პოლიმიქსინი B რომფარმი
POLYMYXIN B ROMPHARM
პოლიმიქსინი B რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მითითებული აერობული გრამ უარყოფითი ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარე შტამებით ან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობისას: სეფსისი, ბაქტერიემია, მენინგიტი (ინტრათეკალურად შეყვანილი), …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პოლიმიქსინი (polymyxin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500000 ს.ე. ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო, ი.მ. და ინტრათეკალური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პოლიმიქსინები
- ATC კოდი
- J01XB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046522
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიმიქსინი B რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პოლიმიქსინი B რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მითითებული აერობული გრამ უარყოფითი ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარე შტამებით ან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობისას: სეფსისი, ბაქტერიემია, მენინგიტი (ინტრათეკალურად შეყვანილი), პნევმონია, ჭრილობის გენერალიზებული ინფექცია.
მიღების წესი და დოზირება
შენიშვნა: პოლიმიქსინი B რომფარმის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად, ინტრამუსკულურად ან ინტრათეკალურად მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ნეფროტოქსიკურობა. გარდამავალი ნეიროტოქსიკური სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიულ დოზებში.
ინტრავენური:
მოზრდილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით დღიური დოზა შეადგენს 15,000 - 25,000 ერთეული/კგ/დღეში 2 დოზით, დოზებს შორის 12–საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ერთეულს/კგ/დღეში.
1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში თირკმლების ნორმალური ფუნქციით, საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 40,000 ერთეულამდე/კგ/დღეში, რომელიც იყოფა 2 დოზაზე, შეჰყავთ 12 საათის ინტერვალით.
აღდგენა ინტრავენური შეყვანისთვის:
ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მოსამზადებლად მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 300-500 მლ 5% დექსტროზის ხსნარში და შეიყვანება ინტრავენურად 60-80 წვეთი/წთ პერფუზიის სიჩქარით.
ბავშვებში ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი პრეპარატის დოზა იხსნება 30-100 მლ 5-10% დექსტროზის ხსნარში.
ინტრამუსკულური (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელია):
მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით სადღეღამისო დოზა არის 25,000-30,000 ერთეული/კგ/დღეში დაყოფილი 3-4 დოზაზე, რომელიც შეჰყავთ ყოველ 6-8 საათში ერთხელ.
1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში თირკმლების ნორმალური ფუნქციით, საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 40,000 ერთეულამდე/კგ/დღეში, რომელიც იყოფა 4 დოზად და შეიყვანება 6 საათის ინტერვალით.
აღდგენა ინტრამუსკულური შეყვანისთვის
ინტრამუსკულური ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ პროკაინის 1% ხსნარში, საინექციო წყალში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ინტრამუსკულური შეყვანა ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ინექციის ადგილებში ძლიერი ტკივილის გამო, განსაკუთრებით ბავშვებში. ტკივილი შეიძლება იყოს დაუყოვნებელი ან დაგვიანებული. დაუყოვნებელი ტიპის თავიდან აცილება შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების არსებობით პრეპარატის ხსნარში. დაგვიანებულ ტიპს ინექციიდან დაახლოებით 1 საათში განვითარების ტენდენცია აქვს და მისი პრევენცია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების არსებობით შეუძლებელია.
პოლიმიქსინი B რომფარმი უნდა იქნას შეყვანილი ღრმად შედარებით დიდი კუნთის სხეულში, მაგალითად, დუნდულის ზედა გარე კვადრანტში ან ბარძაყის ლატერალურ ნაწილში. რადიალური ნერვის დაზიანების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად ინექციები არ უნდა გაკეთდეს მკლავის ქვედა და შუა მესამედში. უნდა იქნას დაცული ასპირაცია და ინექციის ადგილის სათანადო ანატომიური შერჩევა, როგორც სიფრთხილის ზომა სისხლძარღვში ან მთავარ ნერვში უნებლიე ინექციის საწინააღმდეგოდ.
ინტრათეკალური შეყვანა (Pseudomonas aeruginosa–ს მიერ გამოწვეული მენინგიტის არჩევითი თერაპია):
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 50,000 ერთეული დღეში ერთხელ 3 ან 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 50,000 ერთეული ორ დრეში ერთხელ ცერებროსპინალური სითხის ბაქტერიოლოგიური დათესვის შემდეგ უარყოფითი პასუხის მიღებიდან და გლუკოზას რაოდენობის ნორმალიზებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 20,000 ერთეული დღეში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში ან 25,000 ერთეული ორ დღეში ერთხელ. შემდეგ, 25,000 ერთეული დოზით დღეგამოშვებით, ცერებროსპინალური სითხის ბაქტერიოლოგიური დათესვის შემდეგ უარყოფითი პასუხის მიღებიდან და გლუკოზას რაოდენობის ნორმალიზაციიდან კიდევ 2 კვირის განმავლობაში.
აღდგენა ინტრათეკალური შეყვანისას:
შეყვანამდე ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (აღდგენილი ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს პოლიმიქსინი B სულფატის 50,000 ერთ/მლ). კარგად შეანჯღრიეთ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში დოზა უნდა შემცირდეს. დოზირების რეკომენდაციები პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არ არსებობს.
შეიძლება მოხდეს ხანდაზმული პაციენტების (≥ 65 წლის) თირკმლის სტატუსის დარღვევა, ამიტომ რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება მკურნალობამდე და რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში დოზირების მითითების გასაცემად ასეთ პაციენტებში.
პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით პრეპარატის დოზა მცირდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად:
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20-50 მლ/წთ უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 75-100% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის;
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 5-20 მლ/წთ უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 50% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის;
პაციენტებში 5 მლ/წთ–ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 15% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის.
გამოყენების მეთოდი:
ინტრავენური, ინტრამუსკულური ან ინტრათეკალური.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პოლიმიქსინების, პოლიმიქსინი B სულფატის ჩათვლით, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში ”შემადგენლობა”.
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თავიდან უნდა იქნას აცილებული პოლიმიქსინის არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენება რესპირატორული კუნთების პარალიზების საფრთხის გამო.
სხვა ნეფროტოქსიკური, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდების (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ოტოტოქსიკურობისა და ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი, ასევე ნეირომუსკულური ტრანსმისიის ბლოკადა და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული. ასევე სავარაუდოა ამფოტერიცინი B-ს ნეფროტოქსკიურობის ზრდა.
აღინიშნა მოქმედების სინერგიზმი ქლორამფენიკოლის, კარბენიცილინის, ტეტრაციკლინის, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის ერთდროული გამოყენებისას Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp. წინააღმდეგ; და ამპიცილინთან გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობის წინააღმდეგ.
არ არის რეკომენდებული ერთსა და იმავე შპრიცში ან საინფუზიო კონტეინერში ამპიცილინის ნატრიუმის მარილის, ქლორამფენიკოლის, ცეფალოსპორინების, ჰეპარინის, ტეტრაციკლინის და ამინომჟავების ხსნარის შერევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პოლიმიქსინი B სულფატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პოლიმიქსინი B რომფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის არ სჭარბობს ნებისმიერ შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.
ასევე არ არსებობს კვლევები ცხოველებზე პოლიმიქსინი B სულფატის ემბრიოტოქსიკურობის და/ან ტერატოგენობის მხრივ.
ძუძუთი კვება
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პოლიმიქსინი B სულფატი დედის რძეში ან ცხოველის რძეში. პრეპარატის უცნობი ეფექტის შესაძლებლობის გამო ახალშობილებზე, რომლებსაც კვებავენ დედები, რომლებიც იღებენ პოლიმიქსინი B სულფატს, მიიღება გადაწყვეტილება ან ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის პოლიმიქსინი B რომფარმის წამლისმიერი მკურნალობის მნიშვნელობის და ჩვილისთვის შესაძლო რისკის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნეიროტოქსიკურობა, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა, დაბნეულობა ან მხედველობის დარღვევები, დაფიქსირდა პოლიმიქსინი В-ს პარენტერალური შეყვანის შემდეგ. თუ ეს ეფექტები განვითარდა, პაციენტები უნდა გააფრთხილონ ავტომობილის მართვისგან ან მანქანებთან მუშაობისგან თავის არიდების თაობაზე.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია, ნერვკუნთოვანი ბლოკადა; ინტრათეკალური შეყვანისას - მენინგეალური სიმპტომები (სახის სიწითლე, თავის ტკივილი, ცხელება, კისრის რიგიდულობა, უჯრედებისა და ცილების რაოდენობის მომატება ცერებროსპინალურ სითხეში).
დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ალბუმინურია, ცილინდრურია, აზოტემია, პროტეინურია, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი.
რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის დამბლა, აპნოე.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიულ მიდამოში, გულისრევა, მადის დაკარგვა, ფსევდომემბრანული კოლიტი.
დარღვევები თვალის მხრივ: მხედველობის დაქვეითება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ეოზინოფილია.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე: ფლებიტი, პერიფლებიტი, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის ადგილებში.
ინფექციები და ინფესტაციები: სუპერინფექცია კანდიდოზი
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება:
სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციების დროს (Enterobacter spp., Pseudomonas aeruginosa და ა.შ.) სამკურნალო პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პათოგენი რეზისტენტულია სხვა ნაკლებად ტოქსიკური ანტიმიკრობული სამკურნალო საშუალებების მიმართ.
გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი ყოველ 2 დღეში.
პოლიმიქსინი B რომფარმის ინტრამუსკულური, ინტრავენური და/ან ინტრათეკალური შეყვანა უნდა შემოიფარგლოს ჰოსპიტალიზირებული პაციენტებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი კლინიკური მეთვალყურეობა.
ინექციის ადგილზე ძლიერი ტკივილის გამო, რუტინული ინტრამუსკულური დოზირება არ არის რეკომენდებული, ამიტომ კუნთში ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად რეკომენდებულია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (1%-იანი პროკაინის ხსნარი) გამოყენება. პროკაინის ხსნარის გამხსნელად გამოყენებისას გასათვალისწინებელია მისი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული უკუჩვენებები.
Clostridium difficile-ით გამოწვეული ფსევდომემბრანოზული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ; ის ვლინდება დიარეით, ლეიკოციტოზით, ცხელებით, მუცლის ტკივილით (ზოგჯერ თან ახლავს განავლით სისხლისა და ლორწოს გამოყოფა).
თუ ეს მოვლენები მსუბუქ შემთხვევებში განვითარდა, საკმარისია მკურნალობის შეწყვეტა და იონგაცვლითი ფისების გამოყენება (ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი). მძიმე შემთხვევებში უნდა განიხილებოდეს მართვა სითხეებით და ელექტროლიტებით, ცილოვანი დანამატებით და მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებით, რომელიც კლინიკურად ეფექტურია C. difficile–ს წინააღმდეგ (ვანკომიცინი ან მეტრონიდაზოლი).
ჭარბი დოზა
სიმპტომები: დაფიქსირებულია პოლიმიქსინით გამოწვეული ტოქსიკურობა, რომელიც ასოცირდება დოზის გადაჭარბებასთან. პოლიმიქსინის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ნეირომუსკულური ბლოკადა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აპნოე, კუნთების სისუსტე, ვერტიგო, სახის გარდამავალი პარესთეზია, გაურკვეველი მეტყველება, ვაზომოტორული არასტაბილურობა, მხედველობის დარღვევა, დაბნეულობა, ფსიქოზი და სუნთქვის შესაძლო გაჩერება. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომელიც ხასიათდება შარდის გამოყოფის შემცირებით და სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდით შრატში.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი პოლიმიქსინი B სულფატის ჭარბი დოზირებისთვის. პოლიმიქსინი B სულფატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
ინტრავენურად შეყვანილი მანიტოლით სწრაფმა დიურეზმა შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის გაძლიერებას და ამით შეამციროს შრატში წამლის დონე. ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი შეიძლება დაეხმაროს თირკმლების გართულებების მართვას.
სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მოხმარების დროს:
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა:
თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს.
კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა:
I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონები, დახურული ნაცრისფერი ბრომბუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით თეთრი პლასტმასის დისკით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
ვარგისობის ვადა:
2 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის სახელი და მისამართი:
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street, no. 1A, Otopeni, Ilfov County, 075100, Romania
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს რომფარმ კომპანი ჯორჯია
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს პოლიმიქსინი B–ს 500 000 სე ეკვივალენტურ პოლიმიქსინი B სულფატს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი:
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონები, დახურული ნაცრისფერი ბრომბუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით თეთრი პლასტმასის დისკით.
- 6 განადგურების და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „რომფარმ კომპანი ჯორჯია“
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაუნჰილი N8, ოფისი N7ა
- რეგისტრაციის ნომერი(ები)
- პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, პოლიმიქსინები.
ათქ კოდი: J01XB02
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პოლიმიქსინი B არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამომუშავდება სპორების წარმომქმნელი ბაქტერიების Bacillus polymyxa მიერ.
თითოეული მგ გასუფთავებული პოლიმიქსინი B–ს ფუძე ეკვივალენტურია პოლიმიქსინი B-ს 10,000 ერთეულის.
მოქმედების მექანიზმი:
პოლიმიქსინებს გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც მიმართულია ბაქტერიული უჯრედის მემბრანის მთლიანობაზე. ისინი აღწევენ მემბრანის ფოსფოლიპიდებში, რაც იწვევს მის გამტარობის ზრდას და ამის შედეგად უჯრედული მემბრანის ლიზისს და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
პოლიმიქსინები აქტიურია მხოლოდ გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., Shigella spp., Escherichia coli, Klebsiella spp., Bordetella pertussis, Haemophilus influenzae, Enterobacter spp., Bacteroides spp. (Bacteroides fragilis ჩათვლით) და ზომიერად მგრძნობიარე Fusobacterium spp.
თუმცა, მას არ გააჩნია რაიმე ეფექტი გრამდადებითი ბაქტერიების (Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis), ანაერობული მიკროორგანიზმების (Corynebacterium diphteriae), Mycobacterium tuberculosis spp.-ის უმრავლეს შტამებზე, Proteus spp.-ზე და სოკოებზე.
ჯვარედინი რეზისტენტობა
მოსალოდნელია ჯვარედინი რეზისტენტობა კოლისტინსა (პოლიმიქსინი E) და პოლიმიქსინი B-ს შორის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
კუნთში შეყვანისას მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია 2-7 მგ/მლ მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ; ინტრავენურად შეყვანისას 2-4 მგ/კგ დოზით მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია შეადგენს 2-8 მგ/მლ.
იგი მხოლოდ 50%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცუდად აღწევს ქსოვილოვან ბარიერებში, არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მცირე რაოდენობით იგი კვეთს პლაცენტას და გადადის დედის რძეში. არ მეტაბოლიზდება, ის გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით (60% 3-4 დღის განმავლობაში) და ნაწლავების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-4 საათია და თირკმლის უკმარისობისას – 2-3 დღე. განმეორებითი გამოყენებისას კუმულირდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამკურნალო პროდუქტის დასახელება:
პოლიმიქსინი B რომფარმი 500 000 სე ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პოლიმიქსინი В სულფატი
ფარმაცევტული ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფოროვანი მასა ან ფხვნილი
შემადგენლობა:
თითოეული ფლაკონი შეიცავს პოლიმიქსინი B–ს 500 000 სე ეკვივალენტურ პოლიმიქსინი B სულფატს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, პოლიმიქსინები.
ათქ კოდი: J01XB02
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პოლიმიქსინი B არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამომუშავდება სპორების წარმომქმნელი ბაქტერიების Bacillus polymyxa მიერ.
თითოეული მგ გასუფთავებული პოლიმიქსინი B–ს ფუძე ეკვივალენტურია პოლიმიქსინი B-ს 10,000 ერთეულის.
მოქმედების მექანიზმი:
პოლიმიქსინებს გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც მიმართულია ბაქტერიული უჯრედის მემბრანის მთლიანობაზე. ისინი აღწევენ მემბრანის ფოსფოლიპიდებში, რაც იწვევს მის გამტარობის ზრდას და ამის შედეგად უჯრედული მემბრანის ლიზისს და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
პოლიმიქსინები აქტიურია მხოლოდ გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., Shigella spp., Escherichia coli, Klebsiella spp., Bordetella pertussis, Haemophilus influenzae, Enterobacter spp., Bacteroides spp. (Bacteroides fragilis ჩათვლით) და ზომიერად მგრძნობიარე Fusobacterium spp.
თუმცა, მას არ გააჩნია რაიმე ეფექტი გრამდადებითი ბაქტერიების (Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis), ანაერობული მიკროორგანიზმების (Corynebacterium diphteriae), Mycobacterium tuberculosis spp.-ის უმრავლეს შტამებზე, Proteus spp.-ზე და სოკოებზე.
ჯვარედინი რეზისტენტობა
მოსალოდნელია ჯვარედინი რეზისტენტობა კოლისტინსა (პოლიმიქსინი E) და პოლიმიქსინი B-ს შორის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
კუნთში შეყვანისას მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია 2-7 მგ/მლ მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ; ინტრავენურად შეყვანისას 2-4 მგ/კგ დოზით მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია შეადგენს 2-8 მგ/მლ.
იგი მხოლოდ 50%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცუდად აღწევს ქსოვილოვან ბარიერებში, არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მცირე რაოდენობით იგი კვეთს პლაცენტას და გადადის დედის რძეში. არ მეტაბოლიზდება, ის გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით (60% 3-4 დღის განმავლობაში) და ნაწლავების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-4 საათია და თირკმლის უკმარისობისას – 2-3 დღე. განმეორებითი გამოყენებისას კუმულირდება.
თერაპიული ჩვენებები:
პოლიმიქსინი B რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მითითებული აერობული გრამ უარყოფითი ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარე შტამებით ან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობისას: სეფსისი, ბაქტერიემია, მენინგიტი (ინტრათეკალურად შეყვანილი), პნევმონია, ჭრილობის გენერალიზებული ინფექცია.
დოზირება და მიღების მეთოდი:
დოზირება
შენიშვნა: პოლიმიქსინი B რომფარმის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად, ინტრამუსკულურად ან ინტრათეკალურად მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ნეფროტოქსიკურობა. გარდამავალი ნეიროტოქსიკური სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიულ დოზებში.
ინტრავენური:
მოზრდილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით დღიური დოზა შეადგენს 15,000 - 25,000 ერთეული/კგ/დღეში 2 დოზით, დოზებს შორის 12–საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ერთეულს/კგ/დღეში.
1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში თირკმლების ნორმალური ფუნქციით, საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 40,000 ერთეულამდე/კგ/დღეში, რომელიც იყოფა 2 დოზაზე, შეჰყავთ 12 საათის ინტერვალით.
აღდგენა ინტრავენური შეყვანისთვის:
ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მოსამზადებლად მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 300-500 მლ 5% დექსტროზის ხსნარში და შეიყვანება ინტრავენურად 60-80 წვეთი/წთ პერფუზიის სიჩქარით.
ბავშვებში ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი პრეპარატის დოზა იხსნება 30-100 მლ 5-10% დექსტროზის ხსნარში.
ინტრამუსკულური (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელია):
მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით სადღეღამისო დოზა არის 25,000-30,000 ერთეული/კგ/დღეში დაყოფილი 3-4 დოზაზე, რომელიც შეჰყავთ ყოველ 6-8 საათში ერთხელ.
1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში თირკმლების ნორმალური ფუნქციით, საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 40,000 ერთეულამდე/კგ/დღეში, რომელიც იყოფა 4 დოზად და შეიყვანება 6 საათის ინტერვალით.
აღდგენა ინტრამუსკულური შეყვანისთვის
ინტრამუსკულური ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ პროკაინის 1% ხსნარში, საინექციო წყალში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ინტრამუსკულური შეყვანა ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ინექციის ადგილებში ძლიერი ტკივილის გამო, განსაკუთრებით ბავშვებში. ტკივილი შეიძლება იყოს დაუყოვნებელი ან დაგვიანებული. დაუყოვნებელი ტიპის თავიდან აცილება შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების არსებობით პრეპარატის ხსნარში. დაგვიანებულ ტიპს ინექციიდან დაახლოებით 1 საათში განვითარების ტენდენცია აქვს და მისი პრევენცია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების არსებობით შეუძლებელია.
პოლიმიქსინი B რომფარმი უნდა იქნას შეყვანილი ღრმად შედარებით დიდი კუნთის სხეულში, მაგალითად, დუნდულის ზედა გარე კვადრანტში ან ბარძაყის ლატერალურ ნაწილში. რადიალური ნერვის დაზიანების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად ინექციები არ უნდა გაკეთდეს მკლავის ქვედა და შუა მესამედში. უნდა იქნას დაცული ასპირაცია და ინექციის ადგილის სათანადო ანატომიური შერჩევა, როგორც სიფრთხილის ზომა სისხლძარღვში ან მთავარ ნერვში უნებლიე ინექციის საწინააღმდეგოდ.
ინტრათეკალური შეყვანა (Pseudomonas aeruginosa–ს მიერ გამოწვეული მენინგიტის არჩევითი თერაპია):
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 50,000 ერთეული დღეში ერთხელ 3 ან 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 50,000 ერთეული ორ დრეში ერთხელ ცერებროსპინალური სითხის ბაქტერიოლოგიური დათესვის შემდეგ უარყოფითი პასუხის მიღებიდან და გლუკოზას რაოდენობის ნორმალიზებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 20,000 ერთეული დღეში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში ან 25,000 ერთეული ორ დღეში ერთხელ. შემდეგ, 25,000 ერთეული დოზით დღეგამოშვებით, ცერებროსპინალური სითხის ბაქტერიოლოგიური დათესვის შემდეგ უარყოფითი პასუხის მიღებიდან და გლუკოზას რაოდენობის ნორმალიზაციიდან კიდევ 2 კვირის განმავლობაში.
აღდგენა ინტრათეკალური შეყვანისას:
შეყვანამდე ერთი ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (აღდგენილი ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს პოლიმიქსინი B სულფატის 50,000 ერთ/მლ). კარგად შეანჯღრიეთ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში დოზა უნდა შემცირდეს. დოზირების რეკომენდაციები პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არ არსებობს.
შეიძლება მოხდეს ხანდაზმული პაციენტების (≥ 65 წლის) თირკმლის სტატუსის დარღვევა, ამიტომ რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება მკურნალობამდე და რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში დოზირების მითითების გასაცემად ასეთ პაციენტებში.
პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით პრეპარატის დოზა მცირდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად:
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20-50 მლ/წთ უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 75-100% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის;
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 5-20 მლ/წთ უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 50% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის;
პაციენტებში 5 მლ/წთ–ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით უნდა იქნას შეყვანილი თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს გამოყენებული დოზის 15% 12–საათიანი ინტერვალით დოზებს შორის.
გამოყენების მეთოდი:
ინტრავენური, ინტრამუსკულური ან ინტრათეკალური.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პოლიმიქსინების, პოლიმიქსინი B სულფატის ჩათვლით, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში ”შემადგენლობა”.
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები.
არასასურველი ეფექტები:
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია, ნერვკუნთოვანი ბლოკადა; ინტრათეკალური შეყვანისას - მენინგეალური სიმპტომები (სახის სიწითლე, თავის ტკივილი, ცხელება, კისრის რიგიდულობა, უჯრედებისა და ცილების რაოდენობის მომატება ცერებროსპინალურ სითხეში).
დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ალბუმინურია, ცილინდრურია, აზოტემია, პროტეინურია, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი.
რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის დამბლა, აპნოე.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიულ მიდამოში, გულისრევა, მადის დაკარგვა, ფსევდომემბრანული კოლიტი.
დარღვევები თვალის მხრივ: მხედველობის დაქვეითება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ეოზინოფილია.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე: ფლებიტი, პერიფლებიტი, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის ადგილებში.
ინფექციები და ინფესტაციები: სუპერინფექცია კანდიდოზი
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება:
სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციების დროს (Enterobacter spp., Pseudomonas aeruginosa და ა.შ.) სამკურნალო პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პათოგენი რეზისტენტულია სხვა ნაკლებად ტოქსიკური ანტიმიკრობული სამკურნალო საშუალებების მიმართ.
გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი ყოველ 2 დღეში.
პოლიმიქსინი B რომფარმის ინტრამუსკულური, ინტრავენური და/ან ინტრათეკალური შეყვანა უნდა შემოიფარგლოს ჰოსპიტალიზირებული პაციენტებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი კლინიკური მეთვალყურეობა.
ინექციის ადგილზე ძლიერი ტკივილის გამო, რუტინული ინტრამუსკულური დოზირება არ არის რეკომენდებული, ამიტომ კუნთში ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად რეკომენდებულია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (1%-იანი პროკაინის ხსნარი) გამოყენება. პროკაინის ხსნარის გამხსნელად გამოყენებისას გასათვალისწინებელია მისი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული უკუჩვენებები.
Clostridium difficile-ით გამოწვეული ფსევდომემბრანოზული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ; ის ვლინდება დიარეით, ლეიკოციტოზით, ცხელებით, მუცლის ტკივილით (ზოგჯერ თან ახლავს განავლით სისხლისა და ლორწოს გამოყოფა).
თუ ეს მოვლენები მსუბუქ შემთხვევებში განვითარდა, საკმარისია მკურნალობის შეწყვეტა და იონგაცვლითი ფისების გამოყენება (ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი). მძიმე შემთხვევებში უნდა განიხილებოდეს მართვა სითხეებით და ელექტროლიტებით, ცილოვანი დანამატებით და მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებით, რომელიც კლინიკურად ეფექტურია C. difficile–ს წინააღმდეგ (ვანკომიცინი ან მეტრონიდაზოლი).
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავს ნაწლავის მოძრაობას.
პოლიმიქსინი B–ს გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის (ნეფროტოქსიკურობა) და ნერვული სისტემის (ნეიროტოქსიკურობა) დაქვეითებას, რომელთა რისკი უფრო მაღალია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში და/ან ნეიროტოქსიკური და/ან ნეფროტოქსიკური თვისებების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას.
პოლიმიქსინი B უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი ”დოზირება და მიღების მეთოდი”).
თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ნეირო- და ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანების გამოყენების უნარზე:
ნეიროტოქსიკურობა, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა, დაბნეულობა ან მხედველობის დარღვევები, დაფიქსირდა პოლიმიქსინი В-ს პარენტერალური შეყვანის შემდეგ. თუ ეს ეფექტები განვითარდა, პაციენტები უნდა გააფრთხილონ ავტომობილის მართვისგან ან მანქანებთან მუშაობისგან თავის არიდების თაობაზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ორსულ ქალებში პოლიმიქსინი B სულფატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პოლიმიქსინი B რომფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის არ სჭარბობს ნებისმიერ შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.
ასევე არ არსებობს კვლევები ცხოველებზე პოლიმიქსინი B სულფატის ემბრიოტოქსიკურობის და/ან ტერატოგენობის მხრივ.
ძუძუთი კვება
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პოლიმიქსინი B სულფატი დედის რძეში ან ცხოველის რძეში. პრეპარატის უცნობი ეფექტის შესაძლებლობის გამო ახალშობილებზე, რომლებსაც კვებავენ დედები, რომლებიც იღებენ პოლიმიქსინი B სულფატს, მიიღება გადაწყვეტილება ან ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის პოლიმიქსინი B რომფარმის წამლისმიერი მკურნალობის მნიშვნელობის და ჩვილისთვის შესაძლო რისკის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
თავიდან უნდა იქნას აცილებული პოლიმიქსინის არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენება რესპირატორული კუნთების პარალიზების საფრთხის გამო.
სხვა ნეფროტოქსიკური, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდების (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ოტოტოქსიკურობისა და ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი, ასევე ნეირომუსკულური ტრანსმისიის ბლოკადა და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული. ასევე სავარაუდოა ამფოტერიცინი B-ს ნეფროტოქსკიურობის ზრდა.
აღინიშნა მოქმედების სინერგიზმი ქლორამფენიკოლის, კარბენიცილინის, ტეტრაციკლინის, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის ერთდროული გამოყენებისას Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp. წინააღმდეგ; და ამპიცილინთან გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობის წინააღმდეგ.
არ არის რეკომენდებული ერთსა და იმავე შპრიცში ან საინფუზიო კონტეინერში ამპიცილინის ნატრიუმის მარილის, ქლორამფენიკოლის, ცეფალოსპორინების, ჰეპარინის, ტეტრაციკლინის და ამინომჟავების ხსნარის შერევა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დაფიქსირებულია პოლიმიქსინით გამოწვეული ტოქსიკურობა, რომელიც ასოცირდება დოზის გადაჭარბებასთან. პოლიმიქსინის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ნეირომუსკულური ბლოკადა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აპნოე, კუნთების სისუსტე, ვერტიგო, სახის გარდამავალი პარესთეზია, გაურკვეველი მეტყველება, ვაზომოტორული არასტაბილურობა, მხედველობის დარღვევა, დაბნეულობა, ფსიქოზი და სუნთქვის შესაძლო გაჩერება. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომელიც ხასიათდება შარდის გამოყოფის შემცირებით და სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდით შრატში.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი პოლიმიქსინი B სულფატის ჭარბი დოზირებისთვის. პოლიმიქსინი B სულფატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
ინტრავენურად შეყვანილი მანიტოლით სწრაფმა დიურეზმა შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის გაძლიერებას და ამით შეამციროს შრატში წამლის დონე. ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი შეიძლება დაეხმაროს თირკმლების გართულებების მართვას.
სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მოხმარების დროს:
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა:
თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს.
კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა:
I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონები, დახურული ნაცრისფერი ბრომბუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით თეთრი პლასტმასის დისკით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
ვარგისობის ვადა:
2 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის სახელი და მისამართი:
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street, no. 1A, Otopeni, Ilfov County, 075100, Romania
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს რომფარმ კომპანი ჯორჯია
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


