაფრთხოების პროფილისა, რომელიც განსაზღვრული იქნა 1 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები და პაციენტები გულის ქრონიკული და/ან რესპირატორული დაავადებებით

გრიპის მკურნალობის კვლევებში ჩართული პოპულაცია შედგებოდა სხვამხრივ ჯანმრთელი მოზრდილების/მოზარდებისა და „რისკი ჯგუფში“ მყოფი პაციენტებისაგან (გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები, როგორიცაა ხანდაზმულები და პაციენტები ქრონიკული გულის ან რესპირატორული დაავადებებით). მთლიანობაში, უსაფრთხოების პროფილი „რისკის ჯგუფის“ პაციენტებში ხარისხობრივად მსგავსი იყო ასეთისა სხვამხრივ ჯანმრთელ მოზრდილებში/მოზარდებში.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

გრიპის მკურნალობა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში შეფასებული იყო ორ კვლევაში, რომლებშიც გამოიყენებოდა ოსელტამივირის სტანდარტული დოზებით ან მაღალი დოზები (ორჯერადი ან სამჯერადი დოზა). ამ კვლევების ჩარჩოებში დაფიქსირებული ოსელტამივირის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა წინა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ პროფილს, სადაც ოსელტამივირი გამოიყენებოდა გრიპის სამკურნალოდ იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში (სხვამხრივ ჯანმრთელ პაციენტებში ან „რისკის ჯგუფის“ პაციენტებში [ანუ თანმხლები რესპირატორული და/ან გულის დაავადებით]). იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში ყველაზე ხშირად იყო შეტყობინებები ღებინების აღნიშვნის შესახებ (28%).

12-კვირიან პროფილაქტიკურ კვლევაში 475 იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტში, მათ შორის 18 ბავშვში 1-დან 12 წლამდე და უფროსი ასაკის, უსაფრთხოების პროფილი 238 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ოსელტამივირით, მსგავსი იყო ასეთისა პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევებში.

ბავშვები ბრონქული ასთმით ანამნეზში

ზოგადად, არასასურველი რეაქციების პროფილი ბავშვებში ბრონქიალური ასთმით ანამნეზში იყო ხარისხობრივად ანალოგიური ასეთისა სხვამხრივ ჯანმრთელ ბავშვებში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ოსელტამივირი ეფექტურია მხოლოდ გრიპის ვირუსებით გამოწვეული დაავადებების დროს.

არ არსებობს ოსელტამივირის ეფექტურობის მტკიცებულებები დაავადებების მიმართ, გამოწვეულის აგენტებით, რომლებიც განსხვავდება გრიპის ვირუსისგან.

ტანივირი არ არის გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინის შემცვლელი. პრეპარატ ტანივირის გამოყენებამ არ უნდა იმოქმედოს ინდივიდების განსაზღვრაზე გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციისთვის. გრიპისგან დაცვა გრძელდება მხოლოდ პრეპარატის მიღებისას. ტანივირი უნდა იქნას გამოყენებული გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ საიმედო ეპიდემიოლოგიური მონაცემების არსებობისას, რომლებიც ადასტურებენ გრიპის ვირუსის ცირკულაციის ფაქტს პოპულაციაში. მოცირკულირე გრიპის ვირუსის შტამების მგრძნობელობა ოსელტამივირის მიმართ ძალზე ცვალებადია. აქედან გამომდინარე, მედიცინის მუშაკებმა, რომლებიც ნიშნავენ პრეპარატს, უნდა გაითვალისწინონ უახლესი ინფორმაცია ოსელტამივირის მიმართ ამჟამად მოცირკულირე ვირუსების მგრძნობელობის ბუნების შესახებ, პრეპარატის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

თანმდევი მძიმე მდგომარეობები

არ არსებობს მონაცემები ოსელტამივირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისად მძიმე ან არასტაბილური სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც ჰოსპიტალიზაციის რისკი განიხიკება როგორც გარდაუვალი.

იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები

ოსელტამივირის ეფექტურობა როგორც გრიპის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკაფიოდ არ არის დადგენილი.

გულის/რესპირატორული დაავადებები

ოსელტამივირის ეფექტურობა პაციენტების სამკურნალოდ ქრონიკული გულის და/ან რესპირატორული დაავადებებით დადგენილი არ არის. არ იყო აღმოჩენილი განსხვავება გართულებების სიხშირეში თერაპიისა და პლაცებო ჯგუფებს შორის ამ პოპულაციაში.

პედიატრიული პოპულაცია

ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც იძლევა რეკომენდაციების მიცემის საშუალებას დოზირებასთან დაკავშირებით დღენაკლულ ჩვილებში (პოსტკონცეპტუალური ასაკის 36 კვირაზე ნაკლები).

თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევები

დოზის კორექცია რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე მოზრდილებისა და მოზარდების (13-17 წლის) მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს. არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ჩვილებსა და ბავშვებში (1 წლის და უფროსი ასაკის) დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მისაცემად.

ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები

ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები ოსელტამივირის მიღებისას აღინიშნა გრიპის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. მსგავსი გამოვლინებები ასევე დაფიქსირდა გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ოსელტამივირს. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ ქცევაში ცვლილებების საგანზე, მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და რისკი კი სათანადოდ უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის.

დამხმარე ნივთიერებები

ტანივირი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 1 კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ნაყოფიერება, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

გრიპი ასოცირებულია არასასურველ შედეგებთან ორსულობისა და ნაყოფისთვის, მძიმე თანდაყოლილი მალფორმაციების რისკთან, მათ შორის გულის თანდაყოლილი მანკების რისკთან. ორსულ ქალებში ოსელტამივირის ზემოქმედების შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემები პოსტმარკეტინგული ანგარიშებიდან და ობსერვაციული კვლევებიდან (1000-ზე მეტი შედეგი ზემოქმედებით პირველ ტრიმესტრში) არ მიუთითებს ოსელტამივირის არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.

თუმცა, ერთ ობსერვაციულ კვლევაში, სადაც ზოგადი მალფორმაციის რისკი არ იყო გაზრდილი, მძიმე თანდაყოლილ გულის მანკებთან დაკავშირებული შედეგები, დიაგნოზირებული დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში, არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ამ კვლევაში, გულის მძიმე თანდაყოლილი მანკებით ავადობის სიხშირე ოსელტამივირის ზემოქმედების შემდეგ პირველ ტრიმესტრში იყო 1,76% (7 ჩვილი 397 ორსულობიდან) 1,01%-თან შედარებით ორსულობებში ზემოქმედების გარეშე ზოგადი პოპულაციიდან (შანსების შეფარდება 1, 75, 95% ნდობის ინტერვალი 0,51-დან 5,98-მდე). ამ შედეგის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ნათელი, რადგან კვლევა შეზღუდულია. გარდა ამისა, კვლევა არ იყო საკმარისად მასშტაბური მძიმე მალფორმაციების ცალკეული ტიპების სათანადო შეფასებისთვის; გარდა ამისა, შეუძლებელია ქალების სრულად შედარება, რომლებიც დაექვემდებარენ ოსელტამივირის ზემოქმედებას, და ქალებისა, რომლებიც არ დაქვემდებარებულან ოსელტამივირის ზემოქმედებას, კერძოდ, ჰქონდათ თუ არა მათ გრიპი.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე.

ორსულობის დროს პრეპარატ ტანივირის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება განიხილებოდეს, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და სარგებლობის შესახებ არსებული მონაცემების, აგრეთვე გრიპის ვირუსის მოცირკულირე შტამის პათოგენურობის გათვალისწინებით.

ლაქტაცია

მეძუძურ ვირთხებში ოსელტამივირი და აქტიური მეტაბოლიტი აღწევენ დედის რძეში.

არსებობს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია ჩვილი ბავშვების შესახებ, რომელთა დედები იღებდნენ ოსელტამივირს, და ოსელტამივირის დედის რძით გამოყოფის შესახებ. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოვლენილია დედის რძეში, მაგრამ მათი დონე დაბალი იყო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუბთერაპიული დოზის მიღება ჩვილის მიერ. ამ ინფორმაციის, გრიპის ვირუსის მოცირკულირე შტამის პათოგენურობის და მეძუძური ქალის ძირითადი დაავადების გათვალისწინებით, შეიძლება განხილული იქნას საკითხი ოსელტამივირის დანიშვნის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც ქალისთვის პოტენციური სარგებელი აშკარაა.

ფერტილობა

პრეკლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ოსელტამივირი გავლენას ახდენს მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკური თვისებები, როგორიცაა პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირება და მეტაბოლიზმი, რომელიც არ არის დამოკიდებული CYP450-ზე და გლუკურონიდაზას სისტემაზე, იძლევიან ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ამ მექანიზმების მეშვეობით ნაკლებად სავარაუდოა.

პრობენეციდი

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო პრობენეციდთან ერთდროული გამოყენებისას. პრობენეციდის, თირკმლის ტუბულარული სეკრეციის ანიონური გზის ძლიერი ინჰიბიტორის, ერთდროული გამოყენება იწვევს ოსელტამივირის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის დაახლოებით ორჯერად ზრდას.

ამოქსიცილინი

ოსელტამივირი არ ავლენს კინეტიკურ ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან, რომლის ელიმინაციაც ანალოგიურად ხდება, რაც მიუთითებს ოსელტამივირთან ამ გზით სუსტ ურთიერთქმედებაზე.

თირკმლისმიერი ელიმინაცია

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც მოიცავს თირკმელების ტუბულარულ სეკრეციაზე კონკურენციას, ნაკლებად სავარაუდოა ამ პრეპარატების უმეტესობის უსაფრთხოების ცნობილი ზღვრების, აქტიური მეტაბოლიტების ელიმინაციის მახასიათებლების (გლომერულური ფილტრაცია და ანიონური მილაკოვანი სეკრეცია) და ამ გზების დახმარებით ეკსკრეციის მოცულობის გამო. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ოსელტამივირის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ წამლებს ეკსკრეციის მსგავსი გზით და ვიწრო თერაპიული დიაპაზონით (მაგალითად, ქლორპროპამიდი, მეთოტრექსატი, ფენილბუტაზონი).

დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ოსელტამივირსა და მის აქტიურ მეტაბოლიტს შორის, პარაცეტამოლთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ციმეტიდინთან და ანტაციდებთან (მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდი, კალციუმის კარბონატი), რიმანტადინთან ან ვარფარინთან (პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს სტაბილური დოზებით და არ არიან გრიპით ავად), ერთდროულად დანიშვნისას არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება

ოსელტამივირის დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებები მიღებულია კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული გამოყენების განმავლობაში. დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევაში, არ ყოფილა შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ.

გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ იყო შერტობინებები ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით, იყო ანალოგიური მათი ბუნების და სიხშირის მიხედვით ისეთისა, რომლებიც აღინიშნებოდა ოსელტამივირის თერაპიული დოზების გამოყენებისას და აღწერილია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები იყო უფრო ხშირად, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის სუსპენზიის მომზადებისას პერორალური მიღებისთვის და ბავშვებისთვის პრეპარატის დანიშვნისას.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა