პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

პოლეზინი

Pollezin®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტის (მათ შორის პერსისტირებადი ალერგიული რინიტის) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE09
რეგისტრაციის ნომერი
რ-040945
რეგისტრირებულია
2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპოლეზინი და სხვა წამალი ერთად

პოლეზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტის (მათ შორის პერსისტირებადი ალერგიული რინიტის) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)

ყოველდღიური რეკომენდებული დოზა - 5 მგ (1 ტაბლეტი).

6-დან 12 წლამდე ბავშვები

2-დან 6 წლამდე ბავშვები

2-დან 6 წლამდე ბავშვებში პოლეზინის® ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება, ვინაიდან ტაბლეტების მეშვეობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საჭირო დოზის შერჩევა შეუძლებელია. პაციენტთა ამ ჯგუფში უნდა დაინიშნოს ლევოცეტირიზინის პედიატრიული ფორმულირება (წვეთები).

ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები

ლევოცეტირიზინის დანიშვნა ჩვილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის მონაცემთა არარსებობის გამო.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტების თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (ქვევით იხ. ქვეთავი "პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით").

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

შეყვანის პერიოდულობის დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თირკმელების ფუნქციის შესაბამისად გორგლისებრი ფილტრაციის გაანგარიშების სიჩქარის საფუძველზე (გფგს).

დოზების კორექტირება პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით:

ჯგუფი

გფგს (მლ/წთ)

დოზა და მიღების სიხშირე

თირკმელების ნორმალური ფუნქცია

≥90

1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ

თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა

60 - <90

1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ

თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევა

30 - <60

1 ტაბლეტი დღეგამოშვებით

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (ჰემოდიალიზის ჩატარება აუცილებელი არ არის)

15 - <30

1 ტაბლეტი ყოველ 3 დღეში

თირკმელების დაავადების ბოლო სტადია - საჭიროა ჰემოდიალიზი

<15

უკუნაჩვენებია

ბავშვები და მოზარდები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის თირკმლისმიერი კლირენსის და სხეულის წონის გათვალისწინებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვების შესახებ სპეციფიკური მონაცემები არ არსებობს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში ღვიძლის ფუქბციის იზოლირებული დარღვევით დოზის რაიმე ცვლილება საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის ერთდროული დარღვევით რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (ზევით იხ. თავი "პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით").

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

პერიოდული ალერგიული რინიტის (სიმპტომების ხანგრძლივობით <4 დღე კვირაში ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით) მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე, დაავადების ხანგრძლივობაზე და სიმპტომების მიმდინარეობასა და ანამნეზზე.

პერსისტირებადი ალერგიული რინიტის (სიმპტომების ხანგრძლივობით >4 დღე კვირაში ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით) სამკურნალოდ პაციენტისთვის შეიძლება რეკომენდებული იქნას ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენების ექსპოზიციის პერიოდით. არსებობს ლევოცეტირიზინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში. არსებობს რაცეტამის ცეტირიზინის გამოყენების გამოცდილება ერთ წლამდე ხანგრძლივობით ქრონიკული ჭინჭრის ციების და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს.

გამოყენების წესი

შიგნით.

ჩაიყლაპება მთლიანად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად; მათი მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. სადღეღამისო დოზის მიღება რეკომენდებულია ერთ მიღებაზე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ლევოცეტირიზინის, ცეტირიზინის, ჰიდროქსაზინის და პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია თავში 6.1.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (გფგს 15 მლ/წთ-ზე ნაკლები, რაც საჭიროებს ჰემოდიალიზის ჩატარებას).
  • პოლეზინის® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით - გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზის სრული დეფიციტით და გლუკოზო/გალაქტოზური მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშულაბა არ უნდა მიიღონ.

სიფრთხილის ზომები

ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე (იხ. თავი 4.5).

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა შარდის შეკავების მიმართ მიდრეკილების ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ზურგის ტვინის ტრავმები ან წინამდებარე ჯირმკვლის ჰიპერპლაზია), ვინაიდან ლევოცეტირინს შეუძლია შარდის შეკავების რისკის გაზრდა.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფებში ეპილეფსიით და კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პირებში, ვინაიდან ლევოცეტორიზინი ზრდის კრუნჩხვით მზადყოფნას.

ანტიჰისტამინური პრეპარატები ანელებენ კანის რეაქციას კანის ალერგიის ტესტის ჩატარებისას, ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, სულ მცირე, 3 დღით ადრე კანის ალერგიის ტესტის ჩატარებამდე.

კანის ქავილი შეიძლება წარმოიქმნას ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ მაშინაც კი, თუ მკურნალობის დასაწყისში ასეთი სიმპტომები არ იყო. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები სპონტანურად ლაგდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე და საჭიროებდნენ მკურნალობას. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ლაგდება მკურნალობის განახლებისას.

პოლეზინის® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, მათ შორის გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზის სრული დეფიციტით და გლუკოზო/გალაქტოზური მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშულაბა არ უნდა მიიღონ.

ბავშვები

პრეპარატის პოლეზინი® ტაბლეტები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ტაბლეტები არ იძლევა დოზის შესაბამისად დაზუსტების საშუალებას. პაციენტთა ამ ჯგუფში უნდა დაინიშნოს ლევოცეტირიზინის პედიატრიული ფორმა (წვეთები).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოცეტირიზინის სხვა პრეპარატებთან (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა.

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტიპირინთან, აზითრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან, კეტოკონაზოლთან და ფსევდოეფედრინთან.

ცეტირიზინის კლირენსის უმნიშვნელო შემცირება (16%) აღინიშნა თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) და ცეტორიზინის სხვადასხვა დოზებით მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. ამასთანავე თეოფილინის გამოყოფა არ შეცვლილა ცეტირიზინინთან ერთად შეყვანისას.

კვლევაში რიტონავირის (600 მგ დღეში ორჯერ) და ცეტირიზინის (10 მგ/დღე) განმეორებითი დოზებით ნაჩვენები იყო, რომ ცეტირიზინის ექსპოზიცია იზრდება დაახლოებით 40%-ით, ხოლო რიტონავირის დისპოზიცია იცვლებოდა უმნიშვნელოდ (-11%) ცეტირიზინთან ერთად გამოყენებისას.

საკვების თანდასწრებით ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხის არ ქვეითდება, მაგრამ შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლთან ან ცნს-ს დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფსიქიკური სიფხიზლის და შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ლევოცეტირიზინის კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია ან არარსებობს (ორსულობის 300-ზე ნაკლები დასასრული ორსულობის დროს ლევოცეტირიზინის გამოყენებისას). ამადროულად დაგროვებულია მონაცემთა საკმარისი რაოდენობა (1000-ზე მეტი ორსულობის დასასრული) ცეტირიზინის და ლევოცეტირიზინის რაცემატის შესახებ, რომელთა თანახმად არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების ანომალიები, ასევე ტოქსიკურობა ნაყოფისა და ახალშობილისთვის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან განპირობებული მავნე ეფექტი ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. თავი 5.3.). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

საჭიროებისას ამ პრეპარატის ორსულ ქალებში დანიშვნა შეიძლება.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ ცეტირიზინი - ლევოცეტირიზინის რაცემატი - გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ამგვარად, სავარაუდოა, რომ ლევოცეტირიზინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ახალშობილებში, რომელთა დედები ლაქტაციის დროს იღებდნენ ლევოცეტირიზინს, გამოვლინდა ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატის დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ლევოცეტირიზინის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს ფსიქიკური სიფხიზლის დონის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღვევის ნიშნები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზების მიღების შემდეგ. თუმცა ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება განიცადოს ძილიანობა, დაღლილობა ან ასთენია ლევოცეტირიზინის მიღების დროს. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა გაითვალისწინონ თავისი რეაქცია პრეპარატზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კლინიკური კვლევების მონაცემები

მოზრდილები და 12 წლიდან და უფროსი მოზარდები

თერაპიულ კლინიკურ კვლევებში 12-დან 71 წლამდე ასაკის მამაკაცების და ქალების მონაწილეობით, სულ მცირე ერთი გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა პაციენტების 15,1%-ს, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს, და 11,3%-ს პლაცებოს ჯგუფში. ამ რეაქციების 91,6% იყო სუსტი ან ზომიერი.

თერაპიულ კლინიკურ კვლევებში კვლევიდან გათიშვის სიხშირემ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს, შეადგინა 1,0% (9/935), ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 1,8% (14/771).

არასასურველი რეაქციების შეჯამება

5 მგ/დღე დოზით ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 935 პაციენტმა. ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე მოიყვანება შემდეგი გვერდითი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

გვერდითი რეაქცია

(WHOART)

პლაცებო

(n=771)

ლევოცეტირიზინი

(n=935)

თავის ტკივილი

25 (3,2%)

24 (2,6%)

ძილიანობა

11 (1,4%)

49 (5,2%)

სიმშრალე პირში

12 (1,6%)

24 (2,8%)

დაღლილობა

9 (1,2%)

23 (2,5%)

ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების გარდა, არახშირად (≥1/1000 - <1/100) აღინიშნა ასთენია და ტკივილი მუცელში.

სედაციური არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს (8,1%), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (3,1%).

ბავშვები

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 6-11 თვიდან (1 წლამდე) 6 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით 159 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ/დღე ან 1,25 მგ ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს ან პლაცებოს, აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

ტერმინი ორგანოთა კლასების სისტემით

პლაცებო

(n=83)

ლევოცეტირიზინი

(n=159)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა

0

3 (1,9%)

გულისრევა

1 (1,2%)

1 (0,6%)

ყაბზობა

0

2 (1,3%)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძილიანობა

2 (2,4%)

3 (1,9%)

ფსიქიკის დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1,3%)

ჩატარდა ორმაგი ბრმა კვლევები 6-დან 12 წლამდე ასაკის 243 ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს 1 კვირიდან ან ნაკლები 13 კვირამდე დროის სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში. ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს ან პლაცებოს, აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

ტერმინი ორგანოთა კლასების სისტემით

პლაცებო

(n=240)

ლევოცეტირიზინი

(n=243)

თავის ტკივილი

5 (2,1%)

2 (0,8%)

ძილიანობა

1 (0,4%)

7 (2,9%)

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში გამოყენების გამოცდილება

არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და არასასურველი რეაქციების კლასიფიცირება სისტემურ-ორგანული კლასიფიცირების და მათი წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ტარდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ქვევით მოცემული გვერდითი რეაქციების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის მომატება.

ფსიქიკის დარღვევები

აგრესია, აჟიტირება, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები, კოშმარული სიზმრები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კონვულსიები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გულყრა, ტრემორი, გემოს აღქმის დარღვევა (დისგევზია).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა, მხედველობითი გამოსახულებების დაბინდვა, ოკულოგირია.

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო.

დარღვევები გულის მხრივ

ძლიერი გულისცემა, ტაქიკარდია.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის და გულსაყრის ორგანოების მხრივ

ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება, გულისრევა, დიარეა.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

დიზურია, შარდის შეკავება.

ზოგადი დარღვევები და აშლილობები შეყვანის ადგილას

შეშუპებები.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერილობა

ლევოცეტირიზინის მოხსნის შემდეგ იყო შეტყობინებები კანის ინტენსიური ქავილის განვითარების შესახებ.

შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპერატის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის თანამშრომლებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეატყობინონ ინსტრუქციის ბოლოში მითითებულ კონტაქტებს, ასევე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზამ მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ბავშვები

ბავშვებში ჭარბი დოზა თავიდან იწვევს აგზნებას და შფოთვას, რომლებიც ძილიანობით იცვლება.

მკურნალობა

ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. პრეპარატის შიგნით მიღებიდან ხანმოკლე დროის განმავლობაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზის მეშვეობით ლევოცეტირიზინის ეფექტურად გამოყოფა შეუძლებელია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს (რაც შეესაბამება 4,21 მგ ლევოცეტირიზინს).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 38,95 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. თავში 6.1.

  • წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

თეთრი ან თითქმის თეთრი, ზომიერად ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, უსუნო ან თითქმის უსუნო. გრავირება: ტაბლეტის ერთ მხარეს სტილიზებულია ასობგერა E, მეორე მხარეს - ნომერი 281.

შენახვის პირობები

5 წელი.

პოლეზინის® ტაბლეტების გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება!

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

  • 5. შეფუთვა და გამოშვების ფორმა

7 ან 10 შემოგარსული ტაბლეტი კომბინირებული ფირფიტის "cold" (პოლიამიდი/ალუმინის ფოლგა/პვქ)/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1, 2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით, 1 ან 2 ბლისტერი 7 ტაბლეტით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ზოგიერთი ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს სავაჭრო ბრუნვაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური პრეპარატები, პიპერაზინის წარმოებულები.

ათქ კოდი: R06AE09

მოქმედების მექანიზმი

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანთიომერი, პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერი შერჩევითი ანტაგონისტია.

შეერთების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი ძალიან ჰგავს ადამიანის H1-რეცეპტორებს (Ki = 3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინის აფინურობა 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ცეტირიზინის (Ki = 6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოციირდება H1-რეცეპტორებთან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წუთი. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, 4 საათში ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს, ხოლო 24 საათში - 57%.

ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოდინამიკის კვლევებმა აჩვენა, რომ ნახევარი დოზისას ლევოცეტირიზინის აქტივობა როგორც კანზე, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანისას, ცეტირიზინის აქტივობის ტოლია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობის შესწავლა ხდებოდა რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში.

კვლევამ, რომელშიც ადარებდნენ ჰისტამინზე ანთებით-ექსუდაციური რეაქციის (კანის შეშუპების და სიწითლის განვითარება) დათრგუნვას 5 მგ დოზით ლევოცეტირიზინის ეფექტს 5 მგ დეზლორატადინის და პლაცებოს ეფექტთან, აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი იწვევს ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის სტატისტიკურად დამტკიცებულ უფრო სრულ დათრგუნვას, რომელიც უფრო ნათელი იყო პირველი 12 საათის განმავლობაში და გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში (p<0,001) პლაცებოსთან და დეზლორატადინთან შედარებით.

ალერგენების შემცველ კამერაში ჩატარებული პლაცებო კონტროლირებად კვლევებში, 5 მგ ლევოცეტირიზინის მცენარეების მტვერის შესუნთქვით გამოწვეული ალერგიის სიმპტომების კონტროლის ეფექტი აღინიშნებოდა პრეპარატის მიღების შემდეგ 1 საათში.

in vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერებში და უჯრედის ფენის მეთოდით) აჩვენეს, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიუმში მიგრაციას კანის და ფილტვების უჯრედების გავლით.

ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტებმა პლაცებოს კონტროლით in vivo (კანის კამერის მეთოდი) 14 მოზრდილ პაციენტში გამოავლინეს, რომ პლაცებოსთან შედარებით 5 მგ ლევოცეტირიზინი იწვევს სამ ძირითად ინჰიბიტორულ ეფექტს მცენარის მტვერზე რეაქციის პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM-1 (სისხლძარღვების ენდოთელიუმის ადგეზიის 1-ლი ტიპის მოლეკულები) გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვების გამტარობის მოდულირება და ეოზინოფილური ფილტრაციის შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლევოცეტირიზინის ეფექყურობა და უსაფრთხოება ნაჩვენები იყო რამდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ სეზონური ალერგიული რინიტი ან წლიური ალერგიული რინიტი.

6-თვიან კლინკურ კვლევაში 551 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით (მათ შორის 276 პაციეტი, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს), რომლებსაც აწუხებდათ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში არანაკლებ 4 დღე ზედიზედ არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში) და სახლის მტვრის ტკიპების და ბალახების მტვრის მიმართ მგრძნობელობა, ნაჩვენებია იყო, რომ 5 მგ დოზით ლევოცეტირიზინსგააჩნდა კლინიკურად და სტატისტიკურად დამტკიცებული უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო მაჩვენებლის მიმართ მთელი კვლევის განმავლობაში ტაქიფილაქსიის სიმპტომების გარეშე. მთელი კვლევის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 166 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, 85 ადამიანი იღებდა პლაცებოს და 81 - 5 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინი დამაჯერებლად ამცირებდა ქავილს როგორც პირველ კვირას, ასევე მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა ხდებოდა როგორც ჭონჭრის ციების სხვა ფორმების მოდელის. ვინაიდან ჰისტამინის გამოთავისუფლება წარმოადგენს ჭინჭრის ციების განვითარების მიზეზობრივ ფაქტორს, მოსალოდნელი იყო, რომ ლევოცეტირიზინი შეამსუბუქებდა არა მხოლოდ იდიოპათიური ჭინჭრის ციების, არამედ მისი სხვა ფორმების სიმპტომებსაც.

ეკგ-ამ არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის ზეგავლენა QT ინტერვალზე.

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინის ტაბლეტების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესწავლა ხდებოდა ორ პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 6-12 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ სეზონური ან პერსისტირებადი ალერგიული რინიტი. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინი დამაჯერებლად აუმჯობესებდა სიმპტომებს და ზრდიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხს.

6 წლამდე ბავშვებში კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი იყო რამდენიმე მოკლევადიანი ან ხანგრძლივი თერაპიული კვლევის საფუძველზე:

ერთ კლინიკურ კვლევაში 2-დან 6 წლამდე ასაკის 29 ბავშვი ალერგიული რინიტით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში.

ერთ კლინიკურ კვლევაში 1-დან 5 წლამდე ასაკის 114 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთ კლინიკურ კვლევაში 6-დან 11 თვემდე ასაკის 45 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთ 18 თვის ხანგრძლივობის გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდა ჩართვის მომენტში 12-დან 24 თვემდე ასაკის 255 პაციენტი ატოპიით, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ლევოცეტირიზინით.

უსაფრთხოების პროფილი იყო იგივენაირი, როგორც მოკლევადიან კვლევებში 1-დან 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ერთი ენანთიომერის და ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პროფილები ერთნაირია. შეწოვის ან გამოყოფის დროს ქირალური ინვერსია არ ხდება.

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი სწრაფად და მნიშვნელოვანი ხარისხით შეიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0,9 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორ დღეში. ჩვეულებრივი პიკური კონცენტრაციები ერთჯერადი და მრავალჯერადი (5 მგ ყოველდღე) მიღების შემდეგ შეადგენენ შესაბამისად 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ არის დამოკიდებული საკვებზე, მაგრამ საკვების მიღების შემთხვევაში პიკური კონცენტრაცია მცირდება და უფრო გვიან დგება.

განაწილება

ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების და ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ლევოცეტირიზინი 90%-ით უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, ვინაიდან განაწილების მოცულობა 0,4 ლ/კგ-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმირება

ადამიანში ლევოცეტირიზინის შეყვანილი დოზის 14%-ზე ნაკლები ბიოტრანსფორმირებას ექვემდებარება, რის გამოც ითვლება, რომ გენეტიკურ პოლიმორფიზმთან ან ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული განსხვავებები უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმის გზებს მიეკუთვნება არომატული რგოლის დაჟანგვა, N- და O-დეალკილირება, კონიუგაცია ტაურინთან. დეალკილირება ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით, ხოლო არომატული რგოლის დაჟანგვაში მონაწილეობას იღებს ბევრი და/ან CYP-ის არაიდენტიფიცირებული იზოფორმები. ლევოცეტირიზინი არ მოქმედებს CYP 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 3A4 იზოფერმენტების აქტივობაზე კონცენტრაციებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება შიგნით 5 მგ-ს მიღების შემდეგ მიღწევად პიკურ კონცენტრაციებს.

დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის შესაძლო დათრგუნვის არარსებობის წყალობით, ლევოცეტირიზინის სხვა ნივთიერებებთან (და ლევოცეტირიზინიან სხვა ნივთიერებებთან) უერთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი უდრის 7,9 ± 1,9 საათს. მთელი როგანიზმიდან საშუალო ხილვადი კლირენსი შეადგენს 0,63 მლ/წთ 1 კგ-ზე. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმელები; ვინაიდან გამოიყოფა დოზის საშუალოდ 85,4%. ნაწლავიდან გამოყოფა შეადგენს დოხის მხოლოდ 12,9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლისებრი ფილტრაციის, ასევე აქტიური არხისმიერი სეკრეზიის მეშვეობით.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, არ არის დამოკიდებული დოზაზე და დროზე და სხვადასხვა გამოკვლეულში მცირე განსხვავებები აქვს.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

მთელი ორგანიზმიდან ლევოცეტირიზინის მოჩვენებითი კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევით რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის მიღებებს შორის ინტერვალების დაზუსტება (იხ. თავი 4.2.). თირკმელების დაავადებების ანურიის სტადიაში მთელი როგანიზმიდან საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ჯანმრთელ გამოცდილებს შორის. 4-საათიანი ჰემოდიალიზის სტანდარტული პროცედურისას გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევით (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან ბილიარული ციროზი), რომლებსაც მიღებული აქვთ ერთჯერადი დოზა 10 მგ ან 20 მგ ცეტირიზინის რაცემიული ნაერთი, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკის კვლევის მონაცემებმა 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში სხეულის წონით 20-დან 40 კგ-მდე 5 მგ ერთჯერადი პერორალური მიღებისას აჩვენა, რომ Cmax და AUC მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ აღემატება იგივეს მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანებში. Cmax საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 450 ნგ/მლ, Tmax საშუალოდ - 1,2 სთ, საერთო კლირენსი სხეულის წონის გათვალისწინებით იყო 30%-ით მეტი, ხოლო T1/2 24%-ით ხანმოკლე ბავშვებში, ვიდრე შესაბამისი მაჩვენებლები მოზრდილებში. რეტროსპექტიული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩაუტარდა 323 პაციენტს (1-დან 5 წლამდე ასაკის 181 ბავშვი, 6-დან 11 წლამდე ასაკის 18 ბავშვი და 18-დან 55 წლამდე ასაკის 124 მოზრდილი), რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინის ერთ ან რამდენიმე დოზას 1,25 მგ-დან 30 მგ-მდე. ანალიზის მიმდინარეობისას მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1,25 მგ დოზით საშუალების მიღება იწვევს კონცენტრაციას პლაზმაში, რომელიც ასეთს შეესაბამება მოზრდილებში 5 მგ პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის მონაცემები შეზღუდულია. 30 მგ ლევოცეტირიზინის განმეორებით მიღებისას 1-ხელ დღეში 6 დღის განმავლობაში 9 ხანდაზმული (65-დან 74 წლის ასაკის) პაციენტის საერთო კლირენსი იყო დაახლოებით 33%-ით ნაკლები, ვიდრე ასეთი უფრო ახალგაზრდა მოზრდილებში. ნაჩვენები იყო, რომ ცეტირიზინის რაცემატის განაწილება უფრო დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციაზე, ვიდრე ასაკზე. ეს მტკიცებულება ასევე გამოსადეგია ლევოცეტირიზინის მიმართ, ვინაიდან ორივე საშუალება - ლევოცეტირიზინი და ცეტირიზინი - უპირატესად გამპიყოფა შარდით. ამიტომ ხანდაზმულ პაციენტებში ლევოცეტირიზნის დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმელების ფუნქციის მიხედვით.

მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტები

77 პაციენტის (40 მამაკაცი და 37 ქალი) მონაწილეობით კვლევის ფარმაკოკინეტიკური შედეგების ანალიზი გაკეთდა პრეპარატის ეფექტურობაზე სქესის შესაძლო ზეგავლენის თვალსაზრისით. ქალებში ნახევარსიცოცხლის დრო იყო უფრო მოკლე, ვიდრე მამაკაცებში (7,08 ± 1,72 სთ და 8,62 ± 1,84 სთ შესაბამისად), მაგრამ სხეულის წონის მიხედვით დაკორექტირებული პერორალური კლირენსი ქალებში და მამაკაცებში შედარებადია (0,67 ± 0,16 მლ/წთ/კგ და 0,59 ± 0,12 მლ/წთ/კგ). მამაკაცებსა და ქალებში სადღეღამისო დოზები და დოზებს შორის ინტერვალები ერთნაირია.

ეთნიკური კუთვნილება

ეთნიკური კუთვნილების ზეგავლენა ლევოცეტირიზინზე შესწავლილი არ არის. ვინაიდან ლევოცეტირიზინი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, და ცნობილია, რომ კრეატინინის კლირენსის თვალსაზრისით ეთნიკური განსხვავებები არ არსებობს, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანებში ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის განსხვავებები მოსალოდნელი არ არის. ცეტირიზინის რაცემატისთვის ასეთი განსახვავებები გამოვლენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკური ფარმაკოდინამიკური კავშირი:

ლევოცეტირიზინის მოქმედება ჰისტამინით გამოწვეულ კანის რეაქციებზე ფაზის მიხედვით არ ემთხვევა კონცენტრაციას პლაზმაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)

  • სამკურნალო პრეპარატის დასახელება

პოლეზინი® შემოგარსული ტაბლეტები 5 მგ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ლევოცეტირიზინი (levocetirizin)

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს (რაც შეესაბამება 4,21 მგ ლევოცეტირიზინს).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 38,95 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. თავში 6.1.

  • წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

თეთრი ან თითქმის თეთრი, ზომიერად ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, უსუნო ან თითქმის უსუნო. გრავირება: ტაბლეტის ერთ მხარეს სტილიზებულია ასობგერა E, მეორე მხარეს - ნომერი 281.

  • კლინიკური მონაცემები
  • 1. სამედიცინო გამოყენების ჩვენებები

ალერგიული რინიტის (მათ შორის პერსისტირებადი ალერგიული რინიტის) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში.

  • 2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)

ყოველდღიური რეკომენდებული დოზა - 5 მგ (1 ტაბლეტი).

6-დან 12 წლამდე ბავშვები

ყოველდღიური რეკომენდებული დოზა - 5 მგ (1 ტაბლეტი).

2-დან 6 წლამდე ბავშვები

2-დან 6 წლამდე ბავშვებში პოლეზინის® ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება, ვინაიდან ტაბლეტების მეშვეობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საჭირო დოზის შერჩევა შეუძლებელია. პაციენტთა ამ ჯგუფში უნდა დაინიშნოს ლევოცეტირიზინის პედიატრიული ფორმულირება (წვეთები).

ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები

ლევოცეტირიზინის დანიშვნა ჩვილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის მონაცემთა არარსებობის გამო.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტების თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (ქვევით იხ. ქვეთავი "პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით").

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

შეყვანის პერიოდულობის დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თირკმელების ფუნქციის შესაბამისად გორგლისებრი ფილტრაციის გაანგარიშების სიჩქარის საფუძველზე (გფგს).

დოზების კორექტირება პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით:

ჯგუფი

გფგს (მლ/წთ)

დოზა და მიღების სიხშირე

თირკმელების ნორმალური ფუნქცია

≥90

1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ

თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა

60 - <90

1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ

თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევა

30 - <60

1 ტაბლეტი დღეგამოშვებით

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (ჰემოდიალიზის ჩატარება აუცილებელი არ არის)

15 - <30

1 ტაბლეტი ყოველ 3 დღეში

თირკმელების დაავადების ბოლო სტადია - საჭიროა ჰემოდიალიზი

<15

უკუნაჩვენებია

ბავშვები და მოზარდები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის თირკმლისმიერი კლირენსის და სხეულის წონის გათვალისწინებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვების შესახებ სპეციფიკური მონაცემები არ არსებობს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში ღვიძლის ფუქბციის იზოლირებული დარღვევით დოზის რაიმე ცვლილება საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის ერთდროული დარღვევით რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (ზევით იხ. თავი "პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით").

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

პერიოდული ალერგიული რინიტის (სიმპტომების ხანგრძლივობით <4 დღე კვირაში ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით) მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე, დაავადების ხანგრძლივობაზე და სიმპტომების მიმდინარეობასა და ანამნეზზე.

პერსისტირებადი ალერგიული რინიტის (სიმპტომების ხანგრძლივობით >4 დღე კვირაში ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით) სამკურნალოდ პაციენტისთვის შეიძლება რეკომენდებული იქნას ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენების ექსპოზიციის პერიოდით. არსებობს ლევოცეტირიზინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში. არსებობს რაცეტამის ცეტირიზინის გამოყენების გამოცდილება ერთ წლამდე ხანგრძლივობით ქრონიკული ჭინჭრის ციების და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს.

გამოყენების წესი

შიგნით.

ჩაიყლაპება მთლიანად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად; მათი მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. სადღეღამისო დოზის მიღება რეკომენდებულია ერთ მიღებაზე.

  • 3. უკუჩვენებები
  • ჰიპერმგრძნობელობა ლევოცეტირიზინის, ცეტირიზინის, ჰიდროქსაზინის და პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია თავში 6.1.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (გფგს 15 მლ/წთ-ზე ნაკლები, რაც საჭიროებს ჰემოდიალიზის ჩატარებას).
  • პოლეზინის® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით - გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზის სრული დეფიციტით და გლუკოზო/გალაქტოზური მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშულაბა არ უნდა მიიღონ.
  • 4. სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე (იხ. თავი 4.5).

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა შარდის შეკავების მიმართ მიდრეკილების ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ზურგის ტვინის ტრავმები ან წინამდებარე ჯირმკვლის ჰიპერპლაზია), ვინაიდან ლევოცეტირინს შეუძლია შარდის შეკავების რისკის გაზრდა.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფებში ეპილეფსიით და კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პირებში, ვინაიდან ლევოცეტორიზინი ზრდის კრუნჩხვით მზადყოფნას.

ანტიჰისტამინური პრეპარატები ანელებენ კანის რეაქციას კანის ალერგიის ტესტის ჩატარებისას, ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, სულ მცირე, 3 დღით ადრე კანის ალერგიის ტესტის ჩატარებამდე.

კანის ქავილი შეიძლება წარმოიქმნას ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ მაშინაც კი, თუ მკურნალობის დასაწყისში ასეთი სიმპტომები არ იყო. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები სპონტანურად ლაგდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე და საჭიროებდნენ მკურნალობას. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ლაგდება მკურნალობის განახლებისას.

პოლეზინის® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, მათ შორის გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზის სრული დეფიციტით და გლუკოზო/გალაქტოზური მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშულაბა არ უნდა მიიღონ.

ბავშვები

პრეპარატის პოლეზინი® ტაბლეტები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ტაბლეტები არ იძლევა დოზის შესაბამისად დაზუსტების საშუალებას. პაციენტთა ამ ჯგუფში უნდა დაინიშნოს ლევოცეტირიზინის პედიატრიული ფორმა (წვეთები).

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლევოცეტირიზინის სხვა პრეპარატებთან (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა.

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტიპირინთან, აზითრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან, კეტოკონაზოლთან და ფსევდოეფედრინთან.

ცეტირიზინის კლირენსის უმნიშვნელო შემცირება (16%) აღინიშნა თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) და ცეტორიზინის სხვადასხვა დოზებით მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. ამასთანავე თეოფილინის გამოყოფა არ შეცვლილა ცეტირიზინინთან ერთად შეყვანისას.

კვლევაში რიტონავირის (600 მგ დღეში ორჯერ) და ცეტირიზინის (10 მგ/დღე) განმეორებითი დოზებით ნაჩვენები იყო, რომ ცეტირიზინის ექსპოზიცია იზრდება დაახლოებით 40%-ით, ხოლო რიტონავირის დისპოზიცია იცვლებოდა უმნიშვნელოდ (-11%) ცეტირიზინთან ერთად გამოყენებისას.

საკვების თანდასწრებით ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხის არ ქვეითდება, მაგრამ შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლთან ან ცნს-ს დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფსიქიკური სიფხიზლის და შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს ლევოცეტირიზინის კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია ან არარსებობს (ორსულობის 300-ზე ნაკლები დასასრული ორსულობის დროს ლევოცეტირიზინის გამოყენებისას). ამადროულად დაგროვებულია მონაცემთა საკმარისი რაოდენობა (1000-ზე მეტი ორსულობის დასასრული) ცეტირიზინის და ლევოცეტირიზინის რაცემატის შესახებ, რომელთა თანახმად არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების ანომალიები, ასევე ტოქსიკურობა ნაყოფისა და ახალშობილისთვის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან განპირობებული მავნე ეფექტი ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. თავი 5.3.). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

საჭიროებისას ამ პრეპარატის ორსულ ქალებში დანიშვნა შეიძლება.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ ცეტირიზინი - ლევოცეტირიზინის რაცემატი - გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ამგვარად, სავარაუდოა, რომ ლევოცეტირიზინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ახალშობილებში, რომელთა დედები ლაქტაციის დროს იღებდნენ ლევოცეტირიზინს, გამოვლინდა ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატის დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ლევოცეტირიზინის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

  • 7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს ფსიქიკური სიფხიზლის დონის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღვევის ნიშნები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზების მიღების შემდეგ. თუმცა ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება განიცადოს ძილიანობა, დაღლილობა ან ასთენია ლევოცეტირიზინის მიღების დროს. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა გაითვალისწინონ თავისი რეაქცია პრეპარატზე.

  • 8. არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კლინიკური კვლევების მონაცემები

მოზრდილები და 12 წლიდან და უფროსი მოზარდები

თერაპიულ კლინიკურ კვლევებში 12-დან 71 წლამდე ასაკის მამაკაცების და ქალების მონაწილეობით, სულ მცირე ერთი გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა პაციენტების 15,1%-ს, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს, და 11,3%-ს პლაცებოს ჯგუფში. ამ რეაქციების 91,6% იყო სუსტი ან ზომიერი.

თერაპიულ კლინიკურ კვლევებში კვლევიდან გათიშვის სიხშირემ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს, შეადგინა 1,0% (9/935), ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 1,8% (14/771).

არასასურველი რეაქციების შეჯამება

5 მგ/დღე დოზით ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 935 პაციენტმა. ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე მოიყვანება შემდეგი გვერდითი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

გვერდითი რეაქცია

(WHOART)

პლაცებო

(n=771)

ლევოცეტირიზინი

(n=935)

თავის ტკივილი

25 (3,2%)

24 (2,6%)

ძილიანობა

11 (1,4%)

49 (5,2%)

სიმშრალე პირში

12 (1,6%)

24 (2,8%)

დაღლილობა

9 (1,2%)

23 (2,5%)

ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების გარდა, არახშირად (≥1/1000 - <1/100) აღინიშნა ასთენია და ტკივილი მუცელში.

სედაციური არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს (8,1%), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (3,1%).

ბავშვები

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 6-11 თვიდან (1 წლამდე) 6 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით 159 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ/დღე ან 1,25 მგ ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს ან პლაცებოს, აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

ტერმინი ორგანოთა კლასების სისტემით

პლაცებო

(n=83)

ლევოცეტირიზინი

(n=159)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა

0

3 (1,9%)

გულისრევა

1 (1,2%)

1 (0,6%)

ყაბზობა

0

2 (1,3%)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძილიანობა

2 (2,4%)

3 (1,9%)

ფსიქიკის დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1,3%)

ჩატარდა ორმაგი ბრმა კვლევები 6-დან 12 წლამდე ასაკის 243 ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს 1 კვირიდან ან ნაკლები 13 კვირამდე დროის სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში. ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს ან პლაცებოს, აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე აღემატებოდა 1%-ს:

ტერმინი ორგანოთა კლასების სისტემით

პლაცებო

(n=240)

ლევოცეტირიზინი

(n=243)

თავის ტკივილი

5 (2,1%)

2 (0,8%)

ძილიანობა

1 (0,4%)

7 (2,9%)

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში გამოყენების გამოცდილება

არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და არასასურველი რეაქციების კლასიფიცირება სისტემურ-ორგანული კლასიფიცირების და მათი წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ტარდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ქვევით მოცემული გვერდითი რეაქციების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის მომატება.

ფსიქიკის დარღვევები

აგრესია, აჟიტირება, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები, კოშმარული სიზმრები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კონვულსიები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გულყრა, ტრემორი, გემოს აღქმის დარღვევა (დისგევზია).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა, მხედველობითი გამოსახულებების დაბინდვა, ოკულოგირია.

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო.

დარღვევები გულის მხრივ

ძლიერი გულისცემა, ტაქიკარდია.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის და გულსაყრის ორგანოების მხრივ

ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება, გულისრევა, დიარეა.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

დიზურია, შარდის შეკავება.

ზოგადი დარღვევები და აშლილობები შეყვანის ადგილას

შეშუპებები.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერილობა

ლევოცეტირიზინის მოხსნის შემდეგ იყო შეტყობინებები კანის ინტენსიური ქავილის განვითარების შესახებ.

შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპერატის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის თანამშრომლებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეატყობინონ ინსტრუქციის ბოლოში მითითებულ კონტაქტებს, ასევე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

  • 9. ჭარბი დოზა

სიმპტომები

მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზამ მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ბავშვები

ბავშვებში ჭარბი დოზა თავიდან იწვევს აგზნებას და შფოთვას, რომლებიც ძილიანობით იცვლება.

მკურნალობა

ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. პრეპარატის შიგნით მიღებიდან ხანმოკლე დროის განმავლობაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზის მეშვეობით ლევოცეტირიზინის ეფექტურად გამოყოფა შეუძლებელია.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური პრეპარატები, პიპერაზინის წარმოებულები.

ათქ კოდი: R06AE09

მოქმედების მექანიზმი

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანთიომერი, პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერი შერჩევითი ანტაგონისტია.

შეერთების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი ძალიან ჰგავს ადამიანის H1-რეცეპტორებს (Ki = 3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინის აფინურობა 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ცეტირიზინის (Ki = 6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოციირდება H1-რეცეპტორებთან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წუთი. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, 4 საათში ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს, ხოლო 24 საათში - 57%.

ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოდინამიკის კვლევებმა აჩვენა, რომ ნახევარი დოზისას ლევოცეტირიზინის აქტივობა როგორც კანზე, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანისას, ცეტირიზინის აქტივობის ტოლია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობის შესწავლა ხდებოდა რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში.

კვლევამ, რომელშიც ადარებდნენ ჰისტამინზე ანთებით-ექსუდაციური რეაქციის (კანის შეშუპების და სიწითლის განვითარება) დათრგუნვას 5 მგ დოზით ლევოცეტირიზინის ეფექტს 5 მგ დეზლორატადინის და პლაცებოს ეფექტთან, აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი იწვევს ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის სტატისტიკურად დამტკიცებულ უფრო სრულ დათრგუნვას, რომელიც უფრო ნათელი იყო პირველი 12 საათის განმავლობაში და გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში (p<0,001) პლაცებოსთან და დეზლორატადინთან შედარებით.

ალერგენების შემცველ კამერაში ჩატარებული პლაცებო კონტროლირებად კვლევებში, 5 მგ ლევოცეტირიზინის მცენარეების მტვერის შესუნთქვით გამოწვეული ალერგიის სიმპტომების კონტროლის ეფექტი აღინიშნებოდა პრეპარატის მიღების შემდეგ 1 საათში.

in vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერებში და უჯრედის ფენის მეთოდით) აჩვენეს, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიუმში მიგრაციას კანის და ფილტვების უჯრედების გავლით.

ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტებმა პლაცებოს კონტროლით in vivo (კანის კამერის მეთოდი) 14 მოზრდილ პაციენტში გამოავლინეს, რომ პლაცებოსთან შედარებით 5 მგ ლევოცეტირიზინი იწვევს სამ ძირითად ინჰიბიტორულ ეფექტს მცენარის მტვერზე რეაქციის პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM-1 (სისხლძარღვების ენდოთელიუმის ადგეზიის 1-ლი ტიპის მოლეკულები) გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვების გამტარობის მოდულირება და ეოზინოფილური ფილტრაციის შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლევოცეტირიზინის ეფექყურობა და უსაფრთხოება ნაჩვენები იყო რამდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ სეზონური ალერგიული რინიტი ან წლიური ალერგიული რინიტი.

6-თვიან კლინკურ კვლევაში 551 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით (მათ შორის 276 პაციეტი, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს), რომლებსაც აწუხებდათ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში არანაკლებ 4 დღე ზედიზედ არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში) და სახლის მტვრის ტკიპების და ბალახების მტვრის მიმართ მგრძნობელობა, ნაჩვენებია იყო, რომ 5 მგ დოზით ლევოცეტირიზინსგააჩნდა კლინიკურად და სტატისტიკურად დამტკიცებული უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო მაჩვენებლის მიმართ მთელი კვლევის განმავლობაში ტაქიფილაქსიის სიმპტომების გარეშე. მთელი კვლევის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 166 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, 85 ადამიანი იღებდა პლაცებოს და 81 - 5 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინი დამაჯერებლად ამცირებდა ქავილს როგორც პირველ კვირას, ასევე მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა ხდებოდა როგორც ჭონჭრის ციების სხვა ფორმების მოდელის. ვინაიდან ჰისტამინის გამოთავისუფლება წარმოადგენს ჭინჭრის ციების განვითარების მიზეზობრივ ფაქტორს, მოსალოდნელი იყო, რომ ლევოცეტირიზინი შეამსუბუქებდა არა მხოლოდ იდიოპათიური ჭინჭრის ციების, არამედ მისი სხვა ფორმების სიმპტომებსაც.

ეკგ-ამ არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის ზეგავლენა QT ინტერვალზე.

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინის ტაბლეტების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესწავლა ხდებოდა ორ პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 6-12 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ სეზონური ან პერსისტირებადი ალერგიული რინიტი. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინი დამაჯერებლად აუმჯობესებდა სიმპტომებს და ზრდიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხს.

6 წლამდე ბავშვებში კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი იყო რამდენიმე მოკლევადიანი ან ხანგრძლივი თერაპიული კვლევის საფუძველზე:

ერთ კლინიკურ კვლევაში 2-დან 6 წლამდე ასაკის 29 ბავშვი ალერგიული რინიტით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში.

ერთ კლინიკურ კვლევაში 1-დან 5 წლამდე ასაკის 114 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთ კლინიკურ კვლევაში 6-დან 11 თვემდე ასაკის 45 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა 1,25 მგ ლევოცეტირიზინს დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთ 18 თვის ხანგრძლივობის გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდა ჩართვის მომენტში 12-დან 24 თვემდე ასაკის 255 პაციენტი ატოპიით, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ლევოცეტირიზინით.

უსაფრთხოების პროფილი იყო იგივენაირი, როგორც მოკლევადიან კვლევებში 1-დან 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ერთი ენანთიომერის და ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პროფილები ერთნაირია. შეწოვის ან გამოყოფის დროს ქირალური ინვერსია არ ხდება.

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი სწრაფად და მნიშვნელოვანი ხარისხით შეიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0,9 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორ დღეში. ჩვეულებრივი პიკური კონცენტრაციები ერთჯერადი და მრავალჯერადი (5 მგ ყოველდღე) მიღების შემდეგ შეადგენენ შესაბამისად 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ არის დამოკიდებული საკვებზე, მაგრამ საკვების მიღების შემთხვევაში პიკური კონცენტრაცია მცირდება და უფრო გვიან დგება.

განაწილება

ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების და ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ლევოცეტირიზინი 90%-ით უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, ვინაიდან განაწილების მოცულობა 0,4 ლ/კგ-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმირება

ადამიანში ლევოცეტირიზინის შეყვანილი დოზის 14%-ზე ნაკლები ბიოტრანსფორმირებას ექვემდებარება, რის გამოც ითვლება, რომ გენეტიკურ პოლიმორფიზმთან ან ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული განსხვავებები უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმის გზებს მიეკუთვნება არომატული რგოლის დაჟანგვა, N- და O-დეალკილირება, კონიუგაცია ტაურინთან. დეალკილირება ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით, ხოლო არომატული რგოლის დაჟანგვაში მონაწილეობას იღებს ბევრი და/ან CYP-ის არაიდენტიფიცირებული იზოფორმები. ლევოცეტირიზინი არ მოქმედებს CYP 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 3A4 იზოფერმენტების აქტივობაზე კონცენტრაციებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება შიგნით 5 მგ-ს მიღების შემდეგ მიღწევად პიკურ კონცენტრაციებს.

დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის შესაძლო დათრგუნვის არარსებობის წყალობით, ლევოცეტირიზინის სხვა ნივთიერებებთან (და ლევოცეტირიზინიან სხვა ნივთიერებებთან) უერთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი უდრის 7,9 ± 1,9 საათს. მთელი როგანიზმიდან საშუალო ხილვადი კლირენსი შეადგენს 0,63 მლ/წთ 1 კგ-ზე. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმელები; ვინაიდან გამოიყოფა დოზის საშუალოდ 85,4%. ნაწლავიდან გამოყოფა შეადგენს დოხის მხოლოდ 12,9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლისებრი ფილტრაციის, ასევე აქტიური არხისმიერი სეკრეზიის მეშვეობით.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, არ არის დამოკიდებული დოზაზე და დროზე და სხვადასხვა გამოკვლეულში მცირე განსხვავებები აქვს.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

მთელი ორგანიზმიდან ლევოცეტირიზინის მოჩვენებითი კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევით რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის მიღებებს შორის ინტერვალების დაზუსტება (იხ. თავი 4.2.). თირკმელების დაავადებების ანურიის სტადიაში მთელი როგანიზმიდან საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ჯანმრთელ გამოცდილებს შორის. 4-საათიანი ჰემოდიალიზის სტანდარტული პროცედურისას გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევით (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან ბილიარული ციროზი), რომლებსაც მიღებული აქვთ ერთჯერადი დოზა 10 მგ ან 20 მგ ცეტირიზინის რაცემიული ნაერთი, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკის კვლევის მონაცემებმა 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში სხეულის წონით 20-დან 40 კგ-მდე 5 მგ ერთჯერადი პერორალური მიღებისას აჩვენა, რომ Cmax და AUC მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ აღემატება იგივეს მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანებში. Cmax საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 450 ნგ/მლ, Tmax საშუალოდ - 1,2 სთ, საერთო კლირენსი სხეულის წონის გათვალისწინებით იყო 30%-ით მეტი, ხოლო T1/2 24%-ით ხანმოკლე ბავშვებში, ვიდრე შესაბამისი მაჩვენებლები მოზრდილებში. რეტროსპექტიული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩაუტარდა 323 პაციენტს (1-დან 5 წლამდე ასაკის 181 ბავშვი, 6-დან 11 წლამდე ასაკის 18 ბავშვი და 18-დან 55 წლამდე ასაკის 124 მოზრდილი), რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინის ერთ ან რამდენიმე დოზას 1,25 მგ-დან 30 მგ-მდე. ანალიზის მიმდინარეობისას მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1,25 მგ დოზით საშუალების მიღება იწვევს კონცენტრაციას პლაზმაში, რომელიც ასეთს შეესაბამება მოზრდილებში 5 მგ პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის მონაცემები შეზღუდულია. 30 მგ ლევოცეტირიზინის განმეორებით მიღებისას 1-ხელ დღეში 6 დღის განმავლობაში 9 ხანდაზმული (65-დან 74 წლის ასაკის) პაციენტის საერთო კლირენსი იყო დაახლოებით 33%-ით ნაკლები, ვიდრე ასეთი უფრო ახალგაზრდა მოზრდილებში. ნაჩვენები იყო, რომ ცეტირიზინის რაცემატის განაწილება უფრო დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციაზე, ვიდრე ასაკზე. ეს მტკიცებულება ასევე გამოსადეგია ლევოცეტირიზინის მიმართ, ვინაიდან ორივე საშუალება - ლევოცეტირიზინი და ცეტირიზინი - უპირატესად გამპიყოფა შარდით. ამიტომ ხანდაზმულ პაციენტებში ლევოცეტირიზნის დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმელების ფუნქციის მიხედვით.

მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტები

77 პაციენტის (40 მამაკაცი და 37 ქალი) მონაწილეობით კვლევის ფარმაკოკინეტიკური შედეგების ანალიზი გაკეთდა პრეპარატის ეფექტურობაზე სქესის შესაძლო ზეგავლენის თვალსაზრისით. ქალებში ნახევარსიცოცხლის დრო იყო უფრო მოკლე, ვიდრე მამაკაცებში (7,08 ± 1,72 სთ და 8,62 ± 1,84 სთ შესაბამისად), მაგრამ სხეულის წონის მიხედვით დაკორექტირებული პერორალური კლირენსი ქალებში და მამაკაცებში შედარებადია (0,67 ± 0,16 მლ/წთ/კგ და 0,59 ± 0,12 მლ/წთ/კგ). მამაკაცებსა და ქალებში სადღეღამისო დოზები და დოზებს შორის ინტერვალები ერთნაირია.

ეთნიკური კუთვნილება

ეთნიკური კუთვნილების ზეგავლენა ლევოცეტირიზინზე შესწავლილი არ არის. ვინაიდან ლევოცეტირიზინი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, და ცნობილია, რომ კრეატინინის კლირენსის თვალსაზრისით ეთნიკური განსხვავებები არ არსებობს, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანებში ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის განსხვავებები მოსალოდნელი არ არის. ცეტირიზინის რაცემატისთვის ასეთი განსახვავებები გამოვლენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკური ფარმაკოდინამიკური კავშირი:

ლევოცეტირიზინის მოქმედება ჰისტამინით გამოწვეულ კანის რეაქციებზე ფაზის მიხედვით არ ემთხვევა კონცენტრაციას პლაზმაში.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, მრავალჯერადი შეყვანისას ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული და ონტოგენეტიკური ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების შედეგებით მიღებულ პრეკლინიკურ მონაცემებში ადამიანისთვის მავნებლობა გამოვლენილი არ არის.

  • ფარმაცევტული თვისებები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (37,9 მგ), ჩანაცვლების დაბალი ხარისხის ჰიდროქსიპროპილცელულოზა (L-HPC-11), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი II 33G28523 თეთრი.

შემადგენლობა: მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910, ლაქტოზის მონოჰიდრატი (1,05 მგ), ტრიაცეტილგლიცერინი.

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

  • 3. ვარგისობის ვადა

5 წელი.

პოლეზინის® ტაბლეტების გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება!

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

  • 5. შეფუთვა და გამოშვების ფორმა

7 ან 10 შემოგარსული ტაბლეტი კომბინირებული ფირფიტის "cold" (პოლიამიდი/ალუმინის ფოლგა/პვქ)/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1, 2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით, 1 ან 2 ბლისტერი 7 ტაბლეტით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ზოგიერთი ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს სავაჭრო ბრუნვაში.

  • 6. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების მოშორება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს "ფარმაცევტული ქარხანა ეგისი"

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38

უნგრეთი

საწარმო

დსს "ფარმაცევტული ქარხანა ეგისი"

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა