პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

რეჰიდრონ ოპტიმი

Rehydron Optim

ურეცეპტოდ(0.75გ + 1.3გ + 1.45გ + 6.75გ)ინსტრუქცია ქართულადფინეთი
რისთვის გამოიყენება

წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
sodium citrate + potassium chloride + sodium chloride + გლუკოზა (glucose)
ფორმა და შეფუთვა
(0.75გ + 1.3გ + 1.45გ + 6.75გ)/10,7გ 10,7გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის არომატით პაკეტი №20
მწარმოებელი
Orion Corporation (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Recipharm Parets, S.L.U.(ესპანეთი)), ფინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, მარილოვანი ხსნარები პერორალური რეჰიდრატაციისათვის
ATC კოდი
A07CA
რეგისტრაციის ნომერი
რ-044568
რეგისტრირებულია
25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Orion Corporation (ფინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარეჰიდრონ ოპტიმი და სხვა წამალი ერთად

რეჰიდრონ ოპტიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები.

პროფილაქტიკური მიზნებით: სითბური და ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს ინტენსიურ ოფლდენას.

მიღების წესი და დოზირება

სუსტი და ზომიერი დეჰიდრატაციის მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია)

რეჰიდრონის ოპტიმის დოზირება უნდა მოხდეს პაციენტის წონისა და დეჰიდრატაციის სტატუსის სიმძიმის მიხედვით. დაკარგული სითხის შესავსებად 50-100 მლ/კგ სხეულის წონის რეჰიდრონი ოპტიმის ხსნარი მიიღება ყოველ 4 საათში. ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეჰიდრონი ოპტიმის მიახლოებითი საჭირო მოცულობისათვის სუსტი და ზომიერი დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების სამკურნალოდ. თუ ფაღარათი გრძელდება ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ რეჰიდრონი ოპტიმის ხსნარის მიღება უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით (იხ. დეჰიდრატაციის პრევენცია [შემანარჩუნებელი თერაპია]).

რეჰიდრონი ოპტიმის მიახლოებითი მოცულობა, რომელიც უნდა მიიღოს პაციენტმა ჩანაცვლებითი თერაპიის სახით

ასაკი

4 თვეზე ნაკლები

4-11 თვე

12-23 თვე

2-4 წელი

5-14 წელი

15 წელზე მეტი

წონა

5 კგ-ზე ნაკლები

5-7,9 კგ

8 -10.9 კგ

11 -15.9 კგ

16 -29.9 კგ

30 კგ-ზე მეტი

მილილიტრები

200-400

400-600

600-800

800 -1,2000

1,200 -2,2000

2,200 -4,000

თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა ან ღებინება, ხსნარი უნდა გაგრილდეს და მიღებულ იქნეს მცირე, განმეორებითი დოზებით. საჭიროების შემთხვევაში პირველად მიღებულ უნდა იქნეს ხსნარის მცირე რაოდენობა (მაგ.: ჩაის კოვზით, შპრიცით ან ჭიქით), შემდეგ დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს ამტანობის მიხედვით. რეჰიდრონი ოპტიმის სწრაფი მიღება უსაფრთხოა, თუმცა შეიძლება განვითარდეს ღებინება დიდი რაოდენობით მიღებისას. ჩანაცვლებითი თერაპიის დროს (პირველი ოთხი საათის განმავლობაში) არ უნდა იქნეს მიღებული საკვები, თუმცა, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს, თუ ბავშვი ითხოვს, პერორალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს. შეიძლება მიღებულ იქნეს სხვა სითხეები რეჰიდრონ ოპტიმთან ერთად. თუმცა, მაღალი შაქრის შემცველობის მქონე სითხეების მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან ჭარბი შაქრის შემცველობა აძლიერებს ფაღარათს.

დეჰიდრატაციის პრევენცია (შემანარჩუნებელი თერაპია)

რეჰიდრონ ოპტიმის დაბალი დოზები გამოიყენება დეჰიდრატაციის პრევენციისათვის და შემანარჩუნებელი თერაპიის სახით რეჰიდრატაციის შემდეგ.

რეჰიდრონი ოპტიმის მიღება უნდა დაიწყოს ფაღარათის დაწყებისთანავე დეჰიდრატაციის პრევენციისათვის. რეჰიდრონი ოპტიმის გამოყენება ჩვეულებრივ აუცილებელია სამი ან ოთხი დღის განმავლობაში და მისი მიღება უნდა შეწყდეს ფაღარათის შეწყვეტისთანავე.

რეჰიდრონი ოპტიმის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე:

ბავშვები (10 კგ-ზე ნაკლები): 50-100 მლ რეჰიდრონი ოპტიმი ყოველი თხევადი განავლის შემდეგ;

ბავშვები და მოზარდები (10 კგ-ზე მეტი): 100-200 მლ რეჰიდრონი ოპტიმი ყოველი თხევადი განავლის შემდეგ.

სხვა სითხეები ან სხვა ასაკისთვის შესაფერისი, ჩვეულებრივი საკვები შეიძლება მიღებულ იქნეს რეჰიდრონ ოპტიმთან ერთად იმ რაოდენობით, რამდენსაც ითხოვს ბავშვი ან მოზრდილი.

მიღების მეთოდი

ერთი საშეტი იხსნება ნახევარ ლიტრ წყალში (იხ. პარაგრაფი 6.6) და ხსნარი მიღებულ უნდა იქნეს პერორალურად. საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება ასევე შესაძლებელია ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია, გონების დაკარგვა, ჰემოდინამიკური შოკი, ნაწლავის ობსტრუქცია, შეუჩერებელი ღებინება, გაუვალობა.

სიფრთხილის ზომები

განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

რეჰიდრონი ოპტიმის ფხვნილი არ უნდა გაიხსნას სხვა სითხეებში, სასმელი წყლის გარდა.

რეჰიდრონი ოპტიმის შემადგენლობის გამო სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტების, ან ნატრიუმის ან კალიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის დროს. ფაღარათმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სითხისა და გლუკოზის ბალანსზე დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის ან სხვა გარკვეული ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში. ამიტომ, ეს პაციენტები შეიძლება საჭიროებდნენ უფრო ფრთხილ მონიტორინგს ჰოსპიტალურ დონეზე, ლაბორატორიულ შეფასებებს და ჰოსპიტალში ჩატარებულ დეჰიდრატაციის თერაპიას, სანამ გრძელდება დიარეა.

რეჰიდრონი ოპტიმი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრიქტურის, ოლიგურიის ან ანურიული ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, ან თუ ნაჩვენებია პარენტერალური რეჰიდრატაციული თერაპია მძიმე გაუწყლოების ან ძლიერი ღებინების დროს.

საჭიროა ექიმთან მიმართვა რეჰიდრონი ოპტიმის გამოყენებისას, თუ:

იცვლება პაციენტის მეტნალური სტატუსი (მაგ.: აღინიშნება გაღიზიანება, აპათია ან ლეთარგია);

პაციენტს უვითარდება 39⁰C-ზე მაღალი ცხელება;

პაციენტს აღენიშნება სისხლი განავალში;

პაციენტს აღენიშნება მუდმივი ღებინება;

დიარეა გრძელდება 2 დღეზე მეტხანს;

პაციენტს აღენიშნება მუცლის ძლიერი ტკივილი.

ქოლერის ან სხვა გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ რეჰიდრონ ოპტიმში არსებული მარილების რაოდენობა შეიძლება არასაკმარისი იყოს ამ დაავადებებით გამოწვეული მარილების ჭარბი დანაკარგების შესავსებად.

პედიატრიული პოპულაცია

მწვავე დიარეამ ჩვილებში შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და ელექტროლიტური დისბალანსი, რაც თავის მხრივ იწვევს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ფაღარათისა და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევა განხილულ უნდა იქნეს ექიმთან, რაც შეიძლება სწრაფად.

დამხმარე ნივთიერებები

მედიკამენტი შეიცავს 0,019 გ კალიუმს ერთ საშეტში (20 მმოლი კალიუმი ლიტრში) (იხ. ასევე პარაგრაფი 2). ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების ან კალიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

ეს მედიკამენტი შეიცავს 6,75 გ გლუკოზას ერთ საშეტში. გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი დარღვევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ეს მედიკამენტი შეიცავს 0,851 გ ნატრიუმს ერთ საშეტში (75 მმოლი ნატრიუმი ერთ ლიტრში). 17 მმოლი (391 მგ) შეადგენს ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული 2 გ ნატრიუმის დღიური რაციონის დაახლოებით 20%-ს და მიიჩნევა “მაღალი” ნატრიუმის შემცველობად

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონაცემები რეჰიდრონ ოპტიმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

სამკურნალო საშუალებების აბსორბცია შეიძლება შეიცვალოს ფაღარათის დროს, რაც ძირითადად ვითარდება იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელთა შეწოვა ხდება წვრილ ან მსხვილ ნაწლავებში ან მათი ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს.

პრეპარატს სუსტი ფუძე პH აქვს, ამიტომ შეუძლია გავლენა იქონიოს სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის პH-ზე.

განსაკუთრებული სიფრთხილე მიღებისას

პრეპარატი მიიღება შიგნით, მის მოსამზადებლად გამოიყენება წყალი.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,5 ლ წყალში. დოზის გადაჭარბების შეთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. დაუშვებელია ხსნარისთვის შაქრის დამატება. საკვების მიღება შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ. ღებინების დროს საჭიროა მოცდა 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ხსნარი მიიღება ნელა, მცირე ულუფებით.

მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (ბავშვებში სხეულის მასის 9%-ზე მეტის დაკარგვა, ანურია) პირველ რიგში უნდა მოხდეს ინტრავენური რეჰიდრატაციული საშუალებების შეყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება.

დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, თუ ელექტროლიტების დამატებით შეყვანის აუცილებლობა ლაბორატორიული გამოკვლევებით არ იქნა დასაბუთებული.

პაციენტები, რომელთაც დეჰიდრატაცია უვითარდებათ თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე, რომელთა დროსაც ირღვევა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ელექტროლიტების ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს მათი ჰოსპიტალიზაციაც.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ახალშობილებში ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ახალშობილებში ფაღარათის და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, ასევე, ნატრიუმის ან კალიუმის შეზღუდულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ფაღარათმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სითხის და გლუკოზის ბალანსზე დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ამიტომ ფაღარათის სიმპტომების არსებობისას, ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო მკაცრ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული მაჩვენებლების განსაზღვრას და ჰოსპიტალურ დეჰიდრატაციულ მკურნალობას სტაციონარის პირობებში.

რეჰიდრონ ოპტიმი სიფრთხილით მიიღება ნაწლავის გაუვალობის დროს, თირკმლის უკმარისობის ოლიგურიისა და ანურიის ფაზაში, პარენტერალური რეჰიდრატაციის შემთხვევებში.

რეჰიდრონი ოპტიმის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას:

  • პაციენტს უძნელდება მეტყველება, ვლინდება ძილიანობა, ადვილად იფიტება და ვერ პასუხობს კითხვებზე;
  • წყდება შარდის გამოყოფა;
  • იცვლება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა (გაღიზიანებადობა, აპათია, ლეთარგია);
  • ცხელება (ტემპერატურა აღემატება 39ჩ-ს);
  • სისხლიანი განავალი;
  • მუდმივი ღებინება;
  • ფაღარათი გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • ფაღარათი უეცრად ქრება, ვლინდება ძლიერი ტკივილები;
  • თუ სახლში მკურნალობა უშედეგო ან შეუძლებელია;
  • ძლიერი ტკივილები მუცლის არეში.

ქოლერის ან სხვა ბაქტერიებით გამოწვეული დიარეის მკურნალობის დროს პრეპარატში მარილების რაოდენობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს დაავადების შედეგად განვითარებული ელექტროლიტების დარღვეული ბალანსის აღსადგენად.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 6.75გ გლუკოზას. გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარტი არ უნდა დაინიშნოს.

რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს კალიუმს (0,5 ლ ხსნარი შეიცავს 0,41 გრამს), რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იღებენ კალიუმს.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 0,019გ კალიუმს (20მმოლ კალიუმი 1 ლიტრ ხსნარზე), რაც გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტის მიერ ხსნარის გამოყენებისას, რომელიც იმყოფება კალიუმის კონტროლირებადი მოხმარების დიეტაზე.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 0,851გ ნატრიუმს (75 მმოლი ნატრიუმი 1 ლიტრ ხსნარზე), რაც გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტის მიერ ხსნარის გამოყენებისას, რომელიც იმყოფება ნატრიუმის კონტროლირებადი მოხმარების დიეტაზე. 17მმოლი (391მგ) წარმოადგენს ჯანმო-ს მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დიეტური დოზის, 2გ-ის დაახლოებით 20%-ს და ნატრიუმის მაღალ დოზად ითვლება.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება რეკომენდებული დოზებით. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია საჭიროებისამებრ, პერორალური რეჰიდრატაციის დროსაც კი, მისი გაგრძელება ასევე შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეჰიდრონი ოპტიმი შეიძლება გამოყენებული იქნეს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.

მიღების წესი და დოზა:

ხსნარის მომზადება: ფხვნილის 1 პაკეტი იხსნება 0,5 ლ ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. ხსნარი მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ნაზოგასტრალურ ზონდში ექიმის მეთვალყურეობით.

მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოების მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია): პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე და გაუწყლოების ხარისხზე და შეადგენს 50-100 მლ ხსნარს ერთ კგ სხეულის მასაზე. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღმოსაფხვრელად რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება 4 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში და ბავშვებში მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოებისას მისაღები დოზები მიიღება ცხრილში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად.

რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარის მოცულობითი დოზები ჩანაცვლებითი თერაპიის დროს

ასაკი

< 4 თვე

4-11 თვე

12-23 თვე

2-4 წელი

5-14 წელი

>15 წელი

სხეულის მასა

< 5

5-7,9 კგ

8-10,9 კგ

11-15,9 კგ

16-29,9 კგ

>30 კგ

მლ

ხსნარი

200-400

400-600

600-800

800-1200

1200-2200

2200-4000

თუ ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ დიარეის სიმპტომები არ ქრება, რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება დამხმარე თერაპიის სახით.

გულისრევის და ღებინების დროს მიზანშეწონილია გაგრილებული ხსნარის მიღება მცირე, განმეორებითი ულუფების სახით. აუცილებლობის შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა მცირე რაოდნეობით ხსნარის მიღება (მაგ, ჩაის კოვზის ან შპრიცის გამოყენებით), შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა, პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატის სწრაფი შეყვანა უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს ღებინების განვითარების რისკი.

მკურნალობის დროს შესაძლებელია სხვა სითხეების მიღებაც, თუმცა პაციენტმა თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების გამოყენებას, რადგან შაქრის მაღალმა კონცეტრაციამ შეიძლება გააძლიეროს ფაღარათი.

დეჰიდრატაციის პრევენცია (დამხმარე თერაპია)

ორგანიზმიდან სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება უფრო დაბალი დოზა. რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ფაღარათის განვითარებისთანავე. ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არაუმეტეს 3-4 დღისა, მისი მიღება უნდა შეწყდეს ფაღარათის დამთავრების შემდეგ.

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე:

  • ბავშვები, რომელთა სხეულის მასა 10 კგ-ზე ნაკლებია: 50-100 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ;
  • მოზრდილები და ბავშვები, რომელთა სხეულის მასა აღემატება 10 კგ-ს: 100-200 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ.

რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენების დროს დასაშვებია სხვა სითხეების და საკვების მიღება.

ბავშვები

რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში. არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პოტენციურად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში რეჰიდრონ ოპტიმის მიღებისას ჰიპერნატრემიისა და ჰიპერჰიდრატაციის განვითარების რისკი შედარებით დაბალია. შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, რაც მეტყველებს პრეპარატის ძალიან სწრაფ შეყვანაზე.

ვარგისიანობა: 3 წელი.

ჭარბი დოზა

თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპერნატრემია და ჰიპერკალემია.

ძალიან დიდი რაოდენობით რეჰიდრონ ოპტიმის ან მისი ძალიან კონცენტრირებული ხსნარის შეყვანისას მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეტაბოლური ალკალოზი. ჰიპერნატრემიის სიმპტომებია: სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი გაღიზიანება, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერებაც. მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ვენტილაციის შემცირებით, ნერვ-კუნთოვანი აღგზნებადობით და ტეტანური კრუნჩხვებით.

გამოხატული გართულების მქონე ძლიერი ჭარბდოზირებისას უნდა შეწყდეს რეჰიდრონ ოპტიმის მიღება. დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კორექცია უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების შეფასების საფუძველზე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 1 პაკეტი შეიცავს 0,75 გ კალიუმის ქლორიდს, 1,3 გ ნატრიუმის ქლორიდს, 1,45 გ ნატრიუმის ციტრატს, 6,75 გ გლუკოზას;

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის აცესულფამი (E950), ლიმონის არომატიზატორი.

დოზირების ფორმა: ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად. ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილი დამახასიათებელი ლიმონის სუნით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მზა ხსნარი ინახება მაცივარში 2-8ჩ ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

შეფუთვა:

10,7 გრ ფხვნილი პაკეტში; 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

მარილოვანი ხსნარი პერორალური რეჰიდრატაციისთვის.

ათქ კოდი: A07C A

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მჯო-ს რეკომენდაციის შესაბამისად, რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარს გააჩნია დაბალი ოსმოლარობა, რაც შეადგენს 245 მოსმ/ლ, პH – სუსტი ფუძეა. ხსნარი გამოიყენება ფაღარათის დროს ელექტროლიტების და სითხის დაკარგვით გამოწვეული დისბალანსის აღსადგენად. გლუკოზა ხელს უწყობს მარილების აბსორბციას, ციტრატები ახდენს ბალანსის აღდგენას მეტაბოლური აციდოზის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

რეჰიდრონ ოპტიმის შემადგენელი წყლის, ელექტროლიტების დ გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება აღნიშნული ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკას ორგანიზმში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Rehydron Optim

რეჰიდრონ ოპტიმი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 პაკეტი შეიცავს 0,75 გ კალიუმის ქლორიდს, 1,3 გ ნატრიუმის ქლორიდს, 1,45 გ ნატრიუმის ციტრატს, 6,75 გ გლუკოზას;

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის აცესულფამი (E950), ლიმონის არომატიზატორი.

დოზირების ფორმა: ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად. ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილი დამახასიათებელი ლიმონის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარილოვანი ხსნარი პერორალური რეჰიდრატაციისთვის.

ათქ კოდი: A07C A

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მჯო-ს რეკომენდაციის შესაბამისად, რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარს გააჩნია დაბალი ოსმოლარობა, რაც შეადგენს 245 მოსმ/ლ, პH – სუსტი ფუძეა. ხსნარი გამოიყენება ფაღარათის დროს ელექტროლიტების და სითხის დაკარგვით გამოწვეული დისბალანსის აღსადგენად. გლუკოზა ხელს უწყობს მარილების აბსორბციას, ციტრატები ახდენს ბალანსის აღდგენას მეტაბოლური აციდოზის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

რეჰიდრონ ოპტიმის შემადგენელი წყლის, ელექტროლიტების დ გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება აღნიშნული ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკას ორგანიზმში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენება:

წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები.

პროფილაქტიკური მიზნებით: სითბური და ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს ინტენსიურ ოფლდენას.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია, გონების დაკარგვა, ჰემოდინამიკური შოკი, ნაწლავის ობსტრუქცია, შეუჩერებელი ღებინება, გაუვალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

მონაცემები რეჰიდრონ ოპტიმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

სამკურნალო საშუალებების აბსორბცია შეიძლება შეიცვალოს ფაღარათის დროს, რაც ძირითადად ვითარდება იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელთა შეწოვა ხდება წვრილ ან მსხვილ ნაწლავებში ან მათი ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს.

პრეპარატს სუსტი ფუძე პH აქვს, ამიტომ შეუძლია გავლენა იქონიოს სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის პH-ზე.

განსაკუთრებული სიფრთხილე მიღებისას

პრეპარატი მიიღება შიგნით, მის მოსამზადებლად გამოიყენება წყალი.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,5 ლ წყალში. დოზის გადაჭარბების შეთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. დაუშვებელია ხსნარისთვის შაქრის დამატება. საკვების მიღება შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ. ღებინების დროს საჭიროა მოცდა 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ხსნარი მიიღება ნელა, მცირე ულუფებით.

მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (ბავშვებში სხეულის მასის 9%-ზე მეტის დაკარგვა, ანურია) პირველ რიგში უნდა მოხდეს ინტრავენური რეჰიდრატაციული საშუალებების შეყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება.

დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, თუ ელექტროლიტების დამატებით შეყვანის აუცილებლობა ლაბორატორიული გამოკვლევებით არ იქნა დასაბუთებული.

პაციენტები, რომელთაც დეჰიდრატაცია უვითარდებათ თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე, რომელთა დროსაც ირღვევა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ელექტროლიტების ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს მათი ჰოსპიტალიზაციაც.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ახალშობილებში ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ახალშობილებში ფაღარათის და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, ასევე, ნატრიუმის ან კალიუმის შეზღუდულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ფაღარათმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სითხის და გლუკოზის ბალანსზე დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ამიტომ ფაღარათის სიმპტომების არსებობისას, ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო მკაცრ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული მაჩვენებლების განსაზღვრას და ჰოსპიტალურ დეჰიდრატაციულ მკურნალობას სტაციონარის პირობებში.

რეჰიდრონ ოპტიმი სიფრთხილით მიიღება ნაწლავის გაუვალობის დროს, თირკმლის უკმარისობის ოლიგურიისა და ანურიის ფაზაში, პარენტერალური რეჰიდრატაციის შემთხვევებში.

რეჰიდრონი ოპტიმის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას:

  • პაციენტს უძნელდება მეტყველება, ვლინდება ძილიანობა, ადვილად იფიტება და ვერ პასუხობს კითხვებზე;
  • წყდება შარდის გამოყოფა;
  • იცვლება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა (გაღიზიანებადობა, აპათია, ლეთარგია);
  • ცხელება (ტემპერატურა აღემატება 39ჩ-ს);
  • სისხლიანი განავალი;
  • მუდმივი ღებინება;
  • ფაღარათი გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • ფაღარათი უეცრად ქრება, ვლინდება ძლიერი ტკივილები;
  • თუ სახლში მკურნალობა უშედეგო ან შეუძლებელია;
  • ძლიერი ტკივილები მუცლის არეში.

ქოლერის ან სხვა ბაქტერიებით გამოწვეული დიარეის მკურნალობის დროს პრეპარატში მარილების რაოდენობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს დაავადების შედეგად განვითარებული ელექტროლიტების დარღვეული ბალანსის აღსადგენად.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 6.75გ გლუკოზას. გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარტი არ უნდა დაინიშნოს.

რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს კალიუმს (0,5 ლ ხსნარი შეიცავს 0,41 გრამს), რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იღებენ კალიუმს.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 0,019გ კალიუმს (20მმოლ კალიუმი 1 ლიტრ ხსნარზე), რაც გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტის მიერ ხსნარის გამოყენებისას, რომელიც იმყოფება კალიუმის კონტროლირებადი მოხმარების დიეტაზე.

რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტი შეიცავს 0,851გ ნატრიუმს (75 მმოლი ნატრიუმი 1 ლიტრ ხსნარზე), რაც გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტის მიერ ხსნარის გამოყენებისას, რომელიც იმყოფება ნატრიუმის კონტროლირებადი მოხმარების დიეტაზე. 17მმოლი (391მგ) წარმოადგენს ჯანმო-ს მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დიეტური დოზის, 2გ-ის დაახლოებით 20%-ს და ნატრიუმის მაღალ დოზად ითვლება.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება რეკომენდებული დოზებით. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია საჭიროებისამებრ, პერორალური რეჰიდრატაციის დროსაც კი, მისი გაგრძელება ასევე შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.

მიღების წესი და დოზა:

ხსნარის მომზადება: ფხვნილის 1 პაკეტი იხსნება 0,5 ლ ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. ხსნარი მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ნაზოგასტრალურ ზონდში ექიმის მეთვალყურეობით.

მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოების მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია): პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე და გაუწყლოების ხარისხზე და შეადგენს 50-100 მლ ხსნარს ერთ კგ სხეულის მასაზე. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღმოსაფხვრელად რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება 4 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში და ბავშვებში მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოებისას მისაღები დოზები მიიღება ცხრილში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად.

რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარის მოცულობითი დოზები ჩანაცვლებითი თერაპიის დროს

ასაკი

< 4 თვე

4-11 თვე

12-23 თვე

2-4 წელი

5-14 წელი

>15 წელი

სხეულის მასა

< 5

5-7,9 კგ

8-10,9 კგ

11-15,9 კგ

16-29,9 კგ

>30 კგ

მლ

ხსნარი

200-400

400-600

600-800

800-1200

1200-2200

2200-4000

თუ ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ დიარეის სიმპტომები არ ქრება, რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება დამხმარე თერაპიის სახით.

გულისრევის და ღებინების დროს მიზანშეწონილია გაგრილებული ხსნარის მიღება მცირე, განმეორებითი ულუფების სახით. აუცილებლობის შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა მცირე რაოდნეობით ხსნარის მიღება (მაგ, ჩაის კოვზის ან შპრიცის გამოყენებით), შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა, პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატის სწრაფი შეყვანა უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს ღებინების განვითარების რისკი.

მკურნალობის დროს შესაძლებელია სხვა სითხეების მიღებაც, თუმცა პაციენტმა თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების გამოყენებას, რადგან შაქრის მაღალმა კონცეტრაციამ შეიძლება გააძლიეროს ფაღარათი.

დეჰიდრატაციის პრევენცია (დამხმარე თერაპია)

ორგანიზმიდან სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება უფრო დაბალი დოზა. რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ფაღარათის განვითარებისთანავე. ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არაუმეტეს 3-4 დღისა, მისი მიღება უნდა შეწყდეს ფაღარათის დამთავრების შემდეგ.

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე:

  • ბავშვები, რომელთა სხეულის მასა 10 კგ-ზე ნაკლებია: 50-100 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ;
  • მოზრდილები და ბავშვები, რომელთა სხეულის მასა აღემატება 10 კგ-ს: 100-200 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ.

რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენების დროს დასაშვებია სხვა სითხეების და საკვების მიღება.

ბავშვები

რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში. არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით.

დოზის გადაჭარბება:

თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპერნატრემია და ჰიპერკალემია.

ძალიან დიდი რაოდენობით რეჰიდრონ ოპტიმის ან მისი ძალიან კონცენტრირებული ხსნარის შეყვანისას მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეტაბოლური ალკალოზი. ჰიპერნატრემიის სიმპტომებია: სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი გაღიზიანება, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერებაც. მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ვენტილაციის შემცირებით, ნერვ-კუნთოვანი აღგზნებადობით და ტეტანური კრუნჩხვებით.

გამოხატული გართულების მქონე ძლიერი ჭარბდოზირებისას უნდა შეწყდეს რეჰიდრონ ოპტიმის მიღება. დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კორექცია უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების შეფასების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პოტენციურად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში რეჰიდრონ ოპტიმის მიღებისას ჰიპერნატრემიისა და ჰიპერჰიდრატაციის განვითარების რისკი შედარებით დაბალია. შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, რაც მეტყველებს პრეპარატის ძალიან სწრაფ შეყვანაზე.

ვარგისიანობა: 3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მზა ხსნარი ინახება მაცივარში 2-8ჩ ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

შეფუთვა:

10,7 გრ ფხვნილი პაკეტში; 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: ორიონ კორპორეიშენი/Orion Corporation.

მწარმოებლის მდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილი: ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი/Orionintie 1, 02200 Espoo, Finland.

მწარმოებელი: სს რეციფარმ პარეტს/ Recipharm Parets, S.L.U.

მწარმოებლის მდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილი: სანტიაგო რამონ ეა კახალი, 2, პარეტს დელ ვალლეს, 08150 ბარსელონა, ესპანეთი / C/Ramon y Cajal, 2, Parets del Valles, 08150 Barcelona, Spain.

ბოლო გადახედვის თარიღი: 15.06.2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა