დიროტონი
DIROTON®
არტერიული ჰიპერტენზია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. გულის უკმარისობა გულის უკმარისობის მკურნალობა. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი სტაბილური ჰემოდინამიკის მქონე პაციენტების მოკლევადიანი (6 კვირა) მკურნალობა 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიზინოპრილი (lisinopril)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №14 (1X14)
- მწარმოებელი
- Gedeon Richter Plc., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038593
- რეგისტრირებულია
- 12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი"–ს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიროტონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მკურნალობა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
სტაბილური ჰემოდინამიკის მქონე პაციენტების მოკლევადიანი (6 კვირა) მკურნალობა 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
დიაბეტური ნეფროპათია
არტერიული ჰიპერტენზიის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ნეფროპათიის საწყისი სტადიის მქონე პაციენტებში თირკმელების დაზიანების მკურნალობა (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).
მიღების წესი და დოზირება
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, კლინიკური გამოვლინებებით და პრეპარატის არტერიულ წნევაზე მოქმედების მიხედვით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატ დიროტონის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან ჰიპოტენზიური საშუალებების სხვა კლასებთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“).
საწყისი დოზა
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივაციის მქონე პაციენტებში (კერძოდ, რენოვასკულური ჰიპერტენზიის დროს, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვის მქონე პაციენტებში და/ან ჰიპოვოლემიის, გულის მუშაობის დეკომპენსაციის ან მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში) საწყისი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო გამოხატული დაწევა. ასეთ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5-5 მგ-ს. ამასთან, თერაპიის დაწყებისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება. თირკმლის უკმარისობისას რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (იხ. ქვემოთ ცხრილი 1).
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
შემანარჩუნებელი დოზა
ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. როგორც წესი, თუ თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში განსაზღვრული დოზების გამოყენებისას, შეიძლება დოზის შემდგომი მომატება. გრძელვადიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გამოყენებულ მაქსიმალურ დოზას შეადგენდა 80 მგ დღე-ღამეში.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს
პრეპარატ დიროტონით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს. ამის გამო, ასეთი პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ელექტროლიტების დაკარგვის/ჰიპოვოლემიის რისკის გამო. შესაძლებლობის მიხედვით, დიურეტიკები უნდა მოიხსნას პრეპარატ დიროტონით თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც არ შეიძლება დიურეტიკების მოხსნა, პრეპარატ დიროტონით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ. ამასთან, ნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი. შემდგომში პრეპარატ დიროტონის დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის დონის მიხედვით. აუცილებლობისას, შეიძლება განახლდეს მკურნალობა დიურეტიკებით (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობისას
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1. დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
საწყისი დოზა (მგ/დღე-ღამეში)
10 მლ/წთ-ზე ნაკლები
(ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)
2,5 მგ*
10-30 მლ/წთ
2,5-5 მგ
31-80 მლ/წთ
5-10 მგ
- დოზა და/ან მიღების სიხშირე უნდა შეირჩეს არტერიული წნევის დონის გათვალისწინებით.

დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს არტერიული წნევის სასურველი მნიშვნელობების მიღწევამდე ან მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღე-ღამეში.
გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში 6-16 წლის ასაკში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ 20-50 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში და 5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში 20-50 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში და 40 მგ-ს 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კვლევისას შესწავლილი არ ყოფილა 0,61 მგ/კგ-ზე სხეულის მასა მაღალი დოზები (ან 40 მგ-ზე მეტი დოზები) (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).
თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში აუცილებელია დაინიშნოს უფრო ნაკლები საწყისი დოზა ან გაიზარდოს ინტერვალი დოზების მომატებებს შორის.
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დიროტონი გამოიყენება დიურეტიკებთან ერთად დამატებითი საშუალების სახით და, აუცილებლობისას, კრაზანას პრეპარატებთან ან ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“). საწყისი დოზა შეიძლება იყოს 2,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ, ამასთან, მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით არტერიულ წნევაზე ეფექტის შესაფასებლად.
დოზის მომატებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს შემდეგი:
დოზის მომატების ნაბიჯი არ უნდა იყოს 10 მგ-ზე მეტი
ინტერვალი დოზების მომატებებს შორის არ უნდა იყოს 2 კვირაზე ნაკლები
დოზა უნდა გაიზარდოს მაქსიმალურ ასატან დოზამდე (3 მგ დღე-ღამეში ერთხელ).

სიმპტომური ჰიპოტენზიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ელექტროლიტების დეფიციტის და/ან ჰიპონატრიემიის მქონე პაციენტებში, ჰიპოვოლემიის მქონე ან ძლიერი დიურეტიკების მიმღებ პაციენტებში, შესაძლებლობის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ამგვარი ფაქტორების კორექცია პრეპარატ დიროტონის დანიშვნამდე. ნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
პაციენტებს, აუცილებლობისას, უნდა მიეცეთ სტანდარტული რეკომენდებული პრეპარატები, როგორიცაა თრომბოლიტიკები, აცეტილსალიცილის მჟავა და ბეტა-ადრენობლოკატორები. ნიტროგლიცერინის ინტრავენური ან ტრანსდერმული გამოყენება შეიძლება დიროტონთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“).
საწყისი დოზა (პირველი 3 დღე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ)
პრეპარატ დიროტონით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში. თერაპია არ უნდა დაიწყოს, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები. პრეპარატ დიროტონის პირველი დოზა - 5 მგ შიგნით, შემდეგ 5 მგ 24 საათის შემდეგ, 10 მგ 48 საათის შემდეგ და შემდგომ 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ. დაბალი სისტოლური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში (120 მმ. ვწყ.სვ. ან უფრო დაბალი), თუ მკურნალობა იწყება ან გრძელდება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში, დოზა უნდა იყოს უფრო ნაკლები - 2,5 მგ შიგნით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
თირკმლის უკმარისობის არსებობისას (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ), პრეპარატ დიროტონის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით (იხ. ცხრილი 1).

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ჰიპოტენზიის განვითარებისას (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ.ვწყ.სვ. ან ნაკლებია) სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შეადგენდეს 5 მგ-ს დროებით 2,5 მგ-მდე შემცირებით, აუცილებლობისას. ხანგრძლივი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები 1-ზე მეტი საათის განმავლობაში), დიროტონი უნდა მოიხსნას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 კვირის განმავლობაში და შემდეგ ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. პაციენტებში, რომლებშიც განვითარდა გულის უკმარისობის სიმპტომები, უნდა გაგრძელდეს პრეპარატ დიროტონით მკურნალობა (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები“).
დიაბეტური ნეფროპათია
არტერიული ჰიპერტენზიის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ნეფროპათიის საწყისი სტადიის მქონე პაციენტებში დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ; დოზა, აუცილებლობისას, შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ 90 მმ. ვწყ. სვ.-ზე ქვემოთ დიასტოლური არტერიული წნევის მისაღწევად მჯდომარე მდგომარეობაში გაზომვისას.
თირკმლის უკმარისობის არსებობისას (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ) პრეპარატის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით (იხ. ცხრილი 1).
გამოყენება ბავშვებში
მონაცემები პრეპარატის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიით მცირეა, თუმცა, არ არსებობს სხვა ჩვენებებით გამოყენების გამოცდილება (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“). ლიზინოპრილი გამოიყენება ბავშვებში მხოლოდ არტერიული წნევის სამკურნალოდ (და რეკომენდებული არ არის სხვა ჩვენებებისას).
ლიზინოპრილი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის) (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“).
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
კლინიკური კვლევებისას არ აღინიშნა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები პრეპარატის ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მხრივ. თუ ხანდაზმულ პაციენტებში დაქვეითებულია თირკმელების ფუნქცია, მაშინ საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით (ცხრილი 1). შემდგომში დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის ცვლილების მიხედვით.
გამოყენება ტრანსპლანტირებული თირკმლის მქონე პაციენტებში
არ არსებობს დიროტონის გამოყენების გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა. ამის გამო, ასეთ პაციენტებში პრეპარატ დოროტონის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი
დიროტონი მიიღება შიგნით, დღეში ერთხელ. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ინიშნება დღე-ღამეში ერთხელ, ლიზინოპრილის მიღებაც უნდა მოხდეს ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. პრეპარატ დიროტონის შეწოვა დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარტის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“, ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორის მიმართ.
ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), დაკავშირებული მანამდე სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
ორსულობის II და III ტრიმესტრები (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“ და „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
პრეპარატ დიროტონის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) (იხ. პუნქტები „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).
ერთდროული მიღება საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან. არ უნდა დაიწყოს პრეპარატ დიროტონის მიღება, საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათით ადრე. (იხ. ქვეთავები „სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
სიფრთხილის ზომები
სიმპტომური ჰიპოტენზია
სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად ვითარდება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის გამოყენების ფონზე არტერიული ჰიპოტენზია მაღალი ალბათობით ვითარდება ჰიპოვოლემიის ფონზე, მაგალითად, დიურეტიკების გამოყენებისას, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვისას, დიალიზის ჩატარებისას, დიარეის ან ღებინების დროს ან გამოხატული რენინ-დამოკიდებული ჰიპერტენზიის არსებობისას (იხ. პუნქტები „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „გვერდითი მოქმედება“). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თანმხლები თირკმლის უკმარისობის არსებობის მიუხედავად, აღინიშნა სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება უფრო მეტად მოსალოდნელია უფრო მძიმე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც გამოიყენება მარყუჟოვანი დიურეტიკების უფრო მაღალი დოზები, ჰიპონატრიემიის ან თირკმლის ფუნქციონალური უკმარისობის მქონე პაციენტებში. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია მდგომარეობის მკაცრი კონტროლი თერაპიის დაწყებისას ან დოზის კორექციისას. ეს ასევე ეხება გულის იშემიური დაავადების ან ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებშიც ძალიან ძლიერად დაწეულმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, აუცილებლობისას რეკომენდებულია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია, როგორიც წესი, არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი მკურნალობისთვის; შემდგომი მკურნალობა, როგორც წესი, მიმდინარეობს გართულებების გარეშე არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ, ჰიპოვოლემიის კორექციის შედეგად.
გულის უკმარისობის და ნორმალური ან დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე ზოგიერთ პაციენტში ლიზინოპრილის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური არტერიული წნევის დამატებით დაწევა. ეს ეფექტი მოსალოდნელია და არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს. თუ ჰიპოტენზია იწვევს კლინიკურ გამოვლინებებს, შეიძლება ნაჩვენები იყოს დოზის შემცირება ან ლიზინოპრილის მოხსნა.
არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების შემთხვევაში, თუ სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაამძიმოს ჰემოდინამიკის მდგომარეობა (მაგალითად, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი, ან კარდიოგენური შოკის დროს), ლიზინოპრილის დანიშვნა უკუნაჩვენებია. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში აუცილებელია დოზის შემცირება, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 120 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი. შემანარჩუნებელი დოზები უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან დროებით 2,5 მგ-მდე, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი. მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის დროს (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ. ვწყ. სვ.-ზე დაბალი 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში) ლიზინოპრილი უნდა მოიხსნას.
აორტული და მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ლიზინოპრილი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიტრალური სარქველის სტენოზი და მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია, მაგალითად, აორტული სარქველის სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას (კკ <80 მლ/წთ) ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კკ-ის მიხედვით (იხ. ცხრილი 1 პუნქტში „გამოყენების წესი და დოზები“), ხოლო შემდეგში - თერაპიაზე პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით. სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის და კრეატინინის კონცენტრაციის რუტინული კონტროლი არის ამგვარი პაციენტების მკურნალობის სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის ნაწილი.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არტერიულმა ჰიპოტენზიამ აგფ ინჰიბიტორების დანიშვნის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ცნობილია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შემთხვევები, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის.
თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, აღინიშნება სისხლში შარდოვანას და სისხლის შრატში კრეატინინის მომატება, რაც როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. მაღალი ალბათობით, ამგვარი ეფექტი აღინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
იმავდროული რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს მატულობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით, დაბალი დოზების გამოყენებით და დოზის ფრთხილი ტიტრირებით. ვინაიდან დიურეტიკებმა შეიძლება გაამწვავონ ამგვარი მდგომარეობა, ლიზინოპრილით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი უნდა მოიხსნას და გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც არ აქვთ იმავდროულად თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებები, აღინიშნა სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება, ჩვეულებრივ უმნიშვნელო და ხანმოკლე, განსაკუთრებით ლიზინოპრილისა და დიურეტიკის ერთდროული გამოყენებისას. მაღალი ალბათობით ამგვარი ეფექტი აღინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან ლიზინოპრილის მოხსნა.
არ შეიძლება ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რაც განისაზღვრება, როგორც შრატში 177 მკმოლ/ლ-ზე მეტი კრეატინინი და/ან როდესაც პროტეინურია აღემატება 500 მგ-ს 24 საათში. მკურნალობის პერიოდში თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების შემთხვევაში (შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 265 მკმოლ/ლ-ზე მეტი ან ორჯერ უფრო მეტი საწყის დონესთან შედარებით), ექიმმა უნდა განიხილოს ლიზინოპრილის მოხსნის შესაძლებლობა.
ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
იშვიათ შემთხვევებში, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, მათ შორის ლიზინოპრილის გამოყენებისას, აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპების შემთხვევები. შეშუპება შეიძლება განვითარდეს მკურნალობისას ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ლიზინოპრილი, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა და იმყოფებოდეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სტაციონარში სიმპტომატიკის სრულად გასვლამდე. მხოლოდ ენის მიდამოშიც კი შეშუპების განვითარებისას სუნქთვის ფუნქციის თანმდევი დარღვევის გარეშე, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინური საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება საკმარისი არ იყოს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ლეტალური შედეგი ხორხის ან ენის ანგიონევროზული შეშუპების გამო. პაციენტებში ენის, ხმის იოგების ან ხორხის ჩართულობით სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი უფრო მაღალია, განსაკუთრებით სასუნთქი გზების მიდამოში ქირურგიული ჩარევისას ანამნეზში. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია გადაუდებელი თერაპია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის შეყვანას და/ან სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნებას. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სიმპტომების სრულ და მდგრად გაქრობამდე.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეგროიდულ რასას, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებული არ იყო აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, შეიძლება არსებობდეს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკი აგფ ინჰიბიტორების მიღებისას (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო. საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასიის პირველი დოზის მიღება არ უნდა დაიწყოს პრეპარატ დიროტონის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათით ადრე. ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათიის შემდეგ (იხ. ქვეთავები „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორებისა (მაგ.; ტამსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) ასევე ვილდაგლიპტინთან, შეიძლება ზრდიდეს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს (მაგ. საქსუნთქი გზების ან ენის შეშუპება) (იხ. ქვეთავები „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს რაცეკადოტრილით, mTOR ინჰიბიტორებითა და ვილდაგლიპტინით მკურნალობა ენიშნებათ სიფრთხილით.
ანაფილაქტოიდური რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე
ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე მაღალი გამტარობის მქონე მაღალგამტარი დიალიზური მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, AN69) და იმავდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს. ასეთ პაციენტებში, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა სახის დიალიზური მემბრანის ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური პრეპარატის გამოყენება.
ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს. ასეთი რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ყოველი აფერეზის წინ დროებით შეწყდება აგფ ინჰიბიტორის გამოყენება.
დესენსიბილიზაცია
დესენსიბილიზაციის დროს (მაგალითად, მწერთა შხამი) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს აღინიშნა მდგრადი ანაფილაქტოიდური რეაქციები. ასეთივე პაციენტებში აღნიშნული რეაქციების განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებით შეწყვეტისას, თუმცა, ისინი განმეორებით განვითარდა ამ პრეპარატების შემთხვევით მიღებისას.
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე განვითარდა სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებდა ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ზოგჯერ) იწვევდა ლეტალურ შედეგს. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი შესწავლილი არ არის. სიყვითლის ნიშნების განვითარებისას ან „ღვიძლისმიერი“ ფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვნად მომატებისას უნდა შეწყდეს ლიზინოპრილით მკურნალობა და პაციენტზე ჩატარდეს შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, დაფიქსირდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შემთხვევები. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სხვა დამამძიმებელი ფაქტორების გარეშე ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი გადიოდა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ლიზინოპრილი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლძარღვების კოლაგენოზის მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, იღებენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს ან აქვთ ამგვარი გამართულებელი ფაქტორების კომბინაცია, განსაკუთრებით, თუ იმავდროულად აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ზოგიერთ ასეთ პაციენტში განვითარდა სერიოზული ინფექციები, რომლებიც ზოგჯერ არ რეაგირებდნენ ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. თუ ლიზინოპრილი გამოიყენება ასეთ პაციენტებში, რეკომენდებულია ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი; გარდა ამისა, პაციენტებს უნდა აეხსნათ ინფექციების ნებისმიერი ნიშნების შესახებ ინფორმირების აუცილებლობა.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
მიღებულია მონაცემები იმის თაობაზე, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების რისკს (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს). ამ მიზეზით რეკომენდებული არ არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების ხარჯზე (იხ. „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).
თუ ორმაგი ბლოკადა აბსოლუტურად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების შემცველობის და არტერიული წნევის ზედმიწევნითი კონტროლით. დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებითა და ანგიოტენზინ II -ის რეცეპტორების ბლოკატორებით კომბინირებული თერაპიის გამოყენება.
რასა
ნეგროიდული რასის პაციენტებში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენელ პაციენტებში.
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, ნეგროიდული რასის პაციენტებში ლიზინოპრილი შეიძლება უფრო ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტებში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი სიხშირით.
ხველა
ცნობილია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას ხველის განვითარების შესახებ. ხველა, როგორც წესი, არის მშრალი, მდგრადი და წყდებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს აგფ ინჰიბიტორებით ინდუცირებული ხველის შესაძლებლობა.
ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია
იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ფართო ოპერაციული ჩარევა ან საერთო ანესთეზიისას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ლიზონპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოტყორცნის შემდეგ. თუ ვითარდება არტერიული ჰიპოტენზია, სავარაუდოდ ზემოთ აღწერილი მექანიზმის შედეგად, შეიძლება მოხდეს კორექცია მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით.
ჰიპერკალიემია
აგფ ინჰიბიტორები შესაძლოა იწვევდნენ კალიუმის მომატებულ შემცველობას სისხლის შრატში, რადგან ისინი ბლოკავენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას., როგორც წესი ეს ეფექტი კლინიკურად შეუმჩნეველია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი უფრო მაღალია თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენებისას და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმდამზოგავი დიურეტიკებს (სპირინოლაქტონს, ტრიამტერონს ან ამილოდილს), ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კომბინირებული ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი, ცნიბილი დასახელებით კოტრიმოქსაზოლი, და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტი ან ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორი). კალიუმდამზოგავი დიურეტიკების და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორის ერთდროული მიღება აუცილებელია სიფრთხილით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია გლუკოზის კონცენტრაციების უფრო მკაცრი კონტოლი აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველ თვეში, დამატებით წინმსწრები მკურნალობით ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებით (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ლითიუმის პრეპარატები
როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ლითიუმის პრეპარატებისა და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ჰიპოტენზიური პრეპარატები
ლიზინოპრილის სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სხვა სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები) გამოყენებისას შეიძლება მკვეთრად შემცირდეს არტერიული წნევა (ადიციური ეფექტი).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლიზინოპრილისა და ალისკირენ-შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორებთან, ანგოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან ან ალისკირენთან ერთად გამოყენებისას დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების მომატებულ რისკთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაბლოკირებელი მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკა“).
პრეპარატები ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკით
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო (იხ. ქვეთავები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და ძუძუმწოვრების უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორებისა (mTOR) (მაგ.; ტამსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) ნეიტრალური ენდოპეპტიდაზის ინჰიბიტორებთან ( მაგ.; რაცეკადოტრილი), პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორებთან ან ვილდაგლიპტინთან მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი (იხ. ქვეთავები „სიფრთხილის ზომები“).
დიურეტიკები
ლიზინოპრილთან ერთად დიურეზული საშუალებების გამოყენება, როგორც წესი, ახდენს დამატებით ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ლიზინოპრილის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ დიურეტიკებს ან რომლებსაც ცოტა ხნის წინ დაენიშნათ დიურეტიკები, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს დიურეტიკების მიღების შეწყვეტისას ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“ და „გამოყენების წესი და დოზები“).
კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმდამზოგავი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი მარილები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის გაზრდა სისხლის შრატში
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევებისას სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში რჩებოდა, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს, აღინიშნა ჰიპერკალიემია.
კალიუმდამზოგავი დიურეტიკების, (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვანი მომატება.
ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვან მომატებას (ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი) საჭიროა სიფრთხილე, რადგან ტრიმეტოპრიმი მოქმედებს , როგორც კალიუმდამზოგავი დიურეტიკი ამილორიდი. ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ლიზინოპრილის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
ციკლოსპორინი:
აგფ ინჰიბიტორებისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
ჰეპარინი:
აგფ ინჰიბიტორებისა და ჰეპარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
თუ ლიზინოპრილი ინიშნება არა-კალიუმდამზოგავ დიურეტიკებთან ერთად, ჰიპოკალიემია, ინდუცირებული დიურეტიკის მიღებით, შეიძლება შემცირდეს.
ლითიუმის პრეპარატები
აგფ ინჰიბიტორების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციების შექცევადი მომატება და ტოქსიკური ეფექტების განვითარება. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკი და გააძლიეროს უკვე მომატებული ლითიუმის ტოქსიკურობა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე. ლიზინოპრილისა და ლითიუმის პრეპარატების ერთრდოული გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუმცა, ამ კომბინაციის გამოყენების დადასტურებული აუცილებლობისას მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობა (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა დოზით >3გ/დღე-ღამეში.
აგფ ინჰიბიტორების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის სახით, ცოგ-2 და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება შესუსტდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. აგფ ინჰიბიტორების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი, მათ შორის, თირკმლის უკმარისობის და გაზარდოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისშივე ჰქონდათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია. ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, განხილული უნდა იყოს თირკმელების ფუნქციის კონტროლის აუცილებლობა კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შემდეგ და შემდგომში ის პერიოდულად უნდა ჩატარდეს.
ოქრო
ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები, მათ შორის ჰიპერემია, გულისრევა, თავბრუსხვევა და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება ძლიერ იყოს გამოხატული) ოქროს შემცველი საინექციო პრეპარატის შეყვანის შემდეგ (მაგალითად, ნატრიუმის აუროთიომალატი), დარეგისტრირდა უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური საშუალებები /ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებამ აგფ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი შემცირება (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
სიმპატომიმეტიკები
სიმპატომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორების და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების (ინსულინები, ჰიპოგლიკემიური პრეპარატები შიგნით მისაღებად) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. მოცემული მოვლენა უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს პრეპარატების კომბინაციით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, აგრეთვე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ნიტრატები
ლიზინოპრილის გამოყენება შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და/ან ნიტრატებთან ერთად.
ქსოვილური პლაზმინოგენის აქტივატორები
პლაზმინოგენის ქსოვილური აქტივატორებით იმავდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“). აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტები „უკუჩვნებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
სარწმუნო არ არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები ტერატოგენობის რისკის შესახებ, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუმცა, არ შეიძლება რისკის მცირედ მომატების გამორიცხვა. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება მიიჩნევა აუცილებლად, ის პაციენტები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, გადაყვანილ უნდა იქნენ ორსულობის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ საშუალებებზე. ორსულობის დადასტურებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობისას, დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.
ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ქალებში ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში აინდუცირებს ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, წყალნაკლულობა, ჩონჩხის ძვლების გაძვლოვანების შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). თუ აგფ ინჰიბიტორი გამოიყენება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და ქალას ულტრაბგერითი გამოკვლევა. აუცილებელია მკაცრი დაკვირვება იმ ახალშობილებზე, რომელთა დედები იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, არტერიული ჰიპოტენზიის დროულად გამოვლენის მიზნით (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
ძუძუთი კვება
ხელმისაწვდომი ინფორმაციის არ არსებობის გამო ლიზინოპრილის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. უმჯობესია უსაფრთხოების დადასტურებული პროფილის მქონე ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების გამოკვებისას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმებთან მუშაობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თავბრუსხვევის ან ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა.
შეფუთვა
14 ტაბლეტი პვქ მყარი ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
1,2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა ლიზინოპრილის და სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად (1/10)
ხშირად ( 1/100-დან <1/10-მდე)
არახშირად (1/1 000-დან <1/100-მდე)
იშვიათად ( 1/10 000-დან <1/1 000-მდე)
ძალიან იშვიათად (<1/10 000-დან)
სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“), ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
აუტოიმუნური დარღვევები
ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია
ფსიქიკის დარღვევები
განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები
ცნობიერების არევა
დეპრესია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
პარესთეზია, ვერტიგო, გემოს დარღვევა
პაროსმია (სუნის შეგრძნების დარღვევა)
გონების დაკარგვა
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიუმის ინფარქტი, სავარაუდოდ, არტერიული წნევის ძლიერ დაწევის ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“)
გახშირებული გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ორთოსტატიკური ეფექტები (არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით)
ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, სავარაუდოდ, არტერიული წნევის ძლიერი დაწევის გამო მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“), რეინოს სინდრომი
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
რინიტი
ბრონქნოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი, ეოზინოფილური პნევმონია
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
დიარეა, ღებინება
გულისრევა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა
პირის სიმშრალე
პანკრეატიტი,
ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ *
გამონაყარი, ქავილი
ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპება („სიფრთხილის ზომები“).
ოფლიანობა, პემფიგუსი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, კანის კეთილთვისებიანი ლიმფადენოზი
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ურემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა
ოლიგურია/ანურია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იმპოტენცია
გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
მომატებული დაღლილობა, ასთენია
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებზე
სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება, ჰიპერკალიემია, „ღვიძლისმიერი“ ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპეკალიემია
ჰემატოკრიტის დაქვეითება, ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპონატრიემია
- ცნობილია სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ შემდეგ სიმპტომს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი რეაქცია ანტინუკლეალურ ანტისხეულზე (АНА), ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან სხვა ცვლილებები კანის მხრივ.
ბავშვები
კლინიკური კვლევებისას მიღებული უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მოწმობს, რომ ლიზინოპრილი, მთლიანობაში, კარგად გადაიტანება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში და რომ უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ისეთივეა, როგორც მოზრდილ პაციენტებში.
ჭარბი დოზა
მონაცემები ადამიანში ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. აგფ ინჰიბიტორების ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს არტერიულ ჰიპოტენზიას, კოლაფსს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გახშირებულ გულისცემას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას.
ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურად შეყვანა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისას შეიძლება აგრეთვე განხილული იყოს ანგიოტენზინ II-ის ინფუზიის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის მიზანშეწონილობა.
თუ პრეპარატი მიღებულია ცოტა ხნის წინ, აუცილებელია გატარდეს ზომები ლიზინოპრილის გამოსადევნად(მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, სორბენტების და ნატრიუმის სულფატის შეყვანა). ლიზინოპრილის გამოდევნა სისტემური სისხლის ნაკადიდან შეიძლება ჰემოდიალიზით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები’).
მედიკამენტოზური თერაპიისადმი მდგრადი ბრადიკარდიის განვითარებისას ნაჩვენებია რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება. აუცილებელია სიცოცხლის ძირითადი მაჩვენებლების, სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციების მუდმივი კონტროლი.
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ტაბლეტები 5 მგ
მოქმედი ნივთიერება:
5 მგ ლიზინოპრილი (5.44 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მანიტი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
ტაბლეტები 10 მგ
მოქმედი ნივთიერება:
10 მგ ლიზინოპრილი (10.89 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.

ტაბლეტები 20 მგ
მოქმედი ნივთიერება:
20 მგ ლიზინოპრილი (21.77 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.

აღწერა
ტაბლეტები 5 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს გრავირებით „5“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები 10 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ოთხკუთხა, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „10“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები 20 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ხუთკუთხა, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „20“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
შენახვის პირობები
ინახება +15ºС до + 30 ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ. 19-21, უნგრეთი
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს.კანდელაკის ქ. №8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003 ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი, რუდაკის პროსპექტი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5-ე სართული, ოფისი 507,508
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ათათურქის ქუჩა, სახლი 82, ბერკარარის ბიზნეს -ცენტრი, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11

ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქალ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ბ. 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. აგფ ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: С09AA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ლიზინოპრილი არის ფერმენტ პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორი. აინჰიბირებს ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ახდენს ანგიოტენზინ I-ის ვაზოკონსტრიქტორულ პეპტიდად ანგოტენზინ II-ად გარდაქმნის კატალიზებას. ანგიოტენზინი II აგრეთვე ასტიმულირებს თირკმელზედა ქერქის მიერ ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება ვაზოპრესორული აქტივობა და ალდოსტერონის სეკრეცია. ამ უკანასკნელის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის გაზრდა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ვინაიდან მიიჩნევა, რომ იმ მექანიზმის საფუძველი, რომლითაც ხდება ლიზინოპრილის მიერ არტერიული წნევის დაწევა, უპირველ ყოვლისა, არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვა, ლიზინოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია რენინის დაბალი დონით. აგფ არის კინინაზა II-ის - ფერმენტის, რომელიც ანადგურებს ბრადიკინინს, იდენტური. ასრულებს თუ არა რაიმე როლს ძლიერი ვაზოდილატატორული პეპტიდის ბრადიკინინის მომატებული კონცენტრაციები ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტებში, ჯერ კიდევ გასარკვევია.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ლიზინოპრილის ზეგავლენა ავადობასა და სიკვდილიანობაზე გულის უკმარისობისას შესწავლილ იქნა ლიზინოპრილის მაღალი დოზის (32,5 მგ ან 35 მგ დღეში ერთჯერ) შედარებით დაბალ დოზასთან (2,5 მგ ან 5 მგ დღეში ერთჯერ). კვლევაში მონაწილეობდა 3164 პაციენტი შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდით, რომელიც გრძელდებოდა 46 თვე (გადარჩენილი პაციენტების შემთხვევაში). ლიზინოპრილის მაღალი დოზა უზრუნველყოფდა რისკის შემცირებას 12%-ით კომბინირებული საბოლოო წერტილის მიხედვით: სიკვდილი ყველა სახის მიზეზით და ჰოსპიტალიზაცია ყველა სახის მიზეზით (p=0,002) და ყველა სახის მიზეზით სიკვდილის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირებას 8%-ით (p=0,036) დაბალ დოზასთან შედარებით. აღინიშნა ყველა მიზეზით სიკვდილის (8%; p=0,128) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილის რისკის შემცირება (10%; p=0,073). რეტროსპექტული ანალიზის დროს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა შემცირდა 24%-ით (p=0,002) იმ პაციეტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ დაბალ დოზებს.
სიმპტომების ცვლილებები ლიზინოპრილის დაბალი და მაღალი დოზების მიმღებ პაციენტებში იყო ერთი და იგივე.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არასასურველი მოვლენების საერთო პროფილი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ ან დაბალ დოზებს, ერთი და იგივე იყო, როგორც ხასიათის, ისე რაოდენობრივი პარამეტრების მიხედვით. პროგნოზირებადი არასასურველი მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა აგფ-ის ინჰიბირების შედეგად, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კარგად ექვემდებარებოდა კორექციას და იშვიათად იწვევდა მკურნალობის მოხსნას. ხველა უფრო იშვიათად ვლინდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დაბალ დოზებს.
GISSI-3 კვლევისას გამოიყენებოდა 2x2 ფაქტორიალური დიზაინი ლიზინოპრილისა და გლიცერილტრინიტრატის (ნიტროგლიცერინის) ეფექტების შესადარებლად, რომლებიც გამოიყენებოდა ცალ-ცალკე ან კომბინაციაში 6 კვირის განმავლობაში, საკონტროლო ჯგუფში. კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობდა 19394 პაციენტი, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ, ლიზინოპრილი უზრუნველყოფდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას, რაც შეადგენდა 11%-ს, საკონტროლოსთან შედარებით (2p=0,03). რისკის შემცირება ნიტროგლიცერინის მიღებისას არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, თუმცა, ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის კომბინაცია იწვევდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას, რაც შეადგენდა 17%-ს, საკონტროლოსთან შედარებით (2p=0,02). ხანდაზმული ადამიანების ქვეჯგუფში (ასაკი >70 წელი) და ქალებში, რომლებიც მიიჩნეოდნენ სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ მყოფად, მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოვლინდა კომბინირებულ საბოლოო წერტილთან მიმართებაში: სიკვდილიანობა და გულის ფუნქცია. კომბინირებული საბოლოო წერტილი ყველა პაციენტისთვის, აგრეთვე რისკის ქვეშ მყოფი ქვეჯგუფისთვის, 6 თვის შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს ან ლიზინოპრილს პლუს ნიტროგლიცერინი 6 კვირის განმავლობაში, რაც მიუთითებდა ლიზინოპრილის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. როგორც ნებისმიერი ვაზოდილატატორული თერაპიის გამოყენებისას, ლიზინოპრილით მკურნალობისას აღინიშნა არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების სიხშირის მომატება, თუმცა, ამ მოვლენას თან არ ახლდა სიკვდილიანობის პროპორციულად მომატება.
ორმაგი ბრმა რანდომიზებული მრავალცენტრული კვლევისას (N=335), რომლის დროსაც ხდებოდა ლიზინოპრილის შედარება კალციუმის არხის ბლოკატორებთან იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ არტერიული ჰიპერტენზია და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი საწყისი ნეფროპათიით მიკროალბუმინურიით, 10-20 მგ ლიზინოპრილის მიღება დღე-ღამეში ერთხელ 12 თვის განმავლობაში, ამცირებს სისტოლურ/დიასტოლურ არტერიულ წნევას 13/10 მმ.ვწყ.სვ.-მდე, ხოლო ალბუმინის შარდით ექსკრეციას - 40%-ით. კალციუმის არხის ბლოკატორებთან შედარებით, რომელმაც გამოიწვია არტერიული წნევის ასეთივე დაწევა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს, გამოვლინდა შარდით ალბუმინის ექსკრეციის მნიშვნელოვნად უფრო მეტი დაქვეითება, რაც მოწმობს იმას, რომ ლიზინოპრილის აგფ-მაინჰიბირებელი მოქმედება, ანტიჰიპერტენზიულ ეფექტთან დამატებით, ასევე ამცირებდა მიკროალბუმინურიას თირკმელების ქსოვილებზე პირდაპირი ზემოქმედებით.
ლიზინოპრილით მკურნალობა გავლენას არ ახდენს გლიკემიის კონტროლზე, რაც დასტურდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონეებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის არარსებობით.
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები
ორი მსხვილი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევისას (ONTARGET [კვლევა, რომელიც გრძელდებოდა საბოლოო შედეგის მიღწევამდე, ტელმისარტანის მოქმედების შესასწავლად ცალკე და რამიპრილთან ერთად] და VANEPHRON-D [დიაბეტური ნეფროპათიის კვლევა, რომელიც ტარდებოდა ვეტერანების საქმეთა სამინისტროს მიერ]) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორის გამოყენება ანგიოტენზინ II -ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად.
ONTARGET კვლევა ტარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნებით. VA NEPHRON-D კვლევა ტარდებოდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. ამ კვლევებით არ გამოვლენილა არსებითი ხელსაყრელი ზემოქმედება თირკმელების ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სიკვდილიანობაზე, ამავე დროს აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების და/ან არტერიული ჰიპოტენზიის მომატებული რისკი, მონოთერაპიასთან შედარებით.
ანალოგიური ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეს მონაცემები ასევე აქტუალურია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების შემთხვევაშიც.
ამის გამო, რეკომენდებული არ არის აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთობლივი გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
გარდა ამისა, ჩატარდა ALTITUDE კვლევა (ალისკირენის მოქმედების შესწავლა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სადაც საბოლოო წერტილების სახით გამოიყენებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების ფუნქციების ცვლილებები), რომლის დროსაც მოწმდებოდა სტანდარტულ თერაპიაზე (აგფ ინჰიბიტორი ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი) ალისკირენის დამატების უპირატესობა ტიპი 2 დიაბეტის ან თირკმელების ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივე დაავადებების მქონე პაციენტებში.
კვლევა ვადაზე ადრე დასრულდა არასასურველი შედეგების მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ლეტალური შედეგი და ინსულტი უფრო ხშირად აღინიშნებოდა იმ ჯგუფში, რომელშიც დამატებული იყო ალისკირენი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ამას გარდა, არასასურველი მოვლენები და სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად აღინიშნა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვები და მოზარდები
6-16 წლის ასაკის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 115 ბავშვის კლინიკური კვლევისას 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტები იღებდნენ 0,625 მგ, 2,5 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს დღეში ერთხელ, ხოლო 50 კგ და მეტი წონის პაციენტები იღებდნენ 1,25 მგ, 5 მგ ან 40 მგ ლიზინოპრილს დღეში ერთხელ. 2 კვირის შემდეგ ლიზინოპრილი, რომელიც მიიღებოდა დღეში ერთხელ, ამცირებდა არტერიულ წნევას დოზადამოკიდებულად მდგრადი ანტიჰიპერტენზიული ეფექტიანობით, რაც ვლინდებოდა 1,25 მგ-ზე მაღალი დოზების შემთხვევაში.
ეს ეფექტი დადასტურდა მოხსნის ფაზაში, როდესაც დიასტოლური არტერიული წნევა მატულობდა დაახლოებით 9 მმ.ვწყ.სვ.-ით უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს ჯგუფში, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ ლიზინოპრილის საშუალო და მაღალი დოზების ჯგუფებში. ლიზინოპრილის დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი რამდენიმე დემოგრაფიულ ქვეჯგუფებში იყო ერთიდაიგივე: ასაკი, ტანერის სტადიები, სქესი და რასა.
ფარმაკოკინეტიკა
ლიზინოპრილი - სულფჰიდრილური ჯგუფის არშემცველი აგფ ინჰიბიტორი, აქტიური შიგნით მიღებისას.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ლიზინოპრილის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში ვლინდება დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ამასთან, აღინიშნა სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის დროის უმნიშვნელო გაზრდისკენ ტენდენცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში. შარდით გამოყოფის შესახებ მონაცემების საფუძველზე, ლიზინოპრილის შეწოვის საშუალო ხარისხი შეადგენს დაახლოებით 25%-ს, ვარიაბელობა სხვადასხვა პაციენტებში შეადგენს 6-დან 60%-მდე გამოკვლეული დოზების დიაპაზონში (5-დან 80 მგ-მდე). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 16%-მდე. ლიზინოპრილის შეწოვა დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
გადანაწილება
ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, გარდა მოცირკულირე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტისა. ვირთხებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიზინოპრილი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
გამოყოფა
ლიზინოპრილი არ მეტაბოლიზდება და გამოიდევნება შარდით უცვლელი სახით. ლიზინოპრილის მრავალჯერადად გამოყენებისას ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12,6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ს. სისხლის შრატში კონცენტრაციების შემცირებას გააჩნია პროლონგირებული ტერმინალური ფაზა, რაც ხელს არ უწყობს პრეპარატის ორგანიზმში დაგროვებას. მოცემული ტერმინალური ფაზა, სავარაუდოდ, წარმოადგენს აგფ-თან გაჯერებულ შეკავშირებას და არ არის დოზასთან პროპორციული.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში იწვევდა ლიზინოპრილის შეწოვის დაქვეითებას (დაახლოებით 30%-ით, შარდით გამოდევნის შესახებ მონაცემების მიხედვით), თუმცა, პრეპარატის ზემოქმედება მატულობდა (დაახლოებით 50%-ით) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, კლირენსის დაქვეითების გამო.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა აქვეითებს ლიზინოპრილის გამოდევნას, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით, თუმცა, დაქვეითება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენს 30 მლ/წთ-ს. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-დან 80 მლ/წთ-მდე) AUC-ის საშუალო მნიშვნელობა იზრდება მხოლოდ 13%-ით, მაშინ როცა, თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 5-დან 30 მლ/წთ-მდე) აღინიშნება AUC-ის საშუალო მნიშვნელობის მომატება 4,5-ჯერ. ლიზინოპრილი ორგანიზმიდან შეიძლება გამოდევნილი იყოს ჰემოდიალიზით. ჰემოდიალიზის 4 საათის შემდეგ ლიზინოპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდებოდა საშუალოდ 60%-ით, ხოლო დიალიზური კლირენსი იყო 40-დან 55 მლ/წთ-მდე.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (AUC-ის მომატება საშუალოდ 125%-ით), თუმცა, შარდით გამოყოფის შესახებ მონაცემების საფუძველზე, ლიზინოპრილის შეწოვა მცირდება დაახლოებით 16%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ბავშვები და მოზარდები
ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გამოკვლეულ იქნა 6-დან 16 წლამდე ასაკის 29 პაციენტში, რომლებსაც ჰქონდათ არტერიული ჰიპერტენზია, გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარით 30 მლ/წთ/1,73 მ2-ზე მეტი. 0,1-0,2 მგ/კგ დოზების მიღების შემდეგ ლიზინოპრილის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიღწეულ იქნა 6 საათის განმავლობაში, ხოლო შეწოვის ხარისხი, შარდთან ერთად გამოდევნის მონაცემების საფუძველზე, შეადგენდა დაახლოებით 28%-ს. ეს მნიშვნელობები იმ მნიშვნელობების ანალოგიურია, რომლებიც ადრე მიღებული იყო მოზრდილებში.
AUC და Cmax მნიშვნელობები ბავშვებში და მოზარდებში ამ კვლევის დროს ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლიზინოპრილის უფრო მაღალი კონცენტრაციები და „სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის - დროის“ მრუდქვეშ ფართობის უფრო მაღალი მაჩვენებლები (დაახლოებით 60%-ზე მეტი), ვიდრე კვლევის უფრო ახალგაზრდა მონაწილეებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
დიროტონი ®(DIROTON®)
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად):
ლიზინოპრილი (lisinopril)
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ტაბლეტები 5 მგ
მოქმედი ნივთიერება:
5 მგ ლიზინოპრილი (5.44 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მანიტი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
ტაბლეტები 10 მგ
მოქმედი ნივთიერება:
10 მგ ლიზინოპრილი (10.89 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მანიტი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
ტაბლეტები 20 მგ
მოქმედი ნივთიერება:
20 მგ ლიზინოპრილი (21.77 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მანიტი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
აღწერა
ტაბლეტები 5 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს გრავირებით „5“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები 10 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ოთხკუთხა, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „10“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები 20 მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ხუთკუთხა, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „20“ და მეორე მხარეს - გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. აგფ ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: С09AA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ლიზინოპრილი არის ფერმენტ პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორი. აინჰიბირებს ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ახდენს ანგიოტენზინ I-ის ვაზოკონსტრიქტორულ პეპტიდად ანგოტენზინ II-ად გარდაქმნის კატალიზებას. ანგიოტენზინი II აგრეთვე ასტიმულირებს თირკმელზედა ქერქის მიერ ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება ვაზოპრესორული აქტივობა და ალდოსტერონის სეკრეცია. ამ უკანასკნელის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის გაზრდა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ვინაიდან მიიჩნევა, რომ იმ მექანიზმის საფუძველი, რომლითაც ხდება ლიზინოპრილის მიერ არტერიული წნევის დაწევა, უპირველ ყოვლისა, არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვა, ლიზინოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია რენინის დაბალი დონით. აგფ არის კინინაზა II-ის - ფერმენტის, რომელიც ანადგურებს ბრადიკინინს, იდენტური. ასრულებს თუ არა რაიმე როლს ძლიერი ვაზოდილატატორული პეპტიდის ბრადიკინინის მომატებული კონცენტრაციები ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტებში, ჯერ კიდევ გასარკვევია.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ლიზინოპრილის ზეგავლენა ავადობასა და სიკვდილიანობაზე გულის უკმარისობისას შესწავლილ იქნა ლიზინოპრილის მაღალი დოზის (32,5 მგ ან 35 მგ დღეში ერთჯერ) შედარებით დაბალ დოზასთან (2,5 მგ ან 5 მგ დღეში ერთჯერ). კვლევაში მონაწილეობდა 3164 პაციენტი შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდით, რომელიც გრძელდებოდა 46 თვე (გადარჩენილი პაციენტების შემთხვევაში). ლიზინოპრილის მაღალი დოზა უზრუნველყოფდა რისკის შემცირებას 12%-ით კომბინირებული საბოლოო წერტილის მიხედვით: სიკვდილი ყველა სახის მიზეზით და ჰოსპიტალიზაცია ყველა სახის მიზეზით (p=0,002) და ყველა სახის მიზეზით სიკვდილის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირებას 8%-ით (p=0,036) დაბალ დოზასთან შედარებით. აღინიშნა ყველა მიზეზით სიკვდილის (8%; p=0,128) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილის რისკის შემცირება (10%; p=0,073). რეტროსპექტული ანალიზის დროს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა შემცირდა 24%-ით (p=0,002) იმ პაციეტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ დაბალ დოზებს.
სიმპტომების ცვლილებები ლიზინოპრილის დაბალი და მაღალი დოზების მიმღებ პაციენტებში იყო ერთი და იგივე.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არასასურველი მოვლენების საერთო პროფილი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ ან დაბალ დოზებს, ერთი და იგივე იყო, როგორც ხასიათის, ისე რაოდენობრივი პარამეტრების მიხედვით. პროგნოზირებადი არასასურველი მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა აგფ-ის ინჰიბირების შედეგად, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კარგად ექვემდებარებოდა კორექციას და იშვიათად იწვევდა მკურნალობის მოხსნას. ხველა უფრო იშვიათად ვლინდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დაბალ დოზებს.
GISSI-3 კვლევისას გამოიყენებოდა 2x2 ფაქტორიალური დიზაინი ლიზინოპრილისა და გლიცერილტრინიტრატის (ნიტროგლიცერინის) ეფექტების შესადარებლად, რომლებიც გამოიყენებოდა ცალ-ცალკე ან კომბინაციაში 6 კვირის განმავლობაში, საკონტროლო ჯგუფში. კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობდა 19394 პაციენტი, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ, ლიზინოპრილი უზრუნველყოფდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას, რაც შეადგენდა 11%-ს, საკონტროლოსთან შედარებით (2p=0,03). რისკის შემცირება ნიტროგლიცერინის მიღებისას არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, თუმცა, ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის კომბინაცია იწვევდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას, რაც შეადგენდა 17%-ს, საკონტროლოსთან შედარებით (2p=0,02). ხანდაზმული ადამიანების ქვეჯგუფში (ასაკი >70 წელი) და ქალებში, რომლებიც მიიჩნეოდნენ სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ მყოფად, მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოვლინდა კომბინირებულ საბოლოო წერტილთან მიმართებაში: სიკვდილიანობა და გულის ფუნქცია. კომბინირებული საბოლოო წერტილი ყველა პაციენტისთვის, აგრეთვე რისკის ქვეშ მყოფი ქვეჯგუფისთვის, 6 თვის შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს ან ლიზინოპრილს პლუს ნიტროგლიცერინი 6 კვირის განმავლობაში, რაც მიუთითებდა ლიზინოპრილის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. როგორც ნებისმიერი ვაზოდილატატორული თერაპიის გამოყენებისას, ლიზინოპრილით მკურნალობისას აღინიშნა არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების სიხშირის მომატება, თუმცა, ამ მოვლენას თან არ ახლდა სიკვდილიანობის პროპორციულად მომატება.
ორმაგი ბრმა რანდომიზებული მრავალცენტრული კვლევისას (N=335), რომლის დროსაც ხდებოდა ლიზინოპრილის შედარება კალციუმის არხის ბლოკატორებთან იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ არტერიული ჰიპერტენზია და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი საწყისი ნეფროპათიით მიკროალბუმინურიით, 10-20 მგ ლიზინოპრილის მიღება დღე-ღამეში ერთხელ 12 თვის განმავლობაში, ამცირებს სისტოლურ/დიასტოლურ არტერიულ წნევას 13/10 მმ.ვწყ.სვ.-მდე, ხოლო ალბუმინის შარდით ექსკრეციას - 40%-ით. კალციუმის არხის ბლოკატორებთან შედარებით, რომელმაც გამოიწვია არტერიული წნევის ასეთივე დაწევა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს, გამოვლინდა შარდით ალბუმინის ექსკრეციის მნიშვნელოვნად უფრო მეტი დაქვეითება, რაც მოწმობს იმას, რომ ლიზინოპრილის აგფ-მაინჰიბირებელი მოქმედება, ანტიჰიპერტენზიულ ეფექტთან დამატებით, ასევე ამცირებდა მიკროალბუმინურიას თირკმელების ქსოვილებზე პირდაპირი ზემოქმედებით.
ლიზინოპრილით მკურნალობა გავლენას არ ახდენს გლიკემიის კონტროლზე, რაც დასტურდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონეებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის არარსებობით.
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები
ორი მსხვილი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევისას (ONTARGET [კვლევა, რომელიც გრძელდებოდა საბოლოო შედეგის მიღწევამდე, ტელმისარტანის მოქმედების შესასწავლად ცალკე და რამიპრილთან ერთად] და VANEPHRON-D [დიაბეტური ნეფროპათიის კვლევა, რომელიც ტარდებოდა ვეტერანების საქმეთა სამინისტროს მიერ]) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორის გამოყენება ანგიოტენზინ II -ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად.
ONTARGET კვლევა ტარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნებით. VA NEPHRON-D კვლევა ტარდებოდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. ამ კვლევებით არ გამოვლენილა არსებითი ხელსაყრელი ზემოქმედება თირკმელების ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სიკვდილიანობაზე, ამავე დროს აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების და/ან არტერიული ჰიპოტენზიის მომატებული რისკი, მონოთერაპიასთან შედარებით.
ანალოგიური ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეს მონაცემები ასევე აქტუალურია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების შემთხვევაშიც.
ამის გამო, რეკომენდებული არ არის აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთობლივი გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
გარდა ამისა, ჩატარდა ALTITUDE კვლევა (ალისკირენის მოქმედების შესწავლა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სადაც საბოლოო წერტილების სახით გამოიყენებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების ფუნქციების ცვლილებები), რომლის დროსაც მოწმდებოდა სტანდარტულ თერაპიაზე (აგფ ინჰიბიტორი ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი) ალისკირენის დამატების უპირატესობა ტიპი 2 დიაბეტის ან თირკმელების ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივე დაავადებების მქონე პაციენტებში.
კვლევა ვადაზე ადრე დასრულდა არასასურველი შედეგების მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ლეტალური შედეგი და ინსულტი უფრო ხშირად აღინიშნებოდა იმ ჯგუფში, რომელშიც დამატებული იყო ალისკირენი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ამას გარდა, არასასურველი მოვლენები და სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად აღინიშნა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვები და მოზარდები
6-16 წლის ასაკის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 115 ბავშვის კლინიკური კვლევისას 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტები იღებდნენ 0,625 მგ, 2,5 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს დღეში ერთხელ, ხოლო 50 კგ და მეტი წონის პაციენტები იღებდნენ 1,25 მგ, 5 მგ ან 40 მგ ლიზინოპრილს დღეში ერთხელ. 2 კვირის შემდეგ ლიზინოპრილი, რომელიც მიიღებოდა დღეში ერთხელ, ამცირებდა არტერიულ წნევას დოზადამოკიდებულად მდგრადი ანტიჰიპერტენზიული ეფექტიანობით, რაც ვლინდებოდა 1,25 მგ-ზე მაღალი დოზების შემთხვევაში.
ეს ეფექტი დადასტურდა მოხსნის ფაზაში, როდესაც დიასტოლური არტერიული წნევა მატულობდა დაახლოებით 9 მმ.ვწყ.სვ.-ით უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს ჯგუფში, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ ლიზინოპრილის საშუალო და მაღალი დოზების ჯგუფებში. ლიზინოპრილის დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი რამდენიმე დემოგრაფიულ ქვეჯგუფებში იყო ერთიდაიგივე: ასაკი, ტანერის სტადიები, სქესი და რასა.
ფარმაკოკინეტიკა
ლიზინოპრილი - სულფჰიდრილური ჯგუფის არშემცველი აგფ ინჰიბიტორი, აქტიური შიგნით მიღებისას.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ლიზინოპრილის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში ვლინდება დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ამასთან, აღინიშნა სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის დროის უმნიშვნელო გაზრდისკენ ტენდენცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში. შარდით გამოყოფის შესახებ მონაცემების საფუძველზე, ლიზინოპრილის შეწოვის საშუალო ხარისხი შეადგენს დაახლოებით 25%-ს, ვარიაბელობა სხვადასხვა პაციენტებში შეადგენს 6-დან 60%-მდე გამოკვლეული დოზების დიაპაზონში (5-დან 80 მგ-მდე). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 16%-მდე. ლიზინოპრილის შეწოვა დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
გადანაწილება
ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, გარდა მოცირკულირე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტისა. ვირთხებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიზინოპრილი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
გამოყოფა
ლიზინოპრილი არ მეტაბოლიზდება და გამოიდევნება შარდით უცვლელი სახით. ლიზინოპრილის მრავალჯერადად გამოყენებისას ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12,6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ს. სისხლის შრატში კონცენტრაციების შემცირებას გააჩნია პროლონგირებული ტერმინალური ფაზა, რაც ხელს არ უწყობს პრეპარატის ორგანიზმში დაგროვებას. მოცემული ტერმინალური ფაზა, სავარაუდოდ, წარმოადგენს აგფ-თან გაჯერებულ შეკავშირებას და არ არის დოზასთან პროპორციული.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში იწვევდა ლიზინოპრილის შეწოვის დაქვეითებას (დაახლოებით 30%-ით, შარდით გამოდევნის შესახებ მონაცემების მიხედვით), თუმცა, პრეპარატის ზემოქმედება მატულობდა (დაახლოებით 50%-ით) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, კლირენსის დაქვეითების გამო.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა აქვეითებს ლიზინოპრილის გამოდევნას, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით, თუმცა, დაქვეითება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენს 30 მლ/წთ-ს. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-დან 80 მლ/წთ-მდე) AUC-ის საშუალო მნიშვნელობა იზრდება მხოლოდ 13%-ით, მაშინ როცა, თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 5-დან 30 მლ/წთ-მდე) აღინიშნება AUC-ის საშუალო მნიშვნელობის მომატება 4,5-ჯერ. ლიზინოპრილი ორგანიზმიდან შეიძლება გამოდევნილი იყოს ჰემოდიალიზით. ჰემოდიალიზის 4 საათის შემდეგ ლიზინოპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდებოდა საშუალოდ 60%-ით, ხოლო დიალიზური კლირენსი იყო 40-დან 55 მლ/წთ-მდე.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (AUC-ის მომატება საშუალოდ 125%-ით), თუმცა, შარდით გამოყოფის შესახებ მონაცემების საფუძველზე, ლიზინოპრილის შეწოვა მცირდება დაახლოებით 16%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ბავშვები და მოზარდები
ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გამოკვლეულ იქნა 6-დან 16 წლამდე ასაკის 29 პაციენტში, რომლებსაც ჰქონდათ არტერიული ჰიპერტენზია, გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარით 30 მლ/წთ/1,73 მ2-ზე მეტი. 0,1-0,2 მგ/კგ დოზების მიღების შემდეგ ლიზინოპრილის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიღწეულ იქნა 6 საათის განმავლობაში, ხოლო შეწოვის ხარისხი, შარდთან ერთად გამოდევნის მონაცემების საფუძველზე, შეადგენდა დაახლოებით 28%-ს. ეს მნიშვნელობები იმ მნიშვნელობების ანალოგიურია, რომლებიც ადრე მიღებული იყო მოზრდილებში.
AUC და Cmax მნიშვნელობები ბავშვებში და მოზარდებში ამ კვლევის დროს ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლიზინოპრილის უფრო მაღალი კონცენტრაციები და „სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის - დროის“ მრუდქვეშ ფართობის უფრო მაღალი მაჩვენებლები (დაახლოებით 60%-ზე მეტი), ვიდრე კვლევის უფრო ახალგაზრდა მონაწილეებში.
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მკურნალობა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
სტაბილური ჰემოდინამიკის მქონე პაციენტების მოკლევადიანი (6 კვირა) მკურნალობა 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
დიაბეტური ნეფროპათია
არტერიული ჰიპერტენზიის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ნეფროპათიის საწყისი სტადიის მქონე პაციენტებში თირკმელების დაზიანების მკურნალობა (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარტის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“, ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორის მიმართ.
ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), დაკავშირებული მანამდე სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
ორსულობის II და III ტრიმესტრები (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“ და „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
პრეპარატ დიროტონის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) (იხ. პუნქტები „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).
ერთდროული მიღება საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან. არ უნდა დაიწყოს პრეპარატ დიროტონის მიღება, საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათით ადრე. (იხ. ქვეთავები „სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“). აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტები „უკუჩვნებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
სარწმუნო არ არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები ტერატოგენობის რისკის შესახებ, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუმცა, არ შეიძლება რისკის მცირედ მომატების გამორიცხვა. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება მიიჩნევა აუცილებლად, ის პაციენტები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, გადაყვანილ უნდა იქნენ ორსულობის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ საშუალებებზე. ორსულობის დადასტურებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობისას, დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.
ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ქალებში ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში აინდუცირებს ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, წყალნაკლულობა, ჩონჩხის ძვლების გაძვლოვანების შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). თუ აგფ ინჰიბიტორი გამოიყენება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და ქალას ულტრაბგერითი გამოკვლევა. აუცილებელია მკაცრი დაკვირვება იმ ახალშობილებზე, რომელთა დედები იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, არტერიული ჰიპოტენზიის დროულად გამოვლენის მიზნით (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
ძუძუთი კვება
ხელმისაწვდომი ინფორმაციის არ არსებობის გამო ლიზინოპრილის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. უმჯობესია უსაფრთხოების დადასტურებული პროფილის მქონე ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების გამოკვებისას.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, კლინიკური გამოვლინებებით და პრეპარატის არტერიულ წნევაზე მოქმედების მიხედვით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატ დიროტონის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან ჰიპოტენზიური საშუალებების სხვა კლასებთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“).
საწყისი დოზა
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატული აქტივაციის მქონე პაციენტებში (კერძოდ, რენოვასკულური ჰიპერტენზიის დროს, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვის მქონე პაციენტებში და/ან ჰიპოვოლემიის, გულის მუშაობის დეკომპენსაციის ან მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში) საწყისი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო გამოხატული დაწევა. ასეთ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5-5 მგ-ს. ამასთან, თერაპიის დაწყებისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება. თირკმლის უკმარისობისას რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (იხ. ქვემოთ ცხრილი 1).
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
შემანარჩუნებელი დოზა
ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. როგორც წესი, თუ თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში განსაზღვრული დოზების გამოყენებისას, შეიძლება დოზის შემდგომი მომატება. გრძელვადიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გამოყენებულ მაქსიმალურ დოზას შეადგენდა 80 მგ დღე-ღამეში.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს
პრეპარატ დიროტონით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს. ამის გამო, ასეთი პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ელექტროლიტების დაკარგვის/ჰიპოვოლემიის რისკის გამო. შესაძლებლობის მიხედვით, დიურეტიკები უნდა მოიხსნას პრეპარატ დიროტონით თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც არ შეიძლება დიურეტიკების მოხსნა, პრეპარატ დიროტონით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ. ამასთან, ნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი. შემდგომში პრეპარატ დიროტონის დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის დონის მიხედვით. აუცილებლობისას, შეიძლება განახლდეს მკურნალობა დიურეტიკებით (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობისას
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1. დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
საწყისი დოზა (მგ/დღე-ღამეში)
10 მლ/წთ-ზე ნაკლები
(ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)
2,5 მგ*
10-30 მლ/წთ
2,5-5 მგ
31-80 მლ/წთ
5-10 მგ
- დოზა და/ან მიღების სიხშირე უნდა შეირჩეს არტერიული წნევის დონის გათვალისწინებით.
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს არტერიული წნევის სასურველი მნიშვნელობების მიღწევამდე ან მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღე-ღამეში.
გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში 6-16 წლის ასაკში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ 20-50 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში და 5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღე-ღამეში 20-50 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში და 40 მგ-ს 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კვლევისას შესწავლილი არ ყოფილა 0,61 მგ/კგ-ზე სხეულის მასა მაღალი დოზები (ან 40 მგ-ზე მეტი დოზები) (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).
თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში აუცილებელია დაინიშნოს უფრო ნაკლები საწყისი დოზა ან გაიზარდოს ინტერვალი დოზების მომატებებს შორის.
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დიროტონი გამოიყენება დიურეტიკებთან ერთად დამატებითი საშუალების სახით და, აუცილებლობისას, კრაზანას პრეპარატებთან ან ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“). საწყისი დოზა შეიძლება იყოს 2,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ, ამასთან, მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით არტერიულ წნევაზე ეფექტის შესაფასებლად.
დოზის მომატებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს შემდეგი:
დოზის მომატების ნაბიჯი არ უნდა იყოს 10 მგ-ზე მეტი
ინტერვალი დოზების მომატებებს შორის არ უნდა იყოს 2 კვირაზე ნაკლები
დოზა უნდა გაიზარდოს მაქსიმალურ ასატან დოზამდე (3 მგ დღე-ღამეში ერთხელ).
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
სიმპტომური ჰიპოტენზიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ელექტროლიტების დეფიციტის და/ან ჰიპონატრიემიის მქონე პაციენტებში, ჰიპოვოლემიის მქონე ან ძლიერი დიურეტიკების მიმღებ პაციენტებში, შესაძლებლობის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ამგვარი ფაქტორების კორექცია პრეპარატ დიროტონის დანიშვნამდე. ნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
პაციენტებს, აუცილებლობისას, უნდა მიეცეთ სტანდარტული რეკომენდებული პრეპარატები, როგორიცაა თრომბოლიტიკები, აცეტილსალიცილის მჟავა და ბეტა-ადრენობლოკატორები. ნიტროგლიცერინის ინტრავენური ან ტრანსდერმული გამოყენება შეიძლება დიროტონთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოდინამიკა“).
საწყისი დოზა (პირველი 3 დღე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ)
პრეპარატ დიროტონით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში. თერაპია არ უნდა დაიწყოს, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები. პრეპარატ დიროტონის პირველი დოზა - 5 მგ შიგნით, შემდეგ 5 მგ 24 საათის შემდეგ, 10 მგ 48 საათის შემდეგ და შემდგომ 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ. დაბალი სისტოლური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში (120 მმ. ვწყ.სვ. ან უფრო დაბალი), თუ მკურნალობა იწყება ან გრძელდება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში, დოზა უნდა იყოს უფრო ნაკლები - 2,5 მგ შიგნით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
თირკმლის უკმარისობის არსებობისას (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ), პრეპარატ დიროტონის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით (იხ. ცხრილი 1).
დოზა 2,5მგ შეიძლება მივიღოთ დიროტონი 5მგ ტაბლეტის გაყოფით.
შემანარჩუნებელი დოზა
შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ჰიპოტენზიის განვითარებისას (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ.ვწყ.სვ. ან ნაკლებია) სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შეადგენდეს 5 მგ-ს დროებით 2,5 მგ-მდე შემცირებით, აუცილებლობისას. ხანგრძლივი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები 1-ზე მეტი საათის განმავლობაში), დიროტონი უნდა მოიხსნას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 კვირის განმავლობაში და შემდეგ ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. პაციენტებში, რომლებშიც განვითარდა გულის უკმარისობის სიმპტომები, უნდა გაგრძელდეს პრეპარატ დიროტონით მკურნალობა (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები“).
დიაბეტური ნეფროპათია
არტერიული ჰიპერტენზიის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ნეფროპათიის საწყისი სტადიის მქონე პაციენტებში დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ; დოზა, აუცილებლობისას, შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ 90 მმ. ვწყ. სვ.-ზე ქვემოთ დიასტოლური არტერიული წნევის მისაღწევად მჯდომარე მდგომარეობაში გაზომვისას.
თირკმლის უკმარისობის არსებობისას (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ) პრეპარატის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით (იხ. ცხრილი 1).
გამოყენება ბავშვებში
მონაცემები პრეპარატის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიით მცირეა, თუმცა, არ არსებობს სხვა ჩვენებებით გამოყენების გამოცდილება (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“). ლიზინოპრილი გამოიყენება ბავშვებში მხოლოდ არტერიული წნევის სამკურნალოდ (და რეკომენდებული არ არის სხვა ჩვენებებისას).
ლიზინოპრილი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის) (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“).
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
კლინიკური კვლევებისას არ აღინიშნა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები პრეპარატის ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მხრივ. თუ ხანდაზმულ პაციენტებში დაქვეითებულია თირკმელების ფუნქცია, მაშინ საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით (ცხრილი 1). შემდგომში დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის ცვლილების მიხედვით.
გამოყენება ტრანსპლანტირებული თირკმლის მქონე პაციენტებში
არ არსებობს დიროტონის გამოყენების გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა. ამის გამო, ასეთ პაციენტებში პრეპარატ დოროტონის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი
დიროტონი მიიღება შიგნით, დღეში ერთხელ. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ინიშნება დღე-ღამეში ერთხელ, ლიზინოპრილის მიღებაც უნდა მოხდეს ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. პრეპარატ დიროტონის შეწოვა დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
გვერდითი მოქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა ლიზინოპრილის და სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად (1/10)
ხშირად ( 1/100-დან <1/10-მდე)
არახშირად (1/1 000-დან <1/100-მდე)
იშვიათად ( 1/10 000-დან <1/1 000-მდე)
ძალიან იშვიათად (<1/10 000-დან)
სიხშირე უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“), ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
აუტოიმუნური დარღვევები
ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია
ფსიქიკის დარღვევები
განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები
ცნობიერების არევა
დეპრესია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
პარესთეზია, ვერტიგო, გემოს დარღვევა
პაროსმია (სუნის შეგრძნების დარღვევა)
გონების დაკარგვა
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიუმის ინფარქტი, სავარაუდოდ, არტერიული წნევის ძლიერ დაწევის ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“)
გახშირებული გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ორთოსტატიკური ეფექტები (არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით)
ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, სავარაუდოდ, არტერიული წნევის ძლიერი დაწევის გამო მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“), რეინოს სინდრომი
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
რინიტი
ბრონქნოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი, ეოზინოფილური პნევმონია
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
დიარეა, ღებინება
გულისრევა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა
პირის სიმშრალე
პანკრეატიტი,
ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ *
გამონაყარი, ქავილი
ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპება („სიფრთხილის ზომები“).
ოფლიანობა, პემფიგუსი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, კანის კეთილთვისებიანი ლიმფადენოზი
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ურემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა
ოლიგურია/ანურია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იმპოტენცია
გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
მომატებული დაღლილობა, ასთენია
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებზე
სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება, ჰიპერკალიემია, „ღვიძლისმიერი“ ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპეკალიემია
ჰემატოკრიტის დაქვეითება, ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპონატრიემია
- ცნობილია სიმპტომების კომპლექსის შესახებ, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ შემდეგ სიმპტომს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი რეაქცია ანტინუკლეალურ ანტისხეულზე (АНА), ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან სხვა ცვლილებები კანის მხრივ.
ბავშვები
კლინიკური კვლევებისას მიღებული უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მოწმობს, რომ ლიზინოპრილი, მთლიანობაში, კარგად გადაიტანება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში და რომ უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ისეთივეა, როგორც მოზრდილ პაციენტებში.
ჭარბი დოზირება
მონაცემები ადამიანში ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. აგფ ინჰიბიტორების ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს არტერიულ ჰიპოტენზიას, კოლაფსს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გახშირებულ გულისცემას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას.
ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურად შეყვანა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისას შეიძლება აგრეთვე განხილული იყოს ანგიოტენზინ II-ის ინფუზიის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის მიზანშეწონილობა.
თუ პრეპარატი მიღებულია ცოტა ხნის წინ, აუცილებელია გატარდეს ზომები ლიზინოპრილის გამოსადევნად(მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, სორბენტების და ნატრიუმის სულფატის შეყვანა). ლიზინოპრილის გამოდევნა სისტემური სისხლის ნაკადიდან შეიძლება ჰემოდიალიზით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები’).
მედიკამენტოზური თერაპიისადმი მდგრადი ბრადიკარდიის განვითარებისას ნაჩვენებია რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება. აუცილებელია სიცოცხლის ძირითადი მაჩვენებლების, სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციების მუდმივი კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჰიპოტენზიური პრეპარატები
ლიზინოპრილის სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სხვა სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები) გამოყენებისას შეიძლება მკვეთრად შემცირდეს არტერიული წნევა (ადიციური ეფექტი).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლიზინოპრილისა და ალისკირენ-შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორებთან, ანგოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან ან ალისკირენთან ერთად გამოყენებისას დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების მომატებულ რისკთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაბლოკირებელი მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკა“).
პრეპარატები ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკით
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო (იხ. ქვეთავები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და ძუძუმწოვრების უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორებისა (mTOR) (მაგ.; ტამსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) ნეიტრალური ენდოპეპტიდაზის ინჰიბიტორებთან ( მაგ.; რაცეკადოტრილი), პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორებთან ან ვილდაგლიპტინთან მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი (იხ. ქვეთავები „სიფრთხილის ზომები“).
დიურეტიკები
ლიზინოპრილთან ერთად დიურეზული საშუალებების გამოყენება, როგორც წესი, ახდენს დამატებით ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ლიზინოპრილის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ დიურეტიკებს ან რომლებსაც ცოტა ხნის წინ დაენიშნათ დიურეტიკები, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს დიურეტიკების მიღების შეწყვეტისას ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“ და „გამოყენების წესი და დოზები“).
კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმდამზოგავი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი მარილები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის გაზრდა სისხლის შრატში
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევებისას სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში რჩებოდა, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს, აღინიშნა ჰიპერკალიემია.
კალიუმდამზოგავი დიურეტიკების, (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვანი მომატება.
ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვან მომატებას (ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი) საჭიროა სიფრთხილე, რადგან ტრიმეტოპრიმი მოქმედებს , როგორც კალიუმდამზოგავი დიურეტიკი ამილორიდი. ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ლიზინოპრილის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
ციკლოსპორინი:
აგფ ინჰიბიტორებისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
ჰეპარინი:
აგფ ინჰიბიტორებისა და ჰეპარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი.
თუ ლიზინოპრილი ინიშნება არა-კალიუმდამზოგავ დიურეტიკებთან ერთად, ჰიპოკალიემია, ინდუცირებული დიურეტიკის მიღებით, შეიძლება შემცირდეს.
ლითიუმის პრეპარატები
აგფ ინჰიბიტორების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციების შექცევადი მომატება და ტოქსიკური ეფექტების განვითარება. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკი და გააძლიეროს უკვე მომატებული ლითიუმის ტოქსიკურობა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე. ლიზინოპრილისა და ლითიუმის პრეპარატების ერთრდოული გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუმცა, ამ კომბინაციის გამოყენების დადასტურებული აუცილებლობისას მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობა (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა დოზით >3გ/დღე-ღამეში.
აგფ ინჰიბიტორების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის სახით, ცოგ-2 და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება შესუსტდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. აგფ ინჰიბიტორების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი, მათ შორის, თირკმლის უკმარისობის და გაზარდოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისშივე ჰქონდათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია. ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, განხილული უნდა იყოს თირკმელების ფუნქციის კონტროლის აუცილებლობა კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შემდეგ და შემდგომში ის პერიოდულად უნდა ჩატარდეს.
ოქრო
ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები, მათ შორის ჰიპერემია, გულისრევა, თავბრუსხვევა და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება ძლიერ იყოს გამოხატული) ოქროს შემცველი საინექციო პრეპარატის შეყვანის შემდეგ (მაგალითად, ნატრიუმის აუროთიომალატი), დარეგისტრირდა უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური საშუალებები /ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებამ აგფ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი შემცირება (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
სიმპატომიმეტიკები
სიმპატომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორების და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების (ინსულინები, ჰიპოგლიკემიური პრეპარატები შიგნით მისაღებად) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. მოცემული მოვლენა უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს პრეპარატების კომბინაციით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, აგრეთვე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ნიტრატები
ლიზინოპრილის გამოყენება შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და/ან ნიტრატებთან ერთად.
ქსოვილური პლაზმინოგენის აქტივატორები
პლაზმინოგენის ქსოვილური აქტივატორებით იმავდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი.
სიფრთხილის ზომები
სიმპტომური ჰიპოტენზია
სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად ვითარდება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის გამოყენების ფონზე არტერიული ჰიპოტენზია მაღალი ალბათობით ვითარდება ჰიპოვოლემიის ფონზე, მაგალითად, დიურეტიკების გამოყენებისას, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვისას, დიალიზის ჩატარებისას, დიარეის ან ღებინების დროს ან გამოხატული რენინ-დამოკიდებული ჰიპერტენზიის არსებობისას (იხ. პუნქტები „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „გვერდითი მოქმედება“). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თანმხლები თირკმლის უკმარისობის არსებობის მიუხედავად, აღინიშნა სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება უფრო მეტად მოსალოდნელია უფრო მძიმე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც გამოიყენება მარყუჟოვანი დიურეტიკების უფრო მაღალი დოზები, ჰიპონატრიემიის ან თირკმლის ფუნქციონალური უკმარისობის მქონე პაციენტებში. სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია მდგომარეობის მკაცრი კონტროლი თერაპიის დაწყებისას ან დოზის კორექციისას. ეს ასევე ეხება გულის იშემიური დაავადების ან ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებშიც ძალიან ძლიერად დაწეულმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, აუცილებლობისას რეკომენდებულია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია, როგორიც წესი, არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი მკურნალობისთვის; შემდგომი მკურნალობა, როგორც წესი, მიმდინარეობს გართულებების გარეშე არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ, ჰიპოვოლემიის კორექციის შედეგად.
გულის უკმარისობის და ნორმალური ან დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე ზოგიერთ პაციენტში ლიზინოპრილის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური არტერიული წნევის დამატებით დაწევა. ეს ეფექტი მოსალოდნელია და არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს. თუ ჰიპოტენზია იწვევს კლინიკურ გამოვლინებებს, შეიძლება ნაჩვენები იყოს დოზის შემცირება ან ლიზინოპრილის მოხსნა.
არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების შემთხვევაში, თუ სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაამძიმოს ჰემოდინამიკის მდგომარეობა (მაგალითად, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი, ან კარდიოგენური შოკის დროს), ლიზინოპრილის დანიშვნა უკუნაჩვენებია. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში აუცილებელია დოზის შემცირება, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 120 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი. შემანარჩუნებელი დოზები უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან დროებით 2,5 მგ-მდე, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ. სვ. ან უფრო დაბალი. მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის დროს (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ. ვწყ. სვ.-ზე დაბალი 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში) ლიზინოპრილი უნდა მოიხსნას.
აორტული და მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ლიზინოპრილი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიტრალური სარქველის სტენოზი და მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია, მაგალითად, აორტული სარქველის სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას (კკ <80 მლ/წთ) ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კკ-ის მიხედვით (იხ. ცხრილი 1 პუნქტში „გამოყენების წესი და დოზები“), ხოლო შემდეგში - თერაპიაზე პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით. სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის და კრეატინინის კონცენტრაციის რუტინული კონტროლი არის ამგვარი პაციენტების მკურნალობის სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის ნაწილი.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არტერიულმა ჰიპოტენზიამ აგფ ინჰიბიტორების დანიშვნის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ცნობილია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შემთხვევები, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის.
თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, აღინიშნება სისხლში შარდოვანას და სისხლის შრატში კრეატინინის მომატება, რაც როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. მაღალი ალბათობით, ამგვარი ეფექტი აღინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
იმავდროული რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს მატულობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით, დაბალი დოზების გამოყენებით და დოზის ფრთხილი ტიტრირებით. ვინაიდან დიურეტიკებმა შეიძლება გაამწვავონ ამგვარი მდგომარეობა, ლიზინოპრილით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი უნდა მოიხსნას და გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც არ აქვთ იმავდროულად თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებები, აღინიშნა სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება, ჩვეულებრივ უმნიშვნელო და ხანმოკლე, განსაკუთრებით ლიზინოპრილისა და დიურეტიკის ერთდროული გამოყენებისას. მაღალი ალბათობით ამგვარი ეფექტი აღინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან ლიზინოპრილის მოხსნა.
არ შეიძლება ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რაც განისაზღვრება, როგორც შრატში 177 მკმოლ/ლ-ზე მეტი კრეატინინი და/ან როდესაც პროტეინურია აღემატება 500 მგ-ს 24 საათში. მკურნალობის პერიოდში თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების შემთხვევაში (შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 265 მკმოლ/ლ-ზე მეტი ან ორჯერ უფრო მეტი საწყის დონესთან შედარებით), ექიმმა უნდა განიხილოს ლიზინოპრილის მოხსნის შესაძლებლობა.
ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
იშვიათ შემთხვევებში, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, მათ შორის ლიზინოპრილის გამოყენებისას, აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპების შემთხვევები. შეშუპება შეიძლება განვითარდეს მკურნალობისას ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ლიზინოპრილი, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა და იმყოფებოდეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სტაციონარში სიმპტომატიკის სრულად გასვლამდე. მხოლოდ ენის მიდამოშიც კი შეშუპების განვითარებისას სუნქთვის ფუნქციის თანმდევი დარღვევის გარეშე, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინური საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება საკმარისი არ იყოს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ლეტალური შედეგი ხორხის ან ენის ანგიონევროზული შეშუპების გამო. პაციენტებში ენის, ხმის იოგების ან ხორხის ჩართულობით სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი უფრო მაღალია, განსაკუთრებით სასუნთქი გზების მიდამოში ქირურგიული ჩარევისას ანამნეზში. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია გადაუდებელი თერაპია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის შეყვანას და/ან სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნებას. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სიმპტომების სრულ და მდგრად გაქრობამდე.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეგროიდულ რასას, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებული არ იყო აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, შეიძლება არსებობდეს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკი აგფ ინჰიბიტორების მიღებისას (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო. საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციასიის პირველი დოზის მიღება არ უნდა დაიწყოს პრეპარატ დიროტონის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათით ადრე. ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათიის შემდეგ (იხ. ქვეთავები „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
ერთდროული მიღება აგფ ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორებისა (მაგ.; ტამსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) ასევე ვილდაგლიპტინთან, შეიძლება ზრდიდეს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს (მაგ. საქსუნთქი გზების ან ენის შეშუპება) (იხ. ქვეთავები „ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან“).
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს რაცეკადოტრილით, mTOR ინჰიბიტორებითა და ვილდაგლიპტინით მკურნალობა ენიშნებათ სიფრთხილით.
ანაფილაქტოიდური რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე
ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე მაღალი გამტარობის მქონე მაღალგამტარი დიალიზური მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, AN69) და იმავდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს. ასეთ პაციენტებში, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა სახის დიალიზური მემბრანის ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური პრეპარატის გამოყენება.
ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს. ასეთი რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ყოველი აფერეზის წინ დროებით შეწყდება აგფ ინჰიბიტორის გამოყენება.
დესენსიბილიზაცია
დესენსიბილიზაციის დროს (მაგალითად, მწერთა შხამი) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს აღინიშნა მდგრადი ანაფილაქტოიდური რეაქციები. ასეთივე პაციენტებში აღნიშნული რეაქციების განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებით შეწყვეტისას, თუმცა, ისინი განმეორებით განვითარდა ამ პრეპარატების შემთხვევით მიღებისას.
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე განვითარდა სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებდა ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ზოგჯერ) იწვევდა ლეტალურ შედეგს. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი შესწავლილი არ არის. სიყვითლის ნიშნების განვითარებისას ან „ღვიძლისმიერი“ ფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვნად მომატებისას უნდა შეწყდეს ლიზინოპრილით მკურნალობა და პაციენტზე ჩატარდეს შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, დაფიქსირდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შემთხვევები. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სხვა დამამძიმებელი ფაქტორების გარეშე ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი გადიოდა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ლიზინოპრილი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლძარღვების კოლაგენოზის მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, იღებენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს ან აქვთ ამგვარი გამართულებელი ფაქტორების კომბინაცია, განსაკუთრებით, თუ იმავდროულად აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ზოგიერთ ასეთ პაციენტში განვითარდა სერიოზული ინფექციები, რომლებიც ზოგჯერ არ რეაგირებდნენ ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. თუ ლიზინოპრილი გამოიყენება ასეთ პაციენტებში, რეკომენდებულია ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი; გარდა ამისა, პაციენტებს უნდა აეხსნათ ინფექციების ნებისმიერი ნიშნების შესახებ ინფორმირების აუცილებლობა.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
მიღებულია მონაცემები იმის თაობაზე, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების რისკს (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს). ამ მიზეზით რეკომენდებული არ არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების ხარჯზე (იხ. „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).
თუ ორმაგი ბლოკადა აბსოლუტურად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების შემცველობის და არტერიული წნევის ზედმიწევნითი კონტროლით. დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებითა და ანგიოტენზინ II -ის რეცეპტორების ბლოკატორებით კომბინირებული თერაპიის გამოყენება.
რასა
ნეგროიდული რასის პაციენტებში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენელ პაციენტებში.
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, ნეგროიდული რასის პაციენტებში ლიზინოპრილი შეიძლება უფრო ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტებში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი სიხშირით.
ხველა
ცნობილია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას ხველის განვითარების შესახებ. ხველა, როგორც წესი, არის მშრალი, მდგრადი და წყდებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს აგფ ინჰიბიტორებით ინდუცირებული ხველის შესაძლებლობა.
ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია
იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ფართო ოპერაციული ჩარევა ან საერთო ანესთეზიისას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ლიზონპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოტყორცნის შემდეგ. თუ ვითარდება არტერიული ჰიპოტენზია, სავარაუდოდ ზემოთ აღწერილი მექანიზმის შედეგად, შეიძლება მოხდეს კორექცია მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით.
ჰიპერკალიემია
აგფ ინჰიბიტორები შესაძლოა იწვევდნენ კალიუმის მომატებულ შემცველობას სისხლის შრატში, რადგან ისინი ბლოკავენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას., როგორც წესი ეს ეფექტი კლინიკურად შეუმჩნეველია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი უფრო მაღალია თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენებისას და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმდამზოგავი დიურეტიკებს (სპირინოლაქტონს, ტრიამტერონს ან ამილოდილს), ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კომბინირებული ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი, ცნიბილი დასახელებით კოტრიმოქსაზოლი, და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტი ან ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორი). კალიუმდამზოგავი დიურეტიკების და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორის ერთდროული მიღება აუცილებელია სიფრთხილით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია გლუკოზის კონცენტრაციების უფრო მკაცრი კონტოლი აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველ თვეში, დამატებით წინმსწრები მკურნალობით ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებით (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ლითიუმის პრეპარატები
როგორც წესი, რეკომენდებული არ არის ლითიუმის პრეპარატებისა და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ორსულობა
ორსულობის დროს არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება. თუ აუცილებლად მიიჩნევა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება, ის პაციენტები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, გადაყვანილი უნდა იყვნენ ალტერნატიულ საშუალებებზე, რომლებსაც აქვთ ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთოების ცნობილი პროფილი. ორსულობის დადასტურებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა და აუცილებლობისას, დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“ და „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმებთან მუშაობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თავბრუსხვევის ან ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა.
შეფუთვა
14 ტაბლეტი პვქ მყარი ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
1,2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება +15ºС до + 30 ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ. 19-21, უნგრეთი
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს.კანდელაკის ქ. №8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003 ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი, რუდაკის პროსპექტი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5-ე სართული, ოფისი 507,508
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ათათურქის ქუჩა, სახლი 82, ბერკარარის ბიზნეს -ცენტრი, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქალ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ბ. 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.