პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

გინომიქსი

Gynomix

ურეცეპტოდ(35000სე + 100000სე + 35000სე)ინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ვაგინალური კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური ვაგინალური დაავადების და მგრძნობიარე ვაგინალური ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა. აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(35000სე + 100000სე + 35000სე) ვაგინალური რბილი კაფსულა №12 (2X6)
მწარმოებელი
GENUPharma Inc., კორეა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA
რეგისტრაციის ნომერი
რ-035149
რეგისტრირებულია
6 მაისი 2022, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GENUPharma Inc. (კორეა)
განმცხადებელი
შპს „ეიჩ ბი-ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგინომიქსი და სხვა წამალი ერთად

გინომიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვაგინალური კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური ვაგინალური დაავადების და მგრძნობიარე ვაგინალური ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა. აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

მოკლევადიანი მკურნალობა რეკომენდებულია, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ტოქსიკური მოქმედება სმენაზე და თირკმელზე

მიღება პაციენტებში თირკმლის უკმარისობისას ან მეორე სისტემური ტოქსკური სიმპტომის დროს არ არის რეკომენდებული. თუმცა, გამოიყენეთ იმ შემთვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს.

სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი, თუ განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები ანტიბიოტიკების ან მსგავსი პრეპარატების მიმართ.

რეზისტენტული ბაქტერიის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად შეამოწმეთ მგრძნობელობა და მიღების წესი მინიმალური ვადის განვალობაში, რაც საჭიროა მკურანლობისთვის.

სიფრთხილის ზომები

  • გამოიყენება საშოში და არა პერორალურად
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს
  • დაუშვებელია გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მოცემული პრეპარატი ამცირებს რეზინის პროდუქტების ან ლატექსის მოქმედებას, როგორიცაა კონდომი და დიაფრაგმა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე კვლევებში ტერატოგენურობის არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. მონაცემები კლინიკურად სპეციფიური ანომალიების ან ნაყოფის ტოქსიკურობის შესახებ არ არის გამოვლენილი, მაგრამ ექსპერიმენტები ქალებზე, რომლებიც არიან ორსულად ან სავარაუდოდ დაორსულდებიან, არ არის საკმარისი და უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი შეფასებულია რისკზე მეტი.

პროდუქტის დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

  • 7. მანქანის მართვაზე ან დანადგარების გამოყენების შესაძლებლობაზე

ზემოქმედება

არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

ეგზემატოზური ალერგიული კონტაქტური დერმატიტი გრძლევადიანი მკურნალობისთვის

აუტანელი ალერგიული სიმპტომები ადგილობრივი გამოყენებისას

სიფრთხილის ზოგადი ზომები

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის. თუ ადგილი ექნება ამგვარ მოვლენას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა (1,820მგ) შეიცავს ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ, 35,000 სე ნეომიცინის სახით), ნისტატინს 100 000 სე, პოლიმიქსინი B სულფატს 35 000 სე.

[აღწერა]

რძისფერი ოვალური ვაგინური რბილი კაფსულები შეიცავს ღია ყვითელი ფერის სითხეს.

შენახვის პირობები

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • პრეპარატის ორიგინალი კონტეინერიდან ამოღებამ და გადატანამ სხვა კონტეინერში შეიძლება გამოიწვიოს მისი შეცდომით გამოყენება ან ხარისხის დაქვეითება.

[შენახვის პირობები]

ინახება 30°C ზე დაბლა ტემპერატურტაზე

შენახვის ვადა: 3 წელი გამოშვებიდან

[ შეფუთვა ]

6 ვაგინალური კაფსულა ბლისტერზე (PVC/AI) x 2 / ყუთი და ფურცელ-ჩანართი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

GENUPharma Inc.

93, Biovalley2-ro, Jecheon-si, Chungcheongbuk-do, Korea

220107-1

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გინეკოლოგიური ანტიინფექციური და ანტისეპტიკური საშუალებები

გინომიქსი არის სამი კომპონენტის კომბინაცია და ანტიბაქტერიული სპექტრი , განსაკუთრებით ნეომიცინი და პოლიმიქსინ B მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების უმეტესობისთვის.

სტრეპტოკოკური ინფექცია და ანაერობული ბაქტერიები მდგრადია ორივე ანტიბიოტიკის მიმართ.

ნისტატინი არის ანტიობიოტიკი ფუნგიციდური და ფუნგისტატიკური ეფექტებით, რომლებიც მოქმედებენ კანდიდას გვარის საფუარის მიკროორგანიზმებზე (Candida albicans და Candida non albicans)

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნეომიცინი : პარენტერალური გამოყენების შემდეგ ის სწრაფად გამოიყოფა ღვიძლის საშუალებით. პლაზმური ელიმინაცია ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-2 საათში. შემდეგი ორალური გამოყენებისას ჯანმრთელ ორგანიზმში შეიწოვს სუბსტანციის 3 % ს . ნეომიცინი , სუსტად შეიწოვება კანიდან.

პოლიმიქსინი B : პარენტერალური გამოყენების შემდეგ პოლიმიქსინი ძალიან სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილას. პლაზმის ნახევარგამოყოფა ადამიანებში განისაზღვრა 1.5-6 საათის განმავლობაში გამოყენების მეთოდის მიხედვით (ი.მ. თუ ი.ვ)

პოლიმიქსინ B შეიწოვება ღვიძლის მიერ. პოლიმიქსინის შეწოვა კანიდან ძალიან იშვიათია.

ნისტატინი: პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, კანის ან ლორწოვანი გარსის მიერ.

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები (შეწოვა, განაწილება და ა.შ.) ვაგინალური გამოყენების შემდეგ შეუძლებელია რადგან ის განკუთვნილია ლოკალური ინფექციების სამკურნალოდ.

პრეკლინიკური უსაფრთხოება

ტოქსიურობის კვლევებმა ბოცვრებში, კურდღლებში და მდედრ მაიმუნებში განმეორიბითი ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ აჩვენა კარგი ტოლერანტობა. უსაფრთხოების მონაცემები ადასტურებს ამ შედეგებს.

მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იყო თაგვებში ინტრაპერიტონეალური გამოყენების შემდეგ , როგორც ინდივიდუალური აქტიური ინგრედიენტებით, ასევე პროდუქტში შემავალი აქტიური ინგრედიენტების კომბინაციით.

LD 50 (კომბინირებული წამლები) დაყენებული იყო 420 მგ/კგ-ზე.

არცერთ აქტიურ ნივთიერებას არ უჩვენებია კანცეროგენული ეფექტი.

რეპროდუქციის შესწავლა: ნეომიცინს შეუძლია გადაკვეთოს პლაცენტა და, შესაბამისად, შეიძლება გახდეს ნაყოფისთვის ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური. მკურნალობის მოკლე ხანგრძლივობის გამო, რისკი საგრძნობლად მცირდება. პოლიმიქსინები ზოგადად განიხილება, როგორც ნივთიერებები ტერატოგონური ეფექტის გარეშე. რომელიმე მათგანის ადგილობრივი მიღება ამცირებს რისკს. ნისტატინის მოქმედება რეპროდუქციაზე გამოკვლეული იყო ვირთხებში. ნისტატინი არ არის ტერატოგენული.

ფარმაცევტული ნივთიერებები

  • 1. შემავსებლების ჩამონათვალი

კაფსულა შეიცავს : ყვითელი ფუტკრის ცვილი, ჰიდროგენირებული ქოქოსის პალმის ზეთი, დიმეთიკონი 1000, ტრიგლიცერიდები საშუალო ჯაჭვი

კაფსულა: ჟელატინი, კონცენტრირებული გლიცერინი, დიმეთიკონი 1000, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ქინოლინი ყვითელი WS, ტიტანიუმ ოქსიდი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გინომიქსი

GYNOMIX

რბილი ვაგინალური კაფსულა

[შემადგენლობა]

თითოეული კაფსულა (1,820მგ) შეიცავს ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ, 35,000 სე ნეომიცინის სახით), ნისტატინს 100 000 სე, პოლიმიქსინი B სულფატს 35 000 სე.

[აღწერა]

რძისფერი ოვალური ვაგინური რბილი კაფსულები შეიცავს ღია ყვითელი ფერის სითხეს.

[ჩვენებები]

ვაგინალური კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური ვაგინალური დაავადების და მგრძნობიარე ვაგინალური ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა. აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

[დოზირება და მიღების წესი]

მოზრდილ ქალებში უნდა მოხდეს ღრმად საშოში 1 კაფსულის შეყვანა ერთხელ დღეში დაბანის შემდეგ დაძინებამდე, 6 დღის განმავლობაში. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში, მიიღება 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში, 6-12 დღე, დილით და საღამოს.

[სიფრთხილის ზომები]

არ მიიღება შემდეგი მდგომარეობების დროს

ჰიპერმგრძნობელობის ან გაღიაზიანების დროს პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ

გვერდითი ეფექტი

ეგზემატოზური ალერგიული კონტაქტური დერმატიტი გრძლევადიანი მკურნალობისთვის

აუტანელი ალერგიული სიმპტომები ადგილობრივი გამოყენებისას

სიფრთხილის ზოგადი ზომები

დაიცავით დანიშნული დოზები და მიღების წესი

მოკლევადიანი მკურნალობა რეკომენდებულია, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ტოქსიკური მოქმედება სმენაზე და თირკმელზე

მიღება პაციენტებში თირკმლის უკმარისობისას ან მეორე სისტემური ტოქსკური სიმპტომის დროს არ არის რეკომენდებული. თუმცა, გამოიყენეთ იმ შემთვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს.

სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი, თუ განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები ანტიბიოტიკების ან მსგავსი პრეპარატების მიმართ.

რეზისტენტული ბაქტერიის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად შეამოწმეთ მგრძნობელობა და მიღების წესი მინიმალური ვადის განვალობაში, რაც საჭიროა მკურანლობისთვის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მოცემული პრეპარატი ამცირებს რეზინის პროდუქტების ან ლატექსის მოქმედებას, როგორიცაა კონდომი და დიაფრაგმა.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

  • გამოიყენება საშოში და არა პერორალურად
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს
  • დაუშვებელია გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • შენახვის ვადა
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • პრეპარატის ორიგინალი კონტეინერიდან ამოღებამ და გადატანამ სხვა კონტეინერში შეიძლება გამოიწვიოს მისი შეცდომით გამოყენება ან ხარისხის დაქვეითება.

[შენახვის პირობები]

ინახება 30°C ზე დაბლა ტემპერატურტაზე

შენახვის ვადა: 3 წელი გამოშვებიდან

[ შეფუთვა ]

6 ვაგინალური კაფსულა ბლისტერზე (PVC/AI) x 2 / ყუთი და ფურცელ-ჩანართი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

GENUPharma Inc.

93, Biovalley2-ro, Jecheon-si, Chungcheongbuk-do, Korea

220107-1

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა