ტადალაფილი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Tadalafilo Normon 5 mg comprimidos recubiertos con película EFG
ტადალაფილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5-ის ინჰიბიტორების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტადალაფილი (tadalafil)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BE08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039622
- რეგისტრირებულია
- 27 ნოემბერი 2023, მოქმედებს 27 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტადალაფილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5-ის ინჰიბიტორების ჯგუფს.
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ ნაჩვენებია მოზრდილ მამაკაცებში:
ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, რომლის დროსაც ვერ ხერხდება სქესობრივი აქტისთვის საჭირო მაგარი, ერექციული სასქესო ასოს მიღწევა ან შენარჩუნება. ტადალაფილი ნორმონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ერექციის მიღწევის უნარს, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისათვის.
სექსუალური აგზნების შემდეგ ტადალაფილი ნორმონი ხელს უწყობს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი, შედეგად უმჯობესდება ერექციული ფუნქცია. ტადალაფილი ნორმონის ეფექტი აღინიშნება მხოლოდ ერექციული დისფუნქციის არსებობის დროს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ტადალაფილი ნორმონი არ მოქმედებს, თუ არ ხდება სექსუალური აგზნება. ამიტომ, პაციენტს და მის პარტნიორს ისევე ესაჭიროებათ სექსუალური აგზნება, როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის მიღებამდე შემთხვევებში;
შარდვის სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მდგომარეობასთან, ე.წ. პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან. ამ დროს ასაკთან ერთად იზრდება პროსტატის ჯირკვლის ზომა. სიმპტომები მოიცავს შარდვის გამოყოფის დაწყების გაძნელებას, შეგრძნებას, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება და გახშირებულ შარდვას, მათ შორის ღამით. ტადალაფილი ნორმონი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ადუნებს პროსტატისა და შარდის ბუშტის კუნთებს, რაც ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომებს. ტადალაფილი ნორმონი შარდვის სიმპტომებს აუმჯობესებს მკურნალობის დაწყებიდან არაუდრეს 1-2 კვირის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ტადალაფილი ნორმონის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად, მხოლოდ მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირეოდენი წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დროებით დააქვეითოს არტერიული წნევა. თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს ტადალაფილი ნორმონის მიღებას, უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან უფრო მეტი), რადგან წამოდგომისას შეიძლება გაიზარდოს თავბრუსხვევის რისკი.
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა
რეკომენდებული დოზაა ერთი 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს 2.5 მგ-მდე ტადალაფილის მიმართ პასუხის მიხედვით. ამ შემთხვევაში მისი მიღება მოხდება 2.5 მგ ტაბლეტის სახით.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის უფრო მეტჯერ, ვიდრე ერთხელ დღეში.
ერთხელ დღეში მიღებისას ტადალაფილი ნორმონი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას სქესობრივი აგზნების დროს, 24 საათის განმავლობაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ტადალაფილი ნორმონის ერთხელ დღეში დოზირება მოსახერხებელია მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი აქტივობა კვირაში ორჯერ ან მეტჯერ აქვთ.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ტადალაფილი ნორმონი არ მოქმედებს, თუ არ ხდება სექსუალური აგზნება. ამიტომ, პაციენტს და მის პარტნიორს ისევე ესაჭიროებათ სექსუალური აგზნება, როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის მიღებამდე შემთხვევებში.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ერექციის მიღწევის უნარზე.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
დოზა არის 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და ერექციული დისფუნქცია, დოზა რჩება იგივე - 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება უფრო მეტჯერ, ვიდრე დღეში ერთხელ.
ტადალაფილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მე-4 პარაგრაფში აღწერილი გვერდითი მოვლენები.
ტადალაფილი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, მაგრამ დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ტადალაფილის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
თუ პაციენტი იღებს ორგანულ ნიტრატებს ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა, მაგ.: ამილნიტრიტი. მედიკამენტების ეს ჯგუფი (“ნიტრატები”) გამოიყენება სტენოკარდიის (“მკერდის არეში ტკივილის”) სამკურნალოდ. ტადალაფილი აძლიერებს ამ მედიკამენტების ეფექტებს. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერი ფორმის ნიტრატს, ან არ არის დარწმუნებული;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება ან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს ინსულტი;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა ან გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION), ე.წ. “თვალის ინფარქტი”;
თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს. გამოიყენება ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის დროს (სისხლის მაღალი წნევა ფილტვებში) და ქრონიკული თრომბოემბოლიური პულმონარული ჰიპერტენზიის დროს (მაღალი სისხლის წნევა ფილტვებში, რომელიც გამოწვეულია სისხლის თრომბით). ფდე5 ინჰიბიტორები, როგორიცაა ტადალაფილი, ზრდიან ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს, ან არ არის დარწმუნებული.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ტადალაფილი ნორმონის მიღებამდე.
პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ სქესობრივი აქტივობა შესაძლო რისკის შემცველია გულის დაავადების არსებობის შემთხვევაში, რადგან ის იწვევს გულის ზედმეტად დატვირთვას. თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
რადგან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და პროსტატის კიბოს შეიძლება მსგავსი სიმპტომები ჰქონდეთ, ექიმი გამოიკვლევს პაციენტს პროსტატის კიბოს არსებობაზე, სანამ დაიწყებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობას ტადალაფილი ნორმონით. ტადალაფილი ნორმონი არ კურნავს პროსტატის კიბოს.
ტაბლეტების მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია)
მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო)
ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო)
სასქესო ასოს ნებისმიერი დეფორმაცია
ღვიძლის მძიმე პრობლემა
თირკმლის მძიმე პრობლემა
არ არის ცნობილი ტადალაფილი ნორმონი ეფექტურია თუ არა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ:
მენჯის ღრუში ქირურგიული ოპერაცია;
პროსტატის ჯირკვლის მთლიანი ან ნაწილობრივი მოცილება, როცა იჭრება პროსტატის ნერვები (რადიკალური პროსტატექტომია ნერვების დაზოგვის გარეშე).
ტადალაფილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.
ზოგიერთ პაციენტში ტადალაფილი ნორმონის მიღების დროს აღინიშნა სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა. თუმცა არ არის ცნობილი, ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია თუ არა ტადალაფილთან. ტადალაფილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღენიშნება სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა.
ტადალაფილი ნორმონი არ არის განკუთვნილი ქალებისათვის.
ბავშვები და მოზარდები
ტადალაფილი ნორმონი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ტადალაფილი ნორმონის მიღება სხვა მედიკამენტებთნ ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს უკვე მიღებული აქვს ნიტრატები.
ტადალაფილი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ან სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედონ ტადალაფილი ნორმონის ეფექტზე. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
ალფა ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული შარდვის სიმპტომების დროს);
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
რიოციგუატი;
5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორი (გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს);
მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლის ტაბლეტები (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პროტეაზის ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება შიდსის ან აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (ანტიკონვულსანტები);
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან იტრაკონაზოლი;
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო მედიკამენტები.
ტადალაფილი ნორმონის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის ეფექტის შესახებ ინფორმაცია იხ. მე-3 პარაგრაფში. გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტადალაფილი ნორმონის ეფექტზე და ამიტომ მისი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ძაღლებში მედიკამენტის გამოყენებისას აღინიშნებოდა სპერმის წარმოქმნის შემცირება სათესლე ჯირკვლებში. სპერმის რაოდენობის შემცირება აღინიშნა ზოგიერთ მამაკაცში. ამ ეფექტებმა არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიონ რეპროდუქციულ უნარზე გავლენა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლინიკურ კვლევებში ზოგიერთ მამაკაცში ტადალაფილი ნორმონის გამოყენებისას აღწერილ იქნა თავბრუსხვევა. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოქმედებს მასზე ტაბლეტები.
ტადალაფილი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს:
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტადალაფილი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (არახშირი);
ტკივილი მკერდის არეში – დაუშვებელია ნიტრატების მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (არახშირი);
პრიაპიზმი, გახანგრძლივებული და შესაძლოა მტკივნეული ერექცია ტადალაფილის მიღების შემდეგ (იშვიათი). თუ პაციენტს აღენიშნება მსგავსი ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტის ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
მხედველობის უეცარი დაკარგვა (იშვიათი).
აღწერილ იქნა სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში)
თავის ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების სპაზმები, ფეხებისა და მკლავების ტკივილი, სახის წამოწითლება, ცხვირის გაჭედვა და დისპეფსია.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-10 პაციენტში)
თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რეფლუქსი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, შარდში სისხლის არსებობა, გახანგრძლივებული ერექცია, გულისცემის შეგრძნება, გახშირებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, ცხვირიდან სისხლდენა, ყურებში ხმაური, ხელების, ტერფების ან კოჭების შესივება ან დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-10 პაციენტში)
გულისწასვლა, გულყრები და მეხსიერების დროებითი დაკარგვა, ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიწითლე, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა, ჭინჭრის ციება (კანზე წითელი გამონაყარი ქავილით), სისხლდენა სასქესო ასოდან, სისხლის არსებობა სათესლე სითხეში და გაძლიერებული ოფლიანობა.
მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი ასევე აღინიშნა იშვიათად მამაკაცებში ტადალაფილი ნორმონის მიღების დროს. ამ შემთხვევების უმეტესობაში მამაკაცებს აღენიშნებოდათ გულის პრობლემები მედიკამენტების მიღებამდე.
იშვიათად ასევე აღინიშნა მხედველობის ნაწილობრივი, დროებითი ან პერმანენტული დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში.
ზოგიერთი დამატებითი იშვიათი გვერდითი მოვლენა აღინიშნა მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს და რომლებიც არ იქნა ნანახი კლინიკურ კვლევებში. ეს გვერდითი ეფექტებია:
შაკიკი, სახის შეშუპება, მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას, კანის მძიმე გამონაყარი, ზოგიერთ დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს თვალებში სისხლის ნაკადზე, არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია და გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილი.
თავბრუსხვევა აღინიშნა ყველაზე ხშირად 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს. დიარეა აღინიშნა ყველაზე ხშირად 65 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტადალაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტადალაფილს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფის ბოლო ნაწილი), გაფრქვევით გამომშრალი ლაქტოზოს მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფის ბოლო ნაწილი), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 606, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტალკი.
ტადალაფილი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს აღნიშვნით “T5”.
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 14, 28 ან 84 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზრზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
C/Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid (Spain)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
კ/რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი
ინფორმაციის სხვა წყაროები:
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ტადალაფილი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტადალაფილი ნორმონის მიღებამდე
ტადალაფილი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტადალაფილი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ტადალაფილი ნორმონი და მისი გამოყენება
ტადალაფილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5-ის ინჰიბიტორების ჯგუფს.
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ ნაჩვენებია მოზრდილ მამაკაცებში:
ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, რომლის დროსაც ვერ ხერხდება სქესობრივი აქტისთვის საჭირო მაგარი, ერექციული სასქესო ასოს მიღწევა ან შენარჩუნება. ტადალაფილი ნორმონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ერექციის მიღწევის უნარს, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისათვის.
სექსუალური აგზნების შემდეგ ტადალაფილი ნორმონი ხელს უწყობს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი, შედეგად უმჯობესდება ერექციული ფუნქცია. ტადალაფილი ნორმონის ეფექტი აღინიშნება მხოლოდ ერექციული დისფუნქციის არსებობის დროს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ტადალაფილი ნორმონი არ მოქმედებს, თუ არ ხდება სექსუალური აგზნება. ამიტომ, პაციენტს და მის პარტნიორს ისევე ესაჭიროებათ სექსუალური აგზნება, როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის მიღებამდე შემთხვევებში;
შარდვის სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მდგომარეობასთან, ე.წ. პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან. ამ დროს ასაკთან ერთად იზრდება პროსტატის ჯირკვლის ზომა. სიმპტომები მოიცავს შარდვის გამოყოფის დაწყების გაძნელებას, შეგრძნებას, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება და გახშირებულ შარდვას, მათ შორის ღამით. ტადალაფილი ნორმონი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ადუნებს პროსტატისა და შარდის ბუშტის კუნთებს, რაც ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომებს. ტადალაფილი ნორმონი შარდვის სიმპტომებს აუმჯობესებს მკურნალობის დაწყებიდან არაუდრეს 1-2 კვირის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტადალაფილი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ტადალაფილის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
თუ პაციენტი იღებს ორგანულ ნიტრატებს ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა, მაგ.: ამილნიტრიტი. მედიკამენტების ეს ჯგუფი (“ნიტრატები”) გამოიყენება სტენოკარდიის (“მკერდის არეში ტკივილის”) სამკურნალოდ. ტადალაფილი აძლიერებს ამ მედიკამენტების ეფექტებს. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერი ფორმის ნიტრატს, ან არ არის დარწმუნებული;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება ან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს ინსულტი;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა ან გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION), ე.წ. “თვალის ინფარქტი”;
თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს. გამოიყენება ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის დროს (სისხლის მაღალი წნევა ფილტვებში) და ქრონიკული თრომბოემბოლიური პულმონარული ჰიპერტენზიის დროს (მაღალი სისხლის წნევა ფილტვებში, რომელიც გამოწვეულია სისხლის თრომბით). ფდე5 ინჰიბიტორები, როგორიცაა ტადალაფილი, ზრდიან ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს, ან არ არის დარწმუნებული.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ტადალაფილი ნორმონის მიღებამდე.
პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ სქესობრივი აქტივობა შესაძლო რისკის შემცველია გულის დაავადების არსებობის შემთხვევაში, რადგან ის იწვევს გულის ზედმეტად დატვირთვას. თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
რადგან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და პროსტატის კიბოს შეიძლება მსგავსი სიმპტომები ჰქონდეთ, ექიმი გამოიკვლევს პაციენტს პროსტატის კიბოს არსებობაზე, სანამ დაიწყებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობას ტადალაფილი ნორმონით. ტადალაფილი ნორმონი არ კურნავს პროსტატის კიბოს.
ტაბლეტების მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია)
მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო)
ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო)
სასქესო ასოს ნებისმიერი დეფორმაცია
ღვიძლის მძიმე პრობლემა
თირკმლის მძიმე პრობლემა
არ არის ცნობილი ტადალაფილი ნორმონი ეფექტურია თუ არა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ:
მენჯის ღრუში ქირურგიული ოპერაცია;
პროსტატის ჯირკვლის მთლიანი ან ნაწილობრივი მოცილება, როცა იჭრება პროსტატის ნერვები (რადიკალური პროსტატექტომია ნერვების დაზოგვის გარეშე).
ტადალაფილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.
ზოგიერთ პაციენტში ტადალაფილი ნორმონის მიღების დროს აღინიშნა სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა. თუმცა არ არის ცნობილი, ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია თუ არა ტადალაფილთან. ტადალაფილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღენიშნება სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა.
ტადალაფილი ნორმონი არ არის განკუთვნილი ქალებისათვის.
ბავშვები და მოზარდები
ტადალაფილი ნორმონი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ტადალაფილი ნორმონის მიღება სხვა მედიკამენტებთნ ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს უკვე მიღებული აქვს ნიტრატები.
ტადალაფილი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ან სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედონ ტადალაფილი ნორმონის ეფექტზე. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
ალფა ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული შარდვის სიმპტომების დროს);
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
რიოციგუატი;
5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორი (გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს);
მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლის ტაბლეტები (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და პროტეაზის ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება შიდსის ან აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (ანტიკონვულსანტები);
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან იტრაკონაზოლი;
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო მედიკამენტები.
ტადალაფილი ნორმონის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის ეფექტის შესახებ ინფორმაცია იხ. მე-3 პარაგრაფში. გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტადალაფილი ნორმონის ეფექტზე და ამიტომ მისი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ძაღლებში მედიკამენტის გამოყენებისას აღინიშნებოდა სპერმის წარმოქმნის შემცირება სათესლე ჯირკვლებში. სპერმის რაოდენობის შემცირება აღინიშნა ზოგიერთ მამაკაცში. ამ ეფექტებმა არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიონ რეპროდუქციულ უნარზე გავლენა.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
კლინიკურ კვლევებში ზოგიერთ მამაკაცში ტადალაფილი ნორმონის გამოყენებისას აღწერილ იქნა თავბრუსხვევა. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოქმედებს მასზე ტაბლეტები.
ტადალაფილი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს:
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
ტადალაფილი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ტადალაფილი ნორმონის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად, მხოლოდ მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირეოდენი წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დროებით დააქვეითოს არტერიული წნევა. თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს ტადალაფილი ნორმონის მიღებას, უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან უფრო მეტი), რადგან წამოდგომისას შეიძლება გაიზარდოს თავბრუსხვევის რისკი.
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა
რეკომენდებული დოზაა ერთი 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს 2.5 მგ-მდე ტადალაფილის მიმართ პასუხის მიხედვით. ამ შემთხვევაში მისი მიღება მოხდება 2.5 მგ ტაბლეტის სახით.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის უფრო მეტჯერ, ვიდრე ერთხელ დღეში.
ერთხელ დღეში მიღებისას ტადალაფილი ნორმონი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას სქესობრივი აგზნების დროს, 24 საათის განმავლობაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ტადალაფილი ნორმონის ერთხელ დღეში დოზირება მოსახერხებელია მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი აქტივობა კვირაში ორჯერ ან მეტჯერ აქვთ.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ტადალაფილი ნორმონი არ მოქმედებს, თუ არ ხდება სექსუალური აგზნება. ამიტომ, პაციენტს და მის პარტნიორს ისევე ესაჭიროებათ სექსუალური აგზნება, როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის მიღებამდე შემთხვევებში.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ერექციის მიღწევის უნარზე.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
დოზა არის 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და ერექციული დისფუნქცია, დოზა რჩება იგივე - 5 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება უფრო მეტჯერ, ვიდრე დღეში ერთხელ.
ტადალაფილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მე-4 პარაგრაფში აღწერილი გვერდითი მოვლენები.
ტადალაფილი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, მაგრამ დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დაუშვებელია ტადალაფილი ნორმონის მიღება უფრო მეტჯერ, ვიდრე დღეში ერთხელ.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტადალაფილი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (არახშირი);
ტკივილი მკერდის არეში – დაუშვებელია ნიტრატების მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (არახშირი);
პრიაპიზმი, გახანგრძლივებული და შესაძლოა მტკივნეული ერექცია ტადალაფილის მიღების შემდეგ (იშვიათი). თუ პაციენტს აღენიშნება მსგავსი ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტის ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
მხედველობის უეცარი დაკარგვა (იშვიათი).
აღწერილ იქნა სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში)
თავის ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების სპაზმები, ფეხებისა და მკლავების ტკივილი, სახის წამოწითლება, ცხვირის გაჭედვა და დისპეფსია.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-10 პაციენტში)
თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რეფლუქსი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, შარდში სისხლის არსებობა, გახანგრძლივებული ერექცია, გულისცემის შეგრძნება, გახშირებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, ცხვირიდან სისხლდენა, ყურებში ხმაური, ხელების, ტერფების ან კოჭების შესივება ან დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-10 პაციენტში)
გულისწასვლა, გულყრები და მეხსიერების დროებითი დაკარგვა, ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიწითლე, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა, ჭინჭრის ციება (კანზე წითელი გამონაყარი ქავილით), სისხლდენა სასქესო ასოდან, სისხლის არსებობა სათესლე სითხეში და გაძლიერებული ოფლიანობა.
მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი ასევე აღინიშნა იშვიათად მამაკაცებში ტადალაფილი ნორმონის მიღების დროს. ამ შემთხვევების უმეტესობაში მამაკაცებს აღენიშნებოდათ გულის პრობლემები მედიკამენტების მიღებამდე.
იშვიათად ასევე აღინიშნა მხედველობის ნაწილობრივი, დროებითი ან პერმანენტული დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში.
ზოგიერთი დამატებითი იშვიათი გვერდითი მოვლენა აღინიშნა მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს და რომლებიც არ იქნა ნანახი კლინიკურ კვლევებში. ეს გვერდითი ეფექტებია:
შაკიკი, სახის შეშუპება, მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას, კანის მძიმე გამონაყარი, ზოგიერთ დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს თვალებში სისხლის ნაკადზე, არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია და გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილი.
თავბრუსხვევა აღინიშნა ყველაზე ხშირად 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს. დიარეა აღინიშნა ყველაზე ხშირად 65 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ტადალაფილი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტადალაფილი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ტადალაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტადალაფილს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფის ბოლო ნაწილი), გაფრქვევით გამომშრალი ლაქტოზოს მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფის ბოლო ნაწილი), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 606, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტალკი.
ტადალაფილი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს აღნიშვნით “T5”.
ტადალაფილი ნორმონი 5 მგ ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 14, 28 ან 84 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზრზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
C/Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid (Spain)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
კ/რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი
ინფორმაციის სხვა წყაროები:
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.