პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

რისპერიდონი აკორდი 2მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Risperidon Accord 2mg, filmomhulde tabletten

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ „ანტიფსიქოზურები“. ეს მედიკამენტი გამოიყენება: შიზოფრენიის სამკურნალოდ, რომლის დროსაც პაციენტებს ახასიათებთ არარსებული მოვლენების და ნივთების დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება ან შეუძლიათ დაიჯერონ არარეალური მოვლენები ან თავი იგრძნონ უკიდურესად …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რისპერიდონი (risperidone)
ფორმა და შეფუთვა
2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043694
რეგისტრირებულია
23 ივლისი 2025, მოქმედებს 23 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარისპერიდონი აკორდი 2მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

რისპერიდონი აკორდი 2მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ „ანტიფსიქოზურები“.

ეს მედიკამენტი გამოიყენება:

შიზოფრენიის სამკურნალოდ, რომლის დროსაც პაციენტებს ახასიათებთ არარსებული მოვლენების და ნივთების დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება ან შეუძლიათ დაიჯერონ არარეალური მოვლენები ან თავი იგრძნონ უკიდურესად ეჭვიანად ან დაბნეულად.

მანიის სამკურნალოდ, როდესაც აღინიშება გადამეტებული აღელვება, ეიფორია, მოუსვენრობა, აჟიტირება ან ჰიპერაქტივობა. მანია გვხვდება ბიპოლარული აშლილობის დროს.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მუდმივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობისთვის (6 კვირამდე), რომლებიც საკუთარ თავს ან სხვებს აზიანებენ. წინასწარ უნდა იქნას გამოყენებული სხვა არაწამლისმიერი მკურნალობა.

შემცირებული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებში (5 წლის და უფროსი ასაკის) და ქცევითი პრობლემების მქონე ახალგაზრდებში მუდმივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობა (6 კვირამდე).

ეს სამკურნალო საშუალება დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის სიმპტომების შემსუბუქებაში და სიმპტომების რეციდივის თავიდან აცილებაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

შიზოფრენიის სამკურნალოდ

უფროსებში

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 მგ დღეში, მეორე დღეს შესაძლებელია მისი გაზრდა 4 მგ-მდე დღეში.

შემდეგ ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 4-დან 6 მგ-მდე დღიური დოზირებისას.

ეს საერთო დღიური დოზა შეიძლება გაიყოს დღეში ერთ ან ორ მიღებად. ექიმი გეტყვით, რომელია თქვენთვის საუკეთესო.

ხანდაზმულები

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 0.5 მგ-ით დღეში ორჯერ.

შემდეგ ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს დოზა 1-დან 2 მგ-მდე, დღეში ორჯერ.

ექიმი გეტყვით, რომელია თქვენთვის საუკეთესო დოზა.

მანიის სამკურნალოდ

მოზრდილები

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 2 მგ დოზით დღეში ერთხელ.

შემდეგ ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 1-დან 6 მგ-მდე დღიური დოზით.

ხანდაზმულები

თქვენი საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის 0.5 მგ დღეში ორჯერ.

შემდეგ ექიმს შეუძლია თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა 1-დან 2 მგ-მდე დღეში ორჯერ, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში ხანგრძლივი აგრესიის სამკურნალოდ.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)

როგორც წესი, მკურნალობას დაიწყებთ 0.25 მგ დოზით დღეში ორჯერ.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 0.5 მგ დოზით დღეში ორჯერ. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 1 მგ დღეში ორჯერ.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მანიის სინდრომის სამკურნალოდ ამ მედიკამენტით მკურნალობა არ შეიძლება.

ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ

დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის წონაზე:

ბავშვებში 50 კგ-ზე ნაკლები წონით

საწყისი დოზა, როგორც წესი, 0.25 მგ დღეში ერთხელ.

დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეგამოშვებით, 0.25 მგ-ის ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.25 მგ-დან 0.75 მგ-მდე დღეში ერთხელ.

50 კგ ან მეტი წონის ბავშვებისთვის

საწყისი დოზა, როგორც წესი, 0.5 მგ დღეში ერთხელ.

დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეგამოშვებით, 0.5 მგ-ის ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.5 მგ-დან 1.5 მგ-მდე დღეში ერთხელ.

ქცევითი დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა დაენიშნოთ ეს პრეპარატი ქცევითი დარღვევების გამო.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით

მკურნალობის მიუხედავად, ამ მედიკამენტის ყველა საწყისი და შემდგომი დოზა უნდა განახევრდეს. დოზის გაზრდა ამ პაციენტებში უფრო ნელა უნდა მოხდეს.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტთა ამ ჯგუფში.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

დოზის მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება წყალთან ერთად.

გამყოფი ხაზი საშუალებას გაძლევთ გატეხოთ ტაბლეტი, თუ გიჭირთ მთელი ტაბლეტის ერთდროულად გადაყლაპვა.

თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის ზედმეტი დოზირება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ მედიკამენტის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან დაღლილობა, გქონდეთ უჩვეულო მოძრაობები, გაგიჭირდეთ დგომა და სიარული, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ან გქონდეთ გულისცემის დარღვევა ან კრუნჩხვები.

თუ დაგავიწყდათ ამ მედიკამენტის დოზის მიღება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივი რეჟიმის მიხედვით. თუ ორი ან მეტი დოზა დაგავიწყდათ, მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ერთდროულად ორი დოზა) გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას

არასდროს შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშოს სიმპტომების რეციდივი. თუ ექიმი გადაწყვეტს ამ მედიკამენტის შეწყვეტას, თქვენი დოზა შეიძლება შემცირდეს რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

უკუჩვენებები

თქვენ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე. ამ მედიკამენტში შემავალი ინგრედიენტები ჩამოთვლილია ნაწილში 6.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ეს თქვენ ამ მოვლენებიდან რომელიმე, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მედიკამენტის გამოყენებისას

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:

გაქვთ გულის პრობლემები. მაგალითად, არარეგულარული გულისცემა, მომატებული არტერიული წნევა ან არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებების მიღება. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

თქვენ იცით, რომ გაქვთ ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ინსულტის განვითარების ალბათობა, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება.

თქვენ ოდესმე გქონიათ ენის, პირის ან სახის უნებლიე მოძრაობები.

თქვენ ოდესმე გქონიათ დაავადება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კუნთების შებოჭილობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითება (დარღვევა, რომელსაც ავთვისებიანი ანტიფსიქოზური სინდრომი ეწოდება).

თქვენ გაქვთ პარკინსონის დაავადება ან დემენცია.

თქვენ იცით, რომ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ან არ იყოს სხვა მედიკამენტებით).

თქვენ გაქვთ დიაბეტი.

თქვენ გაქვთ ეპილეფსია.

თქვენ ხართ მამაკაცი და ოდესმე გქონიათ გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია.

თქვენ გაქვთ სხეულის ტემპერატურის რეგულირების პრობლემები ან გადახურება.

თქვენ გაქვთ თირკმლის პრობლემები.

თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

თქვენ გაქვთ სისხლში ჰორმონ პროლაქტინის ანომალიურად მაღალი დონე ან გაქვთ სიმსივნე, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს პროლაქტინზე.

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოდესმე გქონიათ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის შემთხვევა. ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენება ასოცირდება სისხლის კოლტების წარმოქმნასთან.

თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნული მოვლენები თქვენ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ვინაიდან ამ მედიკამენტის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა სისხლში ინფექციებთან საბრძოლველად საჭირო გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების სახიფათოდ დაბალი დონის ძალიან იშვიათი შემთხვევები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების შემოწმება. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება. წონის მნიშვნელოვანმა მატებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს პაციენტის სხეულის წონა.

ვინაიდან ამ პრეპარატის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტი ან არსებული შაქრიანი დიაბეტის გაუარესება, ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა სისხლში შაქრის მაღალი დონის ნიშნებზე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ სისხლში შაქრის დონე. რისპერიდონი აკორდი ხშირად იწვევს სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მატებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ნაყოფიერების პრობლემები ქალებში, ხოლო მკერდის შეშუპება მამაკაცებში (იხილეთ „შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის დონის შემოწმება.

ბროლის დაბინდვის (კატარაქტის) სამკურნალოდ თვალის ოპერაციის დროს, გუგა (თვალის ცენტრში მდებარე პატარა შავი წრე) შესაძლოა სასურველის შესაბამისად არ გაფართოვდეს. პროცედურის დროს შესაძლოა ფერადი გარსი (თვალის ფერადი ნაწილი) ჩამოიწიოს, რამაც შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს. თუ თვალის ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.

დემენციის მქონე ხანდაზმული ადამიანები

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ინსულტის მომატებული რისკი. ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ გაქვთ ინსულტით გამოწვეული დემენცია.

მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა მიმართოთ ექიმს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მომვლელი შეამჩნევს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის უეცარ ცვლილებას, თუ მოულოდნელად აღინიშნება უღონობა ან იგრძნობთ დაბუჟებას სახეში, ხელებში ან ფეხებში, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან თუ ვლინდება მეტყველების დარღვევა, თუნდაც მცირე ხნით. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.

ბავშვები და მოზარდები

ქცევითი აშლილობების მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს აგრესიული ქცევის გამომწვევი სხვა ფაქტორები. თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს დაღლილობა განვითარდება, მიღების დროის შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს ყურადღების უნარი.

მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება განისაზღვროს თქვენი ან თქვენი შვილის წონა. ასევე, მკურნალობის დროს შესაძლებელია მისი რეგულარული შემოწმება.

მცირე კვლევამ, საიდანაც დასკვნების გამოტანა რთულია, აჩვენა სიმაღლეში მატება რისპერიდონის მიმღებ ბავშვებში. თუმცა, მედიკამენთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უცნობია.

სხვა მედიკამენტების მიღება

თუ იღებთ რისპერიდონი აკორდის გარდა სხვა მედიკამენტებს, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს

მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებენ თქვენს ტვინზე, მაგალითად დამამშვიდებლები (ბენზოდიაზეპინები), ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლები (ოპიატურები), ალერგიის მედიკამენტები (ზოგიერთი ანტიჰისტამინურები), რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს მათი სედატიური ეფექტი.

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან გულის ელექტრულ აქტივობას, მაგალითად, მალარიის, გულის რიტმის პრობლემების, ალერგიის (ანტიჰისტამინური) სამკურნალო მედიკამენტები, დეპრესიის გარკვეული მედიკამენტები ან ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო სხვა მედიკამენტები.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ გულისცემის შენელებას.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დაბალ დონეს (მაგ., გარკვეული შარდმდენები [შარდმდენი აბები]).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები. ამ პრეპარატს შეუძლია არტერიული წნევის დაწევა.

პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ლევოდოპა).

მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა მეთილფენიდატი)

შარდმდენი აბები (შარდმდენები), რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების დროს ან თუ გაქვთ სხეულის გარკვეული ნაწილების შეშუპება სითხის დაგროვების გამო (მაგალითად, ფუროსემიდი ან ქლოროთიაზიდი)

ამ პრეპარატმა, დამოუკიდებლად ან ფუროსემიდთან კომბინაციაში, შეიძლება გაზარდოს ინსულტის ან სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ამ პრეპარატის ეფექტურობა:

რიფამპიცინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ).

კარბამაზეპინი, ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ფენობარბიტალი.

თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ამ პრეპარატების მიღებას, შესაძლოა დაგჭირდეთ ამ პრეპარატის სხვა დოზა.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატის ეფექტურობა:

ქინიდინი (გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების დროს).

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

ბეტა-ბლოკატორების სახელით ცნობილი მედიკამენტები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).

ფენოთიაზინები (მაგ., ფსიქოზის სამკურნალოდ ან დამშვიდებისთვის გამოყენებული მედიკამენტები).

ციმეტიდინი, რანიტიდინი (ანტაციდები).

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები).

აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი.

ვერაპამილი, მაღალი არტერიული წნევის და/ან გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი.

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები. თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ამ მედიკამენტების მიღებას, შესაძლოა დაგჭირდეთ ამ მედიკამენტის განსხვავებული დოზა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ეს თქვენ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებით

ამ მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ამ მედიკამენტის მიღების დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მაშინ ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მისი გამოყენება.

ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ ამ მედიკამენტს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე), შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების შებოჭილობა და/ან კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს პატარას განუვითარდება რომელიმე ეს სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში პროლაქტინის სახელით ცნობილი ჰორმონის რაოდენობა და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე (იხილეთ ნაწილი 4).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა და მხედველობის პრობლემები. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

რისპერიდონი აკორდი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

რისპერიდონი აკორდი შეიცავს ლაქტოზას (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით), შაქრის ერთ-ერთ სახეობას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს. 2 მგ და 6 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ საღებავს Sunset Yellow FCF-ს (E110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად ,,უნატრიემოა“.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ შემდეგი არახშირი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში):

გაქვთ დემენცია და შეამჩნევთ ფსიქიკური მდგომარეობის უეცარ ცვლილებას ან სახის, ხელების ან ფეხების უეცარ სისუსტეს ან დაბუჟებას, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან გაურკვეველ მეტყველებას, თუნდაც ხანმოკლე დროით. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.

გვიანი დისკინეზია (კანკალი ან ციმციმი, სახის, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების უკონტროლო მოძრაობები). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ენის, პირის ღრუს და სახის უნებლიე რიტმულ მოძრაობებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ იშვიათ გვერდით ეფექტს (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში):

ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში, სისხლის კოლტების წარმოქმნა (სიმპტომებია ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე), რომლებსაც შეუძლიათ სისხლძარღვების გავლით ფილტვებში მოხვედრა, რაც იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ სიმპტომებიდან ერთს ან მეტს შეამჩნევთ.

თქვენ გაქვთ მაღალი სიცხე, კუნთების რიგიდულონა, ოფლიანობა ან ცნობიერების ცვლილება (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ანტიფსიქოზური სინდრომი). შესაძლოა დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

თუ მამაკაცი ხართ და გაქვთ მუდმივი ან მტკივნეული ერექცია, ამას პრიაპიზმი ეწოდება. შესაძლოა, დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

თქვენ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება ცხელებით, პირის ღრუს, სახის, ტუჩის(ების) ან ენის შეშუპებით, ქოშინით, ქავილით, გამონაყარით და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემით.

გარდა ამისა შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ჩაძინების ან ძილის შენარჩუნების გაძნელება.

პარკინსონიზმი. ეს მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა მოძრაობის შენელება ან შეზღუდვა, კუნთების რიგიდულობის ან დაჭიმულობის შეგრძნება (რაც იწვევს კრუნჩხვებს) და ზოგჯერ მოძრაობის მომენტალურად „გაყინვის“ და შემდეგ ხელახლა დაწყების შეგრძნებაც კი. პარკინსონიზმის სხვა ნიშნებია ნელი, გაუწონასწორებელი სიარული, კანკალი უძრავად დგომისას, ნერწყვიანობა და/ან ნერწყვის გამოყოფის მომატება და სახის გამომეტყველების დაკარგვა.

ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება.

თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):

პნევმონია, ბრონქიტი, გაციების სიმპტომები, ცხვირისა და სინუსების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები, შუა ყურის ინფექციები, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

პროლაქტინის მომატებული დონე, რომელიც სისხლის ანალიზით ვლინდება (ამან შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს სიმპტომები). პროლაქტინის მომატებული დონის სიმპტომები იშვიათია და მამაკაცებში შეიძლება მოიცავდეს მკერდის შეშუპებას, ერექციულ დისფუნქციას, სექსის სურვილის დაქვეითებას ან სხვა სექსუალურ დისფუნქციას. ქალებში შეიძლება მოიცავდეს: დისკომფორტს მკერდში, რძის გამოყოფას, მენსტრუაციის არარსებობას ან ციკლის ან ნაყოფიერების სხვა პრობლემებს.

წონის მატება, მადის მომატება, მადის დაქვეითება

ძილის დარღვევა, გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა

დისტონია: ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუნთები ნელა ან უწყვეტად იკუმშება უნებლიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მოხდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში (და შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური პოზა), დისტონია ხშირად აზიანებს სახის კუნთებს, რაც იწვევს თვალების, პირის ღრუს, ენის ან ყბის პათოლოგიურ მოძრაობებს.

თავბრუსხვევა

დისკინეზია: ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების უნებლიე მოძრაობებით, რაც შეიძლება მოიცავდეს განმეორებად, სპასტიკურ, კრუნჩხვით ან კრთომით მოძრაობებს.

კანკალი (ტრემორი)

მხედველობის დაბინდვა, თვალის ინფექცია ან კონიუნქტივიტი

გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი

ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის შეგუბება

მუცლის ტკივილი, მუცლის დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი

გამონაყარი, კანის გაწითლება

კუნთების სპაზმები, ძვლების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

შარდის შეუკავებლობა (შარდის კონტროლის შეუძლებლობა)

სხეულის, ხელების ან ფეხების შეშუპება, ცხელება, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა და ტკივილები

დაცემა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

სასუნთქი გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ინფექცია, თვალის ინფექცია, ტონზილიტი, ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია, კანის ინფექცია, კანის ერთი ზედაპირით ან სხეულის ერთი ნაწილით შემოფარგლული ინფექცია, ვირუსული ინფექცია, ტკიპებით გამოწვეული კანის ანთება.

ინფექციისგან დამცავი სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების (სისხლის უჯრედების, რომლებიც სისხლდენის შეჩერებას უწყობენ ხელს) შემცირება, ანემია, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლში ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატება.

ალერგიული რეაქცია

დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება, სისხლში შაქრის მაღალი დონე, წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება

წონის დაკლება, მადის დაკარგვა, რაც იწვევს არასრულფასოვან კვებას და სხეულის წონის ზედმეტად დაბალ დონეს

სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე

აღგზნებული განწყობა (მანია), დაბნეულობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ნერვიულობა, კოშმარები

სტიმულებზე რეაქციის არქონა, გონების დაკარგვა, ცნობიერების დაბალი დონე

კონვულსია (კრუნჩხვები), გულის წასვლა

სხეულის ნაწილების მოუსვენრობა, წონასწორობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, ყურადღების დარღვევა, მეტყველების პრობლემები, გემოს დაკარგვა ან გემოს დარღვევა, კანის მგრძნობელობის დაქვეითება ტკივილისა და შეხების მიმართ, ჩხვლეტის, ჟრიალის ან კანის დაბუჟების შეგრძნება.

თვალების მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალის სიმშრალე, ცრემლდენის მომატება, თვალების სიწითლე

თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), ყურებში შუილი, ყურის ტკივილი

წინაგულის ფიბრილაცია (გულის რიტმის დარღვევა), გულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის ელექტრული გამტარობის დარღვევა, გულის ელექტრული გამტარობის დარღვევა, გულის QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შენელება, გულის ელექტრული ჩანაწერის დარღვევა (ელექტროკარდიოგრამა ან ელექტროკარდიოგრამა), გულში ფრიალის ან ცემის შეგრძნება (გულის ფრიალი).

დაბალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა ფეხზე წამოდგომისას (შედეგად, ამ პრეპარატის მიმღებ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე, ან შეიძლება გონება დაკარგოს უეცარი ადგომის ან დაჯდომის შემთხვევაში), ძლიერი წამოწითლება

საკვების შესუნთქვით გამოწვეული პნევმონია, ფილტვებში სისხლის შეგუბება, სასუნთქი გზების შევიწროება, ფილტვების ტკაცუნის ხმა, ხიხინი, ხმის დარღვევები, სუნთქვის პრობლემები

კუჭის ან ნაწლავების ინფექცია, განავლის შეუკავებლობა, ძალიან მაგარი განავალი, ყლაპვის გაძნელება, ჭარბი გაზები ან მეტეორიზმი

ჭინჭრის ციება (ან ჭინჭრის ციება), ქავილი, თმის ცვენა, კანის გასქელება, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის ფერის შეცვლა, აკნე, კანის აქერცვლა, ქავილი (თავის ქალაზე), კანის დაავადებები, კანის დაზიანებები

CPK (კრეატინფოსფოკინაზას) სისხლში მომატებული დონე, ფერმენტი, რომელიც ზოგჯერ გამოიყოფა კუნთების დაშლის დროს

უჩვეულო პოზა, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი

ხშირი შარდვა, შარდვის შეუძლებლობა, ტკივილი შარდვის დროს

ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა

მენსტრუაციის არარსებობა ან სხვა მენსტრუალური ციკლის პრობლემები (ქალებში)

მამაკაცებში მკერდის ზრდა, რძის გამოყოფა მკერდიდან, სექსუალური დისფუნქცია, ტკივილი მკერდში, დისკომფორტი მკერდში, ვაგინალური გამონადენი

სახის, პირის ღრუს, თვალების ან ტუჩების შეშუპება

შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება

სიარულის ცვლილება

წყურვილის შეგრძნება, ცუდად ყოფნა, დისკომფორტი მკერდში, სისუსტე, დისკომფორტი

ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება სისხლში, GGT-ის (ღვიძლის ფერმენტი, რომელსაც გამა-გლუტამილტრანსფერაზა ეწოდება) მომატება სისხლში, ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლში

ტკივილი პროცედურების შემდეგ.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)

ინფექცია

შარდის გამოყოფის მარეგულირებელი ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია

ძილში სიარული

ძილთან დაკავშირებული კვებითი აშლილობა

შარდში შაქარი, სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ცხიმის სახეობა)

მგრძნობელობის დაკარგვა, ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა

ფხიზლად ყოფნისას მოძრაობის უუნარობა ან არარსებობა (კატატონია)

ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები

უკონტროლო დიაბეტით გამოწვეული კომა

თავის კანკალი

გლაუკომა (თვალში წნევის მომატება), თვალის მოძრაობის პრობლემები, ქუთუთოს კიდის ქერქისებრი ფორმა, თვალების ტრიალი

თვალის პრობლემები კატარაქტის ოპერაციის დროს (კატარაქტის ოპერაცია).

თუ იღებთ ან მიიღეთ ეს წამალი, კატარაქტის ოპერაციის დროს შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც ინტრაოპერაციული მოდუნებული ფერადი გარსის სინდრომი (IFIS) ეწოდება. თუ კატარაქტის ოპერაცია გჭირდებათ, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, თუ იღებთ ან მიიღეთ ეს წამალი.

ინფექციისგან დამცავი ლეიკოციტების სახიფათოდ დაბალი დონე.

საშიში ჭარბი წყლის მოხმარება.

არარეგულარული გულისცემა.

ძილის დროს სუნთქვის გაძნელება (ძილის აპნოე), სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა.

პანკრეასის ანთება, ნაწლავის გაუვალობა.

ენის შეშუპება, ტუჩების დახეთქილი ფორმა, წამლით გამოწვეული გამონაყარი.

ქერტლი.

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).

მენსტრუაციის დაგვიანება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან.

სისხლში ინსულინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს) დონის მომატება.

კანის გამაგრება.

სხეულის დაბალი ტემპერატურა, ცივი ხელები და ფეხები.

წამლის შეწყვეტის სიმპტომები.

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში):

უკონტროლო დიაბეტის სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

მძიმე ალერგიული რეაქცია შეშუპებით, რომელიც შეიძლება ასევე მოიცავდეს ყელს, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

ნაწლავის კუნთების მოძრაობის ნაკლებობა, რაც ყაბზობას იწვევს.

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა):

  • მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლით, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის ღრუში, ცხვირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში და მის გარშემო და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა სხვა პრეპარატის, პალიპერიდონის, გამოყენებისას, რომელიც ძალიან ჰგავს ამ პრეპარატს. ამრიგად, ამ პრეპარატის გამოყენებისას ასევე შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტის მოლოდინი: გულისცემის გახშირება ვერტიკალურად დგომისას.

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე

ზოგადად, ბავშვებში გვერდითი მოვლენები, სავარაუდოდ, მსგავსი იქნება მოზრდილებში არსებული გვერდითი მოვლენებისა.

შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნა ბავშვებსა და მოზარდებში (5-დან 17 წლამდე ასაკის), ვიდრე მოზრდილებში: ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება, დაღლილობა (სისუსტე), თავის ტკივილი, მადის მომატება, ღებინება, გაციების სიმპტომები, ცხვირის შეგუბება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, ცხელება, ტრემორი (კანკალი), დიარეა და შარდის შეუკავებლობა (კონტროლის დაკარგვა).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ Nederlands Bijwerkingen Centrum Lareb-ის ვებ-გვერდზე, www.lareb.nl.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა რისპერიდონი.

  • 5 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის (III) ოქსიდი (E 172), გასუფთავებული ტალკი.

1 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი.

2 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი დაისი (E 110), გასუფთავებული ტალკი.

3 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), გასუფთავებული ტალკი.

4 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 132), გასუფთავებული ტალკი.

6 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 110), გასუფთავებული ტალკი.

რისპერიდონი აკორდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

  • 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (აგურისფერი წითელი, მრგვალი)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

1 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (თეთრიდან კრემისფერამდე, კაფსულის ფორმის)

2 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ღია ნარინჯისფერი, კაფსულის ფორმის)

3 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ღია ყვითელი, ოვალური ფორმის, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად და არა თანაბარ დოზებად გასაყოფად)

4 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (მწვანე ფერის, კაფსულის ფორმის)

6 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ყვითელი ფერის, მრგვალი)

20, 28, 30, 50, 60, 90, 100 ცალიანი შეფუთვები

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშულია ბლისტერზე და კოლოფზე. მასზე მითითებულია თვე და წელი. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ნიჟარაში ან კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების სწორი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

რისპერიდონი აკორდი 0.5 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი აკორდი 1 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი აკორდი 2 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი აკორდი 3 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი აკორდი 4 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი აკორდი 6 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

რისპერიდონი

ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ ეს მედიკამენტი სხვებს, რადგან ის შეიძლება საზიანო იყოს სხვებისთვის, მაშინაც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

თუ გამოვლინდება გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, რომელიც აღწერილია ნაწილში 4 ან ან შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს რისპერიდონი აკორდი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია რისპერიდონი აკორდის გამოყენებამდე
  • რისპერიდონი აკორდის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • რისპერიდონი აკორდის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს რისპერიდონი აკორდი და რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ „ანტიფსიქოზურები“.

ეს მედიკამენტი გამოიყენება:

შიზოფრენიის სამკურნალოდ, რომლის დროსაც პაციენტებს ახასიათებთ არარსებული მოვლენების და ნივთების დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება ან შეუძლიათ დაიჯერონ არარეალური მოვლენები ან თავი იგრძნონ უკიდურესად ეჭვიანად ან დაბნეულად.

