პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

ნოვექსი

Novex

ურეცეპტოდ1,2მგ+0,6მგინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური თერაპია; ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (გინგვიტი, სტომატიტი) ანთება

სრულად
ფორმა და შეფუთვა
1,2მგ+0,6მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლისა და ლიმონის გემოთი №24 (2X12)
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-041723
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2024, მოქმედებს 30 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანოვექსი და სხვა წამალი ერთად

ნოვექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური თერაპია;

ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (გინგვიტი, სტომატიტი) ანთება

მიღების წესი და დოზირება

საწუწნი ტაბლეტები იხსნება პირის ღრუში.

მოზრდილები და 6 წლამდე ზევით ბავშვები: უნდა ნელნელა წუწნოთ თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

ხანდაზმული ასაკის ადამიანები: ხაბდაზმული ასაკის ადამიანებისთვის დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

6 წლამდე ასაკის ბავშვები

სამკურნალო ურთიერთმოქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან ერთად გამოვლენილი არ არის.

სიფრთხილის ზომები

სიმპტომების შენარჩუნების დროს მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა უარი თქვან ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სარგებლობის/რისკის შეფარდების გათვალისწინებით.

სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების და მანქანების მართვის დროს

არ ახდენს გავლენას

გვერდითი მოვლენები

იშვიათად

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ჭარბი დოზა

სიმპტომები: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ.

მკურნალობა: სიმპტომატიური თერაპია.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

2,4 - დიქლორბენზილის სპირტი - 1.206 მგ,

ამილმეტაკრეზოლი - 0.602 მგ.

დამხმარე ნივთიერება:

შავი მოცხარის გემოთი: შაქარი, თხევადი გლუკოზა, კრისტალური მენთოლი, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი, რებატენი 97%, ანტოციანის თხევადი ექსტრაქტი (Е-163), ერითროზინი საღებავი (Е-127). ბრილიანტის ლურჯი საღებავი (Е-133), შავი მოცვის არომატიზატორი, ევკალიპტის ზეთი, გაწმენდილი წყალი.

თაფლისა და ლიმონის გემოთი: შაქარი, თხევადი გლუკოზა, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა, კრისტალური მენთოლი, რებატენი 97%, ქინოლინის საღებავი (Е-104), ლიმონის არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი, ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი, გაწმენდილი წყალი.

პიტნის გემოთი: შაქარი, თხევადი გლუკოზა, ღვინის მჟავა, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ინდიგოკარმინის საღებავი ბფ (Е-132), გაწმენდილი წყალი

აღწერა:

შავი მოცხარი

იისფერ-მოლურჯო ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტები დამახასიათებელ;ი გემოთი და ტაბლეტის ორივე მხარეს ამოტვიფრული “N“ ასოთი.

თაფლი-ლიმონი:

ლიმონის-ყვითელი ფერის მრგვალი ტაბლეტები თაფლისა და ლიმონის დამახასიათებელი გემოთი და ტაბლეტის ორივე მხარეს ამოტვიფრული “N“ ასოთი.

პიტნა:

ზღვის ტალღის ფერის მრგვალი ტაბლეტები პიტნის დამახასიათებელი გემოთი და ტაბლეტის ორივე მხარეს ამოტვიფრული “N“ ასოთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

პრეპარატები ყელის დაავადებების მკურნალობისთვის, ანტისეპტიკები. სხვა პრეპარატები.

კოდი ATX R02AA20.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

სამკურნალო ფორმაში არსებული ფარმაკოკინეტიკურად აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ახდენენ ადგილობრივ მოქმედებას ცხვირ-ხახის მიდამოებში

ფარმაკოდინამიკა

ანტისეპტიური კომბინირებული პრეპარატი ლორ-პრაქტიკაში ადგილობერივი გამოყენებისთვის.

2,4 - დიქლორბენზილის სპირტი ბენზოლის მწარმოებული, ანტისეპტიკი.

ამილმეტაკრეზოლი - ფენოლის მწარმოებული, ანტისეპტიკი, გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა. 2,4 - დიქლორბენზილის სპირტისა და ამილმეტაკრეზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკრობული და სოკოვანი უჯრედების ცილების კოაგულაციასთან, ასევე უჯრედული მემბრანების ლიპიდებთან ერთად ურთიერთმოქმედებასთან, რაც განსაზღვრავს მის ეფექტურობას ამგზნებების წინააღმდეგ.

პრეპარატის აქტიური კომპონენტები იწვევს ადგილობრივი ანტისეპტიკურ და ადგილობრივი ანესტეზიის ეფექტს. პრეპარატი ხსნის ზედა სასუნთქი გზების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, უცხო საგნის არსებობის გრძნობას, ყელის გაღიზიანებას, ხახის გაღიზიანებას; ახდენს დეკონგესტიურ მოქმედებას ლორწოვან გარსზე, ამცირებს ცხვირის გაჭედვას, არბილებს ყელის გაღიზიანებას, ტკივილს.

პრეპატატი აქტიურია ფართო სპექტრის გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: უამრავი სტაფილოკოკის (S. epidermidis, S.pyogenes, S. aureus, S. salivaris) შტამების, A,C და D ჯგუფის სტრეპტოკოკების, Diplococcus pneumoniae, Pseudomonas aerogenosa, Klibsiella aerogenes, Haemophilus infsuenzae, Proteus spp, Aerobacter aerogenes, Aerobacter cloacae და ა.შ. მიმართ. ასევე გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება საფუარა სოკოების Candida albicans-ის მიმართ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნოვექსი

სავაჭრო დასახელება

ნოვექსი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

არ არის

წამლის ფორმა

საწუწნი ტაბლეტები

გამოყენების ჩვენებები

პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური თერაპია;

ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (გინგვიტი, სტომატიტი) ანთება

გამოყენების წესი და დოზები

საწუწნი ტაბლეტები იხსნება პირის ღრუში.

მოზრდილები და 6 წლამდე ზევით ბავშვები: უნდა ნელნელა წუწნოთ თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

ხანდაზმული ასაკის ადამიანები: ხაბდაზმული ასაკის ადამიანებისთვის დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

გვერდითი მოქმედება

იშვიათად

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

6 წლამდე ასაკის ბავშვები

სამკურნალო ურთიერთმოქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან ერთად გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

სიმპტომების შენარჩუნების დროს მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა უარი თქვან ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებაზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სარგებლობის/რისკის შეფარდების გათვალისწინებით.

სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების და მანქანების მართვის დროს

არ ახდენს გავლენას

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ.

მკურნალობა: სიმპტომატიური თერაპია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

12 ტაბლეტი ალუმინის/პვდქ არაგამჭვირვალე ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Herbion

ჰერბიონი, პაკისტანი პრაივეტ ლიმიტედი

კარაჩი, პაკისტანი

Herbion

PHARMA

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა