რა არის სუპაგრელი სუპაგრელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. პრეპარატი მიეკუთვნება ანტითრომბოციტული მედიკამენტების ჯგუფს. რისთვის გამოიყენება სუპაგრელი სუპაგრელი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (სხვა ანტითრომბოციტული საშუალება) გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიკაგრელორი (ticagrelor)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC24
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043544
- რეგისტრირებულია
- 8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სუპაგრელი 60 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის სუპაგრელი
სუპაგრელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. პრეპარატი მიეკუთვნება ანტითრომბოციტული მედიკამენტების ჯგუფს.
რისთვის გამოიყენება სუპაგრელი
სუპაგრელი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (სხვა ანტითრომბოციტული საშუალება) გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში თუ გადატანილი გაქვთ:
ინფარქტი, წელიწადზე მეტი ხნის წინ.
ის ამცირებს ინფარქტის, ინსულტის განმეორების ან გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გარდაცვალების რისკებს.
სუპაგრელის მოქმედების მექანიზმი
სუპაგრელი გავლენას ახდენს უჯრედებზე, სახელწოდებით "თრომბოციტები" (თრომბოციტები). ეს ძალიან მცირე სისხლის უჯრედები ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას ერთმანეთთან შეწებებით სისხლძარღვებში გაჭრილი ან დაზიანებული პაწაწინა ხვრელების ჩაკეტვის მიზინით.
თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულსა და ტვინში დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან:
თრომბს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს სისხლის მიწოდება; რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან
თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").
სუპაგრელი ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის შეჩერებას. ეს ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, რასაც შეუძლია სისხლის ნაკადის შემცირება.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მისაღები პრეპარატის ოდენობა
ტიკაგრელორი 60 მგ ტაბლეტი:
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი 60 მგ ორჯერ დღეში. სუპაგრელის მიღება უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს რამდენსაც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
ტიკაგრელორი 90 მგ ტაბლეტი:
საწყისი დოზა არის ორი ტაბლეტი ერთდროულად (დატვირთვის დოზა 180 მგ). ეს დოზა ჩვეულებრივ გეძლევათ საავადმყოფოში.
საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი 90 მგ ორჯერ დღეში 12 თვემდე ვადით, თუ ექიმი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
სუპაგრელის მიღება სისხლის შედედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
მკურნალი ექიმი ასევე გირჩევთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვისდ. ექიმი განსაზღვრავს მისაღები პრეპარატის დოზას (ჩვეულებრივ მიიღება 75-150 მგ დღეში).
როგორ მიიღება სუპაგრელი
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ბლისტერზე დახედვით შეგიძლიათ შეამოწმოთ ბოლოს როდის მიიღეთ სუპაგრელის ტაბლეტი. ბლისტერზე აღნიშნულია მზე (დილის მისაღებად) და მთვარე (საღამოს მისაღებად). აღნიშნული გიჩვენებთ მიიღეთ თუ არა დოზა.
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა, შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ წყალს შემდეგნაირად:
დააქუცმაცეთ ტაბლეტი წვრილად.
ფხვნილი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში.
მოურიეთ და მიიღეთ მაშინვე.
იმისთვის, რომ წამალი არ დარჩეს ჭიქაში, ცარიელ ჭიქას გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დალიეთ.
თუ იმყოფებით საავადმყოფოში, ტაბლეტი შეიძლება მოგეცეთ შერეული წყალთან ერთად და ცხვირიდან ზონდის მეშვეობით (ნაზოგასტრალური ზონდი).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპაგრელი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპაგრელი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მიმართეთ საავადმყოფოს დაუყოვნებლივ. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შეიძლება აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.
თუ დაგავიწყდათ სუპაგრელის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ სუპაგრელის მიღებას
არ შეწყვიტოთ სუპაგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ ეს პრეპარატი რეგულარულად იმ პერიოდით როგორც ექიმი გადაწყვეტს. თუ შეწყვეტთ სუპაგრელის მიღებას, ამან შეიძლება გაზარდოს ინფარქტის ან ინსულტის განმეორების ან გულის და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ტიკაგრელორის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც მითითებულია მე-6 პარაგრაფში).
გაქვთ აქტიური სისხლდენა.
ანამნეზში გაქვთ ინსულტი, რომელიც გამოწვეულია ტვინში სისხლდენით.
გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
- რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ);
არ მიიღოთ სუპაგრელი თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
სუპაგრელის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის, თუ:
გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი:
- ბოლო პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა;
- ოპერაცია უახლოეს წარსულში (მათ შორის სტომატოლოგიური, ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს ამის შესახებ);
- იმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;
- ბოლო პერიოდში აღგენიშნათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (როგორიცაა კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის "პოლიპები");
სუპაგრელით თერაპიის პერიოდში გესაჭიროებათ ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური). რადგან არსებობს სისხლდენის გაზრდილი რისკი. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ამ მედიკამენტის მოხსნა ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
გაქვთ უჩვეულოდ სუსტი გულისცემა (ჩვეულებრივ 60 დარტყმაზე ნაკლები წუთში) და არ ჯერ კიდევ არ გაქვთ გულის მასტიმულირებელი აპარატი (კარდიოსტიმულატორი).
გაქვთ ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.
გაქვთ არარეგულარული სუნთქვა, როგორიცაა სუნთქვის აჩქარება, სუნთქვის შენელება ან სუნთქვა ხანმოკლე პაუზებით. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა დამატებითი გამოკვლევა.
გაქვთ ღვიძლის პრობლემების ანამნეზი ან გადატანილი გაქვთ ისეთი დაავადება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე.
გაკეთებული გაქვთ სისხლის ანალიზი, რომელმაც აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
თუ იღებთ სუპაგრელს და ჰეპარინს:
ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ნიმუში სადიაგნოსტიკო ანალიზისთვის, თუ არსებობს ეჭვი ჰეპარინით გამოწვეულ იშვიათ თრომბოციტულ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია, ექიმმა იცოდეს რომ იღებთ როგორც სუპაგრელს ასევე ჰეპარინს, რადგან სუპაგრელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სადიაგნოსტიკო ანალიზზე.
ბავშვები და მოზარდები
სუპაგრელი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. რადგან სუპაგრელს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუპაგრელზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატიდან რომელიმეს:
როზუვასტატინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ პრეპარატი);
სიმვასტატინი ან ლოვასტატინი დღეში 40 მგ-ზე მეტი დოზით (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატები);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება კრუნჩხვების კონტროლისთვის);
დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დამცავი ძალის შესამცირებლად);
ქინიდინი და დილთიაზემი (გამოიყენება გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკატორები და ვერაპამილი (მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი);
მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის მოსახსნელად).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:
„პერორალური ანტიკოაგულანტები“ ხშირად მოიხსენიება როგორც „სისხლის გამათხელებლები“, რომლებიც შეიცავს ვარფარინს;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (შემოკლებით აასს) რომლებიც ხშირად მიიღება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მაგალითად იბუპროფენი და ნაპროქსენი;
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (შემოკლებით SSRI) მიიღება როგორც ანტიდეპრესანტები, მაგალითად პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი;
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ), ციზაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), ერგოტის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ).
ასევე აცნობეთ ექიმს, რომ ვინაიდან თქვენ იღებთ სუპაგრელს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, თუ ექიმი დაგინიშნავთ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, რომლებსაც ხშირად უწოდებენ "თრომბის დამშლელებს", როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სუპაგრელის გამოყენება არ არის რეკომენდებული თუ ორსულად ხართ ან შესაძლოა დაორსულდეთ. ამ მედიკამენტის მიღებისას ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტივები, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი. ექიმის თქვენთან ერთად განიხილავს სუპაგრელის მიღების სარგებელსა და რისკს ამ პერიოდის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სუპაგრელი სავარაუდოდ არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
ნატრიუმის შემცველობა
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სუპაგრელი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სახის სისხლდენა ხშირია (როგორიცაა სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). მძიმე სახის სისხლდენა იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან თავის ქალაში იშვიათი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:
- მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ვითარდება სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს;
- გონების უეცარი დაბნევა, მეტყველების ან სხვისი ნათქვამის გაგების გაძნელება;
- სიარულის უეცარი გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
- უეცარი თავბრუსხვევა ან უეცარი ძლიერი თავის ტკივილი აუხსნელი მიზეზით;
სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:
- ძლიერი ან უკონტროლო სისხლდენა;
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდით.
- ღებინება სისხლიანი წითელი ფერის ან "ყავის ნალექის" მსგავსი მასით;
- წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი);
- ხველა ან ღებინება სისხლის კოლტების თანხლებით;
გულის წასვლა (სინკოპე)
- გონების დროებითი დაკარგვა თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი დაქვეითების გამო (ხშირად)
სისხლის შედედების პრობლემის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ნიშნები, როგორიცაა:
- ცხელება და იისფერი ლაქები (ე.წ. პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების გაყვითლებით ან მის გარეშე (სიყვითლე), აუხსნელი ძლიერი დაღლილობა ან დაბნეულობა.
აცნობეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ქვემოთ აღნიშნულიდან რომელიმეს:
ქოშინი - ძალიან ხშირი მოვლენა. შეიძლება გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება წარმოადგენდეს სუპაგრელის გვერდით მოვლენას. სუპაგრელთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ზოგადად მსუბუქია და ხასიათდება, ჰაერის უეცარი, მოულოდნელი უკმარისობით, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება მოსვენების დროს და შეიძლება თავი იჩინოს თერაპიის პირველ კვირებში ხშირ შემთხვევაში კი გაქრეს. თუ გრძნობთ რომ ქოშინი გაუარესდა ან დიდხანს გაგრძელდა, აცნობეთ ექიმს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ამისათვის საჭიროა თუ არა მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევა.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (ანალიზების მიხედვით);
სისხლის დარღვევით გამოწვეული სისხლდენა;
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლჩაქცევა;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა ან ოთახის ტრიალის შეგრძნება;
დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა;
გულზიდების შეგრძნება (გულისრევა);
ყაბზობა;
გამონაყარი;
ქავილი;
სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - პოდაგრის ნიშნები;
თავბრუსხვევის ან სიმსუბუქის შეგრძნება, ან მხედველობის დაბინდვა - ეს არის დაბალი წნევის ნიშნები;
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა ოპერაციის შემდეგ ან ჭრილობიდან (მაგალითად, გაპარსვისას) და ნორმაზე მეტი ჭრილობები;
სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან (წყლული);
სისხლდენა ღრძილებიდან;
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან სახის, ტუჩების/ენის შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები;
დაბნეულობა;
თვალში სისხლჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები;
ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არის უფრო ძლიერი ან ვითარდება ნორმალური ციკლის პერიოდისგან (მენსტრუალური) განსხვავებულ დროს.
სისხლჩაქცევები სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;
ყურიდან სისხლდენა;
შინაგანი სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის ან სიცარიელის შეგრძნება.
უცნობი (სიხშირის გამოთვლა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ანომალურად სუსტი გულისცემა (ჩვეულებრივ 60 დარტყმაზე ნაკლები წუთში)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
ტიკაგრელორი კარგად აიტანება 900 მგ-მდე ერთჯერადი დოზებით. კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა იყო დოზის შემზღუდველი ერთჯერადი მატებადი დოზის კვლევაში. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბებისას, მოიცავს ქოშინსა და პარკუჭოვან პაუზებს (იხ. პუნქტი 4.8). დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ზემოაღნიშნული პოტენციური არასასურველი რეაქციები და მიზანშეწონილია ეკგ მონიტორინგი.
ამჟამად არ არსებობს ცნობილი ანტიდოტი ტიკაგრელორის ეფექტის უკუშესაქცევად, და ტიკაგრელორი არ ექვემდებარება დიალიზს (იხ. პუნქტი 5.2). დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სტანდარტულ სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ტიკაგრელორის გადაჭარბებული დოზირების მოსალოდნელი ეფექტია სისხლდენის გახანგრძლივების რისკი, რომელიც დაკავშირებულია თრომბოციტების ინჰიბირებასთან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თრომბოციტების ტრანსფუზია იყოს კლინიკურად სასარგებლო სისხლდენის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4). თუ სისხლდენა განვითარდა, უნდა იქნას მიღებული სხვა შესაბამისი დამხმარე ზომები.
შემადგენლობა
ა) რას შეიცავს სუპაგრელი
აქტიური ნივთიერებაა ტიკაგრელორი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.
სხვა ინგრედიენტებია:
მანიტოლი (პერლიტოლი 160 C), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, დაბალი ჩამნაცვლებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, დისტილირებული წყალი.
გარსის მასალა
ტიკაგრელორი 60 მგ- სთვის
ოპადრი ვარდისფერი 03B540261:
HPMC 2910/ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521), ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ფეროსოფერის ოქსიდი/შავი რკინის ოქსიდი (E172).
ტიკაგრელორი 90 მგ-სთვის
ოპადრი ყვითელი 03B520307:
HPMC 2910/ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521)
ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
ბ) სუპაგრელის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
სუპაგრელი 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით "60 & M" ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
14 ტაბლეტიანი ბლისტერული შეფუთვა.
შეფუთვის შიგთავსი
14 ტაბლეტიანი ბლისტერი. 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებუული მუყაოს კოლოფში.
სუპაგრელი 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით '90 & M' ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
შეფუთვის შიგთავსი
14 ტაბლეტიანი ბლისტერი. 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ჰეპარინის გარდა, ათქ კოდი: B01AC24
მოქმედების მექანიზმი
სუპაგრელი შეიცავს ტიკაგრელორს, ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (CPTP) ქიმიური კლასის წევრს, რომელიც არის პერორალური, პირდაპირი მოქმედების, სელექტიური და შექცევადად დამაკავშირებელი P2Y12 რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც აფერხებს ადფ-მედიატორულ P2Y12 - დამოკიდებულ თრომბოციტების აქტივაციასა და აგრეგაციას. ტიკაგრელორი არ აფერხებს ადფ-ს დაკავშირებას, მაგრამ P2Y12 რეცეპტორთან შეკავშირებისას ხელს უშლის ადფ-ით გამოწვეული სიგნალის ტრანსდუქციას. რადგანაც თრომბოციტები მონაწილეობენ ათეროსკლეროზული დაავადების თრომბოზული გართულებების დაწყებაში და/ან ევოლუციაში, დადგენილია, რომ თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება ამცირებს კარდიოვასკულური მოვლენების რისკს, როგორიცაა სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ტიკაგრელორი ასევე ზრდის ადგილობრივი ენდოგენური ადენოზინის დონეს წონასწორული ნუკლეოზიდის ტრანსპორტერი -1 (ENT-1)-ის ინჰიბირების გზით.
დადასტურებულია, რომ ტიკაგრელორი აძლიერებს შემდეგ ადენოზინით გამოწვეულ ეფექტებს ჯანმრთელ სუბიექტებში და მკს-ის მქონე პაციენტებში: ვაზოდილაცია (გაზომილი კორონარული სისხლის ნაკადის მომატებით ჯანმრთელ მოხალისეებში და მკს-ის მქონე პაციენტებში; თავის ტკივილი), თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება (ადამიანის მთლიან სისხლში in vitro ) და დისპნოე. თუმცა, კავშირი ადენოზინის დაკვირვებულ ზრდასა და კლინიკურ შედეგებს შორის (მაგ. ავადობა-სიკვდილიანობა) ნათლად არ არის განსაზღვრული.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მოქმედების დაწყება
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სტაბილური კორონარული არტერიების დაავადება (CAD), და იმყოფენიან ასმ-ზე, ტიკაგრელორი ავლენს ფარმაკოლოგიური ეფექტის სწრაფ დაწყებას, როგორც ეს ნაჩვენებია თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო ინჰიბირებით (IPA) ტიკაგრელორისთვის 0.5 საათზე 180 მგ დატვირთვის დოზის შემდეგ დაახლოებით 41%-ით. მაქსიმალური IPA ეფექტით 89% დოზის მიღებიდან 2-4 საათისთვის, და ეს შენარჩუნებულია 2-8 საათის განმავლობაში. პაციენტების 90%-ს ჰქონდა IPA-ს საბოლოო რაოდენობა >70% დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მოქმედების დასრულება
თუ დაგეგმილია CABG პროცედურა, ტიკაგრელორის სისხლდენის რისკი იზრდება კლოპიდოგრელთან შედარებით, როდესაც ის შეწყვეტილია პროცედურის დაწყებამდე 96 საათზე ნაკლებ დროში.
მონაცემები გადასვლის შესახებ
75 მგ კლოპიდოგრელიდან 90 მგ 2-ჯერ დღეში ტიკაგრელორზე გადასვლა იწვევს IPA-ს აბსოლუტურ ზრდას 26.4%-ით, ხოლო ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასვლა იწვევს IPA-ს აბსოლუტურ შემცირებას 24.5%-ით. პაციენტები შეიძლება გადავიდნენ კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე ანტითრომბოციტული ეფექტის ყოველგვარი შეწყვეტის გარეშე (იხ. პუნქტი 4.2).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებები მიღებულია ორი ფაზის 3 კვლევიდან:
- PLATO [თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტების გამოსავლები] კვლევა, ტიკაგრელორის შედარება კლოპიდოგრელთან, როდესაც ორივე მიცემულია ასმ-სთან და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.
- PEGASUS TIMI -54 [ტიკაგრელორით მეორადი თრომბოზული მოვლენების პრევენცია მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში] კვლევა, ტიკაგრელორის ასმ-სთან კომბინაციის შედარება მხოლოდ ასმ-ით თერაპიასთან.
PLATO კვლევა (მწვავე კორონარული სინდრომები)
PLATO კვლევა მოიცავდა 18,624 პაციენტს, რომლებსაც აღენიშნებოდათ არასტაბილური სტენოკარდიის (UA), მიოკარდიუმის არასტეროიდული ინფარქტის ((NSTEMI) ან ST -სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) სიმპტომების დაწყება 24 საათის განმავლობაში და თავდაპირველად მკურნალობდნენ მედიკამენტოზურად ან პერკუტანური კორონარული ჩარევით. (PCI), ან CABG-ით.
კლინიკური ეფექტურობა
ყოველდღიური ასმ-ს ფონზე, ტიკაგრელორმა 90 მგ ორჯერ დღეში აჩვენა უპირატესობა 75 მგ დღეში კლოპიდოგრელთან შედარებით კარდიოვასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის კომპოზიტური საბოლოო წერტილის პრევენციაში, განსხვავებით კარდიოვასკულური სიკვდილსა და მიოკარდიუმის ინფარქტს შორის. პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელის 300 მგ დატვირთვის დოზა (600 მგ შესაძლებელია PCI-ს შემთხვევაში) ან 180 მგ ტიკაგრელორი.
შედეგი გამოჩნდა ადრეულად (რისკის აბსოლუტური შემცირება [ARR] 0.6% და ფარდობითი რისკის შემცირება [RRR] 12%-ით 30-ე დღეზე), მუდმივი მკურნალობის ეფექტით მთელი 12 თვის განმავლობაში, რაც განაპირობებს ARR 1.9% წელიწადში და RRR 16%. ეს ცხადყოფს, რომ მიზანშეწონილია პაციენტების მკურნალობა ტიკაგრელორით 90 მგ ორჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში (იხ. პუნქტი 4.2). მკს-ის მქონე 54 პაციენტის მკურნალობა კლოპიდოგრელის ნაცვლად ტიკაგრელორით, ახდენს 1 ათეროთრომბოზულ მოვლენის პრევენციას; 91-ის მკურნალობა ახდენს 1 კარდიოვასკულური სიკვდილის პრევენციას; (იხ. სურათი 1 და ცხრილი 4). ტიკაგრელორის სამკურნალო ეფექტი კლოპიდოგრელთან შედარებით მნიშვნელოვანია მრავალ ქვეჯგუფში, წონის, სქესის; ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის, გარდამავალი იშემიური შეტევის ან არაჰემორაგიული ინსულტის, ან რევასკულარიზაციის; თანმხლები თერაპიის ჩათვლით, მათ შორის ჰეპარინებით, GpIIb/IIIa ინჰიბიტორებით და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (იხ. პუნქტი 4.5); საბოლოო ინდექსის მოვლენის დიაგნოზი ((STEMI, NSTEMI or UA); და მკურნალობის მეთოდის ჩათვლით, რომელიც განკუთვნილია რანდომიზაციისთვის (ინვაზიური ან მედიკამენტოზური).
სუსტი მნიშვნელობის სამკურნალო ურთიერთქმედება დაფიქსირდა რეგიონში, რომლის დროსაც საფრთხის კოეფიციენტი (HR) პირველადი საბოლოო წერტილისთვის უპირატესობას ანიჭებს ტიკაგრელორს დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს კლოპიდოგრელს ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც წარმოადგენს შესწავლილი მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 10%-ს (ურთიერთქმედება p-მნიშვნელობა= 0.045).
გამოკვლევითი ანალიზებით სავარაუდოა შესაძლო კავშირი ასმ-ს ისეთ დოზასთან, რომელიც ამცირებს ეფექტურობას, დაფიქსირდა ტიკაგრელორის გამოყენებისას ასმ-ს გაზრდილ დოზებთან ერთად. ასმ-ს ქრონიკული დღიური დოზები ტიკაგრელორთან ერთად უნდა იყოს 75-150 მგ (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
სურათი 1 აჩვენებს რისკის შეფასებას ნებისმიერი მოვლენის პირველი შემთხვევის მოხდენის მიმართ კომპოზიტური ეფექტურობის საბოლოო წერტილში.
სურათი 1 – კარდივასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის პირველადი კლინიკური კომპოზიტური საბოლოო წერტილის ანალიზი (PLATO)
ტიკაგრელორმა შეამცირა პირველადი კომპოზიციური საბოლოო წერტილის მოხდენა კლოპიდოგრელთან შედარებით როგორც UA/NSTEMI , ასევე STEMI-ის პოპულაციაში (ცხრილი 4). ამდენად, სუპაგრელი 90 მგ ორჯერ დღეში ასმ-ის დაბალ დოზებთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნას მკს-ის მქონე პაციენტებში (არასტაბილური სტენოკარდია, არა- ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის [NSTEMI] ან -სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [STEMI]; იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც მკურნალობენ მედიკამენტოზურად, და მათი, ვისაც მკურნალობდნენ პერკუტანული კორონარული ჩარევით (PCI) ან კორონარული არტერიის შუნტირებით (CABG).
ცხრილი 4 - პირველადი და მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილების ანალიზი (PLATO)
ტიკაგრელორი 90 მგ დღეში ორჯერ
(% მოვლენის მქონე პაციენტი)
N=9333
კლოპიდოგრელი 75 მგ დღეში ერთჯერ
(%მოვლენის მქონე პაციენტი)
N=9291
ARRa
(%/წ)
RRRa (%)
(95% CI)
p-მნიშვნელობა
კარდიოვასკულური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი (უსიმპტომო მიოკარდიუმის ინფარქტის გარდა) ან ინსულტი
- 3
- 9
- 9
16 (8, 23)
- 0003
ინვაზიის განზრახვა
- 5
- 0
- 7
16 (6, 25)
- 0025
სამედიცინო განზრახვა
- 3
- 2
- 3
15 (0.3, 27)
- 0444d
კარდიოვასკულური სიკვდილი
- 8
- 8
- 1
21 (9, 31)
- 0013
მიოკარდიუმის ინფარქტი (უსიმპტომო მიოკარდიუმის ინფარქტის გარდა) b
- 4
- 4
- 1
16 (5, 25)
- 0045
ინსულტი
- 3
- 1
- 0.2
- 17 (-52, 9)
- 2249
სიკვდილიანობა ყველა მიზეზით, მიოკარდიუმის ინფარქტი (უსიმპტომო მიოკარდიუმის ინფარქტის გარდა) ან ინსულტი
- 7
- 5
- 1
16 (8, 23)
- 0001
კარდიოვასკულური სიკვდილი, ტოტალური მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, SRI, RI, TIA ან სხვა ATEc
- 8
- 7
- 1
12 (5, 19)
- 0006
სიკვდილიანობა ყველა მიზეზით,
- 3
- 4
- 4
22 (11, 31)
- 0003d
სტენტის დადგენილი თრომბოზი
- 2
- 7
- 6
32 (8, 49)
- 0123d
c SRI = სერიოზული მორეციდივე იშემია; RI = მორეციდივე იშემია; TIA = გარდამავალი იშემიური შეტევა; ATE = არტერიული თრომბოზის მოვლენა. ტოტალური მიოკარდიუმის ინფარქტი მოიცავს უსიმპტომო მიოკარდიუმის ინფარქტს, მოვლენის თარიღი მისი აღმოჩენის თარიღია. d ნომინალური მნიშვნელობის მნიშვნელობა; ყველა სხვა ფორმალურად სტატისტიკურად მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული იერარქიული ტესტირებით.
PLATO გენეტიკური ქვე-კვლევა
PLATO-ში 10285 პაციენტის CYP2C19 და ABCB1 გენოტიპირებამ მოგვაწოდა გენოტიპური ჯგუფების ასოციაციები PLATO-ს გამოსავლებთან. ტიკაგრელორის უპირატესობაზე კლოპიდოგრელთან შედარებით სერიოზული კარდიოვასკულური მოვლენების შემცირების მხრივ მნიშვნელოვნად არ უმოქმედია პაციენტის CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპს. საერთო PLATO კვლევის ანალოგიურად, მთლიანი PLATO სერიოზული სისხლდენა არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორსა და კლოპიდოგრელს შორის, CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მიუხედავად. არა-CABG PLATO სერიოზული სისხლდენა გაიზარდა ტიკაგრელორის შემთხვევაში კლოპიდოგრელთან შედარებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19 ფუნქცია-დაკარგული ერთი ან მეტი ალელი, მაგრამ იყო კლოპიდოგრელის მსგავსი პაციენტებში ალელის ფუნქციის დაკარგვის გარეშე.
კომბინირებული ეფექტურობისა და უსაფრთხოების კომპოზიტი
კომბინირებული ეფექტურობისა და უსაფრთხოების კომპოზიტი (კარდიოვასკულური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან PLATO-ს მიერ განსაზღვრული "ტოტალური სერიოზული" სისხლდენა) მიუთითებს, რომ ტიკაგრელორის ეფექტურობის სარგებელი კლოპიდოგრელთან შედარებით არ გამოირიცხება სერიოზული სისხლდენის მოვლენებით (ARR 1.4%, RRR 8%. HR 0.92; p=0.0257) მკს-დან 12 თვის განმავლობაში.
კლინიკური უსაფრთხოება
ჰოლტერის ქვე-კვლევა:
პარკუჭოვანი პაუზებისა და სხვა არითმიის ეპიზოდების შემთხვევის შესასწავლად PLATO-ს დროს, მკვლევარებმა ჩაატარეს ჰოლტერის მონიტორინგი დაახლოებით 3000 პაციენტის ქვეჯგუფში, რომელთაგან დაახლოებით 2000-ს ჰქონდა ჩანაწერი როგორც მკს-ის მწვავე ფაზაში, ასევე ერთი თვის შემდეგ. პირველადი საინტერესო ცვლადი იყო ≥ 3 წამზე პარკუჭოვანი პაუზების განვითარება. უფრო მეტ პაციენტს ჰქონდა პარკუჭოვანი პაუზები ტიკაგრელორის შემთხვევაში (6,0%), ვიდრე კლოპიდოგრელის (3,5%) მწვავე ფაზაში; და 2.2% და 1.6%, შესაბამისად, 1 თვის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4). პარკუჭოვანი პაუზების მატება მკს-ის მწვავე ფაზაში უფრო გამოხატული იყო ტიკაგრელორის მიმღებ პაციენტებში CHF-ით ანამნეზში (9.2% შედარებით 5.4%-თან პაციენტებში CHF ანამნეზის გარეშე; კლოპიდოგრელის მიმღები პაციენტებისთვის 4.0% CHF-ის ანამნეზის გარეშე 3.6%-თან შედარებით). ეს დისბალანსი არ დაფიქსირებულა ერთ თვეში: 2.0% 2.1%-თან შედარებით ტიკაგრელორის მიმღებ პაციენტებში ანამნეზში CHF-ით და მის გარეშე, შესაბამისად; და 3.8% შედარებით კლოპიდოგრელის 1.4%-თან. ამ დისბალანსთან დაკავშირებული არასასურველი კლინიკური შედეგები (კარდიოსტიმულატორის ჩადგმის ჩათვლით) პაციენტების ამ პოპულაციაში არ ყოფილა.
PEGASUS კვლევა (მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში)
PEGASUS TIMI-54 კვლევა იყო 21,162 პაციენტიანი, მოვლენებზე ორიენტირებული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი, პარალელურ- ჯგუფიანი, საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევა ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის შესაფასებლად ტიკაგრელორის 2 -ჯერ მიცემული დოზით (90 მგ ორჯერ დღეში ან 60 მგ ორჯერ დღეში) ასმ-ის დაბალ დოზასთან კომბინაციაში (75-150 მგ), შედარებით მხოლოდ ასმ-ით თერაპიასთან ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტისა და ათეროთრომბოზის დამატებითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
მონაწილეობის უფლება ჰქონდათ პაციენტებს, თუ ისინი იყვნენ 50 წლის ან მეტი ასაკის, მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზი (რანდომიზირებამდე 1-დან 3 წლით ადრე) და ჰქონდათ ათეროთრომბოზის შემდეგი რისკ-ფაქტორებიდან მინიმუმ ერთი: ასაკი ≥ 65 წელი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებდა მედიკამენტებს, მეორე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, დადგენილი მრავალი სისხლძარღვის კორონარული არტერიების დაავადება (CAD) ან ქრონიკული არა-ტერმინალური სტადიის თირკმლის დისფუნქცია.
პაციენტები არ იყვნენ დაშვებული, თუ დაგეგმილი იყო P2Y12 რეცეპტორის ანტაგონისტის, დიპირიდამოლის, ცილოსტაზოლის ან ანტიკოაგულანტული თერაპიის გამოყენება კვლევის პერიოდში; თუ მათ ჰქონდათ სისხლდენითი დარღვევა ან იშემიური ინსულტი ან ინტრაკრანიალური სისხლდენა ანამნეზში, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე ან ინტრაკრანიალური სისხლძარღვების პათოლოგია; თუ მათ ჰქონდათ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა წინა 6 თვის განმავლობაში ან ჩაუტარდათ სერიოზული ოპერაცია წინა 30 დღის განმავლობაში.
კლინიკური ეფექტურობა
სურათი 2 - კარდიოვასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის პირველადი კლინიკური კომპოზიტური საბოლოო წერტილის ანალიზი (PEGASUS)
ცხრილი 5 - პირველადი და მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილების ანალიზი (PEGASUS)
ტიკაგრელორი 60 მგ ორჯერ დღეში +ასმ
N = 7045
მხოლოდ ასმ
N = 7067
p-მნიშვნელობა
დახასიათება
მოვლენების მქონე პაციენტები
KM %
HR (95% CI)
მოვლენების მქონე პაციენტები
KM %
პირველადი საბოლოო წერტილი
კარდიოვასკულური სიკვდილის/მიოკარდიუმის ინფარქტის/ინსულტის კომპოზიტი
487 (6.9%)
- 8%
- 84
(0.74, 0.95)
578 (8.2%)
- 0%
- 0043 (s)
კარდიოვასკულური სიკვდილი
174 (2.5%)
- 9%
- 83
(0.68, 1.01)
210 (3.0%)
- 4%
- 0676
მიოკარდიუმის ინფარქტი
285 (4.0%)
- 5%
- 84
(0.72, 0.98)
338 (4.8%)
- 2%
- 0314
ინსულტი
91 (1.3%)
- 5%
- 75
(0.57, 0.98)
122 (1.7%)
- 9%
- 0337
მეორადი საბოლოო წერტილი
კარდიოვასკულური სიკვდილი
174 (2.5%)
- 9%
- 83
(0.68, 1.01)
210 (3.0%)
- 4%
-
სიკვდილიანობა ყველა მიზეზით
289 (4.1%)
- 7%
- 89
(0.76, 1.04)
326 (4.6%)
- 2%
-
- საფრთხის თანაფარდობა და p-მნიშვნელობები გამოითვლება ცალ-ცალკე ტიკაგრელორისა და მხოლოდ ასმ-თი თერაპიისთვის კოქსის პროპორციული საფრთხის მოდელიდან მკურნალობის ჯგუფის, როგორც ერთადერთი განმარტებადი ცვლადით.
KM პროცენტი გამოითვლება 36-ე თვეზე.
შენიშვნა: კომპონენტების პირველი მოვლენების რაოდენობა კარდივასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის კომპონენტებისათვის არის პირველი მოვლენების ფაქტობრივი რაოდენობა თითოეული კომპონენტისთვის და არ ემატება მოვლენების რაოდენობას კომპოზიტურ საბოლოო წერტილში.
(s) მიუთითებს სტატისტიკურ მნიშვნელობაზე.
CI = ნდობის ინტერვალი;
CV = კარდიოვასკულური; HR = საფრთხის კოეფიციენტი; KM = კაპლან-მეიერი; MI = მიოკარდიუმის ინფარქტი; N = პაციენტების რაოდენობა.
ტიკაგრელორის ორივე - 60 მგ ორჯერ დღეში და 90 მგ ორჯერ დღეში რეჟიმები ასმ-სთან კომბინაციაში აღემატებოდა მხოლოდ ასმ-ს ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის მხრივ (კომპოზიტური საბოლოო წერტილი: კარდიოვასკულური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი), მკურნალობის თანმიმდევრული ეფექტით მთელი კვლევის პერიოდში, რაც გვაძლევს 16% RRR და 1,27% ARR-ს 60 მგ ტიკაგრელორისთვის და 15% RRR და 1,19% ARR-ს 90 მგ ტიკაგრელორისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ 90 მგ-ისა და 60 მგ-ის ეფექტურობის პროფილები მსგავსი იყო, არსებობს მტკიცებულება, რომ უფრო დაბალი დოზა უკეთესად ასატანია და აქვს უფრო უსაფრთხო პროფილი სისხლდენისა და დისპნოეს რისკთან დაკავშირებით. ამიტომ, მხოლოდ სუპაგრელი 60 მგ ორჯერ დღეში ასმ-სთან ერთად რეკომენდებულია ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისათვის (კარდიოვასკულური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში და ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკი.
მხოლოდ ასმ-სთან შედარებით, ტიკაგრელორმა 60 მგ ორჯერ დღეში მნიშვნელოვნად შეამცირა კარდიოვასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილი. თითოეულმა კომპონენტმა ხელი შეუწყო პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის შემცირებას (კარდიოვასკულური სიკვდილი 17%, RRR მიოკარდიუმის ინფარქტი 16% RRR, და ინსულტი 25% RRR).
RRR კომპოზიტური საბოლოო წერტილისთვის 1-დან 360 დღემდე (17% RRR) და 361 დღიდან და შემდეგ (16% RRR) იყო მსგავსი. არსებობს შეზღუდული მონაცემები ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 3 წლის შემდგომ გაგრძელებული მკურნალობის შემდეგ.
არ არსებობდა სარგებლის მტკიცებულება (არ აღინიშნა კარდიოვასკულური სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის შემცირება, მაგრამ გაიზარდა სერიოზული სისხლდენა) როდესაც ტიკაგრელორი 60 მგ ორჯერ დღეში გამოყენებული იქნა კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტიდან >2 წლის ან მეტის შემდეგ, ან ადფ რეცეპტორის ინჰიბიტორების წინა მკურნალობის შეწყვეტიდან ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ (იხ. ასევე პუნქტი 4.2).
კლინიკური უსაფრთხოება
60 მგ ტიკაგრელორის მიღების შეწყვეტის სიხშირე სისხლდენისა და ქოშინის გამო უფრო მაღალი იყო >75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში (42%), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში (დიაპაზონი: 23-31%), განსხვავება პლაცებოსთან შედარებით იყო 10%-ზე მეტი (42% შედარებით 29%-თან) 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურ- ჯგუფიანი III ფაზის კვლევაში (HESTIA 3), ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების მქონე 193 პედიატრიული პაციენტი (2-დან 18 წლამდე ასაკის) რანდომიზირებული იყო პლაცებოს ან 15 მგ-დან 45 მგ-მდე დოზებით ტიკაგრელორის მიღებაზე დღეში ორჯერ, სხეულის წონის მიხედვით. ტიკაგრელორმა გამოიწვია თრომბოციტების მედიანური ინჰიბირება 35%-ით დოზის მიღებამდე და 56% დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაში.
პლაცებოსთან შედარებით, არ აღინიშნა ტიკაგრელორის მკურნალობის სარგებელი ვაზო-ოკლუზიური კრიზების სიხშირეზე.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა სუპაგრელის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში მწვავე კორონარული სინდრომებით (მკს) და მიოკარდიუმის ინფარქტით (MI) ანამნეზში (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 4.2).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიკაგრელორი ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკას და ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის (AR-C124910XX) ექსპოზიცია დაახლოებით დოზის პროპორციულია 1260 მგ-მდე.
აბსორბცია
ტიკაგრელორის აბსორბცია სწრაფია, მედიანური tmax დაახლოებით 1,5 საათია. ტიკაგრელორისგან მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტის AR-C124910XX (ასევე აქტიური) ფორმირება სწრაფია, მედიანური tmax დაახლოებით 2,5 საათია. ტიკაგრელორის პერორალური 90 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში უზმოზე, Cmax არის 529 ნგ/მლ და AUC არის 3451 ნგ*სთ/მლ. მეტაბოლიტის ძირითადი კოეფიციენტებია 0.28 Cmax-ისთვის და 0.42 AUC-სთვის. ტიკაგრელორის და AR-C124910XX-ის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში ზოგადად მსგავსი იყო მკს პოპულაციაში. PEGASUS კვლევის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ტიკაგრელორის საშუალო Cmax იყო 391 ნგ/მლ და AUC იყო 3801 ნგ*სთ/მლ სტაბილურ მდგომარეობაში 60 მგ ტიკაგრელორისთვის. 90 მგ ტიკაგრელორისთვის Cmax იყო 627 ნგ/მლ და AUC იყო 6255 ნგ*სთ/მლ სტაბილურ მდგომარეობაში.
ტიკაგრელორის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა იყო 36%. მაღალცხიმიანი საკვების მიღებამ გამოიწვია ტიკაგრელორის AUC-ის 21%-ით ზრდა და აქტიური მეტაბოლიტის Cmax-ის 22%-ით დაქვეითება, მაგრამ არანაირი გავლენა არ მოახდინა ტიკაგრელორის Cmax-ზე ან აქტიური მეტაბოლიტის AUC-ზე.
ეს მცირე ცვლილებები ჩაითვალა მინიმალური კლინიკური მნიშვნელობის მქონედ; ამიტომ ტიკაგრელორის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტიკაგრელორი, ისევე როგორც აქტიური მეტაბოლიტი, P-gp სუბსტრატებია. ტიკაგრელორის წყალში შერეულ დაფშვნილ ტაბლეტებს, პერორალურად ან ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კუჭში შეყვანისას, აქვს მთლიანი ტაბლეტების მსგავსი ბიოშეღწევადობა ტიკაგრელორისა და აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax-ის მხრივ. საწყისი ექსპოზიცია (0.5 და 1 საათი დოზის მიღებიდან) ტიკაგრელორის დაფშვნილი წყალში შერეული ტაბლეტებიდან უფრო მაღალი იყო მთლიან ტაბლეტებთან შედარებით, შემდგომში ზოგადად იდენტური კონცენტრაციის პროფილით (2-დან 48 საათამდე).
დისტრიბუცია
სტაბილურ მდგომარეობაში ტიკაგრელორის დისტრიბუციის მოცულობა შეადგენს 87,5 ლ-ს. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ინტენსიურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილას (>99,0%).
ბიოტრანსფორმაცია
CYP3A4 არის ძირითადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ტიკაგრელორის მეტაბოლიზმზე და აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებაზე და მათი ურთიერთქმედება სხვა CYP3A სუბსტრატებთან, ცვალებადობს გააქტიურებიდან ინჰიბირებამდე.
ტიკაგრელორის ძირითადი მეტაბოლიტია AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია, როგორც ეს შეფასდა თრომბოციტების P2Y12 ადფ -რეცეპტორთან in vitro დაკავშირებით. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია ტიკაგრელორის ექსპოზიციის დაახლოებით 30-40%-ია.
ელიმინაცია
ტიკაგრელორის ელიმინაციის ძირითადი გზა ღვიძლით მეტაბოლიზმია. რადიოიზოტოპით მონიშნული ტიკაგრელორის შეყვანისას, რადიოაქტიურობის საშუალო გამოყოფა დაახლოებით 84%-ია (57.8% განავალში, 26.5% შარდში). შარდში ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფა იყო დოზის 1%-ზე ნაკლები. აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციის ძირითადი გზა სავარაუდოდ ნაღველით სეკრეციაა. საშუალო t1/2 იყო დაახლოებით 7 საათი ტიკაგრელორისთვის და 8.5 საათი აქტიური მეტაბოლიტისთვის.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით დაფიქსირდა ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიციები (დაახლოებით 25% როგორც Cmax, ასევე AUC) ხანდაზმულ (≥ 75 წლის ასაკის) მკს-ის მქონე პაციენტებში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ეს განსხვავებები არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად (იხ. პუნქტი 4.2).
პედიატრიული პოპულაცია
არსებობს შეზღუდული მონაცემები ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების მქონე ბავშვებში (იხ. პუნქტები 4.2 და 5.1).
HESTIA 3 კვლევაში, 2-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომელთა წონაა ≥ 12-დან ≤ 24 კგ-მდე, > 24-დან ≤ 48 კგ-მდე, და > 48 კგ, მიეცათ ტიკაგრელორი, …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სუპაგრელი 60, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 60 მგ, ტიკაგრელორი
სუპაგრელი 90, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 90 მგ, ტიკაგრელორი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე ფურცელ-ჩანართი: 1. რა არის სუპაგრელი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ სუპაგრელის მიღებამდე. 3. სუპაგრელის მიღების წესი. 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები. 5. სუპაგრელის შენახვის წესი.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის სუპაგრელი და რისთვის გამოიყენება ის.
რა არის სუპაგრელი
სუპაგრელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. პრეპარატი მიეკუთვნება ანტითრომბოციტული მედიკამენტების ჯგუფს.
რისთვის გამოიყენება სუპაგრელი
სუპაგრელი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (სხვა ანტითრომბოციტული საშუალება) გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში თუ გადატანილი გაქვთ:
ინფარქტი, წელიწადზე მეტი ხნის წინ.
ის ამცირებს ინფარქტის, ინსულტის განმეორების ან გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გარდაცვალების რისკებს.
სუპაგრელის მოქმედების მექანიზმი
სუპაგრელი გავლენას ახდენს უჯრედებზე, სახელწოდებით "თრომბოციტები" (თრომბოციტები). ეს ძალიან მცირე სისხლის უჯრედები ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას ერთმანეთთან შეწებებით სისხლძარღვებში გაჭრილი ან დაზიანებული პაწაწინა ხვრელების ჩაკეტვის მიზინით.
თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულსა და ტვინში დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან:
თრომბს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს სისხლის მიწოდება; რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან
თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").
სუპაგრელი ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის შეჩერებას. ეს ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, რასაც შეუძლია სისხლის ნაკადის შემცირება.
- რა უნდა იცოდეთ სუპაგრელის მიღებამდე
არ მიიღოთ სუპაგრელი თუ:
ხართ ალერგიული ტიკაგრელორის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც მითითებულია მე-6 პარაგრაფში).
გაქვთ აქტიური სისხლდენა.
ანამნეზში გაქვთ ინსულტი, რომელიც გამოწვეულია ტვინში სისხლდენით.
გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
- რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ);
არ მიიღოთ სუპაგრელი თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
სუპაგრელის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის, თუ:
გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი:
- ბოლო პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა;
- ოპერაცია უახლოეს წარსულში (მათ შორის სტომატოლოგიური, ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს ამის შესახებ);
- იმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;
- ბოლო პერიოდში აღგენიშნათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (როგორიცაა კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის "პოლიპები");
სუპაგრელით თერაპიის პერიოდში გესაჭიროებათ ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური). რადგან არსებობს სისხლდენის გაზრდილი რისკი. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ამ მედიკამენტის მოხსნა ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
გაქვთ უჩვეულოდ სუსტი გულისცემა (ჩვეულებრივ 60 დარტყმაზე ნაკლები წუთში) და არ ჯერ კიდევ არ გაქვთ გულის მასტიმულირებელი აპარატი (კარდიოსტიმულატორი).
გაქვთ ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.
გაქვთ არარეგულარული სუნთქვა, როგორიცაა სუნთქვის აჩქარება, სუნთქვის შენელება ან სუნთქვა ხანმოკლე პაუზებით. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა დამატებითი გამოკვლევა.
გაქვთ ღვიძლის პრობლემების ანამნეზი ან გადატანილი გაქვთ ისეთი დაავადება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე.
გაკეთებული გაქვთ სისხლის ანალიზი, რომელმაც აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
თუ იღებთ სუპაგრელს და ჰეპარინს:
ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ნიმუში სადიაგნოსტიკო ანალიზისთვის, თუ არსებობს ეჭვი ჰეპარინით გამოწვეულ იშვიათ თრომბოციტულ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია, ექიმმა იცოდეს რომ იღებთ როგორც სუპაგრელს ასევე ჰეპარინს, რადგან სუპაგრელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სადიაგნოსტიკო ანალიზზე.
ბავშვები და მოზარდები
სუპაგრელი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის.
სხვა მედიკამენტები და სუპაგრელი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. რადგან სუპაგრელს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუპაგრელზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატიდან რომელიმეს:
როზუვასტატინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ პრეპარატი);
სიმვასტატინი ან ლოვასტატინი დღეში 40 მგ-ზე მეტი დოზით (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატები);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება კრუნჩხვების კონტროლისთვის);
დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დამცავი ძალის შესამცირებლად);
ქინიდინი და დილთიაზემი (გამოიყენება გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკატორები და ვერაპამილი (მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი);
მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის მოსახსნელად).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:
„პერორალური ანტიკოაგულანტები“ ხშირად მოიხსენიება როგორც „სისხლის გამათხელებლები“, რომლებიც შეიცავს ვარფარინს;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (შემოკლებით აასს) რომლებიც ხშირად მიიღება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მაგალითად იბუპროფენი და ნაპროქსენი;
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (შემოკლებით SSRI) მიიღება როგორც ანტიდეპრესანტები, მაგალითად პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი;
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ), ციზაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), ერგოტის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ).
ასევე აცნობეთ ექიმს, რომ ვინაიდან თქვენ იღებთ სუპაგრელს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, თუ ექიმი დაგინიშნავთ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, რომლებსაც ხშირად უწოდებენ "თრომბის დამშლელებს", როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სუპაგრელის გამოყენება არ არის რეკომენდებული თუ ორსულად ხართ ან შესაძლოა დაორსულდეთ. ამ მედიკამენტის მიღებისას ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტივები, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი. ექიმის თქვენთან ერთად განიხილავს სუპაგრელის მიღების სარგებელსა და რისკს ამ პერიოდის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სუპაგრელი სავარაუდოდ არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
ნატრიუმის შემცველობა
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
- სუპაგრელის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მისაღები პრეპარატის ოდენობა
ტიკაგრელორი 60 მგ ტაბლეტი:
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი 60 მგ ორჯერ დღეში. სუპაგრელის მიღება უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს რამდენსაც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
ტიკაგრელორი 90 მგ ტაბლეტი:
საწყისი დოზა არის ორი ტაბლეტი ერთდროულად (დატვირთვის დოზა 180 მგ). ეს დოზა ჩვეულებრივ გეძლევათ საავადმყოფოში.
საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი 90 მგ ორჯერ დღეში 12 თვემდე ვადით, თუ ექიმი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
სუპაგრელის მიღება სისხლის შედედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
მკურნალი ექიმი ასევე გირჩევთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვისდ. ექიმი განსაზღვრავს მისაღები პრეპარატის დოზას (ჩვეულებრივ მიიღება 75-150 მგ დღეში).
როგორ მიიღება სუპაგრელი
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ბლისტერზე დახედვით შეგიძლიათ შეამოწმოთ ბოლოს როდის მიიღეთ სუპაგრელის ტაბლეტი. ბლისტერზე აღნიშნულია მზე (დილის მისაღებად) და მთვარე (საღამოს მისაღებად). აღნიშნული გიჩვენებთ მიიღეთ თუ არა დოზა.
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა, შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ წყალს შემდეგნაირად:
დააქუცმაცეთ ტაბლეტი წვრილად.
ფხვნილი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში.
მოურიეთ და მიიღეთ მაშინვე.
იმისთვის, რომ წამალი არ დარჩეს ჭიქაში, ცარიელ ჭიქას გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დალიეთ.
თუ იმყოფებით საავადმყოფოში, ტაბლეტი შეიძლება მოგეცეთ შერეული წყალთან ერთად და ცხვირიდან ზონდის მეშვეობით (ნაზოგასტრალური ზონდი).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპაგრელი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპაგრელი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მიმართეთ საავადმყოფოს დაუყოვნებლივ. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შეიძლება აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.
თუ დაგავიწყდათ სუპაგრელის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ სუპაგრელის მიღებას
არ შეწყვიტოთ სუპაგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ ეს პრეპარატი რეგულარულად იმ პერიოდით როგორც ექიმი გადაწყვეტს. თუ შეწყვეტთ სუპაგრელის მიღებას, ამან შეიძლება გაზარდოს ინფარქტის ან ინსულტის განმეორების ან გულის და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სუპაგრელი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სახის სისხლდენა ხშირია (როგორიცაა სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). მძიმე სახის სისხლდენა იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან თავის ქალაში იშვიათი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:
- მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ვითარდება სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს;
- გონების უეცარი დაბნევა, მეტყველების ან სხვისი ნათქვამის გაგების გაძნელება;
- სიარულის უეცარი გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
- უეცარი თავბრუსხვევა ან უეცარი ძლიერი თავის ტკივილი აუხსნელი მიზეზით;
სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:
- ძლიერი ან უკონტროლო სისხლდენა;
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდით.
- ღებინება სისხლიანი წითელი ფერის ან "ყავის ნალექის" მსგავსი მასით;
- წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი);
- ხველა ან ღებინება სისხლის კოლტების თანხლებით;
გულის წასვლა (სინკოპე)
- გონების დროებითი დაკარგვა თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი დაქვეითების გამო (ხშირად)
სისხლის შედედების პრობლემის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ნიშნები, როგორიცაა:
- ცხელება და იისფერი ლაქები (ე.წ. პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების გაყვითლებით ან მის გარეშე (სიყვითლე), აუხსნელი ძლიერი დაღლილობა ან დაბნეულობა.
აცნობეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ქვემოთ აღნიშნულიდან რომელიმეს:
ქოშინი - ძალიან ხშირი მოვლენა. შეიძლება გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება წარმოადგენდეს სუპაგრელის გვერდით მოვლენას. სუპაგრელთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ზოგადად მსუბუქია და ხასიათდება, ჰაერის უეცარი, მოულოდნელი უკმარისობით, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება მოსვენების დროს და შეიძლება თავი იჩინოს თერაპიის პირველ კვირებში ხშირ შემთხვევაში კი გაქრეს. თუ გრძნობთ რომ ქოშინი გაუარესდა ან დიდხანს გაგრძელდა, აცნობეთ ექიმს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ამისათვის საჭიროა თუ არა მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევა.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (ანალიზების მიხედვით);
სისხლის დარღვევით გამოწვეული სისხლდენა;
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლჩაქცევა;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა ან ოთახის ტრიალის შეგრძნება;
დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა;
გულზიდების შეგრძნება (გულისრევა);
ყაბზობა;
გამონაყარი;
ქავილი;
სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - პოდაგრის ნიშნები;
თავბრუსხვევის ან სიმსუბუქის შეგრძნება, ან მხედველობის დაბინდვა - ეს არის დაბალი წნევის ნიშნები;
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა ოპერაციის შემდეგ ან ჭრილობიდან (მაგალითად, გაპარსვისას) და ნორმაზე მეტი ჭრილობები;
სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან (წყლული);
სისხლდენა ღრძილებიდან;
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან სახის, ტუჩების/ენის შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები;
დაბნეულობა;
თვალში სისხლჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები;
ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არის უფრო ძლიერი ან ვითარდება ნორმალური ციკლის პერიოდისგან (მენსტრუალური) განსხვავებულ დროს.
სისხლჩაქცევები სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;
ყურიდან სისხლდენა;
შინაგანი სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის ან სიცარიელის შეგრძნება.
უცნობი (სიხშირის გამოთვლა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ანომალურად სუსტი გულისცემა (ჩვეულებრივ 60 დარტყმაზე ნაკლები წუთში)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
- სუპაგრელის შენახვის წესი
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ა) რას შეიცავს სუპაგრელი
აქტიური ნივთიერებაა ტიკაგრელორი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.
სხვა ინგრედიენტებია:
მანიტოლი (პერლიტოლი 160 C), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, დაბალი ჩამნაცვლებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, დისტილირებული წყალი.
გარსის მასალა
ტიკაგრელორი 60 მგ- სთვის
ოპადრი ვარდისფერი 03B540261:
HPMC 2910/ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521), ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ფეროსოფერის ოქსიდი/შავი რკინის ოქსიდი (E172).
ტიკაგრელორი 90 მგ-სთვის
ოპადრი ყვითელი 03B520307:
HPMC 2910/ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521)
ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)
ბ) სუპაგრელის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
სუპაგრელი 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით "60 & M" ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
14 ტაბლეტიანი ბლისტერული შეფუთვა.
შეფუთვის შიგთავსი
14 ტაბლეტიანი ბლისტერი. 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებუული მუყაოს კოლოფში.
სუპაგრელი 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით '90 & M' ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს, ფიზიკური დეფექტების გარეშე.
შეფუთვის შიგთავსი
14 ტაბლეტიანი ბლისტერი. 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited
MSN სახლი, მიწის ნაკვეთი No.: C-24,
სანათნაგარ ინდუსტრიალ ისთეით.
სანათნაგარი, ჰაიდერაბადი — 500 018
ტელანგანა,
ინდოეთი
MSN Laboratories Private Limited
ფორმულაციების განყოფილება, პუნქტი -II,
სერვეი No. 1277, 1319-დან 1324 წლამდე,
ნანდიგამა (სოფელი), ნანდიგამა (მანდალი),
რანგა რედი (რაიონი), ტელანგანა, ინდოეთი
დ) ფურცელ-ჩანართის ბოლო განახლების თარიღი
2024 წლის ივლისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


