პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები

პკ-მერცი

PK-Merz®

რეცეპტით(0.4მგ/მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს). პკ-მერცი გამოიყენება: პარკინსონის დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომების მწვავე გაუარესების, სახელდობრ, აკინეტიკური კრიზის საწყისი და ინტენსიური მკურნალობისთვის; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამანტადინი (amantadine)
ფორმა და შეფუთვა
(0.4მგ/მლ) 200მგ/500მლ 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ბოთლი №2
მწარმოებელი
Merz Pharma GmbH & Company KGaA, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადამანტანის წარმოებულები
ATC კოდი
N04BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039635
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2023, მოქმედებს 28 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპკ-მერცი და სხვა წამალი ერთად

პკ-მერცი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს).

პკ-მერცი გამოიყენება:

პარკინსონის დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომების მწვავე გაუარესების, სახელდობრ, აკინეტიკური კრიზის საწყისი და ინტენსიური მკურნალობისთვის;

სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ცნობიერების დაქვეითების, დარღვევის და ცნობიერების დაკარგვის დროს, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

პარკინსონის სინდრომი:

პარკინსონის დაავადების სიმპტომების მწვავე გაუარესების ეპიზოდის დროს, 500 მლ (200 მგ ამანტადინის სულფატი) ხსნარი შეიყვანება ვენაში, 1-3-ჯერ დღეში.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 55 წვეთს წუთში, არაუმეტეს 3 საათის განმავლობაში.

ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის შემცირებული დოზები.

პკ-მერცი®-ს დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თუ პაციენტი ასევე ღებულობს პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს.

ყურადღების დაქვეითება

სხვადასხვა ეტიოლოგიის ცნობიერების დაქვეითების შემდგომ, სიფხიზლის გასაუმჯობესებლად, 500 მლ ხსნარი (200 მგ ამანტადინის სულფატი) ვენაში შეიყვანება ნელი ინფუზიის სახით (> 3 სთ), ერთხელ დღეში, საწყისი ფაზით 3-5 დღე.

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, პრეპარატის გამოყენება შესაძლოა გაგრძელდეს - უპირატესად მისი პერორალური ფორმით.

გამოყენება თირკმლის დისფუნქციის დროს

თირკმლის დისფუნქციის არსეობიბის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს შემცირებული დოზა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თერაპიულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მკურნალობისადმი პასუხზე.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში და მოზარდებში.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ამანტადინის სულფატის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა (IV სტადია NYHA კლასიფიკაციით);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის კუნთის გარკვეული ტიპის დაავადებები (კარდიომიოპათია, მიოკარდიტი);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები (II ან III ხარისხის AV ბლოკი);

თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია (ნაკლები, ვიდრე 55 დარტყმა/წთ);

თუ პაციენტს აღენიშნება გარკვეული სახის ცვლილებები ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან U ტალღები);

თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია);

თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტი ღებულობს ბუდიპინს ან სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

სიფრთხილის ზომები

პკ-მერცის გამოიყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პკ-მერცი®-ს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

პროსტატის ზომაში მომატება (პროსტატის ჰიპერპლაზია)

თვალშიდა წნევის მომატება (დახურულკუთხოვნაი გლაუკომა)

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიები (იხ. მე-3 პუნქტი)

მოუსვენრობის ან კონფუზიის ამჟამინდელი ან გადატანილი ეპიზოდი

მნიშვნელოვანი ფსიქიკური აშლილობა (ფსიქოზი)

თუ პაციენტი იღებს მემანტინს (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

ბავშვები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში.

ხანდაზმული ასაკის პირები

ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის სპეციალურად შერჩეული დოზები.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პკ-მერცის გამოყენებისას

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 1-ლ და მე-3 კვირას, მკურნალობის დასრულებისას და დოზის ნებისმიერი ცვლილებისას, საჭიროა ეკგ კვლევის ჩატარება.

პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს თუ აღინიშნება არარეგულარული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლის ხანმოკლე ეპიზოდი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პკ-მერცი®-ს დანიშვნა ხდება ტვინის ორგანული სინდრომის (თავის ტვინის დისფუნქცია) მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, რადგან შესაძლოა გაიზარდოს არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების და გართულების რისკი.

თუ პაციენტს აქვს გულსისხძარღვთა დაავადება, მიდრეკილია გულყრებისკენ ან წარსულში ჰქონია გულყრა, პკ-მერცი®-თ მკურნალობის პერიოდში იწარმოებს პაციენტის მკაცრი მონიტორინგი.

პარკინსონის დაავადების მქონე პირებში პკ-მერცი®-ს უეცარი მოხსნა არ უნდა მოხდეს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს მოტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოძრაობის მძიმე დარღვევით ან მოძრაობის შეუძლებლობით.

როდესაც პკ-მერცი® გამოიყენება ნეიროლეპსიურ პრეპარატებთან (გამოიყენება საშიში ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ) კომბინაციაში, პკ-მერცი®-ს უეცარმა მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა - ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი. აღნიშნული მდგომარეობისას შესაძლოა განვითარდეს უეცარი ცხელება, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების დათრგუნვა და თირკმელების და გულის დისფუნქცია.

პარკინსონის დაავადებას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერსალივაცია, ჭარბი ოფლიანობა, ცხელება, ალები, შეშუპება და დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, იწარმოებს პაციენტის მკაცრი მონიტორინგი მკურნალი ექიმის მიერ.

შარდვასთან ასოცირებული პრობლემების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი/მომვლელი ამჩნევს ისეთ უჩვეულო ცვლილებებს, როგორიცაა ადამიანისთვის არადამახასიათებელი ქცევა, იმპულსის კონტროლის შეუძლებლობა ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საზიანო ქმედებისკენ მიდრეკილება. აღნიშნული წარმოადგენს იმპულსის კონტროლის დარღვევას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ქცევითი ცვლილებებით, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, საკვების ჭარბად მიღებით ან ფინანსების არასაჭირო გახარჯვით, სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური სიჭარბით ან სქესობრივი ხასიათის აზრების ან გრძნობების სიჭარბით.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს პკ-მერცი®-ს გამოყენება ან მოახდინოს დოზის კორექცია.

მხედველობის დაბინდვის ან მხედველობასთან ასოცირებული სხვა დარღვევების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

პკ-მერცი® არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას:

ზოგიერთი არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატი (Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი და III კალსის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი);

ფსიქოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ნეიროლეფსიური საშუალებები: თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი);

დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, მათ შორის ამიტრიპტილინი);

ალერგიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ანტიჰისტამინები, მაგ. ასტემიზოლი, ტერფენადინი);

სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაკროლიდები, მათ შორის ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);

ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკი (გირაზას ინჰიბოტორები, მაგ. სპარფლოქსაცინი);

ზოგიერთი ანტიფუნგალური პრეპარატი (აზოლისგან წარმოებულები);

ზოგიერთი სხვა პრეპარატი: ბუდიპინი, ჰალოფრანტრინი, კოტრიმაზოლი, პენტამიდინი, ცისაპრიდი და ბეპრიდილი.

აღნიშნული არ წარმოადგენს სრულ სიას.

დამატებით, პკ-მერცი არ გამოიყენება მამენტინთან (ალც-ჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი) ერთად:

მემანტინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გაძლიერდეს პკ-მერცი®-ს არასასურველი ეფექტები (იხ. “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

გრიპის A ტიპის ვირუსის სამკურნალო და პრევენციული მიზნით ამანტადინის დამხმარე თერაპიის სახით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ზედოზირების რისკის გამო.

პკ-მერცის გამოყენება დასაშვებია პარკინსონის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატების დოზის კორექცია.

შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან ან პრეპარატთა ჯგუფებთან ერთად პკ-მერცი®-ს გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი წამალთშორისი ურთიერთქმედებები:

ანტიქოლინერგული პრეპარატები (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა გასტრალური სპაზმი, შარდის ბუშტის დარღვევები, ბრონქული ასთმა, მოძრაობის დარღვევები და კუნთების სპაზმები):

ანტიქოლინერგული პრეპარატებისთვის (მაგ. ტრიჰექსიფენიდილი, ბენზატროპინი, სკოპოლამინი, ბიპერიდინი, ორფენადრინი და სხვ.) დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების (კონფუზია და ჰალუცინაციები) გაძლიერება.

არაპირდაპირად მოქმედი სიმპატომიმეტური (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას) საშუალებები:

ამანტადინის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი მოქმედების გაძლიერება.

სხვა პრეპარატები:

ტრიამტერენი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტიპის შარდმდენ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს ამანტადინის კლირენსი, რამაც, შესაძლოა განაპირობოს მისი ტოქსიური კონცენტრაცია სისხლში. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება დაუშვებელია.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ინსტრუქციები ვალიდურია იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება ხდებოდა უახლოეს წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისგან თავის არიდება, რადგან პკ-მერცი ასუსტებს ალკოჰოლის გადამუშავების უნარს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფეხმძიმე პაციენტებში პკ-მერცი®-ს გამოყენების შესახებ. აღინიშნა, როგორც ჯანმრთელი ახალშობილების, ასევე ფეხმძიმობის გართულებებისა და ნაყოფის დეფექტების (კარდიოვასკულური ნაკლოვანებები, მოკლე კიდურები) განვითარების შემთხვევები.

ცხოველებზე კვლევებით, ამანტადინი საზიანო იყო ნაყოფისათვის. თუმცა, მისი პოტენციური რისკი ადამიანებზე უცნობია. ორსულობის პერიოდში პკ-მერცი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით.

რეკომენდებულია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მშობელი ღებულობდა ამანტადინს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა პკ-მერცი®-თ მკურნალობა.

ლაქტაცია

ამანტადინი გამოიყოფა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ამანტადინის გამოყენება წარმოადგენს აბსოლუტურ ჩვენებას, ახალშობილები უნდა იმყოფებოდნენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ წამალთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო განვითარების გამო (გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, ღებინება). შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პკ-მერცი®-ს ხსნარმა შეიძლება გავლენა იქონიონ ყურადღებაზე, სიფხიზლესა და მხედველობის სიმახვილეზე. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი, დაავადებით გამოწვეული უნარის დაქვეითებაზე დამატებით. რაც იწვევს რეაქციის სისწრაფისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებას მოულოდნელი და უეცარი მოვლენების დროს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა ელექტრული მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პკ-მერცი® შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატის ერთი საინფუზიო ბოთლი შეიცავს 1770 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). აღნიშნული წარმოადგენს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის რეკომენდებული დღიური ნორმის 88.5%-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

ძილის დარღვევები

მოტორული და მენტალური აჟიტირება

პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან ასოცირებული შარდის შეკავება (პროსტატის ჰიპერპლაზია)

აღქმითი და ქცევითი დარღვევები ვიზუალური ჰალუცინაციებით. აღნიშნულის რისკი უფრო მაღალია, როდესაც პკ-მერცის გამოყენება ხდება პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (მაგ. ლევოდოპასთან ან ბრომოქრიპტინთან) ან მემენტითან კომბინაციაში

კანის აჭრელება, რასაც ზოგჯერ თან ახლავს მუხლების და ქ/კიდურების შეშუპება;

გულისრევა;

თავბრუსხვევა;

პირის სიმშრალე;

ორთოსტატური დისრეგულაცია (სისხლის მიმოქცევის მოშლა წამოდგომისას).

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

მხედველობის დაბინდვა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

გულის რითმის დარღვევები

გარდამავალი სიბრმავე

ფოტოსენსიტიურობა

ეპილეფსიური გულყრა, ჩვეულებრივ, როდესაც გამოიყენება სტანდარტულზე მაღალი დოზები

კუნთების კრთომები და პარესთეზია კიდურებში

ანაფილაქსიური რეაქცია (მწვავე ზოგადი ალერგიული რეაქცია) ინფუზიის დროს.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული ცნობების მიხედვით):

უჩვეულო ქცევის მოთხოვნილება - აზარტული თამაშების ძლიერი იმპულსი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება ან ცვლილება, უკონტროლო შოპინგი ან ფინანსების გახარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობის საკვების მიღება დროის მცირე მონაკვეთში) ან კომპულსიური კვება (ნორმაზე მეტი საკვების მიღება ან საკვების ნორმაზე ხშირად მიღება).

მხედველობითი დარღვები ან მხედველობის დაბინდვა შესაძლოა წარმოადგენდეს რქოვანას შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს (იხ. მე-2 პუნქტი).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ შემდეგ მისამართზე:

წამალთა კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი,

სრობაროვა 48,

100 41 პრაღა 10;

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek" www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

პრეპარატის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ამიტომ, დოზის გადაჭარბების რისკი დაბალია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, გაღიზიანებადობა, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა სიარულისას, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა და გულყრები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ თვლის, რომ არ მიეცა მისთვის განკუთვნილი ჩვეული დოზა.

მკურნალობის შეწვეტის შემთხვევაში

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ აპირებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, მაგ. თუ ვერ ეგუება პრეპარატს ან სახეზეა სიმპტომების გაუმჯობესება.

პრეპარატის მოხსნა არ უნდა მოხდეს ერთბაშად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაუარესდეს დაავადების მიმდინარეობა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

პკ-მერცი®-ს შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ამანტადინის სულფატი.თითოეული 500 მლ საინფუზიო ბოთლი შეიცავს 200 მგ ამანტადინის სულფატს. დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პკ-მერცი®-ს მიღება მუყაოს კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პკ-მერცი® 0.4 მგ/მლ საინფუზი ხსნარი

ამანტადინის სულფატი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პკ-მერცი® და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პკ-მერცი®-ს გამოყენებამდე;

პკ-მერცი®-ს გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

პკ-მერცი®-ს შენახვის წესი;

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პკ-მერცი® და მისი გამოყენება

პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად (წარმოადგენს პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატს).

პკ-მერცი გამოიყენება:

პარკინსონის დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომების მწვავე გაუარესების, სახელდობრ, აკინეტიკური კრიზის საწყისი და ინტენსიური მკურნალობისთვის;

სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ცნობიერების დაქვეითების, დარღვევის და ცნობიერების დაკარგვის დროს, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა პკ-მერცი®-ს გამოყენებამდე;

პკ-მერცი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ამანტადინის სულფატის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა (IV სტადია NYHA კლასიფიკაციით);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის კუნთის გარკვეული ტიპის დაავადებები (კარდიომიოპათია, მიოკარდიტი);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები (II ან III ხარისხის AV ბლოკი);

თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია (ნაკლები, ვიდრე 55 დარტყმა/წთ);

თუ პაციენტს აღენიშნება გარკვეული სახის ცვლილებები ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან U ტალღები);

თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის მძიმე დარღვევები (პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის ორმხრივი პარკუჭოვანი ტაქიკარდია);

თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაზიანება;

თუ პაციენტი ღებულობს ბუდიპინს ან სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

პკ-მერცის გამოიყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პკ-მერცი®-ს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

პროსტატის ზომაში მომატება (პროსტატის ჰიპერპლაზია)

თვალშიდა წნევის მომატება (დახურულკუთხოვნაი გლაუკომა)

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიები (იხ. მე-3 პუნქტი)

მოუსვენრობის ან კონფუზიის ამჟამინდელი ან გადატანილი ეპიზოდი

მნიშვნელოვანი ფსიქიკური აშლილობა (ფსიქოზი)

თუ პაციენტი იღებს მემანტინს (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

ბავშვები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში.

ხანდაზმული ასაკის პირები

ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის სპეციალურად შერჩეული დოზები.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პკ-მერცის გამოყენებისას

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 1-ლ და მე-3 კვირას, მკურნალობის დასრულებისას და დოზის ნებისმიერი ცვლილებისას, საჭიროა ეკგ კვლევის ჩატარება.

პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს თუ აღინიშნება არარეგულარული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლის ხანმოკლე ეპიზოდი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პკ-მერცი®-ს დანიშვნა ხდება ტვინის ორგანული სინდრომის (თავის ტვინის დისფუნქცია) მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, რადგან შესაძლოა გაიზარდოს არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების და გართულების რისკი.

თუ პაციენტს აქვს გულსისხძარღვთა დაავადება, მიდრეკილია გულყრებისკენ ან წარსულში ჰქონია გულყრა, პკ-მერცი®-თ მკურნალობის პერიოდში იწარმოებს პაციენტის მკაცრი მონიტორინგი.

პარკინსონის დაავადების მქონე პირებში პკ-მერცი®-ს უეცარი მოხსნა არ უნდა მოხდეს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს მოტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოძრაობის მძიმე დარღვევით ან მოძრაობის შეუძლებლობით.

როდესაც პკ-მერცი® გამოიყენება ნეიროლეპსიურ პრეპარატებთან (გამოიყენება საშიში ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ) კომბინაციაში, პკ-მერცი®-ს უეცარმა მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა - ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი. აღნიშნული მდგომარეობისას შესაძლოა განვითარდეს უეცარი ცხელება, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების დათრგუნვა და თირკმელების და გულის დისფუნქცია.

პარკინსონის დაავადებას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერსალივაცია, ჭარბი ოფლიანობა, ცხელება, ალები, შეშუპება და დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, იწარმოებს პაციენტის მკაცრი მონიტორინგი მკურნალი ექიმის მიერ.

შარდვასთან ასოცირებული პრობლემების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი/მომვლელი ამჩნევს ისეთ უჩვეულო ცვლილებებს, როგორიცაა ადამიანისთვის არადამახასიათებელი ქცევა, იმპულსის კონტროლის შეუძლებლობა ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საზიანო ქმედებისკენ მიდრეკილება. აღნიშნული წარმოადგენს იმპულსის კონტროლის დარღვევას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ქცევითი ცვლილებებით, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, საკვების ჭარბად მიღებით ან ფინანსების არასაჭირო გახარჯვით, სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური სიჭარბით ან სქესობრივი ხასიათის აზრების ან გრძნობების სიჭარბით.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს პკ-მერცი®-ს გამოყენება ან მოახდინოს დოზის კორექცია.

მხედველობის დაბინდვის ან მხედველობასთან ასოცირებული სხვა დარღვევების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

პკ-მერცი® არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას:

ზოგიერთი არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატი (Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი და III კალსის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი);

ფსიქოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ნეიროლეფსიური საშუალებები: თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი);

დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, მათ შორის ამიტრიპტილინი);

ალერგიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ანტიჰისტამინები, მაგ. ასტემიზოლი, ტერფენადინი);

სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაკროლიდები, მათ შორის ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);

ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკი (გირაზას ინჰიბოტორები, მაგ. სპარფლოქსაცინი);

ზოგიერთი ანტიფუნგალური პრეპარატი (აზოლისგან წარმოებულები);

ზოგიერთი სხვა პრეპარატი: ბუდიპინი, ჰალოფრანტრინი, კოტრიმაზოლი, პენტამიდინი, ცისაპრიდი და ბეპრიდილი.

აღნიშნული არ წარმოადგენს სრულ სიას.

დამატებით, პკ-მერცი არ გამოიყენება მამენტინთან (ალც-ჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი) ერთად:

მემანტინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გაძლიერდეს პკ-მერცი®-ს არასასურველი ეფექტები (იხ. “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

გრიპის A ტიპის ვირუსის სამკურნალო და პრევენციული მიზნით ამანტადინის დამხმარე თერაპიის სახით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ზედოზირების რისკის გამო.

პკ-მერცის გამოყენება დასაშვებია პარკინსონის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატების დოზის კორექცია.

შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან ან პრეპარატთა ჯგუფებთან ერთად პკ-მერცი®-ს გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი წამალთშორისი ურთიერთქმედებები:

ანტიქოლინერგული პრეპარატები (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა გასტრალური სპაზმი, შარდის ბუშტის დარღვევები, ბრონქული ასთმა, მოძრაობის დარღვევები და კუნთების სპაზმები):

ანტიქოლინერგული პრეპარატებისთვის (მაგ. ტრიჰექსიფენიდილი, ბენზატროპინი, სკოპოლამინი, ბიპერიდინი, ორფენადრინი და სხვ.) დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების (კონფუზია და ჰალუცინაციები) გაძლიერება.

არაპირდაპირად მოქმედი სიმპატომიმეტური (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას) საშუალებები:

ამანტადინის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი მოქმედების გაძლიერება.

სხვა პრეპარატები:

ტრიამტერენი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტიპის შარდმდენ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს ამანტადინის კლირენსი, რამაც, შესაძლოა განაპირობოს მისი ტოქსიური კონცენტრაცია სისხლში. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება დაუშვებელია.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ინსტრუქციები ვალიდურია იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება ხდებოდა უახლოეს წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისგან თავის არიდება, რადგან პკ-მერცი ასუსტებს ალკოჰოლის გადამუშავების უნარს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფეხმძიმე პაციენტებში პკ-მერცი®-ს გამოყენების შესახებ. აღინიშნა, როგორც ჯანმრთელი ახალშობილების, ასევე ფეხმძიმობის გართულებებისა და ნაყოფის დეფექტების (კარდიოვასკულური ნაკლოვანებები, მოკლე კიდურები) განვითარების შემთხვევები.

ცხოველებზე კვლევებით, ამანტადინი საზიანო იყო ნაყოფისათვის. თუმცა, მისი პოტენციური რისკი ადამიანებზე უცნობია. ორსულობის პერიოდში პკ-მერცი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით.

რეკომენდებულია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მშობელი ღებულობდა ამანტადინს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა პკ-მერცი®-თ მკურნალობა.

ლაქტაცია

ამანტადინი გამოიყოფა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ამანტადინის გამოყენება წარმოადგენს აბსოლუტურ ჩვენებას, ახალშობილები უნდა იმყოფებოდნენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ წამალთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო განვითარების გამო (გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, ღებინება). შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

პკ-მერცი®-ს ხსნარმა შეიძლება გავლენა იქონიონ ყურადღებაზე, სიფხიზლესა და მხედველობის სიმახვილეზე. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი, დაავადებით გამოწვეული უნარის დაქვეითებაზე დამატებით. რაც იწვევს რეაქციის სისწრაფისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებას მოულოდნელი და უეცარი მოვლენების დროს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა ელექტრული მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პკ-მერცი® შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატის ერთი საინფუზიო ბოთლი შეიცავს 1770 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). აღნიშნული წარმოადგენს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის რეკომენდებული დღიური ნორმის 88.5%-ს.

  • პკ-მერცი®-ს გამოყენების წესი

დოზირება:

პარკინსონის სინდრომი:

პარკინსონის დაავადების სიმპტომების მწვავე გაუარესების ეპიზოდის დროს, 500 მლ (200 მგ ამანტადინის სულფატი) ხსნარი შეიყვანება ვენაში, 1-3-ჯერ დღეში.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 55 წვეთს წუთში, არაუმეტეს 3 საათის განმავლობაში.

ხანში შესულ პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც აღინიშნება აჟიტირება, კონფუზია ან დელირიუმი, გამოიყენება პრეპარატის შემცირებული დოზები.

პკ-მერცი®-ს დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თუ პაციენტი ასევე ღებულობს პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს.

ყურადღების დაქვეითება

სხვადასხვა ეტიოლოგიის ცნობიერების დაქვეითების შემდგომ, სიფხიზლის გასაუმჯობესებლად, 500 მლ ხსნარი (200 მგ ამანტადინის სულფატი) ვენაში შეიყვანება ნელი ინფუზიის სახით (> 3 სთ), ერთხელ დღეში, საწყისი ფაზით 3-5 დღე.

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, პრეპარატის გამოყენება შესაძლოა გაგრძელდეს - უპირატესად მისი პერორალური ფორმით.

გამოყენება თირკმლის დისფუნქციის დროს

თირკმლის დისფუნქციის არსეობიბის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს შემცირებული დოზა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თერაპიულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მკურნალობისადმი პასუხზე.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში და მოზარდებში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

პრეპარატის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ამიტომ, დოზის გადაჭარბების რისკი დაბალია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, გაღიზიანებადობა, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა სიარულისას, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა და გულყრები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ თვლის, რომ არ მიეცა მისთვის განკუთვნილი ჩვეული დოზა.

მკურნალობის შეწვეტის შემთხვევაში

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ აპირებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, მაგ. თუ ვერ ეგუება პრეპარატს ან სახეზეა სიმპტომების გაუმჯობესება.

პრეპარატის მოხსნა არ უნდა მოხდეს ერთბაშად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაუარესდეს დაავადების მიმდინარეობა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

ძილის დარღვევები

მოტორული და მენტალური აჟიტირება

პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან ასოცირებული შარდის შეკავება (პროსტატის ჰიპერპლაზია)

აღქმითი და ქცევითი დარღვევები ვიზუალური ჰალუცინაციებით. აღნიშნულის რისკი უფრო მაღალია, როდესაც პკ-მერცის გამოყენება ხდება პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (მაგ. ლევოდოპასთან ან ბრომოქრიპტინთან) ან მემენტითან კომბინაციაში

კანის აჭრელება, რასაც ზოგჯერ თან ახლავს მუხლების და ქ/კიდურების შეშუპება;

გულისრევა;

თავბრუსხვევა;

პირის სიმშრალე;

ორთოსტატური დისრეგულაცია (სისხლის მიმოქცევის მოშლა წამოდგომისას).

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

მხედველობის დაბინდვა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში:

ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

გულის რითმის დარღვევები

გარდამავალი სიბრმავე

ფოტოსენსიტიურობა

ეპილეფსიური გულყრა, ჩვეულებრივ, როდესაც გამოიყენება სტანდარტულზე მაღალი დოზები

კუნთების კრთომები და პარესთეზია კიდურებში

ანაფილაქსიური რეაქცია (მწვავე ზოგადი ალერგიული რეაქცია) ინფუზიის დროს.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული ცნობების მიხედვით):

უჩვეულო ქცევის მოთხოვნილება - აზარტული თამაშების ძლიერი იმპულსი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება ან ცვლილება, უკონტროლო შოპინგი ან ფინანსების გახარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობის საკვების მიღება დროის მცირე მონაკვეთში) ან კომპულსიური კვება (ნორმაზე მეტი საკვების მიღება ან საკვების ნორმაზე ხშირად მიღება).

მხედველობითი დარღვები ან მხედველობის დაბინდვა შესაძლოა წარმოადგენდეს რქოვანას შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს (იხ. მე-2 პუნქტი).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ შემდეგ მისამართზე:

წამალთა კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი,

სრობაროვა 48,

100 41 პრაღა 10;

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek" www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • პკ-მერცი®-ს შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პკ-მერცი®-ს მიღება მუყაოს კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის (“EXP”) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

პკ-მერცი®-ს შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ამანტადინის სულფატი.თითოეული 500 მლ საინფუზიო ბოთლი შეიცავს 200 მგ ამანტადინის სულფატს. დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.

პკ-მერცი გამოდის LDPE საინფუზიო ბოთლებში ალუმინის საცობით და ეტიკეტით. ხელმისაწვდომია 2 X 500 მლ და 10 X 500 მლ შეფუთვებში.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Merz Pharmaceuticals GmbH

Eckenheimer Landstrasse 100

60318 Frankfurt / Main

Germany

მერც ფარმაცეუტიკალს გმბჰ

ეკენჰაიმერ ლანდშტრასე 100

60318 ფრანკფურტი/მაინი

გერმანია

მწარმოებელი:

Merz Pharmaceuticals GmbH & Co. KGaA

Eckenheimer Landstrasse 100

60318 Frankfurt / Main

Germany

მერც ფარმაცეუტიკალს გმბჰ & კო. კგაა

ეკენჰაიმერ ლანდშტრასე 100

60318 ფრანკფურტი/მაინი

გერმანია

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 29.05.2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა