პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

რაველი SR

Rawel® SR

რეცეპტით1,5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

- არტერიული ჰიპერტენზია (შემანარჩუნებელი თერაპია).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდაპამიდი (indapamide)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03BA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-042200
რეგისტრირებულია
10 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარაველი SR და სხვა წამალი ერთად

რაველი SR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • არტერიული ჰიპერტენზია (შემანარჩუნებელი თერაპია).

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი (1,5 მგ) დღე-ღამეში ერთჯერ, სასურველია დილით მიღება. უფრო მაღალი დოზებისას ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არ იზრდება, მაგრამ მატულობს ელექტროლიტების გამოყოფა (სალურეტიული ეფექტი).

შეყვანის მეთოდი და გზა

განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოყენების სიხშირე მიღების დროის მითითებით

დღე-ღამეში ერთჯერ, სასურველია დილით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა სულფონამიდების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თირკმლის მძიმე უკმარისობა

ღვიძლის ენცეფალოპათია ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

ჰიპოკალიემია

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა, წყლის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპერპარათირეოზი, გულის რითმის დარღვევები ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული თერაპია, ჰიპერურიკემიით (განსაკუთრებით პოდაგრის ან ურატული ნეფროლითიაზის თანხლებით).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ელექტროლიტური დისბალანსის დროს. ასეთ შემთხვევაში, დიურეზული საშუალებების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თირკმლის უკმარისობა

ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპერპარათირეოზი, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის რითმის დარღვევები ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული თერაპია ჰიპერურიკემიით (განსაკუთრებით პოდაგრის ან ურატული ნეფროლითიაზის თანხლებით).

თიაზიდური და თიაზიდების მსგავსი დიურეზულები მაქსიმალურად ეფექტიანია მხოლოდ თირკმელების ნორმალური ან მინიმალურად დაქვეითებული ფუნქციის დროს (კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში <25 მგ/ლ, ე.ი. 220 მკმოლ/ლ მოზრდილებში). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე იცვლება ასაკის, წონის და სქესის მიხედვით.

მეორადი ჰიპოვოლემია, გამოწვეული წყლისა და ნატრიუმის დაკარგვით დიურეზულებით მკურნალობისას, იწვევს გორგლისებური ფილტრაციის შემცირებას მკურნალობის დასაწყისში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ამგვარი დროებითი თირკმლის უკმარისობა, როგორც წესი, არ იწვევს სერიოზულ შედეგებს, მიუხედავად ამისა, მისმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ხარისხით შეიძლება გააძლიეროს არსებული თირკმლის უკმარისობა.

შაქრიანი დიაბეტი

მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი მკურნალობის კვლევებმა აჩვენა, რომ ინდაპამიდი, სხვა დიურეზულებისგან განსახვავებით, არ აფერხებს ლიპიდების მეტაბოლიზმს (საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინური ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი), და არ აფერხებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

სხვა მდგომარეობები

ფოტომგრძნობელობა

თიაზიდების და თიაზიდების მსგავსი დიურეზულების მიღებისას რეგისტრირებული იყო ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები. მკურნალობის დროს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თუ აუცილებელია მისი გამოყენების აღდგენა, რეკომენდებულია სუსტი ადგილების დაცვა მზისგან და ხელოვნური ულტრაიისფერი დასხივებებისგან.

სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონე

დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია, ზოგჯერ ძალიან სერიოზული შედეგებით. ნატრიუმის დონე სისხლის პლაზმაში უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ რეგულარულად მკაცრად განსაზღვრულ დროის შუალედებში. საწყის ეტაპზე ნატრიუმის დონის შემცირება სისხლის პლაზმაში შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ამიტომ რეგულარულ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კონტროლი უფრო ხშირი უნდა იყოს.

კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში

თიაზიდური და თიაზიდების მსგავსი დიურეზულებით მკურნალობის ძირითადი რისკი - კალიუმის დონის შემცირება და ჰიპოკალიემიის განვითარება. ჰიპოკალიემიის (<3,4 მმოლ/ლ) განვითარების რისკი თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი რისკის მქონე განსაზღვრულ ჯგუფებში, კერძოდ: ცუდი კვების მქონე პაციენტებში და/ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამდენიმე პრეპარატს, ხანდაზმული ასაკის პაციენებში, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში შეშუპებით და ასციტით, გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ჰიპოკალიემია ზრდის კრაზანას პრეპარატების კარდიოტოქსიკურობას და არითმიების განვითარების რისკს. რისკის ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები, მიზეზის მიუხედავად - თანდაყოლილი ან ინდუცირებული პრეპარატებით.

ჰიპოკალიემია (ისევე როგორც ბრადიკარდია) წარმოადგენს მძიმე არითმიების განვითარების ფაქტორს, კერძოდ, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში „პირუეტის“ ტიპის გულის რითმის დარღვევების. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რაც შეიძლება ხშირად კონტროლი. სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის პირველი გაზომვა უნდა ჩატარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. კალიუმის დაბალი დონის აღმოჩენისას საჭიროა მისი კორექცია.

ჰიპოკალიემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის შრატში მაგნიუმის დაბალი კონცენტრაციის გამო, შესაძლოა რეზისტენტული აღმოჩნდეს მკურნალობის მიმართ, თუკი არ ჩატარდება სისხლის შრატში მაგნიუმის დონის კორექცია.

მაგნიუმის დონე სისხლის პლაზმაში

დაფიქსირდა, რომ თიაზიდები და მათთან დაკავშირებული დიურეზულები, ინდაპამიდის ჩათვლით, ზრდიან შარდში მაგნიუმის გამოდევნას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

სისხლის პლაზმაში კალციუმის დონე

თიაზიდებმა და თიაზიდების მსგავსმა დიურეზულებმა შეიძლება შეამცირონ შარდით კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის უმნიშვნელო დროებით მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ადრე გამოუვლენელი ჰიპერპარათირეოზის შედეგი. დიურეზულებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაგეგმილ გამოკვლევამდე.

შარდმჟავა

იმ პაციენტებში, რომლებშიც მომატებულია სისხლში შარდმჟავას დონე, შეიძლება გაიზარდოს პოდაგრის შეტევების რაოდენობა.

ქორიოიდალური ეფუზია, მწვავე მიოპათია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა

პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავენ სულფონამიდს ან სულფონამიდის წარმოებულებს, შეიძლება გამოიწვიონ იდიოსინკრატული რეაქცია, რაც იწვევს ქორიოიდალურ ეფუზიას მხედველობის ველის ამოვარდნით, გარდამავალი მიოპიით და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომით. სიმპტომები მოიცავენ მხედველობის სიმკვეთრის შემცირებას და თვალების ტკივილის მწვავედ დაწყებას, რაც, როგორც წესი, აღინიშნება რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ კვირამდე პერიოდში პრეპარატის მიღების დაწყების მომენტიდან. თუ არ ჩატარდა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი მხედველობის დაკარგვა. პირველადი მკურნალობა მოიცავს სამკურნალო საშუალების მიღების სასწრაფოდ შეწყვეტას. არაკონტროლირებული თვალის შიდა წნევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მყისიერი სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს ანამნეზში სულფონამიდზე ან პენიცილინზე ალერგიული რეაქციების არსებობა.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

გამოყენება პედიატრიაში

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უკუნაჩვენებია, უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდებული

ლითიუმი: სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების მომატება ჭარბი დოზირების სიმპტომებით, როგორც უნატრიუმო დიეტისას (ლითიუმის გამოყოფის შემცირება). თუმცა, დიურეზულების მიღების აუცილებლობისას, სისტემატიურად უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონე და მოხდეს დოზების კორექცია.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს

ა) პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას:

Ia კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)

III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ზოგიერთი ანტიარითმიული პრეპარატები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი)

ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი)

ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი)

სხვა: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ვინკამინი IV.

ინდაპამიდის იმავდროული მიღება რომელიმე ამ პრეპარატთან, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას, ზრდის პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიების. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების წინ აუცილებელია ჰიპოკალიემიის კონტროლი. აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის და ეკგ-ს კონტროლი.

ჰიპოკალიემიის არსებობისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც არ იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას.

ბ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემური გამოყენების), მათ შორის ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, სალიცილმჟავას მაღალი დოზები (>3 გ/დღე-ღამეში): შესაძლებელია ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი გაუწყლოების მქონე პაციენტებში (გორგლისებური ფილტრაციის შემცირება). აუცილებელია მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუნქციის კონტროლი, ასევე პაციენტის წყლის ბალანსის აღდგენა.

გ) ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორები: აგფ ინჰიბიტორებმა მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოიწვიონ უეცარი ჰიპოტენზია და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ ნატრიუმის დეფიციტი (განსაკუთრებით თირკმლის არტერიიის სტენოზის მქონე პაციენტებში).

ჰიპერტენზიის დროს, თუ წინმსწრებმა თერაპიამ დიურეზული საშუალებებით გამოიწვია ნატრიუმის დეფიციტი, რეკომენდებულია დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე, და აუცილებლობისას, მიღების ხელახლა დაწყება კალიუმის შემნახველი დიურეზულების გარეშე ან შეიძლება მკურნალობის დანიშვნა აგფ ინჰიბიტორის დაბალი საწყისი დოზით და დოზის თანდათან გაზრდა.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს აგფ ინჰიბიტორის ძალიან დაბალი დოზებით, სასურველია დოზების შემცირების შემდეგ, კალიუმის შემნახველი დიურეზულების გარეშე.

აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი (სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე).

სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას:

ამფოტერიცინი B (IV)

გლუკო- და-მინერალო კორტიკოსტეროიდები (სისტემური)

ტეტრაკოზაქტიდი

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები

მატულობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის გულმოდგინე კონტროლი და მისი დონის რეგულირება. იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ კრაზანას პრეპარატებს, აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება. ასეთმა პაციენტებმა ის უნდა მიიღონ მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებების გარეშე.

ბაკლოფენი ზრდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება; მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის სისტემატიური კონტროლი.

ჰიპოკალიემია და/ან ჰიპომაგნიემია ხელს უწყობენ კრაზანას პრეპარატების ტოქსიკური ეფექტის განვითარებას. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი და რეგულირება და ეკგ-ს ჩატარება, აუცილებლობისას - მკურნალობის კორექცია.

ალოპურინოლი

ინდაპამიდთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის სიხშირე.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე

კალიუმის შემნახველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი).

მიუხედავად ამ კომბინაციის დანიშვნის რაციონალურობისა ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალიემია (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი, ეკგ მონიტორინგის ჩატარება და აუცილებლობისას თერაპიის გადახედვა.

მეტფორმინი ზრდის ლაქტაციდოზის განვითარების რისკს თირკმლის უკმარისობის განვითარების შედეგად, რაც დაკავშირებულია დიურეზულების, კერძოდ მარყუჟოვანი დიურეზულების მიღებასთან. რეკომენდებული არ არის მეტფორმინის გამოყენება, თუ კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში აღემატება 15 მგ/ლ-ს (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ-ს (110 მკმოლ/ლ) - ქალებში.

იმ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება დეჰიდრატაცია დიურეზულების გამო, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზების მიღებისას, მატულობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი. აუცილებელია წყლის ბალანსის აღდგენა იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების დანიშვნამდე.

იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები ზრდიან ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოხატულებას და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკს (ადიტიური ეფექტი).

კალციუმის მარილები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირების შედეგად.

ციკლოსპორინმა, ტაკროლიმუსმა შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე მოცირკულირე ციკლოსპორინის უცვლელი კონცენტრაციის დროსაც კი და ასევე წყლის და/ან ნატრიუმის დეფიციტის არ არსებობის შემთხვევაშიც.

კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდები (სისტემური მოქმედების) იწვევენ ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტის შემცირებას (წყლისა და ნატრიუმის შეკავება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში უკუნაჩვენებია დიურეზული პრეპარატების გამოყენება ფიზიოლოგიური შეშუპებებისას ორსულობის პერიოდში. დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რომელიც სახიფათოა ნაყოფის ზრდისთვის.

ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის, რადგან ინდაპამიდი აღწევს დედის რძეში.

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

ინდაპამიდი არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა რეაქციები, დაკავშირებულია არტერიული წნევის შემცირებასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა.

რეკომენდაციები გამოყენების შესახებ

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს სიფხიზლეზე, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა რეაქციები, დაკავშირებული არტერიული წნევის შემცირებასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, იმ პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ მიდრეკილება ალერგიული და ასთმური რეაქციების და მაკულოპაპულოზური გამონაყარის მიმართ.

არასასურველი რეაქციების უმრავლესობა, რომლებიც გავლენას ახდენს კლინიკურ ან ლაბორატორიულ პარამეტრებზე, დამოკიდებულია სამკურნალო პრეპარატის დოზებზე.

გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

MedDRA სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქციები

სიხშირე

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი

ძალიან იშვიათად

აპლასტური ანემია

ძალიან იშვიათად

ჰემოლიზური ანემია

ძალიან იშვიათად

ლეიკოპენია

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ჰიპერკალციემია

ძალიან იშვიათად

ჰიპოკალიემია

ხშირად

ჰიპონატრიემია

არახშირად

ჰიპოქლორემია

იშვიათად

ჰიპომაგნიემია

იშვიათად

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნერვოზულობა

იშვიათად

თავბრუსხვევა

იშვიათად

დაღლილობა

იშვიათად

თავის ტკივილი

იშვიათად

პარესთეზია

იშვიათად

გონების დაკარგვა

უცნობია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მიოპია

უცნობია

არამკვეთრი მხედველობა

უცნობია

მხედველობის დარღვევა

უცნობია

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა

უცნობია

ქორიოიდალური ეფუზია

უცნობია

დარღვევები გულის მხრივ

არითმია

ძალიან იშვიათად

„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდუა (შეიძლება ლეტალური შედეგით)

უცნობია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ხველა

იშვიათად

ფარინგიტი

იშვიათად

სინუსიტი

იშვიათად

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

არახშირად

გულისრევა

იშვიათად

ყაბზობა

იშვიათად

პირის სიმშრალე

იშვიათად

პანკრეატიტი

ძალიან იშვიათად

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ძალიან იშვიათად

შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ენცეფალოპათია ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში

უცნობია

ჰეპატიტი

უცნობია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ხშირად

მაკულოპაპულოზური გამონაყარი

ხშირად

პურპურა

არახშირად

ანგიონევროტული შეშუპება

ძალიან იშვიათად

ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად

ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი

ძალიან იშვიათად

ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა

ძალიან იშვიათად

ჰემორაგიული ვასკულიტი

ძალიან იშვიათად

არსებული მწვავე დისემინირებული წითელი მგლურას მიმდინარეობის შესაძლო გაუარესება

უცნობია

მომატებული ფოტომგრძნობელობა

უცნობია

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

თირკმლის უკმარისობა

ძალიან იშვიათად

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ერექციის დისფუნქცია

არახშირი

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე

უცნობია

სისხლში გლუკოზის დონის მომატება

უცნობია

სისხლში შარდმჟავას დონის მომატება

უცნობია

ღვიძლში ფერმენტების მომატება

უცნობია

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ცნობილია ქორიოიდალური ეფუზიის შემთხვევები მხედველობის ველის ამოვარდნით თიაზიდური და თიაზიდების მსგავსი დიურეზულების გამოყენების შემდეგ.

II და III ფაზის კვლევების დროს, რომელშიც შედარებული იქნა 1,5 და 2,5 მგ ინდაპამიდი, სისხლის ანალიზმა პლაზმაში აჩვენა ინდაპამიდის დოზაზე დამოკიდებული ეფექტი:

  • ინდაპამიდი 1,5 მგ: სისხლში კალიუმი <3,4 მმოლ/ლ აღინიშნა პაციენტების 10%-ში და <3,2 მმოლ/ლ პაციენტების 4% 4-6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სისხლის პლაზმაში კალიუმის საშუალო დაცემა შეადგენდა 0,23 მმოლ/ლ-ს.
  • ინდაპამიდი 2,5 მგ: სისხლში კალიუმი <3,4 მმოლ/ლ აღინიშნა პაციენტების 25%-ში და <3,2 მმოლ/ლ აღინიშნა პაციენტების 10%-ში მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ. 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სისხლის პლაზმაში კალიუმის საშუალო დაცემა შეადგენდა 0,41 მმოლ/ლ.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის „სარგებლის - რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციიის შეტყობინების შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის არასასურველი რეაქციების შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

„სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“ http://www.ndda.kz

ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი რაველი® სრ-ის დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა და შარდის რაოდენობის ცვლილება.

სამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას საჭირო ზომები

თუ დაგავიწყდათ რაველი® სრ-ს მიღება საჭირო დროს, მიჰყევით ჩვეულ დოზირების რეჟიმს და მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.

მითითებები მოხსნის სიმპტომების რისკის შესახებ

რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალზე მიმართვის შესახებ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წესის ახსნის მიზნით კონსულტაციის მისაღებად

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას და ასეთ შემთხვევაში მისაღები ზომები

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

მაკულოპაპულოზური გამონაყარი

არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე)

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება და დაბალი არტერიული წნევა

ღებინება

პურპურა (ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში)

იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე)

სისხლში ქლორის დაბალი დონე

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესთეზია

ნევროზულობა

ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი

გულისრევა, ყაბზობა, პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი (<1/10000)

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, ჰემოლიტური ანემია

არითმია, არტერიული ჰიპოტენზია

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პანკრეატიტი

თირკმლის უკმარისობა

ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა, ჰემორაგიული ვასკულიტი

ჰიპერკალციემია

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)

ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების ალბათობა ღვიძლის უკმარისობისას, ჰეპატიტი

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, პარკუჭოვანი ტაქიკარდია (შესაძლებელია ლეტალური შედეგი)

მკურნალობის დროს სისხლის პლაზმაში შარდმჟავას და გლუკოზის დონის მომატება: პოდაგრის ან შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზურიის მქონე პაციენტებში გულმოდგინედ უნდა შეფასდეს მოცემული დიურეზული საშუალებების მიზანშეწონილობა

ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატება

უკვე არსებული დისემინირებული წითელი მგლურას შესაძლო გამწვავება, მომატებული ფოტომგრძნობელობა

მიოპია, არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დარღვევა, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ქორიოიდალური ეფუზია

გულყრა

წამლის არასასურველი რეაქციების განვითარებისას მიმართეთ მედიცინის თანამშრომელს, ფარმაცევტს ან პირდაპირ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - ინდაპამიდი 1,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცელაქტოზა (75% ალფა-ლაქტოზას მონოჰიდრატი და 25% ცელულოზას ფხვნილი), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი

აპკის გარსი: Opadry Y-1-7000 (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171))

გარეგნული სახის, სუნის, გემოს აღწერა

მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ზედაპირით, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

შემადგენლობა

  • 1 ზოგადი დახასიათება

ინდაპამიდი

  • 2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - ინდაპამიდი 1,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა ეფექტი გათვალისწინებული უნდა იყოს სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1

  • წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ხანგრძლივი გამოთავისუფლების.

მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 250C ტერმპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო

შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. დიურეზულები. დიურეზულები ზომიერად გამოხატული აქტივობით, თიაზიდების გამოკლებით. სულფონამიდები, მარტივები. ინდაპამიდი.

ათქ კოდი C03BA11.

გამოყენების ჩვენენები

არტერიული ჰიპერტენზია (შემანარჩუნებელი თერაპია)

ცნობების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია გამოყენების დაწყებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია (ჩანართი ფურცელი)

სავაჭრო დასახელება

რაველი® სრ

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

ინდაპამიდი

წამლის ფორმა, დოზირება

ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ხანგრძლივი გამოთავისუფლების, 1,5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. დიურეზულები. დიურეზულები ზომიერად გამოხატული აქტივობით, თიაზიდების გამოკლებით. სულფონამიდები, მარტივები. ინდაპამიდი.

ათქ კოდი C03BA11.

გამოყენების ჩვენენები

არტერიული ჰიპერტენზია (შემანარჩუნებელი თერაპია)

ცნობების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია გამოყენების დაწყებამდე

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა სულფონამიდების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თირკმლის მძიმე უკმარისობა

ღვიძლის ენცეფალოპათია ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

ჰიპოკალიემია

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

აუცილებელი სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

შაქრიანი დიაბეტი

ფოტომგრძნობელობა

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, შარდმჟავა)

მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან თვალების ტკივილი

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდებული

ლითიუმი: სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების მომატება ჭარბი დოზირების სიმპტომებით, როგორც უნატრიუმო დიეტისას (ლითიუმის გამოყოფის შემცირება). თუმცა, დიურეზულების მიღების აუცილებლობისას, სისტემატიურად უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონე და მოხდეს დოზების კორექცია.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს

ა) პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას:

Ia კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)

III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ზოგიერთი ანტიარითმიული პრეპარატები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი)

ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი)

ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი)

სხვა: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ვინკამინი IV.

ინდაპამიდის იმავდროული მიღება რომელიმე ამ პრეპარატთან, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას, ზრდის პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიების. აღნიშნული კომბინაციის გამოყენების წინ აუცილებელია ჰიპოკალიემიის კონტროლი. აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის და ეკგ-ს კონტროლი.

ჰიპოკალიემიის არსებობისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც არ იწვევენ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას.

ბ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემური გამოყენების), მათ შორის ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, სალიცილმჟავას მაღალი დოზები (>3 გ/დღე-ღამეში): შესაძლებელია ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი გაუწყლოების მქონე პაციენტებში (გორგლისებური ფილტრაციის შემცირება). აუცილებელია მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუნქციის კონტროლი, ასევე პაციენტის წყლის ბალანსის აღდგენა.

გ) ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორები: აგფ ინჰიბიტორებმა მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოიწვიონ უეცარი ჰიპოტენზია და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ ნატრიუმის დეფიციტი (განსაკუთრებით თირკმლის არტერიიის სტენოზის მქონე პაციენტებში).

ჰიპერტენზიის დროს, თუ წინმსწრებმა თერაპიამ დიურეზული საშუალებებით გამოიწვია ნატრიუმის დეფიციტი, რეკომენდებულია დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე, და აუცილებლობისას, მიღების ხელახლა დაწყება კალიუმის შემნახველი დიურეზულების გარეშე ან შეიძლება მკურნალობის დანიშვნა აგფ ინჰიბიტორის დაბალი საწყისი დოზით და დოზის თანდათან გაზრდა.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს აგფ ინჰიბიტორის ძალიან დაბალი დოზებით, სასურველია დოზების შემცირების შემდეგ, კალიუმის შემნახველი დიურეზულების გარეშე.

აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი (სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე).

სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას:

ამფოტერიცინი B (IV)

გლუკო- და-მინერალო კორტიკოსტეროიდები (სისტემური)

ტეტრაკოზაქტიდი

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები

მატულობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის გულმოდგინე კონტროლი და მისი დონის რეგულირება. იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ კრაზანას პრეპარატებს, აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება. ასეთმა პაციენტებმა ის უნდა მიიღონ მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებების გარეშე.

ბაკლოფენი ზრდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება; მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის სისტემატიური კონტროლი.

ჰიპოკალიემია და/ან ჰიპომაგნიემია ხელს უწყობენ კრაზანას პრეპარატების ტოქსიკური ეფექტის განვითარებას. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი და რეგულირება და ეკგ-ს ჩატარება, აუცილებლობისას - მკურნალობის კორექცია.

ალოპურინოლი

ინდაპამიდთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის სიხშირე.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე

კალიუმის შემნახველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი).

მიუხედავად ამ კომბინაციის დანიშვნის რაციონალურობისა ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალიემია (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი, ეკგ მონიტორინგის ჩატარება და აუცილებლობისას თერაპიის გადახედვა.

მეტფორმინი ზრდის ლაქტაციდოზის განვითარების რისკს თირკმლის უკმარისობის განვითარების შედეგად, რაც დაკავშირებულია დიურეზულების, კერძოდ მარყუჟოვანი დიურეზულების მიღებასთან. რეკომენდებული არ არის მეტფორმინის გამოყენება, თუ კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში აღემატება 15 მგ/ლ-ს (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ-ს (110 მკმოლ/ლ) - ქალებში.

იმ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება დეჰიდრატაცია დიურეზულების გამო, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზების მიღებისას, მატულობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი. აუცილებელია წყლის ბალანსის აღდგენა იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების დანიშვნამდე.

იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები ზრდიან ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოხატულებას და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკს (ადიტიური ეფექტი).

კალციუმის მარილები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირების შედეგად.

ციკლოსპორინმა, ტაკროლიმუსმა შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე მოცირკულირე ციკლოსპორინის უცვლელი კონცენტრაციის დროსაც კი და ასევე წყლის და/ან ნატრიუმის დეფიციტის არ არსებობის შემთხვევაშიც.

კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდები (სისტემური მოქმედების) იწვევენ ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტის შემცირებას (წყლისა და ნატრიუმის შეკავება).

სპეციალური გაფრთხილებები

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა, წყლის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპერპარათირეოზი, გულის რითმის დარღვევები ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული თერაპია, ჰიპერურიკემიით (განსაკუთრებით პოდაგრის ან ურატული ნეფროლითიაზის თანხლებით).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ელექტროლიტური დისბალანსის დროს. ასეთ შემთხვევაში, დიურეზული საშუალებების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თირკმლის უკმარისობა

ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპერპარათირეოზი, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის რითმის დარღვევები ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული თერაპია ჰიპერურიკემიით (განსაკუთრებით პოდაგრის ან ურატული ნეფროლითიაზის თანხლებით).

თიაზიდური და თიაზიდების მსგავსი დიურეზულები მაქსიმალურად ეფექტიანია მხოლოდ თირკმელების ნორმალური ან მინიმალურად დაქვეითებული ფუნქციის დროს (კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში <25 მგ/ლ, ე.ი. 220 მკმოლ/ლ მოზრდილებში). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე იცვლება ასაკის, წონის და სქესის მიხედვით.

მეორადი ჰიპოვოლემია, გამოწვეული წყლისა და ნატრიუმის დაკარგვით დიურეზულებით მკურნალობისას, იწვევს გორგლისებური ფილტრაციის შემცირებას მკურნალობის დასაწყისში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ამგვარი დროებითი თირკმლის უკმარისობა, როგორც წესი, არ იწვევს სერიოზულ შედეგებს, მიუხედავად ამისა, მისმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ხარისხით შეიძლება გააძლიეროს არსებული თირკმლის უკმარისობა.

შაქრიანი დიაბეტი

მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი მკურნალობის კვლევებმა აჩვენა, რომ ინდაპამიდი, სხვა დიურეზულებისგან განსახვავებით, არ აფერხებს ლიპიდების მეტაბოლიზმს (საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინური ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი), და არ აფერხებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

სხვა მდგომარეობები

ფოტომგრძნობელობა

თიაზიდების და თიაზიდების მსგავსი დიურეზულების მიღებისას რეგისტრირებული იყო ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები. მკურნალობის დროს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თუ აუცილებელია მისი გამოყენების აღდგენა, რეკომენდებულია სუსტი ადგილების დაცვა მზისგან და ხელოვნური ულტრაიისფერი დასხივებებისგან.

სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონე

დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია, ზოგჯერ ძალიან სერიოზული შედეგებით. ნატრიუმის დონე სისხლის პლაზმაში უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ რეგულარულად მკაცრად განსაზღვრულ დროის შუალედებში. საწყის ეტაპზე ნატრიუმის დონის შემცირება სისხლის პლაზმაში შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ამიტომ რეგულარულ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კონტროლი უფრო ხშირი უნდა იყოს.

კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში

თიაზიდური და თიაზიდების მსგავსი დიურეზულებით მკურნალობის ძირითადი რისკი - კალიუმის დონის შემცირება და ჰიპოკალიემიის განვითარება. ჰიპოკალიემიის (<3,4 მმოლ/ლ) განვითარების რისკი თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი რისკის მქონე განსაზღვრულ ჯგუფებში, კერძოდ: ცუდი კვების მქონე პაციენტებში და/ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამდენიმე პრეპარატს, ხანდაზმული ასაკის პაციენებში, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში შეშუპებით და ასციტით, გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ჰიპოკალიემია ზრდის კრაზანას პრეპარატების კარდიოტოქსიკურობას და არითმიების განვითარების რისკს. რისკის ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები, მიზეზის მიუხედავად - თანდაყოლილი ან ინდუცირებული პრეპარატებით.

ჰიპოკალიემია (ისევე როგორც ბრადიკარდია) წარმოადგენს მძიმე არითმიების განვითარების ფაქტორს, კერძოდ, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში „პირუეტის“ ტიპის გულის რითმის დარღვევების. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რაც შეიძლება ხშირად კონტროლი. სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის პირველი გაზომვა უნდა ჩატარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. კალიუმის დაბალი დონის აღმოჩენისას საჭიროა მისი კორექცია.

ჰიპოკალიემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის შრატში მაგნიუმის დაბალი კონცენტრაციის გამო, შესაძლოა რეზისტენტული აღმოჩნდეს მკურნალობის მიმართ, თუკი არ ჩატარდება სისხლის შრატში მაგნიუმის დონის კორექცია.

მაგნიუმის დონე სისხლის პლაზმაში

დაფიქსირდა, რომ თიაზიდები და მათთან დაკავშირებული დიურეზულები, ინდაპამიდის ჩათვლით, ზრდიან შარდში მაგნიუმის გამოდევნას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

სისხლის პლაზმაში კალციუმის დონე

თიაზიდებმა და თიაზიდების მსგავსმა დიურეზულებმა შეიძლება შეამცირონ შარდით კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის უმნიშვნელო დროებით მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ადრე გამოუვლენელი ჰიპერპარათირეოზის შედეგი. დიურეზულებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაგეგმილ გამოკვლევამდე.

შარდმჟავა

იმ პაციენტებში, რომლებშიც მომატებულია სისხლში შარდმჟავას დონე, შეიძლება გაიზარდოს პოდაგრის შეტევების რაოდენობა.

ქორიოიდალური ეფუზია, მწვავე მიოპათია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა

პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავენ სულფონამიდს ან სულფონამიდის წარმოებულებს, შეიძლება გამოიწვიონ იდიოსინკრატული რეაქცია, რაც იწვევს ქორიოიდალურ ეფუზიას მხედველობის ველის ამოვარდნით, გარდამავალი მიოპიით და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომით. სიმპტომები მოიცავენ მხედველობის სიმკვეთრის შემცირებას და თვალების ტკივილის მწვავედ დაწყებას, რაც, როგორც წესი, აღინიშნება რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ კვირამდე პერიოდში პრეპარატის მიღების დაწყების მომენტიდან. თუ არ ჩატარდა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი მხედველობის დაკარგვა. პირველადი მკურნალობა მოიცავს სამკურნალო საშუალების მიღების სასწრაფოდ შეწყვეტას. არაკონტროლირებული თვალის შიდა წნევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მყისიერი სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს ანამნეზში სულფონამიდზე ან პენიცილინზე ალერგიული რეაქციების არსებობა.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

გამოყენება პედიატრიაში

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უკუნაჩვენებია, უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ორსულობის ან ლაქტაციის დროს

ორსულ ქალებში უკუნაჩვენებია დიურეზული პრეპარატების გამოყენება ფიზიოლოგიური შეშუპებებისას ორსულობის პერიოდში. დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რომელიც სახიფათოა ნაყოფის ზრდისთვის.

ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის, რადგან ინდაპამიდი აღწევს დედის რძეში.

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

ინდაპამიდი არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა რეაქციები, დაკავშირებულია არტერიული წნევის შემცირებასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა.

რეკომენდაციები გამოყენების შესახებ

დოზირების რეჟიმი

მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი (1,5 მგ) დღე-ღამეში ერთჯერ, სასურველია დილით მიღება. უფრო მაღალი დოზებისას ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არ იზრდება, მაგრამ მატულობს ელექტროლიტების გამოყოფა (სალურეტიული ეფექტი).

შეყვანის მეთოდი და გზა

განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოყენების სიხშირე მიღების დროის მითითებით

დღე-ღამეში ერთჯერ, სასურველია დილით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზის შემთხვევაში მისაღები ზომები

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი რაველი® სრ-ის დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა და შარდის რაოდენობის ცვლილება.

სამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას საჭირო ზომები

თუ დაგავიწყდათ რაველი® სრ-ს მიღება საჭირო დროს, მიჰყევით ჩვეულ დოზირების რეჟიმს და მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.

მითითებები მოხსნის სიმპტომების რისკის შესახებ

რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალზე მიმართვის შესახებ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წესის ახსნის მიზნით კონსულტაციის მისაღებად

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას და ასეთ შემთხვევაში მისაღები ზომები

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

მაკულოპაპულოზური გამონაყარი

არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე)

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება და დაბალი არტერიული წნევა

ღებინება

პურპურა (ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში)

იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე)

სისხლში ქლორის დაბალი დონე

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესთეზია

ნევროზულობა

ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი

გულისრევა, ყაბზობა, პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი (<1/10000)

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, ჰემოლიტური ანემია

არითმია, არტერიული ჰიპოტენზია

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პანკრეატიტი

თირკმლის უკმარისობა

ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა, ჰემორაგიული ვასკულიტი

ჰიპერკალციემია

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)

ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების ალბათობა ღვიძლის უკმარისობისას, ჰეპატიტი

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, პარკუჭოვანი ტაქიკარდია (შესაძლებელია ლეტალური შედეგი)

მკურნალობის დროს სისხლის პლაზმაში შარდმჟავას და გლუკოზის დონის მომატება: პოდაგრის ან შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზურიის მქონე პაციენტებში გულმოდგინედ უნდა შეფასდეს მოცემული დიურეზული საშუალებების მიზანშეწონილობა

ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატება

უკვე არსებული დისემინირებული წითელი მგლურას შესაძლო გამწვავება, მომატებული ფოტომგრძნობელობა

მიოპია, არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დარღვევა, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ქორიოიდალური ეფუზია

გულყრა

წამლის არასასურველი რეაქციების განვითარებისას მიმართეთ მედიცინის თანამშრომელს, ფარმაცევტს ან პირდაპირ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - ინდაპამიდი 1,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცელაქტოზა (75% ალფა-ლაქტოზას მონოჰიდრატი და 25% ცელულოზას ფხვნილი), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი

აპკის გარსი: Opadry Y-1-7000 (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171))

გარეგნული სახის, სუნის, გემოს აღწერა

მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ზედაპირით, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი მოთავსებულია პოლივინილქლორიდის ფირის/პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

3 ან 6 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 250C ტერმპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო

შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო

შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

ტელ: +386 7 331 21 11

ფაქსი: +386 7 332 15 37

[email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტი მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალების ხარისხის შესახებ მომხმარებლებისგან და სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების პოსტსარეგისტრაციო დაკვირვებაზე პასუხისმგებელი პირებისგან

შპა „კრკა ყაზახეთი“

ყაზახეთის რესპუბლიკა, 050059, ქ. ალმატი, ალ-ფარაბის გამზ. 19

ბც „ნურლი ტაუ“, კორპუსი 1ბ, ოფისი 207

ტელ: +7 (727) 311 08 09

ფაქსი: +7 (727) 311 08 12

[email protected]

ხელმოწერილია ბეჭედდასმულია

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა