პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ნეფროტონი

Nephroton

რეცეპტით800მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ნეფროტონი შეიცავს სეველამერის კარბონატს, აქტიური ნივთიერების სახით. ის აკავშირებს საკვების ფოსფატს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და, შესაბამისად, ამცირებს სისხლის შრატში ფოსფორის დონეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სეველამერი (sevelamer)
ფორმა და შეფუთვა
800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №180 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში
მწარმოებელი
Synthon Hispania S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
V03AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040329
რეგისტრირებულია
27 თებერვალი 2024, მოქმედებს 27 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AVERSI-PHARMA LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანეფროტონი და სხვა წამალი ერთად

ნეფროტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნეფროტონი შეიცავს სეველამერის კარბონატს, აქტიური ნივთიერების სახით. ის აკავშირებს საკვების ფოსფატს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და, შესაბამისად, ამცირებს სისხლის შრატში ფოსფორის დონეს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ჰიპერფოსფატემიის (სისხლში ფოსფატების მაღალი დონის) საკონტროლოდ:

დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტები (სისხლის გაწმენდის ტექნიკური საშუალება). მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (სისხლის ფილტრაციის აპარატის გამოყენებით) ან პერიტონეალურ დიალიზს (სადაც სითხე გადაიტუმბება მუცლის ღრუში და სხეულის შიდა მემბრანა ფილტრავს სისხლს);

პაციენტები თირკმელების ქრონიკული (გრძელვადიანი) დაავადებით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე და აქვთ შრატში (სისხლში) ფოსფორის დონე 1,78 მმოლ/ლ-ზე ტოლი ან მეტი.

ეს მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა კალციუმის დანამატები და ვიტამინი D, ძვლების დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შრატში ფოსფორის დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში მკვრივი სედიმენტების წარმოქმნა, რასაც ეწოდება კალციფიკაცია. ამ სედიმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სისხლძარღვების გამკვრივება და გაართულოს სისხლის გადატუმბვა სხეულში. შრატში ფოსფორის მატებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების სიწითლე, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

მიღების წესი და დოზირება

თქვენ უნდა მიიღოთ ნეფროტონი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი შრატის ფოსფორის დონის მიხედვით.

ნეფროტონის ტაბლეტების რეკომენდირებული საწყისი დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულებში არის ერთი ან ორი 800 მგ-იანი ტაბლეტი ყოველ კვებაზე, 3-ჯერ დღეში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

მიიღეთ ნეფროტონი ჭამის შემდეგ ან საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ დაქუცმაცოთ, არ დაღეჭოთ და არ დატეხოთ ნაწილებად.

თავდაპირველად, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში ფოსფორის დონეს ყოველ 2-4 კვირაში და შეუძლია შეცვალოს ნეფროტონის დოზა, საჭიროების შემთხვევაში, ფოსფატის ადეკვატური დონის მისაღწევად. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა.

თუ ნეფროტონის ზედმეტი დოზა

სავარაუდო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნეფროტონის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, ეს დოზა უნდა გამოტოვოთ და უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ ჭამის დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ გსურთ ნეფროტონის მიღების შეწყვეტა

ნეფროტონით მკურნალობის ჩატარება მნიშვნელოვანია სისხლში ფოსფატების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად. ნეფროტონის მიღების შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან შედეგებს, როგორიცაა სისხლძარღვების კალციფიკაცია. თუ ფიქრობთ ნეფროტონით მკურნალობის შეწყვეტას, პირველ რიგში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამნტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

გაქვთ სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას)

გაქვთ ნაწლავის გაუვალობა

სიფრთხილის ზომები

ნეფროტონის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:

ყლაპვის პრობლემები. ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ სეველამერის კარბონატი პერორალური სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილის სახით

კუჭისა და ნაწლავის მოქმედების (პერისტალტიკის) პრობლემები

ხშირი ავადმყოფობა

ნაწლავის აქტიური ანთება

გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია მუცელზე ან ნაწლავზე.

მიმართეთ ექიმს ნეფროტონის მიღებისას:

თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, კუჭის ან ნაწლავის დარღვევები, ან სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის სერიოზული ანთებითი დაავადების გამო, რომელიც გამოწვეულია თქვენს ნაწლავში სეველამერის კრისტალების დეპონირებით. მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

დამატებითი მკურნალობა

თქვენი თირკმელების მდგომარეობის ან დიალიზის მკურნალობის გამო თქვენ შეიძლება:

განვითარდეს სისხლში კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე. ვინაიდან ეს წამალი არ შეიცავს კალციუმს, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კალციუმის დამატებითი ტაბლეტები.

აღინიშნოს D ვიტამინის დაბალი რაოდენობა თქვენს სისხლში. ამიტომ, ექიმმა შეიძლება აკონტროლოს სისხლში D ვიტამინის დონე და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს დამატებითი ვიტამინი D. თუ არ იღებთ მულტივიტამინურ დანამატებს, ასევე შეიძლება განვითარდეს სისხლში A, E, K ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დაბალი დონე და, შესაბამისად, ექიმმა შეიძლება აკონტროლოს ეს დონეები და დანიშნოს დამატებითი ვიტამინები საჭიროების შემთხვევაში.

აღინიშნოს სისხლში ბიკარბონატის დონის დარღვევა და სისხლში და სხეულის სხვა ქსოვილებში მომატებული მჟავიანობა. ექიმმა უნდა აკონტროლოს ბიკარბონატის დონე თქვენს სისხლში.

სპეციალური მითითება პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის

შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი (მუცლის სითხის ინფექცია), რომელიც დაკავშირებულია პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს სისტემის ტომარის შეცვლის დროს სტერილურობის ინსტრუქციების დაცვით. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე ახალი ნიშანი ან სიმპტომი, როგორიცაა მუცლის დისტრესი, მუცლის შეშუპება, მუცლის ტკივილი, მუცლის მგრძნობელობა, ან მუცლის სიმკვრივე, ყაბზობა, ცხელება, შემცივნება, გულისრევა ან ღებინება.

ბავშვები

უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) არ არის შესწავლილი. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ნეფროტონი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი) ერთდროულად.

თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რითმის პრობლემების ან ეპილეფსიისთვის, ნეფროტონის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

ისეთი მედიკამენტების ეფექტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატ მოფეტილი და ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები) შესაძლოა შემცირდეს ნეფროტონით. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებებს, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი იშვიათად შეიძლება დაფიქსირდეს ზოგიერთ ადამიანში, რომლებიც იღებენ ლევოთიროქსინს (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონის სამკურნალოდ) და ნეფროტონს. ამიტომ ექიმმა შეიძლება უფრო ხშირად გააკონტროლოს ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონეს სისხლში.

კუჭიდან ან საყლაპავიდან გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალო მედიკამენტებმა, როგორიცაა ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, რომლებიც ცნობილია როგორც „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“, შეიძლება შეამცირონ ნეფროტონის ეფექტურობა. ექიმმა შეიძლება აკონტროლოს სისხლში ფოსფატის დონე.

თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ნეფროტონსა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედებას.

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ნეფროტონი მიიღება სხვა მედიკამენტთან ერთად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღება ნეფროტონის მიღებიდან 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე ჩაატაროს სისხლში ამ მედიკამენტის დონის მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ნეფროტონის პოტენციური რისკი ადამიანის ორსულობის დროს უცნობია. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ნეფროტონით მკურნალობის გაგრძელება.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნეფროტონი დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ჩვილზე. მიმართეთ ექიმს კონსულტაცისიათვის, რომელიც გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ძუძუთი კვება და საჭიროა თუ არა ნეფროტონით მკურნალობის შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეფროტონი გავლენას მოახდენს თქვენს ავტომობლის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას

ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა ყაბზობა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს). ეს შეიძლება იყოს თქვენი ნაწლავის ბლოკადის ადრეული სიმპტომი. ყაბზობის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

ალერგიული რეაქციები (ნიშნები მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას). ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში).

დაფიქსირდა ნაწლავის ბლოკადა (სიმპტომები მოიცავს: ძლიერ შებერილობას, მუცლის ტკივილს, შეშუპებსა ან კრუნჩხვებს, ძლიერი ყაბზობას). სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დაფიქსირდა ნაწლავის კედლის რღვევა (სიმპტომები მოიცავს: კუჭის ძლიერ ტკივილს, შემცივნებას, ცხელებას, გულისრევას, ღებინებას ან მუცლის ტკივილს). სიხშირე უცნობია.

აღინიშნა მსხვილი ნაწლავის სერიოზული ანთება (სიმპტომები მოიცავს: მუცლის ძლიერ ტკივილს, კუჭის ან ნაწლავის აშლილობას, ან სისხლი განავალში [კუჭ-ნაწლავის სისხლდენა]) და ნაწლავში კრისტალების დეპონირებას. სიხშირე უცნობია.

სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნეფროტონს:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ღებინება • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში • გულისრევა

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

დიარეა • კუჭის ტკივილი • საჭმლის მონელების დარღვევა • მეტეორიზმი

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ქავილი, გამონაყარი, ნაწლავის შენელებული მოძრაობის შემთხვევები (პერისტალტიკა)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც აღნიშნულია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

სეველამერის ჰიდროქლორიდი, რომელიც შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებას, როგორც სეველამერის კარბონატი, გამოყენებული იქნა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებში დოზით 14 გრამამდე დღეში რვა დღის განმავლობაში გვერდითი რეაქციების გარეშე. CKD პაციენტებში შესწავლილი მაქსიმალური საშუალო დღიური დოზა იყო 14.4 გრამი სეველამერის კარბონატი ერთ დღიურ დოზაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოვლენილი სიმპტომები მსგავსია 4.8 ნაწილში ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების ჩათვლით, მათ შორის ძირითადად ყაბზობა და სხვა ცნობილი კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის სეველამერის კარბონატი. ნეფროტონის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს.

დამხმარე ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადი (კოლოიდური უწყლო), თუთიის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464) და დიაცეტილირებულ მონოგლიცერიდებს.

ნეფროტონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნეფროტონი წარმოადგენს ივალურ, თეთრიდან მოთეთრო ფერის შემოგარსულ ტაბლეტებს, ერთ მხარეზე ნაბეჭდით ‘SVL’.

შეფუთვის ზომები:

HDPE ფლაკონები პოლიპროპილენის თავსახურით.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 180 ტაბლეტს.

ხელმისაწვდომი შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.

[ფლაკონები შეიცავენ ნესტისაგან დამცავ ნივთიერებას]: HDPE ფლაკონები შეიცავენ ნესტსაწინააღმდეგო ნივთიერებას. არ მოაშოროთ ეს ნივთერება ფლაკონს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე აღნიშვნით „EXP“. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს წამლების უტილიზაციის შესახებ, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყველა სხვა თერაპიული პროდუქტი, მედიკამენტები ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალოდ. ათქ კოდი: V03A E02.

მოქმედების მექანიზმი

ნეფროტონი შეიცავს სეველამერს, ფოსფატის შემაკავშირებელ ჯვარედინი პოლიმერს, რომელიც არ შეიცავს ლითონისა და კალციუმს. სეველამერი შეიცავს მრავალ ამინებს, რომლებიც გამოყოფილია ერთი ნახშირბადით პოლიმერული ხერხემლიდან, რომლებიც პროტონირებული ხდება კუჭში. ეს პროტონირებული ამინები აკავშირებს უარყოფითად დამუხტულ იონებს, როგორიცაა საკვები ფოსფატი ნაწლავში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფატის შეკავშირებით და შეწოვის შემცირებით სეველამერი ამცირებს ფოსფორის კონცენტრაციას შრატში. შრატში ფოსფორის დონის რეგულარული მონიტორინგი ყოველთვის აუცილებელია ფოსფატის შემკვრელის მიღებისას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ორ რანდომიზირებულ, ჯვარედინ კლინიკურ კვლევებში, სეველამერის კარბონატის როგორც ტაბლეტების, ასევე ფხვნილის სახით, დღეში სამჯერ მიღებისას ნაჩვენებია სეველამერის თერაპიული ექვივალენტობა ჰიდროქლორიდთან და, შესაბამისად, ეფექტური შრატში ფოსფორის კონტროლში ჰემოდიალიზზე მყოფი CKD პაციენტებში.

პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ სეველამერის კარბონატის ტაბლეტები დღეში სამჯერ ეკვივალენტური იყო სეველამერის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების დღეში სამჯერ დოზირებით 79 ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ორი რანდომიზებული 8 კვირიანი მკურნალობის პერიოდში (შრატში ფოსფორის საშუალო შეწონილი დროში საშუალოდ იყო 1,5 ± 0,3 მმოლი/ ლ როგორც სეველამერის კარბონატისთვის, ასევე სეველამერის ჰიდროქლორიდისთვის). მეორე კვლევამ აჩვენა, რომ სეველამერის კარბონატი ფხვნილის სახით დღეში სამჯერ დოზირებული იყო სეველამერის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების ეკვივალენტური დოზირებით დღეში სამჯერ 31 ჰიპერფოსფატემიურ (განისაზღვრება როგორც შრატში ფოსფორის დონე ≥ 1,78 მმოლ/ლ) ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ორი რანდომიზებული 4 კვირიანი მკურნალობის პერიოდში (შრატის ფოსფორის საშუალო დროში შეწონილი საშუალო მაჩვენებელი იყო 1,6 ± 0,5 მმოლ/ლ სეველამერის კარბონატის ფხვნილისთვის და 1,7 ± 0,4 მმოლ/ლ სეველამერის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებისთვის). კლინიკურ კვლევებში ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, სეველამერს მარტო არ ჰქონდა თანმიმდევრული და კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი iPTH-ზე. 12 კვირიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტები, თუმცა, მსგავსი iPTH შემცირება აღინიშნა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ კალციუმის აცეტატს. მეორადი ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტებში სეველამერ კარბონატი უნდა იქნას გამოყენებული მრავალჯერადი თერაპიული მიდგომის ფარგლებში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კალციუმს დანამატების სახით, 1,25-დიჰიდროქსი ვიტამინი D3 ან მისი ერთ-ერთი ანალოგი iPTH დონის შესამცირებლად.

ნაჩვენებია, რომ სეველამერი აკავშირებს ნაღვლის მჟავებს in vitro და in vivo ექსპერიმენტულ ცხოველთა მოდელებში. ნაღვლის მჟავების შეერთება იონგამცვლელი ფისებით არის კარგად დამკვიდრებული მეთოდი სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად. სეველამერის კლინიკურ კვლევებში, როგორც მთლიანი, ასევე LDL-ქოლესტერინის საშუალო დონე შემცირდა 15-39%-ით. ქოლესტერინის დაქვეითება შეინიშნებოდა მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ და შენარჩუნებულია ხანგრძლივი მკურნალობით. ტრიგლიცერიდები, HDL-ქოლესტერინი და ალბუმინის დონე არ შეცვლილა სეველამერით მკურნალობის შემდეგ. იმის გამო, რომ სეველამერი აკავშირებს ნაღვლის მჟავებს, მან შეიძლება ხელი შეუშალოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას, როგორიცაა A, D, E და K. სეველამერი არ შეიცავს კალციუმს და ამცირებს ჰიპერკალციემიის ეპიზოდების სიხშირეს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იყენებენ მხოლოდ კალციუმზე დაფუძნებულ ფოსფატ ბაინდერებს. სეველამერის ეფექტი ფოსფორსა და კალციუმზე შენარჩუნებული იყო მთელი კვლევის განმავლობაში ერთი წლის შემდგომი დაკვირვებით. ეს ინფორმაცია მიღებული იყო კვლევებიდან, რომლებშიც გამოყენებული იყო სეველამერის ჰიდროქლორიდი.

პედიატრიული პოპულაცია

სეველამერის კარბონატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერფოსფატემიურ ბავშვებში CKD-ით შეფასებული იყო მულტიცენტრულ კვლევაში 2-კვირიანი, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი, ფიქსირებული დოზის პერიოდით (FDP), რასაც მოჰყვა 6 თვიანი, ერთჯერადი, ღია. ეტიკეტი, დოზის ტიტრირების პერიოდი (DTP). სულ 101 პაციენტი (6-დან 18 წლამდე, BSA დიაპაზონით 0.8 მ2-დან 2.4 მ2-მდე) რანდომიზირებული იყო კვლევაში. 49 (49) პაციენტმა მიიღო სეველამერის კარბონატი და 51-მა მიიღო პლაცებო 2 კვირის FDP-ის განმავლობაში. ამის შემდეგ ყველა პაციენტმა მიიღო სეველამერის კარბონატი 26-კვირიანი DTP-ისთვის. კვლევამ დააკმაყოფილა მისი პირველადი საბოლოო წერტილი, რაც ნიშნავს, რომ სეველამერის კარბონატმა შეამცირა შრატის ფოსფორი LS საშუალო სხვაობით 0.90 მგ/დლ პლაცებოსთან შედარებით და მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილებთან შედარებით. პედიატრიულ პაციენტებში ჰიპერფოსფატემიით მეორადი CKD-ით, სეველამერის კარბონატი მნიშვნელოვნად ამცირებს შრატში ფოსფორის დონეს პლაცებოსთან შედარებით 2-კვირიანი FDP-ის დროს.

მკურნალობის პასუხი შენარჩუნებული იყო პედიატრიულ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს სეველამერის კარბონატი 6-თვიანი ღია ეტიკეტირების DTP-ის განმავლობაში. პედიატრიული პაციენტების 27%-მა მიაღწია ასაკის შესაბამის შრატში ფოსფორის დონეს მკურნალობის ბოლოს. ეს მაჩვენებლები იყო 23% და 15% ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტების ქვეჯგუფში, შესაბამისად. მკურნალობის პასუხზე 2-კვირიანი FDP-ის განმავლობაში არ იმოქმედა BSA-მ, ამის საპირისპიროდ, მკურნალობაზე პასუხი არ დაფიქსირებულა პედიატრიულ პაციენტებში კვალიფიცირებული ფოსფორის დონეებით <7.0 მგ/დლ. გვერდითი მოვლენების უმეტესობა, რომლებიც მოხსენებული იყო სეველამერის კარბონატთან დაკავშირებული, ან შესაძლოა დაკავშირებული იყო, გასტროინტესტინური ხასიათისა იყო. კვლევის დროს სეველამერის კარბონატის გამოყენებისას ახალი რისკები ან უსაფრთხოების ნიშნები არ გამოვლენილა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა სეველამერის კარბონატით.

სეველამერის ჰიდროქლორიდი, რომელიც შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებას, როგორც სეველამერის კარბონატი, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც დასტურდება ჯანმრთელ მოხალისეებში შეწოვის შესწავლით. ერთი წლის კლინიკურ კვლევაში სეველამერის დაგროვების არანაირი მტკიცებულება არ გამოვლენილა. თუმცა, სეველამერის პოტენციური შეწოვა და დაგროვება ხანგრძლივი ქრონიკული მკურნალობის დროს (> ერთ წელზე მეტი) არ შეიძლება მთლიანად იყოს გამორიცხული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

  • 3.1 ფურცელჩანართი - ძირითადი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ნეფროტონი 800 მგ შემოგარსული ტაბლეტები

სეველამერის კარბონატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვას, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები

თუ აღინიშნება ნებისმიერი გვერდით მოვლენა, მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს ნეფროტონი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ნეფროტონის მიღებამდე
  • ნეფროტონის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ნეფროტონის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ნეფროტონი და რისთვის გამოიყენება

ნეფროტონი შეიცავს სეველამერის კარბონატს, აქტიური ნივთიერების სახით. ის აკავშირებს საკვების ფოსფატს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და, შესაბამისად, ამცირებს სისხლის შრატში ფოსფორის დონეს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ჰიპერფოსფატემიის (სისხლში ფოსფატების მაღალი დონის) საკონტროლოდ:

დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტები (სისხლის გაწმენდის ტექნიკური საშუალება). მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (სისხლის ფილტრაციის აპარატის გამოყენებით) ან პერიტონეალურ დიალიზს (სადაც სითხე გადაიტუმბება მუცლის ღრუში და სხეულის შიდა მემბრანა ფილტრავს სისხლს);

პაციენტები თირკმელების ქრონიკული (გრძელვადიანი) დაავადებით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე და აქვთ შრატში (სისხლში) ფოსფორის დონე 1,78 მმოლ/ლ-ზე ტოლი ან მეტი.

ეს მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა კალციუმის დანამატები და ვიტამინი D, ძვლების დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შრატში ფოსფორის დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში მკვრივი სედიმენტების წარმოქმნა, რასაც ეწოდება კალციფიკაცია. ამ სედიმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სისხლძარღვების გამკვრივება და გაართულოს სისხლის გადატუმბვა სხეულში. შრატში ფოსფორის მატებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების სიწითლე, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

  • რა უნდა იცოდეთ ნეფროტონის მიღებამდე

არ მიიღოთ ნეფროტონი, თუ:

ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამნტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

გაქვთ სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას)

გაქვთ ნაწლავის გაუვალობა

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნეფროტონის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:

ყლაპვის პრობლემები. ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ სეველამერის კარბონატი პერორალური სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილის სახით

კუჭისა და ნაწლავის მოქმედების (პერისტალტიკის) პრობლემები

ხშირი ავადმყოფობა

ნაწლავის აქტიური ანთება

გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია მუცელზე ან ნაწლავზე.

მიმართეთ ექიმს ნეფროტონის მიღებისას:

თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, კუჭის ან ნაწლავის დარღვევები, ან სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის სერიოზული ანთებითი დაავადების გამო, რომელიც გამოწვეულია თქვენს ნაწლავში სეველამერის კრისტალების დეპონირებით. მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

დამატებითი მკურნალობა

თქვენი თირკმელების მდგომარეობის ან დიალიზის მკურნალობის გამო თქვენ შეიძლება:

განვითარდეს სისხლში კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე. ვინაიდან ეს წამალი არ შეიცავს კალციუმს, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კალციუმის დამატებითი ტაბლეტები.

აღინიშნოს D ვიტამინის დაბალი რაოდენობა თქვენს სისხლში. ამიტომ, ექიმმა შეიძლება აკონტროლოს სისხლში D ვიტამინის დონე და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს დამატებითი ვიტამინი D. თუ არ იღებთ მულტივიტამინურ დანამატებს, ასევე შეიძლება განვითარდეს სისხლში A, E, K ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დაბალი დონე და, შესაბამისად, ექიმმა შეიძლება აკონტროლოს ეს დონეები და დანიშნოს დამატებითი ვიტამინები საჭიროების შემთხვევაში.

აღინიშნოს სისხლში ბიკარბონატის დონის დარღვევა და სისხლში და სხეულის სხვა ქსოვილებში მომატებული მჟავიანობა. ექიმმა უნდა აკონტროლოს ბიკარბონატის დონე თქვენს სისხლში.

სპეციალური მითითება პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის

შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი (მუცლის სითხის ინფექცია), რომელიც დაკავშირებულია პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს სისტემის ტომარის შეცვლის დროს სტერილურობის ინსტრუქციების დაცვით. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე ახალი ნიშანი ან სიმპტომი, როგორიცაა მუცლის დისტრესი, მუცლის შეშუპება, მუცლის ტკივილი, მუცლის მგრძნობელობა, ან მუცლის სიმკვრივე, ყაბზობა, ცხელება, შემცივნება, გულისრევა ან ღებინება.

ბავშვები

უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) არ არის შესწავლილი. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ნეფროტონი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ნეფროტონი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი) ერთდროულად.

თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რითმის პრობლემების ან ეპილეფსიისთვის, ნეფროტონის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

ისეთი მედიკამენტების ეფექტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატ მოფეტილი და ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები) შესაძლოა შემცირდეს ნეფროტონით. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებებს, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი იშვიათად შეიძლება დაფიქსირდეს ზოგიერთ ადამიანში, რომლებიც იღებენ ლევოთიროქსინს (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონის სამკურნალოდ) და ნეფროტონს. ამიტომ ექიმმა შეიძლება უფრო ხშირად გააკონტროლოს ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონეს სისხლში.

კუჭიდან ან საყლაპავიდან გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალო მედიკამენტებმა, როგორიცაა ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, რომლებიც ცნობილია როგორც „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“, შეიძლება შეამცირონ ნეფროტონის ეფექტურობა. ექიმმა შეიძლება აკონტროლოს სისხლში ფოსფატის დონე.

თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ნეფროტონსა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედებას.

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ნეფროტონი მიიღება სხვა მედიკამენტთან ერთად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღება ნეფროტონის მიღებიდან 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე ჩაატაროს სისხლში ამ მედიკამენტის დონის მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ნეფროტონის პოტენციური რისკი ადამიანის ორსულობის დროს უცნობია. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ნეფროტონით მკურნალობის გაგრძელება.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნეფროტონი დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ჩვილზე. მიმართეთ ექიმს კონსულტაცისიათვის, რომელიც გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ძუძუთი კვება და საჭიროა თუ არა ნეფროტონით მკურნალობის შეწყვეტა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეფროტონი გავლენას მოახდენს თქვენს ავტომობლის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას

ნეფროტონი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • ნეფროტონის მიღების წესი

თქვენ უნდა მიიღოთ ნეფროტონი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი შრატის ფოსფორის დონის მიხედვით.

ნეფროტონის ტაბლეტების რეკომენდირებული საწყისი დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულებში არის ერთი ან ორი 800 მგ-იანი ტაბლეტი ყოველ კვებაზე, 3-ჯერ დღეში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

მიიღეთ ნეფროტონი ჭამის შემდეგ ან საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ დაქუცმაცოთ, არ დაღეჭოთ და არ დატეხოთ ნაწილებად.

თავდაპირველად, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში ფოსფორის დონეს ყოველ 2-4 კვირაში და შეუძლია შეცვალოს ნეფროტონის დოზა, საჭიროების შემთხვევაში, ფოსფატის ადეკვატური დონის მისაღწევად. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა.

თუ ნეფროტონის ზედმეტი დოზა

სავარაუდო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნეფროტონის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, ეს დოზა უნდა გამოტოვოთ და უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ ჭამის დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ გსურთ ნეფროტონის მიღების შეწყვეტა

ნეფროტონით მკურნალობის ჩატარება მნიშვნელოვანია სისხლში ფოსფატების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად. ნეფროტონის მიღების შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან შედეგებს, როგორიცაა სისხლძარღვების კალციფიკაცია. თუ ფიქრობთ ნეფროტონით მკურნალობის შეწყვეტას, პირველ რიგში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა ყაბზობა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს). ეს შეიძლება იყოს თქვენი ნაწლავის ბლოკადის ადრეული სიმპტომი. ყაბზობის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

ალერგიული რეაქციები (ნიშნები მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას). ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში).

დაფიქსირდა ნაწლავის ბლოკადა (სიმპტომები მოიცავს: ძლიერ შებერილობას, მუცლის ტკივილს, შეშუპებსა ან კრუნჩხვებს, ძლიერი ყაბზობას). სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დაფიქსირდა ნაწლავის კედლის რღვევა (სიმპტომები მოიცავს: კუჭის ძლიერ ტკივილს, შემცივნებას, ცხელებას, გულისრევას, ღებინებას ან მუცლის ტკივილს). სიხშირე უცნობია.

აღინიშნა მსხვილი ნაწლავის სერიოზული ანთება (სიმპტომები მოიცავს: მუცლის ძლიერ ტკივილს, კუჭის ან ნაწლავის აშლილობას, ან სისხლი განავალში [კუჭ-ნაწლავის სისხლდენა]) და ნაწლავში კრისტალების დეპონირებას. სიხშირე უცნობია.

სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნეფროტონს:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ღებინება • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში • გულისრევა

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

დიარეა • კუჭის ტკივილი • საჭმლის მონელების დარღვევა • მეტეორიზმი

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ქავილი, გამონაყარი, ნაწლავის შენელებული მოძრაობის შემთხვევები (პერისტალტიკა)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც აღნიშნულია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ნეფროტონის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე აღნიშვნით „EXP“. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს წამლების უტილიზაციის შესახებ, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნეფროტონი

აქტიური ნივთიერება არის სეველამერის კარბონატი. ნეფროტონის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს.

დამხმარე ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადი (კოლოიდური უწყლო), თუთიის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464) და დიაცეტილირებულ მონოგლიცერიდებს.

ნეფროტონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნეფროტონი წარმოადგენს ივალურ, თეთრიდან მოთეთრო ფერის შემოგარსულ ტაბლეტებს, ერთ მხარეზე ნაბეჭდით ‘SVL’.

შეფუთვის ზომები:

HDPE ფლაკონები პოლიპროპილენის თავსახურით.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 180 ტაბლეტს.

ხელმისაწვდომი შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.

[ფლაკონები შეიცავენ ნესტისაგან დამცავ ნივთიერებას]: HDPE ფლაკონები შეიცავენ ნესტსაწინააღმდეგო ნივთიერებას. არ მოაშოროთ ეს ნივთერება ფლაკონს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:

სინთონ BV / Synthon BV

მიკროვეგ 22

6545 CM ნიემეგენი

ნიდერლანდები

მწარმოებელი

სინთონ ესპანეთი S.L.

C/ კასტელო, Nº1,

სან ბოი დე ლობრეგატ,

08830 ბარსელონა, ესპანეთი

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 08.11.2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა