რას წარმოადგენს პლატეგრა პლატეგრა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, სახელწოდებით ტიკაგრელორი. იგი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ანტიაგრეგატულ (თრომბოციტების საწინააღმდეგო) საშუალებებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიკაგრელორი (ticagrelor)
- ფორმა და შეფუთვა
- 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- Farmaceutsko Hemijska Industrija Zdravlje a.d. Leskovac, სერბეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC24
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044190
- რეგისტრირებულია
- 23 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 19 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
პლატეგრა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პლატეგრა
პლატეგრა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, სახელწოდებით ტიკაგრელორი. იგი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ანტიაგრეგატულ (თრომბოციტების საწინააღმდეგო) საშუალებებს.
რისთვის გამოიყენება პლატეგრა
პლატეგრა აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგატული საშუალება) კომბინაციაში გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში. ეს პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:
გულის შეტევა, ან
არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდია ან ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც კარგად არ კონტროლდება).
ის ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის ან გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.
როგორ მოქმედებს პლატეგრა
პლატეგრა გავლენას ახდენს უჯრედებზე, რომლებსაც უწოდებენ „თრომბოციტებს“ (ასევე თრომბოციტებს უწოდებენ). ეს ძალიან პატარა სისხლის უჯრედები ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვებში პაწაწინა ხვრელების ერთმანეთზე შეწებებით, რომლებიც გაჭრილია ან დაზიანებულია.
თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ თრომბების წარმოქმნა გულისა და ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს, რადგან:
თრომბს შეუძლია მთლიანად შეაჩეროს სისხლის მიწოდება; რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან
თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; რაც აფერხებს გულისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, რომელიც ჩნდება და ქრება (ე.წ. „არასტაბილური სტენოკარდია“).
პლატეგრა ხელს უწყობს თრომბოციტების შეწებების შეჩერებას. ეს ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნის შანსს, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს სისხლის ნაკადი.
უნდა იცოდეთ პლატეგრას მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა დოზით უნდა მიიღოთ
საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი ერთდროულად (დამრტყმელი დოზა 180 მგ). ეს დოზა, როგორც წესი, საავადმყოფოში მიიღება.
ამ საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა ერთი 90 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ორჯერ, 12 თვემდე, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ.
მიიღეთ ეს პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
პლატეგრას მიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
თქვენი ექიმი, როგორც წესი, ასევე გირჩევთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხვდება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ მრავალ მედიკამენტში. თქვენი ექიმი გეტყვით რა დოზით უნდა მიიღოთ (ჩვეულებრივ, 75-დან 150 მგ-მდე დღეში).
როგორ მიიღება პლატეგრა
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვებს გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა, შეგიძლიათ ის დაფხვნათ და წყალთან შეურიოთ შემდეგნაირად:
დაფხვენით ტაბლეტი წვრილ ფხვნილად.
ჩაყარეთ ფხვნილი ნახევარ ჭიქა წყალში.
მოურიეთ და დაუყოვნებლივ დალიეთ.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ წამალი აღარ დარჩა, გამოავლეთ ცარიელი ჭიქა კიდევ ნახევარი ჭიქა წყლით და დალიეთ.
თუ იმყოფებით საავადმყოფოში, შეიძლება მიგაღებინონ ეს ტაბლეტი წყალში გაზავებული ცხვირიდან მილის (ნაზოგასტრალური მილი) მეშვეობით.
თუ მიიღეთ პლატეგრა დანიშნულზე მეტი რაოდენობით
თუ მიიღეთ პლატეგრა დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა. შესაძლოა გქონდეთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ დაგავიწყდათ პლატეგრას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ პლატეგრას მიღება
არ შეწყვიტოთ პლატეგრას მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ ეს პრეპარატი რეგულარულად და იმდენი ხანით, რამდენ ხანსაც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი. თუ შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შესაძლოა გაიზარდოს გულის შეტევის ან ინსულტის განმეორების, ან გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია ტიკაგრელორის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
ამჟამად გაქვთ სისხლდენა.
გადაიტანეთ ინსულტი, რომელიც გამოწვეული იყო ტვინში სისხლჩაქცევით.
გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ პლატეგრა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პლატეგრას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი შემდეგი მიზეზების გამო:
ბოლო დროს გადატანილი სერიოზული ტრავმა;
ბოლო დროს გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური მკურნალობა, აღნიშნულის შესახებ მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს);
გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;
ბოლო დროს გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგალითად, კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის „პოლიპები“);
პლატეგრას მიღებისას ნებისმიერ დროს გიწევთ ოპერაციის გაკეთება (მათ შორის სტომატოლოგიური მკურნალობა). აღნიშნული გამოწვეულია სისხლდენის მომატებული რისკით. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
გაქვთ პათოლოგიურად დაბალი გულისცემა (ჩვეულებრივ, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩასმული გულის რიტმის მარეგულირებელი მოწყობილობა (კარდიოსტიმულატორი).
გაქვთ ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.
გაქვთ არარეგულარული სუნთქვის რიტმი, როგორიცაა სუნთქვის აჩქარება, შენელება ან მოკლე პაუზები. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა დამატებითი შეფასება;
გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ადრე გქონიათ რაიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონია თქვენს ღვიძლზე;
სისხლის ანალიზმა აჩვენა შარდმჟავას ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ერთდროულად იღებთ პლატეგრას და ჰეპარინს:
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, თუ მას ექნება ეჭვი თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია ჰეპარინით. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ როგორც პლატეგრას, ასევე ჰეპარინს, რადგან პლატეგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს დიაგნოსტიკური კვლევების შედეგებზე.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. პლატეგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს პლატეგრაზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
როზუვასტინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი);
სიმვასტატინი ან ლოვასტატინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატები) 40 მგ-ზე მეტი დოზით დღეში;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება კრუნჩხვების კონტროლისთვის);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი უნარის შესამცირებლად);
ქინიდინი და დილთიაზემი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკატორები და ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ);
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:
პერორალური ანტიკოაგულანტები, რომლებსაც ხშირად უწოდებენ „სისხლის გამათხელებლებს“, მათ შორის ვარფარინი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (შემოკლებით აასს-ები), რომლებიც ხშირად მიიღება ტკივილგამაყუჩებლის სახით, როგორიცაა იბუპროფენი და ნაპროქსენი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (შემოკლებით სუსი-ები), რომლებიც მიიღება ანტიდეპრესანტების სახით, როგორიცაა პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი.
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ), ცისაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), ერგოტამინის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალოდ).
ფიბრინოლიზურმა საშუალებებმა, რომლებსაც ხშირად „თრომბის გამხსნელებს“ უწოდებენ, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა, პლატეგრასთან ერთად მიღებისას შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ მკურნალობთ პლატეგრათი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ პლატეგრა, თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეთ. ამ მედიკამენტის მიღების დროს, ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტული ზომები ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
ბავშვს, ამ მედიკამენტის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ექიმი თქვენთან განიხილავს პლატეგრას მიღების სარგებელსა და რისკებს ამ პერიოდის განმავლობაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე
პლატეგრა სავარაუდოდ არ იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პლატეგრა შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთი დოზაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
პლატეგრა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა სისხლდენასთან არის დაკავშირებული. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენა ხშირია (მაგალითად, სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). ძლიერი სისხლდენა იშვიათია, მაგრამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ტვინში ან თავის ქალაში სისხლჩაქცევა იშვიათი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:
მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ეს სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს ვლინდება;
უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების მოსმენის გაძნელება;
სიარულის უეცარი გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცარი თავბრუსხვევა ან უეცარი ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზით.
სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:
ძლიერი ან უკონტროლო სისხლდენა;
უეცარი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება;
ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი;
წითელი სისხლის ამოღებინება ან „ყავის ნალექის“ მსგავსი ნაღებინარი მასები;
წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი);
სისხლის კოლტების ამოხველება ან ამოღებინება.
გულის წასვლა (სინკოპე)
გონების დროებითი დაკარგვა ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი შემცირების გამო (ხშირი).
სისხლის შედედების პრობლემის - თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურას (TTP) ნიშნები, როგორიცაა:
ცხელება და მეწამული ლაქები (სახელწოდებით პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე, აუხსნელი ძლიერი დაღლილობით ან დაბნეულობით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
ქოშინი შეგრძნება - ეს ძალიან ხშირია. შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება იყოს პლატეგრას გვერდითი მოვლენა. პლატეგრასთან დაკავშირებული ქოშინი, როგორც წესი, მსუბუქია და ხასიათდება ჰაერის უეცარი, მოულოდნელი უკმარისობის შეგრძნებით, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება მოსვენების დროს და შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის პირველ კვირებში და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაქრეს. თუ ქოშინის შეგრძნება გაუარესდება ან დიდხანს გაგრძელდება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევები.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (რომელიც ანალიზებში ვლინდება);
სისხლის მხრივ დარღვევებით გამოწვეული სისხლდენა.
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
სისხლჩაქცევები;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევის ან ოთახის ტრიალის შეგრძნება;
დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
ყაბზობა;
გამონაყარი;
ქავილი;
სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - ესენია პოდაგრის ნიშნები;
თავბრუსხვევის ან გონების დაბინდვის შეგრძნება, ან მხედველობის დაბინდვა - ესენია დაბალი არტერიული წნევის ნიშნები;
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა ოპერაციის შემდეგ ან ნაკაწრიდან (მაგალითად, გაპარსვის დროს) და ჭრილობებიდან ნორმაზე მეტი რაოდენობით;
სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან (წყლული);
სისხლდენა ღრძილებიდან.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან სახის შეშუპება ან ტუჩების/ენის შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები;
დაბნეულობა;
თვალში სისხლის ჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები;
უფრო ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, ან აღინიშნება ჩვეულებრივი მენსტრუალური სისხლდენისგან განსხვავებულ დროს;
სისხლჩაქცევა სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;
სისხლჩაქცევა ყურში;
შინაგანი სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა.
უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
გულისცემის პათოლოგიური შენელება (ჩვეულებრივ, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:
Státní ústav pro kontrolu léčiv (მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი)
Šrobárova (შრობაროვა) 48
100 41 პრაღა 10
ვებგვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ტიკაგრელორი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი (E421), კალციუმის წყალბადის ფოსფატის დიჰიდრატი (E341), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი (E470b).
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტალკი (E553b).
პლატეგრას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი): ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერისა, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „90“ და არის 9 მმ დიამეტრის.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ ბლისტერი და 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შეფუთვის ზომა: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შეფუთვის ყველა ზომა, შესაძლოა, არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პლატეგრა 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ტიკაგრელორი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებიმსმიერ ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პლატეგრა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პლატეგრას მიღებამდე
როგორ მიიღება პლატეგრა
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება პლატეგრა
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პლატეგრა და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პლატეგრა
პლატეგრა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, სახელწოდებით ტიკაგრელორი. იგი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ანტიაგრეგატულ (თრომბოციტების საწინააღმდეგო) საშუალებებს.
რისთვის გამოიყენება პლატეგრა
პლატეგრა აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგატული საშუალება) კომბინაციაში გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში. ეს პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:
გულის შეტევა, ან
არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდია ან ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც კარგად არ კონტროლდება).
ის ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის ან გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.
როგორ მოქმედებს პლატეგრა
პლატეგრა გავლენას ახდენს უჯრედებზე, რომლებსაც უწოდებენ „თრომბოციტებს“ (ასევე თრომბოციტებს უწოდებენ). ეს ძალიან პატარა სისხლის უჯრედები ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვებში პაწაწინა ხვრელების ერთმანეთზე შეწებებით, რომლებიც გაჭრილია ან დაზიანებულია.
თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ თრომბების წარმოქმნა გულისა და ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს, რადგან:
თრომბს შეუძლია მთლიანად შეაჩეროს სისხლის მიწოდება; რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან
თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; რაც აფერხებს გულისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, რომელიც ჩნდება და ქრება (ე.წ. „არასტაბილური სტენოკარდია“).
პლატეგრა ხელს უწყობს თრომბოციტების შეწებების შეჩერებას. ეს ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნის შანსს, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს სისხლის ნაკადი.
უნდა იცოდეთ პლატეგრას მიღებამდე
არ მიიღოთ პლატეგრა თუ:
გაქვთ ალერგია ტიკაგრელორის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
ამჟამად გაქვთ სისხლდენა.
გადაიტანეთ ინსულტი, რომელიც გამოწვეული იყო ტვინში სისხლჩაქცევით.
გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ პლატეგრა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პლატეგრას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი შემდეგი მიზეზების გამო:
ბოლო დროს გადატანილი სერიოზული ტრავმა;
ბოლო დროს გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური მკურნალობა, აღნიშნულის შესახებ მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს);
გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე;
ბოლო დროს გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგალითად, კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის „პოლიპები“);
პლატეგრას მიღებისას ნებისმიერ დროს გიწევთ ოპერაციის გაკეთება (მათ შორის სტომატოლოგიური მკურნალობა). აღნიშნული გამოწვეულია სისხლდენის მომატებული რისკით. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 5 დღით ადრე.
გაქვთ პათოლოგიურად დაბალი გულისცემა (ჩვეულებრივ, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩასმული გულის რიტმის მარეგულირებელი მოწყობილობა (კარდიოსტიმულატორი).
გაქვთ ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.
გაქვთ არარეგულარული სუნთქვის რიტმი, როგორიცაა სუნთქვის აჩქარება, შენელება ან მოკლე პაუზები. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა დამატებითი შეფასება;
გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ადრე გქონიათ რაიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონია თქვენს ღვიძლზე;
სისხლის ანალიზმა აჩვენა შარდმჟავას ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ერთდროულად იღებთ პლატეგრას და ჰეპარინს:
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, თუ მას ექნება ეჭვი თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია ჰეპარინით. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ როგორც პლატეგრას, ასევე ჰეპარინს, რადგან პლატეგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს დიაგნოსტიკური კვლევების შედეგებზე.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პლატეგრა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. პლატეგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს პლატეგრაზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
როზუვასტინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი);
სიმვასტატინი ან ლოვასტატინი (მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატები) 40 მგ-ზე მეტი დოზით დღეში;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება კრუნჩხვების კონტროლისთვის);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი უნარის შესამცირებლად);
ქინიდინი და დილთიაზემი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკატორები და ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
მორფინი და სხვა ოპიოიდები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ);
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს:
პერორალური ანტიკოაგულანტები, რომლებსაც ხშირად უწოდებენ „სისხლის გამათხელებლებს“, მათ შორის ვარფარინი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (შემოკლებით აასს-ები), რომლებიც ხშირად მიიღება ტკივილგამაყუჩებლის სახით, როგორიცაა იბუპროფენი და ნაპროქსენი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (შემოკლებით სუსი-ები), რომლებიც მიიღება ანტიდეპრესანტების სახით, როგორიცაა პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი.
სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალოდ), ცისაპრიდი (გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), ერგოტამინის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალოდ).
ფიბრინოლიზურმა საშუალებებმა, რომლებსაც ხშირად „თრომბის გამხსნელებს“ უწოდებენ, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა, პლატეგრასთან ერთად მიღებისას შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ მკურნალობთ პლატეგრათი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ პლატეგრა, თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეთ. ამ მედიკამენტის მიღების დროს, ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტული ზომები ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
ბავშვს, ამ მედიკამენტის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ექიმი თქვენთან განიხილავს პლატეგრას მიღების სარგებელსა და რისკებს ამ პერიოდის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პლატეგრა სავარაუდოდ არ იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პლატეგრა შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთი დოზაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ მიიღება პლატეგრა
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა დოზით უნდა მიიღოთ
საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი ერთდროულად (დამრტყმელი დოზა 180 მგ). ეს დოზა, როგორც წესი, საავადმყოფოში მიიღება.
ამ საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა ერთი 90 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ორჯერ, 12 თვემდე, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ.
მიიღეთ ეს პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).
პლატეგრას მიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
თქვენი ექიმი, როგორც წესი, ასევე გირჩევთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხვდება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ მრავალ მედიკამენტში. თქვენი ექიმი გეტყვით რა დოზით უნდა მიიღოთ (ჩვეულებრივ, 75-დან 150 მგ-მდე დღეში).
როგორ მიიღება პლატეგრა
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვებს გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა
თუ გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა, შეგიძლიათ ის დაფხვნათ და წყალთან შეურიოთ შემდეგნაირად:
დაფხვენით ტაბლეტი წვრილ ფხვნილად.
ჩაყარეთ ფხვნილი ნახევარ ჭიქა წყალში.
მოურიეთ და დაუყოვნებლივ დალიეთ.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ წამალი აღარ დარჩა, გამოავლეთ ცარიელი ჭიქა კიდევ ნახევარი ჭიქა წყლით და დალიეთ.
თუ იმყოფებით საავადმყოფოში, შეიძლება მიგაღებინონ ეს ტაბლეტი წყალში გაზავებული ცხვირიდან მილის (ნაზოგასტრალური მილი) მეშვეობით.
თუ მიიღეთ პლატეგრა დანიშნულზე მეტი რაოდენობით
თუ მიიღეთ პლატეგრა დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა. შესაძლოა გქონდეთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ დაგავიწყდათ პლატეგრას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ პლატეგრას მიღება
არ შეწყვიტოთ პლატეგრას მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ ეს პრეპარატი რეგულარულად და იმდენი ხანით, რამდენ ხანსაც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი. თუ შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შესაძლოა გაიზარდოს გულის შეტევის ან ინსულტის განმეორების, ან გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
პლატეგრა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა სისხლდენასთან არის დაკავშირებული. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენა ხშირია (მაგალითად, სისხლჩაქცევები და ცხვირიდან სისხლდენა). ძლიერი სისხლდენა იშვიათია, მაგრამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ტვინში ან თავის ქალაში სისხლჩაქცევა იშვიათი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ნიშნები, როგორიცაა:
მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ეს სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს ვლინდება;
უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების მოსმენის გაძნელება;
სიარულის უეცარი გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცარი თავბრუსხვევა ან უეცარი ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზით.
სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა:
ძლიერი ან უკონტროლო სისხლდენა;
უეცარი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება;
ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი;
წითელი სისხლის ამოღებინება ან „ყავის ნალექის“ მსგავსი ნაღებინარი მასები;
წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი);
სისხლის კოლტების ამოხველება ან ამოღებინება.
გულის წასვლა (სინკოპე)
გონების დროებითი დაკარგვა ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი შემცირების გამო (ხშირი).
სისხლის შედედების პრობლემის - თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურას (TTP) ნიშნები, როგორიცაა:
ცხელება და მეწამული ლაქები (სახელწოდებით პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე, აუხსნელი ძლიერი დაღლილობით ან დაბნეულობით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
ქოშინი შეგრძნება - ეს ძალიან ხშირია. შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის დაავადებით ან სხვა მიზეზით, ან შეიძლება იყოს პლატეგრას გვერდითი მოვლენა. პლატეგრასთან დაკავშირებული ქოშინი, როგორც წესი, მსუბუქია და ხასიათდება ჰაერის უეცარი, მოულოდნელი უკმარისობის შეგრძნებით, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება მოსვენების დროს და შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის პირველ კვირებში და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაქრეს. თუ ქოშინის შეგრძნება გაუარესდება ან დიდხანს გაგრძელდება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევები.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში (რომელიც ანალიზებში ვლინდება);
სისხლის მხრივ დარღვევებით გამოწვეული სისხლდენა.
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
სისხლჩაქცევები;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევის ან ოთახის ტრიალის შეგრძნება;
დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
ყაბზობა;
გამონაყარი;
ქავილი;
სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - ესენია პოდაგრის ნიშნები;
თავბრუსხვევის ან გონების დაბინდვის შეგრძნება, ან მხედველობის დაბინდვა - ესენია დაბალი არტერიული წნევის ნიშნები;
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა ოპერაციის შემდეგ ან ნაკაწრიდან (მაგალითად, გაპარსვის დროს) და ჭრილობებიდან ნორმაზე მეტი რაოდენობით;
სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან (წყლული);
სისხლდენა ღრძილებიდან.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან სახის შეშუპება ან ტუჩების/ენის შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები;
დაბნეულობა;
თვალში სისხლის ჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები;
უფრო ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, ან აღინიშნება ჩვეულებრივი მენსტრუალური სისხლდენისგან განსხვავებულ დროს;
სისხლჩაქცევა სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას;
სისხლჩაქცევა ყურში;
შინაგანი სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა.
უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
გულისცემის პათოლოგიური შენელება (ჩვეულებრივ, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:
Státní ústav pro kontrolu léčiv (მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი)
Šrobárova (შრობაროვა) 48
100 41 პრაღა 10
ვებგვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პლატეგრა
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პლატეგრა
მოქმედი ნივთიერებაა ტიკაგრელორი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი (E421), კალციუმის წყალბადის ფოსფატის დიჰიდრატი (E341), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი (E470b).
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტალკი (E553b).
პლატეგრას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი): ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერისა, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „90“ და არის 9 მმ დიამეტრის.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ ბლისტერი და 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შეფუთვის ზომა: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შეფუთვის ყველა ზომა, შესაძლოა, არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დსს ეგის ფარმაცეუტიკალსი
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
მწარმოებელი
შპს კევარო ჯგუფი
9, Tsaritsa Eleonora Str.,office 23, Sofia 1618,
ბულგარეთი
პიჯიეფ ფარმა ინტერნაციონალ დ.ო.ო
Ulica Roberta Frangesa-Mihanovica 9, Zagreb, 10110,
ხორვატია
შპს ადალვო
Adalvo Ltd, Malta Life Sciences Park, Building 1, Level 4, Sir Temi Zammit Buildings, San Gwann, SGN 3000, მალტა
ეს პრეპარატი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
ესტონეთი Plategra
ბულგარეთი Платегра 90 mg филмирани таблетки
Plategra 90 mg film-coated tablets
ჩეხეთის რესპუბლიკა Plategra
ლიეტუვა Plategra 90 mg plėvele dengtos tabletės
ლატვია Plategra 90 mg apvalkotās tabletes
უნგრეთი Plategra 90 mg filmtabletta
სლოვაკეთი Plategra 90 mg filmom obalené tablety
რუმინეთი Plategra 90 mg comprimate filmate
ამ ფურცელი-ჩანართის ბოლოს გადახედვის თარიღი: 9.8.2024.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.