პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

სოფტენზიფი 1,5მგ

Sophtensif® 1,5mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

სოფტენზიფი წარმოადგენს ხანგრძლივი გამონთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ინდაპამიდს. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეტიკს. დიურეტიკების უმრავლესობა ზრდის შარდის წარმოქმნას თირკმლების მიერ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდაპამიდი (indapamide)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
მწარმოებელი
SOPHARMA AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03BA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-026127
რეგისტრირებულია
27 აგვისტო 2018, მოქმედებს 27 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში (საქართველო)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასოფტენზიფი 1,5მგ და სხვა წამალი ერთად

სოფტენზიფი 1,5მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სოფტენზიფი წარმოადგენს ხანგრძლივი გამონთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ინდაპამიდს.

ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეტიკს. დიურეტიკების უმრავლესობა ზრდის შარდის წარმოქმნას თირკმლების მიერ. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან, რამდენადაც ის მხოლოდ მცირედით ზრდის წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. ეს პრეპარატი განკუთვნილია მაღალი წნევის (ჰიპერტონია) დასაწევად ზრდასრულებში.

მიღების წესი და დოზირება

ერთი ტაბლეტი დღეში სასურველია დილით. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, ერთი მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად. არ დატეხოთ პრეაპრატი და არ დაღეჭოთ.

ჩვეულებვრივ, სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუ თქვენ მიიღეთ სოფტენზიფის ზედმეტი დოზას,=

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის ზედმეტ დოზას, მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სოფტენზიფის ძალიან მაღალი დოზის მიღება იწვევს გულისრევას, ღებინებას, სისხლის დაბალ წნევას, კრამპს, თავბრუსხვევას, ძილიანობა, გაფანტულობა და შარდის გამოყოფის ცვლილებას.

თუ თქვენ გამოტოვეთ სოფტენზიფის დოზის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ სოფტენზიფის დოზის მიღება, მიიღეთ იგი ჩვეულ დროს არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ სოფტენზიფის მიღება.

რამდენადაც სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა, ჩვეულებვრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის მიღების შეწყვეტამდე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

უკუჩვენებები

  • თუ თქვენ ალერგიული ხართ სოფტენზიფის აქტიური ნივთიერების ან სხვა სულფონამიდის მიმართ ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადება,
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ენცეფალოპათია (ღვიძლის პრობლემები, რომლებიც ახდენს გავლენას თავის ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე);
  • თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე;

სიფრთხილის ზომები

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან სოფტენზიფით მკურნალობის დაწყებამდე:

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ პოდაგრა,

თუ გაქვთ პრობლემები გულის რითმთან და თირკმელებთან დაკავშირებით,

თუ თქვენ გჭირდებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გაქვთ ფოტომგრძნობელობაზე რეაქცია.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის კვლევა, რათა შემოწმდეს კალიუმის და ნატრიუმის დონე სისხლში, თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ, ან გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიიღეთ კონსულტაცია ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს წამალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება მისცეს დადებითი რეაქცია დოპინგზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.

არ მიიღოთ სოფტენზიფი ლითიუმის პროდუქტებთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) სისხლში ლითიუმის დონის ზრდის რისკის გამო.

აუცილებლად აცნობეთ ყოველთვის თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა ჩამოთვლილ აწამლებს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალური რჩევები:

გულის რითმის პრობლემების სამკურნალო წამლები (მაგ. ჰინიდინ, ჰიდროჰინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონ, სოტალოლ, იბუტილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალის).

ფსიქიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა დეპრესია, შიში, შიზოფრენია (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტური ნივთიერებები, ნევროლეპტიკები)

ბეპრიდილი (გამოიყენება ანგინა პექტორისის სამკურნალოდ- ეს არის მდგომარეობა რომელიც იწვევს გულმკერდის ტკივილს),

ციზაპრიდი (გამოიყენება მოძრაობის შენელების, საყლაპავის და კუჭის სამკურნალოდ),

დიფემანილი (გამოიყენება კუჭის პრობლემების, მაგ. წყლულის, მომატებული მჟავიანობის, ზეაქტიური საჭმლის მომნელებელი სისტემა),

სპარლფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი- საინექციო (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები),

ვინკამინი (საინექციო გამოიყენება კოგნიტიური აშლილობის სამკურნალოდ, მახსოვრობის დაკარგვის ჩათვლით),

ხალოფანტრინი, (პარაზიტებისსაწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),

პენტამიდიდნი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ),

მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ),

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება ტკივილის გასაყუჩებლად (მაგ. იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები, ინჰიბიტორები ანგიოტენზინის ენზიმის მაკონვერტირებელი ( ACE) (გამოიყენება მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),

ამფოტერიცინ „ბ“, საინექციო (სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატი),

პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,

მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები.

ბაკლოფენი (კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ, რომელიც წარმოიქმნება გაფანტული სკლეროზას დაავადების დროს),

კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი),

მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალო),

იოდირებული კონტრასტული ნივთიერება (გამოიყენება რენტგენის კვლევისთვის),

კალციუმის ტაბლეტები და სხვა კალციუმის დანამატები,

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუს ან სხვა პრეპარატები, რომელიც ამცირებს იმუნურსისტემას ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ავტოიმუნური დაავადებების ან მძოიმე რევმატიული და დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ,

ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობიოს დროს. როდესაც ორსულობა დაგეგმილია ან დადასტურებულია პაციენტი უნდა გადავიდეს ალტერნატიულ მკურნალობაზე, რაც შეიძლება მალე. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება გადადის რძეში. თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია სისხლის წნევის დაწევის შედეგად, მაგ. თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება (იხ. პ. 4). ეს არასასურველი რეაქცია შესაძლოა წარმოიქმნას ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის შემდეგ. თუ ეს მოხდება თქვენ უნდა შეიკავოთ თავი მანქანის მართვისგან ან სხვა საქმიანობისგან , რომელიც ითხოვს მომატებულ ყურადღებას. და მაინც, ამ არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შესაძლებლობა კარგი კონტროლის შემთხვევაში ძალიან მცირეა.

სოფტენზიფი შეიცავს მონოჰიდრატის ლაქტოზას.

თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის მიღებამდე.

3, როგორ მიიღოთ სოფტენზიფი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ პრეპარატსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს რეაქციები. შეწყვიტეთ სოფტენზიფის მირება თუ თქვენ შეამჩნევთ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან ზოგიერთს:

ანგიოდემი ან ურტიკარია, რომელიც არის კანის სერიოზული რეაქცია. ანგიოდემი ხასიათდება კანის შეშუპებით სახეზე, ტუჩებზე ან ენაზე, ლორწოვანის ან ყელის ან სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა ან ყლაპვის გაძნელება.თუ ეს მოხდება დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

კანის მწვავე რეაქციები, მაგ, კანის გამონაყარი, მთელ სხეულზე კანის გაჭითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, აქერცვლა დაშეშუპება, ლორწოვანის ანთება(სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

გულის არათანაბარი რითმი, სიცოცხლისთვის საშიში (რეაქცია უცნობი სიხშირით);

პანკრეასის ანთება, რომელმაცშეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში და იწვევს ძლიერ სისუსტეს. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

თავის ტვინის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით (ღვიძლის ენცეფალოპათია). (რეაქცია უცნობი სიხშირით);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (რეაქცია უცნობი სიხშირით).

სხვა არასასურველ რეაქციას წარმოადგენს:

ხშირი: (10-დან 1):

წითელი გამონაყარი კანზე,

ალერგიული რეაქციები ძირითადად კანზეალერგიის და ასთმური რეაქციების მქონე პირებში;

არახშირი: ( 100-დან 1):

გულისრევა,

მცირე წითელი წერტილები კანზე (პურპურა),

იშვიათი: (1000-დან 1):

დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესტეზია,

კუჭ-ნაწლავის დარღვევები ( ღებინება დაშეკრულობა), პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი: (10000-დან 1):

ცვლილებები სისხლის სურათში, მაგ. როგორც თრომბოციტოპენია ( თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, რაც იწვევს ცხვირიდან სისხლდენას), ლევკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რაც იწვევს ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილი, ან სხვა გრიპისმაგვარი სიმპტომები), ანემია,( სისხლის წითელი უჯრედების შემცირება,),

კალციუმის მაღალი დონე სისხლში,

გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაწევა,

თირკმლების დაავადება,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

უცნობი სიხშირე:

გონების დაკარგვა,

თუ თქვენ გაწუხებთ ერითემატოზუსი, ის შეიძლება გაუარესდეს,

შუქზე ზემგრძნობელობის რეაქცია (კანის გარეგნული სახის შეცვლა მზეზე ან ხელოვნურ UVA სხივებზე,

მიოპია (ახლომხედველობა),

მხედველობის დაბინდვა, დარღვევები.

შეიძლება წარმოიქმნას ცცვლილებები სისხლში დაექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა თქვენი მდგომარების კონტროლის მიზნით. შესაძლოა წარმოიქმნას შემდეგი ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში:

კალიუმის დაბალი დონე სისხლში,

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რაც იწვევს გაუწყლოებას და დაბალ წნევას,

შარდმჟავას მომატებული დონე, რაც აუარესებს პოდაგრას გამოვლინებას (ქვედა კიდურების სახსრების დაავადება ),

დიაბეტიკებში გლუკოზის მომატებული დონე),

ღვიძლის ენზიმების მომატება,

ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) დარღვევა.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

სოფტენზიფის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ინდაპამიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს.

სხვა შემადგენლობა: დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შიგთავსი: ჰიპრომელოზა K4M (E464, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460) პოვიდონ K25 (E1201), სიცილიუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდი (E551), მაგნეზიის სტეარატი (E572);

ტაბლეტის აპკისბერი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II თეთღი (ჰიპრომელოზა 2110) (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3000, გლიცეროლ ტრიაცეტატი (E1518).

სოფტენზიფის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

სოფტენზიფი წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრ, მრგვალ ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტებს გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით დიამეტრით 9მმ. ერთ უფერო გამჭვირვალე მყარ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში არის 10 გარსით დაფარული ტაბლეტები. ერთ მუყაოს ყუთში არის 3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

სოფტენზიფი ® 1,5მგ.

ხანგრძლივი გამონთავისუფლების ტაბლეტები

Sophtensif ® 1,5 mg

prolonged – release tablets

ინდაპამიდი (indapamide)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, თუ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.

თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში (იხ.პ.4) ;

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

რას წარმოადგენს სოფტენზიფი და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ სოფტენზიფის მიღებამდე.

როგორ მიიღოთ სოფტენზიფი

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

სოფტენზიფის შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს სოფტენზიფი და რისთვის გამოიყენება ის.

სოფტენზიფი წარმოადგენს ხანგრძლივი გამონთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ინდაპამიდს.

ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეტიკს. დიურეტიკების უმრავლესობა ზრდის შარდის წარმოქმნას თირკმლების მიერ. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან, რამდენადაც ის მხოლოდ მცირედით ზრდის წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. ეს პრეპარატი განკუთვნილია მაღალი წნევის (ჰიპერტონია) დასაწევად ზრდასრულებში.

რა უნდა იცოდეთ სოფტენზიფის მიღებამდე.

არ მიიღოთ სოფტენზიფი:

  • თუ თქვენ ალერგიული ხართ სოფტენზიფის აქტიური ნივთიერების ან სხვა სულფონამიდის მიმართ ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადება,
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ენცეფალოპათია (ღვიძლის პრობლემები, რომლებიც ახდენს გავლენას თავის ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე);
  • თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე;

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან სოფტენზიფით მკურნალობის დაწყებამდე:

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ პოდაგრა,

თუ გაქვთ პრობლემები გულის რითმთან და თირკმელებთან დაკავშირებით,

თუ თქვენ გჭირდებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გაქვთ ფოტომგრძნობელობაზე რეაქცია.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის კვლევა, რათა შემოწმდეს კალიუმის და ნატრიუმის დონე სისხლში, თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ, ან გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიიღეთ კონსულტაცია ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს წამალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება მისცეს დადებითი რეაქცია დოპინგზე.

სხვა წამლები და სოფტენზიფი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.

არ მიიღოთ სოფტენზიფი ლითიუმის პროდუქტებთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) სისხლში ლითიუმის დონის ზრდის რისკის გამო.

აუცილებლად აცნობეთ ყოველთვის თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა ჩამოთვლილ აწამლებს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალური რჩევები:

გულის რითმის პრობლემების სამკურნალო წამლები (მაგ. ჰინიდინ, ჰიდროჰინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონ, სოტალოლ, იბუტილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალის).

ფსიქიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა დეპრესია, შიში, შიზოფრენია (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტური ნივთიერებები, ნევროლეპტიკები)

ბეპრიდილი (გამოიყენება ანგინა პექტორისის სამკურნალოდ- ეს არის მდგომარეობა რომელიც იწვევს გულმკერდის ტკივილს),

ციზაპრიდი (გამოიყენება მოძრაობის შენელების, საყლაპავის და კუჭის სამკურნალოდ),

დიფემანილი (გამოიყენება კუჭის პრობლემების, მაგ. წყლულის, მომატებული მჟავიანობის, ზეაქტიური საჭმლის მომნელებელი სისტემა),

სპარლფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი- საინექციო (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები),

ვინკამინი (საინექციო გამოიყენება კოგნიტიური აშლილობის სამკურნალოდ, მახსოვრობის დაკარგვის ჩათვლით),

ხალოფანტრინი, (პარაზიტებისსაწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),

პენტამიდიდნი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ),

მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ),

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება ტკივილის გასაყუჩებლად (მაგ. იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები, ინჰიბიტორები ანგიოტენზინის ენზიმის მაკონვერტირებელი ( ACE) (გამოიყენება მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),

ამფოტერიცინ „ბ“, საინექციო (სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატი),

პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,

მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები.

ბაკლოფენი (კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ, რომელიც წარმოიქმნება გაფანტული სკლეროზას დაავადების დროს),

კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი),

მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალო),

იოდირებული კონტრასტული ნივთიერება (გამოიყენება რენტგენის კვლევისთვის),

კალციუმის ტაბლეტები და სხვა კალციუმის დანამატები,

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუს ან სხვა პრეპარატები, რომელიც ამცირებს იმუნურსისტემას ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ავტოიმუნური დაავადებების ან მძოიმე რევმატიული და დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ,

ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობიოს დროს. როდესაც ორსულობა დაგეგმილია ან დადასტურებულია პაციენტი უნდა გადავიდეს ალტერნატიულ მკურნალობაზე, რაც შეიძლება მალე. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება გადადის რძეში. თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია სისხლის წნევის დაწევის შედეგად, მაგ. თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება (იხ. პ. 4). ეს არასასურველი რეაქცია შესაძლოა წარმოიქმნას ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის შემდეგ. თუ ეს მოხდება თქვენ უნდა შეიკავოთ თავი მანქანის მართვისგან ან სხვა საქმიანობისგან , რომელიც ითხოვს მომატებულ ყურადღებას. და მაინც, ამ არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შესაძლებლობა კარგი კონტროლის შემთხვევაში ძალიან მცირეა.

სოფტენზიფი შეიცავს მონოჰიდრატის ლაქტოზას.

თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის მიღებამდე.

3, როგორ მიიღოთ სოფტენზიფი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა: ერთი ტაბლეტი დღეში სასურველია დილით. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, ერთი მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად. არ დატეხოთ პრეაპრატი და არ დაღეჭოთ.

ჩვეულებვრივ, სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუ თქვენ მიიღეთ სოფტენზიფის ზედმეტი დოზას,=

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის ზედმეტ დოზას, მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სოფტენზიფის ძალიან მაღალი დოზის მიღება იწვევს გულისრევას, ღებინებას, სისხლის დაბალ წნევას, კრამპს, თავბრუსხვევას, ძილიანობა, გაფანტულობა და შარდის გამოყოფის ცვლილებას.

თუ თქვენ გამოტოვეთ სოფტენზიფის დოზის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ სოფტენზიფის დოზის მიღება, მიიღეთ იგი ჩვეულ დროს არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ სოფტენზიფის მიღება.

რამდენადაც სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა, ჩვეულებვრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის მიღების შეწყვეტამდე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ პრეპარატსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს რეაქციები. შეწყვიტეთ სოფტენზიფის მირება თუ თქვენ შეამჩნევთ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან ზოგიერთს:

ანგიოდემი ან ურტიკარია, რომელიც არის კანის სერიოზული რეაქცია. ანგიოდემი ხასიათდება კანის შეშუპებით სახეზე, ტუჩებზე ან ენაზე, ლორწოვანის ან ყელის ან სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა ან ყლაპვის გაძნელება.თუ ეს მოხდება დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

კანის მწვავე რეაქციები, მაგ, კანის გამონაყარი, მთელ სხეულზე კანის გაჭითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, აქერცვლა დაშეშუპება, ლორწოვანის ანთება(სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

გულის არათანაბარი რითმი, სიცოცხლისთვის საშიში (რეაქცია უცნობი სიხშირით);

პანკრეასის ანთება, რომელმაცშეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში და იწვევს ძლიერ სისუსტეს. (ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას 10 000 დან 1 ადამიანს);

თავის ტვინის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით (ღვიძლის ენცეფალოპათია). (რეაქცია უცნობი სიხშირით);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (რეაქცია უცნობი სიხშირით).

სხვა არასასურველ რეაქციას წარმოადგენს:

ხშირი: (10-დან 1):

წითელი გამონაყარი კანზე,

ალერგიული რეაქციები ძირითადად კანზეალერგიის და ასთმური რეაქციების მქონე პირებში;

არახშირი: ( 100-დან 1):

გულისრევა,

მცირე წითელი წერტილები კანზე (პურპურა),

იშვიათი: (1000-დან 1):

დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესტეზია,

კუჭ-ნაწლავის დარღვევები ( ღებინება დაშეკრულობა), პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი: (10000-დან 1):

ცვლილებები სისხლის სურათში, მაგ. როგორც თრომბოციტოპენია ( თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, რაც იწვევს ცხვირიდან სისხლდენას), ლევკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რაც იწვევს ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილი, ან სხვა გრიპისმაგვარი სიმპტომები), ანემია,( სისხლის წითელი უჯრედების შემცირება,),

კალციუმის მაღალი დონე სისხლში,

გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაწევა,

თირკმლების დაავადება,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

უცნობი სიხშირე:

გონების დაკარგვა,

თუ თქვენ გაწუხებთ ერითემატოზუსი, ის შეიძლება გაუარესდეს,

შუქზე ზემგრძნობელობის რეაქცია (კანის გარეგნული სახის შეცვლა მზეზე ან ხელოვნურ UVA სხივებზე,

მიოპია (ახლომხედველობა),

მხედველობის დაბინდვა, დარღვევები.

შეიძლება წარმოიქმნას ცცვლილებები სისხლში დაექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა თქვენი მდგომარების კონტროლის მიზნით. შესაძლოა წარმოიქმნას შემდეგი ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში:

კალიუმის დაბალი დონე სისხლში,

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რაც იწვევს გაუწყლოებას და დაბალ წნევას,

შარდმჟავას მომატებული დონე, რაც აუარესებს პოდაგრას გამოვლინებას (ქვედა კიდურების სახსრების დაავადება ),

დიაბეტიკებში გლუკოზის მომატებული დონე),

ღვიძლის ენზიმების მომატება,

ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) დარღვევა.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

სოფტენზიფის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს სოფტენზიფი:

აქტიური ნივთიერებაა ინდაპამიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს.

სხვა შემადგენლობა: დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შიგთავსი: ჰიპრომელოზა K4M (E464, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460) პოვიდონ K25 (E1201), სიცილიუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდი (E551), მაგნეზიის სტეარატი (E572);

ტაბლეტის აპკისბერი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II თეთღი (ჰიპრომელოზა 2110) (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3000, გლიცეროლ ტრიაცეტატი (E1518).

სოფტენზიფის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

სოფტენზიფი წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრ, მრგვალ ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტებს გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით დიამეტრით 9მმ. ერთ უფერო გამჭვირვალე მყარ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში არის 10 გარსით დაფარული ტაბლეტები. ერთ მუყაოს ყუთში არის 3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილინდენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში (EAA) შემდეგი სახელწოდებებით:

ჰოლანდია: Sophtensif 1,5 mg, tabletten met verlengde afgifte

ბულგარეთი: სოფტენზიფი1,5მგ., ხანგრძლივი გამონთავისუფლების ტაბლეტები

უნგრეთი: Sophtensif 1,5 mg retard filmtabletta

პოლონეთი: Sophtensif

რუმინეთი: Indapamida Sopharma 1,5 mg comprimate cu eliberare prelungită

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: ივნისი 2017 წ.

_____________________________________________________________________

თარგმნის სინამდვილეს და სისწორეს ვადასტურებ

თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა