პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

ტიბერალი

Tiberal®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ტიბერალი არის ანტიბაქტერიული (ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური) და ანტიპროტოზოური (პროტოზოასწინააღმდეგ ეფექტური) პრეპარატი. ტიბერალის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს. ტიბერალი წარმოდგენილია შეფუთვებში 10 ტაბლეტის შემცველობით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ორნიდაზოლი (ornidazole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P01AB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044994
რეგისტრირებულია
12 მარტი 2026, მოქმედებს 12 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატიბერალი და სხვა წამალი ერთად

ტიბერალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტიბერალი არის ანტიბაქტერიული (ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური) და ანტიპროტოზოური (პროტოზოასწინააღმდეგ ეფექტური) პრეპარატი.

ტიბერალის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.

ტიბერალი წარმოდგენილია შეფუთვებში 10 ტაბლეტის შემცველობით.

ტიბერალი ასევე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ქალებსა და მამაკაცებში, შარდსასქესო (რეპროდუქციული და საშარდე ტრაქტის სისტემა) ინფექციები (ანტებითი მიკრობული დაავადება) გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ,

ამებიოზი (Entamoeba histolytica-ს მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც არის ერთუჯრედიანი პარაზიტი): Entamoeba histolytica-ს მიერ გამოწვეული ყველა ნაწლავური (ნაწლავებთან დაკავშირებული) ინფექცია, მათ შორის ამებური დიზენტერია (მსხვილი ნაწლავის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე დიარეა). ამებიოზის ყველა ექსტრანაწლავური ფორმა, კერძოდ, ამებური ღვიძლის აბსეცი (ჩირქით სავსე მასა).

გიარდოზი (ნაწლავებში giardia lambliasis პარაზიტის მიერ გამოწვეული ინფექციის სახეობა).

  • ტიბერალის მიღების წინ

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზების სიხშირის შესახებ:

ტიბერალი ყოველთვის მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ტაბლეტი ტიბერალი და რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ.

თქვენი დაავადებისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზის მიღება.

არ მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებულზე მაღალი დოზა.

მიღების წესი და გზა:

ტიბერალი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

გამოყენება ბავშვებში: ტიბერალის დოზა ბავშვებში უნდა დაკორექტირდეს სხეულის წონის მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულებში: მონაცემები ხანდაზმულებში დოზის კორექციის შესახებ არ არსებობს.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობებისას:

თირკმლის უკმარისობა: დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა: დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს ორჯერ უფრო მეტი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ტიბერალის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტიბერალი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტიბერალი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტიბერალის მიღება

ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ ტიბერალით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ტიბერალის მიღება

არ აღინიშნა რაიმე ეფექტი.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ორნიდაზოლის ან სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტიბერალის მიღებისას

თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (მაგ. ეპილეფსია ან გაფანტული სკლეროზი)

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს მდგომარეობები გქონდათ ნებისმიერ დროს წარსულში.

ტიბერალის მიღება საკვებთან და სასმელთან

ტიბერალი მიიღება სავსე კუჭზე, ჭამის შემდეგ.

არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები ტიბერალის მიღებისას ან მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ 3 დღე.

სიფრთხილის ზომები

ტიბერალი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (მაგ. ეპილეფსია ან გაფანტული სკლეროზი) და ღვიძლის დაავადება. სხვა პრეპარატების ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება ორნიდაზოლის გამოყენების დროს და პრეპარატის მოხსნიდან მინიმუმ 3 დღე.

ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მისი გამოყენებისას ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან, როგორიცაა ციმეტიდინი (ანტიჰისტამინი), ფენიტოინი და ფენობარბიტალი, აგრეთვე ლითიუმთან.

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის კუნთების მოსადუნებელ ეფექტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტიბერალი არ მიიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე გარდა აუცილებლობისა.

თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტიბერალი არ მიიღება ძუძუთი კვების დროს, გარდა აუცილებლობისა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტიბერალის მიღებისას პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი (კანკალი), რიგიდულობა (კუნთების გაშეშება), კოორდინაციის დარღვევები, შეტევები, ვერტიგო (წონასწორობის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა) ან გონების დროებით დაკარგვა. აღნიშნული ეფექტების განვითარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტიბერალის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ტიბერალის დამხმარე საშუალებების მიმართ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატების მიღება

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ტიბერალის შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.

ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტს. ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთან მიღებისას, როგორიცაა ციმეტიდინი (ანტიჰისტამინი), ფენიტოინი და ფენობარბიტალი, აგრეთვე ლითიუმთან ერთად.

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის კუნთების მარელაქსირებელ მოქმედებას.

გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტიბერალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:

ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კანის დარღვევები

თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავური დაავადებები, ოგორიცაა გულისრევა, ღებინება, სიყვითლე

აღინიშნა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, შეტევები, დაღლილობა, ვერტიგო, გონების დროებით დაკარგვა და სენსორული ან კომპლექსური პერიფერიული ნეიროპათია. აღინიშნა გემოს დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში დარღვევები და კანის რეაქციები.

ეს ეფექტები არის ტიბერალის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

თუ შენიშნავთ რაიმე ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ასევე პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „გვერდითი ეფექტების ინფორმირება“ ღილაკზე ხელის დაჭერით ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით +90 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

ზედოზირების შემთხვევაში, „არასასურველი ეფექტების“ პუნქტში მითითებული სიმპტომები ვითარდება უფრო მწვავედ. არ არსებობს ტიბერალის სპეციფიკური ანტიდოტი. სპაზმის შემთხვევაში, რეკომენდებულია დიაზეპამი.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია:

ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.

დამხმარე საშუალებები:

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტიბერალი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 300C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

არ გამოიყენოთ ტიბერალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტიბერალი, თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას აქვს დეფექტებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიპროტოზოური პრეპარატები - ამებიოზის და სხვა პროტოზოური დაავადებების დროს გამოყენებული საშუალებები.

ათქ კოდი:

P01AB03.

ტიბერალი ეფექტურია Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica და Giardiasis lambliasis (Giardia intestitalis) და ასევე ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორიცა Bacteroides Clostridium-ის სახეობების, Fusobacterium-ის სახეობების და ანაერობული კოკების წინააღმდეგ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

აბსორბცია:

ორნიდაზოლი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მისი საშუალო აბსორბცია არის 90%. უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 3 საათში.

განაწილება:

ორნიდაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 13%-ს. ტიბერალის პრეპარატული სუბსტანცია აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში ეფექტური კონცენტრაციებით. პლაზმური კონცენტრაციები (6-36 მგ/ლ) იმყოფება ოტიკურ დიაპაზონში სხვადასხვა ჩვენებების მიხედვით. 500 მგ ან 1000 მგ დოზის განმეორებით მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში ყოველ 12 საათში, აკუმულაციის კოეფიციენტი გამოითვლება, როგორც 1.5-2.5.

ბიოტრანსფორმაცია:

ორნიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება 2-ჰიდროქსიმეთილად და a-ჰიდროქსიმეთილის მეტაბოლიტებად ღვიძლში. უცვლელ ორნიდაზოლთან შედარებით, ორივე მეტაბოლიტი ნაკლებად ეფექტურია Trichomonas vaginalis-ის და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.

ელიმინაცია:

ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 13 საათი. მიღებული ერთჯერადი დოზის 85% ექსკრეტირდება მეტაბოლიზაციის შემდეგ 5 დღეში. დოზის 4% გამოიდევნება შარდით უცვლელი ნაერთის სახით.

სწორხაზოვანება/არასწორხაზოვანება:

ტიბერალს გააჩნიასწორხაზოვანი ფარმაკოკინეტიკური პროფილი.

თავისებურებები პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობა:

ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია (22 ვერსუს 14 საათი) და კლირენსი უფრო დაბალია (35 მლ/წთ ვერსუს 51 მლ/წთ) ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზებს შორის ინტერვალი ორჯერ მეტი უნდა იყოს.

თირკმლის უკმარისობა:

ორნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის უკმარისობის დროს. შესაბამისად, დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ორნიდაზოლი გამოიდევნება ჰემოდიალიზით. თუ სადღეღამისო დოზა არის 2გ/დღეში, 500 მგ ორნიდაზოლი მიიღება დამატებით დოზის სახით ან თუ სადღეღამისო დოზა არის 1გ/დღეში, 250 მგ ორნიდაზოლი მიიღება დამატებითი დოზის სახით ჰემოდიალიზის დაწყებამდე.

ახალშობილები და ბავშვები:

ორნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა ახალშობილებსა და ბავშვებში, როგორიც მოზრდილებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტიბერალი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

მიიღება პერორალურად

აქტიური სუბსტანცია: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.

დამხმარე საშუალებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ვიზიტისას ან საავადმყოფოში მოხვედრისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ამ შეფუთვის ფურცელში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

  • რა არის ტიბერალი და რისთვის გამოიყენება
  • ტიბერალის მიღების წინ
  • როგორ მიიღება ტიბერალი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ტიბერალი
  • რა არის ტიბერალი და რისთვის გამოიყენება

ტიბერალი არის ანტიბაქტერიული (ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური) და ანტიპროტოზოური (პროტოზოასწინააღმდეგ ეფექტური) პრეპარატი.

ტიბერალის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.

ტიბერალი წარმოდგენილია შეფუთვებში 10 ტაბლეტის შემცველობით.

ტიბერალი ასევე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ქალებსა და მამაკაცებში, შარდსასქესო (რეპროდუქციული და საშარდე ტრაქტის სისტემა) ინფექციები (ანტებითი მიკრობული დაავადება) გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ,

ამებიოზი (Entamoeba histolytica-ს მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც არის ერთუჯრედიანი პარაზიტი): Entamoeba histolytica-ს მიერ გამოწვეული ყველა ნაწლავური (ნაწლავებთან დაკავშირებული) ინფექცია, მათ შორის ამებური დიზენტერია (მსხვილი ნაწლავის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე დიარეა). ამებიოზის ყველა ექსტრანაწლავური ფორმა, კერძოდ, ამებური ღვიძლის აბსეცი (ჩირქით სავსე მასა).

გიარდოზი (ნაწლავებში giardia lambliasis პარაზიტის მიერ გამოწვეული ინფექციის სახეობა).

  • ტიბერალის მიღების წინ

არ მიიღოთ ტიბერალი

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ორნიდაზოლის ან სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტიბერალის მიღებისას

თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (მაგ. ეპილეფსია ან გაფანტული სკლეროზი)

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს მდგომარეობები გქონდათ ნებისმიერ დროს წარსულში.

ტიბერალის მიღება საკვებთან და სასმელთან

ტიბერალი მიიღება სავსე კუჭზე, ჭამის შემდეგ.

არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები ტიბერალის მიღებისას ან მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ 3 დღე.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტიბერალი არ მიიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე გარდა აუცილებლობისა.

თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტიბერალი არ მიიღება ძუძუთი კვების დროს, გარდა აუცილებლობისა.

ავტომობილებისა და მექანიზმები მართვა

ტიბერალის მიღებისას პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი (კანკალი), რიგიდულობა (კუნთების გაშეშება), კოორდინაციის დარღვევები, შეტევები, ვერტიგო (წონასწორობის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა) ან გონების დროებით დაკარგვა. აღნიშნული ეფექტების განვითარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტიბერალის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ტიბერალის დამხმარე საშუალებების მიმართ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატების მიღება

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ტიბერალის შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.

ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტს. ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთან მიღებისას, როგორიცაა ციმეტიდინი (ანტიჰისტამინი), ფენიტოინი და ფენობარბიტალი, აგრეთვე ლითიუმთან ერთად.

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის კუნთების მარელაქსირებელ მოქმედებას.

გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

  • როგორ მიიღება ტიბერალი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზების სიხშირის შესახებ:

ტიბერალი ყოველთვის მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ტაბლეტი ტიბერალი და რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ.

თქვენი დაავადებისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზის მიღება.

არ მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებულზე მაღალი დოზა.

მიღების წესი და გზა:

ტიბერალი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

გამოყენება ბავშვებში: ტიბერალის დოზა ბავშვებში უნდა დაკორექტირდეს სხეულის წონის მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულებში: მონაცემები ხანდაზმულებში დოზის კორექციის შესახებ არ არსებობს.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობებისას:

თირკმლის უკმარისობა: დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა: დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს ორჯერ უფრო მეტი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ტიბერალის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტიბერალი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტიბერალი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტიბერალის მიღება

ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ ტიბერალით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ტიბერალის მიღება

არ აღინიშნა რაიმე ეფექტი.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტიბერალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:

ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კანის დარღვევები

თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავური დაავადებები, ოგორიცაა გულისრევა, ღებინება, სიყვითლე

აღინიშნა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, შეტევები, დაღლილობა, ვერტიგო, გონების დროებით დაკარგვა და სენსორული ან კომპლექსური პერიფერიული ნეიროპათია. აღინიშნა გემოს დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში დარღვევები და კანის რეაქციები.

ეს ეფექტები არის ტიბერალის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

თუ შენიშნავთ რაიმე ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ასევე პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „გვერდითი ეფექტების ინფორმირება“ ღილაკზე ხელის დაჭერით ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით +90 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ ინახება ტიბერალი

შეინახეთ ტიბერალი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 300C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

არ გამოიყენოთ ტიბერალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტიბერალი, თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას აქვს დეფექტებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

DEVA HOLDING A.S.

ჰალქალი მერქეზ მაჰ. ბასინ ექსპრეს ჯად. N1

34303 ქუჩუქჩექმეჯე - სტამბოლი/თურქეთი

საწარმოო ქარხანა:

DEVA Holding A.S.

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბიოლგეში

ქარააღაჯ მაჰ. ათათურქ ჯად. N: 32

ქაფაქლი - თექირდაღი/თურქეთი

ეს ინსტრუქციის ფურცელი დამტკიცდა 21.08.2017.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა