პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ტადალაფილი ფარმოზი 20მგ

TADALAFIL FARMOZ 20mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ტადალაფილი ფარმოზი არის ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება ზრდასრული მამაკაცებისთვის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექცია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტადალაფილი (tadalafil)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
მწარმოებელი
Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
G04BE08
რეგისტრაციის ნომერი
რ-042823
რეგისტრირებულია
25 თებერვალი 2025, მოქმედებს 25 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატადალაფილი ფარმოზი 20მგ და სხვა წამალი ერთად

ტადალაფილი ფარმოზი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტადალაფილი ფარმოზი არის ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება ზრდასრული მამაკაცებისთვის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექცია. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი ფარმოზი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექციის მიღწევის უნარს.

ტადალაფილი ფარმოზი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. სექსუალური სტიმულაციის შემდეგ, ტადალაფილი ფარმოზი ხელს უწყობს სასქესო ასოს სისხლძარღვების მოდუნებას, რის შედეგადაც, იზრდება ლოკალური სისხლით მომარაგება და უმჯობესდება ერექციული ფუნქცია.

ტადალაფილი არ დაეხმარება პაციენტს, თუ მას არ აქვს ერექციული დისფუნქცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტადალაფილი არ მოქმედებს, თუ ადგილი არ აქვს სექსუალურ სტიმულაციას. პაციენტს და მის პარტნიორს დასჭირდებათ წინასწარი პრელუდიური აქტივობები, ისევე როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის მიღების გარეშე.

მიღების წესი და დოზირება

პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მითითებისამებრ. თუ არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი 10 მგ-ანი ტაბლეტი სქესობრივი აქტის დაწყებამდე. თუმცა, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს 20 მგ ტაბლეტი თუ 10 მგ დოზა არასაკმარისად ეფექტურია.

ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია სქესობრივ აქტამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. ტადალაფილი ფარმოზი შეიძლება ეფექტური იყოს ტაბლეტის მიღებიდან 36 საათის განმავლობაში.

არ მიიღება დღეში ერთზე მეტჯერ. ტადალაფილი ფარმოზი 10 მგ და 20 მგ განკუთვნილია მოსალოდნელ სქესობრივ აქტამდე გამოსაყენებლად და არ არის რეკომენდებული ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუარესოს ერექციული ფუნქცია ან დროებით შეამციროს არტერიული წნევა. თუ პაციენტმა მიიღო ან გეგმავს ტადალაფილი ფარმოზის მიღებას, ის უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან მეტი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის რისკი ფეხზე წამოდგომისას.

თუ პაციენტმა მიიღო ტადალაფილი ფარმოზი საჭიროზე მეტი დოზა

პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს. შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია ნაწილში 4.

თუ პაციენტს აქვს დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

არ მიიღება ტადალაფილი ფარმოზი, თუ:

  • სახეზეა ალერგია ტადალაფილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.
  • პაციენტი ღებულობს ორგანული ნიტრატების ან აზოტის ოქსიდის დონორების ნებისმიერ ფორმას, როგორიცაა ამილ ნიტრიტი. ეს არის მედიკამენტების ჯგუფი ("ნიტრატები"), რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ("ტკივილი გულმკერდის არეში") სამკურნალოდ. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი აძლიერებს ამ მედიკამენტების ეფექტს. თუ პაციენტი ღებულობს ნიტრატების ნებისმიერ ფორმას ან არ არის დარწმუნებული, უნდა ეცნობოს ექიმს.
  • პაციენტს აქვს გულის სერიოზული დაავადება ან გადატანილი აქვს გულის შეტევა ბოლო 90 დღის განმავლობაში.
  • პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
  • პაციენტს აქვს დაბალი არტერიული წნევა ან არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა.
  • პაციენტს ოდესმე დაუკარგავს მხედველობა არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) გამო. აღნიშნული არის მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "თვალის ინსულტი".
  • პაციენტი ღებულობს რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის) და ფილტვის ქრონიკული თრომბოემბოლიური ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის, რომელიც გამოწვეულია სისხლის კოლტებით) სამკურნალოდ. დადასტურებულია, რომ მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ტადალაფილი ფარმოზი, აძლიერებენ ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ პაციენტი ღებულობს რიოციგუატს ან არ არის დარწმუნებული, უნდა ეცნობოს ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ტადალაფილი ფარმოზის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური აქტივობა შეიცავს შესაძლო რისკს გულის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რადგან ის ზედმეტ დატვირთვას აყენებს გულს. თუ არსებობს გულის პრობლემა, უნდა ეცნობოს ექიმს.

ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეცნობოს ექიმს თუ არსებობს:

  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია).
  • მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).
  • ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო).
  • სასქესო ასოს ნებისმიერი დეფორმაცია.
  • ღვიძლის მძიმე პრობლემა.
  • თირკმლის მძიმე პრობლემა.

უცნობია ტადალაფილი ფარმოზის ეფექტურობა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ:

  • მენჯის ოპერაცია.
  • პროსტატის ჯირკვლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოცილება, რომლის დროსაც პროსტატის ნერვები იკვეთება (რადიკალური არანერვშემანარჩუნებელი პროსტატექტომია).

თუ ტადალაფილი ფარმოზის მიღების დროს ვითარდება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, ან მხედველობი გაუარესება, ბუნდოვანება, ტადალაფილი ფარმოზის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ტადალაფილი ფარმოზის მიღებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სმენის დაქვეითება ან უეცარი სმენის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი, პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს მოვლენა ტადალაფილი ფარმოზთან, თუ ვითარდება სმენის დაქვეითება ან უეცარი სმენის დაკარგვა, ტადალაფილ ფარმოზის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ტადალაფილი ფარმოზი არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ტადალაფილი ფარმოზი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებს, ახლახანს მიიღო ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ტადალაფილ ფარმოზი არ ინიშნება თუ პაცინტი უკვე იღებს ნიტრატებს.

ტადალაფილ ფარმოზმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მედიკამენტზე ან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ ტადალაფილი ფარმოზის მოქმედებაზე. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ის უკვე იღებს:

  • ალფა-ბლოკატორს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კეთილთვისებიან პროსტატის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული შარდვის სიმპტომების სამკურნალოდ).
  • სხვა მედიკამენტებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
  • რიოციგუატს.
  • 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებს (გამოიყენება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ).
  • მედიკამენტებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
  • პროტეაზას ინჰიბიტორები შიდსის ან აივ ინფექციის სამკურნალოდ.
  • ფენობარბიტალს, ფენიტოინს და კარბამაზეპინს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები).
  • რიფამპიცინს, ერითრომიცინს, კლარითრომიცინს ან იტრაკონაზოლს.
  • ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებს.

ტადალაფილი ფარმოზი სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ინფორმაცია ალკოჰოლის ეფექტის შესახებ მოცემულია ნაწილში 3. გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტადალაფილი ფარმოზის მოქმედებაზე და უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით. დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ფერტილობა

ძაღლებზე ჩატარებული კვლევებით აღინიშნა სპერმის განვითარების შემცირება სათესლე ჯირკვლებში. სპერმის შემცირება აღინიშნა ზოგიერთ მამაკაცში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა ეფექტებმა გამოიწვიოს უნაყოფობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკური კვლევების ფარგლებში, ტადალაფილი ფარმოზის მიღებისას, ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნა თავბრუსხვევა. პაციენტმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს, როგორ რეაგირებს ტაბლეტებზე ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების წინ.

ტადალაფილი ფარმოზი შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს სამედიცინო დაწესებულებას:

  • ალერგიული რეაქციები, გამონაყარის ჩათვლით (სიხშირე: არახშირი).
  • ტკივილი გულმკერდის არეში - არ გამოიყენოთ ნიტრატები და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (სიხშირე: არახშირი).
  • პრიაპიზმი, ხანგრძლივი და შესაძლოა მტკივნეული ერექცია ტადალაფილი ფარმოზის მიღების შემდეგ (სიხშირე: იშვიათი). თუ გაქვთ ასეთი ერექცია, რომელიც გრძელდება უწყვეტად 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა (სიხშირე: იშვიათი), გაუარესებული, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის ცენტრალური ველის დაბინდვა ან მხედველობის უეცარი დაქვეითება (სიხშირე: უცნობია).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (აღინიშნება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

  • თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, სახის სიწითლე, ცხვირის შეშუპება და საჭმლის მონელების დარღვევა.

არახშირი (აღინიშნება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

  • თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რეფლუქსი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სისხლის არსებობა შარდში, ხანგრძლივი ერექცია, გულისცემის გახშირების შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, ცხვირიდან სისხლდენა, ყურებში შუილი, ხელების, ფეხების ან კოჭების შეშუპება და დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (აღინიშნება 10 000 პაციენტიდან 1-10-ში)

  • გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და მეხსიერების დროებითი დაკარგვა, ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიწითლე, სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, ჭინჭრის ციება (კანის ზედაპირზე ქავილიანი წითელი ლაქები), პენისიდან სისხლდენა, სისხლის არსებობა სპერმაში და ოფლიანობის გაძლიერება.

გულის შეტევა და ინსულტი ასევე იშვიათად აღინიშნა ტადალაფილის მიღებისას მამაკაცებში. ამ მამაკაცების უმეტესობას პრეპარატის მიღებამდე ჰქონდა გულის პრობლემები.

მხედველობის ნაწილობრივი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში იშვიათად.

ტადალაფილის მიღებისას მამაკაცებში აღინიშნა რამდენიმე დამატებითი იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომლებიც არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში. ესენია:

  • შაკიკი, სახის შეშუპება, სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას, კანის სერიოზული გამონაყარი, თვალის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, გულის არარეგულარული ცემა, სტენოკარდია და უეცარი კარდიული სიკვდილი.
  • გაუარესებული, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის ცენტრალური ველის დაბინდვა ან მხედველობის უეცარი დაქვეითება (სიხშირე უცნობია).

თავბრუსხვევა უფრო ხშირად აღინიშნა 75 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს. დიარეა უფრო ხშირად აღინიშნა 65 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩათვლით, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინება შესაძლებელია INFARMED, I.P.-ში ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია) ან შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით:

მედიკამენტების რისკების მართვის დირექტორატი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ავ. ბრაზილია 53

1749-004 ლისაბონი

ტელეფონი: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ტადალაფილი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტადალაფილს. სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ ნაწილი 2-ის ბოლოს), სიმინდის სახამებელი, პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტრიაცეტინი.

შენახვის პირობები

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე "EXP"-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

ამ პრეპარატს არ სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები.

არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პაციენტმა უნდა ჰკითხოს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოს მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ტადალაფილი ფარმოზი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტადალაფილი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. Nნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტადალაფილი ფარმოზი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტადალაფილი ფარმოზის გამოყენებამდე

ტადალაფილი ფარმოზის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ტადალაფილი ფარმოზის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ტადალაფილი ფარმოზი და მისი გამოყენება

ტადალაფილი ფარმოზი არის ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება ზრდასრული მამაკაცებისთვის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექცია. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი ფარმოზი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექციის მიღწევის უნარს.

ტადალაფილი ფარმოზი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. სექსუალური სტიმულაციის შემდეგ, ტადალაფილი ფარმოზი ხელს უწყობს სასქესო ასოს სისხლძარღვების მოდუნებას, რის შედეგადაც, იზრდება ლოკალური სისხლით მომარაგება და უმჯობესდება ერექციული ფუნქცია.

ტადალაფილი არ დაეხმარება პაციენტს, თუ მას არ აქვს ერექციული დისფუნქცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტადალაფილი არ მოქმედებს, თუ ადგილი არ აქვს სექსუალურ სტიმულაციას. პაციენტს და მის პარტნიორს დასჭირდებათ წინასწარი პრელუდიური აქტივობები, ისევე როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის მიღების გარეშე.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტადალაფილი ფარმოზის გამოყენებამდე

არ მიიღება ტადალაფილი ფარმოზი, თუ:

  • სახეზეა ალერგია ტადალაფილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.
  • პაციენტი ღებულობს ორგანული ნიტრატების ან აზოტის ოქსიდის დონორების ნებისმიერ ფორმას, როგორიცაა ამილ ნიტრიტი. ეს არის მედიკამენტების ჯგუფი ("ნიტრატები"), რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ("ტკივილი გულმკერდის არეში") სამკურნალოდ. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი აძლიერებს ამ მედიკამენტების ეფექტს. თუ პაციენტი ღებულობს ნიტრატების ნებისმიერ ფორმას ან არ არის დარწმუნებული, უნდა ეცნობოს ექიმს.
  • პაციენტს აქვს გულის სერიოზული დაავადება ან გადატანილი აქვს გულის შეტევა ბოლო 90 დღის განმავლობაში.
  • პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
  • პაციენტს აქვს დაბალი არტერიული წნევა ან არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა.
  • პაციენტს ოდესმე დაუკარგავს მხედველობა არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) გამო. აღნიშნული არის მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "თვალის ინსულტი".
  • პაციენტი ღებულობს რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის) და ფილტვის ქრონიკული თრომბოემბოლიური ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის, რომელიც გამოწვეულია სისხლის კოლტებით) სამკურნალოდ. დადასტურებულია, რომ მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ტადალაფილი ფარმოზი, აძლიერებენ ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ პაციენტი ღებულობს რიოციგუატს ან არ არის დარწმუნებული, უნდა ეცნობოს ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ტადალაფილი ფარმოზის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური აქტივობა შეიცავს შესაძლო რისკს გულის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რადგან ის ზედმეტ დატვირთვას აყენებს გულს. თუ არსებობს გულის პრობლემა, უნდა ეცნობოს ექიმს.

ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეცნობოს ექიმს თუ არსებობს:

  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია).
  • მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).
  • ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო).
  • სასქესო ასოს ნებისმიერი დეფორმაცია.
  • ღვიძლის მძიმე პრობლემა.
  • თირკმლის მძიმე პრობლემა.

უცნობია ტადალაფილი ფარმოზის ეფექტურობა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ:

  • მენჯის ოპერაცია.
  • პროსტატის ჯირკვლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოცილება, რომლის დროსაც პროსტატის ნერვები იკვეთება (რადიკალური არანერვშემანარჩუნებელი პროსტატექტომია).

თუ ტადალაფილი ფარმოზის მიღების დროს ვითარდება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, ან მხედველობი გაუარესება, ბუნდოვანება, ტადალაფილი ფარმოზის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ტადალაფილი ფარმოზის მიღებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სმენის დაქვეითება ან უეცარი სმენის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი, პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს მოვლენა ტადალაფილი ფარმოზთან, თუ ვითარდება სმენის დაქვეითება ან უეცარი სმენის დაკარგვა, ტადალაფილ ფარმოზის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ტადალაფილი ფარმოზი არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ტადალაფილი ფარმოზი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

სხვა მედიკამენტები და ტადალაფილი ფარმოზი

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებს, ახლახანს მიიღო ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ტადალაფილ ფარმოზი არ ინიშნება თუ პაცინტი უკვე იღებს ნიტრატებს.

ტადალაფილ ფარმოზმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მედიკამენტზე ან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ ტადალაფილი ფარმოზის მოქმედებაზე. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ის უკვე იღებს:

  • ალფა-ბლოკატორს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კეთილთვისებიან პროსტატის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული შარდვის სიმპტომების სამკურნალოდ).
  • სხვა მედიკამენტებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
  • რიოციგუატს.
  • 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებს (გამოიყენება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ).
  • მედიკამენტებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
  • პროტეაზას ინჰიბიტორები შიდსის ან აივ ინფექციის სამკურნალოდ.
  • ფენობარბიტალს, ფენიტოინს და კარბამაზეპინს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები).
  • რიფამპიცინს, ერითრომიცინს, კლარითრომიცინს ან იტრაკონაზოლს.
  • ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებს.

ტადალაფილი ფარმოზი სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ინფორმაცია ალკოჰოლის ეფექტის შესახებ მოცემულია ნაწილში 3. გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტადალაფილი ფარმოზის მოქმედებაზე და უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით. დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ფერტილობა

ძაღლებზე ჩატარებული კვლევებით აღინიშნა სპერმის განვითარების შემცირება სათესლე ჯირკვლებში. სპერმის შემცირება აღინიშნა ზოგიერთ მამაკაცში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა ეფექტებმა გამოიწვიოს უნაყოფობა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კლინიკური კვლევების ფარგლებში, ტადალაფილი ფარმოზის მიღებისას, ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნა თავბრუსხვევა. პაციენტმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს, როგორ რეაგირებს ტაბლეტებზე ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების წინ.

ტადალაფილი ფარმოზი შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

  • ტადალაფილი ფარმოზის მიღების წესი

პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მითითებისამებრ. თუ არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი 10 მგ-ანი ტაბლეტი სქესობრივი აქტის დაწყებამდე. თუმცა, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს 20 მგ ტაბლეტი თუ 10 მგ დოზა არასაკმარისად ეფექტურია.

ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია სქესობრივ აქტამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. ტადალაფილი ფარმოზი შეიძლება ეფექტური იყოს ტაბლეტის მიღებიდან 36 საათის განმავლობაში.

არ მიიღება დღეში ერთზე მეტჯერ. ტადალაფილი ფარმოზი 10 მგ და 20 მგ განკუთვნილია მოსალოდნელ სქესობრივ აქტამდე გამოსაყენებლად და არ არის რეკომენდებული ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუარესოს ერექციული ფუნქცია ან დროებით შეამციროს არტერიული წნევა. თუ პაციენტმა მიიღო ან გეგმავს ტადალაფილი ფარმოზის მიღებას, ის უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან მეტი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის რისკი ფეხზე წამოდგომისას.

თუ პაციენტმა მიიღო ტადალაფილი ფარმოზი საჭიროზე მეტი დოზა

პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს. შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია ნაწილში 4.

თუ პაციენტს აქვს დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს სამედიცინო დაწესებულებას:

  • ალერგიული რეაქციები, გამონაყარის ჩათვლით (სიხშირე: არახშირი).
  • ტკივილი გულმკერდის არეში - არ გამოიყენოთ ნიტრატები და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (სიხშირე: არახშირი).
  • პრიაპიზმი, ხანგრძლივი და შესაძლოა მტკივნეული ერექცია ტადალაფილი ფარმოზის მიღების შემდეგ (სიხშირე: იშვიათი). თუ გაქვთ ასეთი ერექცია, რომელიც გრძელდება უწყვეტად 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა (სიხშირე: იშვიათი), გაუარესებული, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის ცენტრალური ველის დაბინდვა ან მხედველობის უეცარი დაქვეითება (სიხშირე: უცნობია).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (აღინიშნება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

  • თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, სახის სიწითლე, ცხვირის შეშუპება და საჭმლის მონელების დარღვევა.

არახშირი (აღინიშნება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

  • თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რეფლუქსი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სისხლის არსებობა შარდში, ხანგრძლივი ერექცია, გულისცემის გახშირების შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, ცხვირიდან სისხლდენა, ყურებში შუილი, ხელების, ფეხების ან კოჭების შეშუპება და დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (აღინიშნება 10 000 პაციენტიდან 1-10-ში)

  • გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და მეხსიერების დროებითი დაკარგვა, ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიწითლე, სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, ჭინჭრის ციება (კანის ზედაპირზე ქავილიანი წითელი ლაქები), პენისიდან სისხლდენა, სისხლის არსებობა სპერმაში და ოფლიანობის გაძლიერება.

გულის შეტევა და ინსულტი ასევე იშვიათად აღინიშნა ტადალაფილის მიღებისას მამაკაცებში. ამ მამაკაცების უმეტესობას პრეპარატის მიღებამდე ჰქონდა გულის პრობლემები.

მხედველობის ნაწილობრივი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში იშვიათად.

ტადალაფილის მიღებისას მამაკაცებში აღინიშნა რამდენიმე დამატებითი იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომლებიც არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში. ესენია:

  • შაკიკი, სახის შეშუპება, სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას, კანის სერიოზული გამონაყარი, თვალის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, გულის არარეგულარული ცემა, სტენოკარდია და უეცარი კარდიული სიკვდილი.
  • გაუარესებული, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის ცენტრალური ველის დაბინდვა ან მხედველობის უეცარი დაქვეითება (სიხშირე უცნობია).

თავბრუსხვევა უფრო ხშირად აღინიშნა 75 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს. დიარეა უფრო ხშირად აღინიშნა 65 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩათვლით, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინება შესაძლებელია INFARMED, I.P.-ში ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია) ან შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით:

მედიკამენტების რისკების მართვის დირექტორატი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ავ. ბრაზილია 53

1749-004 ლისაბონი

ტელეფონი: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

  • ტადალაფილი ფარმოზის შენახვის წესი

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე "EXP"-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

ამ პრეპარატს არ სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები.

არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პაციენტმა უნდა ჰკითხოს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოს მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტადალაფილი ფარმოზი:

აქტიური ნივთიერება არის ტადალაფილი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტადალაფილს. სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ ნაწილი 2-ის ბოლოს), სიმინდის სახამებელი, პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტრიაცეტინი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ტადალაფილი ფარმოზის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოგრძო ფორმის და ფერით კრემისფერიდან ღია ყვითლამდე.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებში, ხელმისაწვდომია #1, #2, #4, #8, #10 ან #12 შეფუთვაში.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Farmoz - Sociedade Técnico Medicinal, S.A.

Rua da Tapada Grande, no. 2, Abrunheira,

2710-228 Sintra, Portugal

ფარმოზ - სოციედადე ტენიკო მედისინალ, ს.ა.

რუა და ტაპადა Gგრანდე, no. 2, აბრუნჰეირა,

2710-228 სინტრა, პორტუგალია

მწარმოებელი:

Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A.

Rua da Tapada Grande, no. 2, Abrunheira,

2710-228 Sintra, Portugal

ატლანტიკ Pფარმა – ოროდუქეს ფარმაცეტიკას, ს.ა.

რუა და ტაპადა გრანდე, no. 2, აბრუნჰეირა,

2710-228 სინტრა, პორტუგალია

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი:

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა