რანექსა® არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ. სტენოკარდია ვლინდება გულ-მკერდის არეში ტკივილის ან დისკომფორტის სახით, რომელსაც პაციენტი შეიგრძნობს სხეულის ზედა ნაწილში, კისრისა და მუცლის ზედა ნაწილს შორის, ხშირად ფიზიკური დატვირთვის ან ზედმეტად აქტიური მოქმედებების შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რანოლაზინი (ranolazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (3X20)
- მწარმოებელი
- Menarini-Von Heyden GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB18
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043804
- რეგისტრირებულია
- 7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა.მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რანექსა 500 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რანექსა® არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ. სტენოკარდია ვლინდება გულ-მკერდის არეში ტკივილის ან დისკომფორტის სახით, რომელსაც პაციენტი შეიგრძნობს სხეულის ზედა ნაწილში, კისრისა და მუცლის ზედა ნაწილს შორის, ხშირად ფიზიკური დატვირთვის ან ზედმეტად აქტიური მოქმედებების შემდეგ.
თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით. არ დაფშვნათ, არ დაღეჭოთ და არ გადატეხოთ ტაბლეტები ნაწილებად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება იმოქმედოს ტაბლეტებიდან სამკურნალო ნივთიერების გამოთავისუფლებაზე ორგანიზმში.
საწყისი დოზა მოზრდილთათვის შეადგენს ერთ 500 მგ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში. 2-4 კვირის შემდეგ, მკურნალობაზე ორგანიზმის რეაქციის მიხედვით, ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა სათანადო ეფექტის მისაღწევად. პრეპარატ რანექსას® მაქსიმალური დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ყველა გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა ან, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შეწყვიტოს პრეპარატ რანექსათი® მკურნალობა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის პრეპარატ რანექსას® მიღება უკუნაჩვენებია.
თუ მიიღეთ პრეპარატ რანექსას® საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატ რანექსას® ტაბლეტების შემთხვევით ჭარბი რაოდენობით მიღებისას ან ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვისა და მუყაოს კოლოფის ჩათვლით, რათა სამედიცინო პერსონალმა მარტივად განსაზღვროს, თუ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ რანექსას® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ახლოვდება პრეპარატის შემდეგი მიღების დრო (მიღებამდე 6 საათზე ნაკლები). არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6,1.1.
თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფები 4.2 და 5.2).
ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (იხ. პარაგრაფები 4.2 და 5.2).
CYP3A4-ის ძლიერი მოქმედების ინჰიბიტორების (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი, აივ-პროთეაზას ინჰიბიტორები, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ნეფაზოდონი) ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.5).
Iა კლასის (მაგალითად, ქინიდინი) ან III კლასის (მაგალითად, დოფეტილიდი, სოტალოლი) ანტიარითმული საშუალებების, ამიოდარონის გარდა, ერთდროულად მიღება.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატ რანექსას® მიღება შემდეგ შემთხვევებში:
ალერგიის არსებობისას რანოლაზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც მითითებულია მოცემული ჩანართის მე-6 პარაგრაფში;
თირკმელების მძიმე დაავადებების არსებობისას;
ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადებების არსებობისას;
გარკვეული პრეპარატების გამოყენებისას ბაქტერიული ინფექციების (კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციების (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის (ნეფაზოდონი) ან გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი) სამკურნალოდ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ რანექსას® მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს;
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს;
თუ როდესმე გქონდათ ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);
ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში;
სხეულის დაბალი წონის (60 კგ და ნაკლები) შემთხვევაში;
თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა.
თუ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის შემცირების ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ რანექსას® მიღების დროს არ გამოიყენოთ შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
გარკვეული პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების (კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციების (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის (ნეფაზოდონი) ან გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი) სამკურნალოდ.
პრეპარატ რანექსას® მიღების დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ:
გარკვეულ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების (ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (ფლუკონაზოლი) სამკურნალოდ, გადანერგილი ორგანოების მოცილების პროფილაქტიკისათვის დანიშნულ პრეპარატებს (ციკლოსპორინი), ან ისეთ საგულე საშუალებებს, როგორიცაა, დილთიაზემი ან ვერაპამილი. მოცემულმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოქმედებების სიხშირის გაზრდა, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება, რომლებიც წარმოადგენს შესაძლო გვერდით მოქმედებას პრეპარატ რანექსაზე® (იხ. პარაგრაფი 4). ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის შემცირების შესახებ.
ეპილეფსიის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი); რიფამპიცინს ინფექციური დაავადების (მაგალითად, ტუბერკულოზის) სამკურნალოდ; მცენარეულ პრეპარატ კრაზანას, რადგან ამ საშუალებებმა შესაძლოა დააქვეითოს პრეპარატ რანექსას® ეფექტიანობა.
გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს დიგოქსინს ან მეტოპროლოლს, რადგან ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატების დოზის შეცვლის აუცილებლობის შესახებ პრეპარატ რანექსას® მიღების დროს.
გარკვეულ საშუალებებს ალერგიის (მაგალითად, ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზოლასტინი), გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) და დეპრესიის (მაგალითად, იმიპრამინი, დოქსეპინი, ამიტრიპტილინი) სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე.
გარკვეულ პრეპარატებს დეპრესიის (ბუპროპიონი), ფსიქოზების, აივ-ინფექციების (ეფავირენცი) ან კიბოს (ციკლოფოსფამიდი) სამკურნალოდ.
გარკვეულ პრეპარატებს სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონის სამკურნალოდ (მაგალითად, სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი). მოცემულ პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს კუნთების ტკივილი და დაზიანება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობის შესახებ პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის პერიოდში.
გარკვეულ პრეპარატებს გადანერგილი ორგანოების მოცილების პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), რადგან თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატის დოზის კორექტირების შესახებ პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის პერიოდში.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
პრეპარატ რანექსას® მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატ რანექსას® მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის დროს გრეიფრუტის წვენის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში პრეპარატ რანექსას® მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი რანექსა® უკუნაჩვენებია. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, აგრეთვე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატ რანექსას® ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ არის ჩატარებული. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
პრეპარატ რანექსას® შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა თავბრუსხვევა (ხშირად), არამკვეთრი მხედველობა (ზოგჯერ), ცნობიერების არევის მდგომარეობა (ზოგჯერ), ჰალუცინაციები (ზოგჯერ), თვალებში გაორება (ზოგჯერ) და კოორდინაციის დარღვევა (იშვიათად), რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან ამ მოვლენების სრულ გაქრობამდე.
პრეპარატ რანექსას® პროლონგირებული მოქმედების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის “პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატი რანექსა® 1000 მგ, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატ რანექსას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი, მაგრამ საშიში მდგომარეობის შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში:
სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
ყლაპვის გაძნელება;
გამონაყარი ან სუნთქვის გაძნელება.
აცნობეთ ექიმს ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ, ისეთის, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს პრეპარატ რანექსათი® მკურნალობა.
სხვა შესაძლო გვერდით მოქმედებას წარმოადგენს:
ხშირი გვერდითი მოქმედება (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10-ში):
შეკრულობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
გულისრევის შეგრძნება, ღებინება
სისუსტის შეგრძნება
გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში):
მგრძნობელობის შეცვლა
შფოთვის შეგრძნება, დაძინების პრობლემა, ცნობიერების არევის მდგომარეობა, ჰალუცინაციები
არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დარღვევა
აღქმის შეცვლა (შეხების ან გემოს), ტრემორი, დაღლილობის შეგრძნება ან უხალისოდ ყოფნა, ძილიანობა ან ძილიანობის მდგომარეობა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან გულის წასვლა, თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას
შარდის გამუქება, სისხლი შარდში, შარდვის გაძნელება
გაუწყლოება
სუნთქვის გაძნელება, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან
მხედველობის გაორება
მომატებული ოფლიანობა, ქავილი
შესიების ან შებერილობის შეგრძნება
წამოხურება, არტერიული წნევის დაქვეითება
სისხლში კრეატინინის დონის ან შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, სისხლში თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, ეკგ სურათის შეცვლა
სახსრების შესიება, ტკივილი კიდურებში
მადის დაკარგვა ან/და წონის დაკლება
კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე
ზარების რეკვის ხმა ყურებში ან/და ტრიალის შეგრძნება
ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა, სიმშრალე პირის ღრუში ან მეტეორიზმი
იშვიათი გვერდითი მოქმედება (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-10-ში):
შარდვის მოშლა
ღვიძლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ნორმიდან გადაცდომა
თირკმელების მწვავე უკმარისობა
ყნოსვის შეცვლა, პირის ან ტუჩების დაბუჟების შეგრძნება, სმენის დარღვევა
ცივი ოფლი, გამონაყარი
კოორდინაციის დარღვევა
არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე წამოდგომისას
დათრგუნული მდგომარეობა ან გონების დაკარგვა
დეზორიენტაცია
ხელებისა და ფეხების გაცივების შეგრძნება
გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქციები
იმპოტენცია
სიარულის უნარის დაკარგვა წონასწორობის დარღვევის გამო
კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაწლავების ანთება
მეხსიერების დაკარგვა
ყელში მოჭერის შეგრძნება
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და ცნობიერების არევა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა და კომა.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
მიოკლონია.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
პერორალურად მიღებისას მაღალი დოზის ასატანობის კვლევებში სტენოკარდიის მქონე პაციენტებში თავბრუსხვევის, გულისრევისა და ღებინების სიხშირე იზრდებოდა დოზის მიხედვით. ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების გავლენის კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში, გარდა ამ არასასურველი მოვლენებისა, აღინიშნებოდა დიპლოპია, ლეთარგია და გულის წასვლა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის გულდასმით დაკვირვება, რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
ვინაიდან რანოლაზინის დაახლოებით 62% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზის პროცესში სრული გამოყოფა ნაკლებად სავარაუდოა.
პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში არსებული გამოცდილების თანახმად მიღებულია ცნობები პრეპარატ რანექსას® ცალკეული პრეპარატის ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ, რაც იწვევდა ლეტალურ შედეგს.
შემადგენლობა
პრეპარატ რანექსას® შემადგენლობა
პრეპარატ რანექსას® მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს რანოლაზინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ან 1000 მგ რანოლაზინს.
სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტეარატი (არა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
დოზის მიხედვით ტაბლეტის გარსი აგრეთვე შეიცავს:
500 მგ ტაბლეტები: პოლიეთილენგლიკოლი 3350, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), კარნაუბის ცვილი.
1000 მგ ტაბლეტები: გლიცერინის ტრიაცეტატი, ჰიპრომელოზა 6 სპზ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლიეთილენგლიკოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), კარნაუბის ცვილი.
პრეპარატ რანექსას® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატ რანექსას® პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები წარმოადგენს ოვალური ფორმის ტაბლეტებს.
500 მგ ტაბლეტები: ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “500“, მეორე მხარეს - გლუვი.
1000 მგ ტაბლეტები: მკრთალი ყვითელი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “1000“, მეორე მხარეს - გლუვი.
პრეპარატი რანექსა® გამოდის მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 30, 60 ან 100 ტაბლეტს პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია თითოეულ ბლისტერულ ფირფიტაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა საგულე საშუალებები, ათქ კოდი: C01EB18
მოქმედების მექანიზმი: რანოლაზინის მოქმედების მექანიზმი მნიშვნელოვანი ხარისხით უცნობია. რანოლაზინის რიგი ანტიანგინალური მოქმედება შეიძლება აიხსნას გულის უჯრედებში ნატრიუმის გვიანი დინების ინჰიბირებით. ეს ამცირებს ნატრიუმის უჯრედშიდა დაგროვებას, და შედეგად ამცირებს კალციუმის უჯრედშიდა იონების სიჭარბეს. ითვლება, რომ რანოლაზინი, ნატრიუმის გვიანი დინების დაქვეითებით, ამცირებს იონების უჯრედშიდა დისბალანსს იშემიის დროს. მოსალოდნელია, რომ უჯრედშიდა კალციუმის სიჭარბის ასეთი დაქვეითება ხელს შეუწყობს მიოკარდიუმის მოდუნებას და, შედეგად, შეამცირებს მარცხენა პარკუჭის დიასტოლურ რიგიდობას. რანოლაზინის მოქმედების ქვეშ ნატრიუმის გვიანი დინების შეფერხების კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი შემცირება და დადებითი გავლენა დიასტოლურ მოდუნებაზე, რომელიც გამოვლინდა ღია კვლევაში გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის მქონე 5 პაციენტის მონაწილეობით (პაციენტები LQT-3 სინდრომით SCN5A ∆KPQ გენის მუტაციით).
პრეპარატის ეს ეფექტები არ არის დამოკიდებული გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაზე, არტერიულ წნევაზე ან სისხლძარღვების გაფართოებაზე.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ზემოქმედება ჰემოდინამიკაზე: პაციენტებში, რომლებიც კონტროლირებული კვლევების ფარგლებში იღებდნენ რანოლაზინს ცალკე ან სტენოკარდიის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, აღინიშნა გულის შეკუმშვათა საშუალო სიხშირის (<2 დარტყმა წუთში) და საშუალო სისტოლური არტერიული წნევის (<3 მმ ვწყ.სვ.) მინიმალური შემცირება.
ელექტროკარდიოგრაფიაზე გამოვლენილი ეფექტები: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რანექსას®, აღინიშნებოდა QTc ინტერვალის გახანგრძლივება, რაც დამოკიდებულია დოზაზე და პლაზმურ კონცენტრაციაზე (დაახლოებით 6 მს 1000 მგ-ის ორჯერ დღე-ღამეში მიღებისას), T კბილის ამპლიტუდის შემცირება და, ზოგ შემთხვევაში, ორკუზიანი T კბილი. ითვლება, რომ რანოლაზინის აღნიშნული გავლენა ელექტროკარდიოგრამის ჩვენებებზე, რომლებიც მიღებულია სხეულის ზედაპირიდან, არის კალიუმის სწრაფი დინების შენელების შედეგი, რომელიც ახანგრძლივებს მოქმედების პარკუჭოვან პოტენციალს, ასევე გვიანი ნატრიუმის დინების ინჰიბირების შედეგი, რომელიც ამცირებს მოქმედების პარკუჭოვან პოტენციალს. 1308 პაციენტსა და ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულმა გაერთიანებული მონაცემების პოპულაციურმა ანალიზმა აჩვენა QTc-ის საშუალო გახანგრძლივება საბაზისო დონის მიმართ 2.4 მს-ით 1000 ნგ/მლ რანოლაზინზე სისხლის პლაზმაში. მოცემული მნიშვნელობა შეესაბამება საყრდენი კლინიკური კვლევების პროცესში მიღებულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც QTcF საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით (კორექცია ფრიდერიჩის ფორმულის მიხედვით) დღე-ღამეში ორჯერ 500 და 750 მგ-ის მიღების შემდეგ შესაბამისად შეადგენდა 1.9 და 4.9 მწამს. წრფივის დახრილობა უფრო მაღალი იყო ღვიძლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში.
დიდი კვლევის შედეგებით (MERLIN-TIMI 36), რომელიც ჩატარდა 6560 პაციენტზე UA/NSTEMI ACS-ით, არ იყო გამოვლენილი განსხვავებები პრეპარატ რანექსას® და პლაცებოს შორის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის (რანოლაზინის/პლაცებოს ფარდობითი რისკი შეადგენდა 0,99), გულით მოულოდნელი სიკვდილის (რანოლაზინის/პლაცებოს ფარდობითი რისკი შეადგენდა 0,87) ან რეგისტრირებული სიმპტომური არითმიების გამოვლენის სიხშირის (3.0%, 3.1%-თან შედარებით) რისკის მიმართ.
კვლევაში MERLIN-TIMI 36 3162 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რანექსას® 7-დღიანი ჰოლტერის მონიტორინგის ფარგლებში, არ იყო დაფიქსირებული რაიმე პროარითმული მოქმედება. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რანექსას®, აღინიშნებოდა არითმიების გამოვლენის მნიშვნელოვნად დაბალი სიხშირე (80%) პლაცებოსთან შედარებით (87%), მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია >8 დარტყმა (5%, 8%-თან შედარებით).
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება: კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პრეპარატ რანექსას® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ქრონიკული სტენოკარდიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებისას, როგორც მონოთერაპიაში, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ანტიანგინალური საშუალებების ეფექტიანობა იყო არასაკმარისი.
ძირითად კვლევაში, CARISA, პრეპარატი რანექსა® გამოყენებული იქნა ერთხელ დღე-ღამეში 50 მგ ათენოლოლით, ან ერთხელ დღე-ღამეში 5 მგ ამლოდიპინით, ან ერთხელ დღე-ღამეში 180 მგ დილთიაზემით მკურნალობის დამატების სახით. 823 პაციენტი (23% ქალები) რანდომიზებული იყო ჯგუფებში, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში იღებდნენ პრეპარატ რანექსას® დოზით 750 მგ ორჯერ დღეში, 1000 მგ ორჯერ დღეში ან პლაცებოს. პრეპარატმა რანექსამ® აჩვენა ეფექტიანობა, რომელიც აღემატება პლაცებოს ეფექტიანობას ასატანი ფიზიკური დატვირთვების დროის გახანგრძლივების მიმართ 12 კვირის განმავლობაში, დამატებითი თერაპიის სახით გამოყენებული პრეპარატის ორივე გამოკვლეული დოზისთვის. მაგრამ, არ იყო აღნიშნული განსხვავება ასატანი ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივობაში ორ დოზას შორის (24 წამი პლაცებოსთან შედარებით; p<0,03).
პრეპარატ რანექსას® გამოყენებისას მიღებულია კვირაში სტენოკარდიის შეტევების რიცხვის და ხანმოკლე მოქმედების ნიტროგლიცერინის გამოყენების მნიშვნელოვანი შემცირება, პლაცებოსთან შედარებით. მკურნალობის განმავლობაში რანოლაზინის მიმართ მდგრადობა არ განვითარდა, არ იყო აღნიშნული სტენოკარდიის შეტევების სიხშირის მომატება პრეპარატის მკვეთრად მოხსნის შემდეგ. ქალებში ასატანი ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივობის პროგრესი შეადგენდა დაახლოებით 33%, კაცებში აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით, დღეში ორჯერ 1000 მგ დოზის მიღებისას. მაგრამ, კაცებშიც და ქალებშიც აღინიშნებოდა სტენოკარდიის შეტევების და ნიტროგლიცერინის მოხმარების სიხშირის ერთნაირი შემცირება.
მეორე კვლევაში, ERICA, პრეპარატი რანექსა® გამოყენებული იქნა დღე-ღამეში ერთხელ 10 მგ დოზით ამლოდიპინით (მაქსიმალური რეკომენდებული დოზა) მკურნალობის დამატების სახით. 565 პაციენტი რანდომიზებული იყო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რანექსას® საწყისი დოზით 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში ან პლაცებოს 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ პრეპარატს დოზით 1000 მგ ორჯერ დღე-ღამეში ან პლაცებოს 6 კვირის განმავლობაში, დღე-ღამეში ერთხელ 10 მგ დოზით ამლოდიპინით ერთდროულად მკურნალობის დამატების სახით. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე პოპულაციის 45% ასევე იღებდა ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებს. პრეპარატ რანექსას® გამოყენებისას იყო მიღწეული კვირაში სტენოკარდიის შეტევების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება (p=0,028) და ხანმოკლე მოქმედების ნიტროგლიცერინის გამოყენება (p=0,014), პლაცებოსთან შედარებით. როგორც სტენოკარდიის შეტევების საშუალო რიცხვი, ასევე ნიტროგლიცერინის მიღებული ტაბლეტების რაოდენობა, შემცირდა დაახლოებით ერთი ერთეულით კვირაში.
ოპტიმალური დოზის განმსაზღვრელ ძირითად კვლევაში, MARISA, რანოლაზინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით. 191 პაციენტი რანდომიზებული იქნა ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რანექსას® დოზით 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 1000 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 150 მგ ორჯერ დღე-ღამეში, და პლაცებოს, ყოველი პრეპარატი 1 კვირის განმავლობაში ჯვარედინი სქემით. პრეპარატმა რანექსამ® აჩვენა მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ასატანი ფიზიკური დატვირთვების დროის, სტენოკარდიის შეტევების დროის და ST სეგმენტზე 1 მმ-ზე დეპრესიის გამოვლენის დროის გახანგრძლივების მიმართ ყველა საკვლევი დოზისათვის; დაფიქსირდა “დოზა-ეფექტის” დამოკიდებულება. ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივობის გაზრდა იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, პლაცებოსთან შედარებით, რანოლაზინის სამივე დოზის შემთხვევაში, და შეადგინა 24 წამი ორჯერ დღე-ღამეში 500 მგ დოზის შემთხვევაში 46 წამამდე დღე-ღამეში ორჯერ 1500 მგ დოზის შემთხვევაში, “დოზა-ეფექტის” დამოკიდებულების ჩვენებით. ამ კვლევაში ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იყო 1500 მგ-ის ჯგუფში; მაგრამ, ამ დროს აღინიშნებოდა გვერდითი მოქმედების არაპროპორციული გაზრდა, ამიტომ დოზა 1500 მგ გამოირიცხა შემდგომი კვლევებიდან.
დიდი კვლევის შედეგებით (MERLIN-TIMI 36), რომელიც ჩატარდა 6560 პაციენტზე UA/NSTEMI ACS-ით, არ იყო გამოვლენილი განსხვავებები პრეპარატ რანექსას® და პლაცებოს შორის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის (რანოლაზინის/პლაცებოს ფარდობითი რისკი შეადგენდა 0,99), გულის დაავადებებით მოულოდნელი სიკვდილის (რანოლაზინის/პლაცებოს ფარდობითი რისკი შეადგენდა 0,87) ან რეგისტრირებული სიმპტომური არითმიების გამოვლენის სიხშირის (3.0% და 3.1%) რისკის მიმართ სტანდარტულ მედიკამენტოზურ თერაპიასთან დამატებისას (მათ შორის, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის არხების ბლოკერები, ნიტრატები, ანტითრომბოციტული საშუალებები, ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატები და აგფ ინჰიბიტორები). კვლევაში MERLIN-TIMI 36 მონაწილე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნებოდა სტენოკარდია ანამნეზში. შედეგებმა აჩვენა, რომ გადატანილი ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივობა გაიზარდა 31 წამით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რანოლაზინს, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (p=0,002). სტენოკარდიით დაავადებულთათვის სიეტლის კითხვარით ჩატარებული კვლევით ნაჩვენებია არსებითი გავლენა ზოგიერთ პარამეტრზე, მათ შორის სტენოკარდიის შეტევების სიხშირეზე (p<0,001), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ჩართული იყო მხოლოდ იმ პაციენტების მცირე ნაწილი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროპეოიდულ რასას; ამიტომ, არ შეიძლება დასკვნების გაკეთება პაციენტების ამ ჯგუფისთვის პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ.
ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევის (RIVER-PCI) III ფაზაში, რომელიც ორიენტირებული იყო საბოლოო წერტილების მიღწევაზე, >18 წლის ასაკის 2604 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ქრონიკული სტენოკარდია კორონარულ სისხლძარღვებზე ტრანსდერმალური ჩარევის (PCI) შემდეგ არასრული რევასკულარიცაზიით, დოზა გაზარდეს 1000 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში. პირველად შემადგენელ საბოლოო წერტილში (დრო რევასკულარიზაციის პირველ ნიშნებამდე იშემიის ზემოქმედებით ან იშემიასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციამდე, რომელსაც არ ახლდა რევასკულარიზაცია) არ იყო გამოვლენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები რანოლაზინისა (26.2%) და პლაცებოს (28.3%) ჯგუფებს შორის, რისკის თანაფარდობა 0.95, 95%, სანდოობის ინტერვალი 0.82-1.10, p=0.48. ყველა მიზეზით სიკვდილიანობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიზეზით გამოწვეული სიკვდილის, მძიმე არასასაურველი გულ-სისხლძარღვოვანი მოვლენების განვითარების (MACE), გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის რისკი მსგავსი იყო ჯგუფებს შორის ყველა პოპულაციაში; მიუხედავად ამისა, MACE უფრო ხშირად აღინიშნებოდა >75 წლის ასაკის პაციენტებში რანოლაზინის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (17.0%, 11.3%-თან შედარებით, შესაბამისად); გარდა ამისა, აღინიშნებოდა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რიცხობრივი მომატება >75 წლის ასაკის პაციენტებში (9.2%, 5.1%-თან შედარებით, p=0.074).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატ რანექსას® პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში რანოლაზინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax), როგორც წესი, აღინიშნება 2-6 საათში. დღე-ღამეში ორჯერ მიღებისას წონასწორული მდგომარეობა, როგორც წესი, მიიღწევა 3 დღეში.
შეწოვა: რანოლაზინის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტების პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს 35-50%-ს, ინდივიდუალური ვარიატულობის მაღალი ხარისხით. პრეპარატ რანექსას® მოქმედება იზრდება დოზის მიხედვით. 500-დან 1000 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში დოზის გაზრდისას აღინიშნება AUC 2,5-3-ჯერადი მომატება წონასწორულ მდგომარეობაში. ჯანმრთელი მოხალისეების ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში წონასწორული კონცენტრაცია Cmax შეადგენდა, საშუალოდ, დაახლოებით 1770 (SD 1040) ნგ/მლ, წონასწორულ მდგომარეობაში AUC0-12 შეადგენდა, საშუალოდ, 13 700 (SD 8290) ნგ x სთ/მლ 500 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში პრეპარატის მიღების შემდეგ. საკვების მიღების დრო არ მოქმედებდა რანოლაზინის შეწოვის სიჩქარესა და სისრულეზე.
განაწილება: რანოლაზინის დაახლოებით 62% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად, ალფა-1 მჟავე გლიკოპროტეინებს, და უმნიშვნელო ხარისხით ალბუმინებს. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა (VSS) შეადგენს დაახლოებით 180ლ-ს.
გამოყოფა: რანოლაზინი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლური გზით. დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად უცვლელი სახით. ჯანმრთელი ადამიანის მიერ ერთჯერადი დოზის 500 მგ [14C]-რანოლაზინის პერორალური მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის 73% ვლინდება შარდში და 25% - განავალში.
რანოლაზინის კლირენსი დამოკიდებულია დოზაზე და მცირდება მისი გაზრდისას. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2-3 საათს ინტრავენური შეყვანის შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი რანოლაზინის პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 7 საათს, რაც განპირობებულია აბსორბციის სიჩქარით გამოყოფის სიჩქარის შეზღუდვით.
ბიოტრანსფორმაცია: რანოლაზინი განიცდის სწრაფ და ინტენსიურ მეტაბოლიზაციას. ახალგაზრდა ჯანმრთელ მოზრდილებში 500 მგ [14C]-რანოლაზინის ერთჯერადად პერორალური მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის დაახლოებით 13% ვლინდება პლაზმაში. მეტაბოლიტების დიდი რაოდენობა გამოვლინდა ადამიანის პლაზმაში (47 მეტაბოლიტი), შარდში (>100 მეტაბოლიტი) და განავალში (25 მეტაბოლიტი). გამოვლინდა 14 ძირითადი მეტაბოლური გზა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია O-დემეთილირება და N-დეალკილირება. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რანოლაზინი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით, ასევე CYP2D6-ით. CYP2D6-ის არასაკმარისი აქტივობის მქონე პირებში (პაციენტები დაქვეითებული მეტაბოლიზმით) 500 მგ-ის ორჯერ დღე-ღამეში მიღებისას AUC მაჩვენებელი 62%-ით აღემატება ანალოგიურ სიდიდეს, რომელიც აღინიშნა CYP2D6-ის ნორმალური მეტაბოლური აქტივობის მქონე ადამიანებში (პაციენტები ინტენსიური მეტაბოლიზმით). შესაბამისი სხვაობა დოზისთვის 1000 მგ ორჯერ დღე-ღამეში შეადგენდა 25%-ს.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
რანოლაზინის ფარმაკოკინეტიკაზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენა შესწავლილი იქნა პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში სტენოკარდიის მქონე 928 პაციენტისა და ჯანმრთელი პირების მონაწილეობით.
სქესის გავლენა: სქესი არ ახდენს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ხანდაზმული პაციენტები: ასაკი თავის თავად არ ახდენს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
მაგრამ, ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს რანოლაზინის მოქმედების გაძლიერება თირკმელების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების გამო.
სხეულის მასა: 40 კგ სხეულის მასის მქონე პირებში რანოლაზინის მოქმედება დაახლოებით 1,4-ჯერ ძლიერია, ვიდრე 70 კგ სხეულის მასის მქონე პირებში.
გულის შეგუბებითი უკმარისობა (გშუ): NYHA-ს კლასიფიკაციით III და IV კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობა იწვევს პლაზმაში კონცენტრაციის მომატებას დაახლოებით 1,3-ჯერ.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა: რანოლაზინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმელების ფუნქციის გავლენის შემსწავლელ კვლევაში რანოლაზინის AUC მაჩვენებელი იყო საშუალოდ 1,7-2-ჯერ მაღალი თირკმელების ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პირებში, კვლევაში მონაწილე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. კვლევაში მონაწილე პირებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით აღინიშნა AUC მნიშვნელობის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიატულობა. მეტაბოლიტების AUC იზრდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას. რანოლაზინის ერთ-ერთი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის AUC მაჩვენებელი პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევით მომატებული იყო 5-ჯერ.
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზით გამოვლინდა რანოლაზინის მოქმედების გაძლიერება 1,2-ჯერ თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პირებში (კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ). თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პირებში (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) გამოვლინდა რანოლაზინის მოქმედების გაძლიერება 1,3-1,8-ჯერ.
რანოლაზინის ფარმაკოკინეტიკაზე დიალიზის გავლენის შეფასება არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ჩატარდა რანოლაზინის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევით. ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. რანოლაზინის AUC მაჩვენებელი არ იცვლებოდა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ გაიზარდა 1,8-ჯერ ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევის შემთხვევაში. ასეთ პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივება იყო უფრო გამოხატული.
პედიატრიული პროფილის პაციენტები: პედიატრიული პროფილის პაციენტებში (<18 წელი) რანოლაზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის შესწავლილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
რანექსა® 500
500 მგ რანოლაზინი, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
რანექსა® 1000
1000 მგ რანოლაზინი, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
რანოლაზინი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
- რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი რანექსა® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ რანექსას® მიღებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი რანექსა®
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ რანექსას® შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი რანექსა® და რისთვის გამოიყენება
რანექსა® არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ. სტენოკარდია ვლინდება გულ-მკერდის არეში ტკივილის ან დისკომფორტის სახით, რომელსაც პაციენტი შეიგრძნობს სხეულის ზედა ნაწილში, კისრისა და მუცლის ზედა ნაწილს შორის, ხშირად ფიზიკური დატვირთვის ან ზედმეტად აქტიური მოქმედებების შემდეგ.
თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ რანექსას® მიღებამდე
არ შეიძლება პრეპარატ რანექსას® მიღება შემდეგ შემთხვევებში:
ალერგიის არსებობისას რანოლაზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც მითითებულია მოცემული ჩანართის მე-6 პარაგრაფში;
თირკმელების მძიმე დაავადებების არსებობისას;
ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადებების არსებობისას;
გარკვეული პრეპარატების გამოყენებისას ბაქტერიული ინფექციების (კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციების (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის (ნეფაზოდონი) ან გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი) სამკურნალოდ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ რანექსას® მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს;
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს;
თუ როდესმე გქონდათ ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);
ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში;
სხეულის დაბალი წონის (60 კგ და ნაკლები) შემთხვევაში;
თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა.
თუ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის შემცირების ან სიფრთხილის სხვა ზომების მიღების შესახებ.
სხვა სამკურნალო საშუალებებისა და პრეპარატ რანექსას® მიღება
პრეპარატ რანექსას® მიღების დროს არ გამოიყენოთ შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
გარკვეული პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების (კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციების (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის (ნეფაზოდონი) ან გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი) სამკურნალოდ.
პრეპარატ რანექსას® მიღების დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ:
გარკვეულ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების (ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების (ფლუკონაზოლი) სამკურნალოდ, გადანერგილი ორგანოების მოცილების პროფილაქტიკისათვის დანიშნულ პრეპარატებს (ციკლოსპორინი), ან ისეთ საგულე საშუალებებს, როგორიცაა, დილთიაზემი ან ვერაპამილი. მოცემულმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოქმედებების სიხშირის გაზრდა, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება, რომლებიც წარმოადგენს შესაძლო გვერდით მოქმედებას პრეპარატ რანექსაზე® (იხ. პარაგრაფი 4). ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის შემცირების შესახებ.
ეპილეფსიის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი); რიფამპიცინს ინფექციური დაავადების (მაგალითად, ტუბერკულოზის) სამკურნალოდ; მცენარეულ პრეპარატ კრაზანას, რადგან ამ საშუალებებმა შესაძლოა დააქვეითოს პრეპარატ რანექსას® ეფექტიანობა.
გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს დიგოქსინს ან მეტოპროლოლს, რადგან ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატების დოზის შეცვლის აუცილებლობის შესახებ პრეპარატ რანექსას® მიღების დროს.
გარკვეულ საშუალებებს ალერგიის (მაგალითად, ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზოლასტინი), გულის რიტმის დარღვევების (მაგალითად, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) და დეპრესიის (მაგალითად, იმიპრამინი, დოქსეპინი, ამიტრიპტილინი) სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე.
გარკვეულ პრეპარატებს დეპრესიის (ბუპროპიონი), ფსიქოზების, აივ-ინფექციების (ეფავირენცი) ან კიბოს (ციკლოფოსფამიდი) სამკურნალოდ.
გარკვეულ პრეპარატებს სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონის სამკურნალოდ (მაგალითად, სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი). მოცემულ პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს კუნთების ტკივილი და დაზიანება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობის შესახებ პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის პერიოდში.
გარკვეულ პრეპარატებს გადანერგილი ორგანოების მოცილების პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), რადგან თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატის დოზის კორექტირების შესახებ პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის პერიოდში.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
პრეპარატ რანექსას® მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატ რანექსას® მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატ რანექსათი® მკურნალობის დროს გრეიფრუტის წვენის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ორსულობის პერიოდში პრეპარატ რანექსას® მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი რანექსა® უკუნაჩვენებია. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, აგრეთვე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატ რანექსას® ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ არის ჩატარებული. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
პრეპარატ რანექსას® შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა თავბრუსხვევა (ხშირად), არამკვეთრი მხედველობა (ზოგჯერ), ცნობიერების არევის მდგომარეობა (ზოგჯერ), ჰალუცინაციები (ზოგჯერ), თვალებში გაორება (ზოგჯერ) და კოორდინაციის დარღვევა (იშვიათად), რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან ამ მოვლენების სრულ გაქრობამდე.
პრეპარატ რანექსას® პროლონგირებული მოქმედების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის “პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატი რანექსა® 1000 მგ, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი რანექსა®
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით. არ დაფშვნათ, არ დაღეჭოთ და არ გადატეხოთ ტაბლეტები ნაწილებად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება იმოქმედოს ტაბლეტებიდან სამკურნალო ნივთიერების გამოთავისუფლებაზე ორგანიზმში.
საწყისი დოზა მოზრდილთათვის შეადგენს ერთ 500 მგ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში. 2-4 კვირის შემდეგ, მკურნალობაზე ორგანიზმის რეაქციის მიხედვით, ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა სათანადო ეფექტის მისაღწევად. პრეპარატ რანექსას® მაქსიმალური დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ყველა გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა ან, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შეწყვიტოს პრეპარატ რანექსათი® მკურნალობა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის პრეპარატ რანექსას® მიღება უკუნაჩვენებია.
თუ მიიღეთ პრეპარატ რანექსას® საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატ რანექსას® ტაბლეტების შემთხვევით ჭარბი რაოდენობით მიღებისას ან ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვისა და მუყაოს კოლოფის ჩათვლით, რათა სამედიცინო პერსონალმა მარტივად განსაზღვროს, თუ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ რანექსას® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ახლოვდება პრეპარატის შემდეგი მიღების დრო (მიღებამდე 6 საათზე ნაკლები). არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატ რანექსას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი, მაგრამ საშიში მდგომარეობის შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში:
სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
ყლაპვის გაძნელება;
გამონაყარი ან სუნთქვის გაძნელება.
აცნობეთ ექიმს ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ, ისეთის, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს პრეპარატ რანექსათი® მკურნალობა.
სხვა შესაძლო გვერდით მოქმედებას წარმოადგენს:
ხშირი გვერდითი მოქმედება (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10-ში):
შეკრულობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
გულისრევის შეგრძნება, ღებინება
სისუსტის შეგრძნება
გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში):
მგრძნობელობის შეცვლა
შფოთვის შეგრძნება, დაძინების პრობლემა, ცნობიერების არევის მდგომარეობა, ჰალუცინაციები
არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დარღვევა
აღქმის შეცვლა (შეხების ან გემოს), ტრემორი, დაღლილობის შეგრძნება ან უხალისოდ ყოფნა, ძილიანობა ან ძილიანობის მდგომარეობა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან გულის წასვლა, თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას
შარდის გამუქება, სისხლი შარდში, შარდვის გაძნელება
გაუწყლოება
სუნთქვის გაძნელება, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან
მხედველობის გაორება
მომატებული ოფლიანობა, ქავილი
შესიების ან შებერილობის შეგრძნება
წამოხურება, არტერიული წნევის დაქვეითება
სისხლში კრეატინინის დონის ან შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, სისხლში თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, ეკგ სურათის შეცვლა
სახსრების შესიება, ტკივილი კიდურებში
მადის დაკარგვა ან/და წონის დაკლება
კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე
ზარების რეკვის ხმა ყურებში ან/და ტრიალის შეგრძნება
ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა, სიმშრალე პირის ღრუში ან მეტეორიზმი
იშვიათი გვერდითი მოქმედება (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-10-ში):
შარდვის მოშლა
ღვიძლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ნორმიდან გადაცდომა
თირკმელების მწვავე უკმარისობა
ყნოსვის შეცვლა, პირის ან ტუჩების დაბუჟების შეგრძნება, სმენის დარღვევა
ცივი ოფლი, გამონაყარი
კოორდინაციის დარღვევა
არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე წამოდგომისას
დათრგუნული მდგომარეობა ან გონების დაკარგვა
დეზორიენტაცია
ხელებისა და ფეხების გაცივების შეგრძნება
გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქციები
იმპოტენცია
სიარულის უნარის დაკარგვა წონასწორობის დარღვევის გამო
კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაწლავების ანთება
მეხსიერების დაკარგვა
ყელში მოჭერის შეგრძნება
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და ცნობიერების არევა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა და კომა.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
მიოკლონია.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ რანექსას® შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია თითოეულ ბლისტერულ ფირფიტაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ რანექსას® შემადგენლობა
პრეპარატ რანექსას® მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს რანოლაზინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ან 1000 მგ რანოლაზინს.
სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტეარატი (არა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
დოზის მიხედვით ტაბლეტის გარსი აგრეთვე შეიცავს:
500 მგ ტაბლეტები: პოლიეთილენგლიკოლი 3350, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), კარნაუბის ცვილი.
1000 მგ ტაბლეტები: გლიცერინის ტრიაცეტატი, ჰიპრომელოზა 6 სპზ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლიეთილენგლიკოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), კარნაუბის ცვილი.
პრეპარატ რანექსას® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატ რანექსას® პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები წარმოადგენს ოვალური ფორმის ტაბლეტებს.
500 მგ ტაბლეტები: ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “500“, მეორე მხარეს - გლუვი.
1000 მგ ტაბლეტები: მკრთალი ყვითელი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “1000“, მეორე მხარეს - გლუვი.
პრეპარატი რანექსა® გამოდის მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 30, 60 ან 100 ტაბლეტს პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშენზ ლუქსემბურგი ს.ა.
1, დე ლა გარეს გამზირი
1611 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
მწარმოებელი
მენარინი – ფონ ჰეიდენ გმბჰ
ლეიფციგერ შტრასე 7-13
01097 დრეზდენი, გერმანია
უფლებამოსილი წარმომადგენელი:
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2020 წლის ოქტომბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


