პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

სერტიკანი

CERTICAN®

რეცეპტით0,75მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

თირკმლის და გულის ტრანსპლანტაცია ორგანოს მოცილების პროფილაქტიკა დაბალი და საშუალო იმუნოლოგიური რისკის მქონე მოზრდილ პაციენტებში თირკმლის და გულის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ. თირკმლის და გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სერტიკანი მიიღება ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ევეროლიმუსი (everolimus)
ფორმა და შეფუთვა
0,75მგ ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
Novartis Pharma Stein AG, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, რაპამიცინის ძუძუმწოვართა სამიზნე კინაზას (mTOR) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-039845
რეგისტრირებულია
26 დეკემბერი 2023, მოქმედებს 26 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასერტიკანი და სხვა წამალი ერთად

სერტიკანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თირკმლის და გულის ტრანსპლანტაცია

ორგანოს მოცილების პროფილაქტიკა დაბალი და საშუალო იმუნოლოგიური რისკის მქონე მოზრდილ პაციენტებში თირკმლის და გულის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ. თირკმლის და გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სერტიკანი მიიღება ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ორგანოს მოცილების პროფილაქტიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სერტიკანი მიიღება ტაკროლიმუსთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

სერტიკანით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ, რომელსაც აქვს იმუნოდეპრესიული თერაპიის და ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რაც უნდა მოიცავდეს სისხლში ევეროლიმუსის დონის გაკონტროლებასაც.

ზოგადი სამიზნე პოპულაცია

მოზრდილები

პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაცია პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა 0,75მგ დღეში 2-ჯერ უნდა დაინიშნოს ტრანსპლანტაციის შემდეგ რაც შეიძლება დროულად.

პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა 1,0მგ დღეში 2-ჯერ უნდა დაინიშნოს ტრანსპლანტაციის შემდეგ დაახლოებით 4 კვირაში.

განსაკუთრებული პოპულაციები

შავკანიანი პაციენტები

ბიოფსიით დადასტურებული ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების ეპიზოდების სიხშირე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა შავკანიან პაციენტებში სხვა პაციენტებთან შედარებით. შეზღუდული მონაცემების მიხედვით შავკანიან პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სერტიკანის შედარებით მაღალი დოზები ისეთივე ეფექტურობის მისაღწევად როგორიც აღინიშნება სხვა პაციენტებში მოზრდილებისათვის განკუთვნილი რეკომენდებული დოზების მიღებისას. ამჟამად პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები იმდენად შეზღუდულია, რომ ვერ კეთდება მკურნალობასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

სერტიკანის მიღების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება, რომ დადასტურდეს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში მოცემული პრეპარატის გამოყენება. ბავშვებში თირკმლის გადანერგვის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

≥65 წლის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა ≥≥65-70 წლის პაციენტებში ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში დაფიქსირებული ფარმაკოკინეტისაგან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში ევეროლიმუსის დონე (C0). ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს სტანდარტული დოზის დაახლოებით 2/3-მდე. ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში პრეპარატის სტანდარტული დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 2-ჯერ. ღვიძლის მწვავე უკმარისობის (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს სერტიკანის სტანდარტული დოზის არანაკლებ 1/2-მდე. დოზის შემდგომი ტიტრაცია უნდა მოხდეს თერაპიული კონცენტრაციების კონტროლის საფუძველზე.

მიღების წესი

სერტიკანი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის.

სერტიკანის დღიური დოზა ინიშნება პერორალურად 2 მიღებად. სერტიკანი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე დროს ციკლოსპორინის მიკრომულსიასთან ან ტაკროლიმუსთან ერთად.

სერტიკანის მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია სისხლში ევეროლიმუსის დონის, ამტანობის, ინდივიდუალური რეაქციის, თანმხლებ მკურნალობასთან დაკავშირებული ცვლილებების და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. დოზის კორექცია შესაძლებელია 4-5 დღიანი ინტერვალებით.

სერტიკანის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად; არ დაფშვნათ.

თერაპიული კონცენტრაციების კონტროლი

სერტიკანს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი და თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზების კორექცია. რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის თერაპიული დონის კონტროლი. ზემოქმედება-ეფექტის და ზემოქმედება-უსაფრთხოების ანალიზის მიხედვით პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონე (C0) შეადგენდა >3.0 ნგ/მლ-ს, გულის, თირკმლის და ღვიძლის ტრანსპლანტატის ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილების სიხშირე უფრო დაბალი იყო ვიდრე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც მინიმალური დონე (C0) შეადგენდა <3.0 ნგ/მლ-ს. ევეროლიმუსის თერაპიული დიაპაზონის რეკომენდებული ზედა ზღვარი არის 8 ნგ/მლ. >12 ნგ/მლ-ის შემთხვევაში პრეპარატის ზემოქმედება არ არის შესწავლილი. ევეროლიმუსის კონცენტრაციის მოცემული რეკომენდებული დიაპაზონები ეფუძნება ქრომატოგრაფიული მეთოდებით მიღებულ მონაცემებს.

სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, ასევე მათი მიღების დასრულების შემდეგ; ციკლოსპორინის დოზის მნიშვნელოვნად შემცირებისას ან შეწყვეტისას.

სასურველია სერტიკანის დოზის კორექცია მოხდეს მინიმალური კონცენტრაციის (C0) რამდენჯერმე განსაზღვრის საფუძველზე, რომელიც სრულდება დოზის წინა ცვლილებიდან არანაკლებ 4-5 დღეში. ციკლოსპორინის და ევეროლიმუსის ურთიერთქმედების გათვალისწინებით ევეროლიმუსის დონემ შესაძლოა დაიკლოს ციკლოსპორინის დოზების შემცირებისას (ანუ C0 <50 ნგ/მლ).

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს

ციკლოსპორინის მაღალ დოზებთან ერთად სერტიკანი არ მიიღება ხანგრძლივად. თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანით მკურნალობისას ციკლოსპორინის დოზის შემცირების შემდეგ თირკმლის ფუნქცია უმჯობესდება. კვლევის A2309 მიხედვით ციკლოსპორინის ზემოქმედების შემცირება უნდა დაიწყოს ტრანსპლატაციის დასრულებისთანავე და შემდგომში უნდა გაკონტროლდეს კონცენტრაცია სისხლში:

ცხრილი 1. თირკმლის ტრანსპლანტაცია: ციკლოსპორინის რეკომენდებული კონცენტრაცია სისხლში

ციკლოსპორინის C0 (ნგ/მლ)

1 თვე

2-3 თვე

4-5 თვე

6-12 თვე

სერტიკანის ჯგუფები

100-200

75-150

50-100

25-50

ციკლოსპორინის დოზის შემცირებამდე აუცილებელია დადგინდეს, რომ სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები (C0) ტოლია ან მეტია 3 ნგ/მლ-ზე.

მონაცემები შეზღუდულია მკურნალობის შემანარჩუნებელ ფაზაში სერტიკანის და ციკლოსპორინის მიღების შესახებ, როდესაც ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციები (C0) ნაკლებია 50ნგ/მლ-ზე ან C2 დონე ნაკლებია 350ნგ/მლ-ზე. თუ პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება განიხილება სერტიკანის ხანგრძლივდ გამოყენების საკითხი.

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები გულის ტრანსპლანტაციის დროს

მკურნალობის შემანარჩუნებელ ფაზაში გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით უნდა დაიწყოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება. თუ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებს ან კრეატინინის კლირენსი შეადგენს <60მლ/წთ-ს საჭიროა მკურნალობის რეჟიმის კორექცია. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის დოზის რეგულირება უნდა მოხდეს კვლევაში 2411 დაფიქსირებული გამოცდილების და კვლევაში 2310 დადასტურებული მონაცემების შესაბამისად, როდესაც სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინთან ერთად რეკომენდებული შემცირებული რეკომენდებული კონცენტრაციების (C0) პირობებში:

ცხრილი 2. გულის ტრანსპლანტაცია: სისხლში ციკლოსპორინის რეკომენდებული კონცენტრაცია

ციკლოსპორინის C0 (ნგ/მლ)

1 თვე

2-3 თვე

4-5 თვე

5-6 თვე

7-12 თვე

სერტიკანის ჯგუფი

200-350

150-250

გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში მონაცემები შეზღუდულია სერტიკანის და ციკლოსპორინის მიღების შესახებ, როდესაც ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციები (C0) შემცირებულია და შეადგენს 50-100 ნგ/მლ-ს 12 თვის შემდეგ. თუ პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება განიხილება სერტიკანის ხანგრძლივდ გამოყენების საკითხი.

ტაკროლიმუსის რეკომენდებული დოზები ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს

ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ტაკროლიმუსის ზეგავლენა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, რათა შემცირდეს ღვიძლში კალცინევრინით ტოქსიურობა. ტაკროლიმუსის დოზის შემცირება უნდა დაიწყოს სერტიკანთან კომბინირებული მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 კვირაში სისხლში ტაკროლიმუსის დონის (C0) მიხედვით 3-დან 5 ნგ/მლ-მდე. კლინიკურ კვლევებში სერტიკანი არ შეფასებულა ტაკროლიმუსის სრულ დოზასთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები

სერტიკანი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ევეროლიმუსის, სიროლიმუსის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

იმუნოდეპრესია

კალცინევრინის ინჰიბიტორის (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) გარეშე სერტიკანის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს კალცინევრინის ინჰიბიტორის (CNI) მიღება დაფიქსირდა ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების რისკის ზრდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებაც განაგრძეს CNI-ის მიღება.

კლინიკურ კვლევებში სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან ან ტაკროლიმუსთან, ბაზილიქსიმაბთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. სხვა იმუნოდეპრესიულ საშუალებებთან სერტიკანის კომბინაცია სათანადოდ არ არის შესწავლილი. სერტიკანი სათანადოდ არ არის შესწავლილი მაღალი იმუნოლოგიური რისკის მქონე პაციენტებში.

კომბინაცია თიმოგლობულინის ინდუქტორებთან

სიფრთხილეა საჭირო თიმოგლობულინის (ბოცვრის ანტითიმოციტური გლობულინი) ინდუქტორების და სერტიკანის/ციკლოსპორინის/სტეროიდის ერთობლივად მიღებისას. გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში დაფიქსირდა სერიოზული ინფექციების სიხშირის ზრდა ტრანსპლანტაციიდან პირველი სამი თვის განმავლობაში პაციენტების იმ ქვეჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ბოცვრის ანტითიმოციტური გლობულინის ინდუქტორების და სერტიკანის, სტეროიდის და ციკლოსპორინის კომბინაციას სისხლში გულის ტრანსპლანტაციისათვის რეკომენდებული კონცენტრაციების (უფრო მაღალია ვიდრე თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს) გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომელთაც ტრანსპლანტაციამდე დასჭირდათ როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე პარკუჭების ფუნქციონირების დამხმარე მოწყობილობის გამოყენება, რაც მიუთითებს გაძლიერებული იმუნოდეპრესიის მიმართ შესაძლო განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე.

სერიოზული და ოპორტუნისტული ინფექციები

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ იმუნოდეპრესიული სამკურნალო საშუალებებით, მათ შორის სერტიკანით იზრდება ინფექციების, განსაკუთრებით კი პათოგენური მიკროორგანიზმებით (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, პროტოზოული) გამოწვეული ინფექციების განვითარების რისკი. სერტიკანით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ფატალური ინფექციების და სეფსისის შემთხვევები. ოპორტუნისტულ მდგომარეობებს, რომელთა მიმართ შესაძლოა მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები მიეკუთვნებიან პოლიომავირუსული ინფექციები, მათ შორის BK ვირუსული ნეფროპათია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ტრანსპლანტატის მოცილება და JC ვირუსით გამოწვეული პოტენციურად ფატალური პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია. პაციენტებში, რომლებიც გადიან იმუნოდეპრესიული მკურნალობის კურსს და აღენიშნებათ თირკმლის ტრანსპლანტატის ფუნქციის დაქვეითება ან ნევროლოგიური სიმპტომები, დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული ინფექციები, რომლებიც ხშირად გამოწვეულია საერთო იმუნოდეპრესიული დატვირთვით.

სერტიკანის კლინიკურ კვლევებში ტრანსპლანტაციის შემდეგ, განსაკუთრებით კი ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენებში რეკომენდებული იყო Pneumocystis jiroveci (carinii) pneumonia და ციტომეგალოვირუსის ანტიმიკრობული პროფილაქტიკა.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების (C0) ყურადღებით გაკონტროლება და ევეროლიმუსის დოზის კორექცია.

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან, ინდუქტორებთან ურთიერთქმედება

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, რიტონავირი) და ინდუქტორებთან (მაგ: რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კრაზანა, კარბამაზეპინი, ფენიტოინი) კომბინაცია არარეკომენდებულია თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს თანმხლებ რისკს.

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ან ინჰიბიტორების თანმხლები მიღებისას ან მათი შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების (C0) გაკონტროლება.

ლიმფომა და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნები

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ იმუნოდეპრესანტებით, მათ შორის სერტიკანით იზრდება ლიმფომის ან სხვა, განსაკუთრებით კი კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების რისკი. აბსოლუტური რისკი სავარაუდოდ უფრო მეტად უკავშირდება იმუნოდეპრესიის ხანგრძლივობას და სიხშირეს, ვიდრე კონკრეტული სამკურნალო საშუალების მიღებას. საჭიროა პაციენტების რეგულარულად გაკონტროლება კანის ნეოპლაზმების მხრივ; რეკომენდებულია მზის სინათლის ზემოქმედების და ულტრაიისფერი გამოსხივების შეზღუდვა; მზისგან დამცავი სათანადო საშუალებების გამოყენება.

ჰიპერლიპიდემია

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანის და ციკლოსპორინის მიკროემულსიის ან ტაკროლიმუსის ერთობლივად მიღებას უკავშირდებოდა შრატში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატება, რაც საჭიროებს მკურნალობას. სერტიკანით მკურნალობისას აუცილებელია პაციენტების რეგულარულად გაკონტროლება ჰიპერლიპიდემიის მხრივ და საჭიროების შემთხვევაში ჰიპოლიპიდემიური საშუალებების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერლიპიდემია იმუნოდეპრესიული საშუალებების, მათ შორის სერტიკანის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკი/სარგებელი. ასევე, მწვავე რეფრაქტორული ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში განმეორებით უნდა შეფასდეს სერტიკანით მკურნალობის გაგრძელების რისკი/სარგებელი.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს და/ან ფიბრატებს უნდა გაკონტროლდეს რაბდომიოლიზის და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა აღნიშნული სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.

ანგიონევროზული შეშუპება

სერტიკანის მიღებამ გამოიწვია ანგიონევრუზული შოკის განვითარება. უმეტესად პაციენტების უმრავლესობა თანმხლები პრეპარატის სახით ღებულობდა აგფ ინჰიბიტორებს.

ევეროლიმუსის და კალცინევრინის ინჰიბიტორით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ სერტიკანთან ერთად ციკლოსპორინის სრული დოზების მიღებისას იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. შესაბამისად თირკმლის დისფუნქციის თავიდან არიდების მიზნით სერტიკანთან კომბინაციაში ციკლოსპორინის დოზები უნდა შემცირდეს. შრატში კრეატინინის დონის მომატების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმუნოდეპრესიული მკურნალობის კორექცია.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის კვლევაში სერტიკანთან ერთად ტაკროლიმუსის შემცირებული ზემოქმედების პირობებში ტაკროლიმუსის სტანდარტულ ზემოქმედებასთან შედარებით არ დაფიქსირებულა თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

ყველა პაციენტში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია. სიფრთხილეა საჭირო სერტიკანთან ერთად ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე.

პროტეინურია

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორების კომბინაციამ გამოიწვია პროტეინურიის ზრდა. რისკი იზრდება სისხლში ევეროლიმუსის დონის მატებასთან ერთად.

თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ზომიერი ხარისხის პროტეინურია იმუნოდეპრესიული საშუალებების, მათ შორის კალცინევრინის ინჰიბიტორების (CNI) მიღებისას დაფიქსირდა პროტეინურიის გაუარესების შემთხვევები CNI-ის სერტიკანით ჩანაცვლების შემთხვევაში, რაც შექცევადი ხასიათის აღმოჩნდა სერტიკანის შეწყვეტის და კვლავ CNI-ის მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებში CNI-ის სერტიკანით ჩანაცვლების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. სერტიკანით მკურნალობისას საჭიროა პაციენტების გაკონტროლება პროტეინურიის განვითარების მხრივ.

თირკმლის არტერიების, ვენების თრომბოზი

დაფიქსირდა თირკმლის არტერიების და ვენების თრომბოზის რისკის ზრდის შემთხვევები, რამაც გამოიწვია ტრანსპლანტატის მოცილება. აღნიშნული შემთხვევები უფრო ხშირად ვლინდება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 30 დღის განმავლობაში.

ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული გართულებები

სერტიკანმა, სხვა mTOR ინჰიბოტორების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს შეხორცების გაძნელება და ისეთი გართულებები ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორიც არის ჭრილობის გახსნა, სითხის დაგროვება და ინფექცია, რასაც შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი ქირურგიული ჩარევა. თირკმლის თრანსპლანტაციის შემდეგ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ლიმფოცელე, რომელიც უფრო მეტად გავრცელებულია სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე პაციენტებში. გულის ტრანსპლატაციის შემთხვევაში იზრდება პერიკარდიალური და პლევრული ეფუზიის სიხშირე, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში მაღალია ოპერაციის შემდგომი თიაქრის განვითარების სიხშირე.

თრომბული მიკროანგიოპათია/თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზური ურემიული სინდრომი

სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორის (CNI) ერთად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს CNI-ით სტიმულირებული ჰემოლიზურ ურემიული სინდრომის, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურის და თრომბული მიკროანგიოპათიის რისკი.

ფილტვების ინტერსტიციური დაავადება/არაინფექციური პნევმონიტი

რაპამიცინის და მისი წარმოებულების, მათ შორის სერტიკანის მიღებისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციური დაავადების, კერძოდ კი ფილტვების ინტრაპარენქიმული ანთების (პნევმონიტი) და/ან არაინფექციური ეტიოლოგიის ფიბროზის, ზოგჯერ ფატალური შემთხვევები. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული “ფილტვების ინტერსტიციური დაავადების (ILD)” დიაგნოზი ინფექციური პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანტიბიოტიკოთერაპიას და რომელთა შემთხვევაშიც სათანადო კვლევებით გამოირიცხა ინფექციური, ნეოპლაზიური და სხვა არამედიკამენტოზური მიზეზები. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად რეგულირდება სერტიკანის შეწყვეტის და/ან გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნის შემდეგ. თუმცა არსებობს ფატალური შემთხვევებიც.

შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენა

ტრანსპლანტაციის შემდეგ სერტიკანმა გამოიწვია შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენის რისკის ზრდა. შესაბამისად სერტიკანით მკურნალობისას ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია.

უნაყოფობა მამაკაცებში

mTOR ინჰიბიტორებით ნამკურნალებ პაციენტებში არსებობს შექცევადი ხასიათის აზოოსპერმიის და ოლიგოსპერმიის შემთხვევების ლიტერატურული მონაცემები. კლინიკამდელი ტოქსიკოლოგიური კვლევების მიხედვით ევეროლიმუსმა შესაძლოა შეამციროს სპერმატოგენეზი. სერტიკანით ხანგრძლივი მკურნალობისას გასათვალისწინებელია მამაკაცებში უნაყოფობის პოტენციური რისკი.

დამხმარე ნივთიერებების აუტანლობის რისკი

აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმები, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს

ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევა არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ევეროლიმუსი ძირითადად მეტაბოლიზება ღვიძლში და გარკვეულწილად ნაწლავის კედელში CYP3A4 იზოფერმენტით. იგი ასევე წარმოადგენს სუბსტრატს სხვა მრავალი პრეპარატის გამომყოფი სისტემისათვის, P-გლიკოპროტეინისათვის (PgP). შესაბამისად ევეროლიმუსის შეწოვაზე და შემდეგ გამოყოფაზე შესაძლოა იმოქმედონ ისეთმა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ CYP3A4 და/ან PgP-ზე.

არარეკომენდებული კომბინაციებით მკურნალობისას დაფიქსირებული ურთიერთქმედებები

რიფამპიცინი (CYP3A4-ის ინდუქტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში რიფამპიცინის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის კლირენსი გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ, Cmax შემცირდა 58%-ით და AUC შემცირდა 63%-ით. რიფამპიცინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

კეტოკონაზოლი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში კეტოკონაზოლის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 3,9-ჯერ და AUC გაიზარდა 15,0-ჯერ.

მოსალოდნელია ურთიერთქმედებები ერთდროულად მიღებისას, შესაბამისად მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორები

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორებით ერთდროული მკურნალობა არ არის რეკომენდებული (მაგ.: რიფაბუტინი, კრაზანა (Hypericum perforatum), ანტიკონვულსიური პრეპარატები, როგორიც არის კარბამაზეპინი და ფენიტოინი).

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორებით ერთდროული მკურნალობა არ არის რეკომენდებული (მაგ.: იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, რიტონავირი).

დაფიქსირებული საყურადღებო ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სერტიკანზე

ციკლოსპორინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი/ PgP)

ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ევეროლიმუსის ბიოშეღწევადობა. ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ ერთჯერადი დოზის კვლევაში ევეროლიმუსის მონოთერაპიასთან შედარებით ევეროლიმუსთან ერთად ციკლოსპორინის მიკროემულსიის მიღებამ გამოიწვია ევეროლიმუსის AUC-ს 168%-ით ზრდა (დიაპაზონი 46%-365%) და Cmax-ის 82%-ით ზრდა (დიაპაზონი 25%-158%). ციკლოსპორინის დოზის ცვლილებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ევეროლიმუსის დოზის კორექცია.

ერითრომიცინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში ერითრომიცინის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 2,0-ჯერ და AUC გაიზარდა 4,4-ჯერ.

ვერაპამილი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში ვერაპამილის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 2,3-ჯერ და AUC გაიზარდა 3,5-ჯერ.

სხვა პრეპარატებზე ზეგავლენა

ციკლოსპორინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი/PgP)

თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის დროს ციკლოსპორინის ემულსიის მიღებისას სერტიკანმა მხოლოდ უმნიშვნელო კლინიკური ზეგავლენა მოახდინა ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ოქტრეოტიდი

ევეროლიმუსის და ოქტრეოტიდის ერთობლივად მიღებისას Cmin გაიზარდა 1,47-ჯერ საშუალო გეომეტრიული თანაფარდობით (ევეროლიმუსი/პლაცებო).

ატორვასტატინი (CYP3A4-ის სუბსტრატი) და პრავასტატინი (PgP-ის სუბსტრატი)

ჯანმრთელ სუბიექტებში სერტიკანის ერთჯერადი დოზების ატორვასტატინთან ან პრავასტატინთან ერთად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ დაფიქსირებულა ატორვასტატინის, პრავასტატინის და ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე პლაზმაში HMG-CoA რედუქტაზას საერთო ბიორეაქტიულობაზე.

თუმცა ეს შედეგები შესაძლოა არ ვრცელდებოდეს HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებზე.

საჭიროა პაციენტების კონტროლი რაბდომიოლიზის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მხრივ, როგორც მოცემულია HMG-CoA რედუქტაზას იჰნიბიტორების გამოყენების ინტრუქციებში.

მიდაზოლამი (CYP3A4A-ს სუბსტრატი)

პრეპარატებთან ურთიერთქმედების ორ ფაზიან, ფიქსირებული თანმიმდევრობის, ჯვარედინ კვლევაში 25 ჯანმრთელი სუბიექტი ღებულობდა მიდაზოლამის ერთჯერად 4მგ პერორალურ დოზას პირველ ფაზაში. მეორე ფაზაში კი მიიღებოდა 10მგ ევეროლიმუსი დღეში ერთჯერ 5 დღე და მიდაზოლამის ერთჯერადი 4მგ დოზა ევეროლიმუსის ბოლო დოზასთან ერთად. გაიზარდა მიდაზოლამის Cmax 1,25-ჯერ (90% CI, 1,14-1,37) და AUC 1,30-ჯერ (1,22-1,39). მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა. აღნიშნული კვლევიდან გამომდინარე ევეროლიმუსი CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორია.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები

CYP3A4-ის ზომიერი ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ევეროლიმუსის მეტაბოლიზიმის გაძლიერება და სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციების შემცირება (მაგ: ფენობარბიტალი, ეფავირენცი, ნევირაპინი).

CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები

CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორებმა და PgP-მ შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციების ზრდა (მაგ: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლი; კალციუმის არხის ბლოკატორები: ნიკარდიპინი, დილთიაზემი; პროტეაზას ინჰიბიტორები: ნელფინავირი, ინდინავირი, ამპრენავირი).

PgP-ს ინჰიბიტორები

PgP-ს ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეამცირონ ევეროლიმუსის გამოყოფა ნაწლავის კედლიდან და გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია.

CYP3A4 და CYP2D6-ის სუბსტრატები

in vitro პირობებში ევეროლიმუსი CYP3A4 და CYP2D6-ის კონკურენტული ინჰიბიტორია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციების ზრდა, რომელთა გამოყოფაც ხდება აღნიშნული ფერმენტებით. შესაბამისად სიფრთხილით ინიშნება ევეროლიმუსის და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4 და CYP2D6-ის სუბსტრატების კომბინაცია. in vivo ურთიერთქმედების ყველა კვლევა ჩატარდა ციკლოსპორინის გარეშე.

ვაქცინაცია

იმუნოდეპრესანტებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ აცრის საპასუხო რეაქციაზე და შესაბამისად სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ვაქცინაცია შესალოა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება არ არის სასურველი.

საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი ზემოქმედებას ახდენს ციტოქრომა P450 და PgP-ს მოქმედებაზე და შესაბამისად მათი მიღება არ არის სასურველი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკების შეჯამება

ორსულობის პერიოდში სერტიკანის გამოყენების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. პოტენციური რისკი არ არის დადგენილი. ცხოველებში ჩატარებული კვლევებში დაფიქსირდა რეპროდუქციული ტოქსიურობა, მათ შორის ემბრიოტოქსიურობა და ფეტოტოქსიურობა. ადამიანებში მოსალოდნელი რისკი უცნობია. ორსულობის პერიოდში სერტიკანი არ ინიშნება თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემები

ვირთაგვებში ევეროლიმუსმა გადაკვეთა პლაცენტა და ტოქსიური აღმოჩნდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედისათვის. ევეროლიმუსმა გამოიწვია ემბრიო/ფეტოტოქსიურობა, რაც გამოვლინდა სიკვდილიანობით, ნაყოფის წონის შემცირებით და ჩონჩხის ცვლილებების და განვითარების მანკების სიხშირის ზრდით ადამიანებისათვის განკუთვნილ სამიზნე თერაპიულ ზემოქმედებაზე ნაკლები სისტემური ზემოქმედების დროს. ბოცვრებში ემბრიოტოქსიურობა გამოიხატებოდა გვიანი რეზორბციით ისეთივე სისტემური ზემოქმედების პირობებში, როგორც ადამიანების შემთხვევაში.

ლაქტაცია

უცნობია ხვდება თუ არა ევეროლიმუსი ადამიანის რძეში, თუმცა ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ევეროლიმუსი და/ან მისი მეტაბოლიტები აღმოჩნდნენ ვირთაგვების რძეში. შესაბამისად სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ სერტიკანით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ნაყოფიერება

ლიტერატურული მონაცემების მიხედვით არსებობს შექცევადი ხასიათის აზოოსპერმიის და ოლიგოსპერმიის შემთხვევები mTOR ინჰიბიტორებით ნამკურნალებ პაციენტებში. ვირთაგვებში ჩატარებულ კვლევებში მდედრობითი სქესის ცხოველებში ნაყოფიერებაზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.

ბავშვები

ბავშვებში და მოზარდებში სერტიკანის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება, რომ დადასტურდეს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

სერტიკანისა და ციკლოსპორინის კომბინაცია შესწავლილ იქნა თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე 2,497 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ ხუთ კვლევაში და გულის ტრანსპლანტატის მქონე 1,531 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ სამ კვლევაში.

სერტიკანი ტაკროლიმუსთან კომბინაციაში შესწავლილ იქნა 719 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ ერთ კვლევაში, რომელთაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. უსაფრთხოების ზოგადი პროფილი არ განსხვავდებოდა სერტიკანის გამოყენების წინა გამოცდილებისაგან და მოლოდინისაგან ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტების ჯგუფში 36 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმუნოდეპრესიული მკურნალობის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. ციკლოსპორინის მიკროემულსიის სრული დოზების და სერტიკანის კომბინაციის კვლევებში შრატში კრეატინინის დონის მატება უფრო ხშირად დაფიქსირდა ვიდრე საკონტროლო პაციენტების ჯგუფში. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება ნაკლებად ხშირი იყო, ხოლო შრატში კრეატინინის საშუალო მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო კვლევებში, როდესაც სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინის შემცირებულ დოზასთან ერთად.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, როდესაც სულ მცირე 1 წლის განმავლობაში კონტროლდებოდა 3,256 პაციენტის მდგომარეობა სერტიკანის და სხვა იმუნოდეპრესანტების კომბინაცის მიღებისას, 3.1%-ს განუვითარდა ავთვისებიანი დაავადებები, კერძოდ 1.0%-ს აღენიშნა კანის ავთვისებიანი წარმონაქმნები და 0.6%-ს კი ლიმფომა ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადება.

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების შემაჯამებელი ცხრილი

ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციების სიხშირე ეფუძნება ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორების (CNI) და კორტიკოსტეროიდების კომბინაციის მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, კონტროლირებად კვლევებში 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირის ანალიზს. ყველა კვლევა მოიცავდა პაციენტების ჯგუფებს, რომლებიც გადიოდნენ CNI-ის სტანდარტულ თერაპიას სერტიკანის გარეშე.

ცხრილში 3 მოცემულია III ფაზის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული, სავარაუდოდ სერტიკანით გამოწვეული გვერდითი რეაქციები. აღნიშნული დარღვევების დადგენა მოხდა სიხშირის ზრდის მიხედვით III ფაზის კვლევებში სერტიკანით ნამკურნალები პაციენტების იმ პაციენტებთან შედარებისას, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას სერტიკანის გარეშე, ასევე გვერდითი რეაქციების გამოვლენის მსგავსი სიხშირის მიხედვით თუ მოვლენა კომპარატორის (ნატრიუმის მიკოფენოლატი თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში) კვლევებში) გვერდითი ეფექტი იყო. გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც სხვაგვარად არის მითითებული, გვერდითი რეაქციის პროფილი შედარებით ერთგვაროვანია ნებისმიერი ტრანსპლანტატის შემთხვევაში.

გვერდითი რექციები ჩამოთვლილია MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა კლასების მიხედვით. გვერდითი რეაქციები შეფასებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მოვლენები. გარდა ამისა თითოეული გვერდითი რეაქციის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ეფუძნება შემდეგ კონვენციას (CIOMS III (სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭო)): ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (>1/1000 - <1/100); იშვიათი (>1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).

ცხრილი 3. კლინიკურ კვლევებში პაციენტების პროცენტული რაოდენობა გვერდითი რეაქციების მიხედვით

გვერდითი რეაქცია

III ფაზის კვლევებში დაფიქსირებული გამოცდილება ჩვენების მიხედვით

თირკმლის ტრანსპლანტაცია (კვლევა A2309)

გულის ტრანსპლანტაცია (კვლევა A2310)

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

(კვლევა H2304)

სიხშირე

EVR9 1,5მგ N=274 (100%)

MPA9 რეჟიმი N=273

(100%)

EVR

1,5მგ

N279 (100%)

MPA რეჟიმი N=268

(100%)

EVR+ წითელი TAC9 N=245 (100%)

TAC9

საკონტ.

N=241 (100%)

ინფექციები და ინვაზიები

ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები

ძალიან ხშირი

173

(63,1)

190

(69,6)

174

(62,4)

161

(60,1)

124

(50,6)

104

(43,2)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიის ჩათვლით)

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

15

(5,5)

36

(12,9)

32

(11,9)

14

(5,7)

14

(5,8)

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ძალიან ხშირი

68

(24,8)

76

(27,8)

51

(18,3)

63

(23,5)

38

(15,5)

32

(13,3)

საშარდე გზების ინფექციები

ძალიან ხშირი2

68

(24,8)

66

(24,2)

22

(7,9)

22

(8,2)

21

(8,6)

11

(4,6)

სეფსისი

ხშირი

10 (3,6)

9 (3,3)

17 (6,1)

7 (2,6)

11 (4,5)

8 (3,3)

ჭრილობის ინფექცია

ხშირი

6 (2,2)

4 (1,5)

1 (0,4)

0

8 (3,3)

0

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)

ავთვისებიანი ან დაუდგენელი ნეოპლაზმები

ხშირი

4 (1,5)

7 (2,6)

12 (4,3)

8 (3,0)

5 (2,0)

11 (4,6)

კანის ავთვისებიანი

და დაუდგენელი ნეოპლაზმები

ხშირი

3 (1,1)

6 (2,2)

5 (1,8)

2 (0,7)

0

3 (1,2)

ლიმფომები/ტრანსპლან-ტაციის შემდგომი ლიმპფოპროლიფერაცი-ული დარღვევები (PTLD)

ნაკლებად ხშირი

0

0

0

1 (0,4)

2 (0,8)

0

სისხლი და ლიმფური სისტემა

ანემია/ერითროპენია

ძალიან ხშირი

72

(26,3)

71

(26,0)

117

(41,9)

88

(32,8)

23

(9,4)

22

(9,1)

ლეიკოპენია

ძალიან ხშირი

15

(5,5)

44

(16,1)

44

(15,8)

94

(35,1)

35

(14,3)

17

(7,1)

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი

8

(2,9)

6

(2,2)

31

(11,1)

29

(10,8)

14

(5,7)

5

(2,1)

პანციტოპენია

ხშირი

2 (0,7)

4 (1,5)

0

0

9 (3,7)

2 (0,8)

თრომბული მიკროანგიოპათიები

(თრომბოციტოპენიური პურპურის,ჰემოლიზური ურემიული სინდრომის ჩათვლით)

ხშირი

4 (1,5)

0

3 (1,1)

0

0

0

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში (ტესტოსტერონის დონის შემცირება, FSH და LH-ის მომატება)

ნაკლებად ხშირი

0

2 (1,1)

0

0

1 (0,6)

0

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპერლიპიდემია (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები)

ძალიან ხშირი

143

(52,2)

105

(38,5)

83

(29,7)

60

(22,4)

58

(23,7)

23

(9,5)

შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენა

ძალიან ხშირი

58

(21,2)

68

(24,9)

53

(19,0)

52

(19,4)

28

(11,4)

29

(12,0)

ჰიპოკალიემია

ძალიან ხშირი

33

(12,0)

32

(11,7)

36

(12,9)

32

(11,9)

7

(2,9)

5

(2,1)

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

ძალიან ხშირი

47

(17,2)

43

(15,8)

75

(26,9)

54

(20,1)

14

(5,7)

19

(7,9)

შფოთვა

ძალიან ხშირი

26

(9,5)

19

(7,0)

42

(15,1)

32

(11,9)

11

(4,5)

4

(1,7)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

49

(17,9)

40

(14,7)

78

(28,0)

63

(23,5)

47

(19,2)

46

(19,1)

დარღვევები გულის მხრივ

პერიკარდიალური ექსუდატი

ძალიან ხშირი3

1

(0,4)

1

(0,4)

111

(39,8)

74

(27,6)

1

(0,4)

2

(0,8)

ტაქიკარდია

ხშირი

14 (5,1)

8 (2,9)

18 (6,5)

19 (7,1)

5 (2,0)

8 (3,3)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპერტენზია

ძალიან ხშირი

89

(32,5)

89

(32,6)

129

(46,2)

127

(47,4)

44

(18,0)

38

(15,8)

ვენების თრომბოემბოლია

ძალიან ხშირი

15

(5,5)

8

(2,9)

34

(12,2)

22

(8,2)

9

(3,7)

3

(1,2)

ცხვირიდან სისხლდენა

ხშირი

6 (2,2)

3 (1,1)

15 (5,4)

7 (2,6)

5 (2,0)

1 (0,4)

ლიმფოცელე

ხშირი4

21 (7,7)

16 (5,9)

12 (4,3)

6 (2,2)

0

1 (0,4)

თირკმლის ტრანსპლანტატის თრომბოზი

ხშირი

6

(2,2)

3

(1,1)

-

-

-

-

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ექსუდატი პლევრის ღრუში

ძალიან ხშირი 1

8

(2,9)

5

(1,8)

71

(25,4)

58

(21,6)

11

(4,5)

11

(4,6)

ხველება

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

30

(11,0)

57

(20,4)

42

(15,7)

15

(6,1)

15

(6,2)

დისპნოე

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

24

(8,8)

47

(16,8)

43

(16,0)

15

(6,1)

12

(5,0)

ფილტვების ინტერსტიციური დაავადება

ნაკლებად ხშირი5

2

(0,7)

2

(0,7)

7

(2,5)

2

(0,7)

1

(0,4)

1

(0,4)

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრი

დიარეა

ძალიან ხშირი

51

(18,6)

54

(19,8)

51

(18,3)

63

(23,5)

47

(19,2)

50

(20,7)

გულისრევა

ძალიან ხშირი

81

(29,6)

86

(31,5)

58

(20,8)

71

(26,5)

33

(13,5)

28

(11,6)

ღებინება

ძალიან ხშირი

40

(14,6)

60

(22,0)

29

(10,4)

42

(15,7)

14

(5,7)

18

(7,5)

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

50

(18,2)

67

(24,5)

32

(11,5)

38

(14,2)

45

(18,4)

35

(14,5)

ოროფარინგეალური ტკივილი

ხშირი

14

(5,1)

10

(3,7)

17

(6,1)

10

(3,7)

13

(5,3)

5

(2,1)

პანკრეატიტი

ხშირი

1 (0,4)

1 (0,4)

4 (1,4)

0

2 (0,8)

2 (0,8)

პირის ღრუს სტომატიტი/წყლულები

ხშირი

24

(8,8)

7

(2,6)

23

(8,2)

13

(4,9)

23

(9,4)

3

(1,2)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

არაინფექციური ჰეპატიტი

ნაკლებად ხშირი

1

(0,4)

1

(0,4)

1

(0,4)

1

(0,4)

5

(2,0)

5

(2,1)

სიყვითლე

ნაკლებად ხშირი

0

0

1

(0,4)

2

(0,7)

2

(0,8)

5

(2,1)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

აკნე

ხშირი

26 (9,5)

23 (8,4)

21 (7,5)

28 (10,4)

4 (1,6)

0

ანგიონევროზული შეშუპება

ხშირი6

11

(4,0)

10

(3,7)

14

(5,0)

7

(2,6)

3

(1,2)

3

(1,2)

გამონაყარი

ხშირი

13 (4,7)

17 (6,2)

15 (5,4)

17 (6,3)

9 (3,7)

9 (3,7)

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

მიალგია

ხშირი

15 (5,5)

10 (3,7)

20 (7,2)

18 (6,7)

7 (2,9)

4 (1,7)

ართრალგია

ხშირი

25 (9,1)

26 (9,5)

17 (6,1)

23 (8,6)

17 (6,9)

18 (7,5)

დარღვევები საშარდე გზების მხრივ

პროტეინურია

ხშირი2

25 (9,1)

20 (7,3)

9 (3,2)

4 (1,5)

7 (2,9)

2 (0,8)

თირკმლის მილაკების ნეკროზი

ხშირი7

15

(5,5)

13

(4,8)

2

(0,7)

1

(0,4)

0

0

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მხრივ

ერექციული დისფუნქცია

ხშირი

10

(5,7)

5

(2,7)

15

(6,7)

7

(3,2)

3

(1,7)

5

(2,8)

ზოგადი დარღვევები/მდგომარეობა პრეპარატის მიღების ადგილას

ტკივილი

ძალიან ხშირი

27

(9,9)

27

(9,9)

43

(15,4)

33

(12,3)

8

(3,3)

10

(4,1)

ცხელება

ძალიან ხშირი

51

(18,6)

41

(15,0)

46

(16,9)

40

(14,9)

32

(13,1)

25

(10,4)

პერიფერიული შეშუპება

ძალიან ხშირი

123

(44,9)

108

(39,6)

124

(44,4)

103

(38,4)

43

(17,6)

26

(10,8)

შეხორცების გართულება

ძალიან ხშირი

89

(32,5)

77

(28,2)

55

(19,7)

52

(19,4)

27

(11,0)

19

(7,9)

ოპერაციის შემდგომი თიაქარი

ხშირი

5

(1,8)

3

(1,1)

9

(3,2)

4

(1,5)

17

(6,9)

13

(5,4)

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი8

6

(2,2)

12

(4,4)

6

(2,2)

5

(1,9)

16

(6,5)

24

(10,0)

1 ხშირია თირკმლის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

2 ხშირია გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

3 გულის ტრანსპლანტაციის დროს.

4 თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის დროს.

5 ფილტვების ინტერსტიციური დააავდების (ILD) შესახებ SMQ-ს (სტანდარტული საძიებო MedDRA-ს ტერმინების გამოყენებით) საშუალებით ინფორმაციის მოძიებისას კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ILD-ს სიხშირე მოცემულია ზემოთ ცხრილში. აღნიშნული ასევე მოიცავდა მსგავსი მოვლენებით (მაგ: ინფექციებით) გამოწვეულ შემთხვევებს. სიხშირის მოცემული კატეგორია ეფუძნება ყველა დადგენილი შემთხვევის სამედიცინო ანალიზს.

6 ძირითადად პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ აგფ (ACE) ინჰბიტორებს.

7 თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

8 AST, ALT, GGT-ს მატების მოცემული სიხშირე უკავშირდება პროთრომბინის დროის, ღვიძლის ფუნქციური ტესტის გადახრებს, გარდა ამისა ყველა კვლევაში შემოწმდა ღვიძლის ფერმენტების დონე.

9 EVR: ევეროლიმუსი, MPA: ნატრიუმის მიკოფენოლატი, TAC: ტაკროლიმუსი.

პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებისას სპონტანურ ანგარიშებში დაფიქსირებული არასასურველი გვერდითი რეაქციები

სერტიკანის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები, რაც ეფუძნება ლიტერატურაში მოცემულ სპონტანურ შეტყობინებებს და შემთხვევებს. ვინაიდან აღნიშნული რეაქციების შესახებ ინფორმაციას სპონტანური ხასიათი აქვს და პაციენტების ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი, შესაბამისად მათი გამოვლენის სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია და სიხშირის კატეგორიაზაცია ხდება როგორც “დაუდგენელი”. გვერდითი რეაქციები მოცემულია MedDRA-ს ორგანოთა სტანდარტული კლასების მიხედვით. თითოეული კლასში პირველ რიგში მოცემულია ყველაზე მწვავე გვერდითი რეაქციები.

ცხრილი 4. გვერდითი რეაქციები სპონტანური ანგარიშების და ლიტერატურული მონაცემების მიხედვით (სიხშირე უცნობია)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების მხრივ

ფილტვის ალვეოლური პროტეინოზი

ერითროდერმია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ

საკვერცხეების კისტა

ჭარბი დოზა

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ევეროლიმუსმა გამოავლინა მწვავე ტოქსიურობის სუსტი პოტენციალი. არც თაგვებში და არც ვირთაგვებში 2000მგ/კგ პერორალური დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა ლეტალურობის ან მწვავე ტოქსიურობის შემთხვევები (ზღვრული ტესტი).

დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია. ცნობილია მხოლოდ 2 წლის ბავშვის მიერ 1.5მგ ევეროლიმუსის შემთხვევით მიღების ფაქტი, თუმცა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ტრანსპლანტაციის შემდეგ 25მგ-მდე ერთჯერადი დოზები კარგად აიტანებოდა. ჭარბი დოზის მიღებისას ყველა შემთხვევაში უნდა გატარდეს ზოგადი დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ევეროლიმუსი;

1 ტაბლეტი შეიცავს 0,25მგ, 0,75მგ ან 1,0მგ ევეროლიმუსს;

დამხმარე ნივთიერებები: ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, უწყლო ლაქტოზა.

წამლის ფორმა

ტაბლეტები

შენახვის პირობები

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

60 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში 0,25მგ, 0,75მგ ან 1,0მგ.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

მღრღნელების და არაადამიანისებრი პრიმატების ალოგენური ტრანსპლანტაციის მოდელების შემთხვევაში ევეროლიმუსი, T-უჯრედის აქტივაციის ინჰიბიტორი ხელს უშლის ტრანსპლანტატის მოცილებას. იმუნოდეპრესიულ მოქმედებას იგი ავლენს ანტიგენით აქტივირებული T-უჯრედების პროლიფერაციის დათრგუნვით და შესაბამისად კლონების გამრავლებით, რაც განპირობებულია სპეციფიკური ინტერლეიკინებით, მაგ: ინტერლეიკინი-2 და ინტერლეიკინი-15. ევეროლიმუსი თრგუნავს სიგნალის უჯრედშიდა გადაცემას, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს უჯრედების პროლიფერაციას T-უჯრედების ზრდის ფაქტორების მათ რეცეპტორებთან შეკავშირების შემთხვევაში. ევეროლიმუსის მიერ აღნიშნული სიგნალის ბლოკირება იწვევს უჯრედების დათრგუნვას უჯრედული ციკლის G1 ფაზაში.

მოლეკულურ დონეზე ევეროლიმუსი წარმოქმნის კომპლექსს ციტოპლაზმურ ცილასთან FKBP-12. ევეროლიმუსი ახდენს p70 S6-კინაზას ზრდის ფაქტორით სტიმულირებული ფოსფორილირების დათრგუნვას. ვინაიდან p70 S6-კინაზას ფოსფორილირება კონტროლდება FRAP-ით (ე.წ. m-TOR), შესაბამისად ევეროლიმუსისა და FKBP-12-ის კომპლექსი უკავშირდება და ამგვარად ზემოქმედებას ახდენს FRAP-ის ფუნქციაზე. FRAP წარმოადგენს მთავარ მარეგულირებელ ცილას, რომელიც მართავს უჯრედების მეტაბოლიზმს, ზრდას და პროლიფერაციას; FRAP-ის ფუნქციის მოშლით აიხსნება ევეროლიმუსის მიერ განპირობებული უჯრედული ციკლის დათრგუნვა.

ციკლოსპორინთან შედარებით ევეროლიმუსს გააჩნია მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. ალოგენური ტრანსპლანტაციის კლინიკამდელ მოდელებში ევეროლიმუსის და ციკლოსპორინის კომბინაცია გაცილებით ეფექტური იყო ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში.

ევეროლიმუსის მოქმედება არ შემოიფარგლება T უჯრედებით. ევეროლიმუსი სრულად თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ სისხლმბადი და არასისხლმბადი უჯრედების (მაგ: სისხლძარღვების გლუვ-კუნთოვანი უჯრედები) პროლიფერაციას. ზრდის ფაქტორით სტიმულირებული სისხლძარღვების გლუვ-კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციის შედეგად ზიანდება ენდოთელიალური უჯრედები, რაც განაპირობებს ნეოინტიმის წარმოქმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრონიკული მოცილების პათოგენეზში. ევეროლიმუსის კლინიკამდელ კვლევებში გამოვლინდა ნეოინტიმის წარმოქმნის ინჰიბირება ვირთაგვის აორტის ალოგენური ტრანსპლანტაციის მოდელის შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ევეროლიმუსის მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა პერორალური დოზის მიღებიდან 1-2 საათში. ტრანსპლანტანტის მქონე პაციენტებში სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციები დოზის 0,25მგ–15მგ პროპორციულია. საკვების ზეგავლენა: ევეროლიმუსის Cmax და AUC მცირდება 60%-ით და 16%-ით, როდესაც ტაბლეტი მიიღება ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად. ცვალებადობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით სერტიკანის მიღება უნდა მოხდეს კვების დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება

სისხლში და პლაზმაში ევეროლიმუსის შემცველობის თანაფარდობა შეადგენს 17%-73%-ს და დამოკიდებულია კონცენტრაციის მნიშვნელობაზე 5ნგ/მლ-5000ნგ/მლ დიაპაზონის ფარგლებში. პლაზმაში ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 74%-ს ჯანმრთელ სუბიექტებში და ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტერმინალურ ფაზაში განაწილების მოცულობა (Vz/F) პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია და გადიან შემანარჩუნებელ მკურნალობას შეადგენს 342 ± 107 ლ-ს.

მეტაბოლიზმი

ევეროლიმუსი წარმოადგენს CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის სუბსტატს. პერორალურად მიღებისას ადამიანის სისხლში იგი წარმოადგენს მთავარ მოცირკულირე კომპონენტს. ადამიანის სისხლში აღმოჩნდა ევეროლიმუსის ექვსი მთავარი მეტაბოლიტი, მათ შორის სამი მონოჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი, ორი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი ღია რგოლით და ფოსფატიდილქოლინის კონიუგატი. აღნიშნული მეტაბოლიტები ასევე დაფიქსირდა ტოქსიურობის კვლევებში ცხოველთა სახეობებში და დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები აქტივობა ახასიათებდათ მათ ვიდრე თავად ევეროლიმუსს. შესაბამისად ევეროლიმუსის საერთო ფარმაკოლოგიური მოქმედების უმეტესი წილი მოდის საწყისი ნივთიერებაზე.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ევეროლიმუსის კლირენსი სწორხაზოვნად გაიზარდა პაციენტის ასაკთან (1-16 წელი), სხეულის ზედაპირის ფართობთან (0,49-1,92მ2) და წონასთან (11-77კგ) მიმართებაში. წონასწორულ მდგომარეობაში კლირენსი შეადგენდა 10,2 ± 3,0 ლ/სთ/მ2-ს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 30 ± 11 საათი.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

პერორალურად მიღებისას ევეროლიმუსის CL-ს ზღვრული შემცირება 0,33% წელიწადში შეფასდა მოზრდილებში (შესწავლილი პაციენტების ასაკობრივი დიაპაზონი იყო 16-70 წელი). დოზის კორექცია არ არის საჭირო.

რასა/ეთნიკური კუთვნილება

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით პერორალურად მიღებისას პრეპარატის კლირენსი (CL/F) საშუალოდ 20%-ით მაღალია ტრანსპლანტატის მქონე შავკანიან პაციენტებში.

გამოყოფა

რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული ევეროლიმუსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ციკლოსპორინს რადიოაქტიურობის ძირითადი ნაწილი (80%) გამოვლინდა ფეკალიებში და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (5%) კი შარდში. სამკურნალო საშუალება უცვლელი ფორმით არ დაფიქსირებულა შარდში ან ფეკალიებში.

ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შედარებითი იყო თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ევეროლიმუსს დღეში 2-ჯერ და ციკლოსპორინის მიკროემულსიას. წონასწორული მდგომარეობა მიიღწეულ იქნა 4-ე დღისათვის და სისხლში აღინიშნა კონცენტრაციის კუმულაცია, რომელიც 2-3-ჯერ აჭარბებდა პირველი დოზის მიღების შემდგეგ დაფიქსირებულ კონცენტრაციას. Tmax მიღწეულ იქნა დოზის მიღებიდან 1-2 საათში. 0,75მგ და 1,5მგ დოზების დღეში 2-ჯერ მიღებისას Cmax საშუალოდ შეადგენდა 11,1 ± 4,6 ნგ/მლ-ს და 20,3 ± 8,0 ნგ/მლ-ს, ხოლო AUC საშუალოდ იყო 75 ± 31 ნგ*სთ/მლ და 131 ± 59 ნგ*სთ/მლ. 0,75მგ და 1,5მგ დოზების დღეში 2-ჯერ მიღებისას სისხლში მინიმალური დონეები (Cmin) შეადგენდა საშუალოდ არის 4,1 ± 2,1 ნგ/მლ-ს და 7,1 ± 4,6 ნგ/მლს (დილით მორიგი დოზის მიღებამდე). ევეროლიმუსის მოქმედება სტაბილური დარჩა ტრანსპლანტაციიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. Cmin მნიშვნელოვნად კორელირდებოდა AUC-თან, კორელაცის კოეფიციენტი მერყეობდა 0,86 და 0,94-ს შორის. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ კლირენსი (CL/F) შეადგენდა 8,8 ლ/სთ-ს (პაციენტებს შორის ცვალებადობა - 27%) და ცენტალური განაწილების მოცულობა (Vc/F) შეადგენდა 110 ლ-ს (ცვალებადობა პაციენტებს შორის - 36%). დარჩენილი ცვალებადობა სისხლის კონცენტრაციებში შეადგენდა 31%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი - 28 ± 7 საათი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ტრანსპლანტაციის შემდეგ თირკმლის ფუნქციის დარღვევას (კრეატინინის კლირენსის დიაპაზონი 11-107 მლ/წთ) ზეგავლენა არ მოუხდენია ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ევეროლიმუსის AUC 1,6-ჯერ მეტი იყო 6 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით). ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) 8 და 9 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ორი დამოუკიდებელი კვლევის ჯგუფში საშუალო AUC 2,1-ჯერ და 3,3-ჯერ მეტი იყო; ხოლო ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე 6 პაციენტში საშუალო AUC 3,6-ჯერ მეტი იყო. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენდა 52, 59 და 78 საათს ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მწვავე უკმარისობის შემთხვევაში. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი აყოვნებს სისხლში წონასწორულ მდგომარეობაში ევეროლიმუსის დონეების მიღწევას.

მოქმედება-რეაქციის ურთიერთდამოკიდებულება

თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში გამოვლინდა ევეროლიმუსის კონცენტრაციას და ბიოფსიით დადასტურებული ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების და თრომბოციტოპენიის სიხშირეს შორის ურთიერთკავშირი (იხ. ცხრილი 5).

ცხრილი 5

თირკმლის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3,4

3,5-4,5

4,6-5,7

5,8-7,7

7,8-15,0

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე

68%

81%

86%

81%

91%

თრომბოციტოპენია (<100x109/ლ)

10%

9%

7%

14%

17%

გულის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3,5

3,6-5,3

5,3-7,3

7,4-10,2

10,3-21,8

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე

65%

69%

80%

85%

85%

თრომბოციტოპენია (<75x109/ლ)

5%

5%

6%

8%

9%

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3

3-8

≥8

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე, ბიოფსიით დადასტურებული

88%

98%

92%

თრომბოციტოპენია (≤75x109/ლ)

35%

13%

18%

ნეიტროპენია (1,75x109/ლ)

70%

31%

44%

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

სერტიკანი

(CERTICAN®)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ევეროლიმუსი;

1 ტაბლეტი შეიცავს 0,25მგ, 0,75მგ ან 1,0მგ ევეროლიმუსს;

დამხმარე ნივთიერებები: ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, უწყლო ლაქტოზა.

წამლის ფორმა

ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სელექციური იმუნოდეპრესანტები. ათქ კოდი L04AH02.

კლინიკური თვისებები

ჩვენებები

თირკმლის და გულის ტრანსპლანტაცია

ორგანოს მოცილების პროფილაქტიკა დაბალი და საშუალო იმუნოლოგიური რისკის მქონე მოზრდილ პაციენტებში თირკმლის და გულის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ. თირკმლის და გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სერტიკანი მიიღება ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ორგანოს მოცილების პროფილაქტიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სერტიკანი მიიღება ტაკროლიმუსთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები

სერტიკანი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ევეროლიმუსის, სიროლიმუსის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მიღების წესი და დოზები

სერტიკანით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ, რომელსაც აქვს იმუნოდეპრესიული თერაპიის და ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რაც უნდა მოიცავდეს სისხლში ევეროლიმუსის დონის გაკონტროლებასაც.

ზოგადი სამიზნე პოპულაცია

მოზრდილები

პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაცია პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა 0,75მგ დღეში 2-ჯერ უნდა დაინიშნოს ტრანსპლანტაციის შემდეგ რაც შეიძლება დროულად.

პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა 1,0მგ დღეში 2-ჯერ უნდა დაინიშნოს ტრანსპლანტაციის შემდეგ დაახლოებით 4 კვირაში.

განსაკუთრებული პოპულაციები

შავკანიანი პაციენტები

ბიოფსიით დადასტურებული ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების ეპიზოდების სიხშირე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა შავკანიან პაციენტებში სხვა პაციენტებთან შედარებით. შეზღუდული მონაცემების მიხედვით შავკანიან პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სერტიკანის შედარებით მაღალი დოზები ისეთივე ეფექტურობის მისაღწევად როგორიც აღინიშნება სხვა პაციენტებში მოზრდილებისათვის განკუთვნილი რეკომენდებული დოზების მიღებისას. ამჟამად პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები იმდენად შეზღუდულია, რომ ვერ კეთდება მკურნალობასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

სერტიკანის მიღების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება, რომ დადასტურდეს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში მოცემული პრეპარატის გამოყენება. ბავშვებში თირკმლის გადანერგვის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

≥65 წლის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა ≥≥65-70 წლის პაციენტებში ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში დაფიქსირებული ფარმაკოკინეტისაგან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში ევეროლიმუსის დონე (C0). ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს სტანდარტული დოზის დაახლოებით 2/3-მდე. ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში პრეპარატის სტანდარტული დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 2-ჯერ. ღვიძლის მწვავე უკმარისობის (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს სერტიკანის სტანდარტული დოზის არანაკლებ 1/2-მდე. დოზის შემდგომი ტიტრაცია უნდა მოხდეს თერაპიული კონცენტრაციების კონტროლის საფუძველზე.

მიღების წესი

სერტიკანი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის.

სერტიკანის დღიური დოზა ინიშნება პერორალურად 2 მიღებად. სერტიკანი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე დროს ციკლოსპორინის მიკრომულსიასთან ან ტაკროლიმუსთან ერთად.

სერტიკანის მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია სისხლში ევეროლიმუსის დონის, ამტანობის, ინდივიდუალური რეაქციის, თანმხლებ მკურნალობასთან დაკავშირებული ცვლილებების და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. დოზის კორექცია შესაძლებელია 4-5 დღიანი ინტერვალებით.

სერტიკანის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად; არ დაფშვნათ.

თერაპიული კონცენტრაციების კონტროლი

სერტიკანს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი და თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზების კორექცია. რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის თერაპიული დონის კონტროლი. ზემოქმედება-ეფექტის და ზემოქმედება-უსაფრთხოების ანალიზის მიხედვით პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური დონე (C0) შეადგენდა >3.0 ნგ/მლ-ს, გულის, თირკმლის და ღვიძლის ტრანსპლანტატის ბიოფსიით დადასტურებული მწვავე მოცილების სიხშირე უფრო დაბალი იყო ვიდრე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც მინიმალური დონე (C0) შეადგენდა <3.0 ნგ/მლ-ს. ევეროლიმუსის თერაპიული დიაპაზონის რეკომენდებული ზედა ზღვარი არის 8 ნგ/მლ. >12 ნგ/მლ-ის შემთხვევაში პრეპარატის ზემოქმედება არ არის შესწავლილი. ევეროლიმუსის კონცენტრაციის მოცემული რეკომენდებული დიაპაზონები ეფუძნება ქრომატოგრაფიული მეთოდებით მიღებულ მონაცემებს.

სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, ასევე მათი მიღების დასრულების შემდეგ; ციკლოსპორინის დოზის მნიშვნელოვნად შემცირებისას ან შეწყვეტისას.

სასურველია სერტიკანის დოზის კორექცია მოხდეს მინიმალური კონცენტრაციის (C0) რამდენჯერმე განსაზღვრის საფუძველზე, რომელიც სრულდება დოზის წინა ცვლილებიდან არანაკლებ 4-5 დღეში. ციკლოსპორინის და ევეროლიმუსის ურთიერთქმედების გათვალისწინებით ევეროლიმუსის დონემ შესაძლოა დაიკლოს ციკლოსპორინის დოზების შემცირებისას (ანუ C0 <50 ნგ/მლ).

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს

ციკლოსპორინის მაღალ დოზებთან ერთად სერტიკანი არ მიიღება ხანგრძლივად. თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანით მკურნალობისას ციკლოსპორინის დოზის შემცირების შემდეგ თირკმლის ფუნქცია უმჯობესდება. კვლევის A2309 მიხედვით ციკლოსპორინის ზემოქმედების შემცირება უნდა დაიწყოს ტრანსპლატაციის დასრულებისთანავე და შემდგომში უნდა გაკონტროლდეს კონცენტრაცია სისხლში:

ცხრილი 1. თირკმლის ტრანსპლანტაცია: ციკლოსპორინის რეკომენდებული კონცენტრაცია სისხლში

ციკლოსპორინის C0 (ნგ/მლ)

1 თვე

2-3 თვე

4-5 თვე

6-12 თვე

სერტიკანის ჯგუფები

100-200

75-150

50-100

25-50

ციკლოსპორინის დოზის შემცირებამდე აუცილებელია დადგინდეს, რომ სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები (C0) ტოლია ან მეტია 3 ნგ/მლ-ზე.

მონაცემები შეზღუდულია მკურნალობის შემანარჩუნებელ ფაზაში სერტიკანის და ციკლოსპორინის მიღების შესახებ, როდესაც ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციები (C0) ნაკლებია 50ნგ/მლ-ზე ან C2 დონე ნაკლებია 350ნგ/მლ-ზე. თუ პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება განიხილება სერტიკანის ხანგრძლივდ გამოყენების საკითხი.

ციკლოსპორინის რეკომენდებული დოზები გულის ტრანსპლანტაციის დროს

მკურნალობის შემანარჩუნებელ ფაზაში გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით უნდა დაიწყოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება. თუ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებს ან კრეატინინის კლირენსი შეადგენს <60მლ/წთ-ს საჭიროა მკურნალობის რეჟიმის კორექცია. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში ციკლოსპორინის დოზის რეგულირება უნდა მოხდეს კვლევაში 2411 დაფიქსირებული გამოცდილების და კვლევაში 2310 დადასტურებული მონაცემების შესაბამისად, როდესაც სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინთან ერთად რეკომენდებული შემცირებული რეკომენდებული კონცენტრაციების (C0) პირობებში:

ცხრილი 2. გულის ტრანსპლანტაცია: სისხლში ციკლოსპორინის რეკომენდებული კონცენტრაცია

ციკლოსპორინის C0 (ნგ/მლ)

1 თვე

2-3 თვე

4-5 თვე

5-6 თვე

7-12 თვე

სერტიკანის ჯგუფი

200-350

150-250

100-200

75-150

50-100

ციკლოსპორინის დოზის შემცირებამდე აუცილებელია დადგინდეს, რომ სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები (C0) ტოლია ან მეტია 3 ნგ/მლ-ზე.

გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში მონაცემები შეზღუდულია სერტიკანის და ციკლოსპორინის მიღების შესახებ, როდესაც ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციები (C0) შემცირებულია და შეადგენს 50-100 ნგ/მლ-ს 12 თვის შემდეგ. თუ პაციენტს არ შეუძლია გადაიტანოს ციკლოსპორინის დოზის შემცირება განიხილება სერტიკანის ხანგრძლივდ გამოყენების საკითხი.

ტაკროლიმუსის რეკომენდებული დოზები ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს

ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ტაკროლიმუსის ზეგავლენა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, რათა შემცირდეს ღვიძლში კალცინევრინით ტოქსიურობა. ტაკროლიმუსის დოზის შემცირება უნდა დაიწყოს სერტიკანთან კომბინირებული მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 კვირაში სისხლში ტაკროლიმუსის დონის (C0) მიხედვით 3-დან 5 ნგ/მლ-მდე. კლინიკურ კვლევებში სერტიკანი არ შეფასებულა ტაკროლიმუსის სრულ დოზასთან კომბინაციაში.

გვერდითი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

სერტიკანისა და ციკლოსპორინის კომბინაცია შესწავლილ იქნა თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე 2,497 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ ხუთ კვლევაში და გულის ტრანსპლანტატის მქონე 1,531 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ სამ კვლევაში.

სერტიკანი ტაკროლიმუსთან კომბინაციაში შესწავლილ იქნა 719 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ ერთ კვლევაში, რომელთაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. უსაფრთხოების ზოგადი პროფილი არ განსხვავდებოდა სერტიკანის გამოყენების წინა გამოცდილებისაგან და მოლოდინისაგან ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტების ჯგუფში 36 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმუნოდეპრესიული მკურნალობის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. ციკლოსპორინის მიკროემულსიის სრული დოზების და სერტიკანის კომბინაციის კვლევებში შრატში კრეატინინის დონის მატება უფრო ხშირად დაფიქსირდა ვიდრე საკონტროლო პაციენტების ჯგუფში. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება ნაკლებად ხშირი იყო, ხოლო შრატში კრეატინინის საშუალო მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო კვლევებში, როდესაც სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინის შემცირებულ დოზასთან ერთად.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, როდესაც სულ მცირე 1 წლის განმავლობაში კონტროლდებოდა 3,256 პაციენტის მდგომარეობა სერტიკანის და სხვა იმუნოდეპრესანტების კომბინაცის მიღებისას, 3.1%-ს განუვითარდა ავთვისებიანი დაავადებები, კერძოდ 1.0%-ს აღენიშნა კანის ავთვისებიანი წარმონაქმნები და 0.6%-ს კი ლიმფომა ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადება.

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების შემაჯამებელი ცხრილი

ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციების სიხშირე ეფუძნება ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორების (CNI) და კორტიკოსტეროიდების კომბინაციის მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, კონტროლირებად კვლევებში 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირის ანალიზს. ყველა კვლევა მოიცავდა პაციენტების ჯგუფებს, რომლებიც გადიოდნენ CNI-ის სტანდარტულ თერაპიას სერტიკანის გარეშე.

ცხრილში 3 მოცემულია III ფაზის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული, სავარაუდოდ სერტიკანით გამოწვეული გვერდითი რეაქციები. აღნიშნული დარღვევების დადგენა მოხდა სიხშირის ზრდის მიხედვით III ფაზის კვლევებში სერტიკანით ნამკურნალები პაციენტების იმ პაციენტებთან შედარებისას, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას სერტიკანის გარეშე, ასევე გვერდითი რეაქციების გამოვლენის მსგავსი სიხშირის მიხედვით თუ მოვლენა კომპარატორის (ნატრიუმის მიკოფენოლატი თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში) კვლევებში) გვერდითი ეფექტი იყო. გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც სხვაგვარად არის მითითებული, გვერდითი რეაქციის პროფილი შედარებით ერთგვაროვანია ნებისმიერი ტრანსპლანტატის შემთხვევაში.

გვერდითი რექციები ჩამოთვლილია MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა კლასების მიხედვით. გვერდითი რეაქციები შეფასებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მოვლენები. გარდა ამისა თითოეული გვერდითი რეაქციის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ეფუძნება შემდეგ კონვენციას (CIOMS III (სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭო)): ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (>1/1000 - <1/100); იშვიათი (>1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).

ცხრილი 3. კლინიკურ კვლევებში პაციენტების პროცენტული რაოდენობა გვერდითი რეაქციების მიხედვით

გვერდითი რეაქცია

III ფაზის კვლევებში დაფიქსირებული გამოცდილება ჩვენების მიხედვით

თირკმლის ტრანსპლანტაცია (კვლევა A2309)

გულის ტრანსპლანტაცია (კვლევა A2310)

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

(კვლევა H2304)

სიხშირე

EVR9 1,5მგ N=274 (100%)

MPA9 რეჟიმი N=273

(100%)

EVR

1,5მგ

N279 (100%)

MPA რეჟიმი N=268

(100%)

EVR+ წითელი TAC9 N=245 (100%)

TAC9

საკონტ.

N=241 (100%)

ინფექციები და ინვაზიები

ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები

ძალიან ხშირი

173

(63,1)

190

(69,6)

174

(62,4)

161

(60,1)

124

(50,6)

104

(43,2)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიის ჩათვლით)

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

15

(5,5)

36

(12,9)

32

(11,9)

14

(5,7)

14

(5,8)

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ძალიან ხშირი

68

(24,8)

76

(27,8)

51

(18,3)

63

(23,5)

38

(15,5)

32

(13,3)

საშარდე გზების ინფექციები

ძალიან ხშირი2

68

(24,8)

66

(24,2)

22

(7,9)

22

(8,2)

21

(8,6)

11

(4,6)

სეფსისი

ხშირი

10 (3,6)

9 (3,3)

17 (6,1)

7 (2,6)

11 (4,5)

8 (3,3)

ჭრილობის ინფექცია

ხშირი

6 (2,2)

4 (1,5)

1 (0,4)

0

8 (3,3)

0

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)

ავთვისებიანი ან დაუდგენელი ნეოპლაზმები

ხშირი

4 (1,5)

7 (2,6)

12 (4,3)

8 (3,0)

5 (2,0)

11 (4,6)

კანის ავთვისებიანი

და დაუდგენელი ნეოპლაზმები

ხშირი

3 (1,1)

6 (2,2)

5 (1,8)

2 (0,7)

0

3 (1,2)

ლიმფომები/ტრანსპლან-ტაციის შემდგომი ლიმპფოპროლიფერაცი-ული დარღვევები (PTLD)

ნაკლებად ხშირი

0

0

0

1 (0,4)

2 (0,8)

0

სისხლი და ლიმფური სისტემა

ანემია/ერითროპენია

ძალიან ხშირი

72

(26,3)

71

(26,0)

117

(41,9)

88

(32,8)

23

(9,4)

22

(9,1)

ლეიკოპენია

ძალიან ხშირი

15

(5,5)

44

(16,1)

44

(15,8)

94

(35,1)

35

(14,3)

17

(7,1)

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი

8

(2,9)

6

(2,2)

31

(11,1)

29

(10,8)

14

(5,7)

5

(2,1)

პანციტოპენია

ხშირი

2 (0,7)

4 (1,5)

0

0

9 (3,7)

2 (0,8)

თრომბული მიკროანგიოპათიები

(თრომბოციტოპენიური პურპურის,ჰემოლიზური ურემიული სინდრომის ჩათვლით)

ხშირი

4 (1,5)

0

3 (1,1)

0

0

0

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში (ტესტოსტერონის დონის შემცირება, FSH და LH-ის მომატება)

ნაკლებად ხშირი

0

2 (1,1)

0

0

1 (0,6)

0

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპერლიპიდემია (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები)

ძალიან ხშირი

143

(52,2)

105

(38,5)

83

(29,7)

60

(22,4)

58

(23,7)

23

(9,5)

შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენა

ძალიან ხშირი

58

(21,2)

68

(24,9)

53

(19,0)

52

(19,4)

28

(11,4)

29

(12,0)

ჰიპოკალიემია

ძალიან ხშირი

33

(12,0)

32

(11,7)

36

(12,9)

32

(11,9)

7

(2,9)

5

(2,1)

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

ძალიან ხშირი

47

(17,2)

43

(15,8)

75

(26,9)

54

(20,1)

14

(5,7)

19

(7,9)

შფოთვა

ძალიან ხშირი

26

(9,5)

19

(7,0)

42

(15,1)

32

(11,9)

11

(4,5)

4

(1,7)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

49

(17,9)

40

(14,7)

78

(28,0)

63

(23,5)

47

(19,2)

46

(19,1)

დარღვევები გულის მხრივ

პერიკარდიალური ექსუდატი

ძალიან ხშირი3

1

(0,4)

1

(0,4)

111

(39,8)

74

(27,6)

1

(0,4)

2

(0,8)

ტაქიკარდია

ხშირი

14 (5,1)

8 (2,9)

18 (6,5)

19 (7,1)

5 (2,0)

8 (3,3)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპერტენზია

ძალიან ხშირი

89

(32,5)

89

(32,6)

129

(46,2)

127

(47,4)

44

(18,0)

38

(15,8)

ვენების თრომბოემბოლია

ძალიან ხშირი

15

(5,5)

8

(2,9)

34

(12,2)

22

(8,2)

9

(3,7)

3

(1,2)

ცხვირიდან სისხლდენა

ხშირი

6 (2,2)

3 (1,1)

15 (5,4)

7 (2,6)

5 (2,0)

1 (0,4)

ლიმფოცელე

ხშირი4

21 (7,7)

16 (5,9)

12 (4,3)

6 (2,2)

0

1 (0,4)

თირკმლის ტრანსპლანტატის თრომბოზი

ხშირი

6

(2,2)

3

(1,1)

-

-

-

-

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ექსუდატი პლევრის ღრუში

ძალიან ხშირი 1

8

(2,9)

5

(1,8)

71

(25,4)

58

(21,6)

11

(4,5)

11

(4,6)

ხველება

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

30

(11,0)

57

(20,4)

42

(15,7)

15

(6,1)

15

(6,2)

დისპნოე

ძალიან ხშირი1

20

(7,3)

24

(8,8)

47

(16,8)

43

(16,0)

15

(6,1)

12

(5,0)

ფილტვების ინტერსტიციური დაავადება

ნაკლებად ხშირი5

2

(0,7)

2

(0,7)

7

(2,5)

2

(0,7)

1

(0,4)

1

(0,4)

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრი

დიარეა

ძალიან ხშირი

51

(18,6)

54

(19,8)

51

(18,3)

63

(23,5)

47

(19,2)

50

(20,7)

გულისრევა

ძალიან ხშირი

81

(29,6)

86

(31,5)

58

(20,8)

71

(26,5)

33

(13,5)

28

(11,6)

ღებინება

ძალიან ხშირი

40

(14,6)

60

(22,0)

29

(10,4)

42

(15,7)

14

(5,7)

18

(7,5)

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

50

(18,2)

67

(24,5)

32

(11,5)

38

(14,2)

45

(18,4)

35

(14,5)

ოროფარინგეალური ტკივილი

ხშირი

14

(5,1)

10

(3,7)

17

(6,1)

10

(3,7)

13

(5,3)

5

(2,1)

პანკრეატიტი

ხშირი

1 (0,4)

1 (0,4)

4 (1,4)

0

2 (0,8)

2 (0,8)

პირის ღრუს სტომატიტი/წყლულები

ხშირი

24

(8,8)

7

(2,6)

23

(8,2)

13

(4,9)

23

(9,4)

3

(1,2)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

არაინფექციური ჰეპატიტი

ნაკლებად ხშირი

1

(0,4)

1

(0,4)

1

(0,4)

1

(0,4)

5

(2,0)

5

(2,1)

სიყვითლე

ნაკლებად ხშირი

0

0

1

(0,4)

2

(0,7)

2

(0,8)

5

(2,1)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

აკნე

ხშირი

26 (9,5)

23 (8,4)

21 (7,5)

28 (10,4)

4 (1,6)

0

ანგიონევროზული შეშუპება

ხშირი6

11

(4,0)

10

(3,7)

14

(5,0)

7

(2,6)

3

(1,2)

3

(1,2)

გამონაყარი

ხშირი

13 (4,7)

17 (6,2)

15 (5,4)

17 (6,3)

9 (3,7)

9 (3,7)

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

მიალგია

ხშირი

15 (5,5)

10 (3,7)

20 (7,2)

18 (6,7)

7 (2,9)

4 (1,7)

ართრალგია

ხშირი

25 (9,1)

26 (9,5)

17 (6,1)

23 (8,6)

17 (6,9)

18 (7,5)

დარღვევები საშარდე გზების მხრივ

პროტეინურია

ხშირი2

25 (9,1)

20 (7,3)

9 (3,2)

4 (1,5)

7 (2,9)

2 (0,8)

თირკმლის მილაკების ნეკროზი

ხშირი7

15

(5,5)

13

(4,8)

2

(0,7)

1

(0,4)

0

0

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მხრივ

ერექციული დისფუნქცია

ხშირი

10

(5,7)

5

(2,7)

15

(6,7)

7

(3,2)

3

(1,7)

5

(2,8)

ზოგადი დარღვევები/მდგომარეობა პრეპარატის მიღების ადგილას

ტკივილი

ძალიან ხშირი

27

(9,9)

27

(9,9)

43

(15,4)

33

(12,3)

8

(3,3)

10

(4,1)

ცხელება

ძალიან ხშირი

51

(18,6)

41

(15,0)

46

(16,9)

40

(14,9)

32

(13,1)

25

(10,4)

პერიფერიული შეშუპება

ძალიან ხშირი

123

(44,9)

108

(39,6)

124

(44,4)

103

(38,4)

43

(17,6)

26

(10,8)

შეხორცების გართულება

ძალიან ხშირი

89

(32,5)

77

(28,2)

55

(19,7)

52

(19,4)

27

(11,0)

19

(7,9)

ოპერაციის შემდგომი თიაქარი

ხშირი

5

(1,8)

3

(1,1)

9

(3,2)

4

(1,5)

17

(6,9)

13

(5,4)

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი8

6

(2,2)

12

(4,4)

6

(2,2)

5

(1,9)

16

(6,5)

24

(10,0)

1 ხშირია თირკმლის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

2 ხშირია გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

3 გულის ტრანსპლანტაციის დროს.

4 თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის დროს.

5 ფილტვების ინტერსტიციური დააავდების (ILD) შესახებ SMQ-ს (სტანდარტული საძიებო MedDRA-ს ტერმინების გამოყენებით) საშუალებით ინფორმაციის მოძიებისას კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ILD-ს სიხშირე მოცემულია ზემოთ ცხრილში. აღნიშნული ასევე მოიცავდა მსგავსი მოვლენებით (მაგ: ინფექციებით) გამოწვეულ შემთხვევებს. სიხშირის მოცემული კატეგორია ეფუძნება ყველა დადგენილი შემთხვევის სამედიცინო ანალიზს.

6 ძირითადად პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ აგფ (ACE) ინჰბიტორებს.

7 თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში.

8 AST, ALT, GGT-ს მატების მოცემული სიხშირე უკავშირდება პროთრომბინის დროის, ღვიძლის ფუნქციური ტესტის გადახრებს, გარდა ამისა ყველა კვლევაში შემოწმდა ღვიძლის ფერმენტების დონე.

9 EVR: ევეროლიმუსი, MPA: ნატრიუმის მიკოფენოლატი, TAC: ტაკროლიმუსი.

პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებისას სპონტანურ ანგარიშებში დაფიქსირებული არასასურველი გვერდითი რეაქციები

სერტიკანის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები, რაც ეფუძნება ლიტერატურაში მოცემულ სპონტანურ შეტყობინებებს და შემთხვევებს. ვინაიდან აღნიშნული რეაქციების შესახებ ინფორმაციას სპონტანური ხასიათი აქვს და პაციენტების ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი, შესაბამისად მათი გამოვლენის სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია და სიხშირის კატეგორიაზაცია ხდება როგორც “დაუდგენელი”. გვერდითი რეაქციები მოცემულია MedDRA-ს ორგანოთა სტანდარტული კლასების მიხედვით. თითოეული კლასში პირველ რიგში მოცემულია ყველაზე მწვავე გვერდითი რეაქციები.

ცხრილი 4. გვერდითი რეაქციები სპონტანური ანგარიშების და ლიტერატურული მონაცემების მიხედვით (სიხშირე უცნობია)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების მხრივ

ფილტვის ალვეოლური პროტეინოზი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ერითროდერმია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ

საკვერცხეების კისტა

ჭარბი დოზა

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ევეროლიმუსმა გამოავლინა მწვავე ტოქსიურობის სუსტი პოტენციალი. არც თაგვებში და არც ვირთაგვებში 2000მგ/კგ პერორალური დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა ლეტალურობის ან მწვავე ტოქსიურობის შემთხვევები (ზღვრული ტესტი).

დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია. ცნობილია მხოლოდ 2 წლის ბავშვის მიერ 1.5მგ ევეროლიმუსის შემთხვევით მიღების ფაქტი, თუმცა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ტრანსპლანტაციის შემდეგ 25მგ-მდე ერთჯერადი დოზები კარგად აიტანებოდა. ჭარბი დოზის მიღებისას ყველა შემთხვევაში უნდა გატარდეს ზოგადი დამხმარე ზომები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

რისკების შეჯამება

ორსულობის პერიოდში სერტიკანის გამოყენების შესახებ სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. პოტენციური რისკი არ არის დადგენილი. ცხოველებში ჩატარებული კვლევებში დაფიქსირდა რეპროდუქციული ტოქსიურობა, მათ შორის ემბრიოტოქსიურობა და ფეტოტოქსიურობა. ადამიანებში მოსალოდნელი რისკი უცნობია. ორსულობის პერიოდში სერტიკანი არ ინიშნება თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემები

ვირთაგვებში ევეროლიმუსმა გადაკვეთა პლაცენტა და ტოქსიური აღმოჩნდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედისათვის. ევეროლიმუსმა გამოიწვია ემბრიო/ფეტოტოქსიურობა, რაც გამოვლინდა სიკვდილიანობით, ნაყოფის წონის შემცირებით და ჩონჩხის ცვლილებების და განვითარების მანკების სიხშირის ზრდით ადამიანებისათვის განკუთვნილ სამიზნე თერაპიულ ზემოქმედებაზე ნაკლები სისტემური ზემოქმედების დროს. ბოცვრებში ემბრიოტოქსიურობა გამოიხატებოდა გვიანი რეზორბციით ისეთივე სისტემური ზემოქმედების პირობებში, როგორც ადამიანების შემთხვევაში.

ლაქტაცია

უცნობია ხვდება თუ არა ევეროლიმუსი ადამიანის რძეში, თუმცა ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ევეროლიმუსი და/ან მისი მეტაბოლიტები აღმოჩნდნენ ვირთაგვების რძეში. შესაბამისად სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ სერტიკანით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ნაყოფიერება

ლიტერატურული მონაცემების მიხედვით არსებობს შექცევადი ხასიათის აზოოსპერმიის და ოლიგოსპერმიის შემთხვევები mTOR ინჰიბიტორებით ნამკურნალებ პაციენტებში. ვირთაგვებში ჩატარებულ კვლევებში მდედრობითი სქესის ცხოველებში ნაყოფიერებაზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.

ბავშვები

ბავშვებში და მოზარდებში სერტიკანის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება, რომ დადასტურდეს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობა.

გამოყენების თავისებურებები

იმუნოდეპრესია

კალცინევრინის ინჰიბიტორის (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) გარეშე სერტიკანის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს კალცინევრინის ინჰიბიტორის (CNI) მიღება დაფიქსირდა ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების რისკის ზრდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებაც განაგრძეს CNI-ის მიღება.

კლინიკურ კვლევებში სერტიკანი მიიღებოდა ციკლოსპორინის მიკროემულსიასთან ან ტაკროლიმუსთან, ბაზილიქსიმაბთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. სხვა იმუნოდეპრესიულ საშუალებებთან სერტიკანის კომბინაცია სათანადოდ არ არის შესწავლილი. სერტიკანი სათანადოდ არ არის შესწავლილი მაღალი იმუნოლოგიური რისკის მქონე პაციენტებში.

კომბინაცია თიმოგლობულინის ინდუქტორებთან

სიფრთხილეა საჭირო თიმოგლობულინის (ბოცვრის ანტითიმოციტური გლობულინი) ინდუქტორების და სერტიკანის/ციკლოსპორინის/სტეროიდის ერთობლივად მიღებისას. გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში დაფიქსირდა სერიოზული ინფექციების სიხშირის ზრდა ტრანსპლანტაციიდან პირველი სამი თვის განმავლობაში პაციენტების იმ ქვეჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ბოცვრის ანტითიმოციტური გლობულინის ინდუქტორების და სერტიკანის, სტეროიდის და ციკლოსპორინის კომბინაციას სისხლში გულის ტრანსპლანტაციისათვის რეკომენდებული კონცენტრაციების (უფრო მაღალია ვიდრე თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს) გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომელთაც ტრანსპლანტაციამდე დასჭირდათ როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე პარკუჭების ფუნქციონირების დამხმარე მოწყობილობის გამოყენება, რაც მიუთითებს გაძლიერებული იმუნოდეპრესიის მიმართ შესაძლო განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე.

სერიოზული და ოპორტუნისტული ინფექციები

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ იმუნოდეპრესიული სამკურნალო საშუალებებით, მათ შორის სერტიკანით იზრდება ინფექციების, განსაკუთრებით კი პათოგენური მიკროორგანიზმებით (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, პროტოზოული) გამოწვეული ინფექციების განვითარების რისკი. სერტიკანით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ფატალური ინფექციების და სეფსისის შემთხვევები. ოპორტუნისტულ მდგომარეობებს, რომელთა მიმართ შესაძლოა მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები მიეკუთვნებიან პოლიომავირუსული ინფექციები, მათ შორის BK ვირუსული ნეფროპათია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ტრანსპლანტატის მოცილება და JC ვირუსით გამოწვეული პოტენციურად ფატალური პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია. პაციენტებში, რომლებიც გადიან იმუნოდეპრესიული მკურნალობის კურსს და აღენიშნებათ თირკმლის ტრანსპლანტატის ფუნქციის დაქვეითება ან ნევროლოგიური სიმპტომები, დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული ინფექციები, რომლებიც ხშირად გამოწვეულია საერთო იმუნოდეპრესიული დატვირთვით.

სერტიკანის კლინიკურ კვლევებში ტრანსპლანტაციის შემდეგ, განსაკუთრებით კი ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენებში რეკომენდებული იყო Pneumocystis jiroveci (carinii) pneumonia და ციტომეგალოვირუსის ანტიმიკრობული პროფილაქტიკა.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების (C0) ყურადღებით გაკონტროლება და ევეროლიმუსის დოზის კორექცია.

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან, ინდუქტორებთან ურთიერთქმედება

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, რიტონავირი) და ინდუქტორებთან (მაგ: რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კრაზანა, კარბამაზეპინი, ფენიტოინი) კომბინაცია არარეკომენდებულია თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს თანმხლებ რისკს.

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ან ინჰიბიტორების თანმხლები მიღებისას ან მათი შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია სისხლში ევეროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების (C0) გაკონტროლება.

ლიმფომა და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნები

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ იმუნოდეპრესანტებით, მათ შორის სერტიკანით იზრდება ლიმფომის ან სხვა, განსაკუთრებით კი კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების რისკი. აბსოლუტური რისკი სავარაუდოდ უფრო მეტად უკავშირდება იმუნოდეპრესიის ხანგრძლივობას და სიხშირეს, ვიდრე კონკრეტული სამკურნალო საშუალების მიღებას. საჭიროა პაციენტების რეგულარულად გაკონტროლება კანის ნეოპლაზმების მხრივ; რეკომენდებულია მზის სინათლის ზემოქმედების და ულტრაიისფერი გამოსხივების შეზღუდვა; მზისგან დამცავი სათანადო საშუალებების გამოყენება.

ჰიპერლიპიდემია

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანის და ციკლოსპორინის მიკროემულსიის ან ტაკროლიმუსის ერთობლივად მიღებას უკავშირდებოდა შრატში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატება, რაც საჭიროებს მკურნალობას. სერტიკანით მკურნალობისას აუცილებელია პაციენტების რეგულარულად გაკონტროლება ჰიპერლიპიდემიის მხრივ და საჭიროების შემთხვევაში ჰიპოლიპიდემიური საშუალებების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერლიპიდემია იმუნოდეპრესიული საშუალებების, მათ შორის სერტიკანის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკი/სარგებელი. ასევე, მწვავე რეფრაქტორული ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში განმეორებით უნდა შეფასდეს სერტიკანით მკურნალობის გაგრძელების რისკი/სარგებელი.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს და/ან ფიბრატებს უნდა გაკონტროლდეს რაბდომიოლიზის და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა აღნიშნული სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.

ანგიონევროზული შეშუპება

სერტიკანის მიღებამ გამოიწვია ანგიონევრუზული შოკის განვითარება. უმეტესად პაციენტების უმრავლესობა თანმხლები პრეპარატის სახით ღებულობდა აგფ ინჰიბიტორებს.

ევეროლიმუსის და კალცინევრინის ინჰიბიტორით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ სერტიკანთან ერთად ციკლოსპორინის სრული დოზების მიღებისას იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. შესაბამისად თირკმლის დისფუნქციის თავიდან არიდების მიზნით სერტიკანთან კომბინაციაში ციკლოსპორინის დოზები უნდა შემცირდეს. შრატში კრეატინინის დონის მომატების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმუნოდეპრესიული მკურნალობის კორექცია.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის კვლევაში სერტიკანთან ერთად ტაკროლიმუსის შემცირებული ზემოქმედების პირობებში ტაკროლიმუსის სტანდარტულ ზემოქმედებასთან შედარებით არ დაფიქსირებულა თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

ყველა პაციენტში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია. სიფრთხილეა საჭირო სერტიკანთან ერთად ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე.

პროტეინურია

ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორების კომბინაციამ გამოიწვია პროტეინურიის ზრდა. რისკი იზრდება სისხლში ევეროლიმუსის დონის მატებასთან ერთად.

თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ზომიერი ხარისხის პროტეინურია იმუნოდეპრესიული საშუალებების, მათ შორის კალცინევრინის ინჰიბიტორების (CNI) მიღებისას დაფიქსირდა პროტეინურიის გაუარესების შემთხვევები CNI-ის სერტიკანით ჩანაცვლების შემთხვევაში, რაც შექცევადი ხასიათის აღმოჩნდა სერტიკანის შეწყვეტის და კვლავ CNI-ის მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებში CNI-ის სერტიკანით ჩანაცვლების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. სერტიკანით მკურნალობისას საჭიროა პაციენტების გაკონტროლება პროტეინურიის განვითარების მხრივ.

თირკმლის არტერიების, ვენების თრომბოზი

დაფიქსირდა თირკმლის არტერიების და ვენების თრომბოზის რისკის ზრდის შემთხვევები, რამაც გამოიწვია ტრანსპლანტატის მოცილება. აღნიშნული შემთხვევები უფრო ხშირად ვლინდება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 30 დღის განმავლობაში.

ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული გართულებები

სერტიკანმა, სხვა mTOR ინჰიბოტორების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს შეხორცების გაძნელება და ისეთი გართულებები ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორიც არის ჭრილობის გახსნა, სითხის დაგროვება და ინფექცია, რასაც შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი ქირურგიული ჩარევა. თირკმლის თრანსპლანტაციის შემდეგ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ლიმფოცელე, რომელიც უფრო მეტად გავრცელებულია სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე პაციენტებში. გულის ტრანსპლატაციის შემთხვევაში იზრდება პერიკარდიალური და პლევრული ეფუზიის სიხშირე, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში მაღალია ოპერაციის შემდგომი თიაქრის განვითარების სიხშირე.

თრომბული მიკროანგიოპათია/თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზური ურემიული სინდრომი

სერტიკანის და კალცინევრინის ინჰიბიტორის (CNI) ერთად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს CNI-ით სტიმულირებული ჰემოლიზურ ურემიული სინდრომის, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურის და თრომბული მიკროანგიოპათიის რისკი.

ფილტვების ინტერსტიციური დაავადება/არაინფექციური პნევმონიტი

რაპამიცინის და მისი წარმოებულების, მათ შორის სერტიკანის მიღებისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციური დაავადების, კერძოდ კი ფილტვების ინტრაპარენქიმული ანთების (პნევმონიტი) და/ან არაინფექციური ეტიოლოგიის ფიბროზის, ზოგჯერ ფატალური შემთხვევები. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული “ფილტვების ინტერსტიციური დაავადების (ILD)” დიაგნოზი ინფექციური პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანტიბიოტიკოთერაპიას და რომელთა შემთხვევაშიც სათანადო კვლევებით გამოირიცხა ინფექციური, ნეოპლაზიური და სხვა არამედიკამენტოზური მიზეზები. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად რეგულირდება სერტიკანის შეწყვეტის და/ან გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნის შემდეგ. თუმცა არსებობს ფატალური შემთხვევებიც.

შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენა

ტრანსპლანტაციის შემდეგ სერტიკანმა გამოიწვია შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლენის რისკის ზრდა. შესაბამისად სერტიკანით მკურნალობისას ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია.

უნაყოფობა მამაკაცებში

mTOR ინჰიბიტორებით ნამკურნალებ პაციენტებში არსებობს შექცევადი ხასიათის აზოოსპერმიის და ოლიგოსპერმიის შემთხვევების ლიტერატურული მონაცემები. კლინიკამდელი ტოქსიკოლოგიური კვლევების მიხედვით ევეროლიმუსმა შესაძლოა შეამციროს სპერმატოგენეზი. სერტიკანით ხანგრძლივი მკურნალობისას გასათვალისწინებელია მამაკაცებში უნაყოფობის პოტენციური რისკი.

დამხმარე ნივთიერებების აუტანლობის რისკი

აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმები, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს

ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევა არ ჩატარებულა.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ევეროლიმუსი ძირითადად მეტაბოლიზება ღვიძლში და გარკვეულწილად ნაწლავის კედელში CYP3A4 იზოფერმენტით. იგი ასევე წარმოადგენს სუბსტრატს სხვა მრავალი პრეპარატის გამომყოფი სისტემისათვის, P-გლიკოპროტეინისათვის (PgP). შესაბამისად ევეროლიმუსის შეწოვაზე და შემდეგ გამოყოფაზე შესაძლოა იმოქმედონ ისეთმა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ CYP3A4 და/ან PgP-ზე.

არარეკომენდებული კომბინაციებით მკურნალობისას დაფიქსირებული ურთიერთქმედებები

რიფამპიცინი (CYP3A4-ის ინდუქტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში რიფამპიცინის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის კლირენსი გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ, Cmax შემცირდა 58%-ით და AUC შემცირდა 63%-ით. რიფამპიცინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

კეტოკონაზოლი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში კეტოკონაზოლის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 3,9-ჯერ და AUC გაიზარდა 15,0-ჯერ.

მოსალოდნელია ურთიერთქმედებები ერთდროულად მიღებისას, შესაბამისად მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორები

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორებით ერთდროული მკურნალობა არ არის რეკომენდებული (მაგ.: რიფაბუტინი, კრაზანა (Hypericum perforatum), ანტიკონვულსიური პრეპარატები, როგორიც არის კარბამაზეპინი და ფენიტოინი).

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორებით ერთდროული მკურნალობა არ არის რეკომენდებული (მაგ.: იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, რიტონავირი).

დაფიქსირებული საყურადღებო ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სერტიკანზე

ციკლოსპორინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი/ PgP)

ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ევეროლიმუსის ბიოშეღწევადობა. ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ ერთჯერადი დოზის კვლევაში ევეროლიმუსის მონოთერაპიასთან შედარებით ევეროლიმუსთან ერთად ციკლოსპორინის მიკროემულსიის მიღებამ გამოიწვია ევეროლიმუსის AUC-ს 168%-ით ზრდა (დიაპაზონი 46%-365%) და Cmax-ის 82%-ით ზრდა (დიაპაზონი 25%-158%). ციკლოსპორინის დოზის ცვლილებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ევეროლიმუსის დოზის კორექცია.

ერითრომიცინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში ერითრომიცინის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 2,0-ჯერ და AUC გაიზარდა 4,4-ჯერ.

ვერაპამილი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

ჯანმრთელ სუბიექტებში წინასწარი მკურნალობის ფარგლებში ვერაპამილის მრავალჯერადი დოზების და შემდეგ სერტიკანის ერთჯერადი დოზის მიღებისას ევეროლიმუსის Cmax გაიზარდა 2,3-ჯერ და AUC გაიზარდა 3,5-ჯერ.

სხვა პრეპარატებზე ზეგავლენა

ციკლოსპორინი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი/PgP)

თირკმლის ან გულის ტრანსპლანტაციის დროს ციკლოსპორინის ემულსიის მიღებისას სერტიკანმა მხოლოდ უმნიშვნელო კლინიკური ზეგავლენა მოახდინა ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ოქტრეოტიდი

ევეროლიმუსის და ოქტრეოტიდის ერთობლივად მიღებისას Cmin გაიზარდა 1,47-ჯერ საშუალო გეომეტრიული თანაფარდობით (ევეროლიმუსი/პლაცებო).

ატორვასტატინი (CYP3A4-ის სუბსტრატი) და პრავასტატინი (PgP-ის სუბსტრატი)

ჯანმრთელ სუბიექტებში სერტიკანის ერთჯერადი დოზების ატორვასტატინთან ან პრავასტატინთან ერთად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ დაფიქსირებულა ატორვასტატინის, პრავასტატინის და ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე პლაზმაში HMG-CoA რედუქტაზას საერთო ბიორეაქტიულობაზე.

თუმცა ეს შედეგები შესაძლოა არ ვრცელდებოდეს HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებზე.

საჭიროა პაციენტების კონტროლი რაბდომიოლიზის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მხრივ, როგორც მოცემულია HMG-CoA რედუქტაზას იჰნიბიტორების გამოყენების ინტრუქციებში.

მიდაზოლამი (CYP3A4A-ს სუბსტრატი)

პრეპარატებთან ურთიერთქმედების ორ ფაზიან, ფიქსირებული თანმიმდევრობის, ჯვარედინ კვლევაში 25 ჯანმრთელი სუბიექტი ღებულობდა მიდაზოლამის ერთჯერად 4მგ პერორალურ დოზას პირველ ფაზაში. მეორე ფაზაში კი მიიღებოდა 10მგ ევეროლიმუსი დღეში ერთჯერ 5 დღე და მიდაზოლამის ერთჯერადი 4მგ დოზა ევეროლიმუსის ბოლო დოზასთან ერთად. გაიზარდა მიდაზოლამის Cmax 1,25-ჯერ (90% CI, 1,14-1,37) და AUC 1,30-ჯერ (1,22-1,39). მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა. აღნიშნული კვლევიდან გამომდინარე ევეროლიმუსი CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორია.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სერტიკანზე

CYP3A4-ის ზომიერი ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ევეროლიმუსის მეტაბოლიზიმის გაძლიერება და სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციების შემცირება (მაგ: ფენობარბიტალი, ეფავირენცი, ნევირაპინი).

CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები

CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორებმა და PgP-მ შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციების ზრდა (მაგ: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლი; კალციუმის არხის ბლოკატორები: ნიკარდიპინი, დილთიაზემი; პროტეაზას ინჰიბიტორები: ნელფინავირი, ინდინავირი, ამპრენავირი).

PgP-ს ინჰიბიტორები

PgP-ს ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეამცირონ ევეროლიმუსის გამოყოფა ნაწლავის კედლიდან და გაზარდონ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია.

CYP3A4 და CYP2D6-ის სუბსტრატები

in vitro პირობებში ევეროლიმუსი CYP3A4 და CYP2D6-ის კონკურენტული ინჰიბიტორია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციების ზრდა, რომელთა გამოყოფაც ხდება აღნიშნული ფერმენტებით. შესაბამისად სიფრთხილით ინიშნება ევეროლიმუსის და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4 და CYP2D6-ის სუბსტრატების კომბინაცია. in vivo ურთიერთქმედების ყველა კვლევა ჩატარდა ციკლოსპორინის გარეშე.

ვაქცინაცია

იმუნოდეპრესანტებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ აცრის საპასუხო რეაქციაზე და შესაბამისად სერტიკანით მკურნალობის პერიოდში ვაქცინაცია შესალოა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება არ არის სასურველი.

საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი ზემოქმედებას ახდენს ციტოქრომა P450 და PgP-ს მოქმედებაზე და შესაბამისად მათი მიღება არ არის სასურველი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

მღრღნელების და არაადამიანისებრი პრიმატების ალოგენური ტრანსპლანტაციის მოდელების შემთხვევაში ევეროლიმუსი, T-უჯრედის აქტივაციის ინჰიბიტორი ხელს უშლის ტრანსპლანტატის მოცილებას. იმუნოდეპრესიულ მოქმედებას იგი ავლენს ანტიგენით აქტივირებული T-უჯრედების პროლიფერაციის დათრგუნვით და შესაბამისად კლონების გამრავლებით, რაც განპირობებულია სპეციფიკური ინტერლეიკინებით, მაგ: ინტერლეიკინი-2 და ინტერლეიკინი-15. ევეროლიმუსი თრგუნავს სიგნალის უჯრედშიდა გადაცემას, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს უჯრედების პროლიფერაციას T-უჯრედების ზრდის ფაქტორების მათ რეცეპტორებთან შეკავშირების შემთხვევაში. ევეროლიმუსის მიერ აღნიშნული სიგნალის ბლოკირება იწვევს უჯრედების დათრგუნვას უჯრედული ციკლის G1 ფაზაში.

მოლეკულურ დონეზე ევეროლიმუსი წარმოქმნის კომპლექსს ციტოპლაზმურ ცილასთან FKBP-12. ევეროლიმუსი ახდენს p70 S6-კინაზას ზრდის ფაქტორით სტიმულირებული ფოსფორილირების დათრგუნვას. ვინაიდან p70 S6-კინაზას ფოსფორილირება კონტროლდება FRAP-ით (ე.წ. m-TOR), შესაბამისად ევეროლიმუსისა და FKBP-12-ის კომპლექსი უკავშირდება და ამგვარად ზემოქმედებას ახდენს FRAP-ის ფუნქციაზე. FRAP წარმოადგენს მთავარ მარეგულირებელ ცილას, რომელიც მართავს უჯრედების მეტაბოლიზმს, ზრდას და პროლიფერაციას; FRAP-ის ფუნქციის მოშლით აიხსნება ევეროლიმუსის მიერ განპირობებული უჯრედული ციკლის დათრგუნვა.

ციკლოსპორინთან შედარებით ევეროლიმუსს გააჩნია მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. ალოგენური ტრანსპლანტაციის კლინიკამდელ მოდელებში ევეროლიმუსის და ციკლოსპორინის კომბინაცია გაცილებით ეფექტური იყო ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში.

ევეროლიმუსის მოქმედება არ შემოიფარგლება T უჯრედებით. ევეროლიმუსი სრულად თრგუნავს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ სისხლმბადი და არასისხლმბადი უჯრედების (მაგ: სისხლძარღვების გლუვ-კუნთოვანი უჯრედები) პროლიფერაციას. ზრდის ფაქტორით სტიმულირებული სისხლძარღვების გლუვ-კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციის შედეგად ზიანდება ენდოთელიალური უჯრედები, რაც განაპირობებს ნეოინტიმის წარმოქმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრონიკული მოცილების პათოგენეზში. ევეროლიმუსის კლინიკამდელ კვლევებში გამოვლინდა ნეოინტიმის წარმოქმნის ინჰიბირება ვირთაგვის აორტის ალოგენური ტრანსპლანტაციის მოდელის შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ევეროლიმუსის მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა პერორალური დოზის მიღებიდან 1-2 საათში. ტრანსპლანტანტის მქონე პაციენტებში სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციები დოზის 0,25მგ–15მგ პროპორციულია. საკვების ზეგავლენა: ევეროლიმუსის Cmax და AUC მცირდება 60%-ით და 16%-ით, როდესაც ტაბლეტი მიიღება ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად. ცვალებადობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით სერტიკანის მიღება უნდა მოხდეს კვების დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება

სისხლში და პლაზმაში ევეროლიმუსის შემცველობის თანაფარდობა შეადგენს 17%-73%-ს და დამოკიდებულია კონცენტრაციის მნიშვნელობაზე 5ნგ/მლ-5000ნგ/მლ დიაპაზონის ფარგლებში. პლაზმაში ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 74%-ს ჯანმრთელ სუბიექტებში და ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტერმინალურ ფაზაში განაწილების მოცულობა (Vz/F) პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია და გადიან შემანარჩუნებელ მკურნალობას შეადგენს 342 ± 107 ლ-ს.

მეტაბოლიზმი

ევეროლიმუსი წარმოადგენს CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის სუბსტატს. პერორალურად მიღებისას ადამიანის სისხლში იგი წარმოადგენს მთავარ მოცირკულირე კომპონენტს. ადამიანის სისხლში აღმოჩნდა ევეროლიმუსის ექვსი მთავარი მეტაბოლიტი, მათ შორის სამი მონოჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი, ორი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი ღია რგოლით და ფოსფატიდილქოლინის კონიუგატი. აღნიშნული მეტაბოლიტები ასევე დაფიქსირდა ტოქსიურობის კვლევებში ცხოველთა სახეობებში და დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები აქტივობა ახასიათებდათ მათ ვიდრე თავად ევეროლიმუსს. შესაბამისად ევეროლიმუსის საერთო ფარმაკოლოგიური მოქმედების უმეტესი წილი მოდის საწყისი ნივთიერებაზე.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ევეროლიმუსის კლირენსი სწორხაზოვნად გაიზარდა პაციენტის ასაკთან (1-16 წელი), სხეულის ზედაპირის ფართობთან (0,49-1,92მ2) და წონასთან (11-77კგ) მიმართებაში. წონასწორულ მდგომარეობაში კლირენსი შეადგენდა 10,2 ± 3,0 ლ/სთ/მ2-ს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 30 ± 11 საათი.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

პერორალურად მიღებისას ევეროლიმუსის CL-ს ზღვრული შემცირება 0,33% წელიწადში შეფასდა მოზრდილებში (შესწავლილი პაციენტების ასაკობრივი დიაპაზონი იყო 16-70 წელი). დოზის კორექცია არ არის საჭირო.

რასა/ეთნიკური კუთვნილება

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით პერორალურად მიღებისას პრეპარატის კლირენსი (CL/F) საშუალოდ 20%-ით მაღალია ტრანსპლანტატის მქონე შავკანიან პაციენტებში.

გამოყოფა

რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული ევეროლიმუსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ციკლოსპორინს რადიოაქტიურობის ძირითადი ნაწილი (80%) გამოვლინდა ფეკალიებში და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (5%) კი შარდში. სამკურნალო საშუალება უცვლელი ფორმით არ დაფიქსირებულა შარდში ან ფეკალიებში.

ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შედარებითი იყო თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ევეროლიმუსს დღეში 2-ჯერ და ციკლოსპორინის მიკროემულსიას. წონასწორული მდგომარეობა მიიღწეულ იქნა 4-ე დღისათვის და სისხლში აღინიშნა კონცენტრაციის კუმულაცია, რომელიც 2-3-ჯერ აჭარბებდა პირველი დოზის მიღების შემდგეგ დაფიქსირებულ კონცენტრაციას. Tmax მიღწეულ იქნა დოზის მიღებიდან 1-2 საათში. 0,75მგ და 1,5მგ დოზების დღეში 2-ჯერ მიღებისას Cmax საშუალოდ შეადგენდა 11,1 ± 4,6 ნგ/მლ-ს და 20,3 ± 8,0 ნგ/მლ-ს, ხოლო AUC საშუალოდ იყო 75 ± 31 ნგ*სთ/მლ და 131 ± 59 ნგ*სთ/მლ. 0,75მგ და 1,5მგ დოზების დღეში 2-ჯერ მიღებისას სისხლში მინიმალური დონეები (Cmin) შეადგენდა საშუალოდ არის 4,1 ± 2,1 ნგ/მლ-ს და 7,1 ± 4,6 ნგ/მლს (დილით მორიგი დოზის მიღებამდე). ევეროლიმუსის მოქმედება სტაბილური დარჩა ტრანსპლანტაციიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. Cmin მნიშვნელოვნად კორელირდებოდა AUC-თან, კორელაცის კოეფიციენტი მერყეობდა 0,86 და 0,94-ს შორის. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ კლირენსი (CL/F) შეადგენდა 8,8 ლ/სთ-ს (პაციენტებს შორის ცვალებადობა - 27%) და ცენტალური განაწილების მოცულობა (Vc/F) შეადგენდა 110 ლ-ს (ცვალებადობა პაციენტებს შორის - 36%). დარჩენილი ცვალებადობა სისხლის კონცენტრაციებში შეადგენდა 31%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი - 28 ± 7 საათი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ტრანსპლანტაციის შემდეგ თირკმლის ფუნქციის დარღვევას (კრეატინინის კლირენსის დიაპაზონი 11-107 მლ/წთ) ზეგავლენა არ მოუხდენია ევეროლიმუსის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ევეროლიმუსის AUC 1,6-ჯერ მეტი იყო 6 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით). ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) 8 და 9 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ორი დამოუკიდებელი კვლევის ჯგუფში საშუალო AUC 2,1-ჯერ და 3,3-ჯერ მეტი იყო; ხოლო ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე 6 პაციენტში საშუალო AUC 3,6-ჯერ მეტი იყო. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენდა 52, 59 და 78 საათს ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მწვავე უკმარისობის შემთხვევაში. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი აყოვნებს სისხლში წონასწორულ მდგომარეობაში ევეროლიმუსის დონეების მიღწევას.

მოქმედება-რეაქციის ურთიერთდამოკიდებულება

თირკმლის და გულის ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებში გამოვლინდა ევეროლიმუსის კონცენტრაციას და ბიოფსიით დადასტურებული ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების და თრომბოციტოპენიის სიხშირეს შორის ურთიერთკავშირი (იხ. ცხრილი 5).

ცხრილი 5

თირკმლის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3,4

3,5-4,5

4,6-5,7

5,8-7,7

7,8-15,0

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე

68%

81%

86%

81%

91%

თრომბოციტოპენია (<100x109/ლ)

10%

9%

7%

14%

17%

გულის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3,5

3,6-5,3

5,3-7,3

7,4-10,2

10,3-21,8

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე

65%

69%

80%

85%

85%

თრომბოციტოპენია (<75x109/ლ)

5%

5%

6%

8%

9%

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

C0-ს დონე (ნგ/მლ)

≤3

3-8

≥8

ტრანსპლანტატის მოცილების გარეშე, ბიოფსიით დადასტურებული

88%

98%

92%

თრომბოციტოპენია (≤75x109/ლ)

35%

13%

18%

ნეიტროპენია (1,75x109/ლ)

70%

31%

44%

ფარმაცევტული თვისებები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

თეთრი მოყვითალო წინწკლებიანი მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები დაქანებული კიდეებით.

0,25 მგ: ერთ მხარეზე დატანილია “C”, მეორე მხარეზე კი “NVR”

0,75 მგ: ერთ მხარეზე დატანილია “CL”, მეორე მხარეზე კი “NVR”

1,0 მგ: ერთ მხარეზე დატანილია “CU”, მეორე მხარეზე კი “NVR”

ვარგისობის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

60 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში 0,25მგ, 0,75მგ ან 1,0მგ.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ნოვარტის ფარმა შტეინ აგ/Novartis Pharma Stein AG.

მისამართი

შაფჰაუსერშტრასე, CH-4332 შტეინი, შვეიცარია/Schaffhauserstrasse, SH-4332 Stein, Switzerland.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას გვაცნობეთ ელ ფოსტა-ზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა