პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

პირიდოქსინი-დარნიცა

Pyridoxine-Darnitsa

ურეცეპტოდ5%ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ვიტამინ B6-ის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულობის ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიების (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიების, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეის მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებრი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირიდოქსინი (pyridoxine)
ფორმა და შეფუთვა
5% (50მგ/მლ) 1მლ ი.ვ. საინფუზიო/საინექციო, ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
მწარმოებელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები
ATC კოდი
A11HA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044595
რეგისტრირებულია
13 იანვარი 2026, მოქმედებს 13 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპირიდოქსინი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

პირიდოქსინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიტამინ B6-ის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულობის ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიების (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიების, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეის მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებრი სირსველის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, ექსუდაციური დიათეზის კომპლექსური მკურნალობა, გადაბმული სიმთვრალე მდგომარეობიდან გამოყვანის და ნაბახუსევის სინდრომის დროს. ასევე ინიშნება ჰაერისა და ზღვის ავადმყოფობის, მენიერის დაავადების დროს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი თავიდან აცილებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტის დროს) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას. პირიდოქსინ-დამოკიდებული კრუნჩხვების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი პირიდოქსინ-დარნიცა შეჰყავთ კუნთში, ვენაში ან კანქვეშ იმ შემთხვევებში, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ: პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა განზავდეს 1-2 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში.

ზრდასრულებისთვის.

ჰიპოვიტამინოზი B6: პრეპარატი ინიშნება სადღეღამოსო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ) 1-2 შეყვანაზე. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

სიდერობლასტური ანემია: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად სადღეღამოსო დოზით 100 მგ (2 მლ), კვირაში ორჯერ. რეკომენდებულია ამავდროულად ფოლიუმის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინ B12 -ის მიღება).

ინვოლუციური ასაკის დეპრესია: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დოზით 200 მგ (4 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსია 20-25 ინექცია.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება: პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ (0.1-0.2 მლ) სადღეღამისო დოზით იზონიაზიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის ყოველი 1 გ-ით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი 0.5 გ/წთ სიჩქარით. იზონიაზიდის დოზის 10 გ-ზე მეტით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება პირიდოქსინი დოზით 4 გ (80 მლ), შემდეგ ინტრამუსკულურად - პრეპარატის 1 გრამი (20 მლ) ყოველ 30 წუთში ერთხელ. საერთო დადღეღამოსო დოზა შეადგენს 70-350 მგ/კგ-ს.

ორსულობის ტოქსიკოზი: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დოზით 50 მგ (1 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსია 10-20 ინექცია.

პირიდოქსინდამოკიდებული ანემია (მაკროციტური, ჰიპოქრომული სისხლის პლაზმაში რკინის მომატებული დონით): პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 50-200 მგ (1-4 მლ). მკურნალობის კურსი 1-2 თვეა. ეფექტის არარსებიბის შემთხვევაში საჭიროა სხვა თერაპიაზე გადასვლა.

პირიდოქსინდამოკიდებული სინდრომი, პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების ჩათვლით: პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად დღე-ღამეში 50-500 მგ (1-10 მლ) დოზით. ინტრავენურად შეიყვანება 50 მგ/წთ სიჩქარით. მკურნალობის კურსია - 3-4 კვირა.

პარკინსონიზმი: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დღე-ღამეში 100 მგ (2 მლ) დოზით. მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. კურსის გამეორება 2-3 თვის შემდეგ. მკურნალობის სხვა სქემა: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად 50-100 მგ (1-2 მლ) საწყისი სადღეღამოსო დოზით, შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით (1 მლ) და მიიყვანება 300-400 მგ-მდე (6-8 მლ-მდე) დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა ტარდება 12-15 დღიანი კურსებით.

სხვა ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება სადღეღამოსო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ) 1-2 შეყვანაზე.

ბავშვებისთვის.

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად დღე-ღამეში 1-2 მგ/კგ სხეულის მასაზე გადათვლით. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვები: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად ნაკადით 50-100 მგ (1-2 მლ) დოზით დღე-ღამეში. ინტრავენურად შეიყვანება 50 მგ/წთ სიჩქარით. ბავშვებისთვის მაქსიმალური დოზები დადგენილი არ არის.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის ყოველი 1 გ-ით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი. თუ იზონიაზიდის დოზა უცნობია, შეიყვანეთ პირიდოქსინი 70 მგ/კგ სხეულის მასაზე გადათვლით. მაქსიმალური დოზაა 5 გ (100 მლ).

ბავშვები.

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება. შეიყვანება ინტრამუსკულურად და ინტრავენურად. დოზირება და შეყვანის რეჟიმი დამოკიდებულია პათოლოგიაზე (იხ. განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მომატების გამო). ღვიძლის დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს მძიმე ფუნქციური უკმარისობით. გულის იშემიური დაავადება.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის სავარაუდოდ მომატებული მჟავიანობის გამო), ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში (პირიდოქსინმა მაღალი დოზებით შეიძლება გააუარესოს მისი ფუნქცია).

პირიდოქსინის მეტაბოლიზმი ირღვევა ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების შედეგად.

შესაძლოა, გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი ურობილინოგენის სინჯზე ერლიხის რეაქტივის გამოყენების შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შარდმდენები - პირიდოქსინთან კომბინირებულად გამოყენებისას აძლიერებს დიურეზულების მოქმედებას.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ციკლოსერინი, პენიცილამინი, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინის სულფატი, ეთიონამიდი, იმუნოსუპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ეფექტი მცირდება.

საძილე და სედაციური საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას საძილე ეფექტი სუსტდება.

ანტიპარკინსონული საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა მცირდება.

ფენიტოინი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას სუსტდება ფენიტოინის მოქმედება.

კორტიკოსტეროიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ორგანიზმში ვიტამინი B6-ის რაოდენობა მცირდება.

გლუტამინის მჟავა, ასპარკამი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ჰიპოქსიისადმი მდგრადობა.

საგულე გლიკოზიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მიოკარდიუმში იზრდება შემკუმშველი ცილების სინთეზი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინრებული გამოყენებისას ეს უკანასკნელი აღმოფხვრის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდით ეფექტებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ანტიქოლინერგულ აქტივობასთან (პირის სიმშრალე, შარდის შეკავება).

ლევომიცეტინის პრეპარატები რეზორბციული მოქმედებით - პირიდოქსინთან კომბინაციაში გამოყენებისას ეს უკანასკნელი ხელს უშლის ოფთალმოლოგიური გართულებების განვითარებას, რომლებიც წარმოიქმნება რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატების (სინტომიცინი, ქლორამფენიკოლი) ხანგრძლივი გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ორსულთა ტოქსიკოზისა და ორსულ ქალებში ღებინების დროს. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას შეიძლება დაითრგუნოს ლაქტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გამო.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, კიდურებში შებოჭილობის შეგრძნების გაჩენა - „წინდებისა და ხელთათმანების“ სიმპტომი, გონების დაკარგვა და კრუნჩხვების განვითარება სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს;

სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის გაძნელება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მომატება;

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ : ფოლიუმის მჟავის დონის შემცირება;

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია;

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ლაქტაციის დათრგუნვა ლაქტოგენურ პერიოდში;

დარღვევები შეყვანის ადგილას: ცვლილებები შეყვანის ადგილზე, ჰიპერემიის, ქავილის, ინექციის ადგილზე წვის ჩათვლით;

ზოგადი დარღვევები: სისუსტე, ცხელება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება; ცილების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლის დარღვევა; დეგენერაციული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პერიფერიული ნეიროპათია) და პარენქიმულ ორგანოებში (მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევები, რომლებიც დამოკიდებულია ნიკოტინამიდის NAD და NADP კოენზიმების აქტივობის მნიშვნელოვან შემცირებასთან და ნიკოტინის მჟავას დეფიციტთან). პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები: ჰიპერპარესთეზიები, პარესთეზიები, კუნთების სისუსტე. შესაძლებელია სენსორული ნეიროპათიები სიარულის პროგრესირებადი დარღვევით, ფეხებსა და ხელებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებით, ნაწილობრივი სიმელოტე, ორგანიზმის ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, სისხლის შედედების საწინააღმდეგო სისტემის აქტივობის დაქვეითება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება B6 ჰიპერვიტამინოზი, რომელიც ხასიათდება კუნთოვან ქსოვილსა და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. B6 ჰიპერვიტამინოზის ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს: გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ეს სიმპტომები ქრება.

მკურნალობა. პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: pyridoxine hydrochloride;

ხსნარის 1 მლ შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინის მარტივი პრეპარატები. პირიდოქსინი. ათქ კოდი A11H A02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) გვხვდება მცენარეებში და ცხოველთა ორგანოებში, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების არარაფინირებულ მარცვლებში, ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, რძეში, ვირთევზასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღვიძლში, კვერცხის გულში. ვიტამინ B6-ის საკმარისად დიდ რაოდენობას შეიცავს ასევე საფუარი. ვიტამინი B6 მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ საკვები პროდუქტები; მისი ნაწილი ასევე სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორას მიერ.

ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში, ის აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში. ფოსფორილირებული ფორმით ის უზრუნველყობს ამინომჟავების დეკარბოქსილირებას, პერეამინირებას, დეზამინირებას, მონაწილეობს ცილების, ფერმენტების, ჰემოგლობინის და პროსტაგლანდინების სინთეზში, სეროტონინის, კატექოლამინების, გლუტამინის მჟავას, გამა-ამინოერბოს მჟავების, ჰისტამინის ცვლაში, აუმჯობესებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმად გარდაქმნას, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას.

ათეროსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს პირიდოქსინი ამცირებს გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცველობას, გარდა ამისა, პირიდოქსინი მოქმედებს როგორც დიურეტიკი: ის ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაწევას.

დადგენილია, რომ პირიდოქსინი დადებითად მოქმედებს ნორეპინეფრინის და სეროტონინის პროდუცირებაზე, ზრდის მათ გამომუშავებას დეპრესიის დროს, რაც დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან კატექოლამინების სინთეზის პროცესში დოფა-დეკარბოქსილაზას კოფაქტორის სახით.

პირიდოქსინს შეუძლია გაახანგრძლივოს შედედების დრო და დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია, რაც, სავარაუდოდ, აიხსნება პირიდოქსალფოსფატის ფიბრინოგენთან და თრომბოციტების ზედაპირზე სპეციფიკურ ამინოჯგუფებთან შეკავშირებით.

ფარმაკოკინეტიკა.

მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატის და პირიდოქსამინფოსფატის) წარმოქმნით. პირიდოქსალფოსფატი 90%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში. გროვდება უპირატესად ღვიძლში, უფრო მცირე რაოდენობით - კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). კვეთს პლაცენტას და ექსკრეტირდება დედის რძეში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2 ) შეადგენს 15-20 დღეს. გამოიყოფა თირკმელებით (ინტრავენური შეყვანისას, ნაღველთან ერთად (2%)), და ასევე ჰემოდიალიზის დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

პირიდოქსინი-დარნიცა (ვიტამინი B6-დარნიცა)

(PYRIDOXInE-DARNYTSIA (VITAMIN B6-DARNYTSIA)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: pyridoxine hydrochloride;

ხსნარის 1 მლ შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ვიტამინის მარტივი პრეპარატები. პირიდოქსინი. ათქ კოდი A11H A02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) გვხვდება მცენარეებში და ცხოველთა ორგანოებში, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების არარაფინირებულ მარცვლებში, ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, რძეში, ვირთევზასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღვიძლში, კვერცხის გულში. ვიტამინ B6-ის საკმარისად დიდ რაოდენობას შეიცავს ასევე საფუარი. ვიტამინი B6 მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ საკვები პროდუქტები; მისი ნაწილი ასევე სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორას მიერ.

ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში, ის აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში. ფოსფორილირებული ფორმით ის უზრუნველყობს ამინომჟავების დეკარბოქსილირებას, პერეამინირებას, დეზამინირებას, მონაწილეობს ცილების, ფერმენტების, ჰემოგლობინის და პროსტაგლანდინების სინთეზში, სეროტონინის, კატექოლამინების, გლუტამინის მჟავას, გამა-ამინოერბოს მჟავების, ჰისტამინის ცვლაში, აუმჯობესებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმად გარდაქმნას, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას.

ათეროსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს პირიდოქსინი ამცირებს გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცველობას, გარდა ამისა, პირიდოქსინი მოქმედებს როგორც დიურეტიკი: ის ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაწევას.

დადგენილია, რომ პირიდოქსინი დადებითად მოქმედებს ნორეპინეფრინის და სეროტონინის პროდუცირებაზე, ზრდის მათ გამომუშავებას დეპრესიის დროს, რაც დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან კატექოლამინების სინთეზის პროცესში დოფა-დეკარბოქსილაზას კოფაქტორის სახით.

პირიდოქსინს შეუძლია გაახანგრძლივოს შედედების დრო და დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია, რაც, სავარაუდოდ, აიხსნება პირიდოქსალფოსფატის ფიბრინოგენთან და თრომბოციტების ზედაპირზე სპეციფიკურ ამინოჯგუფებთან შეკავშირებით.

ფარმაკოკინეტიკა.

მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატის და პირიდოქსამინფოსფატის) წარმოქმნით. პირიდოქსალფოსფატი 90%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში. გროვდება უპირატესად ღვიძლში, უფრო მცირე რაოდენობით - კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). კვეთს პლაცენტას და ექსკრეტირდება დედის რძეში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2 ) შეადგენს 15-20 დღეს. გამოიყოფა თირკმელებით (ინტრავენური შეყვანისას, ნაღველთან ერთად (2%)), და ასევე ჰემოდიალიზის დროს.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ვიტამინ B6-ის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულობის ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიების (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიების, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეის მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებრი სირსველის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, ექსუდაციური დიათეზის კომპლექსური მკურნალობა, გადაბმული სიმთვრალე მდგომარეობიდან გამოყვანის და ნაბახუსევის სინდრომის დროს. ასევე ინიშნება ჰაერისა და ზღვის ავადმყოფობის, მენიერის დაავადების დროს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი თავიდან აცილებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტის დროს) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას. პირიდოქსინ-დამოკიდებული კრუნჩხვების მკურნალობა.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მომატების გამო). ღვიძლის დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს მძიმე ფუნქციური უკმარისობით. გულის იშემიური დაავადება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

შარდმდენები - პირიდოქსინთან კომბინირებულად გამოყენებისას აძლიერებს დიურეზულების მოქმედებას.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ციკლოსერინი, პენიცილამინი, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინის სულფატი, ეთიონამიდი, იმუნოსუპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ამ უკანასკნელის ეფექტი მცირდება.

საძილე და სედაციური საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას საძილე ეფექტი სუსტდება.

ანტიპარკინსონული საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა მცირდება.

ფენიტოინი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას სუსტდება ფენიტოინის მოქმედება.

კორტიკოსტეროიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ორგანიზმში ვიტამინი B6-ის რაოდენობა მცირდება.

გლუტამინის მჟავა, ასპარკამი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ჰიპოქსიისადმი მდგრადობა.

საგულე გლიკოზიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მიოკარდიუმში იზრდება შემკუმშველი ცილების სინთეზი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინრებული გამოყენებისას ეს უკანასკნელი აღმოფხვრის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდით ეფექტებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ანტიქოლინერგულ აქტივობასთან (პირის სიმშრალე, შარდის შეკავება).

ლევომიცეტინის პრეპარატები რეზორბციული მოქმედებით - პირიდოქსინთან კომბინაციაში გამოყენებისას ეს უკანასკნელი ხელს უშლის ოფთალმოლოგიური გართულებების განვითარებას, რომლებიც წარმოიქმნება რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატების (სინტომიცინი, ქლორამფენიკოლი) ხანგრძლივი გამოყენებისას.

გამოყენების თავისებურებები.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის სავარაუდოდ მომატებული მჟავიანობის გამო), ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში (პირიდოქსინმა მაღალი დოზებით შეიძლება გააუარესოს მისი ფუნქცია).

პირიდოქსინის მეტაბოლიზმი ირღვევა ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების შედეგად.

შესაძლოა, გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი ურობილინოგენის სინჯზე ერლიხის რეაქტივის გამოყენების შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ორსულთა ტოქსიკოზისა და ორსულ ქალებში ღებინების დროს. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას შეიძლება დაითრგუნოს ლაქტაცია.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვისას.

მკურნალობის დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გამო.

გამოყენების წესი და დოზები.

პრეპარატი პირიდოქსინ-დარნიცა შეჰყავთ კუნთში, ვენაში ან კანქვეშ იმ შემთხვევებში, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ: პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა განზავდეს 1-2 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში.

ზრდასრულებისთვის.

ჰიპოვიტამინოზი B6: პრეპარატი ინიშნება სადღეღამოსო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ) 1-2 შეყვანაზე. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

სიდერობლასტური ანემია: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად სადღეღამოსო დოზით 100 მგ (2 მლ), კვირაში ორჯერ. რეკომენდებულია ამავდროულად ფოლიუმის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინ B12 -ის მიღება).

ინვოლუციური ასაკის დეპრესია: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დოზით 200 მგ (4 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსია 20-25 ინექცია.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება: პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ (0.1-0.2 მლ) სადღეღამისო დოზით იზონიაზიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის ყოველი 1 გ-ით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი 0.5 გ/წთ სიჩქარით. იზონიაზიდის დოზის 10 გ-ზე მეტით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება პირიდოქსინი დოზით 4 გ (80 მლ), შემდეგ ინტრამუსკულურად - პრეპარატის 1 გრამი (20 მლ) ყოველ 30 წუთში ერთხელ. საერთო დადღეღამოსო დოზა შეადგენს 70-350 მგ/კგ-ს.

ორსულობის ტოქსიკოზი: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დოზით 50 მგ (1 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსია 10-20 ინექცია.

პირიდოქსინდამოკიდებული ანემია (მაკროციტური, ჰიპოქრომული სისხლის პლაზმაში რკინის მომატებული დონით): პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 50-200 მგ (1-4 მლ). მკურნალობის კურსი 1-2 თვეა. ეფექტის არარსებიბის შემთხვევაში საჭიროა სხვა თერაპიაზე გადასვლა.

პირიდოქსინდამოკიდებული სინდრომი, პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების ჩათვლით: პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად დღე-ღამეში 50-500 მგ (1-10 მლ) დოზით. ინტრავენურად შეიყვანება 50 მგ/წთ სიჩქარით. მკურნალობის კურსია - 3-4 კვირა.

პარკინსონიზმი: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად დღე-ღამეში 100 მგ (2 მლ) დოზით. მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. კურსის გამეორება 2-3 თვის შემდეგ. მკურნალობის სხვა სქემა: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად 50-100 მგ (1-2 მლ) საწყისი სადღეღამოსო დოზით, შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით (1 მლ) და მიიყვანება 300-400 მგ-მდე (6-8 მლ-მდე) დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა ტარდება 12-15 დღიანი კურსებით.

სხვა ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება სადღეღამოსო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ) 1-2 შეყვანაზე.

ბავშვებისთვის.

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად დღე-ღამეში 1-2 მგ/კგ სხეულის მასაზე გადათვლით. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვები: პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად ნაკადით 50-100 მგ (1-2 მლ) დოზით დღე-ღამეში. ინტრავენურად შეიყვანება 50 მგ/წთ სიჩქარით. ბავშვებისთვის მაქსიმალური დოზები დადგენილი არ არის.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის ყოველი 1 გ-ით გადაჭარბების შემთხვევაში ინტრავენურად შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი. თუ იზონიაზიდის დოზა უცნობია, შეიყვანეთ პირიდოქსინი 70 მგ/კგ სხეულის მასაზე გადათვლით. მაქსიმალური დოზაა 5 გ (100 მლ).

ბავშვები.

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება. შეიყვანება ინტრამუსკულურად და ინტრავენურად. დოზირება და შეყვანის რეჟიმი დამოკიდებულია პათოლოგიაზე (იხ. განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება; ცილების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლის დარღვევა; დეგენერაციული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პერიფერიული ნეიროპათია) და პარენქიმულ ორგანოებში (მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევები, რომლებიც დამოკიდებულია ნიკოტინამიდის NAD და NADP კოენზიმების აქტივობის მნიშვნელოვან შემცირებასთან და ნიკოტინის მჟავას დეფიციტთან). პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები: ჰიპერპარესთეზიები, პარესთეზიები, კუნთების სისუსტე. შესაძლებელია სენსორული ნეიროპათიები სიარულის პროგრესირებადი დარღვევით, ფეხებსა და ხელებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებით, ნაწილობრივი სიმელოტე, ორგანიზმის ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, სისხლის შედედების საწინააღმდეგო სისტემის აქტივობის დაქვეითება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება B6 ჰიპერვიტამინოზი, რომელიც ხასიათდება კუნთოვან ქსოვილსა და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. B6 ჰიპერვიტამინოზის ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს: გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ეს სიმპტომები ქრება.

მკურნალობა. პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი რეაქციები.

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, კიდურებში შებოჭილობის შეგრძნების გაჩენა - „წინდებისა და ხელთათმანების“ სიმპტომი, გონების დაკარგვა და კრუნჩხვების განვითარება სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს;

სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის გაძნელება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მომატება;

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ : ფოლიუმის მჟავის დონის შემცირება;

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია;

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ლაქტაციის დათრგუნვა ლაქტოგენურ პერიოდში;

დარღვევები შეყვანის ადგილას: ცვლილებები შეყვანის ადგილზე, ჰიპერემიის, ქავილის, ინექციის ადგილზე წვის ჩათვლით;

ზოგადი დარღვევები: სისუსტე, ცხელება.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეუთავსებლობა.

პირიდოქსინის ხსნარი არ შეურიოთ ერთ შპრიცში თიამინს (ვიტამინი B1), ციანოკობალამინის (ვიტამინი B12 ) ხსნარს, ტუტე ხსნარებს, რკინის მარილებს ან დამჟანგავ ხსნარებს. პირიდოქსინის ინექციები სასურველია გაკეთდეს თიამინის ინექციებიდან მინიმუმ 12 საათის შემდეგ.

არ არის რეკომენდებული ერთ საინფუზიო სისტემაში ან ერთ შპრიცში შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან შერევა: ადრენომიმეტიკებთან, ამპიცილინის ნატრიუმის მარილთან, ამფოტერიცინ B-სთან, ასკორბინის მჟავასთან, B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან, ფიტომენადიონთან, დიპირიდამოლთან, ნატრიუმის ოქსიფერისკორბონთან, ფენოთიაზინის წარმოებულებთან (ქლორპრომაზინი), ფუროსემიდთან, ეტამზილატთან, ეუფილინთან.

შეფუთვა.

1 მლ თითო ამპულაში; 5 ამპულა თითო კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა თითო კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა