პოლიჟინაქსი
POLYGYNAX
მკურნალობა მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა: აერობული ვაგინიტი; კანდიდოზური ვულვოვაგინიტი; შერეული ვაგინიტი; არასპეციფიკური ვაგინიტი. პროფილაქტიკა ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა გინეკოლოგიური ჩარევების დროს; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნისტატინი (nystatin) + პოლიმიქსინი (polymyxin) + ნეომიცინი (neomicin)
- ფორმა და შეფუთვა
- (35 000სე + 35 000სე + 100 000სე) ვაგინალური კაფსულა №6 (1X6)
- მწარმოებელი
- INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
- ATC კოდი
- G01AA51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044219
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- Laboratoire Innotech International“- ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიჟინაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მკურნალობა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა:
აერობული ვაგინიტი;
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი;
შერეული ვაგინიტი;
არასპეციფიკური ვაგინიტი.
პროფილაქტიკა
ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
საშვილოსნოს ყელის ეროზიის კაუტერიზაციამდე და მის შემდეგ;
საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე;
მშობიარობამდე.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების ოფიციალური კლინიკური რეკომენდაციები.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ ზრდასრული მდედრობითი სქესის პაციენტებისთვის.
ერთი ვაგინალური კაფსულა საღამოს ძილის წინ.
მკურნალობის კურსი: 12 დღე. პროფილაქტიკური კურსი: 6 დღე.
გამოყენების წესი
ვაგინალური გამოყენებისთვის.
კაფსულა უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნეომიცინის, ნისტატინის, პოლიმიქსინის B ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია თავი 6.1.-ში.
პრეპარატის ერთდროული გამოყენება პოლიურეთანის პრეზერვატივებთან (მამაკაცის და ქალის) ან დიაფრაგმებთან (იხ. თავი 4.5.).
ალერგიული რეაქციები არაქისის ან სოიოს მიმართ (სოიოს ზეთის შემცველობის გამო).
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან ერთად გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
ადგილობრივი აუტანლობის ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანტიბიოტიკების მიმართ სენსიბილიზაციამ ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს იმავე ანტიბიოტიკის ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომ სისტემურ გამოყენებაზე.
რეზისტენტული შტამების და სუპერინფექციის განვითარების რისკის გამო, არ უნდა მოხდეს ინსტრუქციის შესაბამისი მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობის გადაჭარბება.
ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს შეწოვის მასშტაბის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სისტემური მოქმედების რისკი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს.
პრეპარატი შეიცავს სოიოს ზეთს და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი).
პრაქტიკული რეკომენდაციები
მკურნალობის დროს აუცილებელია ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა (ჩაიცვით ბამბის საცვლები, მოერიდეთ ჩამოდინებას და ვაგინალური ტამპონების გამოყენებას) და შეძლებისდაგვარად უნდა აღმოიფხვრათ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას.
პარტნიორის მკურნალობა განიხილება ინდივიდუალურად.
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მენსტრუაციის დროს.
მკურნალობა თავსებადია მამაკაცის ლატექსის და პოლიიზოპრენის პრეზერვატივების გამოყენებასთან.
ერთი ან მეტი კაფსულის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა გააგრძელოთ ჩვეულებრივი დოზით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უკუნაჩვენები კომბინაციები
არ გამოიყენოთ პოლიურეთანის პრეზერვატივებთან (მამაკაცის და ქალის) და დიაფრაგმებთან ერთად გახეხვის საშიშროების გამო.
არა რეკომენდირებული კომბინაციები
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან კომბინაციაში გამოყენება, რადგან კონტრაცეპტული ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
მეძუძურ ქალებში პოლიჟინაქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ამიტომ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. ექიმის მიერ ზემოაღნიშნული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვის პოტენციურ რისკს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/10000) უცნობი სიხშირის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
პრეპარატის პოლიჟინაქსის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციების გამოვლენა:
სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები).
სიხშირე უცნობია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ადგილობრივი რეაქციები (წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება).
სიხშირე უცნობია
შეტყობინება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების თაობაზე
სამკურნალო საშუალების სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების თაობაზე პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალო პროდუქტზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემების მეშვეობით.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
220037 მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სასომხეთის რესპუბლიკა
ს.ს „აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
0051 ერევანი, კომიტასის გამზ.49/5
ტელ.: +374 (10) 20 05 05, +374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი
ფაქსი: +374 (10) 23 21 18
ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“.
010000 ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქ. N13
ტელ.: +7 (7172) 235 135
ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
720044 ბიშკეკი, მე -3 ხაზის ქ., 25
ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი
ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.kg
ჭარბი დოზა
გამოყენების ინსტრუქციის (ფურცელ-ჩანართის) მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები (სმენის ორგანოსა და თირკმელების მხრიდან), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.
სიმპტომები
სმენის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, კანის ჰიპერემია.
მკურნალობა
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ნეომიცინი + მისტატინი + პოლიმიქსინი B
თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს 35 000 სე ნეომიცინს, 100 000 სე ნისტატინს, 35 000 სე პოლიმიქსინ B-ს.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა შემცველობა გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში: სოიოს ზეთი (იხ.თავი 4.4.)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოყვანილია თავში 6.1.
წამლის ფორმა
ვაგინალური კაფსულები.
ღია ყვითელიდან კრემისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის რბილი კაფსულები, ნახევრად თხევადი ერთგვაროვანი შიგთავსით. კაფსულების შიგთავსის ფერი შეიძლება იყოს ყვითელიდან ყავისფერ შეფერილობამდე.
შენახვის პირობები
2 წელი
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
კაფსულად პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში.
1 ან 2 ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების და პროდუქტის სხვა მანიპულაციების დროს
არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინეკოლოგიაში გამოყენებული ამტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიურები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები.
ათქ კოდი: G01AА51
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ნეომიცინი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინი შეუქცევადად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილებს რიბოზომების 30S ქვეერთეულზე. ეს არღვევს ცილის სინთეზს ბაქტერიულ უჯრედში, წარმოქმნის დეფექტურ ცილებს, რომლებიც შეაღწევს უჯრედის მემბრანას, ცვლის მის გამტარიანობას და არღვევს სხვა სასიცოცხლო პროცესებს, რაც იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.
პოლიმიქსინი B არის პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკი. პოლიმიქსინი B ურთიერთქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების მემბრანების ლიპოპოლისაქარიდებთან, რაც იწვევს მემბრანის გამტარიანობის დარღვევას ბაქტერიული უჯრედის შემდგომი განადგურებით.
ნისტატინი არის პოლიენური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურია Candida spp-ის წინააღმდეგ. ნისტატინი აკავშირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში არსებულ სტეროლებს, ცვლის უჯრედის გამტარიანობას და იწვევს უჯრედშიდა მასალის გაჟონვას, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედების სიკვდილს.
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
ვაგინალური გარემოს რეპროდუცირების პირობებში ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა პოლიჟინაქსის ბაქტერიოციდული აქტივობა, ასევე მისი გავლენა ბაქტერიულ ვაგინოზზე (ანაერობული ბაქტერიები) და აერობული ვაგინიტის (აერობული ბაქტერიები) გამომწვევ ძირითად ბაქტერიებზე, 1 და 4 საათის ექსპოზიციის დროს განზავების/ნეიტრალიზაციის მეთოდით. სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა განისაზღვრა თითოეული შტამისთვის განსაზღვრული ბაქტერიული დატვირთვის ათობითი ლოგარითმის შემცირების მიხედვით.
წყვეტის წერტილები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობისა და რეზისტენტული შტამებისგან: მგრძნობიარე – ბაქტერიული დატვირთვის ლოგარითმის შემცირება ≥3, რეზისტენტული <2.
პრეპარატ პოლიჟინაქსის მიმართ სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
მგრძნობიარე შტამები
შტამები შუალედური მგრძნობელობით
რეზისტენტული შტამები
მიკროაეროფილური ბაქტერიები
Gardnerella vaginalis
ანაერობული ბაქტერიები
Atopobium vaginae
Mobiluncus curtisii
Prevotella bivia
აერობული ბაქტერიები (გრამდადებითი)
Corynebacterium amycolatum
Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus pyogenes (ჯგუფი A)
Enterococcus faecalis
Enterococcus hirae
აერობული ბაქტერიები (გრამუარყოფითი)
Branhamella catarrhalis
Escherichia coli
Haemophilus influenzae
Klebsiella aerogenes (Enterobacter aerogenes)
Klebsiella pneumoniae
Neisseria meningitidis
Proteus hauseri (Proteus vulgaris)
Pseudomonas aeruginosa
Salmonella enteritidis
Shigella flexneri
Yersinia enterocolitica
Proteus mirabilis
შენიშვნა: ეს ცხრილი არ შეიცავს ბაქტერიების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ბაქტერიული ვაგინოზისას/ვაგინიტისას. ეს სია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს პრეპარატ პოლიგინაქსში შემავალი აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალურ აქტივობას ბაქტერიების სხვა შტამებთან მიმართებაში.
პოლიმიქსინი B-სა და ნეომიცინის სინერგია
ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიმიქსინს B და ნეომიცინს პრეპარატ პოლიჟინაქსში აქვთ მოქმედების დამატებითი სპექტრები, რაც იწვევს ადიტიურ ეფექტს ოთხი ძირითადი ბაქტერიული შტამების მიმართ, რომლებიც იწვევენ ბაქტერიულ ვაგინიტს/ვაგინოზს (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Streptococcus agalactiae, Gardnerella vaginalis).
პრეპარატის პოლიჟინაქსის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი
ინ ვიტრო კვლევა, რომელიც აფასებს Candida შტამების მგრძნობელობას ნისტატინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) განსაზღვრით, ადასტურებს, რომ Candida albicans და Candida nonalbicans შტამებს აქვთ მსგავსი მგრძნობელობა ნისტატინის მიმართ.
შტამები
მიკ 50 (მგ/ლ)
მიკ 90 (მგ/ლ)
მიკ-ის მნიშვნელობა (მგ/ლ) მინიმუმი-მაქსიმუმი
Candida albicans
(n=113)
2
4
1-4
Candida glabrata
(n=54)
4
4
4
Candida krusei
(n=11)
4
4
4
Candida tropicalis
(n=11)
2
4
2-4
Candida parapsilosis
(n=11)
4
4
2-4
მიკ 50: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 50%-ს; მიკ 90: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 90%-ს.
აქტივობა ლაქტობაცილების წინააღმდეგ
ფიზიოლოგიურ პირობებში საშოს ფლორაში არსებულ ძირითად ლაქტობაცილებზე (Lactobacillus crispatus, Lactobacillus gasseri და Lactobacillus jensenii) მოქმედების შესაფასებლად ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატ პოლიჟინაქსის აქტიური ინგრედიენტები კონცენტრაციებში, რომლებიც გამოვლენილია ვაგინალურ გარემოში პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ, არ მოქმედებს ლაქტობაცილების მითითებული ტიპების ზრდაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არ არის შესწავლილი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების ზოგადი დახასიათება
სამკურნალო საშუალების დასახელება
პოლიჟინაქსი, ვაგინალური კაფსულები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ნეომიცინი + მისტატინი + პოლიმიქსინი B
თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს 35 000 სე ნეომიცინს, 100 000 სე ნისტატინს, 35 000 სე პოლიმიქსინ B-ს.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა შემცველობა გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში: სოიოს ზეთი (იხ.თავი 4.4.)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოყვანილია თავში 6.1.
წამლის ფორმა
ვაგინალური კაფსულები.
ღია ყვითელიდან კრემისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის რბილი კაფსულები, ნახევრად თხევადი ერთგვაროვანი შიგთავსით. კაფსულების შიგთავსის ფერი შეიძლება იყოს ყვითელიდან ყავისფერ შეფერილობამდე.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენებები
მკურნალობა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა:
აერობული ვაგინიტი;
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი;
შერეული ვაგინიტი;
არასპეციფიკური ვაგინიტი.
პროფილაქტიკა
ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
საშვილოსნოს ყელის ეროზიის კაუტერიზაციამდე და მის შემდეგ;
საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე;
მშობიარობამდე.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების ოფიციალური კლინიკური რეკომენდაციები.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
დოზირების რეჟიმი
მხოლოდ ზრდასრული მდედრობითი სქესის პაციენტებისთვის.
ერთი ვაგინალური კაფსულა საღამოს ძილის წინ.
მკურნალობის კურსი: 12 დღე. პროფილაქტიკური კურსი: 6 დღე.
გამოყენების წესი
ვაგინალური გამოყენებისთვის.
კაფსულა უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნეომიცინის, ნისტატინის, პოლიმიქსინის B ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია თავი 6.1.-ში.
პრეპარატის ერთდროული გამოყენება პოლიურეთანის პრეზერვატივებთან (მამაკაცის და ქალის) ან დიაფრაგმებთან (იხ. თავი 4.5.).
ალერგიული რეაქციები არაქისის ან სოიოს მიმართ (სოიოს ზეთის შემცველობის გამო).
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან ერთად გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ადგილობრივი აუტანლობის ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანტიბიოტიკების მიმართ სენსიბილიზაციამ ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს იმავე ანტიბიოტიკის ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომ სისტემურ გამოყენებაზე.
რეზისტენტული შტამების და სუპერინფექციის განვითარების რისკის გამო, არ უნდა მოხდეს ინსტრუქციის შესაბამისი მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობის გადაჭარბება.
ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს შეწოვის მასშტაბის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სისტემური მოქმედების რისკი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს.
პრეპარატი შეიცავს სოიოს ზეთს და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი).
პრაქტიკული რეკომენდაციები
მკურნალობის დროს აუცილებელია ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა (ჩაიცვით ბამბის საცვლები, მოერიდეთ ჩამოდინებას და ვაგინალური ტამპონების გამოყენებას) და შეძლებისდაგვარად უნდა აღმოიფხვრათ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას.
პარტნიორის მკურნალობა განიხილება ინდივიდუალურად.
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მენსტრუაციის დროს.
მკურნალობა თავსებადია მამაკაცის ლატექსის და პოლიიზოპრენის პრეზერვატივების გამოყენებასთან.
ერთი ან მეტი კაფსულის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა გააგრძელოთ ჩვეულებრივი დოზით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უკუნაჩვენები კომბინაციები
არ გამოიყენოთ პოლიურეთანის პრეზერვატივებთან (მამაკაცის და ქალის) და დიაფრაგმებთან ერთად გახეხვის საშიშროების გამო.
არა რეკომენდირებული კომბინაციები
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან კომბინაციაში გამოყენება, რადგან კონტრაცეპტული ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატ პოლიჟინაქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
მეძუძურ ქალებში პოლიჟინაქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ამიტომ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. ექიმის მიერ ზემოაღნიშნული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვის პოტენციურ რისკს.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასების დასახელებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/10000) უცნობი სიხშირის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
პრეპარატის პოლიჟინაქსის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციების გამოვლენა:
სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები).
სიხშირე უცნობია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ადგილობრივი რეაქციები (წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება).
სიხშირე უცნობია
შეტყობინება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების თაობაზე
სამკურნალო საშუალების სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების თაობაზე პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალო პროდუქტზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემების მეშვეობით.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
220037 მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სასომხეთის რესპუბლიკა
ს.ს „აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
0051 ერევანი, კომიტასის გამზ.49/5
ტელ.: +374 (10) 20 05 05, +374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი
ფაქსი: +374 (10) 23 21 18
ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“.
010000 ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქ. N13
ტელ.: +7 (7172) 235 135
ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
720044 ბიშკეკი, მე -3 ხაზის ქ., 25
ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი
ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.kg
დოზის გადაჭარბება
გამოყენების ინსტრუქციის (ფურცელ-ჩანართის) მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები (სმენის ორგანოსა და თირკმელების მხრიდან), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.
სიმპტომები
სმენის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, კანის ჰიპერემია.
მკურნალობა
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინეკოლოგიაში გამოყენებული ამტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიურები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები.
ათქ კოდი: G01AА51
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ნეომიცინი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინი შეუქცევადად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილებს რიბოზომების 30S ქვეერთეულზე. ეს არღვევს ცილის სინთეზს ბაქტერიულ უჯრედში, წარმოქმნის დეფექტურ ცილებს, რომლებიც შეაღწევს უჯრედის მემბრანას, ცვლის მის გამტარიანობას და არღვევს სხვა სასიცოცხლო პროცესებს, რაც იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.
პოლიმიქსინი B არის პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკი. პოლიმიქსინი B ურთიერთქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების მემბრანების ლიპოპოლისაქარიდებთან, რაც იწვევს მემბრანის გამტარიანობის დარღვევას ბაქტერიული უჯრედის შემდგომი განადგურებით.
ნისტატინი არის პოლიენური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურია Candida spp-ის წინააღმდეგ. ნისტატინი აკავშირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში არსებულ სტეროლებს, ცვლის უჯრედის გამტარიანობას და იწვევს უჯრედშიდა მასალის გაჟონვას, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედების სიკვდილს.
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
ვაგინალური გარემოს რეპროდუცირების პირობებში ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა პოლიჟინაქსის ბაქტერიოციდული აქტივობა, ასევე მისი გავლენა ბაქტერიულ ვაგინოზზე (ანაერობული ბაქტერიები) და აერობული ვაგინიტის (აერობული ბაქტერიები) გამომწვევ ძირითად ბაქტერიებზე, 1 და 4 საათის ექსპოზიციის დროს განზავების/ნეიტრალიზაციის მეთოდით. სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა განისაზღვრა თითოეული შტამისთვის განსაზღვრული ბაქტერიული დატვირთვის ათობითი ლოგარითმის შემცირების მიხედვით.
წყვეტის წერტილები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობისა და რეზისტენტული შტამებისგან: მგრძნობიარე – ბაქტერიული დატვირთვის ლოგარითმის შემცირება ≥3, რეზისტენტული <2.
პრეპარატ პოლიჟინაქსის მიმართ სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
მგრძნობიარე შტამები
შტამები შუალედური მგრძნობელობით
რეზისტენტული შტამები
მიკროაეროფილური ბაქტერიები
Gardnerella vaginalis
ანაერობული ბაქტერიები
Atopobium vaginae
Mobiluncus curtisii
Prevotella bivia
აერობული ბაქტერიები (გრამდადებითი)
Corynebacterium amycolatum
Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus pyogenes (ჯგუფი A)
Enterococcus faecalis
Enterococcus hirae
აერობული ბაქტერიები (გრამუარყოფითი)
Branhamella catarrhalis
Escherichia coli
Haemophilus influenzae
Klebsiella aerogenes (Enterobacter aerogenes)
Klebsiella pneumoniae
Neisseria meningitidis
Proteus hauseri (Proteus vulgaris)
Pseudomonas aeruginosa
Salmonella enteritidis
Shigella flexneri
Yersinia enterocolitica
Proteus mirabilis
შენიშვნა: ეს ცხრილი არ შეიცავს ბაქტერიების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ბაქტერიული ვაგინოზისას/ვაგინიტისას. ეს სია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს პრეპარატ პოლიგინაქსში შემავალი აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალურ აქტივობას ბაქტერიების სხვა შტამებთან მიმართებაში.
პოლიმიქსინი B-სა და ნეომიცინის სინერგია
ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიმიქსინს B და ნეომიცინს პრეპარატ პოლიჟინაქსში აქვთ მოქმედების დამატებითი სპექტრები, რაც იწვევს ადიტიურ ეფექტს ოთხი ძირითადი ბაქტერიული შტამების მიმართ, რომლებიც იწვევენ ბაქტერიულ ვაგინიტს/ვაგინოზს (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Streptococcus agalactiae, Gardnerella vaginalis).
პრეპარატის პოლიჟინაქსის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი
ინ ვიტრო კვლევა, რომელიც აფასებს Candida შტამების მგრძნობელობას ნისტატინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) განსაზღვრით, ადასტურებს, რომ Candida albicans და Candida nonalbicans შტამებს აქვთ მსგავსი მგრძნობელობა ნისტატინის მიმართ.
შტამები
მიკ 50 (მგ/ლ)
მიკ 90 (მგ/ლ)
მიკ-ის მნიშვნელობა (მგ/ლ) მინიმუმი-მაქსიმუმი
Candida albicans
(n=113)
2
4
1-4
Candida glabrata
(n=54)
4
4
4
Candida krusei
(n=11)
4
4
4
Candida tropicalis
(n=11)
2
4
2-4
Candida parapsilosis
(n=11)
4
4
2-4
მიკ 50: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 50%-ს; მიკ 90: მინიმალური ინჰიბიტორული კომცენტრაცია, რომელიც აინჰიბირებს იზოლატების 90%-ს.
აქტივობა ლაქტობაცილების წინააღმდეგ
ფიზიოლოგიურ პირობებში საშოს ფლორაში არსებულ ძირითად ლაქტობაცილებზე (Lactobacillus crispatus, Lactobacillus gasseri და Lactobacillus jensenii) მოქმედების შესაფასებლად ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატ პოლიჟინაქსის აქტიური ინგრედიენტები კონცენტრაციებში, რომლებიც გამოვლენილია ვაგინალურ გარემოში პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ, არ მოქმედებს ლაქტობაცილების მითითებული ტიპების ზრდაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არ არის შესწავლილი
ფარმაცევტული თვისებები
დამხმარე ნივიერებების ჩამონათვალი
ტეფოზი®63,
ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი,
დიმეტიკონი 1000.
კაფსულის გარსი:
ჟელატინი,
გლიცერინი,
დიმეტიკონი 1000.
შეუთავსებლობა
არ მიესადაგება
ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)
2 წელი
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
კაფსულად პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში.
1 ან 2 ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების და პროდუქტის სხვა მანიპულაციების დროს
არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლაბორატორია ინოტეკ ინტერნეშენალ
22, არისტიდ ბრიანის გამზირი, 94110, არკეი, საფრანგეთი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი კავშირის ტერიტორიაზე
რუსეთის ფედერაცია
შპს "ინნოტეკ"
115035 მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, 71
ტელ.: +7 800 250 17 38
ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
სს "Laboratoire Innotech International" (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220007 მინსკი, ქ. ლევკოვა, 43, ოფისი 313
ტელ/ფაქსი: +375 17 336 05 99
ფოსტა: [email protected]
სასომხეთის რესპუბლიკა
იმ კარენ არუთუნიანი
0019 ერევანი, ქ. პროშიანა 2/1, ოფისი 14
ტელ.: +374 10 32 15 13 (შიდა 114)
ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
ლაბორატორია „Innotech International S.A.S.“-ის წარმომადგენლობა. ყაზახეთის რესპუბლიკაში
050000 ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი, ასემტაუს ქუჩა, სახლი 53A
ტელეფონი: +7 727 339 58 46
ფოსტა: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
შპს "პრომო სერვისი"
720001, ბიშკეკი, ქ. ისანოვა, 79, ოფისი 802
ტელ: +996 555 979 039
ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი
პირველი რეგისტრაციის თარიღი:
ტექსტის გადახედვის თარიღი
სამკურნალო პროდუქტის ზოგადი მახასიათებლები ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“ https://eec.eaeunion.org.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



