პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

პოლიჟინაქსი

POLYGYNAX

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი პოლიჟინაქსი მიეკუთვნება ჯგუფს: გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(35 000სე + 35 000სე + 100 000სე) ვაგინალური კაფსულა №12 (2X6)
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA51
რეგისტრაციის ნომერი
რ-044220
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Laboratoire Innotech International“- ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპოლიჟინაქსი და სხვა წამალი ერთად

პოლიჟინაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი პოლიჟინაქსი მიეკუთვნება ჯგუფს: გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები.

პოლიჟინაქსი - ანტიმიკრობული პრეპარატია გინეკოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომელიც აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა და სოკოების მიმართ. პოლიჟინაქსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს და შეიცავს 3 მოქმედ ნივთიერებას:

ორი ანტიბიოტიკს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ: ნეომიცინი და პოლიმიქსინი B.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს Candida-ს გვარის საფუარა სოკოებზე: ნისტატინი.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტი ქალებისთვის.

მკურნალობა

მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ლოკალური მკურნალობა, როგორიცაა:

აერობული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);

შერეული ვაგინიტი;

არასპეციფიკური ვაგინიტი.

პროფილაქტიკა

ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა გინეკოლოგიური ჩარევების დროს;

საშვილოსნოს ყელის ეროზიის კაუტერიზაციამდე და მის შემდეგ (დიათერმოკოაგულაცია);

საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე;

მშობიარობამდე.

თუ გაუმჯობესება არ დაფიქსირდა ან თქვენ გრძნობთ გაუარესებას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ვაგინაური გამოყენებისათვის.

კაფსულის შეყვანა ხდება ღრმად საშოში, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.

პრაქტიკული რეკომენდაციები

გარდა დადგენილი მკურნალობისა, რეკომენდებულია შემდეგი ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა:

ატარეთ ბამბის საცვლები;

მოერიდეთ ჩამორეცხვას;

მოერიდეთ ვაგინალური ტამპონების გამოყენებას;

დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების შესამცირებლად გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები;

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს;

მკურნალობა თავსებადია ლატექსის და პოლიიზოპრენისგან დამზადებული მამაკაცის პრეზერვატივის მოხმარებასთან;

არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან, პოლიურეთანისგან დამზადებული მამრობითი პრეზერვატივებთან, ქალის პრეზერვატივებთან და დიაფრაგმებთან ერთდროული გამოყენება (იხ. სექცია 2).

თუ გამოიყენეთ პოლიჟინაქსის ვაგინალური კაფსულები საჭიროზე მეტი რაოდენობით

გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები სმენის ფუნქციასა და თირკმლის ფუნქციაზე, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. გრძელვადიანი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული რეაქციების მომატების რისკს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენება

ერთი ან მეტი კაფსულის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა გააგრძელოთ ჩვეულებრივი დოზით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა (ორი კაფსულა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე (ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი, ნისტატინი) ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ ინგრედიენტზე, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 თავში;

თუ ხართ ალერგიული არაქისსა ან სოიოზე (ვინაიდან შემადგენლობაში შედის სოიოს ზეთი);

თუ იყენებთ მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივებს, ქალის პრეზერვატივებს და დიაფრაგმებს;

სპერმიციდულ საშუალებებთან ერთად (ადგილობრივი კონტრაცეპტივები), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სპერმიციდების არაეფექტურობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია:

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ადგილობრივ აუტანლობას ან განვითარდება ალერგიული რეაქცია (იხ. თავი 4);

თუ თქვენ გაქვთ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, იგივე ანტიბიოტიკების ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომი გამოყენება შეიძლება იყოს სახიფათო;

არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ მკურნალობის ხანგრძლივობას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება და განმეორებითი ინფექციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივთან, ქალის პრეზერვატივთან და დიაფრაგმებთან ერთად, მათი გახევის საშიშროების გამო.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება სპერმიციდებთან (ადგილობრივი კონტრაცეპტივები) კომბინაციაში, რადგან ამან შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეპტული ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულათ ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.

  • პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა

1 ვაგინალური კაფსულა საღამოს, ძილის წინ.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი: 12 დღე. პროფილაქტიკის კურსი: 6 დღე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პოლიჟინაქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ძლაინ სერიოზული და განვითარდეს მოულოდნელად.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე რეაქცია ჩამოთვლილთაგან, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, უხვი გამონაყარი კანზე, ინტენსიური ქავილი, სახის, ტუჩების, ენის, ხორხის შეშუპება, არტერიული წნევის დაქვეითება - ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები, რომელიც დაფიქსირდა უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს უცნობი სიხშირით პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენებისას:

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების თაობაზე

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შეტყობინებები გვერდითი რეაქციების თაობაზე წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს:

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელ.: +7 800 550 99 03

ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"

220037 მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2-ა

ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

სასომხეთის რესპუბლიკა

ს.ს „აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051 ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

ტელ.: +374 (10) 20 05 05, +374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი

ფაქსი: +374 (10) 23 21 18

ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“.

010000 ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქ. N13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044 ბიშკეკი, მე -3 ხაზის ქ., 25

ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი

ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg

  • პრეპარატ პოლიჟინაქსის შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ჭარბი დოზა

გამოყენების ინსტრუქციის (ფურცელ-ჩანართის) მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები (სმენის ორგანოსა და თირკმელების მხრიდან), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.

სიმპტომები

სმენის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, კანის ჰიპერემია.

მკურნალობა

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

პრეპარატი პოლიჟინაქსი შეიცავს:

თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:

ნეომიცინის სულფატს - 35 000 სე,

პოლიმიქსინის B სულფატს - 35 000 სე,

ნისტატინს - 100 000 სე.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):

Tefoz®63, ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, დიმეტიკონი 1000.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, დიმეთიკონს 1000.

პრეპარატი პოლიჟინაქსი შეიცავს სოიოს ზეთს (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატ პოლიჟინაქსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ვაგინალური კაფსულები.

პრეპარატი წარმოადგენს ღია ყვითელიდან კრემისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის რბილ კაფსულას, რომელიც შეიცავს ნახევრად თხევად ერთგვაროვან მასას. კაფსულების შიგთავსის ფერი შეიძლება იყოს ყვითელიდან ყავისფერ შეფერილობამდე.

პრეპარატი შეფუთულია 6 კაფსულად პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში.

1 ან 2 ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პროდუქტი ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაუკეთოთ უტილიზაცია (გაანადგუროთ) წამალს, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიაში გამოყენებული ამტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიურები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები.

ათქ კოდი: G01AА51

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

ნეომიცინი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინი შეუქცევადად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილებს რიბოზომების 30S ქვეერთეულზე. ეს არღვევს ცილის სინთეზს ბაქტერიულ უჯრედში, წარმოქმნის დეფექტურ ცილებს, რომლებიც შეაღწევს უჯრედის მემბრანას, ცვლის მის გამტარიანობას და არღვევს სხვა სასიცოცხლო პროცესებს, რაც იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.

პოლიმიქსინი B არის პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკი. პოლიმიქსინი B ურთიერთქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების მემბრანების ლიპოპოლისაქარიდებთან, რაც იწვევს მემბრანის გამტარიანობის დარღვევას ბაქტერიული უჯრედის შემდგომი განადგურებით.

ნისტატინი არის პოლიენური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურია Candida spp-ის წინააღმდეგ. ნისტატინი აკავშირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში არსებულ სტეროლებს, ცვლის უჯრედის გამტარიანობას და იწვევს უჯრედშიდა მასალის გაჟონვას, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედების სიკვდილს.

ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი

ვაგინალური გარემოს რეპროდუცირების პირობებში ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა პოლიჟინაქსის ბაქტერიოციდული აქტივობა, ასევე მისი გავლენა ბაქტერიულ ვაგინოზზე (ანაერობული ბაქტერიები) და აერობული ვაგინიტის (აერობული ბაქტერიები) გამომწვევ ძირითად ბაქტერიებზე, 1 და 4 საათის ექსპოზიციის დროს განზავების/ნეიტრალიზაციის მეთოდით. სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა განისაზღვრა თითოეული შტამისთვის განსაზღვრული ბაქტერიული დატვირთვის ათობითი ლოგარითმის შემცირების მიხედვით.

წყვეტის წერტილები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობისა და რეზისტენტული შტამებისგან: მგრძნობიარე – ბაქტერიული დატვირთვის ლოგარითმის შემცირება ≥3, რეზისტენტული <2.

პრეპარატ პოლიჟინაქსის მიმართ სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

მგრძნობიარე შტამები

შტამები შუალედური მგრძნობელობით

რეზისტენტული შტამები

მიკროაეროფილური ბაქტერიები

Gardnerella vaginalis

ანაერობული ბაქტერიები

Atopobium vaginae

Mobiluncus curtisii

Prevotella bivia

აერობული ბაქტერიები (გრამდადებითი)

Corynebacterium amycolatum

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)

Streptococcus pyogenes (ჯგუფი A)

Enterococcus faecalis

Enterococcus hirae

აერობული ბაქტერიები (გრამუარყოფითი)

Branhamella catarrhalis

Escherichia coli

Haemophilus influenzae

Klebsiella aerogenes (Enterobacter aerogenes)

Klebsiella pneumoniae

Neisseria meningitidis

Proteus hauseri (Proteus vulgaris)

Pseudomonas aeruginosa

Salmonella enteritidis

Shigella flexneri

Yersinia enterocolitica

Proteus mirabilis

შენიშვნა: ეს ცხრილი არ შეიცავს ბაქტერიების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ბაქტერიული ვაგინოზისას/ვაგინიტისას. ეს სია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს პრეპარატ პოლიგინაქსში შემავალი აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალურ აქტივობას ბაქტერიების სხვა შტამებთან მიმართებაში.

პოლიმიქსინი B-სა და ნეომიცინის სინერგია

ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიმიქსინს B და ნეომიცინს პრეპარატ პოლიჟინაქსში აქვთ მოქმედების დამატებითი სპექტრები, რაც იწვევს ადიტიურ ეფექტს ოთხი ძირითადი ბაქტერიული შტამების მიმართ, რომლებიც იწვევენ ბაქტერიულ ვაგინიტს/ვაგინოზს (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Streptococcus agalactiae, Gardnerella vaginalis).

პრეპარატის პოლიჟინაქსის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი

ინ ვიტრო კვლევა, რომელიც აფასებს Candida შტამების მგრძნობელობას ნისტატინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) განსაზღვრით, ადასტურებს, რომ Candida albicans და Candida nonalbicans შტამებს აქვთ მსგავსი მგრძნობელობა ნისტატინის მიმართ.

შტამები

მიკ 50 (მგ/ლ)

მიკ 90 (მგ/ლ)

მიკ-ის მნიშვნელობა (მგ/ლ) მინიმუმი-მაქსიმუმი

Candida albicans

(n=113)

2

4

1-4

Candida glabrata

(n=54)

4

4

4

Candida krusei

(n=11)

4

4

4

Candida tropicalis

(n=11)

2

4

2-4

Candida parapsilosis

(n=11)

4

4

2-4

მიკ 50: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 50%-ს; მიკ 90: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 90%-ს.

აქტივობა ლაქტობაცილების წინააღმდეგ

ფიზიოლოგიურ პირობებში საშოს ფლორაში არსებულ ძირითად ლაქტობაცილებზე (Lactobacillus crispatus, Lactobacillus gasseri და Lactobacillus jensenii) მოქმედების შესაფასებლად ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატ პოლიჟინაქსის აქტიური ინგრედიენტები კონცენტრაციებში, რომლებიც გამოვლენილია ვაგინალურ გარემოში პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ, არ მოქმედებს ლაქტობაცილების მითითებული ტიპების ზრდაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

არ არის შესწავლილი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის

პოლიჟინაქსი, ვაგინალური კაფსულები

მოქმედი ნივთიერებები: ნეომიცინი+ნისტატინი_პოლიმიქსინ B

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს. თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის მათაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი პოლიჟინაქსი და რისთვის გამოიყენება იგი.
  • რა უნდა იცოდეთ პოლიჟინაქსის გამოყენებამდე.
  • პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენება.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • პრეპარატ პოლიჟინაქსის შენახვა.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი პოლიჟინაქსი და რისთვის გამოიყენება იგი.

პრეპარატი პოლიჟინაქსი მიეკუთვნება ჯგუფს: გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები.

პოლიჟინაქსი - ანტიმიკრობული პრეპარატია გინეკოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომელიც აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა და სოკოების მიმართ. პოლიჟინაქსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს და შეიცავს 3 მოქმედ ნივთიერებას:

ორი ანტიბიოტიკს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ: ნეომიცინი და პოლიმიქსინი B.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს Candida-ს გვარის საფუარა სოკოებზე: ნისტატინი.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტი ქალებისთვის.

მკურნალობა

მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ლოკალური მკურნალობა, როგორიცაა:

აერობული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);

შერეული ვაგინიტი;

არასპეციფიკური ვაგინიტი.

პროფილაქტიკა

ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა გინეკოლოგიური ჩარევების დროს;

საშვილოსნოს ყელის ეროზიის კაუტერიზაციამდე და მის შემდეგ (დიათერმოკოაგულაცია);

საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე;

მშობიარობამდე.

თუ გაუმჯობესება არ დაფიქსირდა ან თქვენ გრძნობთ გაუარესებას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენებამდე.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი პოლიჟინაქსი:

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე (ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი, ნისტატინი) ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ ინგრედიენტზე, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 თავში;

თუ ხართ ალერგიული არაქისსა ან სოიოზე (ვინაიდან შემადგენლობაში შედის სოიოს ზეთი);

თუ იყენებთ მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივებს, ქალის პრეზერვატივებს და დიაფრაგმებს;

სპერმიციდულ საშუალებებთან ერთად (ადგილობრივი კონტრაცეპტივები), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სპერმიციდების არაეფექტურობა.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია:

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ადგილობრივ აუტანლობას ან განვითარდება ალერგიული რეაქცია (იხ. თავი 4);

თუ თქვენ გაქვთ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, იგივე ანტიბიოტიკების ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომი გამოყენება შეიძლება იყოს სახიფათო;

არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ მკურნალობის ხანგრძლივობას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება და განმეორებითი ინფექციები.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი პოლიჟინაქსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივთან, ქალის პრეზერვატივთან და დიაფრაგმებთან ერთად, მათი გახევის საშიშროების გამო.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება სპერმიციდებთან (ადგილობრივი კონტრაცეპტივები) კომბინაციაში, რადგან ამან შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეპტული ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულათ ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.

  • პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა

1 ვაგინალური კაფსულა საღამოს, ძილის წინ.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი: 12 დღე. პროფილაქტიკის კურსი: 6 დღე.

შეყვანის გზა და მეთოდი

ვაგინაური გამოყენებისათვის.

კაფსულის შეყვანა ხდება ღრმად საშოში, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.

პრაქტიკული რეკომენდაციები

გარდა დადგენილი მკურნალობისა, რეკომენდებულია შემდეგი ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა:

ატარეთ ბამბის საცვლები;

მოერიდეთ ჩამორეცხვას;

მოერიდეთ ვაგინალური ტამპონების გამოყენებას;

დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების შესამცირებლად გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები;

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს;

მკურნალობა თავსებადია ლატექსის და პოლიიზოპრენისგან დამზადებული მამაკაცის პრეზერვატივის მოხმარებასთან;

არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან, პოლიურეთანისგან დამზადებული მამრობითი პრეზერვატივებთან, ქალის პრეზერვატივებთან და დიაფრაგმებთან ერთდროული გამოყენება (იხ. სექცია 2).

თუ გამოიყენეთ პოლიჟინაქსის ვაგინალური კაფსულები საჭიროზე მეტი რაოდენობით

გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები სმენის ფუნქციასა და თირკმლის ფუნქციაზე, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. გრძელვადიანი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული რეაქციების მომატების რისკს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენება

ერთი ან მეტი კაფსულის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა გააგრძელოთ ჩვეულებრივი დოზით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა (ორი კაფსულა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პოლიჟინაქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ძლაინ სერიოზული და განვითარდეს მოულოდნელად.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე რეაქცია ჩამოთვლილთაგან, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, უხვი გამონაყარი კანზე, ინტენსიური ქავილი, სახის, ტუჩების, ენის, ხორხის შეშუპება, არტერიული წნევის დაქვეითება - ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები, რომელიც დაფიქსირდა უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს უცნობი სიხშირით პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენებისას:

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების თაობაზე

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შეტყობინებები გვერდითი რეაქციების თაობაზე წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს:

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელ.: +7 800 550 99 03

ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"

220037 მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2-ა

ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

სასომხეთის რესპუბლიკა

ს.ს „აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051 ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

ტელ.: +374 (10) 20 05 05, +374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი

ფაქსი: +374 (10) 23 21 18

ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“.

010000 ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქ. N13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044 ბიშკეკი, მე -3 ხაზის ქ., 25

ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი

ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg

  • პრეპარატ პოლიჟინაქსის შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადას წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პროდუქტი ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაუკეთოთ უტილიზაცია (გაანადგუროთ) წამალს, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

პრეპარატი პოლიჟინაქსი შეიცავს:

თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:

ნეომიცინის სულფატს - 35 000 სე,

პოლიმიქსინის B სულფატს - 35 000 სე,

ნისტატინს - 100 000 სე.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):

Tefoz®63, ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, დიმეტიკონი 1000.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, დიმეთიკონს 1000.

პრეპარატი პოლიჟინაქსი შეიცავს სოიოს ზეთს (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატ პოლიჟინაქსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ვაგინალური კაფსულები.

პრეპარატი წარმოადგენს ღია ყვითელიდან კრემისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის რბილ კაფსულას, რომელიც შეიცავს ნახევრად თხევად ერთგვაროვან მასას. კაფსულების შიგთავსის ფერი შეიძლება იყოს ყვითელიდან ყავისფერ შეფერილობამდე.

პრეპარატი შეფუთულია 6 კაფსულად პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში.

1 ან 2 ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლაბორატორია ინოტეკ ინტერნეშენალ

22, არისტიდ ბრიანის გამზირი, 94110, არკეი, საფრანგეთი

მწარმოებელი (ხარისხის კონტროლის გამშვები)

ინნოტერა შუზი

რუე რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, ვალუარ-სიურ-სის, 41150, საფრანგეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე საჩივრის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს "ინნოტეკ"

115035 მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, 71

ტელ.: +7 800 250 17 38

ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

სს "Laboratoire Innotech International" (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

220007 მინსკი, ქ. ლევკოვა, 43, ოფისი 313

ტელ/ფაქსი: +375 17 336 05 99

ფოსტა: [email protected]

სასომხეთის რესპუბლიკა

იმ კარენ არუთუნიანი

0019 ერევანი, ქ. პროშიანა 2/1, ოფისი 14

ტელ.: +374 10 32 15 13 (შიდა 114)

ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

ლაბორატორია „Innotech International S.A.S.“-ის წარმომადგენლობა. ყაზახეთის რესპუბლიკაში

050000 ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი, ასემტაუს ქუჩა, სახლი 53A

ტელეფონი: +7 727 339 58 46

ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს "პრომო სერვისი"

720001, ბიშკეკი, ქ. ისანოვა, 79, ოფისი 802

ტელ: +996 555 979 039

ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია კავშირის ვებსაიტზე http://eec.eaeunion.org/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა