აფინიტორის ტაბლეტები, თეთრი-მოყვითალო ფერის, ჩადრეკილი კუთხეების მქონე და დაყოფის ხაზის არ მქონე, მოგრძო ტაბლეტებია. თითოეული 10 მგ-იანი ტაბლეტი 10 მგ ევეროლიმუსს შეიცავს, ტაბლეტების ერთ ზედაპირზე ,,UHE’’, მეორე ზედაპირზე კი ,,NVR,, გრავირება აქვს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ევეროლიმუსი (everolimus)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, რაპამიცინის ძუძუმწოვართა სამიზნე კინაზას (mTOR) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EG02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0467
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აფინიტორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აფინიტორის ტაბლეტები, თეთრი-მოყვითალო ფერის, ჩადრეკილი კუთხეების მქონე და დაყოფის ხაზის არ მქონე, მოგრძო ტაბლეტებია. თითოეული 10 მგ-იანი ტაბლეტი 10 მგ ევეროლიმუსს შეიცავს, ტაბლეტების ერთ ზედაპირზე ,,UHE’’, მეორე ზედაპირზე კი ,,NVR,, გრავირება აქვს.
აფინიტორი, ევეროლიმუსის სახელით ცნობილი მოქმედი ნივთიერების შეცველი სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. ევეროლიმუსი, სიმსივნისკენ სისხლის დინებას ამცირებს და სიმსივნური უჯრედების გამრავლებას და გავრცელებას აფერხებს. აფინიტორი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებში.
აფინოტირი, გამოიყენება დაავადების VEGF (ვასკულაურლ-ენდოთელური ზრდის ფაქტორის- სისხლძარღვების წარმოქმნის გამაძლიერებელი ზრდის ფაქტორის) მიზნობრივი მკურნალობის დროს ანდა შემდგომში პროგრესირებადი, გავრცელებული (მეტასტაზური) თირკმლის სიმსივნის მქონე ავადმყოფების მკურნალობისთვის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის პროგრესირებადი ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მკურნალობისთვის მაშინ, როცა აღნიშნული სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა და სპეციფიკური ჰორმონების წარმოება არ ხდება.
აფინიტორი, ასევე გამოიყენება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მყოფ ქალებში ძუძუს სიმსივნის პროგრესირებადი ფორმების დროს, როცა ჰორმონო რეცეპტორი დადებითია და სხვა არასტეროიდული სტრუქტურის არომატაზას ინჰიბიტორებით მკურნალობისას პასუხი ვერ მიიღება, პრეპარატი გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას გამოყენებული, სტეროიდული სტრუქტურის არომატაზას ინჰიბიტორთან (ექსემესტანი) ერთად კომბინაციის სახით, ენდოკრინული მკურნალობის შემდეგ.
თირკმლის სიმსივნით დაავადებული ავადმყოფის მკურნალობა:
აფინიტორის შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას და სიმსივნური უჯრედებისკენ სისხლის დინებას აჩერებს, წყვეტს. აღნიშნული მექანიზმით თირკმლის სიმსივნის ზრდა და გავრცელება ნელდება.
კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მკურნალობა:
ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეები წარმოადგენს იშვიათ სიმსივნეებს, რომელიც შეძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს. აფინიტორი, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის ლოკალიზაციის სიმსივნეების ზრდის მართვისთვის გამოიყენება.
ჰორმონო-რეცეპტორ დადებითი, ძუძუს პროგრესირებადი სიმსივნის მკურნალობა:
ამ ტიპის ძუძუს სიმსივნის განვითარება ესტროგენულია, ანუ ქალის სქესობრივი ჰორმონების მიერ ხდება სტიმულაცია. არომატაზას ინჰიბიტორები (ლეტროზოლი, ანასტროზოლი, ექსემესტანი) ესტროგენების რაოდენობას ამცირებს და ძუძუს სიმსივნის ზრდას უშლის ხელს. არომატაზას ინჰიბიტორთან ერთად აფინიტორის მიღება ძუძუს სიმსივნის ჰორმონალური მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას ხელს უშლის, ამის შედეგად კი ძუძუს სიმსივნის ზრდას აფერხებს და ძუძუს სიმსივნეების რეციდივს აგვიანებს.
თუ, აფინიტორთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ ანდა წამლის თქვენთან გამოწერის მიზეზის შესახებ ინფორმაციის მიღება გსურთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- აფინიტორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აფინიტორი, სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ დაინიშნება. ექიმის მიერ მოცემული ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულეთ. ექიმის რეკომენდაციები შეიძლება აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციისგან განსხვავებული იყოს, ამიტომ თუ აფინიტორთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ ანდა აფინიტორის თქვენთან დანიშვნის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება გსურთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ევეროლიმუსის ანდა სიროლიმუსის (რაპამიცინი), ტემციროლიმუსის მსგავსი წამლების მიმართ ანდა აფინიტორის დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული) გაქვთ,
თუ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ალერგია გქონდეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ;
ღვიძლთან დაკაშირებული პრობლემა გაქვთ ანდა წარსულში დაავადება გადაიტანეთ, რომელმაც ღვიძლზე ზემოქმდება მოახდინა, ამ მდგომარეობაში ექიმი აფინიტორის დოზას შეცვლის.
შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, აფინიტორი სისხლში შაქრის დონეს ზრდის და შაქრიანი დიაბეტის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ ანდა ორალური გზით მისაღები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლის (ანტიდიაბეტური წამლები) მიღება. თუ, ძლიერი წყურვილის შეგრძნება გაგიჩნდებათ ანდა ხშირი შარდვა გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ფინიტორით მკურნალობისას აცრის გაკეთება გესაჭიროებათ, კონსულტაციისთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ, გასათვალისწინებელია, რომ აფინიტორი ქოლესტერინის და სხვა ცხიმების მაჩვენებლის მომატებას იწვევს.
სერიოზული ოპერაცია გადაიტანეთ ანდა ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების პრობლემა გაქვთ, გასათვალისიწინებელია, რომ აფინიტორმა ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს.
რაიმე სახის ინფექცია გაქვთ, აფინიტორით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს ჯერ ინფექციის მკურნალობა.
B ჰეპატიტის ინფექცია გაქვთ გადატანილი, გასათვალისწინებელია, რომ აფინიტორით მკურნალობის დროს აღნიშნული ინფექცია ისევ გააქტიურდეს (იხილეთ ნაწილი-4-,,რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერითი ეფექტები’’), ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
აფინიტორით მკურნალობის დროს ასევე შეიძლება აღინიშნოს:
აფინიტორით მკურნლაობისას, ინფექციების განვითარებისკენ მიდრეკილება მატულობს (პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, სოკოვანი ინფექციები ანდა B ჰეპატიტის რეაქტივაციის მსგავსად, ვირუსული ინფექციები), ამ დროს ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან მძიმე იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. თუ, ინფექციის სიმპტომები (ცხელება, კანკალი, სისუსტე, მოთენთილობა, ხველა, ყელის ტკივილი, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, მოშარდვისას ტკივილი ანდა წვა, მუცლის მგრძნობელობის მომატება) გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ.
აფინიტორით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფში დაფიქსირებულია თირკმლების უკმარისობა. თირკმლების უკმარისობა შეიძლება მძიმე იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. ექიმი, აფინიტორით მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციებს რეგულარულად გადაამოწმებს.
ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს პნევმონია, პულმონალური ემბოლია ანდა სუნთქვის გაძნელების სინდრომის მსგავსი ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემები. ფილტვების ანდა სასუნთქი გზების სერიოზულმა პრობლემებმა შეიძლება სისცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. ხველის, მკერდის არეში ტკივილის ანდა სუნთქვის გაძნელების მსგავსი პრობლემების გამოვლინებისას ანდა არსებული ფილტვის/სუნთქვითი პრობლემების დამძიმების შემთხვევაში, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ. ექიმი, მკურნალობას შეიძლება აფინიტორის დაბალი დოზით განაახლებს.
ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში წყლულები და იარები. თუ, პირის ღრუში დისკომფორტს ანდა ტკივილს იგრძნობთ ანდა პირის ღრუში შეუხორცებელი, ღია დაზიანებები გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ, ასევე შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს პირის ღრუს სავლებით ანდა გელის აპლიკაციებით მკურნალობა. ზოგიერთი ხსნარი და გელი, წყლულის მდგომარეობას უფრო ართულებს, ამიტომ ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებური მკურნალობა არ სცადოთ. ექიმი, შეიძლება აფინიტორით მკურნალობას იგივე ანდა უფრო დაბალი დოზით განაახლებს.
თუ, აფინიტორით მკურნალობის დროს სასუნთქი გზების ანდა ენის შეშუპება და/ ანდა სუთქვის გაძნელება განვითარდება, აღნიშნული ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს და სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.
თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,, სხვა წამლებთან ერთდ გამოყენება).
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
აფინიტორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები, ყოველთვის მშიერ კუჭზე ანდა ყოველთვის საკვებთან ერთად, ყოველდღე ერთსადაიმავე საათზე, დღეში ერთხელ მიიღეთ.
აფინიტორით მკურნალობის განმავლობაში გრეიფრუტი, ტროპიკული ვარსკვლავური ხილი და ნარინჯისფერი (სევილიის ფორთოხალი)ფორთოხალი არ მიირთვათ ანდა ამ ხილის წვენი არ დალიოთ. აღნიშნულმა ხილმა, სისხლში აფინიტორის რაოდენობა შეიძლება გაზარდოს (დიდი ალბათობით, სისხლში ამ წამლის რაოდენობას საზიანო დონემდე ზრდის).
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
აფინიტორის ჩვეული დოზაა: 10 მგ დღეში ერთხელ.
ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ. ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზის გარდა სხვა დოზა არ მიიღოთ. დღის განმავლობაში მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას ექიმი გაცნობებთ.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი უფრო დაბალ დოზას შეგირჩევთ.
თუ, აფინიტორის მიღებასთან დაკავშირებული განსაზღვრული გვერდით ეფექტები გამოვლინდება (მაგ. ფილტვის ანდა სასუნთქი სისტემის პრობლემები, პირის ღრუს წყლულები), ექიმი შეიძლება აფინიტორის დოზას შეამცირებს, მკურნალობას დროებით შეაჩერებს ანდა სრულად შეწყვეტს.
აფინიტორის მიღება გააგრძელეთ მანამ, სანამ ექიმი მის შეწყვეტას არ მოითოხვს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
აფინიტორის ტაბლეტები, დღეში ერთხელ პირის გზით მიიღება. ტაბლეტები, მთლიანი სახით ერთი ჭიქა წყლით გადაყლაპეთ. თუ, ტაბლეტის გადაყლაპვა გიჭირთ, შეგიძლიათ 1 ჭიქა წყალში შეურიოთ:
1 ჭიქა წყალში (დაახლოებით 30 მლ)ტაბლეტ(ებ)ის საჭირო რაოდენობა ჩააგდეთ
ტაბლეტ(ებ)ი გახსნამდე ფრთხილად გამოურიეთ და მაშინვე დალიეთ.
ჭიქა, იგივე რაოდენობის წყლით (დაახლოებით 30 მლ) გამოავლეთ და სრულად დალიეთ, რომ აფინიტორის დოზა სრულად იქნას მიღებული.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ ანდა არ გატეხოთ.
ტაბლეტები, მშიერ კუჭზე ანდა საკვების მიღების დროს, სასურველია დილით, ყოველდღე ერთსადაიმავე დროს (საათზე) მიიღეთ. (იხილეთ ნაწილი-,, აფინიტორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად’’).
წამლის დროული მიღება არ დაგავიწყდეთ.
აფინიტორით მკურნალობის დროს დაკვირვება:
მკურნალობის დროს, რეგულაურლად სისხლის ანალიზები გადამოწმდება. აღნიშნულის საშუალებით, სხეულში სისხლის უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების (შედედებაში მონაწილე) რაოდენობა გაკონტროლდება, შესაბამისად, აფინიტორის სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების არსებობა დაფიქსირდება. თირკმლის ფუნექციების (შარდოვანას აზოტი, კრეატინინის ანდა სისხლში ცილების დონე), ღვიძლის ფუნქციების (ტრანსამინაზების დონე), სისხლში შაქრის დონის და ქოლესტერინის დონის გადამოწმებისთვის სისხლის ანალიზები გაკეთდება. აფინიტორის მიღება, აღნიშნული ანალიზის შედეგებზე გავლენას ახდენს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
აფინიტორის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული .
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზა 5 მგ-მდე უნდა შემცირდეს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში აფინიტორის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
აფინიტორით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ, ფიქრობთ, რომ აფინიტორის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა სხვამ შემთხვევით თქვენი ტაბლეტები მიიღო, მაშინვე ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება. სავადმყოფოში წასვლისას თან იქონიეთ მიღებული წამლის ინსტრუქცია, რათა ექიმი ინფორმირებული იყოს მიღებული წამლის შესახებ.
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აფინიტორის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, აფინიტორის მიღება დაგავიწყდებათ, მომდევნო დოზა ჩვეულ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც აფინიტორით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე აფინიტორის მიღება არ შეწყვიტოთ. (იხილეთ ნაწილი-,,როგორ გამოიყენება აფინიტორი’’).
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აფინიტორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აფინიტორის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
სუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება (ანგიოედემას სიმპტომები)
სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება (ანგიოშეშუპების ნიშნები)
წითელი გამონაყარი ანდა ბუშტუკებთან ერთად კანის ძლიერი ქავილი
ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდით ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ აფინიტორის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
აუცილებელი საჭიროების გარეშე, ორუსლობის დროს აფინიტორი არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ორსულობის დროს აფინიტორის გამოყენების დეტალები, პროტენციური რისკების შესახებ ექიმს გაესაუბრეთ. აფინიტორმა, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.
თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, აფინიტორით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 8 კვირის განავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება. თუ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, აფინიტორით მკურნალობის გაგრძელებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცების და ქალების გამრავლების უნარზე. მამაკაცები, რომელთაც შვილი ყოლა სურთ, მკურნალობის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია უნდა მიიღონ.
აფინიტორით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ მდედრობითი სქესის ავადმყოფთან დაფიქსირებულია მენსტრუალურ ციკლის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის-სისხლდენის არ არსებობა, მეორადი ამენორეა).
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
აფინიტორმა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე შეიძლება მევნე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, მკურნალობის განმავლობაში და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ. თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ექიმს აცნობეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აფინიტორით მკურნალობის დროს ძირითადად შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა (ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი) და თავბრუსხვევა, ამიტომ
ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.
აფინიტორის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აფინიტორი, რძის შაქარს (ლაქტოზას) სახელით ცნობიულ ნივთიერებას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე, ჯერ ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
აფინიტორი, ზოგიერთ წამალთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის ცვლილება.
ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების აფინიტორთან ერთდ გამოყენებისას, ამ წამლის გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი შეიძლება გაზრდოს:
სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამლები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი ანდა სოკოვანი ინფექციის სამკურნალო სხვა წამლები).
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო წამლები (კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი ანდა ერითრომიცინის მსგავსი ანტიბიოტიკები)
რიტონავირი, ეფავირენზი და ნევირაპინის მსგავსი (აივ ინფექციის სამკურნალო) ზოგიერთი წამალი.
გულის დაავადების ანდა მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი (ვერაპამილი და დილთიაზემი)
გულისცემის რითმის რეგულაციისთვის გამოყენებული დრონედარონი.
ორგანოთა გადანერგვის დროს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული ციკლოსპორინი.
ანორმალური უჯრედების ზრდის შემაფერხებელი -იმატინიბი.
მაღალი არტერიული წნევის ანდა სხვა ვასკულარული პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის -აგფ ინჰიიტორები (რამიპრილის მსგავსი).
ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიზლება აფინიტორის ეფექტურობა შეამციროს:
რიფამპიცინი (ტუბრეკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება).
ეფავირენზი და ნევირაპინის მსგავსი (აივ ინფექციის სამკურნალო) ზოგიერთი წამალი.
ყვითელი კრაზანა (წმ. ჯონის ვორტი)-დეპრესიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული პროდუქტი (ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი)
ჩირქოვანი პროცესების ანდა იმუნური სისტემის პრობლემების ჩათვლით, სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტროიდები - დექსამეტაზონი.
გულყრების და კონვულსიების სამკურნალო წამლები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალის მსგავსი ანტიეპილეპტიკები)
აღნიშნული წამლები აფინიტორთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, ექიმი აფინოტორთან ერთად, სხვა წამლებით გამოწვეული გვერდით ეფექტების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება სხვა წამალს გამოგიწერთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
აფინიტორის სერიოზული გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან გავრცელებული:
თავის ტკივილი, ცივი ოფლი (ინფექციის ნიშნები)
ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი (ფილტვების ანთების ნიშნები, პნევმონიის სახელით ცნობილი)
გავრცელებული:
ძლიერი წყურვილი, შარდვის გახშირება, მომატებული მადა და წონის დაკლება (დიაბეტის ნიშნები)
სისხლდენა (ჰემორაგია)(მაგ.ნაწლავის კედელში)
შარდის რაოდენობის სერიოზული შემცირება (თირკმლების უკმარისობის ნიშანი)
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება, კაზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, აღნიშნულთან ერთად დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, სიყვითლე, მარჯვენა ფერდქევშა არეში ტკივილი, ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი (B ჰეპატიტის ნიშნები)
სუნთქვის უკმარისობა, დაწოლისას სუნთქვის გაძნელება, ხელების და ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)
რომელიმე ფეხის, განსაკუთრებით წვივების შეშუპება და/ ანდა ტკივილი, მტკივნეულ მიდამოში სიწითლე ანდა კანის გახურება (სისხლის თრომბის გამო კიდურის სისხლძარღვის (ვენის) დახშობა)
უეცრად დაწყებული სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, სისხლიანი ხველა (ფილტვების სისხლძარღვევბის დახშობის შედეგად პულმონალური ემბოლიის პოტენციური ნიშნები)
შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ფეხების შეშუპება, კონფუზია, წელის ტკივილი (მწვავე თირკმლის უკმარისობის ნიშნები)
კანზე გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (მომატებული მგრძნობელობის სახით ცნობილი სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები)
იშვიათი:
სუნთქვის უკმარისობა ანდა სუნთქვის გახშირება (მწვავე სუნთქვის უკმარისობის სინდრომი)
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფეტებია, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
აფინიტორის დანარჩენი გვერდთი ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული:
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)
მადის დაკარგვა
გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგუზია)
თავის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი)
ხველა
პირის ღრუს წყლულები
გულისრევა და დიარეა, კუჭის ფუნქციის დარღვევა
ხველა
ქავილი (პრურიტი)
დაღლილობის ანდა სუსტად ყოფნის შეგრძნება
დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გაბრუების შეგრძნება, ფერმკრთალი კანი, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირების ნიშნები (ანემია)
ხელების, ფეხების, ტერფების, კოჭების ანდა სხეულის სხვადასხვა მიდამოების შესივება(შეშუპების ნიშნები)
წონის დაკლება
სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია)
გავრცელებული:
თვითნეური სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის სახელით ცნობილი, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების ნიშნები)
სუნთქვის უკმარისობა (დისპნე)
წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, მუქი ფერის შარდი, მშრალი და წითელი კანი, სწრაფი გაბრაზება (დეჰიდრატაციის ნიშნები)
ძილის გაძნელება (უძილობა)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა (ჰიპერტენზიის სახელით ცნობილი, მაღალი არტერიული წნევის ნიშნები)
ცხელება, ყელის ტკივილი, ინფექციასთან დაკაშირებული პირის ღრუს წყლულები (სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოპენია, ლიმ ფოპენია და/ ანდა ნეიტროპენია) რაოდენობის დაქვეითების ნიშნები)
ცხელება
პირის ღრუს, კუჭის და ნაწლავების შიგნითა ზედაპირის ანთება
პირის სიმშრალე
კუჭის წვა (დისპეფსია)
ავად ყოფნის შეგრძნევა (ღებინება)
ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
მუცლის ტკივილი
აკნე
ხელის გულებსა და ფეხის გულებზე გამოანყარი და ტკივილი (ხელ-ფეხის სინდრომი)
კანის სიწითლე (ერითემა)
სახსრების ტკივილი
პირის ღრუში ტკივილი
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მსგავსი პრობლემები
სისხლში ცხიმების მომატებული დონე (ჰიპერლიპიდემია, ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობა)
სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალემია)
სისხლი ფოსფორის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია)
სისხლშ კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკლაცემია)
კანის სიმშრალე, კანზე ბალთისებრი გამონაყარი, კანის იარები
ფრჩხილების მტვრევის მსგავსი დარღვევები
უმნიშვნელ თმის ცვენა
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ასტ, ალტ მომატება)
თირკმლის ფუნქციების დარღვევა (კრეატინინის მომატება)
თვალების ქავილი და გამონადენი, სიწითლე, შეშუპება
შარდში ცილა
ნაკლებად გავრცელებული:
სისუსტე, სპონტანური სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები, ცხელება, შემცივნება, ყელში ტკივილი ანდა პირის ღრუს წყლულების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციები (პანციტოპენიიის სახელით ცნობილი სისხლის უჯრედების რაოდენობის დაცემის ნიშნები)
გემოს შეგრძნების დაკარგვა (აგუზია)
სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი)
მენსტრუალური ციკლის არ არსებობის(ამენორეა) მსგავსი დარღვევები
დღისით უფრო ხშირი შარდვა
ტკივილი მკერდში
ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემები
შეხურება
თვალების გავარდისფრება-გაწითლება (კონიუქტივიტი)
იშვიათი:
დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანის სიფერმკრთალე (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითების -აპლაზიის(ანემია)ნიშნები)
სახის, თვალების ირგვლივი მიდამოს, პირის ღრუს და/ ანდა ხახის, ენის შეშუპება ანდა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპების სახელით ცნობილი), აღნიშნული შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს.
აფინიტორის მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან დაფიქსირებულია B ჰეპატიტის რეაქტივაცია. აფინიტორით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს B ჰეპატიტის ნიშნების გამოვლინება, თუ აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს მიმართეთ. B ჰეპატიტის ინფექციის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, ასევე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, სიყვითლე (კანის გაყვითლება) და მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი, უფერო განავალი, მუქი ფერის შარდი, ჩამოთვლილი შეიძლება იყოს B ვირუსული ჰეპატიტის ნიშნები .
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- აფინიტორის შენახვა
აფინიტორი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
სინთლის და ნესტისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აფინიტორი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და / ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აფინიტორი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ
ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: Novartis Pharma Stein AG
შაფჰაუსენშტრასე/სტეინი.შვეიცარია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 17.01.2018-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია ნოვარტისი
აფინიტორი 10 მგ ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 10 მგ ევეროლიმუსს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ბუტილჰიდროქსიტოლუენი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის), უწყლო ლაქტოზა (მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება აფინიტორი?
აფინიტორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება აფინიტორი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
აფინიტორის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება აფინიტორი?
აფინიტორის ტაბლეტები, თეთრი-მოყვითალო ფერის, ჩადრეკილი კუთხეების მქონე და დაყოფის ხაზის არ მქონე, მოგრძო ტაბლეტებია. თითოეული 10 მგ-იანი ტაბლეტი 10 მგ ევეროლიმუსს შეიცავს, ტაბლეტების ერთ ზედაპირზე ,,UHE’’, მეორე ზედაპირზე კი ,,NVR,, გრავირება აქვს.
აფინიტორი, ევეროლიმუსის სახელით ცნობილი მოქმედი ნივთიერების შეცველი სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. ევეროლიმუსი, სიმსივნისკენ სისხლის დინებას ამცირებს და სიმსივნური უჯრედების გამრავლებას და გავრცელებას აფერხებს. აფინიტორი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებში.
აფინოტირი, გამოიყენება დაავადების VEGF (ვასკულაურლ-ენდოთელური ზრდის ფაქტორის- სისხლძარღვების წარმოქმნის გამაძლიერებელი ზრდის ფაქტორის) მიზნობრივი მკურნალობის დროს ანდა შემდგომში პროგრესირებადი, გავრცელებული (მეტასტაზური) თირკმლის სიმსივნის მქონე ავადმყოფების მკურნალობისთვის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის პროგრესირებადი ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მკურნალობისთვის მაშინ, როცა აღნიშნული სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა და სპეციფიკური ჰორმონების წარმოება არ ხდება.
აფინიტორი, ასევე გამოიყენება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მყოფ ქალებში ძუძუს სიმსივნის პროგრესირებადი ფორმების დროს, როცა ჰორმონო რეცეპტორი დადებითია და სხვა არასტეროიდული სტრუქტურის არომატაზას ინჰიბიტორებით მკურნალობისას პასუხი ვერ მიიღება, პრეპარატი გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას გამოყენებული, სტეროიდული სტრუქტურის არომატაზას ინჰიბიტორთან (ექსემესტანი) ერთად კომბინაციის სახით, ენდოკრინული მკურნალობის შემდეგ.
თირკმლის სიმსივნით დაავადებული ავადმყოფის მკურნალობა:
აფინიტორის შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას და სიმსივნური უჯრედებისკენ სისხლის დინებას აჩერებს, წყვეტს. აღნიშნული მექანიზმით თირკმლის სიმსივნის ზრდა და გავრცელება ნელდება.
კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მკურნალობა:
ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეები წარმოადგენს იშვიათ სიმსივნეებს, რომელიც შეძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს. აფინიტორი, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და პანკრეასის ლოკალიზაციის სიმსივნეების ზრდის მართვისთვის გამოიყენება.
ჰორმონო-რეცეპტორ დადებითი, ძუძუს პროგრესირებადი სიმსივნის მკურნალობა:
ამ ტიპის ძუძუს სიმსივნის განვითარება ესტროგენულია, ანუ ქალის სქესობრივი ჰორმონების მიერ ხდება სტიმულაცია. არომატაზას ინჰიბიტორები (ლეტროზოლი, ანასტროზოლი, ექსემესტანი) ესტროგენების რაოდენობას ამცირებს და ძუძუს სიმსივნის ზრდას უშლის ხელს. არომატაზას ინჰიბიტორთან ერთად აფინიტორის მიღება ძუძუს სიმსივნის ჰორმონალური მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას ხელს უშლის, ამის შედეგად კი ძუძუს სიმსივნის ზრდას აფერხებს და ძუძუს სიმსივნეების რეციდივს აგვიანებს.
თუ, აფინიტორთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ ანდა წამლის თქვენთან გამოწერის მიზეზის შესახებ ინფორმაციის მიღება გსურთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- აფინიტორის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აფინიტორი, სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ დაინიშნება. ექიმის მიერ მოცემული ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულეთ. ექიმის რეკომენდაციები შეიძლება აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციისგან განსხვავებული იყოს, ამიტომ თუ აფინიტორთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ ანდა აფინიტორის თქვენთან დანიშვნის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება გსურთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ევეროლიმუსის ანდა სიროლიმუსის (რაპამიცინი), ტემციროლიმუსის მსგავსი წამლების მიმართ ანდა აფინიტორის დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული) გაქვთ,
თუ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ალერგია გქონდეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ;
ღვიძლთან დაკაშირებული პრობლემა გაქვთ ანდა წარსულში დაავადება გადაიტანეთ, რომელმაც ღვიძლზე ზემოქმდება მოახდინა, ამ მდგომარეობაში ექიმი აფინიტორის დოზას შეცვლის.
შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, აფინიტორი სისხლში შაქრის დონეს ზრდის და შაქრიანი დიაბეტის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ ანდა ორალური გზით მისაღები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლის (ანტიდიაბეტური წამლები) მიღება. თუ, ძლიერი წყურვილის შეგრძნება გაგიჩნდებათ ანდა ხშირი შარდვა გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ფინიტორით მკურნალობისას აცრის გაკეთება გესაჭიროებათ, კონსულტაციისთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ, გასათვალისწინებელია, რომ აფინიტორი ქოლესტერინის და სხვა ცხიმების მაჩვენებლის მომატებას იწვევს.
სერიოზული ოპერაცია გადაიტანეთ ანდა ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცების პრობლემა გაქვთ, გასათვალისიწინებელია, რომ აფინიტორმა ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს.
რაიმე სახის ინფექცია გაქვთ, აფინიტორით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს ჯერ ინფექციის მკურნალობა.
B ჰეპატიტის ინფექცია გაქვთ გადატანილი, გასათვალისწინებელია, რომ აფინიტორით მკურნალობის დროს აღნიშნული ინფექცია ისევ გააქტიურდეს (იხილეთ ნაწილი-4-,,რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერითი ეფექტები’’), ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
აფინიტორით მკურნალობის დროს ასევე შეიძლება აღინიშნოს:
აფინიტორით მკურნლაობისას, ინფექციების განვითარებისკენ მიდრეკილება მატულობს (პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, სოკოვანი ინფექციები ანდა B ჰეპატიტის რეაქტივაციის მსგავსად, ვირუსული ინფექციები), ამ დროს ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან მძიმე იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. თუ, ინფექციის სიმპტომები (ცხელება, კანკალი, სისუსტე, მოთენთილობა, ხველა, ყელის ტკივილი, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, მოშარდვისას ტკივილი ანდა წვა, მუცლის მგრძნობელობის მომატება) გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ.
აფინიტორით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფში დაფიქსირებულია თირკმლების უკმარისობა. თირკმლების უკმარისობა შეიძლება მძიმე იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. ექიმი, აფინიტორით მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციებს რეგულარულად გადაამოწმებს.
ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს პნევმონია, პულმონალური ემბოლია ანდა სუნთქვის გაძნელების სინდრომის მსგავსი ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემები. ფილტვების ანდა სასუნთქი გზების სერიოზულმა პრობლემებმა შეიძლება სისცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება განაპირობოს. ხველის, მკერდის არეში ტკივილის ანდა სუნთქვის გაძნელების მსგავსი პრობლემების გამოვლინებისას ანდა არსებული ფილტვის/სუნთქვითი პრობლემების დამძიმების შემთხვევაში, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ. ექიმი, მკურნალობას შეიძლება აფინიტორის დაბალი დოზით განაახლებს.
ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში წყლულები და იარები. თუ, პირის ღრუში დისკომფორტს ანდა ტკივილს იგრძნობთ ანდა პირის ღრუში შეუხორცებელი, ღია დაზიანებები გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმი აფინიტორით მკურნალობას შეიძლება დროებით შეაჩერებს, სრულად შეწყვეტს ანდა გამოვლენილი გვერდით ეფექტის სამკურნალოდ სხვა წამლებს გამოგიწერთ, ასევე შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს პირის ღრუს სავლებით ანდა გელის აპლიკაციებით მკურნალობა. ზოგიერთი ხსნარი და გელი, წყლულის მდგომარეობას უფრო ართულებს, ამიტომ ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებური მკურნალობა არ სცადოთ. ექიმი, შეიძლება აფინიტორით მკურნალობას იგივე ანდა უფრო დაბალი დოზით განაახლებს.
თუ, აფინიტორით მკურნალობის დროს სასუნთქი გზების ანდა ენის შეშუპება და/ ანდა სუთქვის გაძნელება განვითარდება, აღნიშნული ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს და სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.
თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,, სხვა წამლებთან ერთდ გამოყენება).
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
აფინიტორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები, ყოველთვის მშიერ კუჭზე ანდა ყოველთვის საკვებთან ერთად, ყოველდღე ერთსადაიმავე საათზე, დღეში ერთხელ მიიღეთ.
აფინიტორით მკურნალობის განმავლობაში გრეიფრუტი, ტროპიკული ვარსკვლავური ხილი და ნარინჯისფერი (სევილიის ფორთოხალი)ფორთოხალი არ მიირთვათ ანდა ამ ხილის წვენი არ დალიოთ. აღნიშნულმა ხილმა, სისხლში აფინიტორის რაოდენობა შეიძლება გაზარდოს (დიდი ალბათობით, სისხლში ამ წამლის რაოდენობას საზიანო დონემდე ზრდის).
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
აუცილებელი საჭიროების გარეშე, ორუსლობის დროს აფინიტორი არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ორსულობის დროს აფინიტორის გამოყენების დეტალები, პროტენციური რისკების შესახებ ექიმს გაესაუბრეთ. აფინიტორმა, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.
თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, აფინიტორით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 8 კვირის განავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება. თუ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, აფინიტორით მკურნალობის გაგრძელებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აფინიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცების და ქალების გამრავლების უნარზე. მამაკაცები, რომელთაც შვილი ყოლა სურთ, მკურნალობის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია უნდა მიიღონ.
აფინიტორით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ მდედრობითი სქესის ავადმყოფთან დაფიქსირებულია მენსტრუალურ ციკლის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის-სისხლდენის არ არსებობა, მეორადი ამენორეა).
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
აფინიტორმა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე შეიძლება მევნე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, მკურნალობის განმავლობაში და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ. თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ექიმს აცნობეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
აფინიტორით მკურნალობის დროს ძირითადად შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა (ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი) და თავბრუსხვევა, ამიტომ
ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.
აფინიტორის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აფინიტორი, რძის შაქარს (ლაქტოზას) სახელით ცნობიულ ნივთიერებას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე, ჯერ ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
აფინიტორი, ზოგიერთ წამალთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის ცვლილება.
ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების აფინიტორთან ერთდ გამოყენებისას, ამ წამლის გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი შეიძლება გაზრდოს:
სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამლები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი ანდა სოკოვანი ინფექციის სამკურნალო სხვა წამლები).
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო წამლები (კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი ანდა ერითრომიცინის მსგავსი ანტიბიოტიკები)
რიტონავირი, ეფავირენზი და ნევირაპინის მსგავსი (აივ ინფექციის სამკურნალო) ზოგიერთი წამალი.
გულის დაავადების ანდა მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი (ვერაპამილი და დილთიაზემი)
გულისცემის რითმის რეგულაციისთვის გამოყენებული დრონედარონი.
ორგანოთა გადანერგვის დროს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული ციკლოსპორინი.
ანორმალური უჯრედების ზრდის შემაფერხებელი -იმატინიბი.
მაღალი არტერიული წნევის ანდა სხვა ვასკულარული პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის -აგფ ინჰიიტორები (რამიპრილის მსგავსი).
ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიზლება აფინიტორის ეფექტურობა შეამციროს:
რიფამპიცინი (ტუბრეკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება).
ეფავირენზი და ნევირაპინის მსგავსი (აივ ინფექციის სამკურნალო) ზოგიერთი წამალი.
ყვითელი კრაზანა (წმ. ჯონის ვორტი)-დეპრესიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული პროდუქტი (ჰიპერიკუმ პერფორატუმის სახელით ცნობილი)
ჩირქოვანი პროცესების ანდა იმუნური სისტემის პრობლემების ჩათვლით, სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტროიდები - დექსამეტაზონი.
გულყრების და კონვულსიების სამკურნალო წამლები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალის მსგავსი ანტიეპილეპტიკები)
აღნიშნული წამლები აფინიტორთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, ექიმი აფინოტორთან ერთად, სხვა წამლებით გამოწვეული გვერდით ეფექტების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება სხვა წამალს გამოგიწერთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება აფინიტორი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
აფინიტორის ჩვეული დოზაა: 10 მგ დღეში ერთხელ.
ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ. ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზის გარდა სხვა დოზა არ მიიღოთ. დღის განმავლობაში მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას ექიმი გაცნობებთ.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი უფრო დაბალ დოზას შეგირჩევთ.
თუ, აფინიტორის მიღებასთან დაკავშირებული განსაზღვრული გვერდით ეფექტები გამოვლინდება (მაგ. ფილტვის ანდა სასუნთქი სისტემის პრობლემები, პირის ღრუს წყლულები), ექიმი შეიძლება აფინიტორის დოზას შეამცირებს, მკურნალობას დროებით შეაჩერებს ანდა სრულად შეწყვეტს.
აფინიტორის მიღება გააგრძელეთ მანამ, სანამ ექიმი მის შეწყვეტას არ მოითოხვს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
აფინიტორის ტაბლეტები, დღეში ერთხელ პირის გზით მიიღება. ტაბლეტები, მთლიანი სახით ერთი ჭიქა წყლით გადაყლაპეთ. თუ, ტაბლეტის გადაყლაპვა გიჭირთ, შეგიძლიათ 1 ჭიქა წყალში შეურიოთ:
1 ჭიქა წყალში (დაახლოებით 30 მლ)ტაბლეტ(ებ)ის საჭირო რაოდენობა ჩააგდეთ
ტაბლეტ(ებ)ი გახსნამდე ფრთხილად გამოურიეთ და მაშინვე დალიეთ.
ჭიქა, იგივე რაოდენობის წყლით (დაახლოებით 30 მლ) გამოავლეთ და სრულად დალიეთ, რომ აფინიტორის დოზა სრულად იქნას მიღებული.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ ანდა არ გატეხოთ.
ტაბლეტები, მშიერ კუჭზე ანდა საკვების მიღების დროს, სასურველია დილით, ყოველდღე ერთსადაიმავე დროს (საათზე) მიიღეთ. (იხილეთ ნაწილი-,, აფინიტორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად’’).
წამლის დროული მიღება არ დაგავიწყდეთ.
აფინიტორით მკურნალობის დროს დაკვირვება:
მკურნალობის დროს, რეგულაურლად სისხლის ანალიზები გადამოწმდება. აღნიშნულის საშუალებით, სხეულში სისხლის უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების (შედედებაში მონაწილე) რაოდენობა გაკონტროლდება, შესაბამისად, აფინიტორის სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების არსებობა დაფიქსირდება. თირკმლის ფუნექციების (შარდოვანას აზოტი, კრეატინინის ანდა სისხლში ცილების დონე), ღვიძლის ფუნქციების (ტრანსამინაზების დონე), სისხლში შაქრის დონის და ქოლესტერინის დონის გადამოწმებისთვის სისხლის ანალიზები გაკეთდება. აფინიტორის მიღება, აღნიშნული ანალიზის შედეგებზე გავლენას ახდენს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
აფინიტორის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული .
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზა 5 მგ-მდე უნდა შემცირდეს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში აფინიტორის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
აფინიტორით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ, ფიქრობთ, რომ აფინიტორის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა სხვამ შემთხვევით თქვენი ტაბლეტები მიიღო, მაშინვე ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება. სავადმყოფოში წასვლისას თან იქონიეთ მიღებული წამლის ინსტრუქცია, რათა ექიმი ინფორმირებული იყოს მიღებული წამლის შესახებ.
თუ, აფინიტორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აფინიტორის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, აფინიტორის მიღება დაგავიწყდებათ, მომდევნო დოზა ჩვეულ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც აფინიტორით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე აფინიტორის მიღება არ შეწყვიტოთ. (იხილეთ ნაწილი-,,როგორ გამოიყენება აფინიტორი’’).
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აფინიტორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აფინიტორის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
სუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება (ანგიოედემას სიმპტომები)
სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება (ანგიოშეშუპების ნიშნები)
წითელი გამონაყარი ანდა ბუშტუკებთან ერთად კანის ძლიერი ქავილი
ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდით ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ აფინიტორის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
აფინიტორის სერიოზული გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან გავრცელებული:
თავის ტკივილი, ცივი ოფლი (ინფექციის ნიშნები)
ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი (ფილტვების ანთების ნიშნები, პნევმონიის სახელით ცნობილი)
გავრცელებული:
ძლიერი წყურვილი, შარდვის გახშირება, მომატებული მადა და წონის დაკლება (დიაბეტის ნიშნები)
სისხლდენა (ჰემორაგია)(მაგ.ნაწლავის კედელში)
შარდის რაოდენობის სერიოზული შემცირება (თირკმლების უკმარისობის ნიშანი)
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება, კაზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, აღნიშნულთან ერთად დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, სიყვითლე, მარჯვენა ფერდქევშა არეში ტკივილი, ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი (B ჰეპატიტის ნიშნები)
სუნთქვის უკმარისობა, დაწოლისას სუნთქვის გაძნელება, ხელების და ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)
რომელიმე ფეხის, განსაკუთრებით წვივების შეშუპება და/ ანდა ტკივილი, მტკივნეულ მიდამოში სიწითლე ანდა კანის გახურება (სისხლის თრომბის გამო კიდურის სისხლძარღვის (ვენის) დახშობა)
უეცრად დაწყებული სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, სისხლიანი ხველა (ფილტვების სისხლძარღვევბის დახშობის შედეგად პულმონალური ემბოლიის პოტენციური ნიშნები)
შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ფეხების შეშუპება, კონფუზია, წელის ტკივილი (მწვავე თირკმლის უკმარისობის ნიშნები)
კანზე გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (მომატებული მგრძნობელობის სახით ცნობილი სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები)
იშვიათი:
სუნთქვის უკმარისობა ანდა სუნთქვის გახშირება (მწვავე სუნთქვის უკმარისობის სინდრომი)
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფეტებია, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
აფინიტორის დანარჩენი გვერდთი ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული:
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)
მადის დაკარგვა
გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგუზია)
თავის ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი)
ხველა
პირის ღრუს წყლულები
გულისრევა და დიარეა, კუჭის ფუნქციის დარღვევა
ხველა
ქავილი (პრურიტი)
დაღლილობის ანდა სუსტად ყოფნის შეგრძნება
დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გაბრუების შეგრძნება, ფერმკრთალი კანი, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირების ნიშნები (ანემია)
ხელების, ფეხების, ტერფების, კოჭების ანდა სხეულის სხვადასხვა მიდამოების შესივება(შეშუპების ნიშნები)
წონის დაკლება
სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია)
გავრცელებული:
თვითნეური სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის სახელით ცნობილი, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების ნიშნები)
სუნთქვის უკმარისობა (დისპნე)
წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, მუქი ფერის შარდი, მშრალი და წითელი კანი, სწრაფი გაბრაზება (დეჰიდრატაციის ნიშნები)
ძილის გაძნელება (უძილობა)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა (ჰიპერტენზიის სახელით ცნობილი, მაღალი არტერიული წნევის ნიშნები)
ცხელება, ყელის ტკივილი, ინფექციასთან დაკაშირებული პირის ღრუს წყლულები (სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოპენია, ლიმ ფოპენია და/ ანდა ნეიტროპენია) რაოდენობის დაქვეითების ნიშნები)
ცხელება
პირის ღრუს, კუჭის და ნაწლავების შიგნითა ზედაპირის ანთება
პირის სიმშრალე
კუჭის წვა (დისპეფსია)
ავად ყოფნის შეგრძნევა (ღებინება)
ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
მუცლის ტკივილი
აკნე
ხელის გულებსა და ფეხის გულებზე გამოანყარი და ტკივილი (ხელ-ფეხის სინდრომი)
კანის სიწითლე (ერითემა)
სახსრების ტკივილი
პირის ღრუში ტკივილი
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მსგავსი პრობლემები
სისხლში ცხიმების მომატებული დონე (ჰიპერლიპიდემია, ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობა)
სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალემია)
სისხლი ფოსფორის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია)
სისხლშ კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკლაცემია)
კანის სიმშრალე, კანზე ბალთისებრი გამონაყარი, კანის იარები
ფრჩხილების მტვრევის მსგავსი დარღვევები
უმნიშვნელ თმის ცვენა
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ასტ, ალტ მომატება)
თირკმლის ფუნქციების დარღვევა (კრეატინინის მომატება)
თვალების ქავილი და გამონადენი, სიწითლე, შეშუპება
შარდში ცილა
ნაკლებად გავრცელებული:
სისუსტე, სპონტანური სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები, ცხელება, შემცივნება, ყელში ტკივილი ანდა პირის ღრუს წყლულების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციები (პანციტოპენიიის სახელით ცნობილი სისხლის უჯრედების რაოდენობის დაცემის ნიშნები)
გემოს შეგრძნების დაკარგვა (აგუზია)
სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი)
მენსტრუალური ციკლის არ არსებობის(ამენორეა) მსგავსი დარღვევები
დღისით უფრო ხშირი შარდვა
ტკივილი მკერდში
ჭრილობის შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემები
შეხურება
თვალების გავარდისფრება-გაწითლება (კონიუქტივიტი)
იშვიათი:
დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანის სიფერმკრთალე (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითების -აპლაზიის(ანემია)ნიშნები)
სახის, თვალების ირგვლივი მიდამოს, პირის ღრუს და/ ანდა ხახის, ენის შეშუპება ანდა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ანდა ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპების სახელით ცნობილი), აღნიშნული შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს.
აფინიტორის მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან დაფიქსირებულია B ჰეპატიტის რეაქტივაცია. აფინიტორით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს B ჰეპატიტის ნიშნების გამოვლინება, თუ აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს მიმართეთ. B ჰეპატიტის ინფექციის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, ასევე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, სიყვითლე (კანის გაყვითლება) და მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი, უფერო განავალი, მუქი ფერის შარდი, ჩამოთვლილი შეიძლება იყოს B ვირუსული ჰეპატიტის ნიშნები .
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- აფინიტორის შენახვა
აფინიტორი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
სინთლის და ნესტისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აფინიტორი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და / ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აფინიტორი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ
ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: Novartis Pharma Stein AG
შაფჰაუსენშტრასე/სტეინი.შვეიცარია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 17.01.2018-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


