პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

სტრეპსილსი

Strepsils®

ურეცეპტოდ1,2მგ + 0,6მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებეს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
1,2მგ + 0,6მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლითა და ლიმონით №24 (2X12)
მწარმოებელი
Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-037927
რეგისტრირებულია
25 აპრილი 2023, მოქმედებს 25 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასტრეპსილსი და სხვა წამალი ერთად

სტრეპსილსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებეს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სტრეპსილსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.

პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი სიმპტომური თერაპიისთვის, ყელის ტკივილისა და გაღიზიანების შესამცირებლად, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს.

პრეპარატის სტრეპსილსი მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის სტრეპსილსის მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი და 2,4-დიქლორბენზილის სპირტი. ამილმეტაკრეზოლი - ფენოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. 2,4-დიქლორბენზილის სპირტი არის ბენზოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. ამილმეტაკრეზოლისა და 2,4-დიქლორბენზილის სპირტის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცილების კოაგულაციასთან მიკრობულ და სოკოვან უჯრედებში, ასევე უჯრედის მემბრანის ლიპიდებთან ურთიერთქმედებასთან, რაც განსაზღვრავს მათ ეფექტურობას პათოგენების წინააღმდეგ.

პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს; აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ; აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. 1 წუთის განმავლობაში ზემოქმედების შემდეგ პრეპარატი ავლენს გამოხატულ ანტისეპტიკურ მოქმედებას ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis. კონტაქტიდან 1-2 წუთის შემდეგ გამოვლინდა პრეპარატის ანტივირუსული აქტივობა რიგი ვირუსების მიმართ, მათ შორის A გრიპის ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციული სინციტიური ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და კორონავირუსი წინააღმდეგ.

პრეპარატს აქვს დამარბილებელი მოქმედება პირის ლორწოვან გარსზე და ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედების იწყება 5 წუთში და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ თქვენი მდგომარეობა უარესდება, მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში.

არ გამოიყენოთ 12 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

შეყვანის გზა და (ან) გამოყენების წესი

ადგილობრივად. ტაბლეტი ნელა გაწუწნეთ პირში.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება ხანმოკლე კურსით, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით

პრეპარატი სტრეპსილსის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა).

ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს განვითარებული სიმპტომების შესაბამისად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი მიღება დაგავიწყდათ

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ჩვეული რეჟიმით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ამილმეტაკრეზოლზე, 2,4-დიქლორბენზილის სპირტზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე, რომლებიც ცამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სტრეპსილსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ბავშვები

პრეპარატი სტრეპსილსი არ გამოიყენება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა. შესაძლებელია სხვა ადგილობრივი მოქმედების ყელის სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას, ეს პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის განხორციელების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს საქაროზას და გლუკოზას.

პრეპარატის თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.44 გ) და გლუკოზას (1.98 გ), რაც გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 0.22 პე.

პრეპარატი შეიცავს თაფლს (ინვერტული შაქარს). თუ თქვენ გაქვთ საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას, რომელიც წარმოადგენს მცირე რაოდენობის გლუტენის წყაროს (ხორბლის სახამებლიდან). ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს არა უმეტეს 19.52 მკგ გლუტენს. ითვლება, რომ ეს არის „უგლუტენო“ პრეპარატი, და მისი გამოყენება შესაძლებელია ცელიაკიის მქონე პაციენტებში. ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებმა (განსხვავდება ცელიაკიისგან) არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას, რომელიც წარმოადგენს სულფიტების წყაროს - გოგირდის დიოქსიდი (E220). ამ ნივთიერებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

პრეპარატი სტრეპსილსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარებისას:

ალერგიული რეაქციების სიმპტომები, მათ შორის სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება გონების დაკარგვით, გამონაყარი კანზე.

სხვა არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ან ენის ლორწოვანი გარსების წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, შეშუპება.

ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემტხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

ტელეფონი: +374 60 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

პრეპარატი სტრეპსილსის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალსადენში, უტილიზაცია არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

პრეპარატი სტრეპსილსის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. შემთხვევითი ან განზრახული ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივს.

მკურნალობა

სიმპტომური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით.

შემადგენლობა

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი და 2,4-დიქლორბენზილის სპირტი.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ამილმეტაკრეზოლს და 1.2 მგ 2,4-დიქლორბენზილის სპირტს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერები): თხევადი საქაროზა, თხევადი გლუკოზა, თაფლი, ღვინის მჟავა, ლიმონის ზეთი (ტერპენების გარეშე), პიტნის ფოთლების ზეთი, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104).

პრეპარატის სტრეპსილსი გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

საწუწნი ტაბლეტები [თაფლი-ლიმონი].

ყვითელი ბრტყელი ცილინდრული ტაბლეტები, ორივე მხარეს “S” ასოს გამოსახულებით. დასაშვებია თეთრი ნადები, შეფერილობის არაერთგვაროვნება, კარამელის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.

2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა). 1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შენახვის პირობები

3 წელი.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა

2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).

1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და პრეპარატთან სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას

უტილიზაციისთვის სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკური პრეპარატები.

ათქ კოდი: R02AA03.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი სტრეპსილსის მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი და 2,4-დიქლორბენზილის სპირტი. ამილმეტაკრეზოლი - ფენოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. 2,4-დიქლორბენზილის სპირტი არის ბენზოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. ამილმეტაკრეზოლისა და 2,4-დიქლორბენზილის სპირტის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცილების კოაგულაციასთან მიკრობულ და სოკოვან უჯრედებში, ასევე უჯრედის მემბრანის ლიპიდებთან ურთიერთქმედებასთან, რაც განსაზღვრავს მათ ეფექტურობას პათოგენების წინააღმდეგ. აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია იწვევს სინერგიულ ანტიმიკრობულ მოქმედებას, რაც იწვევს ცალკეული ინგრედიენტების დოზების შემცირებას.

პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს; in vitro აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ; აქვს ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება და ანტივირუსული მოქმედება in vitro.

კვლევებმა აჩვენა შემდეგი მიკროორგანიზმების - Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis, ბაქტერიული დატვირთვის შემცირება ერთწუთიანი კონტაქტის დროს. პრეპარატის ანტივირუსული აქტივობა გამოვლინდა კონტაქტიდან 1-2 წუთის შემდეგ გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის A გრიპის ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციული სინციტიური ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და კორონავირუსი წინააღმდეგ.

პრეპარატს აქვს დამარბილებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე და ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედების იწყება 5 წუთში და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პლაცებოსთან შედარებით აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის სამდღიანი კურსის დროს. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრეპსილსი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ ყელის ტკივილს და ხმის ჩახლეჩას გაწუწვნიდან 20 წუთის შემდეგ და ინტუბაციიდან დაახლოებით 24 საათის განმავლობაში.

სტრეპსილსი შეიცავს არომატიზატორებს და თაფლს, რომლებიც უზრუნველყოფენ დამამშვიდებელ ეფექტს გაღიზიანებული ყელის ლორწოვან გარსზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მეტაბოლიზმის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

სტრეპსილსი, 0.6 მგ + 1.2 მგ, საწუწნი ტაბლეტები [თაფლი-ლიმონი]

მოქმედი ნივთიერება: ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ აფთიაქის მუშაკს.

რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, 3 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

რა არის პრეპარატი სტრეპსილსი და რისთვის გამოიყენება იგი.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსის მიღებამდე.

პრეპარატი სტრეპსილსის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატი სტრეპსილსის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის პრეპარატი სტრეპსილსი და რისთვის გამოიყენება იგი.

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებეს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სტრეპსილსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.

პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი სიმპტომური თერაპიისთვის, ყელის ტკივილისა და გაღიზიანების შესამცირებლად, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს.

პრეპარატის სტრეპსილსი მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის სტრეპსილსის მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი და 2,4-დიქლორბენზილის სპირტი. ამილმეტაკრეზოლი - ფენოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. 2,4-დიქლორბენზილის სპირტი არის ბენზოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. ამილმეტაკრეზოლისა და 2,4-დიქლორბენზილის სპირტის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცილების კოაგულაციასთან მიკრობულ და სოკოვან უჯრედებში, ასევე უჯრედის მემბრანის ლიპიდებთან ურთიერთქმედებასთან, რაც განსაზღვრავს მათ ეფექტურობას პათოგენების წინააღმდეგ.

პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს; აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ; აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. 1 წუთის განმავლობაში ზემოქმედების შემდეგ პრეპარატი ავლენს გამოხატულ ანტისეპტიკურ მოქმედებას ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis. კონტაქტიდან 1-2 წუთის შემდეგ გამოვლინდა პრეპარატის ანტივირუსული აქტივობა რიგი ვირუსების მიმართ, მათ შორის A გრიპის ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციული სინციტიური ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და კორონავირუსი წინააღმდეგ.

პრეპარატს აქვს დამარბილებელი მოქმედება პირის ლორწოვან გარსზე და ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედების იწყება 5 წუთში და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ თქვენი მდგომარეობა უარესდება, მიმართეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსის

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ სტრეპსილსი: თუ გაქვთ ალერგია ამილმეტაკრეზოლზე, 2,4-დიქლორბენზილის სპირტზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე, რომლებიც ცამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სტრეპსილსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ბავშვები

პრეპარატი სტრეპსილსი არ გამოიყენება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი სტრეპსილსი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა. შესაძლებელია სხვა ადგილობრივი მოქმედების ყელის სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას, ეს პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის განხორციელების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს საქაროზას და გლუკოზას.

პრეპარატის თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.44 გ) და გლუკოზას (1.98 გ), რაც გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 0.22 პე.

პრეპარატი შეიცავს თაფლს (ინვერტული შაქარს). თუ თქვენ გაქვთ საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას, რომელიც წარმოადგენს მცირე რაოდენობის გლუტენის წყაროს (ხორბლის სახამებლიდან). ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს არა უმეტეს 19.52 მკგ გლუტენს. ითვლება, რომ ეს არის „უგლუტენო“ პრეპარატი, და მისი გამოყენება შესაძლებელია ცელიაკიის მქონე პაციენტებში. ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებმა (განსხვავდება ცელიაკიისგან) არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას, რომელიც წარმოადგენს სულფიტების წყაროს - გოგირდის დიოქსიდი (E220). ამ ნივთიერებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

პრეპარატი სტრეპსილსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში.

არ გამოიყენოთ 12 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

შეყვანის გზა და (ან) გამოყენების წესი

ადგილობრივად. ტაბლეტი ნელა გაწუწნეთ პირში.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება ხანმოკლე კურსით, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით

პრეპარატი სტრეპსილსის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა).

ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს განვითარებული სიმპტომების შესაბამისად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი მიღება დაგავიწყდათ

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ჩვეული რეჟიმით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარებისას:

ალერგიული რეაქციების სიმპტომები, მათ შორის სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება გონების დაკარგვით, გამონაყარი კანზე.

სხვა არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ან ენის ლორწოვანი გარსების წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, შეშუპება.

ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემტხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

ტელეფონი: +374 60 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

პრეპარატი სტრეპსილსის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალსადენში, უტილიზაცია არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი სტრეპსილსი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი და 2,4-დიქლორბენზილის სპირტი.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ამილმეტაკრეზოლს და 1.2 მგ 2,4-დიქლორბენზილის სპირტს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერები): თხევადი საქაროზა, თხევადი გლუკოზა, თაფლი, ღვინის მჟავა, ლიმონის ზეთი (ტერპენების გარეშე), პიტნის ფოთლების ზეთი, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104).

პრეპარატის სტრეპსილსი გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

საწუწნი ტაბლეტები [თაფლი-ლიმონი].

ყვითელი ბრტყელი ცილინდრული ტაბლეტები, ორივე მხარეს “S” ასოს გამოსახულებით. დასაშვებია თეთრი ნადები, შეფერილობის არაერთგვაროვნება, კარამელის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.

2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა). 1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

გაერთიანებული სამეფო

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, ქ. მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, ​​4, მე-3 სართული

ტელ.: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკაში:

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“, 050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.

ტელ.: +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50;

ტელ.: 8-10-800-2000-82-20.

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატი სტრეპსილსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-კომუნიკაციურ ქსელში „ინტერნეტი“ https://eec.eaeunion.org/.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა