პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

გლუკოზამინ გლუსინა

GLUCOSAMINA GLUSINA

ურეცეპტოდ1500მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

გლუკოზამინ გლუსინა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლუკოზამინის სულფატს, პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის სახით და წარმოდგენილია ერთ-დოზიან პაკეტებში, რომლის დოზაც არის 1500 მგ გლუკოზამინის სულფატი, პერორალური მიღებისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლუკოზამინი (glucosamine)
ფორმა და შეფუთვა
1500მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
მწარმოებელი
Baldacci Portugal, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები
ATC კოდი
M01AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-036090
რეგისტრირებულია
4 აგვისტო 2022, მოქმედებს 4 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „3დ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგლუკოზამინ გლუსინა და სხვა წამალი ერთად

გლუკოზამინ გლუსინა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გლუკოზამინ გლუსინა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლუკოზამინის სულფატს, პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის სახით და წარმოდგენილია ერთ-დოზიან პაკეტებში, რომლის დოზაც არის 1500 მგ გლუკოზამინის სულფატი, პერორალური მიღებისთვის.

იგი გამოიყენება ოსტეოართრიტის სიმპტომების, ანუ ტკივილისა და ფუნქციონირების შეზღუდვის სამკურნალოდ.

ართროზს ახასიათებს სასახსრე ხრტილის დეგენერაციული პროცესი, რომლის დროსაც იგი თანდათან იშლება. გლუკოზამინ გლუსინა არის გლუკოზამინის სულფატი, ხრტილის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აუცილებელია მისი რეგენერაციისთვის და რომელსაც შეუძლია ხრტილის წარმომქმნელი უჯრედების სტიმულირება, რაც ხელს უწყობს დეგენერაციული პროცესის შეფერხებას ან თუნდაც შეჩერებას (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 9.4 ართროზის სამკურნალო პრეპარატები).

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე ეჭვი. ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთხელ, ერთი პაკეტის შემცველობა (გახსნილი ჭიქა წყალში), სასურველია კვების დროს.

გლუკოზამინი არ არის ნაჩვენები მწვავე ტკივილის სამკურნალოდ. სიმპტომების შემსუბუქება (ძირითადად ტკივილის მოხსნა) შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება 2-3 თვის შემდეგ, გლუკოზამინით გახანგრძლივებული მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, შესაბამისად ამ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გამოყენება ხანდაზმულებში და თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. გლუკოზამინ გლუსინას მავნე ზემოქმედება არ არის აღწერილი ხანდაზმულებში ან თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან არ ჩატარებულა კვლევები თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

თუ მიიღეთ გლუკოზამინ გლუსინას საჭიროზე მეტი დოზა

დოზის შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბების მოვლენები არ დაფიქსირებულა. ცხოველებში მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის მონაცემებზე დაყრდნობით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიკური სიმპტომები, თუნდაც დოზის ძლიერ გადაჭარბებისას.

თუმცა, თუ მოხდა დოზის გადაჭარბება, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, ანუ უნდა აღდგეს ჰიდროელექტროლიტური ბალანსი.

თუ დაგავიწყდათ გლუკოზამინ გლუსინას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვეტთ გლუკოზამინ გლუსინას მიღებას

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერება(ებ)ზე ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
  • თუ გაქვთ ფენილკეტონურია, რადგან პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს ასპარტამს.

სიფრთხილის ზომები

გლუკოზამინ გლუსინას მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გლუკოზამინი ორგანიზმის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ იგი სავსებით კარგად აიტანება. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, რადგან გლუკოზამინ გლუსინას პაკეტებში შედის სორბიტოლი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია მოლუსკების მიმართ, შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რადგან აქტიური ნივთიერება მიიღება მოლუსკებიდან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა ნებისმიერი პრეპარატი.

გლუკოზამინის სულფატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტეტრაციკლინების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვას და შეიძლება შეამციროს პენიცილინის ან ქლორამფენიკოლის შეწოვა, ერთდროულად პერორალურად მიღებისას.

გლუკოზამინის სულფატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს კუმარინის ანტიკოაგულანტების ეფექტის ზრდა. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში უნდა განხორციელდეს კოაგულაციის მაჩვენებლების მონიტორინგი.

ანალგეტიკების ან ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული ან არასტეროიდული პრეპარატების თანმხლები მიღებისთვის არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. პირიქით, გლუკოზამინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება, რადგან იგი ავითარებს ანთების საწინააღმდეგო, ციკლოოქსიგენაზასგან დამოუკიდებელ თერაპიულ აქტივობას და უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ იგი ხელს უშლის მოცემული პრეპარატებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას, რაც მათი მოქმედების მექანიზმის გამო იწვევს პროტეოგლიკანის სინთეზის ფერმენტის ბლოკირებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობით, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში.

სიფრთხილის მიზნით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობით.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ ღებულობთ გლუკოზამინ გლუსინას, არ არის შეუთავსებელი ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება, რადგან აღნიშნული პრეპარატი არ მოქმედებს რეფლექსებზე.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს და შესაძლოა საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს 151,099 მგ ნატრიუმს თითო პაკეტში. ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კონტროლდება ნატრიუმის მიღება.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

გლუკოზამინ გლუსინა კარგად აიტანება.

გლუკოზამინ გლუსინას მიერ გამოწვეული ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალია, მათ შორის ყველაზე ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული მოვლენები (კუჭის ტკივილი და დისკომფორტი, მეტეორიზმი, ყაბზობა და დიარეა).

შემდეგი ჩამონათვალი ასახავს შესაძლო არასასურველ ეფექტებს მათი სიხშირის გათვალისწინებით:

ხშირი (>1/100, <1/10):

კუჭ-ნაწლავის დაავადებები:

კუჭის ტკივილი და დისკომფორტი

მეტეორიზმი

ყაბზობა

დიარეა

ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100):

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

კანზე გამონაყარი ქავილით. ერითემა.

იშვიათი (> 1/10000, <1/1000):

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები:

ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა

ქავილის, ერითემის ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის შეჩერება.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ ინფარმედ, ი.პ.-ს (INFARMED, I.P.).

ინფარმედ, იპ

პრეპარატების რისკების მართვის დეპარტამენტი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი:+ 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის გლუკოზამინის სულფატი.

სხვა ინგრედიენტებია ასპარტამი, სორბიტოლი, ლიმონმჟავა და მაკროგოლი 4000.

როგორია ვიზუალურად გლუკოზამინ გლუსინა და რა შედის შეფუთვაში

შეფუთვაში 7, 20, 30 და 60 ფხვნილის პაკეტი პერორალური ხსნარისთვის

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ გლუკოზამინ გლუსინა პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში მზისგან და ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დამტკიცებულია 02-10-2020 ინფარმედი

სარეკომენდაციო ვერსია

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

გლუკოზამინ გლუსინა

Glucosamina Glusina

1500 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

გლუკოზამინის სულფატი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

განმარტებებისათვის და რჩევებისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას. ეს მოიცავს ისეთ ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

მიმართეთ ექიმს თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის გლუკოზამინ გლუსინა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ გლუკოზამინ გლუსინას მიღებამდე
  • გლუკოზამინ გლუსინას მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • გლუკოზამინ გლუსინას შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის გლუკოზამინ გლუსინა და რისთვის გამოიყენება

გლუკოზამინ გლუსინა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლუკოზამინის სულფატს, პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის სახით და წარმოდგენილია ერთ-დოზიან პაკეტებში, რომლის დოზაც არის 1500 მგ გლუკოზამინის სულფატი, პერორალური მიღებისთვის.

იგი გამოიყენება ოსტეოართრიტის სიმპტომების, ანუ ტკივილისა და ფუნქციონირების შეზღუდვის სამკურნალოდ.

ართროზს ახასიათებს სასახსრე ხრტილის დეგენერაციული პროცესი, რომლის დროსაც იგი თანდათან იშლება. გლუკოზამინ გლუსინა არის გლუკოზამინის სულფატი, ხრტილის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აუცილებელია მისი რეგენერაციისთვის და რომელსაც შეუძლია ხრტილის წარმომქმნელი უჯრედების სტიმულირება, რაც ხელს უწყობს დეგენერაციული პროცესის შეფერხებას ან თუნდაც შეჩერებას (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 9.4 ართროზის სამკურნალო პრეპარატები).

  • რა უნდა იცოდეთ გლუკოზამინ გლუსინა მიღებამდე

არ მიიღოთ გლუკოზამინ გლუსინა

  • თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერება(ებ)ზე ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
  • თუ გაქვთ ფენილკეტონურია, რადგან პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს ასპარტამს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გლუკოზამინ გლუსინას მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გლუკოზამინი ორგანიზმის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ იგი სავსებით კარგად აიტანება. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, რადგან გლუკოზამინ გლუსინას პაკეტებში შედის სორბიტოლი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია მოლუსკების მიმართ, შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რადგან აქტიური ნივთიერება მიიღება მოლუსკებიდან.

სხვა პრეპარატები და გლუკოზამინ გლუსინა

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა ნებისმიერი პრეპარატი.

გლუკოზამინის სულფატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტეტრაციკლინების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვას და შეიძლება შეამციროს პენიცილინის ან ქლორამფენიკოლის შეწოვა, ერთდროულად პერორალურად მიღებისას.

გლუკოზამინის სულფატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს კუმარინის ანტიკოაგულანტების ეფექტის ზრდა. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში უნდა განხორციელდეს კოაგულაციის მაჩვენებლების მონიტორინგი.

ანალგეტიკების ან ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული ან არასტეროიდული პრეპარატების თანმხლები მიღებისთვის არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. პირიქით, გლუკოზამინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება, რადგან იგი ავითარებს ანთების საწინააღმდეგო, ციკლოოქსიგენაზასგან დამოუკიდებელ თერაპიულ აქტივობას და უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ იგი ხელს უშლის მოცემული პრეპარატებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას, რაც მათი მოქმედების მექანიზმის გამო იწვევს პროტეოგლიკანის სინთეზის ფერმენტის ბლოკირებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობით, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში.

სიფრთხილის მიზნით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობით.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ ღებულობთ გლუკოზამინ გლუსინას, არ არის შეუთავსებელი ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება, რადგან აღნიშნული პრეპარატი არ მოქმედებს რეფლექსებზე.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს და შესაძლოა საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს 151,099 მგ ნატრიუმს თითო პაკეტში. ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კონტროლდება ნატრიუმის მიღება.

გლუკოზამინ გლუსინა შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

  • გლუკოზამინ გლუსინას მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე ეჭვი. ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთხელ, ერთი პაკეტის შემცველობა (გახსნილი ჭიქა წყალში), სასურველია კვების დროს.

გლუკოზამინი არ არის ნაჩვენები მწვავე ტკივილის სამკურნალოდ. სიმპტომების შემსუბუქება (ძირითადად ტკივილის მოხსნა) შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება 2-3 თვის შემდეგ, გლუკოზამინით გახანგრძლივებული მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ არ არის დადგენილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, შესაბამისად ამ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გამოყენება ხანდაზმულებში და თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. გლუკოზამინ გლუსინას მავნე ზემოქმედება არ არის აღწერილი ხანდაზმულებში ან თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან არ ჩატარებულა კვლევები თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

თუ მიიღეთ გლუკოზამინ გლუსინას საჭიროზე მეტი დოზა

დოზის შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბების მოვლენები არ დაფიქსირებულა. ცხოველებში მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის მონაცემებზე დაყრდნობით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიკური სიმპტომები, თუნდაც დოზის ძლიერ გადაჭარბებისას.

თუმცა, თუ მოხდა დოზის გადაჭარბება, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, ანუ უნდა აღდგეს ჰიდროელექტროლიტური ბალანსი.

თუ დაგავიწყდათ გლუკოზამინ გლუსინას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვეტთ გლუკოზამინ გლუსინას მიღებას

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

გლუკოზამინ გლუსინა კარგად აიტანება.

გლუკოზამინ გლუსინას მიერ გამოწვეული ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალია, მათ შორის ყველაზე ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული მოვლენები (კუჭის ტკივილი და დისკომფორტი, მეტეორიზმი, ყაბზობა და დიარეა).

შემდეგი ჩამონათვალი ასახავს შესაძლო არასასურველ ეფექტებს მათი სიხშირის გათვალისწინებით:

ხშირი (>1/100, <1/10):

კუჭ-ნაწლავის დაავადებები:

კუჭის ტკივილი და დისკომფორტი

მეტეორიზმი

ყაბზობა

დიარეა

ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100):

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

კანზე გამონაყარი ქავილით. ერითემა.

იშვიათი (> 1/10000, <1/1000):

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები:

ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა

ქავილის, ერითემის ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის შეჩერება.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ ინფარმედ, ი.პ.-ს (INFARMED, I.P.).

ინფარმედ, იპ

პრეპარატების რისკების მართვის დეპარტამენტი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი:+ 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • გლუკოზამინ გლუსინას შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ გლუკოზამინ გლუსინა პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში მზისგან და ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს გლუკოზამინ გლუსინა

აქტიური ნივთიერება არის გლუკოზამინის სულფატი.

სხვა ინგრედიენტებია ასპარტამი, სორბიტოლი, ლიმონმჟავა და მაკროგოლი 4000.

როგორია ვიზუალურად გლუკოზამინ გლუსინა და რა შედის შეფუთვაში

შეფუთვაში 7, 20, 30 და 60 ფხვნილის პაკეტი პერორალური ხსნარისთვის

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ბალდაჩი პორტუგალ, ს.ა. (Baldacci Portugal, S.A.)

რუა კანდიდო დე ფიგუეირედო, 84-ბ

1549-005 ლისაბონი

ტელ: +351217783031

ფაქსი: +351217785457

ელ-ფოსტა: baldacci(5)baldacci.pt

მწარმოებელი

სმითს ნ.ვ. (Smeets N.V.)

ინდუსტრიპარკ ტერბეკებჰოფ ფოტოგრაფიელან 42

B-2610 ვილრიიკი, ბელგია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა