სინერალი ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს: პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის: ტრიქომონიაზი შარდსასქესო გზების ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ორნიდაზოლი (ornidazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Helba İlaç İç ve Dıș San. Tic. A.Ș., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- P01AB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040343
- რეგისტრირებულია
- 27 თებერვალი 2024, მოქმედებს 27 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სინერალი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სინერალი ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის:
ტრიქომონიაზი
შარდსასქესო გზების ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ით.
ამებიოზი:
ყველა ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული Entamoeba histolytica-ს მიერ (ამებური დიზენტერიის ჩათვლით) და არანაწლავური ფორმის ამებიოზის შემთხვევები განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი.
გიარდოზი (ლამბლიოზი)
Giardia intestinalis – თ გამოწვეული ნაწლავური ინფექცია.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია, სეპტიური აბსრობციია და ენდომეტრიტი გამოწვეული შესაბამისი ანაერობული ბაქტერიით.
ის გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისათვის განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავზე და გინეკოლოგიური ოპერაციების და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
სტანდარტული დოზირება:
პერორალური ტაბლეტები ყოველთვის მიიღება ჭამის შემდეგ.
ტრიქომონიაზი
მკურნალობის დღიური დოზა (500 მგ ტაბლეტი)
ერთჯერადი დოზის თერაპია 3 ტაბლეტი ღამით
5 დღიანი თერაპია 2 (ტაბლეტი) (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს)
ყველა შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა ზუსტად იმავე პერორალური დოზირებით უნდა მოხდეს, ინფექციის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ერთჯერადი დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ
ამებიოზი
სამ-დღიანი თერაპია პაციენტებში ამებური დიზენტერიით
5-10 დღიანი დღიური თერაპია ყველა ფორმის ამებიოზისათვის
მკურნლობის პერიოდი
უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები
35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები
3 დღიანი თერაპია
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში),
>60კგ-ზე წონის პაციენტებისათვის (2 ტაბლეტი დილით, 2 ტაბლეტი საღამოს) (2000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ)
5-10 დღიანი თერაპია
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ)
გიარდოზი (ლამბლიოზი)
მკურნლობის პერიოდი
უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები
35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები
1-2 დღიანი თერაპია
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ)
5-10 დღიანი თერაპია
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ)
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
ანაერობული ინფექციების მკურნალობა გრძელდება 1000 მგ ტაბლეტის გამოყენებით (1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს) 5-10 დღის განმავლობაში. დღიური დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა:
ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) მიიღება ქირურგიულ ოპერაციამდე. მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით (500 მგ) 1-5 დღის განმავლობაში ყოველ 15 საათში ოპერაციის შემდეგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები
მკურნალობა
პროფილაქტიკა
საწყისი
500-1000 მგ
500-1000 მგ
სამკურნალო დოზა
1000 მგ 24 საათში ერთხელ ან 500 მგ 12 საათში ერთხელ

დრო
5-10 დღე
1-5 დღე
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისათვის:
თირკმელების უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ორჯერ.
პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში სინერალის გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ პარაგრაფი “დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა“.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულებში გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორნიდაზოლის ან ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები
სინერალი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით (მაგალითად, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი) და ღვიძლის დაავადებით. პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ორნიდაზოლის გამოყენების პერიოდში და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა ციმეტიდინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და ლითიუმი.
ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსანტურ მოქმედებას.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციისათვის:
სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია არის C.
შვილოსნობის ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
შვილოსნობის ასაკის ქალებზე და კონტრაცეფციაზე ორნიდაზოლის მოქმედება უცნობია.
ორსულობა
ორსულებზე ორნიდაზოლის ზემოქმედების კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამაზიანებელ მოქმედებაზე ორსულობაზე/ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/ მშობიარობასა თუ დაბადების შემდგომ განვითარებაზე.
პრეპარატი არ ავლენდა რაიმე ტერატოგენულ ან ფეტოტოქსიკურ მოქემდებას სხვადასხვა ჯიშებში ჩატარებულ გაფართოებულ კვლევებში. თუმცა, ორსულებში კონტროლირებული კვლევები ჩატარებული არ არის. ზოგადი წესის სახით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სინერალის მიღებისას ორსულებში, და არ უნდა იქნას გამოყენებული აუცილებლობის გარეშე ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
ლაქტაცია
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ორნიდაზოლი დედის რძეში. ცხოველებში რძეში ორნიდაზოლის გამოყოფის კვლევები არ არის ჩატარებული. გასათვალისწინებელია ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელი და მეძუძური დედისთვის სინერალით თერაპიის სარგებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სინერალით მკურნალობის შეწყვეტის/თავის შეკავების საკითხზე.
რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
როდესაც ორნიდაზოლი მიიღება მამრ თაგვებში 400 მგ/კგ/დღეში დოზით, ის ახდენს ეპიდიდიმური სპერმის მოძრაობის დათრგუნვას სპერმის დაბალი სიხშირის შემთხვევაში და შესაბამისად, იწვევს უნაყოფობას.
ადამიანებში ჩატარებული კვლევების მონაცემები ხელმოსაწვდომი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სინერალის მიღებისას პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა, ვერტიგო, ან ცნობიერების დროებით დარღვევა. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ მოქმედებებზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
სინერალის გამოყენებით გამოწვეული არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით შემდეგი კლასიფიკაციის თანახმად:
ძალიან ხშირი (≥l/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათი: ლეიკოპენია
ნერვული სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა, დაღლილობა, ვერტიგო, ცნობიერების დროებით დაკარგვა, და სენსორული ან შერეული ტიპის პერიფერიული ნეიროპათია
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
არც ისე ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, მშრალი პირი და ანორექსია.
იშვიათი: გემოს დარღვევა
ჰეპატობილიარული დაავადებები
სიხშირე უცნობია: სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
იშვიათი: ქავილი და რეაქციები კანის მხრივ
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები, რომლებიც მითითებულია არასასურველი მოვლენების პარაგრაფში, გამოიხატება უფრო მძიმედ.
სინერალის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სპაზმების შემთხვევაში რეკომენდებულია დიაზეპამის შეყვანა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებები იხ. პარაგრაფში 6.1.
შენახვის პირობები
30 თვე.
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
- 5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფებში, 10 ტაბლეტი გაუმჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერულ შეფუთვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპროტოზოული საშუალეები - ამებიაზის და სხვა პროტოზოული დაავადებების სამკურნალო საშუალებები
ათქ კოდი: P01AB03
სინერალი აქტიურია გარკვეული ანაერობული ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica და Giardia lamblia (Giardia intestinalis), ასევე გარკვეული ანაერობული ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Bacteroides და Clostridium spp., Fusobacterium spp. და ანაერობული კოკები.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა: პერორალური შეყვანის შემდეგ ორნიდაზოლი სწრაფად შეიწოვება. მისი საშუალო შეწოვა შეადგენს 90%-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 3 საათის განმავლობაში.
განაწილება: ორნიდაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 13%-ს. სინერალის მოქმედი ნივთიერება გადადის ცერებროსპინალურ სითხეში, ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში ეფექტიანი კონცენტრაციით. სხვადასხვა ჩვენების მიხედვით პლაზმური კონცენტრაციები (6-36 მგ/ლ) ოპტიმალური დიაპაზონის ფარგლებშია. 500 მგ ან 1000 მგ დოზის განმეორებით მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში ყოველ 12 საათში, აკუმულაციის კოეფიციენტი გამოითვლება, როგორც 1.5-2.5.
ბიოტრანსფორმაცია: ორნიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში 2-ჰიდროქსიმეთილ და α-ჰიდროქსიმეთილ მეტაბოლიტებამდე. უცვლელ ორნიდაზოლთან შედარებით, ორივე ძირითადი მეტაბოლიტი ნაკლებად აქტიურია Trichomonas vaginalis-ის და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.
ელიმინაცია: ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 13 საათია. ერთჯერადი დოზის 85% გამოიყოფა პირველი 5 დღის განმავლობაში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. დოზის 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი ნაერთის სახით.
ხაზოვნება/არახაზოვნება: სინერალი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკურ პროფილს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
- სამედიცინო პროდუქტის დასახელება
სინერალი 500 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებები იხ. პარაგრაფში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
თეთრი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
სინერალი ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის:
ტრიქომონიაზი
შარდსასქესო გზების ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ით.
ამებიოზი:
ყველა ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული Entamoeba histolytica-ს მიერ (ამებური დიზენტერიის ჩათვლით) და არანაწლავური ფორმის ამებიოზის შემთხვევები განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი.
გიარდოზი (ლამბლიოზი)
Giardia intestinalis – თ გამოწვეული ნაწლავური ინფექცია.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია, სეპტიური აბსრობციია და ენდომეტრიტი გამოწვეული შესაბამისი ანაერობული ბაქტერიით.
ის გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისათვის განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავზე და გინეკოლოგიური ოპერაციების და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს.
- 2. დოზირება და მიღების წესი
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
სტანდარტული დოზირება:
პერორალური ტაბლეტები ყოველთვის მიიღება ჭამის შემდეგ.
ტრიქომონიაზი
მკურნალობის დღიური დოზა (500 მგ ტაბლეტი)
ერთჯერადი დოზის თერაპია 3 ტაბლეტი ღამით
5 დღიანი თერაპია 2 (ტაბლეტი) (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს)
ყველა შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა ზუსტად იმავე პერორალური დოზირებით უნდა მოხდეს, ინფექციის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ერთჯერადი დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ
ამებიოზი
სამ-დღიანი თერაპია პაციენტებში ამებური დიზენტერიით
5-10 დღიანი დღიური თერაპია ყველა ფორმის ამებიოზისათვის
მკურნლობის პერიოდი
უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები
35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები
3 დღიანი თერაპია
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში),
>60კგ-ზე წონის პაციენტებისათვის (2 ტაბლეტი დილით, 2 ტაბლეტი საღამოს) (2000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ)
5-10 დღიანი თერაპია
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ)
გიარდოზი (ლამბლიოზი)
მკურნლობის პერიოდი
უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები
35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები
1-2 დღიანი თერაპია
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ)
5-10 დღიანი თერაპია
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში)
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ)
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
ანაერობული ინფექციების მკურნალობა გრძელდება 1000 მგ ტაბლეტის გამოყენებით (1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს) 5-10 დღის განმავლობაში. დღიური დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა:
ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) მიიღება ქირურგიულ ოპერაციამდე. მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით (500 მგ) 1-5 დღის განმავლობაში ყოველ 15 საათში ოპერაციის შემდეგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები
მკურნალობა
პროფილაქტიკა
საწყისი
500-1000 მგ
500-1000 მგ
სამკურნალო დოზა
1000 მგ 24 საათში ერთხელ ან 500 მგ 12 საათში ერთხელ
1000 მგ 24 საათში ერთხელ ან 500 მგ 12 საათში ერთხელ
დრო
5-10 დღე
1-5 დღე
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისათვის:
თირკმელების უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ორჯერ.
პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში სინერალის გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ პარაგრაფი “დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა“.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულებში გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
- 3 უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორნიდაზოლის ან ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
- 4 სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სინერალი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით (მაგალითად, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი) და ღვიძლის დაავადებით. პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ორნიდაზოლის გამოყენების პერიოდში და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა ციმეტიდინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და ლითიუმი.
ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსანტურ მოქმედებას.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციისათვის:
სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
- 6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია არის C.
შვილოსნობის ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
შვილოსნობის ასაკის ქალებზე და კონტრაცეფციაზე ორნიდაზოლის მოქმედება უცნობია.
ორსულობა
ორსულებზე ორნიდაზოლის ზემოქმედების კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამაზიანებელ მოქმედებაზე ორსულობაზე/ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/ მშობიარობასა თუ დაბადების შემდგომ განვითარებაზე.
პრეპარატი არ ავლენდა რაიმე ტერატოგენულ ან ფეტოტოქსიკურ მოქემდებას სხვადასხვა ჯიშებში ჩატარებულ გაფართოებულ კვლევებში. თუმცა, ორსულებში კონტროლირებული კვლევები ჩატარებული არ არის. ზოგადი წესის სახით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სინერალის მიღებისას ორსულებში, და არ უნდა იქნას გამოყენებული აუცილებლობის გარეშე ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
ლაქტაცია
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ორნიდაზოლი დედის რძეში. ცხოველებში რძეში ორნიდაზოლის გამოყოფის კვლევები არ არის ჩატარებული. გასათვალისწინებელია ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელი და მეძუძური დედისთვის სინერალით თერაპიის სარგებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სინერალით მკურნალობის შეწყვეტის/თავის შეკავების საკითხზე.
რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
როდესაც ორნიდაზოლი მიიღება მამრ თაგვებში 400 მგ/კგ/დღეში დოზით, ის ახდენს ეპიდიდიმური სპერმის მოძრაობის დათრგუნვას სპერმის დაბალი სიხშირის შემთხვევაში და შესაბამისად, იწვევს უნაყოფობას.
ადამიანებში ჩატარებული კვლევების მონაცემები ხელმოსაწვდომი არ არის.
- 7. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სინერალის მიღებისას პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა, ვერტიგო, ან ცნობიერების დროებით დარღვევა. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ მოქმედებებზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება.
- 8. არასასურველი მოვლენები
სინერალის გამოყენებით გამოწვეული არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით შემდეგი კლასიფიკაციის თანახმად:
ძალიან ხშირი (≥l/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათი: ლეიკოპენია
ნერვული სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა, დაღლილობა, ვერტიგო, ცნობიერების დროებით დაკარგვა, და სენსორული ან შერეული ტიპის პერიფერიული ნეიროპათია
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
არც ისე ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, მშრალი პირი და ანორექსია.
იშვიათი: გემოს დარღვევა
ჰეპატობილიარული დაავადებები
სიხშირე უცნობია: სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
იშვიათი: ქავილი და რეაქციები კანის მხრივ
- 9 დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები, რომლებიც მითითებულია არასასურველი მოვლენების პარაგრაფში, გამოიხატება უფრო მძიმედ.
სინერალის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სპაზმების შემთხვევაში რეკომენდებულია დიაზეპამის შეყვანა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალეები - ამებიაზის და სხვა პროტოზოული დაავადებების სამკურნალო საშუალებები
ათქ კოდი: P01AB03
სინერალი აქტიურია გარკვეული ანაერობული ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica და Giardia lamblia (Giardia intestinalis), ასევე გარკვეული ანაერობული ბაქტერიის მიმართ, როგორიცაა Bacteroides და Clostridium spp., Fusobacterium spp. და ანაერობული კოკები.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა: პერორალური შეყვანის შემდეგ ორნიდაზოლი სწრაფად შეიწოვება. მისი საშუალო შეწოვა შეადგენს 90%-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 3 საათის განმავლობაში.
განაწილება: ორნიდაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 13%-ს. სინერალის მოქმედი ნივთიერება გადადის ცერებროსპინალურ სითხეში, ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში ეფექტიანი კონცენტრაციით. სხვადასხვა ჩვენების მიხედვით პლაზმური კონცენტრაციები (6-36 მგ/ლ) ოპტიმალური დიაპაზონის ფარგლებშია. 500 მგ ან 1000 მგ დოზის განმეორებით მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში ყოველ 12 საათში, აკუმულაციის კოეფიციენტი გამოითვლება, როგორც 1.5-2.5.
ბიოტრანსფორმაცია: ორნიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში 2-ჰიდროქსიმეთილ და α-ჰიდროქსიმეთილ მეტაბოლიტებამდე. უცვლელ ორნიდაზოლთან შედარებით, ორივე ძირითადი მეტაბოლიტი ნაკლებად აქტიურია Trichomonas vaginalis-ის და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.
ელიმინაცია: ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 13 საათია. ერთჯერადი დოზის 85% გამოიყოფა პირველი 5 დღის განმავლობაში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. დოზის 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი ნაერთის სახით.
ხაზოვნება/არახაზოვნება: სინერალი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკურ პროფილს.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ინფორმაცია არ არის.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი
მიკროკრისტალური ცელულოზა
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
მაგნიუმის სტეარატი
მაკროგოლი 6000
ტიტანის დიოქსიდი (E171)
- 2 არათავსებადობა
ინფორმაცია არ არის.
- 3 ვარგისობის ვადა
30 თვე.
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
- 5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფებში, 10 ტაბლეტი გაუმჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერულ შეფუთვაში.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Helba Ilaç Iç ve Diş San. Tic. A.Ş.
ჯამლიკის რაიონი, ფამუქის ქუჩა, კვარტალი ა, ბინა №12-16/17
უმრანიე-სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
2015/672
- პირველი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი:
- 07.2015
- ტექსტის განახლების თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.