რეჰიდრონ ოპტიმი
Rehydron Optim
წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლუკოზა (glucose) + potassium chloride + sodium citrate + sodium chloride
- ფორმა და შეფუთვა
- (0.75გ + 1.3გ + 1.45გ + 6.75გ)/10,7გ 10,7გ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის არომატით პაკეტი №20
- მწარმოებელი
- Orion Corporation (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Recipharm Parets, S.L.U.(ესპანეთი)), ფინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, მარილოვანი ხსნარები პერორალური რეჰიდრატაციისათვის
- ATC კოდი
- A07CA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-031203
- რეგისტრირებულია
- 4 ნოემბერი 2020, მოქმედებს 25 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Orion Corporation (ფინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რეჰიდრონ ოპტიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები.
პროფილაქტიკური მიზნებით: სითბური და ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს ინტენსიურ ოფლდენას.
მიღების წესი და დოზირება
მსუბუქი-საშუალო დეჰიდრატაციის მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია)
რეჰიდრონი ოპტიმის დოზირება ხდება პაციენტის წონის და დეჰიდრატაციის სიმძიმის მიხედვით. სითხის სავარაუდო დანაკლისის შესავსებად, 50-100მლ/კგ სხეულის წონის მიხედვით რეჰიდრონი ოპტიმი მიიღება ოთხი საათის განმავლობაში. ქვემოთ მოცემული ცხრილის გამოყენება შეიძლება რეჰიდრონი ოპტიმის საჭირო მოცულობის განსაზღვრისთვის ბავშვებში ან მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი-საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია. თუ დიარეა გრძელდება ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ, რეჰიდრონი ოპტიმის ხსნარის გამოყენება გრძელდება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით (იხ. დეჰიდრატაციის პრევენცია [შემანარჩუნებელი თერაპია]).
რეჰიდრონი ოპტიმის სავარაუდო მოცულობა პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის სახით მისაღებად
ასაკი
4 თვეზე ნაკლები
4-11 თვე
12-23 თვე
2-4 წელი
5-14 წელი
15 წელზე მეტი
წონა
5კგ-ზე ნაკლები
5-7,9კგ
8-10,9კგ
11-15,9კგ
16-29,9კგ
30კგ-ზე მეტი
მილილიტრები
200-400
400-600
600-800
800-1,200
1,200-2,200
2,200-4,000
თუ პაციენტს აწუხებს გულისრევა ან ღებინება, ხსნარი უნდა გაგრილდეს და მიღებული იყოს მხირე, განმეორებითი დოზების სახით. საჭიროების შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით ხსნარის მიღება (ჩაის კოვზის, შპრიცის ან ჭიქის გამოყენებით), რის შემდეგაც შეიძლება დოზის თანდათან გაზრდა, ტოლერანტობის მიხედვით. რეჰიდრონი ოპტიმის სწრაფად მიღება უსაფრთხოა, თუმცა დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ღებინება. ჩანაცვლებითი თერაპიის დროს (პირველი ოთხი საათი), არ უნდა მოხდეს სხვა საკვების მიღება' თუმცა, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს ჩვილის სურვილის მიხედვით, ორალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროსაც. რეჰიდრონ ოპტიმთან ერთად შეიძლება სხვა სითხეების მიღებაც. თუმცა, თავიდან უნდა იყოს აცილებული შაქრის მაღალი შემცველობის სითხეები, რადგანაც, შაქრის ჭარბი შემცველობა აძლიერებს დიარეას.
დეჰიდრატაციის პრევენცია (შემანარჩუნებელი თერაპია)
რეჰიდრონი ოპტიმის უფრო მცირე დოზები გამოიყენება დეჰიდრატაციის პრევენციისთვის და რეჰიდრატაციის შემდეგ, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.
რეჰიდრონი ოპტიმის მიღება უნდა დაიწყოს დიარეის დაწყებისას, დეჰიდრატაციის საპრევენციოდ. რეჰიდრონი ოპტიმის გამოყენება, ჩვეულებრივ, საჭიროა სამი ან ოთხი დღის განმავლობაში და უნდა შეწყდეს დიარეის შეწყვეტის შემდეგ.
რეჰიდრონი ოპტიმის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე:
_ ბავშვებში (10კგ-ზე ნაკლები): 50-100მლ რეჰიდრონი ოპტიმი თითოეული დიარეული განავლის შემდეგ.
_ ბავშვები და მოზრდილები (10 კგ-ზე მეტი): 100-200მლ რეჰიდრონი ოპტიმი ყოველი დიარეული განავლის შემდეგ.
რეჰიდრონ ოპტიმთან ერთად სხვა სითხეების ან სხვა ასაკობრივად შესაბამისი საკვების მიღება შეიძლება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც აქვს სურვილი ბავშვს ან მოზრდილს.
მიღების გზა
ერთი საშეტი იხსნება ნახევარ ლიტრ წყალში (იხ. პუნქტი 6.6.) და ხსნარი მიიღება ორალური გზით. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შესაძლებელია, ასევე, ნაზოგასტრალური მილის საშუალებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია, გონების დაკარგვა, ჰემოდინამიკური შოკი, ნაწლავის ობსტრუქცია, შეუჩერებელი ღებინება, გაუვალობა.
სიფრთხილის ზომები
განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
რეჰიდრონი ოპტიმის ხსნარი არ უნდა გაიხსნას სასმელი წყლის გარდა სხვა ხსნარებში.
რეჰიდრონი ოპტიმის შემადგენლობის გამო, სიფრთხილეა საჭირო დიაბეტიანი ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების მქონე ან ნატრიუმის ან კალიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პაციენტების მკურნალობისას. დიარეამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სითხის და გლუკოზას ბალანსზე დიაბეტის მქონე, თირკმლის უკმარისობის და ზოგიერთი სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.
ამ მიზეზის გამო, ეს პაციენტები საჭიროებენ უფრო ყურადღებით, ჰოსპიტალურ მონიტორინგს, ლაბორატორიულ შეფასებებზე და დეჰიდრატაციის ჰოსპიტალურ მკურნალობაზე დაყრდნობით, სანამ დიარეა გრძელდება.
რეჰიდრონი ოპტიმი სიფრთხილით გამოიყენება გასტროინტესტინური ტრაქტის სტრიქტურების, ლიგურიის, ან ანურიული ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, ან პარენტერული რეჰიდრატაციული მკურნალობის ჩვენების დროს, მაგალითად, ძლირი დეჰიდრატაციის ან მძიმე ღებინების შემთხვევაში.
ექიმს უნდა მიემართოს, თუ რეჰიდრონი ოპტიმის გამოყენებისას:
პაციენტს აღენიშნება მენტალური სტატუსის ცვლილება (მაგ. გაღიზიანება, აპათია, ან ლეთარგია)
პაციენტს უვითარდება 39C-ზე მაღალი ტემპერატურა
პაციენტს აღენიშნება სისხლიანი განავალი
პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული ღებინება
დიარეა გრძელდება 2 დღეზე მეტხანს
პაციენტს აღენიშნება მუცლის ძლიერი ტკივილი.
ქოლერას გამომწვევი ბაქტერიით და ზოგიერთი სხვა ბაქტერიით განპირობებული დიარეის დროს რეჰიდრონ ოპტიმში მარილის შემადგენლობა შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს ამ დაავადებით გამოწვეული მარილის ძლიერი დანაკარგის შესავსებად.
პედიატრიული პოპულაცია
ჩვილებში მწვავე დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დარღვევები, რაც განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ჩვილებში დიარეის და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევაში უნდა რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად უნა მიემართოს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს კალიუმს (ჯამში 0,41გ ნახევარ ლიტრ ხსნარში) (იხ. ასევე პუნქტი 2). ეს გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და კალიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.
პრეპარატი შეიცავს გლუკოზას. გლუკოზა-გალაქტოზას იშვიათი მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონაცემები რეჰიდრონ ოპტიმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
სამკურნალო საშუალებების აბსორბცია შეიძლება შეიცვალოს ფაღარათის დროს, რაც ძირითადად ვითარდება იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელთა შეწოვა ხდება წვრილ ან მსხვილ ნაწლავებში ან მათი ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს.
პრეპარატს სუსტი ფუძე pH აქვს, ამიტომ შეუძლია გავლენა იქონიოს სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის pH-ზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე მიღებისას
პრეპარატი მიიღება შიგნით, მის მოსამზადებლად გამოიყენება წყალი.
რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,5 ლ წყალში. დოზის გადაჭარბების შეთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. დაუშვებელია ხსნარისთვის შაქრის დამატება. საკვების მიღება შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ. ღებინების დროს საჭიროა მოცდა 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ხსნარი მიიღება ნელა, მცირე ულუფებით.
მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (ბავშვებში სხეულის მასის 9%-ზე მეტის დაკარგვა, ანურია) პირველ რიგში უნდა მოხდეს ინტრავენური რეჰიდრატაციული საშუალებების შეყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება.
დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, თუ ელექტროლიტების დამატებით შეყვანის აუცილებლობა ლაბორატორიული გამოკვლევებით არ იქნა დასაბუთებული.
პაციენტები, რომელთაც დეჰიდრატაცია უვითარდებათ თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე, რომელთა დროსაც ირღვევა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ელექტროლიტების ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს მათი ჰოსპიტალიზაციაც.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ახალშობილებში ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ახალშობილებში ფაღარათის და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, ასევე, ნატრიუმის ან კალიუმის შეზღუდულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ფაღარათმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სითხის და გლუკოზის ბალანსზე დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ამიტომ ფაღარათის სიმპტომების არსებობისას, ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო მკაცრ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული მაჩვენებლების განსაზღვრას და ჰოსპიტალურ დეჰიდრატაციულ მკურნალობას სტაციონარის პირობებში.
რეჰიდრონ ოპტიმი სიფრთხილით მიიღება ნაწლავის გაუვალობის დროს, თირკმლის უკმარისობის ოლიგურიისა და ანურიის ფაზაში, პარენტერალური რეჰიდრატაციის შემთხვევებში.
რეჰიდრონი ოპტიმის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას:
პაციენტს უძნელდება მეტყველება, ვლინდება ძილიანობა, ადვილად იფიტება და ვერ პასუხობს კითხვებზე;
წყდება შარდის გამოყოფა;
იცვლება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა (გაღიზიანებადობა, აპათია, ლეთარგია);
ცხელება (ტემპერატურა აღემატება 39C-ს);
სისხლიანი განავალი;
მუდმივი ღებინება;
ფაღარათი გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
ფაღარათი უეცრად ქრება, ვლინდება ძლიერი ტკივილები;
თუ სახლში მკურნალობა უშედეგო ან შეუძლებელია;
ძლიერი ტკივილები მუცლის არეში.
ქოლერის ან სხვა ბაქტერიებით გამოწვეული დიარეის მკურნალობის დროს პრეპარატში მარილების რაოდენობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს დაავადების შედეგად განვითარებული ელექტროლიტების დარღვეული ბალანსის აღსადგენად.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს გლუკოზას. გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარტი არ ინიშნება.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს კალიუმს (0,5 ლ ხსნარი შეიცავს 0,41 გრამს), რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იღებენ კალიუმს.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს ნატრიუმს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემზღუდავ დიეტას.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება რეკომენდებული დოზებით. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია საჭიროებისამებრ, პერორალური რეჰიდრატაციის დროსაც კი, მისი გაგრძელება ასევე შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეჰიდრონი ოპტიმის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რეკომენდებული დოზებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.
მიღების წესი და დოზა:
ხსნარის მომზადება: ფხვნილის 1 პაკეტი იხსნება 0,5 ლ ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. ხსნარი მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ნაზოგასტრალურ ზონდში ექიმის მეთვალყურეობით.
მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოების მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია): პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე და გაუწყლოების ხარისხზე და შეადგენს 50-100 მლ ხსნარს ერთ კგ სხეულის მასაზე. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღმოსაფხვრელად რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება 4 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში და ბავშვებში მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოებისას მისაღები დოზები მიიღება ცხრილში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად.
რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარის მოცულობითი დოზები ჩანაცვლებითი თერაპიის დროს
ასაკი
< 4 თვე
4-11 თვე
12-23 თვე
2-4 წელი
5-14 წელი
>15 წელი
სხეულის მასა
< 5 კგ
5-7,9 კგ
8-10,9 კგ
11-15,9 კგ
16-29,9 კგ
>30 კგ
მლ
ხსნარი
200-400
400-600
600-800
800-1200
1200-2200
2200-4000
თუ ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ დიარეის სიმპტომები არ ქრება, რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება დამხმარე თერაპიის სახით.
გულისრევის და ღებინების დროს მიზანშეწონილია გაგრილებული ხსნარის მიღება მცირე, განმეორებითი ულუფების სახით. აუცილებლობის შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა მცირე რაოდნეობით ხსნარის მიღება (მაგ, ჩაის კოვზის ან შპრიცის გამოყენებით), შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა, პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატის სწრაფი შეყვანა უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს ღებინების განვითარების რისკი.
მკურნალობის დროს შესაძლებელია სხვა სითხეების მიღებაც, თუმცა პაციენტმა თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების გამოყენებას, რადგან შაქრის მაღალმა კონცეტრაციამ შეიძლება გააძლიეროს ფაღარათი.
დეჰიდრატაციის პრევენცია (დამხმარე თერაპია)
ორგანიზმიდან სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება უფრო დაბალი დოზა. რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ფაღარათის განვითარებისთანავე. ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არაუმეტეს 3-4 დღისა, მისი მიღება უნდა შეწყდეს ფაღარათის დამთავრების შემდეგ.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე:
ბავშვები, რომელთა სხეულის მასა 10 კგ-ზე ნაკლებია: 50-100 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ;
მოზრდილები და ბავშვები, რომელთა სხეულის მასა აღემატება 10 კგ-ს: 100-200 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ.
რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენების დროს დასაშვებია სხვა სითხეების და საკვების მიღება.
ბავშვები
რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში. არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პოტენციურად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში რეჰიდრონ ოპტიმის მიღებისას ჰიპერნატრემიისა და ჰიპერჰიდრატაციის განვითარების რისკი შედარებით დაბალია. შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, რაც მეტყველებს პრეპარატის ძალიან სწრაფ შეყვანაზე.
ვარგისიანობა: 3 წელი.
ჭარბი დოზა
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპერნატრემია და ჰიპერკალემია.
ძალიან დიდი რაოდენობით რეჰიდრონ ოპტიმის ან მისი ძალიან კონცენტრირებული ხსნარის შეყვანისას მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეტაბოლური ალკალოზი. ჰიპერნატრემიის სიმპტომებია: სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი გაღიზიანება, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერებაც. მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ვენტილაციის შემცირებით, ნერვ-კუნთოვანი აღგზნებადობით და ტეტანური კრუნჩხვებით.
გამოხატული გართულების მქონე ძლიერი ჭარბდოზირებისას უნდა შეწყდეს რეჰიდრონ ოპტიმის მიღება. დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კორექცია უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების შეფასების საფუძველზე.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 პაკეტი შეიცავს 0,75 გ კალიუმის ქლორიდს, 1,3 გ ნატრიუმის ქლორიდს, 1,45 გ ნატრიუმის ციტრატს, 6,75 გ უწყლო გლუკოზას;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის აცესულფამი (E950), ლიმონის არომატიზატორი.
სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი ლიმნის დამახასიათებელი სუნით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მზა ხსნარი ინახება მაცივარში 2-8C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.
შეფუთვა:
10,7 გრ ფხვნილი პაკეტში; 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მარილოვანი ხსნარი პერორალური რეჰიდრატაციისთვის.
ათქ კოდი: A07C A
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მჯო-ს რეკომენდაციის შესაბამისად, რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარს გააჩნია დაბალი ოსმოლარობა, რაც შეადგენს 245 მოსმ/ლ, pH – სუსტი ფუძეა. ხსნარი გამოიყენება ფაღარათის დროს ელექტროლიტების და სითხის დაკარგვით გამოწვეული დისბალანსის აღსადგენად. გლუკოზა ხელს უწყობს მარილების აბსორბციას, ციტრატები ახდენს ბალანსის აღდგენას მეტაბოლური აციდოზის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
რეჰიდრონ ოპტიმის შემადგენელი წყლის, ელექტროლიტების დ გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება აღნიშნული ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკას ორგანიზმში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
Rehydron Optim
რეჰიდრონ ოპტიმი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 პაკეტი შეიცავს 0,75 გ კალიუმის ქლორიდს, 1,3 გ ნატრიუმის ქლორიდს, 1,45 გ ნატრიუმის ციტრატს, 6,75 გ უწყლო გლუკოზას;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის აცესულფამი (E950), ლიმონის არომატიზატორი.
სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი ლიმნის დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარილოვანი ხსნარი პერორალური რეჰიდრატაციისთვის.
ათქ კოდი: A07C A
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მჯო-ს რეკომენდაციის შესაბამისად, რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარს გააჩნია დაბალი ოსმოლარობა, რაც შეადგენს 245 მოსმ/ლ, pH – სუსტი ფუძეა. ხსნარი გამოიყენება ფაღარათის დროს ელექტროლიტების და სითხის დაკარგვით გამოწვეული დისბალანსის აღსადგენად. გლუკოზა ხელს უწყობს მარილების აბსორბციას, ციტრატები ახდენს ბალანსის აღდგენას მეტაბოლური აციდოზის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
რეჰიდრონ ოპტიმის შემადგენელი წყლის, ელექტროლიტების დ გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება აღნიშნული ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკას ორგანიზმში.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენება:
წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს (მათ შორის, ქოლერის შემთხვევაში), ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები.
პროფილაქტიკური მიზნებით: სითბური და ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს ინტენსიურ ოფლდენას.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია, გონების დაკარგვა, ჰემოდინამიკური შოკი, ნაწლავის ობსტრუქცია, შეუჩერებელი ღებინება, გაუვალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
მონაცემები რეჰიდრონ ოპტიმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
სამკურნალო საშუალებების აბსორბცია შეიძლება შეიცვალოს ფაღარათის დროს, რაც ძირითადად ვითარდება იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელთა შეწოვა ხდება წვრილ ან მსხვილ ნაწლავებში ან მათი ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს.
პრეპარატს სუსტი ფუძე pH აქვს, ამიტომ შეუძლია გავლენა იქონიოს სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის pH-ზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე მიღებისას
პრეპარატი მიიღება შიგნით, მის მოსამზადებლად გამოიყენება წყალი.
რეჰიდრონ ოპტიმის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,5 ლ წყალში. დოზის გადაჭარბების შეთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. დაუშვებელია ხსნარისთვის შაქრის დამატება. საკვების მიღება შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ. ღებინების დროს საჭიროა მოცდა 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ხსნარი მიიღება ნელა, მცირე ულუფებით.
მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (ბავშვებში სხეულის მასის 9%-ზე მეტის დაკარგვა, ანურია) პირველ რიგში უნდა მოხდეს ინტრავენური რეჰიდრატაციული საშუალებების შეყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება.
დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, თუ ელექტროლიტების დამატებით შეყვანის აუცილებლობა ლაბორატორიული გამოკვლევებით არ იქნა დასაბუთებული.
პაციენტები, რომელთაც დეჰიდრატაცია უვითარდებათ თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე, რომელთა დროსაც ირღვევა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ელექტროლიტების ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს მათი ჰოსპიტალიზაციაც.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ახალშობილებში ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც განაპირობებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. ახალშობილებში ფაღარათის და დეჰიდრატაციის ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დროს, ასევე, ნატრიუმის ან კალიუმის შეზღუდულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში. ფაღარათმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს სითხის და გლუკოზის ბალანსზე დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ამიტომ ფაღარათის სიმპტომების არსებობისას, ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო მკაცრ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული მაჩვენებლების განსაზღვრას და ჰოსპიტალურ დეჰიდრატაციულ მკურნალობას სტაციონარის პირობებში.
რეჰიდრონ ოპტიმი სიფრთხილით მიიღება ნაწლავის გაუვალობის დროს, თირკმლის უკმარისობის ოლიგურიისა და ანურიის ფაზაში, პარენტერალური რეჰიდრატაციის შემთხვევებში.
რეჰიდრონი ოპტიმის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას:
პაციენტს უძნელდება მეტყველება, ვლინდება ძილიანობა, ადვილად იფიტება და ვერ პასუხობს კითხვებზე;
წყდება შარდის გამოყოფა;
იცვლება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა (გაღიზიანებადობა, აპათია, ლეთარგია);
ცხელება (ტემპერატურა აღემატება 39C-ს);
სისხლიანი განავალი;
მუდმივი ღებინება;
ფაღარათი გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
ფაღარათი უეცრად ქრება, ვლინდება ძლიერი ტკივილები;
თუ სახლში მკურნალობა უშედეგო ან შეუძლებელია;
ძლიერი ტკივილები მუცლის არეში.
ქოლერის ან სხვა ბაქტერიებით გამოწვეული დიარეის მკურნალობის დროს პრეპარატში მარილების რაოდენობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს დაავადების შედეგად განვითარებული ელექტროლიტების დარღვეული ბალანსის აღსადგენად.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს გლუკოზას. გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარტი არ ინიშნება.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს კალიუმს (0,5 ლ ხსნარი შეიცავს 0,41 გრამს), რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იღებენ კალიუმს.
რეჰიდრონ ოპტიმი შეიცავს ნატრიუმს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემზღუდავ დიეტას.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება რეკომენდებული დოზებით. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია საჭიროებისამებრ, პერორალური რეჰიდრატაციის დროსაც კი, მისი გაგრძელება ასევე შესაძლებელია უშუალოდ რეჰიდრატაციის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.
მიღების წესი და დოზა:
ხსნარის მომზადება: ფხვნილის 1 პაკეტი იხსნება 0,5 ლ ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. ხსნარი მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ნაზოგასტრალურ ზონდში ექიმის მეთვალყურეობით.
მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოების მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია): პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე და გაუწყლოების ხარისხზე და შეადგენს 50-100 მლ ხსნარს ერთ კგ სხეულის მასაზე. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღმოსაფხვრელად რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება 4 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში და ბავშვებში მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოებისას მისაღები დოზები მიიღება ცხრილში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად.
რეჰიდრონ ოპტიმის ხსნარის მოცულობითი დოზები ჩანაცვლებითი თერაპიის დროს
ასაკი
< 4 თვე
4-11 თვე
12-23 თვე
2-4 წელი
5-14 წელი
>15 წელი
სხეულის მასა
< 5 კგ
5-7,9 კგ
8-10,9 კგ
11-15,9 კგ
16-29,9 კგ
>30 კგ
მლ
ხსნარი
200-400
400-600
600-800
800-1200
1200-2200
2200-4000
თუ ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ დიარეის სიმპტომები არ ქრება, რეჰიდრონ ოპტიმი მიიღება დამხმარე თერაპიის სახით.
გულისრევის და ღებინების დროს მიზანშეწონილია გაგრილებული ხსნარის მიღება მცირე, განმეორებითი ულუფების სახით. აუცილებლობის შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა მცირე რაოდნეობით ხსნარის მიღება (მაგ, ჩაის კოვზის ან შპრიცის გამოყენებით), შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა, პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატის სწრაფი შეყვანა უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს ღებინების განვითარების რისკი.
მკურნალობის დროს შესაძლებელია სხვა სითხეების მიღებაც, თუმცა პაციენტმა თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების გამოყენებას, რადგან შაქრის მაღალმა კონცეტრაციამ შეიძლება გააძლიეროს ფაღარათი.
დეჰიდრატაციის პრევენცია (დამხმარე თერაპია)
ორგანიზმიდან სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება უფრო დაბალი დოზა. რეჰიდრონ ოპტიმით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ფაღარათის განვითარებისთანავე. ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არაუმეტეს 3-4 დღისა, მისი მიღება უნდა შეწყდეს ფაღარათის დამთავრების შემდეგ.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე:
ბავშვები, რომელთა სხეულის მასა 10 კგ-ზე ნაკლებია: 50-100 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ;
მოზრდილები და ბავშვები, რომელთა სხეულის მასა აღემატება 10 კგ-ს: 100-200 მლ ხსნარი თხიერი მასებით კუჭის მოქმედების შემდეგ.
რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენების დროს დასაშვებია სხვა სითხეების და საკვების მიღება.
ბავშვები
რეჰიდრონ ოპტიმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში. არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით.
დოზის გადაჭარბება:
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპერნატრემია და ჰიპერკალემია.
ძალიან დიდი რაოდენობით რეჰიდრონ ოპტიმის ან მისი ძალიან კონცენტრირებული ხსნარის შეყვანისას მოსალოდნელია ჰიპერნატრემიის განვითარება. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეტაბოლური ალკალოზი. ჰიპერნატრემიის სიმპტომებია: სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი გაღიზიანება, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერებაც. მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ვენტილაციის შემცირებით, ნერვ-კუნთოვანი აღგზნებადობით და ტეტანური კრუნჩხვებით.
გამოხატული გართულების მქონე ძლიერი ჭარბდოზირებისას უნდა შეწყდეს რეჰიდრონ ოპტიმის მიღება. დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კორექცია უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების შეფასების საფუძველზე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პოტენციურად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში რეჰიდრონ ოპტიმის მიღებისას ჰიპერნატრემიისა და ჰიპერჰიდრატაციის განვითარების რისკი შედარებით დაბალია. შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, რაც მეტყველებს პრეპარატის ძალიან სწრაფ შეყვანაზე.
ვარგისიანობა: 3 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მზა ხსნარი ინახება მაცივარში 2-8C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.
შეფუთვა:
10,7 გრ ფხვნილი პაკეტში; 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: ორიონ კორპორეიშენი/Orion Corporation.
მწარმოებლის მდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილი: ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი/Orionintie 1, 02200 Espoo, Finland.
მწარმოებელი: სს რეციფარმ პარეტს/ Recipharm Parets, S.L.
მწარმოებლის მდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილი: სანტიაგო რამონ ეა კახალი, 2, პარეტს დელ ვალლეს, 08150 ბარსელონა, ესპანეთი / C/Ramon y Cajal, 2, Parets del Valles, 08150 Barcelona, Spain.
ბოლო გადახედვის თარიღი: 29.05.2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



