პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

პულმოტეროლი

pulmoterol

რეცეპტით50მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

* პრეპარატი პულმოტეროლი შეიცავს სალმეტეროლს აქტიური ნივთიერების სახით. ეს არის ბრონქების გამაფართოებელი ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატი. ამარტივებს ჰაერის მიწოდებას ფილტვებში და ფილტვებიდან. მოქმედება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის მიღებიდან 10-დან 20 წუთამდე და ორგანიზმში ნარჩუნდება 12 საათზე მეტი ხანი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სალმეტეროლი (salmeterol)
ფორმა და შეფუთვა
50მკგ/დოზა საინჰალაციო კაფსულა №60 ინჰალატორთან ერთად შეფუთვაში
მწარმოებელი
LEK-AM Sp. Z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, სელექციური ბეტა-2-ადრენორეცეპტორების აგონისტები
ATC კოდი
R03AC12
რეგისტრაციის ნომერი
რ-021505
რეგისტრირებულია
7 თებერვალი 2017, მოქმედებს 7 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მედიგრუპი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპულმოტეროლი და სხვა წამალი ერთად

პულმოტეროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • პრეპარატი პულმოტეროლი შეიცავს სალმეტეროლს აქტიური ნივთიერების სახით. ეს არის ბრონქების გამაფართოებელი ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატი. ამარტივებს ჰაერის მიწოდებას ფილტვებში და ფილტვებიდან. მოქმედება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის მიღებიდან 10-დან 20 წუთამდე და ორგანიზმში ნარჩუნდება 12 საათზე მეტი ხანი.
  • ექიმმა გამოწერა ეს პრეპარატი, სუნთქვის სირთულის თავიდან აცილების მიზნით, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ასტმით. პრეპარატი პულმოტეროლის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ასთმის შეტევის აცილებაში. ეს ეხება ასევე ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე ასთმას ან მხოლოდ ღამით გამოვლენილ ასთმას.
  • პრეპარატი პულმოტეროლის რეგულარული მიღების მეშვეობით შესაძლებელია გულმკერდის არეში სხვა სიმპტომებიდან გამომდინარე სუნთქვის სირთულეების თავიდან აცილება, მაგ. ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადება (POChP).
  • პულმოტეროლის მეშვეობით შესაძლებელია ქოშინის შეტევის ან ხიხინების შეჩერება სასუნთქ გზებში. თუმცა იგი არ მოქმედებს იმავდროულად ქოშინის და ხიხინების შეტევის შემთხვევაში. თუ ამ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, გამოიყენეთ წრაფად მოქმედი ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატი, მაგ. სალბუტამოლი.
  • პულმოტეროლი საინჰალაციო ფხვნილის ფორმითაა მყარ კაფსულებში. პრეპარატი უნდა ჩაისუნთქოთ უშუალოდ ფილტვებში.
  • ასთმის მქონე პაციენტებმა პრეპარატი პულმოტეროლი ყოველთვის უნდა მიიღონ საინჰალაციო სტეროიდებთან ერთად.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ასთმის მქონე პაციენტებმა, პულმოტეროლი ყოველთვის უნდა გამოიყენონ საინჰალაციო სტეროიდთან ერთად.

პაციენტმა შეიძლება იგრძნოს, რომ პრეპარატი მოქმედებს გამოყენების პირველ დღესვე. პულმოტეროლი გამოიყენეთ ყოველ დღე, იქამდე სანამ ექიმი არ ბრძანებს მკურნალობის შეწყვეტას.

პულმოტეროლი განკუთვნილია მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისათვის ინჰალატორის მეშვეობით. არ ჩაყლაპოთ კაფსულები.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ასთმის მქონე ზრდასრულები და მოზარდები 12 წელზე მეტი ასაკის

  • ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ ინჰალაციას (1x50 მიკროგრამი) დღეში ორჯერ.
  • მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში ექიმმა შეიძლება გაზარდოს საინჰალაციო დოზა 2 კაფსულამდე (2x50 მიკროგრამი) დღეში 2-ჯერ.

ასთმის მქონე ბავშვები

  • 4-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ საინჰალაციო დოზას (1x50 მიკროგრამი) დრეში ერთხელ.
  • პულმოტეროლის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი 4 წლამდე ბავშვებში.
  • პრეპარატის მიღება ბავშვების მიერ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ , თუ დამოუკიდებლად შეუძლიად ინჰალატორის გამოყენება. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ ინჰალატორი მხოლოდ ზრდასრული პირების ზედამხედველობის ქვეშ.

ზრდასრული პაციენტები ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადებით (POChP)

  • ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ ინჰალაციას (1x50 მიკროგრამი) დღეში ორჯერ
  • არ ეხება ბავშვებსა და მოზარდებს.

პრეპარატის გამოყენების დაწყების წინ გაეცანით ინსტრუქციას "ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია".

ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია

ფხვნილი კაფსულაში განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისათვის. არ ჩაყლაპოთ კაფსულები. ინჰალატორი განკუთვნილია იმ რაოდენობით ფხვნილის მიღებისათვის, რა რაოდენობითაც მოთავსებულია კოლოფში. არ გამოიყენოთ იგივე ინჰალატორი პრეპარატის სხვა კოლოფის მოცულობის გამოყენებისათის.

  • მოხსენით ინჰალატორის სახურავი

[სურათი]

  • დაიჭირეთ ინჰალატორის საყრდენი და სატუჩე მოუჭირეთ სურათზე ასახული ისრის მიმართულების მიხედვით.

[სურათი]

  • ფხვნილიანი კაფსულა მოათავსეთ ინჰალატორის საყრდენის სათავსში. კაფსულა ამოიღეთ ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ.

[სურათი]

  • დახურეთ ინჰალატორი, სატუჩე მოუჭირეთ სურათზე ასახული ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ისე რომ დაუბრუნდეს საწყის პოზიციას - დახურვას.

[სურათი]

  • დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და ერთხელ დააჭირეთ ინჰალატორის ღილაკს.

[სურათი]

  • გაუშვით ინჰალატორის ღილაკს. ყურადღება: ამ მომენტში კაფსულა შეიძლება დაიშალოს, ხოლო ჟელატინის წვრილი ნაწილები შეიძლება მოხვდეს პირის ღრუში ან ყელში. რადგან ჟელატინი იჭმევა, მისი შეჭმა უვნებელია. ასეთი შემთხვევის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან კაფსულა არ გაიხვრიტება ერთზე მეტჯერ, შენახვის პირობები იქნება დაცული და თუ კაფსულა ამოღებული იქნება ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ (იხილეთ მე-3 პუნქტი).
  • ინჰალატორი დაიჭირეთ პირისკენ მიმართული და მშვიდად ამოისუნთქეთ.

[სურათი]

  • თავი ოდნავ გადაწიეთ უკან, ინჰალატორის სატუჩე მიიდეთ პირზე ისე, რომ მთლიანად იყოს მოცული ტუჩებით.

[სურათი]

  • ჩაისუნთქეთ სწრაფად, ღრმად და თანაბრად. ჩასუნთქვის დროს უნდა ისმოდეს დამახასიათებელი ხმა. თუ ხმა ვერ გაიგეთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კაფსულა გაიჭედა ინჰალატორის საყრდენ სათავსში. მაგ შემთხვევაში გახსენით ინჰალატორი და კაფსულის ამოღებისას, მოაცილეთ სათავსიდან. არ ცადოთ კაფსულის ამოღება ღილაკების მრავალჯერ დაჭერით. შემდეგ გაიმეორეთ მე-9 პუნქტში აღწერილი ქმედება.
  • დამახასიათებელი ხმის გაგონების შემდეგ, ჩაისუნთქეთ იმდენი ხნით რამდენსაც შეძლებთ, დისკომფორტის გარეშე, შემდეგ გამოიღეთ პირიდან ინჰალატორი და ამოისუნთქეთ ცხვირის მეშვეობით.
  • გახსენით ინჰალატორი და შეამოწმეთ კაფსულაში დარჩა თუ არა კიდე ფხვნილი. ფხვნილი თუ დარჩა გაიმეორეთ პროცესი მე-7 პუნქტიდან მე-10 პუნქტამდე.
  • გამოყენების შემდეგ, გახსენით ინჰალატორი, მოაშორეთ ცარიელი კაფსულა, ჩაკეტეთ სატუჩე და დაახურეთ სახურავი.

ინჰალატორის გაწმენდა

ფხვნილის ინჰალატორი საჭიროებს გაწმენდას. ფხვნილის ნარჩენების ან კაფსულის მოშორების მიზნით გაწმინდეთ სატუჩე და გამყოფი მშრალი ნაჭრის და რბილი ჯაგრისის გამოყენებით. აკრძალულია წყლის გამოყენება ინჰალატორის გასაწმენდად.

მნიშვნელოვანია, რათა პრეპარატი პულმოტეროლი გამოყენებული იქნას ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ შემთხვევვით მიღებული იქნა პრეპარატი პულმოტეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პაციენტს შეიძლება გაუჩნდეს აჩქარებული გულის მუშაობა ან ტრემორი. შეიძლება ასევე გამოვლინდეს თავის ტკივილები, კუნთების სისუსტის შეგრძნება და სახსრების ტკივილები.

პრეპარატ პულმოტეროლის დოზის გამოტოვება.

პრეპარატი პულმოტეროლის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სალმეტეროლის ქსინაფოატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების დაწყების წინ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

  • თუ ასთმა ან სუნთქვის სირთულეები გაძლიერდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამის შედეგად შეიძლება გაძლიერდეს ხიხინები სასუნთქ გზებში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან ბრონქების გამაფართოებელი სწრაფად მოქმედი პრეპარატების მომატებული მოხმარება.

ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ გაზარდოთ პრეპარატი პულმოტეროლის ინჰალაციის რაოდენობა. დაავადება გულმკერდის არეში შეიძლება სერიოზულად გამწვავდეს. მიმართეთ ექიმს, რადგან საჭირო შეიძლება გახდეს ასთმის მკურნალობის შეცვლა.

  • თუ ექიმმა დანიშნა პრეპარატი პულმოტეროლი ასთმის გამო, გააგრძელეთ აქამდე მიღებული სხვა ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება. ეს შეიძლება იყოს: საინჰალაციო სტეროიდები ან სტეროიდები ტაბლეტებში. მკურნალობა გააგრძელეთ აქამდე გამოყენებული დოზის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ იგრძენით მდგომარეობის გაუმჯობესება გარდა შემთხვევისა, როდესაც ექიმი ბრძანებს სხვა სახის დოზირებას. პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების დაწყების შემდეგ არ შეწყვიტოთ საინჰალაციო სტეროიდების (ან ტაბლეტის სახით სტეროიდების) მიღება.
  • ექიმი რეგულარულად შეამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დიაბეტი (პულმოტეროლმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში შაქრის დონე) ან გულის დაავადება, მათ შორის სწრაფი და არარეგულარული გულისცემა.
  • ექიმმა შეიძლება ბრძანოს პრეპარატი პულმოტეროლის დოზის თანდათან შემცირება, თუ ასთმა იქნება სწორად კონტროლირებული.

პრეპარატი პულმოტეროლი და სხვა პრეპარატები

  • აუცილებელია ექიმს აცნობოთ პაციენტის მიერ ამჟამად ან უკანასკნელად ყველა მიღებული პრეპარატის შესახებ და ასევე იმ პრეპარატების შესახებაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ და რომლების მიღებას აპირებს. შეიძლება მიზანშეუწონელი იყოს პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად.
  • აუცილებელია ექიმს აცნობოთ, თუ პაციენტი ღებულობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს რაიმე სოკოვანი ინფექციის გამო ან თუ მკურნალობს რიტონავირიმით აივ ვირუსის ინფექციის განსაკურნებლად. ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პულმოტეროლის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის არარეგულარული გულისცემა ან შეიძლება გამოიწვიოს აქამდე არსებული გვერდითი მოვლენების გამწვავება.
  • პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებისას მოერიდეთ ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების მიღებას, გარდა შემთხვევისა, როდესაც ექიმი ბრძანებს მსგავსი პრეპარატების მიღებას. ისეთი ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორები, როგორც მაგალითად: ატენოლოლი, პროპრანოლოლი და სოტალოლი, გამოიყენება ძირითადათ მაღალი არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. აცნობეთ ექიმს უკანასკნელად ან ამჟამად მიღებული ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების შესახებ, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს ან შეაჩეროს სალმეტეროლის მოქმედება.
  • პულმოტეროლმა შეიძლება შეამციროს სისხლში კალიუმის დონე. ეს თუ მასე მოხდა, პაციენტმა შეიძლება დააფიქსიროს გულის არასწორი ცემა, კუნთების სისუსტე ან კუნთების სპაზმი. ამ სიმპტომების გამოვლენის ალბათობა უფრო დიდია, თუ პაციენტი მიიღებს პრეპარატ პულმოტეროლს ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის (შარდმდენი პრეპარატები) და სუნთქვის სირთულეების საწინააღმდეგოდ, როგორც მაგალითად ტეოფილინი ან სტეროიდები. ექიმმა შეიძლება ურჩიოს პაციენტს სისხლის ანალიზების ჩატარება სისხლში კალიუმის დონის განსაზღვრის მიზნით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან. ექიმი შეაფასებს ამ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია თუ არა პულმოტეროლის მიღება.

მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვა

მცირე ალბათობაა იმისა, რომ პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ახდენდნენ გავლენას მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვაზე.

პრეპარატი პულმოტეროლი შეიცავს ლაქტოზას.

პრეპარატი პულმოტეროლის თითო დოზა შეიცავს 15 მგ ლაქტოზას. იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ აუტანლობა ლაქტოზას მიმართ, ამ რაოდენობის ლაქტოზა არ გამოიწვევს მათთვის პრობლემებს.

თუმცა პაციენტს თუ დაუდგინდა აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მაგ. ლაქტოზას მიმართ, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების წინ.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სახის პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების გაჩენის ალბათობის შემცირების მიზნით, ექიმი დაუნიშნავს პაციენტს პრეპარატი პულმოტეროლის ყველაზე მცირე დოზას და ამით უზრუნველყოფს ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადების (POChP) კონტროლს.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირებულა სალმეტეროლით ნამკურნალებ პაციენტებში.

ალერგიული რეაქციები: პულმოტეროლის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები. შეიძლება გამწვავდეს ხიხინები სასუნთქ გზებში და ხველა. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორც ქავილი და შეშუპება (ძირითადათ სახის, ტუჩების, ენის ან ყელის). ასეთი სიმპტომების შემჩნევის ან პულმოტეროლის მიღების შედეგად მალევე გამოვლენილი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები პულმოტეროლის მიღების შედეგად ვლინდება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა).

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირად (10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • კუნთების სპაზმი;
  • ტრემორის შეგრძნება; სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (გულის ფანცქალი), თავის ტკივილი, ტრემორი (მაგ. ხელების კანკალი). ტრემორი შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, თუ პაციენტი ღებულობს ერთზე მეტ საინჰალაციო კაფსულას დღეში 2-ჯერ. ეს გვერდითი მოვლენები არ ნარჩუნდება ხანგრძლივად და ჩვეულებრივ მცირდება პულმოტეროლით მკურნალობის გაგრძელების დროს.

არც ისე ხშირად (100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • გამონაყარი;
  • ძალიან სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია). შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, თუ პაციენტი ღებულობს 2-ზე მეტ საინჰალაციო კაფსულას დღეში 2-ჯერ.
  • ნერვიულობა.

იშვიათად (1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • თავბრუსხვევის შეგრძნება;
  • უძილობა ან ძილთან დაკავშირებული სირთულეები;
  • სისხლში კალიუმის დონის შემცირება (შეიძლება გამოვლინდეს არარეგულარული გულისცემა, კუნთების სისუსტე, სპაზმები).

ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • სუნთქვის სირთულეები ან ხიხინები სასუნთქ გზებში, რომლებიც ძლიერდება უშუალოდ პრეპარატი პულმოტეროლის მიღების შემდეგ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი პულმოტეროლის მიღება. საჭიროა სწრაფად მოქმედი საინჰალაციო პრეპარატის მიღება სუნთქვის გამარტივების მიზნით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • არარეგულარული გულისცემა და დამატებითი სპაზმები (გულის არითმია). ასეთ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ პულმოტეროლის მიღება, მაგრამ მიმართეთ ექიმს.
  • ტკივილი პირის ღრუს და ყელის არეში;
  • გულისრევა;
  • ტკივილები, სახსრების შეშუპება ან ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სისხლში შაქრის (გლუკოზას) მომატებული დონე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების ან ზემოჩამოთვლილის გარდა, სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ ბიოციდური, სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების რეესტრის სამსახურის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს, იერუსალიმის გამზირი 181 "c", 02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მოპოვება უსაფრთხოების შესახებ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

  • პრეპარატი პულმოტეროლის აქტიური ნივთიერებაა სალმეტეროლი. ერთი საინჰალაციო კაფსულა შეიცავს სალმეტეროლის 50 µგ-ს (მიკროგრამს) სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით.
  • პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი და ჟელატინი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი პულმოტეროლი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი პულმოტეროლი საინჰალაციო ფხვნილის სახისაა მყარ კაფსულებში. გამჭირვალე, უფერო, მყარი კაფსულები შეიცავენ თეთრ ან კრემისფერ ფხვნილს. ფხვნილის შემცველი კაფსულა განკუთვნილია ფილტვებში საინჰალაციო მიღებისათვის ინჰალატორის მეშვეობით.

პრეპარატი პულმატეროლი მოთავსებულია ბლისტერებში Aluminium/Aluminium, რომლებიც ინჰალატორებთან და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. პრეპარატი პულმოტეროლი ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებშიც მოთავსებულია 30,60,90 ან 120 კაფსულა და ინჰალატორი.

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა

05-170 ზაკროჩიმ

ტელ.: (48) (22) 785 27 60

ფაქსი: (48) (22) 785 27 60, შიდა ნომერი 106

ინსტრუქციის უკანასკნელი აქტუალიზაციის თარიღი: 28.04.2015 წ.

რეპერტორიუმი ნომერი 249/2016, მე, პოლონური ენის თარჯიმანი, გიორგი ქომოშვილი ჩაწერილი იუსტიციის სამინისტროს ნაფიც თარჯიმანთა სიაში ნომრით TP /85/12 ვადასტურებ ჩემს მიერ ნათარგმნი ტექსტის შესაბამისობას ნაჩვენებ საბუთთან, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ვარშავა, 19 ივლისი 2016 წელი

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან და სინესტისაგან.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე ან ბლისტერზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

მიზანშეუწონელია პრეპარატის კანალიზაციაში და სახლის ნარჩენებში გადაყრა. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს. ამგვარი ქმედება შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

[ნათარგმნია პრეპარატი პულმოტეროლის ინსტრუქცია, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ინსტრუქცია შეიცავს 8 გვერდს.]

კოლოფთან დართული ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პულმოტეროლი

50 µგ/საინჰალაციო დოზა, საინჰალაციო ფხვნილი მყარ კაფსულებში

Salmeterolum

<პასუხისმგებელი ორგანოს ლოგო>

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან შეიცავს იგი პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

  • ინსტრუქცია შეინახეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში თავიდან გადაიკითხოთ.
  • რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დანიშნულია კონკრეტული პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა პაცინეტს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები იგივეა.
  • თუ პაციენტს გაუჩნდა რაიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის სარჩევი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი პულმოტეროლი და რა მიზნით გამოიყენება იგი.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებამდე.
  • პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების წესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • პრეპარატი პულმოტეროლის შენახვის წესი.
  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი პულმოტეროლი და რა მიზნით გამოიყენება იგი
  • პრეპარატი პულმოტეროლი შეიცავს სალმეტეროლს აქტიური ნივთიერების სახით. ეს არის ბრონქების გამაფართოებელი ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატი. ამარტივებს ჰაერის მიწოდებას ფილტვებში და ფილტვებიდან. მოქმედება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის მიღებიდან 10-დან 20 წუთამდე და ორგანიზმში ნარჩუნდება 12 საათზე მეტი ხანი.
  • ექიმმა გამოწერა ეს პრეპარატი, სუნთქვის სირთულის თავიდან აცილების მიზნით, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ასტმით. პრეპარატი პულმოტეროლის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ასთმის შეტევის აცილებაში. ეს ეხება ასევე ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე ასთმას ან მხოლოდ ღამით გამოვლენილ ასთმას.
  • პრეპარატი პულმოტეროლის რეგულარული მიღების მეშვეობით შესაძლებელია გულმკერდის არეში სხვა სიმპტომებიდან გამომდინარე სუნთქვის სირთულეების თავიდან აცილება, მაგ. ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადება (POChP).
  • პულმოტეროლის მეშვეობით შესაძლებელია ქოშინის შეტევის ან ხიხინების შეჩერება სასუნთქ გზებში. თუმცა იგი არ მოქმედებს იმავდროულად ქოშინის და ხიხინების შეტევის შემთხვევაში. თუ ამ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, გამოიყენეთ წრაფად მოქმედი ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატი, მაგ. სალბუტამოლი.
  • პულმოტეროლი საინჰალაციო ფხვნილის ფორმითაა მყარ კაფსულებში. პრეპარატი უნდა ჩაისუნთქოთ უშუალოდ ფილტვებში.
  • ასთმის მქონე პაციენტებმა პრეპარატი პულმოტეროლი ყოველთვის უნდა მიიღონ საინჰალაციო სტეროიდებთან ერთად.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებამდე

როდის არ გამოიყენოთ პრეპარატი პულმოტეროლი:

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სალმეტეროლის ქსინაფოატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების დაწყების წინ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

  • თუ ასთმა ან სუნთქვის სირთულეები გაძლიერდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამის შედეგად შეიძლება გაძლიერდეს ხიხინები სასუნთქ გზებში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან ბრონქების გამაფართოებელი სწრაფად მოქმედი პრეპარატების მომატებული მოხმარება.

ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ გაზარდოთ პრეპარატი პულმოტეროლის ინჰალაციის რაოდენობა. დაავადება გულმკერდის არეში შეიძლება სერიოზულად გამწვავდეს. მიმართეთ ექიმს, რადგან საჭირო შეიძლება გახდეს ასთმის მკურნალობის შეცვლა.

  • თუ ექიმმა დანიშნა პრეპარატი პულმოტეროლი ასთმის გამო, გააგრძელეთ აქამდე მიღებული სხვა ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება. ეს შეიძლება იყოს: საინჰალაციო სტეროიდები ან სტეროიდები ტაბლეტებში. მკურნალობა გააგრძელეთ აქამდე გამოყენებული დოზის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ იგრძენით მდგომარეობის გაუმჯობესება გარდა შემთხვევისა, როდესაც ექიმი ბრძანებს სხვა სახის დოზირებას. პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების დაწყების შემდეგ არ შეწყვიტოთ საინჰალაციო სტეროიდების (ან ტაბლეტის სახით სტეროიდების) მიღება.
  • ექიმი რეგულარულად შეამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დიაბეტი (პულმოტეროლმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში შაქრის დონე) ან გულის დაავადება, მათ შორის სწრაფი და არარეგულარული გულისცემა.
  • ექიმმა შეიძლება ბრძანოს პრეპარატი პულმოტეროლის დოზის თანდათან შემცირება, თუ ასთმა იქნება სწორად კონტროლირებული.

პრეპარატი პულმოტეროლი და სხვა პრეპარატები

  • აუცილებელია ექიმს აცნობოთ პაციენტის მიერ ამჟამად ან უკანასკნელად ყველა მიღებული პრეპარატის შესახებ და ასევე იმ პრეპარატების შესახებაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ და რომლების მიღებას აპირებს. შეიძლება მიზანშეუწონელი იყოს პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად.
  • აუცილებელია ექიმს აცნობოთ, თუ პაციენტი ღებულობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს რაიმე სოკოვანი ინფექციის გამო ან თუ მკურნალობს რიტონავირიმით აივ ვირუსის ინფექციის განსაკურნებლად. ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პულმოტეროლის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის არარეგულარული გულისცემა ან შეიძლება გამოიწვიოს აქამდე არსებული გვერდითი მოვლენების გამწვავება.
  • პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებისას მოერიდეთ ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების მიღებას, გარდა შემთხვევისა, როდესაც ექიმი ბრძანებს მსგავსი პრეპარატების მიღებას. ისეთი ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორები, როგორც მაგალითად: ატენოლოლი, პროპრანოლოლი და სოტალოლი, გამოიყენება ძირითადათ მაღალი არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. აცნობეთ ექიმს უკანასკნელად ან ამჟამად მიღებული ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების შესახებ, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს ან შეაჩეროს სალმეტეროლის მოქმედება.
  • პულმოტეროლმა შეიძლება შეამციროს სისხლში კალიუმის დონე. ეს თუ მასე მოხდა, პაციენტმა შეიძლება დააფიქსიროს გულის არასწორი ცემა, კუნთების სისუსტე ან კუნთების სპაზმი. ამ სიმპტომების გამოვლენის ალბათობა უფრო დიდია, თუ პაციენტი მიიღებს პრეპარატ პულმოტეროლს ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის (შარდმდენი პრეპარატები) და სუნთქვის სირთულეების საწინააღმდეგოდ, როგორც მაგალითად ტეოფილინი ან სტეროიდები. ექიმმა შეიძლება ურჩიოს პაციენტს სისხლის ანალიზების ჩატარება სისხლში კალიუმის დონის განსაზღვრის მიზნით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან. ექიმი შეაფასებს ამ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია თუ არა პულმოტეროლის მიღება.

მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვა

მცირე ალბათობაა იმისა, რომ პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ახდენდნენ გავლენას მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვაზე.

პრეპარატი პულმოტეროლი შეიცავს ლაქტოზას.

პრეპარატი პულმოტეროლის თითო დოზა შეიცავს 15 მგ ლაქტოზას. იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ აუტანლობა ლაქტოზას მიმართ, ამ რაოდენობის ლაქტოზა არ გამოიწვევს მათთვის პრობლემებს.

თუმცა პაციენტს თუ დაუდგინდა აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მაგ. ლაქტოზას მიმართ, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების წინ.

  • პრეპარატი პულმოტეროლის გამოყენების წესი.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ასთმის მქონე პაციენტებმა, პულმოტეროლი ყოველთვის უნდა გამოიყენონ საინჰალაციო სტეროიდთან ერთად.

პაციენტმა შეიძლება იგრძნოს, რომ პრეპარატი მოქმედებს გამოყენების პირველ დღესვე. პულმოტეროლი გამოიყენეთ ყოველ დღე, იქამდე სანამ ექიმი არ ბრძანებს მკურნალობის შეწყვეტას.

პულმოტეროლი განკუთვნილია მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისათვის ინჰალატორის მეშვეობით. არ ჩაყლაპოთ კაფსულები.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ასთმის მქონე ზრდასრულები და მოზარდები 12 წელზე მეტი ასაკის

  • ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ ინჰალაციას (1x50 მიკროგრამი) დღეში ორჯერ.
  • მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში ექიმმა შეიძლება გაზარდოს საინჰალაციო დოზა 2 კაფსულამდე (2x50 მიკროგრამი) დღეში 2-ჯერ.

ასთმის მქონე ბავშვები

  • 4-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ საინჰალაციო დოზას (1x50 მიკროგრამი) დრეში ერთხელ.
  • პულმოტეროლის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი 4 წლამდე ბავშვებში.
  • პრეპარატის მიღება ბავშვების მიერ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ , თუ დამოუკიდებლად შეუძლიად ინჰალატორის გამოყენება. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ ინჰალატორი მხოლოდ ზრდასრული პირების ზედამხედველობის ქვეშ.

ზრდასრული პაციენტები ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადებით (POChP)

  • ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა შეადგენს 1 კაფსულის შემცველ ინჰალაციას (1x50 მიკროგრამი) დღეში ორჯერ
  • არ ეხება ბავშვებსა და მოზარდებს.

პრეპარატის გამოყენების დაწყების წინ გაეცანით ინსტრუქციას "ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია".

ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია

ფხვნილი კაფსულაში განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისათვის. არ ჩაყლაპოთ კაფსულები. ინჰალატორი განკუთვნილია იმ რაოდენობით ფხვნილის მიღებისათვის, რა რაოდენობითაც მოთავსებულია კოლოფში. არ გამოიყენოთ იგივე ინჰალატორი პრეპარატის სხვა კოლოფის მოცულობის გამოყენებისათის.

  • მოხსენით ინჰალატორის სახურავი

[სურათი]

  • დაიჭირეთ ინჰალატორის საყრდენი და სატუჩე მოუჭირეთ სურათზე ასახული ისრის მიმართულების მიხედვით.

[სურათი]

  • ფხვნილიანი კაფსულა მოათავსეთ ინჰალატორის საყრდენის სათავსში. კაფსულა ამოიღეთ ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ.

[სურათი]

  • დახურეთ ინჰალატორი, სატუჩე მოუჭირეთ სურათზე ასახული ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ისე რომ დაუბრუნდეს საწყის პოზიციას - დახურვას.

[სურათი]

  • დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და ერთხელ დააჭირეთ ინჰალატორის ღილაკს.

[სურათი]

  • გაუშვით ინჰალატორის ღილაკს. ყურადღება: ამ მომენტში კაფსულა შეიძლება დაიშალოს, ხოლო ჟელატინის წვრილი ნაწილები შეიძლება მოხვდეს პირის ღრუში ან ყელში. რადგან ჟელატინი იჭმევა, მისი შეჭმა უვნებელია. ასეთი შემთხვევის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან კაფსულა არ გაიხვრიტება ერთზე მეტჯერ, შენახვის პირობები იქნება დაცული და თუ კაფსულა ამოღებული იქნება ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ (იხილეთ მე-3 პუნქტი).
  • ინჰალატორი დაიჭირეთ პირისკენ მიმართული და მშვიდად ამოისუნთქეთ.

[სურათი]

  • თავი ოდნავ გადაწიეთ უკან, ინჰალატორის სატუჩე მიიდეთ პირზე ისე, რომ მთლიანად იყოს მოცული ტუჩებით.

[სურათი]

  • ჩაისუნთქეთ სწრაფად, ღრმად და თანაბრად. ჩასუნთქვის დროს უნდა ისმოდეს დამახასიათებელი ხმა. თუ ხმა ვერ გაიგეთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კაფსულა გაიჭედა ინჰალატორის საყრდენ სათავსში. მაგ შემთხვევაში გახსენით ინჰალატორი და კაფსულის ამოღებისას, მოაცილეთ სათავსიდან. არ ცადოთ კაფსულის ამოღება ღილაკების მრავალჯერ დაჭერით. შემდეგ გაიმეორეთ მე-9 პუნქტში აღწერილი ქმედება.
  • დამახასიათებელი ხმის გაგონების შემდეგ, ჩაისუნთქეთ იმდენი ხნით რამდენსაც შეძლებთ, დისკომფორტის გარეშე, შემდეგ გამოიღეთ პირიდან ინჰალატორი და ამოისუნთქეთ ცხვირის მეშვეობით.
  • გახსენით ინჰალატორი და შეამოწმეთ კაფსულაში დარჩა თუ არა კიდე ფხვნილი. ფხვნილი თუ დარჩა გაიმეორეთ პროცესი მე-7 პუნქტიდან მე-10 პუნქტამდე.
  • გამოყენების შემდეგ, გახსენით ინჰალატორი, მოაშორეთ ცარიელი კაფსულა, ჩაკეტეთ სატუჩე და დაახურეთ სახურავი.

ინჰალატორის გაწმენდა

ფხვნილის ინჰალატორი საჭიროებს გაწმენდას. ფხვნილის ნარჩენების ან კაფსულის მოშორების მიზნით გაწმინდეთ სატუჩე და გამყოფი მშრალი ნაჭრის და რბილი ჯაგრისის გამოყენებით. აკრძალულია წყლის გამოყენება ინჰალატორის გასაწმენდად.

მნიშვნელოვანია, რათა პრეპარატი პულმოტეროლი გამოყენებული იქნას ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ შემთხვევვით მიღებული იქნა პრეპარატი პულმოტეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პაციენტს შეიძლება გაუჩნდეს აჩქარებული გულის მუშაობა ან ტრემორი. შეიძლება ასევე გამოვლინდეს თავის ტკივილები, კუნთების სისუსტის შეგრძნება და სახსრების ტკივილები.

პრეპარატ პულმოტეროლის დოზის გამოტოვება.

პრეპარატი პულმოტეროლის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ყველა სხვა სახის პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების გაჩენის ალბათობის შემცირების მიზნით, ექიმი დაუნიშნავს პაციენტს პრეპარატი პულმოტეროლის ყველაზე მცირე დოზას და ამით უზრუნველყოფს ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობტურაციული დაავადების (POChP) კონტროლს.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირებულა სალმეტეროლით ნამკურნალებ პაციენტებში.

ალერგიული რეაქციები: პულმოტეროლის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები. შეიძლება გამწვავდეს ხიხინები სასუნთქ გზებში და ხველა. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორც ქავილი და შეშუპება (ძირითადათ სახის, ტუჩების, ენის ან ყელის). ასეთი სიმპტომების შემჩნევის ან პულმოტეროლის მიღების შედეგად მალევე გამოვლენილი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები პულმოტეროლის მიღების შედეგად ვლინდება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა).

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირად (10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • კუნთების სპაზმი;
  • ტრემორის შეგრძნება; სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (გულის ფანცქალი), თავის ტკივილი, ტრემორი (მაგ. ხელების კანკალი). ტრემორი შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, თუ პაციენტი ღებულობს ერთზე მეტ საინჰალაციო კაფსულას დღეში 2-ჯერ. ეს გვერდითი მოვლენები არ ნარჩუნდება ხანგრძლივად და ჩვეულებრივ მცირდება პულმოტეროლით მკურნალობის გაგრძელების დროს.

არც ისე ხშირად (100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • გამონაყარი;
  • ძალიან სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია). შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, თუ პაციენტი ღებულობს 2-ზე მეტ საინჰალაციო კაფსულას დღეში 2-ჯერ.
  • ნერვიულობა.

იშვიათად (1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • თავბრუსხვევის შეგრძნება;
  • უძილობა ან ძილთან დაკავშირებული სირთულეები;
  • სისხლში კალიუმის დონის შემცირება (შეიძლება გამოვლინდეს არარეგულარული გულისცემა, კუნთების სისუსტე, სპაზმები).

ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა):

  • სუნთქვის სირთულეები ან ხიხინები სასუნთქ გზებში, რომლებიც ძლიერდება უშუალოდ პრეპარატი პულმოტეროლის მიღების შემდეგ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი პულმოტეროლის მიღება. საჭიროა სწრაფად მოქმედი საინჰალაციო პრეპარატის მიღება სუნთქვის გამარტივების მიზნით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • არარეგულარული გულისცემა და დამატებითი სპაზმები (გულის არითმია). ასეთ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ პულმოტეროლის მიღება, მაგრამ მიმართეთ ექიმს.
  • ტკივილი პირის ღრუს და ყელის არეში;
  • გულისრევა;
  • ტკივილები, სახსრების შეშუპება ან ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სისხლში შაქრის (გლუკოზას) მომატებული დონე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების ან ზემოჩამოთვლილის გარდა, სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ ბიოციდური, სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების რეესტრის სამსახურის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს, იერუსალიმის გამზირი 181 "c", 02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მოპოვება უსაფრთხოების შესახებ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

  • პრეპარატი პულმოტეროლის შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან და სინესტისაგან.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე ან ბლისტერზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

მიზანშეუწონელია პრეპარატის კანალიზაციაში და სახლის ნარჩენებში გადაყრა. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს. ამგვარი ქმედება შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს პრეპარატი პულმოტეროლი

  • პრეპარატი პულმოტეროლის აქტიური ნივთიერებაა სალმეტეროლი. ერთი საინჰალაციო კაფსულა შეიცავს სალმეტეროლის 50 µგ-ს (მიკროგრამს) სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით.
  • პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი და ჟელატინი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი პულმოტეროლი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი პულმოტეროლი საინჰალაციო ფხვნილის სახისაა მყარ კაფსულებში. გამჭირვალე, უფერო, მყარი კაფსულები შეიცავენ თეთრ ან კრემისფერ ფხვნილს. ფხვნილის შემცველი კაფსულა განკუთვნილია ფილტვებში საინჰალაციო მიღებისათვის ინჰალატორის მეშვეობით.

პრეპარატი პულმატეროლი მოთავსებულია ბლისტერებში Aluminium/Aluminium, რომლებიც ინჰალატორებთან და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. პრეპარატი პულმოტეროლი ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებშიც მოთავსებულია 30,60,90 ან 120 კაფსულა და ინჰალატორი.

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა

05-170 ზაკროჩიმ

ტელ.: (48) (22) 785 27 60

ფაქსი: (48) (22) 785 27 60, შიდა ნომერი 106

ინსტრუქციის უკანასკნელი აქტუალიზაციის თარიღი: 28.04.2015 წ.

რეპერტორიუმი ნომერი 249/2016, მე, პოლონური ენის თარჯიმანი, გიორგი ქომოშვილი ჩაწერილი იუსტიციის სამინისტროს ნაფიც თარჯიმანთა სიაში ნომრით TP /85/12 ვადასტურებ ჩემს მიერ ნათარგმნი ტექსტის შესაბამისობას ნაჩვენებ საბუთთან, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ვარშავა, 19 ივლისი 2016 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა