პოლეზინი
Pollezin®
ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის პერსისტენტული ალერგიული რინიტი) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ყავისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040717
- რეგისტრირებულია
- 11 აპრილი 2024, მოქმედებს 11 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლეზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის პერსისტენტული ალერგიული რინიტი) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წელი და ზემოთ)
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს (1 მლ წვეთი ან 20 წვეთი საწვეთურიდან).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ საშუალო ან გამოხატული თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (იხ. ქვემოთ პარაგრაფი „პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით“).
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა უდრის 5 მგ-ს (1 მლ წვეთი ან 20 წვეთი საწვეთურიდან).
2-6 წლამდე ასაკის ბავშვები
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა უდრის 2,5 მგ-ს ორ მიღებად თანაბარი დოზებით 1,25 მგ ( 2-ჯერ 0,25 მლ წვეთი = 2x5 წვეთი საწვეთურიდან).
აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
მიღების პერიოდულობა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია დოზების აუცილებელი ცვლილებები. ამ ცხრილის გამოსაყენებლად აუცილებელია განისაზღვროს კრეატინინის კლირენსი პაციენტებში (Clკრ) მლ/წთ-ში. სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრის შემდეგ (მგ/დლ), Clკრ-ის (მლ/წთ) მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს შემდეგი ფორმულით:
კორექცია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
ჯგუფი
კრეატინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზა და მიღების სიხშირე
თირკმლის ნორმალური ფუნქცია
≥ 80
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა
50-79
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევა
30-49
5 მგ დღეგამოშვებით
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
< 30
5 მგ ყოველ სამ დღეში
თირკმლის დაავადების ბოლო სტადია - დიალიზზე მყოფი პაციენტები
< 10
უკუნაჩვენებია
ბავშვებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თირკმელების კლირენსის და პაციენტის სხეულის მასის გათვალისწინებით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატის დანიშვნისას დოზის რაიმე სახით ცვლილება არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევა. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (იხ. ზემოთ პარაგრაფი „პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით“).
პრეპარატის მიღების ხანგრლივობა:
სეზონური ალერგიული რინიტის (<4 დღე კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები სიმპტომების ხანგრძლივობით) მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე, სიმპტომების მიმდინარეობასა და დაავადების ანამნეზზე. მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლება - სიმპტომების განმეორებითი გამოვლენისას.
პერსისტენტული ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ( >4 დღე კვირაში ან 4 კვირაზე მეტი სიმპტომების ხანგრძლივობით) რეკომენდებულია პაციენტისთვის უწყვეტი მკურნალობა ალერგენით ექსპოზიციის პერიოდში. ამჟამად, არსებობს ლევოცეტირიზინის 5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტის 6 თვიანი მიღების კლინიკური გამოცდილება. ქრონიკული ჭინჭრის ციების და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს არსებობს რაცემატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი
საჭირო წვეთების რაოდენობა უნდა გაიზომოს საწვეთურის საშუალებით სუფრის კოვზზე ან წყლიან ჭიქაში გადმოწვეთებით. წვეთების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად დაუყოვნებლივ გადმოწვეთების შემდეგ, უზმოზე ან საკვების მიღების შემდეგ.
უკუჩვენებები
ალერგია ლევოცეტირიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენელი დამხამარე ნივთიერების მიმართ, მოცემულია 6.1 პარაგრაფში;
უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე დაბლა).
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მათიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლევოცეტირიზინის სხვა პრეპარატებთან (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან) ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. რეცემიული ნივთიერება - ცეტირიზინის ურთიერთქმედების კვლევამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) და ცეტირიზინის სხვადასხვა დოზების მრავალჯერადი მიღების შემდეგ აღინიშნებოდა ცეტირიზინის კლირენსის არც ისე დიდი შემცირება (16%). ამასთან, ცეტირიზინთან ერთად მიღებისას თეოფილინის გამოდევნა არ შეცვლილა.
საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება, მაგრამ მცირდება შეწოვის სიჩქარე.
ნაჩვენებია, რომ რეცემიული ცეტირიზინი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, თუმცა მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის მიღებამ ალკოჰოლთან ან ცნს ინჰიბიტორბთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს ლევოცეტირიზინის კლინიკური კვლევის მონაცემები ორსულობის დროს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, არ გამოავლინა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე ან ნაყოფზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსული ან მეძუძური დედებისთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ, შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სიფხიზლის დონის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღვევის ნიშნები. თუმცა, ლევოცეტირიზინის მიღების დროს, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გრძნობდეს ძილიანობას, დაქანცულობას ან ასთენიას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად საშიში მოქმედების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა გაითვალისწინონ საკუთარი რეაქცია პრეპარატზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: >1/10; ხშირი: <1/10 და >1/100; არც ისე ხშირი: <1/100 და >1/1000; იშვიათი: <1/1000 და >1/10000; ძალიან იშვიათი: <1/10000.
იმუნური სისტემის დარღვევები ძალიან იშვიათი: ალერგია, მათ შორის ანაფილაქსია
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები ძალიან იშვიათი: სხეულის მასის მომატება
ფსიქიკური დარღვევები ხშირი: ძილიანობა, დაქანცულობის მომატება ძალიან იშვიათი: აგრესია, აჟიტაცია
ნერვული სისტემის დარღვევები ხშირი: თავის ტკივილი არც ისე ხშირი: ასთენია ძალიან იშვიათი: კონვულსია
ოფთალმოლოგიური დარღვევები ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევა
გულის დარღვევები ძალიან იშვიათი: გახშირებული გულისცემა
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყარის მხრივ ძალიან იშვიათი: დისპნოზი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტროინტესტინალური) დარღვევები ხშირი: სიმშრალე პირში არც ისე ხშირი: მუცლის ტკივილი ძალიან იშვიათი: გულისრევა
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები ძალიან იშვიათი: მიალგია
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის შედეგებზე ძალიან იშვიათი: დარღვევები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში
პოლეზინის® მიღება უნდა შეწყდეს, თუ ზემოთ აღნიშნული რომელიმე ეფექტი გამოხატულია კლინიკურად მნიშვნელოვანი ინტენსივობით, ხოლო მისი ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, რაც სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ შეატყობინონ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ადგილობრივი ფარმზედამხედველობის ორგანოებს.
ჭარბი დოზა
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზრდასრულებში იწვევს ძილიანობას, ბავშვებში - აღგზნებას და მოუსვენრობას, რომელსაც თან სდევს ძილიანობა.
მკურნალობა:
ლევოცეტირიზინის კონკრეტული ანტიდოტი ცნობილი არ არის.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა. პრეპარატის პერორალურად მიღებიდან დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზით შეუძლებელია ლევოცეტირიზინის ეფექტური გამოდევნა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 1 მლ წვეთში შიგნით მისაღებად.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1. პარაგრაფში.
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები
გარეგნული სახე:
უფერო ან თითქმის უფერო ტკბილი სითხე ნალექის გარეშე, ძმარმჟვას მსუბუქი სუნით.
- კლინიკური თვისებები
შენახვის პირობები
3 წელი
გახსნილი ფლაკონი ინახება 6 კვირა.
- 4 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 შეფუთვის ტიპი და გამოშვების ფორმა
20 მლ მოცულობის სახრახნიანი სახურავის მქონე ყავისფერი შუშის ფლაკონები, პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიეთილენის შიდა შრის მქონე პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის საწინააღმდეგო სპეციალური დამცავით და პირველი გახსნის კონტროლით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ყუთში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური მოქმედება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATX კოდი: R06A E09
მოქმედების მექანიზმი
ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1 რეცეპტორების ძლიერი, სელექციური ანტაგონისტი.
შეკავშირების კვლევებმა გამოავლინა, რომ ლევოცეტირიზინს გააჩნია მაღალი აფინობა ადამიანის H1-რეცეპტორებისადმი (Ki=3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინზე 2-ჯერ მაღალი აფინობა (Ki=6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირებს H1-რეცეპტორებიდან ნახევარგამოყოფის პერიოდით-115±38 წთ. ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს 4 საათის შემდეგ, ხოლო 24 საათის შემდეგ - 57%-ს.
ფარმაკოდინამიური კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინის ნახევარი დოზის აქტივობა უდრის ცეტირიზინის აქტივობას როგორც კანზე, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანებისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხობა
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიური აქტივობის შესწავლა ხდებოდა რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში.
კვლევებმა, სადაც ერთმანეთს შეადარეს ლევოცეტირიზინის 5 მგ დოზის, დეზლორატადინის 5 მგ დოზის და პლაცებოს, ჰისტამინისგან გამოწვეული ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის დათრგუნვის ეფექტები (შეშუპება და კანის გაწითლება), აჩვენა რომ ლევოცეტირიზინი დეზლორატადინთან და პლაცებოსთან შედარებით, იწვევს სტატისტიკურად სარწმუნო, ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის შედარებით სრულ დათრგუნვას, რომელიც უფრო აშკარა იყო პირველი 12 საათი და გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001).
პლაცებო კონტროლირებად კვლებებში, რომელიც ტარდებოდა ალერგენების შემცველ საკნებში, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინის ეფექტი ალერგიური სიმპტომების კონტროლზე, რომელიც გამოწვეული იყო მცენარეთა მტვრის შესუნთქვით, გამოვლინდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
in vitro კვლევებმა (ბოიდენის საკნებში და უჯრედული შრის მეთოდით) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას, როგორც კანის, ასევე ფილტვების უჯრედებიდან. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტებმა in vivo პლაცებოს კონტროლით (კანის საკნის მეთოდი), 14 ზრდასრულ პაციენტში გამოავლინა, რომ 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინი პლაცებოსთან შედარებით მცენარის მტვერზე იწვევს 3 ძირითად მაინჰიბირებელ ეფექტს პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM -1 გამოთავისუფლების დათრგუნვა (ენდოთელური ლეიკოციტების ადჰეზიური მოლეკულა-1 ტიპის), სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების ინფილტრაციის შემცირება.
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოვლინდა რამოდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც მონაწილეობდნენ წლიური ან სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრული პაციენტები.
6 თვიან კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 551 ზრდასრული პაციენტი (მათ შორის 276 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს), რომელთაც აწუხებდათ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (4 დღეზე მეტი კვირაში და 4 კვირაზე მეტი სიმპტომების ხანგრძლივობით) და იყვნენ მგრძნობიარეები ოთახის მტვრის ტკიპის და ბალახების მტვრის მიმართ, გამოვლინდა რომ, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინს, პაცებოსთან შედარებით ჰქონდა კლინიკურად და სტატისტიკურად სარწმუნო უპირატესობა ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო მაჩვენებლებთან მიმართებაში კვლევის მთელი პერიდოს განმავლობაში, ტაქიფილაქსიის ნიშნების გარეშე. კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
ლევოცეტირიზინის ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შეისწავლებოდა ორ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ 6-12 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც აწუხებდათ სეზონური ან პერსისტენტული ალერგიული რინიტი. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინმა უდაოდ გაამჯობესა სიმპტომები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 166 პაციენტი, რომლეთაც აწუხებდათ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, 85 კაცი იღებდა პლაცებოს და 81 - 5 მგ-იან ლევოცეტირიზინს დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინმა პლაცებოსთან შედარებით, უდაოდ შეამცირა ქავილი, როგორც პირველ კვირას, ასევე მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ცხოვრების ხარისხის დერმატოლოგიური ინდექსის შედეგების თანახმად, ლევოცეტირიზინმა პლაცებოსთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური კავშირი:
ლევოცეტირიზინის მოქმედება, რომელიც არ არის გამოწვეული ჰისტამინის მიერ კანზე რეაქციით, ფაზების მიხედვით არ ემთხვევა კონცენტრაციას პლაზმაში.
ეკგ-მა არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის ზემოქმედება QT-ს ინტერვალზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლეოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკას აქვს მცირედი განსხვავებები სხვადასხვა საცდელ ობიექტებში. ერთი ენანტიომერის და ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია. ქირალური ინვერსია არ აღინიშნება შეწოვის (აბსორბციის) და გამოყოფის (ელიმინაციის) დროს.
შეწოვა
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ინტენსიურად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.9 სთ-ში. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. ჩვეულებრივი მაქსიმალური კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ და 308ნგ/მლ-ს ერთჯერადი და მრავლაჯერადი (5 მგ ყოველდღიურიად) მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის მოცულობა დამოკიდებულია დოზაზე და არ არის დამოკიდებული საკვებზე, თუმცა საკვების მიღების შემთხვევაში, მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება და ყოვნდება.
განაწილება
ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების და ჰემატოენცეფალიური ბარიერის გადალახვის მონაცემები ცნობილი არ არის. ვირთაგვებს და ძაღლებს ყველაზე მაღალი დონე აღმოაჩნდათ ღვიძლის და თირკმლის ქსოვილებში, ხოლო ყველაზე დაბალი ცნს-ში.
ლევოცეტირიზინი 90%-ით უკაშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ- ს.
ბიოგარდაქმნა
ადამიანებში ლევოცეტირიზინის მიღებული დოზის 14%-ზე ნაკლები განიცდის ბიოგარდაქმნას და აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმით ან თანმხლები მაინჰიბირებელი ფერმენტების მიღებით გამოწვეული განსხვავება უმნიშვნელოა. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატული ნაერთების დაჟანგვას, N და O დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირება ძირითადად ეფუძნევა CYP 3A4-ს, ხოლო არომატული ნაერთების დაჟანგვაში მონაწილეობენ მრავლობითი და/ან არაიდენტიფიცირებული CYP იზოფორმები. ლევოცეტირიზინი კონცენტრაციისას არ მოქმედებს CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4 აქტივობაზე, მნიშვენლოვნად მაღალი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ.
მეტაბოლიზმის დაბალი ხარისხის და მეტაბოლიზმის შესაძლო ინჰიბირების არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.
გამოყოფა
პლაზმიდან ნახევარდგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7.9±1.9 საათს. საშუალო ხილული კლირენსი მთელი ორგანიზმიდან შეადგენს 0.63 მლ/წთ-ს 1 კგ-ზე. ლევოცეტირიზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებიდან შარდის საშუალებით, რაც დაახლოებით დოზის 85,4%-ს შეადგენს. ფეკალური მასებით გამოიყოფა დოზის მხოლოდ 12.9%. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა, როგორც გორგლოვანი ფილტრაციის და ასევე, აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ლევოცეტირიზინის ხილული კლირენსი მთლიანი ორგანიზმიდან კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის მიღების ინტერვალის დაზუსტება კრეატინინის კლირენსის საფუძველზე, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ საშუალო ან გამოხატული თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმელების დაავადების ანურიულ სტადიაზე საერთო კლირენსი მთლიანი ორგანიზმიდან მცირდება დაახლოებით 80 %-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ჰემოდიალიზის 4-საათიანი სტანდარტული პროცედურისას გამოიდევნება ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია მედიცინის მუშაკთათვის)
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
პოლეზინი®, 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოცეტირიზინი (levocetirizin)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 1 მლ წვეთში შიგნით მისაღებად.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1. პარაგრაფში.
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები
გარეგნული სახე:
უფერო ან თითქმის უფერო ტკბილი სითხე ნალექის გარეშე, ძმარმჟვას მსუბუქი სუნით.
- კლინიკური თვისებები
- 1. თერაპიული ჩვენება
ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის პერსისტენტული ალერგიული რინიტი) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.
- 2. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები (12 წელი და ზემოთ)
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს (1 მლ წვეთი ან 20 წვეთი საწვეთურიდან).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ საშუალო ან გამოხატული თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (იხ. ქვემოთ პარაგრაფი „პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით“).
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა უდრის 5 მგ-ს (1 მლ წვეთი ან 20 წვეთი საწვეთურიდან).
2-6 წლამდე ასაკის ბავშვები
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა უდრის 2,5 მგ-ს ორ მიღებად თანაბარი დოზებით 1,25 მგ ( 2-ჯერ 0,25 მლ წვეთი = 2x5 წვეთი საწვეთურიდან).
აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
მიღების პერიოდულობა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია დოზების აუცილებელი ცვლილებები. ამ ცხრილის გამოსაყენებლად აუცილებელია განისაზღვროს კრეატინინის კლირენსი პაციენტებში (Clკრ) მლ/წთ-ში. სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრის შემდეგ (მგ/დლ), Clკრ-ის (მლ/წთ) მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს შემდეგი ფორმულით:
კორექცია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
ჯგუფი
კრეატინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზა და მიღების სიხშირე
თირკმლის ნორმალური ფუნქცია
≥ 80
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა
50-79
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევა
30-49
5 მგ დღეგამოშვებით
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
< 30
5 მგ ყოველ სამ დღეში
თირკმლის დაავადების ბოლო სტადია - დიალიზზე მყოფი პაციენტები
< 10
უკუნაჩვენებია
ბავშვებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თირკმელების კლირენსის და პაციენტის სხეულის მასის გათვალისწინებით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატის დანიშვნისას დოზის რაიმე სახით ცვლილება არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევა. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის დაზუსტება (იხ. ზემოთ პარაგრაფი „პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით“).
პრეპარატის მიღების ხანგრლივობა:
სეზონური ალერგიული რინიტის (<4 დღე კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები სიმპტომების ხანგრძლივობით) მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე, სიმპტომების მიმდინარეობასა და დაავადების ანამნეზზე. მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლება - სიმპტომების განმეორებითი გამოვლენისას.
პერსისტენტული ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ( >4 დღე კვირაში ან 4 კვირაზე მეტი სიმპტომების ხანგრძლივობით) რეკომენდებულია პაციენტისთვის უწყვეტი მკურნალობა ალერგენით ექსპოზიციის პერიოდში. ამჟამად, არსებობს ლევოცეტირიზინის 5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტის 6 თვიანი მიღების კლინიკური გამოცდილება. ქრონიკული ჭინჭრის ციების და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს არსებობს რაცემატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი
საჭირო წვეთების რაოდენობა უნდა გაიზომოს საწვეთურის საშუალებით სუფრის კოვზზე ან წყლიან ჭიქაში გადმოწვეთებით. წვეთების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად დაუყოვნებლივ გადმოწვეთების შემდეგ, უზმოზე ან საკვების მიღების შემდეგ.
- 3. უკუჩვენება:
ალერგია ლევოცეტირიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენელი დამხამარე ნივთიერების მიმართ, მოცემულია 6.1 პარაგრაფში;
უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე დაბლა).
- 4. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას
ლევოცეტირიზინის დანიშვნა ახალშობილებისთვის და 2 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის მონაცემები მიღებასთან დაკავშირებით.
ალკოჰოლთან ერთად მიღება საჭიროებს სიფრთხილეს (იხ. პარაგრაფი 4.5)
5 მგ/მლ პოლეზინის® წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ზოგჯერ დაგვიანებული), ვინაიდან შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლევოცეტირიზინის სხვა პრეპარატებთან (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან) ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. რეცემიული ნივთიერება - ცეტირიზინის ურთიერთქმედების კვლევამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) და ცეტირიზინის სხვადასხვა დოზების მრავალჯერადი მიღების შემდეგ აღინიშნებოდა ცეტირიზინის კლირენსის არც ისე დიდი შემცირება (16%). ამასთან, ცეტირიზინთან ერთად მიღებისას თეოფილინის გამოდევნა არ შეცვლილა.
საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება, მაგრამ მცირდება შეწოვის სიჩქარე.
ნაჩვენებია, რომ რეცემიული ცეტირიზინი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, თუმცა მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის მიღებამ ალკოჰოლთან ან ცნს ინჰიბიტორბთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არსებობს ლევოცეტირიზინის კლინიკური კვლევის მონაცემები ორსულობის დროს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, არ გამოავლინა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე ან ნაყოფზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსული ან მეძუძური დედებისთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ, შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სიფხიზლის დონის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღვევის ნიშნები. თუმცა, ლევოცეტირიზინის მიღების დროს, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გრძნობდეს ძილიანობას, დაქანცულობას ან ასთენიას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად საშიში მოქმედების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა გაითვალისწინონ საკუთარი რეაქცია პრეპარატზე.
- 8 გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: >1/10; ხშირი: <1/10 და >1/100; არც ისე ხშირი: <1/100 და >1/1000; იშვიათი: <1/1000 და >1/10000; ძალიან იშვიათი: <1/10000.
იმუნური სისტემის დარღვევები ძალიან იშვიათი: ალერგია, მათ შორის ანაფილაქსია
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები ძალიან იშვიათი: სხეულის მასის მომატება
ფსიქიკური დარღვევები ხშირი: ძილიანობა, დაქანცულობის მომატება ძალიან იშვიათი: აგრესია, აჟიტაცია
ნერვული სისტემის დარღვევები ხშირი: თავის ტკივილი არც ისე ხშირი: ასთენია ძალიან იშვიათი: კონვულსია
ოფთალმოლოგიური დარღვევები ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევა
გულის დარღვევები ძალიან იშვიათი: გახშირებული გულისცემა
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყარის მხრივ ძალიან იშვიათი: დისპნოზი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტროინტესტინალური) დარღვევები ხშირი: სიმშრალე პირში არც ისე ხშირი: მუცლის ტკივილი ძალიან იშვიათი: გულისრევა
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები ძალიან იშვიათი: მიალგია
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის შედეგებზე ძალიან იშვიათი: დარღვევები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში
პოლეზინის® მიღება უნდა შეწყდეს, თუ ზემოთ აღნიშნული რომელიმე ეფექტი გამოხატულია კლინიკურად მნიშვნელოვანი ინტენსივობით, ხოლო მისი ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, რაც სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ შეატყობინონ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ადგილობრივი ფარმზედამხედველობის ორგანოებს.
- 9 დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზრდასრულებში იწვევს ძილიანობას, ბავშვებში - აღგზნებას და მოუსვენრობას, რომელსაც თან სდევს ძილიანობა.
მკურნალობა:
ლევოცეტირიზინის კონკრეტული ანტიდოტი ცნობილი არ არის.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა. პრეპარატის პერორალურად მიღებიდან დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზით შეუძლებელია ლევოცეტირიზინის ეფექტური გამოდევნა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური მოქმედება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATX კოდი: R06A E09
მოქმედების მექანიზმი
ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1 რეცეპტორების ძლიერი, სელექციური ანტაგონისტი.
შეკავშირების კვლევებმა გამოავლინა, რომ ლევოცეტირიზინს გააჩნია მაღალი აფინობა ადამიანის H1-რეცეპტორებისადმი (Ki=3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინზე 2-ჯერ მაღალი აფინობა (Ki=6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირებს H1-რეცეპტორებიდან ნახევარგამოყოფის პერიოდით-115±38 წთ. ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს 4 საათის შემდეგ, ხოლო 24 საათის შემდეგ - 57%-ს.
ფარმაკოდინამიური კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინის ნახევარი დოზის აქტივობა უდრის ცეტირიზინის აქტივობას როგორც კანზე, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანებისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხობა
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიური აქტივობის შესწავლა ხდებოდა რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში.
კვლევებმა, სადაც ერთმანეთს შეადარეს ლევოცეტირიზინის 5 მგ დოზის, დეზლორატადინის 5 მგ დოზის და პლაცებოს, ჰისტამინისგან გამოწვეული ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის დათრგუნვის ეფექტები (შეშუპება და კანის გაწითლება), აჩვენა რომ ლევოცეტირიზინი დეზლორატადინთან და პლაცებოსთან შედარებით, იწვევს სტატისტიკურად სარწმუნო, ანთებითი-ექსუდაციური რეაქციის შედარებით სრულ დათრგუნვას, რომელიც უფრო აშკარა იყო პირველი 12 საათი და გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001).
პლაცებო კონტროლირებად კვლებებში, რომელიც ტარდებოდა ალერგენების შემცველ საკნებში, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინის ეფექტი ალერგიური სიმპტომების კონტროლზე, რომელიც გამოწვეული იყო მცენარეთა მტვრის შესუნთქვით, გამოვლინდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
in vitro კვლევებმა (ბოიდენის საკნებში და უჯრედული შრის მეთოდით) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას, როგორც კანის, ასევე ფილტვების უჯრედებიდან. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტებმა in vivo პლაცებოს კონტროლით (კანის საკნის მეთოდი), 14 ზრდასრულ პაციენტში გამოავლინა, რომ 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინი პლაცებოსთან შედარებით მცენარის მტვერზე იწვევს 3 ძირითად მაინჰიბირებელ ეფექტს პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM -1 გამოთავისუფლების დათრგუნვა (ენდოთელური ლეიკოციტების ადჰეზიური მოლეკულა-1 ტიპის), სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების ინფილტრაციის შემცირება.
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოვლინდა რამოდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც მონაწილეობდნენ წლიური ან სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრული პაციენტები.
6 თვიან კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 551 ზრდასრული პაციენტი (მათ შორის 276 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს), რომელთაც აწუხებდათ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (4 დღეზე მეტი კვირაში და 4 კვირაზე მეტი სიმპტომების ხანგრძლივობით) და იყვნენ მგრძნობიარეები ოთახის მტვრის ტკიპის და ბალახების მტვრის მიმართ, გამოვლინდა რომ, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინს, პაცებოსთან შედარებით ჰქონდა კლინიკურად და სტატისტიკურად სარწმუნო უპირატესობა ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო მაჩვენებლებთან მიმართებაში კვლევის მთელი პერიდოს განმავლობაში, ტაქიფილაქსიის ნიშნების გარეშე. კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
ლევოცეტირიზინის ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შეისწავლებოდა ორ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ 6-12 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც აწუხებდათ სეზონური ან პერსისტენტული ალერგიული რინიტი. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინმა უდაოდ გაამჯობესა სიმპტომები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 166 პაციენტი, რომლეთაც აწუხებდათ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, 85 კაცი იღებდა პლაცებოს და 81 - 5 მგ-იან ლევოცეტირიზინს დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინმა პლაცებოსთან შედარებით, უდაოდ შეამცირა ქავილი, როგორც პირველ კვირას, ასევე მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ცხოვრების ხარისხის დერმატოლოგიური ინდექსის შედეგების თანახმად, ლევოცეტირიზინმა პლაცებოსთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური კავშირი:
ლევოცეტირიზინის მოქმედება, რომელიც არ არის გამოწვეული ჰისტამინის მიერ კანზე რეაქციით, ფაზების მიხედვით არ ემთხვევა კონცენტრაციას პლაზმაში.
ეკგ-მა არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის ზემოქმედება QT-ს ინტერვალზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლეოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკას აქვს მცირედი განსხვავებები სხვადასხვა საცდელ ობიექტებში. ერთი ენანტიომერის და ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია. ქირალური ინვერსია არ აღინიშნება შეწოვის (აბსორბციის) და გამოყოფის (ელიმინაციის) დროს.
შეწოვა
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ინტენსიურად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.9 სთ-ში. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. ჩვეულებრივი მაქსიმალური კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ და 308ნგ/მლ-ს ერთჯერადი და მრავლაჯერადი (5 მგ ყოველდღიურიად) მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის მოცულობა დამოკიდებულია დოზაზე და არ არის დამოკიდებული საკვებზე, თუმცა საკვების მიღების შემთხვევაში, მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება და ყოვნდება.
განაწილება
ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების და ჰემატოენცეფალიური ბარიერის გადალახვის მონაცემები ცნობილი არ არის. ვირთაგვებს და ძაღლებს ყველაზე მაღალი დონე აღმოაჩნდათ ღვიძლის და თირკმლის ქსოვილებში, ხოლო ყველაზე დაბალი ცნს-ში.
ლევოცეტირიზინი 90%-ით უკაშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ- ს.
ბიოგარდაქმნა
ადამიანებში ლევოცეტირიზინის მიღებული დოზის 14%-ზე ნაკლები განიცდის ბიოგარდაქმნას და აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმით ან თანმხლები მაინჰიბირებელი ფერმენტების მიღებით გამოწვეული განსხვავება უმნიშვნელოა. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატული ნაერთების დაჟანგვას, N და O დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირება ძირითადად ეფუძნევა CYP 3A4-ს, ხოლო არომატული ნაერთების დაჟანგვაში მონაწილეობენ მრავლობითი და/ან არაიდენტიფიცირებული CYP იზოფორმები. ლევოცეტირიზინი კონცენტრაციისას არ მოქმედებს CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4 აქტივობაზე, მნიშვენლოვნად მაღალი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ.
მეტაბოლიზმის დაბალი ხარისხის და მეტაბოლიზმის შესაძლო ინჰიბირების არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.
გამოყოფა
პლაზმიდან ნახევარდგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7.9±1.9 საათს. საშუალო ხილული კლირენსი მთელი ორგანიზმიდან შეადგენს 0.63 მლ/წთ-ს 1 კგ-ზე. ლევოცეტირიზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებიდან შარდის საშუალებით, რაც დაახლოებით დოზის 85,4%-ს შეადგენს. ფეკალური მასებით გამოიყოფა დოზის მხოლოდ 12.9%. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა, როგორც გორგლოვანი ფილტრაციის და ასევე, აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ლევოცეტირიზინის ხილული კლირენსი მთლიანი ორგანიზმიდან კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის მიღების ინტერვალის დაზუსტება კრეატინინის კლირენსის საფუძველზე, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ საშუალო ან გამოხატული თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმელების დაავადების ანურიულ სტადიაზე საერთო კლირენსი მთლიანი ორგანიზმიდან მცირდება დაახლოებით 80 %-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ჰემოდიალიზის 4-საათიანი სტანდარტული პროცედურისას გამოიდევნება ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
უსაფრთხოებაზე ჩატარებული ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, პრეკლინიკური კვლევების მონაცემები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული პრეპარატი არ წარმოადგენს განსაკუთრებული სახის საშიშროებას ადამიანისთვის - მრავალჯერადი დოზის ტოქსიურობა, გენოტოქსიურობა, კანცეროგენობა და ტოქსიურობა რეპროდუქტიული ფუნქციის მხრივ.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, განუზავებელი ძმარმჟავა, გამოხდილი წყალი.
- 2 შეუთავსებლობა
უცნობია.
- 3 შენახვის ვადა.
3 წელი
გახსნილი ფლაკონი ინახება 6 კვირა.
- 4 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 შეფუთვის ტიპი და გამოშვების ფორმა
20 მლ მოცულობის სახრახნიანი სახურავის მქონე ყავისფერი შუშის ფლაკონები, პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიეთილენის შიდა შრის მქონე პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის საწინააღმდეგო სპეციალური დამცავით და პირველი გახსნის კონტროლით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ყუთში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
- 6 სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მათიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



