პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

სინარტა

Sinarta

რეცეპტით200მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტის სიმპტომების: ტკივილისა და ფუნქციური შეზღუდვის მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლუკოზამინი (glucosamine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ყავისფერი მინის ამპულა №5 (ამპულა A) + 1მლ გამხსნელი (24მგ/მლ დიეთანოლამინის ხსნარი) მინის ამპულა №5 (ამპულა B)
მწარმოებელი
«Farmak» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები
ATC კოდი
M01AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-037648
რეგისტრირებულია
23 მარტი 2023, მოქმედებს 23 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასინარტა და სხვა წამალი ერთად

სინარტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტის სიმპტომების: ტკივილისა და ფუნქციური შეზღუდვის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ინტრამუსკულური გამოყენებისთვის!

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის.

მოზრდილი პაციენტები და ხანდაზმული პაციენტები

გამოყენების წინ ხსნარი B (გამხსნელი 1 მლ) შეურიეთ ხსნარ A-ს (პრეპარატის ხსნარი 2 მლ) ერთ შპრიცში.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეიყვანეთ კუნთში 3 მლ ან 6 მლ (ხსნარი A+B) 3-ჯერ კვირაში, 4-6 კვირის განმავლობაში.

ამპულაში A ხსნარის მოყვითალო შეფერილობა არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ეფექტიანობასა და ასატანობაზე.

პრეპარატის ინექცია შეიძლება შეთავსებული იყოს ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით პრეპარატის პერორალურ მიღებასთან.

გლუკოზამინი არ არის ნაჩვენები მწავავე ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ.

სიმპტომების შემსუბუქებას (განსაკუთრებით ტკივილის შეგრძნებების შემცირება) შეიძლება ადგილი ჰქონდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში კი - უფრო ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

თირკმელების ან/და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს დოზის კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ მიეცემათ, რადგან შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული.

ბავშვები. არ გამოიყენოთ ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ამ პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, სისხლდენებისადმი მიდრეკილება.

პრეპარატი სინარტა არ უნდა იქნას გამოყენებული მოლუსკებზე ალერგიის მქონე პაციენტებში, რადგან მოქმედ ნივთიერებას იღებენ მოლუსკების ნიჟარებიდან; ასეთი პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილი იყვნენ გლუკოზამინზე ალერგიული რეაქციების განვითარებისადმი მათი დაავადების სიმპტომების შესაძლო გამწვავებით.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის მოქმედი ნივთიერება ლიდოკაინი, რომელსაც აქვს შემდეგი უკუჩვენება: კარდიოგენული შოკი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები, მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული ფუნქცია, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მძიმე ბრადიკარდია, სისხლის შედედების დარღვევები, ვოლფ-პარკინსონ-უატის სინდრომი, ადამს-სტოქსის სინდრომი; კრუნჩხვა ანამნეზში, გამოწვეული ლიდოკაინის გამოყენებით; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპოვოლემია, მიასთენია, ინფექცია ინექციის ადგილზე, მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების მიმართ (რადგან არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის შეყვანა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამედიცინო მუშაკმა.

პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოთ გლუკოზის აუტანლობის მქონე პაციენტებს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში მიზანშეწონილია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რადგან ეს პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილი იყვნენ გლუკოზამინზე ალერგიული რეაქციების განვითარების მიმართ მათი სიმპტომების შესაძლო გამწვავებით.

სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს 40,3 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში დანიშვნისას, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკაცრი უმარილო დიეტა.

პრეპარატის შემთხვევით ინტრავაზალური შეყვანის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ასპირაციული სინჯის აღება.

ლიდოკაინის ჯგუფის საანესთეზიო საშუალებების გამოყენების უსაფრთხოება საეჭვოა ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ მიდრეკილების მქონე ავადმყოფებში, ამიტომ ასეთ შემთხვევებში საჭიროა მათი გამოყენებისგან თავის შეკავება.

ლიდოკაინის გამოყენებამდე გულის დაავადებების დროს (ჰიპოკალიემია აქვეითებს ლიდოკაინის ეფექტიანობას) საჭიროა სისხლში კალიუმის დონის დარეგულირება და ეკგ მონიტორინგი.

სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას აქტივობა შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კუნთში ინექციის შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზის შეცდომით დასმა.

სინუსური კვანძის მოქმედების დარღვევის, P-Q ინტერვალის გახანგრძლივების, QRS გაფართოების შემთხვევაში ან არითმიის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, არტერიული ჰიპოტენზიით, არითმიებით ანამნეზში, ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის საშალო ხარისხის დარღვევებით. შემადგენლობაში ლიდოკაინის არსებობის გამო საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში, ეპილეფსიით დაავადებულებში, გულის გამტარობის დარღვევების, სუნთქვის უკმარისობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თავი შეიკავეთ პრეპარატის ამპულების შემადგენლობის ნარევების სხვა საინექციო სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისგან.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები ჩატარებული არ არის. თუმცა, გლუკოზამინის სულფატის ფიზიკურ-ქიმიური და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ გლუკოზამინის სულფატი არ იწვევს ადამიანის CYP450 ძირითადი ფერმენტების აქტივობის არც დათრგუნვას, არც მომატებას.

ფაქტიურად პრეპარატი არ უწევს კონკურენციას აბსორბციის მექანიზმებს, აბსორბციის შემდეგ ის არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არამედ მეტაბოლიზდება პროტეოგლიკანებში ენდოგენური ნივთიერებების სახით ჩართვის გზით ან იშლება ციტოქრომის სისტემის ფერმენტების მონაწილეობის გარეშე, რის შედეგადაც სავარაუდოდ ვერ შეძლებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებაში შესვლას.

ცნობილია კუმარინული ანტიკოაგულანტების გამოყენების გაძლიერებული ეფექტის შესახებ გლუკოზამინით თანმხლები მკურნალობის დროს. ამასთან დაკავშირებით, ასეთი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია კოაგულაციის პარამეტრების კონტროლი.

პრეპარატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან.

შესაძლებელია ტეტრაციკლინის კუჭ-ნაწლავური შეწოვის გაძლიერება.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინი.

ციმეტიდინი, პეპტიდინი, ბუპივაკაინი, პროპრანოლოლი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ქლორპრომაზინი, იმიპრამინი ზრდის სისხლის შრატში ლიდოკაინის დონეს, მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირებით. ნორადრენალინს აქვს სინერგიული ეფექტი ლიდოკაინთან ურთიერთქმედებისას.

საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება, რადგან ისინი ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს და ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების პროლონგირებას.

IA კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან (მ.შ. ქინიდინთან, პროკაინამიდთან, დიზოპირამიდთან) ერთდროულად გამოყენებისას ხდება QT ინტერვალის გახანგრძლივება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს AV-ბლოკადა ან პარკუჭების ფიბრილაცია.

სუსტდება საგულე გლიკოზიდების გამოყენების კარდიოტონური ეფექტი.

სედაციურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას დამამშვიდებელი ეფექტები ძლიერდება.

ფენიტოინი აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ მოქმედებას.

პროკაინამიდთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ბოდვა, ჰალუცინაცია.

ლიდოკაინმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც განაპირობებს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას, რადგან ისინი ამცირებს ნერვული იმპულსების გამტარობას.

ეთანოლი აძლიერებს ლიდოკაინის დამთრგუნველ მოქმედებას სუნთქვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პაციენტების ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას. ძილიანობის, დაღლილობის, თავბრუსხვევის ან მხედველობის დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა აკრძალულია.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება; ჰიპერგლიკემია გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობის მქონე პაციენტებში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ალერგიული რეაქციების ჩათვლით, ბრონქული ასთმის გამწვავება;

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა;

კანისა და მისი სტრუქტურების მხრივ: ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, აბსცესი;

ადგილობრივი რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილზე.

პრეპარატის საინექციო ფორმა შეიცავს ლიდოკაინს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია ამ კომპონენტისთვის:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება;

ნერვული სისტემის მხრივ: ენის და ტუჩების დაბუჟება, სინათლის მიმართ შიში, დიპლოპია, თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კუნთების კრუნჩხვა, მაღალი დოზების გამოყენებისას - ხმაური ყურებში, აგზნებული მდგომარეობა, მოუსვენრობა, პარესთეზია, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, კომა, ჰიპერაკუზია;

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი; მაღალი დოზების გამოყენებისას - ნისტაგმი;

ფსიქიკური აშლილობა: ძილის დარღვევა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, გულის გასწვრივი ბლოკადა, არტერიული წნევის მომატება; მაღალი დოზების გამოყენებისას - არითმია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის შენელება, გულის მოქმედების გაჩერება, პერიფერიული ვაზოდილატაცია, კოლაფსი, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური სისტემის დათრგუნვა, ალერგიული რეაქციები, შეშუპების, კანის რეაქციების, ქავილის ჩათვლით; ჭინჭრის ციება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით (მ.შ. ანაფილაქსიური შოკი), გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი;

სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა და სუნთქვის გაჩერება, ქოშინი;

სხვა: სიცხის, სიცივის ან კიდურების დაბუჟების შეგრძნება, ავთვისებიანი ჰიპერთერმია; მაღალი დოზების გამოყენებისას - რინიტი;

ადგილობრივი რეაქციები: კანის ჩხვლეტა ინექციის ადგილზე, აბსცესი, მსუბუქი წვის შეგრძნება (ქრება საანესთეზიო ეფექტის განვითარებასთან ერთად 1 წუთის განმავლობაში), თრომბოფლებიტი.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღნიშნული არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, რომელიც მიმართული იქნება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისკენ.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინი. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება იყოს ენის და ტუჩების დაბუჟება, აგზნებული მდგომარეობა, ეიფორია, შფოთვა, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, ნისტაგმი, ტრემორი, დეპრესია, ძილიანობა, გონების დაკარგვა კომამდე, ტონურ-კლონური კრუნჩხვა. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი ფუნქციის მხრივ შეიძლება იყოს არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, AV-ბლოკადა და სასუნთქი სისტემის დათრგუნვა. საჭიროა პაციენტის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის კონტროლი.

ამ პარამეტრების ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს პრეპარატის დოზის გადაჭარბებაზე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას უზრუნველყოფილი პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდება. ყველა გართულება საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

შემადგენლობა

ამპულა A

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილი;

1 მლ ხსნარი შეიცავს გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილს 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 251,25 მგ, გლუკოზამინის სულფატზე გაანგარიშებით - 200 მგ, ნატრიუმის ქლორიდზე გაანგარიშებით - 51,25 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, საინექციო წყალი;

ამპულა B (გამხსნელი)

დიეთანოლამინი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ამპულა A: გამჭვირვალე უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე (გამოშვების მომენტისთვის). გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერამდე სითხე (ვარგისობის ვადის პერიოდში); ამპულა B: გამჭვირვალე უფერო სითხე; ამპულა A+B: გამჭვირვალე უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე (გამოშვების მომენტისთვის). გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერამდე სითხე (ვარგისობის ვადის პერიოდში).

შენახვის პირობები

2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ხსნარი უნდა გამოიყენოთ მომზადებისთანავე.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა

ამპულა A: 2 მლ ხსნარი გამჭვირვალე ყავისფერი მინის ამპულაში.

ამპულა B: 1 მლ ხსნარი გამჭვირვალე უფერო მინის ამპულაში.

5 ამპულა A და 5 ამპულა B ბლისტერებში, შესაბამისად.

1 ბლისტერი ამპულებით A და 1 ბლისტერი ამპულებით B კოლოფში.

გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

ათქ კოდი: M01AX05.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედი ნივთიერება, გლუკოზამინის სულფატი, წარმოადგენს გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის მარილს, რომელიც ფიზიოლოგიურ პირობებში არსებობს ადამიანის ორგანიზმში და გამოიყენება სულფატებთან ერთად სინოვიალური სითხის ჰიალურონმჟავას და სასახსრე ხრტილის ძირითადი სუბსტანციის გლიკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზისთვის.

ამგვარად, გლუკოზამინის სულფატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის და შესაბამისად, სასახსრე პროტეოგლიკანების სტიმულაციაში. ამის გარდა, გლუკოზამინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სასახსრე ხრტილის დაშლის პროცესს ძირითადად თრგუნავს საკუთარი მეტაბოლური თვისებების შესაძლო გამოვლინებების, ინტერლეიკინი 1-ის (IL-1) აქტივობის დათრგუნვის უნარის წყალობით, რაც, ერთის მხრივ, გავლენას ახდენს ოსტეოართრიტის სიმპტომებზე, ხოლო მეორეს მხრივ, პოტენციურად აფერხებს სახსრების სტრუქტურულ დაზიანებას, რაზედაც მოწმობს ხანგრძლივი კლინიკური კვლევების მონაცემები.

საწყისი in vitro და in vivo კვლევების მონაცემებით, გლუკოზამინის სულფატის ეგზოგენური შეყვანა ასტიმულირებს პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს, რომელიც არასაკმარისია ოსტეოართრიტის დროს, ხელს უწყობს გოგირდის იონების ფიქსაციას გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისას და აუმჯობესებს სასახსრე ხრტილის ტროფიკას.

შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლუკოზამინის სულფატი თრგუნავს იმ ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც შლის ქსოვილებს, როგორიცაა სუპეროქსიდური რადიკალები, ასევე თრგუნავს ლიზოსომალური ფერმენტების აქტივობას იმ ფერმენტებზე დამატებით, რომლებსაც გააჩნია სასახსრე ხრტილის ქსოვილის დაშლის უნარი, როგორიცაა კოლაგენაზები და ფოსფოლიპაზები A2. მოცემული მოქმედება იწვევს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რომელიც აღინიშნება ცხოველების მოდელებში in vivo, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერიმენტული ოსტეოართრიტის დროს, ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვის გარეშეც კი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან (აასს) განსხვავებით.

უფრო გვიანი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ზემოთ მოყვანილი მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტების უმრავლესობა შეიძლება დაკავშირებული იყოს IL-1-ის სტიმულაციის უჯრედშიდა სიგნალის ტრანსდუქციის დათრგუნვასთან, რომელიც წარმოადგენს ოსტეოართრიტის პათოგენეზში ჩართულ ერთ-ერთ ციტოკინს, ციტოკინით ინდუცირებული გენური ტრანსკრიპციის შემდგომი დათრგუნვით. გლუკოზამინის სულფატს, ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში აღწერილი კონცენტრაციით სისხლის პლაზმაში და სინოვიალურ სითხეში, შეუძლია ფაქტიურად დათრგუნოს IL-1-ის მიერ ინდუცირებული პროანთებითი ფერმენტების სერიის გენური ექსპრესია სახსრების ქსოვილებში, ასევე პროდეგენერაციული ფერმენტების სერიის გენური ექსპრესია ხრტილში, როგორიცაა ზოგიერთი მეტალოპროთეზი, აგრეკანაზების ჩათვლით. გოგირდის იონების პოტენციური გავლენა გლუკოზამინის აღნიშნულ ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე ბოლომდე დადგენილი არ არის.

ზემოთ აღნიშნული ყველა თვისება დადებით გავლენას ახდენს დეგენერაციულ პროცესებზე ხრტილებში, რომლებიც საფუძვლად უდევს ოსტეოართრიტის პათოგენეზს, ასევე დაავადების კლინიკურ სურათზე.

ხანმოკლე კვლევებმა და საშუალო ხანგრძლივობის კვლევებმა აჩვენეს, რომ გლუკოზამინის სულფატის ეფექტიანობა ოსტეოართრიტის სიმპტომებთან მიმართებაში ვლინდება მისი გამოყენების დაწყებიდან უკვე 2-3 კვირის შემდეგ.

მეორეს მხრივ, გლუკოზამინის სულფატის მკურნალობის ეფექტიანობა სიმპტომატიკასთან მიმართებაში, ჩვეულებრივ ანალგეზიურ საშუალებებთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგი საშუალებებთან შედარებით, ოპტიმალურია 6 თვის განმავლობაში უწყვეტი გამოყენების კურსის შემდეგ, ან 3 თვის განმავლობაში გამოყენების კურსის შემდეგ აშკარა ეფექტით მოხსნის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ზემოქმედების შედეგად.

3 წლის განმავლობაში ყოველდღიური უწყვეტი მკურნალობის კლინიკური კვლევების შედეგები მოწმობს მისი ეფქტიანობის პროგრესიული გაზრდის შესახებ, სიმპტომებისა და სახსრების სტრუქტურული დაზიანების შენელების გათვალისწინებით, რაც დასტურდება რენტგენის საშუალებით.

გლუკოზამინის სულფატმა აჩვენა კარგი ამტანობა. გლუკოზამინის სულფატის რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, ვეგეტატიურ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოვლენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 14C-გლუკოზამინის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტიურად მონიშნული ელემენტები სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება სისტემურ დონეზე. ადამიანში შეიწოვება პრეპარატის რადიოაქტიურად მონიშნული დოზის დაახლოებით 90%. ვირთაგვებში გლუკოზამინის სულფატის პერორალურად შეყვანის შემდეგ გლუკოზამინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 26%-ს ღვიძლში პირველად გავლის ეფექტის შედეგად. ადამიანში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უცნობია, მაგრამ ალომეტრიული გაანგარიშების თანახმად, ის ვირთაგვებში აღნიშნულის ანალოგიურია, ე.ი. შეადგენს 20-დან 30%-მდე.

ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზამინის სულფატის დღე-ღამეში 1500 მგ დოზით მრავალჯერადად პერორალურად მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური სტაბილური კონცენტრაცია (Cmax, ss) შეადგენდა 1602+425 ნგ/მლ (8.9 μM). ეს კონცენტრაცია მიიღწეოდა შეყვანიდან 1.5-4 საათში (მედიანა: 3 საათი) (tmax). სტაბილურ მდგომარეობაში პლაზმური კონცენტრაციების AUC მაჩვენებელი დროსთან მიმართებაში შეადგენდა 14564+4138 ნგxწელი/მლ. ეს პარამეტრები მიღებულია სამკურნალო საშუალების უზმოზე მიღებისას, ამიტომ ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა საკვებს მნიშვნელოვანი ხარისხით გავლენა მოახდინოს პრეპარატის შეწოვაზე.

პერორალური გამოყენებისას, აბსორბციის შემდეგ გლუკოზამინი ძირითადად ნაწილდება ექსტრავასკულურ გარემოში (მათ შორის სინოვიალურ სითხეში), ადამიანის სხეულში წყლის საერთო რაოდენობის დაახლოებით 37-ჯერ მეტი განაწილების მოცულობით. გლუკოზამინის ცილებთან შეკავშირება გამოვლენილი არ არის.

გლუკოზამინის მეტაბოლური პროფილი არ არის გამოკვლეული, რადგან მოცემული სამკურნალო საშუალება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებულ ნატურალურ ნივთიერებას, გამოიყენება სასახსრე ხრტილის ზოგიერთი კომპონენტის ბიოსინთეზისთვის.

დადგენილია ადამიანის სისხლის პლაზმიდან გლუკოზამინის ნახევარგამოყოფის მხოლოდ საბოლოო ელიმინაციური პერიოდი, სისხლის პლაზმაში გლუკოზამინის დონეების კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც გაზომვადი იყო სამკურნალო საშუალების პერორალური მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. გაანგარიშებული მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 15 საათს.

14C-გლუკოზამინის პერორალურად მიღების შემდეგ ადამიანში მონიშნული რადიოაქტიური ელემენტების შარდში გამოყოფამ შეადგინა შეყვანილი დოზის 10+9% მაშინ, როდესაც განავალში ექსკრეციამ შეადგინა 11,3+0,1%. ადამიანში პერორალურად გამოყენების შემდეგ შარდში უცვლელი გლუკოზამინის ექსკრეციის დონე საშუალოდ დაბალი იყო (შეყვანილი დოზის დაახლოებით 1%). მოცემული შედეგები მიუთითებს, რომ თირკმელები არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს გლუკოზამინის ან/და მისი მეტაბოლიტების, ან/და მისი დაშლის პროდუქტების გამოყოფაში.

დღე-ღამეში ერთხელ 750-1500 მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენებისას გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა იყო ხაზოვანი მაშინ, როდესაც 3000 მგ დოზით გამოყენებისას სისხლის პლაზმაში გლუკოზამინის დონეები მოსალოდნელზე უფრო დაბალი იყო, დოზის გაზრდის შესაბამისად. გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა სტაბილურ მდგომარეობაში არ იყო დამოკიდებული დროზე, კუმულაციის ან ბიოშეღწევადობის დაქვეითების გარეშე ფარმაკოკინეტიკურ პროფილთან შედარებით, რომელიც აღინიშნება ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.

მამაკაცებსა და ქალებში გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიურია, ჯანმრთელ მოხალისეებში და მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის სხვაობა დადგენილი არ არის. ამ უკანასკნელ ჯგუფში მყოფ პაციენტებში დღე-ღამეში ერთხელ მრავალჯერადი გამოყენებისას ბოლო დოზის 1500 მგ-ის მიღებიდან 3 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 7,2 μM და იყო ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლენილის მსგავსი მაშინ, როდესაც სინოვიალურ სითხეში საშუალო კონცენტრაცია იყო მხოლოდ 25%-ით უფრო დაბალი და შესაბამისად, ასევე იყო 10 μM დიაპაზონში. თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკის კვლევა ჩატარებული არ არის, რადგან პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით და გლუკოზამინის ელიმინაციაში თირკმელების უმნიშვნელო მონაწილეობასთან დაკავშირებით, ავადმყოფების ამ ჯგუფებში დოზის შემცირება გათვალისწინებული არ არის.

სისხლის პლაზმასა და სინოვიალურ სითხეში გლუკოზამინის სტაბილური კონცენტრაციები დღე-ღამეში ერთხელ 1500 მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ არის 10 μM დიაპაზონში და აქედან გამომდინარე, შეესაბამება მათ, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ფარმაკოლოგიური აქტივობა in vitro ექსპერიმენტულ მოდელებში ჩატარებული კვლევებისას, რაც ადასტურებს სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმს და კლინიკურ ეფექტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სინარტა

(SINARTA)

შემადგენლობა:

ამპულა A

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილი;

1 მლ ხსნარი შეიცავს გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილს 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 251,25 მგ, გლუკოზამინის სულფატზე გაანგარიშებით - 200 მგ, ნატრიუმის ქლორიდზე გაანგარიშებით - 51,25 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, საინექციო წყალი;

ამპულა B (გამხსნელი)

დიეთანოლამინი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ამპულა A: გამჭვირვალე უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე (გამოშვების მომენტისთვის). გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერამდე სითხე (ვარგისობის ვადის პერიოდში); ამპულა B: გამჭვირვალე უფერო სითხე; ამპულა A+B: გამჭვირვალე უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე (გამოშვების მომენტისთვის). გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერამდე სითხე (ვარგისობის ვადის პერიოდში).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

ათქ კოდი: M01AX05.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედი ნივთიერება, გლუკოზამინის სულფატი, წარმოადგენს გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის მარილს, რომელიც ფიზიოლოგიურ პირობებში არსებობს ადამიანის ორგანიზმში და გამოიყენება სულფატებთან ერთად სინოვიალური სითხის ჰიალურონმჟავას და სასახსრე ხრტილის ძირითადი სუბსტანციის გლიკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზისთვის.

ამგვარად, გლუკოზამინის სულფატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის და შესაბამისად, სასახსრე პროტეოგლიკანების სტიმულაციაში. ამის გარდა, გლუკოზამინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სასახსრე ხრტილის დაშლის პროცესს ძირითადად თრგუნავს საკუთარი მეტაბოლური თვისებების შესაძლო გამოვლინებების, ინტერლეიკინი 1-ის (IL-1) აქტივობის დათრგუნვის უნარის წყალობით, რაც, ერთის მხრივ, გავლენას ახდენს ოსტეოართრიტის სიმპტომებზე, ხოლო მეორეს მხრივ, პოტენციურად აფერხებს სახსრების სტრუქტურულ დაზიანებას, რაზედაც მოწმობს ხანგრძლივი კლინიკური კვლევების მონაცემები.

საწყისი in vitro და in vivo კვლევების მონაცემებით, გლუკოზამინის სულფატის ეგზოგენური შეყვანა ასტიმულირებს პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს, რომელიც არასაკმარისია ოსტეოართრიტის დროს, ხელს უწყობს გოგირდის იონების ფიქსაციას გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისას და აუმჯობესებს სასახსრე ხრტილის ტროფიკას.

შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლუკოზამინის სულფატი თრგუნავს იმ ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც შლის ქსოვილებს, როგორიცაა სუპეროქსიდური რადიკალები, ასევე თრგუნავს ლიზოსომალური ფერმენტების აქტივობას იმ ფერმენტებზე დამატებით, რომლებსაც გააჩნია სასახსრე ხრტილის ქსოვილის დაშლის უნარი, როგორიცაა კოლაგენაზები და ფოსფოლიპაზები A2. მოცემული მოქმედება იწვევს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რომელიც აღინიშნება ცხოველების მოდელებში in vivo, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერიმენტული ოსტეოართრიტის დროს, ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვის გარეშეც კი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან (აასს) განსხვავებით.

უფრო გვიანი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ზემოთ მოყვანილი მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტების უმრავლესობა შეიძლება დაკავშირებული იყოს IL-1-ის სტიმულაციის უჯრედშიდა სიგნალის ტრანსდუქციის დათრგუნვასთან, რომელიც წარმოადგენს ოსტეოართრიტის პათოგენეზში ჩართულ ერთ-ერთ ციტოკინს, ციტოკინით ინდუცირებული გენური ტრანსკრიპციის შემდგომი დათრგუნვით. გლუკოზამინის სულფატს, ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში აღწერილი კონცენტრაციით სისხლის პლაზმაში და სინოვიალურ სითხეში, შეუძლია ფაქტიურად დათრგუნოს IL-1-ის მიერ ინდუცირებული პროანთებითი ფერმენტების სერიის გენური ექსპრესია სახსრების ქსოვილებში, ასევე პროდეგენერაციული ფერმენტების სერიის გენური ექსპრესია ხრტილში, როგორიცაა ზოგიერთი მეტალოპროთეზი, აგრეკანაზების ჩათვლით. გოგირდის იონების პოტენციური გავლენა გლუკოზამინის აღნიშნულ ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე ბოლომდე დადგენილი არ არის.

ზემოთ აღნიშნული ყველა თვისება დადებით გავლენას ახდენს დეგენერაციულ პროცესებზე ხრტილებში, რომლებიც საფუძვლად უდევს ოსტეოართრიტის პათოგენეზს, ასევე დაავადების კლინიკურ სურათზე.

ხანმოკლე კვლევებმა და საშუალო ხანგრძლივობის კვლევებმა აჩვენეს, რომ გლუკოზამინის სულფატის ეფექტიანობა ოსტეოართრიტის სიმპტომებთან მიმართებაში ვლინდება მისი გამოყენების დაწყებიდან უკვე 2-3 კვირის შემდეგ.

მეორეს მხრივ, გლუკოზამინის სულფატის მკურნალობის ეფექტიანობა სიმპტომატიკასთან მიმართებაში, ჩვეულებრივ ანალგეზიურ საშუალებებთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგი საშუალებებთან შედარებით, ოპტიმალურია 6 თვის განმავლობაში უწყვეტი გამოყენების კურსის შემდეგ, ან 3 თვის განმავლობაში გამოყენების კურსის შემდეგ აშკარა ეფექტით მოხსნის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ზემოქმედების შედეგად.

3 წლის განმავლობაში ყოველდღიური უწყვეტი მკურნალობის კლინიკური კვლევების შედეგები მოწმობს მისი ეფქტიანობის პროგრესიული გაზრდის შესახებ, სიმპტომებისა და სახსრების სტრუქტურული დაზიანების შენელების გათვალისწინებით, რაც დასტურდება რენტგენის საშუალებით.

გლუკოზამინის სულფატმა აჩვენა კარგი ამტანობა. გლუკოზამინის სულფატის რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, ვეგეტატიურ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოვლენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 14C-გლუკოზამინის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტიურად მონიშნული ელემენტები სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება სისტემურ დონეზე. ადამიანში შეიწოვება პრეპარატის რადიოაქტიურად მონიშნული დოზის დაახლოებით 90%. ვირთაგვებში გლუკოზამინის სულფატის პერორალურად შეყვანის შემდეგ გლუკოზამინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 26%-ს ღვიძლში პირველად გავლის ეფექტის შედეგად. ადამიანში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უცნობია, მაგრამ ალომეტრიული გაანგარიშების თანახმად, ის ვირთაგვებში აღნიშნულის ანალოგიურია, ე.ი. შეადგენს 20-დან 30%-მდე.

ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზამინის სულფატის დღე-ღამეში 1500 მგ დოზით მრავალჯერადად პერორალურად მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური სტაბილური კონცენტრაცია (Cmax, ss) შეადგენდა 1602+425 ნგ/მლ (8.9 μM). ეს კონცენტრაცია მიიღწეოდა შეყვანიდან 1.5-4 საათში (მედიანა: 3 საათი) (tmax). სტაბილურ მდგომარეობაში პლაზმური კონცენტრაციების AUC მაჩვენებელი დროსთან მიმართებაში შეადგენდა 14564+4138 ნგxწელი/მლ. ეს პარამეტრები მიღებულია სამკურნალო საშუალების უზმოზე მიღებისას, ამიტომ ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა საკვებს მნიშვნელოვანი ხარისხით გავლენა მოახდინოს პრეპარატის შეწოვაზე.

პერორალური გამოყენებისას, აბსორბციის შემდეგ გლუკოზამინი ძირითადად ნაწილდება ექსტრავასკულურ გარემოში (მათ შორის სინოვიალურ სითხეში), ადამიანის სხეულში წყლის საერთო რაოდენობის დაახლოებით 37-ჯერ მეტი განაწილების მოცულობით. გლუკოზამინის ცილებთან შეკავშირება გამოვლენილი არ არის.

გლუკოზამინის მეტაბოლური პროფილი არ არის გამოკვლეული, რადგან მოცემული სამკურნალო საშუალება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებულ ნატურალურ ნივთიერებას, გამოიყენება სასახსრე ხრტილის ზოგიერთი კომპონენტის ბიოსინთეზისთვის.

დადგენილია ადამიანის სისხლის პლაზმიდან გლუკოზამინის ნახევარგამოყოფის მხოლოდ საბოლოო ელიმინაციური პერიოდი, სისხლის პლაზმაში გლუკოზამინის დონეების კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც გაზომვადი იყო სამკურნალო საშუალების პერორალური მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. გაანგარიშებული მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 15 საათს.

14C-გლუკოზამინის პერორალურად მიღების შემდეგ ადამიანში მონიშნული რადიოაქტიური ელემენტების შარდში გამოყოფამ შეადგინა შეყვანილი დოზის 10+9% მაშინ, როდესაც განავალში ექსკრეციამ შეადგინა 11,3+0,1%. ადამიანში პერორალურად გამოყენების შემდეგ შარდში უცვლელი გლუკოზამინის ექსკრეციის დონე საშუალოდ დაბალი იყო (შეყვანილი დოზის დაახლოებით 1%). მოცემული შედეგები მიუთითებს, რომ თირკმელები არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს გლუკოზამინის ან/და მისი მეტაბოლიტების, ან/და მისი დაშლის პროდუქტების გამოყოფაში.

დღე-ღამეში ერთხელ 750-1500 მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენებისას გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა იყო ხაზოვანი მაშინ, როდესაც 3000 მგ დოზით გამოყენებისას სისხლის პლაზმაში გლუკოზამინის დონეები მოსალოდნელზე უფრო დაბალი იყო, დოზის გაზრდის შესაბამისად. გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა სტაბილურ მდგომარეობაში არ იყო დამოკიდებული დროზე, კუმულაციის ან ბიოშეღწევადობის დაქვეითების გარეშე ფარმაკოკინეტიკურ პროფილთან შედარებით, რომელიც აღინიშნება ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.

მამაკაცებსა და ქალებში გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიურია, ჯანმრთელ მოხალისეებში და მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის სხვაობა დადგენილი არ არის. ამ უკანასკნელ ჯგუფში მყოფ პაციენტებში დღე-ღამეში ერთხელ მრავალჯერადი გამოყენებისას ბოლო დოზის 1500 მგ-ის მიღებიდან 3 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 7,2 μM და იყო ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლენილის მსგავსი მაშინ, როდესაც სინოვიალურ სითხეში საშუალო კონცენტრაცია იყო მხოლოდ 25%-ით უფრო დაბალი და შესაბამისად, ასევე იყო 10 μM დიაპაზონში. თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გლუკოზამინის ფარმაკოკინეტიკის კვლევა ჩატარებული არ არის, რადგან პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით და გლუკოზამინის ელიმინაციაში თირკმელების უმნიშვნელო მონაწილეობასთან დაკავშირებით, ავადმყოფების ამ ჯგუფებში დოზის შემცირება გათვალისწინებული არ არის.

სისხლის პლაზმასა და სინოვიალურ სითხეში გლუკოზამინის სტაბილური კონცენტრაციები დღე-ღამეში ერთხელ 1500 მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ არის 10 μM დიაპაზონში და აქედან გამომდინარე, შეესაბამება მათ, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ფარმაკოლოგიური აქტივობა in vitro ექსპერიმენტულ მოდელებში ჩატარებული კვლევებისას, რაც ადასტურებს სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმს და კლინიკურ ეფექტს.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

ოსტეოართრიტის სიმპტომების: ტკივილისა და ფუნქციური შეზღუდვის მკურნალობა.

უკუჩვენება

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, სისხლდენებისადმი მიდრეკილება.

პრეპარატი სინარტა არ უნდა იქნას გამოყენებული მოლუსკებზე ალერგიის მქონე პაციენტებში, რადგან მოქმედ ნივთიერებას იღებენ მოლუსკების ნიჟარებიდან; ასეთი პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილი იყვნენ გლუკოზამინზე ალერგიული რეაქციების განვითარებისადმი მათი დაავადების სიმპტომების შესაძლო გამწვავებით.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის მოქმედი ნივთიერება ლიდოკაინი, რომელსაც აქვს შემდეგი უკუჩვენება: კარდიოგენული შოკი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები, მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული ფუნქცია, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მძიმე ბრადიკარდია, სისხლის შედედების დარღვევები, ვოლფ-პარკინსონ-უატის სინდრომი, ადამს-სტოქსის სინდრომი; კრუნჩხვა ანამნეზში, გამოწვეული ლიდოკაინის გამოყენებით; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპოვოლემია, მიასთენია, ინფექცია ინექციის ადგილზე, მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების მიმართ (რადგან არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

თავი შეიკავეთ პრეპარატის ამპულების შემადგენლობის ნარევების სხვა საინექციო სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისგან.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები ჩატარებული არ არის. თუმცა, გლუკოზამინის სულფატის ფიზიკურ-ქიმიური და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ გლუკოზამინის სულფატი არ იწვევს ადამიანის CYP450 ძირითადი ფერმენტების აქტივობის არც დათრგუნვას, არც მომატებას.

ფაქტიურად პრეპარატი არ უწევს კონკურენციას აბსორბციის მექანიზმებს, აბსორბციის შემდეგ ის არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არამედ მეტაბოლიზდება პროტეოგლიკანებში ენდოგენური ნივთიერებების სახით ჩართვის გზით ან იშლება ციტოქრომის სისტემის ფერმენტების მონაწილეობის გარეშე, რის შედეგადაც სავარაუდოდ ვერ შეძლებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებაში შესვლას.

ცნობილია კუმარინული ანტიკოაგულანტების გამოყენების გაძლიერებული ეფექტის შესახებ გლუკოზამინით თანმხლები მკურნალობის დროს. ამასთან დაკავშირებით, ასეთი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია კოაგულაციის პარამეტრების კონტროლი.

პრეპარატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან.

შესაძლებელია ტეტრაციკლინის კუჭ-ნაწლავური შეწოვის გაძლიერება.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინი.

ციმეტიდინი, პეპტიდინი, ბუპივაკაინი, პროპრანოლოლი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ქლორპრომაზინი, იმიპრამინი ზრდის სისხლის შრატში ლიდოკაინის დონეს, მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირებით. ნორადრენალინს აქვს სინერგიული ეფექტი ლიდოკაინთან ურთიერთქმედებისას.

საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება, რადგან ისინი ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს და ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების პროლონგირებას.

IA კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან (მ.შ. ქინიდინთან, პროკაინამიდთან, დიზოპირამიდთან) ერთდროულად გამოყენებისას ხდება QT ინტერვალის გახანგრძლივება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს AV-ბლოკადა ან პარკუჭების ფიბრილაცია.

სუსტდება საგულე გლიკოზიდების გამოყენების კარდიოტონური ეფექტი.

სედაციურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას დამამშვიდებელი ეფექტები ძლიერდება.

ფენიტოინი აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ მოქმედებას.

პროკაინამიდთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ბოდვა, ჰალუცინაცია.

ლიდოკაინმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც განაპირობებს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას, რადგან ისინი ამცირებს ნერვული იმპულსების გამტარობას.

ეთანოლი აძლიერებს ლიდოკაინის დამთრგუნველ მოქმედებას სუნთქვაზე.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატის შეყვანა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამედიცინო მუშაკმა.

პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოთ გლუკოზის აუტანლობის მქონე პაციენტებს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში მიზანშეწონილია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რადგან ეს პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილი იყვნენ გლუკოზამინზე ალერგიული რეაქციების განვითარების მიმართ მათი სიმპტომების შესაძლო გამწვავებით.

სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს 40,3 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში დანიშვნისას, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკაცრი უმარილო დიეტა.

პრეპარატის შემთხვევით ინტრავაზალური შეყვანის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ასპირაციული სინჯის აღება.

ლიდოკაინის ჯგუფის საანესთეზიო საშუალებების გამოყენების უსაფრთხოება საეჭვოა ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ მიდრეკილების მქონე ავადმყოფებში, ამიტომ ასეთ შემთხვევებში საჭიროა მათი გამოყენებისგან თავის შეკავება.

ლიდოკაინის გამოყენებამდე გულის დაავადებების დროს (ჰიპოკალიემია აქვეითებს ლიდოკაინის ეფექტიანობას) საჭიროა სისხლში კალიუმის დონის დარეგულირება და ეკგ მონიტორინგი.

სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას აქტივობა შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კუნთში ინექციის შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზის შეცდომით დასმა.

სინუსური კვანძის მოქმედების დარღვევის, P-Q ინტერვალის გახანგრძლივების, QRS გაფართოების შემთხვევაში ან არითმიის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, არტერიული ჰიპოტენზიით, არითმიებით ანამნეზში, ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის საშალო ხარისხის დარღვევებით. შემადგენლობაში ლიდოკაინის არსებობის გამო საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში, ეპილეფსიით დაავადებულებში, გულის გამტარობის დარღვევების, სუნთქვის უკმარისობის დროს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პაციენტების ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას. ძილიანობის, დაღლილობის, თავბრუსხვევის ან მხედველობის დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა აკრძალულია.

გამოყენების წესი და დოზები

ინტრამუსკულური გამოყენებისთვის!

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის.

მოზრდილი პაციენტები და ხანდაზმული პაციენტები

გამოყენების წინ ხსნარი B (გამხსნელი 1 მლ) შეურიეთ ხსნარ A-ს (პრეპარატის ხსნარი 2 მლ) ერთ შპრიცში.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეიყვანეთ კუნთში 3 მლ ან 6 მლ (ხსნარი A+B) 3-ჯერ კვირაში, 4-6 კვირის განმავლობაში.

ამპულაში A ხსნარის მოყვითალო შეფერილობა არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ეფექტიანობასა და ასატანობაზე.

პრეპარატის ინექცია შეიძლება შეთავსებული იყოს ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით პრეპარატის პერორალურ მიღებასთან.

გლუკოზამინი არ არის ნაჩვენები მწავავე ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ.

სიმპტომების შემსუბუქებას (განსაკუთრებით ტკივილის შეგრძნებების შემცირება) შეიძლება ადგილი ჰქონდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში კი - უფრო ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

თირკმელების ან/და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს დოზის კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ მიეცემათ, რადგან შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული.

ბავშვები. არ გამოიყენოთ ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ამ პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღნიშნული არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, რომელიც მიმართული იქნება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისკენ.

პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინი. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება იყოს ენის და ტუჩების დაბუჟება, აგზნებული მდგომარეობა, ეიფორია, შფოთვა, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, ნისტაგმი, ტრემორი, დეპრესია, ძილიანობა, გონების დაკარგვა კომამდე, ტონურ-კლონური კრუნჩხვა. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი ფუნქციის მხრივ შეიძლება იყოს არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, AV-ბლოკადა და სასუნთქი სისტემის დათრგუნვა. საჭიროა პაციენტის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის კონტროლი.

ამ პარამეტრების ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს პრეპარატის დოზის გადაჭარბებაზე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას უზრუნველყოფილი პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდება. ყველა გართულება საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

გვერდითი რეაქციები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება; ჰიპერგლიკემია გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობის მქონე პაციენტებში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ალერგიული რეაქციების ჩათვლით, ბრონქული ასთმის გამწვავება;

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა;

კანისა და მისი სტრუქტურების მხრივ: ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, აბსცესი;

ადგილობრივი რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილზე.

პრეპარატის საინექციო ფორმა შეიცავს ლიდოკაინს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია ამ კომპონენტისთვის:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება;

ნერვული სისტემის მხრივ: ენის და ტუჩების დაბუჟება, სინათლის მიმართ შიში, დიპლოპია, თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, კუნთების კრუნჩხვა, მაღალი დოზების გამოყენებისას - ხმაური ყურებში, აგზნებული მდგომარეობა, მოუსვენრობა, პარესთეზია, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, კომა, ჰიპერაკუზია;

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი; მაღალი დოზების გამოყენებისას - ნისტაგმი;

ფსიქიკური აშლილობა: ძილის დარღვევა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, გულის გასწვრივი ბლოკადა, არტერიული წნევის მომატება; მაღალი დოზების გამოყენებისას - არითმია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის შენელება, გულის მოქმედების გაჩერება, პერიფერიული ვაზოდილატაცია, კოლაფსი, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური სისტემის დათრგუნვა, ალერგიული რეაქციები, შეშუპების, კანის რეაქციების, ქავილის ჩათვლით; ჭინჭრის ციება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით (მ.შ. ანაფილაქსიური შოკი), გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი;

სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა და სუნთქვის გაჩერება, ქოშინი;

სხვა: სიცხის, სიცივის ან კიდურების დაბუჟების შეგრძნება, ავთვისებიანი ჰიპერთერმია; მაღალი დოზების გამოყენებისას - რინიტი;

ადგილობრივი რეაქციები: კანის ჩხვლეტა ინექციის ადგილზე, აბსცესი, მსუბუქი წვის შეგრძნება (ქრება საანესთეზიო ეფექტის განვითარებასთან ერთად 1 წუთის განმავლობაში), თრომბოფლებიტი.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ხსნარი უნდა გამოიყენოთ მომზადებისთანავე.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა

ამპულა A: 2 მლ ხსნარი გამჭვირვალე ყავისფერი მინის ამპულაში.

ამპულა B: 1 მლ ხსნარი გამჭვირვალე უფერო მინის ამპულაში.

5 ამპულა A და 5 ამპულა B ბლისტერებში, შესაბამისად.

1 ბლისტერი ამპულებით A და 1 ბლისტერი ამპულებით B კოლოფში.

გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. სს “ფარმაკი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი.

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქუჩა, 74.

ბოლო გადახედვის თარიღი: 20.01.2021.

ხელმოწერილია; ბეჭედდასმულია (სააქციო საზოგადოება ~ფარმაკი~; ქ. კიევი, უკრაინა; საიდენტიფიკაციო კოდი: 00481198)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა