რობაქსისალი კომპუესტო 380 მგ/300 მგ ტაბლეტები
Robaxisal compuesto 380 mg/300 mg comprimidos
- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol) + methocarbamol
- ფორმა და შეფუთვა
- 380მგ + 300მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- Faes Farma, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები, კარბამიდის მჟავას ეთერები
- ATC კოდი
- M03BA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046397
- რეგისტრირებულია
- 1 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ოქსიგენი“
რობაქსისალი კომპუესტო 380 მგ/300 მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზებია:
ზრდასრული პაციენტები
რეკომენდებული დოზა არის 2 ტაბლეტი 4-6-ჯერ დღეში, სიმპტომების სიმწვავის შესაბამისად. მაქსიმალური დოზა 24 საათში შეადგენს 12 ტაბლეტს, ხოლო მიღებათა შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები ტკივილისა და კუნთოვანი სპაზმის შესამცირებლად ნაკლებ დოზას საჭიროებენ. რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
ასეთი პაციენტები საჭიროებენ მედიკამენტის მიღებებს შორის ხანგრძლივ ინტერვალს.
მკაცრად შეასრულეთ ექიმის მითითებები (იხ. ნაწილი 2. „რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე“).
თირკმლის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის რეჟიმს: 1 ტაბლეტი 6-8 საათში ერთხელ.
ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში დაუშვებელია 6 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის სიმცირის გამო მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად.
გამყოფი ხაზი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ტაბლეტის გატეხვაში დაგეხმაროთ, თუ მთლიანად გადაყლაპვა გიჭირთ. ტაბლეტები გადაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მკურნალობის კურსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას ტკივილის ან კონტრაქტურის გაჩენის შესაბამისად. მათი გაქრობისთანავე მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის მიღება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
თუ მიგაჩნიათ, რომ რობაქსისალ კომპუესტოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რობაქსისალ კომპუესტო
რობაქსისალ კომპუესტოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს, მიუთითეთ სამკურნალო საშუალება და მიღებული რაოდენობა.
თუ დაგავიწყდათ რობაქსისალ კომპუესტოს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ ის გახსენებისთანავე და დაუბრუნდით მკურნალობის ჩვეულ რეჟიმს. პრეპარატის თითოეული დოზის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით 4-საათიანი შუალედი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რობაქსისალ კომპუესტოს მიღების შეწყვეტა
მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა მეთოკარბამოლის, პარაცეტამოლის ან მედიკამენტის შემადენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).
გაქვთ თავის ტვინის რომელიმე დაავადება.
გადაიტანეთ თავის ტვინის ტრავმა ან იმყოფებოდით კომაში.
გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
გაქვთ კუნთოვანი სისუსტე (ან დაავადება სახელწოდებით მიასთენია გრავის).
სიფრთხილის ზომები
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზებს (იხილეთ ნაწილი 3 რობაქსისალ კომპუესტოს მიღებს წესი. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის მიღება დაუშვებელია პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტთან ერთად (მაგ.: გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები).
რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
ხშირად იღებთ ალკოჰოლს (3 სხვადასხვა სასმელზე მეტი დღეში).
თუ აღგენიშნებათ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ მიიღებთ 2 გ პარაცეტამოლზე მეტს დღეში (მაქს. 6 ტაბლეტი დღეში).
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს დოზა, მედიკამენტის მიღებათა შორის შუალედის გაზრდით და გირჩიოთ არ გადააჭარბოთ მკურნალობის პერიოდს საჭიროზე მეტად.
თუ გაწუხებთ ანემია ან გულის ან ფილტვის დაავადებები.
თუ გაწუხებთ ასთმური მგრძნობელობა ასპირინის მიმართ.
თუ ღებულობთ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს. იხ. ქვემოთ: რობაქსისალ კომპუესტოს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება. მათი ერთდროულად გამოყენების დროს პრეპარატის ეფექტურობა მცირდება, ხოლო პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობა მატულობს, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში.
რობაქსიზალით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სერიოზული დაავადებები, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ არასრულფასოვანი კვება გაქვთ, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ან თუ ასევე იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ამ სიტუაციებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუკლოქსაცილინთან ერთად, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება (სისხლისა და სითხეების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის მძიმე გაძნელებას ღრმა და სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
ანალიზის შედეგებზე ხელშემშლელი ფაქტორები
თუ აპირებთ რაიმე დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.
პარაცეტამოლმა შეიძლება შეცვალოს შარდმჟავას და გლუკოზის ანტილიზური განსაზღვრის მაჩვენებლები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.
მეთოკარბამოლ შესაძლოა ჰქონდეს გავლენა შემდეგ მედიკამენტებზე:
ბარბიტურატები (ეპილეფსიის ან უძილობის საწინააღმდეგო საშუალებები).
მადის დამაქვეითებელი საშუალებები (წონის კორექციისთვის).
ანტიქოლინერგული საშუალებები (სპაზმის მომხსნელი ან ნაწლავების, შარდის ბუშტის ან მოგზაურთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ფსიქოტროპული საშუალებები (შფოთვის, დეპრესიის ან სხვა ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ანესთეტიკები (თუ გარკვეული მიზნით აპირებთ ანესთეზიის გაკეთებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს რომ იღებთ ამ მედიკამენტს).
ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (მიასთენი გრავისის სამკურნალო საშუალებები).
პარაცეტამოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგ მედიკამენტებზე:
პერორალური ანტიკოაგულანტები (თრომბო-ემბოლიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალო საშუალებები).
ანტიბიოტიკები (ქლორამფენიკოლი, ფლუკლოქსაცინი).
კონტრაცეპტივები.
დიურეტიკები (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი საშუალებები).
იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი (ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება)
პროპრანოლოლი (ჰიპერტენზიის, გულის არითმიის სამკურნალო საშუალება)
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
ანტიქოლინერგული საშუალებები (სპაზმის მომხსნელი ან ნაწლავებისა და შარდის ბუშტის სპაზმის შესამსუბუქებელი საშუალება).
ზიდოვუდინი (აივ ინფექიის სამკურნალო საშუალება).
ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი საშუალება).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კნსულტაცია ექიმთან.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა მან მოახდინოს მკურნალობის კურსის კორექცია თქვენი მდგომარეობის შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია რობაქსისალის მიღება ორსულობის დროს. უნდა გამოიყენოთ უმცირესი დოზა ტკივილის გასაყუჩებლად ან სიცხის დასაწევად, და მიღებათა რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური.
მიმრთეთ ექიმს თუ ტკივილი ან სიცხე არ შემცირდა, ან თუ გჭირდებათ პრეპარატის დანიშნულზე უფრო ხშირად გამოყენება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. იგი გირჩევთ შეგიძლიათ, თუ არა ჩვილის ძუძუთი კვების გაგრძელება. მეთოკარბამოლი და/ან მისი მეტაბოლიტები აღმოჩენილ იქნა ძაღლის რძეში, თუმცა უცნობია გადადის თუ არა მეთოკარბამოლი და/ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში.
პარაცეტამოლი, კლინიკურად უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს თქვენზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ღებულობდით ალკოჰოლს ან სხვა მედიკამენტს, რომელიც იწვევს ძილიანობას.
გვერდითი მოვლენები
- რობაქსისალ კომპუესტოს შენახვის პირობები
- გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს რობაქსისალ კომპუესტო და რისთვის გამოიყენება:
რობაქსისალ კომპუესტო წარმოადგენს ანალგეზიური, ანტიპირეტული (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი) საშუალებისა და მიორელაქსანტის კომბინაციას.
რობაქსისალ კომპუესტო ამცირებს ტკივილს და კუნთების შებოჭილობას და გამოიყენება მტკივნეული კუნთოვანი სპაზმის დროს.
მეთოკარბამოლით მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე, რაც საკმარისი იქნება პრეპარატის მოხსნისათვის.
რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: მეთოკარბამოლი და პარაცეტამოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 380 მგ მეთოკარბამოლს და 300 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებებია: სტეარინის მჟავა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, გლიცერინის დისტეარატი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი (მიიღება კარტოფილიდან) და ტალკი.
რობაქსისალ კომპუესტოს გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:
რობაქსისალ კომპუესტო 380 მგ/300 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ-ამობურცული, თეთრი ტაბლეტები, ნაჭდევით ცალ მხარეს. ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერში. შეფუთვაში არის 50 ტაბლეტი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
აუტონომია ეტორბიდეა, 10
48940 ლეხონა (ბისკაია)
ესპანეთი
წარმოებაზე პასუხისმგებელი
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
მაქსიმო აგირე კალეა, 14
48940 ლეხონა (ბისკაია)
ესპანეთი
ან
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
პარკ საიანტიფიკო ი ტექნოლოჯიკო დე ბისკაია
იბაიზაბალ ბიდეა, ედიფიციო 901
48160 დერიო (ბისკაია)
ესპანეთი
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 2025 წლის იანვარი
დეტალური და განახლებული ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
რობაქსისალ კომპუესტო 380 მგ/300 მგ ტაბლეტები
მეთოკარბამოლი/პარაცეტამოლი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთების, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს რობაქსისალ კომპუესტო და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე
- რობაქსისალ კომპუესტოს მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- რობაქსისალ კომპუესტოს შენახვის პირობები
- გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს რობაქსისალ კომპუესტო და რისთვის გამოიყენება:
რობაქსისალ კომპუესტო წარმოადგენს ანალგეზიური, ანტიპირეტული (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი) საშუალებისა და მიორელაქსანტის კომბინაციას.
რობაქსისალ კომპუესტო ამცირებს ტკივილს და კუნთების შებოჭილობას და გამოიყენება მტკივნეული კუნთოვანი სპაზმის დროს.
მეთოკარბამოლით მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე, რაც საკმარისი იქნება პრეპარატის მოხსნისათვის.
რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე
არ მიიღოთ რობაქსისალ კომპუესტო, თუ:
გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა მეთოკარბამოლის, პარაცეტამოლის ან მედიკამენტის შემადენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).
გაქვთ თავის ტვინის რომელიმე დაავადება.
გადაიტანეთ თავის ტვინის ტრავმა ან იმყოფებოდით კომაში.
გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
გაქვთ კუნთოვანი სისუსტე (ან დაავადება სახელწოდებით მიასთენია გრავის).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზებს (იხილეთ ნაწილი 3 რობაქსისალ კომპუესტოს მიღებს წესი. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის მიღება დაუშვებელია პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტთან ერთად (მაგ.: გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები).
რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
ხშირად იღებთ ალკოჰოლს (3 სხვადასხვა სასმელზე მეტი დღეში).
თუ აღგენიშნებათ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ მიიღებთ 2 გ პარაცეტამოლზე მეტს დღეში (მაქს. 6 ტაბლეტი დღეში).
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს დოზა, მედიკამენტის მიღებათა შორის შუალედის გაზრდით და გირჩიოთ არ გადააჭარბოთ მკურნალობის პერიოდს საჭიროზე მეტად.
თუ გაწუხებთ ანემია ან გულის ან ფილტვის დაავადებები.
თუ გაწუხებთ ასთმური მგრძნობელობა ასპირინის მიმართ.
თუ ღებულობთ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს. იხ. ქვემოთ: რობაქსისალ კომპუესტოს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება. მათი ერთდროულად გამოყენების დროს პრეპარატის ეფექტურობა მცირდება, ხოლო პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობა მატულობს, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში.
რობაქსიზალით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სერიოზული დაავადებები, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ არასრულფასოვანი კვება გაქვთ, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ან თუ ასევე იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ამ სიტუაციებში, როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც პარაცეტამოლი მიიღება ფლუკლოქსაცილინთან ერთად, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება (სისხლისა და სითხეების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის მძიმე გაძნელებას ღრმა და სწრაფი სუნთქვით, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.
ანალიზის შედეგებზე ხელშემშლელი ფაქტორები
თუ აპირებთ რაიმე დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.
პარაცეტამოლმა შეიძლება შეცვალოს შარდმჟავას და გლუკოზის ანტილიზური განსაზღვრის მაჩვენებლები.
სხვა მედიკამენტები და რობაქსისალ კომპუესტო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.
მეთოკარბამოლ შესაძლოა ჰქონდეს გავლენა შემდეგ მედიკამენტებზე:
ბარბიტურატები (ეპილეფსიის ან უძილობის საწინააღმდეგო საშუალებები).
მადის დამაქვეითებელი საშუალებები (წონის კორექციისთვის).
ანტიქოლინერგული საშუალებები (სპაზმის მომხსნელი ან ნაწლავების, შარდის ბუშტის ან მოგზაურთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ფსიქოტროპული საშუალებები (შფოთვის, დეპრესიის ან სხვა ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ანესთეტიკები (თუ გარკვეული მიზნით აპირებთ ანესთეზიის გაკეთებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს რომ იღებთ ამ მედიკამენტს).
ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (მიასთენი გრავისის სამკურნალო საშუალებები).
პარაცეტამოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგ მედიკამენტებზე:
პერორალური ანტიკოაგულანტები (თრომბო-ემბოლიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები).
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალო საშუალებები).
ანტიბიოტიკები (ქლორამფენიკოლი, ფლუკლოქსაცინი).
კონტრაცეპტივები.
დიურეტიკები (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი საშუალებები).
იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი (ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება)
პროპრანოლოლი (ჰიპერტენზიის, გულის არითმიის სამკურნალო საშუალება)
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
ანტიქოლინერგული საშუალებები (სპაზმის მომხსნელი ან ნაწლავებისა და შარდის ბუშტის სპაზმის შესამსუბუქებელი საშუალება).
ზიდოვუდინი (აივ ინფექიის სამკურნალო საშუალება).
ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი საშუალება).
არ გამოიყენოთ სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ფლუკლოქსაცილინს სისხლისა და სითხის დარღვევის სერიოზული რისკის გამო (მაღალი ანიონური სხვაობის მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).
საკვების, სასმელებისა და ალკოჰოლის გავლენა რობაქსისალ კომპუესტოზე:
მედიკამენტის მიღების პერიოდში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მეთოკარბამოლის დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პარაცეტამოლის გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც ხშირად ღებულობენ ალკოჰოლს (სამი ან მეტი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი დღეში: ლუდი, ღვინო, ლიქიორი...) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კნსულტაცია ექიმთან.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა მან მოახდინოს მკურნალობის კურსის კორექცია თქვენი მდგომარეობის შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია რობაქსისალის მიღება ორსულობის დროს. უნდა გამოიყენოთ უმცირესი დოზა ტკივილის გასაყუჩებლად ან სიცხის დასაწევად, და მიღებათა რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური.
მიმრთეთ ექიმს თუ ტკივილი ან სიცხე არ შემცირდა, ან თუ გჭირდებათ პრეპარატის დანიშნულზე უფრო ხშირად გამოყენება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. იგი გირჩევთ შეგიძლიათ, თუ არა ჩვილის ძუძუთი კვების გაგრძელება. მეთოკარბამოლი და/ან მისი მეტაბოლიტები აღმოჩენილ იქნა ძაღლის რძეში, თუმცა უცნობია გადადის თუ არა მეთოკარბამოლი და/ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში.
პარაცეტამოლი, კლინიკურად უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება დედის რძეში.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მედიკამენტი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს თქვენზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ღებულობდით ალკოჰოლს ან სხვა მედიკამენტს, რომელიც იწვევს ძილიანობას.
რობაქსისალ კომპუესტოს მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზებია:
ზრდასრული პაციენტები
რეკომენდებული დოზა არის 2 ტაბლეტი 4-6-ჯერ დღეში, სიმპტომების სიმწვავის შესაბამისად. მაქსიმალური დოზა 24 საათში შეადგენს 12 ტაბლეტს, ხოლო მიღებათა შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები ტკივილისა და კუნთოვანი სპაზმის შესამცირებლად ნაკლებ დოზას საჭიროებენ. რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
ასეთი პაციენტები საჭიროებენ მედიკამენტის მიღებებს შორის ხანგრძლივ ინტერვალს.
მკაცრად შეასრულეთ ექიმის მითითებები (იხ. ნაწილი 2. „რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე“).
თირკმლის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის რეჟიმს: 1 ტაბლეტი 6-8 საათში ერთხელ.
ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში დაუშვებელია 6 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის სიმცირის გამო მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად.
გამყოფი ხაზი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ტაბლეტის გატეხვაში დაგეხმაროთ, თუ მთლიანად გადაყლაპვა გიჭირთ. ტაბლეტები გადაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მკურნალობის კურსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას ტკივილის ან კონტრაქტურის გაჩენის შესაბამისად. მათი გაქრობისთანავე მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის მიღება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
თუ მიგაჩნიათ, რომ რობაქსისალ კომპუესტოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რობაქსისალ კომპუესტო
რობაქსისალ კომპუესტოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს, მიუთითეთ სამკურნალო საშუალება და მიღებული რაოდენობა.
თუ დაგავიწყდათ რობაქსისალ კომპუესტოს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ ის გახსენებისთანავე და დაუბრუნდით მკურნალობის ჩვეულ რეჟიმს. პრეპარატის თითოეული დოზის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით 4-საათიანი შუალედი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რობაქსისალ კომპუესტოს მიღების შეწყვეტა
მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად რობაქსისალ კომპუესტოსაც ახასიათებს გვერდით ეფექტები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი რექციების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
ალერგიული რეაქცია, რომელიც იწყება კანის მარტივი გამონაყარიდან ან ჭინჭრის ციებიდან უფრო მძიმე რეაქციებამდე, როგორიცაა ანაფილაქსიური რეაქცია ან ანგიონევროზული შეშუპება (გამონაყარი, ქავილი, კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) ან კანის მძიმე რეაქციები.
სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე), რაც ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს.
ცხელებითა და ტკივილით მიმდინარე ინფექციის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებაზე მიუთითებდეს, რაც აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
კრუნჩხვები ან გონების დაკარგვა (სინკოპე).
შემდეგი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად ( 1000 პაციენტიდან 1 პაციენტში).
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სიცარიელის შეგრძნება.
კონუქტივიტი ცხვირის შეგუბებით.
არტერიული წნევის დაქვეითება, მეტალის გემო, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება.
ცხელება, სისუსტე.
შემდეგი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან იშვიათად ( 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში).
გულისრევა, ღებინება.
ნევროზულობა, შფოთვა, გონების დაბინდვა, კანკალი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, ნისტაგმი (თვალის სწრაფი და უნებლიე მოძრაობა).
სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისცემის სიხშირის შემცირება, კანის სიწითლე (ალები).
ნეფროტოქსიკურობა (შარდის გამუქება).
გაძნელებული სუნთქვა.
აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, მაგრამ არსებული მონაცემების მიხედვით არ არის დადგენილი მათი სიხშირე:
კუნთების კოორდინაციის მსუბუქი დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, უძილობა, მხედველობის გაორება;
გულძმარვა, პირის სიმშრალე, დაღლილობა, დიარეა.
- სერიოზული პრობლემა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული დაავადება და იყენებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ:
გვერდითი ეფექტების, განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შეტყობინება უნდა გააკეთოთ, ისეთი გვერდითი ეფექტების შემთხვევაშიც, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ ესპანეთის მედიკამეტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ფარმაკოკონტროლის სისტემა https://www.notificaRAM.es. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
რობაქსისალ კომპუესტოს შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
4179336219108არ გადააგდოთ მედიკამენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში. განათავსეთ კონტეინერები და გამოუყენებელი პრეპარატები აფთიაქის შესაბამის ადგილას SIGRE . შეფუთვის და არასაჭირო პრეპარატების განადგურების წესის შესახებ ჰკითხეთ ფარმაცევტს. ამ გზით თქვენ დაიცავთ გარემოს დაბინძურებისგან.
გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რობაქსისალ კომპუესტოს 380 მგ/300 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები: მეთოკარბამოლი და პარაცეტამოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 380 მგ მეთოკარბამოლს და 300 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებებია: სტეარინის მჟავა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, გლიცერინის დისტეარატი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი (მიიღება კარტოფილიდან) და ტალკი.
რობაქსისალ კომპუესტოს გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:
რობაქსისალ კომპუესტო 380 მგ/300 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ-ამობურცული, თეთრი ტაბლეტები, ნაჭდევით ცალ მხარეს. ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერში. შეფუთვაში არის 50 ტაბლეტი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
აუტონომია ეტორბიდეა, 10
48940 ლეხონა (ბისკაია)
ესპანეთი
წარმოებაზე პასუხისმგებელი
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
მაქსიმო აგირე კალეა, 14
48940 ლეხონა (ბისკაია)
ესპანეთი
ან
ფაეს ფარმა, ს.ა. (Faes Farma, S.A.)
პარკ საიანტიფიკო ი ტექნოლოჯიკო დე ბისკაია
იბაიზაბალ ბიდეა, ედიფიციო 901
48160 დერიო (ბისკაია)
ესპანეთი
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 2025 წლის იანვარი
დეტალური და განახლებული ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