მანიის სამკურნალოდ, როდესაც აღინიშება გადამეტებული აღელვება, ეიფორია, მოუსვენრობა, აჟიტირება ან ჰიპერაქტივობა. მანია გვხვდება ბიპოლარული აშლილობის დროს.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მუდმივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობისთვის (6 კვირამდე), რომლებიც საკუთარ თავს ან სხვებს აზიანებენ. წინასწარ უნდა იქნას გამოყენებული სხვა არაწამლისმიერი მკურნალობა.

შემცირებული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებში (5 წლის და უფროსი ასაკის) და ქცევითი პრობლემების მქონე ახალგაზრდებში მუდმივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობა (6 კვირამდე).

ეს სამკურნალო საშუალება დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის სიმპტომების შემსუბუქებაში და სიმპტომების რეციდივის თავიდან აცილებაში.

  • ინფორმაცია რისპერიდონი აკორდის გამოყენებამდე

არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება

თქვენ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე. ამ მედიკამენტში შემავალი ინგრედიენტები ჩამოთვლილია ნაწილში 6.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ეს თქვენ ამ მოვლენებიდან რომელიმე, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მედიკამენტის გამოყენებისას

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:

გაქვთ გულის პრობლემები. მაგალითად, არარეგულარული გულისცემა, მომატებული არტერიული წნევა ან არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებების მიღება. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

თქვენ იცით, რომ გაქვთ ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ინსულტის განვითარების ალბათობა, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება.

თქვენ ოდესმე გქონიათ ენის, პირის ან სახის უნებლიე მოძრაობები.

თქვენ ოდესმე გქონიათ დაავადება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კუნთების შებოჭილობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითება (დარღვევა, რომელსაც ავთვისებიანი ანტიფსიქოზური სინდრომი ეწოდება).

თქვენ გაქვთ პარკინსონის დაავადება ან დემენცია.

თქვენ იცით, რომ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ან არ იყოს სხვა მედიკამენტებით).

თქვენ გაქვთ დიაბეტი.

თქვენ გაქვთ ეპილეფსია.

თქვენ ხართ მამაკაცი და ოდესმე გქონიათ გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია.

თქვენ გაქვთ სხეულის ტემპერატურის რეგულირების პრობლემები ან გადახურება.

თქვენ გაქვთ თირკმლის პრობლემები.

თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

თქვენ გაქვთ სისხლში ჰორმონ პროლაქტინის ანომალიურად მაღალი დონე ან გაქვთ სიმსივნე, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს პროლაქტინზე.

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოდესმე გქონიათ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის შემთხვევა. ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენება ასოცირდება სისხლის კოლტების წარმოქმნასთან.

თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნული მოვლენები თქვენ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ვინაიდან ამ მედიკამენტის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა სისხლში ინფექციებთან საბრძოლველად საჭირო გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების სახიფათოდ დაბალი დონის ძალიან იშვიათი შემთხვევები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების შემოწმება. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება. წონის მნიშვნელოვანმა მატებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს პაციენტის სხეულის წონა.

ვინაიდან ამ პრეპარატის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტი ან არსებული შაქრიანი დიაბეტის გაუარესება, ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა სისხლში შაქრის მაღალი დონის ნიშნებზე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ სისხლში შაქრის დონე. რისპერიდონი აკორდი ხშირად იწვევს სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მატებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ნაყოფიერების პრობლემები ქალებში, ხოლო მკერდის შეშუპება მამაკაცებში (იხილეთ „შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის დონის შემოწმება.

ბროლის დაბინდვის (კატარაქტის) სამკურნალოდ თვალის ოპერაციის დროს, გუგა (თვალის ცენტრში მდებარე პატარა შავი წრე) შესაძლოა სასურველის შესაბამისად არ გაფართოვდეს. პროცედურის დროს შესაძლოა ფერადი გარსი (თვალის ფერადი ნაწილი) ჩამოიწიოს, რამაც შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს. თუ თვალის ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.

დემენციის მქონე ხანდაზმული ადამიანები

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ინსულტის მომატებული რისკი. ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ გაქვთ ინსულტით გამოწვეული დემენცია.

მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა მიმართოთ ექიმს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მომვლელი შეამჩნევს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის უეცარ ცვლილებას, თუ მოულოდნელად აღინიშნება უღონობა ან იგრძნობთ დაბუჟებას სახეში, ხელებში ან ფეხებში, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან თუ ვლინდება მეტყველების დარღვევა, თუნდაც მცირე ხნით. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.

ბავშვები და მოზარდები

ქცევითი აშლილობების მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს აგრესიული ქცევის გამომწვევი სხვა ფაქტორები. თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს დაღლილობა განვითარდება, მიღების დროის შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს ყურადღების უნარი.

მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება განისაზღვროს თქვენი ან თქვენი შვილის წონა. ასევე, მკურნალობის დროს შესაძლებელია მისი რეგულარული შემოწმება.

მცირე კვლევამ, საიდანაც დასკვნების გამოტანა რთულია, აჩვენა სიმაღლეში მატება რისპერიდონის მიმღებ ბავშვებში. თუმცა, მედიკამენთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უცნობია.

სხვა მედიკამენტების მიღება

თუ იღებთ რისპერიდონი აკორდის გარდა სხვა მედიკამენტებს, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს

მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებენ თქვენს ტვინზე, მაგალითად დამამშვიდებლები (ბენზოდიაზეპინები), ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლები (ოპიატურები), ალერგიის მედიკამენტები (ზოგიერთი ანტიჰისტამინურები), რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს მათი სედატიური ეფექტი.

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან გულის ელექტრულ აქტივობას, მაგალითად, მალარიის, გულის რიტმის პრობლემების, ალერგიის (ანტიჰისტამინური) სამკურნალო მედიკამენტები, დეპრესიის გარკვეული მედიკამენტები ან ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო სხვა მედიკამენტები.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ გულისცემის შენელებას.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დაბალ დონეს (მაგ., გარკვეული შარდმდენები [შარდმდენი აბები]).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები. ამ პრეპარატს შეუძლია არტერიული წნევის დაწევა.

პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ლევოდოპა).

მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა მეთილფენიდატი)

შარდმდენი აბები (შარდმდენები), რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების დროს ან თუ გაქვთ სხეულის გარკვეული ნაწილების შეშუპება სითხის დაგროვების გამო (მაგალითად, ფუროსემიდი ან ქლოროთიაზიდი)

ამ პრეპარატმა, დამოუკიდებლად ან ფუროსემიდთან კომბინაციაში, შეიძლება გაზარდოს ინსულტის ან სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ამ პრეპარატის ეფექტურობა:

რიფამპიცინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ).

კარბამაზეპინი, ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ფენობარბიტალი.

თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ამ პრეპარატების მიღებას, შესაძლოა დაგჭირდეთ ამ პრეპარატის სხვა დოზა.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატის ეფექტურობა:

ქინიდინი (გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების დროს).

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

ბეტა-ბლოკატორების სახელით ცნობილი მედიკამენტები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).

ფენოთიაზინები (მაგ., ფსიქოზის სამკურნალოდ ან დამშვიდებისთვის გამოყენებული მედიკამენტები).

ციმეტიდინი, რანიტიდინი (ანტაციდები).

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები).

აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი.

ვერაპამილი, მაღალი არტერიული წნევის და/ან გულის რიტმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი.

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები. თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ამ მედიკამენტების მიღებას, შესაძლოა დაგჭირდეთ ამ მედიკამენტის განსხვავებული დოზა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ეს თქვენ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებით

ამ მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ამ მედიკამენტის მიღების დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მაშინ ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მისი გამოყენება.

ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ ამ მედიკამენტს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე), შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების შებოჭილობა და/ან კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს პატარას განუვითარდება რომელიმე ეს სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში პროლაქტინის სახელით ცნობილი ჰორმონის რაოდენობა და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე (იხილეთ ნაწილი 4).

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა და მხედველობის პრობლემები. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

რისპერიდონი აკორდი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

რისპერიდონი აკორდი შეიცავს ლაქტოზას (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით), შაქრის ერთ-ერთ სახეობას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს. 2 მგ და 6 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ საღებავს Sunset Yellow FCF-ს (E110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად ,,უნატრიემოა“.

  • რისპერიდონი აკორდის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

შიზოფრენიის სამკურნალოდ

უფროსებში

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 მგ დღეში, მეორე დღეს შესაძლებელია მისი გაზრდა 4 მგ-მდე დღეში.

შემდეგ ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 4-დან 6 მგ-მდე დღიური დოზირებისას.

ეს საერთო დღიური დოზა შეიძლება გაიყოს დღეში ერთ ან ორ მიღებად. ექიმი გეტყვით, რომელია თქვენთვის საუკეთესო.

ხანდაზმულები

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 0.5 მგ-ით დღეში ორჯერ.

შემდეგ ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს დოზა 1-დან 2 მგ-მდე, დღეში ორჯერ.

ექიმი გეტყვით, რომელია თქვენთვის საუკეთესო დოზა.

მანიის სამკურნალოდ

მოზრდილები

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 2 მგ დოზით დღეში ერთხელ.

შემდეგ ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 1-დან 6 მგ-მდე დღიური დოზით.

ხანდაზმულები

თქვენი საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის 0.5 მგ დღეში ორჯერ.

შემდეგ ექიმს შეუძლია თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა 1-დან 2 მგ-მდე დღეში ორჯერ, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში ხანგრძლივი აგრესიის სამკურნალოდ.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)

როგორც წესი, მკურნალობას დაიწყებთ 0.25 მგ დოზით დღეში ორჯერ.

შემდეგ ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 0.5 მგ დოზით დღეში ორჯერ. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 1 მგ დღეში ორჯერ.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მანიის სინდრომის სამკურნალოდ ამ მედიკამენტით მკურნალობა არ შეიძლება.

ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ

დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის წონაზე:

ბავშვებში 50 კგ-ზე ნაკლები წონით

საწყისი დოზა, როგორც წესი, 0.25 მგ დღეში ერთხელ.

დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეგამოშვებით, 0.25 მგ-ის ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.25 მგ-დან 0.75 მგ-მდე დღეში ერთხელ.

50 კგ ან მეტი წონის ბავშვებისთვის

საწყისი დოზა, როგორც წესი, 0.5 მგ დღეში ერთხელ.

დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეგამოშვებით, 0.5 მგ-ის ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.5 მგ-დან 1.5 მგ-მდე დღეში ერთხელ.

ქცევითი დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა დაენიშნოთ ეს პრეპარატი ქცევითი დარღვევების გამო.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით

მკურნალობის მიუხედავად, ამ მედიკამენტის ყველა საწყისი და შემდგომი დოზა უნდა განახევრდეს. დოზის გაზრდა ამ პაციენტებში უფრო ნელა უნდა მოხდეს.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტთა ამ ჯგუფში.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

დოზის მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება წყალთან ერთად.

გამყოფი ხაზი საშუალებას გაძლევთ გატეხოთ ტაბლეტი, თუ გიჭირთ მთელი ტაბლეტის ერთდროულად გადაყლაპვა.

თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის ზედმეტი დოზირება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ მედიკამენტის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან დაღლილობა, გქონდეთ უჩვეულო მოძრაობები, გაგიჭირდეთ დგომა და სიარული, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ან გქონდეთ გულისცემის დარღვევა ან კრუნჩხვები.

თუ დაგავიწყდათ ამ მედიკამენტის დოზის მიღება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივი რეჟიმის მიხედვით. თუ ორი ან მეტი დოზა დაგავიწყდათ, მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ერთდროულად ორი დოზა) გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას

არასდროს შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშოს სიმპტომების რეციდივი. თუ ექიმი გადაწყვეტს ამ მედიკამენტის შეწყვეტას, თქვენი დოზა შეიძლება შემცირდეს რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ შემდეგი არახშირი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში):

გაქვთ დემენცია და შეამჩნევთ ფსიქიკური მდგომარეობის უეცარ ცვლილებას ან სახის, ხელების ან ფეხების უეცარ სისუსტეს ან დაბუჟებას, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან გაურკვეველ მეტყველებას, თუნდაც ხანმოკლე დროით. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.

გვიანი დისკინეზია (კანკალი ან ციმციმი, სახის, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების უკონტროლო მოძრაობები). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ენის, პირის ღრუს და სახის უნებლიე რიტმულ მოძრაობებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ იშვიათ გვერდით ეფექტს (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში):

ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში, სისხლის კოლტების წარმოქმნა (სიმპტომებია ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე), რომლებსაც შეუძლიათ სისხლძარღვების გავლით ფილტვებში მოხვედრა, რაც იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ სიმპტომებიდან ერთს ან მეტს შეამჩნევთ.

თქვენ გაქვთ მაღალი სიცხე, კუნთების რიგიდულონა, ოფლიანობა ან ცნობიერების ცვლილება (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ანტიფსიქოზური სინდრომი). შესაძლოა დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

თუ მამაკაცი ხართ და გაქვთ მუდმივი ან მტკივნეული ერექცია, ამას პრიაპიზმი ეწოდება. შესაძლოა, დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

თქვენ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება ცხელებით, პირის ღრუს, სახის, ტუჩის(ების) ან ენის შეშუპებით, ქოშინით, ქავილით, გამონაყარით და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემით.

გარდა ამისა შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ჩაძინების ან ძილის შენარჩუნების გაძნელება.

პარკინსონიზმი. ეს მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა მოძრაობის შენელება ან შეზღუდვა, კუნთების რიგიდულობის ან დაჭიმულობის შეგრძნება (რაც იწვევს კრუნჩხვებს) და ზოგჯერ მოძრაობის მომენტალურად „გაყინვის“ და შემდეგ ხელახლა დაწყების შეგრძნებაც კი. პარკინსონიზმის სხვა ნიშნებია ნელი, გაუწონასწორებელი სიარული, კანკალი უძრავად დგომისას, ნერწყვიანობა და/ან ნერწყვის გამოყოფის მომატება და სახის გამომეტყველების დაკარგვა.

ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება.

თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):

პნევმონია, ბრონქიტი, გაციების სიმპტომები, ცხვირისა და სინუსების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები, შუა ყურის ინფექციები, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

პროლაქტინის მომატებული დონე, რომელიც სისხლის ანალიზით ვლინდება (ამან შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს სიმპტომები). პროლაქტინის მომატებული დონის სიმპტომები იშვიათია და მამაკაცებში შეიძლება მოიცავდეს მკერდის შეშუპებას, ერექციულ დისფუნქციას, სექსის სურვილის დაქვეითებას ან სხვა სექსუალურ დისფუნქციას. ქალებში შეიძლება მოიცავდეს: დისკომფორტს მკერდში, რძის გამოყოფას, მენსტრუაციის არარსებობას ან ციკლის ან ნაყოფიერების სხვა პრობლემებს.

წონის მატება, მადის მომატება, მადის დაქვეითება

ძილის დარღვევა, გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა

დისტონია: ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუნთები ნელა ან უწყვეტად იკუმშება უნებლიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მოხდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში (და შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური პოზა), დისტონია ხშირად აზიანებს სახის კუნთებს, რაც იწვევს თვალების, პირის ღრუს, ენის ან ყბის პათოლოგიურ მოძრაობებს.

თავბრუსხვევა

დისკინეზია: ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების უნებლიე მოძრაობებით, რაც შეიძლება მოიცავდეს განმეორებად, სპასტიკურ, კრუნჩხვით ან კრთომით მოძრაობებს.

კანკალი (ტრემორი)

მხედველობის დაბინდვა, თვალის ინფექცია ან კონიუნქტივიტი

გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი

ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის შეგუბება

მუცლის ტკივილი, მუცლის დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი

გამონაყარი, კანის გაწითლება

კუნთების სპაზმები, ძვლების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

შარდის შეუკავებლობა (შარდის კონტროლის შეუძლებლობა)

სხეულის, ხელების ან ფეხების შეშუპება, ცხელება, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა და ტკივილები

დაცემა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

სასუნთქი გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ინფექცია, თვალის ინფექცია, ტონზილიტი, ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია, კანის ინფექცია, კანის ერთი ზედაპირით ან სხეულის ერთი ნაწილით შემოფარგლული ინფექცია, ვირუსული ინფექცია, ტკიპებით გამოწვეული კანის ანთება.

ინფექციისგან დამცავი სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების (სისხლის უჯრედების, რომლებიც სისხლდენის შეჩერებას უწყობენ ხელს) შემცირება, ანემია, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლში ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატება.

ალერგიული რეაქცია

დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება, სისხლში შაქრის მაღალი დონე, წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება

წონის დაკლება, მადის დაკარგვა, რაც იწვევს არასრულფასოვან კვებას და სხეულის წონის ზედმეტად დაბალ დონეს

სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე

აღგზნებული განწყობა (მანია), დაბნეულობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ნერვიულობა, კოშმარები

სტიმულებზე რეაქციის არქონა, გონების დაკარგვა, ცნობიერების დაბალი დონე

კონვულსია (კრუნჩხვები), გულის წასვლა

სხეულის ნაწილების მოუსვენრობა, წონასწორობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, ყურადღების დარღვევა, მეტყველების პრობლემები, გემოს დაკარგვა ან გემოს დარღვევა, კანის მგრძნობელობის დაქვეითება ტკივილისა და შეხების მიმართ, ჩხვლეტის, ჟრიალის ან კანის დაბუჟების შეგრძნება.

თვალების მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალის სიმშრალე, ცრემლდენის მომატება, თვალების სიწითლე

თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), ყურებში შუილი, ყურის ტკივილი

წინაგულის ფიბრილაცია (გულის რიტმის დარღვევა), გულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის ელექტრული გამტარობის დარღვევა, გულის ელექტრული გამტარობის დარღვევა, გულის QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შენელება, გულის ელექტრული ჩანაწერის დარღვევა (ელექტროკარდიოგრამა ან ელექტროკარდიოგრამა), გულში ფრიალის ან ცემის შეგრძნება (გულის ფრიალი).

დაბალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა ფეხზე წამოდგომისას (შედეგად, ამ პრეპარატის მიმღებ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე, ან შეიძლება გონება დაკარგოს უეცარი ადგომის ან დაჯდომის შემთხვევაში), ძლიერი წამოწითლება

საკვების შესუნთქვით გამოწვეული პნევმონია, ფილტვებში სისხლის შეგუბება, სასუნთქი გზების შევიწროება, ფილტვების ტკაცუნის ხმა, ხიხინი, ხმის დარღვევები, სუნთქვის პრობლემები

კუჭის ან ნაწლავების ინფექცია, განავლის შეუკავებლობა, ძალიან მაგარი განავალი, ყლაპვის გაძნელება, ჭარბი გაზები ან მეტეორიზმი

ჭინჭრის ციება (ან ჭინჭრის ციება), ქავილი, თმის ცვენა, კანის გასქელება, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის ფერის შეცვლა, აკნე, კანის აქერცვლა, ქავილი (თავის ქალაზე), კანის დაავადებები, კანის დაზიანებები

CPK (კრეატინფოსფოკინაზას) სისხლში მომატებული დონე, ფერმენტი, რომელიც ზოგჯერ გამოიყოფა კუნთების დაშლის დროს

უჩვეულო პოზა, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი

ხშირი შარდვა, შარდვის შეუძლებლობა, ტკივილი შარდვის დროს

ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა

მენსტრუაციის არარსებობა ან სხვა მენსტრუალური ციკლის პრობლემები (ქალებში)

მამაკაცებში მკერდის ზრდა, რძის გამოყოფა მკერდიდან, სექსუალური დისფუნქცია, ტკივილი მკერდში, დისკომფორტი მკერდში, ვაგინალური გამონადენი

სახის, პირის ღრუს, თვალების ან ტუჩების შეშუპება

შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება

სიარულის ცვლილება

წყურვილის შეგრძნება, ცუდად ყოფნა, დისკომფორტი მკერდში, სისუსტე, დისკომფორტი

ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება სისხლში, GGT-ის (ღვიძლის ფერმენტი, რომელსაც გამა-გლუტამილტრანსფერაზა ეწოდება) მომატება სისხლში, ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლში

ტკივილი პროცედურების შემდეგ.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)

ინფექცია

შარდის გამოყოფის მარეგულირებელი ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია

ძილში სიარული

ძილთან დაკავშირებული კვებითი აშლილობა

შარდში შაქარი, სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ცხიმის სახეობა)

მგრძნობელობის დაკარგვა, ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა

ფხიზლად ყოფნისას მოძრაობის უუნარობა ან არარსებობა (კატატონია)

ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები

უკონტროლო დიაბეტით გამოწვეული კომა

თავის კანკალი

გლაუკომა (თვალში წნევის მომატება), თვალის მოძრაობის პრობლემები, ქუთუთოს კიდის ქერქისებრი ფორმა, თვალების ტრიალი

თვალის პრობლემები კატარაქტის ოპერაციის დროს (კატარაქტის ოპერაცია).

თუ იღებთ ან მიიღეთ ეს წამალი, კატარაქტის ოპერაციის დროს შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც ინტრაოპერაციული მოდუნებული ფერადი გარსის სინდრომი (IFIS) ეწოდება. თუ კატარაქტის ოპერაცია გჭირდებათ, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, თუ იღებთ ან მიიღეთ ეს წამალი.

ინფექციისგან დამცავი ლეიკოციტების სახიფათოდ დაბალი დონე.

საშიში ჭარბი წყლის მოხმარება.

არარეგულარული გულისცემა.

ძილის დროს სუნთქვის გაძნელება (ძილის აპნოე), სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა.

პანკრეასის ანთება, ნაწლავის გაუვალობა.

ენის შეშუპება, ტუჩების დახეთქილი ფორმა, წამლით გამოწვეული გამონაყარი.

ქერტლი.

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).

მენსტრუაციის დაგვიანება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან.

სისხლში ინსულინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს) დონის მომატება.

კანის გამაგრება.

სხეულის დაბალი ტემპერატურა, ცივი ხელები და ფეხები.

წამლის შეწყვეტის სიმპტომები.

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში):

უკონტროლო დიაბეტის სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

მძიმე ალერგიული რეაქცია შეშუპებით, რომელიც შეიძლება ასევე მოიცავდეს ყელს, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

ნაწლავის კუნთების მოძრაობის ნაკლებობა, რაც ყაბზობას იწვევს.

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა):

  • მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლით, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის ღრუში, ცხვირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში და მის გარშემო და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა სხვა პრეპარატის, პალიპერიდონის, გამოყენებისას, რომელიც ძალიან ჰგავს ამ პრეპარატს. ამრიგად, ამ პრეპარატის გამოყენებისას ასევე შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტის მოლოდინი: გულისცემის გახშირება ვერტიკალურად დგომისას.

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე

ზოგადად, ბავშვებში გვერდითი მოვლენები, სავარაუდოდ, მსგავსი იქნება მოზრდილებში არსებული გვერდითი მოვლენებისა.

შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნა ბავშვებსა და მოზარდებში (5-დან 17 წლამდე ასაკის), ვიდრე მოზრდილებში: ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება, დაღლილობა (სისუსტე), თავის ტკივილი, მადის მომატება, ღებინება, გაციების სიმპტომები, ცხვირის შეგუბება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, ცხელება, ტრემორი (კანკალი), დიარეა და შარდის შეუკავებლობა (კონტროლის დაკარგვა).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ Nederlands Bijwerkingen Centrum Lareb-ის ვებ-გვერდზე, www.lareb.nl.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • რისპერიდონი აკორდის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშულია ბლისტერზე და კოლოფზე. მასზე მითითებულია თვე და წელი. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ნიჟარაში ან კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების სწორი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს რისპერიდონი აკორდი

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა რისპერიდონი.

  • 5 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის (III) ოქსიდი (E 172), გასუფთავებული ტალკი.

1 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი.

2 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი დაისი (E 110), გასუფთავებული ტალკი.

3 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), გასუფთავებული ტალკი.

4 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 132), გასუფთავებული ტალკი.

6 მგ ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ რისპერიდონს. ამ პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგო კარმინი (E 110), გასუფთავებული ტალკი.

რისპერიდონი აკორდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

  • 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (აგურისფერი წითელი, მრგვალი)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

1 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (თეთრიდან კრემისფერამდე, კაფსულის ფორმის)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

2 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ღია ნარინჯისფერი, კაფსულის ფორმის)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

3 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ღია ყვითელი, ოვალური ფორმის, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად და არა თანაბარ დოზებად გასაყოფად)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

4 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (მწვანე ფერის, კაფსულის ფორმის)

შეფუთვა შეიცავს 20, 28, 30, 50, 60, 90, 100 და 120 ტაბლეტს

6 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები (ყვითელი ფერის, მრგვალი)

20, 28, 30, 50, 60, 90, 100 ცალიანი შეფუთვები

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Accord Healthcare B.V. /აკორდ ჰელსკეარ ბ.ვ.

ვინთონთლან 200, 3526 KV უტრეხტი, ნიდერლანდები

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

აკორდ ჰელსკეარ პოლსკა სპ.ზ.ო.ო.,

ლუტომირშკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

Accord Healthcare B.V. /აკორდ ჰელსკეარ ბ.ვ.

ვინთონთლან 200, 3526 KV უტრეხტი, ნიდერლანდები

რეგისტრაციის ნომრები:

რისპერიდონი აკორდი 0.5 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100170

რისპერიდონი აკორდი 1 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100172

რისპერიდონი აკორდი 2 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100173

რისპერიდონი აკორდი 3 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100174

რისპერიდონი აკორდი 4 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100175

რისპერიდონი აკორდი 6 მგ, შემოგარსული ტაბლეტები RVG 100176

ეს მედიკამენტი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში <და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია)> შემდეგი სახელწოდებებით:

ქვეყნის სახელწოდება

მედიკამენტის დასახელება

ბელგია

Risperidone Accord Healthcare 0.5/1/2/3/4/6 mg comprimes pellicules / film-coated tablets / film tablets

ესტონეთი

Risperidone Accord /1/2/3/4/ MG Õhukese polümeerikattega tablett

უნგრეთი

Risperidone Accord /1/2/3/ mg filmtabletta

ირლანდია

Risperidone 0.5/1/2/3/4/6 mg Film-coated Tablets

იტალია

Risperidone AHCL /1/2/3/4/ mg compresse rivestite con film

ლატვია

Risperidone Accord /1/2/3/4/6 mg apvalkotās tabletes

მალტა

Risperidone 0.5/1/2/3/4/6 mg Film-coated Tablets

პორტუგალია

Risperidona Accord, 0.5/1/2/3/4/ mg, Comprimido revestido por pelicula

ესპანეთი

Risperidone Accord 0.5/1/2/3/4/6mg comprimidos recubiertos EGF

ნიდერლანდები

Risperidon Accord 0.5/1/2/3/4/6 mg, film-coated tablets

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)

Risperidone 0.5/1/2/3/4/6 mg Film-coated Tablets

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2022 წლის ნოემბერი.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა