პოლიჟინაქსი ვირგო
POLYGYNAX® VIRGO
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო მიეკუთვნება ჯგუფს: ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეომიცინი (neomycin) + პოლიმიქსინი (polymyxin) + ნისტატინი (nystatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 35 000 სე + 35 000 სე + 100 000 სე ინტრავაგინალურად შესაყვანი ემულსია კაფსულა №6 (2X3)
- მწარმოებელი
- INNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -INNOTHERA CHOUZY(საფრანგეთი)), საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
- ATC კოდი
- G01AA51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035821
- რეგისტრირებულია
- 8 ივლისი 2022, მოქმედებს 8 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- კომპანია „Laboratoire Innotech International“-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში, მაია მიქელაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიჟინაქსი ვირგო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო მიეკუთვნება ჯგუფს: ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები.
პოლიჟინაქსი ვირგო არის ანტიმიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში, რომელიც ავლენს აქტივობას რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოების მიმართ. პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს და შეიცავს 3 მოქმედ ნივთიერებას:
- ორი ანტიბიოტიკს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ: ნეომიცინი და პოლიმიქსინი B.
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს Candida-ს გვარის საფუარის სოკოებზე: ნისტატინი.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავაგინალური შეყვანისთვის როგორც ზრდასრული პაციენტებისთვის, ასევე პატარა გოგონებისა და მოზარდებისთვის.
მკურნალობა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა:
აერობული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარე სასქესო ორგანოების და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);
შერეული ვაგინიტი;
არასპეციფიკური ვაგინიტი.
პროფილაქტიკა
სასქესო ორგანოების მიდამოებში ქირურგიული ჩარევის წინ;
საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე.
თუ არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ინტრავაგინალურად (კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ საშოში) საღამოს ტუალეტის შემდეგ.
კაფსულის წვეტიანი ბოლოს მოსაჭრელად გამოიყენეთ სუფთა მაკრატელი.
კაფსულის შიგთავსი საშოში შეჰყავთ კაფსულაზე მსუბუქი ზეწოლით.
პრეპარატის საშოში შეყვანის შემდეგ კაფსულა უნდა გადააგდოთ სანაგვეში.
პრაქტიკული რეკომენდაციები
დადგენილი მკურნალობის გარდა, რეკომენდებულია შემდეგი ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა:
ატარეთ ბამბის საცვლები;
მოერიდეთ ჩამოდინებას;
მოერიდეთ ვაგინალური ტამპონების გამოყენებას;
დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების შესამცირებლად გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები;
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს;
მკურნალობა თავსებადია ლატექსის და პოლიიზოპრენისგან დამზადებული მამაკაცის პრეზერვატივის გამოყენებასთან;
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან, პოლიურეთანის მამაკაცის პრეზერვატივებთან, ქალის პრეზერვატივებთან და დიაფრაგმებთან ერთდროული გამოყენება (იხ. თავი 2).
თუ თქვენ გამოიყენეთ პოლიჟინაქსი ვირგოს ვაგინალური კაფსულების საჭიროზე მეტი რაოდენობა
გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები სმენის ფუნქციაზე და თირკმლის ფუნქციაზე, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარათ პოლიჟინაქსი ვირგოს მიღება
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თქვენ უნდა გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება ჩვეული დოზით. არ გააორმაგოთ დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებებზე (ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინი B სულფატი, ნისტატინი) ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ (რადგან პროდუქტი შეიცავს სოიოს ზეთს);
თუ იყენებთ მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივებს, ქალის კონდომებს და დიაფრაგმებს;
სპერმიციდებთან (ადგილობრივ კონტრაცეპტივებთან) კომბინაციაში, რადგან ამან შესაძლოა სპერმიციდები არაეფექტური გახადოს.
სიფრთხილის ზომები
პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ადგილობრივი აუტანლობა ან ალერგიული რეაქცია (იხილეთ ნაწილი 4);
თუ გაქვთ პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, იგივე ანტიბიოტიკების ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომი გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს;
არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ მკურნალობის ხანგრძლივობას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება და განმეორებითი ინფექციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივთან, ქალის პრეზერვატივთან და დიაფრაგმებთან ერთად, მათი გახეთქვის საშიშროების გამო.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება სპერმიციდებთან (ადგილობრივი კონტრაცეპტივები) კომბინაციაში, რადგან ამან შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეპტული ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ არ არსებობს ექიმის სხვაგვარი მითითება, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტი საშულებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
- პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა
მკურნალობა
ზრდასრულები: ერთი კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ ინტრავაგინალურად საღამოს ტუალეტის შემდეგ, ძილის წინ, 12 დღის განმავლობაში.
ბავშვები: ერთი კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ ინტრავაგინალურად საღამოს ტუალეტის შემდეგ, ძილის წინ, 6 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 6 დღის განმავლობაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პოლიჟინაქსი ვირგომაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და განვითარდეს მოულოდნელად.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ჩამოთვლილი რეაქციიდან, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, უხვი გამონაყარი კანზე, კანის ინტენსიური ქავილი, სახის, ტუჩების, ენის, ხორხის შეშუპება, არტერიული წნევის დაქვეითება - ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები, რომელიც დაფიქსირებულია უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს უცნობი სიხშირით პრეპარატ პოლიჟინაქი ვირგოს გამოყენებისას:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება.
შეტყობინება გვერდითი ეფეტების თაობაზე
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე ტიპის გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით მეტი ინფორმაციის მიწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენებები წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსდრავნადზორ)
109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
220037 მინსკი, ტოვარიშჩეკის შეს. 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ელფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
- პრეპარატის პოლიჟინაქსი ვირგოს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ჭარბი დოზა
ინსტრუქციის (ფურცელ-ჩანართის) შესაბამისად პრეპარატის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები (სმენისა და თირკმელების მხრივ), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე დაკავშირებულია ალერგიული ეგზემის განვითარების რისკთან.
შემადგენლობა
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო შეიცავს:
თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
ნეომიცინის სულფატი - 35000 სე,
პოლიმიქსინი B სულფატი – 35000 სე,
ნისტატინი – 100000 სე.
სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს:
ტეფოზი®63, ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, დიმეტიკონი 1000.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, დიმეთიკონი 1000-ს, გასუფთავებულ წყალს.
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო შეიცავს სოიოს ზეთს (იხ. თავი 2).
პრეპარატიპოლიჟინაქსი ვირგოს გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
ემულსია ინტრავაგინალური შეყვანისთვის კაფსულებში.
პრეპარატი წარმოადგენს ღია ყვითელიდან ღია ყავისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის წვეტიან რბილ კაფსულას წაგრძელებული ბოლოთი. კაფსულის შიგთავსი: ღია ყვითელიდან ღია ყავისფერ შეფერილობამდე ზეთოვანი ემულსია.
პრეპარატი შეფუთულია 3 კაფსულად პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართი) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 15-დან 25ºС-მდე ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პროდუქტი ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ წამალი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინეკოლოგიაში გამოყენებული ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციებისა; ანტიბიოტიკები.
ათქ კოდი: G01AА51
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინი შეუქცევადად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილებს რიბოზომების 30S ქვეერთეულზე. ეს არღვევს ცილის სინთეზს ბაქტერიულ უჯრედში, წარმოქმნის დეფექტურ ცილებს, რომლებიც შეაღწევს უჯრედის მემბრანაში, ცვლის მის გამტარიანობას და არღვევს სხვა სასიცოცხლო პროცესებს, რაც იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.
პოლიმიქსინი B პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკია. პოლიმიქსინი B ურთიერთქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების მემბრანების ლიპოპოლისაქარიდებთან, რაც იწვევს მემბრანის გამტარიანობის დარღვევას ბაქტერიული უჯრედის შემდგომი განადგურებით.
ნისტატინი პოლიენური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც აქტიურია Candida spp-ს წინააღმდეგ. ნისტატინი აკავშირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში არსებულ სტეროლებს, ცვლის უჯრედის გამტარიანობას და იწვევს უჯრედშიდა მასალის გაჟონვას, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედების სიკვდილს.
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
ვაგინალური გარემოს რეპროდუცირების პირობებში ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა პრეპარატის ბაქტერიციდული აქტივობა, ისევე როგორც მისი მოქმედება ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევ ძირითად ბაქტერიებზე (ანაერობული ბაქტერიები) და აერობული ვაგინიტის (აერობული ბაქტერიები) ექსპოზიციის დროს 1 და 4 საათის განმავლობაში განზავების/ნეიტრალიზაციის მეთოდით. სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა განისაზღვრა თითოეული შტამისთვის განსაზღვრული ბაქტერიული დატვირთვის ათობითი ლოგარითმის შემცირების მიხედვით.
ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობის და რეზისტენტული შტამებისგან: მგრძნობიარე – ბაქტერიული დატვირთვის ლოგარითმის შემცირება ≥3, რეზისტენტული <2.
სხვადასხვა შტამების მგრძნობელობა პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს მიმართ წარმოდგენილია ცხრილში:
შტამების მგრძნობელობა
შტამები შუალედური მგრძნობელობით
რეზისტენტული შტამები
მიკროაეროფილური ბაქტერიები
Gardnerella vaginalis
ანაერობული ბაქტერიები
Atopobium vaginae
Mobiluncus curtisii
Prevotella bivia
აერობული ბაქტერიები (გრამდადებითი)
Corynebacterium amycolatum
Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus pyogenes
(ჯგუფი A)
Enterococcus faecalis
Enterococcus hirae
აერობული ბაქტერიები (გრამუარყოფითები)
Branhamella catarrhalis
Escherichia coli
Haemophilus influenzae
Klebsiella aerogenes (Enterobacter aerogenes)
Klebsiella pneumoniae
Neisseria meningitidis
Proteus hauseri (Proteus vulgaris)
Pseudomonas aeruginosa
Salmonella enteritidis
Shigella flexneri
Yersinia enterocolitica
Proteus mirabilis
შენიშვნა: ცხრილში მოცემულია ბაქტერიების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ბაქტერიულ ვაგინოზში/ვაგინიტში. ეს სია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს პრეპარატ პოლიჟინაქსვ ვირგოში შემავალი აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალურ აქტივობას ბაქტერიების სხვა შტამებთან მიმართებაში.
პოლიმიქსინი B-ისა და ნეომიცინის სინერგია
In vitro კვლევამ აჩვენა, რომ პოლიჟინაქსი ვირგოს შემადგენლობაში შემავალი პოლიმიქსინი B-სა და ნეომიცინს აქვთ მოქმედების დამატებითი სპექტრები, რასაც მივყავართ ადიტიურ ეფექტამდე ბაქტერიების ოთხი ძირითადი შტამის მიმართ, რომლებიც იწვევენ ბაქტერიულ ვაგინიტს/ვაგინოზს (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Streptococcus agalactiae, Gardnerella vaginalis).
პრეპარატ პოლიჟინაწსი ვირგოს ანტიფუნგალური აქტივობის სპექტრი
ინ ვიტრო კვლევა, რომელიც აფასებს Candida შტამების მგრძნობელობას ნისტატინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) განსაზღვრით, ადასტურებს, რომ Candida albicans და Candida nonalbicans შტამებს აქვთ შედარებითი მგრძნობელობა ნისტატინის მიმართ.
შტამები
MIC50 (მგ/ლ)
MIC90 (მგ/ლ)
MIC მნიშვნელობა (მგ/ლ)
მინიმუმი-მაქსიმუმი
Candida albicans
(n=113)
2
4
1-4
Candida glabrata
(n=54)
4
4
4
Candida krusei
(n=11)
4
4
4
Candida tropicalis
(n=11)
2
4
2-4
Candida parapsilosis
(n=11)
4
4
2-4
MIC50: MIC აინჰიბირებს იზოლატების 50%-ს; MIC90: MIC აინჰიბირებს იზოლატების 90%-ს;
აქტივობა ლაქტობაცილების წინააღმდეგ
ფიზიოლოგიურ პირობებში ვაგინალურ ფლორაში არსებულ ძირითად ლაქტობაცილებზე (Lactobacillus crispatus, Lactobacillus gasseri და Lactobacillus jensenii) მოქმედების შესაფასებლად ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიჟინაქსი ვირგოს აქტიური ინგრედიენტები კონცენტრაციებში, რომლებიც გამოვლენილია ვაგინალურ გარემოში პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ, არ ახდენს გავლენას ლაქტობაცილების მითითებული ტიპების ზრდაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არ არის შესწავლილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის
პოლიჟინაქსი ვირგო, ემულსია ინტრავაგინალური შეყვანისთვის კაფსულებში
მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინ B+ნისტატინი
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად გაეცანით ფურცელჩანართს, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი სპეციალურად თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო და რისთვის გამოიყენება იგი.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენებამდე.
- პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენება.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები.
- პრეპარატის პოლიჟინაქსი ვირგოს შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო და რისთვის გამოიყენება იგი.
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო მიეკუთვნება ჯგუფს: ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში; ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები, გარდა კორტიკოსტეროიდების კომბინაციისა; ანტიბიოტიკები.
პოლიჟინაქსი ვირგო არის ანტიმიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში, რომელიც ავლენს აქტივობას რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოების მიმართ. პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს და შეიცავს 3 მოქმედ ნივთიერებას:
- ორი ანტიბიოტიკს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ: ნეომიცინი და პოლიმიქსინი B.
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს Candida-ს გვარის საფუარის სოკოებზე: ნისტატინი.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავაგინალური შეყვანისთვის როგორც ზრდასრული პაციენტებისთვის, ასევე პატარა გოგონებისა და მოზარდებისთვის.
მკურნალობა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა:
აერობული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარე სასქესო ორგანოების და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება);
შერეული ვაგინიტი;
არასპეციფიკური ვაგინიტი.
პროფილაქტიკა
სასქესო ორგანოების მიდამოებში ქირურგიული ჩარევის წინ;
საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების დაწყებამდე.
თუ არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენებამდე.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო:
თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებებზე (ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინი B სულფატი, ნისტატინი) ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ (რადგან პროდუქტი შეიცავს სოიოს ზეთს);
თუ იყენებთ მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივებს, ქალის კონდომებს და დიაფრაგმებს;
სპერმიციდებთან (ადგილობრივ კონტრაცეპტივებთან) კომბინაციაში, რადგან ამან შესაძლოა სპერმიციდები არაეფექტური გახადოს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ადგილობრივი აუტანლობა ან ალერგიული რეაქცია (იხილეთ ნაწილი 4);
თუ გაქვთ პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, იგივე ანტიბიოტიკების ან ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების შემდგომი გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს;
არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ მკურნალობის ხანგრძლივობას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება და განმეორებითი ინფექციები.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მამაკაცის პოლიურეთანის პრეზერვატივთან, ქალის პრეზერვატივთან და დიაფრაგმებთან ერთად, მათი გახეთქვის საშიშროების გამო.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება სპერმიციდებთან (ადგილობრივი კონტრაცეპტივები) კომბინაციაში, რადგან ამან შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეპტული ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ არ არსებობს ექიმის სხვაგვარი მითითება, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტი საშულებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
- პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა
მკურნალობა
ზრდასრულები: ერთი კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ ინტრავაგინალურად საღამოს ტუალეტის შემდეგ, ძილის წინ, 12 დღის განმავლობაში.
ბავშვები: ერთი კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ ინტრავაგინალურად საღამოს ტუალეტის შემდეგ, ძილის წინ, 6 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 6 დღის განმავლობაში.
შეყვანის გზა და მეთოდი
პრეპარატი გამოიყენება ინტრავაგინალურად (კაფსულის შიგთავსი შეჰყავთ საშოში) საღამოს ტუალეტის შემდეგ.
კაფსულის წვეტიანი ბოლოს მოსაჭრელად გამოიყენეთ სუფთა მაკრატელი.
კაფსულის შიგთავსი საშოში შეჰყავთ კაფსულაზე მსუბუქი ზეწოლით.
პრეპარატის საშოში შეყვანის შემდეგ კაფსულა უნდა გადააგდოთ სანაგვეში.
პრაქტიკული რეკომენდაციები
დადგენილი მკურნალობის გარდა, რეკომენდებულია შემდეგი ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვა:
ატარეთ ბამბის საცვლები;
მოერიდეთ ჩამოდინებას;
მოერიდეთ ვაგინალური ტამპონების გამოყენებას;
დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების შესამცირებლად გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები;
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს;
მკურნალობა თავსებადია ლატექსის და პოლიიზოპრენისგან დამზადებული მამაკაცის პრეზერვატივის გამოყენებასთან;
არ არის რეკომენდებული სპერმიციდებთან, პოლიურეთანის მამაკაცის პრეზერვატივებთან, ქალის პრეზერვატივებთან და დიაფრაგმებთან ერთდროული გამოყენება (იხ. თავი 2).
თუ თქვენ გამოიყენეთ პოლიჟინაქსი ვირგოს ვაგინალური კაფსულების საჭიროზე მეტი რაოდენობა
გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები სმენის ფუნქციაზე და თირკმლის ფუნქციაზე, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარათ პოლიჟინაქსი ვირგოს მიღება
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თქვენ უნდა გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება ჩვეული დოზით. არ გააორმაგოთ დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პოლიჟინაქსი ვირგომაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და განვითარდეს მოულოდნელად.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ჩამოთვლილი რეაქციიდან, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, უხვი გამონაყარი კანზე, კანის ინტენსიური ქავილი, სახის, ტუჩების, ენის, ხორხის შეშუპება, არტერიული წნევის დაქვეითება - ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები, რომელიც დაფიქსირებულია უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს უცნობი სიხშირით პრეპარატ პოლიჟინაქი ვირგოს გამოყენებისას:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და შეშუპება.
შეტყობინება გვერდითი ეფეტების თაობაზე
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე ტიპის გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით მეტი ინფორმაციის მიწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენებები წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსდრავნადზორ)
109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
220037 მინსკი, ტოვარიშჩეკის შეს. 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ელფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
- პრეპარატის პოლიჟინაქსი ვირგოს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადას წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება 15-დან 25ºС-მდე ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პროდუქტი ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ წამალი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო შეიცავს:
თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
ნეომიცინის სულფატი - 35000 სე,
პოლიმიქსინი B სულფატი – 35000 სე,
ნისტატინი – 100000 სე.
სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს:
ტეფოზი®63, ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, დიმეტიკონი 1000.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, დიმეთიკონი 1000-ს, გასუფთავებულ წყალს.
პრეპარატი პოლიჟინაქსი ვირგო შეიცავს სოიოს ზეთს (იხ. თავი 2).
პრეპარატიპოლიჟინაქსი ვირგოს გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
ემულსია ინტრავაგინალური შეყვანისთვის კაფსულებში.
პრეპარატი წარმოადგენს ღია ყვითელიდან ღია ყავისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის წვეტიან რბილ კაფსულას წაგრძელებული ბოლოთი. კაფსულის შიგთავსი: ღია ყვითელიდან ღია ყავისფერ შეფერილობამდე ზეთოვანი ემულსია.
პრეპარატი შეფუთულია 3 კაფსულად პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართი) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლაბორატორიი ინოტეკ ინტერნეშენალ
არისტიდ ბრიანის გამზირი 22, 94110 არკეი, საფრანგეთი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი (ხარისხის კონტროლის გამშვები)
ინნოტერა შუზი
რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, ვალუარ-სიურ-სის, 41150, საფრანგეთი
პრეპარატის თაობაზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
შპს "ინნოტეკ"
115035 მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, 71
ტელ.: +7 800 250 17 38
ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
სს "ლაბორატორიი ინოტეკ ინტერნეშენალ" (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220007 მინსკი, ქ. ლევკოვა, 43, ოფისი 313
ტელ/ფაქსი: +375 17 336 05 99
ფოსტა: [email protected]
ფურცელ-ჩანართი გადახედილია
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია კავშირის ვებსაიტზე http://eec.eaeunion.org/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



