როდინირი
RODINIR
როდინირი ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფდინირი (cefdinir)
- ფორმა და შეფუთვა
- 39გ ფხვნილი 250მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ყვითელი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- PharmaVision Sanayi ve Ticaret A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044745
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN.VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როდინირი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როდინირი ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების შესამცირებლად და ცეფდინირის და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ცეფდინირი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, რომლებთანაც დადასტურებულია ან დასაბუთებულად ივარაუდება, რომ გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. პათოგენზე და მისი მგრძნობელობის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა იქნას გათვალისწინებული ანტიბაქტერიული თერაპიის შერჩევის ან შეცვლის დროს. ასეთი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ანტიბაქტერიული თერაპიის შერჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული პათოგენური მიკროორგანიზმების ცირკულაციის ადგილობრივი თავისებურებები და ანტიბაქტერიული რეზისტენტობის განვითარების მოდელები.
ზრდასრულები და მოზარდები
- Haemophilus influenzae-თი გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონია (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β- ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით);
- მწვავე ჰაიმორიტი, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae მიერ ( β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
შენიშვნა : ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ქვემოთ და განყოფილებაში
„მიღების წესი და დოზები“.
- ფარინგიტი/ტონზილიტი, რომელიც გამოწვეულია Streptococcus pyogenes მიერ.
შენიშვნა: ცეფდინირი ეფექტურია პირ-ხახიდან S. pyogenes-ის ერადიკაციის დროს. თუმცა, ცეფდინირის გამოყენება მწვავე რევმატული ცხელების პროფილაქტიკისთვის ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო S. Pyogenes მიერ, შესწავლილი არ არის. რევმატული ცხელების პროფილაქტიკაში ეფექტურობა მხოლოდ ინტრამუსკულურად გამოყენებულმა პენიცილინმა აჩვენა.
- კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus-ისა (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით ) და Streptococcus pyogenes -ის მიერ.
ბავშვები
- მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტი, რიმელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae -ს მიერ ( β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით ), Streptococcus pneumoniae -სა (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis -ს (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) მიერ;

შენიშვნა: ცეფდინირი ეფექტურია პირ-ხახიდან S. pyogenes-ის ერადიკაციის დროს. თუმცა, რევმატული ცხელების პროფილაქტიკისთვის ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო S. Pyogenes მიერ, ცეფდინირის გამოყენება შესწავლილი არ არის. რევმატული ცხელების პროფილაქტიკაში ეფექტურობა მხოლოდ ინტრამუსკულურად გამოყენებულმა პენიცილინმა აჩვენა.
- კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus-ისა (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes-ს მიერ.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა აღწერილია ქვემოთ; ყველა ინფექციისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 14 მგ/კგ, მაქსიმალური დოზამდე 600 მგ დღე-ღამეში. დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება 10 დღის განმავლობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც დღე-ღამეში ორჯერ გამოყენება. კანის ინფექციების დროს დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება არ არის შესწავლილი; ამ მიზეზით ცეფდინირის შინაგანად მისაღები სუსპენზია ამ ინფექციის დროს უნდა მიიღოთ დღე-ღამეში ორჯერ. ცეფდინირის შინაგანად მისაღები სუსპენზიის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
ბავშვები (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩათვლით)
ინფექციის ტიპი
დოზირება
ხანგრძლივობა
მწვავე ბაქტერიული
შუა ოტიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
5-10 დღე
10 დღე
მწვავე ჰაიმორიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
10 დღე
10 დღე
ფარინგიტი/ტონზილიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
5-10 დღე
10 დღე
კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
10 დღე
პრეპარატ როდინირის რეკომენდებული დოზირების რეჟიმი და მიღების სიხშირე დამოკიდებული ბავშვების სხეულის მასაზე წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
სხეულის მასა
125 მგ/5 მლ
250 მგ/5 მლ
9 კგ
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
5 მლ ყოველ 24 საათში
გამოიყენება 125 მგ/5 მლ კონცენტრაცის მქონე პრეპარატი.
18 კგ
5 მლ ყოველ 12 საათში ან
10 მლ ყოველ 24 საათში
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
5 მლ ყოველ 24 საათში
27 კგ
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
15 მლ ყოველ 24 საათში
- 75 მლ ყოველ 12 საათში ან
- 5 მლ ყოველ 24 საათში
36 კგ
10 მლ ყოველ 12 საათში ან
20 მლ ყოველ 24 საათში
5 მლ ყოველ 12 საათში ან
10 მლ ყოველ 24 საათში
≥ 43 კგ*
12 მლ ყოველ 12 საათში ან
24 მლ ყოველ 24 საათში
6 მლ ყოველ 12 საათში ან
12 მლ ყოველ 24 საათში
- ≥43 კგ სხეულის მასის ბავშვებმა უნდა მიიღონ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 600 მგ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ზრდასრული პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის < 30 მლ/წთ, ცეფდინირის დოზირება უნდა შეადგენდეს 300 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
კრეატინინის კლირენსი ამბოლატორიულ პაციენტებში რთული გასაზომია. მოზრდილებში კრეატინინის კლირენსის (CCl, მლ/წთ) შესაფასებლად შეიძლება შემდეგი ფორმულის გამოყენება. სანდო შეფასებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის დონე უნდა ასახავდეს თირკმლის ფუნქციის წონასწორულ მდგომარეობა.
მამაკაცები: C cl =:
სხეულის მასა (კგ) x (140 – ასაკი (წლები))
72 x კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში (მგ/ დლ )
ქალები: Ccl = : 0.85 x მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია ზემოთ მოცემული ფორმულის გამოყენებით გამოთვლით
ბავშვებში C cl (მლ /წთ/1.73 მ 2 ) შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ფორმულა:
C cl =:
K x სხეულის სიგრძე ან სიმაღლე (სმ)
კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/ დლ) სისხლის შრატში
,
სადაც K = 0.55-ს, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და 0.45-ს ჩვილებისთვის (1 წლამდე).
ბავშვებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ/1.73 მ2 -ია, ცეფდინირის დოზა უნდა შეადგენდეს 7 მგ/კგ (300 მგ-მდე) დღე-ღამეში ერთხელ.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ორგანიზმიდან ცეფდინირი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე, რეკომენდებული საწყისი დოზირების რეჟიმი შეადგენს 300 მგ ან 7 მგ/კგ დღეგამოშვებით. ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოთ 300 მგ (ან 7 მგ/კგ) დოზა. შემდგომი დოზები (300 მგ ან 7 მგ/კგ) მერე მიიღება დღეგამოშვებით.
ბავშვები
ახალშობილებსა და 6 თვეზე უმცროსი ასაკის ჩვილებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ცეფდინირის გამოყენება ბავშვებში მწვავე ჰაიმრიტის სამკურნალოდ (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩათვლით) დასტურდება ზრდასრულებსა და მოზარდებში ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევების მტკიცებულებებით, რომლებიც ზრდასრულებსა და ბავშვებში მწვავე სინუსიტის პათოფიზიოლოგიისა და ბავშვებში შედარებითი ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მსგავსია.
ხანდაზმული პაციენტები
ეფექტურობა ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში შედარებადია. მიუხედავად იმისა, რომ ცეფდინირი კარგად აიტანებოდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებთან აღინიშნებოდა არასასურველი მოვლენების, მათ შორის დიარეის, უფრო დაბალი სიხშირე. ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ მათ არ აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა (იხ. ზემოთ).
სუსპენზიის მომზადება
სუსპენზია მზადდება უშუალოდ პირველი გამოყენების წინ. ფხვნილის გასაფხვიერებლად შეანჯღრიეთ პრეპარატ როდინირის ფლაკონი. დაამატეთ ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული ადუღებული წყალი ორ ულუფად (ნიშნულამდე), ყოველ ჯერზე ენერგიულად შეანჯღრიეთ. სრული განზავების უზრუნველსაყოფად, სუსპენზია გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. პრეპარატის ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა ჩამორეცხოთ წყლით. განზავების შემდეგ სუსპენზია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 10 დღისა ოთახის ტემპერატურაზე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ანამნეზში ცეფდინირის, ცეფალოსპორინული კლასის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ცეფდინირით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანამნეზში ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ ცეფდინირი გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან დადასტურებულია β- ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გვხვდება პენიცილინის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტების 10%-ში. ცეფდინირზე ალერგიული რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ. სერიოზულმა მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება მოითხოვონ ეპინეფრინით მკურნალობა და სხვა გადაუდებელი ზომების მიღება, მათ შორის ჟანგბადით უზრუნველყოფა, სითხეების ინტრავენური შეყვანა, ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, ვაზოპრესორული ამინების ინტრავენური გამოყენება, და სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.
Clostridium difficile- სთან ასოცირებული დიარეა ( CDAD ) აღინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული ნივთიერებების, მათ შორის ცეფდინირის, გამოყენებისას. CDAD- ის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან კოლიტამდე ლეტალური შედეგით. მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, იწვევს რა C. difficile-ს ჭარბ ზრდას.
C. difficile გამოიმუშავებენ A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. C. difficile- ის ჰიპერტოქსინწარმომქმნელი შტამები იწვევენ ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას, ვინაიდან ეს ინფექციები შეიძლება იყვნენ რეზისტენტულნი ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შეიძლება მოითხოვდნენ კოლექტომიას. უნდა იქნას გათვალისწინებული CDAD-ის არსებობის შესაძლებლობა ყველა იმ პაციენტთან, რომლებსაც უვითარდებოდა დიარეა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების შემდეგ. აუცილებელია სამედიცინო ანამნეზის საგულდაგულოდ შეგროვება, ვინაიდან შემოსული იყო შეტყობინებები CDAD-ს განვითარების შესახებ ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი.
CDAD-ზე ეჭვის ან მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაში მიმდინარე ანტიბაქტერიული თერაპია უნდა შეწყდეს. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ნაჩვენები იყოს სითხის შევსება, ელექტროლიტებისა და ამინომჟავების ხსნარების შეყვანა, C. difficile - ს ანტიბაქტერიული მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ცეფდინირის დანიშვნას სავარაუდო ბაქტერიული ინფექციის დაუდასტურებლობის ან დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ან პრეპარატის დანიშვნას პროფილაქტიკური მიზნებით აქვს საეჭვო სარგებელი პაციენტისთვის და ზრდის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების რისკს.
ისევე, როგორც სხვა ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენების დროს, ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების წარმოქმნა და ჭარბი ზრდა. აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარებისას უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები.
ცეფდინირი, ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიმიკრობული საშუალებები (ანტიბიოტიკები), სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომელთა ანამნეზში დაფიქსირებულია კოლიტი.
თირკმლის გარდამავალი ან მუდმივი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), ცეფდინირის საერთო სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს, რადგან რეკომენდებული დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ცეფდინირის მაღალი და ხანგრძლივად შენარჩუნებადი კონცენტრაციები.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ცეფდინირის ჩათვლით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის დროს. ისინი არ არის განკუთვნილი ვირუსული ინფექციების (მაგალითად, გაციების) სამკურნალოდ. ცეფდინირის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ დანიშვნისას პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დასაწყისშივე, მაგრამ პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ზუსტად დანიშნულებისამებრ. პრეპარატის მიღების გამოტოვებამ ან თერაპიის სრული კურსის დაუმთავრებლობამ შეიძლება (1) შეამციროს უშუალოდ მკურნალობის ეფექტურობა და (2) გაზარდოს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების ალბათობა, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს მიმავალში ცეფდინირით ან სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა.
ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს, ხელს უშლიან ცეფდინირის შეწოვას. თუ აუცილებელია ასეთი ანტაციდების გამოყენება ცეფდინირით თერაპიის დროს, ცეფდინირი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე ან მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ რკინას, მათ შორის რკინის შემცველი პოლივიტამინები, ხელს უშლიან ცეფდინირის შეწოვას. თუ ცეფდინირით თერაპიის დროს აუცილებელია რკინის პრეპარატების მიღება, ცეფდინირი უნდა მიიღოთ ასეთი პრეპარატების მიღებამდე ან მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ.
ცეფდინირი შინაგანად მისაღები სუსპენზიის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ ნარევთან ერთად, რომელიც გამდიდრებულია რკინით, ვინაიდან რკინით გამდიდრებული ჩვილ ბავშვთა ფორმულასთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიარეა ანტიბიოტიკებით გამოწვეული გავრცელებული გართულებაა, რომელიც, როგორც წესი, ქრება ანტიბიოტიკის მოხსნის შემდეგ. ზოგჯერ, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სისხლის შემცველი წყლიანი განავალი (კუჭის სპაზმებით და ცხელებით ან მის გარეშე), ანტიბიოტიკის ბოლო დოზის მიღებიდან ორი ან მეტი თვის შემდეგაც კი. ამ შემთხვევაში, პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში, ანუ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებს და მათ მომვლელებს უნდა ახსოვდეთ იმის შესახებ, რომ შინაგანად მისაღები სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 125 მგ/5 მლ შეიცავს 2.972 გ შაქარს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ზე, ხოლო შინაგანად მისაღები სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 250 მგ/5 მლ შეიცავს 2.847 გ შაქარს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ზე.
პრეპარატის მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 5 მგ ნატრიუმის ბენზოატს, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და სკლერების ყვითლად შეღებვა) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის). სისხლში ბილირუბინის დონის მომატებასთან დაკავშირებით, მისი ალბუმინიდან გამოდევნის გამო, ახალშობილებში სიყვითლის მომატების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ბირთვული სიყვითლე ((kernicterus-ი, თავის ტვინის ქსოვილში არაკონიუგირებული ბილირუბინის დეპოზიტები).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველები)
300 მგ ცეფდინირისა და 30 მლ ანტაციდის, რომელიც შეიცავს ალუმინს და მაგნიუმს, ერთდროული მიღება ამცირებს შეწოვის სიჩქარეს (C max ) და ხარისხს ( AUC) დაახლოებით 40%-ით. C max-ის მიღწევის დრო ასევე იზრდება 1 საათით. ცეფდინირით მკურნალობის დროს ანტაციდების გამოყენების აუცილებლობისას ცეფდინირი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.
პრობენეციდი
ისევე, როგოც სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, პრობენეციდი აინჰიბირებს ცეფდინირის თირკმლისმიერი გამოყოფას, რაც იწვევს AUC-ის დაახლოებით 2-ჯერ გაზრდას , პლაზმაში ცეფდინირის მაქსიმალური დონის 54%-ით ზრდას და ნახევარგამოყოფის აშკარა პერიოდის 50%-ით ზრდას.
რკინის პრეპარატები და რკინით გამდიდრებული საკვები პროდუქტები
ცეფდინირის და 60 მგ ელემენტარული რკინის (FeSO4-ის სახით ) შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რკინას, ან 10 მგ ელემენტარული რკინის შემცველი ვიტამინების ერთდროული გამოყენება ამცირებს აბსორბციის ხარისხს შესაბამისად 80%-ით და 31%-ით. ცეფდინირით მკურნალობის დროს რკინის პრეპარატების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ის უნდა მიიღოთ რკინის პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ელემენტარული რკინით გამდიდრებული საკვების (ძირითადად რკინით გამდიდრებული ბურღულეულის საუზმის) მიღების გავლენა ცეფდინირის შეწოვაზე შესწავლილი არ არის.
რკინით გამდიდრებულ საბავშვო ნარევთან (2.2 მგ ელემენტარული რკინა/6 უნცია) ერთდროული მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან მოქმედებას ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე. აქედან გამომდინარე, შინაგანად მისაღები სუსპენზიის გასამზადებელი ცეფდინირი შეიძლება გამოყენებული იქნას რკინით გამდიდრებულ ჩვილის ნარევთან ერთად.
იყო შეტყობინებები განავლის მოწითალო ფერით შეღებვის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები ასევე ღებულობდნენ რკინის შემცველ პრეპარატებს. მოწითალო ფერი არის კუჭ-ნაწლავში ცეფდინირის არააბსორბირებადი კომპლექსის ან მისი დაშლის პროდუქტებისა და რკინის წარმოქმნის შედეგი.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
შარდში კეტონების ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება აღინიშნებოდეს ნიტროპრუსიდის გამოყენებით ჩატარებული ანალიზების დროს, მაგრამ არ აღინიშნება ნიტროფერიციანიდის გამოყენებით ჩატარებული ანალიზების დროს. ცეფდინირის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქცია Clinitest®-ის, ბენედიქტის ხსნარის ან ფელინგის ხსნარის გამოყენებისას. რეკომენდებულია გლუკოზის ანალიზების ჩატარება, რომლებიც დაფუძნებულია ფერმენტული გლუკოზის ოქსიდაზას რეაქციებზე (ისეთები, როგორიცაა Clinistix® ან Tes - Tape® ). ცნობილია, რომ ცეფალოსპორინები ზოგჯერ აინდუცირებენ კუმბსის პირდაპირი ტესტის დადებით შედეგს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული კვლევები ყოველთვის არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს პროგნოზი ადამიანებზე ამ გავლენასთან მიმართებაში, ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დასაბუთებული კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში.
ცეფდინირის გამოყენება ჭინთვებისა და მშობიარობის დროს არ არის შესწავლილი.
ლაქტაცია
600 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცეფდინირი არ ყოფილა აღმოჩენილი დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის ტარებისა და სხვა პოტენციალურად საშიში საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები
ცეფდინირის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2289 ბავშვი (1783 აშშ-დან, 506 ბავშვი არა აშშ-დან), ცეფდინირის 14 მგ/კგ სადღეღამისო დოზის დანიშვნით. არასასურველი მოვლენების უმეტესობას ჰქონდა მსუბუქი ხარიახის გამოვლინება და თავისით ქრებოდა ცეფდინირის მოხსნის შემდეგ. სიკვდილიანობა ან ხანგრძლივი შრომისუუნარობა, რომლებიც დაკავშირებულია ცეფდინირის გამოყენებასთან, დადგენილი არ ყოფილა. 2289 პაციენტიდან 40-ისთვის (2%) ცეფდინირის მოხსნა არასასურველი მოვლენების განვითარების გამო შეფასდა, როგორც თერაპიასთან შესაძლო, სავარაუდო ან უტყუარი კავშირის მქონე. პრეპარატის მოხსნა უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო დარღვევებთან კუჭ-ნაწლავის მხრიდან, რომლებიც ჩვეულებრივ დიარეით ვლინდება. პაციენტების 0.2%-მა (2289-დან 5-მა) შეწყვიტა მკურნალობა გამონაყარის გამო, რომელიც დაკავშირებულია ცეფდინირის გამოყენებასთან.
მკვლევარებმა აშშ-დან დაადგინეს, რომ შემდეგი არასასურველი რეაქციები შესაძლო ან გარკვეული სახით დაკავშირებულია ცეფდინირის სუსპენზიის მრავალჯერადი გამოყენებით ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (1783 პაციენტი (977 მამრობითი სქესის, 806 მდედრობითი სქესის) რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს) :
ხშირი: დიარეა, გამონაყარი, ღებინება.
არახშირი: კანის კანდიდოზი, ტკივილი მუცელში, ლეიკოპენია† , ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი, კუჭის მოქმედების დარღვევები, დისპეფსია, ჰიპერკინეზია, ასტ დონის მომატება † , მაკულოპაპულური გამონაყარი, გულისრევა.
† ზოგჯერ ლაბორატორიული ცვლილებები აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების სახით.
შენიშვნა : პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს, და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ საკონტროლო პრეპარატს, დიარეისა და გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე უფრო მაღალი იყო ყველაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. დიარეის წარმოქმნის სიხშირე ≤2 წელის ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს, შეადგენდა 17%-ს (95/557), 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 4%-თან (51/1226) შედარებით. გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე (უპირატესად საფენისმიერი დერმატიტი უმცროსი ასაკის პაციენტებში) შეადგენდა 8%-ს (43/557) ≤ 2 წლის ასაკის პაციენტებში, 1%-თან (8/1226) შედარებით 2 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.
შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მონაცემები, ცეფდინირის მიღებასთან მათი კავშირის მიუხედავად, აღინიშნებოდა აშშ-ში ჩატარებულ კლინიკურ კვლევების მიმდინარეობისას (1783 პაციენტი):
ხშირი: ლიმფოციტოზი, ლიმფოპენია, ტუტე ფოსფატაზას დონეების მომატება, ბიკარბონატის დონის შემცირება*, ეოზინოფილების დონის მომატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება, თრომბოციტების დონის მომატება, პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების (პმნ) დონის მომატება, პმნ-ის დონის შემცირება, შარდში ცილის მომატება.
არახშირი: ფოსფორის დონის მომატება, ფოსფორის დონის შემცირება, შარდის pH-ის დონის მომატება, ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, კალციუმის დონის შემცირება*, ჰემოგლობინის დონის შემცირება, შარდში ლეიკოციტების მომატება, მონოციტოზი , ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება, კალიუმის დონის მომატება*, შარდის ხვედრითი წონის მომატება, შარდის ხვედრითი წონის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება*.
- ამ პარამეტრებისთვის N = 1387.
გამოყენების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება
შემოდიოდა შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების შესახებ, ცეფდინირთან მათი კავშირის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას: შოკი, ანაფილაქსია ლეტალური შედეგების იშვიათი შემთხვევებით, სახისა და ხორხის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, შრატისმიერი დაავადების ტიპის რეაქციები, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, მწვავე ჰეპატიტი, ქოლესტაზი, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ამილაზას დონის მომატება, მწვავე ენტეროკოლიტი, სისხლიანი დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, მელენა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანციტოპენია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰემოლიზური ანემია, მწვავე რესპირატორული უკმარისობა, ასთმის შეტევა, მედიკამენტოზური პნევმონია, ეოზინოფილური პნევმონია, იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია, ცხელება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროპათია, სისხლდენის წარმოქმნისადმი მიდრეკილება, სისხლის შედედების დარღვევა, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა განყოფილებიდან, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავის გაუვალობა, გონების დაკარგვა, ალერგიული ვასკულიტი, ცეფდინირი და დიკლოფენაკის შესაძლო ურთიერთქმედება, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია, უნებლიე მოძრაობები, რაბდომიოლიზი.
არასასურველი რეაქციები ცეფალოსპორინების კლასისთვის
შემოსული იყო შეტყობინებები არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებების შესახებ ზოგადად ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თირკმლის დისფუნქცია, ტოქსიკური ნეფროპათია, ღვიძლის დისფუნქცია, ქოლესტაზის ჩათვლით, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი ანალიზი, ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
ზოგიერთი ცეფალოსპორინის გამოყენებას თან ერთვის კრუნჩხვების განვითარება, კერძოდ, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რომელთათვისაც არ იწარმოება დოზის გადათვლა. თერაპიის ფონზე კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში ანტიბიოტიკის მიღება უნდა მოიხსნას. კლინიკური აუცილებლობის დროს შეიძლება დაინიშნული იქნას კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ადამიანებში ცეფდინირის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მღრღნელებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის კვლევებში 5600 მგ/კგ ერთჯერადმა პერორალურმა დოზამ არ გამოიწვია არასასურველი რეაქციები. სხვა β- ლაქტამური ანტიბიოტიკებით დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა გულისრევას, ღებინებას, დისკომფორტს ეპიგასტრიუმის არეში, დიარეას და კრუნჩხვებს. ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში ჰემოდიალიზის გამოყენება შესაძლებელია დოზის გადაჭარბებით გამოწვეული მძიმე ტოქსიკური რეაქციების დროს, კერძოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევისის შემთხვევებში.
შემადგენლობა
მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფდინირი 125 მგ ან 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა , ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი “მარწყვი”, არომატიზატორი ნაღები, საქაროზა.
სამკურნალო ფორმა
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
აღწერილობა: ერთგვაროვანი, გრანულირებული კრემისფერ-ყვითელი ფხვნილი მარწყვის არომატით და ნაღების სუნით.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10 დღისა.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 125 მგ/5 მლ ან 250 მგ/5 მლ 60 მლ ან 100 მლ მოცულობით ყვითელ შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი საზომი კოვზით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალებები. სხვა ბეტა -ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD15 .
მოქმედების მექანიზმი
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინები, ცეფდინირი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. ცეფდინირი სტაბილურია ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა ლაქტამაზას ფერმენტის თანაარსებობისას. ამის შედეგად, მრავალი მიკროორგანიზმი, რომელიც რეზისტენტულია პენიცილინებისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ, მგრძნობიარენი არიან ცეფდინირის მიმართ.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
რეზისტენტობა ცეფედრინის მიმართ ვითარდება უპირატესად β-ლაქტამაზებით ჰიდროლიზის, პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების (პშც) ცვლილებების და ბაქტერიული უჯრედის კედლის გამტარიანობის შემცირების გზით. ცეფდინირი არააქტიურია Enterobacter -spp ., Pseudomonas spp ., Enterococcus spp ., პენიცილინ - რეზისტენტული სტრეპტოკოკებისა და მეთიცილინ -რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმეტესობის მიმართ. H. influenzae- ს β- ლაქტამაზა-უარყოფითი ამპიცილინ-რეზისტენტული ( BLNAR ) შტამები, როგორც წესი, ცეფდინირის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი.
ანტიმიკრობული აქტივობა
ნაჩვენები იყო, რომ ცეფდინირი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობის წინააღმდეგ როგორც in vitro, ასევე in vivo :
- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus ( მხოლოდ მეთიცილინ - მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ - მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pyogenes ;
- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis.
ქვემოთ ნახსენები მონაცემები მიღებული იქნა in vitro , მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ცეფდინირის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია (მიკ ) in vitro შეადგენსს 1 მკგ/მლ ან ნაკლებს შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების (≥ 90%) მიმართ; თუმცა, ცეფდინირის უსაფრთხოება და ეფექტურობა იმ ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმებით, არ ყოფილა დადგენილი კლინიკურ კვლევებში:
- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus epidermidis ( მხოლოდ მეთიცილინ -მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus ჯგუფიდან Viridans;
- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Citrobacter koseri, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის მეთოდები
კლინიკურმა მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორიამ უნდა წარმოადგინოს პერიოდული ანგარიშები, რომლებიც აღწერენ ნოზოკომიური და არასტაციონარულად შეძენილი პათოგენების რეგიონულ/ადგილობრივ მგრძნობელობის პროფილს. ამ ანგარიშებმა უნდა გაუწიონ დახმარება ექიმს მკურნალობისთვის შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატის შერჩევაში.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის მეთოდები განზავებით
ანტიმიკრობული პრეპარატების მიკ-ის დასადგენად გამოიყენება რაოდენობრივი მეთოდები. მიკ-ის მნიშვნელობები საშუალებას იძლევა შეფასდეს მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ. მიკ-ის მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ტესტირების სტანდარტიზებული მეთოდით (ბულიონი და/ან აგარი). მიკ-ის მნიშვნელობები უნდა იქნას ინტერპრეტირებული ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის დიფუზიური მეთოდები
რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც მოითხოვენ ზონის დიამეტრის გაზომვას, ასევე უზრუნველყოფენ მიკრობების მგრძნობელობის რეპროდუცირებად შეფასებას ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ. ზონის დიამეტრი უნდა განისაზღვროს სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენებით. ამ პროცედურაში მიკრობების მგრძნობელობის დასადგენად გამოიყენება ქაღალდის დისკები, რომლებიც გაჟღენთილია 5 მკგ ცეფდინირით. დისკის გამოყენებით ჩატარებული დიფუზიური მეთოდის შედეგების ინტერპრეტაციის კრიტერიუმები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
მიკროორგანიზმი*
მიკ მნიშვნელობები (მკგ/მლ)
ზონის დიამეტრი
ზრდის არარსებობა (მმ)
S
I
R
S
I
R
Haemophilus influenzae
≤ 1
-
-
≥ 20
-
-
Haemophilus parainfluenzae
≤ 1
-
-
≥ 20
-
-
Moraxella catarrhalis
≤ 1
2
≥ 4
≥ 20
17-19
≤ 1 6
Streptococcus pneumoniae @
≤ 0.5
1
≥ 2
-
-
-
Streptococcus pyogenes
≤ 1
2
≥ 4
≥ 20
≤ 1 6
S – მგრძნობიარე მიკროორგანიზმი; I – შუალედური მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმი; R – რეზისტენტული მიკროორგანიზმი.
- სტრეპტოკოკები, გარდა S. pneumoniae-სა , რომლებიც მგრძნობიარენი არიან პენიცილინის მიმართ (მიკ ≤ 0.12 მკგ/მლ), შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ.
@S. pneumoniae მგრძნობიარენი პელიცილინის მიმართ ( მიკ ≤ 0.06 მკგ/მლ) შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ. S. pneumoniae-ს იზოლატები, რომლებიც ტესტირებულია 1 მკგ ოქსაცილინიან დისკზე, რომლის ზრდის არარსების ზონის ზომა ≥ 20 მმ-ია, მგრძნობიარენი არიან პენიცილინის მიმართ და შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ. ცეფდინირის ტესტირება პენიცილინის მიმართ შუალედური მგრძნობელობის ან რეზისტენტობის მქონე იზოლატებზე არ არის რეკომენდებული. ცეფდინირის სანდო ინტერპრეტაციის კრიტერიუმები არ არსებობს.
სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფედრინის მიმართ შეიძლება განისაზღვროს პენიცილინზე, ცეფოქსიტინზე ან ოქსაცილინზე ტესტირების შედეგების საფუძველზე . სტაფილოკოკები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ოქსაცილინის ( ცეფოქსიტინის ) მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ.
ტერმინი „მგრძნობიარე მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკრობული პრეპარატი, სავარაუდოდ, აინჰიბირებს მიკროორგანიზმის ზრდას, თუ მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში მიაღწევს მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირებისთვის საჭირო დონეს. ტერმინი „შუალედურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ შედეგი უნდა ჩაითვალოს საეჭვოდ, და, თუ მიკროორგანიზმი სრულად არ არის მგრძნობიარე ალტერნატიული, კლინიკურად მისაღები პრეპარატების მიმართ, ტესტი უნდა განმეორდეს. ეს კატეგორია გულისხმობს პრეპარატის კლინიკური გამოყენების შესაძლებლობას ორგანიზმის იმ ადგილებში, სადაც პრეპარატი ფიზიოლოგიურად კონცენტრირდება ან იმ სიტუაციებში, როდესაც შესაძლებელია პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენება. ეს კატეგორია ასევე უზრუნველყოფს ბუფერულ ზონას, რომელიც ხელს უშლის მნიშვნელოვანი განსხვავებების წარმოქმნას შედეგების ინტერპრეტაციაში, რომლებიც გამოწვეულია უმნიშვნელო არაკონტროლირებადი ტექნიკური ფაქტორებით. ტერმინი „რეზისტენტული მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკრობული პრეპარატი, სავარაუდოდ, არ თრგუნავს პათოგენის ზრდას, თუ მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში აღწევს ჩვეულებრივ მიღწევად კონცენტრაციას; უნდა შეირჩეს სხვა ანტიმიკრობული თერაპია.
ხარისხის კონტროლი
გრძნობელობის განსაზღვრის სტანდარტული პროცედურები მოითხოვენ ლაბორატორიულ კონტროლის გამოყენებას, რათა მონიტორინგი გაუწიოს და უზრუნველყოს ტესტებში გამოყენებული სახარჯი მასალებისა და რეაგენტების, ასევე ანალიზის ჩამტარებელი პერსონალის მიერ გამოყენებული მეთოდების სიზუსტე. ცეფდინირის სტანდარტული ფხვნილი უნდა უზრუნველყოფდეს მიკ-ის საჭირო დიაპაზონს, ხოლო 5 მკგ-იანი დისკის გამოყენებით ჩატარებული დიფუზიური მეთოდი უნდა გვაძლევდეს შესაბამისი კრიტერიუმების მიღწევის საშუალებას (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
მიკროორგანიზმის შტამები
მიკ მნიშვნელობები (მკგ/მლ)
ზონის დიამეტრი
ზრდის არარსებობა (მმ)
Escherichia coli ATCC 25922
- 12-0.5
24-28
Haemophilus influenzae ATCC 49766
- 12-0.5
24-31
Staphylococcus aureus ATCC 25923
-
25-32
Staphylococcus aureus ATCC 29213
- 12-0.5
-
Streptococcus pneumoniae ATCC49619
- 03-0.25
26-31
კლინიკური კვლევები
არასტაციონარული ბაქტერიული პნევმონია
შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კონტროლირებად, ორმაგ ბრმა კვლევაში, ზრდასრულებსა და მოზარდებში ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა (მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ) შედარებული იყო ცეფაკლორით თერაპიის ეფექტურობასთან (500 მგ დღე-ღამეში სამჯერ). შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიიდან 6-14 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებულ იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის სავარაუდო მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
ცეფაკლორი
(დღე-ღამეში 3-ჯერ)
შედეგი
კლინიკური განკურნების
მაჩვენებლები
150/187 (80%)
147/186 (79%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები
ზოგადად
177/195 (91%)
184/200 (92%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
S. pneumoniae
31/31 (100%)
35/35 (100%)
H. influenzae
55/65 (85%)
60/72 (83%)
M. catarrhalis
10/10 (100%)
11/11 (100%)
H. parainfluenzae
81/89 (91%)
78/82 (95%)
ზრდასრულებისა და მოზარდების მონაწილეობით ჩატარებულ მეორე კონტროლირებად, ბრმა (მკვლევარებისთვის) კვლევაში, რომელიც ძირითადად ევროპაში ჩატარდა, ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა (მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ) შედარებული იყო ამოქსიცილინით/ კლავულანის მჟავათი (500/125 მგ დღე-ღამეში სამჯერ) თერაპიის ეფექტურობასთან. შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიის დასრულებიდან 6-14 დღის შემდეგ კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის სავარაუდო მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
ამოქსიცილინი/ კლავულანის მჟავა
(დღე-ღამეში 3-ჯერ)
შედეგი
კლინიკური განკურნების
მაჩვენებლები
83/104 (80%)
86/97 (89%)

85/96 (89%)
84/90 (93%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
S. pneumoniae
42/44 (95%)
43/44 (98%)
H. influenzae
26/35 (74%)
21/26 (81%)
M. catarrhalis
6/6 (100%)
8/8 (100%)
H. parainfluenzae
11/11 (100%)
12/12 (100%)
სტრეპტოკოკური ფარინგიტი/ტონზილიტი
შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ოთხ კონტროლირებად კვლევაში შედარებული იყო ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა პენიცილინით 10-დღიანი თერაპიის ეფექტურობასთან ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ორ კვლევაში (ერთი მოზრდილებისა და მოზარდების, მეორე ბავშვების მონაწილეობით) შედარებული იყო ცეფდინირით 10-დღიანი თერაპიის (დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ) ეფექტურობა პენიცილინის (250 მგ ან 10 მგ/კგ დღე-ღამეში ერთხელ) ეფექტურობასთან. შეფასების მკაცრი კტიტერიუმებისა და თერაპიიდან 5-10 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
კვლევა
ეფექტურობის პარამეტრი
ცეფდინირი
(დღე-ღამეში ერთხელ)
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
პენიცილინი
(დღე-ღამეში ერთხელ)
შედეგი
ზრდასრულები და მოზარდები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
192/210
(91%)
199/217
(92%)
181/217
(83%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატი
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
199/210
(95%)
209/217
(96%)
193/217
(89%)

215/228
(94%)
214/227
(94%)
159/227
(70%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატ
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
222/228
(97%)
218/227
(96%)
196/227
(86%)

ორ კვლევაში (ერთი ზრდასრულებისა და მოზარდების მონაწილეობით, მეორე ბავშვების მონაწილეობით) შედარებული იყო ცეფდინირით 5-დღიანი თერაპიის (დღე-ღამეში ორჯერ) ეფექტურობა 10-დღიან პენიცილინით თერაპიასთან (250 მგ ან 10 მგ/კგ დღე-ღამეში ერთხელ). შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიიდან 4-10 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
კვლევა
ეფექტურობის პარამეტრი
ცეფდინირი
(დღეში 2-ჯერ)
პენიცილინი
(დღეში ერთხელ)
შედეგი
ზრდასრულები და მოზარდები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
193/218 (89%)
176/214 (82%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
194/218 (89%)
181/214 (85%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
ბავშვები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
176/196 (90%)
135/193 (70%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
179/196 (91%)
173/193 (90%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ბიოშეღწევადობა შინაგანად მიღების დროს
ცეფდინირის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში აღინიშნება შინაგანად მიღებიდან (კაფსულები, სუსპენზია) 2-4 საათის შემდეგ. ცეფდინირის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად, მაგრამ ზრდა ნაკლებად პროპორციულია დოზის დიაპაზონში 300 მგ-დან (7 მგ/კგ) 600 მგ-მდე (14 მგ/კგ). ჯანმრთელი ზრდასრული მოხალისეების მიერ სუსპენზიის მიღების შემდეგ, ცეფდინირის ბიოშეღწევადობა შეადგენს 120%-ს კაფსულების სახით მიღებასთან შედარებით. ცეფდინირის გამოთვლითი ბიოშეღწევადობა შეადგენს 21%-ს 300 მგ დოზიანი კაფსულების მიღების შემდეგ და 16%-ს 600 მგ-იანი დოზის კაფსულების მიღების შემდეგ. ცეფდინირის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა სუსპენზიის მიღების შემდეგ შეადგენს 25%. დადგენილი იყო, რომ ცეფდინირის პერორალური სუსპენზია 250 მგ/5 მლ კონცენტრაციით ბიოექვივალენტურია 125 მგ/5 მლ-ისა ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში უზმოზე მიღებისას.
საკვების გავლენა
ზრდასრულებში, რომლებიც ცეფდინირის კაფსულებს ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად იღებდნენ, ცეფდინირის მაქსიმალური კონცენტრაციისა (Cmax ) და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის ( AUC ) მნიშვნელობები მცირდებოდა შესაბამისად 16%-ით და 10%-ით. ზრდასრულებში, რომლებიც 250 მგ/5 მლ-იანი კონცენტრაციის პერორალურ სუსპენზიას ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად იღებდნენ, ცეფდინირის Cmax -სა და AUC მნიშვნელობები მცირდებოდა შესაბამისად 44% და 33%-ით. ეს შემცირება არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, რადგან ბავშვებში პერორალური სუსპენზიის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ჩატარდა საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე. ამრიგად, ცეფდინირის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
კაფსულის ფორმით მიღება
ზრდასრულებში ცეფდინირის 300 მგ და 600 მგ კაფსულების ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაციებისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (± სტანდარტული გადახრა) მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში ზრდასრულების მიერ კაფსულების მიღების შემდეგ
დოზა
C max (მკგ/მლ)
t max (სთ)
AUC ( მკგ∙სთ /მლ)
300 მგ
- 60 (0.55)
- 9 (0.89)
- 05 (2.17)
600 მგ
- 87 (1.01)
- 0 (0.66)
- 1 (3.87)
მიღება სუსპენზიის სახით
ცეფდინირის კონცენტრაციებისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე) 7 მგ/კგ და 14 მგ/კგ ცეფდინირის ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ბავშვებში სუსპენზიის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (± სტანდარტული გადახრა ) მნიშვნელობები
დოზა
C max (მკგ/მლ)
t max (სთ)
AUC ( მკგ∙სთ /მლ)
7 მგ/კგ
- 30 (0.65)
- 2 (0.6)
- 31 (2.50)
14 მგ/კგ
- 86 (0.62)
- 8 (0.4)
- 4 (2.64)
პრეპარატის მრავალჯერადი მიღება
ცეფდინირი არ გროვდება სისხლის პლაზმაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის პაციენტების მიერ მისი დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.
განაწილება
ცეფდინირის განაწილების საშუალო მოცულობა (Vd area) ზრდასრულებში შეადგენს 0.35 ლ/კგ (± 0.29); ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე) ცეფდინირის Vd area შეადგენს 0.67 ლ/კგ (± 0.38). ცეფდინირი 60-70%-ით უკავშირდება ზრდასრულებისა და ბავშვების პლაზმის ცილებს; შეკავშირება არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
კანის ბუშტუკები
300 მგ და 600 მგ დოზების მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ ზრდასრულ პაციენტებში კანის ბუშტუკის სითხეში ცეფდინირის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის მედიანა (დიაპაზონი) შეადგენდა 0.65 (0.33-1.1) მკგ/მლ და 1.1 (0.49-1.9) მკგ/მლ შესაბამისად. კანის ბუშტუკის სითხეში C max და AUC ( 0-∞) საშუალო (±სგ) მნიშვნელობები შეადგენდა სისხლის პლაზმაში არსებული შესაბამისი მნიშვნელობების 48%-ს (±13) და 91%-ს (±18).
სასის ნუშურების ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ გეგმიური ტონზილექტომია, ცეფდინირის კონცენტრაციის მედიანა სასის ნუშურების ქსოვილში 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზების მიღებიდან 4 საათის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად 0.25 (0.22-0.46) მკგ/გ და 0.36 (0.22-0.80) მკგ/გ. საშუალო კონცენტრაციები სასის ნუშურების ქსოვილში შეადგენდა სისხლის პლაზმის შესაბამისი კონცენტრაციების 24%-ს (±8).
პარანაზალური წიაღების ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ დაგეგმილი ოპერაცია ზედა ყბის წიაღებზე და ეთმოიდურ (ცხავის) ძვალზე, ცეფდინირის კონცენტრაცია შუა წიაღის ქსოვილში პრეპარატის 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზების მიღებიდან 4 საათის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად <0.12 (<0.12-0.46) მკგ/გ და 0.21 (<0.12-2.0) მკგ/გ. პარანასალური წიაღების ქსოვილში საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციების 16%-ს (±20).
ფილტვის ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპიის ჩატარების შემდეგ, ცეფდინირის კონცენტრაციების მედიანა ბრონქების ლორწოვან გარსში 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, შეადგენდა 0.78 (< 0.06-1.33) მკგ/მლ და 1.14 (< 0.06-1.92) მკგ/მლ შესაბამისად, რაც შეადგენს სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციის 31%-ს (± 18). ეპითელიუმის ამომფენ სითხეში კონცენტრაციის მედიანამ შეადგინა 0.29 (< 0.3-4.73) მკგ/მლ და 0.49 (< 0.3-0.59) მკგ/მლ, რაც შესაბამისი პლაზმური კონცენტრაციის 35%-ს (± 83) შეადგენს.
შუა ყურის სითხე
მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტის მქონე 14 ბავშვთან ცეფდინირის კონცენტრაციის მედიანა შუა ყურის სითხეში 7 მგ/კგ და 14 მგ/კგ დოზით ერთჯერადი შეყვანიდან 3 საათის შემდეგ, შეადგინა 0.21 (< 0.09-0.94) მკგ/მლ და 0.72 (0.14-1.42) მკგ/მლ შესაბამისად. შუა ყურის სითხეში საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციების 15% (± 15).
ცერებროსპინალური სითხე
არ არსებობს მონაცემები ცეფდინირის ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევის შესახებ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ცეფდინირი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო რაოდენობით. ცეფდინირი გამოიყოფა უპირატესად თირკმლის ექსკრეცის მეშვეობით პლაზმის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდით ( t 1/2 ) 1.7 (± 0.6) საათი. ჯანმრთელ მოხალისეებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით თირკმლის კლირენსის მნიშვნელობა შეადგენს 2.0 (± 1.0) მლ/წთ/კგ-ს, ხოლო აშკარა კლირენსი პერორალური გამოყენებისას შეადგენს 11.6 (± 6.0) და 15.5 (± 5.4) მლ/წთ/კგ-ს შესაბამისად 300 მგ და 600 მგ დოზების მიღების შემდეგ. დოზის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი შარდში უცვლელი სახით აღმოჩენილი 300 მგ და 600 მგ დოზების შემდეგ შეადგენს შესაბამისად 18.4% (± 6.4) და 11.6% (± 4.6). ცეფდინირის კლირენსი შემცირებულია თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხილეთ ქვემოთ).
ვინაიდან თირკმლის ექსკრეცია წარმოადგენს ელიმინაციის ძირითად გზას, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზა უნდა იქნას დაკორექტირებული.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 21 ზრდასრულ პაციენტთან თირკმლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით. ცეფდინირის ელიმინაციის სიჩქარისა და აშკარა კლირენსის (CL / F ) შემცირება პერორალური მიღებისას და ასევე თირკმლის კლირენსის შემცირება დაახლოებით პროპორციული იყო კრეატინინის კლირენსის ( CLcr ) შემცირებისა. შედეგად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფდინირის პლაზმური კონცენტრაციები იყო უფრო მაღალი და უფრო დიდხანს შენარჩუნდა, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ასეთი დარღვევა. პაციენტებში CLcr -ის მნიშვნელობებით 30-დან 60 მლ/წთ-მდე, C max და t 1/2 დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო AUC-ს მნიშვნელობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. პაციენტებში CL cr -თი < 30 მლ/წთ, C max მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, t 1/2 მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ, ხოლო AUC მაჩვენებლები - დაახლოებით 6-ჯერ. რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის კორექტირება თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ).
ჰემოდიალიზი
8 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ დიალიზის დროს (4 საათის ხანგრძლივობის) ორგანიზმიდან გამოიდევნება ცეფდინირის 63% და მცირდება აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი ( t 1/2 ) 16 (± 3.5) საათიდან 3.2 (± 1.2) საათამდე შეამცირა. პაციენტთა ამ ჯგუფში რეკომენდებულია დოზის კორექცია.
ღვიძლის დაავადება
რადგან ცეფდინირი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა და ექვემდებარება უმნიშვნელო ხარისხის მეტაბოლიზმს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტთა ამ ჯგუფში დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკის გავლენა 300 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეუფასდა 19-დან 91 წლამდე ასაკის 32 პაციენტს. ცეფდინირის სისტემური ზემოქმედება მნიშვნელოვნად იზრდებოდა უფროსი ასაკის პაციენტებში ( N = 16), C max -ის მნიშვნელობა -44%-ით, ხოლო AUC - 86%-ით. ეს ზრდა წარმოიქმნებოდა ცეფდინირის კლირენსის შემცირების შედეგად. განაწილების აშკარა მოცულობაც ასევე მცირდებოდა, მაგრამ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდში (ხანდაზმულები: 2.2 ± 0.6 საათი, ახალგაზრდები: 1.8 ± 0.4 საათი). რადგანაც იყო დადგენილი, რომ ცეფდინირის კლირენსი უფრო დიდი ხარისხითაა დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის ცვლილებებთან, ვიდრე ასაკთან, ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის, თუ კი მათ არ აქვთ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
როდინირი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
როდინირი, Rodinir
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ცეფდინირი, Cefdinir
შემადგენლობა
მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფდინირი 125 მგ ან 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა , ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი “მარწყვი”, არომატიზატორი ნაღები, საქაროზა.
სამკურნალო ფორმა
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
აღწერილობა: ერთგვაროვანი, გრანულირებული კრემისფერ-ყვითელი ფხვნილი მარწყვის არომატით და ნაღების სუნით.
გამოყენების ჩვენებები
როდინირი ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების შესამცირებლად და ცეფდინირის და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ცეფდინირი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, რომლებთანაც დადასტურებულია ან დასაბუთებულად ივარაუდება, რომ გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. პათოგენზე და მისი მგრძნობელობის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა იქნას გათვალისწინებული ანტიბაქტერიული თერაპიის შერჩევის ან შეცვლის დროს. ასეთი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ანტიბაქტერიული თერაპიის შერჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული პათოგენური მიკროორგანიზმების ცირკულაციის ადგილობრივი თავისებურებები და ანტიბაქტერიული რეზისტენტობის განვითარების მოდელები.
ზრდასრულები და მოზარდები
- Haemophilus influenzae-თი გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონია (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β- ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით);
- მწვავე ჰაიმორიტი, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae მიერ ( β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
შენიშვნა : ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ქვემოთ და განყოფილებაში
„მიღების წესი და დოზები“.
- ფარინგიტი/ტონზილიტი, რომელიც გამოწვეულია Streptococcus pyogenes მიერ.
შენიშვნა: ცეფდინირი ეფექტურია პირ-ხახიდან S. pyogenes-ის ერადიკაციის დროს. თუმცა, ცეფდინირის გამოყენება მწვავე რევმატული ცხელების პროფილაქტიკისთვის ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო S. Pyogenes მიერ, შესწავლილი არ არის. რევმატული ცხელების პროფილაქტიკაში ეფექტურობა მხოლოდ ინტრამუსკულურად გამოყენებულმა პენიცილინმა აჩვენა.
- კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus-ისა (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით ) და Streptococcus pyogenes -ის მიერ.
ბავშვები
- მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტი, რიმელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae -ს მიერ ( β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით ), Streptococcus pneumoniae -სა (მხოლოდ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis -ს (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) მიერ;
- ფარინგიტი/ტონზილიტი, რომელიც გამოწვეულია Streptococcus pyogenes მიერ.
შენიშვნა: ცეფდინირი ეფექტურია პირ-ხახიდან S. pyogenes-ის ერადიკაციის დროს. თუმცა, რევმატული ცხელების პროფილაქტიკისთვის ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო S. Pyogenes მიერ, ცეფდინირის გამოყენება შესწავლილი არ არის. რევმატული ცხელების პროფილაქტიკაში ეფექტურობა მხოლოდ ინტრამუსკულურად გამოყენებულმა პენიცილინმა აჩვენა.
- კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus-ისა (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes-ს მიერ.
გამოყენების წესი და დოზირება
ბავშვებში ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა აღწერილია ქვემოთ; ყველა ინფექციისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 14 მგ/კგ, მაქსიმალური დოზამდე 600 მგ დღე-ღამეში. დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება 10 დღის განმავლობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც დღე-ღამეში ორჯერ გამოყენება. კანის ინფექციების დროს დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება არ არის შესწავლილი; ამ მიზეზით ცეფდინირის შინაგანად მისაღები სუსპენზია ამ ინფექციის დროს უნდა მიიღოთ დღე-ღამეში ორჯერ. ცეფდინირის შინაგანად მისაღები სუსპენზიის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
ბავშვები (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩათვლით)
ინფექციის ტიპი
დოზირება
ხანგრძლივობა
მწვავე ბაქტერიული
შუა ოტიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
5-10 დღე
10 დღე
მწვავე ჰაიმორიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
10 დღე
10 დღე
ფარინგიტი/ტონზილიტი
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
ან
14 მგ/კგ ყოველ 24 საათში
5-10 დღე
10 დღე
კანისა და კანისმიერი სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები
7 მგ/კგ ყოველ 12 საათში
10 დღე
პრეპარატ როდინირის რეკომენდებული დოზირების რეჟიმი და მიღების სიხშირე დამოკიდებული ბავშვების სხეულის მასაზე წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
სხეულის მასა
125 მგ/5 მლ
250 მგ/5 მლ
9 კგ
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
5 მლ ყოველ 24 საათში
გამოიყენება 125 მგ/5 მლ კონცენტრაცის მქონე პრეპარატი.
18 კგ
5 მლ ყოველ 12 საათში ან
10 მლ ყოველ 24 საათში
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
5 მლ ყოველ 24 საათში
27 კგ
- 5 მლ ყოველ 12 საათში ან
15 მლ ყოველ 24 საათში
- 75 მლ ყოველ 12 საათში ან
- 5 მლ ყოველ 24 საათში
36 კგ
10 მლ ყოველ 12 საათში ან
20 მლ ყოველ 24 საათში
5 მლ ყოველ 12 საათში ან
10 მლ ყოველ 24 საათში
≥ 43 კგ*
12 მლ ყოველ 12 საათში ან
24 მლ ყოველ 24 საათში
6 მლ ყოველ 12 საათში ან
12 მლ ყოველ 24 საათში
- ≥43 კგ სხეულის მასის ბავშვებმა უნდა მიიღონ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 600 მგ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ზრდასრული პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის < 30 მლ/წთ, ცეფდინირის დოზირება უნდა შეადგენდეს 300 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
კრეატინინის კლირენსი ამბოლატორიულ პაციენტებში რთული გასაზომია. მოზრდილებში კრეატინინის კლირენსის (CCl, მლ/წთ) შესაფასებლად შეიძლება შემდეგი ფორმულის გამოყენება. სანდო შეფასებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის დონე უნდა ასახავდეს თირკმლის ფუნქციის წონასწორულ მდგომარეობა.
მამაკაცები: C cl =:
სხეულის მასა (კგ) x (140 – ასაკი (წლები))
72 x კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში (მგ/ დლ )
ქალები: Ccl = : 0.85 x მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია ზემოთ მოცემული ფორმულის გამოყენებით გამოთვლით
ბავშვებში C cl (მლ /წთ/1.73 მ 2 ) შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ფორმულა:
C cl =:
K x სხეულის სიგრძე ან სიმაღლე (სმ)
კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/ დლ) სისხლის შრატში
,
სადაც K = 0.55-ს, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და 0.45-ს ჩვილებისთვის (1 წლამდე).
ბავშვებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ/1.73 მ2 -ია, ცეფდინირის დოზა უნდა შეადგენდეს 7 მგ/კგ (300 მგ-მდე) დღე-ღამეში ერთხელ.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ორგანიზმიდან ცეფდინირი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე, რეკომენდებული საწყისი დოზირების რეჟიმი შეადგენს 300 მგ ან 7 მგ/კგ დღეგამოშვებით. ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოთ 300 მგ (ან 7 მგ/კგ) დოზა. შემდგომი დოზები (300 მგ ან 7 მგ/კგ) მერე მიიღება დღეგამოშვებით.
ბავშვები
ახალშობილებსა და 6 თვეზე უმცროსი ასაკის ჩვილებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ცეფდინირის გამოყენება ბავშვებში მწვავე ჰაიმრიტის სამკურნალოდ (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩათვლით) დასტურდება ზრდასრულებსა და მოზარდებში ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევების მტკიცებულებებით, რომლებიც ზრდასრულებსა და ბავშვებში მწვავე სინუსიტის პათოფიზიოლოგიისა და ბავშვებში შედარებითი ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მსგავსია.
ხანდაზმული პაციენტები
ეფექტურობა ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში შედარებადია. მიუხედავად იმისა, რომ ცეფდინირი კარგად აიტანებოდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებთან აღინიშნებოდა არასასურველი მოვლენების, მათ შორის დიარეის, უფრო დაბალი სიხშირე. ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ მათ არ აქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა (იხ. ზემოთ).
სუსპენზიის მომზადება
სუსპენზია მზადდება უშუალოდ პირველი გამოყენების წინ. ფხვნილის გასაფხვიერებლად შეანჯღრიეთ პრეპარატ როდინირის ფლაკონი. დაამატეთ ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული ადუღებული წყალი ორ ულუფად (ნიშნულამდე), ყოველ ჯერზე ენერგიულად შეანჯღრიეთ. სრული განზავების უზრუნველსაყოფად, სუსპენზია გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. პრეპარატის ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა ჩამორეცხოთ წყლით. განზავების შემდეგ სუსპენზია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 10 დღისა ოთახის ტემპერატურაზე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ანამნეზში ცეფდინირის, ცეფალოსპორინული კლასის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გაფრთხილებები
ცეფდინირით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანამნეზში ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ ცეფდინირი გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან დადასტურებულია β- ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გვხვდება პენიცილინის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტების 10%-ში. ცეფდინირზე ალერგიული რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ. სერიოზულმა მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება მოითხოვონ ეპინეფრინით მკურნალობა და სხვა გადაუდებელი ზომების მიღება, მათ შორის ჟანგბადით უზრუნველყოფა, სითხეების ინტრავენური შეყვანა, ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, ვაზოპრესორული ამინების ინტრავენური გამოყენება, და სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.
Clostridium difficile- სთან ასოცირებული დიარეა ( CDAD ) აღინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული ნივთიერებების, მათ შორის ცეფდინირის, გამოყენებისას. CDAD- ის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან კოლიტამდე ლეტალური შედეგით. მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, იწვევს რა C. difficile-ს ჭარბ ზრდას.
C. difficile გამოიმუშავებენ A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. C. difficile- ის ჰიპერტოქსინწარმომქმნელი შტამები იწვევენ ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას, ვინაიდან ეს ინფექციები შეიძლება იყვნენ რეზისტენტულნი ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შეიძლება მოითხოვდნენ კოლექტომიას. უნდა იქნას გათვალისწინებული CDAD-ის არსებობის შესაძლებლობა ყველა იმ პაციენტთან, რომლებსაც უვითარდებოდა დიარეა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების შემდეგ. აუცილებელია სამედიცინო ანამნეზის საგულდაგულოდ შეგროვება, ვინაიდან შემოსული იყო შეტყობინებები CDAD-ს განვითარების შესახებ ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი.
CDAD-ზე ეჭვის ან მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაში მიმდინარე ანტიბაქტერიული თერაპია უნდა შეწყდეს. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ნაჩვენები იყოს სითხის შევსება, ელექტროლიტებისა და ამინომჟავების ხსნარების შეყვანა, C. difficile - ს ანტიბაქტერიული მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ცეფდინირის დანიშვნას სავარაუდო ბაქტერიული ინფექციის დაუდასტურებლობის ან დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ან პრეპარატის დანიშვნას პროფილაქტიკური მიზნებით აქვს საეჭვო სარგებელი პაციენტისთვის და ზრდის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების რისკს.
ისევე, როგორც სხვა ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენების დროს, ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების წარმოქმნა და ჭარბი ზრდა. აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარებისას უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები.
ცეფდინირი, ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიმიკრობული საშუალებები (ანტიბიოტიკები), სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომელთა ანამნეზში დაფიქსირებულია კოლიტი.
თირკმლის გარდამავალი ან მუდმივი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), ცეფდინირის საერთო სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს, რადგან რეკომენდებული დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ცეფდინირის მაღალი და ხანგრძლივად შენარჩუნებადი კონცენტრაციები.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ცეფდინირის ჩათვლით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის დროს. ისინი არ არის განკუთვნილი ვირუსული ინფექციების (მაგალითად, გაციების) სამკურნალოდ. ცეფდინირის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ დანიშვნისას პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დასაწყისშივე, მაგრამ პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ზუსტად დანიშნულებისამებრ. პრეპარატის მიღების გამოტოვებამ ან თერაპიის სრული კურსის დაუმთავრებლობამ შეიძლება (1) შეამციროს უშუალოდ მკურნალობის ეფექტურობა და (2) გაზარდოს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების ალბათობა, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს მიმავალში ცეფდინირით ან სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა.
ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს, ხელს უშლიან ცეფდინირის შეწოვას. თუ აუცილებელია ასეთი ანტაციდების გამოყენება ცეფდინირით თერაპიის დროს, ცეფდინირი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე ან მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ რკინას, მათ შორის რკინის შემცველი პოლივიტამინები, ხელს უშლიან ცეფდინირის შეწოვას. თუ ცეფდინირით თერაპიის დროს აუცილებელია რკინის პრეპარატების მიღება, ცეფდინირი უნდა მიიღოთ ასეთი პრეპარატების მიღებამდე ან მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ.
ცეფდინირი შინაგანად მისაღები სუსპენზიის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ ნარევთან ერთად, რომელიც გამდიდრებულია რკინით, ვინაიდან რკინით გამდიდრებული ჩვილ ბავშვთა ფორმულასთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიარეა ანტიბიოტიკებით გამოწვეული გავრცელებული გართულებაა, რომელიც, როგორც წესი, ქრება ანტიბიოტიკის მოხსნის შემდეგ. ზოგჯერ, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სისხლის შემცველი წყლიანი განავალი (კუჭის სპაზმებით და ცხელებით ან მის გარეშე), ანტიბიოტიკის ბოლო დოზის მიღებიდან ორი ან მეტი თვის შემდეგაც კი. ამ შემთხვევაში, პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში, ანუ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებს და მათ მომვლელებს უნდა ახსოვდეთ იმის შესახებ, რომ შინაგანად მისაღები სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 125 მგ/5 მლ შეიცავს 2.972 გ შაქარს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ზე, ხოლო შინაგანად მისაღები სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 250 მგ/5 მლ შეიცავს 2.847 გ შაქარს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ზე.
პრეპარატის მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 5 მგ ნატრიუმის ბენზოატს, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და სკლერების ყვითლად შეღებვა) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის). სისხლში ბილირუბინის დონის მომატებასთან დაკავშირებით, მისი ალბუმინიდან გამოდევნის გამო, ახალშობილებში სიყვითლის მომატების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ბირთვული სიყვითლე ((kernicterus-ი, თავის ტვინის ქსოვილში არაკონიუგირებული ბილირუბინის დეპოზიტები).
შეუთავსებლობა - არ გამოიყენება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველები)
300 მგ ცეფდინირისა და 30 მლ ანტაციდის, რომელიც შეიცავს ალუმინს და მაგნიუმს, ერთდროული მიღება ამცირებს შეწოვის სიჩქარეს (C max ) და ხარისხს ( AUC) დაახლოებით 40%-ით. C max-ის მიღწევის დრო ასევე იზრდება 1 საათით. ცეფდინირით მკურნალობის დროს ანტაციდების გამოყენების აუცილებლობისას ცეფდინირი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.
პრობენეციდი
ისევე, როგოც სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, პრობენეციდი აინჰიბირებს ცეფდინირის თირკმლისმიერი გამოყოფას, რაც იწვევს AUC-ის დაახლოებით 2-ჯერ გაზრდას , პლაზმაში ცეფდინირის მაქსიმალური დონის 54%-ით ზრდას და ნახევარგამოყოფის აშკარა პერიოდის 50%-ით ზრდას.
რკინის პრეპარატები და რკინით გამდიდრებული საკვები პროდუქტები
ცეფდინირის და 60 მგ ელემენტარული რკინის (FeSO4-ის სახით ) შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რკინას, ან 10 მგ ელემენტარული რკინის შემცველი ვიტამინების ერთდროული გამოყენება ამცირებს აბსორბციის ხარისხს შესაბამისად 80%-ით და 31%-ით. ცეფდინირით მკურნალობის დროს რკინის პრეპარატების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ის უნდა მიიღოთ რკინის პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ელემენტარული რკინით გამდიდრებული საკვების (ძირითადად რკინით გამდიდრებული ბურღულეულის საუზმის) მიღების გავლენა ცეფდინირის შეწოვაზე შესწავლილი არ არის.
რკინით გამდიდრებულ საბავშვო ნარევთან (2.2 მგ ელემენტარული რკინა/6 უნცია) ერთდროული მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან მოქმედებას ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე. აქედან გამომდინარე, შინაგანად მისაღები სუსპენზიის გასამზადებელი ცეფდინირი შეიძლება გამოყენებული იქნას რკინით გამდიდრებულ ჩვილის ნარევთან ერთად.
იყო შეტყობინებები განავლის მოწითალო ფერით შეღებვის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები ასევე ღებულობდნენ რკინის შემცველ პრეპარატებს. მოწითალო ფერი არის კუჭ-ნაწლავში ცეფდინირის არააბსორბირებადი კომპლექსის ან მისი დაშლის პროდუქტებისა და რკინის წარმოქმნის შედეგი.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
შარდში კეტონების ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება აღინიშნებოდეს ნიტროპრუსიდის გამოყენებით ჩატარებული ანალიზების დროს, მაგრამ არ აღინიშნება ნიტროფერიციანიდის გამოყენებით ჩატარებული ანალიზების დროს. ცეფდინირის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქცია Clinitest®-ის, ბენედიქტის ხსნარის ან ფელინგის ხსნარის გამოყენებისას. რეკომენდებულია გლუკოზის ანალიზების ჩატარება, რომლებიც დაფუძნებულია ფერმენტული გლუკოზის ოქსიდაზას რეაქციებზე (ისეთები, როგორიცაა Clinistix® ან Tes - Tape® ). ცნობილია, რომ ცეფალოსპორინები ზოგჯერ აინდუცირებენ კუმბსის პირდაპირი ტესტის დადებით შედეგს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული კვლევები ყოველთვის არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს პროგნოზი ადამიანებზე ამ გავლენასთან მიმართებაში, ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დასაბუთებული კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში.
ცეფდინირის გამოყენება ჭინთვებისა და მშობიარობის დროს არ არის შესწავლილი.
ლაქტაცია
600 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცეფდინირი არ ყოფილა აღმოჩენილი დედის რძეში.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის ტარებისა და სხვა პოტენციალურად საშიში საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
არასასურველი რეაქციები
კლინიკური კვლევები
ცეფდინირის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2289 ბავშვი (1783 აშშ-დან, 506 ბავშვი არა აშშ-დან), ცეფდინირის 14 მგ/კგ სადღეღამისო დოზის დანიშვნით. არასასურველი მოვლენების უმეტესობას ჰქონდა მსუბუქი ხარიახის გამოვლინება და თავისით ქრებოდა ცეფდინირის მოხსნის შემდეგ. სიკვდილიანობა ან ხანგრძლივი შრომისუუნარობა, რომლებიც დაკავშირებულია ცეფდინირის გამოყენებასთან, დადგენილი არ ყოფილა. 2289 პაციენტიდან 40-ისთვის (2%) ცეფდინირის მოხსნა არასასურველი მოვლენების განვითარების გამო შეფასდა, როგორც თერაპიასთან შესაძლო, სავარაუდო ან უტყუარი კავშირის მქონე. პრეპარატის მოხსნა უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო დარღვევებთან კუჭ-ნაწლავის მხრიდან, რომლებიც ჩვეულებრივ დიარეით ვლინდება. პაციენტების 0.2%-მა (2289-დან 5-მა) შეწყვიტა მკურნალობა გამონაყარის გამო, რომელიც დაკავშირებულია ცეფდინირის გამოყენებასთან.
მკვლევარებმა აშშ-დან დაადგინეს, რომ შემდეგი არასასურველი რეაქციები შესაძლო ან გარკვეული სახით დაკავშირებულია ცეფდინირის სუსპენზიის მრავალჯერადი გამოყენებით ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (1783 პაციენტი (977 მამრობითი სქესის, 806 მდედრობითი სქესის) რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს) :
ხშირი: დიარეა, გამონაყარი, ღებინება.
არახშირი: კანის კანდიდოზი, ტკივილი მუცელში, ლეიკოპენია† , ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი, კუჭის მოქმედების დარღვევები, დისპეფსია, ჰიპერკინეზია, ასტ დონის მომატება † , მაკულოპაპულური გამონაყარი, გულისრევა.
† ზოგჯერ ლაბორატორიული ცვლილებები აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების სახით.
შენიშვნა : პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს, და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ საკონტროლო პრეპარატს, დიარეისა და გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე უფრო მაღალი იყო ყველაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. დიარეის წარმოქმნის სიხშირე ≤2 წელის ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფდინირს, შეადგენდა 17%-ს (95/557), 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 4%-თან (51/1226) შედარებით. გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე (უპირატესად საფენისმიერი დერმატიტი უმცროსი ასაკის პაციენტებში) შეადგენდა 8%-ს (43/557) ≤ 2 წლის ასაკის პაციენტებში, 1%-თან (8/1226) შედარებით 2 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.
შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მონაცემები, ცეფდინირის მიღებასთან მათი კავშირის მიუხედავად, აღინიშნებოდა აშშ-ში ჩატარებულ კლინიკურ კვლევების მიმდინარეობისას (1783 პაციენტი):
ხშირი: ლიმფოციტოზი, ლიმფოპენია, ტუტე ფოსფატაზას დონეების მომატება, ბიკარბონატის დონის შემცირება*, ეოზინოფილების დონის მომატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება, თრომბოციტების დონის მომატება, პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების (პმნ) დონის მომატება, პმნ-ის დონის შემცირება, შარდში ცილის მომატება.
არახშირი: ფოსფორის დონის მომატება, ფოსფორის დონის შემცირება, შარდის pH-ის დონის მომატება, ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, კალციუმის დონის შემცირება*, ჰემოგლობინის დონის შემცირება, შარდში ლეიკოციტების მომატება, მონოციტოზი , ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება, კალიუმის დონის მომატება*, შარდის ხვედრითი წონის მომატება, შარდის ხვედრითი წონის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება*.
- ამ პარამეტრებისთვის N = 1387.
გამოყენების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება
შემოდიოდა შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების შესახებ, ცეფდინირთან მათი კავშირის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას: შოკი, ანაფილაქსია ლეტალური შედეგების იშვიათი შემთხვევებით, სახისა და ხორხის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, შრატისმიერი დაავადების ტიპის რეაქციები, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, მწვავე ჰეპატიტი, ქოლესტაზი, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ამილაზას დონის მომატება, მწვავე ენტეროკოლიტი, სისხლიანი დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, მელენა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანციტოპენია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰემოლიზური ანემია, მწვავე რესპირატორული უკმარისობა, ასთმის შეტევა, მედიკამენტოზური პნევმონია, ეოზინოფილური პნევმონია, იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია, ცხელება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროპათია, სისხლდენის წარმოქმნისადმი მიდრეკილება, სისხლის შედედების დარღვევა, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა განყოფილებიდან, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავის გაუვალობა, გონების დაკარგვა, ალერგიული ვასკულიტი, ცეფდინირი და დიკლოფენაკის შესაძლო ურთიერთქმედება, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია, უნებლიე მოძრაობები, რაბდომიოლიზი.
არასასურველი რეაქციები ცეფალოსპორინების კლასისთვის
შემოსული იყო შეტყობინებები არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებების შესახებ ზოგადად ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თირკმლის დისფუნქცია, ტოქსიკური ნეფროპათია, ღვიძლის დისფუნქცია, ქოლესტაზის ჩათვლით, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი ანალიზი, ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
ზოგიერთი ცეფალოსპორინის გამოყენებას თან ერთვის კრუნჩხვების განვითარება, კერძოდ, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რომელთათვისაც არ იწარმოება დოზის გადათვლა. თერაპიის ფონზე კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში ანტიბიოტიკის მიღება უნდა მოიხსნას. კლინიკური აუცილებლობის დროს შეიძლება დაინიშნული იქნას კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
ადამიანებში ცეფდინირის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მღრღნელებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის კვლევებში 5600 მგ/კგ ერთჯერადმა პერორალურმა დოზამ არ გამოიწვია არასასურველი რეაქციები. სხვა β- ლაქტამური ანტიბიოტიკებით დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა გულისრევას, ღებინებას, დისკომფორტს ეპიგასტრიუმის არეში, დიარეას და კრუნჩხვებს. ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში ჰემოდიალიზის გამოყენება შესაძლებელია დოზის გადაჭარბებით გამოწვეული მძიმე ტოქსიკური რეაქციების დროს, კერძოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევისის შემთხვევებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალებები. სხვა ბეტა -ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD15 .
მოქმედების მექანიზმი
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინები, ცეფდინირი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. ცეფდინირი სტაბილურია ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა ლაქტამაზას ფერმენტის თანაარსებობისას. ამის შედეგად, მრავალი მიკროორგანიზმი, რომელიც რეზისტენტულია პენიცილინებისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ, მგრძნობიარენი არიან ცეფდინირის მიმართ.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
რეზისტენტობა ცეფედრინის მიმართ ვითარდება უპირატესად β-ლაქტამაზებით ჰიდროლიზის, პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების (პშც) ცვლილებების და ბაქტერიული უჯრედის კედლის გამტარიანობის შემცირების გზით. ცეფდინირი არააქტიურია Enterobacter -spp ., Pseudomonas spp ., Enterococcus spp ., პენიცილინ - რეზისტენტული სტრეპტოკოკებისა და მეთიცილინ -რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმეტესობის მიმართ. H. influenzae- ს β- ლაქტამაზა-უარყოფითი ამპიცილინ-რეზისტენტული ( BLNAR ) შტამები, როგორც წესი, ცეფდინირის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი.
ანტიმიკრობული აქტივობა
ნაჩვენები იყო, რომ ცეფდინირი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობის წინააღმდეგ როგორც in vitro, ასევე in vivo :
- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus ( მხოლოდ მეთიცილინ - მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ - მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pyogenes ;
- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis.
ქვემოთ ნახსენები მონაცემები მიღებული იქნა in vitro , მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ცეფდინირის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია (მიკ ) in vitro შეადგენსს 1 მკგ/მლ ან ნაკლებს შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების (≥ 90%) მიმართ; თუმცა, ცეფდინირის უსაფრთხოება და ეფექტურობა იმ ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმებით, არ ყოფილა დადგენილი კლინიკურ კვლევებში:
- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus epidermidis ( მხოლოდ მეთიცილინ -მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus ჯგუფიდან Viridans;
- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Citrobacter koseri, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის მეთოდები
კლინიკურმა მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორიამ უნდა წარმოადგინოს პერიოდული ანგარიშები, რომლებიც აღწერენ ნოზოკომიური და არასტაციონარულად შეძენილი პათოგენების რეგიონულ/ადგილობრივ მგრძნობელობის პროფილს. ამ ანგარიშებმა უნდა გაუწიონ დახმარება ექიმს მკურნალობისთვის შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატის შერჩევაში.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის მეთოდები განზავებით
ანტიმიკრობული პრეპარატების მიკ-ის დასადგენად გამოიყენება რაოდენობრივი მეთოდები. მიკ-ის მნიშვნელობები საშუალებას იძლევა შეფასდეს მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ. მიკ-ის მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ტესტირების სტანდარტიზებული მეთოდით (ბულიონი და/ან აგარი). მიკ-ის მნიშვნელობები უნდა იქნას ინტერპრეტირებული ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრის დიფუზიური მეთოდები
რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც მოითხოვენ ზონის დიამეტრის გაზომვას, ასევე უზრუნველყოფენ მიკრობების მგრძნობელობის რეპროდუცირებად შეფასებას ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ. ზონის დიამეტრი უნდა განისაზღვროს სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენებით. ამ პროცედურაში მიკრობების მგრძნობელობის დასადგენად გამოიყენება ქაღალდის დისკები, რომლებიც გაჟღენთილია 5 მკგ ცეფდინირით. დისკის გამოყენებით ჩატარებული დიფუზიური მეთოდის შედეგების ინტერპრეტაციის კრიტერიუმები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
მიკროორგანიზმი*
მიკ მნიშვნელობები (მკგ/მლ)
ზონის დიამეტრი
ზრდის არარსებობა (მმ)
S
I
R
S
I
R
Haemophilus influenzae
≤ 1
-
-
≥ 20
-
-
Haemophilus parainfluenzae
≤ 1
-
-
≥ 20
-
-
Moraxella catarrhalis
≤ 1
2
≥ 4
≥ 20
17-19
≤ 1 6
Streptococcus pneumoniae @
≤ 0.5
1
≥ 2
-
-
-
Streptococcus pyogenes
≤ 1
2
≥ 4
≥ 20
≤ 1 6
S – მგრძნობიარე მიკროორგანიზმი; I – შუალედური მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმი; R – რეზისტენტული მიკროორგანიზმი.
- სტრეპტოკოკები, გარდა S. pneumoniae-სა , რომლებიც მგრძნობიარენი არიან პენიცილინის მიმართ (მიკ ≤ 0.12 მკგ/მლ), შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ.
@S. pneumoniae მგრძნობიარენი პელიცილინის მიმართ ( მიკ ≤ 0.06 მკგ/მლ) შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ. S. pneumoniae-ს იზოლატები, რომლებიც ტესტირებულია 1 მკგ ოქსაცილინიან დისკზე, რომლის ზრდის არარსების ზონის ზომა ≥ 20 მმ-ია, მგრძნობიარენი არიან პენიცილინის მიმართ და შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ. ცეფდინირის ტესტირება პენიცილინის მიმართ შუალედური მგრძნობელობის ან რეზისტენტობის მქონე იზოლატებზე არ არის რეკომენდებული. ცეფდინირის სანდო ინტერპრეტაციის კრიტერიუმები არ არსებობს.
სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფედრინის მიმართ შეიძლება განისაზღვროს პენიცილინზე, ცეფოქსიტინზე ან ოქსაცილინზე ტესტირების შედეგების საფუძველზე . სტაფილოკოკები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ოქსაცილინის ( ცეფოქსიტინის ) მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს ცეფდინირის მიმართ მგრძნობიარედ.
ტერმინი „მგრძნობიარე მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკრობული პრეპარატი, სავარაუდოდ, აინჰიბირებს მიკროორგანიზმის ზრდას, თუ მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში მიაღწევს მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირებისთვის საჭირო დონეს. ტერმინი „შუალედურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ შედეგი უნდა ჩაითვალოს საეჭვოდ, და, თუ მიკროორგანიზმი სრულად არ არის მგრძნობიარე ალტერნატიული, კლინიკურად მისაღები პრეპარატების მიმართ, ტესტი უნდა განმეორდეს. ეს კატეგორია გულისხმობს პრეპარატის კლინიკური გამოყენების შესაძლებლობას ორგანიზმის იმ ადგილებში, სადაც პრეპარატი ფიზიოლოგიურად კონცენტრირდება ან იმ სიტუაციებში, როდესაც შესაძლებელია პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენება. ეს კატეგორია ასევე უზრუნველყოფს ბუფერულ ზონას, რომელიც ხელს უშლის მნიშვნელოვანი განსხვავებების წარმოქმნას შედეგების ინტერპრეტაციაში, რომლებიც გამოწვეულია უმნიშვნელო არაკონტროლირებადი ტექნიკური ფაქტორებით. ტერმინი „რეზისტენტული მიკროორგანიზმი“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკრობული პრეპარატი, სავარაუდოდ, არ თრგუნავს პათოგენის ზრდას, თუ მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში აღწევს ჩვეულებრივ მიღწევად კონცენტრაციას; უნდა შეირჩეს სხვა ანტიმიკრობული თერაპია.
ხარისხის კონტროლი
გრძნობელობის განსაზღვრის სტანდარტული პროცედურები მოითხოვენ ლაბორატორიულ კონტროლის გამოყენებას, რათა მონიტორინგი გაუწიოს და უზრუნველყოს ტესტებში გამოყენებული სახარჯი მასალებისა და რეაგენტების, ასევე ანალიზის ჩამტარებელი პერსონალის მიერ გამოყენებული მეთოდების სიზუსტე. ცეფდინირის სტანდარტული ფხვნილი უნდა უზრუნველყოფდეს მიკ-ის საჭირო დიაპაზონს, ხოლო 5 მკგ-იანი დისკის გამოყენებით ჩატარებული დიფუზიური მეთოდი უნდა გვაძლევდეს შესაბამისი კრიტერიუმების მიღწევის საშუალებას (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
მიკროორგანიზმის შტამები
მიკ მნიშვნელობები (მკგ/მლ)
ზონის დიამეტრი
ზრდის არარსებობა (მმ)
Escherichia coli ATCC 25922
- 12-0.5
24-28
Haemophilus influenzae ATCC 49766
- 12-0.5
24-31
Staphylococcus aureus ATCC 25923
-
25-32
Staphylococcus aureus ATCC 29213
- 12-0.5
-
Streptococcus pneumoniae ATCC49619
- 03-0.25
26-31
კლინიკური კვლევები
არასტაციონარული ბაქტერიული პნევმონია
შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კონტროლირებად, ორმაგ ბრმა კვლევაში, ზრდასრულებსა და მოზარდებში ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა (მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ) შედარებული იყო ცეფაკლორით თერაპიის ეფექტურობასთან (500 მგ დღე-ღამეში სამჯერ). შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიიდან 6-14 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებულ იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის სავარაუდო მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
ცეფაკლორი
(დღე-ღამეში 3-ჯერ)
შედეგი
კლინიკური განკურნების
მაჩვენებლები
150/187 (80%)
147/186 (79%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები
ზოგადად
177/195 (91%)
184/200 (92%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
S. pneumoniae
31/31 (100%)
35/35 (100%)
H. influenzae
55/65 (85%)
60/72 (83%)
M. catarrhalis
10/10 (100%)
11/11 (100%)
H. parainfluenzae
81/89 (91%)
78/82 (95%)
ზრდასრულებისა და მოზარდების მონაწილეობით ჩატარებულ მეორე კონტროლირებად, ბრმა (მკვლევარებისთვის) კვლევაში, რომელიც ძირითადად ევროპაში ჩატარდა, ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა (მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ) შედარებული იყო ამოქსიცილინით/ კლავულანის მჟავათი (500/125 მგ დღე-ღამეში სამჯერ) თერაპიის ეფექტურობასთან. შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიის დასრულებიდან 6-14 დღის შემდეგ კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის სავარაუდო მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
ამოქსიცილინი/ კლავულანის მჟავა
(დღე-ღამეში 3-ჯერ)
შედეგი
კლინიკური განკურნების
მაჩვენებლები
83/104 (80%)
86/97 (89%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები
ზოგადად
85/96 (89%)
84/90 (93%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
S. pneumoniae
42/44 (95%)
43/44 (98%)
H. influenzae
26/35 (74%)
21/26 (81%)
M. catarrhalis
6/6 (100%)
8/8 (100%)
H. parainfluenzae
11/11 (100%)
12/12 (100%)
სტრეპტოკოკური ფარინგიტი/ტონზილიტი
შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ოთხ კონტროლირებად კვლევაში შედარებული იყო ცეფდინირით თერაპიის ეფექტურობა პენიცილინით 10-დღიანი თერაპიის ეფექტურობასთან ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ორ კვლევაში (ერთი მოზრდილებისა და მოზარდების, მეორე ბავშვების მონაწილეობით) შედარებული იყო ცეფდინირით 10-დღიანი თერაპიის (დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ) ეფექტურობა პენიცილინის (250 მგ ან 10 მგ/კგ დღე-ღამეში ერთხელ) ეფექტურობასთან. შეფასების მკაცრი კტიტერიუმებისა და თერაპიიდან 5-10 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
კვლევა
ეფექტურობის პარამეტრი
ცეფდინირი
(დღე-ღამეში ერთხელ)
ცეფდინირი
(დღე-ღამეში 2-ჯერ)
პენიცილინი
(დღე-ღამეში ერთხელ)
შედეგი
ზრდასრულები და მოზარდები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
192/210
(91%)
199/217
(92%)
181/217
(83%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატი
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
199/210
(95%)
209/217
(96%)
193/217
(89%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატი
ბავშვები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
215/228
(94%)
214/227
(94%)
159/227
(70%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატ
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
222/228
(97%)
218/227
(96%)
196/227
(86%)
ცეფდინირი უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტროლო პრეპარატი
ორ კვლევაში (ერთი ზრდასრულებისა და მოზარდების მონაწილეობით, მეორე ბავშვების მონაწილეობით) შედარებული იყო ცეფდინირით 5-დღიანი თერაპიის (დღე-ღამეში ორჯერ) ეფექტურობა 10-დღიან პენიცილინით თერაპიასთან (250 მგ ან 10 მგ/კგ დღე-ღამეში ერთხელ). შეფასების მკაცრი კრიტერიუმებისა და თერაპიიდან 4-10 დღის შემდეგ მიკრობიოლოგიური/კლინიკური პასუხის გამოყენებით მიღებული იქნა შემდეგი კლინიკური განკურნების მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ერადიკაციის მაჩვენებლები და სტატისტიკური შედეგები (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
კვლევა
ეფექტურობის პარამეტრი
ცეფდინირი
(დღეში 2-ჯერ)
პენიცილინი
(დღეში ერთხელ)
შედეგი
ზრდასრულები და მოზარდები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
193/218 (89%)
176/214 (82%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
194/218 (89%)
181/214 (85%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
ბავშვები
S. pyogenes-ის ერადიკაციის მაჩვენებლები
176/196 (90%)
135/193 (70%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
კლინიკური განკურნების მაჩვენებლები
179/196 (91%)
173/193 (90%)
ცეფდინირი კონტროლის ეკვივალენტურია
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ბიოშეღწევადობა შინაგანად მიღების დროს
ცეფდინირის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში აღინიშნება შინაგანად მიღებიდან (კაფსულები, სუსპენზია) 2-4 საათის შემდეგ. ცეფდინირის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად, მაგრამ ზრდა ნაკლებად პროპორციულია დოზის დიაპაზონში 300 მგ-დან (7 მგ/კგ) 600 მგ-მდე (14 მგ/კგ). ჯანმრთელი ზრდასრული მოხალისეების მიერ სუსპენზიის მიღების შემდეგ, ცეფდინირის ბიოშეღწევადობა შეადგენს 120%-ს კაფსულების სახით მიღებასთან შედარებით. ცეფდინირის გამოთვლითი ბიოშეღწევადობა შეადგენს 21%-ს 300 მგ დოზიანი კაფსულების მიღების შემდეგ და 16%-ს 600 მგ-იანი დოზის კაფსულების მიღების შემდეგ. ცეფდინირის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა სუსპენზიის მიღების შემდეგ შეადგენს 25%. დადგენილი იყო, რომ ცეფდინირის პერორალური სუსპენზია 250 მგ/5 მლ კონცენტრაციით ბიოექვივალენტურია 125 მგ/5 მლ-ისა ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში უზმოზე მიღებისას.
საკვების გავლენა
ზრდასრულებში, რომლებიც ცეფდინირის კაფსულებს ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად იღებდნენ, ცეფდინირის მაქსიმალური კონცენტრაციისა (Cmax ) და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის ( AUC ) მნიშვნელობები მცირდებოდა შესაბამისად 16%-ით და 10%-ით. ზრდასრულებში, რომლებიც 250 მგ/5 მლ-იანი კონცენტრაციის პერორალურ სუსპენზიას ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად იღებდნენ, ცეფდინირის Cmax -სა და AUC მნიშვნელობები მცირდებოდა შესაბამისად 44% და 33%-ით. ეს შემცირება არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, რადგან ბავშვებში პერორალური სუსპენზიის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ჩატარდა საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე. ამრიგად, ცეფდინირის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
კაფსულის ფორმით მიღება
ზრდასრულებში ცეფდინირის 300 მგ და 600 მგ კაფსულების ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაციებისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (± სტანდარტული გადახრა) მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში ზრდასრულების მიერ კაფსულების მიღების შემდეგ
დოზა
C max (მკგ/მლ)
t max (სთ)
AUC ( მკგ∙სთ /მლ)
300 მგ
- 60 (0.55)
- 9 (0.89)
- 05 (2.17)
600 მგ
- 87 (1.01)
- 0 (0.66)
- 1 (3.87)
მიღება სუსპენზიის სახით
ცეფდინირის კონცენტრაციებისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე) 7 მგ/კგ და 14 მგ/კგ ცეფდინირის ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ბავშვებში სუსპენზიის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (± სტანდარტული გადახრა ) მნიშვნელობები
დოზა
C max (მკგ/მლ)
t max (სთ)
AUC ( მკგ∙სთ /მლ)
7 მგ/კგ
- 30 (0.65)
- 2 (0.6)
- 31 (2.50)
14 მგ/კგ
- 86 (0.62)
- 8 (0.4)
- 4 (2.64)
პრეპარატის მრავალჯერადი მიღება
ცეფდინირი არ გროვდება სისხლის პლაზმაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის პაციენტების მიერ მისი დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.
განაწილება
ცეფდინირის განაწილების საშუალო მოცულობა (Vd area) ზრდასრულებში შეადგენს 0.35 ლ/კგ (± 0.29); ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე) ცეფდინირის Vd area შეადგენს 0.67 ლ/კგ (± 0.38). ცეფდინირი 60-70%-ით უკავშირდება ზრდასრულებისა და ბავშვების პლაზმის ცილებს; შეკავშირება არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
კანის ბუშტუკები
300 მგ და 600 მგ დოზების მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ ზრდასრულ პაციენტებში კანის ბუშტუკის სითხეში ცეფდინირის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის მედიანა (დიაპაზონი) შეადგენდა 0.65 (0.33-1.1) მკგ/მლ და 1.1 (0.49-1.9) მკგ/მლ შესაბამისად. კანის ბუშტუკის სითხეში C max და AUC ( 0-∞) საშუალო (±სგ) მნიშვნელობები შეადგენდა სისხლის პლაზმაში არსებული შესაბამისი მნიშვნელობების 48%-ს (±13) და 91%-ს (±18).
სასის ნუშურების ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ გეგმიური ტონზილექტომია, ცეფდინირის კონცენტრაციის მედიანა სასის ნუშურების ქსოვილში 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზების მიღებიდან 4 საათის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად 0.25 (0.22-0.46) მკგ/გ და 0.36 (0.22-0.80) მკგ/გ. საშუალო კონცენტრაციები სასის ნუშურების ქსოვილში შეადგენდა სისხლის პლაზმის შესაბამისი კონცენტრაციების 24%-ს (±8).
პარანაზალური წიაღების ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ დაგეგმილი ოპერაცია ზედა ყბის წიაღებზე და ეთმოიდურ (ცხავის) ძვალზე, ცეფდინირის კონცენტრაცია შუა წიაღის ქსოვილში პრეპარატის 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზების მიღებიდან 4 საათის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად <0.12 (<0.12-0.46) მკგ/გ და 0.21 (<0.12-2.0) მკგ/გ. პარანასალური წიაღების ქსოვილში საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციების 16%-ს (±20).
ფილტვის ქსოვილი
ზრდასრულ პაციენტებში, დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპიის ჩატარების შემდეგ, ცეფდინირის კონცენტრაციების მედიანა ბრონქების ლორწოვან გარსში 300 მგ და 600 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, შეადგენდა 0.78 (< 0.06-1.33) მკგ/მლ და 1.14 (< 0.06-1.92) მკგ/მლ შესაბამისად, რაც შეადგენს სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციის 31%-ს (± 18). ეპითელიუმის ამომფენ სითხეში კონცენტრაციის მედიანამ შეადგინა 0.29 (< 0.3-4.73) მკგ/მლ და 0.49 (< 0.3-0.59) მკგ/მლ, რაც შესაბამისი პლაზმური კონცენტრაციის 35%-ს (± 83) შეადგენს.
შუა ყურის სითხე
მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტის მქონე 14 ბავშვთან ცეფდინირის კონცენტრაციის მედიანა შუა ყურის სითხეში 7 მგ/კგ და 14 მგ/კგ დოზით ერთჯერადი შეყვანიდან 3 საათის შემდეგ, შეადგინა 0.21 (< 0.09-0.94) მკგ/მლ და 0.72 (0.14-1.42) მკგ/მლ შესაბამისად. შუა ყურის სითხეში საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა სისხლის პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციების 15% (± 15).
ცერებროსპინალური სითხე
არ არსებობს მონაცემები ცეფდინირის ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევის შესახებ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ცეფდინირი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო რაოდენობით. ცეფდინირი გამოიყოფა უპირატესად თირკმლის ექსკრეცის მეშვეობით პლაზმის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდით ( t 1/2 ) 1.7 (± 0.6) საათი. ჯანმრთელ მოხალისეებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით თირკმლის კლირენსის მნიშვნელობა შეადგენს 2.0 (± 1.0) მლ/წთ/კგ-ს, ხოლო აშკარა კლირენსი პერორალური გამოყენებისას შეადგენს 11.6 (± 6.0) და 15.5 (± 5.4) მლ/წთ/კგ-ს შესაბამისად 300 მგ და 600 მგ დოზების მიღების შემდეგ. დოზის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი შარდში უცვლელი სახით აღმოჩენილი 300 მგ და 600 მგ დოზების შემდეგ შეადგენს შესაბამისად 18.4% (± 6.4) და 11.6% (± 4.6). ცეფდინირის კლირენსი შემცირებულია თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხილეთ ქვემოთ).
ვინაიდან თირკმლის ექსკრეცია წარმოადგენს ელიმინაციის ძირითად გზას, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზა უნდა იქნას დაკორექტირებული.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 21 ზრდასრულ პაციენტთან თირკმლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით. ცეფდინირის ელიმინაციის სიჩქარისა და აშკარა კლირენსის (CL / F ) შემცირება პერორალური მიღებისას და ასევე თირკმლის კლირენსის შემცირება დაახლოებით პროპორციული იყო კრეატინინის კლირენსის ( CLcr ) შემცირებისა. შედეგად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფდინირის პლაზმური კონცენტრაციები იყო უფრო მაღალი და უფრო დიდხანს შენარჩუნდა, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ასეთი დარღვევა. პაციენტებში CLcr -ის მნიშვნელობებით 30-დან 60 მლ/წთ-მდე, C max და t 1/2 დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო AUC-ს მნიშვნელობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. პაციენტებში CL cr -თი < 30 მლ/წთ, C max მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, t 1/2 მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ, ხოლო AUC მაჩვენებლები - დაახლოებით 6-ჯერ. რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის კორექტირება თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ).
ჰემოდიალიზი
8 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ დიალიზის დროს (4 საათის ხანგრძლივობის) ორგანიზმიდან გამოიდევნება ცეფდინირის 63% და მცირდება აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი ( t 1/2 ) 16 (± 3.5) საათიდან 3.2 (± 1.2) საათამდე შეამცირა. პაციენტთა ამ ჯგუფში რეკომენდებულია დოზის კორექცია.
ღვიძლის დაავადება
რადგან ცეფდინირი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა და ექვემდებარება უმნიშვნელო ხარისხის მეტაბოლიზმს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტთა ამ ჯგუფში დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკის გავლენა 300 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეუფასდა 19-დან 91 წლამდე ასაკის 32 პაციენტს. ცეფდინირის სისტემური ზემოქმედება მნიშვნელოვნად იზრდებოდა უფროსი ასაკის პაციენტებში ( N = 16), C max -ის მნიშვნელობა -44%-ით, ხოლო AUC - 86%-ით. ეს ზრდა წარმოიქმნებოდა ცეფდინირის კლირენსის შემცირების შედეგად. განაწილების აშკარა მოცულობაც ასევე მცირდებოდა, მაგრამ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდში (ხანდაზმულები: 2.2 ± 0.6 საათი, ახალგაზრდები: 1.8 ± 0.4 საათი). რადგანაც იყო დადგენილი, რომ ცეფდინირის კლირენსი უფრო დიდი ხარისხითაა დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის ცვლილებებთან, ვიდრე ასაკთან, ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის, თუ კი მათ არ აქვთ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) (იხ. ზემოთ).
სქესი და რასა
კლინიკური ფარმაკოკინეტიკის მეტა-ანალიზის შედეგებმა (N=217) არ გამოავლინა სქესის ან რასის მნიშვნელოვანი გავლენა ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10 დღისა.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 125 მგ/5 მლ ან 250 მგ/5 მლ 60 მლ ან 100 მლ მოცულობით ყვითელ შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი საზომი კოვზით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
სავაჭრო ნიშნისა და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ., თურქეთი
( "WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY).
წარმოებულია
„ფარმავიჟენ სანაი ვე ტიკარეტ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(დავუდფაშა ჯადესი No. 145, ტოპკაპი, სტამბული)
PharmaVision Sanayi ve Ticaret A.Ş., Turkey
(Davutpaşa Caddesi No.145, Topkapı, İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.