სალმენტი
SALMENT®
სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) შერჩევითი β2-აგონისტი. სალმეტეროლის ფარმაკოლოგიური თვისებები უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოსპაზმისგან და უფრო ხანგრძლივი ბრონქოდილაციის მიღწევას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში, ჩვეულებრივი ხანმოკლე მოქმედების ბეტა …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სალმეტეროლი (salmeterol)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მკგ/დოზა 120დოზა საინჰალაციო სუსპენზია კონტეინერი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Medicair Bioscience Laboratories S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბეტა-2 ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები
- ATC კოდი
- R03AC12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040588
- რეგისტრირებულია
- 26 მარტი 2024, მოქმედებს 26 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
სალმენტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) შერჩევითი β2-აგონისტი. სალმეტეროლის ფარმაკოლოგიური თვისებები უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოსპაზმისგან და უფრო ხანგრძლივი ბრონქოდილაციის მიღწევას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში, ჩვეულებრივი ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტების რეკომენდებულ დოზებთან შედარებით.
მისი მოქმედების მექანიზმი განსხვავდება კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო თვისებებისგან, რომელთა მიღება არ უნდა შეწყდეს ან მათი დოზა უნდა შემცირდეს სალმენტის დანიშვნისას.
სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების β2-აგონისტი და გამოიყენება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებთან ერთად ასთმის სამკურნალოდ. იდეალური ბაზალური სტეროიდული თერაპიის დროს სალმეტეროლმა შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი სიმპტომური თერაპია. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს სამედიცინო რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ სალმეტეროლის მიღებისას.
მოზრდილები:
სალმეტეროლი უზრუნველყოფს ხანგრძლივ (12 საათის) ბრონქოდილაციას ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ქრონიკული ბრონქიტის გამო სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს. შესაფერისია სიმპტომების კონტროლისთვის გრძელვადიანი რეგულარული მკურნალობის დროს დღეში ორჯერ, მაგრამ მოქმედების დაგვიანებული დაწყების გამო (10-20 წუთი) არ გამოიყენება მწვავე ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რისთვისაც ნაჩვენებია უფრო სწრაფად მოქმედი ინჰალატორი (5 წუთში) ბრონქოდილატატორი. სალმენტი ნაჩვენებია როდესაც ბრონქოდილატატორის გამოყენება საჭიროა რეგულარული მკურნალობისთვის და ღამის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად და/ან სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით გამოწვეული დღის რყევების გასაკონტროლებლად (მაგ. ფიზიკურ დატვირთვამდე ან ალერგენის გარდაუვალ ზემოქმედებამდე).
ბავშვები:
სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მკურნალობა ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ რეგულარულ ბრონქოდილატორულ თერაპიას. ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პრევენცია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სალმენტი ანაცვლებს მკურნალობას ნატრიუმის კრომოგლიკატით, რომელიც უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით და არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს სალმენტის დამატებისას.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.
სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად რეკომენდებულია სალმეტეროლის რეგულარული გამოყენება ასთმის, ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის სამკურნალოდ. ბრონქოდილატატორის მოქმედება (>15% გაუმჯობესება პიკური ამოსუნთქვის მოცულობაში) ვლინდება 10-20 წუთში ასთმის მქონე პაციენტებში. სრული შედეგი ვლინდება პრეპარატის რამდენიმე დოზის შემდეგ. სალმეტეროლის ბრონქოდილატატორული ეფექტი გრძელდება 12 საათის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ღამის ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომების მკურნალობისთვის და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის კონტროლისთვის. პაციენტებს უნდა ურჩიონ, არ გამოიყენონ სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზები, არამედ გამოიყენონ ხანმოკლე მოქმედების β2 ადრენერგული აგონისტის ინჰალაციები.
პაციენტებისთვის, რომლებსაც უძნელდებათ მადოზირებელი მოწყობილობის გამოყენება, რეკომენდებულია სალმენტის მიღება საჰაერო კამერის მეშვეობით.
იმის გამო, რომ β2-ადრენერგული აგონისტის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, დოზა და მიღების სიხშირე უნდა გაიზარდოს მხოლოდ სამედიცინო რჩევით.
მოზრდილები:
ორი ინჰალაცია (2x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ. ასთმის მქონე პაციენტებში სასუნთქი გზების უფრო მძიმე ობსტრუქციით, დოზა შეიძლება გაიზარდოს ოთხ ინჰალაციამდე (4x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ორი ინჰალაცია (2x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ.
ამჟამად საკმარისი არ არის კლინიკური მტკიცებულება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში სალმეტეროლის გამოყენების შესახებ.
სპეციალური ჯგუფების პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.
გამოყენების/დამუშავების ინსტრუქცია:
- მოხსენით მუნდშტუკის საფარი და შეამოწმეთ შიგნიდან და გარედან და დარწმუნდით, რომ მუნდშტუკი სუფთაა.
- კარგად შეანჯღრიეთ მოწყობილობა.
- დაიჭირეთ მოწყობილობა ამოტრიალებულ პოზიციაში ცერა თითით მუნდშტუკის ქვეშ არსებულ ძირზე.
- ამოისუნთქეთ მაქსიმალურად და მაშინვე მოათავსეთ პირის ღრუში და მაგრად მოუჭირეთ ტუჩებით და არა კბილებით.
- როგორც კი დაიწყებთ პირით ჩასუნთქვას, დააჭირეთ მოწყობილობას ზემოდან პრეპარატის გამოსაშვებად და გააგრძელეთ ჩასუთქვა სტაბილურად და ღრმად.
- სუნთქვა შეიკავეთ და გამოიღეთ მოწყობილობა პირიდან და თითი აიღეთ აპარატიდან. განაგრძეთ სუნთქვის შეკავება რაც შეიძლება დიდხანს.
- თუ გჭირდებათ მეორე შესუნთქვა, დაიჭირეთ მოწყობილობა ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაიცადეთ დაახლოებით ნახევარი წუთი 2-დან 6-მდე ნაბიჯების გამეორებამდე.
- ყოველთვის დაახურეთ თავსახური გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის დაგროვება.
მნიშვნელოვანი
ნაბიჯები 4,5 და 6 სწრაფად არ უნდა შესრულდეს. მოწყობილობაზე დაჭერამდე მნიშვნელოვანია ნელა ჩასუნთქვა.
სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ, გააკეთეთ რამდენიმე ცდა სარკის წინ. თუ პრეპარატი გამოდის აპარატის ზემოდან ან პირის გვერდებიდან, თქვენ მას სწორად არ იყენებთ და მთელი პროცესი მე-2 ნაბიჯიდან უნდა გაიმეოროთ.
თუ თქვენმა ექიმმა მოგცათ მოწყობილობის გამოყენების განსხვავებული ინსტრუქცია, გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით მათ. ნებისმიერი სიძნელის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ბავშვები
ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ მშობლების დახმარება მოწყობილობის გამოსაყენებლად. ბავშვებმა უნდა ჩაისუნთქონ და გამოიყენონ მოწყობილობა ინჰალაციის შემდეგ დაუყოვნებლივ. მოწყობილობის გამოყენება უნდა მოხდეს ბავშვებისა და მშობლების თანამშრომლობით. უფროსი ასაკის ბავშვებმა ან სუსტი ხელების მქონე ადამიანებმა მოწყობილობა ორივე ხელით უნდა დაიჭირონ. მოათავსეთ ორი საჩვენებელი თითი მოწყობილობის თავზე, ხოლო ორი ცერა თითი ძირზე მუნდშტუკის ქვეშ.
გაწმდენდა
მოწყობილობა უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ მაინც.
- პლასტმასის ყუთიდან ჯერ ამოიღეთ ლითონის კოლოფი და შემდეგ მუნდშტუკის საფარი.
- გარეცხეთ პლასტმასის ყუთი და პირის საფარი ნელთბილი წყლით.
- გააშრეთ. მოარიდეთ ჭარბ სიცხეს. მოათავსეთ ლითონის კონტეინერი და მუნდშტუკის საფარი ადგილზე.
შეგიძლიათ წყალში დაამატოთ რბილი სარეცხი საშუალება ან ანტისეპტიკური ხსნარი, რომლებიც გამოიყენება ბავშვის ბოთლების გასაწმენდად (თქვენი ფარმაცევტი მოგცემთ რჩევას ამასთან დაკავშირებით). შემდეგ გარეცხეთ ყუთი სუფთა წყლით და შემდეგ გააშრეთ. ლითონის მკონტეინერუ არ უნდა მოხვდეს წყალში.
მოწყობილობის ტესტირება:
თუ მოწყობილობა არ გამოგიყენებიათ ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, შეამოწმეთ იგი ჰაერზე დაჭერით და გაშვებით რათა დარწმუნდეთ, რომ მუშაობს.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ სალმენტს
სალმეტეროლის ჭარბი დოზის მოსალოდნელი სიმპტომები და ნიშნებია: თავბრუსხვევა, სისტოლური წნევის მომატება, ტრემორი, თავის ტკივილი და ტაქიკარდია.
გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია და ამიტომ აუცილებელია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი. განხილული უნდა იყოს კალიუმის ჩანაცვლება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დამხმარე მკურნალობა შესაბამისი მონიტორინგით, საჭიროების შემთხვევაში. შემდგომი მართვა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების ან მოწამვლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, სადაც შესაძლებელია.
სალმენტის ჭარბი დოზირებისას სასურველი ანტიდოტი არის კარდიოსელექციური ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი, რომელიც სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქოსპაზმი.
თუ დაგავიწყდათ სალმენტის მიღება
თუ დაგავიწყდათ სალმენტის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ მომდევნო დოზის მიღებამდე და შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ სალმენტის მიღებას
თუ იყენებთ სალმენტს, მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ შეწყვეტთ მის გამოყენებას.
უკუჩვენებები
- სალმეტეროლის ქსინაფოატის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 6).
- თუ გაწუხებთ თირეოტოქსიკოზი და მაღალი სიხშირის არითმია.
სიფრთხილის ზომები
სალმენტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
ასთმის მართვა ჩვეულებრივ უნდა ეფუძნებოდეს ეტაპობრივ პროგრამას და პაციენტის პასუხის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს კლინიკურად, ისევე როგორც ფილტვის ფუნქციის ტესტები.
სალმეტეროლი არ გამოიყენება (და არ არის საკმარისი), როგორც ასთმის საწყისი მკურნალობა.
სალმეტეროლი არ არის ორალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების შემცვლელი. მისი მიღება არის დამატებითი. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ არ შეწყვიტონ ან შეამცირონ სტეროიდული თერაპია სამედიცინო რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ ისინი თავს უკეთესად გრძნობენ სალმეტეროლის გამოყენებისას.
სალმენტი არ გამოიყენება მწვავე ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ, რისთვისაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ სიმპტომების შესამსუბუქებლად მუდმივად თან ატარონ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი.
სიმპტომების შესამსუბუქებლად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების მზარდი გამოყენება მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება,რომ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობა თანდათან ნაკლებად ეფექტური ხდება ან ისინი საჭიროებენ ჩვეულებრივზე უფრო მეტ ინჰალაციას. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის პოტენციურად გაზრდის მიზნით (მაგ. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზები ან ორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია). ასთმის მძიმე შეტევებისას ტარდება ჩვეული მკურნალობა.
მიუხედავად იმისა, რომ სალმენტი შეიძლება დაინიშნოს როგორც დამატებითი თერაპია, როდესაც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ვერ მიიღწევა ასთმის სიმპტომების ადეკვატური კონტროლი, პაციენტებმა არ უნდა დაიწყონ სალმენტი ასთმის მძიმე შეტევის დროს, ან თუ აღენიშნებათ ასთმის მნიშვნელოვან გაუარესებას ან მწვავე გამწვავებას.
ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და გამწვავებები შეიძლება განვითარდეს სალმენტით მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები რჩება უკონტროლო, ან გაუარესდება სალმენტით მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ასთმის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება პოტენციურად საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის და ამიტომ მისი მდგომარეობა სასწრაფოდ ხელახლა უნდა შეფასდეს. ასევე მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდული თერაპიის გაზრდის შესახებ. ასეთი მდგომარეობებისას რეკომენდებულია მაქსიმალური ამოსუნთქვის ნაკადის ყოველდღიური შემოწმება. ასთმის შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის სალმეტეროლი უნდა დაინიშნოს ინჰალაციურ ან ორალურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები არ გამოიყენება ცალკე ან როგორც ასთმის ძირითადი შემანარჩუნებელი თერაპია.
როდესაც ასთმის სიმპტომები კონტროლდება, შეიძლება სალმენტის დოზის თანდათანობით შემცირების განხილვა. დოზის შემცირებისას მნიშვნელოვანია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი. გამოყენებული უნდა იყოს სალმენტის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
ძალიან იშვიათია ცნობები სისხლში გლუკოზის დონის მატების შესახებ და ეს გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დანიშვნისას.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის მყისიერი მატებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური სიჩქარის დაქვეითებით (PEFR) შეიძლება განვითარდეს შეყვანის შემდეგ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით. სალმეტეროლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილი 4).
დაფიქსირდა β2 აგონისტების ფარმაკოლოგიური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტრემორი, სუბიექტური პალპიტაცია და თავის ტკივილი, მაგრამ, როგორც წესი, ისინი გარდამავალია და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას (იხ. ნაწილი 4).
გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, როგორიცაა სისტოლური არტერიული წნევის და გულისცემის მატება, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ყველა სიმპატომიმეტური პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით თერაპიულზე მაღალი დოზებით. ამ მიზეზით, სალმეტეროლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ადრე არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.
პოტენციურად შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოკალიემია აგონისტებით მკურნალობის დროს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ასთმის მწვავე შეტევების დროს, ამ შემთხვევაში ჰიპოკალემია შეიძლება გაძლიერდეს თეოფილინის, სტეროიდების, შარდმდენების ერთდროული მიღების გამო და ასევე ჰიპოქსიის გამო. ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს კალიუმის დონის მონიტორინგი.
მსხვილი კლინიკური კვლევის მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ აფრო-ამერიკელ პაციენტებს ჰქონდათ რესპირაციასთან დაკავშირებული სერიოზული მოვლენების ან სიკვდილის რისკი სალმტეროლის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით. უცნობია, ეს გამოწვეულია ფარმაკოგენეტიკური თუ სხვა ფაქტორებით. ამიტომ, შავკანიანმა პაციენტებმა აფრიკიდან ან კარიბიდან უნდა გააგრძელონ მკურნალობა და მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები რჩება უკონტროლო ან გაუარესდება სალმენტის მიღებისას.
სისტემურად შეყვანილი კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება ზრდის სალმეტეროლის სისტემურ ზემოქმედებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციების სიხშირის მატება (მაგ. QTc გახანგრძლივება და პალპიტაცია). ამიტომ, კეტოკონაზოლთან ან სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სალმეტეროლის თერაპიის სისტემური გვერდითი ეფექტების პოტენციურად გაზრდილ რისკს.
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი ინჰალატორის სწორად გამოყენებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინჰალირებული პრეპარატის ოპტიმალური დეპონირება ფილტვებში.
იმის გამო, რომ სისტემური აბსორბცია ძირითადად ფილტვებში ხდება, საჰაერო კამერის გამოყენებამ დოზატორიანი ინჰალატორით შეიძლება შეცვალოს ფილტვებში დეპონირება. უნდა აღინიშნოს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მძიმე ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს და ფილტვების ფუნქციის შემოწმებას, რადგან პაციენტებში არსებობს მძიმე შეტევების და სიკვდილის რისკი.
მძიმე ასთმის მქონე პაციენტებს აქვთ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები ფიზიკური დატვირთვის უნარის დაქვეითებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური მნიშვნელობები ნორმალური საცნობარო მნიშვნელობების 60%-ზე დაბალია, რყევები აღწევს 30%-ზე მეტს და ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებს ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები (მაგ. 1 მგ-ზე მეტი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი დღეში) ან ორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია. შესაბამისი კორტიკოსტეროიდული მხარდაჭერის მიწოდების შემდეგ სალმენტმა შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი სიმპტომების შემსუბუქება.
ასთმის მძიმე გამწვავებისას უნდა ჩატარდეს მკრუნალობა სწრაფი მოქმედების აგონისტებით, რომელთა შეყვანა ხდება ნებულაიზერებით, ან პარენტერალურად შეყვანილი ბრონქოდილატორებით ან პარენტერალურად შეყვანილი კორტიკოსტეროიდებით სხვა დამხმარე ზომებთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები
იხილეთ დოზა და მიღება. არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
ბეტა-ადრენერგულმა ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ ან მოახდინონ სალმეტეროლის მოქმედების ანტაგონიზება. არა-სელექციური და სელექციური ბეტა-ბლოკატორების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია.
პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს β2-აგონისტებით მკურნალობით. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ასთმის მძიმე გამწვავების დროს, რადგან ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, სტეროიდების და შარდმდენების ერთდროული მიღებით.
CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები
კეტოკონაზოლის (400 მგ პერორალურად დღეში ერთხელ) და სალმეტეროლის (50 მკგ ინჰალაცია ორჯერ დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ 15 ჯანმრთელ სუბიექტში 7 დღის განმავლობაში გამოიწვია სალმეტეროლის დონის მნიშვნელოვანი ზრდა პლაზმაში (Cmax 1,4-ჯერ და AUC 15-ჯერ). ამან შეიძლება გამოიწვიოს სალმეტეროლით მკურნალობის სისტემური ეფექტების სიხშირის ზრდა (მაგ. QTc გახანგრძლივება და პალპიტაცია) მხოლოდ სალმეტეროლთან ან კეტოკონაზოლთან შედარებით.
არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არტერიულ წნევაზე, გულისცემაზე, სისხლში გლუკოზის და სისხლში კალიუმის დონეებზე. კეტოკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია სალმეტეროლის ნახევარგამოყოფის დროის გაზრდა და სალმეტეროლის დაგროვების გაზრდა პრეპარატის განმეორებითი მიღების შემდეგ.
თავიდან უნდა იქნას აცილებული კეტოკონაზოლის ერთდროული მიღება, თუ სარგებელი არ აღემატება სალმეტეროლის სისტემური გვერდითი ეფექტების პოტენციურად გაზრდილ რისკს. სავარაუდოდ, არსებობს სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, ტელითრომიცინი, რიტონავირი) ურთიერთქმედების მსგავსი რისკი.
CYP 3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები
ერითრომიცინის (500 მგ პერორალურად სამჯერ დღეში) და სალმეტეროლის (50 მკგ ინჰალაცია ორჯერ დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ 15 ჯანმრთელ სუბიექტში 6 დღის განმავლობაში გამოიწვია სალმეტეროლის დონის მცირე, მაგრამ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (Cmax 1,4-ჯერ და AUC 1,2-ჯერ). ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენება არ იყო დაკავშირებული რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში კლინიკური მონაცემების ზომიერი რაოდენობა (300-დან 1000-მდე ორსულობის შემთხვევა) არ მიუთითებს სალმეტეროლის დისპლასტიურ ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით, გარდა ძალიან მაღალი დოზებით ნაყოფზე მავნე ზემოქმედების ზოგიერთი მტკიცებულებისა. პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია ორსულობის თავიდან აცილება სალმენტის გამოყენებისას.
ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები აჩვენებს სალმეტეროლის ექსკრეციას რძეში. გამორიცხული არ არის ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შესაძლო რისკი.
გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სალმეტეროლით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, როგორც ბავშვისთვის ძუძუთი კვების, ასევე ქალისთვის მკურნალობის სარგებლობის გათვალისწინებით.
HF A-134a-ით ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა რეპროდუქციულ უნარზე და ლაქტაციაზე ვირთხების ორ თანმიმდევრულ თაობაში ან ნაყოფის განვითარებაზე ვირთხებში ან კურდღლებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სალმენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ, სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10000) ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. ხშირი და არახშირი მდგომარეობები ზოგადად შეფასებული იყო კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. პლაცებოს სიხშირე არ იყო გათვალისწინებული. ძალიან იშვიათი მდგომარეობები ზოგადად შეფასდა პოსტმარკეტინგული სპონტანური შეტყობინებებიდან.
შემდეგი სიხშირეები გამოთვლილი იყო 50 მკგ ჩვეულებრივი დოზით დღეში ორჯერ. ორჯერ დღეში 100 მკგ-ზე უფრო მაღალი დოზებით სიხშირეები ასევე გათვალისწინებული იყო საჭიროების შემთხვევაში.
ორგანული სისტემა
არასასურველი ეფექტი
სიხშირე
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შემდეგი გამოვლინებები:
გამონაყარი (ქავილი და ერითემა)
ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის
შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება,
ბრონქოსპაზმი და ანაფილაქსური შოკი
არახშირი
ძალიან იშვიათი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოკალიემია
ჰიპერგლიკემია
იშვიათი
ძალია იშვიათი
ფსიქიკური დარღვევები
ნერვოზულობა
უძილობა
არახშირი
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი (იხ. პუნქტი 2)
ტრემორი (იხ. პუნქტი 2)
თავბრუსხვევა
ხშირი
ხშირი
იშვიათი
გულის დარღვევები
პალპიტაცია (იხ. ნაწილი 2)
ტაქიკარდია
გულის არითმიები (მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და პათოლოგიური შეკუმშვები).
ხშირი
არახშირი
ძალიან იშვიათი
რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყარის დარღვევები
ოროფარინგეალური გაღიზიანება
პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ
ნაწილი 2)
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა
ძალიან იშვიათი
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთების კრუნჩხვები
ართრალგია
ხშირი
ძალიან იშვიათი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
გულ-მკერდის ტკივილი (არალოკალიზებული)
ძალიან იშვიათი
ფარმაკოლოგიური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტრემორი, თავის ტკივილი და პალპიტაცია, დაფიქსირდა β2-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტებით მკურნალობისას, რომლებიც, როგორც წესი, გარდამავალია და მცირდება რეგულარული მკურნალობის გაგრძელებისას. ტრემორი და ტაქიკარდია უფრო ხშირად ვლინდება 50 მკგ-ზე მეტი დოზის ორჯერ მიღებისას ყოველდღიურად.
სხვა საინჰალაციო თერაპიების მსგავსად, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ქოშინის დაუყოვნებელი მატებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური სიჩქარის (PEFR) დაქვეითებით. ამ მდგომარეობის მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით. სალმენტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილი 2).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია
284 მესოგიონის გამზ.
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ: +30 21 32040380/337
ფაქსი: +30 21 06549585
საიტი: http://www.eof.gr.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის სალმეტეროლის ქსინაფოატი. თითოეული დოზა შეიცავს 25 მიკროგრამ სალმეტეროლს (როგორც ქსინაფოატს).
- სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: პროპელანტი HFA 134A, ეთანოლი, ლეციტინი.
სალმენტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პროდუქტი მოთავსებულია ალუმინის ქილებში, რომლებიც აღჭურვილია ფიქსირებული დოზირების სარქველით და უზრუნველყოფს 120 დოზას [ (ბთ x l ( ქილა x 120 დოზა)].
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფის ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
თავიდან უნდა იქნას აცილებული მაცივარში შენახვა და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა.
როგორც პრეპარატების უმეტესობის შემთხვევაში, რომლებიც ინჰალირდება მადოზირებელი მოწყობილობებიდან, სალმენტის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს, როდესაც მოწყობილობა ცივია. არ შეიძლება მოწყობილობის გატეხვა, გახვრეტა ან დაწვა მაშინაც კი, თუ ის ცარიელია.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სალმენტი®
წნევის ქვეშ საინჰალაციო სუსპენზია 25 მიკროგრამი (ფიქსირებული დოზა)
(სალმეტეროლი ქსინაფოატი)
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრუ;ად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში:
- რა არის სალმენტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ სალმენტის მიღებამდე
- როგორ მიიღება სალმენტი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სალმენტი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის სალმენტი და რისთვის გამოიყენება
სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) შერჩევითი β2-აგონისტი. სალმეტეროლის ფარმაკოლოგიური თვისებები უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოსპაზმისგან და უფრო ხანგრძლივი ბრონქოდილაციის მიღწევას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში, ჩვეულებრივი ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტების რეკომენდებულ დოზებთან შედარებით.
მისი მოქმედების მექანიზმი განსხვავდება კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო თვისებებისგან, რომელთა მიღება არ უნდა შეწყდეს ან მათი დოზა უნდა შემცირდეს სალმენტის დანიშვნისას.
სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების β2-აგონისტი და გამოიყენება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებთან ერთად ასთმის სამკურნალოდ. იდეალური ბაზალური სტეროიდული თერაპიის დროს სალმეტეროლმა შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი სიმპტომური თერაპია. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს სამედიცინო რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ სალმეტეროლის მიღებისას.
მოზრდილები:
სალმეტეროლი უზრუნველყოფს ხანგრძლივ (12 საათის) ბრონქოდილაციას ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ქრონიკული ბრონქიტის გამო სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს. შესაფერისია სიმპტომების კონტროლისთვის გრძელვადიანი რეგულარული მკურნალობის დროს დღეში ორჯერ, მაგრამ მოქმედების დაგვიანებული დაწყების გამო (10-20 წუთი) არ გამოიყენება მწვავე ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რისთვისაც ნაჩვენებია უფრო სწრაფად მოქმედი ინჰალატორი (5 წუთში) ბრონქოდილატატორი. სალმენტი ნაჩვენებია როდესაც ბრონქოდილატატორის გამოყენება საჭიროა რეგულარული მკურნალობისთვის და ღამის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად და/ან სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით გამოწვეული დღის რყევების გასაკონტროლებლად (მაგ. ფიზიკურ დატვირთვამდე ან ალერგენის გარდაუვალ ზემოქმედებამდე).
ბავშვები:
სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მკურნალობა ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ რეგულარულ ბრონქოდილატორულ თერაპიას. ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პრევენცია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სალმენტი ანაცვლებს მკურნალობას ნატრიუმის კრომოგლიკატით, რომელიც უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით და არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს სალმენტის დამატებისას.
- რა უნდა იცოდეთ სალმენტის მიღებამდე
არ მიიღოთ სალმენტი
- სალმეტეროლის ქსინაფოატის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 6).
- თუ გაწუხებთ თირეოტოქსიკოზი და მაღალი სიხშირის არითმია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სალმენტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
ასთმის მართვა ჩვეულებრივ უნდა ეფუძნებოდეს ეტაპობრივ პროგრამას და პაციენტის პასუხის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს კლინიკურად, ისევე როგორც ფილტვის ფუნქციის ტესტები.
სალმეტეროლი არ გამოიყენება (და არ არის საკმარისი), როგორც ასთმის საწყისი მკურნალობა.
სალმეტეროლი არ არის ორალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების შემცვლელი. მისი მიღება არის დამატებითი. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ არ შეწყვიტონ ან შეამცირონ სტეროიდული თერაპია სამედიცინო რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ ისინი თავს უკეთესად გრძნობენ სალმეტეროლის გამოყენებისას.
სალმენტი არ გამოიყენება მწვავე ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ, რისთვისაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ სიმპტომების შესამსუბუქებლად მუდმივად თან ატარონ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი.
სიმპტომების შესამსუბუქებლად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების მზარდი გამოყენება მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება,რომ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობა თანდათან ნაკლებად ეფექტური ხდება ან ისინი საჭიროებენ ჩვეულებრივზე უფრო მეტ ინჰალაციას. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის პოტენციურად გაზრდის მიზნით (მაგ. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზები ან ორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია). ასთმის მძიმე შეტევებისას ტარდება ჩვეული მკურნალობა.
მიუხედავად იმისა, რომ სალმენტი შეიძლება დაინიშნოს როგორც დამატებითი თერაპია, როდესაც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ვერ მიიღწევა ასთმის სიმპტომების ადეკვატური კონტროლი, პაციენტებმა არ უნდა დაიწყონ სალმენტი ასთმის მძიმე შეტევის დროს, ან თუ აღენიშნებათ ასთმის მნიშვნელოვან გაუარესებას ან მწვავე გამწვავებას.
ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და გამწვავებები შეიძლება განვითარდეს სალმენტით მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები რჩება უკონტროლო, ან გაუარესდება სალმენტით მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ასთმის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება პოტენციურად საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის და ამიტომ მისი მდგომარეობა სასწრაფოდ ხელახლა უნდა შეფასდეს. ასევე მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდული თერაპიის გაზრდის შესახებ. ასეთი მდგომარეობებისას რეკომენდებულია მაქსიმალური ამოსუნთქვის ნაკადის ყოველდღიური შემოწმება. ასთმის შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის სალმეტეროლი უნდა დაინიშნოს ინჰალაციურ ან ორალურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები არ გამოიყენება ცალკე ან როგორც ასთმის ძირითადი შემანარჩუნებელი თერაპია.
როდესაც ასთმის სიმპტომები კონტროლდება, შეიძლება სალმენტის დოზის თანდათანობით შემცირების განხილვა. დოზის შემცირებისას მნიშვნელოვანია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი. გამოყენებული უნდა იყოს სალმენტის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
ძალიან იშვიათია ცნობები სისხლში გლუკოზის დონის მატების შესახებ და ეს გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დანიშვნისას.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის მყისიერი მატებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური სიჩქარის დაქვეითებით (PEFR) შეიძლება განვითარდეს შეყვანის შემდეგ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით. სალმეტეროლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილი 4).
დაფიქსირდა β2 აგონისტების ფარმაკოლოგიური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტრემორი, სუბიექტური პალპიტაცია და თავის ტკივილი, მაგრამ, როგორც წესი, ისინი გარდამავალია და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას (იხ. ნაწილი 4).
გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, როგორიცაა სისტოლური არტერიული წნევის და გულისცემის მატება, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ყველა სიმპატომიმეტური პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით თერაპიულზე მაღალი დოზებით. ამ მიზეზით, სალმეტეროლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ადრე არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.
პოტენციურად შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოკალიემია აგონისტებით მკურნალობის დროს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ასთმის მწვავე შეტევების დროს, ამ შემთხვევაში ჰიპოკალემია შეიძლება გაძლიერდეს თეოფილინის, სტეროიდების, შარდმდენების ერთდროული მიღების გამო და ასევე ჰიპოქსიის გამო. ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს კალიუმის დონის მონიტორინგი.
მსხვილი კლინიკური კვლევის მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ აფრო-ამერიკელ პაციენტებს ჰქონდათ რესპირაციასთან დაკავშირებული სერიოზული მოვლენების ან სიკვდილის რისკი სალმტეროლის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით. უცნობია, ეს გამოწვეულია ფარმაკოგენეტიკური თუ სხვა ფაქტორებით. ამიტომ, შავკანიანმა პაციენტებმა აფრიკიდან ან კარიბიდან უნდა გააგრძელონ მკურნალობა და მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები რჩება უკონტროლო ან გაუარესდება სალმენტის მიღებისას.
სისტემურად შეყვანილი კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება ზრდის სალმეტეროლის სისტემურ ზემოქმედებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციების სიხშირის მატება (მაგ. QTc გახანგრძლივება და პალპიტაცია). ამიტომ, კეტოკონაზოლთან ან სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სალმეტეროლის თერაპიის სისტემური გვერდითი ეფექტების პოტენციურად გაზრდილ რისკს.
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი ინჰალატორის სწორად გამოყენებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინჰალირებული პრეპარატის ოპტიმალური დეპონირება ფილტვებში.
იმის გამო, რომ სისტემური აბსორბცია ძირითადად ფილტვებში ხდება, საჰაერო კამერის გამოყენებამ დოზატორიანი ინჰალატორით შეიძლება შეცვალოს ფილტვებში დეპონირება. უნდა აღინიშნოს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მძიმე ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს და ფილტვების ფუნქციის შემოწმებას, რადგან პაციენტებში არსებობს მძიმე შეტევების და სიკვდილის რისკი.
მძიმე ასთმის მქონე პაციენტებს აქვთ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები ფიზიკური დატვირთვის უნარის დაქვეითებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური მნიშვნელობები ნორმალური საცნობარო მნიშვნელობების 60%-ზე დაბალია, რყევები აღწევს 30%-ზე მეტს და ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებს ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები (მაგ. 1 მგ-ზე მეტი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი დღეში) ან ორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია. შესაბამისი კორტიკოსტეროიდული მხარდაჭერის მიწოდების შემდეგ სალმენტმა შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი სიმპტომების შემსუბუქება.
ასთმის მძიმე გამწვავებისას უნდა ჩატარდეს მკრუნალობა სწრაფი მოქმედების აგონისტებით, რომელთა შეყვანა ხდება ნებულაიზერებით, ან პარენტერალურად შეყვანილი ბრონქოდილატორებით ან პარენტერალურად შეყვანილი კორტიკოსტეროიდებით სხვა დამხმარე ზომებთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები
იხილეთ დოზა და მიღება. არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და სალმენტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
ბეტა-ადრენერგულმა ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ ან მოახდინონ სალმეტეროლის მოქმედების ანტაგონიზება. არა-სელექციური და სელექციური ბეტა-ბლოკატორების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია.
პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს β2-აგონისტებით მკურნალობით. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ასთმის მძიმე გამწვავების დროს, რადგან ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, სტეროიდების და შარდმდენების ერთდროული მიღებით.
CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები
კეტოკონაზოლის (400 მგ პერორალურად დღეში ერთხელ) და სალმეტეროლის (50 მკგ ინჰალაცია ორჯერ დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ 15 ჯანმრთელ სუბიექტში 7 დღის განმავლობაში გამოიწვია სალმეტეროლის დონის მნიშვნელოვანი ზრდა პლაზმაში (Cmax 1,4-ჯერ და AUC 15-ჯერ). ამან შეიძლება გამოიწვიოს სალმეტეროლით მკურნალობის სისტემური ეფექტების სიხშირის ზრდა (მაგ. QTc გახანგრძლივება და პალპიტაცია) მხოლოდ სალმეტეროლთან ან კეტოკონაზოლთან შედარებით.
არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არტერიულ წნევაზე, გულისცემაზე, სისხლში გლუკოზის და სისხლში კალიუმის დონეებზე. კეტოკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია სალმეტეროლის ნახევარგამოყოფის დროის გაზრდა და სალმეტეროლის დაგროვების გაზრდა პრეპარატის განმეორებითი მიღების შემდეგ.
თავიდან უნდა იქნას აცილებული კეტოკონაზოლის ერთდროული მიღება, თუ სარგებელი არ აღემატება სალმეტეროლის სისტემური გვერდითი ეფექტების პოტენციურად გაზრდილ რისკს. სავარაუდოდ, არსებობს სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, ტელითრომიცინი, რიტონავირი) ურთიერთქმედების მსგავსი რისკი.
CYP 3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები
ერითრომიცინის (500 მგ პერორალურად სამჯერ დღეში) და სალმეტეროლის (50 მკგ ინჰალაცია ორჯერ დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ 15 ჯანმრთელ სუბიექტში 6 დღის განმავლობაში გამოიწვია სალმეტეროლის დონის მცირე, მაგრამ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (Cmax 1,4-ჯერ და AUC 1,2-ჯერ). ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენება არ იყო დაკავშირებული რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენებთან.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში კლინიკური მონაცემების ზომიერი რაოდენობა (300-დან 1000-მდე ორსულობის შემთხვევა) არ მიუთითებს სალმეტეროლის დისპლასტიურ ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით, გარდა ძალიან მაღალი დოზებით ნაყოფზე მავნე ზემოქმედების ზოგიერთი მტკიცებულებისა. პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია ორსულობის თავიდან აცილება სალმენტის გამოყენებისას.
ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები აჩვენებს სალმეტეროლის ექსკრეციას რძეში. გამორიცხული არ არის ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შესაძლო რისკი.
გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სალმეტეროლით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, როგორც ბავშვისთვის ძუძუთი კვების, ასევე ქალისთვის მკურნალობის სარგებლობის გათვალისწინებით.
HF A-134a-ით ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა რეპროდუქციულ უნარზე და ლაქტაციაზე ვირთხების ორ თანმიმდევრულ თაობაში ან ნაყოფის განვითარებაზე ვირთხებში ან კურდღლებში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
- როგორ მიიღება სალმენტი
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.
სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად რეკომენდებულია სალმეტეროლის რეგულარული გამოყენება ასთმის, ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის სამკურნალოდ. ბრონქოდილატატორის მოქმედება (>15% გაუმჯობესება პიკური ამოსუნთქვის მოცულობაში) ვლინდება 10-20 წუთში ასთმის მქონე პაციენტებში. სრული შედეგი ვლინდება პრეპარატის რამდენიმე დოზის შემდეგ. სალმეტეროლის ბრონქოდილატატორული ეფექტი გრძელდება 12 საათის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ღამის ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომების მკურნალობისთვის და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის კონტროლისთვის. პაციენტებს უნდა ურჩიონ, არ გამოიყენონ სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზები, არამედ გამოიყენონ ხანმოკლე მოქმედების β2 ადრენერგული აგონისტის ინჰალაციები.
პაციენტებისთვის, რომლებსაც უძნელდებათ მადოზირებელი მოწყობილობის გამოყენება, რეკომენდებულია სალმენტის მიღება საჰაერო კამერის მეშვეობით.
იმის გამო, რომ β2-ადრენერგული აგონისტის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, დოზა და მიღების სიხშირე უნდა გაიზარდოს მხოლოდ სამედიცინო რჩევით.
მოზრდილები:
ორი ინჰალაცია (2x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ. ასთმის მქონე პაციენტებში სასუნთქი გზების უფრო მძიმე ობსტრუქციით, დოზა შეიძლება გაიზარდოს ოთხ ინჰალაციამდე (4x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ორი ინჰალაცია (2x25 მიკროგრამი სალმეტეროლი) დღეში ორჯერ.
ამჟამად საკმარისი არ არის კლინიკური მტკიცებულება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში სალმეტეროლის გამოყენების შესახებ.
სპეციალური ჯგუფების პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.
გამოყენების/დამუშავების ინსტრუქცია:
- მოხსენით მუნდშტუკის საფარი და შეამოწმეთ შიგნიდან და გარედან და დარწმუნდით, რომ მუნდშტუკი სუფთაა.
- კარგად შეანჯღრიეთ მოწყობილობა.
- დაიჭირეთ მოწყობილობა ამოტრიალებულ პოზიციაში ცერა თითით მუნდშტუკის ქვეშ არსებულ ძირზე.
- ამოისუნთქეთ მაქსიმალურად და მაშინვე მოათავსეთ პირის ღრუში და მაგრად მოუჭირეთ ტუჩებით და არა კბილებით.
- როგორც კი დაიწყებთ პირით ჩასუნთქვას, დააჭირეთ მოწყობილობას ზემოდან პრეპარატის გამოსაშვებად და გააგრძელეთ ჩასუთქვა სტაბილურად და ღრმად.
- სუნთქვა შეიკავეთ და გამოიღეთ მოწყობილობა პირიდან და თითი აიღეთ აპარატიდან. განაგრძეთ სუნთქვის შეკავება რაც შეიძლება დიდხანს.
- თუ გჭირდებათ მეორე შესუნთქვა, დაიჭირეთ მოწყობილობა ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაიცადეთ დაახლოებით ნახევარი წუთი 2-დან 6-მდე ნაბიჯების გამეორებამდე.
- ყოველთვის დაახურეთ თავსახური გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის დაგროვება.
მნიშვნელოვანი
ნაბიჯები 4,5 და 6 სწრაფად არ უნდა შესრულდეს. მოწყობილობაზე დაჭერამდე მნიშვნელოვანია ნელა ჩასუნთქვა.
სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ, გააკეთეთ რამდენიმე ცდა სარკის წინ. თუ პრეპარატი გამოდის აპარატის ზემოდან ან პირის გვერდებიდან, თქვენ მას სწორად არ იყენებთ და მთელი პროცესი მე-2 ნაბიჯიდან უნდა გაიმეოროთ.
თუ თქვენმა ექიმმა მოგცათ მოწყობილობის გამოყენების განსხვავებული ინსტრუქცია, გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით მათ. ნებისმიერი სიძნელის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ბავშვები
ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ მშობლების დახმარება მოწყობილობის გამოსაყენებლად. ბავშვებმა უნდა ჩაისუნთქონ და გამოიყენონ მოწყობილობა ინჰალაციის შემდეგ დაუყოვნებლივ. მოწყობილობის გამოყენება უნდა მოხდეს ბავშვებისა და მშობლების თანამშრომლობით. უფროსი ასაკის ბავშვებმა ან სუსტი ხელების მქონე ადამიანებმა მოწყობილობა ორივე ხელით უნდა დაიჭირონ. მოათავსეთ ორი საჩვენებელი თითი მოწყობილობის თავზე, ხოლო ორი ცერა თითი ძირზე მუნდშტუკის ქვეშ.
გაწმდენდა
მოწყობილობა უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ მაინც.
- პლასტმასის ყუთიდან ჯერ ამოიღეთ ლითონის კოლოფი და შემდეგ მუნდშტუკის საფარი.
- გარეცხეთ პლასტმასის ყუთი და პირის საფარი ნელთბილი წყლით.
- გააშრეთ. მოარიდეთ ჭარბ სიცხეს. მოათავსეთ ლითონის კონტეინერი და მუნდშტუკის საფარი ადგილზე.
შეგიძლიათ წყალში დაამატოთ რბილი სარეცხი საშუალება ან ანტისეპტიკური ხსნარი, რომლებიც გამოიყენება ბავშვის ბოთლების გასაწმენდად (თქვენი ფარმაცევტი მოგცემთ რჩევას ამასთან დაკავშირებით). შემდეგ გარეცხეთ ყუთი სუფთა წყლით და შემდეგ გააშრეთ. ლითონის მკონტეინერუ არ უნდა მოხვდეს წყალში.
მოწყობილობის ტესტირება:
თუ მოწყობილობა არ გამოგიყენებიათ ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, შეამოწმეთ იგი ჰაერზე დაჭერით და გაშვებით რათა დარწმუნდეთ, რომ მუშაობს.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ სალმენტს
სალმეტეროლის ჭარბი დოზის მოსალოდნელი სიმპტომები და ნიშნებია: თავბრუსხვევა, სისტოლური წნევის მომატება, ტრემორი, თავის ტკივილი და ტაქიკარდია.
გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია და ამიტომ აუცილებელია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი. განხილული უნდა იყოს კალიუმის ჩანაცვლება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დამხმარე მკურნალობა შესაბამისი მონიტორინგით, საჭიროების შემთხვევაში. შემდგომი მართვა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების ან მოწამვლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, სადაც შესაძლებელია.
სალმენტის ჭარბი დოზირებისას სასურველი ანტიდოტი არის კარდიოსელექციური ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი, რომელიც სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქოსპაზმი.
თუ დაგავიწყდათ სალმენტის მიღება
თუ დაგავიწყდათ სალმენტის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ მომდევნო დოზის მიღებამდე და შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ სალმენტის მიღებას
თუ იყენებთ სალმენტს, მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ შეწყვეტთ მის გამოყენებას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სალმენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ, სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10000) ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. ხშირი და არახშირი მდგომარეობები ზოგადად შეფასებული იყო კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. პლაცებოს სიხშირე არ იყო გათვალისწინებული. ძალიან იშვიათი მდგომარეობები ზოგადად შეფასდა პოსტმარკეტინგული სპონტანური შეტყობინებებიდან.
შემდეგი სიხშირეები გამოთვლილი იყო 50 მკგ ჩვეულებრივი დოზით დღეში ორჯერ. ორჯერ დღეში 100 მკგ-ზე უფრო მაღალი დოზებით სიხშირეები ასევე გათვალისწინებული იყო საჭიროების შემთხვევაში.
ორგანული სისტემა
არასასურველი ეფექტი
სიხშირე
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შემდეგი გამოვლინებები:
გამონაყარი (ქავილი და ერითემა)
ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის
შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება,
ბრონქოსპაზმი და ანაფილაქსური შოკი
არახშირი
ძალიან იშვიათი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოკალიემია
ჰიპერგლიკემია
იშვიათი
ძალია იშვიათი
ფსიქიკური დარღვევები
ნერვოზულობა
უძილობა
არახშირი
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი (იხ. პუნქტი 2)
ტრემორი (იხ. პუნქტი 2)
თავბრუსხვევა
ხშირი
ხშირი
იშვიათი
გულის დარღვევები
პალპიტაცია (იხ. ნაწილი 2)
ტაქიკარდია
გულის არითმიები (მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და პათოლოგიური შეკუმშვები).
ხშირი
არახშირი
ძალიან იშვიათი
რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყარის დარღვევები
ოროფარინგეალური გაღიზიანება
პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ
ნაწილი 2)
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა
ძალიან იშვიათი
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთების კრუნჩხვები
ართრალგია
ხშირი
ძალიან იშვიათი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
გულ-მკერდის ტკივილი (არალოკალიზებული)
ძალიან იშვიათი
ფარმაკოლოგიური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტრემორი, თავის ტკივილი და პალპიტაცია, დაფიქსირდა β2-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტებით მკურნალობისას, რომლებიც, როგორც წესი, გარდამავალია და მცირდება რეგულარული მკურნალობის გაგრძელებისას. ტრემორი და ტაქიკარდია უფრო ხშირად ვლინდება 50 მკგ-ზე მეტი დოზის ორჯერ მიღებისას ყოველდღიურად.
სხვა საინჰალაციო თერაპიების მსგავსად, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ქოშინის დაუყოვნებელი მატებით და ექსპირაციული ნაკადის პიკური სიჩქარის (PEFR) დაქვეითებით. ამ მდგომარეობის მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით. სალმენტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილი 2).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია
284 მესოგიონის გამზ.
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ: +30 21 32040380/337
ფაქსი: +30 21 06549585
საიტი: http://www.eof.gr.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- როგორ ინახება სალმენტი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფის ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
თავიდან უნდა იქნას აცილებული მაცივარში შენახვა და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა.
როგორც პრეპარატების უმეტესობის შემთხვევაში, რომლებიც ინჰალირდება მადოზირებელი მოწყობილობებიდან, სალმენტის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს, როდესაც მოწყობილობა ცივია. არ შეიძლება მოწყობილობის გატეხვა, გახვრეტა ან დაწვა მაშინაც კი, თუ ის ცარიელია.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სალმენტი
- აქტიური ნივთიერება არის სალმეტეროლის ქსინაფოატი. თითოეული დოზა შეიცავს 25 მიკროგრამ სალმეტეროლს (როგორც ქსინაფოატს).
- სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: პროპელანტი HFA 134A, ეთანოლი, ლეციტინი.
სალმენტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პროდუქტი მოთავსებულია ალუმინის ქილებში, რომლებიც აღჭურვილია ფიქსირებული დოზირების სარქველით და უზრუნველყოფს 120 დოზას [ (ბთ x l ( ქილა x 120 დოზა)].
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
S.J.A. PHARM LTD
არკოლეონის ქ. 11, ათენი, 10445
ტელ.: +30 2108327447
მწარმოებელი
MEDICAIR BIOSCIENCE LABORATORIES S.A.
ათინონ-ლამიასის ეროვნული გზა 61-ე კმ,
შიმატარი ვოიოტიასი, 32009
საბერძნეთი
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა: 09/2021
გაცემის წესი
ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



