ცეფინირი
Cefinir
ცეფინირი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა: შეძენილი პნევმონია: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფდინირი (cefdinir)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Pharmavision San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033990
- რეგისტრირებულია
- 10 დეკემბერი 2021, მოქმედებს 10 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BILIM ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავიტაფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცეფინირი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფინირი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
შეძენილი პნევმონია: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ზედა ყბის მწვავე სინუსიტი: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ანგინა/ტონზილიტი: გამომწვევი Streptococcus pyogenes.
კანის არაგართულებული ინფექციები: გამომწვევი Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება და მკურნალობა მოზრდილებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
ინფექციის ტიპი
დოზირება
ხანგრძლივობა
შეძენილი პნევმონიტი
300 მგ 12 საათში ერთხელ
10 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
5-10 დღე
10 დღე
ზედა ყბის მწვავე სინუსიტის
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
10 დღე
10 დღე
ანგინა/ტონზილიტი
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
5-10 დღე
10 დღე
კანის არაგართულებული ინფექცია
300 მგ 12 საათში ერთხელ
10 დღე
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მგ-ს.
გამოყენება ხანდაზულებში: დოზის კორექია ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის, თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: უფროსი პაციენტებისათვის კრეატინინის კლირესნით < 30 მლ/წთ, დოზა არის 300 მგ დღეში ერთხელ. ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 300 მგ (ან 7 მგ/კგ) ყოველ მეორე დღეს. ჰემოდიალიზის ყოველი კურსის დასრულების შემდეგ, გამოიყენება 300 მგ (ან 7 მგ/კგ). მომდევნო დოზები უნდა იყოს 300 მგ (ან 7 მგ/კგ) ყოველ მეორე დღეს.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები
ცეფდინირით თერაპიის დაწყებამდე, აუცილებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადრე პაციენტს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ცეფდინირი გამოიყენება პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტში, სიფრთხილეა აუცილებელი, ვინაიდან ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა უკვე დასაბუთებულია და შეიძლება განვითარდეს პაციენტების 10%-ში პენიცილინის მიმართ ალერგიით. ცეფდინირის მიმართ ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები საჭიროებენ მკურნალობას ეპინეფრინით ან სხვა გადაუდებელი ზომების მიღებას ინტრავენური სითხეების, ინტრავენური ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, პრესორული ამინების და საჰაერო გზების ჟანგბადით მართვის ჩათვლით.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღინიშნება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას ცეფდინირის ჩათვლით. ამიტომ, მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული საშუალების მიღების შემდეგ აღენიშნება ფაღარათი. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას. ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოსტირების შემდეგ, უნდა დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი შემთხვევები ჩვეულებრივ პასუხობენ მხოლოდ მკურნალობის შეწყვეტას. ზომიერი და მძიმე შემთხვევების დროს, მიზანშეწონილია სითხეებითა და ელექტროლიტებით მკურნალობა, ცილების დამატება და მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, რომლებიც კლინიკურად ეფექტურია Clostridium difficile-ს წინააღმდეგ.
სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. პაციენტებში აუცილებელია სათანადო დაკვირვება. სუპერინფექციის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაფერისი ალტერნატიული მკურნალობა.
ცეფდინირი, სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კოლიტის ანამნეზით.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), აუცილებელია ცეფდინირის დოზის კორექცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას, ცეფდინირი მიიღება ანტაციდების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან გამოყენების მსგავსად, პრობენეციდი აინჰიბირებ ცეფდინირის თირკმლოვან ექსკრეციას.
რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად ცეფდინირის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში, ცეფდინირი მიიღება ასეთი პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის კატეგორია: B
ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
600 მგ ერთჯერადი დოზირების შემდეგ, პრეპარატი დედის რძეში არ გამოვლინდა.
გვერდითი მოვლენები
ცეფდინირის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის ფაღარათი, ვაგინალური კანდიდოზი, გულისრევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ვაგინიტი.
მოულოდნელი გვერდითი მოვლენის განვვითარების შემთხვევაში, მიმართ მკურნალ ექიმს..
ჭარბი დოზა
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწავდომი. სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზირების ტოქსიკური ნიშნები. ჰემოდილიზით შეიძლება ცეფდინირის ორგანიზმიდან გამოყოფა.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ცეფდინირს აქტიური ნივთიერების სახით, და ტიტანის დიოქსიდს საღებავი საშუალების სახით.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
რეგისტრაციის მფლობელი: ბილიმ ფარმასიუტიკალს
სტამბული, თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეფინირის აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ცეფდინირს, რომელიც არის ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ცეფალოსპორინი. ცეფდინირი, მესამე თაობის ცეფალოსპორინი ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევის გზით. პენიცილინისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები მგრძნობიარენი არის ცეფდინირის მიმართ. ცეფდინირი უფრო მეტად უკავშირდება S.Aureus-ის პენიცილინის შემაკავშირებელ ცილას (PBP) 3,2,1 და E.Faecalis-ის პენიცილინის შემაკავშირებელ ცილას (PBP) 2 და 3-ს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ცეფალოსპორინი. ცეფდინირი აინჰიბირებს ნეიტროფილებიდან მიელოპეროქსიდაზას გამოყოფას მედიატორებით ნეიტროფილების სტიმულაციის დროს.
მიკრობიოლოგია
ცნობილია, რომ ცეფდინირი ეფექტურია ქვემოთ მოცემული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ:
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა)
Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ მგრძნობიარე შტამები)
Streptococcus pyogenes
Streptococcus epidermidis (მხოლოდ მეთიცილინ მგრძნობიარე შტამები)
Streptococcus agalactiae
Streptococcus viridians სახეობები
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:
Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით)
Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით)
Moraxells catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით)
Citrobacter diversus
Escherichia coli
Klebsiella pneumonia
Proteus mirabilis
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვაL
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური დოზირებიდან 2-4 საათის შემდეგ. ცეფდინირის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება დოზასთან ერთად, თუმცა აღნიშნული დოზის ზრდის დიაპაზონის პარალელური არ არის. ცეფდინირის აბსოლუტური ბიოამთვისებლობა შეადგენს 21%-ს 300 მგ მიღებისას და 16% ცეფდინირის 600 მგ ტაბლეტების მიღებისას.
მაღალ ცხიმიანი დიეტის შემდეგ ცეფდინირის შეწოვა (Cmax) და რაოდენობა (EAA) შესაბამისად მცირდება 16% და 10%. თუმცა აღნიშნულს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე ცეფდინირის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
ცეფდინირის 300 მგ ტაბლეტის მიღებისას Cmax (მკგ/მლ), tmax (საათი) და EAA (მკგ სთ/მლ) შესაბასმიად იყო 1.60, 2.9 და 7.05, ხოლო ცეფდინირის 600 მგ მიღების შემდეგ შესაბამისად იყო 2.87, 3.0 და 11.1.
მრავალჯერადი დოზირება: ცეფდინირი არ აუკუმულირდება პლაზმაში დღეში ერთხელ და ორჯერ მიღებისას პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით.
განაწილება:
განაწილების საშუალო მოცულობა ბავშვებში არის 0.67 ლ/კგ (±0.29). ცეფდინირი 60-70% უკავშირდება პლაზმის ციებს ბავშვებსა და უფროსებში; შეკავშირება არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
ცეფდინირი შესამჩნევად არ მეტაბოლიზდება. მისი გამოყოფა ხდება თირკმლის ექსკრეციის გზით ნახევრად დაშლის პერიოდით პლაზმაში (t1/2) 1.7 ს±აათი. თირკმლის კლირენსი არის 2.0 (±1.0) მლ/წთ/კგ 300 მგ და 600 მგ ცეფდინირის ტაბლეტის მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. შეუცვლელი სახით შარდში გამოყოფილი რაოდენობა შესაბამისად არის %18.4 (±6.4) და %11.6 (±4.6). ცეფდინირის კლირენსი მცირდება პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით. ვინაიდან თირკმლის ექსკრეცია არის გამოყოფის ძირითადი გზა, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Gგამოყენების ინსტრუქცია
ცეფინირი 300 მგ
აპკით შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ცეფდინირს აქტიური ნივთიერების სახით, და ტიტანის დიოქსიდს საღებავი საშუალების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ჩვენებები:
ცეფინირი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
შეძენილი პნევმონია: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ზედა ყბის მწვავე სინუსიტი: გამოწვევები Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინ-მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით).
ანგინა/ტონზილიტი: გამომწვევი Streptococcus pyogenes.
კანის არაგართულებული ინფექციები: გამომწვევი Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
განსაკუთრებული მითითებანი
ცეფდინირით თერაპიის დაწყებამდე, აუცილებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადრე პაციენტს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ცეფდინირი გამოიყენება პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტში, სიფრთხილეა აუცილებელი, ვინაიდან ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა უკვე დასაბუთებულია და შეიძლება განვითარდეს პაციენტების 10%-ში პენიცილინის მიმართ ალერგიით. ცეფდინირის მიმართ ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები საჭიროებენ მკურნალობას ეპინეფრინით ან სხვა გადაუდებელი ზომების მიღებას ინტრავენური სითხეების, ინტრავენური ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, პრესორული ამინების და საჰაერო გზების ჟანგბადით მართვის ჩათვლით.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღინიშნება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას ცეფდინირის ჩათვლით. ამიტომ, მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული საშუალების მიღების შემდეგ აღენიშნება ფაღარათი. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას. ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოსტირების შემდეგ, უნდა დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი შემთხვევები ჩვეულებრივ პასუხობენ მხოლოდ მკურნალობის შეწყვეტას. ზომიერი და მძიმე შემთხვევების დროს, მიზანშეწონილია სითხეებითა და ელექტროლიტებით მკურნალობა, ცილების დამატება და მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, რომლებიც კლინიკურად ეფექტურია Clostridium difficile-ს წინააღმდეგ.
სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. პაციენტებში აუცილებელია სათანადო დაკვირვება. სუპერინფექციის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაფერისი ალტერნატიული მკურნალობა.
ცეფდინირი, სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კოლიტის ანამნეზით.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), აუცილებელია ცეფდინირის დოზის კორექცია.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილი მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზეგავლენა არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის კატეგორია: B
ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
600 მგ ერთჯერადი დოზირების შემდეგ, პრეპარატი დედის რძეში არ გამოვლინდა.
გვერდითი მოვლენები:
ცეფდინირის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის ფაღარათი, ვაგინალური კანდიდოზი, გულისრევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ვაგინიტი.
მოულოდნელი გვერდითი მოვლენის განვვითარების შემთხვევაში, მიმართ მკურნალ ექიმს..
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას, ცეფდინირი მიიღება ანტაციდების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან გამოყენების მსგავსად, პრობენეციდი აინჰიბირებ ცეფდინირის თირკმლოვან ექსკრეციას.
რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად ცეფდინირის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში, ცეფდინირი მიიღება ასეთი პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება და მკურნალობა მოზრდილებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
ინფექციის ტიპი
დოზირება
ხანგრძლივობა
შეძენილი პნევმონიტი
300 მგ 12 საათში ერთხელ
10 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
5-10 დღე
10 დღე
ზედა ყბის მწვავე სინუსიტის
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
10 დღე
10 დღე
ანგინა/ტონზილიტი
300 მგ 12 საათში ერთხელ
ან
600 მგ დღეში ერთხელ
5-10 დღე
10 დღე
კანის არაგართულებული ინფექცია
300 მგ 12 საათში ერთხელ
10 დღე
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მგ-ს.
გამოყენება ხანდაზულებში: დოზის კორექია ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის, თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: უფროსი პაციენტებისათვის კრეატინინის კლირესნით < 30 მლ/წთ, დოზა არის 300 მგ დღეში ერთხელ. ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 300 მგ (ან 7 მგ/კგ) ყოველ მეორე დღეს. ჰემოდიალიზის ყოველი კურსის დასრულების შემდეგ, გამოიყენება 300 მგ (ან 7 მგ/კგ). მომდევნო დოზები უნდა იყოს 300 მგ (ან 7 მგ/კგ) ყოველ მეორე დღეს.
ჭარბი დოზირება
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწავდომი. სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზირების ტოქსიკური ნიშნები. ჰემოდილიზით შეიძლება ცეფდინირის ორგანიზმიდან გამოყოფა.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
რეგისტრაციის მფლობელი: ბილიმ ფარმასიუტიკალს
სტამბული, თურქეთი
მწარმოებელი: ფარმავიჟნ ილაჩ სან ვე ტიჩ ა.ს.
დავიტპაშა კად. ნომ. 145 34010
ტოპკაპი სტამბული, თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.