სკოპრილი 20მგ
Skopryl® 20mg
სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი: სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი არის ლიზინოპრილი, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს “ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებს”. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიზინოპრილი (lisinopril)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- ALKALOID-INT d.o.o.s, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-020823
- რეგისტრირებულია
- 18 ნოემბერი 2016, მოქმედებს 18 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- -
სკოპრილი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი: სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი არის ლიზინოპრილი, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს “ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებს”. აღნიშნული პრეპარატები აფართოვებენ სისხლძარღვებს, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას მთელს ორგანიზმში და ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას.
სკოპრილი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- გულის უკმარისობა (მდგომარეობა, როდესაც გული სათანადოდ ვერ ტუმბავს სისხლს და სუსტდება);
- გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) შემდეგ გულის უკმარისობის პრევენციის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სკოპრილის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, სასურველია ჭიქა წყალთან ერთად. დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე და თანმხლებ პრეპარატებზე.
სკოპრილი 10მგ და 20მგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მაღალი არტერიული წნევა:
რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 10მგ, დღეში ერთჯერ. დოზა იზრდება არტერიული წნევის მიხედვით, სანამ სათანადოდ არ მოხდება მისი გაკონტროლება. ხანგრძლივად მკურნალობისას რეკომენდირებული დოზა არის 20მგ-40მგ დღეში ერთჯერ.
მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 80მგ-ს.
გულის უკმარისობა:
ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდირებული დოზა არის 5-20მგ დღეში ერთჯერ. რეკომენდირებული ეფექტური დღიური დოზა მერყეობს 5-20მგ-ს შორის, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
რეკომენდირებული დოზა არის 5მგ 1 და 2-ე დღეს, შემდეგ 10მგ დღეში ერთჯერ და ექვსი კვირა გრძელდება დღეში ერთჯერ 10მგ-ის მიღება. დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.
თუ მიიღეთ სკოპრილის ჭარბი დოზა
ყველაზე მეტად მოსალოდნელი სიმპტომი არის ძალიან დაბალი არტერიული წნევა. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ლიზინოპრილის ზედმეტი დოზა მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ სკოპრილის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა.
თუ შეწყვიტავთ სკოპრილის მიღებას
ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის აწევა ან გულის კვლავ დასუსტება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია აღნიშნული პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ინგრედიენტების მიმართ (მოცემულია 6-ე ნაწილში);
თუ ორსულად ხართ;
თუ წარსულში გამოგივლინდათ რეაქცია ლიზინოპრილის ან მსგავსი პრეპარატების (აგფ ინჰიბიტორები) მიმართ, რაც მოიცავდა ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ხელების, ფეხების ან კოჭების, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას ან თქვენი ან ოჯახის წევრის შემთხვევაში აღინიშნა ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული მსგავსი რეაქცია.
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
სიფრთხილის ზომები
სკოპრილის მიღებამდე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ ინფორმირებული ხართ, რომ მაღალი არტერიული წნება გამოწვეულია თირკმელებში სისხლძარღვების შევიწროვებით. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ აღნიშნული ინფორმაცია მკურნალ ექიმს;
- თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ გულის სარქველთან დაკავშირებული პრობლემა ან გულის კუნთი უჩვეულოდ სქელია;
- თუ გაწუხებთ თირკმელები. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იცით, რომ თირკმელები ვერ ფუნქციონირებენ სათანადოდ. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება;
- თუ ღებულობთ “შარდმდენებს” (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ შარდვის გახშირებას), ბოლო პერიოდიში გქონდათ დიარეა ან ღებინება, ხართ დიალიზზე ან მარილის შემზღუდავ დიეტაზე. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს აღნიშნული მდგომარეობების შესახებ, რადგან არტერიული წნევა შესაძლოა საჭიროზე მეტად შემცირდეს;
- თუ წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქცია, როგორიც არის ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ხელების, ფეხების ან კოჭების, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება და დაგჭირდათ სამედიცინო დახმარება;
- თუ გადაიტანეთ ფართო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც სჭირდება ანესთეზია. ასევე უნდა აცნობოთ სტომატოლოგს პროცედურისათვის საჭირო საანესთეზიო საშუალების მიღებამდე;
- თუ აპირებთ დესენსიბილიზაციური მკურნალობის (მაგ: მკურნალობა, რომელიც გულისხმობს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემცირებას) ჩატარებას;
- თუ ღებულობთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- ანტიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ARBs) (ასევე ცნობილია როგორც
“სარტანები”-მაგ: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით
თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები.
ალისკირენი
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგ: კალიუმი) გადამოწმება რეგულარული ინტერვალებით.
ასევე იხილეთ ნაწილი “არ მიიღოთ სკოპრილი”.
ბავშვები და მოზარდები
- სკოპრილის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოთ მოცემული თქვენ გეხებათ არ მიიღოთ ტაბლეტები. მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ მითითებები. აღნიშნული ტაბლეტები გენიშნებათ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.
კიდევ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სკოპრილის ტაბლეტების მიღებამდე
სკოპრილის პირველად მიღება:
თუ სკოპრილს პირველად ღებულობთ მოსალოდნელია გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა ხანმოკლე პერიოდით, რასაც შველის დაჯდომა ან დაწოლა. აღნიშნული ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია ტაბლეტების რეგულარულად მიღებისას. თუ გაწუხებთ ეს ფაქტი მიმართეთ ექიმს.
ტაბლეტს მიაყოლეთ ჭიქა წყალი, რაც აადვილებს მის გადაყლაპვას.
შეეცადეთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში მიიღოთ ტაბლეტი-ადვილად გაგახსენდებათ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატის მიღებას, როგორიც არის:
- დიურეტიკები (შარდმდენები) ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები. შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის საწიროზე მეტად დაწევა. დოზას აკორექტირებს ექიმი;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs), მაგ: ინდომეტაცინი, რომელსაც იყენებენ ართრიტის ან კუნთების ტკივილის დროს;
- კალიუმის დანამატები (მარილების ჩათვლით). სკოპრილის მიღებისას კალიუმი ინახება ორგანიზმში, შესაბამისად კალიუმის დანამატების მიღება არ არის რეკომენდირებული. ასევე სკოპრილის და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვნად ზრდა;
- ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო ტაბლეტები, რადგან შესაძლოა აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის საჭიროზე მეტად დაწევა. ეს ყველაზე მეტად მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებისას და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში;
- ალოპურინოლი (ნიკრისის ქარის სამკურნალო პრეპარატი), პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე, სტეროიდები ან პროკაინამიდი (გამოიყენება არითმიის გასაკონტროლებლად). აღნიშნული პრეპარატების და სკოპრილის ერთობლივად მიღებისას არსებობს სისხლში ლეიკოციტების (უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისაგან) დონის ზრდის რისკი.
- ანტაციდებმა (გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატები) შესაძლოა შეამცირონ სკოპრილის ტაბლეტების შეწოვა;
- პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას (სიმპათომიმეტიკური საშუალებები). ასეთებია ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და სალბუტამოლი, გარკვეული დეკონგენსანტები, ხველების/გაცივების საწინააღმდეგო საშუალებები და ასთმის სამკურნალო პრეპარატები;
- ციკლოსპორინმა (ფართოდ გამოიყენება თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს) სკოპრილთან ერთად მიღებისას შესაძლოა გაზარდოს კალიუმის დაგროვების რისკი;
- ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის დრო). სკოპრილმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის დონის ზრდა. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ლითიუმის დონის გაკონტროლება და დოზის კორექცია.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
- თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს (ARB) ან ალისკირენს (ასევე იხილეთ ნაწილი “არ მიიღოთ სკოპრილი” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სკოპრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სკოპრილის წნევის დამწევი ეფექტის გაძლიერება.
სკოპრილი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
სკოპრილი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში, რადგან იგი სავარაუდოდ ვნებს ნაყოფს.
უცნობია ხვდება თუ არა სკოპრილი რძეში. შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში ლიზინოპრილის გამოყენების საკითხი პირველ რიგში ყურადღებით უნდა გადაწყდეს. პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სკოპრილის ტაბლეტები სავარაუდოდ არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის ამ მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა სანამ არ დაადგენთ თუ როგორ რეაგირებთ პრეპარატზე მოერიდეთ ისეთი საქმიანობების შესრულებას, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად სკოპრილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა არის ≥1%, მაგრამ <10%; 10-დან 1 და 100-დან 1 პაციენტს შორის):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომის დროს, დიარე, ხველება, ღებინება. ლიზინოპრილმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თირკმელებზე და გამოიწვიოს შარდის ძალიან მცირე რაოდენობით გამოყოფა ან შეკავება.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა ≥0.1%, მაგრამ <1%; 100-დან 1 და 1,000-დან 1 პაციენტს შორის): ხასიათის ცვლილებები, ფერის შეცვლა (ფერმკრთალი ლურჯი, რომელის გადადის სიწითლეში) და/ან შეგრძნების დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელის ან ფეხის თითებში, გემოს ცვლილება, ძილიანობა ან დაძინების პრობლემა, უცნაური სიზმრები, გულისცემის აჩქარება, წყლიანი გამონადენი ცხვირიდან, გულისრევა, კუჭის ტკივილი ან დისპეფსია; გამონაყარი კანზე, ქავილი, იმპოტენცია, დაღლილობა, სისუსტე (ძალის დაკარგვა).
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება, აორტის შევიწროვება (აორტის სტენოზი), თირკმლის არტერიის შევიწროვება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან გულის სარქველის შევიწროვება (მიტრალური სარქველის სტენოზი) ან გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) მოსალოდნელია არტერიული წნევის მეტისმეტად დაწევა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა ≥0.01%, მაგრამ <0.1%; 1,000-დან 1 და 10,000-დან 1 პაციენტს შორის):
ალერგიული რეაქციები: შეწყვიტეთ სკოპრილის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას შემდეგ შემთხვევებში:
სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა თან ახლდეს ან არ ახლდეს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას;
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას;
კანის ძლიერი ქავილი (ამობურცული გამონაყარით)
იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული ცვლილებები. ლიზინოპრილის ზეგავლენის გადამოწმების მიზნით ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს პერიოდულად სისხლის ანალიზების ჩატარება. ზოგჯერ ცვლილებები ვლიდნება დაღლილობით ან ყელის ტკივილით ან შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, სახსრების და კუნთების ტკივილი, სახსრების ან ჯირკვლების შეშუპება ან მგრძნობელობა მზის შუქის მიმართ.
სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები: გონების არევა, პირის სიმშრალე, თმის ცვენა, ფსორიაზი, მამაკაცებში მკერდის განვითარება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა <0.01%; 10,000-დან <1 პაციენტში): წიაღების ტკივილი, ხმაურიანი სუნთქვა, ფილტვების ანთება, კანის და/ან თვალების გავყითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, კანთან დაკავშირებული მწვავე დარღვევები (დამახასიათებელი სიმპტომებია სიწითლე, წყლულები და კანის აქერცვლა), ოფლიანობა.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე ინფორმაციის მიწოდების ეროვნული სისტემის საშუალებით შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
დამიან გრუევის ქ.#8, 1303 სოფია
ტელ: +359 2 8903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
შემადგენლობა
სკოპრილი 10მგ
- ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ ლიზინოპრილს (10.89მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
- სხვა ინგრედიენტები:
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი E172.
სკოპრილი 20მგ
- ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ლიზინოპრილს (21.78მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
- სხვა ინგრედიენტები:
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი E172, რკინის ოქსიდი წითელი E172.
როგორია სკოპრილი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
10მგ ტაბლეტები: ღია ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები შუაზე გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში (3 ბლისტერი x 10).
20მგ ტაბლეტები: ღია მოყვითალო-ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები შუაზე გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში (3 ბლისტერი x 10).
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებში შენახვას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ოქეი-7 მთარგმნელობითი სააგენტო
“ოქეი-7” ეოოდ www.okay7.com
1202 სოფია, ბულგარეთი, “მარია ლუიზა” #44, ტელ: +359 2 983 68 62;
მობ: +359 886 196 348; ელ-ფოსტ: [email protected]
თარგმანი ბულგარული ენიდან
მართხკუთხა ბეჭედი
[ბულგარეთის აღმასრულებელი წამლის სააგენტო
ფურცელი-ჩანართი - დანართი #2
რეგისტრაციის #20030632/33
ლიცენზიის #29785-6/10.06.2015
თარიღი: 13.02.2014
დასტურის #]
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
სკოპრილი 10მგ ტაბლეტები
SKOPRYL 10mg tablets
სკოპრილი 20მგ ტაბლეტები
SKOPRYL 20mg tablets
(ლიზინოპრილი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი გენიშნებათ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შესაძლოა ავნოს მათ მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა.
- რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის სკოპრილი და რისთვის გამოიყენება
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სკოპრილის გამოყენებამდე
- სკოპრილის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- სკოპრილის შენახვის პირობები
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
- რა არის სკოპრილი და რისთვის გამოიყენება
სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი: სკოპრილის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი არის ლიზინოპრილი, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს “ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებს”. აღნიშნული პრეპარატები აფართოვებენ სისხლძარღვებს, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას მთელს ორგანიზმში და ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას.
სკოპრილი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- გულის უკმარისობა (მდგომარეობა, როდესაც გული სათანადოდ ვერ ტუმბავს სისხლს და სუსტდება);
- გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) შემდეგ გულის უკმარისობის პრევენციის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სკოპრილის გამოყენებამდე
არ მიიღოთ სკოპრილი
თუ გაქვთ ალერგია აღნიშნული პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ინგრედიენტების მიმართ (მოცემულია 6-ე ნაწილში);
თუ ორსულად ხართ;
თუ წარსულში გამოგივლინდათ რეაქცია ლიზინოპრილის ან მსგავსი პრეპარატების (აგფ ინჰიბიტორები) მიმართ, რაც მოიცავდა ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ხელების, ფეხების ან კოჭების, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას ან თქვენი ან ოჯახის წევრის შემთხვევაში აღინიშნა ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული მსგავსი რეაქცია.
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სკოპრილის მიღებამდე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ ინფორმირებული ხართ, რომ მაღალი არტერიული წნება გამოწვეულია თირკმელებში სისხლძარღვების შევიწროვებით. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ აღნიშნული ინფორმაცია მკურნალ ექიმს;
- თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ გულის სარქველთან დაკავშირებული პრობლემა ან გულის კუნთი უჩვეულოდ სქელია;
- თუ გაწუხებთ თირკმელები. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იცით, რომ თირკმელები ვერ ფუნქციონირებენ სათანადოდ. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება;
- თუ ღებულობთ “შარდმდენებს” (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ შარდვის გახშირებას), ბოლო პერიოდიში გქონდათ დიარეა ან ღებინება, ხართ დიალიზზე ან მარილის შემზღუდავ დიეტაზე. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს აღნიშნული მდგომარეობების შესახებ, რადგან არტერიული წნევა შესაძლოა საჭიროზე მეტად შემცირდეს;
- თუ წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქცია, როგორიც არის ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ხელების, ფეხების ან კოჭების, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება და დაგჭირდათ სამედიცინო დახმარება;
- თუ გადაიტანეთ ფართო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც სჭირდება ანესთეზია. ასევე უნდა აცნობოთ სტომატოლოგს პროცედურისათვის საჭირო საანესთეზიო საშუალების მიღებამდე;
- თუ აპირებთ დესენსიბილიზაციური მკურნალობის (მაგ: მკურნალობა, რომელიც გულისხმობს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემცირებას) ჩატარებას;
- თუ ღებულობთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- ანტიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ARBs) (ასევე ცნობილია როგორც
“სარტანები”-მაგ: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით
თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები.
ალისკირენი
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგ: კალიუმი) გადამოწმება რეგულარული ინტერვალებით.
ასევე იხილეთ ნაწილი “არ მიიღოთ სკოპრილი”.
ბავშვები და მოზარდები
- სკოპრილის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოთ მოცემული თქვენ გეხებათ არ მიიღოთ ტაბლეტები. მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ მითითებები. აღნიშნული ტაბლეტები გენიშნებათ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.
კიდევ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სკოპრილის ტაბლეტების მიღებამდე
სკოპრილის პირველად მიღება:
თუ სკოპრილს პირველად ღებულობთ მოსალოდნელია გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა ხანმოკლე პერიოდით, რასაც შველის დაჯდომა ან დაწოლა. აღნიშნული ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია ტაბლეტების რეგულარულად მიღებისას. თუ გაწუხებთ ეს ფაქტი მიმართეთ ექიმს.
ტაბლეტს მიაყოლეთ ჭიქა წყალი, რაც აადვილებს მის გადაყლაპვას.
შეეცადეთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში მიიღოთ ტაბლეტი-ადვილად გაგახსენდებათ.
სხვა პრეპარატები და სკოპრილი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატის მიღებას, როგორიც არის:
- დიურეტიკები (შარდმდენები) ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები. შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის საწიროზე მეტად დაწევა. დოზას აკორექტირებს ექიმი;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs), მაგ: ინდომეტაცინი, რომელსაც იყენებენ ართრიტის ან კუნთების ტკივილის დროს;
- კალიუმის დანამატები (მარილების ჩათვლით). სკოპრილის მიღებისას კალიუმი ინახება ორგანიზმში, შესაბამისად კალიუმის დანამატების მიღება არ არის რეკომენდირებული. ასევე სკოპრილის და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვნად ზრდა;
- ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო ტაბლეტები, რადგან შესაძლოა აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის საჭიროზე მეტად დაწევა. ეს ყველაზე მეტად მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებისას და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში;
- ალოპურინოლი (ნიკრისის ქარის სამკურნალო პრეპარატი), პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე, სტეროიდები ან პროკაინამიდი (გამოიყენება არითმიის გასაკონტროლებლად). აღნიშნული პრეპარატების და სკოპრილის ერთობლივად მიღებისას არსებობს სისხლში ლეიკოციტების (უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისაგან) დონის ზრდის რისკი.
- ანტაციდებმა (გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატები) შესაძლოა შეამცირონ სკოპრილის ტაბლეტების შეწოვა;
- პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას (სიმპათომიმეტიკური საშუალებები). ასეთებია ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და სალბუტამოლი, გარკვეული დეკონგენსანტები, ხველების/გაცივების საწინააღმდეგო საშუალებები და ასთმის სამკურნალო პრეპარატები;
- ციკლოსპორინმა (ფართოდ გამოიყენება თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს) სკოპრილთან ერთად მიღებისას შესაძლოა გაზარდოს კალიუმის დაგროვების რისკი;
- ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის დრო). სკოპრილმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის დონის ზრდა. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ლითიუმის დონის გაკონტროლება და დოზის კორექცია.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
- თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს (ARB) ან ალისკირენს (ასევე იხილეთ ნაწილი “არ მიიღოთ სკოპრილი” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სკოპრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სკოპრილის წნევის დამწევი ეფექტის გაძლიერება.
სკოპრილი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
სკოპრილი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში, რადგან იგი სავარაუდოდ ვნებს ნაყოფს.
უცნობია ხვდება თუ არა სკოპრილი რძეში. შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში ლიზინოპრილის გამოყენების საკითხი პირველ რიგში ყურადღებით უნდა გადაწყდეს. პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სკოპრილის ტაბლეტები სავარაუდოდ არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის ამ მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა სანამ არ დაადგენთ თუ როგორ რეაგირებთ პრეპარატზე მოერიდეთ ისეთი საქმიანობების შესრულებას, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
- სკოპრილის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, სასურველია ჭიქა წყალთან ერთად. დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე და თანმხლებ პრეპარატებზე.
სკოპრილი 10მგ და 20მგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მაღალი არტერიული წნევა:
რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 10მგ, დღეში ერთჯერ. დოზა იზრდება არტერიული წნევის მიხედვით, სანამ სათანადოდ არ მოხდება მისი გაკონტროლება. ხანგრძლივად მკურნალობისას რეკომენდირებული დოზა არის 20მგ-40მგ დღეში ერთჯერ.
მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 80მგ-ს.
გულის უკმარისობა:
ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდირებული დოზა არის 5-20მგ დღეში ერთჯერ. რეკომენდირებული ეფექტური დღიური დოზა მერყეობს 5-20მგ-ს შორის, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
რეკომენდირებული დოზა არის 5მგ 1 და 2-ე დღეს, შემდეგ 10მგ დღეში ერთჯერ და ექვსი კვირა გრძელდება დღეში ერთჯერ 10მგ-ის მიღება. დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.
თუ მიიღეთ სკოპრილის ჭარბი დოზა
ყველაზე მეტად მოსალოდნელი სიმპტომი არის ძალიან დაბალი არტერიული წნევა. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ლიზინოპრილის ზედმეტი დოზა მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ სკოპრილის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა.
თუ შეწყვიტავთ სკოპრილის მიღებას
ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის აწევა ან გულის კვლავ დასუსტება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად სკოპრილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა არის ≥1%, მაგრამ <10%; 10-დან 1 და 100-დან 1 პაციენტს შორის):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომის დროს, დიარე, ხველება, ღებინება. ლიზინოპრილმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თირკმელებზე და გამოიწვიოს შარდის ძალიან მცირე რაოდენობით გამოყოფა ან შეკავება.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა ≥0.1%, მაგრამ <1%; 100-დან 1 და 1,000-დან 1 პაციენტს შორის): ხასიათის ცვლილებები, ფერის შეცვლა (ფერმკრთალი ლურჯი, რომელის გადადის სიწითლეში) და/ან შეგრძნების დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელის ან ფეხის თითებში, გემოს ცვლილება, ძილიანობა ან დაძინების პრობლემა, უცნაური სიზმრები, გულისცემის აჩქარება, წყლიანი გამონადენი ცხვირიდან, გულისრევა, კუჭის ტკივილი ან დისპეფსია; გამონაყარი კანზე, ქავილი, იმპოტენცია, დაღლილობა, სისუსტე (ძალის დაკარგვა).
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება, აორტის შევიწროვება (აორტის სტენოზი), თირკმლის არტერიის შევიწროვება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან გულის სარქველის შევიწროვება (მიტრალური სარქველის სტენოზი) ან გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) მოსალოდნელია არტერიული წნევის მეტისმეტად დაწევა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა ≥0.01%, მაგრამ <0.1%; 1,000-დან 1 და 10,000-დან 1 პაციენტს შორის):
ალერგიული რეაქციები: შეწყვიტეთ სკოპრილის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას შემდეგ შემთხვევებში:
სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა თან ახლდეს ან არ ახლდეს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას;
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას;
კანის ძლიერი ქავილი (ამობურცული გამონაყარით)
იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული ცვლილებები. ლიზინოპრილის ზეგავლენის გადამოწმების მიზნით ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს პერიოდულად სისხლის ანალიზების ჩატარება. ზოგჯერ ცვლილებები ვლიდნება დაღლილობით ან ყელის ტკივილით ან შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, სახსრების და კუნთების ტკივილი, სახსრების ან ჯირკვლების შეშუპება ან მგრძნობელობა მზის შუქის მიმართ.
სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები: გონების არევა, პირის სიმშრალე, თმის ცვენა, ფსორიაზი, მამაკაცებში მკერდის განვითარება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელი პროცენტულობა <0.01%; 10,000-დან <1 პაციენტში): წიაღების ტკივილი, ხმაურიანი სუნთქვა, ფილტვების ანთება, კანის და/ან თვალების გავყითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, კანთან დაკავშირებული მწვავე დარღვევები (დამახასიათებელი სიმპტომებია სიწითლე, წყლულები და კანის აქერცვლა), ოფლიანობა.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე ინფორმაციის მიწოდების ეროვნული სისტემის საშუალებით შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
დამიან გრუევის ქ.#8, 1303 სოფია
ტელ: +359 2 8903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
- სკოპრილის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებში შენახვას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სკოპრილი
სკოპრილი 10მგ
- ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ ლიზინოპრილს (10.89მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
- სხვა ინგრედიენტები:
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი E172.
სკოპრილი 20მგ
- ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ლიზინოპრილს (21.78მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
- სხვა ინგრედიენტები:
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი E172, რკინის ოქსიდი წითელი E172.
როგორია სკოპრილი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
10მგ ტაბლეტები: ღია ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები შუაზე გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში (3 ბლისტერი x 10).
20მგ ტაბლეტები: ღია მოყვითალო-ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები შუაზე გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში (3 ბლისტერი x 10).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მწარმოებელი
ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო (ALKALOID-INT d.o.o.)
შლანდროვას ქ.4, 1231 ლუბლიანა-ჩერნუჩე, სლოვენია
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს:
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ალკალოიდ ლტდ (ALKALOID Ltd)
სოფია 1404, “რიკარდო ვაკარინის” ქ.2, სართ.3, ბ.10, ბულგარეთი
ტელ: +359 2 8081081
ფაქსი: +359 2 9589367
ელ-ფოსტა: [email protected]
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი: 10/2014
(ბულგარეთის აღმასრულებელი წამლის სააგენტოს მრგვალი ბეჭედი)
ხელს ვაწერ რა აღნიშნულ დოკუმენტს მე, ვიქტორია გეორგიევა უზუნოვა ვადასტურებ, რომ თანდართული დოკუმენტის- ფურცელი-ჩანართის ბულგარულიდან ინგლისურ ენაზე ჩემს მიერ შესრულებული თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
თარგმანი მოიცავს შვიდ გვერდს.
მთარგმნელი: ვიქტორია გეორგიევა უზუნოვა
თარგმანი სწორია, რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


