პკ-მერციგამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს), მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამანტადინი (amantadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90
- მწარმოებელი
- Merz Pharma GmbH & Co. KGaA, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადამანტანის წარმოებულები
- ATC კოდი
- N04BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040023
- რეგისტრირებულია
- 18 იანვარი 2024, მოქმედებს 18 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
პკ-მერცი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პკ-მერციგამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს), მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
პკ-მერცისტაბლეტები გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა კუნთების გაშეშება (რიგიდობა), ტრემორი, მოძრაობის უნარის შეზღუდვა ან დაკარგვა (ჰიპოკინეზია ან აკინეზია), ასევე, სხვა მედიკამენტებით გამოწვეული (როგორიცაა ნეიროლეპსიური ან მსგავსი პრეპარატები) პარკინსონის დაავადების მსგავსი მოძრაობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრეული დისკინეზია, აკათიზია (უმოძრაოდ გაჩერების შეუძლებლობა) და პარკინსოინიზმი.
მიღების წესი და დოზირება
პკ-მერცის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
პკ-მერცის ტაბლეტებზე დატანილია გამყოფი ხაზი, რისი დახმარებითაც ის შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით და შუადღისას, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დღის უკანასკნელი დოზა არ უნდა იქნეს მიღებული 16 საათის შემდეგ.
პარკინსონის სინდრომის და წამლით გამოწვეული მოძრაობის დარღვევების სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, დოზის მომატება ხდება თანდათანობით. საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე.
პირველი 4-7 დღის განმავლობაში, მიიღება ერთი ტაბლეტი პკ-მერცი ერთხელ დღეში, ანუ 100 მგ ამანტადინის სულფატი,. შემდგომ, დოზა იზრდება კვირაში ერთი ტაბლეტით, შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, ანუ 1-3 ტაბლეტი ორჯერ დღეში (200-600 მგ ამანტადინის სულფატი დღეში). ექიმის ნებართვით დღიური დოზის გაყოფა შესაძლებელია 3 ნაწილად.
ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აგზნება, ცნობიერების დაბინდვა ან დელირიუმის სინდრომი, მკურნალობა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით.
პკ-მერცის ტაბლეტების დოზა უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ინდივიდუალურად, თუ პაციენტი ასევე იღებს პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს.
პაციენტებში, რომლებიც წარსულში იღებდნენ ამანტადინის საინფუზიო ხსნარს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა.
თუ უეცრად განვითარებული პარკინსონიზმის სიმპტომები ვლინდება აკინეტიკური კრიზის სახით, საჭიროა ამანტადინის საინფუზიო ხსნარის გამოყენება.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს:
თირკმლის უკმარისობის დროს დოზა უნდა შეირჩეს (ის. ცხრილი) ექიმის მიერ თირკმლის კლირენსის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, რომელიც გამოითვლება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მიხედვით (GFR)
GFR (მლ/წთ)
ამანტადინის სულფატის დოზა (მგ)
დოზირების ინტერვალი
80-60
100
ყოველ 12 საათში
60-50
100 და 200* ან 150**
ყოველ მეორე დღეს* ან დღეში ერთხელ**
50-30
100
დღეში ერთხელ
30-20
200
კვირაში ორჯერ
20-10
100
კვირაში სამჯერ
<10 და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
200 და 100
კვირაში ერთხელ ან 2 კვირაში ერთხელ
- ალტერნატიულად, ერთი 100 მგ ამანტადინის სულფატის ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნას დღეში ერთხელ, შემდეგ - 2 ტაბლეტი.
- *მიიღება ერთი 150 მგ ამანტადინის სულფატის ტაბლეტი.
გლომერულური ფილტრაციის მაჩვენებელი (GFR) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
Clcr = (140 - ასაკი) x წონა / 72 x კრეატინინი
სადაც:
Clcr = კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ).
კრეატინინი - შრატში კრეატინინის დონე (მგ/100 მლ).
აღნიშნული ფორმულით კრეატინინის კლირენსი გამოითვლება მამაკაცებში. ქალებში, ის შეადგენს მიღებული სიდიდის 85%-ს, როცა გამოითვლება GFR მიიჩნევა, რომ ის ინულინის კლირენსის ტოლია, რომელიც შეადგენს 120 მლ/წთ-ს მოზრდილებში.
ამანტადინის მხოლოდ 5% გამოიყოფა დიალიზის გზით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც მხედველობაში მიიღებს დაავადების ტიპსა და სიმძიმეს და პაციენტის ინდივიდუალურ პასუხს პრეპარატის მიმართ.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თვლის, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
პკ-მერცის დოზის გადაჭარბებისას
მწვავე ინტოქსიკაციის ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, გაზრდილი გაღიზიანება, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა სიარულისას, მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა), ძილიანობა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა და გულყრები (ერთ პაციენტს განუვითარდა გულის ავთვისებიანი არითმია), დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს (მიმართვა შეუძლიათ ოჯახის წევრებსაც) და საჭიროა სამედიცინო დახმარება.
ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები ან კომა და კუნთების კონტრაქტურაც კი შეიძლება განვითარდეს პკ-მერცის ტაბლეტების მიღებისას პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.
რადგან სპეციფიკური მკურნალობა ან ანტიდოტი არ არსებობს, პკ-მერცის ტაბლეტებით ინტოქსიკაციის დროს, საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. ორგანიზმიდან ამანტადინის სწრაფად გამოსაყოფად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და შარდის მჟავიანობის მომატება. შეიძლება საჭირო გახდეს სედაციური საშუალებების, ანტიკონვულსანტების და ანტიარითმული პრეპარატების (როგორიცაა ინტრავენურად ლიდოკაინი) გამოყენება,
ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ეფექტის განვითარებისას (აღწერილია ზემოთ) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფიზოსტიგმინი ინტრავენურად 1-2 მგ ყოველ 2 სთ-ში ერთხელ მოზრდილებში და 0.5 მგ 2-ჯერ 5-10 წთ-ში ბავშვებში. მაქსიმალური საერთო დოზა ბავშვებში შეადგენს 2 მგ-ს.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ჩაატარებს ეკგ კვლევას და ყურადღებით გააკონტროლებს გულის რითმზე მოქმედ ფაქტორებს: ელექტროლიტურ დისბალანსს (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დონის დაქვეითება სისხლში), გულისცემის სიხშირის შემცირება.
პკ-მერცის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია. დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პკ-მერცის მკურნალობის შეწყვეტისას
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აპირებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას წამლის აუტანლობის ან დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების გამო. პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად, რადგან შესაძლოა გაუარესდეს დაავადების მიმდინარეობა და განვითარდეს პრეპარატის მოხსნის სიმპტომები.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პკ-მერციარ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დეკომპენსირებული უკმარისობა (IV სტადია NYHA კლასიფიკაციით);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის კუნთის გარკვეული ტიპის დაავადებები (კარდიომიოპათია, მიოკარდიტი);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები (II ან III ხარისხის AV ბლოკი);
თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია (ნაკლები, ვიდრე 55 დარტყმა/წთ);
თუ პაციენტს აღენიშნება გარკვეული სახისცვლილებები ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან U ტალღები);
თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში.
პკ-მერციარ უნდა იქნას გამოყენებული ბუდიპინთან ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (იხ. “სხვა მედიკამენტები და პკ-მერცი”).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო პკ-მერცის მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
პროსტატის ზომაში მომატება
თვალშიდა წნევის მომატება, მაგ. დახურულკუთხოვნაი გლაუკომის გამო
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიები (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები)
მოუსვენრობის ან კონფუზიის ამჟამინდელი ან გადატანილი ეპიზოდი
კატატონია ან ეკზოგენური ფსიქოზი (მძიმე ფსიქიკური აშლილობები)
თუ პაციენტი იღებს მემანტინს (იხ. “სხვა მედიკამენტები და პკ-მერცი”).
ბავშვები
არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პირები
ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის შემცირებული დოზები (იხ. პუნქტი “პკ-მერცისგამოყენება”).
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
პკ-მერცი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფარმაცევტთან ან ექიმთან.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 1-ლ და მე-3 კვირას საჭიროა ეკგ გამოკვლევის ჩატარება (50 მმ/წმ) და ბაზეტის სიხშირით კორექტირებული QT დროის (QTc) განსაზღვრა მანუალურად. მსგავსი ეკგ კვლევა ასევე უნდა ჩატარდეს ყოველი დოზის მომატებამდე და დოზის მომატებიდან 2 კვირაში. შემდგომ, დამატებითი ეკგ კვლევები უნდა ჩატარდეს არაუმცირეს ერთხელ წელიწადში.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს თუ აღინიშნება არარეგულარული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა.
იმპლანტირებული პეისმეიკერის არსებობის შემთხვევაში QT ინტერვალის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია და მსგავს შემთხვევებში, პკ-მერცის ტაბლეტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კარდიოლოგის ნებართვით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას, არსებობს პრეპარატის ორგანიზმში აკუმულირების რისკი თირკმელების მიერ მისი არასათანადო ექსკრეციის გამო. აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს ზედოზირება. ამრიგად, პკ-მერცის დანიშვნისას, მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა განსაზღვროს სათანადო დოზა და რეგულარულად აკონტროლოს პაციენტის გლომერულური ფილტრაცია (იხ. პუნქტი “პკ-მერცისგამოყენება”).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პკ-მერცის დანიშვნა ხდება ტვინის ორგანული სინდრომის (თავის ტვინის დისფუნქცია) მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, რადგან შესაძლოა გაიზარდოს გულყრების განვითარების ან გარკვეული სიმპტომების გართულების რისკი.
თუ პაციენტს აქვს გულსისხძარღვთა დაავადება, მიდრეკილია გულყრებისკენ ან წარსულში ჰქონია გულყრა, პკ-მერცით მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულმოდგინე მონიტორინგი.
ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ძლიერი პალპიტაცია, თავბრუსხვევა ან გონების კარგვის მოკლე ეპიზოდი, პკ-მერცით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს გულის რითმის კვლევა. პკ-მერცით მკურნალობის გაგრძელება დასაშვებია თუ რითმის დარღვევა არ გამოვლინდება, თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნეს პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებები და წამალთშორისი ურთიერთქმედებები (იხ. პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
პარკინსონის დაავადების მქონე პირებში პკ-მერცის უეცარმა მოხსნამ შესაძლოა განაპირობოს მოტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოძრაობის მძიმე დარღვევით ან მოძრაობის შეუძლებლობით.
როდესაც პკ-მერცი გამოიყენება ნეიროლეპსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, პკ-მერცის უეცარმა მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი. აღნიშნული მდგომარეობისას შესაძლოა განვითარდეს უეცარი ცხელება, კუნთების რიგიდობა და აუტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია.
პარკინსონის დაავადებას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერსალივაცია, ჭარბი ოფლიანობა, ცხელება, ალები, შეშუპება და დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების მკურნალობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პკ-მერცის პოტენციური გვერდითი მოვლენები და წამალთშორისი ურთიერთქმედებები.
შარდის გამოყოფის დარღვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მხედველობის ნებისმიერი სახის დარღვევის, მათ შორის მხედველობის დაბინდვის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი/მომვლელი ამჩნევს ისეთ უჩვეულო ცვლილებებს, როგორიცაა ადამიანისთვის არადამახასიათებელი ქცევა, იმპულსის კონტროლის შეუძლებლობა ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საზიანო ქმედებისკენ მიდრეკილება. აღნიშნული წარმოადგენს იმპულსის კონტროლის დარღვევას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ქცევითი ცვლილებებით, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, საკვების ჭარბად მიღებით ან ფინანსების არასაჭირო გახარჯვით, სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური სიჭარბით ან სქესობრივი ხასიათის აზრების ან გრძნობების სიჭარბით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს პკ-მერცის გამოყენება ან მოახდინოს დოზის კორექცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
პკ-მერციარ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ Q-T ინტერვალის გახანგრძლივებას:
ზოგიერთი არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატი (Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი და III კალსის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი);
ფსიქოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ნეიროლეფსიური საშუალებები: თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი);
დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, მათ შორის ამიტრიპტილინი);
ურტიკარიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ანტიჰისტამინები, მაგ. ასტემიზოლი, ტერფენადინი);
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);
ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკი (გირაზას ინჰიბიტორები, მაგ. სპარფლოქსაცინი);
ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ანტიფუნგალური პრეპარატბი, აზოლისგან წარმოებულები);
ზოგიერთი სხვა პრეპარატი: ბუდიპინი, ჰალოფრანტრინი, კოტრიმაზოლი, პენტამიდინი, ცისაპრიდი და ბეპრიდილი.
აღნიშნული არ წარმოადგენს პრეპარატების სრულ სიას. პკ-მერცთან ერთად ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი უნდა გაეცნოს პკ-მერცის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებას, რათა დარწმუნდეს, რომ კონკრეტული წამალთშორისი ურთიერთქმედების ფარგლებში QTინტერვალზე გავლენა მოსალოდნელი არ არის.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს პკ-მერცთან ერთად ან იღებდა უახლოეს წარსულში.
პკ-მერცთან ერთად დასაშვებია პარკინსონისმ საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიღება, თუმცა ისეთი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა ფსიქოზი, შესაძლოა საჭირო გახდეს რომელიმე ხსენებული პრეპარატის დოზის კორექცია.
გრიპის A ტიპის ვირუსის სამკურნალო და პრევენციული მიზნით პკ-მერცის დამხმარე თერაპიის სახით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ზედოზირების რისკის გამო.
სპეციფიკური კვლევები პკ-მერცის წამალთშორისი ურთიერთქმედებების შესახებ პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან (ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი, მემანტინე, ტრიჰექსიფენიდილი და სხვ.)ან მემანტინთან არ ჩატარებულა (იხ. პუნქტი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან ან პრეპარატთა ჯგუფებთან ერთად პკ-მერცის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი წამალთშორისი ურთიერთქმედებები:
ანტიქოლინერგული პრეპარატები:
ანტიქოლინერგული პრეპარატებისთვის (მაგ. ტრიჰექსიფენიდილი, ბენზატროპინი, სკოპოლამინი, ბიპერიდინი, ორფენადრინი და სხვ.) დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების (კონფუზია და ჰალუცინაციები) გაძლიერება.
არაპირდაპირად მოქმედი სიმპატომიმეტური საშუალებები:
ამანტადინის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი მოქმედების გაძლიერება.
ალკოჰოლი:
ალკოჰოლის გადამუშავების უნარის შესუსტება.
ლევოდოპა (პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატი):
თერაპიული ეფექტის ორმხრივი გაძლიერება. ლევოდოპას მიღება დასაშვებია პკ-მერცთან ერთად.
პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები:
მემანტინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გაძლიერდეს პკ-მერცის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი (საჭიროა უკუჩვენებების გათვალისწინება).
სხვა პრეპარატები:
ზოგიერთ შარდმდენთან, მაგ. ტრიამტერენი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტიპის დიურეზულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს ამანტადინის კლირენსი, რამაც, შესაძლოა განაპირობოს მისი ტოქსიური კონცენტრაცია სისხლში, ტანხლები მოძრაობის დარღვევებით, გულყრებით ან კონცფუზიით. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება დაუშვებელია.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ინსტრუქციები ვალიდურია იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება ხდებოდა უახლოეს წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პკ-მერცის ტაბლეტები აქვეითებენ ალკოჰოლის მიმართ ამტანობას, ამრიგად, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მიღება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფეხმძიმე პაციენტებში პკ-მერცისგამოყენების შესახებ. აღინიშნა, როგორც ჯანმრთელი ახალშობილების, ასევე ფეხმძიმობის გართულებებისა და ნაყოფის დეფექტების (კარდიოვასკულური ნაკლოვანებები, მოკლე კიდურები) განვითარების შემთხვევები.
ცხოველებზე კვლევებით, ამანტადინი საზიანო იყო ნაყოფისათვის. თუმცა, მისი პოტენციური რისკი ადამიანებზე უცნობია.
რეკომენდებულია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მშობელი ღებულობდა ამანტადინს.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა პკ-მერცით მკურნალობა.
ლაქტაცია
ამანტადინი გამოიყოფა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ამანტადინის გამოყენება წარმოადგენს აბსოლუტურ ჩვენებას, ახალშობილები უნდა იმყოფებოდნენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ წამალთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო განვითარების გამო (გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, ღებინება). შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პკ-მერცის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ყურადღებაზე, სიფხიზლესა და მხედველობის სიმახვილეზე, განსაკუთრებით, როდესაც მისი გამოყენება ხდება პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი, დაავადებით გამოწვეული უნარის დაქვეითებაზე დამატებით. რაც იწვევს რეაქციის სისწრაფისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებას მოულოდნელი და უეცარი მოვლენების დროს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა ელექტრული მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მართვის უნარი შეიძლება კიდევ უფრო დაქვეითდეს ალკოჰოლის მიღების გამო.
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF და ლაქტოზას
მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ მას აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
ძილის დარღვევები
მოუსვენრობა და აჟიტირება
პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან ასოცირებული შარდის შეკავება
შესაძლებელია ეკზოგენური პარანოიდალური ფსიქოზის პროვოცირება, რაც თანხლებულია ვიზუალური ჰალუცინაციებით, განსაკუთრებით შესაბამისი რისკის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
მსგავსი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარება მეტად მოსალოდნელია, როდესაც პრეპარატი მიიღება პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (მაგ. ლევოდოპასთან, ბრომოკრიპტინთან, მემანტინთან).
კანის აჭრელება (Livedo reticularis), რასაც ზოგჯერ თან ახლავს მუხლების და კოჭების შეშუპება;
გულისრევა;
თავბრუსხვევა;
პირის სიმშრალე;
ორთოსტატური დისრეგულაცია (სისხლის მიმოქცევის მოშლა წამოდგომისას).
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
მხედველობის დაბინდვა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;
გულის რითმის დარღვევები, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება;
აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმეტესობა განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებთანაც მოხდა დოზის გადაჭარბება, დანიშნული იყო დამატებითი პრეპარატები ან სახეზე იყო გულის რითმის დარღვევის რისკის ფაქტორები (იხ. “პკ-მერციარ მიიღება” და “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
გარდამავალი სიბრმავე
ფოტოსენსიტიურობა
გულის რითმის დარღვევა ტაქიკარდიით
ეპილეფსიური გულყრა, ჩვეულებრივ, როდესაც გამოიყენება სტანდარტულზე მაღალი დოზები
კუნთების კრთომები და პარესთეზია კიდურებში.
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული ცნობების მიხედვით):
უჩვეულო ქცევის მოთხოვნილება - აზარტული თამაშების ძლიერი იმპულსი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება ან ცვლილება, უკონტროლო შოპინგი ან ფინანსების გახარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობის საკვების მიღება დროის მცირე მონაკვეთში) ან კომპულსიური კვება (ნორმაზე მეტი საკვების მიღება ან საკვების ნორმაზე ხშირად მიღება).
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია შემდეგი გზებით: ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული წამლების კონტროლის სახელმწიფო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შესაბამისი ფორმის შევსებით - https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv; https://www.vvkt.lt/index.php?4004286486გამოქვეყნებული საეჭვო გვერდითი მოვლენების ფორმის (ADR) შევსებით, ელ-ფოსტით მისამართზე: [email protected] ან უფასო სატელეფონო ზარით ტელეფონზე: 8 800 73568.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
პკ-მერცის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ამანტადინის სულფატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარულიტაბლეტი შეიცავს 100 მგ ამანტადინის სულფატს.
დამხამრე ნივთიერებები
ტაბლეტის გული: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E466), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
ტაბლეტის გარსი: ტალკი, ბუტილის მეთაკრილატი, (2-დიმეთილამინოეთილი) მეთაკრილატი, მეთილის მეთაკრილატის კოპოლიმერი (1:2:1) (ეუდაგრიტი (E100)), ფორთოხლისფერ-ყვითელი საღებავი FCF (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაგნიუმის სტეარატი (E572).
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პკ-მერცის მიღება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
პკ-მერცი® 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამანტადინის სულფატი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს პკ-მერციდა მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა პკ-მერცისმიღებამდე;
პკ-მერცის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
პკ-მერცისშენახვის წესი;
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პკ-მერცი და მისი გამოყენება
პკ-მერციგამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს), მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
პკ-მერცისტაბლეტები გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა კუნთების გაშეშება (რიგიდობა), ტრემორი, მოძრაობის უნარის შეზღუდვა ან დაკარგვა (ჰიპოკინეზია ან აკინეზია), ასევე, სხვა მედიკამენტებით გამოწვეული (როგორიცაა ნეიროლეპსიური ან მსგავსი პრეპარატები) პარკინსონის დაავადების მსგავსი მოძრაობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ადრეული დისკინეზია, აკათიზია (უმოძრაოდ გაჩერების შეუძლებლობა) და პარკინსოინიზმი.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა პკ-მერცის მიღებამდე
პკ-მერციარ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დეკომპენსირებული უკმარისობა (IV სტადია NYHA კლასიფიკაციით);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის კუნთის გარკვეული ტიპის დაავადებები (კარდიომიოპათია, მიოკარდიტი);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები (II ან III ხარისხის AV ბლოკი);
თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია (ნაკლები, ვიდრე 55 დარტყმა/წთ);
თუ პაციენტს აღენიშნება გარკვეული სახისცვლილებები ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან U ტალღები);
თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში.
პკ-მერციარ უნდა იქნას გამოყენებული ბუდიპინთან ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (იხ. “სხვა მედიკამენტები და პკ-მერცი”).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო პკ-მერცის მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
პროსტატის ზომაში მომატება
თვალშიდა წნევის მომატება, მაგ. დახურულკუთხოვნაი გლაუკომის გამო
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიები (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები)
მოუსვენრობის ან კონფუზიის ამჟამინდელი ან გადატანილი ეპიზოდი
კატატონია ან ეკზოგენური ფსიქოზი (მძიმე ფსიქიკური აშლილობები)
თუ პაციენტი იღებს მემანტინს (იხ. “სხვა მედიკამენტები და პკ-მერცი”).
ბავშვები
არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პირები
ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის შემცირებული დოზები (იხ. პუნქტი “პკ-მერცისგამოყენება”).
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
პკ-მერცი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფარმაცევტთან ან ექიმთან.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 1-ლ და მე-3 კვირას საჭიროა ეკგ გამოკვლევის ჩატარება (50 მმ/წმ) და ბაზეტის სიხშირით კორექტირებული QT დროის (QTc) განსაზღვრა მანუალურად. მსგავსი ეკგ კვლევა ასევე უნდა ჩატარდეს ყოველი დოზის მომატებამდე და დოზის მომატებიდან 2 კვირაში. შემდგომ, დამატებითი ეკგ კვლევები უნდა ჩატარდეს არაუმცირეს ერთხელ წელიწადში.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს თუ აღინიშნება არარეგულარული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა.
იმპლანტირებული პეისმეიკერის არსებობის შემთხვევაში QT ინტერვალის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია და მსგავს შემთხვევებში, პკ-მერცის ტაბლეტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კარდიოლოგის ნებართვით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას, არსებობს პრეპარატის ორგანიზმში აკუმულირების რისკი თირკმელების მიერ მისი არასათანადო ექსკრეციის გამო. აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს ზედოზირება. ამრიგად, პკ-მერცის დანიშვნისას, მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა განსაზღვროს სათანადო დოზა და რეგულარულად აკონტროლოს პაციენტის გლომერულური ფილტრაცია (იხ. პუნქტი “პკ-მერცისგამოყენება”).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პკ-მერცის დანიშვნა ხდება ტვინის ორგანული სინდრომის (თავის ტვინის დისფუნქცია) მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, რადგან შესაძლოა გაიზარდოს გულყრების განვითარების ან გარკვეული სიმპტომების გართულების რისკი.
თუ პაციენტს აქვს გულსისხძარღვთა დაავადება, მიდრეკილია გულყრებისკენ ან წარსულში ჰქონია გულყრა, პკ-მერცით მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულმოდგინე მონიტორინგი.
ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ძლიერი პალპიტაცია, თავბრუსხვევა ან გონების კარგვის მოკლე ეპიზოდი, პკ-მერცით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს გულის რითმის კვლევა. პკ-მერცით მკურნალობის გაგრძელება დასაშვებია თუ რითმის დარღვევა არ გამოვლინდება, თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნეს პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებები და წამალთშორისი ურთიერთქმედებები (იხ. პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
პარკინსონის დაავადების მქონე პირებში პკ-მერცის უეცარმა მოხსნამ შესაძლოა განაპირობოს მოტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოძრაობის მძიმე დარღვევით ან მოძრაობის შეუძლებლობით.
როდესაც პკ-მერცი გამოიყენება ნეიროლეპსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, პკ-მერცის უეცარმა მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი. აღნიშნული მდგომარეობისას შესაძლოა განვითარდეს უეცარი ცხელება, კუნთების რიგიდობა და აუტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია.
პარკინსონის დაავადებას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერსალივაცია, ჭარბი ოფლიანობა, ცხელება, ალები, შეშუპება და დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების მკურნალობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პკ-მერცის პოტენციური გვერდითი მოვლენები და წამალთშორისი ურთიერთქმედებები.
შარდის გამოყოფის დარღვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მხედველობის ნებისმიერი სახის დარღვევის, მათ შორის მხედველობის დაბინდვის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი/მომვლელი ამჩნევს ისეთ უჩვეულო ცვლილებებს, როგორიცაა ადამიანისთვის არადამახასიათებელი ქცევა, იმპულსის კონტროლის შეუძლებლობა ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საზიანო ქმედებისკენ მიდრეკილება. აღნიშნული წარმოადგენს იმპულსის კონტროლის დარღვევას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ქცევითი ცვლილებებით, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, საკვების ჭარბად მიღებით ან ფინანსების არასაჭირო გახარჯვით, სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური სიჭარბით ან სქესობრივი ხასიათის აზრების ან გრძნობების სიჭარბით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს პკ-მერცის გამოყენება ან მოახდინოს დოზის კორექცია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
პკ-მერციარ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ Q-T ინტერვალის გახანგრძლივებას:
ზოგიერთი არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატი (Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი და III კალსის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი);
ფსიქოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ნეიროლეფსიური საშუალებები: თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი);
დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, მათ შორის ამიტრიპტილინი);
ურტიკარიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ანტიჰისტამინები, მაგ. ასტემიზოლი, ტერფენადინი);
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);
ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკი (გირაზას ინჰიბიტორები, მაგ. სპარფლოქსაცინი);
ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ანტიფუნგალური პრეპარატბი, აზოლისგან წარმოებულები);
ზოგიერთი სხვა პრეპარატი: ბუდიპინი, ჰალოფრანტრინი, კოტრიმაზოლი, პენტამიდინი, ცისაპრიდი და ბეპრიდილი.
აღნიშნული არ წარმოადგენს პრეპარატების სრულ სიას. პკ-მერცთან ერთად ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი უნდა გაეცნოს პკ-მერცის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებას, რათა დარწმუნდეს, რომ კონკრეტული წამალთშორისი ურთიერთქმედების ფარგლებში QTინტერვალზე გავლენა მოსალოდნელი არ არის.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს პკ-მერცთან ერთად ან იღებდა უახლოეს წარსულში.
პკ-მერცთან ერთად დასაშვებია პარკინსონისმ საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიღება, თუმცა ისეთი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა ფსიქოზი, შესაძლოა საჭირო გახდეს რომელიმე ხსენებული პრეპარატის დოზის კორექცია.
გრიპის A ტიპის ვირუსის სამკურნალო და პრევენციული მიზნით პკ-მერცის დამხმარე თერაპიის სახით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ზედოზირების რისკის გამო.
სპეციფიკური კვლევები პკ-მერცის წამალთშორისი ურთიერთქმედებების შესახებ პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან (ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი, მემანტინე, ტრიჰექსიფენიდილი და სხვ.)ან მემანტინთან არ ჩატარებულა (იხ. პუნქტი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან ან პრეპარატთა ჯგუფებთან ერთად პკ-მერცის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი წამალთშორისი ურთიერთქმედებები:
ანტიქოლინერგული პრეპარატები:
ანტიქოლინერგული პრეპარატებისთვის (მაგ. ტრიჰექსიფენიდილი, ბენზატროპინი, სკოპოლამინი, ბიპერიდინი, ორფენადრინი და სხვ.) დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების (კონფუზია და ჰალუცინაციები) გაძლიერება.
არაპირდაპირად მოქმედი სიმპატომიმეტური საშუალებები:
ამანტადინის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი მოქმედების გაძლიერება.
ალკოჰოლი:
ალკოჰოლის გადამუშავების უნარის შესუსტება.
ლევოდოპა (პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატი):
თერაპიული ეფექტის ორმხრივი გაძლიერება. ლევოდოპას მიღება დასაშვებია პკ-მერცთან ერთად.
პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები:
მემანტინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გაძლიერდეს პკ-მერცის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი (საჭიროა უკუჩვენებების გათვალისწინება).
სხვა პრეპარატები:
ზოგიერთ შარდმდენთან, მაგ. ტრიამტერენი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტიპის დიურეზულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს ამანტადინის კლირენსი, რამაც, შესაძლოა განაპირობოს მისი ტოქსიური კონცენტრაცია სისხლში, ტანხლები მოძრაობის დარღვევებით, გულყრებით ან კონცფუზიით. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება დაუშვებელია.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ინსტრუქციები ვალიდურია იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება ხდებოდა უახლოეს წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პკ-მერცის ტაბლეტები აქვეითებენ ალკოჰოლის მიმართ ამტანობას, ამრიგად, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მიღება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფეხმძიმე პაციენტებში პკ-მერცისგამოყენების შესახებ. აღინიშნა, როგორც ჯანმრთელი ახალშობილების, ასევე ფეხმძიმობის გართულებებისა და ნაყოფის დეფექტების (კარდიოვასკულური ნაკლოვანებები, მოკლე კიდურები) განვითარების შემთხვევები.
ცხოველებზე კვლევებით, ამანტადინი საზიანო იყო ნაყოფისათვის. თუმცა, მისი პოტენციური რისკი ადამიანებზე უცნობია.
რეკომენდებულია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მშობელი ღებულობდა ამანტადინს.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა პკ-მერცით მკურნალობა.
ლაქტაცია
ამანტადინი გამოიყოფა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ამანტადინის გამოყენება წარმოადგენს აბსოლუტურ ჩვენებას, ახალშობილები უნდა იმყოფებოდნენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ წამალთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო განვითარების გამო (გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, ღებინება). შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პკ-მერცის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ყურადღებაზე, სიფხიზლესა და მხედველობის სიმახვილეზე, განსაკუთრებით, როდესაც მისი გამოყენება ხდება პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი, დაავადებით გამოწვეული უნარის დაქვეითებაზე დამატებით. რაც იწვევს რეაქციის სისწრაფისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებას მოულოდნელი და უეცარი მოვლენების დროს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა ელექტრული მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მართვის უნარი შეიძლება კიდევ უფრო დაქვეითდეს ალკოჰოლის მიღების გამო.
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF და ლაქტოზას
მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ მას აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- პკ-მერცის მიღების წესი
პკ-მერცის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
პკ-მერცის ტაბლეტებზე დატანილია გამყოფი ხაზი, რისი დახმარებითაც ის შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით და შუადღისას, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დღის უკანასკნელი დოზა არ უნდა იქნეს მიღებული 16 საათის შემდეგ.
პარკინსონის სინდრომის და წამლით გამოწვეული მოძრაობის დარღვევების სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, დოზის მომატება ხდება თანდათანობით. საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე.
პირველი 4-7 დღის განმავლობაში, მიიღება ერთი ტაბლეტი პკ-მერცი ერთხელ დღეში, ანუ 100 მგ ამანტადინის სულფატი,. შემდგომ, დოზა იზრდება კვირაში ერთი ტაბლეტით, შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, ანუ 1-3 ტაბლეტი ორჯერ დღეში (200-600 მგ ამანტადინის სულფატი დღეში). ექიმის ნებართვით დღიური დოზის გაყოფა შესაძლებელია 3 ნაწილად.
ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აგზნება, ცნობიერების დაბინდვა ან დელირიუმის სინდრომი, მკურნალობა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით.
პკ-მერცის ტაბლეტების დოზა უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ინდივიდუალურად, თუ პაციენტი ასევე იღებს პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს.
პაციენტებში, რომლებიც წარსულში იღებდნენ ამანტადინის საინფუზიო ხსნარს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა.
თუ უეცრად განვითარებული პარკინსონიზმის სიმპტომები ვლინდება აკინეტიკური კრიზის სახით, საჭიროა ამანტადინის საინფუზიო ხსნარის გამოყენება.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს:
თირკმლის უკმარისობის დროს დოზა უნდა შეირჩეს (ის. ცხრილი) ექიმის მიერ თირკმლის კლირენსის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, რომელიც გამოითვლება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მიხედვით (GFR)
GFR (მლ/წთ)
ამანტადინის სულფატის დოზა (მგ)
დოზირების ინტერვალი
80-60
100
ყოველ 12 საათში
60-50
100 და 200* ან 150**
ყოველ მეორე დღეს* ან დღეში ერთხელ**
50-30
100
დღეში ერთხელ
30-20
200
კვირაში ორჯერ
20-10
100
კვირაში სამჯერ
<10 და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
200 და 100
კვირაში ერთხელ ან 2 კვირაში ერთხელ
- ალტერნატიულად, ერთი 100 მგ ამანტადინის სულფატის ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნას დღეში ერთხელ, შემდეგ - 2 ტაბლეტი.
- *მიიღება ერთი 150 მგ ამანტადინის სულფატის ტაბლეტი.
გლომერულური ფილტრაციის მაჩვენებელი (GFR) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
Clcr = (140 - ასაკი) x წონა / 72 x კრეატინინი
სადაც:
Clcr = კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ).
კრეატინინი - შრატში კრეატინინის დონე (მგ/100 მლ).
აღნიშნული ფორმულით კრეატინინის კლირენსი გამოითვლება მამაკაცებში. ქალებში, ის შეადგენს მიღებული სიდიდის 85%-ს, როცა გამოითვლება GFR მიიჩნევა, რომ ის ინულინის კლირენსის ტოლია, რომელიც შეადგენს 120 მლ/წთ-ს მოზრდილებში.
ამანტადინის მხოლოდ 5% გამოიყოფა დიალიზის გზით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც მხედველობაში მიიღებს დაავადების ტიპსა და სიმძიმეს და პაციენტის ინდივიდუალურ პასუხს პრეპარატის მიმართ.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თვლის, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
პკ-მერცის დოზის გადაჭარბებისას
მწვავე ინტოქსიკაციის ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, გაზრდილი გაღიზიანება, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა სიარულისას, მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა), ძილიანობა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა და გულყრები (ერთ პაციენტს განუვითარდა გულის ავთვისებიანი არითმია), დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს (მიმართვა შეუძლიათ ოჯახის წევრებსაც) და საჭიროა სამედიცინო დახმარება.
ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები ან კომა და კუნთების კონტრაქტურაც კი შეიძლება განვითარდეს პკ-მერცის ტაბლეტების მიღებისას პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.
რადგან სპეციფიკური მკურნალობა ან ანტიდოტი არ არსებობს, პკ-მერცის ტაბლეტებით ინტოქსიკაციის დროს, საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. ორგანიზმიდან ამანტადინის სწრაფად გამოსაყოფად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და შარდის მჟავიანობის მომატება. შეიძლება საჭირო გახდეს სედაციური საშუალებების, ანტიკონვულსანტების და ანტიარითმული პრეპარატების (როგორიცაა ინტრავენურად ლიდოკაინი) გამოყენება,
ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ეფექტის განვითარებისას (აღწერილია ზემოთ) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფიზოსტიგმინი ინტრავენურად 1-2 მგ ყოველ 2 სთ-ში ერთხელ მოზრდილებში და 0.5 მგ 2-ჯერ 5-10 წთ-ში ბავშვებში. მაქსიმალური საერთო დოზა ბავშვებში შეადგენს 2 მგ-ს.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ჩაატარებს ეკგ კვლევას და ყურადღებით გააკონტროლებს გულის რითმზე მოქმედ ფაქტორებს: ელექტროლიტურ დისბალანსს (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დონის დაქვეითება სისხლში), გულისცემის სიხშირის შემცირება.
პკ-მერცის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია. დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პკ-მერცის მკურნალობის შეწყვეტისას
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აპირებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას წამლის აუტანლობის ან დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების გამო. პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს უეცრად, რადგან შესაძლოა გაუარესდეს დაავადების მიმდინარეობა და განვითარდეს პრეპარატის მოხსნის სიმპტომები.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
ძილის დარღვევები
მოუსვენრობა და აჟიტირება
პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან ასოცირებული შარდის შეკავება
შესაძლებელია ეკზოგენური პარანოიდალური ფსიქოზის პროვოცირება, რაც თანხლებულია ვიზუალური ჰალუცინაციებით, განსაკუთრებით შესაბამისი რისკის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
მსგავსი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარება მეტად მოსალოდნელია, როდესაც პრეპარატი მიიღება პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (მაგ. ლევოდოპასთან, ბრომოკრიპტინთან, მემანტინთან).
კანის აჭრელება (Livedo reticularis), რასაც ზოგჯერ თან ახლავს მუხლების და კოჭების შეშუპება;
გულისრევა;
თავბრუსხვევა;
პირის სიმშრალე;
ორთოსტატური დისრეგულაცია (სისხლის მიმოქცევის მოშლა წამოდგომისას).
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
მხედველობის დაბინდვა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;
გულის რითმის დარღვევები, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება;
აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმეტესობა განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებთანაც მოხდა დოზის გადაჭარბება, დანიშნული იყო დამატებითი პრეპარატები ან სახეზე იყო გულის რითმის დარღვევის რისკის ფაქტორები (იხ. “პკ-მერციარ მიიღება” და “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
გარდამავალი სიბრმავე
ფოტოსენსიტიურობა
გულის რითმის დარღვევა ტაქიკარდიით
ეპილეფსიური გულყრა, ჩვეულებრივ, როდესაც გამოიყენება სტანდარტულზე მაღალი დოზები
კუნთების კრთომები და პარესთეზია კიდურებში.
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული ცნობების მიხედვით):
უჩვეულო ქცევის მოთხოვნილება - აზარტული თამაშების ძლიერი იმპულსი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება ან ცვლილება, უკონტროლო შოპინგი ან ფინანსების გახარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობის საკვების მიღება დროის მცირე მონაკვეთში) ან კომპულსიური კვება (ნორმაზე მეტი საკვების მიღება ან საკვების ნორმაზე ხშირად მიღება).
პკ-მერციშეიცავს ფორთოხლისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია შემდეგი გზებით: ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული წამლების კონტროლის სახელმწიფო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შესაბამისი ფორმის შევსებით - https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv; https://www.vvkt.lt/index.php?4004286486გამოქვეყნებული საეჭვო გვერდითი მოვლენების ფორმის (ADR) შევსებით, ელ-ფოსტით მისამართზე: [email protected] ან უფასო სატელეფონო ზარით ტელეფონზე: 8 800 73568.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- პკ-მერცის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პკ-მერცის მიღება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
პკ-მერცის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ამანტადინის სულფატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარულიტაბლეტი შეიცავს 100 მგ ამანტადინის სულფატს.
დამხამრე ნივთიერებები
ტაბლეტის გული: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E466), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
ტაბლეტის გარსი: ტალკი, ბუტილის მეთაკრილატი, (2-დიმეთილამინოეთილი) მეთაკრილატი, მეთილის მეთაკრილატის კოპოლიმერი (1:2:1) (ეუდაგრიტი (E100)), ფორთოხლისფერ-ყვითელი საღებავი FCF (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაგნიუმის სტეარატი (E572).
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტების გამოყა დასაშვებია ორ ტოლ ნაწილად. მუყაოს კოლოფი შედგება 90 ტაბლეტისგან. ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Merz Pharmaceuticals GmbH
Eckenheimer Landstrasse 100
D-60318 Frankfurt / Main
Germany
მერც ფარმაცეუტიკალს გმბჰ
ეკენჰაიმერ ლანდშტრასე 100
D-60318 ფრანკფურტი/მაინი
გერმანია
მწარმოებელი:
Merz pharma GmbH & Co. KGaA
Ludwigstraße 22
D-64354რეინჰეიმი
გერმანია
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 2022-02-01.
გამოყენების ინსტრუქციის უახლესი ვერსია განთავსებულია ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პრეპარატთა კონტროლის სახელმწიფო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: http://www.vvkt.lt
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


