ლატიქსა წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც, სხვა პრეპარატებთან ერთად, გამოიყენება სტენოკარდიის (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების ოკლუზიით/შევიწროებით) სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რანოლაზინი (ranolazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი № 60
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB18
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0259
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ლატიქსა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლატიქსა წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც, სხვა პრეპარატებთან ერთად, გამოიყენება სტენოკარდიის (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების ოკლუზიით/შევიწროებით) სამკურნალოდ. სტენოკარდია ვლინდება ტკივილით ან დისკომფორტის შეგრძნებით სხეულის ზედა ნახევარში (მიდამო კისრიდან მუცლის ზედა ნაწილამდე) და პროვოცირებულია ფიზიკური ვარჯიშით ან ჭარბი ფიზიკური აქტივობით.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის მიუხედავად გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ან მდგომარეობა უარესდება.
ლატიქსა ხელმისაწვდომია 60 გახანგრძლივებული ტაბლეტისგან შემდგარ შეფუთვებში.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილთათვის სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 375 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში.
2-4 კვირის შემდეგ, ექიმმა, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, შესაძლოა გაზარდოს დოზა ჯერ 500-მდე, ხოლო შემდეგ 750 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც დამოკიდებულია მკურნალობის მიმართ ორგანიზმის რეაგირებაზე. დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1000 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
მნიშვნელოვანია, რომ გვერდითი მოვლენების, მათ შორის თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა მიმართოს ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს ლატიქსას დოზა ან თუ გვერდითი მოვლენები კვლავ გაგრძელდება – შეწყვიტოს ლატიქსათი მკურნალობა.
მიღების გზა და მიღების მეთოდი:
ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, წყლის მიყოლებით. დაუშვებელია ტაბლეტების გასრესა, დაღეჭვა, დანაწევრება ან ორ ნაწილად გაყოფა, რადგან, აღნიშნული გავლენას ახდენს ორგანიზმში პრეპარატის მოხვედრის ხარისხზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ლატიქსა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულ ასაკში:
ხანში შესული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა:
ლატიქსა არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში. თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა:
ლატიქსა არ გამოიყენება ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანების შემთხვევაში.
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ლატიქსას მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
გარკვეული პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის სამკურნალოდ (ნეფაზოდონი) ან გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი).
პაციენტმა ლატიქსას მიღებამდე უნდა აცობოს მკურნალ ექიმს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ (ციკლოსპორინი), ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ (ერითრომიცინი), ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგოდ (ფლუკონაზოლი) ან ზოგიერთი საგულე პრეპარატი (მაგ. დილტიაზემი ან ვერაპამილი). აღნიშნულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ ლატიქსასთან ასოცირებული ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დოზის შემცირება.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი); რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ (მათ შორის ტუბერკულოზის); მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ლატიქსას მოქმედება.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ დიგოქსინს ან მეტოპროლოლს: ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს აღნიშნული პრეპარატების დოზა;
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიის (მაგ. ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი), გულის რიტმის დარღვევების (მაგ. დისოპირამიდი, პროკაინამიდი) და დეპრესიის (მაგ. იმიპრამინი, დოქსეპრინი, ამიტრიპტილინი) სამკურნალოდ. აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ეკგ-ზე;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის (ბუპროპიონი, პაროქსეტინი), ფსიქოზის (მაგ. პიმოზიდი), აივ-ინფექციის (ეფავირენზი) ან კიბოს (ციკლოფოსფამიდი) სამკურნალოდ;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ (მაგ. სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ კუნთების სპაზმები და კუნთების დაზიანება. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს აღნიშნული პრეპარატების დოზა; ß
ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ტრანსპლანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიოლიმუსი, ევეროლიმუსი) დოზა;
ფუსიდის მჟავა კაფსულების ან ტაბლეტების ფორმით, რომელიც გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ (იდელასიბილი, პაზოპანიბი, ვინკრისტინი და ტოპოტეკანი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის (ანტიდიურეზული ჰორმონი პასუხისმგებელია ორგანიზმში სითხის შენარჩუნებაზე) სამკურნალოდ (კონივაპნატი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (მეტფორმინი).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლატიქსას მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად ასევე მის გარეშე. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღება არ უნდა მოხდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის პერიოდში ლატიქსას მიღება დასაშვებია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტიქსა თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლატიქსას გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ლატიქსამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა (ხშირი), მხედველობის დაბინდვა (ნაკლებად ხშირი), კონფუზია (ნაკლებად ხშირი), ჰალუცინაციები (ნაკლებად ხშირი) და კოორდინაციის პრობლემები (იშვიათი), რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, მათ სრულ ალაგებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლატიქსას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლატიქსამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ლატიქსას მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
კანქვეშა შეშუპება (ანგიშეშუპება);
სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
ყლაპვის გაძნელება;
გამონაყარი კანზე და სუნთქვის გაძნელება;
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თითოეული აღნიშნული საშიში გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
ისეთი ხშირი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს ლატიქსას დოზა ან შეწყვიტოს ლატიქსათი მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ხშირი:
ყაბზობა;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
გულისრევა, ღებინება;
სისუსტე (ასთენია);
ნაკლებად ხშირი:
სენსორული ცვლილებები;
შფოთვა, ძილის გაძნელება, კონფუზია, ჰალუცინაციები;
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევები;
მგრძნობელობის ცვლილებები (ტაქტილური ან გემოვნების), ტრემორი (კანკალი), სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან თავბრუ, გულისწასვლა, თავბრუსხვევა წამოდგომისას;
მუქი ფერის შარდი, სისხლიანი შარდი, შარდვის გაძნელება;
გაუწყლოვნება (სითხის დაკარგვა);
სუნთქვის გაძნელება, ხველება, ცხვირიდან სისხლდენა;
მხედველობის გაორება;
ჭარბი ოფლიანობა, ქავილი;
შებერილობა, სისავსის შეგრძნება;
ალები, დაბალი არტერიული წნევა;
კრეატინის ან შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში;
სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოცირების რაოდენობის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (კვლევა, რომელიც აჩვენებს გულის ელექტრულ აქტივობას);
სახსრების შეშუპება, კიდურების ტკივილი;
უმადობა და/ან წონის კლება;
კუნთების კრამპები;
ხმაური ყურებში და/ან თავბრუსხვევის შეგრძნება;
მუცლის ტკივილი ან კუჭის გაღიზიანება, მოუნელებლობა, პირის სიმშრალე ან მეტეორიზმი;
კუნთების სისუსტე;
ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირის დაქვეითება);
გულის ფრიალის შეგრძნება, მათ შორის აჩქარებული გულისცემა ან პალპიტაცია;
ხელების ან ფეხების შეშუპება, შეშუეპაბ კანქვეშ (პერიფერიული შეშუპება).
იშვიათი:
შარდვის შეუძლებლობა;
ღვიძლის ფუქნციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
თირკმელების მწვავე უკმარისობა;
სუნის გრძნობის ცვლილებები, პირის ღრუს ან ტუჩების დაბუჟება, სმენის დარღვევები;
ცივი ოფლი, გამონაყარი კანზე;
კოორდინაციის პრობლემები;
არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას;
გონების დაკარგვა ან გულისწასვლა;
დეზორიენტაცია (დროში, სივრცეში და გარემოში);
სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
გამონაყარი კანზე, ალერგიული კანისმიერი რეაქციები;
ერექციული დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა, როდესაც შეუძლებელია სქესობრივი აქტის შესრულება);
სიარულის შეუძლებლობა დისბალანსის გამო;
პანკრეასის ან ნაწლავების ანთება (ეროზიული დუოდენიტი);
მეხსიერების დაკარგვა;
მოჭერის შეგრძნება ხახაში;
ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპონატრემია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომები და კომა.
უცნობი სიხშირის:
კუნთების კრთომები ან შეკუმშვები (მიოკლონია).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ არ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო (შემდეგ დოზამდე დარჩენილია < 6 სთ). გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თუმცა კლინიკური კვლევების დროს ლატიქსას უეცარი მოხსნა არ იყო ასოცირებული გულმკერდის მიდამოში ტკივილის პროპორციულ ზრდასთან, ლატიქსათი მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Menarini İlaç San. ve Tic. Inc. Maslak Mah. Sumer Sok. No:4 Maslak Office
Building Floor:7-8 34485 Maslak, Sariyer/Istanbul
მენარინი ილაც სან. ვე ტიკ. მასლაკ მაჰ. სუმერ სოკ. ნო: 4
მასლაკის ოფისი, სართული: 7-8
34485 მასლაკი, სარიეერი/სტამბული
წარმოების ადგილი:
İ.E. Ulagay İlaç Sanayii Türk A.Ş. Davutpasa Cad. No.12 34010
Topkapi/Istanbul
ი.ე. ულაგაი ილაკ სანაიი ტურკ ა.ს. დავუტპასა კად. ნო 12 34010
ტოპკაპი/სტამბული
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 18/12/2019
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ლატიქსა 500 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: 500 მგ რანოლაზინი.
დამხმარე ნივთიერებები: კარნაუბას ცვილი, ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, პოლივინილის ალკოჰოლი-ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, ტალკი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი.
მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლატიქსა და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლატიქსას გამოყენებამდე
ლატიქსას მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლატიქსას შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
- რას წარმოადგენს ლატიქსა და რისთვის გამოიყენება იგი
ლატიქსა წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც, სხვა პრეპარატებთან ერთად, გამოიყენება სტენოკარდიის (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების ოკლუზიით/შევიწროებით) სამკურნალოდ. სტენოკარდია ვლინდება ტკივილით ან დისკომფორტის შეგრძნებით სხეულის ზედა ნახევარში (მიდამო კისრიდან მუცლის ზედა ნაწილამდე) და პროვოცირებულია ფიზიკური ვარჯიშით ან ჭარბი ფიზიკური აქტივობით.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის მიუხედავად გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ან მდგომარეობა უარესდება.
ლატიქსა ხელმისაწვდომია 60 გახანგრძლივებული ტაბლეტისგან შემდგარ შეფუთვებში.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლატიქსას გამოყენებამდე
ლატიქსა არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) რანოლაზინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული სერიოზული დარღვევები;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლთან ასოცირებული საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევები;
თუ პაციენტი ღებულობს გარკვეულ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის სამკურნალოდ (ნეფაზოდონი) ან გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი).
შემდეგ შემთხვევებში, ლატიქსა გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევები;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლთან ასოცირებული მსუბუქი ხარისხის დარღვევები;
თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია პათ. ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (კვლევა, რომელიც აჩვენებს გულის ელექტრულ აქტივობას);
თუ პაციენტი არის ხანდაზმული ასაკის;
თუ პაციენტს აქვს სხეულის დაბალი წონა (60 კგ ან ნაკლები);
თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ლატიქსას მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად ასევე მის გარეშე. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღება არ უნდა მოხდეს.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის პერიოდში ლატიქსას მიღება დასაშვებია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტიქსა თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ლატიქსას გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ლატიქსამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა (ხშირი), მხედველობის დაბინდვა (ნაკლებად ხშირი), კონფუზია (ნაკლებად ხშირი), ჰალუცინაციები (ნაკლებად ხშირი) და კოორდინაციის პრობლემები (იშვიათი), რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, მათ სრულ ალაგებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლატიქსას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ლატიქსასთან ერთად შემდეგი პრეპარატები არ გამოიყენება:
გარკვეული პრეპარატები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), აივ-ინფექციის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები), დეპრესიის სამკურნალოდ (ნეფაზოდონი) ან გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, დოფეტილიდი ან სოტალოლი).
პაციენტმა ლატიქსას მიღებამდე უნდა აცობოს მკურნალ ექიმს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ (ციკლოსპორინი), ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ (ერითრომიცინი), ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგოდ (ფლუკონაზოლი) ან ზოგიერთი საგულე პრეპარატი (მაგ. დილტიაზემი ან ვერაპამილი). აღნიშნულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ ლატიქსასთან ასოცირებული ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დოზის შემცირება.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი); რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ (მათ შორის ტუბერკულოზის); მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ლატიქსას მოქმედება.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ დიგოქსინს ან მეტოპროლოლს: ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს აღნიშნული პრეპარატების დოზა;
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიის (მაგ. ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი), გულის რიტმის დარღვევების (მაგ. დისოპირამიდი, პროკაინამიდი) და დეპრესიის (მაგ. იმიპრამინი, დოქსეპრინი, ამიტრიპტილინი) სამკურნალოდ. აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ეკგ-ზე;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის (ბუპროპიონი, პაროქსეტინი), ფსიქოზის (მაგ. პიმოზიდი), აივ-ინფექციის (ეფავირენზი) ან კიბოს (ციკლოფოსფამიდი) სამკურნალოდ;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ (მაგ. სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ კუნთების სპაზმები და კუნთების დაზიანება. ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს აღნიშნული პრეპარატების დოზა; ß
ლატიქსათი მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ტრანსპლანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიოლიმუსი, ევეროლიმუსი) დოზა;
ფუსიდის მჟავა კაფსულების ან ტაბლეტების ფორმით, რომელიც გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ;
ზოგიერით პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ (იდელასიბილი, პაზოპანიბი, ვინკრისტინი და ტოპოტეკანი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის (ანტიდიურეზული ჰორმონი პასუხისმგებელია ორგანიზმში სითხის შენარჩუნებაზე) სამკურნალოდ (კონივაპნატი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (მეტფორმინი).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ლატიქსას მიღების წესი
სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილთათვის სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 375 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში.
2-4 კვირის შემდეგ, ექიმმა, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, შესაძლოა გაზარდოს დოზა ჯერ 500-მდე, ხოლო შემდეგ 750 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც დამოკიდებულია მკურნალობის მიმართ ორგანიზმის რეაგირებაზე. დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1000 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
მნიშვნელოვანია, რომ გვერდითი მოვლენების, მათ შორის თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა მიმართოს ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს ლატიქსას დოზა ან თუ გვერდითი მოვლენები კვლავ გაგრძელდება – შეწყვიტოს ლატიქსათი მკურნალობა.
მიღების გზა და მიღების მეთოდი:
ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, წყლის მიყოლებით. დაუშვებელია ტაბლეტების გასრესა, დაღეჭვა, დანაწევრება ან ორ ნაწილად გაყოფა, რადგან, აღნიშნული გავლენას ახდენს ორგანიზმში პრეპარატის მოხვედრის ხარისხზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ლატიქსა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულ ასაკში:
ხანში შესული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა:
ლატიქსა არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში. თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა:
ლატიქსა არ გამოიყენება ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანების შემთხვევაში.
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ლატიქსას მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ არ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო (შემდეგ დოზამდე დარჩენილია < 6 სთ). გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თუმცა კლინიკური კვლევების დროს ლატიქსას უეცარი მოხსნა არ იყო ასოცირებული გულმკერდის მიდამოში ტკივილის პროპორციულ ზრდასთან, ლატიქსათი მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლატიქსამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ლატიქსას მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
კანქვეშა შეშუპება (ანგიშეშუპება);
სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
ყლაპვის გაძნელება;
გამონაყარი კანზე და სუნთქვის გაძნელება;
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თითოეული აღნიშნული საშიში გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
ისეთი ხშირი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს ლატიქსას დოზა ან შეწყვიტოს ლატიქსათი მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ხშირი:
ყაბზობა;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
გულისრევა, ღებინება;
სისუსტე (ასთენია);
ნაკლებად ხშირი:
სენსორული ცვლილებები;
შფოთვა, ძილის გაძნელება, კონფუზია, ჰალუცინაციები;
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევები;
მგრძნობელობის ცვლილებები (ტაქტილური ან გემოვნების), ტრემორი (კანკალი), სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან თავბრუ, გულისწასვლა, თავბრუსხვევა წამოდგომისას;
მუქი ფერის შარდი, სისხლიანი შარდი, შარდვის გაძნელება;
გაუწყლოვნება (სითხის დაკარგვა);
სუნთქვის გაძნელება, ხველება, ცხვირიდან სისხლდენა;
მხედველობის გაორება;
ჭარბი ოფლიანობა, ქავილი;
შებერილობა, სისავსის შეგრძნება;
ალები, დაბალი არტერიული წნევა;
კრეატინის ან შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში;
სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოცირების რაოდენობის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (კვლევა, რომელიც აჩვენებს გულის ელექტრულ აქტივობას);
სახსრების შეშუპება, კიდურების ტკივილი;
უმადობა და/ან წონის კლება;
კუნთების კრამპები;
ხმაური ყურებში და/ან თავბრუსხვევის შეგრძნება;
მუცლის ტკივილი ან კუჭის გაღიზიანება, მოუნელებლობა, პირის სიმშრალე ან მეტეორიზმი;
კუნთების სისუსტე;
ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირის დაქვეითება);
გულის ფრიალის შეგრძნება, მათ შორის აჩქარებული გულისცემა ან პალპიტაცია;
ხელების ან ფეხების შეშუპება, შეშუეპაბ კანქვეშ (პერიფერიული შეშუპება).
იშვიათი:
შარდვის შეუძლებლობა;
ღვიძლის ფუქნციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
თირკმელების მწვავე უკმარისობა;
სუნის გრძნობის ცვლილებები, პირის ღრუს ან ტუჩების დაბუჟება, სმენის დარღვევები;
ცივი ოფლი, გამონაყარი კანზე;
კოორდინაციის პრობლემები;
არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას;
გონების დაკარგვა ან გულისწასვლა;
დეზორიენტაცია (დროში, სივრცეში და გარემოში);
სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
გამონაყარი კანზე, ალერგიული კანისმიერი რეაქციები;
ერექციული დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა, როდესაც შეუძლებელია სქესობრივი აქტის შესრულება);
სიარულის შეუძლებლობა დისბალანსის გამო;
პანკრეასის ან ნაწლავების ანთება (ეროზიული დუოდენიტი);
მეხსიერების დაკარგვა;
მოჭერის შეგრძნება ხახაში;
ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპონატრემია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომები და კომა.
უცნობი სიხშირის:
კუნთების კრთომები ან შეკუმშვები (მიოკლონია).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ლატიქსას შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Menarini İlaç San. ve Tic. Inc. Maslak Mah. Sumer Sok. No:4 Maslak Office
Building Floor:7-8 34485 Maslak, Sariyer/Istanbul
მენარინი ილაც სან. ვე ტიკ. მასლაკ მაჰ. სუმერ სოკ. ნო: 4
მასლაკის ოფისი, სართული: 7-8
34485 მასლაკი, სარიეერი/სტამბული
წარმოების ადგილი:
İ.E. Ulagay İlaç Sanayii Türk A.Ş. Davutpasa Cad. No.12 34010
Topkapi/Istanbul
ი.ე. ულაგაი ილაკ სანაიი ტურკ ა.ს. დავუტპასა კად. ნო 12 34010
ტოპკაპი/სტამბული
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 18/12/2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




