აქტიური ნივთიერების სახით რანესევა სეველამერის ჰიდროქლორიდს შეიცავს. საჭლის მომნელებელ ტრაქტის საკვებში სეველამერის ჰიდროქლორიდი უკავშირდება ფოსფატს და ამცირებს ფოსფატის დონეს სისხლში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სეველამერი (sevelamer)
- ფორმა და შეფუთვა
- 800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №180 (18X10)
- მწარმოებელი
- Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- V03AE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042311
- რეგისტრირებულია
- 5 ნოემბერი 2024, მოქმედებს 5 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რანესევა 800მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქტიური ნივთიერების სახით რანესევა სეველამერის ჰიდროქლორიდს შეიცავს. საჭლის მომნელებელ ტრაქტის საკვებში სეველამერის ჰიდროქლორიდი უკავშირდება ფოსფატს და ამცირებს ფოსფატის დონეს სისხლში. შეუძლებელია სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე. ფოსფორის დონე სისხლში იზრდება (ექიმი მას ჰიპერფოსფატემიას უწოდებს). სისხლში ფოსფორის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რასაც კალციფიკაციას უწოდებენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმში ნალექის წარმოქმნა. აღნიშნულმა ნალექმა შეიძლება დაახშოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ორგანიზმის სისხლით მომარაგების დარღვევა. ფოსფორის დონის ზრდამ სისხლში შეიძლება ასევე გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.
რანესევა გამოიყენება სისხლში ფოსფორის დონის საკონტროლოდ თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე,
ძვლის დაავადების განვითარების კონტროლისთვის, რომელიც დამოკიდებულია თირკმელზე, შეიძლება აუცილებელი გახდეს რანესევასთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენებაც, როგორიცაა კალციუმი ან D ვიტამინის დანამატი. რანესევა ასევე ნაღვლის მჟავებს უკავშირდება, ამიტომ ის ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპიდების დონეს (ცუდი ქოლესტერინი) სისხლში.
რა უნდა გაითვალისწინოთ რანესევას გამოყენებამდე.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირება/მიღების სიხშირის შესახებ:
რანესევას მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს დოზირებას შრატში ფოსფორის დონის მიხედვით. რეკომენდებული საწყისი დოზაა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (>65 წ) ერთი ან ორი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ყოველი ჭამის დროს.
ექიმი შეამოწმებს ფოსფორის დონეს სისხლში რეგულარულად და შეგირჩევთ რანესევას დოზას 1-5 ტაბლეტის ფარგლებში, ყოველი ჭამის დროს სისხლში ფოსფატის სასურველი დონის მისაღწევად.
თუ რანესევას მიღება უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ერთად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარტის მიღება რანესევას მიღებამდე ერთი საათით ადრე ან სამი საათის შემდეგ ან გააკონტროლოს სისხლში სხვა პრეპარატის დონე.
მიღების გზა და მეთოდი:
მიიღეთ პერორალურად.
არ დაღეჭოთ ტაბლეტები. გადაყლაპეთ მთლიანად.
სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში
მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) დადგენილი არ არის.
ამიტომ რანესევას მიღება პაციენტთა მოცემულ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები
თუ ფოსფატის დონე სისხლში დაბალია
თუ გაქვთ ნაწლავის ობსტრუქცია
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების სეველამერის ჰიდროქლორიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
რანესევა სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
რანესევას მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა აღინიშნება:
თუ არ იტარებთ დიალიზს
თუ გაქვთ ყლაპვის პრობლემები
თუ გაქვთ მოტორიკის (გამავლობის) პრობლემები კუჭსა და ნაწლავებში
თუ კუჭში შეინიშნება კუმულაცია
თუ გაქვთ ნაწლავების მწვავე ანთება
თუ გაქვთ კუჭსა და ნაწლავებზე სერიოზული ოპერაცია ჩატარებული
ბავშვებში (18 წლამდე) პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ამიტომ რანესევას გამოყენება პაციენტთა აღნიშნულ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
დამატებითი მკურნალობა:
თქვენი თირკმელების მდგომარეობის და დიალიზით მკურნალობის გამო;
შესაძლებელია კალციუმის დაბალი ან მაღალი შემცველობის განვითარება სისხლში. ვინაიდან რანესევა არ შეიცავს კალციუმს, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კალციუმის ტაბლეტები.
სისხლში შესაძლებელია დაბალი იყოს D ვიტამინის დონე. ამიტომ, ექიმმა უნდა შეამოწმოს ვიტამინი D-ს დონე სისხლში და აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნოთ დამატებით D ვიტამინი. თუ არ იღებთ შემანარჩუნებელ მკურნალობას, რომელიც მოიცავს ბევრ ვიტამინს, ვიტამინი A, E, K და ფოლის მჟავას დონეები სისხლში შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, ექიმმა უნდა მოახდინოს დაკვირვება სისხლში მათ დონეებზე და აუცილებლობისას დანიშნოს დამატებითი ვიტამინები.
მკურნალობის ცვლილება:
სხვა ფოსფორისშემაკავშირებელი პრეპარატიდან რანესევაზე გადასვლისას, პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს ბიკარბონატის დონის შემცირება, ექიმმა უნდა მოახდინოს დაკვირვება ბიკარბონატის დონეზე სისხლში.
სიფრთხილის ზომები
პერიტონეალური დიალიზის გამო შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი (ინფექცია/ანთება მუცლის სითხეში) და ეს რისკი შესაძლოა შემცირდეს პარკის გამოცვლისას სტერილური პირობების დაცვით. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს როგორიცაა მუცლის დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, მუცლის მგრძნობელობა ან დაჭიმულობა, ყაბზობა, ცხელება, კანკალი, გულისრევა ან ღებინება.
სიფრთხილით უნდა მოხდეს ვიტამინი A, D, E , K და ფოლის მჟავას დაბალ დონეებთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგი.
რანესევას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რანესევას გამოყენება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ამასთან ერთად, მკაცრად უნდა დაიცვათ დიეტა და სითხის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. უცნობია ახდენს თუ არა რანესევა ნაყოფზე ზემოქმედებას.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს, რომ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. უცნობია გადადის თუ არა რანესევა დედის რძეში და ახდენს ზეგავლენას ბავშვზე.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე რანესევას ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თუ რანესევას გამოყენებისას, შეამჩნიეთ რაიმე სახის ეფექტი, ავტოტრანსპორტის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რანესევას შემადგენლობაში ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებები არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს დოზირებისა და მიღების მეთოდის მხრივ.
სხვა პრეაპრატები და რანესევა
თუ ამჟამად იღებთ ან ადრე იღებდით რომელიმე პრეპარატს, მათ შორის არა სარეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
რანესევას მიღება არ შეიძლება ციპროფლოქსაცინთან ერთად (ანტიბიოტიკი).
თუ იღებთ გულის რითმის ან ეპილეფსიისთვის განკუთვნილ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს რანესევას გამოყენებისას.
ისეთი პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატის მოფეტილი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში) შეიძლება შემცირდეს რანესევას მიერ. თუ იღებთ მოცემულ პრეპარატებს, საჭიროა ექიმის რეკომენდაცია.
რანესევას და ლევოთირქოსინის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი) ერთად მიღებისას, ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თირეოტროპული ჰორმონის (TSH, ნივთიერება რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს გამოიმუშაოს თირეოიდული ჰორმონი და აკონტროლოს ორგანიზმის მეტაბოლიზმი) მომატებული დონე. ამიტომ, აუცილებელია ექიმმა ხშირად მოახდინოს სისხლში TSH-ის დონის შემოწმება.
ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებსა და რანესევას შორის.
თუ ამჟამად იღებთ ან იღებდით რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა და მანქანა–დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს რანესევას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში რანესევას გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (ეხება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს): გულისრევა და ღებინება
ხშირი ეხება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს და 100-დან 1-ზე მეტს): დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი.
რანესევას კლინიკური გამოყენების დროს ქავილი, გამონაყარი, მუცლის ტკივილი, დეფეკაციის შესუსტება, ნაწლავური გაუვალობა, მსხვილი ნაწლავის წვრილი ბუშტუკების უჩვეულო ანთება (დივერტიკულიტი) და ნაწლავის კედლის პერფორაცია.
რადგან ყაბზობა არის ნაწლავის ობსტრუქციის სიმპტომი, რომელიც ძალიან იშვიათია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მისი განვითარების შემთხვევაში.
თუ რომელიმე გვერდით ეფექტი დამძიმდება, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ განვითრდება გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ რანესევა
რანესევა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C -ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ რანესევა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელი პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს კითხვით, თუ როგორ უნდა მოხდეს ვადაგასული პრეპარატების გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირებისას, დაუყვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რანესევას ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რანესევას მიღება
თუ დაგავიწყდათ რანესევას მიღება, გამოტოვეთ მოცემული დოზა და მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები რანესევას მკურნალობის შეყვწეტისას.
არ არის ცნობილი
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
შენახვის პირობები
სათაურები მოცემულია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი: V03AE02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები.
რანესევა შეიცავს სეველამერს, რომელიც არ შეიცავს ლითონსა და კალციუმს, არის არააბსორბირებადი და ფოსფორის შემაკავშირებელი პოლიმერი (ალილამინის ჰიდროქლორიდი). სეველამერი შეიცავს რამოდენიმე ამინს, რომლებიც პოლიმერის ძირითადი ჯაჭვისაგან დაშორებულია ნახშირბადის ერთი ატომით. აღნიშნული ამინები ნაწილობრივ პროტონირებენ ნაწლავში და რეაგირებენ ფოსფორის მოლეკულებთან იონებისა და წყალბადის შეკავშირებით. ამასთანავე სეველამერი ამცირებს ფოსფორის კონცენტრაციას სისხლის შრატში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფატების შეკავშირებით.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეველამერი ეფექტიანია შრატში ფოსფორის შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზს ან პერიტონეალურ დიალიზს იტარებენ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რანესევა არ შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევის მიხედვით. ფარმაკოკინეტიკური კვლევები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა (იხილეთ პუნქტი 4.4 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
რანესევა 800 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის ჰიდროქლორიდს
დამხმარე ნივთიერებები: სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტალკი
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთქვის, არ გადასცეთ ის სხვას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მას როდესაც მიაკითხავთ ექიმს ან ჰოსპიტალს.
მკაცრად დაიცავით ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები ვიდრე დანიშნულია.
მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში:
რა არის რანესევა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა გაითვალისწინოთ რანესევას გამოყენებამდე
რანესევას გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
რანესევას შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რა არის რანესევა და რისთვის გამოიყენება?
აქტიური ნივთიერების სახით რანესევა სეველამერის ჰიდროქლორიდს შეიცავს. საჭლის მომნელებელ ტრაქტის საკვებში სეველამერის ჰიდროქლორიდი უკავშირდება ფოსფატს და ამცირებს ფოსფატის დონეს სისხლში. შეუძლებელია სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე. ფოსფორის დონე სისხლში იზრდება (ექიმი მას ჰიპერფოსფატემიას უწოდებს). სისხლში ფოსფორის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რასაც კალციფიკაციას უწოდებენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმში ნალექის წარმოქმნა. აღნიშნულმა ნალექმა შეიძლება დაახშოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ორგანიზმის სისხლით მომარაგების დარღვევა. ფოსფორის დონის ზრდამ სისხლში შეიძლება ასევე გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.
რანესევა გამოიყენება სისხლში ფოსფორის დონის საკონტროლოდ თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე,
ძვლის დაავადების განვითარების კონტროლისთვის, რომელიც დამოკიდებულია თირკმელზე, შეიძლება აუცილებელი გახდეს რანესევასთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენებაც, როგორიცაა კალციუმი ან D ვიტამინის დანამატი. რანესევა ასევე ნაღვლის მჟავებს უკავშირდება, ამიტომ ის ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპიდების დონეს (ცუდი ქოლესტერინი) სისხლში.
რა უნდა გაითვალისწინოთ რანესევას გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ რანესევა:
თუ ფოსფატის დონე სისხლში დაბალია
თუ გაქვთ ნაწლავის ობსტრუქცია
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების სეველამერის ჰიდროქლორიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
რანესევა სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
რანესევას მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა აღინიშნება:
თუ არ იტარებთ დიალიზს
თუ გაქვთ ყლაპვის პრობლემები
თუ გაქვთ მოტორიკის (გამავლობის) პრობლემები კუჭსა და ნაწლავებში
თუ კუჭში შეინიშნება კუმულაცია
თუ გაქვთ ნაწლავების მწვავე ანთება
თუ გაქვთ კუჭსა და ნაწლავებზე სერიოზული ოპერაცია ჩატარებული
ბავშვებში (18 წლამდე) პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ამიტომ რანესევას გამოყენება პაციენტთა აღნიშნულ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
დამატებითი მკურნალობა:
თქვენი თირკმელების მდგომარეობის და დიალიზით მკურნალობის გამო;
შესაძლებელია კალციუმის დაბალი ან მაღალი შემცველობის განვითარება სისხლში. ვინაიდან რანესევა არ შეიცავს კალციუმს, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კალციუმის ტაბლეტები.
სისხლში შესაძლებელია დაბალი იყოს D ვიტამინის დონე. ამიტომ, ექიმმა უნდა შეამოწმოს ვიტამინი D-ს დონე სისხლში და აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნოთ დამატებით D ვიტამინი. თუ არ იღებთ შემანარჩუნებელ მკურნალობას, რომელიც მოიცავს ბევრ ვიტამინს, ვიტამინი A, E, K და ფოლის მჟავას დონეები სისხლში შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, ექიმმა უნდა მოახდინოს დაკვირვება სისხლში მათ დონეებზე და აუცილებლობისას დანიშნოს დამატებითი ვიტამინები.
მკურნალობის ცვლილება:
სხვა ფოსფორისშემაკავშირებელი პრეპარატიდან რანესევაზე გადასვლისას, პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს ბიკარბონატის დონის შემცირება, ექიმმა უნდა მოახდინოს დაკვირვება ბიკარბონატის დონეზე სისხლში.
განსაკუთრებული მითითება პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე
პერიტონეალური დიალიზის გამო შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი (ინფექცია/ანთება მუცლის სითხეში) და ეს რისკი შესაძლოა შემცირდეს პარკის გამოცვლისას სტერილური პირობების დაცვით. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს როგორიცაა მუცლის დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, მუცლის მგრძნობელობა ან დაჭიმულობა, ყაბზობა, ცხელება, კანკალი, გულისრევა ან ღებინება.
სიფრთხილით უნდა მოხდეს ვიტამინი A, D, E , K და ფოლის მჟავას დაბალ დონეებთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგი.
რანესევას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რანესევას გამოყენება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ამასთან ერთად, მკაცრად უნდა დაიცვათ დიეტა და სითხის მიღება.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. უცნობია ახდენს თუ არა რანესევა ნაყოფზე ზემოქმედებას.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს, რომ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. უცნობია გადადის თუ არა რანესევა დედის რძეში და ახდენს ზეგავლენას ბავშვზე.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე რანესევას ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თუ რანესევას გამოყენებისას, შეამჩნიეთ რაიმე სახის ეფექტი, ავტოტრანსპორტის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რანესევას შემადგენლობაში ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებები არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს დოზირებისა და მიღების მეთოდის მხრივ.
სხვა პრეაპრატები და რანესევა
თუ ამჟამად იღებთ ან ადრე იღებდით რომელიმე პრეპარატს, მათ შორის არა სარეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
რანესევას მიღება არ შეიძლება ციპროფლოქსაცინთან ერთად (ანტიბიოტიკი).
თუ იღებთ გულის რითმის ან ეპილეფსიისთვის განკუთვნილ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს რანესევას გამოყენებისას.
ისეთი პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატის მოფეტილი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში) შეიძლება შემცირდეს რანესევას მიერ. თუ იღებთ მოცემულ პრეპარატებს, საჭიროა ექიმის რეკომენდაცია.
რანესევას და ლევოთირქოსინის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი) ერთად მიღებისას, ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თირეოტროპული ჰორმონის (TSH, ნივთიერება რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს გამოიმუშაოს თირეოიდული ჰორმონი და აკონტროლოს ორგანიზმის მეტაბოლიზმი) მომატებული დონე. ამიტომ, აუცილებელია ექიმმა ხშირად მოახდინოს სისხლში TSH-ის დონის შემოწმება.
ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებსა და რანესევას შორის.
თუ ამჟამად იღებთ ან იღებდით რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რანესევას მიღების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირება/მიღების სიხშირის შესახებ:
რანესევას მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს დოზირებას შრატში ფოსფორის დონის მიხედვით. რეკომენდებული საწყისი დოზაა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (>65 წ) ერთი ან ორი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ყოველი ჭამის დროს.
ექიმი შეამოწმებს ფოსფორის დონეს სისხლში რეგულარულად და შეგირჩევთ რანესევას დოზას 1-5 ტაბლეტის ფარგლებში, ყოველი ჭამის დროს სისხლში ფოსფატის სასურველი დონის მისაღწევად.
თუ რანესევას მიღება უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ერთად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარტის მიღება რანესევას მიღებამდე ერთი საათით ადრე ან სამი საათის შემდეგ ან გააკონტროლოს სისხლში სხვა პრეპარატის დონე.
მიღების გზა და მეთოდი:
მიიღეთ პერორალურად.
არ დაღეჭოთ ტაბლეტები. გადაყლაპეთ მთლიანად.
სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში
მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) დადგენილი არ არის.
ამიტომ რანესევას მიღება პაციენტთა მოცემულ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
არ აქვს გამოყენების განსაკუთრებული პირობები .
თუ გრძნობთ, რომრანესევას ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რანესევა
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ჭარბი დოზირებისას, დაუყვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რანესევას ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რანესევას მიღება
თუ დაგავიწყდათ რანესევას მიღება, გამოტოვეთ მოცემული დოზა და მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები რანესევას მკურნალობის შეყვწეტისას.
არ არის ცნობილი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს რანესევას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში რანესევას გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (ეხება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს): გულისრევა და ღებინება
ხშირი ეხება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს და 100-დან 1-ზე მეტს): დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი.
რანესევას კლინიკური გამოყენების დროს ქავილი, გამონაყარი, მუცლის ტკივილი, დეფეკაციის შესუსტება, ნაწლავური გაუვალობა, მსხვილი ნაწლავის წვრილი ბუშტუკების უჩვეულო ანთება (დივერტიკულიტი) და ნაწლავის კედლის პერფორაცია.
რადგან ყაბზობა არის ნაწლავის ობსტრუქციის სიმპტომი, რომელიც ძალიან იშვიათია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მისი განვითარების შემთხვევაში.
თუ რომელიმე გვერდით ეფექტი დამძიმდება, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ განვითრდება გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ რანესევა
რანესევა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C -ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ რანესევა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელი პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს კითხვით, თუ როგორ უნდა მოხდეს ვადაგასული პრეპარატების გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi
ჩამლიკ მაჰალესი პამუკ სკ. A ბლოკი , ბინა N: 12-16/17
იუმრანიე/სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 216 365 41 47
ფაქსი: + 90 216 365 41 48
მწარმოებელი:
Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi
Deri Osb Mahallesi Çivi Sokak
İstanbul Deri Osb Sitesi T-9 Apt. No:
ტუზლა/სტამბული/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.